მედიამონიტორინგი 11.02.2019
ტელევიზია
11.02.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის დაკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაკავებულის ადვოკატი, გამოკითხვის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ შესაძლოა, მოითხოვოს მუხლის გადაკვალიფიცირება.
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5866841
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5866527
---
10.02.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
დღეს დილით მკვლელობა მოხდა რუსთავში. 13 წლის მოზარდი საკუთარმა ბიძამ, 29 წლის მამაკაცმა, მოკლა. მეზაობლების განცხადებით ახალგაზრდა მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა საკუთარ მამას და სახლიდან გააგდო რის შემდეგაც სახლის კარი ჩაკეტა და ძმიშვილს დანით ჭრილობები მიაყენა, ბავშვი მალევე გარაიცვალა. ახლობლები აცხადებენ რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ქონდა და სამკურნალოდ დარჩენაში 3000 ლარს სტხოვდნენ. განსხვავებილი პოზიცია აქვს კლინიკის ხელმძღვანელობას. ფსიქიკური ჯანმრთელობის და პრევეცნიის ცენტრში აცხადებენ, რომ მამაკაცი, რომელმაც რუსთავში ძმიშვილი მოკლა, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა აქტიური ფსიქოზი არ შეინიშნებოდა. (მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5866048
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5865977
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5865860
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5865743
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5865731
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5865609
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5865834
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5865919
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5865983
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5865512
---
10.02.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი კვირა
თბილისში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ სოციალური სააგენტოს თანამშრომლები მათ სამსახურში არსებულ პრობლემებზე ღიად ალაპარაკდნენ და კონკრეტული მოტხოვნებით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს. იმ შემთხვევაში თუ ამ სააგენტოს არსებულ პრობლემეს სერგეენკოს უწყება არ მოაგვარებს, არსებულ პრობლემებს სოციალური მუშაკები გაიფიცებიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5866216
---
10.02.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 19:00
“სოციალური მომსახურების სააგენტოში” დასაქმებული 200-მდე სოციალური მუშაკი წინასაგაფიცვო პროცესშია. თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ისინი გაფიცვას დაიწყებენ. სოცმუშაკები ამბობენ, რომ პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო სოციალური სერვისების მიმართულებით ატარებს, კრიზისშია და ბენეფიციარებს დახმარების ნაცვლად, საჭირო დახმარების მიღებაში ხელს უშლის. სამუშაო რესურსის სიმწირე, კვალიფიკაციის პრობლემა და შეუსაბამო პირობები - ამ და სხვა მიზეზებით საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს – ბავშვებს, შშმ პირებს და ხანდაზმულებს სერვისის მისაღებად თვეობით ლოდინი უწევთ, უარეს შემთხვევაში კი ისინი დახმარების გარეშე რჩებიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5866151
---
10.02.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
გრიპის ვირუსის კიდევ ერთ ტალღას მედიკოსები თებერვალში ვარაუდობენ. მხოლოდ გუშინ გრიპის და გრიპის მაგვარი ვირუსით 50-ზე მეტი ამბულატორიული მიმართვა დაფიქსირდა, რეგიონის კლინიკებში 80-მდე პაციენტი რჩება. აჭარაში წითელას ვირუსის 39 საეჭვო 8 კი დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული. სამედიცინო დაწესებულებებში ამ ეტაპზე 5 პაციენტი მკურნალობს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტების დიდ ნაწილს აცრები არასრულად ჰქონდათ ჩატარებული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5865818
---
10.02.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს დახმარება სჭირდება. მარიამი რამდენიმე წელია, მძიმე დაავადებას ებრძვის. ბოლოს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მარიამს აქვს აგრესიული ფორმის მეტასტაზი, რისთვისაც საჭიროა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. ოპერაციისთვის საჭიროა 7500 დოლარი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5865790
---
09.02.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
შემაშფოთებელი სტატისტიკა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაუპატიურებების შემთხვევები ქვეყანაში 63 პროცენტით გაიზარდა. ამბავი, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. 14 წლის გოგონას, რომელიც მამას სექსუალურ ძალადობაში ამხელდა, მანამ არ უჯერებდნენ, ვიდრე მშობელმა ძალადობდა თავად არ აღიარა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5865379
---
09.02.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
ბავშვთა უფლებადამცველები არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ზრდაზე საუბრობენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5865028
---
08.02.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის ერთიანდებიან და გაფიცვებს აანონსებენ. ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობასა და არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5864160
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5864125
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5864063
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5863891
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5863749
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5863657
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5863651
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5863473
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5863437
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5863212
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5863208
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5863186
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5862965
---
08.02.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
აუტისტური სპექტრის მქონე 13 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმეში სოციალური მუშაკი ჩაერთო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5864022
---
08.02.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
აჭარის მთავრობაში დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ იმ ოჯახებს, რომლებიც ამ ეტაპზე მიიღებენ ბინებს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5863915
---
08.02.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
ვირუსით გამოწვეული კიდევ ერთი ფატალური შედეგი, ბათუმში 70 წლამდე პაციენტი სავარაუდოდ ე.წ ღორის გრიპით გარდაიცვალა. მამაკაცი კლინიკა მედინაში რამდენიმე დღის წინ სწორედ გრიპის ვირუსით მოათავსეს. ამ დროისათვის ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის ჰქონდა თუ არა გარდავლილს ღორის გრიპი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5863728
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5863663
---
ინტერნეტი
11.02.2019
ფსიქიატრიული ცენტრის დირექტორი ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე - დგინდება, რომ პაციენტს ფსიქიკური პრობლემა აქვს, ჯერ არ ვიცით, აცნობიერებს თუ არა მომხდარ ფაქტს
იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტთან კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი, არ ვიცით, აცნობიერებს თუ არა გუშინ მომხდარ ფაქტს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა მანანა ელიაშვილმა 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის, ვალერი ირემაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა. მანანა ელიაშვილის ინფორმაციით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ პაციენტს უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში არ უძინია და ცუდად იყო. მისივე თქმით, პაციენტს აქვს ფსიქიკური პრობლემა, თუმცა რა სახის, ამაზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია. „პაციენტი მოიყვანეს წუხელ. მიეცა მას შესაბამისი დანიშნულება. როგორც გადმოცემით ირკვევა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ცუდად იყო, დაახლოებით ათი დღე არ უძინია. წუხანდელი დანიშნულების შემდეგ პაციენტს ეძინა და დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაეღვიძა. კონტაქტის დამყარება მასთან მინიმალურ დონემდეა დაყვანილი, ის არ ყვება თავისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ჩვენ გვაქვს მისი თანმხლები პირებიდან. მამა იყო მოსული და სწორედ აქედან გვაქვს ინფორმაცია, თუ როგორ იქცეოდა სახლში. მინიმალური კონტაქტით დგინდება, რომ ადამიანს აქვს ფსიქიკური პრობლემა, თუმცა რა სახის, ამაზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია. იქიდან გამომდინარე რომ მასთან კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი, არ ვიცით, აცნობიერებს თუ არა გუშინ მომხდარ ფაქტს. ამის შეფასება ჯერ ნაადრევია. ჩვენი დაწესებულებისთვის მას არასდროს მოუმართავს. მამის გადმოცემით, 10 წლის ასაკში ჰყავდათ რუსთავის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში, მას შემდეგ კი მსგავსი დაწესებულებისთვის არ მიუმართავს,“ - განაცხადა რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა მანანა ელიაშვილმა. 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, უწყების განმარტებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისთანავე, ექიმებმა დაკავებული შეამოწმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა და დახმარება ესაჭიროებოდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
---
11.02.2019
ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს
13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების განმარტებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისთანავე, ექიმებმა დაკავებული შეამოწმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა და დახმარება ესაჭიროებოდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=78599
---
11.02.2019
"ფანჯარაში შეშლილი თვალებით გამოვიდა და ყვიროდა ყველას დაგხოცავთო - მორგია, ქვეყანა კი არა!"
რუსთავში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გზირიშვილი, “ფორტუნასთან” აცხადებს, რომ გუშინ მომხდარი მკვლელობა ქვეყანაში არასწორად მოქმედი უწყებების კისერზეა. გზირიშვილი ყვება, რომ 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული, მანამდე მეუღლესაც ემუქრებოდა და გუშინ სხვაც რომ ყოფილიყო სახლში, მათაც გაუსწორდებოდა. “13 წლის გოგა, დღეს ცოცხალი იქნებოდა ამ ქვეყანაში წესიერად რომ ფუნქციონირებდეს, შსს და ჯანდაცვის სამინისტრო! ამ უწყებების კისერზეა, ანგელოზის 12 ჭრილობა რომელმაც სიცოცხლე დაუსრულა! ჩემს მეგობრებს, ბიძა რომელმაც მოკლა თავისი ძმისშვილი, მიყვანილი ყავდათ წინა დღეს სამედიცინო დაწესებულებაში და რეაგირება იყო ნული, თუ 3000 ლარის წინასწარ მოთხოვნას არ ჩავთვლით ფსიქიატრიულიდან. მისი მეზობლებიც და მეუღლეც მოითხოვდნენ რომ რეაგირება ყოფილიყო, იხვეწევოდნენ დაგვხოცავს ყველას, რამე ქენითო. მეუღლემ ღამე თავზე დანით დამადგა უკვე რამდენჯერმეო. მამა წინა დღეს ცემა. სახლში რომ ყოფილიყო ვინმე, ბავშვის ბედს გაიზიარებდა. პოლიციელები პირად საუბარში ამბობენ, რომ ფსიქიატრიულში ბევრჯერ დაეზარათ დამატებითი საქმე და არ მიიღეს ადრეც ბევრი პაციენტი, უბრალოდ ასეთი შედეგი არ მოჰყოლიაო. მკვლელობის შემდეგ, ფანჯარაში შეშლილი თვალებით გამოვიდა და ყვიროდა ყველას დაგხოცავთ, ეს უკვე “დავბრიდეო”, 12 ჭრილობა სიამაყით მიაყენა ანგელოზივით ბავშვს. (ფსიქიკური აშლილობის დროს) ყველაფერს გავაკეთებ, რომ თითოეული პირი, ვისმა გულგრილობამაც ეს შედეგი მოგვიტანა, დაისაჯოს!!! მიმიფურთხებია ასეთი სახელმწიფოსთვის! მორგია, ქვეყანა კი არა. პ.ს : იმედია გაიღვიძებთ!” – წერს გიორგი გზირიშვილი.
---
11.02.2019
"ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებამ ქვეყანაში შექმნა ახალი რეალობა... ნარკოლოგებს და ფსიქატრებს არ ყოფნით კომპეტენცია ასეთი ტიპის პაცინტების დიაგნოსტირება"
სოციალურ ქსელში ექიმი ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ფსიქოატიურ ნივთიერებების მიღებაზე წერს. "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებამ ქვეყანაში შექმნა ახალი რეალობა რომლისთვისაც მზად არ ვართ საერთიოდ და ვიღებთ იმ სავალალო შედეგებს. ქვეყანაში ორმაგი დიგნოზის მქონე პაციენტი რჩება სერვისის გარეშე ან იღებს არაკვალიფიციურ დახამრებას, გაჩდნენ პაცინტები რომლიც გაჩხერილი არიან ფსიქიტრიული და ნარკოლოგიური დაწესებულების შორის ვინაიდან მოდელი რომელიც მუშოაბს დღეს სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა იმ გამოწვევბის წინაშე რაც არის ქვეყანაში ეს ორი დარგი გაყოფილია და ნარკოლოგებს და ფსიქატრებს არ ყოფნით კომპეტენცია რომ ასეთი ტიპის პაცინტების დიგნოსტირება, მკრნალობა და შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინონ. დარგებში არსებული პრობლემები იძლევა იმის საფუძველს რომ საჭიროა უმოკლეს დროში მოხდეს ძირეული ცვლილებები!!!" - წერს ზურა სიხარულიძე.
