მედიამონიტორინგი 09.01.2019
ტელევიზია
09.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, მუშებს დაეჯახა, 12-ია დაშავებული და ერთია გარდაცვლილი. ღუდუშაურის კლინიკაში გადმოყვანილია სამი პაციენტი. პაციენტები გადანაწილებული არიან ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, რეგიონულ ჰოსპიტალში, ჰელსი ჯორჯიაში და ბლექველში. დაშავებულები არიან სამშენებლო კომპანია რედიქსის თანამშრომლები. შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799334
---
09.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიან ივანუშამ სეზონური გრიპის თემაზე ბრიფინგი გამართა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799522
---
09.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
გრიპის ვირუსი და ქვეყანაში შექმნილი პანიკა - ბოლო დღეებში გარდაცვლილი 13 ადამიანიდან, უკვე დადასტურებულია, რომ 10-ის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი იყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799519
---
09.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
მონაცემების გათვალისწინებით, ეპიდემია არ არის, ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. დავით სერგეენკოს ინფორმაცით, გრიპის ვირუსზე მიმართვიანობა შემცირებულია, თუმცა, ავადობა საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და პაციენტების დიდი რაოდენობა სტაციონარში მკურნალობს, რაც შეეხება მედიკამენტებს, მინისტრი ამბობს, რომ ყველა შესაბამისი მედიკამენტი ხელმისაწვდომია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798979
რუსთავი 2- კურიერი 09:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798996
მაესტრო -ახალი ამბები 10:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799075
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799561
---
09.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
დედაქალაქის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის ცენტრები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. რას ითვალისწინებს მომსახურება და როგორია მიმართვიანობა ამ დროისთვის?
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798977
---
09.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა:მოამბე 09:00
ბოლო ერთ კვირაში კლინიკებში მიმართვიანობამ იკლო, თუმცა მუშოაბა საგანგებო რეჟიმში გრძელდება. ამის სესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ განაცხადა. მისი ინფორმაციით სკოლებსა და ბაგა-ბაღებში საგანგაშო მდგომარეობა არ არის და დასვენების დღეების გახანგრძლივების აუცილებლობა არ დგას. რაც სეეხება პრეპარატ ტამიფლუს, მისი ინფორმაციით პრეპარატი რეგიონების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა ცენტრში ხელმისაწვდომია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799032
---
09.01.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
უმნიშვნელოდ არის შემცირებული მიმართვიანობა იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, სადაც ამჟამად 100-მდე მოზარდი მკურნალობს, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კი გაიზარდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც გრიპის ვირუსი აქვთ, სიმპტომები ძირითად შემთხვევაში იდენტურია. პაციენტებს მაღალი სიცხე, სისუსტე და სახსრების ტკივილი აწუხებთ. ექიმების ინფორმაციით, თუ მაღალი სიცხე რამდენიმე დღე გაგრძელდება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ასევე, აუცილებელია ჰიგიენის დაცვა და მცირეწლოვანი ბაშვები უნდა მოვარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, უნდა გამოვიყენოთ პირბადე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799074
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798978
---
09.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა:მოამბე 09:00
ამ დროისათვის გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა ლაბორატორიულად დადასტურებული 12 შემთხვევა ფიქსირდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ამ დროისთვის პანიკის საფუძველი არა არსებობს. გასული კვირის მონაცემებით ავადობის მაჩვენებლი შემცირებულა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვირუსის სიმფტომების გამოვლენის შემთხვევაში მათ დროულად მიმართონ სმედიცინო დაწესებულებებს და თვითმკურნალობა არ დაიწყონ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799029
---
09.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა:მოამბე 09:00
კდიევ ერთი შემთხვევა მოხდა გურიაში, სავარაუდო, გრიპის ვირუსით რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ 83 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტმა მათ სიმფტომებით 2 იანვარს მიმართა. მედიკოსების თქმით პაციენტს ფონური დაავადებები ჰქონდა, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული უკმარისობა. ექიმების თქმით პაციენტის კლინიკაში შეყვანის დღიდან, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მკურნალობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799028
---
09.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა:მოამბე 09:00
იყო თუ არა H1N1 ვირუსი გორის რაინში 9 თვის გოგონას გარდაცვალების მიზეზი. ამას სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს. გარდაცვლილი გუშინ ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში სახლში გადაასვენეს. დედათა და ბავშვთა ცენტრის იავნანას პედიატრი ყვება, რომ მშობელმა თვითნებურად წამოიყვანა ბავშვი თბილისის კლინიკიდან და ასევე უარი განაცხადა გორის საავადმყოფოში მკურნალობაზე. 9 თვის გოგონა თბილისში წითელას და ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამარათლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799019
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799503
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798973
რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798995
08.01
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798899
---
09.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
ვირუსულმა ინფექციებმა გარკვეული პრობლემები შექმნა სხვა სააფთიაქო ნაწარმზეც. აფთიაქებში ამჟამად დეფიციტი სამედიცინო პირბადეებზეა. სამედიცინო პირბადე ვირუსების დროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, რომლის შეძენას მოსახლეობა ვერ ახერხებს. როდის შეივსება სააფთიაქო მარაგი პირბადეებით, აფთიაქებში ვერ აკონკრეტებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798999
---
09.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
ნაციონალური მოძრაობა თბილისში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გაუმართავ და არაორგანიზებულ მუშობაზე საუბრობს და პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერსს აკისრებს. საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პრობლემას მოსახლეობის არაინფორმირებულობაც ქმნის, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი გრიპის ვირუსისგან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799538
რუსთავი 2 -კურიერი 09:00 http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798998
---
09.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილა მშვიდობისა
15 იანვრიდან თბილისში, ქუთაისში და ბათუმში არსებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონალური დაწესებულებები ვალდებულია, სახელწმიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში განათავსოს. თემაზე რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი საუბრობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798932
---
08.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
გრიპის ვირუსის შესახებ ქრონიკის კითხვებს პასუხობს დავით სერგეენკო
https://www.imedi.ge/ge/video/32352/davit-sergeenko-qronikis-kitkhvebs-pasukhobs
---
08.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
გრიპის ვირუსის გააქტიურების მიუხედავად სკოლებში სწავლის შეწყვეტის აუცილებლობა არ არის. პარალერულად დედაქალაქში 5 პოლიკლინიკა 24 საათის რეჟიმში მუშაობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით გრიპის გავრცელება ამ ეტაპზე საშუალო დონეზეა. მედიკოსები მოქალაქეებს ურჩევენ გრიპის ვირუსის შემთხვევაში მიმართონ ოჯახის ექიმს
https://www.imedi.ge/ge/video/32351/gorshi-virusuli-inpeqtsiit-akhalgazrda-qali-gardaitsvala
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798730
---
08.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
გრიპის ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები იზრდება - სკოლებსა და ბაღებში შესაძლოა, არდადეგები გახანგრძლივდეს. გრიპის ვირუსის გართულების გამო, გორსა და ოზურგეთში ორი ადამიანი გარდაიცვალა. ექიმები ორივე შემთხვევაში ფატალური შედეგის სავარაუდო მიზეზად გრიპის სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებულ მიმართვას და ვირუსის პარალელურად, ქრონიკულ დაავადებებს ასახელებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798785
