მედიამონიტორინგი 10.12.2018
ტელევიზია
09.12.2018
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი კვირა
დაავადებათა კონტროლის ერროვნული ცენტრი საგანგაშო განცხადებას აქვეყნებს სადაც ნათქვამია რომ მშობლების უარის გამო ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევას პრობლემები ექმნება და შესაძლოა ეს ძვირადღირებული პროექტი ჩაიშალოს. ცენტრის თანამშრომლები სისხლში ტყვიის შემცველობას 2 დან 7 წლამდე ასსაკის ბავშვებში შერჩევითი პრინციპით იკვლევენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5745423
---
09.12.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
მომწამვლელი ნივთიერება საქართველოდან აშშ-ში - ამერიკელმა სპეციალისტებმა ქართულ სუნელებში ტყვიას მიაგნეს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5745408
---
08.12.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
მთავრობის 18 წევრი ბიზნესსაქმიანობას ეწევა - კომპანიების საქმიანობას ოჯახის წევრების სამინისტროები აკონტროლებენ. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა ბოხუას მეუღლე, თამარ ზამბახიძე, 50%-იან წილს ფლობს შპს მედსფეისში. კომპანიის წესდების თანახმად, მისი საქმიანობის საგანი სამედიცინო პროდუქციის რეალიზაციაა. ამ შემთხვევაშიც ცოლის კომპანიაზე სახელწმიფო კონტროლის განხორციელება ქმრის სამინისტროს ევალება.
http://rustavi2.ge/ka/news/120689
---
08.12.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
მარტოხელა დედას ბანკის თანამშრომელი დამწვარი სახლიდან გამოსახლებით ემუქრება
http://rustavi2.ge/ka/news/120176
---
08.12.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
მკვლელი ნარკოტიკი ინტერნეტით ისევ იყიდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5744562
---
08.12.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ვრცელდევბა ინფორმაცია მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც, შესაძლოა, გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოდით, ფებტანილით. ინფორმაციას თეთრი ხმაურის მოძრაობა ავრცელებს. მოძრაობაში ამბობენ, რომ მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5744538
I არხი- მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5744550
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5744352
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5744350
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5744321
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5744210
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5744193
---
08.12.2018
არხი: I არხი
გადაცემა: რეალური სივრცე 18:30
კიბო არ არის სასიკვდილო განაჩენი, თუ ის სწორად იმართება. არის თუ არა ქვეყანაში აწყობილი სისტემა, რომელიც კიბოს დამარცხებას შეუწყობს ხელს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5744390
---
08.12.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
ბავშვევის სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით დაწყებული კვლევა შესაძლოა ჩავარდეს. მიზეზი მშობლების არაინფორმირებაა. მათი ნაწილი კვლევაში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად ქვეყნის მასშტაბით 2-დან 7 წლამდე დაახლოებით 1500 ბავშვს უნდა აუღონ სისხლი. ნიმუშები ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში გაიგზავნება. საწიროების შემთხვევაში კი დაავადებათა კონტროლის ცენტრი ოჯახებს უფასო კონსულტაციებს გაუწევს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5744152
---
08.12.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
პატარა ნიაკო სულუხიას თქვენი დახმარება სჭირდება, მას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია აქვს. პაციენტს საზღვარგარეთ მკურნალობა და 25 000 ევრო სჭირდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5743579
---
07.12.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
დავით სერგეენკომ ჯიემპი ინსტრუქტორებს სერტიფიკატები გადასცა. 3 ეტაპიანი სწავლების შემდეგ გამოვლინდა 5 პირი რომელიც პროგრამის ნაციონალური ინსპექტორები გახდნენ. მათ 2019 წლის 1 ივლისიდან ექნებათ უფლებამოსილება შეამოწმონ ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება. გასცენ სპეციალური რეკომენდაციები და მიანიჭონ ჯი-ემ-პი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5743146
ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5743073
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5741981
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5741817
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5741542
---
07.12.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას ნევროლოგიური დავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის მედიკამენტები დაემატება. მინისტრის ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის მოსახლეობას შეღავათიან ფასად 35 მედიკამენტის შეძენა შეეძლება, შემდგომ ეტაპებზე კი ჩამონათვალი 60 მედიკამენტამდე გაიზრდება. პროგრამა 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა. მისი საშუალებით, სოციალურად დაუცველ, შშმ პირებს და პენსიონერებს შეუძლიათ მედიკამენტების სიმბოლურ ერთ ლარად ან ნახევარ ფასად შეძენა. ამ ეტაპზე შეღავათი 23 მედიკამენტზე ვრცელდება. ესენია გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5742657
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5742824
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5742801
I არხი-მოამბე 21:00 http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5743155
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5743080
---
07.12.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
თელავში სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ერთდღიანი ფორუმი გაიმართა. მიმდინარე წელს ეს ქვეყნის მასშტაბით მეთორმეტე ფორუმია და აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავს. დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა მსხვილმა კომპანიამ. ფორუმზე დამსაქმებლებმა წარმოადგინეს ვაკანსიები სხვადასხვა პოზიციაზე. დასაქმების ფორუმის მიზანი ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებაა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5743156
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5742386
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5741979
---
ინტერნეტი
09.12.2018
კლუბური ნარკოტიკით თბილისში კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა
კლუბური ნარკოტიკით გარდაცვალების მორიგი ფაქტი დაფიქსირდა თბილისში. ორი დღის წინ სამი ახალგაზრდა ერთ-ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდა. მათ ე.წ. კლუბური ნარკოტიკი მიიღეს, რის შემდეგაც ისინი შეუძლოდ გახდნენ და საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტებიდან, ერთ-ერთი ახალგაზრდა გვიან ღამით გარდაიცვალა. ის ქუთაისში გადაასვენეს. ორი მათგანი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, მათ შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდებათ. გავრცელებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია გამოწვეული იყო სინთეზური ოპიოიდით - ფენტანილით. მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. აღნიშნული ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდომარეობა.
---
09.12.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/217032
„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ" გასვლითი სხდომა გამართა
8-9 დეკემბერს სასტუმრო პარაგრაფში „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების „ გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას გაერთიანების წევრებთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეც ესწრებოდნენ. სხდომაზე სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2019 წლის მანძილზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს. მათ შორის უმნიშვნელოვანეს საკითხად კვლავ რჩება უწყვეტი პროფესიული განათლების , კლინიკური რეცენზირების, კლინიკური მდგომარეობის მართვის პროტოკოლების განახლებისა და სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესი. სხდომაზე ასევე მოისმინეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხედვა სამედიცინო ადამიანური რესურსის განვითარებასთან დაკავშირებით. „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ ამ დროისათვის 44 მდე პროფესიულ დარგობრივ ასოციაციას აერთიანებს.
