From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-10.05.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 10.05.2019 09:12
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 10.05.2019

ტელევიზია

09.05.2019

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები და სამომავლო გეგმები, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ექიმებს პირადად გააცნო. უკვე გაფართოვდა იმ აფთიაქთა ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შძენა სიმბოლურ ან მინიმალურ განახევრებულ ფასად შეუძლიათ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6064978

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6064900

მაესტრო - ახალი ამბები 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6067242

---

 

09.05.2019

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 600 ლარიან ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ. განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გამოსცა. თანხის გაცემას რეგიონებში ჯანმრთელობის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო დედაქალაქში თბილისის მერია

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6064925

---

 

09.05.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

პარლამენტში შრომის უსაფრთხოების საკითხზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების ფარგლებში იმუშავებს. ინიციატივის მიზანია, პარლამენტის წევრებმა უფრო დეტალურად შეისწავლონ და გააანალიზონ საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. მოკვლევის პროცესში ჩაერთვებიან სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირები და ბიზნესასოციაციები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6064445

---

 

08.05.2019

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთაში დევნილებისათვის ორი კორპუსის მშენებლობა დაასრულა. პროექტი მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5.5 მილიონი ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ ბინები 120 დევნილ ოჯახს გადაეცემა. სახლები დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ,ჯანდაცვის მინისტრმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6063371

I არხი- მოამბე 18:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6063565

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6063122

---

 

08.05.2019

არხი:    პალიტრა ტვ

გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00

სოციალური მომსახურეობის სააგენტო უკვე რამდენი წელია დასაქმების პროგრამას ახორციელებს. თუკი სამსახურის ძიებაში ხართ, გსურთ დასაქმდეთ თქვენთვის საინტერესო სფეროში და გაინტერესებთ რა ვაკანსიებია ქვეყანაში, Worknet.gov.ge -ზე უნდა დარეგისტრირდეთ. ეს არის ელექტრონული სივრცე, რომელიც სახელმწიფოს ხელშეწყობით შეიქმნა და საშუალებას მოგცემთ მიიღოთ განათლება უფასოდ, დასაქმდეთ და აიმაღლოთ კვალიფიკაცია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6062324

---

 

08.05.2019

არხი:   მეცხრე ტალღა

გადაცემა: ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ, ფოთში, მედიკოსებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

https://www.youtube.com/watch?v=l-5_958f7AA&feature=youtu.be&fbclid=IwAR0W3VHMv_IY5eUz6t6W0Ir3SH-pYCq2f06BqQyS3ng2UW2cVvEX2WDzCLE

---

 

 

ინტერნეტი

10.05.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1557469835-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91

ინფორმაცია დევნილებისთვის თბილისში ბინების განაწილების შესახებ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო უახლოეს მომავალში, თბილისში, ბინას 800-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადასცემს. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 11 000-მდე იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა შეავსო. დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა. ქულები სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სიის გამოქვეყნების შემდგომ, დევნილ ოჯახებს დამატებით დოკუმენტაციის წარმოდგენისათვის 15-დღიანი ვადა მიეცათ და ეს პროცესი 7 მაისს დასრულდა. 15 სამუშაო დღის ვადაში, დიდი რაოდენობით დოკუმენტაცია შემოვიდა, რომლის საფუძველზეც დევნილი ოჯახების განაცხადები გადაფასდება. კორექტირებული სია სამინისტროს ვებგვერდზე 15 მაისს გამოქვეყნდება. ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს, თუ რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს.   ამ ეტაპზე, თბილისში 258 ერთოთახიანი, 146 ოროთახიანი, 399 სამოთახიანი და 22 ოთხოთახიანი ბინა ნაწილდება.

---

 

09.05.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/468680

აუდიტის სამსახური: საქართველოს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია არ აქვს

„საქმიანობის დაწყების ეტაპზე არ არის განსაზღვრული მექანიზმი, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა სტაციონარული დაწესებულებების მიერ ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენა, დადასტურება და აღრიცხვა“, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სისტემის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში. აუდიტის გამოქვეყნებულ ანგარიშში 2015 -2017 წლის შემოწმების პერიოდს მოიცავს და მისი ობიექტი იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მის კონტროლს დაქვემდებარებული უწყებები: სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და სსიპ − სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. „საქართველოს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა არ აქვს“, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. აუდიტის მიზანი იყო იმის დადგენა, რამდენად საკმარისია ქვეყანაში არსებული რეგულაციები და კონტროლის მექანიზმები სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემის უზრუნველსაყოფად. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფექციების პრევენციისა და მართვის საკითხები მხოლოდ ფრაგმენტულად არის ასახული 2017-2020 წლების ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო და 2016-2020 წლების C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნულ სტრატეგიებში, რაც არ არის საკმარისი პოლიტიკის განსასაზღვრად. ანგარიშის თანახმად, კანონმდებლობა, ერთი მხრივ, ავალდებულებს დაწესებულებას, აღრიცხოს სტაციონარში მყოფი ავადმყოფის ძირითადი დაავადების თანმხლები ინფექციები და, მეორე მხრივ, არ მოითხოვს მათი დადასტურებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ ინსტრუმენტს – მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას. „შესაბამისად, საქმიანობის დაწყების ეტაპზე არ არის განსაზღვრული მექანიზმი, რის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა სტაციონარული დაწესებულებების მიერ ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენა, დადასტურება და აღრიცხვა“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში. დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ კანონმდებლობა არ მოითხოვს, შემოწმდეს სტომატოლოგიური სამედიცინო დაწესებულებები საქმიანობის დაწყების ეტაპზე აკმაყოფილებენ თუ არა სავალდებულო მოთხოვნებს, ამავე დროს, შესამოწმებელი დაწესებულებების შერჩევის კრიტერიუმად არ არის განსაზღვრული ახლადგახსნილი სტომატოლოგიური დაწესებულებების შემოწმება, რაც, ანგარიშის თანახმად, ზრდის პაციენტების უსაფრთხოების რისკებს. დოკუმენტის თანახმად, არ არის შემუშავებული დეტალურად გაწერილი მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც რეგულირების სააგენტო უნდა ახორციელებდეს სამედიცინო დაწესებულებების კონტროლს, რაც ზრდის იმის რისკს, რომ სრულად ვერ გამოვლინდება სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის ნაკლოვანებები. ანგარიშის ავტორები სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებს რამდენიმე რეკომენდაციასაც აძლევენ. ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებში, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირების მიზნით, მნიშვნელოვანია, ეროვნულ დონეზე შემუშავდეს ერთიანი სტრატეგია, რაც უზრუნველყოფს ჯანდაცვის სისტემაში ერთიანი პოლიტიკის არსებობასა და მისი დაქვემდებარებული ერთეულების კოორდინირებულ მუშაობას. ასევე, ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ სტაციონარული დაწესებულებების საქმიანობის დაწყებამდე დადასტურდეს მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაზე ხელმისაწვდომობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, დეტალურად გაიწეროს კონტროლის განხორციელების სახელმძღვანელო. აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 100 ჰოსპიტალიზებულ პაციენტზე, საშუალოდ, 7-დან 10 პაციენტამდე ინფიცირდება, სულ მცირე, სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ერთი ინფექციით, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს და სამედიცინო სისტემისთვის ფინანსურ ხარჯს ზრდის.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/sakhelmwifo-auditis-samsakhuri-saqartvelos-infeqciis-prevenciisa-da-kontrolis-ertiani-erovnuli-strategia-ar-aqvs/