---
08.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ამ დროის მონაცემებით, H1N1-ით გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდეა გაზრდილი. დღეს გორსა და ოზურგეთში კიდევ ორი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ლაბორატორიული კვლევის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი, გახდა თუ ქვეყანაში გავრცელებული გრიპის ვირუსი 30 წლამდე და 83 წლის ქალის დაღუპვის მიზეზი. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავადობის მაჩვენებლის კლების ტენდენციაზე მიუთითებს და ეპიდემიის საფრთხეს ისევ ვერ ხედავს. ზამთრის სასკოლო არდადეგების შესაძლო გახანგრძლივებაზე კი, სავარაუდოდ, გადაწყვეტილება კვირის ბოლოს კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული. რაც შეეხება ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“, ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ქვეყანაში წამლის საკმარისი მარაგია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798755
---
08.01.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
საქართველოში უკვე H1N1 ვირუსით გარდაცვლილთა ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევაა დაფიქსირებული, იზრდება მიმართვიანობის რიცხვიც, აჭარაში ამ მომენტისთვის სტაციონალურად 200-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს. გაზრდილი მიმართვიანობიდან გამომდინარე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით პირველადი ჯანდაცვის ცენტრები დილის 9 საათიდან საღამოს 20 საათამდე იმუშავებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798578
---
08.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა. გორის სამედიცინო ცენტრში ვირუსის გართულებული ფორმით ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. პაციენტს 4 დღეის განმავლობაშ მკურნალობდნენ. გრიპის გართულებული ფორმით მკურნალობას კლინიკაში კიდევ ორი მამაკაცი განაგრძონს. ექიმების ინფორმაციით, არ არის დადასტურებული რომ გარდაცვალება H1N1 ტიპის ვირუსმა გამოიწვია ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798439
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798432
კავკასია- დღეს 19:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798573
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798361
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798311
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798274
---
08.01.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა:კურიერი 18:00
გრიპის ვირუსის გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. გურიაში მოხუცი დაიღუპა. ექიმების განმარტებით, 83 წლის ქალმა სამედიცინო დაწესებულებას გრიპის სიმპტომებით 2 იანვარს მიმართა. მედიკოსების თქმით, პაციენტს ფონური დაავადებები ჰქონდა, მათ შორის, გულის ქრონიკული უკმარისობა. მედალფას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დავით მდინარაძის, განცხადებით, 83 წლის ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, გრიპის პირველივე სიპტომების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ. რისკჯგუფებს კვლავ ბავშვები, ორსულები, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები წარმოადგენენ. გრიპის ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა დღეს გორშიც დაფიქსირდა. კლინიკა გორმედში ცოტა ხნის წინ 35 წლის ქალი დაიღუპა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798424
---
08.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
H1N1 ვირუსის გამო 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე გადასული პირველად ჯანდაცვის დაწესებულებები, გართულებული და გახშირებული მიმართვიანობა. მთავარი რეკომენდაციები ვაქცინაცია, პირადი ჰიგიენის დაცვა და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავებაა. მიუხედავად ამ რჩევებისა, არ არის გადაწყვეტილი დაიწყება ღუ არა სასწავლო პროცესი 14 იანვარს. რისკ-ჯგუფებში ბავშვებთან ერთად ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პირები არიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798402
---
08.01.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
H1N1 ვირუსის გამო ჯანდაცვის 5 დაწესებულება დღეიდან საგანგებო რეჟიმში იმუშავებს (პირველი ვიდეო ფაილი) გრიპის ვირუსის შესახებ გადაცემის კითხვებს პასუხობს ჯნდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა დარახველიძე (მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798313
---
08.01.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
კლინიკებში მიმართვიანობამ მოიმატა ქვეყნის მასშტაბით. 100-მდე პაციენტი მკურნალობს ქუთაისში, კარანტინი გამოცხადდა ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. ინფორმაციას ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ. ბოლო დღეებში ფოთში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას ჯამში, 1427 პაციენტმა გრიპის ვირუსის ჩივილებით მიმართა, აქედან 4 პაციენტის მდგომარეობა იყო რთული, მათგან ერთი გარდაიცვალა. საავადმყოფოებში მიმართვიანობამ მოიმატა კახეთსა და აჭარაშიც. კარანტინია ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშიც
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798449
---
08.01.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00
"ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით რა მდგომარეობა იქნება, შემდგომ ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ვირუსების გამო სასწავლო პროცესის დაწყების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798207
---
08.01.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00
გრიპის ვირუსის ყველა შემთხვევისას პაციენტის სტაციონარში მოხვედრის მიზეზი დაგვიანებული მიმართვიანობაა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ კლინიკა „ვერეში“ განაცხადა. აღნიშნული ერთ-ერთია იმ კლინიკებიდან, რომელიც დღეიდან 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმისთვის დროულად მიმართვა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798182
---
08.01.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00
რუსთავისა და მცხეთის შემდეგ, კარანტინი უკვე ბათუმისა და ფოთის საავადმყოფოებშიც გამოცხადდა . გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ფოთის კლინიკაში გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა ექიმების ამბობენ რომ ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. ფოთის სამედიცინო დაწესებულებებს გრიპის ვირუსის სიპტომებით 1427-მა პაციენტმა მიმართა, აქედან 38 ჰოსპიტალიზირებულია, ხოლო მწვავე, გართულებული ფორმით 4 შემთხვევა იყო, მათ შორის ერთი გარდაცვალება. ამ დროისთვის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ინფექციურ საავადმყოფოში გრიპის დიაგნოზით 27 მოქალაქეა მოთავსებული, აქედან 7 ბავშვი და 3 ორსულია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798176
---
08.01.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
H1N1 ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. ბოლო ორი შემთხვევა ქუთაისში დაფიქსირდა. საქართველოს მასშტაბით სამ კლინიკაშია გამოცხადებული კარანტინი, მათ შორის ერთი ბათუმშია. რეჟიმი მნახველების შესვლის შეზღუდვას გულისხმობს, მიზანი კი ვირუსის გავრცელების შემცირებაა. ბოლო მონაცემებით აჭარაში გრიპის სიმპტომებით 200-ზე მეტი მოქალაქე მკურნალობს. 22 შემთხვევაში კი ვირუსი დადასტურებულად ე.წ. ღორის გრიპია. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რიცხვი არ აჭარბებს ზღვარს, შესაბამისად ამ ეტაპზე არ არის ეპიდემიის საშიშროება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798841
---
08.01.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალია მბები 18:00
კობი-გუდაურის საგზაო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდულია, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798451
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798777
---
08.01.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
19 ბავშვი დაიბადა ერთ-ერთ კლინიკაში 7 იანვრის ღამეს, ჯამში კი მიმდინარე წლის 8 დღეში ამ სამედიცინო დაწესებულებაში 42 ჩვილი მოევლინა ქვეყანას. აქედან 22 შემთხვევაში საკეისრო კვეთა გაკეთდა. ექიმი არ უარყოფს რომ ხშირად დედები თავად ირჩევენ საკეისრო კვეთას და ოპერაცია ჩვენების გარეშეც ტარდება. ამას კი ეწინააღმდეგება ევროპის ბევრი ქვეყანა, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. საკეისრო კვეთის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების გამო ყოველწლიურად ჯარიმდება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია საქართველოში. გადაჭარბება ფიქსირდებოდა შარშან აჭარის შემთხვევაშიც. ასევე, ფიქსირდება წელს. უკვე თვეებია, ჯანდაცვის სამინისტროში მიდგომის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5798891
