From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-10.01.2018
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 10.01.2019 10:26
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 10.01.2019

ტელევიზია

10.01.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 12:00

22 წლის სალომე ქემაშვილის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ტიპის ვირუსი გახდა. ინფორმაცია ინფექციურ საავადმყოფოში დაადასტურეს, სადაც სალომე ქემაშვილი გუშინ გარდაიცვალა. ექიმების განმარტებით, გარდაცვალება დაგვიანებულმა მკურნალობამ და გრიპის შემდგომმა ენცეფალიტმა გამოიწვია. სალომე ქემაშვილი კლინიკაში, გასულ კვირას, ბორჯომიდან გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას ახალგაზრდა უკვე მართვით სუნთქვაზე იყო. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, პაციენტი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე უპერსპექტივო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5801556

იმედი- ქრონიკა 11:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5801342

რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5801169

---

 

10.01.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა:  ახალი ამბები 12:00 

დავით სერგეენკო დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს. მინისტრის განცხადებით, ბოლო დღეების მონაცემებით დაავადების სიხშირე შემცირებისკენ მიდის და მზარდი ეპიდსაშიშროების მდგომარეობა არ არის. დავით სერგეენკო განმარტავს, რომ ამის მიუხედავად გრიპი მძიმედ მიმდინარეობს და იმ ადამიანებიდან, რომელთაც სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს, მესამედზე მეტს ჰოსპპიტალიზაცია დასჭირდა. მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს ვირუსის სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ. დღეს ტამიფლუთი სააფთიაქო ქსელების მარაგიც შეივსება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5801563

---

 

10.01.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 09:00  

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპით დაავადებულთა რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით შემცირებულია. ბოლო სტატისტიკის მიხედვით, საგრძნობლად იკლო სასწრაფო დახმარების სამსახურის გამოძახებების რიცხვმა. ამის მიუხედავად საფრთხე ქვეყანაში ისევ არის და კლინიკები აგრძელებენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება გრიპით დაავადებული 600-ზე მეტი ადამიანი. სულ ვირუსით უკვე 13 ადამიანია გარდაცვლილი. შექმნილი მდგომარეობის გამო, სკოლებში ზამთრის არდადეგები 21 იანვრამდე გახანგრძლივდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5801176

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5801155

---

 

10.01.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა:  ახალი ამბები 12:00  

საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო. დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, რომ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდებაა. შესაბამისად, რადგან ბავშვები გრიპოზული ინფექციის რისკჯგუფებში არიან, მათთვის არდადეგები გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად მიიღო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5801583

---

 

10.01.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 11:00  

პირველადი ჯანდაცვის ცენტრები მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა რაიონში 5 კლინიკა პაციენტებს 24 საათის განმავლობაში იღებს. მომსახურება გულისხმობს როგორც სატელეფონო ისე ამბულატორიულ კონსულტაციას და ბინაზე ვიზიტს. ექიმების ინფორმაციით, მიმართვიანობა მაღალია, თუმცა, გასულ თვესთან შედარებით შემცირებული. მოსახლეობას მოუწოდებენ გაითვალისწინონ ოჯახის ექიმის რჩევები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5801414

---

 

09.01.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა:  დღის მთავარი თემა 20:00

გრიპის ვირუსის სესახებ გადაცემის სტუმარია დავით სერგეენკო

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800986

---

 

09.01.2019

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  დღის ამბები 14:00

გრიპის ვირუსზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია დავით სერგეენკო(მეორე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799816

---

 

09.01.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00

ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების გამო პანიკაა დედაქალაქში. აფთიაქებში აღარ იშოვება პირბადეები, დეფიციტშია თერმომეტრები და ანტივირუსული მალამოებიც. ვირუსის სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება „ტამიფლუს“ მარაგი ამოეწურათ სააფთიაქო ქსელებს. ქვეყნის სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყება კიდევ ერთი კვირით გადაიდო. გრიპის ვირუსის გავრცელების მასშტაბის გამო, ერთობლივი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, განათლების სამინისტროსა და თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში მიიღეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800911

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800884

იმედი-ქრონიკა 20:00- https://www.imedi.ge/ge/video/32393/sastsavlo-protsesi-21-ianvramde-gadaido

რუსთავი 2- კურიერი 18:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800433

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800274

მაესტრო- ახალი ამბები 18:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800494

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800424

---

 

09.01.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 17:00

გრიპით დაავადების მიმდინარეობა მძიმეა, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად ავადობა ცალსახად უკან იხევს. განცხადება ჯანდაცვის მინისტრი აკეთებს. დავით სერგეენკოს თქმით, საყურადღებოა, რომ ჰოსპიტალებში მკურნალობას 640-მდე პაციენტი გადის და მათგან 39 რეანიმაციულ განყოფილებაშია. მინისტრმა ანტივირუსული პრეპარატის მარაგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს და ხვალ ტამიფლუს მარაგები შეივსება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800285

---

 

 

09.01.2019

არხი:   I არხი

გადაცემა:  მოამბე 15:00

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ურჩევს, შეიზღუდოს სამედიცინო დაწესებულებებში მნახველთა შეშვება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშა ს განცხადებით, გარედან შესულმა ადამიანებმა შესაძლოა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშა აცხადებს, რომ ტამიფლუ სერიოზული პრეპარატია, რომელიც მოსახლეობამ გრიპის ვირუსის გართულების შემთხვევაში მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოს. მისივე თქმით, პაციენტების უმრავლესობას მკურნალობისთვის ტამიფლუ არ სჭირდება. როგორც ივანუშამ განაცხადა, საქართველოში არსებული ვაქცინა არის კარგი ხარისხის და აღნიშნა, რომ მოსახლეობას შეუძლია, ჩაიტაროს ვაქცინაცია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799967

იმედი -ქრონიკა 17:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800281

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800499

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799972

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799957

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799885

---

 

 

09.01.2019

არხი:   I არხი

გადაცემა:  მოამბე 15:00

ბოლო ერთ კვირაში, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, კლინიკებში მიმართვიანობამ იკლო, თუმცა მუშაობა საგანგებო რეჟიმში გრძელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, აცრების გაკეთება ახლაც შესაძლებელია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799975

---

 

09.01.2019

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 13:00

ეიჩერთიენერთი ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდემიის არსებობას უარყოფს. ვირუსის გამო სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი საგანგებო რეჟიმზეა გადასული. რაც შეეხება სკოლებსა და ბაღებს, სასწავლო პროცესის შეჩერებაზე რეკომენდაციას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად მიიღებენ, კარანტინია გამოცხადებული არაერთ კლინიკაში. გართულებულია აცრების გაკეთება, მედიკამენტების ყიდვა და ექიმთან ვიზიტი, დეფიციტშია პირბადეები. კადრში ჩანს პეესპეს, ავერსის, ფარმსახლის აფთიაქი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799679

---

 

09.01.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 18:00

გრიპის ვირუსის გავრცელების გამო აფთიაქებში უკვე არა მხოლოდ მედიკამენტების, არამედ პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტია. სააფთიაქო ქსელში არ აქვთ პირბადეები და თერმომეტრიც კი. რეკორდულად მომატებულია, პრეპარატ „ტამიფლუს“ ფასიც, რომელიც H1N1 ვირუსის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800480

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800002

---

 

09.01.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა:  ახალი ამბები 15:00

პირველადი ჯანდაცვის ცენტრები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა რაიონში ხუთი კლინიკა უკვე მეორე დღეა 24 საათის განმავლობაში იღებს პაციენტებს. მომსახურება როგორც სატელეფონო, ისე ამბულატორიულ კონსულტაციას და ბინაზე ვიზიტს გულისხმობს. ექიმების ცნობით, მიმართვიანობა ისევ მაღალია, თუმცა გასული თვის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799962

---

 

09.01.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 18:00

ვირუსის გახშირებული შემთხვეევბის გამო კრიზისია სისხლის ბანკში. დახმარება სჭირდებათ ონკოლოგიურ პაციენტებს. მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ დადებითი და უარყოფითი სისხლის კომპონენტები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800132

---

 

09.01.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 15:00

„ნაციონალური მოძრაობა” თბილისში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გაუმართავ და არაორგანიზებულ მუშაობაზე საუბრობს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800023

---

 

09.01.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 15:00

გრიპის ვირუსი - შალვა ნათელაშვილი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800030

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799990

---

 

09.01.2019

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 15:00

H1N1 ვირუსის 22 შემთხვევა აჭარაში. სამედიცინო დაწესებულებებში 200 პაციენტი რჩება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მეტი მიმართვიანობა მუნიციპალიტეტებისაგან განსხვავებით, სწორედ ბათუმშია. გაზრდილია სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადების გამოძახების შემთხვევები. 400-დან 120 გამოძახება გრიპის ვიუსს უკავშირდება. რეგიონის კლინიკებიდან ამ დრომდე კარანტინია გამოცხადებული ინფექციურ საავადმყოფოში. დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში 120 ბავშვი მკურნალობს. მათ უმრავლესობას სეზონური ვირუსული ინფექცია აქვს, 7 მათგანს კი გრიპი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799905

---

 

09.01.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:  იმედის დღე

ღორის გრიპი მხოლოდ საქართველოში მშვინვარებს და მას ლუგარის ლაბორატორია ავრცელებს - მსგავსი შინაარსის სათაურებითა და პოსტებით ინფორმაციას სოციალურ ქსელებში უკვე რამდენიმე დღეა მოქალაქეებთან ერთად სხვადასხვა ქართული მედია საშუალებებიც ავრცელებენ. დაავადებათა კონტოლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია რუსეთის მიერ არის გავრცელებული და ღირის გრიპი სხვა ქვეყნებშის ფიქსირდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799728

---

 

09.01.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:  იმედის დღე

დეზინფორმაცია, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცლედა, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში გამოყენებულ წამლებს ეხება, რომლებიც სამკურნალოდ თითქოს მხოლოდ საქართველოში გამოიყენება, ევროპასა და ამერიკაში კი აკრძალულია. გავრცელებულ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ცე ჰეპატიტის მკურნალობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ზუსტად იგივე პრეპარატებით ხდება. მისი თქმით, მედიკამენტების ეფექტურობაზე ისიც მეტყველებს, რომ ცე ჰეპატიტის პროგრამით განკურნებული პაციენტების რაოდენობა საერთო ჯამში 98.3%-ს შეადგენს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799732

---

 

09.01.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:  მოამბე 18:00  

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად დაზარალებულებს თბილისის ხუთ კლინიკაში უტარდებათ სამედიცინო დახმარება. დავით სერგეენკოს კომენტარი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800548

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800990

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800432

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799874

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799842

---

 