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/saqartvelos-infeqtsiis-preventsiisa-da-kontrolis-ertiani-erovnuli-strategia-ar-aqvs-sakhelmtsifo-auditis-samsakhuri/58956

აუდიტის ანგარიში (სრული)- https://sao.ge/files/auditi/inpheqciebis_kontrolis_auditis_angarishi.pdf

---

 

09.05.2019

მედიასაშუალება: http://bfm.ge/eqimebis-gamoweril-receptshi-medikamentebis-18-sheusabamo-danishnulebisaa/

ექიმების გამოწერილ რეცეპტში მედიკამენტების 18% შეუსაბამო დანიშნულებისაა

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს. ასოციაციის ცნობით, პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ზედმეტად დანიშნული მედიკამენტებისა და კვლევევბის შესასწავლად მუშაობა ორიოდ თვის წინ შეწყვიტა. კომისია მოქალაქეთა მიმართვიანობის საფუძველზე სწავლობდა თითოეულ ქეისს. კრიტერიუმი კი პაციენტისათვის 5 და მეტი დანიშნული მედიკამენტი იყო. „პოლიფარმაციის შემთხვევების მონიტორინგის პროექტი აგებული იყო მხოლოდ პაციენტების საჩივრებზე, რაც ბუნებრივია ვერ იქნებოდა ეფექტიანი. პაციენტები ენდობიან ექიმებს და ეს ნდობა არ უნდა დაიკარგოს, პირიქით უნდა გადაიდგას ნაბიჯები რაც ექიმსა და პაციენტს შორის ნდობას გაზრდის. ჩვენი ინფორმაციით იმ პროექტში რომელიც განხორციელდა, გამოწერილ რეცეპტებში 18%-მდე იყო შეუსაბამო დანიშვნები. ამიტომ ეს პროექტი, სხვა ფორმით, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. უნდა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მიერ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გაწეული ამბულატორიული მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და მათ შორის გამოწერილი მედიკამენტების დიაგნოზებთან შესაბამისობის შესწავლა. ასევე სადაზღვევო კომპანიებსაც უნდა მიეცეთ საშუალება, რომ შეუსაბამო დანიშვნის შემთხვევები, რაც დადასტურებული იქნება შესაბამისი ექსპერტის დასკვნით, რეაგირებისთვის გადაუგზავნონ შესაბამის უწყებას,“ – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/225812-polifarmatsiis-monitoringis-proekti-unda-gagrdzeldes-sakartvelos-sameditsino-asotsiatsiebis-gaertianeba

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/saqartvelos-samedicino-asociaciebis-gaertianeba-polifarmaciis-monitoringis-djgufis-arseboba-aucilebelia

---

 

09.05.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/quotpolifarmaciis-monitoringis-jgufmaquot-mushaoba-shewyvita-/33579

"პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფმა" მუშაობა შეწყვიტა

"პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფმა", რომელიც ზედმეტად დანიშნული მედიკამენტებისა და კვლევების შესასწავლად სპეციალურად შეიქმნა, მუშაობა ორი თვის წინ შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებიდან“ აცნობეს. მათი განცხადებით, "პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფში" შემავალი კომისია მოქალაქეთა მიმართვიანობის საფუძველზე ზედმეტად დანიშნული მედიკამენტების თითოეულ ქეისს სწავლობდა, კრიტერიუმი კი პაციენტისათვის 5 და მეტი დანიშნული მედიკამენტი იყო. "საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება" აღნიშნულ ფაქტს ეხმიანება და თვლის, რომ ამ კომისიის არსებობა აუცილებელი და საჭირო ფაქტორია. "პოლიფარმაციის შემთხვევების მონიტორინგის პროექტი მხოლოდ პაციენტების საჩივრებზე იყო აგებული, რაც ბუნებრივია ეფექტიანი ვერ იქნებოდა. პაციენტები ექიმებს ენდობიან და ეს ნდობა არ უნდა დაიკარგოს, პირიქით ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაც ექიმსა და პაციენტს შორის ნდობას გაზრდის. ჩვენი ინფორმაციით, იმ პროექტში, რომელიც განხორციელდა, გამოწერილ რეცეპტებში შეუსაბამო დანიშვნები 18%–მდე იყო", - აღნიშნულია "საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების" განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, პროექტი სხვა ფორმით უნდა გაგრძელდეს. "პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მიერ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გაწეული ამბულატორიული მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და მათ შორის გამოწერილი მედიკამენტების დიაგნოზებთან შესაბამისობის შესწავლა უნდა მოხდეს. ასევე, სადაზღვევო კომპანიებსაც საშუალება უნდა მიეცეთ, რომ შეუსაბამო დანიშვნის შემთხვევები, რაც შესაბამისი ექსპერტის დასკვნით დადასტურებული იქნება, რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას გადაუგზავნონ", - განმარტავენ ასოციაციაში. BM.GE საკითხზე მუშაობას აგრძელებს და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოზიციას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

---

 

09.05.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/mtskhethashi-devniltha-satskhovrebeli-sakhlebis-mshenebloba-dasrulda/

მცხეთაში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დასრულდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთაში დევნილთათვის 2 კორპუსის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობამ 5.5 მილიონი ლარით დააფინანსა. საცხოვრებელი ბინები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერეს. სამუშაოები ითვალისწინებდა 2 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას და გარე განათების მონტაჟს. ორივე კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართა სანიაღვრე სისტემები. პროექტი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. „მცხეთაში მცხოვრებ დევნილებს მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება და სასიხარულოა, რომ ძალიან მალე 120 ოჯახს საკუთრებაში გადაეცემათ ბინები. ამით ვახერხებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობების გამოთავისუფლებას შემდგომი გამოყენებისთვის. ამ კონკრეტული პროექტის გარდა, ჩვენ 1500 ოჯახზე გათვლილი მიმდინარე მშენებლობები გვაქვს, თუმცა დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთობლივ გეგმებში გაწერილია, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში ქუთაისში, წყალტუბოსა და ზუგდიდში 3700 ოჯახი უნდა დავაკმაყოფილოთ,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