---
10.02.2019
ნარკოლოგიურის გენდირექტორი - ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, საშიში მოქმედება და უარი განაცხადა სტაციონარში მოთავსებაზე
მამაკაცი, რომელიც ძმის შვილის მკვლელობაშია ბრალდებული, ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გაურკვეველი ნივთიერების (სავარაუდოდ მარიხუანას) ზემოქმედების ქვეშ შემოიყვანეს, მას არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, საშიში მოქმედება, კითხვებზე ადეკვატურად პასუხობდა და მან უარი განაცხადა სტაციონარში მოთავსებაზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა კილაძემ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტი ვ.ი. კლინიკაში გუშინ თანმხლებმა პირებმა დაახლოებით 21:45 საათზე, მიიყვანეს. ისინი განმარტავდნენ, რომ მარიხუანას ზემოქმედების დროს ის აგრესიული და არაადეკვატური ქმედებებით გამოირჩეოდა, თუმცა, კლინიკაში მიყვანის დროს, მას არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი, უარყოფს ახლობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სტაციონარულ მკურნალობაში პაციენტს 3000 ლარი მოსთხოვეს და განმარტავს, რომ აღნიშნული შეთავაზება არ გაკერთბულა, ვინაიდან მამაკაცმა კლინიკაში დარჩენა არ ისურვა. „პაციენტმა თანმხლებ პირებთან ერთად ჩვენს კლინიკას დაახლოებით 21:45 საათზე მომართა. ახლობლების გადმოცემით, ის იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების, სავარაუდოდ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ, რის გამოც ის პერიოდულად ხდებოდა აგრესიული და ავლენდა არაადეკვატურ ქცევებს. შემოყვანის მომენტში მას არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, საშიში მოქმედება, კითხვებზე ადეკვატურად პასუხობდა და მან უარი განაცხადა სტაციონარში მოთავსებაზე. ვინაიდან ნარკოლოგიური სერვისი კანონმდებლობით არ ითვალისწინებს იძულებით მკურნალობას, ჩვენ არანაირი ინსტრუმენტი არ გვქონდა მკურნალობისა და დიაგნოზის დადგენის, რადგან პაციენტმა უარი განაცხადა. ახლობლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ ის არაადეკვატური ხდებოდა, აღნიშნული მოქალაქე საქმის კურსში ჩავაყენეთ, რომ არანებაყოფლობითი მკურნალობა შესაძლებელი იყო მხოლოიდ ფსიქიატრიული კლინიკის ფარგლებში, მაგრამ ჩვენი ცენტრის ფსიქიატრიული განყოფილებისთვის მათ არ მიუმართავთ“, - აღნიშნავს ლაშა კილაძემ. „ინტერპრესნიუსი“ ასევე დაინტერესდა, აღნიშნული პიროვნება იმყოფება თუ არა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში აღრიცხვაზე. კლინიკის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, მისი მონაცემები არ არის ბაზაში, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლა ამ დრომდე მიმდინარეობს და საბოლოო პასუხი კლინიკის ადმინისტრაციას ხვალ ეცოდინება. მოკლული გოგიტა ირემაძე რუსთავის #15-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო. რუსთავში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა. დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=78594
---
10.02.2019
არსებული ინფორმაციით, 13 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული გუშინ ფსიქიატრიულში არ დაიტოვეს, რადგან ადგილი არ ჰქონდათ, ნარკოლოგიურში კი 3000 ლარი მოსთხოვეს
არსებული ინფორმაციით მამაკაცს, რომელმაც 13 წლის ძმის შვილი დანით მოკლა, ფსიქიკური პრობლემები აქვს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ნარკომომხმარებელიც არის. თუმცა ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე ნარკომომხმარებელი არ არის, არამედ მას ბოლო პერიოდში გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მათივე თქმით, 13 წლის ძმის შვილი ირემაძის ოჯახში ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა და იზრდებოდა და მას ბავშვი უზომოდ უყვარდა. „ბავშვი ჩემი ნათლული იყო. უზომოდ უყვარდა ბიძას. ბავშვის მშობლები გაშორებულები არიან. დედა ცალკე ცხოვრობს. მამა პოლონეთშია სამუშაოდ წასული. საშინელი ამბავი მოხდა. ჩემმა მეგობრებმა ფსიქიატრიულში წაიყვანეს გუშინ. იქ ადგილი არ ჰქონდათ და არ დაიტოვეს, ამიტომ იმავე კლინიკის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობისთვის 3000 ლარი მოსთხოვეს. ამხელა თანხა არ ჰქონდათ და უკან წამოიყვანეს. ნარკოდამოკიდებული არ იყო. როგორც ირკვევა რაღაც ფსიქიკური აშლილობის ნიშნები ჰქონდა. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. იმედია ერი უფრო მეტ სიყვარულს ისწავლის ერთმანეთის. ბოლო დროს ბევრი აგრესიაა დაგროვილი", - განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის ნათლიამ ამირან ჯანჯღავამ ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში. მოკლული გოგიტა ირემაძე რუსთავის #15-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო. რუსთავში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა. დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/339723/
რეგინფო.ჯი- https://reginfo.ge/people/item/12407-13-xlis-bavshvis-mkvlelobashi-braldebuli-gushin-klinikashi-ar-moatavses
ექპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=78593
---
10.02.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/144132-ratom-ver-miigho-fsiqikuri-daxmareba-mkvlelobashi-braldebulma-romelic-centrshi-tavad
რატომ ვერ მიიღო ფსიქიკური დახმარება მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელიც ცენტრში თავად მივიდა
29 წლის მამაკაცის მეგობრები ამბობენ, რომ გუშინ, 9 თებერვალს შენიშნეს, რომ მათი მეგობარი "რაღაც არაადეკვატურად იქცეოდა" და გადაწყვიტეს კლინიკაში წაეყვანათ. მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ თავდაპირველად რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს მიმართეს, სადაც გადასხმა გაუკეთეს და უთხრეს, რომ მამაკაცი მათი პაციენტი არ არის და თბილისში გადაყვანაა საჭირო. მედიისთვის მიცემული კომენტარებიდან ირკვევა, რომ 29 წლის კაცი თავდაპირველად თანახმა იყო სამკურნალო დაწესებულებაში გადაეყვანათ. მან ექიმს მიმართა როგორც რუსთავში, ასევე თბილისში. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დახმარებასაც. ეს უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როცა პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, აგრეთვე თუ დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების ჩვენების დროს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა აუცილებელი არ არის. 29 წლის მამაკაცის მეგობარი, ლაშა ჟორჟოლიანი მედიასთან ამბობს, რუსთავის კლინიკაში გადაყვანის დროს კაცი "ცოტა არაადეკვატური იყო", ხოლო დაახლოების 20 წუთის შემდეგ, როცა ცენტრში დაბრუნდნენ, რათა ის თბილისში გადაეყვანათ, "უკვე ადეკვატური იყო". უცნობია რა დახმარება გაუწიეს პაციენტს რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში და ჰქონდა თუ არა მას ისეთი ფსიქიკური აშლილობა, რის გამოც ექიმებს სტაციონარში მოთავსების გადაწყვეტილება მისი სურვილისგან დამოუკიდებლად უნდა მიეღო. ტაბულა ამ კითხვებით ცენტრთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა რუსთავში, მითითებულ ნომერზე ამ დრომდე არ პასუხობენ. როგორც ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მეგობრები ამბობენ, მათ მამაკაცი თბილისში გადაიყვანეს. დავით ქებულაძის თქმით, თავდაპირველად ფსიქიატრიულ კლინიკაში მიიყვანეს, სადაც პაციენტი "წესიერად არც შეამოწმეს, რაღაცა გამოელაპარაკნენ". მისივე თქმით, შენობაში შეიყვანეს მამაკაცის ცოლიც. ქებულაძე ამბობს, რომ კლინიკის წარმომადგენლებს "გასაგებად აუხსნეს, რომ რაღაცებს ხედავს, რაღაცები ეჩვენება, რაღაცები ავიწყდება, ვიღაცას დასდევს", თუმცა იქ უთხრეს, რომ ადგილები არ არის. ამის შემდეგ, როგორ 29 წლის მამაკაცის მეგობარი ყვება, იქვე გვერდით შევიდნენ, რადგან "ორივე ერთად არის, ნარკოლოგიურიც და ფსიქიატრიულიც". ქებულაძის თქმით, კლინიკის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ მათ მეგობარს "შველა სჭირდება", თუმცა იქ მკურნალობის საფასურის, 3000 ლარის წინასწარ გადახდა მოითხოვეს, რის გამოც მეგობრებმა კაცი რუსთავში წამოიყვანეს. ტაბულა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურ დირექტორს ესაუბრა. ცენტრი ქავთარაძის ქუჩაზეა განთავსებული და ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ კლინიკებს აერთიანებს. მიუხედავად მამაკაცის მეგობრების მტკიცებისა, რომ ჯერ ფსიქიატრიულს მიმართეს და შემდეგ ნარკოლოგიურს, ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ის მხოლოდ ნარკოლოგიურში იმყოფებოდა. ლაშა კილაძის თქმით, ნარკოლოგიურ განყოფილებაში მამაკაცი გუშინ, 9 თებერვალს, დაახლოებით 21:45 საათზე შეიყვანეს, თუმცა მორიგე მედპერსონალთან ურთიერთობის შემდეგ მან ნებაყოფლობით მკურნალობაზე უარი თქვა. ტაბულა დაინტერესდა რა მიზეზით თქვა მკურნალობაზე უარი პაციენტმა, რომელიც კლინიკაში თავად მივიდა. ცენტრის დირექტორის თქმით, ის ამბობდა, რომ მკურნალობა არ სჭირდებოდა და თანმხლები პირების მისამართით ამბობდა "მე კი არა, მაგათ სჭირდებათ მკურნალობაო". ლაშა კილაძეს ასევე ვკითხეთ, იყო თუ არა იმის ნიშნები, რომ მამაკაცი კლინიკაში ძალის გამოყენებით მიიყვანეს, რაზეც მან გვიპასუხა: "მორგე ექიმი როგორც ამბობს, რომ შემოიყვანეს, ხელით ეჭირათო თუ რაღაც ასეთი მსგავსი თემა იყო. ძალადობით, ახლა, გაკოჭილი არ იყო ნამდვილად, მაგრამ ორივე მხრიდან ხელით ეჭირათო". ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ მამაკაცი ექიმმა გასინჯა, თუმცა მას "ფსიქოზი ან განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობა" არ ჰქონდა. კილაძე ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, რადგან მისი თანმხლები პირები ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობდნენ, ექიმმა ურჩია მიემართათ ფსიქიატრიული დახმარებისთვის. "ობიექტური გასინჯვის საფუძველზე მორიგე ექიმს რა ჰქონდა სურათი, რომ აქ იყო ფსიქოზი ან განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობა. სავარაუდოდ, შეხედა, რომ პაციენტი იყო არამწვავე და ფსიქიკური აღგზნება არ იყო გამოვლენილი, მაგრამ თანმხლები პირების ზეპირსიტყვიერი გადმოცემით, ვინაიდან ისინი ამბობდნენ, რომ ჰქონდა გარკვეული პრობლემები, ურჩია რომ მიემართა ფსიქიატრიული დახმარებისთვის", - ამბობს კილაძე. ტაბულამ მას ასევე ჰკითხა, დაინტერესდა თუ არა ცენტრი რამდენად მიმართა მამაკაცმა ფსიქიატრიულ განყოფილებას, რომელიც მასვე ექვემდებარება და რატომ არ გადაიყვანეს პაციენტი აღნიშნულ განყოფილებაში პირდაპირ ნარკოლოგიურიდან. ლაშა კილაძე ამბობს, რომ მოქალაქე ადეკვატური იყო, ფსიქიკური აშლილობის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა და შესაბამისად, ჩათვალეს, რომ არანებაყოფლობითი სტაციონირება საჭირო არ იყო. "არანებაყოფლობით ხდება მაშინ, როცა მოცემულ მომენტში მდგომარეობა შეფასებული იქნება, როგორც სოციალურად საშიში", - განმარტავს ის. ამასთან, ლაშა კილაძის ინფორმაციით, მამაკაცის ახლობლები მანამდე ფსიქიატრიულ განყოფილებაში არ ყოფილან და ამის შესახებ არც ნარკოლოგიურის მორიგე ექიმისთვის უთქვამთ. "ფსიქიატრიული განყოფილებისთვის ამ ადამიანს არ მიუმართავს. შეიძლება რომელიმე სხვა კლინიკას მიმართა. არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მან მიმართა ფსიქიატრიულ განყოფილებას, არ გვაქვს. გუშინ დღის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი იქნა სტაციონირებული, შესაბამისად, თუ საჭირო იქნებოდა, ადგილების არ ქონის გამო, თუ ჩაითვლებოდა, რომ შესაბამისი კრიტერიუმის პაციენტია, რა თქმა უნდა, უარს არ ეტყოდნენ", - ამბობს ცენტრის დირექტორი. ლაშა კილაძე ეხმაურება მამაკაცის მეგობრების განცხადებასაც იმის თაობაზე, რომ ნარკოლოგიურში მისი არ დატოვების მიზეზი წინასწარ 3000 ათასი ლარის გადახდის მოთხოვნა იყო. ცენტრის დირექტორის თქმით, ეს არალოგიკურია, რადგან როცა პაციენტი უარს აცხადებს სტაციონარში მკურნალობაზე, ნებისმიერი მკურნალობა უკვე გამორიცხულია, მათ შორის ფასიანიც, ამიტომ თანხას ვერ მოითხოვდნენ. რაც შეეხება ზოგადად ნარკოლოგიურში მკურნალობის საფასურს, კილაძე ამბობს, რომ არის სახელმწიფოსგან დაფინანსების შესაძლებლობაც, ხოლო ფასიანი დამოკიდებულია კლინიკაში გასატარებელი დღეების რაოდენობაზე და 2400 ლარიდან იწყება. ტაბულა ასევე დაინტერესდა არის თუ არა ადგილები ფსიქიატრიულ განყოფილებაში. ლაშა კილაძე ამბობს, რომ სულ 95 ადამიანის მიღება შეუძლიათ და ამჟამად თავისუფალია 1 ადგილი. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ. უწყებაში ამბობენ, რომ მამაკაცი გაურკვეველი ნარკოლოგიური ნივთიერების, სავარაუდოდ, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იყო. "ექიმმა-ნარკოლოგმა შეაფასა მდგომარეობა, პაციენტი იმყოფებოდა გაურკვეველი ნივთიერების (სავარაუდოდ მარიხუანას) ზემოქმედების ქვეშ. ახლობლების თქმით, ის პერიოდულად მოიხმარდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ავლენდა არაადეკვატურ ქცევებს. ნარკოლოგის თქმით, პაციენტს არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, თუმცა მისი თანმხლები პირების მონაყოლიდან გამომდინარე, პაციენტს შესთავაზეს სტაციონარული მკურნალობა დიაგნოზის დაზუსტების და მკურნალობის მიზნით, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა. პაციენტს და მის თანმხლებ პირებს განემარტათ, რომ არანებაყოფლობითი მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ფსიქიატრიულ კლინიკებში. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქიატრიული განყოფილებისთვის აღნიშნულ პირებს არ მიუმართავთ", - ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში. 13 წლის ბიჭი რუსთავში დღეს დილით, დაახლოებით 10:00 საათისთვის მოკლეს. ბრალდებული მისი ბიძაა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. მეზობლები ამბობენ, რომ ხმაური გაიგონეს და ნახეს, რომ ბავშვის ბაბუა, ბრალდებულის მამა შველას ითხოვდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მისულ პოლიციას კარი შიგნიდან ჩაკეტილი დახვდა, რომელიც გაჭრეს და ბინაში ისე შევიდნენ, მაგრამ ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. თავად ბრალდებულმა გაქცევა ფანჯრიდან გადახტომით სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა დაიჭირეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ როცა ფანჯარასთან მოვიდა, თავადვე თქვა ბავშვი მოვკალიო და ამ დროს "ვერავის ცნობდა და ვიღაცებს ეძებდა". ----- ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და არსებულ დაწესებულებებში ადგილების სიმცირეზე სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ.
