მედიამონიტორინგი 10.04.2019
ტელევიზია
10.04.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
2019 წლის იანვარ - თებერვალში სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტები 216.22%-ით გაიზარდა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6001202
---
09.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ნაშუადღევს
სოციალური მომსახურების სააგენტო, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მორიგ ეტაპს იწყებს. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია მარიამ ბეზარაშვილი – სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამის დეპარტამენტის უფროსი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5999930
---
08.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: გამომძიებელი რეპორტიორი
„ქართული ფარმაციის მწარე ბაზარი“ საქართველოში წამლის ფასი წლიდან წლამდე კატასტროფულად იზრდება. სახელმწიფოს ნებაზე აქვს მიშვებული მედიკამენტების ბაზარი – კანონი ვერ არეგულირებს ფარმაცევტულ ბიზნესში მოგების ზღვარს. ერთ ხელში თავმოყრილი აფთიაქები, კლინიკები, სადაზღვევო კომპანიები მომხმარებელს აიძულებენ მათ მიერ დაწესებული ფასების უპირობოდ გადახდას. წამლის ფასები ჩვენთან და სხვა ქვეყნებში, წარმოუდგენელი სიძვირე ქართულ აფთიაქებში. არის თუ არა საქართველოში გარანტირებული ძვირი წამლის ხარისხი და რას ემსახურება ფარმაცევტული სერვისი – ბიზნესს, თუ ჯანმრთელობას
https://1tv.ge/video/gamomdziebeli-reportiori-qartuli-farmaciis-mware-bazari/
---
08.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: სხვა შუადღე
სოციალურ მუშაოთა გაფიცვა ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება. ბენეფიციარები ისევ არასრულფასოვან მომსახურებას იღებენ და სოციალური მუშაკები კვლავ უმწირესი რესურსებით ცდილობენ თავიანთი საქმე გააკეთონ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5996761
---
08.04.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 12:00
შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის ახალ მეთოდოლოგიაზე მსჯელობენ ბათუმში. სისტემის პილოტირება რეგიონის იმ სამედიცინო დაწესებულებებშია დაგეგმილი, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა. 20 სპეციალისტი უკვე გადამზადდა. ისინი 6 სამედიცინო დაწესებულებაში, რომლებსაც სტატუსის მინიჭების უფლება აქვთ დღესვე დასაქმდებიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5996596
---
08.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
2 აპრილიდან გადამზადების ახალი პროგრამა დაიწყო. გადაცემის სტუმარია, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ხელმზღვანელი მარი ბეზარაშვილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5996566
---
ინტერნეტი
09.04.2019
თემქის ფსიქიატრიულ კლინიკაში ხანძარი სავარაუდოდ პაციენტმა გააჩინა
თემქაზე, 5-ე კლინიკურ საავადმყოფოში ხანძრის შედეგად პალატა მთლიანად დაიწვა. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ცეცხლი კლინიკის ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრიის დეპარტამენტში გაჩნდა. გამოცემა წერს, რომ კლინიკის ფსიქიატრიულ განყოფილებაში ცეცხლი თავდაპირველად ლეიბს მოეკიდა, მოგვიანებით კი მთელ პალატას მოედო. კლინიკის პერსონალი "პრაიმტაიმთან" საუბარში ჰყვება, რომ პალატაში, სადაც ხანძარი გაჩნდა ფსიქიატრიული პაციენტები იმყოფებოდნენ. არსებობს ვარაუდი, რომ ცეცხლი სწორედ მათ მიერ სიგარეტის ნამწვით, ან ასანთის გაკიდების შედეგად გაჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ტერიტორიაზე მცირე ხნით პაციენტების ევაკუირება გახდა საჭირო. ამ დროისთვის, ისინი კვლავ კლინიკაში არიან განთავსებულები. ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებებიც. შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის წარმომადგენლები კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
---
08.04.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/460628
„ავერსის“ მფლობელმა „შიდსის ცენტის თანამშრომლებს „წამზომი ჩაურთო“ – „შეუწყვიტეთ იმუნიტეტი დავით სერგეენკოს“