09.01.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

ჭავჭავაძესე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, ზაზა ბოხუას კომენტარი

https://www.imedi.ge/ge/video/32394/chavchavadzese-momkhdari-avtosagzao-shemtkhveva

ტვ პირველი -დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800346

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799925

---

 

09.01.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა:  დღის მთავარი თემა 20:00

10 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს. მშობლები ე.წ ღორის გრიპს გამორიცხავენ, ამ ამბავზე გამოძიება მიმდინარეობს. ბავშვი გორის საავადმყოფოში გარდაიცვალა, მანამდე ჩვილს თბლისშიც მკურნალობდნენ, თუმცა, დედის გადაწყვეტილებით მკურნალობა შეწყდა და ბავშვი სახლში გაეწერა. შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5801003

მაესტრო -ახალი ამბები 18:00  

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800525

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799917

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5799707 

---

 

09.01.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა:  ახალი ამბები 18:00

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის არეალის გაფართოების შედეგად კომპანიებს გონივრული ვალდებულებები უნდა დაეკისროთ - ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციაში საუბრობენ. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, დარგებს, სადაც მომატებული საფრთხე არ არის, მძიმე რეგულაციები არ უნდა დაუწესდეთ. ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ მცირე კომპანიებისთვის ისეთი ვალდებულებების დაკისრებაში შეიძლება იყოს პრობლემური, როგორიც მაგალითად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800625

---  

 

09.01.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 17:00

სამტრედიაში ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიაში სატვირთო ლიფტი ჩავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ლიფტი მოულოდნელად მოწყდა და 21 წლის ბიჭს დაეცა. დაშავებული მაღაზიის თანამშრომელია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800390

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5800113

---

 

 

ინტერნეტი

10.01.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/tamiflus-fasebze-djandacvis-saministro-pasuxismgeblobas-ixsnis

„ტამიფლუს“ ფასებზე ჯანდაცვის სამინისტრო პასუხისმგებლობას იხსნის - ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას “კომერსანტთან“ აკეთებს

ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ “ღორის გრიპის” საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური პრეპარატი “ტამიფლუს” ფასებზე განმარტებას „კომერსანტთან“ აკეთებს. შეკითხვაზე - თუ რატომ ღირს „ტამიფლუ“ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ძვირი — სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე განმარტავს, რომ პასუხი თავისუფალი საბაზრო პრინციპით მომუშავე სააფთიაქო სისტემაში უნდა ვეძებოთ. დარახველიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო არ არეგულირებს მედიკამენტების ფასებს და არც იმ ასორტიმენტს, რაც შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და რაც კერძო ქსელის სააფთიაქო დაწესებულებებში ხვდება. „ეს ეხება ნებისმიერ პრეპარატს. დღეს საქართველოში 15 000-მდე პრეპარატია რეგისტირებული, მათ შორისაა „ტამიფლუ“. მედიკამენტები საქართველში მათი მფლობელების შეხედულებისამებრ შემოდის, რა თქმა უნდა, კანონის დაცვით. სახელმწიფოს მიერ მიჩნეული მარაგების შესყიდვა კი სახელმწიფო პროგრამებით ხდება. ამ კუთხით „ტამიფლუც“ შესყიდულია და ის საჭიროებისამებრ სატაციონარებს მიეწოდებათ,“-აღნიშნავს დარახველიძე. „კომერსანტის“ კითხვაზე, რატომ არის „ტამიფლუ“ სხვა ქვეყნებში უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში, დარხველიძე აღნიშნავს, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ფასწარმოქმნა, შესაბამისად, მისი სხვა ქვეყნებთან შედარება შეუძლებელია. რაც შეეხება „ტამიფლუს“ მარაგებს, ის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რისკ ჯგუფებს მიკუთვნებული მოსახლეობისთვის(ორსულები, მელოგინეები, ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციოენტები, დიაბეტის, გულ-სისხლრთარღვთა და ონკოლოგიური პოაციენტები) აბსოლუტურად უფასოა, შესაბამისი, რეცეპტის და საჭიროების დამადასტურებელი, ფორმა 100-ის წარდგენის შემდეგ. „მარაგები საკმარისია, დღევანდელი დღის მონაცემებით, 200-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამ მომსახურებით. ყველა სტაციონარს გააჩნია „ტამიფლუს“ შესაბამისი მარაგი, რამდენიმე შემთხვევა იყო, რომელიც გაიხარჯა და სამინისტრომ საკუთარი მარაგებიდან, დროებით შეავსო სანამ სააფთიაქო ქსელები დაგეგმილ მარაგებს შემოიტანდნენ,“— აღნიშნავს დარახველიძე. როგორც ცნობილია, ე.წ ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ პრეპარატად ტამიფლუ“ მიიჩნევა. მისი ღირებულება საქართველოში საშუალოდ 100 ლარს შეადგენს. თითო აბის ღირებულება კი 5-10 ლარია.სოციალურ ქსელში ვრეცლდება ინფორმაცია, რომ „ტამიფლუ“ გერმანიაში 5 ევროდ იყიდება, მეზობელ თურქეთში კი მისი შეძენა 20 ლარადაა (40 ლირა) შესაძლებელი. “ტამიფლუ“ თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – “პე-ეს-პეში“, “ავერსში“, “ჯი-პი-სისა“ და “ფარმადეპოში“ იყიდება.

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=77319

რა ღირს და რომელ აფთიაქებშია შესაძლებელი ანტივირუსული პრეპარატის, „ტამიფლუ“-ს შეძენა

ე.წ. „ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ პრეპარატად „ტამიფლუ“ მიიჩნევა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში მისი ღირებულება დაახლოებით 100 ლარს შეადგენს, თითო აბის ღირებულება კი 5-10 ლარია. „ექსპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს და „ტამიფლუს“ ღირებულება სააფთიაქო ქსელებში - „ავერსი“, „ფარმა დეპო“ და „ჯი პი სი“-ში გადაამოწმა. „PSP"-ს აფთიაქებში „ტამიფლუს“ ღირებულება 68 ლარია, „ავერსი“-ს აფთიაქებში მისი შეძენა 99 ლარად არის შესაძლებელი, „ფარმა დეპო“-ში მისი ღირებულება 71 ლარს შეადგენს, ხოლო რაც შეეხება „ჯი პი სი“-ს, პრეპარატი 93,65 ლარი ღირს. შეგახსენებთ, რომ ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ სოციალურად დაუცველებისა და ორსულების გარდა, უფასოდ ბავშვებზე, პენსიონერებზე, ონკოლოგიურ და სხვა ტიპის დაავადებულ ადამიანებზეც გაიცემა. „ტამიფლუ“ თბილისის მასშტაბით მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ სააფთიაქო ქსელებში იყიდება.

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528180-amiran-gamqrelize-22-clis-gogos-gardacvalebaze-ak-h1n1-tan-ertad-iqo-sakmaod-mzime-daavadeba/?fbclid=IwAR1EgAvueqta7dognFGICZdtPJRyBINHCkT9oxCqfZjozR203io0X0GS1JA

ამირან გამყრელიძე 22 წლის გოგოს გარდაცვალებაზე - აქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება

ვფლობთ 22 წლის ქალბატონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას - H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 22 წლის ქალის გრიპით გარდაცვალების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე. "ვფლობთ ამ სამწუხარო შემთხვევის, 22 წლის ქალბატონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ მინდა მედიას მოგმართოთ, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, თუ ოჯახის თანხმობა არაა, მე პერსონალიებზე საუბარი არ შემიძლია ღია ეთერში. ვფლობ ინფორმაციას, სამწუხარო შემთხვევაა, მაგრამ იქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. თბილისში, სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. იგი კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალია. 22 წლის გოგო ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირის წინ მიიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: https://mkurnali.ge/medicinis-siakhleniii/11308-qtamifluq-romelsac-sakhelmtsifo-ufasod-arigebs-deficitshi-araa-amiran-gamyrelidze.html?fbclid=IwAR0r7QudOLbMIzcmWRJ4IVVWFSXsY6q9wFC1J2ej49LiSR0B-eXHf8oxtAE

"ტამიფლუ", რომელსაც სახელმწიფო უფასოდ არიგებს, დეფიციტში არაა - ამირან გამყრელიძე

"ტამიფლუ", რომელსაც სახელმწიფო უფასოდ არიგებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით, დეფიციტში არაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ანტივირუსულ პრეპარატ "ტამიფლუს" დეფიციტთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა. რაც შეეხება აფთიაქებს, გამყრელიძის ინფორმაციით, იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი, რადგან სახელმწიფომ პრეპარატი აფთიაქებზე თავისი სტრატეგიული მარაგებიდან გასცა. "ხვალ ქვეყანაში "ტამიფლუს" საკმაოდ დიდი პარტია შემოდის, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის და ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა დღესდღეობით არ არსებობს", - განაცხადა გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების ნაწილის ინფორმაციით, აფთიაქებში ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ და პირბადეებს ვერ ყიდულობენ.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/amiran-gamyrelidze-qveyanashi-tamiflus-sakmaod-didi-partia-shemodis

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/528181-amiran-gamqrelize-kveqanashi-tamiplus-sakmaod-didi-partia-shemodis/

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/202600-jandacvis-saministros-informaciith-afthiaqebshi-tamiflus-maragi-dghes-sheivseba.html?lang=ka-GE

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფთიაქებში „ტამიფლუს“ მარაგი დღეს შეივსება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტივირუსულ პრეპარატ "ტამიფლუს" მარაგი აფთიაქებში დღეს შეივსება. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, აფთიაქებს შეკვეთილი ჰქონდათ 3 ათასი კოლოფი "ტამიფლუ" და მარაგი დღეს შეივსება. რაც შეეხება სამინისტროს მარაგების გამოყენებას, როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სამინისტრომ აფთიაქები 800 კოლოფი "ტამიფლუთი" მოამარაგა. გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, 10 ათასი კოლოფი "ტამიფლუ" სამინისტროს მარაგებს უახლოეს დღეებში დაემატება. რაც შეეხება პირბადეებს, რისი დეფიციტიც დიდ სააფთიაქო ქსელებში იყო, სამინისტროში აცხადებენ, რომ აფთიაქებს მარაგები თავად უნდა შეევსოთ. მათივე განმარტებით, მარაგების შესავსებად ამ ეტაპზე ჯანდაცვის უწყების დახმარება საჭირო არ არის, თუმცა, სამინისტრო მზად არის საჭიროების შემთხვევაში აფთიაქებს დაეხმაროს.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/528179-jandacvis-saministros-inpormaciit-aptiakebshi-tamiplus-maragi-dges-sheivseba/