---
08.12.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/sayoveltao-jandacvis-programis-biujeti-dadgenilze-swrafad-iwureba/27297
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი დადგენილზე სწრაფად იწურება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 713-მილიონიანი ბიუჯეტი იწურება. სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული მონაცემების მიხედვით, 7 დეკემბრის მდგომარეობით 698.7 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, 2018 წლის ბოლომდე დასახარჯი მხოლოდ 14.3 მილიონი რჩება. იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ათვისების არსებული ტემპი გაგრძელდა, 14 მილიონი ლარი სავარაუდოდ, 16-17 დეკემბრამდე იქნება საკმარისი, ამ თარიღის შემდგომ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის სავარაუდოდ, დამატებითი რესურსების გამოყოფა მოუწევს. ბიუჯეტის დადგენილზე ჩქარა ათვისება სავარაუდოდ, საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. იმისთვის, რათა პროგრამის ბიუჯეტი მთელი წლის განმავლობაში ყოფილიყო საკმარისი, დღეში საშუალოდ 1.95 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო, თუმცა ფაქტობრივმა ხარჯვამ დღეში საშუალოდ 2.05 მილიონი ლარი შეადგინა. შესაბამისად, 7 დეკემბრის მდგომარეობით ათვისებული არა 698.7 მილიონი ლარი, არამედ 664 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო. საყოევლთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელსაც ვადაზე ადრე ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის გადასარჩენად 40 მილიონის სახით დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. წელსაც თუ ხარჯვის არსებული ტემპი გაგრძელდა, დაახლოებით 37 მილიონი ლარის დამატება გახდება საჭირო. შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის ფაქტობრივი ბიუჯეტი 750 მილიონ ლარს მიაღწევს. მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არც 2016 და 2015 წლებშიც არ ეყო. 2016 წლის 7 ნოემბერს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის საპასუხოდაც ჯანდაცვის სამინისტრომ მას საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით 35 მილიონი ლარი დაუმატა. დამატებული 35 მილიონი 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ 18 მილიონი დაუმატა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2015 წელსაც, როდესაც პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვაზე მისამართი თანხა სოციალური დახმარებების გაცემის მუხლს მოაკლო. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვაზე 754 მილიონი ლარია გამოყოფილი.
---
08.12.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/327014/
მშობლების უარის გამო, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევას პრობლემა ექმნება – NCDC
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს(NCDC) ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევისას მშობელთა ნაწილის მხრიდან პრობლემა ექმნება. როგორც ცენტრში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რიგ შემთხვევებში, ბავშვის გამოკვლევაზე მშობელი უარს აცხადებს, რაც პროცესის სრულყოფილად წარმართვას უშლის ხელს. NCDC-ს დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ჯერჯერობით, მშობელთა მხოლოდ 60% დათანხმდა ცენტრის სპეციალისტებს შვილის გამოკვლევაზე. “სამწუხაროდ, პრობლემა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, რადგან 1 500 ბავშვი მაინც უნდა გამოვიკვლიოთ, რათა სტატისტიკა იყოს ზუსტი, თუ როგორია ბავშვებში ტყვიის გავრცელება. სამწუხაროდ, მშობლების ჯერ მხოლოდ 60%-მა განაცხადა თანხმობა”, – აღნიშნა მან. პაატა იმნაძის ცნობით, ეს პირველი ფართომასშტაბიანი კვლევაა საქართველოში, რომელიც აღნიშნულ საკითხს იკვლევს. თუმცა, თუ პრობლემური ტენდენცია შენარჩუნდა, შესაძლოა, კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანმა ცდომილებამ იჩინოს თავი: “ეს კვლევა მთავარია იმისათვის, რომ შემდგომ დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები. ყველაფერ ამას სჭირდება ზუსტი მონაცემი. თუ არ გვექნა ზუსტი მონაცემი, მერე ძალიან ძნელია ინტერვენციაზე ლაპარაკი. …კვლევა [ახლაც] მიმდინარეობს, მაგრამ რაც უფრო ნაკლები იქნება თანხმობა და კვლევაში მონაწილეთა რაოდენობა, მით მეტი იქნება კვლევის შედეგებში ცდომილება”. კვლევის მონაწილეები, 2-დან 7 წლამდე ბავშვები, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ირჩევიან. შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კონკრეტული ბავშვის მშობლისაგან უარის მიღების შემთხვევაში, კვლევის სხვა ობიექტს ვეღარ შეარჩევს. პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რთულია საუბარი, თუ რატომ ამბობენ მშობლები უარს პროცედურაში მონაწილეობაზე. აღნიშნულზე საუბარი ცენტრს კვლების დასრულების შემდეგ, მაშინ შეეძლება, როცა მშობელთა მიერ შევსებულ კითხვარებს შეისწვლის. პროცესი იტალიის ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტთან ერთად მიმდინარეობს. კვლების შედეგი, გამოსაკვლევად, სწორედ იტალიაში გადაიგზავნება. “ძალიან გამოცდილი თანამშრომლები გვყავს, ვინც ბავშვებს სისხლს უღებს. მრავალწლიანი გამოცდილებით, დღემდე, არცერთი გართულება არ ყოფილა. ჯერ ერთი, [მშობლები] გაიგებენ თავიანთი ბავშვების პასუხს, ოჯახს მიუვა პერსონალურად. ამას გარდა, ქვეყანას შეუწყობენ ხელს იმის გაგებაში, არის თუ არა ეს პრობლემა ჩვენთან”, – აცხადებს პაატა იმნაძე.
07.12
---
08.12.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/sakhalkho-damcveli-zogiert-fsiqiatriul-dawesebulebashi-pacientebistvis-araadamianuri-garemoa/
სახალხო დამცველი - ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტებისთვის არაადამიანური გარემოა
ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გარემო შესაძლებელია შეფასდეს, როგორც პაციენტების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, – ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში. ომბუდსმენის წლის შემაჯამებელ დოკუმენტში ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად ფსიქიკური ჯანდაცვა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაა დასახელებული. სახალხო დამცველის შეფასებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა ქვეყნისთვის გამოწვევას წარმოადგენს. მისი თქმით, 2015–2020 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ვადები მნიშვნელოვნად არის დარღვეული. „სამწუხაროდ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსიქიატრიული დახმარება პრაქტიკულად კვლავ დაყვანილია მედიკამენტურ მკურნალობამდე. ასევე, ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული ფიზიკური გარემო შესაძლებელია შეფასდეს, როგორც პაციენტების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. სახალხო დამცველი ზოგადად მიესალმება სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული არაადამიანური პირობების აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ უკიდურესად მძიმე პირობები კვლავ რჩება ხონისა და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, რაზეც მისაღებია დაუყოვნებლივი და მყისიერი ზომები. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ინსტიტუციებში მინიმალური პირობების შექმნა საბოლოო გამოსავალი არ არის და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობა, სათემო სერვისების განვითარება“, – ნათქვამია ანგარიშში.
