მედიამონიტორინგი 09.11.2018
ტელევიზია
09.11.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
2020 წელი - ეს არის ის თარიღი, რომელიც სახელმწიფოს ცე ჰეპატიტის ელიმინაციის ვადად აქვს აღებული. თუმცა პროგრამის დაწყებიდან 3 წლისა და 8 თვის შემდეგ პროგრამაში ჩართულ პირთა რაოდენობა 49ათასია, დაინფირებულთა რიცხვი კი 150 000-ს აღწევს. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5678133
---
09.11.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები მინდელის სახელობის შახტში? უკვე მეორე დღეა ტყიბულში ქართველი და უცხოელი ექსპერტები მუშაობენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5678407
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5678041
---
08.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს C ჰეპატიტის სკრინინგის გავლისკენ მოუწოდებს. ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით, იუსტიციის სახლებში სპეციალური ცენტრები მოეწყო, სადაც ნებისმიერ ადამიანს დაავადების უფასო დიაგნოსტირება შეუძლია. გადაწყვეტილების მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს კვლევითი მონაცემებია, რომელთა მიხედვით, საქართველოში მცხოვრებმა დაახლოებით 70 000-მა ადამიანმა დაავადების შესახებ ჯერ კიდევ არ იცის. გამოწვევად რჩება ის 30 000 მოქალაქეც, რომლებიც ინფიცირებულები არიან, თუმცა მკურნალობის უფასო პროგრამაში ჩართვისგან თავს იკავებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677780
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677546
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677613
ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677875
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677672
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677036
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5676745
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5676557
---
08.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ბოლო ერთ კვირაში მთავრობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უკვე მეორე ინიციატივას აჟღერებს. დასაქმების მიუხედავად, ამ კატეგორიის ადამიანები ყოველთვიურ ფულად დახმარებას ერთი წელი მაინც მიიღებენ. ვაუჩერებით, სამედიცინო დაზღვევით და სხვა შეღავათებით კი ორი წლის განმავლობაში ისარგებლებენ. ამ გზით ხელისუფლება სოციალურად დაუცველი ფენის დასაქმების სტიმულირებას ცდილობს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სწორედ დახმარების შენარჩუნების მოტივით სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სამსახურის დაწყებისგან ხშირად თავს იკავებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677743
იმედი- ქრონიკა 20:00http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677819
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677116
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677660
---
08.11.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ სახელმწიფო უწყებებიდან დოკუმენტები გამოითხოვა და დაადგინა, რომ დღეში ხელისუფლება ჭამა-სმაზე ბიუჯეტიდან 27 ათას ლარს ხარჯავს. კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წელიწადში მმართველმა გუნდმა რესტორნებსა და წვეულებებზე 49 მილიონ 200 ათასი ლარი დახარჯა. სიუჟეტში საუბარია სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარჯებზეც. დავით სერგეენკოს კომენტარი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677775
---
08.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ოთხ კაციანმა ჯგუფმა ტყიბულის შახტში მუშაობა დაიწყო. მთავრობის მოთხოვნით ჯანდაცვის შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ექსპერტებთან ერთად მინდელის სახელობის შახტში არსებულ ვითარებას შეისწავლიან. პროცესი 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დასკვნა სწორედ ამ დროისთვის იქნება ცნობილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677564
მაესტრო-დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677771
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677619
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5676742
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5676540
---
08.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
400 ლარიანი პენსია-"ნაციონალური მოძრაობის" ცრუ დაპირება. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677542
მაესტრო-დღის მთავარი თემა 20:00
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677574
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677125
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5676721
---
08.11.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
დეპუტატები 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ. ქვეყნის მთავარ დოკუმენტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცნობს. მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, დაახლოებით, 13 მლნ ლარია. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 73 მლნ-ით იზრდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677098
---
08.11.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში საპენსიო რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი განხორციელდებ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677639
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677608
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677213
---
08.11.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 13:00
რა გეგმა აქვს "ქართული ოცნების" სამთავრობო გუნდს ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში და როგორია აღმასრულებელი ხელისუფლების საარჩევნო გეგმები? დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5676211
---