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528184-cels-sakartveloshi-ziritadad-h1n1-virusi-cirkulirebs-5-shemtxvevaa-h3n2-is-da-erti-b-virusis/

წელს, საქართველოში ძირითადად H1N1 ვირუსი ცირკულირებს, 5 შემთხვევაა H3N2-ის და ერთი - B ვირუსის

ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს H1N1, სულ 4-5 შემთხვევაა H3N2-ის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, გრიპის ვირუსის 230 შემთხვევიდან 98% არის H1N1. „ლაბორატორიული კვლევა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახორციელებს, არის მხოლოდ და მხოლოდ მონიტორირებისთვის თუ რა ვირუსები ცირკულირებენ ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, წელს გაკეთებულია დაახლოებით 450 კვლევა, აქედან 55%-ში დაახლოებით 230-ში დადგენილია გრიპის ვირუსი. ამ 230-დან 98% არის H1N1. ანუ წელს, ქვეყანაში ჯერჯერობით ცირკულირებს H1N1. სულ 4-5 შემთხვევაა H3N2-ის და ერთი შემთხვევა B ვირუსის. ძირითადად ცირკულირებს H1N1”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528192-sezonur-virustan-dakavshirebit-batumis-sascrapo-samedicino-daxmarebis-centrshi-brigadebi-daemata/

სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ბრიგადები დაემატა

სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ბრიგადები დაემატა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, სეზონური ვირუსის გამო, ბათუმში დღე-ღამის განმავლობაში გამოძახებები 400-მდე აღწევს. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში განმარტავენ, რომ მოქალქეებს ძირითადად მწვავე რესპირაციული ვირუსები აღენიშნებათ. სეზონური ვირუსების გამო აჭარაში 200-ზე მეტი მოქალაქე ჰოსპიტალურ მკურნალობას გადის, ხოლო ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მესამე დღეა კარანტი არის გამოცხადებული.

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/333138/

H1N1 ვირუსით ინფიცირებული 22 წლის ქალი გარდაიცვალა

გარდაიცვალა 22 წლის ქალი, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურებული  მონაცემებით, გრიპის H1N1 ვირუსით იყო ინფიცირებული. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სადაც ასევე აღნიშნეს, რომ ინფექციასთან ერთად მას ასევე აღმოაჩნდა “საკმაოდ მძიმე დაავდება”. თუმცა სამინისტროში არ აკონკრეტებენ რა დაავადებაზეა საუბარი, რადგან ეს წარმოადგენს პაციენტის პირად ინფორმაციას. სამინისტროს ცნობით, 22 წლის ქალი 2 იანვარს შეიყვანეს ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალში ზედა სასუნთქი გზების ინფექციით, სადაც დაუდგინეს სხვა მძიმე დაავადებაც  და იმავე დღეს გადმოიყვანეს თბილისში. ქალი 9 იანვარს, გვიან საღამოს დაიღუპა. 13 ადამიანი დაიღუპა საქართველოში, რომლებსაც ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებით,  H1N1 ვირუსი აღმოაჩნდათ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ყველა მათგანს ჰქონდა თანმხლები დაავადებები. გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 21 იანვრამდე გაახანგრძლივა.  ზამთრის არდადაგები 21 იანვრამდე გახანგრძლივდა თბილისის ბაგა-ბაღებშიც.

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1547026324-%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%90

"ღორის გრიპი" ლუგარის ლაბორატორიის გახსნამდე 2 წლით ადრე გავრცელდა

ე.წ. „ღორის გრიპის“ (H1N1) გავრცელებას, ხშირად ქართულ და რუსულ მედიასაშუალებებში საქართველოში არსებულ რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიას უკავშირებენ, თუმცა რის საფუძველზე კეთდება მსგავსი დასკვნები გაურკვეველია. ცნობისთვის, ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია 2011 წელს გაიხსნა. რაც შეეხება „ღორის გრიპის“ სახელით ცნობილ ვირუს ის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, 2009 წელს გავრცელდა. WHO-ს 2018 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ H1N1-ს ვირუსი ყველა კონტინეტზეა გავრცელებული და მის მიმართ იმუნური არც სხვა ქვეყნები არიან. შესაბამისად მტკიცება, რომ ვირუსს საქართველოში არსებული ლაბორატორია ავრცელებს არარელევანტურია.

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=77311

გრიპის ვირუსის დიაგნოზით მკურნალობას 640-მდე პაციენტი გადის, მათგან 39 რეანიმაციაში იმყოფება

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკებში გრიპის ვირუსის დიაგნოზით მკურნალობას 600-ზე მეტი ადამიანი გადის, მათ შორს 39-ის მდგომარეობა მძიმეა. სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმს პირველივე დღეებში უნდა მიმართონ. „დაავადების მიმდინარეობა მძიმეა. ახლა ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია. იმ პაციენტებიდან, ვინც მიმართა ექიმს და მკურნალობა დაიწყო მხოლოდ 45%-ია, ვინც ეს გააკეთა პირველი 2 დღე-ღამის განმავლობაში. აუცილებელია, რომ ეს პროცენტი მნიშვნელოვნად გაიზარდოს“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=77288

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში სეზონურ გრიპთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მარიან ივანუშას ინფორმაციით, საქართველოში პანდემიის საფრთხე არ არსებობს. როგორც ივანუშამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ამჟამად გავრცელებული ვირუსი 10 წლის წინ იყო პანდემიური, როცა მსოფლიოში პირველად გამოჩნდა". ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს" "გრიპი განსხვავდება ჩვეულებრივი გაციებისგან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით რთული დაავადებაა, შეიძლება ყოველგვარი გართულებების გარეშე წავიდეს. გრიპის გამომწვევი ძირითადად გახლავთ ვირუსი, ამიტომ ადამიანებს არ სჭირდებათ ანტიბიოტიკების მიღება. თუ არ არის რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, ადამიანს შეუძლია მიიღოს თბილი სითხეები და დარჩეს სახლში. თუ მაინც მაღალი სიცხე აღენიშნება, ასეთ შემთხვევაში შეუძლია მიიღოს აბები სიცხის დასაწევად. გრიპისა და ჩვეულებრივი გაციების სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგენენ: ხანდაზმული ადამიანები 65 წელს ზევით, ბავშვები და ორსული ქალები, ქრონიკული დაავადებების მატარებელი პირები, მწეველბები და გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები, ასეთ ადამიანებს სჭირდება სპეციფიური თერაპია. ჩვენ განვასხვავებთ ოთხ სხვადასხვა ვირუსს, რომელიც იწვევს ამ დაავადებას - A,B, C,D ტიპის ვირუსებს. ადამიანისთვის სახიფათო გახლავთ მხოლოდ A და B ტიპის ვირუსები. რაც შეეხება პანდემიას, მას მხოლოდ A ტიპის ვირუსები იწვევს. საქართველოში გავრცელებულია A ტიპის ვირუსი, მაგრამ ჩვენ მას ამ ეტაპზე ვეღარ ვუწოდებთ პანდემიურ ვირსს. დღეისთვის ჩვეულებრივი ვირუსის ცირკულაციაა და გავრცელებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩრდილო ამერიკაში, კანადაში, ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ აზიაში", - განაცხადა ივანუშამ. მისივე თქმით, ვაქცინაცია არის ძალიან აუცილებელი და სასურველია, რომ ის ოქტომბერ-ნოემბერში უნდა გაკეთდეს. "ყოველწლიურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცეს რეკომენდაციებს ქვეყნებისთვის, თუ როგორ დაიცვან მოსახლეობა ვირუსის გავრცელებისგან. დაახლოებით, გაზაფხულზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციას, თუ რომელი ვაქცინა იქნება საუკეთესო აღნიშნული გრიპის წინააღმდეგ კონკრეტული ქვეყნისთვის. ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი არის გვიანი შემოდგომა - ოქტომბერ-ნოემბერი და ამ პერიოდში ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაიტარონ ვაქცინაცია, რადგან ეს საუკეთესოა გრიპის პრევენციისთვის. საქართველოში არსებული ვაქცინა არის ძალიან კარგი ხარისხის და სრულად ფარავს ყველა გავრცელებულ ვირუსს. ვაქცინაცია რამდენადმე დაგვიანებულია, რადგან ამოქმედებისთვის მას 2 კვირა მაინც სჭირდება, თუმცა, არის საშუალება ადამიანებმა ვაქცინაცია ჩაიტარონ. საქართველოში ზომიერი, ჩვეულებრივი გრიპის სეზონია, როგორიც არის უკრაინაში ან რეგიონის სხვა ქვეყნებში. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. უნდა შევეცადოთ არ ვეკონტაქტოდ ბევრ ადამიანს. თუმცა კარგი იქნება თუ მოვახდენთ თვითიზოლაციას. ასევე არსებობს სხვა მეთოდები რითიც შეგვიძლია თავი დავიცვათ, მაგალითად მოგეხსენებათ, რომ ვირუსები ცოცხლობენ დახურულ სივრცეში, ამიტომ დღეში რამდენჯერმე აუცილებლად უნდა გავანიავოთ ოთახები, რათა ვირუსებით დატვირთული ჰაერი ჩავანაცვლოთ სუფთა ჰაერით. ასევე აუცილებელია ხელების ხშირი ბანვა და შევეცადოთ დაუბანელი ხელები არ მივიტანოთ ცხვირთან, პირთან და თვალთან, იმისათვის, რომ ხელებზე არსებული ვირუსი არ შევიტანოთ ჩვენს ორგანიზმში", - აღნიშნა მან. ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ევროპაში გრიპის ვირუსით, ყოველწლიურად 70 000-მდე ადამიანი იღუპება.