---
08.12.2018
მედიასაშუალება: http://knews.ge/?p=35555
თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით თელავის ისტორიულ მუზეუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე 30-ზე მეტმა მსხვილმა კომპანიამ დასაქმების მსურველებს 1000-ზე მეტი ვაკანსიას გააცნეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ფორუმის ფარგლებში სამსახურის მაძიებლებს შესაძლებობა ჰქონდათ, პირადად შეხვედროდნენ დამსაქმებლებს და გასაუბრებოდნენ. მარიამ ბაზერაშვილის ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობდნენ საბანკო და საფინანსო, დაზღვევის, სამედიცინო და ფარმაცევტული, მსხვილი სავაჭრო და სადისტრიბუციო ქსელების, მომსახურებისა და ტურიზმის სფეროების წარმომადგენლები. მისივე განმარტებით, დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებმა მიიღეს მონაწილეობა. ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთი სერვისია დასაქმების ფორუმების ორგანიზება. ჩვენ ასევე ვახორციელებთ მოკლევადიან გადამზადების პროგრამებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლის მიზანია კვალიფიკაციის ამაღლება სამიზნე ჯგუფებისთვის. ფორუმში მონაწილეობისთვის სწორედ ჩვენი კურსდამთავრებულები მოვიწვიეთ. ფორუმზე მოწვეული იყო 30-მდე მსხვილი კომპანია, რომლებიც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები არიან. გარდა ამისა, ჩვენს საიტზე worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ ყველა პირს დაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. 16 წლის ასაკიდან ზევით ყველა მოქალაქეს, შშმ პირებს ამ ფორუმის დახმარებით ყოველ წელს ეძლევათ საშუალება, მოიძიონ სამსახური და დასაქმდნენ. ვფიქრობთ მნიშვნელოვანია დამსაქმებლების და სამუშაოს მაძიებლების ერთმანეთთან შეხვედრა. ფორუმზე დარეგისტრირდა 340 ადამიანზე მეტი. მათგან სათანადო კადრები დასაქმდებიან. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორუმის საშუალებით შევძლებთ ადამიანსებს დასაქმებაში დავეხმაროთ’’,- განუცხადა Knews.ge-ს მარიამ ბეზარაშვილმა. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს პირველი ნოემბრის მონაცემებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელშეწყობით უკვე დასაქმდა 1600-ზე მეტი ადამიანი და მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის 84 პირი.
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/thelavshi-dasaqmebis-phorumi-chatarda/
---
08.12.2018
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/lasha-kiladze-ar-gamoitseroth-narkotiki-erthjeradad-mighebats-udidesi-riskia/
ლაშა კილაძე: არ გამოიწეროთ ნარკოტიკი, ერთჯერადად მიღებაც უდიდესი რისკია!
შპს-ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე ააცხადებს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ნარკოტიკების ინტერნეტით ყიდვა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. შეკვეთილის ნაცვლად მომხმარებელი ხშირად გაცილებით მძიმე ნარკოტიკს იღებს, მაშინ როცა შეფუთვაზეც კი სხვა რამეა დატანილი. როგორც კილაძემ “აიპრესს” განუცხადა ერთადერთი პრევენცია ის არის, რომ არ მივიღოთ ნარკოტიკები. ნარკოტიკების მიღების მძიმე შემთხვევები კი აჩვენებს, რომ არ არსებობს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკები. „სამწუხაროდ თანამედროვე მსოფლიოში ეს არის გავრცელებული ფორმა და ამას ბუნებრივია ვერც საქართველოს მოსახლეობა აცდა. ყოველთვიურად ნარკობაზარზე ჩნდება ძალიან ბევრი ახალი და მანამდე უცნობი ქიმიური ფორმულის ნარკოტიკული საშუალება და რისკი იმისა, რომ მაგალითად ინტერნეტით მიღებული ნივთიერება ის არ აღმოჩნდეს, რომელიც მითითებული იყო შეძენის დროს. ან მეტსაც გეტყვით შეფუთვაზე სხვა რამეა მითითებული, ამის რისკი ძალიან დიდია. ეს არის უკიდურესად მაღალი რისკი მისი ჯანმრთელობისთვის და მისი სიცოცხლისთვის. ნებისმიერი მიღება ნარკოტიკების მიღების არის სასიცოცხლო რისკი თუნდაც ერთჯერად მიღებასთან გვქონდეს საქმე. ეს კიდევ გვაჩვენებს ფაქტს, რომ არ არსებობს ე.წ. მსუბუქი და კლუბური ნარკოტიკი, ნაკლებად საზიანო ნარკოტიკი. ყველა ნარკოტიკის თუნდაც ერთჯერადად მიღება ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მაღალი რისკია. სამწუხაროდ ეს თანამედროვე ტექნოლოგიების თანმდევი პროცესია. მე პრაქტიკას არ ვაწარმოებ, მაგრამ ბევრჯერ გამიგია. ეს არის ნარკოტიკების გავრცელების ერთ-ერთი გავრცელებული გზა მთელ მსოფლიოში. დიახ, ერთადერთი პრევენცია ის არის, რომ არ მივიღოთ ნარკოტიკები, თუნდაც ერთჯერადად. ნებისმიერი სახეობის ნარკოტიკის მიღება უდიდესი რისკია“, – განაცხადა ლაშა კილაძემ. შეგახსენებთ, “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” განცხადება გაავრცელა და მოსახლოება გააფრთხილა, რომ თავი შეიკავონ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისგან. მათი ინფორმაციით, MDMA-ს ნაცვლად ადამიანებს მძიმე ნარკოტიკი ჩამოუვიდათ ინტერნეტით გამოწერისას, რამაც ინტოქსიკაცია გამოიწვია.
---
08.12.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/gaufrtxildit-tqven-sicocxles-moishoret-tu-rame-gamoiweret-am-bolo-dros-is-sikvdilia-zurab-sixarulidze
გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს! ბაზარზე მკვლელი ნარკოტიკი ისევ გამოჩნდა
გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს !!! მოიშორეთ თუ რამე გამოიწერეთ ამ ბოლო დროს ის სიკვდილია,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე წერს. მისი თქმით ბაზარზე ისევ გამოჩნდა სინთეზური ჰეროინი“ ანუ კარფენტანილი, რომელიც დღეს მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია. “კომერსანტი” ზურა სიხარულიძის პოსტა უცვლელად გთავაზობთ: “მინდა ყველა გავაფრთხილო ახალგაზრდები ვინც ამ ბოლო დღეებში საიტებიდან გამოიწერეთ ნივთირებები ის არ არის რითიც მას ასაღებენ !!!! არ არის გამორიცხული რომ ისევ კარფენტანილი იყოს!! ვინაიდან ისევ ადამინები მიხვდენენ რეანიმაციაში და ისევ აძინებს და გადადიან კომატოზურ მდგომარეობაში! ფრთხიალდ იყავით!!!! და გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს !!! მოიშორეთ ის თუ რამე გამოიწერეთ ამ ბოლო დროს ის სიკვდილია. 1. იწერენ ამ ნარკოტიკულ ნივთიერებებს ახალგაზრდები რომლებიც არ არიან დამოკიდებულები და ვითომ გართობისთვის იყენებენ ამიტო არ გააჩნიათ ტოლერანტობა და ხშრია ზედოზირება, რეალურად არ იციან რა ნივთიერებას იწერენ ხშირად. 2. რა უნდა ვქნათ როცა მაინც მივიღეთ - ეცადეთ არ დარჩეთ მარტო - თუ იგრძენით ძილიანობა დაურკეთ ან მშობელს ან მეგოაბრს რომ ის იყოს თქვენთან ერთად 3 ეცადეთ რომ მეგოაბრს უთხრათ რომ გადმოგირეკოს რამოდენიმე ხნის მერე და მოგიკითხოთ და თუ არ უპასუხებთ მოვიდეს აუცილებლად -არ ჩაკეტოთ სახლის კარი და ეცადეთ რომ შეხვიდეთ აბაზანში თუ ხართ მარტო - დარეკეთ 112 და მშვიდათ აუხსენით ოპერატორს რომ მიიღეთ რაღაცა ნივთიერება და გრძნობთ თავს ცუდათ - მეგობრებმა არ მიატოვოთ მარტო ის ვინც იცით რომ მიიღო რაღაცა და აუცილებლად დაურეკეთ 112 და მშვიდათ უთხარით რა პრობლემაც არის არავინ ამის გამო არ დაგსჯით. - და არ მიიღოთ არცერთი უცნობი სუბსტანციაა ვინც არ უნდა გითხრათ რომ უვნებელია და არაფერს გიზამთ!! - უმრავი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება არის დღეს და არავინ იცის რა რას გამოიწვევს ამიტომ გაერთეთ მაგათ გარეშე!!!! სიცოცხლეზე ფასეული არაფერი არის !!!”, -წერს ზურა სიხარულიძე.