08.05

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/545500-mcxetashi-devnilta-sacxovrebeli-saxlebis-mshenebloba-dasrulda/

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/mcxetashi-devnilta-saxlebis-55-milioni-laris-proeqti-dasrulda

კვირა.ჯი- http://kvira.ge/468299

ბიემ.ჯი-  https://www.bm.ge/ka/article/mcxetashi-devnilta-saxlebis-55-milioni-laris-proeqti-dasrulda/33546

პია.ჯი- https://pia.ge/post/260532-mcxetasi-devnilta-sacxovrebeli-saxlebis-msenebloba-dasrulda

---

 

09.05.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1557399792-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97-70-%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%96%E1%83%94%E1%83%90

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო 70-ე ადგილზეა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თემატური მოკვლევისას მიღებული ცნობებით, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. „დაბინძურებულ ჰაერს არსებითი ზეგავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. გარემოსადმი მიყენებული ზიანი პირდაპირ აისახება საზოგადოებაზე და თანმდევი უარყოფითი შედეგები დროთა განმავლობაში ვლინდება. ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად მსოფლიოში 6.5 მილიონი ადამიანი იღუპება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო ქვეყნებს შორის საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით 70-ე ადგილზეა. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშით გამოვლინდა დაბინძურების ორი ძირითადი წყარო - სტაციონარული და მოძრავი, ხოლო ძირითადი დამაბინძურებლებია მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები (PM10 და PM2.5), აზოტის დიოქსიდი (NO2), ოზონი (O3), გოგირდის დიოქსიდი (SO2) და ნახშირორჟანგი (CO).3“ ნათქვამია დოკუმენტში.

---

 

09.05.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1557383174-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%92%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%93

ახალგაზრდა დავით სერგეენკო ომის ვეტერან ბაბუასთან და ოჯახთან ერთად

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგენკოს  საოჯახო ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში ინახება.    ფოტო 1986-87 წლებში გაგრაში დავით სერგეენკოს ბაბუის ეზოშია გადაღებული. ასაკოვანი მამაკაცი მედლებით სწორედ დავით სერგენკლოს ბაბუაა. ის გაგრაში ცოხვრობდა. უკან ფონად გაგრაა. ფოტოზე არიან დავით სერგეენკოს დედა, ბაბუა, ბებია, ძმა, ბიძა და ბიძაშვილები. ეს ის პერიოდია, როდესაც დავით სერგეენკო ჯერ კიდევ რაგბს თამაშობდა.  ცნობისთვის: ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი წარსულში წარმატებული მორაგბე გახლდათ.

---

 

09.05.2019

მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/55746-sakartveloshi-meore-msoplio-omis-500-mde-veterania-ra-shegavatebit-sargebloben-omshi-monacileebi/

საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 500-მდე ვეტერანია - რა შეღავათებით სარგებლობენ ომში მონაწილეები

დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღინიშნება. დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე, თბილისში, ტრადიციულად, ვაკის პარკში აღინიშნება, სადაც როგორც უშუალოდ ომის ვეტერანები, ისე ხელისუფლების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თუ რიგითი მოქალაქეები მიდიან და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილები მიაქვთ. დღეს საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 492 მონაწილე ცხოვრობს, აქედან 99 ქალია. დედაქალაქში კი 190 ვეტერანია რეგისტრირებული. ყოველი წლის 9 მაისისთვის სახელმწიფო ვეტერანებს ერთჯერადად ეხმარება. წელსაც საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანისთვის სოციალური მომსახურების სააგენტო 600 ლარის ოდენობით ერთჯერად ფულად დახმარებას გასცემს, ხოლო, ომში დაღუპულთა ოჯახის 209 წევრისთვის - 300 ლარს. თბილისის მერია კი თბილისში რეგისტრირებულ ომის ვეტერანებს დაეხმარება 600 ლარით, ხოლო მარჩენალდაკარგულებს 300 ლარს გადასცემს. გარდა ერთჯერადი დახმარებებისა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სამამულო ომის ვეტერანები სახელმწიფოსგან სხვადასხვა სახის დახმარებებს იღებენ. მთლიანობაში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მინიმუმ, იღებენ 404 ლარს. აქ შედის ასაკობრივი პენსია, 180 ლარიანი დანამატი და 44 ლარის საყოფაცხოვრებო სუბსიდია. გარდა ამისა, 3 ათასი ლარიდან 6 ათას ლარამდე საშემოსავლო გადასახადი არ იბეგრება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთათვის სპეციალურ პაკეტს ითვალისწინებს. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვეტერანებისათვის მოქმედებს დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამა, რომლის ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს შეუძლია სამედიცინო მომსახურების დაფინანსება 1500 ლარამდე და მედიკამენტების დაფინანსება 500 ლარამდე მიიღოს. გარდა ამისა, იმ ავტობუსებით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით ხორციელდება, ვეტერანი 50%-იანი ფასდაკლების უფლებით სარგებლობს. ასევე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პასპორტისა და ბიომეტრიული პასპორტის უფასოდ აღების შესაძლებლობა აქვთ.

---

 

09.05.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/parlamentis-adamianis-uflebata-dacvisa-da-samoqalaqo-integraciis-komitetis-tavmdjdomaris-iniciativit-shromis-usafrtxoebis-sakitxebze-momushave-tematuri-mokvlevis-djgufi-sheiqmna

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე „თემატური მოკვლევის ჯგუფი“ შეიქმნა. ჯგუფი საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების ფარგლებში იმუშავებს. ინიციატივის მიზანია, პარლამენტის წევრებმა უფრო დეტალურად შეისწავლონ და გააანალიზონ საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. მოკვლევის პროცესში ჩაერთვებიან სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირები, ბიზნეს ასოციაციები. თემატური მოკვლევის ბოლოს, შესაბამისი ინფორმაციისა და ანალიზის საფუძველზე, ჯგუფი შეიმუშავებს დასკვნას, რომელშიც ასახული იქნება შესაბამისი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. „თემატური მოკვლევის ჯგუფი“ 2019 წლის 9 მაისიდან 9 ივლისის ჩათვლით იმუშავებს. „თემატური მოკვლევის ჯგუფის“ შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც საკომიტეტო მოსმენაზე სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილი შუალედური ანგარიშების მიხედვით, გამკაცრებული რეგულაციების მიუხედავად, შრომის უსაფრთხოების კუთხით ბევრი გამოწვევა დაფიქსირდა. შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის პირველი ეტაპი 2019 წლის მარტში ამოქმედდა. კანონი სრული დატვირთვით 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