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1547026144-%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1547024489-%E1%83%95%E1%83%AE%E1%83%95-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90

კვირა.ჯი- http://kvira.ge/442303

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/142592-who-am-tipis-virusit-koveltsliurad-evropashi-daaxloebit-70-atasi-adaminiani-ighupeba

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/janmrtelobis-msoflio-organizaciis-saqartvelos-ofisis-khelmdzghvaneli-yovelwliurad-evropashi-a-tipis-virusit-70-atasi-adamiani-ighupeba/

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=77294

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს „ტამიფლუ“ ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარიან ივანუშა მოსახლეობას მოუწოდებს "ტამიფლუ" ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღონ. როგორც ივანუშამ აღნიშნა, პაციენტების უმრავლესობას „ტამიფლუ“ არ სჭირდება. "სწორედ ამიტომ, რადგან ყველა ადამიანს არ სჭირდება „ტამიფლუ“, ზოგ ქვეყანაში ექიმები არ ნიშნავენ მას. მაგრამ რა თქმა უნდა, თუ არის რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა, გართულება, პაციენტმა უნდა მიიღოს „ტამიფლუ“. „ტამიფლუ“ არის ანტივირუსული პრეპარატი, ანტიბიოტიკის მსგავსია, ოღონდ ის მუშაობს გრიპის ვირუსის წინააღმდეგ, ამიტომ მინდა ძალიან მკაცრად გავაფრთხილო ადამიანები, წამლები არ არის კანფეტი, არ შეიძლება როგორც ტკბილეული, ისე მიიღოს ადამიანმა თავისი გადაწყვეტილებით. თუკი ჩვეულებრივ რესპირატორულ სიმპტომებს დაინახავთ, ნუ გაიქცევით აფთიაქში, ნუ შეიძენთ და მიიღებთ „ტამიფლუს“. ეს არის სერიოზული პრეპარატი, რომელიც კონკრეტული გართულების შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ. „ტამიფლუს“ შემცვლელი არ არსებობს. ის ამგვარი მოქმედების ერთადერთი პრეპარატია ბაზარზე ამ ეტაპზე", - აღნიშნა მან.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/528087-janmrtelobis-msoplio-organizaciis-carmomadgeneli-respiratoruli-simptomebisas-nu-gaikcevit-aptiakshi-da-nu-miigebt-tamiplus-camlebi-ar-aris-kanpeti-ar-sheizleba-rogorc-tkbileuli-ise-miigot

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/tsamlebi-ar-aris-kanfeti-ar-sheidzleba-rogorts-tkbileuli-ise-miighos-adamianma-tavisi-gadatskvetilebit-marian-ivanusha/54788

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/218726

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/142594-who-is-tsarmomadgeneli-tsamali-ar-aris-kanfeti-ar-sheidzleba-rogorc-tkbileuli-ise

---  

 

09.01.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/amiran-gamyrelidze-ackhadebs-rom-qveyanashi-tamiflusa-da-pirbadeebis-deficiti-ar-aris/

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში „ტამიფლუსა“ და პირბადეების დეფიციტი არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში პრეპარატ „ტამიფლუსა“ და სამედიცინო პირბადეების დეფიციტი არ არის. „ამ ეტაპზე, არავითარი დეფიციტი არ არის. სახელმწიფო მარაგებიდან ყველა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში არის მარაგი“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე. მისივე თქმით, სასკოლო არდადეგების გახანგრძლივებასთან ერთად, სკოლებს მიეცა რეკომენდაციები, ჩატარდეს სანიტარიული ღონისძიებები და მოემზადონ ბავშვების მისაღებად. „რადგან კვლავ მაღალია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების გამოძახების რიცხვი და ექიმთან მიმართვიანობა, განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება და სასწავლო დაწესებულებებში სწავლის დაწყება ერთი კვირით გადადო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. H1N1-ით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თორმეტი ადამიანი დაიღუპა.

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/dghesats-shesadzlebelia-atsra-oghond-unda-vitsodet-rom-dghes-tu-aitsrebit-ori-kvira-imuniteti-ar-geqnebat-paata-imnadze/54775

დღესაც შესაძლებელია აცრა, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს თუ აიცრებით, ორი კვირა იმუნიტეტი არ გექნებათ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, აცრის გაკეთებიდან 2 კვირის განმავლობაში ადამიანს იმუნიტეტი არ ექნება. მან დაამატა, რომ აცრები სახელმწიფოს მიერ რისკჯგუფებისთვის დაგეგმილი კამპანია იყო და ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა. აიცრა 41 000-ზე მეტი ადამიანი. ასევე, კერძო სექტორში აიცრა 15 000-ზე მეტი მოქალაქე. „დღესაც შესაძლებელია აცრა, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს თუ აიცრებით, ორი კვირა იმუნიტეტი არ გექნებათ. შესაბამისად, ამ ორ კვირაში ავად თუ გახდებით, არ უნდა თქვათ, რომ ეს აცრის გამო მოხდა. სააფთიაქო კომერციულ ქსელებში დღესაც შესაძლებელია აცრა. ვინც გრიპის ვირუსს გადაიტანს, ამავე ვირუსზე მყარი იმუნიტეტი რჩება, ანუ ვირუსის ის ვარიანტი პაციენტს აღარ დაემართება, შესაძლოა, სხვა ვარიანტი შეხვდეს“, – განაცხადა იმნაძემ. მისივე ინფორმაციით, ამერიკაში წელიწადში 160 მლნ ადამიანი იცრება, თუმცა გრიპის ვირუსი მაინც ვრცელდება. „სხვა აცრებისგან განსხვავებით, გრიპის აცრა დაავადებისგან აბსოლუტურად არ იცავს, აცრილების დაახლოებით 30 % შესაძლოა, გახდეს ავად, მაგრამ აცრა მძიმე გართულებებისგან იცავს“, – განაცხადა იმნაძემ. შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის განმარტებით, ამიტომაც არის რეკომენდაცია რისკის ჯგუფების მიმართ, აიცრან, რომ შემთხვევა ფატალურად არ დასრულდეს. „აცრა მძიმე გართულებებისგან ძალიან ეფექტურად იცავს“, – განუცხადა იმნაძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528094-davit-sergeenko-amzhamad-gripis-virusit-klinikebshi-mkurnalobas-gadis-640-mde-pacienti-da-matgan-39-reanimaciul-ganqopilebashia/

დავით სერგეენკო - ამჟამად გრიპის ვირუსით კლინიკებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 რეანიმაციულ განყოფილებაშია

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ამჟამად გრიპის ვირუსით ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, 45% არის მაჩვენებელი იმ ადამიანების, რომლებმაც ექიმს ვირუსის გამოვლენისთანავე მიმართეს. „დღეის მდგომარეობით, გუშინდელთან შედარებით, მაჩვენებელი პოზიტიურია. თითქმის 100-ით ნაკლებია ჰოსპიტალიზაცია გრიპის ვირუსის გამო, რაც კარგი დინამიკაა. ახლა ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს არის საყურადღებო მაჩვენებელი და მიუხედავად იმისა, რომ ახლად დავირუსებულთა მაჩვენებლები იკლებს, მიმდინარეობა ისევ რჩება მძიმედ. კიდევ ერთს მინდა გავუსვა ხაზი, რომ იმ პაციენტებიდან, ვინც ექიმს მიმართა და დროული მკურნალობა დაიწყო, მხოლოდ 45% არის ვინც ეს გააკეთა პირველი ორი დღის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაცემები გაიზარდოს. ანუ ადამიანებმა სიმპტომების აღმჩენისთანავე უნდა მიმართონ ექიმს და უნდა მიიღონ სწორი მკურნალობა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/202551-qepidemia-ar-gvaqvsq-jandacvis-ministri-gripis-virusthan-dakavshirebith-arsebul-vitharebas-ganmartavs.html?lang=ka-GE

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528117-ganatlebis-saministro-gripis-virusebtan-dakavshirebit-skolebs-rekomendaciebit-mimartavs/

განათლების სამინისტრო გრიპის ვირუსებთან დაკავშირებით სკოლებს რეკომენდაციებით მიმართავს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციებით მიმართავს. რეკომენდაციებს შორისაა სკოლის შენობებში ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის უმთავრესი პრიორიტეტი სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას. გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს“, - აცხადებენ სამინისტროში.

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=77296

პია.ჯი- https://pia.ge/post/241873-skolebsa-da-barebsi-saswavlo-procesi-gadaido

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528120-saagmzrdelo-procesis-dacqeba-bagebshic-gadaido/

სააღმზრდელო პროცესის დაწყება ბაღებშიც გადაიდო

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სააღმზრდელო პროცესის განახლება თბილისის საბავშვო ბაღებშიც გადაიდო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს. „სკოლების მსგავსად, თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 21 იანვრიდან განახლდება“, - აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში. შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაციებით მიმართა, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით.

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/11832-daavadebata-kontrolis-zentri-bavshvta-daxesebulebebs-rekomendaziit-mimartavs

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბავშვთა დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ბავშვთა სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს. ცენტრის განცხადებით, გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები დაწესებულებებში არ უნდა დაიშვან. სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია სივრცე გაანიავონ ყოველი შესვენებისას ან ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ის ადამიანებისგან თავისუფალია. გარდა ამისა, სისტემატურად უნდა განხორციელდეს სველი წესით დალაგება, გამკაცრდეს ხელების ჰიგიენის წესების დაცვის მონიტორინგი და საინფორმაციო აქტივობები. „იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში ყოფნისას განვითარდება გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომი, სკოლის/სააღმზრდელო დაწესებულების პერსონალის მიერ სასწრაფოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი დაავადებულის იზოლირება დანარჩენი კონტიგენტისგან და მისი გადაყვანა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ სკოლაში ავადმყოფობის გამო გაცდენის ინტენსივობა გადააჭარბებს 20%-ს, სკოლა ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს წარუდგინოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ. ამასთან, სკოლებს/სააღმზრდელო დაწესებულებებს მოვუწოდებთ ინტენსიურად იმუშაონ მშობლებთან და მისცენ რეკომენდაციები, რომ გრიპის სიმპტომების პირველივე ნიშნების შემჩნევისას, დაავადებული ბავშვი არ გაუშვან სკოლაში/ბაღში, დროულად მიმართონ ექიმს - დიაგნოსტირებისა და ადეკვატური მკურნალობის მიღების მიზნით. ამით ხელს შეუწყობთ, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი გრიპის გავრცელების რისკი“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში. განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციის საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ზამთრის არდადეგების 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/241828-imnaze-mecveneba-rom-mimdinareobs-mosaxleobis-mizanmimartuli-dasineba-titqos-gripi-pirvelad-aris

იმნაძე: მეჩვენება, რომ მიმდინარეობს მოსახლეობის მიზანმიმართული დაშინება, თითქოს გრიპი პირველად არის

მეჩვენება, რომ მიმდინარეობს მოსახლეობის მიზანმიმართული დაშინება, თითქოს გრიპი პირველად არის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უწყებამ იძულებული გახდა ბოლო 10 წლის გრიპის სეზონების სტატისტიკა „ფეისბუქ“ გვერდსა და ვებგვერდზე გამოექვეყნებინა. „მეჩვენება, რომ მიმდინარეობს მოსახლეობის მიზანმიმართული დაშინება, თითქოს გრიპი პირველად არის. როდესაც ათასობით ადამიანი ავად ხდება, სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. ეს სტატისტიკა არის მძიმე და ჩვენ არ ვაქვეყნებთ ჩვეულებრივ, მაგრამ იძულებულები გავხდით, გამოგვექვეყნებინა”, – განაცხადა იმნაძემ. იმნაძეს თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსის შემცირების ტენდეციაა. რაც შეეხება საკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის გადადების სკაიტხს, იმნაძე ამბობს, რომ მსგავსი "მოთხოვნა ძირითადად პოსტ საბჭოთა ქვეყნების მოთხოვნაა ხოლმე”. "არსებობს ბევრი დასავლური ქვეყნის გამოცდილება. სკოლა და ბაღი რომ დაიხურება, ბავშვები, რომლებიც სკოლასა და ბაღში არ ივლიან, შუშის კოლბებში იქნებიან ცალკე? სკოლისა და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან? ჩვენი რეკომენდაცია იქნება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ახლა 100 000 მოსახლეზე გრიპის ვირუსის 256 შემთხვევაა. ჯერ ავადობის შემცირების ტენდენცია არის, დავაკვირდებით ამ კვირის განმავლობაში და შემდგომ იქნება განათლების სისტემისადმი რეკომენდაცია“, – განაცხადა იმნაძემ.