---
10.02.2019
მედიასაშუალება: https://itv.ge/?m=3&CID=57439
"სახელმწიფო ვერ/არ ასრულებს თავის უპირველეს ამოცანას - დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება" - ნონა წოწორია მოზარდის მკვლელობას ეხმაურება
ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე და ცნობილი იურისტი, ნონა წოწორია რუსთავში მომხდარ საზარელ მკვლელობას ეხმაურება. "ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ. ამოსუნთქვას ვერ ასწრებ, რომ ერთ უბედურებას მეორე მყისიერად მოსდევს. მივეჩვიეთ. მორიგი ტრაგედია დღეს დატრიალდა, რასაც 13 წლის ბიჭი შეეწირა რუსთავში. კიდევ ერთხელ მოხდა იმის დემონსტრირება, რომ სახელმწიფო ვერ რეაგირებს საგანგებო სიტუაციებზე, რითაც ის ვერ/არ ასრულებს თავის უპირველეს ამოცანას - დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება. კონკრეტული დამნაშავეების გასამართლებით სახელმწიფოს ვალდებულებები არ ამოიწურება. მხოლოდ ისაა პასუხისმგებელი სტრუქტურულ და სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც იწირავენ ადამიანებს. არაფერი მიუთითებს, რომ საჭირო ცვლილებები გარედან დიდი ზეწოლის გარეშე განხორციელდება. ამიტომ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად სამართალწარმოების დაწყება მიმაჩნია, რომლის საბოლოო მიზანიც ევროსასამართლოში საქმის შეტანა იქნება. მართალია, ეს საკმაოდ ხანგრძლივი გზაა, მაგრამ ამ ეტაპზე უკეთესი არ ჩანს. ნებისმიერ შემთხვევაში, სამართლებრივი დავა მხოლოდ ხელს შეუწყობს სხვა ინიციატივებს, რომელიც შეიძლება არსებობდეს ან მომავალში წარმოიშვება", - წერს ნონა წოწორია.
---
10.02.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/181651/?fbclid=IwAR13jYnNzkLYKoD4ozzDMewt0SEsrRBULehWsboPJTOjf05nVdrJbap7WRQ
როცა 1 ექთანი 50 მძიმე პაციენტს უვლის – შინმოვლა
ნინო ქათამაძე და ნატალია კონცელიძე ბათუმში ყოველდღიურად 7 – 8 ოჯახს სტუმრობენ. ისინი „შინმოვლის პროგრამის“ ექთნები არიან. ნინოს ჯამში 50 პაციენტი აბარია, ნატალიას – 49. ვეკითხები, როგორ ახერხებთ ამდენ პაციენტის მომსახურებას-მეთქი. მპასუხობენ: „შევეჩვიეთ, სხვა რა გზა გვაქვსო.“ ნატალია კონცელიძე ამბობს იმასაც, რომ მისი 49 ბენეფიციარიდან 15-ის მდგომაროება რთულია და მათი ყოველდღე სჭირდებათ შინმოვლა. „დღეჩაგდებით ვახერხებ მისვლას“, – დასძენს ექთანი. შინმოვლის პროგრამას ბათუმის მერია საქველმოქმედო ფონდ „კარიტასთან“ ერთად ახორციელებს. პროგრამა ბათუმში მცხოვრები 100 ადამიანის ბინაზე მომსახურებას ითვალისწინებს. მერია ამ პროგრამაში მედიკამენტების და ჰიგიენური ნივთების შეძენას აფინანსებს. წელს ამისთვის ბიუჯეტიდან 64 800 ლარი დაიხარჯება. ამდენივეს დახარჯავს ფონდი „კარიტასი“ ორი ექთნის ხელფასისა და მგზავრობის ანაზღაურებაზე. შინმოვლის პროგრამის ექთნის ხელფასი ხელზე 624 ლარია. ექთნებს აძლევენ მგზავრობის თანხასაც, თვეში – 37 ლარს. ნინო ქათამაძე მესამე წელია შინმოვლის პროგრამაში ჩართული. „დღეში დაახლოებით 6-7 ოჯახში მივდივარ… ახლა 97 წლის ქალთან მოვედი, მძიმე მდგომარეობაშია, ხანდახან ღამეც მიწევს გამოსვლა, როცა მირეკავენ, აბა, გათენებას ხომ ვერ დაველოდები?“ – გვიყვება ნინო ქათამაძე გორგილაძის ქუჩაზე ერთ-ერთი პაციენტის ოჯახში. მას ჩვენ მომსახურების გაწევის შემდეგ გავესაუბრეთ. ექთანი თითო ოჯახში დაახლოებით 40 წუთს რჩება. მან პაციენტს ყველა საჭირო სამედიცინო და ჰიგიენური პროცედურა უნდა ჩაუტაროს, ასევე უნდა დაეხმაროს და ასწავლოს პაციენტის მომვლელს, მაგალითად, წნევის გასინჯვა, მედიკამენტების მიღების წესები, ან ნაწოლის დამუშავება… პროგრამის მიხედვით, ექთანმა თვეში მინიმუმ სამჯერ უნდა მოინახულოს თითოეული ბენეფიციარი. შინმოვლის პროგრამაში ჩართულია ოჯახის ექიმებიც. ექთნების თქმით, ოჯახის ექიმთან ხშირად პაციენტის ნაცვლად მათ უწევთ მისვლა იმისთვის, რომ საჭირო მედიკამენტისთვის რეცეპტი მიიღონ, შემდეგ აფთიაქშიც გაიარონ და პაციენტთან წამლებით ხელში მივიდნენ. პროგრამაში ჩართული არაა არც სოციალური მუშაკი, არც ფსიქოლოგი. „ერთი სოციალური მუშაკის დამატებაც იქნებოდა კარგი, რომელიც მსგავს პრობლემებს მოუგვარებს პაციენტებს… ყველა ერთ უბანში არაა. ზოგი ურეხშია, ზოგი – აეროპორტის დასახლებაში. ერთი მაინც რომ იყოს დამხმარე კარგი იქნება, თუნდაც პამპერსების შეძენაში ვინც დაგვეხმარება,“ – ამბობს ნინო ქათამაძე. ექთანს ზოგჯერ ფსიქოლოგის როლში ყოფნაც უწევს. ნინო ქათამაძის თქმით, პირიქით, სიამოვნებს კიდეც, როცა ადამიანები საკუთარ ცხოვრებაზე გულწრფელად უყვებიან… „ეჩვევი ადამიანს, ისიც გეჩვევა. ბოლოს 33 წლის რამაზ ჭაღალიძე გარდაიცვალა, ორი წელი ავადმყოფობდა, ძალიან განვიცადე… ხშირად ხდება ასე, ეჩვევი ადამიანს, მერე კვდებიან, ნერვიულობ, განიცდი, გენატრება, მე მათი ყოველი დღე მაინტერესებს,“ – გვიყვება ნინო ქათამაძე. ნინო ქათამაძე პროფესიით ექთანია. მას მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს და უფროსი ვაჟიც. ამბობს, რომ ხელფასი არსებული პირობების გათვალისწინებით საკმარისი არ არის, მაგრამ სამსახურით კმაყოფილია. ხელფასზე საუბარი ეუხერხულება ნატალია კონცელიძესაც. მას ბაგრატიონის ქუჩაზე შევხვდით ჟუჟუნა კომახიძის ოჯახში. ოთახში შესვლისთანავე ექთანმა ის პროცედურები აგვიღწერა, რასაც ყოველდღე, თითოეულ პაციენტთან აკეთებს, მერე ლოგინზე ჩამომჯდარ პაციენტს გახედა და თქვა: „ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი… ქალბატონი ჟუჟუნაც მარტოა ახლა. ისეა, თავის სატკივარს არასდროს შეგადერდებს. ზოგი ისე გისაყვედურებს, გული დაგწყდება, ჩვენს საქმეზე კი არა, ისე. რაღაც პრობლემა აქვთ, ან ოჯახის წევრს და აგრესიული ხდება. ზოგიერთს საერთოდ არ აქვს მადლიერების გამოხატვის უნარი, თუმცა საბოლოოდ ყველას ვუმეგობრდებით,“ – ამბობს ნატალია კონცელიძე. განსაკუთრებით ბავშვები ახსოვს ექთანს, ვისთანაც დადის. ასეთი სულ 17-ია. ნატალია კონცელიძე გვიხსნის, რომ პაციენტთან მისვლა და უცებ წამოსვლა არ გამოვა, ამიტომ შეადგინა ასეთი განრიგი – დღეგამოშვებით მიდის მძიმე პაციენტებთან. გყოფნით მგზავრობისთვის გამოყოფილი თანხა? – ნატალია კონცელიძეს შეკითხვა ღიმილს ჰგვრის. „როცა ჰიგიენური ნივთები ჩამოდის, პამპერსები და ასე შემდეგ, მაშინ ვიყენებ ამ ფულს, ტაქსს ვქირაობ და ოჯახებში ერთიანად მიმაქვს,“ – ამბობს ის. ექთნებს მუშაობა უწევთ არასამუშაო საათებშიც, მათ შორის, შაბათ-კვირასაც. ნატალია კონცელიძე პროგრამაში ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროებასაც ხედავს: „როცა დავიწყე მუშაობა, ძალიან დავიძაბე ამ პაციენტებს, ბავშვებს როცა ვუყურებდი. ვფიქრობდი, რომ ვერ ვიმუშავებდი, ვერ გავართმევდი თავს. შემდეგ ფსიქოლოგმა ჩაგვიტარა ტრენინგი და დავიწყე სხვანაირად ფიქრი. მე კმაყოფილი ვარ ამ სამსახურით,“ – გვითხრა ნატალია კონცელიძემ. განსხვავებულად აღწერენ შინმოვლის პროგრამის გამოწვევებს ბათუმის მერიაში. ჯანდაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის, ნინო ლომთათიძის თქმით, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის საჭიროების საკითხი აქამდე არავის დაუსვამს. ნინო ლომთათიძემ ასევე უარყო ის ციფრები, რაც ექთნებმა დაგვისახელეს მძიმე პაციენტებთან დაკავშირებით. „15 და 16 პაციენტი არცერთს არ ჰყავს… ისეთი პაციენტი, რომელსაც ყოველდღიურად სჭირდება მოვლა, თითოს ეყოლება მაქსიმუმ ხუთი,“ – გვითხრა მან. ბათუმის მერიის თანამშრომელს არ აქვს ინფორმაცია, რა ანაზღაურებას იღებენ ექთნები მერიის „შინმოვლის პროგრამაში“. იგი ირწმუნება იმასაც, რომ მონიტორინგს ახორციელებს და მადლობის წერილებსაც იღებს. „ჩვენ ხელფასის ნაწილში არ შევდივართ. მთავარია, პაციენტებს არ აკლიათ მომსახურების ხარისხი, ამის მოთხოვნა არ დამდგარა. არც „კარიტასს“ და არც ექთნებს ამისთვის არ გაუსვამთ ხაზი. ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ უმაღლეს დონეზე და არის ნორმალური შედეგი, მადლობის წერილებიც იყო,“ – აღნიშნა ნინო ლომთათიძემ. „შინმოვლის პროგრამაში“ ჩართვა შეუძლიათ იმ ადამიანებს, ვისაც ქრონიკული დაავადება აწუხებთ და 100 ათას ქულამდე აქვთ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. პროგრამით ასევე სარგებლობენ შშმ პირები და ასაკით პენსიონერები, რომლებსაც მომვლელი არ ჰყავთ. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ რიგში მხოლოდ ორი ადამიანია და ბენეფიციარების რაოდენობის გაზრდის საკითხი არ დგას დღის წესრიგში. მერიას ასევე აქვს შინმოვლის პროგრამა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებისთვის, რომელსაც „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“ ახორციელებს.