08.11.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში. სამედიცინო პერსონალი რამდენიმე მამაკაცს ფიზიკურად დაუპირისპირდა. შემთხვევა გუშინ, დღის პირველ ნახევარში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მედიკოსებს და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მიზეზი მეტადონის პროგრამა გახდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5677816
---
ინტერნეტი
09.11.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/520246-kartveli-da-germaneli-ekspertebi-dges-mindelis-shaxtis-vizualur-datvalierebas-daicqeben/
ქართველი და გერმანელი ექსპერტები დღეს მინდელის შახტის ვიზუალურ დათვალიერებას დაიწყებენ
ტყიბულში, მინდელის შახტში ქართველი და გერმანელი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი იმყოფება, რომლებიც კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილზე ეცნობიან შახტში არსებულ მდგომარეობას. ექსპერტებთან ერთად არიან ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ქართველი და გერმანელი ექსპერტები დღეს მინდელის შახტის ვიზუალურ დათვალიერებას დაიწყებენ. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ უკვე მოხდა დოკუმენტაციის და იმ გეგმების შესწავლა, რაც თეორიულად და პრაქტიკულად გაწერილი არის უსაფრთხოების მიმართულებით კომპანიის მხრიდან. „კომპანია „დიემტიმ“ და ადგილობრივმა ექსპერტებმა, რომლებიც ჩართული არიან, როგორც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ასევე შრომის ინსპექციის მხრიდან, მოახდინეს დოკუმენტაციის შესწავლა. დღეს უკვე დაიწყება შახტის ვიზუალური დათვალიერება, თუ რა მდგომარეობა არის. პირველი რეპორტის წარმოდგენა გათვალისწინებულია ორი კვირის შემდგომ და ამის შემდეგ შევძლებთ მეტ დეტალებზე საუბარს“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
---
08.11.2018
C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის კუთხე იუსტიციის 12 სახლში მოეწყო
C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის კუთხე იუსტიციის 12 სახლში მოეწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მუდმივად ფართოვდება. სკრინინგის ჩატარება სამედიცინო დაწესებულებების გარდა, უკვე იუსტიციის სახლებშიცაა შესაძლებელია. ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს სხვა სერვისების პარალელურად, C ჰეპატიტთან მიმართებაში თაისი სტატუსი გაიგოს. სკრინინგის კუთხე საქართველოს მასშტაბით იუსტიციის 12 სახლშია მოწყობილი. პროცესის მიმდინარეობას დღეს პირადად გაეცნენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. „სიახლეებია დაფინანსების კუთხითაც, პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება პირველი-კონფირმაციული ტესტი და გენოტიპირების ანალიზი. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვისა და ვეტერანებისთვის 70%-იანი თანადაფინანსების სისტემა მოქმედებს. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უკვე დაწყებულია დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იქნება მინიმუმ ერთი დაწესებულება, რომელებშიც ბენეფიციარებს სრულ სერვისს შესთავაზებენ. პროცესში ასევე, ჩართულია ზიანის შემცირების ცენტრები, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის - ნარკომომხმარებელთა ჩართვისთვის. დეცენტრალიზაციის პროექტში უკვე ჩართულია 8 პირველადი ჯანდაცვის და ზიანის შემცირების 3 ცენტრი. სიახლეები განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც. ბენეფიციარებს პროგრამაში რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევთ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა. ცვლილების თანახმად რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადავიდა პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების მოლოდინის პერიოდს. ბენეფიციარები მკურნალობის დაწყებას დარეგისტრირებიდან 7 დღეში შეძლებენ, ნაცვლად 1 თვისა,“, – აცხადებენ სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, პროგრამის დაწყებიდან დღემდე დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი ბენეფიციარი. მკურნალობაში 49 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. მკურნალობა დაასრულა 45 000-ზე მეტმა პირმა, განკურნების მაჩვენებელი 98,3%-ია.
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/317839/
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=74359&fbclid=IwAR3GYpAv94cIO_koPdSJ1aonc2UJtfFZN5z-Zzylx4JIgy-HKBsChJraY8Y
---
08.11.2018
დავით სერგეენკო არ ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილის თხოვნით ერთ-ერთი პაციენტის მკურნალობა დაფინანსდა
რა ფორმულირებით გამოაგზავნის ესა თუ ის ადამიანი თხოვნას დახმარების შესახებ, არამგონია, მნიშვნელოვანი იყოს, არ ვუყურებთ პაციენტის პარტიულ კუთვნილებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, მინისტრის მოადგილეს, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი სთხოვს საარჩევნოდ ერთ-ერთი პაციენტის მკურნალობა დაფინანსდეს, რადგან ის ამით გარკვეულ ხმებს მოიპოვებს. სერგეენკოს თქმით, აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელი თავად არის და იქ პაციენტების საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება მათი დაფინანსება. „სახელმწიფო პროგრამების და საყოველთაო ჯანდაცვის გარდა არსებობს ე.წ. რეფერალური, ანუ ინდივიდუალური დახმარების პროგრამა, სადა ბევრი თხოვნა შემოგვდის და სხვადასხვანაირი ფორმულირებით. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული სხვადასხვა თემებთან. კომისია, რომელიც 10 დღეში ერთხელ იმართება, განიხილავს ამ პაციენტების დახმარების შესაძლებლობას და მოთხოვნილი თანხა აღემატება 7-8-ჯერ იმ ბიუჯეტს, რაც გვაქვს. ამ კომისიის ხელმძღვანელი ვარ მე. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ამ კომისიის განხილვას დაესწროთ. განხილვისას გრაფა, სადაც პაციენტების გვარები წერია, იკეცება და კომისია უყურებს მხოლოდ დიაგნოზს და საჭიროებებს. რა ფორმულირებით გამოაგზავნის ესა თუ ის ადამიანი თხოვნას დახმარების შესახებ, არამგონია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყოს იმიტომ, რომ მართლა არ ვუყურებთ პაციენტს, მითუმეტეს, მათ რაღაც პარტიულ კუთვნილებას“,- განაცხადა სერგეენკომ.