„შეუწყვიტეთ იმუნიტეტი დავით სერგეენკოს“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის შენობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მკითხველს ვრცელ სტატიას სთავაზობს. საქმე ეხება შიდსის ცენტრს, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს გაიყიდა და „ავერსისა“ და „ავერსის კლინიკის“ მფლობელმა, პაატა კურტანიძემ შეიძინა. ამჟამად, შენობა ყაზბეგის გამზირზე ინფექციურ საავადმყოფოს ეზოშია განთავსებული. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შიდსის ცენტრის შენობისთვის ახალი ტერიტორია ლუბლიანას ქუჩაზე გამოყვეს. თუმცა, 7 წლის განმავლობაში, ჯერ კიდევ შენობის მშენებლობის საძირკველიც კი არ გაუთხრიათ. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ „ავერსის“ მფლობელმა პაატა კურტანიძემ „შიდსის ცენტის თანამშრომლებს „წამზომი ჩაურთო“. კერძოდ, შიდსის ცენტრის ადმინისტრაციამ და თანამშრომლებმა შენობა რამდენიმე თვეში უნდა დატოვონ. მათ საბოლოო ვადა 2019 წლის ივნისის ბოლომდე აქვთ. „ დღეს საქართველოში შიდსის ეპიდემია რომ არ მძვინვარებს, ეს სწორედ შიდსის ცენტრის დამსახურებაა! C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლითაც სერგეენკოს უწყება და მთელი ხელისუფლება ასე იწონებს თავს, პრაქტიკაში წარმატებით რომ ხორციელდება, ამაშიც შიდსის ცენტრს მიუძღვის ლომის წილი! პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი სისრულეში სერგეენკოს მოჰყავს! სერგეენკო, რომელმაც, მთელი 6 წლის განმავლობაში, ერთხელაც არ ინება, რომ შიდსის ცენტრის მედპერსონალს შეხვედროდა და მისი პრობლემები მოესმინა; სერგეენკომ, რომელმაც, მთელი ექვსი წლის განმავლობაში, შიდსის ცენტრისთვის ახალი შენობა არ ააშენა და სტრატეგიული სამედიცინო დაწესებულება, მისი აურაცხელი პაციენტებითურთ, კოფასისთვის გაწირა, არ არის ღირსი, საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრის პოსტი ეკავოს. ეტყობა, სერგეენკოს თანამდებობრივი იმუნიტეტი თავში აქვს ავარდნილი!“ – წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში.
---
08.04.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/44339/sotsialurma-mushakebma-damoukidebeli-profkavshiri--sotsialur-mushakta-gaertianeba-sheqmnes
სოციალურმა მუშაკებმა დამოუკიდებელი პროფკავშირი - „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება” შექმნეს
დღეს, 8 აპრილს, სოციალურმა მუშაკებმა დამოუკიდებელი პროფკავშირი - „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება” დაარეგისტრირეს. პროფკავშირის თავმდჯომარე, ქეთევან ხუციშვილია. სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებულმა სოციალური მუშაკებმა 2 აპრილიდან გაფიცვა შეწყვიტეს. ისინი სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ თუმცა, სოცმუშაკთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, მოთხოვნათა ნაწილი კვლავ შეუსრულებელია და პრობლემების მოსაგვარებლად ბრძოლას განაგრძობენ. სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა 25 მარტს დაიწყეს. მას შემდეგ, რაც 20 მარტს მედიაციის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესა და სოციალურ მუშაკებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ამავე თემაზე: რაზე (ვერ) შეთანხმდნენ გაფიცული სოციალური მუშაკები და დავით სერგეენკო როგორც ერთ-ერთ აქციაზე „ლიბერალს“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა, სოფო ხვთისიაშვილმა უთხრა, მათ 20-ზე მეტი მოთხოვნა ჰქონდათ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათგან 6 მოთხოვნის შესრულებას სოცმუშაკები დაუყონებლივ მოითხოვდნენ, რადგან აღნიშნავდნენ, რომ რამდენიმე საკითხი მათი სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. გაფიცვის შემდეგ, 28 მარტს სოციალურ მუშაკებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურმა მუშაკებმა განაცხადეს, რომ მინისტრთან მათი მოთხოვნების ნაწილზე შეთანხმდნენ, თუმცა ნაწილი კვლავ არ იყო გათვალისწინებული სერგეენკოს შეთავაზებულ გეგმაში.
