From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-11.01.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 11.01.2019 09:04
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 11.01.2019

ტელევიზია

11.01.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა:ახალი ამბები 10:00

გრიპის ვირუსის შესახებ გადაცემის სტუმარია მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5803311

---

 

11.01.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა:ახალი ამბები 10:00

დღეიდან თბილისში სააფთიაქო ქსელი "ჯიპისი" მოქალაქეებისთვის უფასო აცრებს ჩაატარებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვირუსის პრევენციის მიზნით 1500 მსურველს მოემსახურებიან. გრიპის უფასო ვაქცინაცია ექსპრესკლინიკებში პეკინის 23 ნომერში, ვაჟა-ფშაველას 71-სა და ჭავჭავაძის 24 ნომრებში ჩატარდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5803310

---

 

11.01.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა:ახალი ამბები 10:00

ანტივირუსული მედიკამენტის ტამიფლუს ფასის კლებას უახლოეს დღეებში უდნა ველოდოთ - ამას მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი დირექტორი ამბობს. დავით სერგეენკოს მოწოდების შემდეგ პრეპარატის ფასის შემცირებაზე მწარმოებელი კომპანიის სათავო ოფისთან მოლაპარაკებები დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, როდის და რამდენით დაიკლებს წამლის ფასი. თუმცა, როგორც როშჯორჯიას დირექტორმა თქვა, აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ფასის გადახედვა. ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ მიმართა ფარმაკოლოგიურ კომპანიებს გაზრდილი ავადობის პერიოდში გამოიჩინონ სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის მზაობა და ტამიფლუზე შეძლებისდაგვარად დაწიონ ფასები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5803309

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5803235

---

 

11.01.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა:ახალი ამბები 10:00

პირველადი ჯანდაცვის ცენტრები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. უკვე მეხუთე დღეა დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა რაიონში ხუთი კლინიკა 24-საათის განმავლობაში იღებს პაციენტებს. მომსახურება, როგორც სატელეფონო, ისე ამბულატორიულ კონსულტაციას და ბინაზე ვიზიტს გულისხმობს. ექიმები გვირჩევენ მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებში პირბადის გარეშე სიარულს და არ მივმართოთ თვითმკურნალობას იმ შემთხვევაში თუ მაღალი ტემპერატურა რამდენიმე დღე გაგრძელდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5803306

---

 

11.01.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა:ახალი ამბები 10:00

ავადობის მაჩვენებელი არ იმატებს - ინფორმაციას ავრცელებს ამირან გამყრელიძე. მიმდინარე კვირის სტატისტიკა ხვალ გახდება ცნობილი. წინასწარი მონაცემებით კი ვითარება სტაბილურია. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება შემცირებულია, თუმცა მაღალია პირველდი ჯანდაცვის ცენტრებში მიმართვიანობის მაჩვენებელი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განმარტებით, მომატებულია იმ პაციენტების რიცხვი, რომლებიც ინტენსიურ და რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5803305

I არხი - მოამბე 09:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5803294

---

 

11.01.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 09:00

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა წითელას შემთხვევებმაც, ინფექციურმა საავადმყოფომ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე წითელას ინფექციით დაავადებული 63-ზე მეტი პაციენტი მიიღო. ბოლო ორი თვის მონაცმეებით წითელათი ინფიცირების 262 შემთხვევა ფიქსირდება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, პაციენტების უმრავლესობის ასაკი 20-დან 40 წლამდეა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5803299

---

 

11.01.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 09:00

ამ დრომდე მძიმეა იაშვილის კლინიკაში მოთავსებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. საავადმყოფოს დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით ამ დროისთვის კლინიკაში გრიპის ვირუსით 52 პაციენტი მკურნალობს. აქედან 41 პაციენტს H1N1 ვირუსი აღენიშნება. რაც შეეხება თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს ამ დროისათვის 14 მოზარდი მკურნალობს შედარებით მძიმეა 2 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებენ. თუმცა ექიმების თქმით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5803297

---

 

11.01.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 09:00

ოჯახის ექიმებთან სავარაუდო გრიპის სიმფტომებით პაციენტთა მიმართვიანობა წინა დღეებთან შედარებით შემცირებულია. ამის შესახებ საბურთალო მედკაპიტალის ოჯახის ექიმმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით ექიმები პაციენტებს კონსულლტაციას 112-ის გადმომისამართებით უწევენ. დამედიცინო ცენტრები უვე 4 დღეა H1N1 ვირუსის გამო 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5803296

---

 

11.01.2019

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 08:00

ჯანდაცვის მინისტრი კი დღეს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდება, შეაფასებენ კლინიკებში მიმართვიანობის დინამიკას და ჯანდაცვის ცენტრების მუშაობას. შეხვედრა  2 საათზე დაიწყება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5803247

---

 

11.01.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

ჯანდაცვის სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილება თუ არა სამედიცინო პირბადეების საკითხი უცნობია. გრიპის ვირუსის გავრცელებისა და არსებული რთული ვითარების ფონზე, აფთიაქებში კვლავ სააფთიაქო პროდუქტის დეფიციტია. მოქალაქეები სამედიცინო პირბადეებს კვლავ ვერ ყიდულობენ, მარაგი ამოიწურა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, აფთიაქების ნაწილი ვირუსების დროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებით დღეს შეივსება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5803209

---

 

10.01.2019

არხი:  რუსთავი2

გადაცემა:კურიერი 21:00

H1N1-ის მორიგი მსხვერპლი 22 წლის გოგონაა - ვირუსის ტიპის დასადგენად ლუგარის ლაბორატორიას 24 საათი სჭირდება 

http://rustavi2.ge/ka/news/123035?fbclid=IwAR3keVbxYnc0AfSoNjmIGg22D3L0E_TlMoR3Fo1B6lWSuFC3iFSPRGF8nvQ

---

 

10.01.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:ქრონიკა 20:00

გრიპის ვირუსი ოფიციალური ინფორმაციით H1N1 გარდაცვლილია 13 ადამიანი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802919

---

 

10.01.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00

კიდევ ერთი გარდაცვლილი. ამჯერად ვირუსს 22 წლის ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. მისი ავადმყოფობის ისტორია სადავოც გახდა და ოჯახმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს. საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა მიმართა. მან სააფთიაქო ქსელებს მოუწოდა ანტივირუსულ პრეპარატზე ფასი დაწიონ. ეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლინება იქნება, მიიჩნევს დავით სერგეენკო

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5803066

---

 

10.01.2019

არხი:  I  არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

ბოლო ერთ დღეში H1N1-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 12-დან 13-მდე გაიზარდა. დაავადების გავრცელების დინამიკის შედარებითი კლების ფონზე კვლავ მაღალია ჰოსპიტალიზების და გართულებული შემთხვევების მაჩვენებელი. ბოლო მონაცემებით, საავადმყოფოებში 845 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 44-ის მდგომარეობა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/main.php?lang=geo

---

 

10.01.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 15:00

დავით სერგეენკოს ბრიფინგი გრიპის ვირუსის შესახებ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802122

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802010

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802490

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802709

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802147

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802001

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802686

---

 

10.01.2019

არხი:   იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

მაღალი მიმართვიანობის მიუხედავად ქვეყანაში პანიკის საფუძველი და ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. მაია ლაგვილავას კომენტარი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5801934

---

 

10.01.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

22 წლის სალომე ქემაშვილის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ტიპის ვირუსი გახდა. ინფორმაცია ინფექციურ საავადმყოფოში დაადასტურეს, სადაც სალომე ქემაშვილი გუშინ გარდაიცვალა. ექიმების განმარტებით, გარდაცვალება დაგვიანებულმა მკურნალობამ და გრიპის შემდგომმა ენცეფალიტმა გამოიწვია. სალომე ქემაშვილი კლინიკაში, გასულ კვირას, ბორჯომიდან გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას ახალგაზრდა უკვე მართვით სუნთქვაზე იყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802702

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5801790

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5801597

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802512

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802181

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802011

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5801964

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802587

კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802889

---

 

10.01.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

ლუგარის ლაბორატორია: რუსული პროპაგანდა და რეალობა - "კურიერმა" ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკის ცენტრი მოინახულა (პირველი ვიდეო ფაილი) დავით სერგეენკოს ბრიფინგი (მეორე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802682

---

 

10.01.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

H1N1 ვირუსი - იაშვილის კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან ორი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802678

---

 

10.01.2019

არხი:   პალიტრა ტვ

გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძის განაცხადებით ქვეყანაში ძირითადად H1N1 ვირუსი ცირკულირებს, თუმცა 4-5 შემთხვევა არის H3N2 ვირუსი . მისივე თქმით, გრიპის ვირუსის 230 შემთხვევიდან 98% არის H1N1. გამყრელიძის ინფორმაციით ერთეულ შემთხვევაში დადასტურდე ბ ტიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებიც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802356

---

 

10.01.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 15:00

პირველადი ჯანდაცვის ცენტრები მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა რაიონში ხუთი კლინიკა პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში ემსახურება. მომსახურება გულისხმობს როგორც სატელეფონო, ისე ამბულატირიულ კონსულტაციას და ბინაზე ვიზიტს. ექიმების ინფორმაციით, მიმართვიანობა მაღალია, თუმცა გასულ თვესთან შედარებით მშემცირებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802101

---

 

10.01.2019

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 18:00

გრიპის ვირუსის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა უმაღლეს სასწავლებლებშიც აჭარაში (პირველი ვიდეო ფაილი).  ვირუსის გამო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლება საქართველოსთან საზღვარზე ე.წ კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს (მეორე ვიდეო ფაილი). უნდა გაკეთდეს თუ არა აცრები გრიპის პრევენციის მიზნით, მედიკოსები რეკომენდაციებს იძლევიან (მესამე ვიდეო ფაილი). საგანგებო რეჟიმში მუშაობს ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი.(მეოთხე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802789

---

 

10.01.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე

უცხოეთში დასაქმების მსურველთა საკიხზე ახალი სტრუქტურა მიგრაციის საკითხთა სამმართველო იმუშავებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა. იგეგმება სააგენტოების ბაზების გაერთიანება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული სამუშაო ვაკანსიების მოძიება, რის შემდეგაც მიგრაციის საკითხთა სამმართველო უცხოეთში სამუშაოს მაძიებლებს კონკრეტულ შეთავაზებებს გააცნობს და გამგზავრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაშიც დაეხმარება. გადაცემის სტუმარია ელზა ჯგერენაია - ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802618

---

 

10.01.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

შრომის უსაფრთხოების კანონის ფარგლებში სავალდებულო დაზღვევის წესები და პროცედურები დადგინდება. შესაბამისად, განისაზღვრება, თუ რა პირობებით უნდა დააზღვიონ დამსაქმებლებმა დასაქმებულები უბედური შემთხვევისგან. როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში განმარტავენ, ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და მიმდინარე წლის სექტემბრისთვის განისაზღვრება ის პირობები და ლიმიტები, რისი მიხედვითაც კომპანიებმა დასაქმებულები უნდა დააზღვიონ. უშუალოდ დადგენილი პირობებით სადაზღვევო პაკეტების შეძენის ვალდებულება კი ბიზნესს უკვე სავარაუდოდ მომავალი წლიდან ექნება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802721

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802616

---

 

10.01.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 15:00

2018 წელს შემოწმებული 90 კომპანიიდან შრომის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული დარღვევა ყველა მათგანში დაფიქსირდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5802143

იმედი - იმედის დილა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5801880

---

 

ინტერნეტი

11.01.2019

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/h1n1-virusit-28-tslis-chokhataureli-bichi-gardaitsvala

H1N1 ვირუსით 28 წლის ჩოხატაურელი ბიჭი გარდაიცვალა

---

11.01.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministro-gripis-viruss-moumzadebeli-shexvda

ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის ვირუსს მოუმზადებელი შეხვდა

გრიპი, გაციება, სურდო, A(H1N1) - ზამთარის ვირუსი არავის უკვირს და ყველამ იცის, რომ ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი ქვეყანა არ არის. ევროპის ბევრ ქალაქში დღეს გრიპი ფართოდაა გავრცელებული და ასეა ყოველწლიურად. მეტიც, ხშირად იგი ეპიდემიის სახესაც ღებულობს და მათ შორის ღორის გრიპიც აქტუალურია. თუმცა საქართველო ამ მიმართულებაშიც აღმოჩნდა გამონაკლისი - სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ადგილობრივი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გრიპის ვირუსს მოუმზადებელი შეხვდა. აღნიშნულს დარგის სპეციალისტებიც ადასტურებენ, „კომერსანტი“ ესაუბრა ჯანდაცვის ექპერტებს, რომელთა იდენტიფიკაციას გასაგები მიზეზების გამო არ ვახდენთ. მათი თქმით, დღევანდელმა მდგომაროებამ საბოლოოდ და ნათლად გამოავლინა ჯანდაცვის სამინისტროსა და მთლიანი სისტემის არაპროფესიონალიზმი. „უკვე ყველა ხვდება იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აბსოლუტურად მოუმზადებელი ხვდება გრიპის მორიგ აფეთქებას. არადა, სტატისტიკურად 3-4 წელიწადში ერთხელ გრიპის მასობრივი აფეთექება ხდება და ზუსტად წელს უწევდა ეს პერიოდი. ეს მთელმა მსოფლიომ იცის და ქვეყნები წინასწარ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ, ჩვენთან კი მსგავსი არაფერი მომხდარა. პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს უნდა გამოეცა ბიულეტენი, სადაც მითითებულია ვინ, როგორ იქცევა ეპიდემიის დროს. სამინისტროს კი თავის ვებ-გვერდზე 2009 წლის, ანუ 10 წლის წინანდელი სახელმძღვანელო-რეკომედაცია აქვს გამოქვეყნებული, რაც დღევანდელ რეალობას აღარ შეესაბამება. ბრიტანულ მედიცინას, ამერიკული ჯანდაცვის გაერთიანებებს უკვე სხვა სახელმძღვანელოები აქვთ შემუშავებული ეპიდემიის საბრძოლველად. აი, აქედანაც კი ჩანს როგორია სახელწმიფოს დამოკიდებულება დღეს არსებული სიტუაციისადმი“,- აღნიშნავს ექსპერტი. დარგის სპეციალისტების შეფასებებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და მთლიანი სისტემის არაპროფესიოანლიზმი გამოიხატა შემდეგში: ჯანდაცვის სამინისტროს არ დაუანონსებია, რომ გრიპი მოსალოდნელი იყო მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოდან. აღნიშნულ საკითხე საზოგადოებისთვის სექტემბრის თვეში უნდა ეცნობინებინა; სამინისტროს დაანონსების პარალელურად უნდა გაეცა რეკომედაცია ვაქცინაციაზე (აცრა სასურველია სექტემბერი-ოქტომბრის თვეში გაკეთდეს); ვაქცინაცია უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი და როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, საქართველოშიც ამ ხარჯებს სახელმწიფო უნდა ფარავდეს; ღორის გრიპი - ის ასევე მოსალოდენლი იყო როგორც წინა წლებში. შესაბამისად ჯანდაცვის სამინისტროს თავის დროზე მასზეც უნდა გაემახვილებინა ყურადღება და ეწარმოებინა შესაბამისი კამპანია; ტამიფლუ - ღორის გრიპის ეფექტური სამკურნალო საშუალება. დღეს ქვეყანაში მედიკამენტის საკმარისი რაოდენობა არ გვაქვს, მეტიც დეპიციტშია. მნიშვნელოვანია, რომ მისი მიწოდება ბევრად გამარტივებული იყოს. თავის დროზე მედიკამენტის შესაბამისი რაოდენობით უნდა მომარაგებულნიყვნენ სააფთიაქო ქსელები და ფასიც გონივრული დაედგინათ. ასეთ შემთხვევაში დღევანდელი პანიკა არ იქნებოდა; სტაციონარები - სულ ცოტა ხნის წინ გადავიდნენ ჯანდაცვის ცენტრები 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე, რაც დაგვიანებულია. ეს პროცესი დეკემბერში უკვე დაწყებული უნდა ყოფილიყო. დარგის სპეციალისტების შეფასებით ზუსტად ეს ფაქტორები უნდა გაეთვალისწინებინა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავის დროზე, რათა დღევანდელი მდგომაროება ბევრად ადვილი და მარტივი გადასატანი ყოფილიყო. „კომერსანტის“ კითხვაზე, თუ რატომ დგება საზოგადოება ყოველწლიურად ერთიდაიგივე პრობლემის წინაშე და რატომ არ იღებს ჯადანცვის სამინისტრო შესაბამის ზომებს - ეპქერტების შეფასებები ასეთია: -„ერთგვარი ტრადიცია გახდა უკვე ეს ყველაფერი. ჯანდაცვის სამინისტრომაც მშვენივრად იცის რა და როდის უნდა გააკეთოს, მაგრამ მისთვის პრიორიტეტი სხვა რამაა. ზოგადად სისტემაშია პრობლემა - ჩვენ ვანვითარებთ ავადობის მედიცინას და არა ჯანმრთელობის მედიცინას. ეს გულისხმობს იმას, რომ პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ პრევენციასა და პროფილაქტიკაზე ყველა მიმართულებით. ასეთ ვითარებაში გამოვა, რომ ვზრუნავთ საზოგადოების ჯანმრთელობაზე. თორემ მერე შესაძლოა გვიანიც აღმოჩნდეს და გვაქვს ამის ნათელი მაგალითებიც“. -„უკვე ათეული წელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასწორი მიმართულებით იხარჯება თანხები. ბევრი გვესმის პირველადი ჯანდაცვის განვითარებისა და მისი დაფინანსების შესახებ და ამ დროს არაფერი კეთდება. საზოგადოებრივ ჯანდაცვაში სწორედ ის სეგემენტი შედის რასაც ოჯახის ექიმი, ვაქცინაცია, იმუნიზაცია ჰქვია და ყველა ქვეყანაში ეს არის უფასო. უფრო სწორად სახელმწიფო აფინანსებს“. — რა თქმა უნდა, თუ ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს, რომ პრობლემას მიუდგეს სერიოზულად, მაშინ დორულადაც გაატარებს პრევენციულ ღონისძიებებს. ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს რატომ არ დგამს ადეკვატურ ნაბიჯებს; იგივე ლუგარის ლაბორატორიაზეც ითქვა, რომ ამ გზით ვიღაც ფულს შულობს. ეს არავინც იცის და საჭიროა საკითხით პროკურატურაც დაინტერესდეს. საერთო ჯამში კი გეტყვით, რომ რომ არა სისტემის არაპროფესიოანალიზმი ის შედეგები არ გვექნებოდა, რაც გვაქვს.

---

 

11.01.2019

მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/51889-parmacevtulma-kompaniebma-antivirusul-preparat-tamipluze-pasebis-daceva-daicqes/

ფარმაცევტულმა კომპანიებმა ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასების დაწევა დაიწყეს

ფარმაცევტულმა კომპანიებმა ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასების დაწევა დაიწყეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში განუცხადეს, პრეპარატს ისინი უკვე თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით ყიდიან. „ავერსის“ აფთიაქებში “ტამიფლუს” ფასი ამჟამად 68 ლარია. რაც შეეხება მარაგებს, ამ დროისთვის პრეპარატი მხოლოდ რამდენიმე აფთიაქში გვაქვს, თუმცა, მარაგების შევსებას სამინისტროდან ორ დღეში ველოდებით. მომხმარებელს „ავერსის“ ვებ-გვერდზე პროდუქტის ძიების ველში შეუძლია ჩაწეროს პრეპარატის დასახელება და ნახავს, რომელ მისამართებზე შეეძლება „ტამიფლუს“ შეძენა“, - აცხადებენ „ავერსში“. თავის მხრივ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პსპ“-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორმა თორნიკე გურულმა განუცხადა, მათ სააფთიაქო ქსელშიც „ტამიფლუ“ უკვე თითქმის თვითღირებულების ფასად იყიდება. „პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან შესაძენი ფასი 67,26 ლარია, ხოლო ქსელში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი. მედიკამენტი იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება იმაზე, რომ აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებია, მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. „პსპ“-ს სააფთიაქო ქსელში არც პირბადეებზე და არც გაციებისა და გრიპის სამკურნალო მედიკამენტებზე დეფიციტი არაა და მომხმარებელი, როგორც წესი, ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასად იღებს“, - განაცხადა თორნიკე გურულმა. ცნობისთვის, მედიკამენტ “ტამიფლუს” 10 კაფსულის ღირებულება საქართველოში 72.00 ლარიდან 99 ლარამდე მერყეობდა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/528296-parmacevtulma-kompaniebma-antivirusul-preparat-tamipluze-pasebis-daceva-daicqes/

---

 

11.01.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/202634-davith-sergeenko-sezonuri-gripis-virusthan-dakavshirebith-dghes-klinikebis-khelmdzghvanelebs-shekhvdeba.html?lang=ka-GE

დავით სერგეენკო სეზონური გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, დღეს კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, დღეს სეზონური გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდება. სამინისტროს ინფორმაციით, დავით სერგეენკო კლინიკების ხელმძღვანელებისგან გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას მოისმენს. შეგახსენებთ, რომ გუშინ დავით სერგეენკომ ფარმაცევტულ კომპანიებს მიმართა და ანტივირუსული პრეპარატის, "ტამიფლუს" ღირებულების დაწევისკენ მოუწოდა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/528284-davit-sergeenko-sezonuri-gripis-virustan-dakavshirebit-dges-klinikebis-xelmzgvanelebs-shexvdeba/

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528227-davit-sergeenko-dgeis-mdgomareobit-gripis-virusit-gardacvalebis-13-shemtxvevaa-dapiksirebuli/

დავით სერგეენკო - დღეის მდგომარეობით, გრიპის ვირუსით გარდაცვალების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზების რაოდენობა 845-მდე გაიზარდა, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებებში მოთავსებულთა რაოდენობა 44-მდე. ამის შესახებ მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მაჩვენებლები იმაზე მეტყველებს, რომ დაავადება სერიოზულია. „დღევანდელი მდგომარეობით დინამიკა ასეთია - დაავადების რაოდენობები მცირდება, რაც ცალსახად პოზიტიურია, თუმცა ისეთ შემთხვევებში, სადაც უკვე განვითარდა გრიპი, დაავადებები მძიმედ მიმდინარეობს. ჰოსპიტალიზების რაოდენობა 616-დან გაიზარდა 845-მდე და თუკი თუკი გუშინ 39 პაციენტი იყო რეანიმაციულ განყოფილებებში, დღევანდელი მაჩვენებლებით ეს რიცხვი 44-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება სერიოზულია, მას მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება. დღეის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალებების შემთხვევა არის 13, თითოეული მათგანი დიდი ტრაგედიაა და მე არასწორად მიმაჩნია, რომ თითოეულის ჭრილში ვისაუბროთ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ ზოგადად, ეს არის ერთის მხრივ თანმდევი დაავადებები და მეორეს მხრივ, ის გარდაუვალი გართულებების პროცენტი, რაც არის 0,3%, რაც გრიპის წილად მოდის მთლიანი გარდაცვალებების სტატისტიკაში, ხოლო ბოლო არის გვიანი მიმართვა ექიმისადმი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ინფო-9 http://www.info9.ge/chven-shesakheb/202615-davith-sergeenko-dgheis-mdgomareobith-gripis-virusith-gardacvalebis-13-shemthkhvevaa-dafiqsirebuli.html?lang=ka-GE