---
ინტერნეტი
09.01.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/saqarthveloshi-adamianebs-jer-kidev-sheudzliath-vaqtsinatsia-chaitaron/
“საქართველოში ადამიანებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ვაქცინაცია ჩაიტარონ”
ჯანმრთელობის მსოფილიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშა აცხადებს, რომ საქართველოში შემოტანილი ვაქცინაცია ძალიან კარგი ხარისხის არის. ადამიანებს შეუძლიად ჯერ კიდევ ჩაიტარონ ვაქცინაცია, თუმცა მის ამოქმედებას 2 კვირა სჭირდება.“საქართველოში არსებული ვაქცინა ნამდვილად ძალიან კარგი ხარისხის არის. აღნიშნული ვაქცინა შემოიტანა სახელმწიფომ. მე არ გეუბნებით, რომ ეხლა ძალიან დაგვიანებულია ვაქცინაცია, თუმცა, რამდენადმე დაგვიანებულიც არის, იმიტომ, რომ ვაქცინის ამოქმედებას, იმას, რომ მან დაიცვას ადამიანი გრიპისგან, 2 კვირა მაინც სჭირდება, ანუ არის კიდევ დარჩენილი ვაქცინები და ადამიანებს შეუძლიათ ჩაიტარონ ვაქცინაცია, თუმცა შეიძლება ვაქცინამ მუშაობა ვერ მოასწროს”, – განაცხადა მარიან ივანუშამ. მისი თქმით, გავრცელებულია 4 სხვადასხვა ვირუსი – A, B, C, D. ადამიანისთვის სახიფათოა მხოლოდ A და B ტიპის ვირუსები. “გრიპი რამდენადმე განსხვავდება ჩვეულებრივი გაციებისაგან, მაგრამ მიუხედავაიდ იმისა, რომ ეს შედარებით განსხვავებული და რთული დაავადებაა, მაინც შეიძლება ყოველგვარი გართულებების გარეშე წავიდეს. გრიპის გამოწვევი ძირითადად გახლავთ ვირუსი, შესაბამისად ადამიანებს არ სჭირდებათ გამოიყენონ ანტიბიოტიკები, მაგრამ თუ მაინც ადამიანი ვირუსით არის ავად და არ არის რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, გრიპის დროს, ადამიანმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით თბილი სითხე და დარჩეს მოსვენებულ მდგომარეობაში სახლში, ხოლო მაღალი სიცხის შემთხვევაში, შეუძლია მიიღოს აბები სიცხის დასაწევად. რა თქმა უნდა გრიპისა და ჩვეულებრივი გაციების სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გრიპი მაინც უფრო რთული დაავადება”, – განაცხადა მარიან ივანუშამ. მისი განმარტებით, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ ხანში შესული ადამიანები (65 წელს ზევით), ბავშვები, ორსულები, ასევე ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, ფილტვების დაავადება, სისხლძარღვთა დაავადებები, ან აქვთ ქრონიკული თირკმლის უკმარისობა. “ასეთ შემთხვევაში ადამიანებს სჭირდებათ განსაკუთრებული და სპეციფური თერაპია. ჩვენ განსხვავებთ 4 სხვადასხვა ვირუსს, რომელიც იწვევს ამ დაავადებას, ეს გახლავთ A, B, C, D ტიპის ვირუსები, ადამიანისთვის სახიფათო გახლავთ მხოლოდ A და B ტიპის ვირუები, და რაც შეეხება პანდემიას, მას მხოლოდ A ტიპის ვირუსი იწვევს”, – აღნიშნა ჯანმრთელობის მსოფილიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა. მისი ინფორმაციით, საქართველოში მეტწილად A ტიპის ვირუსია გავრცელებული. “მაგრამ, ჩვენ მას ამ ეტაპზე ვეღარ ვუწოდებთ პანდემიურ ვირუსს, რადგან ის გახლდათ 10 წლის წინ, როდესაც პირველად გამოჩნდა მსოფლიოში. დღეისათვის ეს არის ჩვეულებრივი ვირუსის ცირკულაცია და ის გავრცელებულია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩრდილოეთ ამერიკა, კანადა, ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიეზე, ასევე აღმოსავლეთ აზიაში. ყოველთვიურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციებს ქვეყნებისათვის, თუ როგორ დაიცვან თავიანთი მოსახლეობა ვირუსის გავრცელებისაგან, წელსაც ეს მოხდება გაზაფხულის პირზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციას, თუ რომელი ვაქცინა იქნება საუკეთესო აღნიშნული გრიპის წინააღმდეგ კონკრეტული ქვეყნისათვის. საუკეთესო პერიოდი ვაქცინაციისათვის არის გვიანი შემოდგომა, ოქტომბერ-ნოემბერი და ამ პერიოდისათვის, ადამიანებს შეეძლებათ ჩაიტარონ ვაქცინაცია, რამდენადაც ეს არის საუკეთესო საშუალება, გრიპის პრევენციისათვის”, – განაცხადა მარიან ივანუშამ.
---
09.01.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/davith-sergeenko-epidemia-ar-gvaqvs/?fbclid=IwAR1DYKPBRvBdcTRY4nkteYPcjlTPZpL-2tXUHQcoRPdgPrLEaFV1275tcF8
დავით სერგეენკო: ეპიდემია არ გვაქვს
“ჩვენ ყველაზე პიკური გვქონდა 277 და ახლა არის 256, რაც ნიშნავს, რომ ეპიდემიის დეფინიცია არ გვაქვს. ეპიდემიის ცოდნა საჭიროა ჯანდაცვის სისტემისთვის, რომ შესაბამისი პროტოკოლი აამოქმედოს, და არა ის, რომ რაიმე დამალოს, ან თუნდაც ის, რომ ეპიდემიის დროს უფრო მძიმედ მიდის დაავადება და არაეპიდემიის დროს – არა. სამწუხაროდ, ეს დაავადება ერთნაირად მძიმედ მიდის. არათუ არავის ინტერესი არ არის, რომ დავმალოთ რაიმე მონაცემი, არამედ რატომღაც რომ სურვილი გვქონდეს, შესაძლებლობაც არ გვექნება ამისი, რადგანაც მონაცემები ევროპის ქსელშია ჩართული და ინტერაქტიული წვდომა აქვს ყველა შესაბამის ორგანიზაციას”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
---
09.01.2019
სკოლები და ბაღები სასწავლო პროცესის შეჩერებაზე რეკომენდაციას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად მიიღებენ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე რეკომენდაციას განათლების სამინისტროს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად მისცემენ. როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, მიმდინარე კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსის შემცირების ტენდეციაა. „სკოლებისა და ბაღების დახურვის მოთხოვნა ძირითადად პოსტ საბჭოთა ქვეყნების მოთხოვნაა ხოლმე. არსებობს ბევრი დასავლური ქვეყნის გამოცდილება. სკოლა და ბაღი რომ დაიხურება, ბავშვები, რომლებიც სკოლასა და ბაღში არ ივლიან, შუშის კოლბებში იქნებიან ცალკე? სკოლისა და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან? ჩვენი რეკომენდაცია იქნება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ახლა 100 000 მოსახლეზე გრიპის ვირუსის 256 შემთხვევაა. ჯერ ავადობის შემცირების ტენდენცია არის, დავაკვირდებით ამ კვირის განმავლობაში და შემდგომ იქნება განათლების სისტემისადმი რეკომენდაცია“, – განაცხადა იმნაძემ. მისივე თქმით, გრიპის წლევანდელი სეზონი გახდა არა მოსახლეობის ინფორმირებულობის, არამედ მოსახლეობის დაშინებისა და დაპანიკების საფუძველი. „ჩვენ იძულებულები გავხდით, გამოგვექვეყნებინა ბოლო 10 წლის გრიპის სეზონების სტატისტიკა ფეისბუქგვერდსა და ვებგვერდზე. მეჩვენება, რომ მიმდინარეობს მოსახლეობის მიზანმიმართული დაშინება, თითქოს გრიპი პირველად არის. როდესაც ათასობით ადამიანი ავად ხდება, სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. ეს სტატისტიკა არის მძიმე და ჩვენ არ ვაქვეყნებთ ჩვეულებრივ, მაგრამ იძულებულები გავხდით, გამოგვექვეყნებინა”, – განაცხადა იმნაძემ. პაატა იმნაძე არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს გრიპის ვირუსი მხოლოდ საქართველოშია. „შარშანდელ სეზონზე, როდესაც იგივე H1N1 ცირკულირდებდა აშშ-ში 80 000 ადამიანია დაღუპული, ეს იმას ნიშნავს, რომ CNN-ის, CBS, ABC , მთელი დღეები დაკავებულები უნდა ყოფილიყვნენ იმით, თუ რა გადაეცათ რამდენი ადამიანი დაიღუპა”, – განაცხადა იმნაძემ.
---
09.01.2019
პაატა იმნაძე - აცრა დღესაც შესაძლებელია, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ორი კვირა იმუნიტეტი არ გექნებათ
აცრების გაკეთება დღესაც შესაძლებელია, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ვინც დღეს აიცრება, ორი კვირა იმუნიტეტი არ ექნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, აცრები სახელმწიფოს მიერ რისკჯგუფებისთვის დაგეგმილი კამპანია იყო და ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა. აიცრა 41 000-ზე მეტი ადამიანი. ასევე, კერძო სექტორში აიცრა 15 000-ზე მეტი მოქალაქე. „დღესაც შესაძლებელია აცრა, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს თუ აიცრებით, ორი კვირა იმუნიტეტი არ გექნებათ. შესაბამისად, ამ ორ კვირაში ავად თუ გახდებით, არ უნდა თქვათ, რომ ეს აცრის გამო მოხდა. სააფთიაქო კომერციულ ქსელებში დღესაც შესაძლებელია აცრა. ვინც გრიპის ვირუსს გადაიტანს, ამავე ვირუსზე მყარი იმუნიტეტი რჩება, ანუ ვირუსის ის ვარიანტი პაციენტს აღარ დაემართება, შესაძლოა, სხვა ვარიანტი შეხვდეს“, – განაცხადა იმნაძემ. ამასთან, მისი ინფორმაციით, ამერიკაში წელიწადში 160 მლნ ადამიანი იცრება, თუმცა გრიპის ვირუსი მაინც ვრცელდება. „სხვა აცრებისგან განსხვავებით, გრიპის აცრა დაავადებისგან აბსოლუტურად არ იცავს, აცრილების დაახლოებით 30 პროცენტი შესაძლოა, გახდეს ავად, მაგრამ აცრა მძიმე გართულებებისგან იცავს“, – განაცხადა იმნაძემ. შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის განმარტებით, ამიტომაც არის რეკომენდაცია რისკის ჯგუფების მიმართ, აიცრან, რომ შემთხვევა ფატალურად არ დასრულდეს. „აცრა მძიმე გართულებებისგან ძალიან ეფექტურად იცავს“, – განუცხადა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.