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/354800/
აქცენტნიუს.ჯი- http://www.accentnews.ge/ge/news/details/70295
---
08.04.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/194520/
მთავრობას არ აინტერესებს სავარაუდოდ სატალინური ტერორის მსხვერპლთა აღმოჩენილი ნეშტები
„ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით იქმნება დნმ-ს ბაზები“ – განაცხადეს დღეს, 8 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აღმოჩენილ ნეშტებთან დაკავშირებით. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ და რა პროცედურებით შეიქმნება დნმ-ის ბაზა და ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ, თუკი ის ფიქრობს, რომ ბათუმში აღმოჩენილ ნეშტებს შორის შესაძლოა მის წინაპარი იყოს – აღმოჩნდა, რომ არც ერთ სამთავრობო უწყება ნეშტების გამოსაკვლევად, დნმ-ის ჩასატარებლად და ამ პროცესში სიცხადის შესატანად, ამ ეტაპზე არაფერს აკეთებს და არც აპირებს. სამთავრობო უწყებები თითს ერთმანეთისკენ იშვერენ, ან საპატრიარქოსკენ, რომელსაც 2016 წელს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე კონკრეტული მიწის ნაკვეთი სარგებლობაში გადასცეს გათხრების საწარმოებლად. საპატრიარქო 1937 წელს რეპრესირებული და დახვრეტილი ადამიანების, მათ შორის, სასულიერო პირების ნეშტებს ეძებდა. „ჩვენთან შეთანხმება არ ყოფილა. როგორც ჩანს, არასწორად მოხდა ინტერპრეტაცია: ეპარქიას მხოლოდ სიტუაციის გარკვევას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დაჰპირდა,“ – გვითხრეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში. ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ეპარქიას ვერ დაპირდებოდა დნმ ბაზების შექმნას, რადგან მას ამის უფლებამოსილება არ აქვს. „მე გუშინ დამიკავშირდა მეუფე [დიმიტრი შიოლაშვილი]. მან მთხოვა სიტუაციაში გარკვევა, რამდენად შეიძლება დაკრძალვამდე ნიმუშების აღებაო. ვუთხარი, ვიქონიებ კომუნიკაციას-მეთქი დღეს ვიკვლევდი ამ თემას, კომუნიკაცია მქონდა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან და როცა ვნახე, ეს ინფორმაცია, გაკვირვებული დავრჩი,“ – აღნიშნავს ზაალ მიქელაძე „ბათუმელებთან.“ რა გაარკვია აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ვინ არის პასუხისმგებელი ნეშტებისთვის დნმ ანალიზის ჩატარებაზე? – „ეს ძვირადღირებული კვლევაა. ვინც არის ჩართული, ალბათ, მან უნდა მიმართოს ექსპერტიზის ბიუროს. საპატრიარქო იყო ინიციატორი, თვითონ დაიწყო სამარხების შესწავლა“, – განმარტავს მინისტრი. მან ვერ გვიპასუხა, რატომ არის პასუხისმგებელი საპატრიარქო და რატომ იცილებს პასუხისმგებლობას მთავრობა, როცა საქმე საბჭოთა ტერორის დროს რეპრესირებულ ასობით ადამიანს ეხება. „პასუხისმგებელია მთავრობა… აუცილებლად უნდა დაეწყო აქამდე მოკვლევა საგამოძიებო ორგანოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს. ასევე უნდა ჩაერთოს პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. იურისტი განმარტავს, რომ თავდაპირველად უნდა გაირკვეს, რა ტიპის სამუშაოა ჩასატარებელი ადგილზე, სადაც ნეშტები აღმოაჩინეს. „შესაძლოა, იქ 10 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის ნეშტიცაა, ხომ უნდა მოიკვლიოს საგამოძიებო ორგანომ? ამ მოკვლევის ფარგლებში უნდა დადგინდეს დნმ ანალიზის საკითხიც,“ – დასძენს იურისტი. ნეშტები ფრიდონ ხალვაშის გამზირზე 2017 წელს აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის და ლაზეთის ეპარქიამ რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა. ეპარქიამ ფეისბუქში ფოტოებიც გაავრცელა, მათ შორის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის, რომელიც ნეშტების აღმოჩენის დროს, 2017 წელს ადგილზე იმყოფებოდა. ეს ფოტო ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება, სავარაუდოდ, რეპრესირებულთა ნეშტების აღმოჩენის შესახებ, მინიმუმ 2 წელი ინფორმირებულია. „მთავრობა ინფორმირებული იყო თავიდანვე. ჩვენ წერილებსაც ვწერდით სამინისტროებს, რომ დაეწყოთ მოკვლევა… რაც შეეხება სპეციალისტების ჩართვას, ისინი უნდა ჩაერთო მთავრობას, თუკი ამის საჭიროებას დაინახავდა. ჩვენ პროცესის ყველა ეტაპზე ინფორმაციას ვაწვდიდით თავდაცვის სამინისტროს. ამ პროცესს ესწრებოდა ისტორიკოსი რამაზ სურმანიძეც. მან 2014 წელს წიგნიც კი გამოსცა ამ ადამიანებზე, რომლებიც დახვრიტეს. იმ წიგნში იყო მითითებული ეს ადგილიც…“ – გვიყვება დეკანოზი იოანე გორელიშვილი, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი. კონკრეტულად ვისგან მიიღო დაპირება ეპარქიამ დნმ ბაზის გაკეთების შესახებ – დეკანოზმა ზუსტი პასუხი ვერ გაგვცა. „საუბარი იყო, სავარაუდოდ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან“, – ამბობს ის. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის თქმით, ამ შემთხვევში გამოძიება თავდაცვის სამინისტროს უნდა დაეწყო, „რადგან ეს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაა“. ასე არ თვლიან თავდაცვის სამინისტროში. „ჩვენი ჩართულობა არაფერში არ არის, ეს ხდებოდა მთლიანად საპატრიარქოს ორგანიზებით, ჩვენ დროებით სარგებლობაში გადავეცით… ჩვენ არ ჩაგვიტარებია არც გათხრები და არც არაფერი. ჩვენ, უბრალოდ, ტერიტორია გამოვუყეთ ამ საქმიანობისთვის, მეტი არაფერი, სხვა პასუხს ვერ გაგცემთ,“ – ეს თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის პასუხია. სია-ს იურისტის, პაატა დიასამიძის განმარტებით კი, დნმ ანალიზის ჩასატარებლად გამოძიების დაწყება სავალდებულო არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანომ მოკვლევით უნდა დაადგინოს კონკრეტული ღონისძიებების ჩატარების საჭიროება. რომელი სამთავრობო უწყების პასუხისმგებლობაა სავარაუდოდ საბჭოთა რეპრესირებულთა ნეშტებისთვის დნმ ანალიზის ჩატარება და ამ პროცესში სპეციალისტების ჩართვა? – ამ კითხვაზე ვერც საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში გვიპასუხეს. „გაურკვეველი პასუხი მაქვს ამ თემაზე, ვერ გამოიკვეთა რომელიმე უწყების პასუხისმგებლობის საკითხი,“ – ამბობს ნინო წივწივაძე, მამუკა ბახტაძის აპარატის პრესსამსახურის უფროსი. მთავარ ფოტოზე: საფლავი.
---
08.04.2019
მედიასაშუალება: http://bfm.ge/kakulia-shromis-usafrtkhoebis-kanons-gacilebit-mkacri-zedamkhedveloba-schirdeba/
კაკულია – შრომის უსაფრთხოების კანონს გაცილებით მკაცრი ზედამხედველობა სჭირდება
„შრომის უსაფრთხოების კანონს გაცილებით მკაცრი ზედამხედველობა სჭირდება“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, რომან კაკულიამ დიღმის მასივში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენს ქვეყანაში ზოგადად აღსრულება არის პრობლემა და გაცილებით უფრო მკაცრი ზედამხედველობა სჭირდება კანონს. აღსრულებას ამ წანილშიც გვაქვს ჩვენ მცირე ცოდვები, რომელსაც გამოსწორება ნამდვილად უნდა. მინდა გითხრათ, რომ გამკაცრებისკენ მიმართული კანონმდებლობა პრინციპში არის მომზადებული, ამაზე ბევრჯერ იყო მსჯელობა, მას უბრალოდ ძალიან მალე დასრულება სჭირდება“,- განაცხადა რომან კაკულიამ.
