From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-11.03.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com
Received On : 11.03.2019 09:28
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 11.03.2019

ტელევიზია

10.03.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 19:00

როგორ დაიცავს შრომის ინსპექცია დასაქმებულების სიცოცხლეს? თემაზე საუბრობს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5928614

---

 

10.03.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი მძიმედ დააავადებული 17 წლის მოზარდის გადარჩენისთვის დახმარებას ითხოვს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5928454

---

 

10.03.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

დედას, რომელიც 4 მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის, მისი ერთადერთი შემოსავალი, სოციალური დახმარება, ბუნებრივი აირის დიდი ოდენობით მოხმარების გამო შეუწყვიტეს. 30 წლის რუსუდან ზაალიშვილი იმედოვნებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისი საქმის დეტალურად შესწავლის შემდეგ ის დახმარების მიღებას კვლავ შეძლებს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5928436

---

 

09.03.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

ხონის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტის ბურუსით მოცული სიკვდილი - ოჯახს ეჭვობს, რომ ის ცემით მედპერსონალმა მოკლა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5927542

---

 

09.03.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

13 წლის გოგონა საკუთარ ბიძას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5927545

---

 

08.03.2019

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

ფოთის ერთადერთი, გაერთიანებული სამშობიარო სახლის სამეანო-განყოფილებას საქმიანობის უფლება შეუჩერდა. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსგან მიღებული აკრძალვის შედეგად, მედ-პერსონალს ეზღუდება მშობიარის მიღება, მათ შორის გადაუდებელ შემთხვევებშიც, რაც შესაძლოა მშობიარისთვის ფატალურადაც დასრულდეს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ფოთის სამშობიარო სახლი, კერძო საკუთრებაა და შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ვერ დაეხმარებიან. მედპერსონალს პრეტენზიები არც ერთ უწყებასთან არ გააჩნია, საკუთარი ძალებით კი შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. ექიმები ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება მხოლოდ ინვესტორის მოძიების შემთხვევაში გადაწყდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5925682

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5925500

I არხი -მოამბე 21:00  -http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5926026

---

 

08.03.2019

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 17:45

რამდენმა ადამიანმა უმკუტრნალა C ჰეპატიტის პროგრამით ეს კითხვა ამ კვირაში გახად აქტუალური როდესაც ჯანდაცვის მინისტრის ნათქვამს რომ ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მონაწილეობა 125 000 პაციენტმა მიიღო ევროპული საქართველოს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5925296

---

 

08.03.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 15:00

წითელასა და გრიპის შემთხვევებმა იკლო, თუმცა დაავადებების გავრცელების პერიოდი კვლავ გრძელდება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5924929

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5924670

---

 

07.03.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

ევროპული საქართველო ჯანდაცვის მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს. საუბარია იმ განცხადებაზე, სადაც დავით სერგეენკო ამბობს, რომ C-ჰეპატიტის ელიმინაციის ფარგლებში 125 000-მა ადამიანმა იმკურნალა. აღნიშნულს დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5922436

---

 

ინტერნეტი

11.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/536388-c-hepatitis-gavrcelebis-mxriv-sakartveloshi-pirvel-adgilze-samegrelo-zemo-svanetia

C ჰეპატიტის გავრცელების მხრივ საქართველოში პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთია

2018 წლის აპრილ-ოქტომბრის მონაცემებით, C ჰეპატიტის გავრცელების მხრივ სამეგრელო-ზემო სვანეთი საქართველოში პირველ ადგილზეა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ რეგიონში ჩატარებული საპილოტე პროექტის შედეგად გამოიკვეთა. უფრო კონკრეტულად, 2018 წლის აპრილ-ოქტომბერში C ჰეპატიტზე სკრინინგი 88 178-მა პირმა ჩაიტარა, საიდანაც სკრინინგ დადებითი 2 279 აღმოჩნდა. საბოლოოდ, კონფირმაციული ტესტით კი დაავადება 1 277 პირს დაუდასტურდა. აღნიშნული პირებიდან C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობაში 499 პირი ჩაერთო. ამასთან, პროექტის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის ჯანმრთელობის გამოკვლევა შიდსსა და ტუბერკულოზზეც განხორციელდა. უფრო კონკრეტულად, შიდსზე სკრინინგი 75 105 პირს ჩაუტარდა, საიდანაც სკრინინგ დადებითი 37 აღმოჩნდა. კონფირმაციული ტესტით კი შიდსი 11 პირს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანი მკურნალობაში ჩაერთო. რაც შეეხება ტუბერკულოზს, მასზე 88 178 პირის გამოკვლევა განხორციელდა, აქედან 192 სავარაუდო შემთხვევა გამოიკვეთა, საიდანაც დაავადება კი 22 პირს დაუდასტურდა და მკურნალობაში ჩაერთო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა მსგავსი პროექტის განხორციელება აჭარაში დაიწყო. მისი განხორციელება ასევე, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ასევე ქუთაისსა და ხარაგაულში იგეგმება.

---

 

11.03.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/klinikebis-siaromlebic-sayoveltao-djandacvis-programis-pirobebis-dargvevistvis-dadjarimdnen?fbclid=IwAR2-IPQTAJnWqZ8Wy7YCVgbw0owRUNRe9zyx1Jy4jUeLEBY_iYsPEEfeHTU

91 კლინიკა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობების დარღვევისთვის დააჯარიმა