---
08.12.2018
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/thethri-khmauri-thavi-sheikaveth-am-nivthierebis-mokhmarebisgan-misi-moqmedeba-bevrad-aghemateba-heroinisas/
“თეთრი ხმაური”: თავი შეიკავეთ ამ ნივთიერების მოხმარებისგან, მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინისას!
“თავი შეიკავეთ ამ ნივთიერების მოხმარებისგან, მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინისას”, – ამის შესახებ განცხადებას “თეთრი ხმაურის მოძრაობა” ავრცელებს. “სასწრაფოდ: დღეს გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით – ფენტანილით. მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. აღნიშნული ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდგომარეობა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა. მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან”, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
---
08.12.2018
მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/229890-ra-biznesebs-ploben-ministrebi-da-mati-moadgileebi/
რა ბიზნესებს ფლობენ მინისტრები და მათი მოადგილეები
თავრობის წევრების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ინფორმაციას ავრცელებს. მათი ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობის 18 წევრის (მინისტრები და მათი მოადგილეები) ოჯახი დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან. ისინი წილებს ფლობენ ან დირექტორის თანამდებობებს იკავებენ 47 სხვადასხვა კომპანიაში. "კვლევის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო შემთხვევა გამოიკვეთა. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილსა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილს ქონებრივ დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობასთან კავშირის შესახებ ინფორმაცია არაზუსტად აქვთ მითითებული. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს მიხეილ ნინუასა და ალექსანდრე ხვთისიაშვილს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილს მათ საკუთრებაში არსებული კომპანიების წილების მართვის უფლება სხვა პირზე გადაცემული არ აქვთ, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის დარღვევას წარმოადგენს. ამავე დროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შესაძლოა, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს არღვევდნენ, ვინაიდან მათი ოჯახების საკუთრებაში არსებული საწარმოები (შპს „მედსფეისი” ზაზა ბოხუას შემთხვევაში და შპს „ლანჩ თაიმი“, შპს „ჰელსი ფუდი“, შპს „მროვი“, შპს „აგრო 1959“ და შპს „ჩხავერი“ გიორგი ხანიშვილის შემთხვევაში) სავარაუდოდ, მათივე სამსახურების რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ ექცევიან" - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევაში. ამ კვლევაზე დაყრდნობით, BPN.GE გთავაზობთ ინფორმაციას მთავრობის იმ წევრთა ბიზნესების შესახებ, რომლებიც საწარმოებში წილს ჯერ კიდევ ფლობენ და არც გაჩუქებული აქვთ და არც სამართავად აქვთ სხვა პირისთვის გადაცემული. ამ პირთა შორის არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა ამ პოსტზე მიმდინარე წლის ნოემბერში დაინიშნა. იგი წილებს სამ კომპანიაში ფლობს, მაგრამ წილის მართვის უფლება ჯერ-ჯერობით სხვაზე გადაცემული არ აქვს. კერძოდ, ნინუას ეკუთვნის შპს „ქართული ვენახის” 25%-იანი; შპს „ქართული ბაღის” 33%-იანი და შპს „ჯორჯიან მენეჯმენტ გრუპის” 35%-იანი წილები. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას წინა თვიდან იკავებს, თუმცა, მანამდე უწყებაში საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა. ხსენებულ პოზიციაზე ყოფნისას შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული შპს „კომპლექს სერვისში” არსებული 30%-იანი წილი. აღსანიშნავია, რომ წილის მართვის უფლება სხვაზე გადაცემული არც ხვთისიაშვილს აქვს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ის შპს „მეგობრობა“ საქართველო-ს 20%-იანი წილის მფლობელია. თუმცა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საწარმოდან შემოსავალი არ მიუღია. მას წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის გადაცემული არ აქვს, რაც კანონდარღვევაა. ასევე, საინტერესოა, რომ ამავე კომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტად მითითებულია, სავარაუდოდ, გიორგი კაკაურიძის სამსახურებრივი ელ. ფოსტა - giorgi.kakauridze@mof.ge, რაც კითხვებს წარმოშობს სამეწარმეო საქმიანობაში მის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით წაიკითხეთ ვრცლად
---
07.12.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/216933
ხონისა და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მისაღებია დაუყოვნებლივი და მყისიერი ზომები - სახალხო დამცველი
ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“. ანგარიშში წერია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტისა და 2015 – 2020 წლის სამოქმედო გეგმის არსებობის მიუხედავად, მნიშვნელოვნადაა დარღვეული სამოქმედო გეგმის შესრულების ვადები. „სამწუხაროდ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსიქიატრიული დახმარება პრაქტიკულად კვლავ დაყვანილია მედიკამენტურ მკურნალობამდე. ასევე, ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული ფიზიკური გარემო შესაძლებელია შეფასდეს, როგორც პაციენტების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. სახალხო დამცველი ზოგადად მიესალმება სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული არაადამიანური პირობების აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ უკიდურესად მძიმე პირობები კვლავ რჩება ხონისა და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, რაზეც მისაღებია დაუყოვნებლივი და მყისიერი ზომები. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ინსტიტუციებში მინიმალური პირობების შექმნა საბოლოო გამოსავალი არ არის და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობა, სათემო სერვისების განვითარება“, - წერია ანგარიშში. საქართველოს სახალხო დამცველმა, გამოაქვეყნა ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“. ანგარიში 2018 წლის 11 თვეს მოიცავს. ანგარიშის მიხედვით, 11 თვეში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შევიდა 7350 განცხადება. მათი უმრავლესობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებს შეეხება. გაზრდილია მიმართვიანობა საქართველოს რეგიონებიდან, სხვადასხვა მათ შორის, ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ. ამავე პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო 3395 მოქალაქე; საქალაქო ტელეფონის ნომერზე დაფიქსირდა მოქალაქეების 8089 ზარი. სახალხო დამცველის მიერ ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად გაცემულია 90 რეკომენდაცია/წინადადება. 2018 წლის მანძილზე მომზადდა 11 სპეციალური ანგარიში.