---
09.02.2019
“ჯანმრთელობას გისურვებთ, განსაკუთრებით საქართველოში!”
ჯანდაცვის მინისტრის შეუსრულებელი დაპირებები და პირველადი ჯანდაცვის არშემდგარი რეფორმები. როგორ იქცა საქართველოში ჯანდაცვა მაღალშემოსავლიან ბიზნესად. ერთი დაავადება და ოთხი დიაგნოზი - რა გვიჯდება მკურნალობა მაშინაც კი, როცა ექიმი ვერ გვშველის. თავისუფლების მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება.
---
09.02.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=78574
ბათუმში, 154 დევნილი ოჯახისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა მიმდინარეობს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში 154 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადასცემს. დღეს, ბათუმში, 38 ერთოთახიანი, 96 ოროთახიანი, 15 სამოთახიანი და 5ოთხოთახიანი ბინა კენჭისყრის პრინციპით ნაწილდება. იძულებით გადაადგილებული ოჯახები ბინებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად იღებენ. კენჭისყრის პროცედურას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ესწრებიან. 154 დევნილი ოჯახი ახალი ბინის გასაღებს უახლოეს დღეებში მიიღებს.
---
09.02.2019
„გავათხოვებდი...“ - დედამ 14 წლის შვილზე მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტი იცოდა
საზარელი ფაქტი მოხდა გორში - რამდენიმე დღის წინ პოლიციამ 14 წლის შვილის მიმართ სექსუალური ქმედების ბრალდებით მამა დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ უკვე გადაყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში. "შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ო.მ. გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რომელსაც დაკავებული ო.მ.-ც აღიარებს. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დაკავებულის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა. ამ დროისთვის, არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ უკვე გადაყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში. გამოძიება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 11-პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს"- ნათქვამია განცხადებაში.
---
09.02.2019
მედიასაშუალება: http://www.etaloni.ge/geo/main/index/19552
როდემდე აქვთ ვადა სკოლების, ბაღების და უმაღლესი სასწავლებლების პერსონალს წითელას საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად
სკოლების, ბაგა-ბაღებისა და უმაღლესი სასწავლებლების პერსონალმა წითელას საწინააღმდეგო აცრა მიმდინარე წლის 18 მარტამდე უნდა გაიკეთონ. შესაბამისი ვადა მთავრობის მიერ გაცემულ განკარგულებაშია აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით, მთავრობამ განკარგულება მიმდინარე წლის 18 იანვარს მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების ბენეფიციარებმა აცრის შესახებ ინფორმაცია 2 თვის ვადაში უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც დაწესებულებებმა აღნიშნული მონაცემები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უნდა მიაწოდონ. განკარგულების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ინფორმაციის მიწოდებიდან 2 თვის ვადაში ბენეფიციარების მხრიდან აცრის დამადასტურებელი ცნობის წარუდგენლობის შემთხვევაში აღნიშნული პირების სტატუსის შეჩერების საკითხი უნდა განიხილონ. სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის შესაბამისი მონაცემების მიწოდების შემდეგ, ყველა თანამშრომლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა იქნება. ხოლო განათლების სამინისტროს ცნობით, დეტალურ ინფორმაციას თუ რა ბედი ელით საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ პერსონალს, რომლებიც აცრას არ გაიკეთებენ, უახლოეს მომავალში დეტალურად განაცხადებენ.
---
09.02.2019
ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა - რა შენიშვნები აქვს კანონპროექტთან დაკავშირებით „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციას“?
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციას საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. რადიო „კომერსანტს“ ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ესაუბრა. მძღოლების ერთი ნაწილი უარყოფითად უყურებს ამ კანონპროექტს, საკმაოდ დიდ ნაწილს კი მოსწონს, იდეა ნამდვილად მოსაწონია, მაგრამ მძღოლებს აქვთ ის შეგრძნება,რომ ეს კანონპრექტი თანხების მოსაზიდი ახალი მახეა. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა,რომ სამუშაო პროცესში ჩართულები არ იყვნენ ტრანსპორტზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. ის, ვინც ეს პროექტი დაამუშავა კონსულტაციები გაიარა მხოლოდ სადაზღვევო სისტემასთან. იმ პრობლემების შესახებ,რაც დღეს ჩვენს წინაშეა, პროექტის ავტორებს არ აქვთ ინფორმაცია. პრობლემაა ის, რომ არ გვაქვს საგზაო-სატრანსპორტო შედეგების ზუსტი სტატისტიკა, არ წარმოებს თანამედროვე მეთოდოლოგია. ხშირ შემთხვევაში მძღოლები ერთმანეთთან მოლაპარაკების საშუალებით ცდილობენ აირიდონ პოლიციის ჯარიმა. მძღოლები თავად აფინანსებენ დაზარალებულ მძღოლებს. შესასწავლია ასევე ის,თუ ტრავმების რა ფორმები გვაქვს, ჩვენთან არ წარმოებს მისი აღრიცხვა და კვლევა. არსებობს პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროში, მაგრამ ვერ ამუშავდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მიზეზი შესაძლოა არასწორად მოწყობილი ინფრასტრუქტურა იყოს, რა დროსაც, როგორც წესი პოლიცია ცდილობს დამრღვევი ფიზიკური პირი იპოვოს. სინამდვილეში კი, საგზაო ინფრასტრუქტურა იყოს დამნაშავე. საინტერესოა, ასეთი შემთხვევბის დროს რა ხდება. მთავარი კითხვა ეხება ბიზნესს, ტექნიკური ინსპექტირების დროს გვესმოდა მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ ბაზარი იქნებოდა ყველასთვის ღია და ყველას შეეძლებოდა ამ ბიზნესის კეთება, ბოლოში კი მივიღეთ ამის სრულიად საპირისპირო, ბაზარი დაიხურა და მასში შესვლის უფლება აღარავის აქვს. მთავარი ოპერატორი აღმოჩნდა ერთ-ერთი კომპანია. საინტერესოა, ამ შემთხვევაში როგორ განვითარდება მოვლენები. საერთო ჯამში, იდეის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვართ, საერთაშორისო პრაქტიკაშიც არსებობს ასეთი ტიპის დაზღვევები და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში, საპარლამენტო განხილვების დროს მაინც მოგვეცემა საშუალება, რომ ჩავერთოთ განხილვებში, - ამბობს დავით მესხიშვილი.
---
08.02.2019
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=21323
‘ხშირად ჩვენი ხარჯით გვიწევს ბენეფიციართან მისვლა’ – სოციალური მუშაკი ახალციხიდან
„არ გვაქვს ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი ოთახი, სადაც მათ გამოვკითხავთ. გვიჭირს გადაადგილება მაღალმთიან სოფლებში, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, თუ მიდის უკან აღარ ბრუნდება და ამიტომ არის შემთხვევები, როცა ნახევარი ხელფასი მუშაკს გადაადგილებაში ეხარჯება“ – ამბობს უფროსი სოციალური მუშაკი სამცხე–ჯავახეთში ნინო საანიშვილი. ‘ხშირად ჩვენი ხარჯით გვიწევს ბენეფიციართან მისვლა’ – სოციალური მუშაკი ახალციხიდან სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ სამუშაოდ არასათანადო პირობები აქვთ, რამდენიმე მათგანს ერთ ოთახში უწევს მუშაობა და შესაბამისი სივრცის არ არსებობის გამო, აქვე უხდებათ ბენეფიციარების გამოკითხვაც. „არ გვყავს თანამშრომლების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ მოსახლეობას სრულყოფილი სერვისი შევთავაზოთ“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი სოციალური მუშაკი ნინო საანიშვილი. მისი თქმით, ბოლო პერიოდში სოციალური სამსახურისადმი მიმართვიანობა გაიზარდა, ამიტომ სამუშაო საქმეების რაოდენობას ვეღარ უმკლავდებიან: „ძალიან მწირი იყო ძალადობის თემაზე მომართვიანობა, მაგრამ ახლა, რეფერირების პროცედურების ფარგლებში, ბევრი საკითხი შემოდის. სოციალურ აგენტებს დაემატა სამუშაო, რადგან ისინი ხშირად დადიან გამოკითხვაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ფარგლებში“. საანიშვილი აქცენტს სერვისების სიმწირეზეც აკეთებს: „ბენეფიციარებთან ცარიელი ხელებით მუშაობა ძალიან გვიმძიმს. რეგიონში არ არის მაგალითად, ხანდაზმულთა თავშესაფარი. ასეთი მიმართულებებით მუშაობა უნდა გაძლიერდეს, რომ სოციალურმა მუშაკმა ბენეფიციარს შესაბამისი სერვისი შესთავაზოს. ოჯახი როცა კრიზისშია, ვერ ვახერხებთ, რომ დასახმარებლად რაღაცა შევთავაზოთ, რადგან მაგალითად, ერთადერთი დღის ცენტრში ბორჯომშია და ახალციხიდან იქ ის ვერ წავა“. სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში რვა სოციალური მუშაკი და ერთი უფროსი სოციალური მუშაკია. მათ შორის ახალციხესა და ასპინძაში – ორ–ორი, ბორჯომში, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ადიგენში კი ერთ–ერთი სოციალური მუშაკია. რეგიონის მასშტაბით მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი მუშაობს. ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მუშაკები ადამიანური რესურსების დამატებას, სახელფასო ანაზღაურების გაზრდასა და სხვა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ შესაბამისი წერილი ჯანდაცვის სამინისტროში დღეს, რვა თებერვალს შეიტანეს. წერილს ხელს საქართველოს მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი და იურისტი აწერს.