„კომერსანტი“ აგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ   სამედიცინო კლინიკების დაჯარიმების თემას. ამჯერად გთავაზობთ იმ კლინიკების სიას, რომლებმაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობების დარღვევისთვის ბიუჯეტში 13 მილიონი ლარი უნდა დააბრუნონ.  „კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, 2016-2017-2018 წლებში  დაჯარიმდა სულ 91 სამედიცინო დაწესებულება. მათ შორის, ყველაზე მსხვილი ქსელური სამედიცინო დაწესებულებებიც. მათ შორის, ავერსის -„მედალფა“ და “მედკაპიტალი“, სადაც 50%-იანი წილი კომპანია “ავერსს“ აქვს, 50%-ის მფლობელი კი კომპანია „პეესპეა“. დაჯარიმებული კომპანიებიდან, ბიუჯეტში ყველაზე მეტი თნხის დაბრინება სწორედ ავერსის კლინიკიებს მოუწევთ. თანხის დაბრუნების ვალედბულება აქვს „ევექსის“ და „ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკებსაც. 2016 წლის დარღვევების გამო თანხის დაბრუნება მოუწევთ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს - შპს დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი „ცხუმი“ (წყნეთი), შპს უნიმედ აჭარა (შუახევი), შპს ოპტიმალ მედი, სს ენგურის სამედიცინო კომპლექსი, შპს ზუგდიდის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკა“, სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი - ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი“.  2017 წელი — სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი-მარტვილის ჰოსპიტალი, შპს ჯეო ჰოსპიტალსი - გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, შპს სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი-ლოკუსი, მარნეულის შპს მედ-X, შპს ისნის რაიონის N5 მოზრდილთა პოლიკლინიკა, შპს ქართული ფოლადი სამკურნალო ცენტრი, შპს ჩვენი კლინიკა — ონკოლოგიურ დისპანსერი, შპს  N21 ბავშვთა პოლიკლინიკა, სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი - ალეკო (ინდ/მეწარმე ნინო შავლაყაძე),შპს „კლინიკა ვაკეში“, შპს „ამბულატორიული კლინიკა“ (გორი), შპს „სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი - ინტერმედი 1“, შპს მედალფა სამედიცინო ცენტრი (ოზურგეთი), შპს „მედალფა სამედიცინო ცენტრი (ჩოხატაური), შპს მედალფა სამედიცინო ცენტრი (ლანჩხუთი), შპს ნიჩბისი, შპს „სამედიცინო ცენტრი - ქირონი, შპს „MMM“, შპს „საგზაო პოლიკლინიკა— საოჯახო მედიცინის ცენტრი - დიდუბე, შპს „მედიკორი„ -პოლიკლინიკა, შპს „ჯეო ჰოსპიტალსი დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, შპს „მკურნალი XXI-ი, შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (ხონი), შპს „ლია ხაჭაპურიძის ჯანმრთელობის ცენტრი (ხონი), შპს ჯეო ჰოსპიტალსი — თიანეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, შპს „მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა“, შპს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხობის პოლიკლინიკა, შპს სენაკის დევნილთა პოლიკლინიკა, შპს „მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი - ჯანმრთელო თაობა“, შპს „ბომონდი“, შპს „ვერე XXI - ის კლინიკა მედიში“ , შპს „ქვეშის საექიმო ამბულატორია“,სს „საზღვაო ჰოსპიტალი“, ააიპ „რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი - თანაზიარი“(ზუგდიდი), შპს “ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი“, შპს „პულსი“ (აგარა). 2018 წელი -  კომანდიტური საზოგადოება „შპს N4 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი და დანელია“, შპს „ჯეო ჰოსპიტალსი ყაზბეგის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის (ვანი), შპს დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრის , შპს მედიქალ პარკი საქართველო (ბოლნისი), შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია“, შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია“, შპს თბისლისი N11 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი“, შპს „ფარმაცია-ვანი“, შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფოთის პოლიკლინიკა“,შპს „ქუთაისის ბავშვთა და მოზრდილთა N4 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი“, ი/მ გივი ცინცაძე“, შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ (გარდაბანი, სართიჭალა), შპს “ბათუმის N4 პოლიკლინიკა“, სს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი - 2010-ი“, შპს „სამედიცინო ცენტრი რკინიგზა 1872-ი“, შპს ქ. ფოთის N2 პოლიკლინიკა, შპს გორმედი (გორი), შპს მედალფა (კასპი), ააიპ კახეთი იონის გურჯაანის სამედიცინო ცენტრი“, შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი“ (ბათუმი), სს ქ. თბილისის მოზრდილთა N26 პოლიკლინიკა, შპს რუსთავის N2 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი, შპს პედიატრია (სამტრედია), შპს ჯეო ჰოსპიტალსი (გურჯაანი), შპს ჯეო ჰოსპიტალსი (კაჭრეთი, შპს მედიქალ პარკი საქართველო (ხაშური), შპს ალიანს მედი (ხაშური), შპს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა წყალტუბოს პოლიკლინიკა, შპს წყალტუბოს რაიონული საავადმყოფო, შპს გეგუთის პოლიკლინიკა, შპს მედკაპიტალი (საბურთალო), შპს რუსთავის მედიცინის სახლი N1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი“, შპს ჯეო ჰოსპიტალსი“(სამტრედია), შპს მედკაპიტალი (დიდუბე), შპს გგ(ქუთაისი), შპს „თბილისის N4 საოჯახო მედიცინის ცენტრი“, შპს „მედკაპიტალი (მოსკოვის გამზირი), შპს უნიმედ კახეთი (ახმეტა), შპს ქუთაისის ბავშვთა N3 პოლიკლინიკა ,შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი (წალკა), შპს ჯეო ჰოსპიტალსი (წალკა), სს საჩხერის რაიონულ საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანება, შპს უნიმედი კახეთი ყვარლის ჰოსპიტალი“, შპს არქიმედეს კლინიკა (ლაგოდეხი), შპს არქიმედეს კლინიკა (წნორი), შპს მედკაპიტალი (გლდანი). გასულ კვირას, „კომერსანტის“ მიერ გასაჯაროვებულ თემაზე კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც გააკეთა. მისი ინფორმაციით,  იმისათვის, რომ კლინიკამ შესაბამისი დაფინანსება მიიღოს, მას უნდა ჰქონდეს გაფორმებული ყველა სავალდებულო დოკუმენტი, რითაც დადასტურდება, რომ მოქალაქეს ნამდვილად ჩაუტარდა აღრიცხული გამოკვლევა თუ მკურნალობა. არსებული ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოსგან მეტი დაფინანსების მიღების მიზნით, კლინიკები პაციენტებს დამატებით, ხშირად არასაჭირო მომსახურებებს უფორმებდნენ და ბიუჯეტიდან თანხებს ამ გზით იღებდნენ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეს თანხა არ არის ჯარიმა და ეს არის არასწორად მიღებული თანხა ბიუჯეტიდან, რაც კლინიკებმა ბიუჯეტში უკან უნდა დააბრუნონ. „2014 წელს ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული იყო სანქციები გაემკაცრებინა პირველად დოკუმენტაციაზე, რომლის მიხედვითაც, ვიხდით ანაზღაურებას პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში. ეს აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ მაშინ ხდებოდა დიდი რაოდენობის ყალბი დოკუმენტების მოწოდება. მონაცემებს გვაძლევდნენ საარჩევნო სიიდან, სატელეფონო ცნობარებიდან და ამაში ითხოვდნენ თანხას. მაშინ ეს სანქციები გამკაცრდა. მონიტრონგი მიდის ისე, როგორც მიდიოდა, სამწუხაროდ, ზოგმა დაწსებულებამ ვერ მოახდინა ადექვატური რეაგირება, ამიტომ მათ წინააღმდეგ ამუშავდა 2014 წელს შემოღებული სანქციები. ბიზნესომბუდსმენის შუამდგომლობით, ჩვენ ერთი თვის წინ მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ ეს საკითხი და საჯარიმო ნაწილი მოეხსნათ ამ დაწესებულებებს, თუმცა ბიუჯეტიდან არასწორად მიღებული თანხა უნდა დააბრუნონ ბიუჯეტში,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

---

 

10.03.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/347255/

ოჯახის ეჭვით, ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტი ცემით მოკლეს

ოჯახის წევრების ეჭვით, 45 წლის გერონტი აქუბარდია, რომელიც რამდენიმე თვის წინ ხონის ხონში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოათავსეს, კლინიკაში მედპერსონალმა სცემა, რის შედეგაც იგი გარდაიცვალა. რუსთავი2-თან ოჯახის წევრების საუბრიდან ირკვევა, რომ აქუბარდია 14 ოქტომბერს მოათავსეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, ექვს დღეში კი კლინიკიდან ნაცემი გადაიყვანეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში. ოჯახის ეჭვით, მას მედპერსონალმა სცემა. თუმცა ცენტრში აცხადებენ, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონაი და პაციენტს სხვა, კიდევ ერთ ბენეფიციართან მოუვიდა კონფლიქტი. ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენელი, ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ გიორგაძე ამბობს, რომ “პაციენტებს შორის მოხდა კონფლიქტი” და ამას “უმნიშვნელო ინციდენტი” უწოდა. ოჯახის გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ საავადმყოფოში მწოლიარე აქუბარდაის სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის მუხლზე, მკლავსა და კისრის არეში. “ჩაშავებული ჰქონდა მას თვალი, ხელი, ფეხი, ტანი”, – ამბობს გარდაცვლილის და, ფატიმა აქუბარდია. “ჩვენ ჩავაბარეთ პაციენტი და მათ გაასვენეს აქედან… ცემით მოკლეს ამ განყოფილებაში”, – ამბობს იგი. ქუთაისის საავადმყოფოს წარმომადგენელი ამბობს, რომ “დიაგნოზში არის გამოტანილი ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მრავლობითი სისხლნაღჟენთები თავის ქალის რბილი ქსოვილებისა და ზედა კიდურების არეში”. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს და გამოძიება “კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას ელოდება”.

09.03 

პრაიმთაიმ.ჯი- https://primetime.ge/news/1552120442-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1

---

 

10.03.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=199385-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90,%20%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98

23 წლის ლიკას მკურნალობისთვის 25 000 დოლარის შესაგროვებლად საზოგადოების დახმარება სჭირდება

ლიკა 23 წლისაა. სამშობიაროში მიღებული ტრავმის შემდეგ აქვს ხერხემლის მძმე დაზიანება, დაბადებიდან დღემდე უამრავი ტანჯვის გადატანა მოუწია, რომ დღემდე მოსულიყო, საქართველოში ყველა წამყვანმა სპეცილისტმა უარი უთხრა ოპერაციის გაკეთებაზე, ასევ თურქეთის 4 კლინიკამ, ეხლა გამოჩნდა შანის მისი გადარჩენის თავად ლიკა გვიაზარებს მის ტკივილს და გვწერს რომ მხოლდ ჩვენი დახმარების იმედი აქვს. 5 სულიანი ოჯახი ქუთიასში მხოლდ სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს და თუ ხალხი არ დაეხმარება ერთადერთ შანს დაკრგავს იცხოვროს ჩვეულებრივი გოგოს ცხოვრებით."ჩემი ცხოვრება რთულია ძალიან, სულ სახლში ვარ გამოკეტილი, გარეთ გასვლის სურვილი არ მაქვს, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ძალიან განვიცდი ხალხის დამოკიდებულებას ჩემს მიმართ, სიბრალულს, ხელით მითითებას. არც განათლება არაა ჩემთვის, არც სამსახური, არც პირადი ცხოვრება, იმხელა იმედი გამიჩნდა, ექიმის გამოჩენით ღიმილი დამიბრუნდა, დაკარგული მქონდა. ძალიან უფერული ცხოვრება მაქვს, მხოლოდ 4 კედელში ვარ გამომწყვდეული. მინდა ნორმარული ცხოვრებით ვიცხოვრო. ექიმა მითხრა, რომ რაც შეილება მალე ჩავიდე, რათა კიდევ არ წავიდეს დეფორმაცია. მერე უკვე ვერც ეს ექიმი მიშველის. ეხლაც მძიმე ოპერაცია მელოდება, მაგრამ ვიცი, რომ ღმერთი არ მიმატოვებს, რადგან ეს ექიმი გამომიჩნდა, ვიცი, რომ გადავრჩები. ზოგჯერ, იშვიათად, მაგრამ ძალიან მძიმე ტკივილები მაქვს ხოლმე, გამაყუჩებლის გარეშე სულს ვერ ვითქვამ. არ შემიძლია დიდხანს მოძრაობა, სულ უნდა შევისვენო, ჩამოვჯდე". დახმარების მსურველთათვის ქვემოთ მითეთბულია ორგანიზაციის ანგარიშის ნომერი. 0901200128 საქველმოქმედო ზარი დანიშნულებაში მიუთითეთე #ლიკა უგლავა თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14

---

 

09.03.2019

მედიასაშუალება: https://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/27607-fothshierthaderthisamshobiarosakhlissameanoganyofilebassaqmianobasheucheres.html

ფოთში ერთადერთი სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილებას საქმიანობა შეუჩერეს