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=77299

ბოლო 10 წლის სტატისტიკა - რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში გრიპის ვირუსით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სეზონური გრიპის ბოლო 10 წლის სტატისტიკას აქვეყნებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 2009 წლის შემდგომ, მას შემდეგ რაც მსოფლიოში ცირკულაცია გრიპის A (H1N1)pdm09 ქვეტიპის ვირუსმა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ მას გააჩნია მძიმე შემთხვევების გამოწვევის მაღალი უნარი, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში. შესაბამისად, იმ წლებში, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე პრედომინანტულად ცირკულირებდა A (H1N1)pdm09 ქვეტიპის ვირუსი, გრიპით ავადობა და მასთან ასოცირებული ჰოსპიტალიზაციის ტვირთი იყო განსაკუთრებით მაღალი. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გრიპის ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი 2009-2010 (53 პაციენტი) და 2015-2016 წლებში (50 პაციენტი) გარდაიცვალა. "გრიპი ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარე დაავადებაა და უმეტესად ახასიათებს სწრაფი გამოჯანმრთელება. მიუხედავად ამისა, ეს გადამდები რესპირატორული დაავადება, რომელიც გამოწვეულია გრიპის ვირუსით, ზოგჯერ შესაძლოა გახდეს მძიმე დაავადებისა და სიკვდილის მიზეზი. სეზონურმა გრიპმა მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად შესაძლოა გამოიწვიოს 3-5 მილონი მძიმე დაავადების შემთხვევა და 290 000-დან 650 000-მდე სიკვდილი. არ აგერიოთ ერთმანეთში გრიპი და უბრალო გაციება. გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევაში უყურადღებობას შესაძლოა მოჰყვეს გართულებები და ლეტალური შედეგიც კი, ამიტომ ავადმყოფმა სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს", - ამბობენ NCDC-ში. სტატისტიკის მიხედვით, ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2009-2010 და 2010-2011 წლებში დაფიქსირდა. 2009-2010 წლებში 1550 შემთხვევა, ხოლო 2010-2011 წლებში ყველაზე მაღალი — 1995. ამ წლების შემდეგ გრიპის მაჩვენებელმა დაიკლო და პანდემიის ზღვარს ანუ 450 შემთხვევას ყოველ 1000 მოსახლეზე შემდეგ წლებში გადააჭარბა. ამ წლებში ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევები არ ფიქსირდება: 2011-2012 (H3N2) - 490 შემთხვევა; 2013-2014 (H3N2) - 479 შემთხვევა: 2014-2015 წლის სეზონზე (RSV) - 485 შემთხვევა. ე.წ. ღორის გრიპი დომინანტური იყო 2010, 2011, 2013, 2017 წლებში და კვლავ აქტუალურია მიმდინარე წელს. ბოლო ინფორმაციით, 2019 წელს ე.წ. ღორის გრიპის 276 შემთხვევა დაფიქსირდა. გრიპის ვაქცინაცია: გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია. გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად, მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველწლიურადაა საჭირო. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დგება, შესაბამისად, ოქტომბერი არის საუკეთესო დრო გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. გრიპის ვირუსი შეიძლება სწრაფად გავრცელდეს ხველის ან ცემინებისას, როცა ვირუსი წვეთებად გაიფრქვევა ჰაერში. ის ასევე შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული ხელებით ან ზედაპირებით. გრიპი ადამიანთა უმეტესობას გადააქვს მსუბუქად და არ ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება ან ანტივირუსული მედიკამენტები. გრიპის მძიმე შემთხევებისას შესაძლებელია მკურნალობა ჩატარდეს გრიპის საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტებით და არა ანტიბიოტიკებით, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ანტივირუსული პრეპარატების მიწოდება მაღალი რისკის ჯგუფებისთვის დაავადების ადრეულ ეტაპზე - დროული და გართულებების გარეშე გამოჯანმრთელებისთვისაა საჭირო. მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანები სასურველია დარჩნენ სახლში, მოსვენებულ მდგომარეობაში, დალიონ დიდი რაოდენობით წყალი, მიიღონ ნოყიერი საკვები და მოერიდონ კონტაქტს სხვებთან. თუ სიმპტომები დამძიმდება - მიმართეთ ექიმს. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და გრიპის პრევენციის ძირითადი საშუალებაა, რომელიც ამცირებს ეპიდემიის მასშტაბებს. სრული ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=194238-%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1,%20%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98,%20%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%90

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528149-rustavis-saavadmqopoebis-stacionarebshi-gripit-daavadebulta-raodenoba-sagrznoblad-shemcirda/

რუსთავის საავადმყოფოების სტაციონარებში გრიპით დაავადებულთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა

რუსთავის საავადმყოფოების სტაციონარებში გრიპის ვირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ვირუსული ინფექციების გავრცელებისა და სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობის დინამიკის შესახებ ინფორმაციას დღეს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა კლინიკა „რუსთავში“, ქალაქის ცენტრალურ და ბავშვთა საავადმყოფოებში გაეცნო. რუსთავის მერი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა და უშუალოდ მათგან მოისმინა პაციენტთა მიმართვიანობის თაობაზე ინფორმაცია. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის დირექტორმა, დავით ბეგაშვილმა განაცხადა, ცენტრალური საავადმყოფოს სტაციონარში მკურნალობას 18 პაციენტი გადის, ორი დღის წინ კი 35 იყო, კლინიკა ,,რუსთავში“ დღეისათვის 7 პაციენტია მოთავსებული, ბავშვთა საავადმყოფოში კი - 40. „მთავარია, რომ გრიპით დაავადების ყველა შემთხვევა არის მართვადი და არც ერთი გართულებული არაა. სტაციონარები უზრუნველყოფილია „ტამიფლუს“ მარაგით, ბავშვთაც და მოზრდილთაც. „ტამიფლუს“ მნიშვნელოვანი მარაგი გვაქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც. სახელმწიფომ უფასოდ გამოყო „ტამიფლუ“ პენსიონრებისთვის, ბავშვებისთვის, ორსულებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ექიმი თუ დაუნიშნავს ამ კატეგორიის პაციენტებს „ტამიფლუს“, უფასოდ მიიღებენ“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა. როგორც რუსთავის კლინიკებში აცხადებენ, ბოლო პერიოდში მიმართვიანობის სიმრავლის მიუხედავად სტაციონარებში პაციენტთა მიღება არ ფერხდება და საჭირო მედიკამენტების მარაგიც აქვთ.

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/241870-zugdidis-klinikasi-gripit-mimartvianoba-gaizarda

ზუგდიდის კლინიკაში გრიპით მიმართვიანობა გაიზარდა

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 27 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას და მათ შორის ბავშვებიც არიან. ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი შინაგან სნეულებათა განყოფილებაში არიან მოთავსებული. „ამ ეტაპზე 27 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის არის 4 ორსული და 14 ბავშვი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თითოეულ მათგანს უტარდება ანტივირუსული თერაპია ტამიფლუს სახით. არცერთი პაციენტი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე" - ამბობს ორჟონია. საავადმყოფოში გუშინ ანალოგიური სიმპტომებით15 პაციენტი მკურნალობდა. ბოლო ათი დღის განმავლობაში ჰოსპიტალს 229 პაციენტმა მიმართა, რომელთაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=77301

სერგეენკო - თუ დავინახეთ პირბადეების დეფიციტი, როგორც მედიკამენტების შემთხვევაში, აფთიაქებს სამინისტროს მარაგებიდან დავეხმარებით

თუ დავინახეთ პირბადეების დეფიციტი, ისევე როგორც მედიკამენტების შემთხვევაში, აფთიაქებს ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან დავეხმარებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეპიდემიის გამოცხადების საჭიროება არ დგას. „მედიკამენტებზე როგორც კიდავინახეთ დეფიციტი, მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ. თუ რომელიმე აფთიაქში პირბადე არ აქვთ, იდეაში აფთიაქმა უნდა იზრუნოს ამაზე, მაგრამ თუ შევხედავთ, რომ ვერ ახერხებს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან გადავცემთ. ეპიდემიაზე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ არაფერ შუაში არ არის აქ ვინმეს ხელის მოთბობა, ისევე როგორც „ტამიფლუზე“ მაბრალებდნენ, რომ გადაყიდვას ვაკეთებთ. უფასოდ ვაძლევთ რისკ ჯგუფებს. იგივეს გავაკეთებთ პირბადეებზე თუკი ამის საჭიროება გახდა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/528103-davit-sergeenko-tu-davinaxet-pirbadeebis-depiciti-rogorc-tamiplus-shemtxvevashi-jandacvis-saministro-aptiakebs-misi-maragebidan-daexmareba/

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=77297

არჩილ მორჩილაძე: სიტყვა კარანტინის გამოყენება ასე უაპელაციოდ არ შეიძლება

„პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ სიტყვა კარანტინის გამოყენება ასე უაპელაციოდ არ შეიძლება“, - ასე ეხმაურება საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე რამდენიმე საავადმყოფოს მიერ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით კარანტინის გამოცხადებას. როგორც მან აღნიშნა, საკარანტინო დაავადებები განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებს მიეკუთვნება. „მათი ჩამონათვალი განსაზღვრულია ჯანდაცვის შესახებ კანონით, ეს დაავადებებია: ქოლერა, შავი ჭირი, ყვითელი ცხელება, კონტაგიოზური ჰემორაგიული ვირუსული ცხელებები, ყვავილი. თუ ასეთი დაავადებები დაფიქსირდა, სწორედ ამას უნდა მოყვეს ქვეყნის მასშტაბით(მათ შორის საზღვრებზე) ის საკარანტინო ღონისძიებები, რაც განსაზღვრულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებით. საბედნიეროდ, ასეთი რამ ქვეყანაში არ ხდება და ჯანდაცვის სამინისტროსაც მსგავსი რამ არ განუცხადებია. კარანტინის გამოცხადება არ არის ცალკეული სამედიცინო დაწესებულების კომპეტენცია. მათ შეუძლიათ მხოლოდ გაამკაცრონ შიდა სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესები. ვფიქრობ, რომ სწორედ ამას გულისხმობდნენ როდესაც მსგავსი განცხადებები გაკეთდა“, - განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/218695