---
09.01.2019
"თბილისში სასწრაფოს პრობლემა აქვს, მედიკამენტი არ მოიპოვება, ადამიანები იხოცებიან და ამ დროს დედაქალაქის მერი შვეიცარიაში პოზირებს" - ოპოზიცია კალაძის შვებულების შეწყვეტას ითხოვს
ოპოზიცია კახა კალაძის საქართველოში დაბრუნებას მოითხოვს. მათი თქმით, ახალი წლის დღეებში დედაქალაქში მრავალი პრობ ლემა დაგროვდა, განსაკუთრებით საგანგაშო გახდა გრიპის ვირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელი, რის გამოც დედაქალაქში შესაძლოა სასწავლო პროცესიც გადაიდოს. ოპოზიციის წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი კალაძეს შვებულების შეწყვვეტისა და თბილისში დაბრუნებისკენ მოუწოდებს: „სასწრაფოს გადაადგილებას პრობლემა აქვს, მედიკამენტი დედაქალაქის აფთიაქებში ფაქტობრივად არ მოიპოვება, ადამიანები იხოცებიან და ამ დროს დედაქალაქის მერი შვეიცარიაში პოზირებს, მაღალი თანამდებობის პირები განცხადებებს არ აკეთებენ. თბილისში არის სრული საინფორმაციო ვაკუუმი, ამიტომ ოპოზიცია ვითხოვთ დედაქალაქის მერმა სასწრაფოდ შეწყვიტოს შვებულება, სასწრაფოდ დაბრუნდეს და სასწრაფოდ გასცეს თბილისელებს პასუხი იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ შორის მის არყოფნაში დაგროვდა.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
---
09.01.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/gorshi-gardacvlili-9-tvis-bavshvis-deda-ackhadebs-rom-eqspertizis-pasukhis-mighebamde-momkhdarshi-veravis-daadanashaulebs/
სოფელ ბერბუკში გარდაცვლილი 9 თვის ბავშვის დედა აცხადებს, რომ ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე, მომხდარში ვერავის დაადანაშაულებს
ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე, მომხდარში ვერავის დავადანაშაულებ, – ამის შესახებ გორის რაიონის სოფელ ბერბუკში გარდაცვლილი 9 თვის ბავშვის დედამ ნინო ჩახვაშვილმა განაცხადა. დედა იხსენებს, რომ თავდაპირველად, ბავშვი ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას წითელის დიაგნოზი დაუსვეს, მოგვიანებით კი თბილისში წაიყვანეს. „თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე კლინიკაში ბავშვი ფილტვების უკმარისობით მოათავსეს. 30 დეკემბერს საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა ჩემს შვილს ისევ აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. მე გორიდან ვარ და მშობლიურ სოფელში ჩავედი. იქ გადასხმები გავუკეთე და ტემპერატურამ დაიწია. ამის შემდეგ, თითქოს, ბავშვი კარგად იყო. რა მოხდა, რამ გამოიწვია მისი მოულოდნელი გარდაცვალება, მიზეზი არ ვიცი. ბავშვს ექსპერტიზა სამხარაულის კლინიკაში ჩაუტარდა და ველოდები პასუხს. ამის შემდეგ განვსაზღვრავ, რას მოვიმოქმედებ. ამ ეტაპზე კი ვერავის დავადანაშაულებ მომხდარში“, – აცხადებს გარდაცვლილის დედა ნინო ჩახვაშვილი. გორის რაიონის სოფელ ბერბუკში 9 თვის გოგონა გარდაიცვალა. სავარაუდო მიზეზად ბავშვის დეიდა გრიპის გართულებას ასახელებს. დედათა და ბავშვთა ცენტრი „იავნანაში“ აცხადებენ, რომ 31 დეკემბერს ბერბუკიდან ცხრა თვის ბავშვი მაღალი ტემპერატურით შემოიყვანეს, თუმცა შეთავაზების მიუხედავად, დედამ შვილი კლინიკაში არ დატოვა. 9 თვის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
---
09.01.2019
მედიასაშუალება: http://presa.ge/?m=politics&AID=71998&fbclid=IwAR24hk3evgbD3P5cdnlliahHqNHxr3bu7rzQWkuJPqnqpalq2WvAtxnyv0c
ივანიშვილის „ფარმადეპო“ „ტამიფლუს“ ყველაზე ძვირად ყიდის
მაშინ, როდესაც გრიპის ვირუსით ხალხი იხოცება, ფარმადეპო, რომლის უკანაც ივანიშვილის ოჯახი დგას, პრეპარატ „ტამიფლუს“ ყველაზე ძვირად ყიდის. ივანიშვილის სააფთიაქო ქსელში, გრიპით დაავადებული პაციენტებისათვის ყველაზე საჭირო ანტივირუსული პრეპარატი 93 ლარად იყიდება. პსპ-ში კი „ტამიფლუ“ 83, ხოლო ფასდაკლების დღეებში 71 ლარი ღირს. შეგახსენებთ, რომ გრიპის ვირუსითა და მინისტრ სერგეენკოს არასწორი მენეჯმენტის, დაგვიანებული რეაქციისა და დაუდევრობის გამო, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჯამში უკვე 13 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე ათეული კი სიკვდილს ებრძვის.
---
08.01.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528029-guriashi-83-clis-kalbatoni-savaraudod-h1n1-virusis-gartulebit-gardaicvala
გურიაში 83 წლის ქალბატონი, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსის გართულებით გარდაიცვალა
გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 83 წლის ქალბატონი სავარაუდოდ H1N1 ვირუსის გართულებით გარდაიცვალა. ქალბატონი კლინიკა "მედალფაში" რამდენიმე დღის წინ გრიპის სიმპტომებით მოათავესეს. როგორც კლინიკაში განაცხადეს, 83 წლის ქალბატონს სხვა ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა. კლინიკის ინფორმაციით, H1N1 ვირუსთან დაკავშირებით ლაბორატორიული კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა ქალბატონი საავადმყოფოში გრიპის სიმპრომებით შეიყვანეს.
---
08.01.2019
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - გრიპის ვირუსის ყველა შემთხვევისას, პაციენტის სტაციონარში მოხვედრის მიზეზი დაგვიანებული მიმართვიანობაა
გრიპის ვირუსის ყველა შემთხვევისას პაციენტის სტაციონარში მოხვედრის მიზეზი დაგვიანებული მიმართვიანობაა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ კლინიკა „ვერეში“ განაცხადა. აღნიშნული ერთ-ერთია იმ კლინიკებიდან, რომელიც დღეიდან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმისთვის დროულად მიმართვა. რაც შეეხება გრიპის ვირუსის გამო ბაგა-ბაღების და სკოლების დაწყების გადადებას, ბოხუას განცხადებით, ეს საკითხი ჯერჯერობით არ დგას. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ერთკვირიანი მონაცემების მიხედვით, სტაციონარებში მიმართვიანობის კლებაა. „რაც შეეხება ბაგა-ბაღებთან და სკოლებთან დაკავშირებულ კითხვებს, ამაზე დღეს საუბარი არ არის. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალშიც არ იქნება. ამაზე მოგვიანებით იქნება ანალიზი გაკეთებული. თუმცა, ჯერჯერობით ასეთი საკითხი არ დგას", - განაცხადა ბოხუამ. მან ასევე მკურნალობის დროულად დაწყებაზე გაამახვილა ყურადღება. „ყველა შემთხვევისას, როდესაც პაციენტი სტაციონარში ხვდება, დაგვიანებული მიმართვიანობაა. ამიტომ, 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანეთ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, რომ დროულად შეეძლოთ ადამიანებს მისვლა", - განაცხადა ბოხუამ.
---
08.01.2019
სად ტარდება H1N1 A ტიპის ვირუსის დეტალური კვლევა?