აიპრეს.ჯი- https://presa.ge/?m=society&AID=71164
---
07.12.2018
ომბუდსმენი: მწვავე პრობლემად რჩება შშმ ბავშვთა და ზრდასრულთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების სიმცირე და არაეფექტურობა
მწვავე პრობლემად რჩება გარემოს, ინფორმაციისა და სერვისების მისაწვდომობა, ინკლუზიური განათლების ხარისხი, შშმ პირთა დასაქმების დაბალი მაჩვენებელი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა ინსტიტუციებში ღირსების შემლახავ გარემოში ცხოვრების მავნე პრაქტიკა, შშმ ბავშვთა და ზრდასრულთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების სიმცირე და არაეფექტურობა. 2018 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოში 2018 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა, ჟურნალისტებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხილული საქმეების სტატისტიკა გააცნო და მასზე დაყრდნობით მთავარი ტენდენციები გამოყო. წინა წლების მსგავსად მრავალი გამოწვევა რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების მიმართულებით. მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის განხორციელებისთვის; კვლავ არ არის განსაზღვრული ამ პროცესის კოორდინაციაზე პასუხიმგებელი სახელმწიფო უწყება; არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც აბრკოლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლებადარღვევის ფაქტები გაეროს შესაბამის კომიტეტში გაასაჩივრონ. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს შშმ პირთა საჭიროებებზე მიმართული პროგრამების გარკვეული კომპონენტების დაფინანსება გაიზარდა, თუმცა აღნიშნულმა ვერ უზრუნველყო არსებული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება. მწვავე პრობლემად რჩება გარემოს, ინფორმაციისა და სერვისების მისაწვდომობა, ინკლუზიური განათლების ხარისხი, შშმ პირთა დასაქმების დაბალი მაჩვენებელი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა ინსტიტუციებში ღირსების შემლახავ გარემოში ცხოვრების მავნე პრაქტიკა, შშმ ბავშვთა და ზრდასრულთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების სიმცირე და არაეფექტურობა. ამის შეახებ ინფორმაციას სახალო დამცველის აპარატი ავრცელებს.
---
07.12.2018
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/ombudsmeni-tsamlebze-arsebuli-maghali-phasebi-qveqhanashi-mnishvnelovan-problemas-tsarmoadgens/
ომბუდსმენი: წამლებზე არსებული მაღალი ფასები ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს!
სახალხო დამცველმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოში 2018 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა 2018 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოში 2018 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა, ჟურნალისტებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხილული საქმეების სტატისტიკა გააცნო და მასზე დაყრდნობით მთავარი ტენდენციები გამოყო. “ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს წამლებზე არსებული მაღალი ფასები, ასევე, რაიონებში ამბულატორიების მოწყობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გამოწვევები. კვლავ აქტუალურია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მუშაობაში წინა საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი პრობლემები, საჩივრების განხილვის გაჭიანურებასთან, ასევე, მოწვეული ექსპერტების მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის პასუხისმგებლობის გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით.”,-ამის შესახებ ინფორამციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
---
07.12.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ombudsmeni-2018-wels-shromiti-movaleobis-shesrulebisas-35-adamiani-daigupa
ომბუდსმენი: 2018 წელს შრომითი მოვალეობის შესრულებისას 35 ადამიანი დაიღუპა
2018 წელს კვლავ მძიმეა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. მხოლოდ წლის პირველ ნახევარში შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 77 და გარდაიცვალა 35 ადამიანი, - ამის შესახებ ომბუდსმენმა 2018 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა. „2018 წლის მარტში მიღებულ იქნა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით დადგენილ რიგ ფუნდამენტურ პრინციპებს და ქმნის შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული ვალდებულებების აღსრულების მექანიზმს. თუმცა, მისი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე“ - თქვა ლომჯარიამ. ომბუდსმენის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტებით შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სანქცირების მექანიზმით აღჭურვილ შრომის ინსპექტორებს ჰქონდეთ უფლება, თავისუფლად და წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღის ან ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შევიდნენ ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე და მოიკვლიონ. ნინო ლომჯარია დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ინიცირებას, რომელიც ზემოაღნიშნულ ფუნდამენტურ პრინციპებს ითვალისწინებს. კანონპროექტი პირველი მოსმენით 31 ოქტომბერს მიიღეს, თუმცა მეორე მოსმენით მისი განხილვა არ დაწყებულა. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა აღნიშნული კანონის დროულად მიღებისა და ამოქმედების მნიშვნელობას.
---
07.12.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/41754/medikamentebis-programas-epilefsiisa-da-parkinsonis-tsamlebits-emateba--sergeenko
მედიკამენტების პროგრამას ეპილეფსიისა და პარკინსონის წამლებიც ემატება - სერგეენკო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განცხადა, რომ „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამას ნევროლოგიური დავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის მედიკამენტები დაემატება. „სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ მედიკამენტებით საერთოდ უფასოდ უზრუნველყოფა. შარშანდელიდან სოციალურად დაუცველები მედიკამენტებს იღებენ მაქსიმუმ 1 ლარად. სექტემბრიდან ეს პროგრამა გაფართოვდა და პენსიონერები და შშმ პირები არიან ჩართულები. მათ საშუალება აქვთ, მედიკამენტები საბაზრო ფასის მაქსიმუმ ნახევრად შეიძინონ. ჩამონათვალიც 23-დან 35-მდე გაიზრდება. დაემატება ყველაზე გავრცელებული დაავადებების - გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომელიც კომბინირებულია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაემატება ისეთი გავრცელებული და მნიშვნელოვანი ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, როგორიც არის ეპილეფსია და პარკინსონის დაავადება. ესეც ძალიან დიდი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის. ჩვენი მიზანია, რომ მედიკამენტების მინიმუმ 60 დასახელებებზე ავიდეთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=86962
ესქეინიუს.ჯი- http://sknews.ge/index.php?newsid=20588
---
07.12.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=86968
სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა შესაძლოა, თითო ბავშვზე 50-ლარიანი დანამატი ჯერ ფულადი სახით, შემდეგ სურსათის ვაუჩერით მიიღონ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა შესაძლოა, თითო ბავშვზე გამოყოფილი 50-ლარიანი დანამატი პირველ ეტაპზე მთლიანად ფულადი სახით მიიღონ, ხოლო მოგვიანებით ამ თანხის ნაწილი სასურსათე ვაუჩერის სახით გაიცეს. „შეიძლება წავიდეთ იმ ვერსიით, რომ დასაწყისისთვის ეს დახმარება მთლიანად მონეტარული იყოს, ან მისი ნაწილი იყოს ვაუჩერული. ამაზე უახლოეს მომავალში გვექნება საბოლოო კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან ერთად და უკვე საბოლოო ფორმატზე ჩამოვყალიბდებით, რადგან დრო ძალიან ცოტა დაგვრჩა“, – განცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინიციატივით, იანვრიდან სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდებისთვის განკუთვნილი დახმარება 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება. თავდაპირველი ვერსიით, ოჯახები ამ დახმარებიდან ნაწილს – 20 ლარს თანხის სახით, 30 ლარს კი სასურსათე ვაუჩერის სახით მიიღებენ. ინიციატივა მომავალი წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
---
07.12.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=86965
„ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო“
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სახელმწიფოს არანაირი უკანონო ქმედება არ ჩაუდენია და ამას ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც ადასტურებს. სერგეენკოს თქმით, მან ამობეჭდა ევროსასამართლოს მიერ მიღებული დასკვნა, სადაც წერია, რომ სახელმწიფოს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტი არ დაურღვევია და მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო. სერგეენკო ამბობს, რომ ევროპული სასამართლო დადებითად აფასებს იმ დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების 5 დღეზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით შენახვას გულისხმობს. „ვანო მერაბიშვილის საქმეზე თან მაქვს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების თარგმანი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის, მთავრობისთვის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა. საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტი და, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო. გარდა ზემოაღნიშნულისა, დაადგინეს, რომ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა. ასევე დადებითად შეფასდა დაგეგმილი ცვლილება, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების ხუთზე მეტი დღით შენახვას გულისხმობს. წინამდებარე საქმეში სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტი, ეს მე რაც ვნახე და თვითონ წავიკითხე, არ დავიზარე, ამოვბეჭდე და შემიძლია, მოგცეთ, თუ სურვილი გექნებათ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროდ არ ჩათვალა. ამასთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, განაახლოს მერაბიშვილის საქმის შესწავლა 1348-ე სხდომაზე, რომელიც არაუგვიანეს 2019 წლის ივნისში გაიმართება.