---
08.11.2018
დავით სერგეენკო - ჯანდაცვის სამინისტროს, ამ გადმოსახედიდან, ბევრად მეტი რესურსი ჰქონდა, რომ უკეთესი და სწრაფი შედეგები დაედო
ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადმოსახედიდან, ბევრად მეტი რესურსი ჰქონდა, რომ უკეთესი და სწრაფი შედეგები დაედო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა მმართველობის ხარვეზებზე ისაუბრა. „ნებისმიერ სისტემაში, იქნება ეს საპარლამენტო თუ აღმასრულებელ ხელისუფლება, თუნდაც კერძო კომპანიაში, რაც არ უნდა ეფექტურად მუშაობდეს ის, ყოველთვის არის მუშაობის გაუმჯობესების რესურსი. მე შემიძლია ვიმსჯელო ჯანდაცვის სამინისტროს შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს, მიუხედავად თავისი მართლაც გამორჩეული მიღწევებისა, ამ გადმოსახედიდან, ბევრად მეტი რესურსი ჰქონდა, რომ უკეთესი და სწრაფი შედეგები დაედო“,- განაცხადა სერგეენკომ.
ჯიეიჩენ.ჯი- http://www.ghn.ge/com/news/view/214884
---
08.11.2018
დავით სერგეენკო - 400 ლარამდე პენსიის გაზრდა ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა უნდა ჩამოიშალოს
400 ლარამდე პენსიის გაზრდა ნიშნავს, რომ აღარ უნდა დაფინანსდეს არც ერთი სახელმწიფო სამსახური და სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა უნდა ჩამოიშალოს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა,„ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებაზე, პენსიის 400 ლარამდე გაზრდის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, 400 ლარამდე პენსიის გაზრდის დაპირება აბსოლუტურად არარეალურია. „ასაკით პენსიები ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის მდიდარი ქვეყნებისთვის, არის გამოწვევა. როდესაც პენსიაზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია, ყველა ნაბიჯი, იქნება ეს დაპირება, პროექტის გაზიარება თუ მისი შესრულება,იყოს რეალისტური. 400 ლარამდე გაზრდა ნიშნავს, რომ 2019 წლის ბიუჯეტში 1,9 მილიარდი, რაც გამოიყოფა ასაკით პენსიისთვის, გაორმაგდეს. თანხის გაორმაგება ნიშნავს, რომ აღარ უნდა დაფინანსდეს არც ერთი სახელმწიფო სამსახური, სასწრაფო დახმარება, სახანძრო, პოლიცია და არმია, უნდა ჩამოიშალოს საერთოდ სახელმწიფო ინსტიტუციების მუშაობა, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, თუმცა აბსოლუტურად არარეალურია”, – განაცხადა დავით სერგენკომ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/430234
---
08.11.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/430354
დავით სერგეენკო: 2019 წელს დევნილებს 1500 ობიექტი დაუკანონდებათ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ 2019 წელს დევნილებს 1500 ობიექტი დაუკანონდებათ. “დევნილებს ჯამში, 2019 წლის განმავლობაში 1500 ობიექტი დაუკანონდებათ, ხოლო 2000 იქნება შესყიდული მზა ბინები ან მზა სახლები სოფლად. ეს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ქუთაისში, ბათუმში, წყალტუბოში, გარდაბანში, სიღნაღსა და თეთრ წყაროში განხორციელდება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
---
08.11.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-devnilebis-sackhovrebeli-pirobebis-gasaumjobeseblad-gazrdili-biujeti-momaval-welsac-shenarchundeba/
დავით სერგეენკო - დევნილების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად გაზრდილი ბიუჯეტი მომავალ წელსაც შენარჩუნდება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად გაზრდილი ბიუჯეტი მომავალ წელსაც შენარჩუნდება. მისივე თქმით, 2019 წელს ბიუჯეტში გათვალისწინებულ 10 მილიონ ლარს 20 მილიონი წელსვე ემატება. „ბიუჯეტი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად დევნილი ვეტერანებისთვის იქნება ორიენტირებული, გაზრდილი ბიუჯეტი მომავალ წელსაც შენარჩუნდება“,-განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
---
08.11.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/socialuri-daxmarebis-arsebuli-sistema-dasaqmebis-demotivatoria/26430
„სოციალური დახმარების არსებული სისტემა დასაქმების დემოტივატორია“
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალური დახმარების არსებული სისტემა მოქალაქეების დასაქმების კუთხით დემოტივატორია, ამიტომ ის მომავალი წლის 1 იანვრიდან შეიცვლება. „მიზნობრივი სოციალური დახმარების არსებული სისტემა ბევრ თავისებურებასთან ერთად ერთ მნიშვნელოვან ნეგატივს მოიცავს - სისტემა ისეა აწყობილი, რომ დასაქმების დემოტივატორია. თუ ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანი გადაწყვეტს, რომ მუშაობა დაიწყოს, ახლა ფაქტიურად, ერთ თვეშივე ეხსნება სოციალური დახმარება და არამონეტარული სარგებლებიც. ახალი მოდელის მიხედვით, რომელიც იანვრიდან ამუშავდება, ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ მონეტარული, ანუ ფინანსური სოციალური დახმარება და პლიუს ერთი წლის განმავლობაში - არამონეტარული შეღავათები“, - განაცხადა სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