---
08.02.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/339485/
“ჩვენ ვიმსახურებთ ღირსეულ სამუშაო პირობებს” – სოცმუშაკები გაფიცვისთვის ემზადებიან
დღეს, 8 თებერვალს სოცმუშაკთა ჯგუფმა ჯანდაცვის სამინსიტროში წერილი შეიტანა და რეფორმების დროული გატარება მოითხოვა. სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოში” დასაქმებული 200-მდე სოციალური მუშაკი ამბობს, რომ ამ დროისთვის ისინი წინასაგაფიცვა პროცესში იმყოფებიან, ხოლო თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს ისინი გაფიცვას დაიწყებენ. სოცმუშაკები ამბობენ, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო სოციალური სერვისების მიმართულებით ატარებს, კრიზისშია და არათუ ეხმარება, არამედ ხელს უშლის ბენეფიციარებს საჭირო დახმარება მიიღონ. ძირითადი პრობლემები, რასაც სოცმუშაკები ხაზს უსვამენ, სამუშაო რესურსის სიმწირე და შეუსაბამო სამუშაო პირობებია. ისინი ამბობენ, რომ სწორედ ამის გამო საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს – ბავშვებს, შშმ პირებს და ხანდაზმულებს – სერვისის ან თვეობით ლოდინი უწევთ, ან საერთოდ ვერ იღებენ. ნათია გულიაშვილი ისანი-სამგორის სერვის-ცენტრის სოცმუშაკია. ნეტგაზეთთან საუბარში ის განმარტავს, რომ სისტემური ხარვეზები უპირველეს ყოვლისა ბენეფიციარის კეთილდღეობაზე აისახება. მისი თქმით, ამ დროისთვის, არასახარბიელო სამუშაო გარემოსთან და გაუნაწილებელ, დაურეგულირებელ სამუშაო გრაფიკთან ერთად, მომსახურების სისტემაში კადრების, მათ შორის, ფსიქოლოგების ნაკლებობაა. “სისტემაში არსებობს ხარვეზები, რომელიც ძალიან ცუდად აისახება ბენეფიციარების კეთილდღეობაზე, სიცოცხლეზე, ჯანრმთელობაზე. ჩვენ ვართ პირები, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ კუთხით მათ გაძლიერებაზე, მათ მონიტორინგზე და ზრუნვაზე. თუკი არ გვაქვს შესაფერისი სერვისი, ინსტრუმენტი, სამუშაო გარემო, ნორმალიზებული გრაფიკი და სოციალური მუშაკების რაოდენობა, რომელიც გაწვდებოდა ბენეფიციაართა რაოდენობაზე – რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ ხარისხიან მომსახურებაზე. სოციალური მუშაკი ხშირად შემთხვევის წინაშე რჩება შიშველი ხელებთ, არ გვავქს რესურსი, არ არის სერვისი, არ გვყოფნის დრო. თუნდაც, ტერიტორილი დაყოფის მიხედვით, მოსახლეობის რიცხვი, მომართვიანობა და ის მიმართულებები იმდენად დიდია, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ფიზიკურად ვერ ავუდივართ. ამჟამად სააგენტო მუშაობს 30-მდე მიმართულებაზე. ამ მიმართულებიებიდან ნახევარი ისეთია, რომელსაც არ სჭირდება სოციალური მუშაკის პროფესიული განათლება,” – ამბობს ნათია გულიაშვილი. სოციალური მუშაკი განმარტავს, რომ ხშირად მათ ისეთი სამუშაოს შესრულებაც კი უწევთ, როგორიცაა სხვადასხვა სახის ვაუჩერის ბეჭდვა. ნათია გულიაშვილი მიიჩნევს, რომ ბეჭდვისთვის პროფესიული განათლება საჭირო არაა და ამ საქმეზე იმ დროის ხარჯვა, რომელიც წესით ბენეფიციარს უნდა მოხმარდეს – არასწორია. “წლების განმავლობაში, ამ კუთხით სააგენტოში მუდმივად ხდებოდა ამ თემაზე აპელირება და აქცენტის დასმა. სოციალური მუშაკი არის სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც იმსახურებს ნორმალიზებულ სამუშაო გარემოსა და პირობებს. მინიმალური რამ არის, რომ სერვის ცენტრები და სამუშაო გარემო ბენეფიციარზე იყოს ორიენტირებული, იყოს ადაპტირებული და გვქონდეს გასასაუბრებლად ცალკე ოთახი. ეს ყველაფერი ჩვენ არ გვაქვს, შესაბამისად, სერვისის ხარისხი ამით ზარალდება,” – დასძენს ნეტგაზეთთან ნათია გულიაშვილი. ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილი სოცმუშაკები ამბობენ, რომ მათ , დაახლოებით, 1 წლის წინ პეტიციით მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს და ზუსტად იგივე, დღეს არსებული პრობლემების ნუსხა წარუდგინეს. თუმცა, სამინისტრომ მათ პასუხი არ გასცა და არც არავითარი ქმედითი ნაბიჯი გადადგა. სოცმუშაკები ამბობენ, რომ ისინი წინასაგაფიცვო პროცესს იწყებენ და სამინისტროს 1 თვეს აძლევენ, რათა სიტუაცია გამოსწორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გაფიცვას დაიწყებენ. სოციალური მუშაკების წერილსა და პროტესტს დღეს ჯანდაცვის სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია ამბობს, რომ სოცმუშაკების სამუშაოს რეგულირებაზე და გაუმჯობესებაზე უკვე 2018 წლიდან დაიწყო მუშაობა, შემუშავდა შესაბამისი კანონიც და გაიცა რეკომენდაციები. თუმცა, კონკრეტულად რა პრობლემების წინაშე დგანან სოცმუშაკები დღეს და რაზე მიდის მუშაობა, ოდიშარია არ საუბრობს. “იმისათვის რომ ჩვენი სოცსამუშაო გაგვეუმჯობესებინა ორი მიმართულებით ვმუშაობთ, ერთი არის სერვისების განვითარება და 2014 წლიდან თითქმის გაორმაგდა სოც.რეაბილიტაციაზე და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა. მეორე მხრივ კი 2018 წელს ჩვენ ჩავატარეთ სოციალური სამუშაოს შეფასება – მათი ეფექტურობისა და ეფექტიანობის. დავდეთ რეკომენდაციები, რომელიც საერთაშორისო ექსპერტთან ერთად შემუშავდა და ასევე შევქმენით სპეციალური საოპერაციო პროცედურები, რომელიც დაეხმარებათ უკეთესად სამუშაოს განხორციელებაში,” – ამბობს ნინო ოდიშარია. ის განმარტავს, რომ ამჯერად აღნიშნული პროცედურები და რეკომენდაციები საბოლოო სტადიას გადის, რაშიც სოცმუშაკებიც არიან ჩართულნი. მისი თქმით, სერვისცენტრებში ექსპერტები დადიოდნენ და მუშაკების საჭიროებებს სწავლობდნენ, რის შემდეგაც, ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის თავმჯდომარეობით, შეიქმნა სპეციალური საბჭო. “სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია დაიწყო და ვფიქრობთ, რომ სტურქუტრა და სამუშაო ისე უნდა განისაზღვროს, რომ ჩვენი მოსახლეობა და ბენფიციარები არ დაზარალდნენ, მომსახურება კი გაუმჯობესდეს. მე ვფიქრობ, გამოწვევები ქვეყანაში შეიცვალა, ჩვენი ბენფიციარებისთვის სხვა სახის სერვისები გვესაჭიროება. აქედან გამომდინარე სოციალური მუშაობის შესახებ კანონი ძალიან კარგად არეგულირებს სოცმუშაკების მუშაობას და ბევრ გამოწვევას პასუხობს. ეს იქნება რაოდენობა თუ სხვადსხვა უწყებებს სოცსამუშაოს გაჩენა,” – დასძენს ოდიშარია. სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი კონკრეტულად იმ საკითხებზე და პრობლემებზე, რომლებსაც სოცმუშაკები ასახელებენ არ საუბრობს და ამბობს, რომ ეს თემები სააგენტოს რეორგანიზაციაში გათვალისწინებული იქნება. რაც შეეხება ინფრასტურქტურულ პროექტებს, ოდიშარია ამბობს, რომ გლდანი-ნაძალადევს სერვის ცენტრში ახლა რემონტი მიმდინარეობს, ხოლო სხვა ცენტრებში იდენტური პრობლემა არ არის. კითხვაზე, სმეინია თუ არა მას 2018 წელს სოცმუშაკების პეტიციის შესახებ და რა გაკეთდა მათი მოთხოვნების შემდეგ, ნინო ოდიშარია ამბობს, რომ ამ პერიოდიდან კანონზე მუშაობდნენ და სოცმუშაკების მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, შესაბამისი რეკომენდაციები შექმნეს.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/531985-socialurma-mushakebma-janmrtelobis-dacvis-saministroshi-cerili-sheitanes-sadac-mati-motxovnebia-chamoqalibebuli/
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=78546
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/socialurma-mushakebma-sistemuri-cvlilebebis-motxovnit-djandacvis-saministros-werilit-mimartes
ნიუს.ჯი- https://news.ge/samushao-pirobebis-gaumjobeseba/
ესქეინიუს.ჯი- http://sknews.ge/index.php?newsid=21315
---
08.02.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/531966-socialuri-mushakebistvis-misacemi-sakmeebis-raodenoba-kanonit-ganisazgvra/
სოციალური მუშაკებისთვის მისაცემი საქმეების რაოდენობა კანონით განისაზღვრა
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნინო ოდიშარიას განცხადებით, იმ საკითხებზე, რაზეც სოციალური მუშაკებს დღეს უწყებაში წერილი შეაქვთ, სამინისტრომ მუშაობა ერთ წელზე მეტია, დაიწყო. მისივე თქმით, კანონით განისაზღვრა ერთმა სოციალურმა მუშაკმა რა რაოდენობით საქმეებზე უნდა იმუშაოს და ის 2021 წლიდან შევა ძალაში. “ამ საკითხებზე ჩვენ სისტემური მუშაობა დავიწყეთ 2018 წლის დასაწყისში. 2018 წლის შუაში უკვე გვქონდა სოციალური სამუშაოს შესახებ კანონი, რასაც მოჰყვა სამოქმედო გეგმა, რომელიც არამხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა უწყებებმა უნდა შეასრულონ, სადაც ასევე, სოციალური მუშაკები იქნებიან. სამინისტროში ასევე ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის სოციალური მუშაკების სამუშაო გრაფიკზე იმუშავებს. კიდევ ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადებულია რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებში ჩვენ შევეცდებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობა ისე გავმართოთ, რომ ჩვენს მოსახლეობას უკეთესი სერვისები მივაწოდოთ. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსახლეობისთვის იმ სერვისების სწორად მიწოდება, რომლებიც ახლა გვაქვს და სამომავლოდ ვგეგმავთ. სოციალური მუშაკებისთვის მისაცემი საქმეების რაოდენობა კანონით უკვე განსაზღვრულია და 2021 წლიდან ის 50 იქნება. მანამდე ჩვენ საქართველოში იმ რაოდენობით სოციალურ მუშაკი არ გვყავს, რომ ეს საქმეები შეასრულონ. მანამდე გაწერილია ზუსტად ის გეგმა, რომლის მიხედვითაც ძველი სოციალური მუშაკები უნდა გადამზადდნენ, ხოლო ახლებმა უმაღლესი სასწავლებლები დაამთავრონ და შემოგვიერთდნენ”,- აღნიშნა ნინო ოდიშარიამ. კითხვაზე, გაიზრდება თუ არა სოციალური მუშაკების ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა, რომ უწყების თვითმიზანს არა ვინმეს ხელფასის ზრდა, არამედ მოსახლეობისთვის უკეთესი მომსახურების მიწოდება წარმოადგენს. “გარდა იმისა, რომ სოციალური სამუშაოს შესახებ კანონი მივიღეთ, დავიწყეთ სოციალური მიმსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია. თვითმიზანი ვერ იქნება ვინმეს ხელფასის გაზრდა ან მოკლება, თვითმიზანი არის ის, რომ ჩვენ ჩვენს მოსახლეობას უკეთესი მომსახურება მივაწოდოთ”,- აღნიშნა მან. სოციალური მუშაკები დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დღეს შეიტანენ წერილს, რომელშიც მათი სამუშაო პირობების შესახებ მოთხოვნებია გაწერილი. სოციალურ მუშაკთა და იურისტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ქეთი ხუციშვილის განცხადებით, წერილის შეტანის შემდეგ, უწყებას მიეცემა 21 დღის ვადა, რათა საინიციატივო ჯგუფთან მოლაპარაკებები დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გაფიცვას გეგმავენ.