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/davit-sergeenko-dgeis-mdgomareobit-gripis-virusit-gardacvalebis-13-shemtxvevaa-dafiqsirebuli

პრაიმთაიმ.ჯი- https://primetime.ge/news/1547120539-845-%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/142656-sergeenko-h1n1-it-gardacvlilia-13-adamiani-reanimaciashia-44

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=194329-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D,%20%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98,%20%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98

პია.ჯი-https://pia.ge/post/242039-davit-sergeenko-dreis-mdgomareobit-gripis-virusit-gardacvalebis-13-semtxveva-fiqsirdeba  

რეგინფო.ჯი- https://reginfo.ge/people/item/11853-gripis-virusit-gardazvalebis-13-shemtxvevaa-dapiqsirebuli-%E2%80%93-jandazvis-ministri

აიპრე.ჯი- https://ipress.ge/new/davith-sergeenko-virusuli-gripis-daavadebis-raodenoba-mtsirdeba/?fbclid=IwAR3DqGxHGTvJiSKp2aBkyCkalLJnDh6xq0TY0ZjJOgVW8zaXTG3MGEmErl0

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/202624-davith-sergeenko-moqalaqeebs-mimarthavs.html?lang=ka-GE

დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს

ანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს და იმ სიმპტომების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომელიც გრიპის ვირუსს ახასიათებს. სერგეენკო მოქალაქეებს ურჩევს, კონკრეტული სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ ექიმს მიმართონ. "თუკი ყველასთვის ცნობილი გაციების სიმპტომები იწყება სწრაფად, რამდენიმე საათის განმავლობაში, ან ყველასთვის კარგად ცნობილი გაციების სიმპტომები იწყება უჩვეულოდ აგრესიულად, თუკი ადამიანი ამბობს, რომ გავციებულვარ, თავი ადრეც მტკიებია, მაგრამ ასე არასოდეს, გავციებულვარ, ყელი მტკიებია, ან ხველა მქონია, თუმცა ასე არასოდეს, ეს მოცემულობები არის ჩვენება იმისათვის, რომ ადამიანმა კონსულტაციისთვის მიმართოს ოჯახის ექიმს. თუ ჩვენი გაციების სურათი ვითარდება, ანუ ისე ავად არის, როგორც აქამდე, მაგრამ პლუს ადამიანი არის კიდევ სხვა დაავადების მატარებელი, ორსული, მელოგინე, ან ასაკოვანი, ესეც ჩვენება არის იმისთვის, რომ მიმართოს ოჯახის ექიმს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528252-davit-sergeenko-parmacevtul-kompaniebs-mimartavs-antivirusul-preparat-tamipluze-pasebi-dacion/

დავით სერგეენკო ფარმაცევტულ კომპანიებს მიმართავს, ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასები დაწიონ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაკოლოგიურ კომპანიებს მიმართავს, გაზრდილი ავადობის პერიოდში გამოიჩინონ სოციალური, კორპორაციული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასები დაწიონ. ამის შესახებ დავით სერგეენკომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამის რეზერვი და შესაძლებლობა ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც „ტამიფლუს“ დისტრიბუციას ახდენენ, აქვთ. "ტამიფლუს" მწარმოებელი არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში ყიდის ამ პრეპარატს. თუკი ვინმე ნახულობს, რომ პაციენტისთვის საზღვარგარეთ უფრო იაფი ჯდება არა იმიტომ, რომ წამალია იაფი, არამედ, ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო, საყოველთაო ჯანდაცვა ან კერძო სადაზღვევო პაკეტი უზრუნველყოფს თანაგადახდის ძალიან მაღალ, თითქმის 90 პროცენტს და ეს მცირე ფასი არის დარჩენილი პროცენტი. ჩვენ რა ფასადაც ვყიდულობთ, მე არ მაქვს ახლა ამის გაჟღერების უფლება, რადგან მეორე მხარემ ამის შესახებ უნდა იცოდეს. თუმცა, მექნება მიმართვა ფარმაკოლოგიური კომპანიებისადმი, რომლებიც ამ პრეპარატის დისტრიბუციას აკეთებენ, განიხილონ შესაძლებლობა გაზრდილი ავადობის პერიოდში გამოიჩინონ სოციალური, კორპორაციული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად ამ კონკრეტულ პრეპარატზე ფასები დაწიონ. ჩემი შეხედულებით, ამის რეზერვი და რესურსი მათ აქვთ", - განაცხადა სერგეენკომ. რაც შეეხება არალეგალურ გადაყიდვებს და "შავ ბაზარზე" პრეპარატის გაყიდვას, დავით სერგეენკოს თქმით, ამის რისკი ადრე იყო C ჰეპატიტის პირველი გენერაციის წამალზე და სპეციალური დაცვა ჰქონდა სამინისტროს, მაგრამ ახლა ამის საჭიროება პრეპარატ „ტამიფლუს“ შემთხვევაში არ არის. "მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო თავისი მარაგებიდან უფასოდ გასცემს სოციალურად დაუცველებზე, ხანდაზმულებზე, ორსულებზე და მელოგინეებზე პრეპარატს, იმის რისკი, რომ ადამიანმა ეს პრეპარატი გამოიტანოს და გადაყიდოს, მიზერულად მეჩვენება. სოციალურად დაუცველს, რომ ექიმი გამოუწერს პრეპარატს, წავა, გამოიტანს და გადაყიდის, ამის ალბათობა დაბალი მგონია", - განაცხადა სერგეენკომ. მინისტრის ინფორმაციით, ჯანდაცვის უწყების რეზერვი ხვალ 10 ათასი კოლოფი „ტამიფლუთი“ შეივსება. „ტამიფლუ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს და თვითნებურად მიღება არ შეიძლება. ცალსახა რეკომენდაციაა, მიმართონ ექიმს და მისი დანიშნულებით დაიწყონ მიღება თუკი ამის საჭიროება იქნება. გრიპის ავადობის დასაწყისისთვის ქვეყანაში არსებობდა 7 ათასი კოლოფის მარაგი. გაზრდილი ავადობის დროს, როდასაც აფთიაქებში 2-3 დღიანი დეფიციტი გაჩნდა, ჩვენ გადავეცით 800 კოლოფი. ჩვენს მარაგებში გვქონდა 3 ათას კოლოფზე მეტი, რომელიც 800 კოლოფამდე გაიცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით, დანარჩენი რჩება მარაგში. მივეცით შეკვეთა და ხვალ 10 ათასი კოლოფით ავსებს სამინისტრო თავის მარაგებს. ეს არის სავსებით საკმარისი, რომ ამ სეზონზე გამოწვევებს ვუპასუხოთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სააფთიაქო ქსელებიც ავსებენ მარაგს 3000 კოლოფით", - განაცხადა სერგეენკომ.

ინფო9-http://www.info9.ge/chven-shesakheb/202625-sergeenko-afthiaqebs-tamifluze-fasis-datsevisken-moutsodebs.html?lang=ka-GE

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=194349-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%A3

პია.ჯი- https://pia.ge/post/242037-sergeenko-aftqiebs-tamiflus-fasis-dawevisken-mouwoda

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=77349

პრაიმთაიმ.ჯი- https://primetime.ge/news/1547123336-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%97

ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/51876-davit-sergeenko-parmacevtul-kompaniebs-moucodebs-antivirusul-preparat-tamipluze-pasebi-dacion/

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/sergeenko-aftiaqebs-tamiflus-gaiafebisken-mouwodebs---ras-pasuxoben-kompaniebi-ministrs/28317

სერგეენკო აფთიაქებს “ტამიფლუს” გაიაფებისკენ მოუწოდებს - რას პასუხობენ კომპანიები მინისტრს?

სერგეენკო აფთიაქებს “ტამიფლუს” გაიაფებისკენ მოუწოდებს - რას პასუხობენ კომპანიები მინისტრს?

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც ქვეყანაში პრეპარატ “ტამიფლუს” რეალიზაციას ახორციელებენ “სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისა და შეძლებისდაგვარად პრეპარატის გაიაფებისკენ მოუწოდებს.” თავად ფარმაცევტული კომპანიების განცხადებით კი, ისინი “ტამიფლუს” რეალიზებას ყოველგვარი მოგების გარეშე ახდენენ. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ტამიფლუს” მწარმოებლებისგან 67.26 ლარად ყიდულობენ, ხოლო სარეალიზაციო ქსელში კი მისი ფასი 68 ლარს შეადგენს. “გვინდა მოგახსენოთ, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან იძენენ 67,26 ლარად, ხოლო ქსელებში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი და იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება მასზედ, რომ ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ - მიზანმიმართულად მომზადებული „შავი პიარია“, შეცდომაში შეყავს მოსახლეობა და ემსახურება მხოლოდ უარყოფითი განწყობის შექმნას,”- ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ღორის გრიპის ვირუსთან საბრძოლველად ქვეყანაში სათანადო რაოდენობის მედიკამენტებია მობილიზებული. მისივე თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში სტატისტიკაც არ შეცვლილა და ე.წ ღორის გრიპით, ამ დროის მონაცემებით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ბიეფემ.ჯი-  http://bfm.ge/farmacevtuli-kompaniebis-asociacia-qselebshi-tamiflus-fasi-68-laria-apelireba-imaze-rom-kompaniebi-am-medikamentze-zemogebebs-igheben-shavi-piaria/

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/saqartveloshi-tamiflu-96-laric-rom-girdes-dzalian-normaluri-fasia-saaftiaqo-qselebis-shefasebebi

„საქართველოში „ტამიფლუ“ 96 ლარიც რომ ღირდეს, ძალიან ნორმალური ფასია“ - სააფთიაქო ქსელების შეფასებები