ფოთის გაერთიანებული სამშობიარო სახლის სამეანო-ნეონატოლოგიურ განყოფილებას საქმიანობის უფლება შეუჩერდა. ეს სამშობიარო აქ ერთადერთია. მათ ჯანდაცვის სამინისტროსგან შესაბამისი წერილი ცოტა ხნის წინ მიიღეს, სადაც საუბარი სტანდარტებთან შეუსაბამო პირობებს შეეხება. კერძოდ, სამშობიარო სახლის დირექტორმა ნანი მორგოშიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ სამინისტრომ ახალშობილთა ორი სარეანიმაციო მაგიდა დაიწუნა, რომელიც ძველ მოდელად მიიჩნიეს. „ახლა ვცდილობთ ახალი ვიყიდოთ. ჩართული გვყავს ადგილობრივი მერია. ის ბიზნესმენებიც, რომლებიც ადრე დაგვეხმარნენ. ისევ გავაკეთებთ შემდეგ განაცხადას. სამი თვე გვაქვს ამისთვის მოცემული. თუ შევიძენთ იმას, რასაც გვთხოვენ, აღვადგენთ საქმიანობას“, - გვითხრა სამშობიაროს ხელმძღვანელმა. მისი თქმით, მოთხოვნები ყოველდღიურად მკაცრდება. მაგალითად, უფრო ადრე რენდგენის აპარატიც მოსთხოვეს, რომელიც 15 ათასი ლარი ღირს, თუმცა შემდეგ ამოიღეს ეს მოთხოვნა. ნანი მორგოშიას თქმით, სამეანო-ნეონატოლოგიური განყოფილების გარდა, შენობაში ქალთა კონსულტაციის განყოფილებაც ფუნქციონირებს, რომელიც საქმიანობას განაგრძობს. ფოთის ჯანდაცვის სამსახურში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ თუკი კრიტიკული, გადაუდებელი ვითარება შეიქმნება, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გაფრთხილებული ჰყავთ და ინფორმირებულია სასწრაფო დახმარების სამსახურიც, დაარეგულირონ საკითხი. კერძოდ, მშობიარეები სხვა ქალაქში გადაიყვანონ. „მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით. მაქსიმალურად ვცდილობთ დახმარებას. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ კლინიკებთან, ვისაც აქვს ლიცენზია სამეანო-ნეონატოლოგიური საქმიანობის. იმედი მაქვს, უმოკლეს ვადაში მივალთ გადაწყვეტილებამდე“, - განუცადა „ლაივპრესს“ სამსახურის უფროსმა მაია მაკალათიამ. მისივე ცნობით, გარდა იმისა, რომ ახალი სარეანიმაციო მაგიდების შეძენაა აუცილებელი, შენობა სარემონტო სამუშაოების ჩატარებასაც საჭიროებს.

პია.ჯი- https://pia.ge/post/250833-fotsi-ertadert-samsobiaros-saqmianobis-ufleba-seucerda

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministros-akrdzalva-fotshi-ertaderti-samshobiaro-saxli-daxures

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=199308-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%98,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%90

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/536270-potshi-gaertianebuli-samshobiaro-saxlis-sameano-ganqopilebas-sakmianobis-upleba-sheucherda/

---

 

 

09.03.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/saqartvelos-samedicino-asociaciebis-gaertianeba-saertashorisod-agiarebuli-medikamentebis-sadziebel-bmuls-aqveynebs

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება საერთაშორისოდ აღიარებული მედიკამენტების საძიებელ ბმულს აქვეყნებს

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება საკუთარ ვებ გვერდზე: http://www.ugma.ge/ge/ — ამერიკის შეერთებულ შტატებში დაშვებული და ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული მედიკამენტების საძიებლების ბმულებს აქვეყნებს. მომხმარებლებს შეუძლიათ ერთი ღილაკის მეშვეობით გადავიდნენ შესაბამის ბმულებზე და მოძებნონ ის მედიკამენტები, რომელთა გამოყენებაც ხდება აშშ სა თუ ევროკავშირის ქვეყნებში. ამისათვის, საძიებელში უნდა შეიყვანონ მედიკამენტის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება( ე.წ. გენერიული დასახელება) და სისტემა მიაწოდებს ინფორმაციას ამ კონკრეტული მედიკამენტის შესახებ.

---

 