H1N1 A ტიპის ვირუსის დეტალური კვლევა ლუგარის ცენტრში ხდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. „ბიზნესპრესნიუსი“ ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რამდენიმე მოქალაქემ შეკითხვით მოგვმართა, თუ სად ტარდება და რა ღირს ე.წ. ღორის გრიპის დადგენა. რაც შეეხება გამოკვლევის ღირებულებას, როგორც უწყების ხელძღვანელი აცხადებს, ლუგარის ცენტრში კვლევის პროცედურა უფასოა და თუ რომელიმე კლინიკა A და B ტიპის ვირუსის დადგენის მიზნით ჩატარებულ კვლევაში გარკვეულ საფასურს იღებს, ეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენციაში არ შედის. H1N1 A ტიპის ვირუსის დეტალური კვლევა ლუგარის ცენტრში ხდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. „ბიზნესპრესნიუსი“ ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რამდენიმე მოქალაქემ შეკითხვით მოგვმართა, თუ სად ტარდება და რა ღირს ე.წ. ღორის გრიპის დადგენა. რაც შეეხება გამოკვლევის ღირებულებას, როგორც უწყების ხელძღვანელი აცხადებს, ლუგარის ცენტრში კვლევის პროცედურა უფასოა და თუ რომელიმე კლინიკა A და B ტიპის ვირუსის დადგენის მიზნით ჩატარებულ კვლევაში გარკვეულ საფასურს იღებს, ეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენციაში არ შედის. „არასწორია, როდესაც ამბობენ „ღორის გრიპს“, ეს არის H1N1 A ტიპის ვირუსი. რაც შეეხება A-ს ჩაშლას, ეს არის H1N1, H1N2, H1N3 თუ სხვა ქვეტიპები, ამის კვლევა მხოლოდ ლუგარის ცენტრში ტარდება და ამ გამოკვლევას აფინანსებს სახელმწიფო. ე.წ საყრდენი ბაზებიდან, რომელშიც რამდენიმე საავადმყოფო და პოლიკლინიკა შედის, ლუგარის ცენტრს მიეწოდება საკვლევი მასალა, ანუ სწორედ ისინი აგზავნიან კონკრეტულ ნიმუშს შემდგომი დეტალური კვლევისთვის, რაც სახელმწიფოს ეპიდზედამხედველობის ნაწილს წარმოადგენს. ანუ, სახელმწიფო აკონტროლებს და მონიტორინგს უწევს თუ რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ქეყანაში. შესაძლოა, რომელიმე სამედიცინო ცენტრი აკეთებს მხოლოდ A და B ტიპის ვირუსების დიფერენცირების კვლევას და ზოგადად ადგენს, აღენიშნება თუ არა პაციენტს გრიპის ვირუსი, მაგრამ ზუსტი დიაგნოსტირება, გრიპის რომელი ქვეტიპია კონკრეტულ შემთხვევაში, ეს კვლევა მხოლოდ სახელმწიფო ზედამხედველობით კეთდება და ამაში ფულს არავინ იხდის“,-აცხადებს ამირან გამყრელიძე.
---
08.01.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/332926/?fbclid=IwAR0yWok1T4cjoHl3tUMwhMyFSXrByN0RQjLnAm7mDo1YwmyYClE4CEG49nE
შემდეგ სეზონზე საქართველო გრიპის საწინააღმდეგო ორჯერ მეტ ვაქცინას შეისყიდის
2019-20 წლისთვის სახელმწიფო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ორჯერ მეტ დოზას შეისყიდის, ვიდრე მიმდინარე სეზონზე. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, 2018-19 წლის სეზონისთვის სახელმწიფომ 41 000 დოზა ვაქცინა შეიძინა. უფასო ვაქცინაცია რისკ-ჯგუფებისთვის იყო განკუთვნილი და მარაგი უკვე ამოწურულია. “სახელმწიფო მარაგები წელს ორჯერ მეტი იყო, ვიდრე გასულ წელს – დაახლოებით 41 000 ვაქცინა. ეს მარაგი უკვე თითქმის მთლიანად ამოწურულია. გარდა ამისა, 15 000 ადამიანი აიცრა კერძო სექტროში. ამ სეზონზე სახელმწიფო ვაქცინების შემოტანას არ აპირებს. თუმცა შემოდგომაზე, ახალი სეზონის წინ, ორჯერ მეტი, 80 000 ვაქცინის შესყიდვა იგეგმება”, – განაცხადა გამყრელიძემ. გრიპის საწინააღმდეგო აცრის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში, H1N1 ვირუსით საქართველოში 10 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვაქცინაციისთვის საუკეთესო დრო არის გრიპის სეზონის დაწყებამდე – ევროპაში (რომელსაც საქართველო განეკუთვნება) ეს პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერია. მიუხედავად ამისა, ვაქცინაცია წლის ნებისმიერ დროს შეისაძლებელია. იმუნიტეტის გამომუშავება კი აცრიდან 2 კვირის შემდეგ იწყება. როგორც აღვნიშნეთ, გრიპზე აცრისთვის საუკეთესო პერიოდი შემოდგომაა. შესაბამისად, ამ დროისთვის კლინიკების დიდ ნაწილში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა დეფიციტშია, თუმცა სამედიცინო დაწესებულებების ნაწილში აცრის გაკეთება კვლავ შეიძლება. საქართველოში ძირითად ორი – ფრანგული და ჰოლანდიური წარმოების ვაქცინები არის შემოტანილი. პირველის ფასი ამ დროისთვის 60 ლარია, მეორის – 40 ლარი. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციით, გრიპის პრევენციისა და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა, რომელსაც შეუძლია დაავადების რისკი 60%-ით შეამციროს. ვაქცინის ეფექტურობა დამოკიდებულია რეციპიენტის ასაკსა და იმუნოკომპეტენტურობაზე, ასევე, ვაქცინაში არსებული და ცირკულირებადი შტამების თანხვედრაზე. სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება WHO-ს მიერ რეკომენდებულია შემდეგ რისკჯგუფებში: ორსულები; ბავშვები 6-59 თვის ასაკში; ხანდაზმულები სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პირები; ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელნი. აღნიშნულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, 2018-19 წლების გრიპის სეზონისთვის საქართველოში სახელმწიფოს მიერ მაღალ რისკჯგუფებად განისაზღვრა: ორსულები; 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულნი; დიალიზზე მყოფი პირები; ბავშთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი; C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც გადიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსს; აივ ინფიცირებული პირები; სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების სამსახურების თანამშრომლები.
---
08.01.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/332883/?fbclid=IwAR0DXcY8BOQOuur7-w7jMWJWOiNG4azZoggyq14KAn-4FQy3-72kuefx6WY
გრიპის ვირუსის შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით შემცირებულია – NCDC
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, H1N1 ვირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, თითქმის ყველა შემთხვევაში, გრიპის ვირუსის პარალელურად, ადგილი ჰქონდა სხვა თანმდევ ქრონიკულ დაავადებას, რამაც მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. ბოლო კვირის მონაცემებით, დაავადების შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე 256-ია, გასულ კვირას 276 იყო. დაავადების ინციდენტობა (შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტით, ყოველკვიურეულად ითვლება. ეპიდემიის ზღვრად საქართველოსთვის 100 000 მოსახლეზე 450-500 შემთხვევა მიიჩნევა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სასწავლო პროცესის გადადების შესახებ რეკომენდაციით ჯანდაცვის უწყება განათლების სამინისტროს იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ კლების ტენდენცია არ შენარჩუნდება და ავადობის შემთხვევები გაიზრდება, თუმცა ამის საჭიროება დღესდღეობით არ დგას.
---
08.01.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/176718/?fbclid=IwAR0siz-UuW1ZbLrcaDAgJqyq6JDixYxDn0sher3Biunlsx8ZggdWK9kyVTw
იქნება თუ არა ეფექტური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ამ ეტაპზე
ექიმები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას მოქალაქეებს, ძირითადად, ოქტომბერში ან ნოემბერში ურჩევენ იმისათვის, რომ გრიპის სეზონს უკვე გამომუშავებული იმუნიტეტით დაცულები შეხვდნენ. ამ პერიოდში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა უფასოდ ვაქცინაცია მოქალაქეებს რამდენჯერმე შესთავაზა. ამავე ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ თემით მოსახლეობის დაინტერესება მასშტაბური მაინც არ ყოფილა. მიმდინარე სეზონზე გრიპის ვირუსით გარდაცვალების შემთხვევების ათამდე გაზრდის შემდეგ, მოსახლეობას აინტერესებს ექნება თუ არა ვაქცინის გაკეთებას ეფექტი ახლა, იანვარში და რამდენ ხანში დაიწყებს ვაქცინა მოქმედებას? – ამ კითხვებზე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი ნანა ჯინჭარაძე გვპასუხობს. ქალბატონო ნანა, ეფექტური იქნება ახლა ვაქცინის გაკეთება? იმ თვალსაზრისით, რომ უკვე გვაქვს შემთხვევები, ვაქცინა ეფექტური იქნება, თუ პირს კონტაქტი არ აქვს დაავადებულ ადამიანთან ვაქცინის გაკეთებიდან ორი კვირის განმავლობაში, ან ეცოდინება ზუსტად, რომ ვაქცინა მოქმედებს მინიმუმ ორი კვირის შემდეგ, რადგან ანტისხეულის გამომუშავება ორი კვირის შემდეგ იწყება. ორი კვირის შიგნით თუ ექნება კონტაქტი გრიპით დაავადებულთან, უნდა იცოდეს პაციენტმა, რომ ის შეიძლება ვერ დაიცვას ვაქცინამ. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, აზრი აქვს. ხშირია შემთხვევები, როცა იკეთებენ ვაქცინას და შემდეგ აქვთ პრეტენზია მაინც დამემართაო. ამიტომ ექიმმა უნდა გააფრთხილოს პაციენტი, რომ იმუნიტეტი გამოუმუშავდებათ მინიმუმ ორი კვირის შემდეგ. გრიპის სეზონი, რა თქმა უნდა, დამთავრებული არ არის და მეორე ტალღას ველოდებით თებერვალში. შეიძლება იყოს გაზაფხულზეც. ამიტომ რეკომენდირებულია გრიპის ვაქცინა გაიკეთოს ადამიანმა, თუმცა უპრიანია გაიკეთოს ოქტომბერ-ნოემბერში, სანამ დაფიქსირდება გრიპის შემთხვევები. 6 568 დოზა ვაქცინა იყო ჩამოტანილი აჭარაში. რისკის ჯგუფებთან დაკავშირებით, ჩვენ ველოდებოდით, რომ უფრო მეტი ადამიანი აიცრებოდა. წლის განმავლობაში, საშუალოდ, 2000 ორსული გვყავს და, ძირითადად, ვთავაზობდით მათ, მაგრამ ორსული დაახლოებით 350 აიცრა. მიზეზი რა იყო, ძირითადად ისევ ის, რომ ეშინიათ ვაქცინის? დიახ, როცა სთავაზობენ იგნორირებას უკეთებენ. შემთხვევების რაოდენობამაც აჩვენა, რომ ორსულები უფრო მეტად ავადდებიან და უფრო მძიმედ მიმდინარეობს ეს დაავადება. რატომღაც ჰგონიათ, რომ პროფილაქტიკის მიზნით „ტამიფლუს“ დალევა შეიძლება, რასაც არანაირი აზრი არა აქვს, პროფილაქტიკის ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია. ვთქვათ, ახლა სურს პირს აცრის გაკეთება, როგორ უნდა გაიკეთოს ვაქცინა, ექიმს უნდა მიმართოს, თუ აფთიაქს? ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ მიმართოს სააფთიაქო ქსელს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თვითონ არ უნდა გაიკეთოს ეს ვაქცინა, სახლის პირობებში მისი გაკეთება არ შეიძლება. ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს, ყველა სამედიცინო დაწესებულებას აქვს ამცრელი კაბინეტი. თუ ექიმმა არ მისცა რეკომენდაცია რაიმე მწვავე დაავადების გამო, შესაძლებელია, რომ გადავადდეს რამდენიმე დღით ვაქცინაცია. მაგალითად? ვთქვათ, დაინფიცირდა ცხოველის მიერ და მას სჭირდება ანტირაბიული ვაქცინა, ამ შემთხვევაში თუ მას გაკეთებული აქვს გრიპის ვაქცინა და ორი კვირის შემდეგ გაიკეთა სხვა ვაქცინა, უნდა ვუთხრათ, რომ გრიპის ვაქცინა ინაქტივირდება და იმ რაოდენობის იმუნიტეტს აღარ გამოიმუშავებს, ამიტომ სხვა მედიკამენტის დანიშვნისა და მისი დამთავრების შემდეგ ხელახლა უნდა გაიკეთოს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. კიდევ რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება? ამ ვაქცინისთვის უკუჩვენებაა ნებისმიერი მწვავედ მიმდინარე დაავადება.
---
08.01.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/241742-gaxangrzlivdeba-tu-ara-zamtris-ardagegebi-jandacvis-saministros-pozicia
გახანგრძლივდება თუ არა ზამთრის არდაგეგები? - ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია
ზამთრის არდადეგების გახანგრძლივების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია ცნობილი მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება. როგორც "პირველს" უწყებაში განუმარტეს წინა კვირასთან შედარებით გრიპიანობის მაჩვენებელი შემცირებულია. მიმდნინარეობს დაკვირვება და კვირის ბოლოს, მონაცემების საფუძველზე გადაწყდება გახანგრძლივდება თუ არა არდაგეგები. "კვირის ბოლოს გახდება ცნობილი გახანგრძლივდება თუ არა ზამთრის არდადეგები. ტენდენციას აკვირდებიან. წინა კვირასთან შედარებით შეიმჩნევა შემცირება, ამ კვირის მონაცემებასაც დაელოდებიან და მონაცემების საფუძველზე გადაწყდება გახანგრძლივდება თუ არა ზამთრის არდაგეგები", - განუცხადეს "პირველს" უწყევბაში. სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისა და ჰიგიენის ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ.
---
08.01.2019
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/202529-atcarashi-gripis-virusith-inficirebultha-raodenoba-gaizarda.html?lang=ka-GE
აჭარაში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
აჭარაში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. სტაციონარულ მკურნალობას ამჟამად 200 პაციენტი გადის, თუმცა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ სიტუაცია საგანგაშო არ არის და რეანიმაციული სექტორიდან პაციენტების გაწერის შემთხვევებიც მომატებულია. "ნაადრევია ეპიდემიაზე საუბარი. ჯერჯერობით ინფიცირებულთა რაოდენობა სეზონისთვის დამახასიათებელ საზღვრებშია, გვაქვს კლება რეანიმაციულ განყოფილებებში და პაციენტები უკვე ეწერებიან სახლებში. მომართვიანობის გაზრდას საინფორმაციო კამპანიაც უწყობს ხელს და ამისთვის სამედიცინო დაწესებულებები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ", – განაცხადა პირველ არხთან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა. ვირუსთან დაკავშირებით, შიდა კარანტინი გამოცხადდა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით, მხოლოდ შიდა რეგულაციების გამკაცრებას უკავშირდება. კარანტინი გულისხმობს ნახვის საათების შეზღუდვას და სხვა ღონისძიებებს. მიმართვიანობის გაზრდის გამო, პაციენტთა მიღების მხრივ, შეფერხებები არ არის.
---
08.01.2019
ამირან გამყრელიძე: ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გადაიდება თუ არა სწავლის დაწყება
ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით რა მდგომარეობა იქნება, შემდგომ ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ვირუსების გამო სასწავლო პროცესის დაწყების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა. "ქვეყნისთვის ეპიდემიური ზღვარი არის 450 000 - 500 000 მოსახლეზე. დღეს ჩვენ გვაქვს 254 000. ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით რა მდგომარეობა იქნება და შემდგომ ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
08.01.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=77247
გორში, სავარაუდოდ გრიპის გართულებით, 22 წლის ქალი გარდაიცვალა
გორში, სავარაუდოდ გრიპის გართულებით 22 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ მოხდა. „გორმედის“ კლინიკური დირექტორის დავით ყაზაიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილს სიმსივნე ჰქონდა გადატანილი და წარსულში რამდენჯერმე ნაოპერაციებიც იყო. ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს H1N1 ტიპის ვირუსი, ლაბორატორიულად ჯერ დადასტურებული არ არის. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
---
08.01.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/241707-qutaissi-klinika-mediqal-sitisi-virusuli-infeqciis-diagnozit-83-adamiani-mkurnalobs
ქუთაისში, კლინიკა "მედიქალ სითიში" ვირუსული ინფექციის დიაგნოზით 83 ადამიანი მკურნალობს
ქუთაისში, კლინიკა "მედიქალ სითიში" რესპირატორული ვირუსული ინფექციის დიაგნოზით 83 ადამიანი მკურნალობს. ამის შესახებ საავადმყოფოს ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ნუგზარ მაღლაკელიძემ განაცხადა. მისი თქმით, დადასტურებული H1N1 შემთხვევა არ ფიქსირდება და ძირითადი დიაგნოზი A ტიპის ვირუსია. ექიმის ინფორმაციით, ზოგადად მომართვიანობა ბოლო დღეებში არ გაზრდილა, თუმცა არასეზონურ პერიოდთან შედარებით მომართვიანობის მაჩვენებელმა ორჯერ მოიმატა.
ინტრეპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/527995-kutaisshi-klinika-medikal-sitishi-respiratoruli-virusuli-inpekciis-diagnozit-83-adamiani-mkurnalobs/
---
08.01.2019
"მოვიარე აფთიაქები, ვერსად პირბადე ვერ ვიყიდე..." - თბილისში პირბადეების დეფიციტია?
"პრაიმტაიმს" რამდენიმე მოქალაქემ უთხრა, რომ დღეს პირბადეების შეძენა ვერ მოახერხეს და აფთიაქებში უთხრეს, რომ დეფიციტშია. "მოვიარე აფთიაქები, ვერსად პირბადე ვერ ვიყიდე. დიღმის მასივში რამდენიმე აფთიაქში ვიყავი სხვადასხვა ქსელში, საბურთალოზეც, მეუბნებიან, რომ დეფიციტშია", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. "პრაიმტაიმმა" ინფორმაცია რამდენიმე მსხვილ სააფთიაქო ქსელში: "ჯიპისიში", "ავერსში", "პეესპეში" გადაამოწმა, სადაც გვითხრეს, რომ პირბადეები დეფიციტში არ აქვთ. პირბადეები აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანაში ვირუს H1N1-ით, ანუ "ღორის გრიპით" დასნებოვნებულთა რაოდენობა გაიზარდა. ექიმები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, გამოყოფილია სამედიცინო ცენტრები, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში მუშაობენ. ვირუსის გავრცელების პიკი, სპეციალისტების თქმით, თებერვალში დადგება. სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას, ატარონ პირბადე და ხშირად დაიბანონ ხელები, რადგან ეს ვირუსის შეყრის რისკს 50%-ით ამცირებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარებას მკაცრად განსაზღვრული წესები აქვს, მისი თქმით ნიღბის ტარება ოთხ საათში ერთხელ უნდა მოხდეს.
---
08.01.2019
15 იანვრიდან პაციენტის მკურნალობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ჩანაწერების ერთიან სისტემაში აისახება
15 იანვრიდან საქართველოში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედდება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს უფროსმა ნათია ნოღაიდელმა განაცხადა, მიმდინარე წლის 15 იანვრიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, პაციენტის სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში შეიტანოს. „მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობდა საუბარი ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის ამოქმედებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქმნება ჯანმრთელობის ერთიანი ცენტრალიზებული ჩანაწერების სისტემა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ყველა მიმართულებით. ეს იქნება სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, სამედიცინო სტატისტიკა, ჯანდაცვის პოლიტიკის შექმნისთვის ეს იქნება მტკიცებულებების გენერირების ერთიანი უნივერსალური წყარო. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ 2019 წლის 15 იანვრიდან საქართველოში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედდება. პირველ ეტაპზე ჩანაწერების წარმოება სავალდებულო იქნება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებებისათვის, შემდგომში კი მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდება სავალდებულო“, - განაცხადა ნათია ნოღაიდელმა. მისივე თქმით, 2019 წლის 1 მაისიდან ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება სავალდებულო გახდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული ყველა სტაციონარისთვის, 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამას დაემატება სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ამბულატორიული დაწესებულებები, გარდა დერმატო-კოსმეტოლოგიური სერვისის მიმწოდებლებისა, 2020 წლის 1 იანვრიდან კი - ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება სავალდებულო გახდება ყველა სტაციონარული და ამბულატორიული დაწესებულებისთვის. „ეს იქნება შეჯამებული ინფორმაცია სტაციონარული თუ ამბულატორიული მკურნალობის ეპიზოდის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია როგორც შემდგომში პაციენტის მკურნალობის უწყვეტობის უზრუნველყოფად. ერთი ვიზიტის შემდეგ პაციენტი შეიძლება მეორე სხვა ექიმთან მივიდეს. პაციენტის სურვილის შემთხვევაში ეს ინფორმაცია გაზიარებული იქნება, რათა მან უფრო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. ასეთ შემთხვევაში პაციენტის მკურნალობის პროცესი გაცილებით სრულყოფილი იქნება“, - აღნიშნა ნოღაიდელმა. შეგახსენებთ, რომ „ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ბრძანებით 2019 წლის 3 იანვარს დამტკიცდა და ძალაში 15 იანვრიდან შევა.
---
08.01.2019
"ხერხემლის დეფორმაცია, ყლაპვის პრობლემა და თავზე დიდი ზომის თიაქარი" - პატარა სოფოს უმძიმეს მდგომარეობაშია და საზოგადოების დახმარება სჭირდება
ამ ეტაპზე საზოგადოების დახმრებით გვაქვს გაბრიელის გამოკვლევების თანხა 935 ლარი. გაბრიელის შემდგომ ოპერაციის თანხას კი დააფინანსებს ფონდი იალქანი. გთხოვთ სოფოსაც დავეხმაროთ, რომ და-ძმა ერთად წავიყვანოთ გამოკვლევებზე ტრაპზონში. სამი წლის სოფოს უამრავი თანმხლებ დაავადებასთან ერთად, ხერხემლის დეფორმაცია აღენიშნება. პატარას დედა ამბობს, რომ მის შვილს მოკლე კისერი აქვს, უჭირს ყლაპვა და საკვების გადამუშავება. თავზე აქვს დიდი ზომის თაიქარი. ქალბატონის თქმით, პატარას თვალზე ოპერაცია აქვს გასაკეთებლი, რომლიც შეიძლება უკვე დაგვინებულიცაა. უსახსრობის გამო, სოფოს ვერ უკეთებენ მასაჟს, რომელიც დაბდებიდან აქვს დანიშნული. 4 თვის გაბრიელს კი ყურისწინა წიაღის კისტა აქვს. ჩვილს არ უტარდება სათანდო მკურნალობა. მხოლოდ სითხეს უღებენ. გაბრიელს ასევე აღენიშნება წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი. დაბადებიდან დღემდე ორევე პატარა იბრძვის სიცოცხლისთვის. იმისთის რომ ოჯახმა შეძლოს მცირეწლოვანების სრული გამკვლევა საზოგადოების თანდგომა სჭირდება. ოჯახის დასახმარებლად კი ვაქვეყნებთ ორგანიზაციის ანგრიში ნომრებს: საქველმოქმედოზარი: 0901200128 თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი დანიშნულებაში მიიუთითეთ #ცინცაძეები აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიცრიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400, თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007, დოლარში #GE94TB7990736180100002, ევრო#GE94TB7990736180100002.