---
08.04.2019
მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/54746-bolo-8-celicadshi-samushao-adgilas-355-kaci-daigupa-917-dashavda/
ბოლო 8 წელიწადში სამუშაო ადგილას 355 კაცი დაიღუპა, 917 დაშავდა
რა ხარვეზები დააფიქსირა შრომის ინსპექციამ ჭავჭავაძის #5-ში ჭავჭავაძის #5-ში 31 მარტს დატრიალებული ტრაგედიის მიზეზებს რამდენიმე უწყება სწავლობს... შეგახსენებთ, რომ ე.წ. ლეჩკომბინატის ძველი შენობის საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მაშველებმა პირველად 26 წლის ჭიათურელი დავით აბესაძე იპოვეს, თითქმის 8-საათიანი ძებნის შემდგომ კი 44 წლის ედუარდ ვარიშოვი. ტრაგედიის შემდეგ გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა შრომის უსაფრთხოების დაცვა მოითხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდა და ზოგიერთი მუხლი დასაქმებულის სასარგებლოდ შეიცვალა, შრომის უსაფრთხოება კვლავ ირღვევა. ბექა ფერაძე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი: - ხარვეზები თავიდანვე დაფიქსირდა: არასწორად იყო დაგეგმარებული და შესრულებული საძირკვლის სამუშაოები, რამაც მიწის ფენების ჩამოშლა განაპირობა... კომპანიამ დოკუმენტურად უნდა წარმოადგინოს საპირწონე მტკიცებულებები და ამის მერე წარმოვადგენთ საბოლოო დასკვნას. - დაჯარიმდნენ ის კომპანიები, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ: "ტრანსმშენი" - 7.000 ლარით, "ხიმიჯ სერვისი" კი 1.000 ლარით. კიდევ რა სანქცია გაიცა? - მერიამ შპს "ლეჩკომბინატი" 30.000 ლარით, ერთ-ერთი კომპანია კი 7.000 ლარით დააჯარიმა, რადგან ინსპექტორებს ხელი შეეშალათ ობიექტზე შესვლაში. "ლეჩკომბინატს" მუშაობის უფლება შევუჩერეთ მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება ის დარღვევები, რომელთაც დასკვნაში მივუთითებთ. შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი შეამოწმებს, რა გაკეთდა და დადებითი შეფასების შემთხვევაში მშენებლობა განახლდება. თუ არადა, ძალაში დავტოვებთ მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილებას. - შრომის ინსპექცია რა პერიოდულობით ამოწმებს ობიექტებს? - კომპანიებს წელიწადში ერთხელ ვამოწმებთ. თუ რამე მოხდება, მაშინ გვეძლევა დამატებითი შემოწმების საშუალება. სხვა შემთხვევაში ობიექტზე შესასვლელად სასამართლოს ნებართვა გვჭირდება. კარგია, რომ 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან შეზღუდვები მოგვეხსნება და შრომის ინსპექციას შეეძლება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეამოწმოს ნებისმიერი კომპანია. - რამდენი თანამშრომელი გყავთ? ეს რესურსი საკმარისია? - ამჟამად საქართველოს მასშტაბით 40 თანამშრომელი გვყავს და ვაპირებთ მინიმუმ ამდენითვე გავზარდოთ. - რა ხარვეზებია სამშენებლო ბიზნესში? - ძირითადად, სიმაღლეზე მუშაობა. არ ჰყავთ შრომის უსაფრთხოების კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ობიექტს შეაფასებს და გადაწყვეტს, რა და როგორ გაკეთდეს. კომპანიების გარდა, დასაქმებულებიც უნდა იყვნენ დაინტერესებული შრომის უსაფრთხოების მოგვარებით.
---
ბეჭდვითი მედია
10.04.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
ხანძარი თემქის ფსიქიატრიულ კლინიკაში - ცეცხლი სავარაუდოდ პაციენტმა გააჩინა
თემქაზე, 5-ე კლინიკურ საავადმყოფოში ხანძრის შედეგად პალატა მთლიანად დაიწვა. ცეცხლი კლინიკის ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრიის დეპარტამენტში გაჩნდა. პრაიმტაიმისთვის ცნობილი ხდება, რომ კლინიკის ფსიქიატრიულ განყოფილებაში ცეცხლი თავდაპირველად ლეიბს მოეკიდა, მოგვიანებით კი მთელ პალატას მოედო. კლინიკის პერსონალი პრაიმტაიმთან საუბარში ჰყვება, რომ პალატაში, სადაც ხანძარი გაჩნდა ფსიქიატრიული პაციენტები იმყოფებოდნენ. არსებობს ვარაუდი, რომ ცეცხლი სწორედ მათ მიერ სიგარეტის ნამწვით, ან ასანთის გაკიდების შედეგად გაჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ტერიტორიაზე მცირე ხნით პაციენტების ევაკუირება გახდა საჭირო. ამ დროისთვის, ისინი კვლავ კლინიკაში არიან განთავსებულები. ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებებიც. შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის წარმომადგენლები კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება. პრაიმტაიმი ოფიციალური უწებიდან პასუხს ელოდება.