08.03.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/186716/

არასწორი დიაგნოზები – რატომ არ ევალებათ საქართველოში ექიმებს უწყვეტად სწავლა

უწყვეტი სამედიცინო განათლება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მეან გინეკოლოგებს და ნეონატოლოგებს ავალდებულებს რესერტიფიცირებას – თავიანთი კვალიფიკაციის დადასტურებას. სხვა პროფილის ექიმებისთვის რესერტიფიცირება 2019 წლის მდგომარეობით, სავალდებულო არაა. არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, ყოველწლიურად რამდენი ადამიანი გზავნის საკუთარ დიაგნოზს გადასამოწმებლად საზღვარგარეთ, ან საქართველოში ერთი ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს, მეორე ექიმთან ამოწმებს. ის პირები, ვინც თვლიან, რომ მათ არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და ასევე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები, ამ პრაქტიკას – დიაგნოზის რამდენიმე სპეციალისტთან გადამოწმებას, ექიმთა დაბალი კვალიფიკაციით ხსნიან. „ბათუმელები“ ათამდე პირს ესაუბრა, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ან მათ ოჯახის წევრებს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს არასწორად. აქვე გთავაზობთ ორ ისტორიას, პირებისა და კლინიკების მითითების გარეშე. რეალური ისტორია 1: „ანგინა მქონდა და შედეგად ცალი გლანდი დამისივდა. მივედი ოტორინოლარინგოლოგთან. ანალიზის გარეშე ვერ ამოგჭრიო და გამიშვა თბილისში ერთ-ერთ ცნობილ ონკოლოგიურ კლინიკაში. კლინიკაში დამისვეს დიაგნოზი – ნუშურა ჯირკვლის ლიმფომა და დამინიშნეს ქიმიოთერაპია. თავიდან შოკირებული ვიყავი დიაგნოზით. შემდეგ დავიწყე სხვადასხვა ექიმთან გადამოწმება. ვიყავი ბევრგან. ადგილობრივი პოლიკლინიკის ექიმი მეუბნებოდა, არაფერი სიმსივნის მსგავსი არ ჩანს, საშიში არაა. აბსცესია გლანდისო – კბილიდან იყო ინფექცია გადასული. დავიწყე ჩემი დიაგნოზის გადამოწმება. სხვა ონკოლოგი ვიპოვე, ასევე ცნობილ საავადმყოფოში. ამ ონკოლოგზე ლეგენდები დადის თბილისში. ამბობენ, რომ „ის არ ცდება“ დიაგნოზის დასმისას და ძალიან ძლიერია. მნახა ამ ონკოლოგმაც და გამიშვა ქიმიოთერაპიაზე. წავედი ანკარაში. სრული გამოკვლევა ჩავიტარე. ექიმმა არაფერი არ გაქვს სიმსივნის მსგავსიო. წამლები დამინიშნეს და თურქეთში ყოფნისას უკვე დაიწყო დაცხრომა გლანდმა. როდესაც თურქეთიდან ჩამოვედი, მივედი იმ ონკოლოგთან და ვკითხე: „თქვენი დიაგნოზი არ გამართლდა. სიმსივნე არ მაქვს და რის საფუძველზე დამისვით ეს დიაგნოზი-მეთქი? „ცოტა მასალა დამაკლდაო, მაგრამ მე მკურნალ ექიმს ვურეკავ და ვეკითხებიო“. მეთქი, მე არ მყავს მკურნალი ექიმი და ვისთან დარეკეთ? მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე, აზრი არ ჰქონდა კამათს და წამოვედი. დიაგნოზის გადამოწმება ფინანსურადაც ძალიან ძვირი დამიჯდა. ფინანსებს რომ თავი დავანებოთ, ემოციურად საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. არ ვიცოდი რა მექნა. მერე რაღაცნაირად მოვახერხე დამშვიდება და დავაჯერე საკუთარი თავი, რომ არაფერი არ მჭირდა. ამ რწმენის წყალობით არ დავთანხმდი ქიმიოთერაპიას, თან ფიზიკურადაც კარგად ვიყავი, არც ტემპერატურა მქონდა, არაფერი მაწუხებდა. როგორ შეიძლება ასეთი დიაგნოზი გქონდეს და სისუსტე მაინც არ იგრძნო? რატომ არ ვიჩივლე? თავიდან მქონდა სურვილი, მაგრამ გადავიფიქრე. ვიცი, რომ ვერაფერს მივაღწევ, სამწუხაროდ. მით უმეტეს თურქეთიდან რომ ჩამოვედი, იმდენად დაღლილი ვიყავი ამ ყველაფრისგან, თან იმდენად გახარებული ვიყავი, რომ სიმსივნე არ მჭირდა, აღარ მივაქციე ყურადღება. ერთადერთი რაც გავაკეთე, ლაბორატორიაში მივედი და ძალიან უხეშად ველაპარაკე იმ ექიმს, ვინც მიმტკიცებდა, რომ მჭირდა კიბო“. რეალური ისტორია 2: „ჩემს მეუღლეს ფეხებზე, კოჭებს ზემოთ გაუჩნდა ორი ერთნაირი წითელი ლაქა. თავიდან ყელიან ფეხსაცმელს, ახალ წინდას, რას არ დავაბრალეთ, მაგრამ არ გაუარა. ბათუმში ვაპირებდით წასვლას, ზღვის სეზონი მოდიოდა, ზღვაზე ასე წასვლა ტეხავსო და დერმატოლოგთან მივიდა. დერმატოლოგმა დიაგნოზი ვერ დაუსვა და გაგზავნა ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში ძალიან ცნობილ ონკოლოგთან. უთხრა, მიდი, სინჯი აიღე, რომ დათესონ და კიბო გამოვრიცხოთო. კლინიკაში მისვლისას მიმართვა გვქონდა სინჯის აღებაზე. ექიმმა შეიყვანა საოპერაციოში, ადგილობრივი ანესთეზია უნდა გაგიკეთოთ კანის ანათალისთვისო. ჩემი მეუღლე მანიპულაციას ვერ ხედავდა. როცა დაამთავრა ექიმმა, უთხრა ექვს-ექვსი ნაკერი დაგადე ორივე ფეხზე, სიმსივნე ამოვჭერიო. გაუკვირდა, რა სიმსივნეო. ექიმმა – „ნუ ბარემ ამოვჭერი, რაც იყო და აწი ანალიზებით 10 დღეში გეცოდინება ავთვისებიანი იყო თუ არაო. ერთ თვეში მოდი ნაკერების ამოსაღებად, მანამდე „ზელიონკა“ ისვიო“. კი გაგვიკვირდა ორივეს, მაგრამ წამოვედით სახლში. ისვამდა ამ „ზელიონკას“, არც ჭრილობა ხორცდებოდა, არც სიარული შეეძლო. ამასობაში ეს ნაოპერაციები ადგილი დაცხრა და აღმოვაჩინეთ, რომ ის ლაქები კოჭზე ისევ ისეა. სხვა ადგილას ამოუჭრია კანი, სადაც არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ამასობაში მოვიდა ანალიზის პასუხი, უარყოფითი. არანაირი სიმსივნე არ ჰქონდა. ჩემს მეუღლეს ორივე ფეხზე აქვს ჭრილობა. ცალი ფეხი, რომელიც ექიმმა გაკერა, მოუშუშდა, მეორე ფეხზე ნაკერი დამხმარე ექთანმა დაადო, არ ხორცდებოდა. ფეხი სხვა ექიმსაც ვაჩვენეთ. აღმოჩნდა, რომ გრძივ ჭრილობაზე არასწორად ედო ნაკერი. როგორც ექიმმა გვითხრა, „ასეთ ნაკერს სწორი ნაწლავის მოჭრისას ადებენ“. მივედით იმ ცნობილ კლინიკაში იმ ექიმთან, ვინც ეს ოპერაცია გაუკეთა. რამდენიმე კითხვა გვქონდა, რატომ გაუკეთეს სიმსივნის ოპერაცია, მაშინ როცა სიმსივნე არ ჰქონდა და ოპერაციის შემდეგ, რატომ დაადეს ნაკერები ისე, რომ ფეხი დაუმახინჯეს. „ერთი ვინ გიყურებს კოჭებზეო“ – ექიმმა გვითხრა. ჩემს მეუღლეს სიმსივნე არ აღმოაჩნდა. ექიმმა სრულიად უმიზეზოდ ამოჭრა ხორცი ფეხზე ორ ადგილას, თან ისე, რომ ლაქა სადაც ჰქონდა, ის ლაქები ადგილზე დაუტოვა. ჯერ არ გვიჩივლია. თუმცა გავიგეთ, რომ კიდევ არის ერთი ადამიანი, ვისაც მსგავსი ისტორია გადახდა თავს. ვაპირებთ მას დავუკავშირდეთ და საჩივარი შევიტანოთ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში“. მარტო 2018 წელს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, სამედიცინო დახმარების ხარისხის შესახებ 209 პაციენტმა მიმართა. 2018 წელს, პროფესიული განვითარების საბჭომ 348 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის (162 საქმე) საკითხი განიხილა. 348 ექიმიდან 342 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. ამ 342 ექიმიდან 235 ექიმს „წერილობითი გაფრთხილება“ მისცეს. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით კი 105 ექიმს შეუჩერდა. 2 ექიმს საერთოდ გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი. 348 ექიმიდან მხოლოდ 6 ექიმს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. ათივე გამოკითხული, ვისაც „ბათუმელები“ სტატიის მომზადების პროცესში ესაუბრა, თვლის, რომ ექიმებმა სხვადასხვა დროს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. მათგან უმრავლესობას არ მიუმართავს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის, მხოლოდ ერთი აპირებს სამომავლოდ საჩივრის დაწერას. რესპონდენტები ამას ორი ფაქტორით ხსნიან – უნდობლობა და დროში გაწელილი პროცესი. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვკითხეთ, საშუალოდ, რა დრო სჭირდება პროფესიული განვითარების საბჭოს ერთი პაციენტის საქმის განსახილველად. სააგენტოდან მოგვწერეს, რომ განხილვის ვადა დამოკიდებულია საქმის მოცულობაზე. რას აკეთებს სახელმწიფო ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ზაზა ბოხუას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილეს ვკითხეთ, რატომ არ არის სავალდებულო აიმაღლოს საქართველოში ექიმმა კვალიფიკაცია – სავალდებულო რესერტიფიცირება წლების წინ გააუქმა ხელისუფლებამ. შემდეგ ითქვა, რომ რესერთეფიცირება ისევ სავალდებულო გახდებოდა, მაგრამ ეს პროცესი დღემდე ისევ შეჩერებულია. ზაზა ბოხუა: „ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. ეტაპობრივად მივდივართ რესერტიფიცირებისკენ. რესერტიფიცირების მთავარი აზრი არის ის, რომ ხუთ წელიწადში ერთხელ, როგორც მთელ მსოფლიოშია და მათ შორის ევროპაში, მოხდეს სათანადო კრედიტ ქულების დაგროვების მიზნით, ექიმის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განახლება. ლაპარაკია იმ ექიმებზე, რომლებიც უკვე არიან სერტიფიცირებული. დავიწყეთ ეტაპობრივი გადახედვა, შევქმენით სპეციალური სამუშაო ჯგუფი. სავალდებულოდ გვაქვს ჩადებული სახელმწიფო პროგრამებში. დღეისათვის მეან გინეკოლოგები და ნეონატოლოგები არიან ვალდებული რესერტიფიცირება გაიარონ. სახელმწიფო პროგრამაში სამედიცინო დაწესებულება თუ არის ჩართული, მის კოლექტივს უნდა ჰქონდეთ გავლილი და დაგროვებული კრედიტები. 2018 წლის 19 ივლისს ჩვენ დავამტკიცეთ თვითონ სასწავლო პროცესის აკრედიტაცია, ანუ როგორ უნდა დააგროვოს ექიმმა კრედიტები. აქედან გამომდინარე, ტრენინგები არსებობს. არსებობს ონლაინ ტრენინგი, სადაც არც საფასური უნდა და არც სხვა, თვითონ ექიმი შედის და შეუძლია გაიაროს კურსი. ყველა რესურსი ქართულ ენაზეა. ექიმი თვითონ გადის, კითხულობს, ემზადება და ონლაინ აბარებს, თუ ჩააბარებს მიიღებს კრედიტ ქულას“. კითხვაზე, რამდენი წელი დასჭირდება სამინისტროს, რომ რესერტიფიცირება ყველა პროფილის ექიმისთვის სავალდებულო გახდეს, ზაზა ბოხუა პასუხობს: „სავარაუდოდ, ოთხი წელი დასჭირდება, ყველა დარგი რომ მოვიცვათ“.

---

 

08.03.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/paata-imnadze-tsithelaze-atsra-orsulisthvis-ar-sheidzleba/

პაატა იმნაძე: წითელაზე აცრა ორსულისთვის არ შეიძლება

“წარმოიდგინეთ,წითურა თუ დაემართა ორსულს,ეს განაჩენია ნაყოფისთივს.”,-ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში საუბრისას განაცხადა. “ორსულის აცრა წითელაზე არ შეიძლება. გრტიპზე შეიძლებოდა მაგრამ,წითელაზე აცრა არ შეიძლება,მაგრამ დაორსულებამდე თუ დაგეგმილია ორსულობა ,ერთი თვით ადრე დაორსულებამდე რომ აიცრას აბსოლუტურად მოიხსნება ყველა პრობლემა,თან ეს მარტო წითელაა არ,არის არის წითურა. წარმოიდგინეთ,წითურა თუ დაემართა ორსულს,ეს განაჩენია ნაყოფისთივს.”,-განაცხადა პაატა იმნაძემ.

---

 

08.03.2019

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/222213

მსოფლიოს 187 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ონკანის წყალი ჯანმრთელობისთვის საშიშია

კომპანია Globehunters-მა გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, სადაც ონკანის წყალი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და შესაძლოა, სასიკვდილო ინფექციების მიზეზიც გახდეს. ამის შესხებ Daily Mail-ი წერს. გამოცემის ცნობით, სიაში მოხვდა 187 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც. აღნიშნულია, რომ ამ მხრივ ცენტრალური ამერიკა, აფრიკა, აზია და ახლო აღმოსავლეთი ყველაზე საშიში რეგიონებია. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებში ონკანის წყალი დაბინძურებული კი არა, არამედ სასმელად უვარგისია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი შესაძლოა დაავადდეს, რადგან წყალში მოხვედრილი პათოგენური ორგანიზმები მის იმუნურ სისტემას აზიანებს. აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, საუდის არაბეთში, სამხრეთ კორეასა და ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში ონკანის წყალი უსაფრთხოდ არის აღიარებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველ წელს 84 ათასამდე ადამიანი დიარეისგან იღუპება.