---
08.01.2019
ცერებრალური დამბლა და თავში კისტა - 8 წლის ლუკა გაბედავას საზოგადოების დახმარება სჭირდება
ლუკა გაბედავა 8 წლის უსაყვარლესი უთბილესი ბიჭი ცერებრალური დამბლით. ლუკას დაბადებიდან აქვს თავში კისტა. მას სასწრფოდ ესაჭიროება თავზე გადაღება და გამკვლევები საზღვარგარეთ. საქართველოში ექიმები ოპერაცის ჩატარებაზე თავს იკავებენ. შემდგომი გართულებების შიშის გამო. ლუკას მდგომარეობა დღითი დღე უარესდება ოჯახმა გადაწყვიტა ლუკა ტრაპიზონში წაიყვანოს ზუსტი დიაგნოზისთვის. მაგრამ ერთადერთი შემოსავალი მამის დღიური გამომუშვებული თანხაა, რომელიც ხანდახან 5 ლარიც კი არა. ლუკა ოჯახი სოციალურად დაუცევლია მათი საცხოვრებელი ფართი არის 1 ოთახი არც სველი წერტილი აქვთ და არც აბაზანა, რომელის ქირას სოციალური შემწეობით იხდიან. გამოქვეყნდა ორგანიზაციის ანგარიშის ნომრები. #საქველმოქმედოზარი, 0901200127 თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის ქვემოთ მოცემულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება: იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982, ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი: #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007, დოლარში #GE94TB7990736180100002 ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტაქტო ნომერი 591 97 06 34, დანიშნულებაში მიუთითეთ #ლუკა #გაბედავა
---
---
08.01.2019
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/mtavroba-shromis-inspeqciis-dafinansebas-65-it-zrdis/28234
მთავრობა შრომის ინსპექციის დაფინანსებას 65%-ით ზრდის
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2018 წლის 31 დეკემბერს ხელი მოაწერა შრომის ინსპექტირების 2019 წლის პროგრამას. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, სახელმწიფო შრომის ინსპექციის დაფინანსებას 64.8%-ით 1.5 მილიონ ლარამდე ზრდის. უწყების ხელძღვანელი ბექა ფერაძე bm.ge-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მათ ახლა წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუძლიათ ცალკეულ კომპანიებში შესვლა და ადგილზე შემოწმების განხორციელება. 2019 წლისთვის შრომის ინსპექციის ძირითადი სამუშაო მომეტებული რისკის მქონე ობიექტების შემოწმება იქნება. კომპანიებს მომეტებული რისკის მქონე საწარმოთა ნუსხაში რეგისტრაცია 2018 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით ჰქონდათ. ბექა ფერაძე ამბობს, რომ ამ რეესტრში 73,000 ობიექტი დარეგისტრირდა. ინსპექციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახლა ამ მონაცემთა ბაზის დამუშავება მიმიდინარეობს. "ამ მონაცემების დამუშავება ახლა მიმდინარეობს. რათა უწყებამ გეგმა შეიმუშავოს და პრიორიტეტები დასახოს. თითოეულ ობიექტზე, რომელიც დარეგისტრირდა, ყველგან არსებობს მომეტებული საფრთხე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ყოველ კომპანიაში შეიძლება დაიგეგმოს ინსპექტირების განხორციელება. დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით ხდება შემოწმება. ეს კრიტერიუმებია, თუ დადგენილი ინციდეტნის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, თუ მოხდა ობიექტზე უბედური შემთხვევა ან ინციდენტი, ან მაგალითად სამთო-მოპოვებით მრეწველობაში არსებობს დაზიანების მაღალი რისკი, ვიცით რომ სექტორი არის მაღალი რისკის მატარებელი. ვიცით, რომ მშენებლობაც რისკებს შიცავს. კრიტერიუმების ერთობლიობით ვადგენთ შესამოწმებელი კომპანიების ნუსხას, რომელთაც ეტაპობრივად წლის განმავლობაში ვამოწმებთ,”- ამბობს ფერაძე. უწყებაში ამბობენ, რომ მათ 2018 წელს მათ 90-მდე კომპანია შეამოწმეს, საიდანაც ყველაში ამა თუ იმ ტიპის დარღვევა გამოვლინდა. “90-მდე კომპანია შემოწმდა და ყველა მათგანში აღმოჩენილი იყო დარღვევა. განსაზღვრულია, რომ პირველ ეტაპზე ეძლევათ ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება, რასაც ახლავს გონივრული ვადა. ამ ვადის გასვლის შემდგომ, ხდება განმეორებითი შემოწმება. თუ დარღვევა გამოსწორებული არაა, მაშინ კომპანია ექვემდებარება ფულად ჯარიმას. გადამოწმებული არის 10-მდე კომპანია, რომელთაგან 5 თუ 6 კომპანია იყო დაჯარიმებული და მათ დამატებით მიეცათ მცირე დრო დარღვევის გამოსასწორებლად,”- ამბობს ბექა ფერაძე. შრომის ინსპექციაში სულ 40 ადამიანი მუშაობს.
---
08.01.2019
"შეეშვით ამ აბაზანის მარილებს და ვითომ ამფეტამინებს! ძაან ცუდად დამთავრდება!" - ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
---
ბეჭდვითი მედია
09.01.2019
მეიდასაშუალება: მესინჯერი
საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის 158 შემთხვევა დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. როგორც გამყრელიძემ განმარტა, გრიპის სტატისტიკა წინა კვირის მონაცემებთან შედარებით 21 ერთეულით შემცირდა. მისი თქმით, დღეიდან პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს, უკვე ხვალიდან კი კლინიკები 24 საათიან რეჟიმში გადავლენ. „ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას ამ ეტაპზე უკვე, მკურნალობის დაწყებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. რამეთუ, ჩვენი კვლევებით, დაახლოებით, 162 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დღეს ქვეყანაში, სადაც 158, ანუ უმეტესობა გახლავთ H1N1. დანარჩენი 4 - H3N2, ასევე გამოჩნდა, გვაქვს ერთი ბ ტიპის ვირუსი, რომელიც მსუბუქად მიმდინარეობს. გასული კვირის მონაცემებით, ჩვენ ავადობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე გვაქვს 256, ანუ ერთი კვირით მონაცემზე შემცირებულია 21 ერთეულით, მაგრამ კვლავ რჩება მაღალი მაჩვენებელი მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციით. ისიც შემცირებულია ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 41 პროცენტიდან 33 პროცენტამდე, მაგრამ 33 პროცენტიც ითვლება საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება და მოგეხსენებათ, მოიმატა ასევე ბოლო კვირაში გარკვეულად სასწრაფოს გამოძახებათა რაოდენობამ, ამიტომ, იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამინისტროს მიერ, რომ ამუშავდა უკვე დღევანდელიდან ე.წ. პირველადი ჯანდაცვის პროტოკოლი, რომელიც წარმატებით იქნა წინა სეზონების დროს გამოყენებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ვირუსის შემდეგ ტალღას ჯანდაცვის უწყება თებერვალში აანონსებს. რაც შეეხება იმას, გაგრძელდება თუ არა სწავლა საშობაო არდადეგების შემდეგ, გამყრელიძე ამბობს, რომ სწავლის პროცესის შეწყვეტის საჭიროება არ დგას. მისი მტკიცებით, სიტუაციას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები გადაწყვეტილებას მიიღებენ.
---
09.01.2019
მეიდასაშუალება: რეზონანსი
ცხელი წყალი და საჭმლის სოდა - "ღორის გრიპისგან" თავდაცვის მეთოდი ექიმისგან
ექიმი ცირა შათაშვილი სოციალურ ქსელში გრიპის ვირუსთან ბრძოლის მარტივ მეთოდს აქვეყნებს: „გრიპის ვირუსი მძვინვარებს, არის რეალური საშუალება, დავამარცხოთ ეს ვირუსი. პროფესორი ივან ნეუმივაკინი (ექიმი, რომელმაც მსოფლიოში კოსმონავტების მედიცინა შექმნა) ასეთ რამეს გვირჩევს: 1. დილით, უზმოზე 200 გრამ ცხელ წყალში (მიაქციეთ ყურადღება – ადუღებამდე მიყვანილი) + ერთი მეოთხედი ჩაის კოვზი საჭმლის სოდა. ნახევარი საათი კატეგორიულად საკვების მიღება აკრძალულია 2. სამი დღის შემდეგ, 200 გრამი წყალი + ნახევარი ჩაის კოვზი სოდა 3. შემდეგი სამი დღის შემდეგ 200 გრამი წყალი + ერთი ჩაის კოვზი სოდა. ღორის გრიპის ვირუსი არის ძლიერი ტოქსიკურობის მქონე, გთხოვთ, რამდენიმე წუთი დაუთმეთ საკუთარ თავს. მინდა, ჯანმრთელები იყოთ, ძალიან მინდა“, - წერს ქართველი ექიმი.
---
09.01.2019
მეიდასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები...
პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება დილის 10 საათიდან საღამოს 22 საათამდე იმუშავებს. ხოლო 8 იანვრიდან პაციანტებს შესაძლებლობა ექნებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიაროს. შპს "მედკაპიტალი-გლდანი" მის: ვეკუასქ. N 18. შპს "მედკაპიტალი-საბურთალო" მის: გამრეკელისქ. N19. შპს "საოჯახომედიცინისეროვნულისასწავლოცენტრი" მის: წინამძღვრიშვილისქ. N 57. შპს "მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელისქ. N 18. შპს "მედკაპიტალი-სამგორი" მის: მოსკოვისგამზ. კვ. 4, კორპ. ეს იმ დაწესებულებების ჩამონათვალია, რომელიც ხვალიდან 24 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავა. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწედებს ბენეფიციარებს გრიპისა და რესპირატორული ინფექციის, სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ოჯახის ექიმსდა მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყოს.
---
09.01.2019
მეიდასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
გადაიდება თუ არა სწავლა სკოლებში?
ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით რა მდგომარეობა იქნება, შემდგომ ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ვირუსების გამო სასწავლო პროცესის დაწყების გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი განმარტებით, ქვეყნისთვის ეპიდემიური ზღვარი არის 450 000 - 500 000 მოსახლეზე. "დღეს ჩვენ გვაქვს 254 000. ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით, რა მდგომარეობა იქნება და შემდგომ ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---