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: http://bfm.ge/tamiflus-dzveli-fasebi-ar-vicit-sistema-ar-gvichvenebs-aftiaqebis-pasukhebi-93-larad-shefasebul-wamalze/?fbclid=IwAR3bpXyexsHlNmeVG8A2ksXdQVdUcoRgcvGNLzLQqmpT_IdxmQzJSLXAkSA

“ტამიფლუს ძველი ფასები არ ვიცით, სისტემა არ გვიჩვენებს” – აფთიაქების პასუხები 93 ლარად შეფასებულ წამალზე

ე.წ “ღორის გრიპის” საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური პრეპარატის “ტამიფლუს” შეძენა მოქალაქეებს სააფთიაქო ქსელებში შეუძლიათ .”აიპრესსი” მედიკამენტის ფასის დასადგენად რამდენიმე სააფთიაქო ქსელს დაუკავშირდა. როგორც გაირკვა, მედიკამენტ “ტამიფლუს” ღირებულება საქართველოში 72.00 ლარიდან 99 ლარამდე მერყეობს. როგორც სააფთიაქო ქსელ პსპ-ში განაცხადეს ე.წ.”ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური პრეპარატი “ტამიფლუ“ დღეის მონაცემებით72,25 ლ ღირს. ასევე სააფთიაქო ქსელში განმარტავენ,რომ “ტამიფლუს” ძველი ფასის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ,ვინაიდან სისტემა არაძველ,არამედ მიმდინარე,ახალ ფასებს აჩვენებს.“ტამიფული” 10 ცალი 72,25 ლარი ღირს.ძველ ფასებს არ აჩვენებს, არ აჩვენებს რა ღირდა,დღეს რა ღირს “ტამიფლუ” ის შემიძლია მოგახსენთ”,-განაცხადეს პსპ-ში. სააფთიაქო ქსელ “ავერსში” აცხადებენ,რომ მედიკამენტი “ტამიფლუ” ფასდაკლებით 76,23 ლარს შეადგენს.მედიკამენტის საწყისი ფასი კი 99.00 ლარია. “ჯიპისის” სააფთიაქო ქსელში კი განმარტავენ რომ,ამ ეტაპზე სააფთიაქო ქსელში მედიკამენტი არ აქვთ და დღის განმავლობაში შეივსება.მათივე თქმით,ფასის შესახებ მაშინ ექნებათ ინფორმაცია,როდესაც სააფიაქო ქსელები მედიკამენტით იქნება უზრუნველყოფილი. თუმცა, როგორც “ჯი-პი-სის” ვებ გვერდზე არსებული მონაცემებს მიხედვით ირკვევა,მედიკამენტ “ტამიფლუს” ღირებულება 93.83 ლარია.  ასვე  აღნიშნულია,რომ მედიკამენტებს მოქალაქეები უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით შეიძენენ. ცნობისთვის, ანტივირუსული პრეპარატი “ტამიფლუ” სოციალურად დაუცველებისა და ორსულების გარდა, უფასოდ გაიცემა ბავშვებზეც, პენსიონერებზე, ონკოლოგიურ და სხვა  ტიპის დაავადებულ ადამიანებზეც.  “ტამიფლუ“ თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – “პე-ეს-პეში“, “ავერსში“, “ჯი-პი-სისა“ და “ფარმადეპოში“ იყიდება.

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: https://jam-news.net/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%97-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9E/?lang=ka&fbclid=IwAR1E-VOQDYeZKUIslXZN0iVEaFol4k-03toWnjSSg_olH9G9iBBrae_CiFk

როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან. დეტალური ინსტრუქცია

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528106-jandacvis-ministris-moadgilem-chavchavazis-gamzirze-momxdari-avtosagzao-shemtxvevisas-dashavebulebi-moinaxula/

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები მოინახულა

ამ დროისთვის 9 პაციენტია გადანაწილებული კლინიკებში, სამი არის საშუალო სიმძიმის, დანარჩენები იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ განაცხადა, რომელმაც რეგიონულ ჰოსპიტალში ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულების ნაწილი მოინახულა. ამასთან, მინისტრის მოადგილემ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. „დაზიანება ჰქონდა მიღებული 12 ადამიანს. ისინი გადანაწილებული გვყავდა ხუთ სამედიცინო დაწესებულებაში. ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფებოდა სამი პაციენტი, გამოკვლევები ჩატარდა. ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან უკვე გაწერილია ორი პაციენტი. რეგიონულ ჰოსპიტალში იმყოფებოდა 4 პაციენტი, ერთი უკვე გაწერილია. ახლა მეორეს უტარდება ოპერაცია. მესამე პაციენტს ჩაუტარდა სათანადო ღონისძიება და დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მეოთხეს დაადეს თაბაშირი და დაკვირვების ქვეშაა. ორი პაციენტია ასევე „პატარკაციშვილის კლინიკაში". ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, მეორე მზადდება საოპერაციოდ. ერთი პაციენტია "ბლექველის" კლინიკაში, მას ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციაშია", - განაცხადა ზაზა ბოხუამ. ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 პირი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ მშენებარე ობიექტთან მოქალაქეებს დაეჯახა.

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/202570-tcavtcavadzeze-dashavebulebis-mkurnalobis-kharjebs-thbilisis-meria-mthlianad-dafaravs-sofio-khuntsaria.html?lang=ka-GE

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/218739

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/241906-tbilisis-meriis-gancxadeba-saswrafo-samedicino-daxmarebis-centris-musaobastan-dakavsirebit

თბილისის მერია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასწრაფო ბრიგადებთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მისამართით ბოლო პერიოდში უსაფუძვლო ბრალდებები ისმის. ,,გვინდა გამოვეხმაუროთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მისამართით ბოლო პერიოდში გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებს, თითქოს სასწრაფო დახმარების ბრიგადები გაუმართავად და არაორგანიზებულად მუშაობენ. ოპოზიციის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები მიზნად ისახავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დისკრედიტაციას და ლახავს იმ ექიმების ღირსებას, რომლებიც პროფესიონალურად და პასუხისმგებლობის სრულად გაცნობიერებით, პრაქტიკულად, საგანგებო რეჟიმში ემსახურებიან პაციენტებს. თბილისის მერია პასუხისმგებელია როგორც ცენტრის გამართულ მუშაობაზე, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თითოეული პერსონალის წინაშე და არ დაუშვებს მათი პროფესიული ღირსების შელახვას. თბილისის მერია მადლობას უხდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებს თავდაუზოგავი მუშაობისთვის და მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში კეთილსინდისიერად ემსახურებიან ქალაქს და ყველაფერს აკეთებენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად", - აღნიშნულია განცხადებაში.

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=77307

„112“ მოსახლეობას მოუწოდებს, სასწრაფო მხოლოდ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ

ვირუსული ინფექციების გავრცელების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. "112" მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მხოლოდ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სხვა შემთხვევებში კი მიმართოთ ამბულატორიულ ცენტრებსა და ოჯახის ექიმებს. „112“ მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში იღებს მოქალაქეთა შეტყობინებებს და ოპერატიულად გადასცემს შესაბამის საგანგებო სამსახურებს: თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს. ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გავრცელების შედეგად, გაზრდილი მომართვიანობის გამო, შეტყობინებების უწყვეტ რეჟიმში მიღებისთვის და მათი შესაბამისი სამსახურებისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის მიზნით, "112" მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. გაიზარდა ცენტრის ოპერატორებისა და დისპეტჩერების რაოდენობა და ცვლაში ნაცვლად 40 ადამიანისა 70 ადამიანი მუშაობს, რაც შეტყობინებების დაყოვნების გარეშე მიღებას უზრუნველყოფს. "112", ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ასევე ახორციელებს ვირუსული ინფექციების შესახებ ოჯახის ექიმებთან შეტყობინებების გადაცემას. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, "112" მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მხოლოდ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სხვა შემთხვევებში კი მიმართოთ ამბულატორიულ ცენტრებსა და ოჯახის ექიმებს“, - ნათქვამია „112“-ის განცხადებაში.

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/dasaqmebulebis-dazgvevis-limitebi-bizness-seqtembershi-ganesazgvreba-/28250/

დასაქმებულების დაზღვევის ლიმიტები ბიზნესს სექტემბერში განესაზღვრება

მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე მუშაობის პერიოდში დასაქმებული ადამიანების დაზღვევის ლიმიტები მიმდინარე წლის სექტემბრიდან განისაზღვრება, მისი შესრულება კი, ბიზნესს 2020 წლიდან მოუწევს. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის ინფორმაციით, სავალდებულო დაზღვევის სავალდებულო ლიმიტების დადგენაზე შრომის საერთაშორისო ასოციაციასთან, დამსაქმებლებთან და სადაზღვეო კომპანიებთან ერთად მუშაობენ. "იცით, რომ შექმნილია სამუშაო ჯგუფი და მათთან კონსულტაციის გზით მიმდინარეობს კანონში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა. 1 სექტემბრისთვის დაზღვევის ლიმიტები გვექნება მომზადებული; მისი შეძენის ვალდებულება კი, ბიზნესს მომდევნო წლიდან ექნება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ტვირთი მძიმედ არ დააწვეს ეკონომიკას“, - განაცხადა bm.ge-თან საუბრისას ფერაძემ. "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის მიხედვით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ბიზნესს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულების დაზღვევის ვალდებულება გაუჩნდათ. როგორც სადაზღვეო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ამბობს, ამ დროისთვის პაკეტების შეძენა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხდება, სადაც კონკრეტული რისკებია შეფასებული. "ჩვენ ვერავის ვერ განვუსაზღვრავთ რა უნდა შეიძინონ. ეს კანონმა უნდა უზრუნველყოს, რომელზე მუშაობაც მიდის. ამ ეტაპზე ხდება რეკომენდაციის სახით შეთავაზება იმ პროდუქტისა, რომელიც რისკების გათვალისწინებით გაწერილია მინისტრის ბრძანებაში.ეს არ არის ის რაც მასშტაბურად იმუშავებს, თუმცა კანონში კონკრეული ჩანაწერის შემდეგ ვფიქრობ, გაჩნდება რეალური პაკეტების შეძენის საფუძვლები“, - განუცხადა bm.ge-ის ხეჩინაშვილმა. ინფორმაციისთვის, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების ვალდებულებას განიხილავს ისეთ კომპანიებზეც, რომლებიც მომატებული საფრთხის შემცველ სამუშაოს არ მიეკუთვნება.