---
07.12.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=86958
დავით სერგეენკო: მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, არ არის საქმის კურსში, იგეგმება თუ არა მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებები. „ამ წლების განმავლობაში სამინისტროში საკადრო ცვლილებები მუდმივად მიმდინარეობდა და ეს კავშირში არ არის არჩევნებთან ან რაიმე სხვა პოლიტიკურ პროცესებთან. სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია და პროექტების მართვასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში სავარაუდო ცვლილებებს, მე ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ეს არის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი. ასევე, პარტიაში ცვლილებებთან დაკავშირებით, მინდა განვაცხადო, რომ მე არ გახლავართ პოლიტსაბჭოს წევრი და ამის შესახებ საქმის კურსში არ ვარ“,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.
---
07.12.2018
მედიასაშუალება: http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/10046-qarelshisocialuraddaucvels3tslisthankhasaunazghaureben
ქარელში სოციალურად დაუცველს 3 წლის თანხას აუნაზღაურებენ
ქარელში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ სასამართლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოუგო. ოჯახი, ბოლო სამი წლის განმავლობაში, მიუღებელ თანხას მიიღებს, რომელიც ჯამში 2 120 ლარს შეადგენს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ცნობით, ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც თავის მხრივ ძალაში დატოვა ხაშურის სასამართლოს 2017 წლის მარტის გადაწყვეტილება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის ორგანიზაციის იურისტი ერთი წლის განმავლობაში, სამივე ინსტანციის სასამართლოს არწმუნებდა, რომ გადაწყვეტილება, სოციალური დახმარების არდანიშვნის თაობაზე, კანონიერი და საფუძვლიანი იყო. საქმე იმაშია, რომ ქარელში მცხოვრები ოჯახი, 2013 წელს, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა შეამოწმეს. ოჯახის წარმომადგენელმა დეკლარაციაზე ხელი არ მოაწერა იმ მიზნით, რომ ისინი არ ენდობოდნენ ქარელის სოციალური მომსახურების სააგენტოს. ამ გარემოების მიხედვით, ქარელის სოციალური მომსახურების სააგენტომ ოჯახის სარეინტიგო ქულა არ დაიანგარიშა, ჩათვალა, რომ დეკლარაცია არაა შევსებული და ოჯახს სოციალური დახმარება არ დაუნიშნა. რამდენიმე წლის შემდეგ, 2017 წელს, მოქალაქემ ხაშურის სასამართლოს მიმართა და ქარელის სოციალური მომსახურების სააგენტოს წინაშე საჩივარი შეიტანა. მომჩივანის აზრით, მომსახურების სააგენტოს ქარელის განყოფილების წარმომადგენელს კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე უნდა შეევსო დეკლარაცია, დაეფიქსირებინა შესაბამისი ქონება და დათვლილიყო სარეინტიგო ქულა. ,,ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოქალაქეს თავისი შეხედულება ჰქონდა დეკლარაციის შევსების დროს მიწის ნაკვეთის ოდენობასა და უძრავი ქონების ფართთან დაკავშირებით, არ შეიძლება გამხდარიყო დეკლარაციის შევსებაზე უარის თქმის საფუძველი სააგენტოს მუშაკის მხრიდან, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოქალაქე არ უწევდა წინააღმდეგობას და თანახმა იყო შევსებულიყო დეკლარაცია, მხოლოდ აცხადებდა, რომ ჰქონდა თავისი მოსაზრებები საცხოვრებელ ფართთან და მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, უნდობლობას უცხადებდა ქარელის განყოფილებას“ - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
---
07.12.2018
მედიასაშუალება: https://bpn.ge/finansebi/51039-adgilobrivi-farmacevtuli-tsarmoebis-inspeqtireba-savaldebulo-gakhdeba.html?lang=ka-GE
ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების ინსპექტირება სავალდებულო გახდება
2019 წლის 1-ელი ივლისიდან GMP-ის ნაციონალურ ინსპექტორებს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების შემოწმების უფლებამოსილება ექნებათ. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრის თქმით, ინსპექტირების გავლა მომავალი წლიდან ნებაყოფლობითი იქნება, 2020 წლიდან კი სავალდებულო გახდება. ამასთან, GMP-ს 5 ნაციონალურ ინსპექტორს უფლებამოსილება ექნება, გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები და მწარმოებლებს GMP-ის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიანიჭონ. „მედიკამენტის მაღალი ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტია იმისათვის, რომ მოსახლეობისათვის შესაძლებელი იყოს შედარებით იაფი, მაღალხარისხიანი მედიკამენტების მიწოდება. საქართველოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლი მხოლოდ ნაწილობრივ ხორციელდებოდა. კერძოდ, ხორციელდებოდა მისი ლაბორატორიული და არჩევით კონტროლი, ხოლო წარმოების ფაზა რეალურად, საერთაშორისო სტანდარტებთან არ ფასდებოდა. ჩვენ გადავწვიტეთ, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა და საერთაშორისო სტანდარტი, რომლის აბრევიატურა არის GMP, ანუ კარგი წარმოების პრაქტიკა, დაგვენერგა ადგილობრივ წარმოებაში, რაც შესაძლებელი გახდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. დღეს უკვე გვყავს მომზადებული ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ინსპექტირების ჩატარება“, - აღნიშნა მინისტრმა. დავით სერგეენკოს თქმით, კომპანიები, რომლებიც ინსპექტირებას 2019 წელს არ გაივლიან, 2020 წლიდან, როდესაც აღნიშნული პროცედურა სავალდებულო გახდება, ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებენ. „კომპანიას, რომელსაც ექნება სურვილი, რომ 2020 წლამდე, წინსწრებით მიიღოს ეს სერტიფიკატი, უნდა გაიაროს ძალიან დეტალური ინსპექტირება. ეს პროტოკოლი გაწერილია. თუ 2019 წლის განმავლობაში ისინი ამ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, უბრალოდ არ მიენიჭებათ GMP სერტიფიკატი, ხოლო 2020 წლიდან, როდესაც სავალდებულო გახდება, ისინი უბრალოდ, ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ თუ ეს სერტიფიკატი ვერ მიიღეს“ , - აღნიშნა სერგეენკომ.