---
10.04.2019
მედიასაშუალება: საქართველო და მსოფლიო
დემოგრაფიული ვითარება - ქართველები ეროვნული კატასტროფის წინაშე
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახლახან გამოაქვეყნა 2018 წლის დემოგრაფიული მონაცემები. როგორც მოსალოდნელი იყო, 2018 წელს წინა წლებთან შედარებით, მაჩვენებლები გაუარესდა. მოსახლეობის აღწარმოების ძირითადი მაჩვენებელი — შობადობა 2 155 ბავშვით შემცირდა. უფრო საგანგაშო ის არის, რომ შობადობის შემცირებას პერმანენტული ხასიათი აქვს და 2015 წელთან შედარებით 2018 წელს ქვეყანაში 8 111 ბავშვით ნაკლები დაიბადა. პროცესის შეჩერება უკვე, როგორი წამახალისებელი ღონისძიებებიც უნდა დავსახოთ შობადობის ასამაღლებლად, შეუძლებელია. საქმე ის არის, რომ 1980-იან წლებში, ათ წელიწადში, ქვეყანაში 455 ათასი გოგონა დაიბადა, რომლებმაც, ფაქტობრივად, უკვე გაიარეს აქტიური (ყველაზე ნაყოფიერი) ფერტილური პერიოდი — 20-29 წლები — ბავშვების გაჩენის თვალსაზრისით. ამჟამად ყველაზე ნაყოფიერ ფერტილურ პერიოდში შესვლა დაიწყო 2000-იან წლებში (ისევ ათ წელიწადში) დაბადებულმა გოგონებმა, რომელთა რაოდენობა 236 ათასია და 219 ათასით ნაკლებია 1980-იან წლების მაჩვენებელზე. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია შობადობის მატება უახლოეს 10-15 წელიწადში მაინც, მით უმეტეს, როდესაც ერი მიეჩვია დაბალი შობადობის დონის პირობებში ცხოვრებას, ძნელია რეპროდუქციული განწყობის შექმნა და მისი რეალიზაცია რეპროდუქციულ ქცევაში. ბუნებრივია, 236 ათასი გოგონა გაცილებით ნაკლებ ბავშვს გააჩენს ფერტილურ პერიოდში, ვიდრე 1980-იან წლებში დაბადებული 455 ათასი გოგონა. ასეთი მძიმე დემოგრაფიული ვითარების დასაძლევად საჭიროა, ჯერ როგორმე შევანელოთ ეს პროცესი და შემდეგ ვიზრუნოთ შობადობის რაოდენობის მომატებაზე. არადა, ვერაფრით მოვაბით თავი საქართველოს დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამის შედგენას და აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებას. (იხ.ცხრილი ¹1) 2018 წელს გაგრძელდა მოსახლეობის ბუნებრივი მატების (დაბადებულებსა და გარდაცვლილებს შორის სხვაობა) რაოდენობის შემცირების ტენდენცია. ქვეყანაში ბუნებრივმა მატებამ შარშან 4 614 კაცი შეადგინა, გაცილებით ნაკლები, ვიდრე წინა ოთხ წელიწადში, რომ არაფერი ვთქვათ 30 წლის წინანდელ პერიოდზე. ნიშანდობლივია, რომ 2014- 2018 წლებში, ხუთ წელიწადში, ბუნებრივმა მატებამ 37 559 კაცი შეადგინა, ხოლო 30 წლის წინათ, 1985-1989 წლებში — 215 377 კაცი. ამ პერიოდის ცალკეულ წლებში მოსახლეობის მატება გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მთლიანად 2014-2018 წლებში. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, გარკვეულწილად შემცირდა გარდაცვლილთა რაოდენობა, მაგრამ 30 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მაგალითად, 2014- 2018 წლებში გარდაიცვალა 243 ათასი კაცი, ხოლო 1985- 1989 წლებში — 207 ათასი. განსაკუთრებით საგანგაშოა მამაკაცების მოკვდავობის მაჩვენებლები. კერძოდ, 2018 წელს ყველაზე მწარმოებლურ ასაკში (15-59 წლები) გარდაიცვალა 7 881 ადამიანი, მათგან — 5 865 მამაკაცი (74,5 პროცენტი) და 2 015 — ქალი (25,6 პროცენტი). ანალოგიური ვითარებაა წინა წლებშიც. მოსახლეობის ბუნებრივ მოძრაობაზე მეტად უარყოფითი გავლენა იქონია ბოლო წლებში, მათ შორის, 2018 წელს, ქორწინებების შემცირებამ და განქორწინებების მატებამ. 