---

 

08.05.2019

მედიასაშუალება: https://marshalpress.ge/archives/234401

მალხაზ მაჩალიკაშვილის საკითხზე არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ უნდა დარჩეს – დავით სერგეენკო

ძალიან მგრძნობიარე თემაა, ამიტომ არ უნდა დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა, გულწრფელად მჯერა, რომ უმოკლეს ვადაში ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა. „ეს თემა ძალიან რეზონანსული და ერთგვარად მტკივნეულია. ძალიან მგრძნობიარე თემაა, ამიტომ ჩემი მოსაზრება ასეთია – არ უნდა დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა და ეს უნდა მოხდეს მაქსიმალურად მოკლე ვადაში. მე ვერ ჩავერევი საკუთრივ საგამოძიებო პროცესებში, არ ვარ იურისტი და გამიჭირდება მსჯელობა, ჯერ უნდა გავრცელებულიყო ინფორმაცია და მერე ყოფილიყო მიღებული ზომები, თუ პირიქით. მე გულწრფელად მჯერა, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უმოკლეს ვადაში ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. სუს-ის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა. სუს-ის ცნობით, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა.

---

 

08.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/545581-socialuri-momsaxurebis-saagento-ver-gaviziarebt-mosazrebas-rom-socmushakebs-samsaxurebrivi-movaleobis-shesrulebisas-gzashi-xelpasis-didi-nacili-exarjebat/

სოციალური მომსახურების სააგენტო - ვერ გავიზიარებთ მოსაზრებას, რომ სოცმუშაკებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გზაში ხელფასის დიდი ნაწილი ეხარჯებათ

მოსაზრებას, რომ სოცმუშაკებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გზაში ხელფასის დიდი ნაწილი ეხარჯებათ, ვერ გავიზიარებთ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში სოცმუშაკების იმ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადეს, რომლის მიხედვითაც, მათ „გადაადგილების პრობლემაზე სტაბილურობის განცდა აღარ აქვთ.“ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, გადაუდებელი შემთხვევებისას მანქანის არყოლის გამო, არც ერთ სოცმუშაკს არ შექმნია პრობლემა. „ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით მომართვებზე რეაგირებისათვის, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს აპრილის თვეში გამოყოფილი ჰქონდა 5 ავტომობილი. მათი განლაგება ქალაქში დამოკიდებული იყო მომართვების ლოკაციებზე. ავტომობილებს, ქალაქ თბილისის გზებზე მოძრაობის ინტენსივობისა და სირთულეების გათვალისწინებით, მისამართზე მისასვლელად, 40 წუთზე მეტი არ დასჭირვებია. არ შეცვლილა ავტოტრანსპორტის რაოდენობა მაისის თვეშიც და ანალოგიურად გაგრძელდება. კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში გადაუდებელი შემთხვევებისას, არც ერთ სოცმუშაკს, იმის გამო,რომ მანქანა არ ჰყავდა და ამიტომ შემთხვევის ადგილზე გასვლა ვერ მოახერხა ან დააგვიანა, პრობლემა არ შექმნია. მოცემულ ეტაპზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებები საკმარისია ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით მომართვებზე რეაგირებისათვის. დამატებით, კიდევ განვმარტავთ, რომ ავტომობილები განკუთვნილია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირებისათვის და იმ მისამართებზე ვიზიტისათვის, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა ჭირს ან შეუძლებელია. ხოლო ზოგადად, თუ ტერიტორიული ერთეულის დონეზე მსგავსი ტიპის პრობლემა შეიქმნება, სოციალურ მუშაკს შეუძლია მიმართოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტს, რომელიც ოპერატიულად ჩაერთვება ამ პრობლემის გადაწყვეტაში. თბილისის მასშტაბით მომუშავე სოციალურ მუშაკებს სააგენტო ნამდვილად უნაზღაურებს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულებას, თვეში 20 ლარის ოდენობით. მუნიციპალური სატრანსპორტო ბარათის მფლობელი სოციალური მუშაკები, ასევე სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათიანი ტარიფით. ნებისმიერი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება, მათთვის, შეადგენს 20 თეთრს, რაც უზრუნველყოფს სოცმუშაკის 100-ჯერ გადაადგილებას. მოსაზრებას, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გზაში, ხელფასის დიდი ნაწილი ეხარჯებათ, ვერ გავიზიარებთ, რადგან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სოციალურ მუშაკს, პრაქტიკულად, აღარ უწევს ტრანსპორტში თანხის გადახდა“, - ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად სააგენტო სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. ასევე დაგეგმილია 2020 წლიდან ხელფასების ზრდაც. „სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა, მათი რესურსების სწორად განაწილება,– ეს ის საკითხებია, რომლის მოწესრიგებასაც სოციალური მომსახურების სააგენტო რეორგანიზაციის შედეგად გეგმავს. იურისტების დამატება გათვალისწინებულია რეორგანიზაციის პერიოდში. ამჟამად, იურისტის პოზიციაზე მიმდინარეობს შესარჩევი კონკურსის პროცედურები, რომლის შედეგადაც, უახლოეს პერიოდში, 5 რაიონში დაინიშნებიან იურისტები. 14 რაიონში ვერ შეირჩა შესაფერისი კანდიდატი და შესაბამისად თავიდან გამოცხადდება საჯარო კონკურსი იურისტის ვაკანტურ თანამდებობებზე. ამასთან, საშტატო ცვლილებების შედეგად, ამ ეტაპზე სამ ტერიტორიულ ერთეულში დაემატებათ თითო ფსიქოლოგი, კერძოდ, თბილისში, იმერეთსა და აჭარაში. კანდიდატებმა უკვე გაიარეს ტესტირება და მომავალ კვირას დანიშნული აქვთ გასაუბრება. ჯამში, სააგენტოს უახლოეს მომავალში,19 იურისტი დაემატება. ხელფასის მომატება მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა, ამ თემას კომპლექსურად უნდა შევხედოთ. უბრალოდ, შეუძლებელი იქნება იმის საფუძველზე მოიმატოს ხელფასმა, თუ რამდენად მძაფრად იქნება გამოხატული პროტესტი. სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ბიუჯეტითაა განსაზღვრული, სააგენტოსთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის კერძო სექტორს ვერ შევედრებით, თუმცა, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ანაზღაურებას მეტ-ნაკლებად შეესაბამება. რაც შეეხება ხელფასების ზრდას, ეს 2020 წლიდან იქნება შესაძლებელი,“ - აღნიშნულია სოციალური მომსახურების ააგენტოს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, სოციალური მომსახურების სერვის ცენტრების ნაწილში სარემონტო-სამუშაოები დასრულებული, ნაწილში კი დაგეგმილია. „ბევრ სერვის ცენტრში, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა და სოცმუშაკების სამუშაო გარემო რადიკალურად შეიცვალა. შენობები გახდა შშმ პირებისათვის სრულად დაპტირებული,დამონტაჟდა გათბობის და ვენტილაციის სისტემები,შეიქმნა სივრცეები კონფიდენციალური გასაუბრებებისათვის. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამცხე-ჯავახეთის სერვის ცენტრებს, კეძოდ, ახალციხესა და ბორჯომში, ადიგენში მალე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გადმოგვცემს ფართს და იქაც დაიწყება რეაბილიტაცია. რაც შეეხება იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის სერვის ცენტრებს, სადაც მოთხოვნა იყო, ყველგან ჩატარდება რეაბილიტაცია, ტენდერი უკვე დასრულებულია და ვადების მიხედვით იწარმოება სამუშაოები. რაც შეეხება შიდა ქართლს, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლს, აქაც მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. მაგალითად, ქარელში აქამდე არ გვქონდა ჩვენი ფართი, ახლა უკვე გადმოგვეცა და უკვე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ანალოგიური მდგომარეობაა კახეთის რეგიონშიც. თბილისში უკვე დასრულდა გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის რეაბილიტაცია, ისანი-სამგორში კი მიმდინარეობს მცირე ზომის სარემონტო სამუშაოები. ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ რეაბილიტაციას ყველგან, სადაც ჩვენი შენობა გაგვაჩნია და სადაც ამის საჭიროება არსებობს,“ - ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1557307137-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9B%E1%83%A3-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93