---
08.11.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/430339
სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც მუშაობას დაიწყებენ, ფულად დახმარებას 1 წლის განმავლობაში მაინც მიიღებენ
“მთავრობის ინიციატივით, სოციალური დახმარების მიმღებ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში ფულადი დახმარება 1 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ახალი სისტემის თანახმად, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, მუშაობის დაწყების მიუხედავად, სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ. ოფიციალური შემოსავლის მიღების შემდეგ, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, პროგრამის მონეტარული კომპონენტი – ფულადი დახმარება ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ, ხოლო მეორე წელს – შეუნარჩუნდებათ არაფულადი ტიპის დახმარებები, როგორიცაა სხვადასხვა ტიპის ვაუჩერები, სამედიცინო დაზღვევა და სხვა სახის შეღავათები. „როგორც პარლამენტში ჩემი გამოსვლისას აღვნიშნე, ჩვენ ვიწყებთ ჩვენი სოციალური პროგრამების ჩარჩოს პრინციპულ ცვლილებებს, რომელიც შეთანხმებული გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ყველა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ არსებული სოციალური დახმარების გაცემის სისტემა გარკვეულწილად ახალისებდა უმუშევრობას. ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი სისტემა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში, ვინაიდან ის მომენტი, რომ ადამიანი მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარებას კარგავდა, გარკვეულწილად იყო ბარიერი იმისთვის, რომ ჩვენს ბევრ მოქალაქეს ოფიციალურად დაეწყო მუშაობა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ძალიან დადებით მოლოდინები გვაქვს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=74365
---
08.11.2018
მამუკა ბახტაძე - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში დევნილების განსახლებისთვის 90 მილიონი ლარია გათვალისწინებული
დევნილების განსახლებისთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 90 მილიონი ლარი, როგორც ახალი ბინების მშენებლობისთვის, ასევე დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვის მიზნით, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში, 2000-მდე ჩვენი მოქალაქე და ოჯახი მიიღებს ახალ ბინას. „მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს, რომელიც არის იძულებით გადაადგილებულ პირთა ბინებით უზრუნველყოფა. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. დარეგულირდა ბინების განაწილების რიგითობა, რომელიც ძალიან მტკივნეული პროცესი იყო. მოგეხსენებათ, რომ გაუქმებულია 2009 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვა, რომელიც თბილისში დევნილებისთვის ახალ მშენებლობებს კრძალავდა. ჩვენ შევცვალეთ ეს დისკრიმინაციული მიდგომა. ამჯერად დევნილების განსახლებისთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში წარდგენილია 90 მილიონი ლარი, როგორც ახალი ბინების მშენებლობისთვის, ასევე დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვის მიზნით. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში 2000-მდე ჩვენი მოქალაქე და ოჯახი მიიღებს ახალ ბინას“, - განაცხადა ბახტაძემ. პრემიერის განცხადებით, მთავრობა დევნილებისთვის საცხოვრებელ ბინებს ქართველი მენაშენეებისგან კონკურსის წესით შეისყიდის და მომავალ წელს ახალ ბინებს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრები მოქალაქეები მიიღებენ. „დღეისთვის გარკვეული რაოდენობა უკვე შესყიდულია. მალე თბილისში 342 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ფართს. დაგეგმილზე უფრო მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ და ბიუჯეტში შემოსავლების უფრო მეტმა მობილიზაციამ მოგვცა საშუალება გამოგვენახა დამატებით ახალი რესურსები და უკვე 2018 წლის ბიუჯეტი დაკორექტირდება ამ თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს საშუალება გავზარდოთ ინვესტიციები და კაპიტალური ხარჯები ამ მიმართულებით და წელს მოხდება დამატებით 20 მილიონი ლარის მობილიზება დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის“, - აღნიშნა ბახტაძემ.