ე.წ „ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო პრეპარატი “ტამიფლუ“ საქართველოში საშუალოდ 68-100 ლარი ღირს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით კი, მაგალითად გერმანიაში „ტამიფლუს“ ფასი 5 ევროა, თურქეთში კი მისი შეძენა 20 ლარადაა (40 ლირა) შესაძლებელი. ამავე ინფორმაციით, რუსეთში „ტამიფლუს„ ფასი 45-50 ლარს შეადგენს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რალურია თუ არა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია „ტამიფლუს“ ფასებთან დაკავშირებით და ღირს თუ არა რეალურად „ტამიფლუ“ საქართველოში ძვირი? დასაწყისისთვის აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც ქვეყანაში პრეპარატ “ტამიფლუს” რეალიზაციას ახორციელებენ “სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისა და შეძლებისდაგვარად პრეპარატის გაიაფებისკენ მოუწოდებს.” რაც შეეხება თავად კომპანიების პოზიციას: ფარმაცევტულ კომპანია „ავერსში“ აცხადებენ, რომ „ტამიფლუს“ ფასი 67 ლარს შეადგენს და მის იმპორტს საქართველოში, მწარმოებელი კომპანია „ჰოფმან-ლა როში“ წარმომადგენლობა ახორციელებს. „ესენი გვაწვდიან მედიკამენტს და ფასწარმოქმნასაც ეგენი გვთავაზობენ. ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ. მათ კითხეთ ფასებზე“-განმარტავენ „ავერსში“. როგორც სააფთიაქო ქსელ პსპ-ში განაცხადეს, პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან შესაძენი ფასი 67,26 ლარია, ხოლო ქსელში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი. მედიკამენტი იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება იმაზე, რომ აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებია მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. პსპ-ს სააფთიაქო ქსელში არც პირბადეებზე და არც გაციებისა და გრიპის სამკურნალო მედიკამენტებზე დეფიციტი არაა და მომხმარებელი, როგორც წესი, ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასად იღებს. “ჯი-პი-სის” ვებ გვერდზე არსებული მონაცემებს მიხედვით ირკვევა,მედიკამენტ “ტამიფლუს” ღირებულება 93.83 ლარია. ასვე აღნიშნულია,რომ მედიკამენტებს მოქალაქეები უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით შეიძენენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ დანარჩენ დეტალებზე ხვალ, ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში განმარტავენ. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი ვატო სურგულაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საქართველოში „ტამიფლუს“ ფასი ნორმალურია. სხვადასხვა ქვეყნებში 1 კაფსულის საშუალო ფასი 4-8 დოლარს შეადგენს,10 კაფსულა კი 40-80 დოლარი გამოდის. იგივე ამერიკის ბაზარი, იქ ტამიფლუს ფასი 48 დოლარიდან 123 დოლარამდე მერყეობს. „თურქეთში თუ იაფია, ეს არ არის შვეიცარიული „ტამიფლ უ“, ის არის ადგილობრივი თურქული უხარისხო მედიკამენტი, თურქეთშივე წარმოებული.იგივე გერმანიაში, როდესაც საუბრობენ რომ იქ „ტამიფლუ“ 5 ევრო ღირს, ეს 1 კაფსულის ფასია, 10 ცალი 50 ევრო გამოდის. ეს ძვირი მედიკამენტია. საქართველოში 96 ლარიც რომ ღირდეს, ძალიან ნორმალური ფასია. ბოლო პერიოდში გაძვირდაო რომ ამბობენ, გაძვირდებოდა, დოლარის კურსს შეხედეთ რამდენია. იმპორტიორმა კომპანიამ შემოიტანა და თავის ზარალზე ხომ არ წავა? ზუსტად ის დანამატია, ლარი რამდენი პუნქტითაც გაუფასურდა“-აღნიშნავს სურგულაძე. მისივე მტკიცებით, მსგავსი შემთხვევები ყოველთვის მოხდება და ამისითვის პირველადი ჯანდაცვის განვითარება აუცილებელია. აღნიშნულ საკითხზე დღეს განცხადება „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამაც“ გაავრცელა. მათი განმარტებით, გრიპისა და გაციების მედიკამენტების დეფიციტის არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფარმაცევტულ ბაზარზე გრიპის და გაციების მედიკამენტების დეფიციტი დღესდღეობით არ ფიქსირდება. რაც შეეხება პრეპარატ „ტამიფლუს“, ასოციაციის განცხადებით, არც ამ პრეპარატის დეფიციტი შეინიშნება. გარდა ამისა, „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ აღნიშნავს, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა აფთიაქები „ტამიფლუს“ რეალიზაციით ზემოგებას იღებენ. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე დღესდღეობით არ ფიქსირდება გრიპის და გაციების მედიკამენტების დეფიციტი, შესაძლებელია იყოს მხოლოდ ლოკალური ხასიათის შეფერხება კონკრეტულ ობიექტზე/აფთიაქში, რომლის მარაგებიც სისტემატურად ივსება, ხოლო რაც შეეხება პრეპარატ „ტამიფლუს“, მისი მარაგი საკმარისად არის ბაზარზე და პერიოდულად ხდება შევსება. ამასთანავე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამარაგა სააფთიაქო და საავადმყოფოების ქსელი აღნიშნული მედიკამენტით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყანაში გაზრდილი მოთხოვნისა და თითოეული მომხმარებლის დაკმაყოფილება. ასევე, მიუღებელია გარკვეული ჯგუფების მცდელობა ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შეეცადონ შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა აფთიაქები „ტამიფლუს“ რეალიზაციით ზემოგებას იღებენ. გვინდა მოგახსენოთ, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან იძენენ 67,26 ლარად, ხოლო ქსელებში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი და იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება მასზედ, რომ ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ - მიზანმიმართულად მომზადებული „შავი პიარია“, შეცდომაში შეყავს მოსახლეობა და ემსახურება მხოლოდ უარყოფითი განწყობის შექმნას. „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ და მისი წევრები გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგიწოდებთ, გრიპისა და გაციების სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს,” - ნათქვამია განცხადებაში. „ტამიფლუს“ ფასებზე დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობაც მოიხსნა და განაცხადა, რომ კითხვაზე, რატომ ღირს „ტამიფლუ“ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ძვირი, პასუხი თავისუფალი საბაზრო პრინციპით მომუშავე სააფთიაქო სისტემაში უნდა ვეძებოთ. ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ არეგულირებს მედიკამენტების ფასებს და არც იმ ასორტიმენტს, რაც შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და რაც კერძო ქსელის სააფთიაქო დაწესებულებებში განთავდება. „ეს ეხება ნებისმიერ პრეპარატს.დღეს საქართველოში 15 000-მდე პრეპარატია რეგისტირებული,მათ შორისაა „ტამიფლუ“.ისინი მათი მფლობელების შეხედულებისამებრ შემოდის საქართველოს ბაზარზე, რა თქმა უნდა კანონის დაცვით. ის მარაგები, რაც სახელმწიფოს მიერ მიჩნეულია, რომ უნდა გააჩნდეს ქვეყანას, მათი შესყიდვა სახელმწიფო პროგრამებით ხდება. ამ კუთხით „ტამიფლუც“ შესყიდულია“-აღნიშნავს დარახველიძე. „კომერსანტის“ კითხვაზე, რატომ არის „ტამიფლუ“ სხვა ქვეყნებში იაფი, ვიდრე საქართველოში, დარხველიძე აღნიშნავს, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ფასწარმოქმნა, შესაბამისად, მისი სხვა ქვეყნებთან შედარება შეუძლებელია. ცნობისთვის, ანტივირუსული პრეპარატი “ტამიფლუ” სოციალურად დაუცველებისა და ორსულების გარდა, უფასოდ გაიცემა ბავშვებზეც, პენსიონერებზე, ონკოლოგიურ და სხვა ტიპის დაავადებულ ადამიანებზეც. “ტამიფლუ“ თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – “პე-ეს-პეში“, “ავერსში“, “ჯი-პი-სისა“ და “ფარმადეპოში“ იყიდება.

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528261-davit-sergeenkos-gancxadebit-lugaris-laboratoriis-cinaagmdeg-saubrebi-rusuli-narativis-nacilia/

დავით სერგეენკოს განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ საუბრები რუსული ნარატივის ნაწილია

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია სრულიად უსაფრთხოა. მისი თქმით, ლაბორატორიის წინააღმდეგ საუბრები რუსული ნარატივის ნაწილია. ,,ლუგარის ლაბორატორია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურაა, რაც კი არსებობს რეგიონში. თავის დროზე აქ ძალიან დიდი ინვესტიცია გაკეთდა, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე ტექნოლოგიურად, ასევე ადამიანური რესურსების მხრივ. შედარებაც კი გამიჭირდება, აი, რომ წარმოიდგინოთ - ძალიან დიდი, ორი ათას საწოლიანი საუნივერსიტეტო კლინიკა, ასეთი კალიბრის დაწესებულება არის ეს ლაბორატორია, რომელზეც ზოგ მეზობელ ქვეყანას აქვს პოზიტიური დამოკიდებულება და თანამშრომლობა, ზოგს კი ეს მოსვენებას არ აძლევს. ლუგარის ლაბორატორიის ამოქმედების დღიდან ჩვენ გვქონდა რამდენიმე წერილი მედიაში, რომელსაც დიდად არ ვაქცევდით ყურადღებას, ბოლო თვეებში გაძლიერდა ეს კამპანია ლუგარის ლაბორატორიისადმი. BBC-მ შესანიშნავი გამოძიება ჩაატარა ერთი თვის წინ, რომელმაც ძალიან დეტალურად დაადასტურა, რომ სრულიად უსაფრთხოა და არაფერი არ ხდება. მე პირადად გამიჭირდება, რომ გითხრათ, რა არის დაზუსტებული მიზეზი იმ ნარატივისა, რომელიც მოდის რუსეთის მხრიდან, მაგრამ ის, ვინც იგივე სინქრონში და იგივე ნოტებს იღებს საინფორმაციო ველში, ვისი ინტერესი არის გასაგებია ცალსახად. რუსეთის ინტერესები ძალიან რთულია ჩემთვის რომ აღვიქვა, მაგრამ აქ, საქართველოში ვინც იგივე სიმღერებს მღერის, ჩემთვის ორი აზრი არ არის ვის ინტერესებსაც ემსახურება“, - განაცხადა სერგეენკომ. თავის მხრივ, მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ ნეგატივს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული უდევს, თეთრი თუ შავი შური. „მოგეხსენებათ გრიპის ლაბორატორია, რომელიც ლუგარში გახლავთ, არის ერთ-ერთი იმ სამ-ოთხ ლაბორატორიას შორის, რომელიც აკრედიტებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყნის სიმდიდრეა. გრიპის სრულ მონიტორინგს რომ ვაწარმოებთ ქვეყანაში და ვიცით რომელი ვირუსები რა დროს ცირკულირებენ და ა. შ. ამას ვპროგნოზირებთ, ეს არის სწორედ რაც იქ კეთდება დაკვირვების მიზნით. ეს არის ქვეყნის სიმდიდრე და ამის შესაძლებლობა ბევრს არ აქვს რეგიონში. ამ ნეგატივს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული უდევს, მეტი არაფერი, თეთრი თუ შავი შური“, - განაცხადა გამყრელიძემ.

---

 

 

10.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528256-amiran-gamqrelize-gamoricxuli-ar-aris-rom-gripis-virusit-daavadebuli-adamianebis-ricxvis-zrda-ianvris-bolos-an-tebervalshi-moxdes/

ამირან გამყრელიძე - გამორიცხული არ არის, რომ გრიპის ვირუსით დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდა იანვრის ბოლოს ან თებერვალში მოხდეს

გამორიცხული არ არის, რომ ჩვენ გვქონდეს მეორე პიკი, გრიპის ვირუსით დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდა იანვრის ბოლოს ან თებერვალში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გრიპის ვირუსის სტატისტიკური მაჩვენებლები ორშაბათს გამოქვეყნდება. „გრიპი ევროპაში იწყება წლის მეორმოცე კვირიდან. ანუ თანდათან იმატებს და როგორც წესი, მთავრდება მომავალი წლის მე-20 კვირას. მრავალწლიანი დაკვირვების მაჩვენებელი არის დაახლოებით ასეთი: როგორც წესი, მე-40 კვირიდან მომავალი წლის მე-20 კვირამდე არის გარკვეული პიკური სეზონი, რაც შეიძლება გაგრძელდეს 2-3 კვირა, ან შეიძლება 5 კვირაც. შეიძლება იყოს ერთი ტალღა, შეიძლება ორი ტალღა. ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი დაკვირვების მაჩვენებლები, როდესაც დღევანდელი მაჩვენებლის დაახლოებით ხუთჯერადი ზრდა გვქონდა - 2009, 2010, 2011, 2012 წლების სეზონზე, როცა წელიწადში ორი პიკი იყო, ამიტომ ამ ხნის განმავლობაში მზაობა ყოველთვის არის. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ დაკვირვებას ქვეყანაში რომელი ვირუსები ცირკულირებს. მე-40 კვირიდან დაწყებული ვირუსი არ ყოფილა შარშან. ვირუსი გამოჩნდა 45-ე-46-ე კვირას, მერე თანდათანობით მან მოიმატა და დეკემბრის ბოლო სამი კვირა გვქონდა სერიოზული ზრდა, როდესაც ავედით პიკზე 277-ზე 100 000 მოსახლეზე. შემდეგ იანვრის პირველი კვირას უკვე ოდნავ, 21 ერთეულით შემცირებისკენ წამოვიდა. ამ კვირის მაჩვენებლები გამოქვეყნდება ორშაბათს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ავადობის მაჩვენებლის სტაბილიზირება მიდის. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ გვქონდეს მეორე პიკი, ზრდა იანვრის ბოლოს ან თებერვალში. განსაკუთრებით ეს შეიძლება იყოს თებერვალში. სხვადასხვა წლებში პიკი ზოგჯერ დეკემბერში,ზოგჯერ იანვარში, ზოგჯერ თებერვალსა და მარტშიც ყოფილა. აქედან გამომდინარე, მზადყოფნა ამ მომავალი სამი თვის განმავლობაში, რა თქმა უნდა, უნდა იყოს და არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quotji-pi-siquot-gripis-virusis-1500-vaqcinas-usasyidlod-gamoyofs/28324

"ჯი პი სი" გრიპის ვირუსის 1500 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს

გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე სააფთიაქო ქსელი "ჯი პი სი" მოქალაქეთათვის უფასო აცრებს ჩაატარებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვირუსის პრევენციის მიზნით, 1500 მსურველს ვაქცინაცია უფასოდ შეეძლება. "11 იანვრიდან, გრიპის უფასო ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება ექსპრეს კლინიკებში შემდეგ 3 მისამართზე: 1) პეკინის #23/25 (10:00 - 20:00 საათებში) 2) ვაჟა ფშაველას #71 (10:00 - 20:00 საათებში) 3) ჭავჭავაძის #24 (10:00 - 20:00 საათებში) უფასო ვაქცინაცია გაგრძელდება ნაშთის სრულ ამოწურვამდე,"- წერია "ჯი პი სის" განცხადებაში.