---

 

08.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/545520-veteranebi-ertjerad-pulad-daxmarebas-miigeben/

ვეტერანები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ

ვეტერანები 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას მიიღებენ. შესაბამისი განკარგულება პრემიერმა გამოსცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, 600 ლარის ოდენობით ერთჯერადად ფულად დახმარებას გასცემს საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანისთვის, ხოლო, ომში დაღუპულთა ოჯახის 209 წევრისთვის- 300 ლარს. მათივე ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ოჯახის წევრის ერთჯერადი დახმარება გაიცემა მხოლოდ ომში დაღუპული პირის მეუღლეზე, ან ბავშვობიდან შშმ პირ შვილზე, რომლებიც ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი. საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებული ვეტერანებისთვის ფულადი დახმარების გაცემას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, დედაქალაქში კი აღნიშნულ დახმარებას თბილისის მერია გასცემს.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/9-maiss-meore-msoflio-omis-veteranebi-600-larian-fulad-dakhmarebas-miigheben/?fbclid=IwAR3mVFY0Te0iIafd5ONRjOAXqm_7Lz9bbDKruqfOuaHyRdQFywtqN3_3JDk

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/meore-msoflio-omis-veteranebi-600-larian-fulad-daxmarebas-miigeben

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/premieris-gadatsqhvetilebith-meore-msophlio-omis-300-veterani-erthjeradad-600-lars-miighebs/

პია.ჯი- https://pia.ge/post/260556-meore-msoflio-omis-monawileebi-ertjerad-daxmarebas-miireben

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=83194

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=98305

ინფორუსთავი.ჯი- https://inforustavi.ge/?m=31&news_id=9912

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1557323564-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C

---

 

08.05.2019

მედიასაშუალება:  https://marshalpress.ge/archives/234264

მიმდინარე წელს ზუგდიდში 360 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ბინით იქნება უზრუნველყოფილი”- გიორგი შენგელია

მიმდინარე წელს ზუგდიდში 360 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ბინით იქნება უზრუნველყოფილი” – განაცხადა გიორგი შენგელიამ. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ დევნილების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ზუგდიდში 360 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ბინით იქნება უზრუნველყოფილი. როგორც შენგელია განმარტავს, 2019 წლის ბოლომდე 12 კომპაქტური ჩასახლება დაიხურება, 2020 წლის ბოლომდე კი ზუგდიდში არც ერთი ავარიული კომპაქტური დასახლება არ იარსებებს. „ჩვენი ხელისუფლების პირობებში ზუგდიდში დავიწყეთ კორპუსების მშენებლობა, სადაც, მოხდა დევნილების განსახლება. 1 700-მდე დევნილი განსახლდა, როგორც ამ კორპუსებში, ასევე, მათთვის კერძო სახლების შეძენა მოხდა. წელს 360 ბინიანი კორპუსი შენდება დევნილებისთვის, მომავალ წელს კი 720 ბინიანი საცხოვრებელი ბინა აშენდება. ყველაზე პრობლემური საკითხი კომპაქტური ჩასახლებებია, სადაც, აფხაზეთის კომფლიქტიდან 26 წლის გასვლის შემდეგაც კი, ადამიანები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. 2019 წლის ბოლომდე 12 კომპაქტური ჩასახლება დაიხურება, ხოლო 2020 წლის ბოლომდე ზუგდიდში კომპაქტური დასახლება არ იარსებებს, რაც, ჩვენი მუნიციპალიტეტისა და დევნილთა სამინისტროს კოორდინირებული მუშაობის შედეგი იქნება. ეს არის ის ძირითადი პრიორიტეტები, რაზეც მე ვაპირებ ყურადღების გამახვილებას“, – განმარტა გიორგი შენგელიამ.

ფორ.ჯი- https://for.ge/view/166574/giorgi-Sengelia-mimdinare-wels-zugdidSi-360-devnili-ojaxi-sacxovrebeli-biniT-iqneba-uzrunvelyofili.html

---

 

08.05.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1557310188-11-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90

11 სტომატოლოგიურ კლინიკაში დარღვევები გამოვლინდა

2018 წელს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით, სტომატოლოგიური დაწესებულებები შეამოწმა და მათგან 11-ში, მაღალი რისკის შემცველი დარღვევა - ნაკლოვანება გამოავლინა. ამასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმმა“ ჯანდაცვის სამინისტროდან ინფორმაცია გამოითხოვა. როგორც უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 2018 წელს სტომატოლოგიური დაწესებულებების შემოწმების შედეგად 11 კლინიკაში დაფიქსირდა დაღვევა, რის გამოც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები დაიწერა. „გამოვლენილი დარღვევა - ნაკლოვანებების გამო, 11 დაწესებულების მიმართ შედგა , საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 44(7) და 44(8) მუხლების შესაბამისად. შემოწმების შედეგად გამოვლინდა „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევები“,- ნათქვამია „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პასუხში. სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმებისას, უმეტესი დარღვევა ვლინდება დეზინფექცია-სტერილიზაციის შემთხვევაში. სამედიცინო ნარჩენების მართვისა და დოკუმენტების წარმოებისა და ამას მოსდევს ინფრასტრუქტურა და პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებები. რაც შეეხება ჯარიმების ოდენობას, საკანონმდებლო მაცნეში ვკითხულობთ, რომ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სტომატოლოგიურ დაწესებულებებზე „ლიცენზია“ არ გაიცემა. შესაბამისად „ლიცენზიის“ და „საქმიანობის“ შეჩერება გათვალისწინებული არ არის. ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