---
08.02.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=78548
ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შშმ სტატუსის განსაზღვრის ახალი მოდელი დაინერგება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით დაგეგმილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობების შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგიისა და სისტემის პილოტირების განხორციელება აჭარის რეგიონის იმ სამედიცინო დაწესებულებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა. პროექტის განხორციელების მიზნით დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორ ოგანიზაციასთან აჭარაში - საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობა გულისხმობს შშმ ბავშვებისა და ზრდასრული პირების ფუნქციური უნარებისა და სოციალური საჭიროებების შეფასების პილოტირებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და აჭარის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ესწრებიდნენ. საპილოტე პეროექტის განხორციელების საორგანიზაციო/მეთოდური საკითხების გაცნობის მიზნით პროექტში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებთან არაერთხელ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა.
---
08.02.2019
მედიასაშუალება: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=8780
სკოლაში 5 არასრულწლოვანი დანიშნულია
ინფო რუსთავის მიერ გავრცელებულ მასალას, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყალაჯალარის სკოლაში განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა, სოციალური მომსახურების სააგენტო გამოეხმაურა. ჩვენი ინფორმაციით, სკოლაში, რომლის 5 არასრულწლოვანი მოსწავლეც დანიშნულია, უკვე იმყოფებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები. გარდა ამისა, როგორც ინფო რუსთავთან საუბრისას გარდაბნის სოციალური სამსახურის თანამშრომელმა, ნანი დუჩიძემ განაცხადა, საქმესთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია სამართალდამცავი ორგანოც. მისი თქმით, სოფელ ყალაჯალარის სკოლიდან 5 არასრულწლოვანი გოგოა დანიშნული, მათი ასაკი 14 დან 16 წლამდეა. "დირექტორი ფიქრობს, რომ მოძებნოს რაიმე საშუალება მათ თემში ნაადრევი ქორწინებების შესამცირებლად. მაგალითისათვის, ის ფიქრობს დაუკავშირდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ საკითხით არიან დაინტერესებული, ასევე დაუკავშირდეს განათლების სამინისტროს იმ თხოვნით, რომ მოიძიონ შესაბამისი სპეციალისტები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და სოციალური კუთხით მომუშავე ადამიანები, რომლებიც მიზნობრივ ჯგუფს ჩაუტარებენ საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრებს, ტრენინგებს თუ სემინარებს. ჩვენი რეკომენდაციებიც სკოლის მიმართ სწორედ ამ კუთხით გაიცა", - განაცხადა ნანი დუჩიძემ.
---
08.02.2019
"სახლი ქარიან ამინდში ზანზარებს" - მჭედლიშვილების ოჯახში, სადაც სამი მცირეწლოვანი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს დახმარება სჭირდება
18 წლის წინ, ლალი მჭედლიშვილი და მისი შვილი ბარაკის ტიპის შენობაში დასახლდა. მისი ვაჟი იოსები აქ გაიზარდა, დაქორწინდა და ახლა ცოლთან, სამ შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს. საცხოვრებელში გაუსაძლისი პირობებია. „ვერ აღვწერ, როგორ ვწვალობთ! არც ტუალეტი გვაქვს და არც აბაზანა. ტაშტში ვბანაობთ, ხოლო წყალს შორიდან ვეზიდებით. ვთბებით შეშის ღუმელით, თუმცა სახლში იმდენი ღრიჭოა, რომ სითბო არ ჩერდება. ვერც გადავდივართ სხვაგან, არ გვაქვს ქირის ფული“, - ამბობს ლალი მჭედლიშვილი. სახლი ქარიან ამინდში ზანზარებს, სახურავი ბინადრებს წვიმისგან არ იცავს, ყველაფერი ნელ-ნელა ინგრევა. მჭედლიშვილების ოჯახს სახლის შეკეთების საშუალება არ აქვთ. „სად არ ვიყავით, არავის არ აინტერესებს ჩვენი გაჭირვება. მე მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი მაქვს! გაიხედეთ, მეზობელიც კი არ გვყავს. ერთხელ ერთმა კეთილმა კაცმა ორი ბოძი გვაჩუქა. ამით სახურავი გავამყარეთ, მაგრამ ეს ხომ დროებითია, სახლს კაპიტალური გამაგრება სჭირდება. ერთი ოთახი მაინც რომ გაკეთდეს, სადაც ჩვენ ბავშვებთან ერთად მოვთავსდებით. ოჯახში სამი ბავშვია - 9 წლის გელა, 7 წლის გიორგი, 5 წლის ნინო. მე მათი უსაფრთხოებაც მაღელვებს. ცოტა ხნის წინ გარეთ ძლიერი ქარი იყო, გელას ფიცარი დაეცა თავში. ძლივს გადარჩა ბავშვი. ღმერთმა გადაარჩინა! უფლის წყალობით სერიოზული ტრავმა არ მიიღო“, - გვითხრა ლალიმ. მეგობრებო, ჩვენ ყველას შეგვიძლია მჭედლიშვილების ოჯახის დახმარება! მათ ხომ არც ისე ბევრი რამ უნდათ - მხოლოდ მყარი, საიმედო სახლი! ნებისმიერი სახის მხარდაჭერას მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს! ფინანსური დახმარება მჭედლიშვილების ოჯახს თქვენ შეგიძლიათ გადაურიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მჭედლიშვილების ოჯახი)
---
08.02.2019
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/31-tslis-tamar-shavadzes-sazogadoebis-dakhmareba-schirdeba
31 წლის თამარ შავაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირშიის მცხოვრებ 31 წლის თამარ შავაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. “თურქეთში, ქალაქ სტამბოლში დაგეგმილია ოპერაცია, რომლისთვისაც 22 000 დოლარზე მეტია საჭირო. საზოგადოებისთვის ჩემი შვილის ამბავი ახალი არ არის. მეტი გზა არ გვაქვს, ისევ საზოგადოების იმედად ვართ. ეს ოპერაცია მეტად საჭიროა ჩემი შვილისთვის“, _ გვითხრა მერი შავაძემ. “ხშირად მეხმარებიან სამთავრობო სტრუქტურიდან, საზოგადოების წევრები. ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ უნდა ჩამიტარდეს ოპერაცია, რადგან ხელები უფრო მეტად ავამოქმედო. 17 წლის უკან მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ვარ ოთხივე კიდურით პარალიზებული (მოჭრილი ხის დაცემის შედეგად). მოტეხილი მქონდა კისერი, კერძოდ V და VI მალა, ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დღესდღეობით, ცოცხალი ვარ. მის შემდეგ ჩავიტარე რეაბილიტაციის კურსი უკრაინაში, რამაც რეზულტატი გამიუმჯობესა. ავამოძრავე ხელები, თუმცა, მტევნებს ვერ ვხმარობ, ამიტომ ვწერ წერილს მეგობრის დახმარებით. უკანასკნელ წლებში თურქეთში ჩავიტარე გამოკვლევები, სადაც დამისვეს დიაგნოზი _ ჩემი ავადმყოფობა განკურნებადია. 6 თვის წინ, თბილისში, წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში ჩავიტარე ღეროვანი უჯრედის გადანერგვა, რის შემდეგაც ჩემი მდგომარეობა გაუმჯობესდა და მგრძნობელობა წამოვიდა.ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც წლების განმავლობაში გადავიტანე“, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას თამარ შავაძე. თამუნა შავაძის სახელზე „ საქართველო ს ბანკ ში“ გახსნილია ანგარიში, რომელზეც თანხის გადარიცხვა შეუძლია ყველას, ვისაც გოგონას დახმარების სურვილი აქვს.. მიმღები ბანკ ი: სააქციო საზოგადოება „ საქართველო ს ბანკ ი“; ბანკ ის კოდი: BAGAGE22; მიმღების დასახელება: შავაძე თამარი; მიმღების ანგარიშის ნომერი: GE77BG0000000318014700.
---
08.02.2019
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=10863
ლამზირა კირკიტაძეს ესაჭიროება დახმარება
ლამზირა კირკიტაძეს ესაჭიროება სასწრაფი ოპერაცია, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. მსურველებს შეგიძლიათ თანხა ეკრაზე მითითებული ანგარიშის ნომერზე ჩარიცხოთ. GE44LB0211138793360000 ლამზირა კირკიტაძე
---
ბეჭდვითი მედია
11.02.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ბავშვი დავბრიდეო, ასე თქვა პირდაპირ
საზარელი მკვლელობა მოხდა რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში. 29 წლის მამაკაცმა 12 წლის ძმიშვილი მოკლა. მეზობლების ინფორმაციით, ბიძამ საკუთარ ძმიშვილს ცივი იარაღით სასიკვლილო ჭრილობები მიაყენა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობის დროს ოჯახში მოზარდის ბაბუაც იმყოფებოდა, რომელიც მეზობლების თქმით სასტიკად იყო ნაცემი. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. 12 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. “დავინახე, რომ ფანჯარაში იდგა ვალერი, ხელი ჰქონდა დასისხლიანებული, პოლიციელები ელაპარაკებოდნენ. ბიჭო, რა არისო, რა მოხდაო, ბავშვი სად არისო. ბავშვი დავბრიდეო, ესე თქვა პირდაპირ. რას ქვია, დაბრიდეო და ავიდნენ. იმან რომ გაიგონა, რომ მაგასთან შედიოდნენ, ფანჯრიდან გადმოხტა და გაქცევა უნდოდა, მაგრამ ეცნენ და დაიჭირეს. მერე პოლიცია შევიდა ოთახში და ბავშვი ცოცხალ-მკვდარი იყო და წაიყვანეს. ბავშვი გარდაიცვალა”, – ყვება მოწმე. როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 108-ე, მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მეგობრები აცხადებენ, რომ იგი მკვლელობის წინა დღეს არაადეკვატურად იქცეოდა. მათი თქმით, მამაკაცი გუშინვე რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა იქ ურჩიეს, რომ 29 წლის მამაკაცს ფსიქიატრიული საავადმყოფო ესაჭიროებოდა. მეგობრების ყვებიან, რომ მათ მაშინვე ეჭვმიტანილი თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში პაციენტის დატოვების სანაცვლოდ წინასწარ 3 ათასი არის გადახდა მოსთხოვეს. მეგობრები ამტკიცებენ, რომ მათ საავადმყოფოში აუხსნეს, რომ ფულს გადაიხდიდნენ ოდნავ მოგვიანებით, თუმცა ამაზე უარი განუცხადეს. ოჯახის ახლობლები ადასტურებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი ირემაძეს ბოლო პერიოდში ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მათივე თქმით, 12 წლის ძმისშვილი ირემაძის ოჯახში ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა და იზრდებოდა და მას ბავშვი უზომოდ უყვარდა. _ბავშვი ჩემი ნათლული იყო. უზომოდ უყვარდა ბიძას. ბავშვის მშობლები გაშორებულები არიან. დედა ცალკე ცხოვრობს. მამა პოლონეთშია სამუშაოდ წასული. საშინელი ამბავი მოხდა. ჩემმა მეგობრებმა ფსიქიატრიულში წაიყვანეს გუშინ. იქ ადგილი არ ჰქონდათ და არ დაიტოვეს, ამიტომ იმავე კლინიკის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობისთვის 3.000 ლარი მოსთხოვეს. ამხელა თანხა არ ჰქონდათ და უკან წამოიყვანეს. ნარკოდამოკიდებული არ იყო. როგორც ირკვევა, რაღაც ფსიქიკური აშლილობის ნიშნები ჰქონდა. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. იმედია, ერი უფრო მეტ სიყვარულს ისწავლის ერთმანეთის. ბოლო დროს ბევრი აგრესიაა დაგროვილი, _ განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის ნათლიამ ამირან ჯანჯღავამ `ინტერპრესნიუსთან~ საუბარში. მოკლული გოგიტა ირემაძე რუსთავის #15 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო.