2014-2018 წლებში აღირიცხა 133 ათასი ქორწინება და 48 ათასი განქორწინება, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებლები 1985-1989 წლებში იყო, შესაბამისად, 180 ათასი და 34 ათასი. მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით. ქვეყანაში შობადობის, ქორწინების, ბუნებრივი მატების უაღრესად შემცირებისა და მოკვდაობის ზრდის საერთო ფონზე, იმ რეგიონებში, რომელთა მოსახლეობის დიდი ნაწილი ისლამს აღიარებს, მდგომარეობა შედარებით უკეთესია. 2018 წელს, ძირითადად, ქართველებით დასახლებულ რეგიონებში თითქმის ყველგან მოსახლეობის ბუნებრივი კლებაა, კერძოდ: იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
---
10.04.2019
მედიასაშუალება: ვერსია
`ზუსტად ვიცით, ვინ იპარავს!~ _ საქართველოში არასრულწლოვანთა კრიმინალი მძვინვარებს
---
09.04.2019
მედიასაშუალება: ქრონიკა+
გაუხმაურებელი სტატისტიკა და "მორბენალი მშობიარეები"
მე-15 საუკუნემდე საკეისრო კვეთას უწოდებდნენ 'სასოწარკვეთის ოპერაციას", ვინაიდან ყველა ასეთი ცარევა ქალის სიკვდილით მთავრდებოდა. იმ დროს საკეისრო კვეთა ტარდებოდა მხოლოდ ერთი ჩვენებით და იგი ნაყოფის გადარჩენას ემსახურებოდა - ოპერაცია უკეთდებოდა მომაკვდავ დედას. უკვე მე-19 -20 საუკუნეებში საკეისრო კვეთის ჩვენებები გაფართოვდა და იგი იქცა ბუნებრივი გზით მშობიარობის ალტერნატივად. არადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, საკეისრო კვეთის ოპერაცია უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი გზით მშობიარობა საფრთხის შემცველია დედის ან ნაყოფის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის. 1985 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებული რეკომენდაციით, საკეისრო კვეთების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით მშობიარობათა საერთო რიცხვის 10-15%-ს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალს განეკუთვნება, სადაც საკეისრო კვეთის სიხშირე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ 15%-იან ზღვარს, საკმაოდ მაღალი ციფრებით სცილდება და სტაბილურად განაგრძობს ზრას. და აი, 2016 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც კლინიკებს დაეწესათ ფიქსირებული პროცენტი. მეორე დონის კლინიკებში საკეისრო კვეთა არ უნდა გასცდენოდა 40%-ს, მესამე დონის კლინიკებში - 60%-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალს საკეისრო რომც სჭირდებოდეს, ექიმი მას ვერ გაუკეთებს, ვინაიდან 40%-იანი ზღვარის გადაბიჯების შემთხვევაში კლინიკა ჯარიმდება. ასე გაჩნდა ქართულ რეალობაში ტერმინი - "მორბენალი მშობიარეები." ქალი ეძებს კლინიკას, სადაც მას საკეისროს გაუკეთებენ! "ქრონიკა+"- მა სტატისტიკა მოიპოვა და თითქმის ყველა სამშობიარო სახლის ხელმძღვანელს ესაუბრა. საკითხს დღესდღეობით სწავლობს ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია "დაიცავი ექიმი", ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვას აპირებს ორგანიზაციის თავმჯდომარე - სალომე ლოლუა: - 2013 წლიდან, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, ფიზიოლოგიური მშობიარობა ფინანსდება 500 ლარით, ხოლო საკეისრო კვეთა - 800 ლარის ოდენობით. ანუ სამედიცინო ჩვენების გარეშე, დედის მოტხოვნით, საკეისრო კვეთა ფინანსდება ისევე, როგორც ფიზიოლოგიური მშობიარობა. - რა ექნა სახელმწიფოს, რა ბერკეტები უნდა მოენახა საკეისროების რიცხვის შესამცირებლად? - სტატისტიკური მონაცამებით, საქართველოს რეგიონებს შორის საკეისრო კვეთები მხრივ გამოირჩევიან: სამეგრელ-ზემო სვანეთი(51%), აჭარა (40.6%), იმერეთი (41.8%), შიდა ქართლი (38.4%) , კახეთი (38.5%), თბილისი (36.9%), მცხეთა-მთიანეთი (30.3%), გურია (32%), ქვემო ქართლი (27.4%). ჩვენი არასამთავრობოების ერთ-ერთი ინიციატივა იქნება ის, რომ როდესაც საკეისრო კვეთა პაციენტის მოთხოვნით კეთდება, მაშნ ადგეს პაციენტი და ტავად გადაიხადოს მთლიანი ღირებულება. ამ კუთხით კანონი უნდა შეიცვალოს, თორემ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ჯერ რომ უნაზღაურებ და შემდეგ აჯარიმებ, ეს რომელ ლოგიკაში ჯდება? - პროცენტებით დავიწყოთ: ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა კლინიკას თავისი პროცენტი დაუწესა? - პროცენტების დაწესებით საკეისროების რიცხვი არ შემცირებულა. სამაგიეროდ, მშობიარეებმა კლინიკებიდან კლინიკებში დაიწყეს სირბილი. თუ არჩეულ კლინიკაში ქალს ექიმი საკეისროს არ უკეთებს, იმიტომ რომ სახელმწიფომ ამ კლინიკას 41%-იანი ზღვარი დაუწესა და ამ 41%-ში ქალი ვერ ხვდება, სხვა კლინიკაში მირბის. ე. ი. პროცენტი კი არ შეიცვალა ან დაბლა დაიწია, არამედ გადანაწილდა. ანუ სხვა კლინიკაში რომ არ გააკეთებინეს საკეისრო, მოვა შენთან და გეუბნება, რომ ცოტა მაღალი გაქვს პროცენტი და გამაკეთებინეო. - და თუ საკეისროების პროცენტმა არ დაიწია, არამედ მხოლოდ კლინიკებში გადანაწილდა, არც მათი რიცხვი შემცირდა? - არა, რა თქმა უნდა. სამაგიეროდ, ბავშვებისა და დედის მხრივ გართულებებმა მოიმატა. მეტიც: ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გაიზარდა ბავშვთა სიკვდილიანობა. მიზეზი ის არის, რომ ექიმს, რომელსაც დროულად უნდა დაესახა ოპერაცია და გაეკეთებინა, თავის დროზე არ გააკეთებინეს, იმიტომ რომ კლინიკა პროცენტებს აწარბებდა და დაჯარიმდებოდა. მეორე - ადრე თუ ექიმი თამამად წავიდოდა საკეისრო ოპერაციაზე, დღეს ფიქსირებული პროცენტების გამო ქალს მშობიარობაზე უშვებს. ეს კი, ხშირ შემთხვევაში, ჩვილთა და დეის ტრამვატიზმს ზრდის, იმიტომ რომ ჩვენება საკეისრო იყო! ბევრმა ქალმა დაკარგა ამის გამო საშვილოსნო. - მაშინ საკეისრო კვეთების შემცირების რა მეთოდი არსებობს? - ეს უნდა გახდეს სახელმწიფოს დიდი პროგრამა. პირველ რიგში, ჯანდაცვის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიზეზები უნდა გამოიკვლიონ, რატომ მოიმატა საკეისრო კვეთების რიცხვმა ბოლო წლებში. - რეალურად, მასობრივი გაუნათლებლობისკენ მივდივართ. გაიდლაინები და პროტოკოლები ხომ არსებობს? - არსებობს, მაგრამ აქ ის პრობლემა გვაქვს, რომ გაიდლაინების უმეტესობა საქართველოში კი არ არის შექმნილი და ქართულ სინამდვილეს მორგებული, არამედ ნათარგმნია. - არადა, ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს, 30-25%-მდე უნდა ცამოვიდეს საკეისრო კვეთების რაოდენობით. - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, მისაღები პროცენტული მაჩვენებლი 12-15%-ია. და ეს სრულიად სწორი მიდგომაა, რაზედაც საქართველოს სწორება უნდა ჰქონდეს, მაგრამ, არა ამ კანონით. საქართველოში ვერ დარეგულირდება და ვერ დაიწევს საკეისროების რიცხვი ასეთი მიდგომით. თორემ ფაქტი სახეზეა - კანონი 2016 წელს მიიღეს და საკეისროების რიცხვმა კი არ დაიწია, - გადანაწილდა. - რას აპირებს თქვენი არასამთავრობო? - ამ ეტაპზე იურისტებთან ერთად გავდივართ კონსუკტაციებს და ვაპირებთ, სარჩელით შევიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში ჯარიმების პროცენტების შესაჩერებლად, პროცენტის ზღვრის ასე კატეგორიულად დაწესების გამო.
---