---

 

08.03.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/facebook-i-vaqtsinatsiis-shesakheb-dezinphormatsiul-reklamebs-damalavs/

Facebook-ი ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციულ რეკლამებს დამალავს

Facebook- ი იმ ჯგუფების, გვერდებისა და კონტენტის რეკომენდაციებს დამალავს, რომელიც ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციას შეიცავს. ამის შესახებ კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. კერძოდ, ეს გვერდები საძიებო სისტემაში აღარ იქნება. გარდა ამისა, Facebook-ი ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას ხელს არ შეუწყობს. როგორც სოციალური ქსელის ხელმძღვანელობა განმარტავს, სარეკლამო ანგარიშები, რომლებიც ამგვარი შინაარსის გამოქვეყნებას გააგრძელებენ, შესაძლოა დაიბლოკოს. Facebook-ის განმარტებით, ისინი ეძებენ გზებს, რათა ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციას სხვადასხვა მეთოდებით დაუპირისპირდებიან. სოციალური ქსელი ამ ინფორმაციის მოძიებას ძიების შედეგებში გეგმავს. თებერვლის დასაწყისში ბრიტანულმა გამოცემა The Guardian- მა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ Facebook- ზე სპეციალური ჯგუფები, გვერდები და თემებია შექმნილი, სადაც მომხმარებლებს მოუწოდებენ, ვაქცინაციაზე არი თქვან.

---

08.03.2019

მედიასაშუალება: https://odishinews.ge/ge/2015-03-22-16-17-07/item/16885-15,000-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98,-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%A1-c-%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98

15,000 ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული

ვერ დავადასტურებ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ხისტად შეწყდება, "თუმცა ამის რისკი, ალბათ, არსებობს" - განაცხადა .6 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მიზეზად ის ასახელებს კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც პროგრამის მიზნები 2020 წლამდეა გაწერილი. მისივე თქმით, ფარმაცევტულ კომპანიასთან ხელშეკრულება უფრო ხანგრძლივია, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად მეტი ადამიანი ჩაერთვება, რომ 2020 წლისთვის მკაფიო შედეგი იყოს. ევროპული საქართველოს დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრესკონფერენციით გამოეხმაურა ამ განცხადებას: "ძალიან ვუფრთხი C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის შესახებ რაიმე კრიტიკული შენიშვნის საჯაროდ გამოთქმას, რადგან არ მინდა ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო პროგრამა რაიმეთი დაზიანდეს, მაგრამ პროგრამის განხორციელების პროცესში უკვე ისეთი პრობლემის წინაშე დადგა ქვეყანა, რომ ახლა გაჩუმებით უფრო დავაზიანებთ ჩვენს საერთო საქმეს,"- ამბობს ჭიაბერაშვილი. სერგეენკო იტყუება, როდესაც ამბობს, რომ 125 ათას ადამიანს უკვე უმკურნალეს პროგრამის ფარგლებში და დაახლოებით, 50 000-მდეა დარჩენილი, ვისაც მკურნალობა სჭირდება. პრესკონფერენციაზე ჭიაბერაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას, 2018 წლის 13 დეკემბრით დათარიღებული წერილი წარმოადგინა, სადაც მისივე თქმით, სრულიად განსხვავებულ და გაცილებით ნაკლებ მონაცემზეა საუბარი. კერძოდ, ჭიაბერაშვილის განცხადებით, ამ წერილის მიხედვით, პროგრამის დაწყებიდან 4 წლის თავზე მკურნალობაში ჩაერთო 51 000-ზე მეტი ადამიანი და ის 48 000-ზე მეტმა პირმა დაასრულა. ევროპული საქართველოს ცნობით, 2 წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებული დაახლოებით 150 000 ადამიანია. ელიმინაციის პროგრამის დასახული მიზანია, 2020 წლისთვის მინიმუმ 135 000 ადამიანს (ანუ 90%-ს) ჰქონდეს მკურნალობის კურსი გავლილი. პარტიის ინფორმაციით, ლაგვილავას წერილში წერია, რომ პროგრამის დაწყებიდან 2018 წლის დეკემბრამდე სკრინინგის კომპონენტში 123 000-ზე მეტ პირს დაუდგინდა C ჰეპატიტის სავარაუდო არსებობა. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ რიცხვით მანიპულირებს ჯანდაცვის მინისტრი, თუმცა სინამდვილეში, მისივე თქმით, ამ 123 000-დან განმეორებითი, ე.წ კონფირმაციული კვლევა 75 400-მა პირმა ჩაიტარა, ხოლო მათ შორის დაავადება 64 200 პირს დაუდგინდა - ამ 64 200-დან სრული დიაგნოსტიკური კვლევა ჩაიტარა 52 400-მა პირმა. ამ 52 400-დან მკურნალობაში ჩაერთო 51 000 და მკურნალობა დაასრულა 48 000-მა პირმა". ჭიაბერაშვილი სვამს კითხვას: თუ 4 წლის განმავლობაში პოტენციურ დაავადებულთაგან მკურნალობა მხოლოდ 40%-მა გაიარა, როგორ მოხერხდება 2020 წლამდე დარჩენილი 70-75 000 პირის პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა? "დღეს ეს უკვე შეუძლებელი ჩანს. მიზეზებზე ჯანდაცვის სამინისტრომ საჯაროდ უნდა ისაუბროს და საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს. საგანგაშოა, რომ 15,000 ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

---  

 

07.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/536119-amiran-gamqrelizis-gancxadebit-zurab-chiaberashvilma-jandacvis-ministris-mier-c-hepatitis-mkurnalobis-shesaxeb-inpormaciis-arascorad-interpretireba-moaxdina/

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის მიერ C ჰეპატიტის მკურნალობის შესახებ ინფორმაციის არასწორად ინტერპრეტირება მოახდინა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის მიერ C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართულთა შესახებ გაჟღერებული ინფორმაციის არასწორად ინტერპრეტირება მოახდინა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მკურნალობაში ჩართულია 53 000 ადამიანი. მისივე თქმით, 2020 წლის ბოლომდე სამიზნე მაჩვენებელი 125 000-სს წარმოადგენს. „ვფიქრობ, რომ მინისტრის გამონათქვამი ბატონი ზურაბის მიერ არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. მკურნალობაში ჩართულია 53 000 ადამიანი, იქიდან დაახლოებით, 49 000-მა ადამიანმა უკვე დაამთავრა და განკურნების მაჩვენებელი არის 98%. ანუ ჩვენ ჩვენს სამიზნემდე, რომელიც 123000-125000-ის ფარგლებში მერყეობს, მომავალი 2 წლის განმავლობაში კიდევ უნდა ჩავრთოთ მკურნალობაში დაახლოებით, 60 000-65000 ადამიანი. ამიტომ ის რაც გაჟღერდა, 125 000 არის 2020 წლის ბოლომდე სამიზნე მაჩვენებელი, რომელიც უნდა იქნას ქვეყანაში განკურნებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პრობლემაა, რომ 2020 წლისთვის C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცია ვერანაირად ვერ მოხდება, როგორც ეს პროგრამის მიზნებშია გაწერილი. მისივე თქმით, „ევროპული საქართველო” შეშფოთებულია ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგ­რა­მის 2020 წელს შე­წყვე­ტის რის­კი არ­სე­ბობს.

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/205733-amiran-gamyrelidzis-ganckhadebith-zurab-tciaberashvilma-jandacvis-ministris-mier-c-hepatitis-mkurnalobis-shesakheb-informaciis-arastsorad-interpretireba-moakhdina.html?lang=ka-GE

---

 

07.03.2019

მედიასაშუალება: https://odishinews.ge/ge/2015-03-22-16-17-07/item/16885-15,000-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98,-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%A1-c-%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98