---

 

09.01.2019

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/mtavroba-shromis-inspeqciis-dafinansebas-65-it-zrdis/28234/?fbclid=IwAR3Je3v0X__AWLY2ukS3IwtX4U5Wkye0nX2yhTt-_TU-o6iiFTZalv9EqeY

მთავრობა შრომის ინსპექციის დაფინანსებას 65%-ით ზრდის

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2018 წლის 31 დეკემბერს ხელი მოაწერა შრომის ინსპექტირების 2019 წლის პროგრამას.  დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, სახელმწიფო შრომის ინსპექციის დაფინანსებას 64.8%-ით 1.5 მილიონ ლარამდე ზრდის.  უწყების ხელძღვანელი ბექა ფერაძე bm.ge-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მათ ახლა წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუძლიათ ცალკეულ კომპანიებში შესვლა და ადგილზე შემოწმების განხორციელება.  2019 წლისთვის შრომის ინსპექციის ძირითადი სამუშაო მომეტებული რისკის მქონე ობიექტების შემოწმება იქნება. კომპანიებს მომეტებული რისკის მქონე საწარმოთა ნუსხაში რეგისტრაცია 2018 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით ჰქონდათ. ბექა ფერაძე ამბობს, რომ ამ რეესტრში 73,000 ობიექტი დარეგისტრირდა. ინსპექციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახლა ამ მონაცემთა ბაზის დამუშავება მიმიდინარეობს.  "ამ მონაცემების დამუშავება ახლა მიმდინარეობს. რათა უწყებამ გეგმა შეიმუშავოს და პრიორიტეტები დასახოს. თითოეულ ობიექტზე, რომელიც დარეგისტრირდა, ყველგან არსებობს მომეტებული საფრთხე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ყოველ კომპანიაში შეიძლება დაიგეგმოს ინსპექტირების განხორციელება.  დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით ხდება შემოწმება. ეს კრიტერიუმებია, თუ დადგენილი ინციდეტნის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, თუ მოხდა ობიექტზე უბედური შემთხვევა ან ინციდენტი, ან მაგალითად სამთო-მოპოვებით მრეწველობაში არსებობს დაზიანების მაღალი რისკი, ვიცით რომ სექტორი არის მაღალი რისკის მატარებელი. ვიცით, რომ მშენებლობაც რისკებს შიცავს. კრიტერიუმების ერთობლიობით ვადგენთ შესამოწმებელი კომპანიების ნუსხას, რომელთაც ეტაპობრივად წლის განმავლობაში ვამოწმებთ,”- ამბობს ფერაძე.  უწყებაში ამბობენ, რომ მათ 2018 წელს მათ 90-მდე კომპანია შეამოწმეს, საიდანაც ყველაში ამა თუ იმ ტიპის დარღვევა გამოვლინდა.  “90-მდე კომპანია შემოწმდა და ყველა მათგანში აღმოჩენილი იყო დარღვევა. განსაზღვრულია, რომ პირველ ეტაპზე ეძლევათ ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება, რასაც ახლავს გონივრული ვადა. ამ ვადის გასვლის შემდგომ, ხდება განმეორებითი შემოწმება. თუ დარღვევა გამოსწორებული არაა, მაშინ კომპანია ექვემდებარება ფულად ჯარიმას. გადამოწმებული არის 10-მდე კომპანია, რომელთაგან 5 თუ 6 კომპანია იყო დაჯარიმებული და მათ დამატებით მიეცათ მცირე დრო დარღვევის გამოსასწორებლად,”- ამბობს ბექა ფერაძე.  შრომის ინსპექციაში სულ 40 ადამიანი მუშაობს.

 

 

ბეჭდვითი მედია

10.01.2019

მეიდასაშუალება: მესინჯერი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები გრიპის ვირუსთან დაკავშირებით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მარიან ივანუშას თქმით, გრიპის ვირუსი გავრცელებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მრავალ სხვა ქვეყანაში. ეს არის ჩვეულებრივი ვირუსის ცირკულაცია და გრიპის პრევენციისთვის ვაქცინაცია საუკეთესო საშუალებაა. “ეს არის ჩვეულებრივი ვირუსის ცირკულაცია, ის გავრცელებულია არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ევროკავშირის ქვეყნებში, აზიაში და მათ შორის, საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველთვის გასცემს რეკომენდაციებს სხვადსხვა ქვეყნისთვის. ვაქცინაცია არის საუკეთესო საშუალება გრიპის პრევენციისთვის. გადაჭრით ვერ გეტყვით, რომ ვაქცინაცია ახლა დაგვიანებულია, თუმცა შეიძლება მან არ იმოქმედოს რადგან მის ამოქმედებას დაახლოებით ორი კვირა მაინც სჭირდება. ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი არის გვიანი შემოდგომა, სექტემბერი და ოქტომბერი”, – განაცხადა მარიან ივანუშამ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5801351&name=10.01.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

10.01.2019

მეიდასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

"ტამიფლუ" - მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

"ტამიფლუ" არის სერიოზული პრეპარატი, რომელიც კონკრეტული გართულების შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიან ივანუშამ განაცხადა. ის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ჩვეულებრივი რესპირატორული სიმპტომების დროს "ტამიფლუ" არ მიიღონ. "ზოგ ქვეყანაში ექიმები მხოლოდ განსაკუთრებული მდგომარეობის შემთხვევაში ნიშნავენ "ტამიფლუს". "ტამიფლუ" არის ანტივირუსული პრეპარატი, ანტიბიოტიკის მსგავსია, რომელიც მუშაობს გრიპის ვირუსის წინააღმდეგ. მინდა, გავაფრთხილო მოსახლეობა, წამლები არ არის კანფეტი, არ შეიძლება როგორც ტკბილეული, ისე მიიღოს ადამიანმა თავისი გადაწყვეტილებით. თუ ჩვეულებრივი რესპირატორული სიმპტომები დაინახეთ, ამის გამო, ნუ მიიღებთ "ტამიფლუს". ეს არის სერიოზული პრეპარატი, რომელიც კონკრეტული გართულების შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ", - განაცხადა მარიან ივანუშამ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5801165&name=10.01.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

10.01.2019

მეიდასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

საქართველოში არსებული ვაქცინა კარგი ხარისხისაა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მარიან ივანუშას თქმით, საუკეთესო პერიოდი ვაქცინაციისთვის გვიანი შემოდგომაა. "არ გეუბნებით, რომ ვაქცინაცია ახლა ძალიან დაგვიანებულია, თუმცა მის ამოქმედებას ორი კვირა მაინც სჭირდება. საუკეთესო პერიოდი ვაქცინაციისთვის არის გვიანი შემოდგომა, ოქტომბერ-ნოემბერი, ეს არის საუკეთესო პრევენცია. ვაქცინები დარჩენილია და მოსახლეობას შეუძლია, ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუმცა შესაძლოა, მან მუშაობა ვერ მოასწროს. რაც შეეხება საქართველოში არსებულ მდგომარეობას, საქართველოში ეს ჩვეულებრივი გრიპის სეზონია, როგორც არის რეგიონის სხვა ქვეყნებში, არაფერი განსაკუთრებული ამ ეტაპზე არ ხდება", – განაცხადა მარიან ივანუშამ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5801144&name=10.01.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