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=194356-%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%A0%E1%83%90,%20%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90,%20%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/202618-davith-sergeenkos-informaciith-zogierth-afthiaqshi-pirbadeebis-nakleboba-ramdenime-saathiani-iyo-da-is-maleve-aghmoifkhvra.html?lang=ka-GE

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ზოგიერთ აფთიაქში პირბადეების ნაკლებობა რამდენიმე საათიანი იყო და ის მალევე აღმოიფხვრა

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ანტივირუსული პრეპარატების დეფიციტი ან პირბადეების ნაკლებობა არ არსებობს. როგორც სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირბადეების ნაკლებობა გუშინ რამდენიმე აფთიაქში იყო, თუმცა ეს სისტემური პრობლემა იყო და მალევე აღმოიფხვრა. "სასწრაფოს გამოძახებების მაჩვენებელი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 200-ით არის შემცირებული და ეს ტვირთი თავის თავზე აიღო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებმა, რომლებიც 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ და რომლებშიც მიმართვიანობა გაზრდილია. თუკი იყო 420, დღევანდელი მდგომარეობით არის 602. რაც შეეხება კითხვებს, რომელიც აქტუალურია საზოგადოებაში, მაგალითად, ანტივირუსული პრეპარატების არსებობა, ან დეფიციტი. ასეთი დეფიციტი არ არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მედიკამენტები უფასოდ გაიცემა, რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რაც გუშინ გაჟღერდა, რომ რომელიღაც აფთიაქებში პირბადეების ნაკლებობა შეიქმნა, ეს რამდენიმე საათიანი იყო და ის მალევე აღმოიფხვრა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

პია.ჯი- https://pia.ge/post/242041-davit-sergeenko-pirbadebiis-deficiti-ramodenime-aftiaqsi-iyo-da-maleve-armoifxvra-es-ar-aris-sistemuri-xasiatis

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=77336

კომპოზიტორი მანანა იმედაძე ამირან გამყრელიძეს, მის რძალთან დაკავშირებული განცხადების გამო, სიცრუეში ადანაშაულებს

კომპოზიტორი მანანა იმედაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მის რძალს სალომე ქემაშვილს H1N1-ის გარდა სხვა მძიმე დაავადება ჰქონდა. როგორც იმედაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, გამყრელიძის განცხადება აბსურდია. „დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი, ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე, რაც არის სრული აბსურდი! ძალიან გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან, რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს“, - წერს მანანა იმედაძე. ცნობისთვის, წინასწარი ინფორმაციით 22 წლის სალომე ქემაშვილი H1N1 ვირუსით, მკურნალობიდან ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/202622-22-tslis-gogonas-ojakhs-gamyrelidze-pasukhobs-qmath-diagnozi-ician-dghes-davelaparakebi-ojakhsq.html?lang=ka-GE

22 წლის გოგონას ოჯახს გამყრელიძე პასუხობს: "მათ დიაგნოზი იციან, დღეს დაველაპარაკები ოჯახს"

კომპოზიტორი მანანა იმედაძე სიცრუეს უწოდებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 22 წლის სალომე ქემაშვილს ვირუსთან ერთად, სხვა მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა. ამ საკითხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი პირდად გამოეხმაურა. "თანავუგრძნობ ოჯახს, ამ მძიმე ტრაგედიის გამო. დაიღუპა ახალგაზრდა ქალბატონი, თბილისის ერთ-ერთ სტაციონარში. ჩემი პასუხი იყო და ახლაც ვადასტურებ, საქართველოში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. ოჯახის თანხმობის გარეშე, არ მაქვს უფლება დეტალებზე საუბრის. მე გავეცი ზოგადი პასუხი. ქალბატონმა დარეკა ჩვენს აპარატში და თანამშრომელს განვუცხადე, რომ ამ ბრიფინგის შემდეგ პირადად დაველაპარაკები და ავუხსნი მდგომარეობას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, აქ განვითარდა ძალიან მძიმე პათოლოგია. ჩვენს მოსახლეობას გრიპი ჰქონია გაციება. გრიპოზული დაავადება, 30 პროცენტის შემთხვევაში რთულდება, სერიოზული პატოლოგიით. თითოეული ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა. ოჯახთან მექნება საუბარი და ჩაგაყენებთ საქმის კურში. დიაგნოზი მათ იციან. ეს გაფორმებულია", – განაცხადა გამყრელიძემ.

ექსპრესნიუს.ჯი - http://expressnews.com.ge/?id=77345

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/mtavari-tema/ozurgetshi-h1n1-it-kalbatoni-gardaitsvala-ekimebi-mosakhleobas-aprtkhileben

ოზურგეთში H1N1-ით ქალბატონი გარდაიცვალა _ ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ

დანარჩენი საქართველოს მსგავსად, გრიპის ვირუსით დაავადებული ადამიანების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა გურიაშიც. ჩოხატაურში მდებარე შპს "ჯანმრთელობის სახლის" დირექტორის თემურ კოროშინაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, კლინიკაში 10-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული გრიპის მაგვარი სიპტომებით. _ მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თემურ კოროშინაძემ. ჩოხატაურის "მედალფას" საავადმყოფოს მენეჯერის ანტონ ხუნდაძის თქმით, აუცილებელია, რომ ადამიანებმა ვირუსის პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე ექიმს მიმართონ: _ ამ დროისთვის ჩვენს კლინიკაში გრიპის მაგვარი სიპტომებით 15 პაციენტი მკურნალობს. აქედან, 5 ბავშვია. ეს ის კატეგორიაა, რომელიც გართულებებით შემოვიდა საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა ამ ვირუსს ზერელედ უყურებს და ექიმს გართულების შემდეგ აკითხავს, რაც დაუშვებელია. ყველას ვურჩევთ, პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ მიმართონ ოჯახის ან უბნის ექიმს და თვითმკურნალობა არ დაიწყონ, _ გვითხრა ანტონ ხუნდაძემ. მიმართვიანობა გაზრდილია ლანჩხუთშიც _ კლინიკა "მედალფას" მენეჯერის რევაზ კვერენჩხილაძის თქმით, ამ ეტაპზე გრიპის სიპტომებით საავადმყოფოში არც ერთი პაციენტი არ ჰყავთ, თუმცა, ამბულატორიული მიმართვები მკვეთრად არის გაზრდილი. ვირუსის შემდგომი გართულებით პაციენტი არც ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში ჰყავთ. ცენტრის წარმომადგენლის, ევგენი ჩიჩუას თქმით, სამშაბათს ორი პაციენტი ჰყავდათ ამბულატორიული მომართვიანობით, რომლებსაც "ტამიფლუ" დაენიშნათ და ბინაზე გადიან მკურნალობას. ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის გართულებით 11 ადამიანი გადის მკურნალობას ოზურგეთის "მედალფას კლინიკაში, სადაც სამშაბათს, 83 წლის ქალბატონი ვირუსის შედეგად გარდაიცვალა. "მედალფას" კლინიკური მენეჯერის, ექიმ-ინფექციონისტის, ქეთევან ღლონტის თქმით, გარდაცვლილ ქალბატონს გრიპთან ერთად სხვა დაავადებებიც ჰქონდა: _ როდესაც ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია თუნდაც რამდენიმე შემთხვევა H1N1-ის, ანალიზი აღარ კეთდება. როდესაც ექიმი კლინიკურად დასვამს გრიპის დიაგნოზს, ყველა ეს ვირუსია. გიდასტურებთ, რომ ქალბატონი გრიპის ვირუსის შედეგად გარდაიცვალა, მაგრამ მას ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა და მომართვაც იყო დაგვიანებული. თუმცა, ეს არის ის რისკჯგუფი, სადაც, ადრე მომართვიანობის შემთხვევაშიც, შესაძლოა, დიდი ალბათობით, ლეტალური შედეგი დამდგარიყო, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქეთევან ღლონტმა. მისივე ინფორმაციით, ოზურგეთში, მკვეთრად არის გაზრდილი ამბულატორიული მომართვიანობაც და ამ ეტაპზე კლების ტენდენცია არ შეიმჩნევა. ექიმი ინფექციონისტი მოსახლეობას ურჩევს, რომ არ დაიწყონ თვითმკურნალობა და პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანვე მიმართონ ოჯახის ექიმს: _ არსებობს ამის პროტოკოლი და გაიდლაინი, თუ როგორ უნდა მართონ პირველადი ჯანდაცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, ესაჭიროება თუ არა პაციენტს საავადმყოფოში გადაყვანა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი _ პირდაპირ მითითებულია, რა კატეგორიამ უნდა მიიღოს პრეპარატი "ტამიფლუ" მიუხედავად დაავადების სიმძიმისა, თუნდაც, მსუბუქ შემთხვევაში _ ეს არიან ორსულები და ვადას არ აქვს მნიშვნელობა; ეს არიან ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები _ შაქრიანი დიაბეტით, გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპენტენზიით, სიმსივნით დაავადებული ადამიანები და ა. შ. მინისტრის ბრძანებით, ოჯახის ექიმი ასეთ პაციენტებს უნიშნავს "ტამიფლუს", რომელიც "ფორმა 100"-ის საფუძველზე უფასოდ გადაეცემა ორსულებს, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს, ბავშვებს და პენსიონერებს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი როლი აქვთ ოჯახის ექიმებს ამ დაავადების მართვაში, _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბრისას ქეთევან ღლონტმა. ექიმ-ინფექციონისტის თქმით, დაუშვებელია მკურნალობა სოციალურ ქსელში ბოლო დროს აქტიურად გავრცელებული მეთოდებით _ წყალბადის ზეჟანგით, სოდით და ა. შ. _ ეს არ არის მედიცინა. პოპულარულ ენაზე რომ გითხრათ, ეს არის ექიმბაშობა, რაც დაუშვებელია. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ არ გამოიყენონ მგავსი მეთოდებით და აუცილებლად გაიკეთონ აცრები პრევენციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ვირუსი ფართოდ არის გავრცელებული, ახლაც არის შესაძლებელი აცრების ჩატარება. თუმცა, გეტყვით იმასაც, რომ აცრის შემდეგ ორი კვირაა საჭირო იმუნიტეტის გამოსამუშავებლად. თუკი აცრას გაიკეთებთ, გრიპის ვირუსის მქონე ადამიანთან 2 კვირის განმავლობაში კონტაქტი არ უნდა გქონდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაინც რისკია. აქვე გეტყვით იმას, ორსულებმა აცრები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩაიტარონ, _ აღნიშნავს ღლონტი. როგორც "გურია ნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, პრეპარატი "ტამიფლუ" უკვე დარიგებულია ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, რომლებიც, პირველ რიგში, მიეწოდება ორსულებს, ბავშვებს, პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით ( დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, ონკოლოგიური) დაავადებულ პირებს უფასოდ, ოჯახის ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ფორმა-100-ის საფუძველზე.

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=194354-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,

იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსით 52 ბავშვია მოთავსებული - ორის მდგომარეობა კრიტიკულია

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხეიძეს თქმით, კლინიკაში მოთავსებული 52 პაციენტიდან 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. "52 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს გრიპის, აქედან 2 არის H3N2 ტიპის ვირუსი, ყველა დანარჩენი არის H1N1 ტიპის ვირუსი. პირველი შემთხვევა დადასტურდა ნოემბრის ბოლო კვირას. პაციენტების 35-40% ყველა შემოსული ჰოსპიტალიზებული პაციენტების არის გართულებული ფილტვების ანთებით. ნოემბრის ბოლო კვირიდან დაწყებული, იანვრის პირველი კვირით დამთავრებული ჩვენი პაციენტების რაოდენობა ამ დაავადებით სასუნთქი სისტემის მწვავე პრობლემები არის 70-80% ფარგლებში- გაორმაგებული" - აღნიშნა ჩხეიძემ.

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/msoflioshi-gripis-virusis-gavrceleba-mzardia/28323

მსოფლიოში გრიპის ვირუსის გავრცელება იზრდება

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანრაგიშის მიხედვით, მსოფლიოში გრიპის ვირუსის აქტივობა თანდათანობით იზრდება. ანგარიში, რომელიც 24-30 დეკემბრის დაზუსტებულ მაჩვენებლებს ასახვს, აჩვენებს, რომ WHO-ს 34 წევრ ქვეყანაში მოხდა შეტყობინება გრიპის გეოგრაფიული გავრცელების შესახებ. რეგიონის მაშტაბით, 12 ქვეყანაში ფიქსირდება ერთეული შემთხვევები ხოლო 8-ში რეგიონული გავრცელება, 4 ქვეყანა აღნიშნავს, რომ მათ ტერიტორიაზე ფიქსირდება გრიპის ადგილობრივი გავრცელება (საბერძნეთი, ლატვია, სლოვაკეთი და უზბეკეთი) 5 ქვეყნის მონაცემების თანახმად კი მათ ტერიტორიაზე გრიპი ფართოდაა გავრცელებული (ისლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი და თურქეთი); გრიპისმაგვარი დაავადების (ILI) და მწვავე რესპირატორული ინფექციის (ARI) პირველადი ჯანდაცვის საყრდენი ბაზების გრიპზე ტესტირებული ნიმუშების 37% დადებითია; გრიპის ვირუსის A ტიპი დომინირებს, როგორც ამბულატორიულ ასევე ჰოსპიტალურ სექტორებში; ორგანიზაციის მონაცემებით, გრიპის A(H3N2) და A(H1N1)pdm09 ქვეტიპები მსგავსი პროპორციით ცირკულირებენ; "არასაყრდენი ბაზების" მონაცემებით, A ტიპის ვირუსის დაახლოებით ორ მესამედში დასტურდება A(H1N1)pdm09 ქვეტიპი; ამ ქვეყნებში ჰოსპიტალიზებულთა უმრავლეს შემთხვევაში ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ინფექცია ასოცირდებოდა A(H1N1)pdm09 ქვეტიპთან, 15-64 ასაკის პოპულაციში; ევროპის რეგიონში 2018-2019 წლების სეზონზე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს შორის A ტიპი დადასტურებულია 96.1%-ში. იმავე ჯგუფში, ვირუსის სუბტიპირებით დადგენილია, რომ 71%-ში გამომწვევია A(H1N1)pdm09 და 29%-ში A(H3N2). 67.8% - 0-4 წლისაა, 16.3% - 15-64 წლის. წყარო: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/218775

საქართველოში გრიპის ვირუსის 230 შემთხვევიდან 98% H1N1-ია - ამირან გამყრელიძე

საქართველოში ძირითადად H1N1 ვირუსი ცირკულირებს, H3N2-ის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, გრიპის ვირუსის 230 შემთხვევიდან 98 პროცენტი H1N1-ია. "ლაბორატორიული კვლევა ინდივიდუალურად ადამიანში გრიპის დიაგნოსტიკისთვის არ არის. კვლევის მიზანია, მხოლოდ მონიტორინგი, თუ რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, გუშინდელი მონაცემებით, წელს გაკეთებულია დაახლოებით 450 კვლევა, აქედან 55 პროცენტში, დაახლოებით 230-ში დადგენილია გრიპის ვირუსი. 230-დან 98 პროცენტი არის H1N1. შესაბამისად, ჯერჯერობით, წელს ქვეყანაში ცირკულირებს H1N1. ოთხი-ხუთი შემთხვევაა H3N2-ის და ერთი შემთხვევა B ვირუსის", – განაცხადა გამყრელიძემ.

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1547106323-%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94

ხვალ ქვეყანაში "ტამიფლუს" საკმაოდ დიდი პარტია შემოდის - ამირან გამყრელიძე

ხვალ ქვეყანაში "ტამიფლუს" საკმაოდ დიდი პარტია შემოდის, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ანტივირუსულ პრეპარატ "ტამიფლუს" დეფიციტთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა. მისი განცხადებით, პრეპარატი, რომელსაც სახელმწიფო უფასოდ არიგებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით დეფიციტში არაა, რაც შეეხება აფთიაქებს, გამყრელიძის ინფორმაციით, იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი. "აფთიაქებშიც, სახელმწიფომ თავისი სტრატეგიული მარაგებიდან გასცა აფთიაქებზე პრეპარატი და იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი. ხვალ ქვეყანაში "ტამიფლუს" საკმაოდ დიდი პარტია შემოდის, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის და ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა დღესდღეობით არ არსებობს", - განაცხადა გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების ნაწილის ინფორმაციით, აფთიაქებში ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ და პირბადეებს ვერ ყიდულობენ.

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=194335-%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98

"ექთანი მთელი ღამე უხელთათმანოდ მემსახურა... როცა ნახეს, ბრიტანეთის მოქალაქე ვარ, ირკვევა, რომ ორივე ფილტვი სუფთაა" - რას ჰყვება "რესპუბლიკურში" მისული ქართველი პაციენტი

ბრიტანეთის მოქალაქე ეკა ტიკარაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ის „ნიუპოსტს“ უყვება, რომ რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გახდა, სასწრაფო კი გამოძახებაზე არ მივიდა. რის შემდეგაც, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკუთარი სახსრებით, ტაქსით მივიდა, თუმცა „ნამდვილი კოშმარი“ ამის შემდეგ დაიწყო. ტიკარაძე ეჭვობს, რომ გრიპის ვირუსის ფონზე კერძო კლინიკები, სახელმწიფოს მხარადჭერით ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობენ და „ფულს აკეთებენ“. „ოთხი დღეა არ ვარ კარგად, ნელ-ნელა უარესდებდა სიტუაცია. დაბალი სიცხეები და მძიმე ხველა. წუხელ უკვე სასწრაფო გამოვიძახეთ, რომელსაც 6 საათი ველოდეთ და მერე გავაუქმეთ და ტაქსით ვისარგებლეთ. სასწრაფო მარტო ზემოთ ნახსენები სიმპტომისთვის არ გამომოძახია. რატომღაც ჩემთვის ძალიან მაღალი წნევა მომცა. განსაკუთრებულად გულმა შემაწუხა (105ზე მქონდა გულის წევა). ლოგინიდან ვერ ავდექი, ამიტომ საკუთარი (ან ნებისმიერი) მანქანით ვერსად წავიდოდი. მინდოდა ადგილზე აღმოეჩინათ დახმარება, რაც არ მოხდა. თვითნებურად გავუწიე თავს სასწრაფო დახმარება და მერე ტაქსით გავიქეცით ადგილობრივ კლინიკაში, საიდანაც გაგვაქცუნეს დიღომში, საიდანაც მერე გაგვიშვეს რესპუბლიკურში. იქ წინასწარ "დამიდგინდა" მარჯვენა ფილტვში ანთება/ანომალია და დამაწვინეს, რომ დილას ხელმეორედ გადაეზუსტებინათ. სანამ სამედიცინო საკითხებზე გადავალ, მოდით მოგახსენებთ ელემენტარულ საკითხებზე ინფორმაციას. 1. "კარანტინი"ს პირობებში, სხვის ზეწარში აპირებდნენ რომ ჩავეწვინე. პროტესტი რომ განვაცხადე, შედარებით უკეთესზე (თუმცა მაინც არ მგონია სუფთაში) დამაწვინეს. ექთანი მთელი ღამე უხელთათმანოდ მემსახურა, თან მარტო მე ვიყავი და "მომსახურების" შორის, ტელეფონი არ დაუდია ხელიდან. მერე ერთი-ორჯერ ჩაიცემინა, ჩაიხველა ხელში და იმ ხელით შემიცვალა წვეთოვანიც და ინგალატორიც. 2. საპირფარეშოში არც საპონი და არც ხელსაწმენდი არ იყო. როდესაც "ტუალეტის" ქაღალდი მოვითხოვე, მაგაზეც მითხრეს, რომ არ ჰქონდათ და მის მაგივრად ბინტი მომცეს. დიახ, მეგობრებო, ბინტი ტუალეტის ქაღალდის შემცვლელი საშუალებაა, იცოდით თქვენ? 3. წყლის არც ჩვეულებრივი და არც ერთჯერადი ჭიქები არ არის რესპუბლიკურში, ამიტომ ამ შემთხვევაში უზარმაზარი შპრიცით მოგიწევთ წყლის დალევა... ეხლა თვით სამედიცინო განხრით ვისაუბროთ 1. სასწრაფოს არ ელოდოთ. ხელოვნური "კრიზისია", რომ არ ისარგებლოთ უფასო სასწრაფო დახმარებით. სხვაგან არ ვიცი, მაგრამ რესპუბლიკურში სასწრაფო დახმარების მისაღები ცარიელი იყო წუხელის. ექიმებს და ექთნებს კი უამრავი დრო ჰქონდათ ან ეძინათ ან ინტერნეტით ისე ყოფილიყვნენ გართული, რომ მე ვახსენებდი, სიცხე წნევა და ინგალაცია შეემოწმებინათ. 2. დიაგნოზს ნუ ენდობით. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ფინანსური სტატუსით ხართ მისული. რა სახის (ან სართოდ თუ რაიმე სახის) დაზღვევით ხართ და კიდევ რამდენად ჩახედული ხართ თავად თქვენ, მედიცინაში, დიაგნოზსა და დანიშნულებებში. როგორც თავიდან დავიწყე, პირველადი დიაგნოზით და რედგენის სურათით "დადგინდა" მარჯვენა ფილტვში დარღვევები. დამაწვინეს და თან მომამზადეს, რომ შეიძლება ერთი-ორი დღე არ იყოს საკმარისი ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესება (ეს მაშინ, როცა ნახეს, რომ ვარ ბრიტანეთის მოქალაქე და არ მაქვს საყოველთაო დაზღვევა) დაწვენიდან, დაახლოებით, ერთ საათში მირეკავს ჩემი ბრიტანული დაზღვევის აგენტი, ვრთავ მას მიკროფონზე, რომ ინფორმაციის ჩაწერაც მოვახერხო. ყველას ესმის ჩემი ბრიტანული აქცენტით საუბარი, ბრიტანელ აგენტთან. რის მერეც ვაცნობებ ბრიგადას, რომ გადავიხდი ყველაფერს, უბრალოდ, მომიმზადონ ფორმა 100 (დეტალურად) და დეტალურად დამიწერონ დიაგნოზიც, რაც ჩამიტარდა და ხარჯთაღრიცხვა. დილას თენდება და მიღებენ განმეორებით რედგენა (ამჯერად შედარებით თანამედროვე აპარატით) და ირკვევა რომ აბსოლუტურად სუფთაა ორივე ფილტციც და მხოლოდ ასთმური შეტევა და სპაზმები მახრჩობს.... დასკვნები თქვენთვიწ მომინდია!”- აცხადებს ეკა ტიკარაძე. "ექთანი მთელი ღამე უხელთათმანოდ მემსახურა... როცა ნახეს, ბრიტანეთის მოქალაქე ვარ, ირკვევა, რომ ორივე ფილტვი სუფთაა" - რას ჰყვება "რესპუბლიკურში" მისული ქართველი პაციენტი