---

 

08.05.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/260470--beqas-fondis-iniciativit-saqartvelosi-sesazloa-maraldozirebuli-qimioterapiit-mkurnaloba-da-leikemiis-mzime-formebis-martva-daiwyos

„ბექას ფონდის“ ინიციატივით საქართველოში, შესაძლოა, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით მკურნალობა და ლეიკემიის მძიმე ფორმების მართვა დაიწყოს

თბილისში წამყვანი ებრაული ჰოსპიტალის, შებას სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. კერძოდ, ისრაელსა და ევროპაში წამყვანი ონკოჰემატოლოგი, აღიარებული პროფესიონალი, პროფესორი ამოს ტორენი, და კლინიკის საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორიოფრა გორდონი. მათი ვიზიტის ინიციატორი „ბექას ფონდი“ იყო, რომელიც ერთი წლის წინ მწვავე მიელომური ლეიკემიის დიაგნოზით დაავადებული 8 წლის ბექას ფიფიას მკურნალობისთვის საჭირო სახსრების მობილიზების მიზნით შეიქმნა. ბექას მკურნალობა, ისრაელში, 9 თვეში წარმატებით დასრულდა. დღეს ის უკვე სრულიად ჯანმრთელი, საკუთარ ოჯახთან და თანაკლასელებთან ერთადაა. საქართველოში ყოფნისას ებრაელი მედიკოსები ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალს ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ ქართული სამედიცინო სკოლის განვითარების შესაძლებლობებს ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიაში. ქართველ კოლეგებთან ერთად დაგეგმეს სამომავლო ორგანიზაციულინაბიჯები. შეხვედრები ჰქონდათ სადიაგნოზო ცენტრებში, ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტსა და ჯანდაცვის სამინისტროში. ქართულ – ჰოლანდიური ჰოსპიტალის სტატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის ეკა სანიკიძის თქმით, მათი კლინიკის სტრატეგიული ხედვა სწორედ შებას სამედიცინო ცენტრის მსგავს აღიარებულ კლინიკებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ისეთი სამედიცინო სერვისების დანერგვაა, რაც ჯერ უბრალოდ არ არსებობს ჩვენთან, ან ძალიან მწირია. ოფრა გორდონმა აღნიშნა, რომ ისინი განსაკუთრებით გრძნობენ საქართველოში ყოფნის საჭიროებას და ამ ვიზიტისას ცდილობენ დაუახლოვდნენ ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალს, რათა მალევე დაიწყონ კონკრეტული გეგმის მომზადება ძლიერი ონკოლოგიურიცენტრის შესაქმნელად. ამოს ტორენმა სრული მზადყოფნა გამოთქვა საიმისოდ, რომ ქართველმა და ებრაელმა კოლეგებმა ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ, რათა მომავალში ყველა იმ ბავშვს, ვისაც შესაძლოა მსგავსი დახმარება დასჭირდეს, ადგილზევე ჰქონდეს მკურნალობის საშუალება. სტუმრები კმაყოფილნი დარჩნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან შეხვედრით, რომელმაც „ბექას ფონდს“ და ებრაელ კოლეგებს წამოწყებულ ინიციატივაში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. „ბექას ფონდის“ დამფუძნებლის, ბაგრატ ფიფიას თქმით, მათი მიზანია, მაქსიმალურად გამოიყენონ ბექას მკურნალობის პროცესში დაგროვილი გამოცდილება და ხელი შეუწყონ ქართველი და ებრაელი სპეციალისტების დაახლოებას, რათა უახლოეს მომავალშივე შესაძლებელი გახდეს საქართველოში მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით მკურნალობა და ლეიკემიის მძიმე ფორმების თანამედროვე გაიდლაინების მიხედვითწარმატებით მართვა. „ბექას ფონდი“ არის „შებას“ სამედიცინო ცენტრის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და საშუალება აქვს დაეხმაროს ქართველ პაციენტებს მსოფლიო კლინიკების ათეულში შემავალ შებას ცენტრში მკურნალობის პროცესის ორგანიზებასა და წარმართვაში. „ბექას ფონდის“ საკუთარ მისიას იმაშიც ხედავს, რომ დაეხმაროს ყველა კომპეტენტურ სტრუქტურას საქართველოში,რათა უკვე ადგილზევე გახდეს შესაძლებელი დიაგნოზსტირება და მძიმე დაავადებების წარმატებით მკურნალობა.

---

 

08.05.2019

მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/233965-onkologiur-daavadebata-uaxlesi-monacemebi-bavshvebshi-sakartveloshi-tavis-tvalisa-da-nervul-sistemis-kibo-meore-adgilzea/

ონკოლოგიურ დაავადებათა უახლესი მონაცემები ბავშვებში - საქართველოში თავის, თვალისა და ნერვულ სისტემის კიბო მეორე ადგილზეა

კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015-2017 წლების მონაცემებით, თავის, თვალისა და ნერვული სისტემის კიბო, ბავშვთა შორის გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, მეორე ადგილზეა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 0-14 წლის ასაკის ბავშვებში, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების შემთხვევები ასე გადანაწილდა: 2016 წელს, ლიმფური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილების დაავადებების 47 შემთხვევა დაფიქსირდა, 2017 წელს კი - 32. ამასთან, 2016 წელს, თვალის, თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების 19 შემთხვევა, ხოლო 2017 წელს კი - 11. პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, 0-14 წლის ასაკის ბავშვებში, 2017 წელს ლიდერობს ლიმფური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილები 50%-ით, ხოლო თვალის, თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიურ დაავადებებზე - 17% მოდის. „ავადობის მაჩვენებელები 100 000 ბავშვზე 13-18-ის ფარგლებში მერყეობდა. სქესობრივ ჯგუფებში შემთხვევების წილი დაახლოებით თანაბარი იყო. მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადებების 52% ლიმფოიდური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილების კიბოზე მოდიოდა, რომელსაც, ისევე როგორც მსოფლიოში, ნერვული სისტემის ონკოლოგიუირ დაავადებები მოსდევდა (20%). 2016 წელს 15–19 წლის ასაკობრივ ჯგუფში კიბოს 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუმარტეს, აღნიშნული მონაცემი საგანგაშო არ არის და მსოფლიო მონაცემებს შეესაბამება. „კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს მსოფლიოში 15 წლამდე ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების 215 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 15-19 წლის მოზარდებში - 85 000 ახალი შემთხვევა. ამასთან, სავარაუდოა, რომ ყველა შემთხვევის რეგისტრირტება არ ხდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ბავშთა ონკოლოგიური დაავადებების გადარჩენის მაჩვენებელი 84% და მეტია; უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი უმჯობესდება დაბალი შემოსავლების ქვეყნებშიც კი, სადაც საერთაშორისო მხარდაჭერა დიდია. ბავშვთა ასაკში ონკოლოგიური დაავადებები იშვიათად ვლინდება, კიბოთი საერთო ავადობის 0.5-4.6%–ს შეადგენს. გლობალურად ბავშვთა კიბოს საერთო ინციდენტობის მაჩვენებელი 50-დან 200-მდე მერყეობს ას მილიონ ბავშვზე. ბავშვთა ასაკში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა სტრუქტურა განსხვავებულია სხვა ასაკობრივი ჯგუფებისგან. ბავშვებში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა თითქმის ერთ მესამედს ლეიკემია წარმოადგენს, რომელსაც სიხშირის მიხედვით მოსდევს ლიმფომები და ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადებები. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ტიპის კიბო ძირითადად მხოლოდ ბავშვთა ასაკში გვხვდება, მაგალითად, ნეირობლასტომა, ნეფრობლასტომა, მედულობლასტომა და რეტინობლასტომა“, - ნათქვამია დაავადებათა კონსტროლის ცენტრის ინფორმაციაში.