---
07.12.2018
14 წლის გიორგი სიმსივნეს ებრძვის - ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
14 წლის გიორგი ბიბილეიშვილს აქვს მენჯის ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე. გიორგის დანიშნული აქვს ოპერაცია იმპლანტაციის გზით, რომელიც სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. დახმარების მსურველებს შეუძლიათ ტანხა ჩარიცხონ „თიბისი ბანკის“ ანგარიშზე: GE41TB7897645061100079 მიმღები: ქეთევანი ბიბილეიშვილი
---
ბეჭდვითი მედია
10.12.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
სერგეენკოს სამედიცინო დახმარების ბრიგადა
ზვიად გამსახურდიას მკველობიდან ზუსტად 24 წლისა და 11 თვის თავზე "ასავალ-დასავალში" წერილი მოვიდა, რომელიც ყასაბ ექიმებისა და ვაი-უროლოგების - გურამ ქარაზანაშვილისა და ზაზა ჭანტურაიას მიერ აკეპილმა და დაინვალიდებულმა შოთა კაპანაძემ გვაახლა. წერილს ხელს აწერს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის დირექტორი, ვინმე ნინო ხუციშვილი. შეგახსენებთ, რომ ვინმე ნინო ხუციშვილი დავით სერგეენკოს იმ კორუმპირებული და ჩამპალი უწყების სააგენტოს მაღალჩინოსანია, რომლის ყოფილი უფროსი, ვინმე გია თვალავაძე ამ ცოტა ხნის წინათ სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით ვირის აბანოში გააბანავეს, ხოლო სულ ახლახან "სუს"-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორის მოადგილე, ვინმე ნუგზარ ჯანჯღავა დააკავეს, რომელსაც პროკურატურის ვერსიით, აფთიაქების მფლობელობის სანაცვლოდ სწორედ გია თვალავაძისთვის გადასაცემად დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ. პატივცემულო მკითხველო, საქმე ის გახლავთ, რომ 2018 წლის 31 დეკემბერს, ანუ სულ რაღაც სამ კვირაში, 25 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც სამეგრელოში ზვიად გამსახურდიას საფეთქელში "სტეჩკინის" ტყვია დაახალეს და საქართველოს თავისუფლებას ყელი გამოსჭრეს! ე. ი. თუ ვაი-პროფესორები გურამ ქარაზანაშვილი და ზაზა ჭანტურაია ხარ და მინისტრად დავით სერგეენკო გიზის, ვისაც რა გინდა, ის მოაჭერი, ხუთი წლის შემდეგ ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდები! დავით სერგეენკო ღირსეულ კადრებს, ეტყობა წმინდა სანთლით კი არა, ბუასილის სამკურნალო სანთლით დაეძებს და იმიტომაც მოიყარა ჯანდაცვის სამინისტროს უმაღლეს ეშელონებში თავი ამდენმა უკანალმა - ზაზა სოფრომაძით დაწყებული ნუგზარ ჯანჯღავათი დამთავრებული?!
---
10.12.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
სპეციალისტები ახალი მკვლელი ნარკოტიკის შემადგენლობის დადგენას ვერ ახერხებენ
სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი საქართველოში ისევ გამოჩნდა. როგორც ნარკოლოგები „რეზონანსთან“ აცხადებენ, ამ ნივთიერების მოხმარება მძიმე კომატოზურ მდგომარეობას იწვევს. სწორედ მსგავსი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა - ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად 3 ადამიანი მოიწამლა. მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრი დავით სუბელიანი აცხადებს, რომ ახალგაზრდებმა აღნიშნული ნივთიერება ერთ-ერთი ვებგვერდის საშუალებით შეიძინეს. მოწამვლა შესაძლოა გამოწვეული იყოს ერთ-ერთი სინთეზური ოპიოიდით, რომლის მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. სუბელიანია აცხადებს, რომ ნივთიერება, რომელიც უმძიმეს შედეგებს, მათ შორის, კომატოზურ მდგომარეობას იწვევს, ახალგაზრდებმა შეიძინეს, როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA. აღნიშნულ პირებს ამ ნივთიერების მიღების შემდეგ სხვადასხვა სიმპტომი გამოუვლინდათ. ნარკოლოგები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ, სავარუდოდ, მოწამლულ ადამიანებს ფენტანილის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ, თუმცა გადაჭრით ამის თქმა ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეეძლებათ. ნარკოლოგები არც იმას გამორიცხავენ, რომ თუ ეს ფენტანილი არ არის, საერთოდ ნივთიერების წარმომავლობის დადგენაც კი ვერ მოხდეს, რადგანაც ყოველდღიურად 100-მდე სხვადასხვა ნივთიერებები იქმნება, რომელთა ტესტები არ არსებობს და მისი დადგენა სპეციალისტებს უჭირთ. თუმცა ფენტანილის შემთხვევაში მისი მოქმედება 100-ჯერ აღემატება ჰეროინის მოქმედებას. წარმოდგენისთვის, ფენტანილის თერაპიული დოზა არის 50 მიკროგრამი, ჰეროინის კი - 5 მილიგრამი. სწორედ ეს განაპირობებს ფენტანილის მოხმარების შემთხვევაში ზედოზირების ძალიან მაღალ რისკს. მედიკოსების ინფორმაციით, მოწამლული ახალგაზრდების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორი ახალგაზრდის მდგომარეობიდან გამოყვანა და გამოფხიზლება მოხდა, ხოლო მესამე კვლავ კომატოზურ მდგომარეეობაშია და მისი გამოფხიზლება ჯერ ვერ ხერხდება. ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე „რეზონანსთან“ საუბარში ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ ბოლო დროს ინტერნეტით ნაყიდი ყველა ნარკოტიკული ნივთიერება სასწრაფოდ თავიდან მოიშორონ და მისი მიღება არაფრით არ სცადონ. ნარკოლოგი გვიყვება, რომ ყოველდღიურად ახალ-ახალი ნარკოტიკული ნივთიერებების შემქნა ხდება, რომელთა ტესტები არც კი არსებობს და მისი გამოვლენაც კი ვერ ხდება. ამიტომაც სპეციალისტები მათ წინააღმდეგ ფაქტობრივად უძლურები არიან. სიხარულიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის გამო, გადაჭრით რთული სათქმელია რით მოიწამლა სამი ახალგაზრდა. თუმცა, ფაქტია, რომ მათ მძიმე ინტოკსიკაცია მიიღეს და ერთ-ერთი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. „სამივე მათგანს ნივთიერების მიღების თანავე ძილიანობა დაეწყოთ. ორის გამოფხიზლება მალევე მოხდა, ხოლო მესამის მდგომარეობიდან გამოყვანა ვეღარ მოხერხდა. ის მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში კვირას გარდაიცვალა. „მსგავსი სიმპტომები, როგორც ვიცით, ფენტამინის მოხმარების დროს ვითარდება ხოლმე. იწყება ძილიანობა და შემდეგ ადამიანის კომაში ჩავარდნა ხდება. თუმცა, გადაჭრით მაინც ვერ ვიტყვით, არის