---

10.01.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/emigrantebi-saqartveloshi-gripit-daavadebulebs-tamiflus-ufasod-ugzavnian

ემიგრანტები საქართველოში გრიპით დაავადებულებს „ტამიფლუს“ უფასოდ უგზავნიან

ემიგრანტთა ნაწილი გეგმავს, საქართველოში „ტამიფლუ“ უსასყიდლოდ გამოაგზავნონ და შეჭირვებულ ოჯახებს გადასცენ. თურქეთში მცხოვრები თეა ხასაია სოციალურ ქსელში მოწოდებას ავრცელებს „სტამბულში მყოფო ქართველებო, ვინმემ გაუკეთეთ ორგანიზება, გავაგზავნოთ საქართველოში ღორის გრიპის წამალი ტამიფლუ და ახლა სხვა წამალიც გავიგე, რითაც თურქეთი კურნავს ღორის გრიპით დაავადებულთ. აქ 39 ლირამდე ღირს. რამდენიმე კოლოფი, ვის რამდენიც შეგვიძლია, ერთიც რომ შეგეძლოთ, ვიყიდოთ და მოვიფიქროთ, რანაირად შევძლებთ გაგზავნას. რას იტყვით... მე ვერ ვუკეთებ ორგანიზებას, მოუცლელი სამსახურის გამო. კვირას ვისვენებ, შევხვდეთ სადმე, მოვიფიქროთ, საქართველოში გაჭირვებულ ავადმყოფებს მივაწოდოთ... უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ახლობლებს, სრულიად საქართველოს. მინდა სხვა ქვეყნის ემიგრანტებმაც გადააზიაროთ და ააგროვოთ წამალი. დავდგეთ ფეხზე. განსაცდელი გვიდგას ყველას", -წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1547118448-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90

ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე ვირუსული ინფექციის სიმპტომებით მიმართვიანობა სამჯერ გაიზარდა

ხაშურის კლინიკური საავადმყოფო სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს. თერაპიული სამსახურის ხელმძღვანელი ინგა მაისურაძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, რომ მიმართვიანობა სამჯერ არის გაზრდილი, როგორც ლაბორატორიაში, ასევე გადაუდებელ ლაბორატორიაში. "სტაციონარიც სრული დატვირთვით მუშაობს. პაციენტები ძირითადად ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციის სიმპტომატიკით მოგვმართავენ. ვმუშაობთ საგანგებო რეჟიმში“ - განაცხადა მაისურაძემ. საგანგებო რეჟიმზეა გადასული ქარელის ცენტრალური საავადმყოფოც. სტაციონარში ადგილი არ არის, თუმცა, როგორც საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, არსებობს სარეზერვო პალატებიც და მომართვიანობის შემთხვევაში პაციენტებს დახმარებას აღმოუჩენენ.

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: http://alia.ge/news/24011?fbclid=IwAR2DXp3knJBzUUYLxsZW-bHJcEtdxv8Nvc_5LunW5zLHcU2I0yagOQ6fR_o

"ნიუ ჰოსპიტალში" კარანტინი გამოცხადდა

გრიპის ვირუსის გამო, სამედიცინო ცენტრ  “ნიუ ჰოსპიტალში“ კარანტინი გამოცხადდა. როგორც “2020NEWS“-თვის გახდა ცნობილი, კლინიკაში რამდენიმე დღეა რაც კარანტინი გამოცხადდა და პაციენტებთან მნახველებს არ უშვებენ.  “ნიუ ჰოსპიტალში“ გრიპის ვირუსით ამჟამად 7 ადამიანი მკურნალობს. შეგახსენებთ, გავრცელებული გრიპის ვირუსის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით  14 ადამიანი გარდაიცვალა,  სამედიცინო დაწესებულებებში კი 845 ადამიანი მკურნალობს, აქედან  44  პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.  ვირუსის გამო ბათუმის, რუსთავის, მცხეთის და ფოთის საავადმყოფოებში კარანტინი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადდა.

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528242-goris-gripis-virusis-gamo-apxazetis-de-pakto-xelisupleba-ec-sazgvarze-karantinis-gamocxadebis-sakitxs-ganixilavs/

„ღორის გრიპის“ ვირუსის გამო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს

საქართველოში დაფიქსირებული ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა. „საქართველოსთან საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხი განიხილება. სავარაუდოდ ამგვარ ზომებს უშიშროების სამსახური და სასაზღვრო სამსახური განახორციელებს. აფხაზეთში შემოსვლა შეზღუდული იქნება“, - განაცხადა მან. დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ „აფხაზეთში ამ ეტაპზე H1N1 ვირუსით დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა“.

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/333152/

ე.წ. ღორის გრიპის საფრთხის გამო თსუ-სა და ილიაუნიში ფინალური გამოცდები 10 დღით გადაიდო

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას უნივერსიტეტი აცხადებენ, რომ ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის საფრთხის გამო 11 იანვრიდან დაგეგმილი ფინალური გამოცდები 21 იანვრამდე გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია სტუდენტებს უნივერსიტეტებმა გაუგზავნეს. გრიპის საფრთხის გამო სწავლის დაწყება 21 იანვრამდე გადაიდო სკოლებშიც. გარდა ამისა, გახანგრძლივდა დასვენების დღეები თბილისის საბავშვო ბაღებშიც.

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=77339

გრიპის ვირუსის გამო, ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი გადაიდო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის 21 იანვრიდან განახლდება. ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღო, რაც ვირუსის რისკებისგან საზოგადოების მაქსიმალური დაზღვევითაა განპირობებული. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიცვლება საგამოცდო საგნების ჩაბარების განრიგიც. ცნობისთვის, გრიპის ვირუსის გამო, სწავლა ასევე 1 კვირით გადაიდო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/202627-sastsrafos-mdzgholis-advokati-aravithari-zomebi-araa-mighebuli-imisthvis-rom-sastsrafo-dakhmarebis-personali-uzrunvelyofili-iyos-dasvenebith-yovel-tsuthshi-gamodzakhebebia.html?lang=ka-GE

სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი: არავითარი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ სასწრაფო დახმარების პერსონალი უზრუნველყოფილი იყოს დასვენებით, ყოველ წუთში გამოძახებებია

არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ სასწრაფო დახმარების პერსონალი უზრნველყოფილი იყოს დასვენებით, ყოველ წუთში გამოძახებებია, - ამის შესახებ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლის ადვოკატმა ვახტანგ თალაკვაძემ "თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უნდა წარუდგინონ. "იქ ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც გასარკვევია. მაგალითად ის, რომ 27 გამოძახება ჰქონდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღნიშნულ პერსონალს მძღოლთან ერთად. არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ ეს მედპერსონალი უზრნველყოფილი იყოს დასვენებით. ყოველ წუთში გამოძახებებია. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა, რომ მძღოლს ჩაეძინა. ეს არის ფიზიოლოგიური მოვლენა, შეიძლება სულაც არ ჩაძინებოდა და გადაღლილობისგან ადამიანი გაითიშოს", - განაცხადა თალაკვაძემ. მისივე თქმით, მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი. "რომ წარადგენენ ბრალდებას, უნდა წავიკითხო, რაში სდებენ ბრალს, რა გააკეთა. მოძრაობის წესები რომ დარღვეულია, გასაგებია, მაგრამ რა მიზეზით განხორციელდა, არ მგონია გამოძიებას დადგენილი ჰქონდეს. აქ მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი", - განაცხადა თალაკვაძემ.

---

 

10.01.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/shromis-pirobebis-inspeqtirebis-departamentma-5-kompania-usafrtxoebis-normebis-dargvevistvis-daadjarima

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 5 კომპანია უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის დააჯარიმა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2018 წლის პირველი აგვისტოდან დღემდე გაზრდილი მანდატის ფარგლებში 87 ობიექტი შეამოწმა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მათგანს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი ,,გაფრთხილება", და განესაზღვრა გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის განმარტებით, აღნიშნულ ობიექტებიდან 11-ზე რეინსპექტირება ჩატარდა. შედეგად გამოვლინდა, რომ ექვსმა სრულად გამოასწორა დარღვევები, ხოლო ხუთი კომპანია, დარღვევების არგამოსწორების გამო 2000-დან - 5000 ლარამდე დაჯარიმდა. ამასთან, აღნიშნულ კომპანიებს მიეცათ შემჭიდროვებული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. „რაც შეეხება დარღვევებს, ძირითადად დარღვევები არის იდენტური. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ, რომ უნდა მოხდეს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა. ეს არის უწყვეტი პროცესი, რაც მოიცავს რისკის გაანალიზებას და იმ საფრთხეების განსაზღვრას თუ რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს. ასევე გვაქვს მითითებები ვიბრაციის, მიკროკლიმატის და სხვა პარამეტრების გაზომვაზე.“-განაცხადა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

11.01.2019

მეიდასაშუალება:     ჯორჯია თუდეი

გრიპის ვირუსი საქართველოში

საბავშვო ბაღებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და უნივესრიტეტებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 18 იანვრის (პარასკევი) ჩათვლით გახანგრძლივდება. განათლების სამინისტრომ გადაწყვეტილება "მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე" მიიღო. სასწავლო პროცესი 15 იანვარს უნდა დაწყებულიყო. "მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციის გათვალისწინებით, შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია განცხადებაში. გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს აძლევს რეკომენდაციას, არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად.

 http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5803447&name=11.01.2019+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

11.01.2019

მეიდასაშუალება:     ახალი თაობა

"საქართველოში "ტამიფლუ" 96 ლარიც რომ ღირდე, ძალიან ნორმალური ფასია"