---
11.02.2019
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
შეიძლებოდა თუ არა რუსთავში მომხდარი შემზარავი მკვლელობის თავიდან აცილება
10 თებერვალს რუსთავში შემზარავი მკვლელობა მოხდა - 29 წლის ბიძამ 13 წლის ძმისშვილი დანით მოკლა. სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა. დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. გოგიტა ირემაძე რუსთავის მე-15 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. როგორც ამბობენ, ის ნარკომომხმარებელიც იყო, რასაც ოჯახის ახლობლები უარყოფენ. მათი თქმით, ვალერი ირემაძეს ბოლო დროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. 13 წლის ბიჭი ბაბუასა და ბიძასთან ერთად ცხოვრობდა. "გოგიტა ჩემი ნათლული იყო. ბავშვის მშობლები გაშორებული არიან. დედა ცალკე ცხოვრობს, მამა პოლონეთშია სამუშაოდ წასული. ვალერი ჩემმა მეგობრებმა ფსიქიატრიულში წაიყვანეს, მაგრამ იქ არ დაიტოვეს, ნარკოლოგიურში კი 3 000 ლარი მოსთხოვეს. ადგნენ და უკან წამოიყვანეს. ნარკოდამოკიდებული არ იყო. როგორც ირკვევა, ფსიქიკური აშლილობის ნიშნები ჰქონდა", - ამბობს გოგიტა ირემაძის ნათლია ამირან ჯანჯღავა. ნარკოლოგიური ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე კი ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებულს მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა არ აღენიშნებოდა და მან სტაციონარში მოთავსებაზე უარი განაცხადა: "მამაკაცი, რომელიც ძმისშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, მკვლელობის წინადღეს ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გაურკვეველი ნივთიერების (სავარაუდოდ, მარიხუანას) ზემოქმედებით შემოიყვანეს. თანმხლები პირები ამბობდნენ, რომ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იყო და აგრესიული, არაადეკვატური ქმედებებით გამოირჩეოდა, თუმცა კლინიკაში მოყვანისას მას არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, კითხვებზე ადეკვატურად პასუხობდა და უარი განაცხადა სტაციონარში მოთავსებაზე. ვინაიდან კანონმდებლობით ნარკოლოგიური სერვისი არ ითვალისწინებს იძულებით მკურნალობას, ჩვენ მკურნალობისა და დიაგნოზის დადგენის საშუალება არ გვქონდა". ლაშა კილაძე უარყოფს ახლობლების გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სტაციონარულ მკურნალობაში პაციენტს 3 000 ლარი მოსთხოვეს. ის ამბობს, რომ თანხაზე ლაპარაკი არ ყოფილა, რადგან მამაკაცმა კლინიკაში დარჩენა არ ისურვა. კლინიკის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ამ პირის მონაცემები ბაზაში არ არის და ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში აღრიცხვაზე არ არის.
---
11.02.2019
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
დაუცველი დამცველები: სოცმუშაკთა დიდი პროტესტი
4 წლის ნინო ზალინაშვილის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. სიკვდილის წინა დღეებში გადაღებული ნაცემი გოგონას ფოტოები უმძიმესი სანახავია. ბავშვი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო და დედას, ლელა ქსოვრელს, შვილთან მიახლოება აეკრძალა. სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გასცა და ბავშვი ბებიას ჩააბარეს, მაგრამ გოგონა მაინც დედასთან ცხოვრობდა. მართალია, მისთვის შვილის მკვლელობის ბრალდება ოფიციალურად არ წაუყენებიათ, მაგრამ დააპატიმრეს და დამცავი ორდერის დარღვევაში ადანაშაულებენ. თავად დედა შვილის სიკვდილში თავს დამნაშავედ არ ცნობს, მეზობლები კი აცხადებენ, რომ გოგონას სასტიკად სცემდა და ამის გამო არაერთხელ დარეკეს პოლიციაშიც. საქმეში ჩართული ყოფილა სოციალური მომსახურების სააგენტოც. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ორივე უწყებას ევალებოდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ტრაგედიის შემდეგ ორი სოციალური მუშაკი და ორი უფროსი სოციალური მუშაკი სამსახურიდან დაითხოვა, ხოლო სოციალური სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი თავად გადადგა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ბავშვის საქმის მართვაში შეცდომები იქნა დაშვებული. ნინო სიხუაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც მიმართვა დაწერა. როცა მასთან ინტერვიუ ჩავწერე, ჯერ კიდევ მუშაობდა: - იმდენად დიდი იყო ჩვენი ცენტრიდან სოცმუშაკების გადინება, დარჩენილებს ძალიან გვიჭირდა. დახმარებას ვითხოვდით, რადგან ვერ ვასწრებდით დროულად მისვლას მოქალაქეებთან. თითოეულ სოციალურ მუშაკს 100-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს. ერთია მისვლა, მაგრამ რას სთავაზობ ბენეფიციარს, რომ გააძლიერო? როგორ გააძლიერებ, როცა თითზე ჩამოსათვლელი პროგრამაა და ისიც დროში გაწელილი. მოქალაქე პროგრამაში ორი თვის ან ორი წლის შემდეგ ერთვება. არადა, დედა გეუბნება, შვილი შიმშილით მიკვდებაო. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვაუჩერი, მაგრამ 2 თვე სჭირდება, რომ მიიღოს 80-ლარიანი კვების ვაუჩერი. მარტო ვიზიტი კი არა, მათ თანადგომა სჭირდებათ. მთელ თბილისში ასეთი ოჯახებისთვის მხოლოდ ერთი ფსიქოლოგია. წარმოიდგინეთ, რამდენ ოჯახში უნდა მივიდეს? საზოგადოებაშიც მიდის ჩვენი პროფესიის დემონიზაცია. როცა უკიდურესი მდგომარეობაა, ცდილობ ბავშვი მიმღებ ოჯახში წაიყვანო, ამიტომ ჩვენ აღვიქმებით როგორც ბავშვის გამტაცებლები, ბოროტი ხალხი. კარგი, წაიყვანე მინდობით ოჯახში, მაგრამ მიმღები არის იმ სტანდარტის, რომ ჩაანაცვლოს ბიოლოგიური მშობელი? შეიძლება ბავშვს მასთან ცხელი სადილი ჰქონდეს, მაგრამ სითბო და სიყვარული აკლდეს. მიმღების ხელფასი ჯანმრთელ ბავშვზე 450 ლარია, 600 ლარი კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე. მერწმუნეთ, ეს თანხა ვერ ფარავს ბავშვის საჭიროებებს. არც სათანადო სამედიცინო დაზღვევა აქვთ. პერიოდულად ბიოლოგიურ მშობელსაც ვეკონტაქტებით, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებთ მის გასაძლიერებლად. ან რას ვაკეთებთ მოძალადესთან, რომ ის არ იყოს მოძალადე? აქამდე იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მცირე დახმარებას მაინც გვიწევდნენ, მაგრამ ახლა მხოლოდ სახელმწიფოს იმედად ვართ, რაც ძალიან არაეფექტურია. იმაზე არც უნდა იყოს ლაპარაკი, რომ სოცმუშაკს ღირსეული სამუშაო პირობები სჭირდება. მოქალაქე რომ მოდის ოფისში, არ უნდა თქვას, შენ თვითონ დასახმარებელი ყოფილხარო. გლდანი-ნაძალადევის რაიონში ბევრია ისეთ საყოფაცხოვრებო პირობებში, როგორშიც ზალინაშვილები ცხოვრობდნენ. გინდა დაეხმარო, მაგრამ ვერაფერს აკეთებ. ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება გვევალება, იგივე ვალდებულება აქვს პოლიციასაც, განცალკევების პროცესში თანაბრად არიან ჩართული, მაგრამ რა მოხდა? ჯოხი სოცმუშაკებზე გადატყდა და არავის გახსენებია პოლიცია... 2020 წელს ამოქმედდება კანონი "სოციალური მუშაკის შესახებ", გაჭირვებულს ის ვუთხრათ, 2021 წელს დაელოდეო? ხომ შეიძლება შიდა ბიუროკრატიას მიხედონ. თუ სამუშაო საათების შემდეგ გიწევს შემთხვევაზე გასვლა და გამოსაყვანია ბავშვი, მანქანის გამოყოფაც ვერ ხერხდება. შაბათ-კვირას ხომ გამორიცხულია, იმიტომ, რომ ტრანსპორტირება ცალკე დეპარტამენტს ეკუთვნის, ის კი ისვენებს. ასეთი რამეების მოგვარება მაინც ხომ ელემენტარულია. ცალკე პრობლემაა ის, რომ ტექნიკური საქმეების კეთებაში დიდი რესურსი იხარჯება. ვაუჩერების ბეჭდვაც კი ჩვენ გვევალება. ბოლო ერთი წელი განგაშის ზარებს ვრეკავდით, გავიძახოდით, ვერ ვმუშაობთ, ვერ ვასწრებთ მისვლას ოჯახებში, დაგვეხმარეთ, რაღაც ცუდი მოხდება-მეთქი, მაგრამ არავინ გაიგონა ჩვენი ხმა... სოფიკო ხვთისიაშვილი ყოფილი სოცმუშაკია, ის შარშან წამოვიდა გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრიდან, რადგან თავს ბენეფიციარი დაესხა. - 2018 წლის ზაფხულში 4 სოცმუშაკი წამოვედით. სააგენტოში ბევრი პრობლემაა და იქ მუშაობა აღარ შეიძლებოდა. იმდენად მცირე დროა თითოეულ საქმეზე, სათანადოდ ვერ რეაგირებ. შეიძლება იმ დროს მიხვიდე შემთხვევაზე, როცა ყველაფერი ჩავლილია. შარშან ჩვენს კოლეგას მივეხმარეთ რამდენიმე სოცმუშაკი, რადგან 3 ბავშვი იყო ბინიდან გამოსაყვანი. დედა ძალადობდა შვილებზე. ბავშვები გამოვიყვანეთ და მინდობით ოჯახში დავაბინავეთ, ჩვენ კი სამსახურში დავბრუნდით. ამ დროს დედა მოგვივარდა, გვცემა, არაფერს ვამბობ ლანძღვა-გინებაზე, რომელიც ბევრჯერ აგვიტანია. ჩვენი უსაფრთხოება არაფრით არ იყო დაცული თუნდაც მაშინ, როცა ფსიქიკური პრობლემის მქონე ოჯახში შევდიოდით, ან როცა თავს გვესხმოდნენ. პოლიციელის ცემისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება და შენ რომ თავს გესხმიან, ამისთვის არავინ ისჯება... "გემუდარებით, გაიგონეთ ჩვენი ხმა!.." მას შემდეგ, რაც სოცმუშაკები დაითხოვეს, გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრიდან ყველა სოციალური მუშაკი წავიდა. მათი თქმით, ჯოხი დაბალ რგოლზე გადატყდა და საჯაროდ მიმართეს მინისტრ სერგეენკოს: ბატონო მინისტრო, მოგმართავთ საჯაროდ, რადგან ვშიშობთ, ჩვენი თქვენთან ოფიციალურად გამოგზავნილი წერილი "შემთხვევით" არ დაიკარგოს, ან შვებულებაში გასული თანამშრომლის უჯრაში არ აღმოჩნდეს. იმედი აღარ გვაქვს, რომ თქვენამდე მოვა სოციალური მუშაკების ხმა, არაერთი წერილი დავწერეთ, თუმცა ამაოდ... პირველ რიგში, როგორც სისტემაში დასაქმებული სოციალური მუშაკები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, 4 წლის ნინოს გარდაცვალების გამო. თითოეული ვგრძნობთ მორალურ პასუხისმგებლობას. როგორც ჩანს, საკმარისი არ იყო არაერთი მოხსენებითი ბარათი, წერილი, რითაც ვითხოვდით თქვენს დახმარებას, რადგან ყოველგვარ ადამიანურ შესაძლებლობას სცდება იმ სამუშაოს ჯეროვნად შესრულება, რაც გვაკისრია. არაერთხელ აღგვინიშნავს, სანამ რომელიმე სოციალური მუშაკი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად არ განადგურდება, მანამდე სისტემა ვერ დაინახავს რეალურ უფსკრულსო, თუმცა მსხვერპლი, სამწუხაროდ, ყველაზე უდანაშაულო არსება აღმოჩნდა... დიდი ხანია სოციალური მუშაკების რაოდენობა ვერ სწვდება მომსახურების საჭიროების მქონე ბენეფიციართა დროულ და სრულ იდენტიფიცირებასაც კი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ვიმყოფებით მუდმივად "საოპერაციო ბლოკში", სადაც უამრავი ბავშვია ნარკოზის ქვეშ. არ გვაძლევთ სათანადო "აღჭურვილობას", რომ გავაკეთოთ ჩვენი საქმე. არ გვაქვს სოციალურ მუშაკებს 10 ხელი, რასაც ხშირად ვნატრობთ... არც იფიქროთ, რომ გავურბივართ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ თქვენ თუ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას? თუ გრძნობთ, რას აკეთებთ? ეძებთ რომელი ცენტრის სოციალური მუშაკი მეტად დამნაშავეა, რომ სამაგალითოდ დასაჯოთ, ხომ? კი ბატონო, ჩვენ ყველანი დავტოვებთ პოზიციებს და სიმართლეს დავიცავთ თუნდაც სასამართლოში, მაგრამ ეს არის გამოსავალი?! ეს არ უშველის იმ ასობით ბავშვს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მოსულია სააგენტომდე, თუმცა ვერ ვახერხებთ შემთხვევის დროულად გაცნობას, არათუ შემდგომ თითზე დასათვლელ"მომსახურებებში ადეკვატურ ვადებში მათ ჩართვას. სამწუხაროდ, ბევრია ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, სადაც არ უნდა დავიგვიანოთ რეაგირება! არ უნდა დაგვაგვიანებინოთ!!! გემუდარებით... გაიგონეთ ჩვენი ხმა, ბატონო დავით!" "ბავშვის დაღუპვა რეაგირების გარეშე დატოვების შედეგი იყო" თამარ ბარკალაია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: - ქალბატონო თამარ, გლდანი-ნაძალადევსა და დიდუბეში ყველა სოციალურმა მუშაკმა დატოვა სამსახური. - დიახ, ახლა კრიზისულ ინტერვენციას ვაკეთებთ, თბილისის სხვა რაიონებიდან დროებით გადმოვიყვანეთ სოციალური მუშაკები. ახალი კადრების დანიშვნის პროცედურებიც დაწყებულია. - ისინი სისტემურ პრობლემებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ კადრების დამატება არ შეცვლის ვითარებას. - ეს კონკრეტული ტრაგიკული ფაქტი არ შეიძლება გავაიგივოთ სისტემურ პრობლემასთან. თუმცა სისტემური პრობლემები ნამდვილად არსებობს: კადრების სიმცირე, ტექნიკური უზრუნველყოფა, კვალიფიკაცია, მომსახურების ხარისხი... ოჯახის გაძლიერებას ნაკლებად ვახერხებთ, ვერ ვახდენთ პრევენციას, დიდი რესურსი სჭირდება სოციალური მუშაკის ოჯახის სერვისებში ჩართვას. თუმცა დღეს მწირი, მაგრამ არსებული რესურსები, სოცმუშაკების რაოდენობა და ა.შ. საკმარისია იმისთვის, რომ შესაბამისი რეაგირება გაეკეთებინა სოციალურ მუშაკს და ძალადობის მსხვერპლი ბავშვი გადარჩენილიყო. ბავშვის დაღუპვა უგულებელყოფის, სათანადო ცოდნის უქონლობის ან რეაგირების გარეშე დატოვების შედეგი იყო. - სოციალური მუშაკები სისტემაში არსებულ ბიუროკრატიაზეც ჩივიან. ამბობენ, რომ ვაუჩერს ორი თვე ელოდებიან, საღამოს საათებში მანქანის გამოყოფა ვერ ხერხდება, რადგან სხვა სამსახურის კომპეტენციაა... ამის მოგვარება მაინც ხომ შეიძლება? - ბიუროკრატიამ არ უნდა შეაფერხოს რეაბილიტაციის პროცესები. დღეს ბევრი მხარდაჭერითი სერვისია, ბევრი იქნება მომავალშიც. სოციალური მუშაკი ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ თვითონ იყოს სერვისი, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია, რესურსი და ეს ეტაპობრივად მოხდება. - ვაუჩერის ბეჭდვაში რომ არ დაიხარჯოს დრო, ამის გაკეთება სხვას ხომ შეუძლია? - ადმინისტრაციული ნაწილი უნდა გაიცხრილოს. რეორგანიზაცია მიმდინარეობს. - ამბობენ, იმდენი ბავშვი გამოიყვანეს ამ დღეებში, მიმღები ოჯახების დეფიციტიაო. - პირიქით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმღები ოჯახების რაოდენობა გაიზარდა. მათი გადამზადებაც ხდება. ახლა გრანტსაც მოგვცემენ და მიმღებ ოჯახებსაც გავაძლიერებთ. რეფორმა მიმდინარეობს და ეტაპობრივად აღმოიფხვრება ხარვეზებიც.
---
11.02.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
წითელაზე დღეში 2500 ადამიანი იცრება, მაგრამ დაავადების გავრცელების შეჩერებას ჯერ ვერ ახერხებენ
იანვრის ბოლოს მომხდარი წითელას ეპიდ აფეთქების შემდეგ, ამჟამად მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, თუმცა, დაავადების გავრცელების შეჩერებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „პირველი იანვრიდან დღემდე დაფიქსირებულია წითელას 1250 შემთხვევა. აცრები საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს და დღეში დაახლოებით 2500 ადამიანი იცრება", - აცხადებს გამყრელიძე. მისივე თქმით, სულ 65 ათასი ადამიანია აცრილი, ხოლო საერთო ჯამში იანვართან შედარებით ოდნავ კლების დინამიკაც აღინიშნება, მაგრამ საბოლოოდ შეჩერებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა. „დღეს მომცეს ინფორმაცია, რომ ოდნავ იკლო სტაციონარიზაციის შემთხვევებმა ინფექციურ საავადმყოფოში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
---
11.02.2019
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
"მხოლოდ სიტყვა "დედა" ახსოვდა და გამუდმებით მეძახდა"
"ეს დაავადება წითელაზე აუცრელ ბავშვებს ემართებათ, გიორგის აცრა ცოტა დავუგვიანე, შვიდი თვისა ავცერი, წითელა კი ექვსი თვისას შეხვდა და ბაქტერია დაუტოვა, რომელიც 16 წლამდე ასაკში იღვიძებს და ტვინს ჭამს!" არსებობს ტკივილი, რომლის სიტყვებით გადმოცემა უძნელესია. სამი შვილის დედის, ირინა ქობულაძის ტკივილიც ეს არის - ენით აღუწერელი: როდესაც სამი წლის წინ მითხრა, ჩემს 12 წლის გიორგის პანენცეფალიტი დაემართა, ეს დაავადება ტვინს თიშავს, დამეხმარეთ, ასე არ მოხდესო, ამის შემდეგ კარგა ხანს იჯდა გაფითრებული და უმეტყველო. ბოლოს ისევ მე ვკითხე, ეს რა დაავადებაა-მეთქი და მიპასუხა, წითელაზე აუცრელ ბავშვებს ემართებათ, გიორგის აცრა ცოტა დავუგვიანე, შვიდი თვისა ავცერი, წითელა კი ექვსი თვისას შეხვდა და ბაქტერია დაუტოვა, რომელიც 16 წლამდე ასაკში იღვიძებს და ტვინს ჭამსო! თავიდან მეც ვერ მივხვდი, ეს რა იყო, გიორგიმ თავად მითხრა, დედა, მე ვიცი პანენცეფალიტი რაც არის, სიკვდილიაო! დამეთანხმებით, ამის მოსმენა ადვილი არ იყო, მით უფრო, დაწერა. მაგრამ უნდა დამეწერა - ადამიანებს ამან სიკეთის გაკეთების საშუალება მისცა, განადგურებულ დედას კი გულის მოოხების, რომ შვილის გადასარჩენად ყველაფერი გაეკეთებინა, რაც დედამ უნდა გააკეთოს. თუმცა კი ამაოდ. გიორგი სამი წელიწადია კომაშია, დედამისი კი ისევ იმაზე ფიქრობს, რომ მისი გიორგის სუნთქვა არ შეწყდეს. - ის დღეები რომ მახსენდება, როცა გიორგი ნელ-ნელა ეცემოდა, ამ ქვეყნიდან გაქრობა მინდა, მაგრამ ასე როდი ყოფილა. როცა ამბობენ, უფალი ადამიანს იმაზე მეტ განსაცდელს არ მისცემს, რისი გაძლებაც არ შეუძლიაო, მართალი ყოფილა, ახლა ყველაფერს გაქვავებული ვაკეთებ. ყველაზე ძნელი წუთები ის იყო, როცა ვხედავდი, როგორ უძლურდებოდა ჩემი ჭკვიანი და ლამაზი ბიჭი, როგორ უსუსტდებოდა მუხლები, როგორ მიათრევდა ფეხებს, როგორ დაეჭიმა და გაუშეშდა ხელები, ფეხები და ყველა ნაკვთი, ახლა კი მხოლოდ უნდა ვაცოცხლო და კიდეც ვაცოცხლებ. - გიორგი ხვდებოდა მის თავს რა იყო? - უკვე ვეღარ. ნელ-ნელა ყველა და ყველაფერი დაავიწყდა, ოჯახის წევრების და ჩემი სახელიც კი. მხოლოდ სიტყვა "დედა" ახსოვდა და გამუდმებით მეძახდა. სულ ჩემ გვერდით ყოფნა უნდოდა, რომ გულში ჩამეკრა იმ პატარა ჩვილი გიორგივით, რომელიც ოდესღაც მყავდა. ერთ საშინელ დღეს ყბებიც შეეკრა, რომ ვეღარ გავუხსენით, იაშვილის საავადმყოფოში წავიყვანეთ და ამით დამთავრდა ყველაფერი. საავადმყოფოში მხოლოდ ის შეძლეს, რომ გიორგისთვის ზონდით საჭმლის მიცემა მასწავლეს. - მას შემდეგ მისთვის სიცოცხლის ნიშან-წყალი არ შეგიმჩნევიათ? - პირველ თვეებში ვამჩნევდი, როცა ჩავიხუტებდი და ვკოცნიდი, მტრედივით აღუღუნდებოდა, ახლა ესეც გაქრა. - რა დარჩა? - ჩემი შვილი სუნთქავს. როდესაც ღამღამობით მის გვერდით ვწევარ, მისი სუნთქვა მესმის. მეშინია, რომ დავიძინო, ვეღარ გავიგებ, ამიტომ სამი წელიწადია, არ მძინავს. ხანდახან გიორგის კბილების ხმაც მესმის, პირს ვერ ვუღებთ, ყბები იმდენად დაჭიმული აქვს, მაგრამ კბილებს ერთმანეთზე მაინც ძლიერად აჭერს. იმდენად ძლიერად, რომ მთქნარების რეფლექსი აქვს შენარჩუნებული და მაშინ ვხედავ, რომ კბილები სულ ჩალეწილი აქვს. იცით, გიორგი იზრდება, ზრდისთვის მნიშვნელობა არა აქვს კომას. რომ იზრდებოდა, პირველად მაშინ მივხვდი, როცა ძველი შარვალი აღარ ეტეოდა. - გიორგიზე უმცროსი ტყუპიც გყავთ და მათ როგორ სწვდება დედის მზრუნველობა? - ისინი გიორგის ჩემზე მეტად ეფერებიან. როდესაც მაღაზიაში გავდივარ, შინ შემოსვლისას სულ მესმის, პატარა ბავშვივით რომ უჩლექენ ენას. - როგორ აუდიხართ ამდენს, გიორგის ხომ რამდენიმე წამალი და საკვებიც სჭირდება? - არაფერს ვაკლებ. ჩემი მეუღლე დღისით სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, ღამით კი ტაქსაობს და როგორღაც ვართ, თანაც სრულიად უცნობ ადამიანებს ვახსოვარ და მეხმარებიან. გიორგის სპეციალური საწოლიც უცნობმა გოგონამ მიყიდა. რა ვთქვა... ვერასოდეს ვერავინ გადამარწმუნებს, რომ სიკეთე სიკეთის მკეთებელს უკან არ უბრუნდება, მაგრამ ახლა ისეთი რამ დამჭირდა, რომ მეშინია, ვეღარ ვიყიდი, რადგან ძალიან ძვირია. გიორგის ჟანგბადის ელექტროაპარატი სჭირდება, რომელიც 2000 ლარი ღირს. - ამის ნუ გეშინიათ, დამხმარე უსათუოდ გამოჩნდება, მაგრამ თქვენც მეფიქრებით, ძნელია თქვენი ტვირთის ზიდვა. - იცით, ჩემი შვილი სიზმარში მესიზმრება და ის მახარებს. ჩემი გიორგი ულამაზესი იყო, მაგრამ მე ისეთი კი არ მესიზმრება, როგორიც იყო, არამედ ისეთი, როგორიც ახლა არის, ოღონდ ფეხზე წამომდგარი, მეუბნება, დედა, ნუ გეშინია, კარგად ვარო, თან ლოყებზე მჩქმეტს და მკოცნის, როგორც იცოდა ხოლმე. თიბისი ბანკი. ანგარიში: GE95TB7679145061100041. მიმღები ირინა ქობულაძე; ლიბერთი ბანკი. ანგარიში: GE79LB0711196350689000. მიმღები გაგა მოდებაძე; საკონტაქტო ნომერი: 557233233
---