---
08.11.2018
რაც ადრეულად აღმოჩნდება ეს დაავადება, მით უფრო მარტივია მკურნალობა და ცუდი შედეგის თავიდან აცილება"- წულუკიანი
"იუსტიციის სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობამ, ყველა მოქალაქეს იუსტიციის სახლის 12 დიდ ფილიალში შეუძლია მოვიდეს ნებისმიერ დროს და უფასოდ გაიაროს სკრინინგი იმისთვის რომ შეამოწმოს აქვს თუ არა მას დაავადება"- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობის გაცნობის შემდეგ. ,,ჩვენ 10 ოქტომბერს ჩავრთეთ მასშტაბური პროგრამა 12 ფილიალში, 6500 მოქალაქემ გაიარა ეს ტესტი და 180 მათგანს, ისე რომ არც ჰქონდა ეჭვი, აღმოაჩნდა ეს დაავადება. რომელიც, სამწუხაროდ, სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს,"- განაცხადა წულუკიანმა. მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველამ ჩაიაროს კონსულტაცია, რათა მძიმე შედეგები თავიდან აიცილონ. მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც სტრინინგს ახორციელებს. ,, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ნუ ვიქნებით დარწმუნებულები, შევემოწმოთ, ეს არის აბსოლუტურად უმტკივნეულო, უფასო, რაც ადრეულად აღმოჩნდება, თუ კი ეს დაავადება სამწუხაროდ გვაქვს რომელიმე ჩვენგანს, მით უფრო მარტივია მკურნალობა და ცუდი შედეგის თავიდან აცილება. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც სტრინინგს ახორციელებს, რადგან მატ უწევთ, მაგალითად, თბილისის იუსტიციის სახლში 100-ზე მეტი მოქალაქის მომსახურება. ასე რომ მოგიწოდებთ, სანამ ეს სერვილი იუსტიციის სახლებში გაიცემა რომ მისით ისარგებლოთ"- განაცხადა მინისტრმა. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იუსტიციის სახლში C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნენ.
---
08.11.2018
აკაკი ზოიძე – უნიკალური შანსი გვაქვს, რომ 2020 წლისთვის საქართველოში C ჰეპატიტი სრულად აღმოვფხვრათ
მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიის მიუხედავად, მოქალაქეთა ჩართულობა C ჰეპატიტის გამოკვლევების პროცესში ჯერ კიდევ არასაკმარისია. ამ სიახლის შედეგად კი უფრო მეტი მოქალაქე შეძლებს ისარგებლოს უფასო სკრინინგით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებების გარდა, უფასო სკრინინგის ჩატარება უკვე მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით იუსტიციის 12 სახლშიც შეეძლებათ. „ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ 2020 წლისთვის სრულად აღმოვფხვრათ საქართველოში C ჰეპატიტი. ამაში ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერასთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების მობილიზაცია და ხელისუფლების ეფექტიანი ქმედება. სწორედ ასეთი ქმედების ერთ-ერთი დემონსტაციაა ის ნაბიჯი, რომ ამიერიდან მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით იუსტიციის 12 სახლში შეეძლებათ უფასო სკრინინგის ჩატარება. მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიის მიუხედავად, მოქალაქეთა ჩართულობა გამოკვლევების პროცესში ჯერ კიდევ არასაკმარისია, ამ სიახლის შედეგად კი უფრო მეტი მოქალაქე შეძლებს ისარგებლოს უფასო სკრინინგით“, – განაცხადა ზოიძემ. მისივე თქმით, იუსტიციის სახლებს უამრავი მომხმარებელი ჰყავთ. ამა თუ იმ სახელმწიფო სერვისის მისაღებად, ყოველდღიურად 10 000-ობით ადამიანს უწევს იუსტიციის სახლებით სარგებლობა. შესაბამისად, ამ პროგრამის დაწყება იქნება გარდამტეხი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში. „შევძლებთ ბევრი მოქალაქის მოტივირებას, რომ გაიკეთონ უფასო ანალიზი, იმის დასადგენად, აქვთ თუ არა ეს ვირუსი. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ძალისხმევაა ამ პროცესში. ეს არის პასუხისმგებლიანი ზრუნვის გამოვლენა მთავრობის მხრიდან თავისი მოქალაქეებისადმი. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 60 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ნაწილმა დაამთავრა, ნაწილი -მკურნალობს; განკურნების მაჩვენებელი 98 %-ია. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ბევრმა ადამიანმა გაიკეთოს გამოკვლევა, რათა დროულად დაადგინოს აქვს თუ არა ეს ვირუსი და შესაბამისად, ჩაერთოს მკურნალობის პროცესში“, – აღნიშნა ზოიძემ.