10.01.2019

მეიდასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

H1N1-ის ვირუსი ლუგარის ლაბორატორიის გახსნამდე 2 წლით ადრე გაჩნდა

5 იანვარს, ქართულმა გამოცემებმა გაზეთმა “ალიამ” და ონლაინ პორტალ euronews.ge-მ გამოაქვეყნეს იდენტური სტატიები, რომლებიც მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებენ, თითქოს ღორის გრიპი მხოლოდ საქართველოში გავრცელებული ეპიდემიაა და მას ლუგარის ლაბორატორია ავრცელებს: ალია იმუქრება, რომ ,,ღორის გრიპი მხოლოდ ჩვენთან მძვინვარებს! ეს არის შედეგი ლუგარის ლაბორატორიის!” Euronews ერთმნიშვნელოვნად გვიმტკიცებს, რომ ,,ეს არის შედეგი ლუგარის ლაბორატორიის”_ დავაიგნორეთ მხოლოდ იმიტომ, რომ რუსებმა განაცხადეს”. აღნიშნული ინფორმაციის წყარო ქართული მარშის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის ფეისბუქ პოსტი გახდა, რომელიც აღნიშნულმა მედიებმა ცალმხრივად, მტკიცებით ფორმაში გაავრცელეს. სადღობელაშვილი სოციალური მედიის მეშვეობით ლუგარის ლაბორატორიის დახურვის მოთხოვნით ასევე აქციებს აანონსებს. აღნიშნული სტატიები აქტიურადაა გაზიარებული სხვადასხვა სპამურ ჯგუფებში. მტკიცება, თითქოს ღორის გრიპის ეპიცენტრი მხოლოდ საქართველოა და მას ლუგარის ლაბორატორია ავრცელებს, აბურდულია, ვინაიდან ვირუსი H1N1 ლუგარის ლაბორატორიის გახსნამდე 2 წლით ადრე, 2009 წლიდან ვრცელდება, ხოლო ლაბორატორია საქართველოში 2011 წელს გაიხსნა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიში კი ადასტურებს, რომ ღორის გრიპი საქართველოს გარდა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზეა გავრცელებული. აღნიშნული დეზინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებისა და კრემლის მედიიდან იღებს სათავეს და წლებია ვირუსულად ვრცელდება. ფაქტი 1. H1N1 2009 წლიდან ვრცელდება, ხოლო ლუგარის ლაბორატორია 2011 წლიდან ფუნქციონირებს ღორის გრიპის ვირუსი, ანუ H1N1 ლუგარის ლაბორატორიის გახსნამდე 2 წლით ადრე, 2009 წლის აპრილიდან ვრცელდება, ხოლო სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია 2011 წელს გაიხსნა. ლაბორატორია 2013 წელს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებასა და ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა იღებს. ფაქტი 2. ღორის გრიპი საქართველოს გარდა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზეა გავრცელებული. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც 2018 წლის 24 დეკემბრით თარიღდება, წლევანდელ გრიპის სეზონზე ღორის გრიპი ყველა კონტინეტზეა გავრცელებული და მის მიმართ იმუნური არც სხვა ქვეყნები არიან. ღორის გრიპს აქტიურად ებრძვიან ირლანდიაშიც, სადაც ბოლო მონაცემებით 4 ადამიანია გარდაცვლილი. რუსული კონსპირაციის წყაროები კონსპირაცია რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის შესახებ წლებია ვრცელდება და მისი წყარო რუსეთის ხელისუფლება და კრემლისტური მედიაა 2018 წელს, რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (“როსსელხოზნადზორი”) პრესმდივნმა, იულია მელანომ, ლუგარის ლაბორატორია აფხაზეთში აზიური ფაროსანის გავრცელებაში დაადანაშაულა. რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატმა და ყოფილმა მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშჩენკომ 2016 წელს ლუგარის ცენტრი აფხაზეთში ზიკას ვირუსის ხელოვნურ გამოყვანაში დაადანაშაულა, ხოლო 2013 წელს რუსეთში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებასთან დააკავშირა. როსია 24, ვესტი, 4 ოქტომბერი.იგორ კოჟევინი, წამყვანი: „თავდაცვის სამინისტრომ გაანალიზა დოკუმენტები ეგრეთ წოდებული ჯანდაცვის ცენტრის შესახებ, რომელიც ამერიკელებმა საქართველოში ააშენეს. მიღებული მონაცემების მიხედვით, პენტაგონი სწორედ აქიდან ავრცელებდა ჩვენს ქვეყანაში ღორის აფრიკულ შავ ჭირს. “ სადღობელაშვილის პოსტს წინ უსწრებდა 2018 წლის 27 დეკემბერს, რუსულ გამოცემა 360.ru-ში გამოქვეყნებული სტატია, სათაურით “ბიოლოგიური იარაღი მოქმედებაში? საქართველოში ღორის გრიპის ვირუსის აფეთქება ლუგარის ლაბორატორიის მუშაობასთან არის დაკავშირებული”. სტატიაში წყაროდ მოყვანილია ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი, რომელიც ამტკიცებს თითქოს ქართველები და ამერიკელები ერთად მუშაობენ ბაქტერიოლოგიური იარაღის წარმოებასა და ვაქცინების ტესტირებაზე. გარდა ჟურნალისტისა, სტატიაში მოყვანილია იგორ გიორგაძის განცხადებაც, თითქოს აღნიშნული ლაბორატორიის მუშაობის გამო 2015 წლიდან დღემდე დაღუპულია 30-ზე მეტი ადამიანი. სილვერმანი ასევე ამტკიცებს, რომ ახალი ლაბორატორიის მშენებლობა იგეგმება სომხეთში და ამ საკითხე ამერიკელებთან ერთად უკვე მუშაობენ სომხები. ჟურნალისტი, ჯეფრი სილვერმანი, რომელიც 360.ru-ს წყაროდ ჰყავს მოყვანილი, ჯერ კიდევ 2018 წლის 16 სექტემბერს ლუგარის ლაბორატორიას არა მხოლოდ ღორის გრიპის გავრცელებაში, არამედ სირიაში მომწამლავი გაზის გამოყენებაში ადანაშაულებდა - „აქ [ლუგარის ლაბორატორიაში] არის ბიოლოგიური აგენტები, განსაკუთრებით საშიში ნივთიერებები. მათი იარაღად გამოყენება შეიძლება. თქვენ ხომ გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოსა და რუსეთის სამხრეთში ადამიანები ღორის გრიპით იღუპებოდნენ. ეს შემთხვევითი არ იყო. და ეს ისტორია შესაძლოა არა მხოლოდ ბიოლოგიური იარაღის, არამედ საბრძოლო გაზის გამოყენებაზეცაა. მე ვმუშაობ გამოცემაში, რომელიც სამხედრო დაზვერვითაა დაკავებული. ჩვენ ჩავატარეთ გამოძიება და გავარკვიეთ, რომ აქედან მომწამვლელი გაზი გადაჰქონდათ თურქეთში და შემდეგ ეს გაზი სირიაში გამოიყენეს. ეს იყო პროვოკაცია ასადის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გასამართლებლად. “

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5801053&name=10.01.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

10.01.2019

მეიდასაშუალება: რეზონანსი

აფთიაქებში პირბადეების დეფიციტია - “ღორის გრიპით” უკვე 10 ადამიანი გარდაიცვალა

მიუხედავად იმისა, რომ ღორის გრიპით უკვე 10 ადამიანი გარდაიცვალა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, განაცხადა, რომ ეპიდემიის ზღვარზე არ ვართ. მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგენკომაც, თუმცა, მდგომარეობა კვლავ მძიმეა. გარდაცვალების ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გორში დაფიქსირდა, სადაც 22 წლის ქალი დაიღუპა. პარალელურად, კარანტინია გამოცხადებული არაერთ კლინიკაში, მათ შორის ფოთში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ნინო ლეფსაიას განცხადებით, ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. საგანგაშოა სტატისტიკა, რადგან ამავე საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით 1427-მა პაციენტმა მიმართა. პარალელურად, განათლების სამინისტრომ სკოლებში სწავლის დაწყების რამდენიმე დღით გადადების გადაწყვეტილება მიიღო. ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდა. "მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდეს," - აცხადებენ განათლების სამინისტროში. არდადეგები თბილისის საბავშვო ბაღებშიც გახაგრძლივდა. სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 21 იანვრიდან განახლდება. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგენკოს ინფორმაციით, ვირუსის გამო რეანიმაციულ განყოფილებაში 39 ადამიანია მოთავსებული. მისივე თქმით, ახლად დავირუსებულთა რაოდენობის კლება დაფიქსირდა, თუმცა, მდგომარეობა კვლავ მძიმეა. „დღეის მდგომარეობით, გუშინდელთან შედარებით, მაჩვენებელი პოზიტიურია. თითქმის 100-ით ნაკლებია ჰოსპიტალიზაცია გრიპის ვირუსის გამო, რაც კარგი დინამიკაა. ახლა ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს არის საყურადღებო მაჩვენებელი და მიუხედავად იმისა, რომ ახლადდავირუსებულთა მაჩვენებლები იკლებს, მიმდინარეობა ისევ რჩება მძიმედ," - განაცხადა დავით სერგენკომ. ამავდროულად მედიკამენტების შემდეგ აფთიაქებში სამედიცინო პირბადეების დეფიციტია. მოსახლეობის დიდი ნაწილი აღნიშნული პროდუქტის შეძენას ვერ ახერხებს. როდის შეივსება სააფთიაქო მარაგი, ამაზე აფთიაქებში ვერ საუბრობენ. დავით სერგენკოს თქმით, აფთიაქებმა პირბადეს მარაგი თავად უნდა შეავსონ, მაგრამ, მისივე თქმით, თუკი დეფიციტი დაინახეს, აფთიაქებს პირბადეებით ჯანდაცვის სამინისტროს მარაგიდან დაეხმარებიან. „ტამიფლუზე" ვადასტურებთ, რომ მარაგები საკმარისია და უფრო მეტიც, დღეს, ხვალ დაიწყება ახალი პარტიის შემოსვლა და როგორც აფთიაქები, ისე ჯანდაცვის სამინისტრო შეავსებენ თავის მარაგებს. ამის არანაირი პრობლემა არ არის. "რაც შეეხება პირბადებს, ალბათ აფთიაქებმა თავად უნდა იზრუნონ, რომ მარაგები შეავსონ, მაგრამ, თუკი ჩვენ დეფიციტი დავინახეთ, ისევე როგორც „ტამიფლუს" შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან დავეხმარებით", - განაცხადა დავით სერგეენკომ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მირიან ივანუშამ სეზონურ გრიპთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე მოსახლეობას რეკომენდაციები მისცა. "გრიპი განსხვავდება ჩვეულებრივი გაციებისგან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით რთული დაავადებაა, შეიძლება ყოველგვარი გართულებების გარეშე წავიდეს. "გრიპის გამომწვევი ძირითადად გახლავთ ვირუსი, ამიტომ, ადამიანებს არ სჭირდებათ ანტიბიოტიკების მიღება. თუ არ არის რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, ადამიანს შეუძლია მიიღოს თბილი სითხეები და დარჩეს სახლში. თუ ტემპერატურა მაინც აიწევს, მიიღოს აბები სიცხის დასაწევად. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგენენ: ხანდაზმული ადამიანები 65 წელს ზევით, ბავშვები და ორსული ქალები, ასევე ქრონიკული დაავადებების მატარებელი პირები, მათ სჭირდება სპეციფიური მკურნალობა," - განაცხადა მარიან ივანუშამ. მანვე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „ტამიფლუ" მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევისას, გართულებისას უნდა მივიღოთ. „ტამიფლუ" არის ანტივირუსული პრეპარატი, ანტიბიოტიკის მსგავსია, ოღონდ ის მუშაობს გრიპის ვირუსის წინააღმდეგ, ამიტომ, მინდა ძალიან მკაცრად გავაფრთხილო ადამიანები, წამლები არ არის კანფეტი, არ შეიძლება როგორც ტკბილეული, ისე მიიღოს ადამიანმა თავისი გადაწყვეტილებით. "თუკი ჩვეულებრივ რესპირატორულ სიმპტომებს დაინახავთ, ნუ გაიქცევით აფთიაქში, ნუ შეიძენთ და მიიღებთ „ტამიფლუს". ეს არის სერიოზული პრეპარატი, რომელიც კონკრეტული გართულების შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ. „ტამიფლუს" შემცვლელი არ არსებობს. ის ამგვარი მოქმედების ერთადერთი პრეპარატია ბაზარზე ამ ეტაპზე", - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, ვირუსებისგან თავის დასაცავად ვაქცინაცია აუცილებელია. ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებია. „დაახლოებით, გაზაფხულზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციას, თუ რომელი ვაქცინა იქნება საუკეთესო აღნიშნული გრიპის წინააღმდეგ კონკრეტული ქვეყნისთვის. ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი არის გვიანი შემოდგომა - ოქტომბერ-ნოემბერი. საქართველოში არსებული ვაქცინა არის ძალიან კარგი ხარისხის და სრულად ფარავს ყველა ვირუსს. ვაქცინაცია რამდენადმე დაგვიანებულია, რადგან ამოქმედებისთვის მას 2 კვირა მაინც სჭირდება, თუმცა, არის საშუალება ადამიანებმა ვაქცინაცია ჩაიტარონ", - განაცხადა ივანუშამ. მისივე თქმით, საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა გადაჭარბებული არ არის და ყოველწილიურად ევროპის რეგიონში გრიპის ვირუსით 70 ათასი ადამიანი იღუპება. „ძალიან ვწუხვართ თითოეული ადამიანის გარდაცვალების გამო, მაგრამ საქართველოში არ არის გარდაცვლილთა გადაჭარბებული რაოდენობა. ეს არის მოსალოდნელი, ჩვეული რაოდენობა გრიპის სეზონზე. შეიძლება ითქვას, რომ ანალოგიური მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებშიც", - აღნიშნა ივანუშამ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5801013&name=10.01.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

​