15,000 ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული

ვერ დავადასტურებ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ხისტად შეწყდება, "თუმცა ამის რისკი, ალბათ, არსებობს" - განაცხადა .6 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მიზეზად ის ასახელებს კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც პროგრამის მიზნები 2020 წლამდეა გაწერილი. მისივე თქმით, ფარმაცევტულ კომპანიასთან ხელშეკრულება უფრო ხანგრძლივია, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად მეტი ადამიანი ჩაერთვება, რომ 2020 წლისთვის მკაფიო შედეგი იყოს. ევროპული საქართველოს დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრესკონფერენციით გამოეხმაურა ამ განცხადებას: "ძალიან ვუფრთხი C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის შესახებ რაიმე კრიტიკული შენიშვნის საჯაროდ გამოთქმას, რადგან არ მინდა ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო პროგრამა რაიმეთი დაზიანდეს, მაგრამ პროგრამის განხორციელების პროცესში უკვე ისეთი პრობლემის წინაშე დადგა ქვეყანა, რომ ახლა გაჩუმებით უფრო დავაზიანებთ ჩვენს საერთო საქმეს,"- ამბობს ჭიაბერაშვილი. სერგეენკო იტყუება, როდესაც ამბობს, რომ 125 ათას ადამიანს უკვე უმკურნალეს პროგრამის ფარგლებში და დაახლოებით, 50 000-მდეა დარჩენილი, ვისაც მკურნალობა სჭირდება. პრესკონფერენციაზე ჭიაბერაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას, 2018 წლის 13 დეკემბრით დათარიღებული წერილი წარმოადგინა, სადაც მისივე თქმით, სრულიად განსხვავებულ და გაცილებით ნაკლებ მონაცემზეა საუბარი. კერძოდ, ჭიაბერაშვილის განცხადებით, ამ წერილის მიხედვით, პროგრამის დაწყებიდან 4 წლის თავზე მკურნალობაში ჩაერთო 51 000-ზე მეტი ადამიანი და ის 48 000-ზე მეტმა პირმა დაასრულა. ევროპული საქართველოს ცნობით, 2 წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებული დაახლოებით 150 000 ადამიანია. ელიმინაციის პროგრამის დასახული მიზანია, 2020 წლისთვის მინიმუმ 135 000 ადამიანს (ანუ 90%-ს) ჰქონდეს მკურნალობის კურსი გავლილი. პარტიის ინფორმაციით, ლაგვილავას წერილში წერია, რომ პროგრამის დაწყებიდან 2018 წლის დეკემბრამდე სკრინინგის კომპონენტში 123 000-ზე მეტ პირს დაუდგინდა C ჰეპატიტის სავარაუდო არსებობა. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ რიცხვით მანიპულირებს ჯანდაცვის მინისტრი, თუმცა სინამდვილეში, მისივე თქმით, ამ 123 000-დან განმეორებითი, ე.წ კონფირმაციული კვლევა 75 400-მა პირმა ჩაიტარა, ხოლო მათ შორის დაავადება 64 200 პირს დაუდგინდა - ამ 64 200-დან სრული დიაგნოსტიკური კვლევა ჩაიტარა 52 400-მა პირმა. ამ 52 400-დან მკურნალობაში ჩაერთო 51 000 და მკურნალობა დაასრულა 48 000-მა პირმა". ჭიაბერაშვილი სვამს კითხვას: თუ 4 წლის განმავლობაში პოტენციურ დაავადებულთაგან მკურნალობა მხოლოდ 40%-მა გაიარა, როგორ მოხერხდება 2020 წლამდე დარჩენილი 70-75 000 პირის პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა? "დღეს ეს უკვე შეუძლებელი ჩანს. მიზეზებზე ჯანდაცვის სამინისტრომ საჯაროდ უნდა ისაუბროს და საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს. საგანგაშოა, რომ 15,000 ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

---

 

07.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/536138-jeohospitalsis-direktori-socialuri-momsaxurebis-saagentostan-davis-detalebs-ganmartavs/

„ჯეოჰოსპიტალსის“ დირექტორი სოციალური მომსახურების სააგენტოსთან დავის დეტალებს განმარტავს

აქ საუბარი არაა შეგნებულად დაშვებულ შეცდომაზე, ესაა სისტემური ხარვეზი, რომელიც დარეგულირებას საჭიროებს. კლინიკები იმის გამო დაჯარიმდნენ, რომ ბენეფიციარები ხარვეზებით იყო დარეგისტრირებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსის“ გენერალურმა დირექტორმა სოფო გასიტაშვილმა განუცხადა. „ჯეოჰოსპიტალსი“ ერთ-ერთია იმ კლინიკებს შორის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ, მთავრობის 36 დადგენილების პირობების შეუსრულებლობისთვის ჯამში 56 მლნ ლარის ოდენობით დააჯარიმა. როგორც კლინიკის დირექტორი განმარტავს, დაჯარიმების მიზეზი დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზები გახდა , თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კლინიკა პაციენტებს მომსახურებას არ უწევდა. მთავარი პრობლემა კი ამ შემთხვევაში იმ დადგენილების დებულებების ბუნდოვანებაშია, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არეგულირებს. „დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ ნამდვილად ვემსახურებოდით ბენეფიციარებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ცხადია არსებობს და სასამართლოშიც გვქონდა წარდგენილი. მთავარი პრობლემა, რასაც სამედიცინო დაწესებულებები და თავად სამინისტროც აღიარებს ისაა, რომ მთავრობის 36-ე დადგენილება შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერებს, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მაგალითად, შესაძლოა იმის გამო დაეკისროს ჯარიმა კლინიკას, რომ დოკუმენტის შევსებისას დაშვებულია ორთოგრაფიული შეცდომა ადამიანის სახელის დაწერისას, დაახლოებით ასეთი ტიპის დარღვევებზეა დავები და ეს არ გულისხმობს იმას, რომ პაციენტებს მომსახურება არ გაეწიათ“, - აცხადებს გასიტაშვილი. გასიტაშვილის განმარტებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში „ჯეოჰოსპიტალსი “ ერთ ბენეფიციარზე თვეში საშუალოდ 1 ლარსა და 20 თეთრს იღებს. ბენეფიციარები კი ის პაციენტები არიან, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან კლინიკაში და საკუთარი სურვილით თანხმობას აცხადებენ, რომ სამედიცინო მომსახურების სერვისი კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში მიიღოს. „2016 წლის პირველ აპრილამდე არ იყო კონკრეტული წესი ბენეფიციარის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. არ იყო მარეგულირებელი დოკუმენტი ან ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრებოდა ბენეფიციარის მიერ განაცხადის დაწერის ფორმა. 2016 წლის პირველი აპრილის შემდგომ მთავრობამ შემოიღო მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელშიც არის სპეციალური ველები და ამ დოკუმენტის შევსებისა და ხელმოწერის შემდეგ ითვლება ადამიანი ბენეფიციარად. შესაბამისად, ამ ცვლილებამდე შევსებულ დოკუმენტაციაში იყო ხარვეზები. რამდენჯერ მიმართავს ბენეფიციარი და რა მომსახურებას ჩაიტარებს არ მოქმედებს დაფინანსების მოცულობაზე, შესაბამისად ზედმეტად არასაჭირო მომსახურების გაწევა იმ მიზნით, რომ ბიუჯეტიდან მეტი თანხა მიიღოს კლინიკამ, შეუძლებელი და აზრს მოკლებულია,“-აცხადებს გასიტაშვილი. ჯანდაცვის სამინისტრომ „ჯეოჰოსპიტალსს“ 3 მლნ ლარის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა, რაც კლინიკის დირექტორის თქმით, პროგრამის ფარგლებში მიღებულ თანხაზე ბევრად მეტია. მისივე თქმით, ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით მთავრობამ დაკისრებული ჯარიმები გააუქმა, თუმცა კლინიკას თანხა თითქმის უკვე სრულად აქვს ანაზღაურებული მიუხედავად მიმდინარე სასამართლო პროცესებისა. „მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული ჯარიმა 3 მლნ უკვე თითქმის სრულად გადავიხადეთ. ჩვენს შემთხვევაში გადასახდელი თანხა 1 მლნ ლარით შემცირდა, თუმცა აქ პრობლემა არის ის, რომ სასამართლოში დავის არსებობის მიუხედავად, მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილების აღსრულება“, - აცხადებს გასიტაშვილი. მისივე თქმით კლინიკას ჯანდაცვის სამინისტროს დაახლოებით 16 აქტი აქვს გასაჩივრებული, რომელთა განხილვა სხვადასხვა ეტაპზეა. სასამართლომ სამინისტროს რამდენიმე აქტი ბათილადაც სცნო. ამასთან, სხვა კლინიკებსაც გაუქმებული ჯარიმის ნაწილი გადახდილი აქვთ და უკან არ დაბრუნებიათ. მისი თქმით, პრობლემის გადაჭრის გზაა იმის დაზუსტება და დაკონკრეტება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში რა ითვლება დარღვევად. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში ადასტურებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს დავა სამედიცინო დაწესებულებებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის ჯარიმებსა და მათ ოდენობაზე, თუმცა სააგენტოში არ აკონკრეტებენ რომელ კლინიკებზეა საუბარი. ამასთან, უწყების მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მთავრობის გადაწყვეტილებით კლინიკებს ეპატიათ 30 მლნ ლარზე მეტი და ამ ეტაპზე მათ მომსახურების ანაზღაურებული თანხიდან დასაბრუნებელი აქვთ დაახლოებით 13 მლნ. ლარი. „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ პირველადი ჯანდაცვის მომსახურებასთან დაკავშირებით, კლინიკებს თანხა ბენეფიციართა რაოდენობის მიხედვით ერიცხებათ და არა გაწეული მომსახურების მიხედვით, შეეძლოთ თუ არა კლინიკებს არასაჭირო მომსახურების გაწევა დამატებითი თანხების მიღების მიზნით ან იმ პირობებში,რომ კლინიკებს მომსახურება აქვთ გაწეული ბენეფიციარებისთვის, რამდენად ადეკვატურია სამინისტროს მხრიდან მათთვის თანხის მთლიანად დაბრუნების მოთხოვნა და ამასთან ორმაგი ჯარიმის ოდენობის დაკისრება, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ: „სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც პასუხისმგებელია მთავრობის დადგენილების პირობების შესრულებაზე, შესაბამისად ამ პირობების მიზანშეწონილობაზე კომენტარის გაკეთება სცილდება ჩვენი კომპეტენციის სფეროს.“

---

 

07.03.2019

მედიასაშუალება: http://knews.ge/?p=37236

კახეთში გრიპით ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა

კახეთის რეგიონში სამედიცინო ცენტრებში გრიპთან დაკავშირებული ვიზიტების რაოდენობა ხუთასით შემცირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, როგორც ვიზიტების, ასევე მსუბუქი და მძიმე შემთხვევების რაოდენობამაც მკვეთრად დაიკლო. ,,ინფორმაციას ყოველ კვირას ვაგროვებთ, 4 ძირითად კომპონენტზე: ზოგადად პაციენტთა მიმართვიანობაზე, გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების მსუბუქ შემთხვევაზე, სხვადასხვა მიზეზით და გრიპით დაავადების პაციენტის ჰოსპიტალიზაციაზე. ამ ოთხივე კომპონენტში გვაქვს კლება. ვიზიტები შემცირებულია დაალოებით 500 ერთეულით, მათ შორის მსუბუქი შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია 200 ერთეულით. საავადმყოფოებში 100 პაციენტით ნაკლები მკურნალობს, ხოლო მძიმე შემთხვევების რაოდენობამ 30-ით დაიკლო’’,- განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.