---
08.11.2018
არჩილ თალაკვაძე – საქართველო გახდა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სწორი პოლიტიკით ისეთი ეპიდემიების დამარცხება, როგორიც C ჰეპატიტია
საქართველო გახდა მაგალითი თუ როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სწორი პოლიტიკით ისეთი ეპიდემიების დამარცხება, როგორიც C ჰეპატიტია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, 2014 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც მოქალაქეებისთვის C ჰეპატიტის მკურნალობაზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. თალაკვაძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამით საქართველოს 200 000-ზე მეტ თანამოქალაქეს ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეუნარჩუნდა. „საუბარი არის სიცოცხლისათვის აუცილებელ მკურნალობაზე, რომლის გარეშეც პრაქტიკულად პაციენტები, ჩვენი თანამოქალაქეები განწირულები იქნებოდნენ. ეს მკურნალობა 80 000 დოლარამდე ჯდება და რომელიც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის პრაქტიკულად უფასოდ არის ხელმისაწვდომი. უკვე ათეულობით ათასმა ადამიანმა ისარგებლა ამ მკურნალობით და პრაქტიკულად სრულად განიკურნა C ჰეპატიტისგან. პროგრამაში ახლაც ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული და აგრძელებს მკურნალობას. პროგრამის მეორე ეტაპზე გამოიკვეთა იმ მოქალაქეების პრობლემა, რომლებსაც სამწუხაროდ არ აღმოაჩნდათ საშუალება კვლევები ჩაეტარებინათ, რომლებიც აუცილებელია ადამიანის მკურნალობისთვის მოსამზადებლად. სწორედ ამ მონაცემების დამუშავების შემდეგ, სახელმწიფომ მიიღო ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დაეფინანსებინა ის კვლევები, რაც მკურნალობის დაწყებამდე არის აუცილებელი“, – განაცხადა თალაკვაძემ. მისივე თქმით, კვლევებთან დაკავშირებით შემდეგი ეტაპიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. „ეს არის პრაქტიკულად გარღვევა იმ მიმართულებით, რომ უფრო მეტმა ადამიანმა და უფრო სწრაფად მიიღოს მკურნალობა და დიაგნოსტიკა. ეს არის უკვე სერვისების ინტეგრაცია იუსტიციის სახლებთან, სადაც ყველაზე მეტი მოქალაქე მოძრაობს და მიმართავს სახელმწიფო სერვისებს და სწორედ იქ სახელმწიფომ გადაწყვიტა მიაწოდოს ინფორმაცია და მიაწოდოს სკრინინგული კვლევები ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ სერვისებით მოცვა გაიზარდოს მოკლე დროში. უფრო მეტმა მოქალაქემ, უფრო სწრაფად შეძლოს, გაიგოს თავისი დიაგნოზის შესახებ და რაც შეიძლება სწრაფად ჩაერთოს მკურნალობის პროცესში, რაც ბუნებრივია ზოგავს როგორც ჯანმრთელობას, ასევე ზოგავს იმ რესურსებს, რომელიც უნდა დაეხარჯა მომავალში სახელმწიფოს ამ საქმისთვის“, – აცხადებს თალაკვაძე. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ყოველივე ზემოთთქმულთან ერთად, საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებით, მსოფლიოში ლიდერი გახდა. „საბოლოოდ პროექტმა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ განაპირობა მსოფლიო ბაზარზე როგორც ფასების შემცირება, ასევე ჯანდაცვის სისტემებში და სხვა და სხვა სახელმწიფოში ამ საკითხების გააქტიურება, რაც ბუნებრივია პოზიტიურად აისახა განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე, აზიაზე, ახლო აღმოსავლეთზე, იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც წლების მანძილზე ამ ძვირადღირებულ მკურნალობას ელოდებოდნენ. საქართველომ გამოიწვია დადებითი ჯაჭვური რეაქცია და გახდა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სწორი პოლიტიკით ისეთი ეპიდემიების დამარცხება, როგორიც არის C ჰეპატიტი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
---
08.11.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/317820/
II ტურის წინ მთავრობამ მასშტაბური სოციალური პროექტების წარდგენისგან თავი უნდა შეიკავოს -TI
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI) მიიჩნევს, რომ II ტურის წინ მთავრობამ მასშტაბური სოციალური პროექტების წარდგენისგან თავი უნდა შეიკავოს. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლება მნიშვნელოვნად გააქტიურდა. ბოლო კვირის განამვლობაში თითქმის ყოველდღე ვისმენთ „ქართული ოცნების” ლიდერების დაპირებებს ახალი მრავალმილიონიანი სოციალური ხასიათის პროექტების შესახებ. ეს ტენდენცია, თავისი არსით, ინტენსივობითა და სამიზნე აუდიტორიით ცხადად ატარებს საარჩევნო მოტივირებული საბიუჯეტო ხარჯვის ხასიათს, რაც საარჩევნოდ ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას შეიძლება უტოლდებოდეს”, – ნათქვამია TI-ის განცხადებაში. “სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს სოციალური პოლიტიკა, რომელიც არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში გაზრდის სოციალური დახმარებების ოდენობას, არამედ ხელს შეუწყობს სოციალური დაცვის სტაბილური სისტემის ჩამოყალიბებას. ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საბიუჯეტო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი სერიოზულ უპირატესობას იღებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ყოველი არჩევნების წინ მოუწოდებს ხოლმე ხელისუფლებას, რომ თავი შეიკავოს მსგავსი დაპირებების გაცემისა და საბუჯეტო პროგრამების განხოციელებისგან. ამჯერადაც მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციის შესრულება”, – ნათქვამია განცხადებაში. TI მეორე ტურის წინ ხელისუფლების მიერ დაანონსებული პროექტების ჩამონათვალსაც აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: მამუკა ბახტაძე – პრემიერ მინისტრი ტენდენციას სათავე დაუდო პრემიერ მინისტრმა, რომელმაც 2 ნოემბერს განაცხადა, რომ 140 000 სოციალურად დაუცველ ბავშვს 10 ლარიდან 50 ლარამდე გაეზრდებათ დახმარება, რაც ჯამში დამატებით 70 მილიონ ლარამდე საბიუჯეტო ხარჯს გულისხმობს. დავით სერგეენკო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იმავე დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ამომრჩეველს მთავრობის დადგენილების მიღებას დაპირდა, რომლის თანახმადაც თუკი ადამიანი დაიწყებს მუშაობას, მას ერთი წლის მანძილზე შეუნარჩუნდება ფულადი სოციალური დახმარება, ხოლო შემდეგი წლის განმავლობაში შეუნარჩუნებდა არაფულადი პრივილეგიები. მისი თქმით, შესაბამის დადგენილებას მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს. სერგეენკომ, ასევე, განაცხადა, რომ სამინისტრო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მენაშენეებისგან 400 ბინას შეისყიდის. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამინისტრო საცხოვრებელ ფართებს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში შეისყიდის და პრიორიტეტი თბილისს მიენიჭება. კახაბერ ოქრიაშვილი – პარლამენტის წევრი 4 ნოემბერს დმანისის და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახაბერ ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ მან პარლამენტს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატივით მიმართა. კანონპროექტი ითვალისწინებს დასახლებისთვის, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშეც, მაღალმთიანის სტატუსი მინიჭების შესაძლებლობას, რასაც ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფა შეიძლება მოყვეს. რუსთავის და თელავის მუნიციპალიტეტები 5 ნოემბერს რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 350 ოჯახს დაუკანონდება ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ბინები, რომელთა დაკანონებასაც რამდენიმე წელია უშედეგოდ ითხოვდნენ. მსგავსი პროცესი მიმდინარეობს თელავშიც, სადაც ე.წ. „ლეგიონის ბინები”, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზეა, იქ მცხოვრებ ადამიანებს უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დაუკანონდება, რასაც ადასტურებს თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი.
---
08.11.2018
მინდელის შახტში არსებულ მდგომარეობას ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჯგუფი 5 კვირის განმავლობაში შეისწავლის
ტყიბულში, მინდელის შახტში დღეს ქართველი და გერმანელი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი ჩავიდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, აღნიშნული ჯგუფი მინდელის შახტში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის. მათთან ერთად იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ექსპერტების თქმით, სამუშაო პროცესი ხუთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დასკვნა მას შემდეგ იქნება ცნობილი.ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, სამმხრივ კომისიაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტყიბულის შახტში გახშირებული უბედური შემთხვევის გამო, შრომის უსაფრთხოების საკითხები საექსპერტო კომპანია „დი ემ ტი“–მ შეისწავლოს, რომელსაც სამთო მიმართულებით 140- წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.„დღეს ჩვენ აქ წარმოდგენილი ვართ საერთაშორისო გერმანული კომპანიის ექსპერტებით. ასევე, პროცესში ჩვენი მხრიდან ჩართულია ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც პარალელურ რეჟიმში შახტში არსებულ მდგომარეობას მონიტორინგსა და აუდიტს გაუწევენ. საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული, თუ რა პრევენციული ღონისძიებებია მისაღებია შახტში ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=74351&fbclid=IwAR1k0oR6Zi-4YtCHlOKOMef0dWt_6SPmm0V8vfRI8lwZ37MQWV3vog790OE
---
08.11.2018
ბათუმში ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები ხელმძღვანელობას შრომითი პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ
თურქულ კომპანია „ფოლადიოლს“, რომელიც ბათუმში ჩქაროსნული მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, თანამშრომლები არაადამიანურ მოპყრობასა და შრომითი პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ. ობიექტების დაცვის 20-მდე თანამშრომელი აცხადებს, რომ ხუთი თვეა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. მათი განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ ობიექტებს იცავენ და ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებულ პირობებს კომპანია არ ასრულებს. დაცვის თანამშრომლების თქმით, ცხრა საათის ნაცვლად 14 საათის განმავლობაში უწევთ მუშაობა და შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებენ. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. თურქული კომპანიის ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს.
---
08.11.2018
ჭამა-სმაზე ხელისუფლებამ 50 მილიონი დახარჯა - "გამჭვირვალობა-საქართველომ" სახელმწიფო უწყებების დოკუმენტაცია შეისწავლა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ სახელმწიფო უწყებებიდან დოკუმენტები გამოითხოვა და დაადგინა, რომ დღეში ხელისუფლება ჭამა-სმაზე ბიუჯეტიდან 27 ათას ლარს ხარჯავს. კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წელიწადში მმართველმა გუნდმა რესტორნებსა და წვეულებებზე 49 მილიონ 200 ათასი ლარი დახარჯა.სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრის სადილზე მრავალფეროვანი მენიუ იყო წარდგენილი, მათ შორის იყო მუხუდოს და ზღვის ნობათის სალათი, თინუსის სალათი ნისუაზი, შემწვარი ქათმის ფილე ნაღებით და ქარის სოუსით, გამომცხვარი საქონლის ხორცი ღვინის სოუსით, ქართული და ინტერნაციონალური ყველის ნაკრები, შაშხის და ძეხვის ნაკრები. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევამ გამოავლინა ხუთი უწყება, რომლის თანამშრომლებიც წარმომადგენლობითი მიზნებისთვის დახარჯული თანხებით ლიდერები არიან. პირველ ადგილზეა შინაგან საქმეთა სამინისტრო, შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და დედაქალაქის მერია. ოპოზიცია მონაცემებს კატასტროფულს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, როდესაც ქვეყანაში ხალხი შიმშილობს, ხალხის ფულის ხარჯზე ჩინოვნიკები მდიდრულ წვეულებებს აწყობენ. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორის კვლევის შედეგებმა გააღიზიანა. კითხვას, რამდენად მიზნობრივად იხარჯება ბიუჯეტის ფული რესტორნებში, ჯანდაცვის მინისტრმა არ უპასუხა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი ამბობს, რომ კვლევას არ იცნობს. თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია უწყების მხრიდან 2017 წელს წარმომადგენლობითი ხარჯების მატებას ადასტურებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამო, სამინისტროს ხარჯების გაწევა მოუწია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ კვლევის ფარგლებში 142 სახელმწიფო უწყებას მიმართა, მათგან დოკუმენტები მხოლოდ 117-მა მიაწოდა.
---
08.11.2018
4 წლის ოთო ნინუას საზღვარგარეთ მკურნალობა სასწრაფოდ ესაჭიროება
4 წლის ოთო ნინუას საზღვარგარეთ მკურნალობა და რეაბილიტაცია სასწრაფოდ ესაჭიროება, ექიმებმა მას გლიომას დიაგნოზი დაუსვეს. ოთოს უკვე 4 ტრეპანაცია აქვს გაკეთებული და ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსიც გაიარა, თუმცა, უშედეგოდ. გადატანილი ქიმიოთერაპიის გამო ის მხოლოდ 10 კილოგრამს იწონის. გარდა ამისა, ქიმიოთერაპიამ ბავშვს მხედველობა 100%-ით დაუკარგა. ამჟამად ოთოს ავსტრიაში მორიგი ოპერაცია და შემდგომი რეაბილიტაცია ესაჭიროება, რომ მოხდეს ტვინში არსებული ჯირკვლის ამოჭრა. ბავშვის ოჯახს დახმარება ესაჭიროება. ანგარიშის ნომერი: GE94TB7475245064300002 მიმღები პამელა პაპავა.
---
ბეჭდვითი მედია
09.11.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
სერგეენკო: "პენსიის 400 ლარამდე გაზრდა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას"
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" დაპირება, პენსიის 400 ლარამდე გაზრდის შესახებ აბსოლუტურად არარეალურია. როგორც სერგეენკომ განმარტა, 400 ლარამდე პენსიის გაზრდა ნიშნავს, რომ აღარ უნდა დაფინანსდეს არც ერთი სახელმწიფო სამსახური და სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა უნდა ჩამოიშალოს. „ასაკით პენსიები ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის მდიდარი ქვეყნებისთვის, არის გამოწვევა. როდესაც პენსიაზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია, ყველა ნაბიჯი, იქნება ეს დაპირება, პროექტის გაზიარება თუ მისი შესრულება,იყოს რეალისტური. 400 ლარამდე გაზრდა ნიშნავს, რომ 2019 წლის ბიუჯეტში 1,9 მილიარდი, რაც გამოიყოფა ასაკით პენსიისთვის, გაორმაგდეს. თანხის გაორმაგება ნიშნავს, რომ აღარ უნდა დაფინანსდეს არც ერთი სახელმწიფო სამსახური, სასწრაფო დახმარება, სახანძრო, პოლიცია და არმია, უნდა ჩამოიშალოს საერთოდ სახელმწიფო ინსტიტუციების მუშაობა, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, თუმცა აბსოლუტურად არარეალურია", - განაცხადა დავით სერგენკომ.
---
09.11.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ჯანდაცვის სამინისტროს ბევრად მეტი რესურსი ჰქონდა, რომ უკეთესი შედეგები დაედო
ჯანდაცვის სამინისტროს, მიუხედავად თავისი მართლაც გამორჩეული მიღწევებისა, ამ გადმოსახედიდან, ბევრად მეტი რესურსი ჰქონდა, რომ უკეთესო და სწრაფი შედეგები დაედო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მართვის ხარვეზებთან დაკავშირებით განაცხადა. "ნებისმიერ სისტემაში, იქნება ეს საპარლამენტო თუ აღმასრულებელ ხელისუფლება, თუნდაც კერძო კომპანიაში, რაც არ უნდა ეფექტურად მუშაობდეს ის, ყოველთვის არის მუშაობის გაუმჯობესების რესურსი. მე შემიძლია ვიმსჯელო ჯანდაცვის სამინისტროს შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს, მიუხედავად თავისი მართლაც გამორჩეული მიღწევებისა, ამ გადმოსახედიდან, ბევრად მეტი რესურსი ჰქონდა, რომ უკეთესი და სწრაფი შედეგები დაედო“,- განაცხადა სერგეენკომ.
---