თუ არა ეს ფენტანიმი, რადგანაც ყოველდღიურად 100-მდე სხვადასხვა სახის უცნობი ნივთიერებები იქმნება, რომელსაც მსგავის სიმპტომებიც შეიძლება ჰქონდეს. „სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, ის საჯარო არ ხდება და პროფესიული წრეებისთვისაც კი უცნობია, რა მოიხმარეს ახალგაზრდებმა. ეს ოჯახის გადასაწყვეტია, რომელსაც არ სურს, რომ პერსონალური ინფორმაციის გავრცელება მოხდეს. თუმცა სახელმწიფოს აქვს გარკვეული ბერკეტი, რომ ეს პროფესიულ წრეებში მაინც გაავრცელოს და ჩვენთვის, ნარკოლოგებისთვის მაინც ხელმისაწვდომი იყოს“, - აცხადებს სიხარულიძე „რეზონანსთან“. ნარკოლოგი ამბობს, რომ შესაძლოა ამ ნივთიერებას საერთოდ „ნაზლი“ ერქვას, ან რაღაც სხვა, თუმცა მის შემადგენლობაში რა შედის, კაცმა ვერც დაადგინოს. მისი თქმით, ექიმები ხშირ შემთხვევაში ნივთიერების გამოვლენას იმის გამო ვერ ახერხებენ, რომ მისი ტესტიც კი არ არსებობს და ის მსოფლიოში არსად რეგისტრირებულიც არ იყოს. ნარკოლოგი ამბობს, რომ პრევენცია ერთადერთი საშუალება ამ შემთხვევაში ახალგაზრდების ინფორმირებაა, რომ უცნობი სუბსტანცია არ მიიღონ. სიხარულიძე ამბობს, რომ ეს ნივთიერებები კლუბური ნარკოტიკის სახლითაც იყიდება, მისი გარჩევა საერთოდ შეუძლებელია და ახალგაზდები აქაც საკმაოდ დიდ შეცდომას უშვებენ. ნარკოლოგი თათა ასათიანი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ შესაძლოა სამი ახალგაზრდის მოწამვლის მიზეზი ფენტანილისს მიღება იყოს, რადგანაც სიმპტომები ამ ნივთიერების მოხმარებისას ემთხვევა. ნარკოლოგი ამბობს, რომ ამ ნივთიერებას ძილიანობა, შემდეგ სუნთქვის დათგრუნვა და კომატოზური მდგომარეობა ახასიათებს. ასათიანი ამბობს, რომ ფენტანილის მიღებისას დოზასაც მნიშვნელობა აქვს, თუმცა, მისი სიძლიერიდან გამომდინარე, დოზის გაკონტროლებაც რთულია, მითუმეტეს, როდესაც მომხმარებელმა ზუსტად არ იცის, რომ ფენტანილს იღებს. „პირველ რიგში პრევენციისთვის აუცილებელია, როგორც კი დაინახავენ, რომ ადამიანს ნივთიერების მიღების შემდეგ ეწყება შემდეგი სიპტომები - ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდგომარეობა - დაუყოვნებლივ სასწრაფო გამოიძახონ. ყოველ წუთს ამ შემთხვევაში შესაძლაო გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. „ფენტანილთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება, რითაც ადამიანი გამოჰყავთ, ნალოქსონია იგივე ნარკანია, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა. თუმცა, ეს პრეპარატი ჯერ ერთი, რომ რეცეპტის გარეშე არ გაიცემა, და მეორეც - ქვეყანაში მისი დეფიციტია. „ასევე არაფრით არ უნდა მივცეთ ადამიანს ასეთ შემთხვევაში ძილის საშუალება. მისი გამოფხიზლება ყველანაირი მეთოდით უნდა ვცადოთ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ნარკოლოგი. ზაფხულში 2 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სწორედაც, რომ ფენტანილი გახდა. სამხარაულის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, გარდაცვლილების სისხლსა და ორგანიზმში 4 ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა, მათ შორის არის ფენტანილი - სინთეზური ოპიოიდი. ორივე შემთხვევაში დასკვნაში წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ინტოქსიკაციაა, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მოქმედების შედეგად განვითარდა. ასევე, ორივე შემთხვევაში დასკვნებში ვკითხულობთ, რომ გარდაცვლილთა ორგანიზმში აღმოჩნდა შემდეგი ნივთიერებები: მეტადონი, ექსტაზი, ტენაამფეტამინი და ფენტანილი. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება 4 გარდაცვლილის შესახებ აქვს დაწყებული. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყანაში ნარკოტიკების დიდი ოდენობით შემოტანის ფაქტი აღკვეთეს და რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქე დააკავეს. ხოლო სულ ჯამში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო და 116 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამოღებულია: 35 კილოგრამი „ჰეროინი“, 6 კილო და 600 გრამი „კოკაინი“, 12 ათასამდე აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 3 კილოგრამამდე „მდმა“, ასევე, 1კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი.
---
10.12.2018
მედიასაშუალება: ალია
ავტომანქანების გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერი - კიბოს გამომწვევი ფაქტორი
---
08.12.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
შრომითი მოვალეობებისას დაშავდა 77 და გარდაიცვალა 35 ადამიანი
2018 წელს კვლავ მძიმეა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, მხოლოდ წლის პირველ ნახევარში შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 77 და გარდაიცვალა 35 ადამიანი. "2018 წლის მარტში მიღებულ იქნა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით დადგენილ რიგ ფუნდამენტურ პრინციპებს და ქმნის შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული ვალდებულებების აღსრულების მექანიზმს. თუმცა, მისი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამასთან, ზედამხედველ ორგანოს არ აქვს დამსაქმებელთან უპირობოდ დაშვების მანდატი. საერთაშორისო სტანდარტებით შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სანქცირების მექანიზმით აღჭურვილ შრომის ინსპექტორებს ქონდეთ უფლება თავისუფლად და წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღის ან ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შევიდნენ ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე და მოიკვლიონ. დადებითად უნდა შეფასდეს, საქართველოს პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ინიცირება, რომელიც ზემოაღნიშნულ ფუნდამენტურ პრინციპებს ითვალისწინებს. კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულ იქნა 31 ოქტომბერს, თუმცა მეორე მოსმენით მისი განხილვა არ დაწყებულა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აღნიშნული კანონის დროულად მიღებისა და ამოქმედების მნიშვნელობას", - ნათქვამია ანგარიშში.
---