---

 

08.05.2019

მედიასაშუალება:  http://sknews.ge/index.php?newsid=22520

აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერი კახა ბერიძე იქნება

აბასთუმანში, ახალაშენებულ ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის კლინიკურ მენეჯერად კახა ბერიძე დაინიშნა. იგი აქამდე, თბილისის პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური მენეჯერის პოზიციას იკავებდა. აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერი კახა ბერიძე იქნება კახა ბერიძე, აბასთუმნის ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის კლინიკურ მენეჯერად პირველი მაისიდან დაინიშანა–„ოფიციალურად მუშაობა ჯერ არ დაგვიწყია, მე სამედიცინო მიმართულებით ვიქნები მენეჯერი. თვის ბოლოსთვის იგეგმება სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა და მუშაობასაც შევუდგებით“. კახა ბერიძე, 2014–2015 წლებში ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ასპინძა–ბორჯომის საარჩევნო ოლქში, ბლოკმა „სახელმწიფო ხალხისთვის“ დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. აბასთუმნის ახალაშენებულ ფილტვით დაავადებულთა ცენტრს ტუბსაავადმყოფოს დირექტორი, რევაზ ჟღენტი უხელმძღვანელებს. ამ დროისათვის ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრში ინვენტარის შეტანა უკვე დასრულებულია და ეზოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როდის გაიხსნება ცენტრი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. აბასთუმანში, ფილტვით დაავადებულთა ცენტრის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო. შენობა 100 საწოლზე იქნება გათვლილი და აქ ფილტვზე სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები იმკურნალებენ. კურორტიდან მოშორებით ტუბსაავადმოფოს გადატანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც აქ დასასვენებლად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. [ლუბა გიორგაძე, ადიგენი

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

10.05.2019

მედიასაშუალება: ახალი თაობა

საქართველოში 500-მდე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია - რა შეღავათებით სარგებლობენ ომში მონაწილეები

დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღინიშნება.დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე, თბილისში, ტრადიციულად, ვაკის პარკში აღინიშნება, სადაც როგორც უშუალოდ ომის ვეტერანები, ისე ხელისუფლების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თუ რიგითი მოქალაქეები მიდიან და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილები მიაქვთ. დღეს საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 492 მონაწილე ცხოვრობს, აქედან 99 ქალია. დედაქალაქში კი 190 ვეტერანია რეგისტრირებული. ყოველი წლის 9 მაისისთვის სახელმწიფო ვეტერანებს ერთჯერადად ეხმარება. წელსაც საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტო 600 ლარის ოდენობით ერთჯერადად ფულად დახმარებას გასცემს, ხოლო, ომში დაღუპულთა ოჯახის 209 წევრისთვის 300 ლარს. თბილისის მერია კი თბილისში რეგისტრირებულ ომის ვეტერანებს დაეხმარება 600 ლარით, ხოლო მარჩენალდაკარგულებმა 300 ლარს გადასცემს. გარდა ერთჯერადი დახმარებებისა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სამამულო ომის ვეტერანები სახელმწიფოსთან სხვადასხვა სახის დახმარებებს იღებენ. მთლიანობაში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მინიმუმ, იღებენ 404 ლარს. აქ შედის ასაკობრივი პენსია, 180 ლარიანი დანამატი და 44 საყოფაცხოვრებო სუბსიდია. გარდა ამისა, 3 ათასი ლარიდან 6 ათას ლარამდე საშემოსავლო გადასახადი არ იბეგრება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთათვის სპეციალურ პაკეტს ითვალისწინებს. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვეტერანებისათვის მოქმედებს დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამა, რომლის ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს შეუძლია სამედიცინო მომსახურების დაფინანსება 1500 ლარამდე და მედიკამენტების დაფინანსება 500 ლარამდე მიიღოს. გარდა ამისა, იმ ავტობუსებით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით ხორციელდება ვეტერანი 50%-იანი ფასდაკლების უფლებით სარგებლობს. ასევე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები პასპორტსა და ბიომეტრიული პასპორტს უფასოდ აღების შესაძლებლობა აქვთ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6066512&name=10.05.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

09.05.2019

მედიასაშუალება: გზა

"იქნებ ვინმემ მიშუამდგომლოს ლტოლვილთა სამინისტროსთან..."