ე.წ „ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო პრეპარატი “ტამიფლუ“ საქართველოში საშუალოდ 68-100 ლარი ღირს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით კი, მაგალითად გერმანიაში „ტამიფლუს“ ფასი 5 ევროა, თურქეთში კი მისი შეძენა 20 ლარადაა (40 ლირა) შესაძლებელი. ამავე ინფორმაციით, რუსეთში „ტამიფლუს„ ფასი 45-50 ლარს შეადგენს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რალურია თუ არა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია „ტამიფლუს“ ფასებთან დაკავშირებით და ღირს თუ არა რეალურად „ტამიფლუ“ საქართველოში ძვირი? დასაწყისისთვის აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც ქვეყანაში პრეპარატ “ტამიფლუს” რეალიზაციას ახორციელებენ “სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისა და შეძლებისდაგვარად პრეპარატის გაიაფებისკენ მოუწოდებს.” რაც შეეხება თავად კომპანიების პოზიციას: ფარმაცევტულ კომპანია „ავერსში“ აცხადებენ, რომ „ტამიფლუს“ ფასი 67 ლარს შეადგენს და მის იმპორტს საქართველოში, მწარმოებელი კომპანია „ჰოფმან-ლა როში“ წარმომადგენლობა ახორციელებს. „ესენი გვაწვდიან მედიკამენტს და ფასწარმოქმნასაც ეგენი გვთავაზობენ. ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ. მათ კითხეთ ფასებზე“-განმარტავენ „ავერსში“. როგორც სააფთიაქო ქსელ პსპ-ში განაცხადეს, პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან შესაძენი ფასი 67,26 ლარია, ხოლო ქსელში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი. მედიკამენტი იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება იმაზე, რომ აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებია მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. პსპ-ს სააფთიაქო ქსელში არც პირბადეებზე და არც გაციებისა და გრიპის სამკურნალო მედიკამენტებზე დეფიციტი არაა და მომხმარებელი, როგორც წესი, ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასად იღებს. “ჯი-პი-სის” ვებ გვერდზე არსებული მონაცემებს მიხედვით ირკვევა,მედიკამენტ “ტამიფლუს” ღირებულება 93.83 ლარია. ასვე აღნიშნულია,რომ მედიკამენტებს მოქალაქეები უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით შეიძენენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ დანარჩენ დეტალებზე ხვალ, ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში განმარტავენ. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი ვატო სურგულაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საქართველოში „ტამიფლუს“ ფასი ნორმალურია. სხვადასხვა ქვეყნებში 1 კაფსულის საშუალო ფასი 4-8 დოლარს შეადგენს,10 კაფსულა კი 40-80 დოლარი გამოდის. იგივე ამერიკის ბაზარი, იქ ტამიფლუს ფასი 48 დოლარიდან 123 დოლარამდე მერყეობს. „თურქეთში თუ იაფია, ეს არ არის შვეიცარიული „ტამიფლ უ“, ის არის ადგილობრივი თურქული უხარისხო მედიკამენტი, თურქეთშივე წარმოებული.იგივე გერმანიაში, როდესაც საუბრობენ რომ იქ „ტამიფლუ“ 5 ევრო ღირს, ეს 1 კაფსულის ფასია, 10 ცალი 50 ევრო გამოდის. ეს ძვირი მედიკამენტია. საქართველოში 96 ლარიც რომ ღირდეს, ძალიან ნორმალური ფასია. ბოლო პერიოდში გაძვირდაო რომ ამბობენ, გაძვირდებოდა, დოლარის კურსს შეხედეთ რამდენია. იმპორტიორმა კომპანიამ შემოიტანა და თავის ზარალზე ხომ არ წავა? ზუსტად ის დანამატია, ლარი რამდენი პუნქტითაც გაუფასურდა“-აღნიშნავს სურგულაძე. მისივე მტკიცებით, მსგავსი შემთხვევები ყოველთვის მოხდება და ამისითვის პირველადი ჯანდაცვის განვითარება აუცილებელია. აღნიშნულ საკითხზე დღეს განცხადება „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამაც“ გაავრცელა. მათი განმარტებით, გრიპისა და გაციების მედიკამენტების დეფიციტის არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფარმაცევტულ ბაზარზე გრიპის და გაციების მედიკამენტების დეფიციტი დღესდღეობით არ ფიქსირდება. რაც შეეხება პრეპარატ „ტამიფლუს“, ასოციაციის განცხადებით, არც ამ პრეპარატის დეფიციტი შეინიშნება. გარდა ამისა, „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ აღნიშნავს, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა აფთიაქები „ტამიფლუს“ რეალიზაციით ზემოგებას იღებენ. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე დღესდღეობით არ ფიქსირდება გრიპის და გაციების მედიკამენტების დეფიციტი, შესაძლებელია იყოს მხოლოდ ლოკალური ხასიათის შეფერხება კონკრეტულ ობიექტზე/აფთიაქში, რომლის მარაგებიც სისტემატურად ივსება, ხოლო რაც შეეხება პრეპარატ „ტამიფლუს“, მისი მარაგი საკმარისად არის ბაზარზე და პერიოდულად ხდება შევსება. ამასთანავე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამარაგა სააფთიაქო და საავადმყოფოების ქსელი აღნიშნული მედიკამენტით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყანაში გაზრდილი მოთხოვნისა და თითოეული მომხმარებლის დაკმაყოფილება. ასევე, მიუღებელია გარკვეული ჯგუფების მცდელობა ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შეეცადონ შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა აფთიაქები „ტამიფლუს“ რეალიზაციით ზემოგებას იღებენ. გვინდა მოგახსენოთ, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან იძენენ 67,26 ლარად, ხოლო ქსელებში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი და იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება მასზედ, რომ ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ - მიზანმიმართულად მომზადებული „შავი პიარია“, შეცდომაში შეყავს მოსახლეობა და ემსახურება მხოლოდ უარყოფითი განწყობის შექმნას. „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ და მისი წევრები გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგიწოდებთ, გრიპისა და გაციების სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს,” - ნათქვამია განცხადებაში. „ტამიფლუს“ ფასებზე დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობაც მოიხსნა და განაცხადა, რომ კითხვაზე, რატომ ღირს „ტამიფლუ“ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ძვირი, პასუხი თავისუფალი საბაზრო პრინციპით მომუშავე სააფთიაქო სისტემაში უნდა ვეძებოთ. ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ არეგულირებს მედიკამენტების ფასებს და არც იმ ასორტიმენტს, რაც შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და რაც კერძო ქსელის სააფთიაქო დაწესებულებებში განთავდება. „ეს ეხება ნებისმიერ პრეპარატს.დღეს საქართველოში 15 000-მდე პრეპარატია რეგისტირებული,მათ შორისაა „ტამიფლუ“.ისინი მათი მფლობელების შეხედულებისამებრ შემოდის საქართველოს ბაზარზე, რა თქმა უნდა კანონის დაცვით. ის მარაგები, რაც სახელმწიფოს მიერ მიჩნეულია, რომ უნდა გააჩნდეს ქვეყანას, მათი შესყიდვა სახელმწიფო პროგრამებით ხდება. ამ კუთხით „ტამიფლუც“ შესყიდულია“-აღნიშნავს დარახველიძე. „კომერსანტის“ კითხვაზე, რატომ არის „ტამიფლუ“ სხვა ქვეყნებში იაფი, ვიდრე საქართველოში, დარხველიძე აღნიშნავს, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ფასწარმოქმნა, შესაბამისად, მისი სხვა ქვეყნებთან შედარება შეუძლებელია. ცნობისთვის, ანტივირუსული პრეპარატი “ტამიფლუ” სოციალურად დაუცველებისა და ორსულების გარდა, უფასოდ გაიცემა ბავშვებზეც, პენსიონერებზე, ონკოლოგიურ და სხვა ტიპის დაავადებულ ადამიანებზეც. “ტამიფლუ“ თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – “პე-ეს-პეში“, “ავერსში“, “ჯი-პი-სისა“ და “ფარმადეპოში“ იყიდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5803278&name=11.01.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

11.01.2019

მეიდასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

ჯანდაცის სამინისტრო ტამიფლუს ფასზე პასუხისმგებლობას იხსნის

ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ “ღორის გრიპის” საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური პრეპარატი “ტამიფლუს” ფასებზე განმარტებას „კომერსანტთან“ აკეთებს. შეკითხვაზე - თუ რატომ ღირს „ტამიფლუ“ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ძვირი — სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე განმარტავს, რომ პასუხი თავისუფალი საბაზრო პრინციპით მომუშავე სააფთიაქო სისტემაში უნდა ვეძებოთ. დარახველიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო არ არეგულირებს მედიკამენტების ფასებს და არც იმ ასორტიმენტს, რაც შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და რაც კერძო ქსელის სააფთიაქო დაწესებულებებში ხვდება. „ეს ეხება ნებისმიერ პრეპარატს. დღეს საქართველოში 15 000-მდე პრეპარატია რეგისტირებული, მათ შორისაა „ტამიფლუ“. მედიკამენტები საქართველში მათი მფლობელების შეხედულებისამებრ შემოდის, რა თქმა უნდა, კანონის დაცვით. სახელმწიფოს მიერ მიჩნეული მარაგების შესყიდვა კი სახელმწიფო პროგრამებით ხდება. ამ კუთხით „ტამიფლუც“ შესყიდულია და ის საჭიროებისამებრ სატაციონარებს მიეწოდებათ,“-აღნიშნავს დარახველიძე. „კომერსანტის“ კითხვაზე, რატომ არის „ტამიფლუ“ სხვა ქვეყნებში უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში, დარხველიძე აღნიშნავს, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ფასწარმოქმნა, შესაბამისად, მისი სხვა ქვეყნებთან შედარება შეუძლებელია. რაც შეეხება „ტამიფლუს“ მარაგებს, ის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რისკ ჯგუფებს მიკუთვნებული მოსახლეობისთვის(ორსულები, მელოგინეები, ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციოენტები, დიაბეტის, გულ-სისხლრთარღვთა და ონკოლოგიური პოაციენტები) აბსოლუტურად უფასოა, შესაბამისი, რეცეპტის და საჭიროების დამადასტურებელი, ფორმა 100-ის წარდგენის შემდეგ. „მარაგები საკმარისია, დღევანდელი დღის მონაცემებით, 200-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამ მომსახურებით. ყველა სტაციონარს გააჩნია „ტამიფლუს“ შესაბამისი მარაგი, რამდენიმე შემთხვევა იყო, რომელიც გაიხარჯა და სამინისტრომ საკუთარი მარაგებიდან, დროებით შეავსო სანამ სააფთიაქო ქსელები დაგეგმილ მარაგებს შემოიტანდნენ,“— აღნიშნავს დარახველიძე. როგორც ცნობილია, ე.წ ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ პრეპარატად ტამიფლუ“ მიიჩნევა. მისი ღირებულება საქართველოში საშუალოდ 100 ლარს შეადგენს. თითო აბის ღირებულება კი 5-10 ლარია.სოციალურ ქსელში ვრეცლდება ინფორმაცია, რომ „ტამიფლუ“ გერმანიაში 5 ევროდ იყიდება, მეზობელ თურქეთში კი მისი შეძენა 20 ლარადაა (40 ლირა) შესაძლებელი. “ტამიფლუ“ თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – “პე-ეს-პეში“, “ავერსში“, “ჯი-პი-სისა“ და “ფარმადეპოში“ იყიდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5803141&name=11.01.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

11.01.2019

მეიდასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

"ბარიგა", თაღლით ფარმაცევტულ კომპანიებს ხალხიც და სახელწიფოც ფეხებზე ჰკიდიათ!

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწოდებს, გაზრდილი ავადობის პერიოდში გამოიჩინონ სოციალური, კორპორაციული პასუხისმგებლობის მზაობა და ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასები დაწიონ. მისი თმით, ამის რეზერვი და შესაძლებლობა ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც „ტამიფლუს“ დისტრიბუციას ახდენენ, აქვთ. „ტამიფლუს“ მწარმოებელი არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში ყიდის ამ პრეპარატს. თუკი ვინმე ნახულობს, რომ პაციენტისთვის საზღვარგარეთ უფრო იაფი ჯდება არა იმიტომ, რომ წამალია იაფი, არამედ, ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო, საყოველთაო ჯანდაცვა ან კერძო სადაზღვევო პაკეტი უზრუნველყოფს თანაგადახდის ძალიან მაღალ, თითქმის 90 პროცენტს და ეს მცირე ფასი არის დარჩენილი პროცენტი. ჩვენ რა ფასადაც ვყიდულობთ, მე არ მაქვს ახლა ამის გაჟღერების უფლება, რადგან მეორე მხარემ ამის შესახებ უნდა იცოდეს. თუმცა, მექნება მიმართვა ფარმაკოლოგიური კომპანიებისადმი, რომლებიც ამ პრეპარატის დისტრიბუციას აკეთებენ, განიხილონ შესაძლებლობა გაზრდილი ავადობის პერიოდში გამოიჩინონ სოციალური, კორპორაციული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად ამ კონკრეტულ პრეპარატზე ფასები დაწიონ, - განაცხადა სერგეენკომ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5803129&name=11.01.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 ​