33 წლის მაკა რიგვავა წარმოშობით აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან არის. 3 შვილის დედა მეოთხეს მოლოდინშია. 12 წლის მარიამი შშმ პირია, ჟანა 9 წლისაა, დანიელა 5 - ის. - რა პროფესიის ხარ? - მაკროეკონომისტი ვარ პროფესიით. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. - მარიამს რა დიაგნოზი აქვს? - მშობიარობის შემდეგ ტრავმა განუვითარდა, თავდაპირველი დიაგნოზი იყო ჰიდროცეფალია, მსუბუქ ფორმებში. იმ პერიოდში ძალიან დაგვეხმარა დედების ფონდი. - როგორც მითხარი, საცხოვრებლის პრობლემა გაქვთ. - ფაქტობრივად, ქუჩაში ვრჩებით... როგორც დევნილს, მეკუთვნოდა 26.000 ლარი თანადაფინანსება სახლის შესაძენად. წლების განმავლობაში ვცხოვრობდით მეუღლის ნათესავის სახლში, როდესაც გაყიდვა მოისურვა, მივმართეთ ლტოლვილთა სამინისტროს. სულ 33.000 ლარი იყო გადასახდელი. 9.000 ლარს მე დავამატებ-მეთქი ბანკიდან, ვფიქრობდი. ძალიან რომ გაჭიანურდა ეს საქმე, სახლი გადავიფრომეთ და რამდენიმე დღეში ავიღეთ იპოთეკური ლომბარდი, გამოვიტანეთ მთლიანი თანხა იმ იმედით, რომ ლტოლვილთა სამინისტრო, როცა იქნებოდა, იმ 26.000 ლარს ჩაგვირიცხავდა. უკვე 3 წელი სრულდება და არავინ არაფერს გვაძლევს - რაკი თანხა იშოვე, დახმარება აღარ გეკუთვნისო. ერთი წლის მანძილზე რის ვაი-ვაგლახით ვიხადე თვეში 1.068 ლარი. ათწლიანი სესხი მაქვს. ყოველთვიურად ამხელა თანხას საიდან მოვიტან მე, სოციალურად დაუცველი? ბოლო 2 თვეა, ვერ ვიხდი. ბანკმა ერთხელ უკვე გაგვიკეთა რესტრუქტურიზაცია. კომისია უნდა მოსულიყო და სახლი უნდა შეეფასებინათ, ამას აუცილებლად გეტყოდნენმ კანონით ასეა და ვერაფერს გიშველით ახლაო, - მეუბნებიან ლტოლვილთა სამინისტროში. რამდენად გაუნათლებელი და უვიცი უნდა ვიყო, რომ ვერ მივხვდე, რას მეუბნებიან? ასეთი რამ რომ ეთქვათ, მაინც გავრისკავდი და ამდენ ვალს წამოვიკიდებდი?.. ზედმეტს არ ვითხოვ, ვიმუშავებ და გადავიხდი იმ 9.000 ლარს, დანარჩენზე კი იქნებ ვინმემ მიშუამდგომლოს ლტოლვილთა სამინისტროსთან...

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6064718&name=09.05.2019+-+%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

09.05.2019

მედიასაშუალება:      მესინჯერი

14 წლამდე ბავშვებში, თავის, თვალისა და ნერვულ სისტემათა ონკოლოგიური დაავადებები მეორე ადგილზეა

კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015-2017 წლების მონაცემებით, თავის, თვალისა და ნერვული სისტემის კიბო, ბავშვთა შორის გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, მეორე ადგილზეა. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს. „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 0-14 წლის ასაკის ბავშვებში, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების შემთხვევები ასე გადანაწილდა: 2016 წელს, ლიმფური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილების დაავადებების 47 შემთხვევა დაფიქსირდა, 2017 წელს კი - 32. ამასთან, 2016 წელს, თვალის, თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების 19 შემთხვევა, ხოლო 2017 წელს კი - 11. პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, 0-14 წლის ასაკის ბავშვებში, 2017 წელს ლიდერობს ლიმფური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილები 50 % -ით, ხოლო თვალის, თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიურ დაავადებებზე - 17 % მოდის. „ავადობის მაჩვენებელები 100 000 ბავშვზე 13–18–ის ფარგლებში მერყეობდა. სქესობრივ ჯგუფებში შემთხვევების წილი დაახლოებით თანაბარი იყო. მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადებების 52% ლიმფოიდური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილების კიბოზე მოდიოდა, რომელსაც, ისევე როგორც მსოფლიოში, ნერვული სისტემის ონკოლოგიუირ დაავადებები მოსდევდა (20%). 2016 წელს 15–19 წლის ასაკობრივ ჯგუფში კიბოს 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუმარტეს, აღნიშნული მონაცემი საგანგაშო არ არის და მსოფლიო მონაცემებს შეესაბამება. „კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს მსოფლიოში 15 წლამდე ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების 215 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 15-19 წლის მოზარდებში - 85 000 ახალი შემთხვევა. ამასთან, სავარაუდოა, რომ ყველა შემთხვევის რეგისტრირტება არ ხდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ბავშთა ონკოლოგიური დაავადებების გადარჩენის მაჩვენებელი 84% და მეტია; უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი უმჯობესდება დაბალი შემოსავლების ქვეყნებშიც კი, სადაც საერთაშორისო მხარდაჭერა დიდია. ბავშვთა ასაკში ონკოლოგიური დაავადებები იშვიათად ვლინდება, კიბოთი საერთო ავადობის 0.5-4.6%–ს შეადგენს. გლობალურად ბავშვთა კიბოს საერთო ინციდენტების მაჩვენებელი 50–დან 200–მდე მერყეობს ას მილიონ ბავშვზე. ბავშვთა ასაკში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა სტრუქტურა განსხვავებულია სხვა ასაკობრივი ჯგუფებისგან. ბავშვებში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა თითქმის ერთ მესამედს ლეიკემია წარმოადგენს, რომელსაც სიხშირის მიხედვით მოსდევს ლიმფომები და ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადებები. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ტიპის კიბო ძირითადად მხოლოდ ბავშვთა ასაკში გვხვდება, მაგალითად, ნეირობლასტომა, ნეფრობლასტომა, მედულობლასტომა და რეტინობლასტომა“, - ნათქვამია დაავადებათა კონსტროლის ცენტრის ინფორმაციაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6064318&name=09.05.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

09.05.2019

მედიასაშუალება: მესინჯერი

შრომის უსაფრთხოების საკითხები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯგუფი საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების ფარგლებში იმუშავებს. მათივე ცნობით, ინიციატივის მიზანია, პარლამენტის წევრებმა უფრო დეტალურად შეისწავლონ და გააანალიზონ საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. „მოკვლევის პროცესში ჩაერთვებიან სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირები, ბიზნეს ასოციაციები. თემატური მოკვლევის ბოლოს, შესაბამისი ინფორმაციისა და ანალიზის საფუძველზე ჯგუფი შეიმუშავებს დასკვნას, რომელშიც ასახული იქნება შესაბამისი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. „თემატური მოკვლევის ჯგუფი“ 2019 წლის 9 მაისიდან 9 ივლისის ჩათვლით იმუშავებს. „თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც საკომიტეტო მოსმენაზე სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილი შუალედური ანგარიშების მიხედვით გამკაცრებული რეგულაციების მიუხედავად, შრომის უსაფრთხოების კუთხით ბევრი გამოწვევა დაფიქსირდა“, - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის პირველი ეტაპი 2019 წლის მარტში ამოქმედდა. კანონი სრული დატვირთვით 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაიამ 2018 წლის კვლევის შედეგებზე ისაუბრა, სადაც აღნიშნულია, რომ სიტუაცია საგანგაშოა. 30 კომპანიიდან უმრავლესობა შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6064233&name=09.05.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

​