---

 

 

07.03.2019

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=93440

ამირან გამყრელიძე: 350 000 ადამიანი უნდა აიცრას, რომ შეჩერდეს წითელას ეპიდაფეთქება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქების შესაჩერებლად, დამატებით 350 000 ადამიანი უნდა აიცრას. მისივე თქმით, ამ დროის მონაცემებით 2 თვეში დაახლოებით, 24 000 ბავშვი აიცრა. „წელს გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, პირველი იანვრიდან დღემდე, 2180-მდე შემთხვევა გვაქვს. აქედან, დაახლოებით, 60%-ს ჰოსპიტალიზაცია სჭირდებოდა. დამატებითი აცრები განსაკუთრებულად აქტიურად მიმდინარეობს. ამ თვენახევარში უკვე დამატებით 950 000 ადამიანია აცრილი და ამას თუ ბავშვების გეგმიურ აცრებს მივუმატებთ, 2 თვეში, დაახლოებით, 24 000 ბავშვი აიცრა. მაგრამ წელს დამატებით 350 000 ადამიანი უნდა ავცრათ, რომ წითელას ეპიდაფეთქება შეჩერდეს. შარშან და წელს გარდაცვალების 3 შემთხვევა გვაქვს, სამივე ბავშვი იყო და სამივე აუცრელი”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

---

 

07.03.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1551965761-%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

აკაკი გოგიჩაიშვილი - ყოველ მესამეს C ჰეპატიტზე არასწორ პასუხს ეუბნებიან

ყოველ მესამეს, ვინც ანალიზს აიღებს არასწორად ეუბნებიან, რომ სავარაუდოდ, C ჰეპატიტი აქვს,- ამის შესახებ ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი წერს. მისი თქმით,სახელმწიფო შესყიდვებისას მეტი კონტროლია საჭირო. ამჟამინდელ ტენდერებში კი ტესტის ხარისხს განსაზღვრა საერთოდ მოხსნილია. ,,ცე ჰეპატიტის კონფერენციაზე - ამ წუთებში - სწრაფი ტესტებით სკრინინგის პირველ ეტაპზე საშუალოდ 30% ცრუ პოზიტიური დადებითი შედეგებია, ანუ ყოველ მესამეს ვინც ანალიზს აიღებს არასწორად ეუბნებიან, რომ სავარაუდოდ, ცე-ჰეპატიტი აქვს და შემდეგ ერთი კვირა მაინც ელოდება გადამოწმების შედეგს, როცა ეტყვიან, რომ არაფერი ჭირს - წარმოიდგინეთ რა განცდებშია ეს ხალხი ამდენი ხნის განმავლობაში - ხომ არ გადადო ოჯახის წევრებს ვირუსი, თქვას კი საერთოდ ანალიზის შედეგი-არ თქვას...შედეგი კი ის არის, რომ ხალხი ძალიან პასიურობს პროგრამაში ჩასართველად, რა გასაკვირია ვინც ჩაერთო ისინი ხომ ეტყვიან ყველას ირგვლივ - არ მიხვიდეთ, ტყუილად ნერვებს დაგაწყვეტენო... აშკარად უფრო მეტი კონტროლია საჭირო სწრაფი ტესტების ხარისხზე სახელმწიფო შესყიდვებისას. სამწუხაროდ ამჟამად გამოცხადებულ ტენდერში - მაგალითად შიდსის ტესტებზე, სენსიტიურობისა და სპეციფიურობის მოთხოვნა, რაც ტესტის ხარისხს განსაზღვრავს საერთოდ მოხსნილია - მიზეზი რა არის? - კომპანიები დაობენ 100%-იანი ხარისხის ტესტები ყველას არ გვაქვსო, - წერს გოგიჩაიშვილი.

---

 

07.03.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=199230-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

"8 ქიმიის პროცედურა და ელენთის ამოკვეთა... მეტასტაზები თავის ტვინშიც წაუვიდა" - 21 წლის გიორგის ჩვენი დახმარება ესაჭიროება

21 წლის გიორგი კალიაევს (მეტსახელად კლარკს) ლეიკემია აქვს და დიდი ძალისხმევით უკვე რთული გზა გაიარა: ელენთის ამოკვეთა და 8 ქიმიის პროცედურა საქართველოში უკვე გადაიტანა და ახლა თურქეთში, სტამბოლში იმყოფება, რათა კლინიკა „Gayrettepe Florence Nightingale Hastanesi“-ში სასწრაფოდ გაკეთდეს ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია. ოპერაციის ხარჯები სრულად დაფარა თბილისის მერიამ. თუმცა, სამწუხაროდ, გიორგის მდგომარეობა ფრენის შემდეგ საკამაოდ დამძიმდა. როგორც ანალიზებიდან გამოჩნდა, მას მეტასტაზები თავის ტვინშიც წაუვიდა და დამატებით ქიმიასა და დასხივებებს საჭიროებს. მეგობრებმა მას დონორისა და წინა საოპერაციო პროცედურების ხარჯებისათვის უკვე მოუგროვეს თანხა, თუმცა ახლა მას 30 000 დოლარი 3 კვირიანი პროცედურებისთვის გაუთვლისწინებელ ხარჯად დააწვა და უახლოეს დღეებში უნდა ჩაირიცხოს. ამას დავამატოთ ის 10 000 დოლარი, რომელიც პოსტოპერაციული 3 თვიანი რეაბილიტაციის კურსისა და საცხოვრებელ ხარჯებს ესაჭიროება. ოჯახმა და სამეგობრომ უკვე ყველა რესურსი ამოწურა, მიმართა არაერთ ფონდს, ცნობილ ადამიანებს თხოვდნენ ვიდეომიმართვების ჩაწერასა და ინტერნეტში განთავსებას, თავადაც გადაიღეს კლიპი კლარკის შესახებ და რამდენიმე კვირის განმავლობაში ქუჩაშიც კი ატარებდნენ საათებს მის გადასარჩენად. ახლა ისინი ხალხის იმედად არიან დარჩენილები. თუკი თანხას უახლოეს კვირაში ვერ შეაგროვებენ გიორგის სიცოცხლე დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. „გადამარჩინე_მეგობრის_გადარჩენით“ - ეს სლოგანი გამოიყენეს მათ გიორგის გადასარჩენ აქციებში და დღემდე განაგრძობენ ამ ადამიანისთვის ბრძოლას. აქციებში ჩაერთვნენ უკვე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ათენში მყოფი ადამიანები. თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია: საქართველოს ბანკი / Bank of Georgia – GE44BG0000000607618300 თიბისი ბანკი /TBC Bank – GE17TB7712145061100086 ლიბერთი ბანკი / Liberty Bank- GE54LB0111142322316000 მიმღები – მაკა ვარინა / Recipient — Maka Varina 0901700483 – ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან — 1 ლარი /Call from any mobile operator 1.00 GEL

---

 

ბეჭდვითი მედია:

11.03.2019

მედიასაშუალება:     ახალი თაობა

ექიმებს, რომლებიც ერთ დაავადებაზე 17 მედიკამენტს წერენ, შეამოწმებენ

ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული დარღვევების შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 2018 წლის ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის 17 ფაქტი; ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის განადგურების დადგენილი წესის დარღვევის 39 ფაქტი; აღნიშნული წესის განმეორებით დარღვევის 3 ფაქტი; ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის 2 ფაქტი დაფიქსირდა. დარღვევების გამო 2018 წელს 23 ავტორიზებულ აფთიაქს ნებართვა გაუუქმდა. ვინ აკონტროლებს მედიკამენტების ხარისხს, რა საკანონმდებლო ცვლილებების მოლოდინშია სახელმწიფო, როგორ აპირებენ ექიმის მიერ პაციენტისთვის არასასურველი რაოდენობის მედიკამენტის გამოწერის პოლიტიკასთან ბრძოლას და როდიდან ამოქმედდება რეფორმა, რომელიც `პრობლემურ ექიმებს~ სააშკარაოზე გამოიყვანს? _ ამაზე `ახალ თაობას~ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ესაუბრა. _ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ამ დარღვევების ფონზე მონიტორინგის მექანიზმების გაუმჯობესება არ არის საჭირო? _ აუცილებელიც არის და საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისი მზადებაც მიმდინერეობს სამინისტროს მიერ. ჩვენც აქტიურად ვართ ჩართული, იმიტომ, რომ ხარისხის კონტროლი არის მთავარი მიმართულება, რაზეც ჩვენ პირველ რიგში უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ის, რაც დღეს კეთდება, არსებული შეზღუდვების პირობებში მაქსიმუმია, მაგრამ გაცილებით მეტი თანხები სჭირდება ხარისხის კონტროლს და მეტი უნდა გამოიყოს მომავალში. ახლა წამლის სააგენტო შეიქმნა და ამ ახალი სააგენტოს პირობებში, შესაბამისი რესურსების მობილიზაციასთან ერთად და ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, მიგვაჩნია, რომ ხარისხობრივად გაუმჯობესდება ხარისხის კონტროლის პროცესები, ძალიან მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს. ეს არის ჩვენთან ძირითადი პრობლემა - ხელმისაწვდომობა წამლებზე და ხარისხი. _ რა განსხვავებული ფუნქცია აქვს წამლის სააგენტოს? მოხდა რეორგანიზაცია. _     კი, მოხდა რეორგანიზაცია, მაგრამ მოხდა არსებული ბიუჯეტის ფარგლებში და, სავარაუდოდ, მომავალში კიდევ დასჭირდება შევსება. ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ, საკანონმდებლო ცვლილებებს მივიღებთ და კადრების დამატება და მათთვის ბიუჯეტის გაზრდაც საჭირო გახდება. 120.000-ია სულ თითო საკონტროლო საქმიანობაზე გამოყოფილი და ბოლო წლები თითქმის არ იცვლება ეს ბიუჯეტი. როცა ფარმაცევტული ბაზარი დიდია და 12.000 დასახელების სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატი თუ მოხმარების საგანი ცირკულირებს, რთულია თითოეული მათგანის გაკონტროლება ასეთ პირობებში, იქნება ეს საკონტროლო შესყიდვები და თითოეული მედიკამენტის გაკონტროლება. კი, რეგისტრაციის პროცესი არსებობს, ასევე _ ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა მექანიზმი, რომლებითაც ხდება ხარისხის ვერიფიცირება, მაგრამ ბაზარზე რაც ცირკულირებს, იმ მედიკამენტების საკითხი არის პრობლემატური _ მათი შემოწმება სრულყოფილად. _      მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებსაც მედიკამენტებზე ერთნაირი ფასები და ფასდაკლების დღეებიც კი ერთნაირი აქვთ, კარტელური გარიგება ხომ არ აქვთ? _           ეს კონკურენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს, თუ არ ვცდები, სწავლობენ კიდეც და, მგონი, ჯობს, შედეგებს დაველოდოთ. _       ხშირად ექიმები პაციენტს იმაზე მეტ და ძვირ წამლებს უწერენ, ვიდრე საჭიროა. საუბარია ექიმების კომერციულ ინტერესზე ფარმაცევტულ კომპანიასთან. ამ შემთხვევების აღმოფხვრა რა რეფორმით არის შესაძლებელი და თუ მუშაობთ ამაზე? _ კი, არის ეს პრობლემა. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის გამჭვირვალობა. ელექტრონული რეცეპტული სისტემა უკვე გვაქვს შექმნილი და წელს თბილისში, მომავალი წლიდან კი მთელი საქართველოს მასშტაბით სავალდებულო გახდება და მკაფიოდ გამოჩნდება, ვინ რამდენ წამალს წერს და როგორ წერს. ანალიზის საშუალება იქნება და კონკრეტულად ასეთი შემთხვევებისა და `პრობლემური ექიმების~ შემოწმება მოხდება, რომლებიც ერთ დაავადებაზე 17 მედიკამენტს წერენ. ეს პროცესი გამჭვირვალე იქნება და საზოგადოებას ეცოდინება ამის შესახებ. მერწმუნეთ, საკმაოდ ძლიერი ბერკეტია ეს. _ რა სახის მონიტორინგი იქნება? ადმინისტრაციული სახდელიც ხომ არ დაეკისრებათ? _ ჯერ ჯობს, ეს პრობლემა გავაანალიზოთ და მერე მოვიფიქრებთ, რა ზომების მიღება შეიძლება. შესაძლებელია, ეს იყოს უბრალოდ გამოქვეყნება ამ ექიმების ვინაობის, ვინც ასეთ მიდგომებს მიმართავს. ამ შემთხვევაში ესეც დიდი სტიმული იქნება, როცა რეპუტაციას ეხება საქმე. როცა საზოგადოებას ეცოდინება, რომ ის არის ექიმი, რომელიც ზედმეტ წამალს უწერს ავადმყოფს, იმიტომ, რომ ფარმაცევტული კომპანია მას ფულს უხდის, არა მგონია, ამ ხერხმა მასზე არ იმოქმედოს. _ თუ სახელმწიფო მედიკამენტების ფასის დარეგულირებას შეეცდება, ეს ბიზნესში ჩარევა იქნება? _ არავითარი ბიზნესში ჩარევა არ იქნება ეს. მთელ მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც არ არეგულირებდეს ამა თუ იმ მეთოდით ზოგადად სამედიცინო მომსახურებისა და განსაკუთრებით ფარმაცევტული პროდუქციის ფასებს, იქნება ეს შესყიდვები თუ ირიბი ან პირდაპირი გზით განხორციელება. საუბარი მაქვს განვითარებულ ქვეყნებზე, სადაც არის ფარმაცევტული ბაზარი და არ ვსაუბრობ ბანანის რესპუბლიკებზე. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხებზე, რომ პოლიტიკის საუკეთესო ვარიანტი შევარჩიოთ ამ კუთხით, როგორი უნდა იყოს ეს რეგულაცია კონკრეტულად ქართული ბაზრისა და ქართული სინამდვილისათვის. ივნისში გვექნება უკვე ამ შესწავლის პირველი შედეგები, რომელსაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან ერთად ვაკეთებთ. რთული თემაა და დრო სჭირდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5928821&name=11.03.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

11.03.2019

მედიასაშუალება:     ალია

წითელათი გარდაცვალების 3 შემთხვევა - რა შეაჩერებს საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე წითელათი გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე შემთხვევაში დაღუპული არასრულწლოვანია, რომლებსაც შესაბამისი ვაქცინაცია ჩატარებული არ ჰქონდათ. „წელს გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება. დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით, 1 იანვრიდან დღემდე, 2180-მდე შემთხვევა გვაქვს. აქედან დაახლოებით 60%-ს სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია. განსაკუთრებულად აქტიურად მიმდინარეობს დამატებითი აცრები. ამ თვენახევარში უკვე დამატებით 950 000 ადამიანია აცრილი და ამას თუ ბავშვების გეგმურ აცრებს მივუმატებთ, 2 თვეში დაახლოებით, 24 000 ბავშვი აიცრა. მაგრამ წელს უნდა ავცრათ დამატებით 350 000 ადამიანი, რომ წითელას ეპიდაფეთქება შეჩერდეს. შარშან და წელს გვაქვს 3 გარდაცვალების შემთხვევა, სამივე ბავშვი იყო და სამივე აუცრელი”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5928798&name=11.03.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

08.03.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

გლდანში შავი ჭირის საფრთხეა

გლდანის ციხესთან, ყოფილ ნაგავსაყრელზე საბჭოთადროინდელი ცხოველების სასაკლაოა. ტრიალ მინდორზე მიმოყრილ ძვლებს თუ არ ჩავთვლით, უკვე წლებია „ბეიკერის ორმო" თავღიაა და როგორც ტოქსიკოლოგები ამბობენ, ბევრი დაავადების გავრცელების საშიშროებას ქმნის. მძაფრი სუნი და მწერები ამ ადგილას უკვე ჩვეული მოვლენაა. ჯერ კიდევ გასულ წელს გარემოს დაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ საკითხით დაინტერესდებოდნენ... ერთი წლის შემდეგ კი, ყოფილ სასაკლაოზე მხოლოდ ის შეიცვალა, რომ „ბეიკერის ორმოები" ხის ნაჭრებით არის დამალული და არა დაკონსერვებული. ადგილზე გავარკვიეთ, რომ ერთი ორმო ისევ ღიაა და როგორც სპეციალისტები ამბობენ, არსებობს სხვადასხვა სახის დაავადებების გავრცელების მაღალი რისკი. მარინა გიორგობიანი, თსსუ-ს პროფესორი, ექიმი-ტოქსიკოლოგი: "სახიფათოა, ამ მინდორში პირუტყვის არსებობა, ერთის მხირვ, შესაძლებელია დაავადდნენ ცხოველები და მეორეს მხრივ, მომვლელიც. შესაძლოა, ეს დაბინძურებული კერა აღმოჩნდეს შემდეგი დაავადებების გავრცელების განმაპირობებელი: ბოტულიზმი, ციმბირის წყლული, შავი ჭირისაც კი. ტემპერატურის მომატება კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს მდგომარეობას. " - აღნიშნა მარინა გიორგობიანმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5924393&name=08.03.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

08.03.2019    

მედიასაშუალება:     რეზონანსი

ყოველ მესამეს ცე ჰეპატიტზე არასწორ პასუხს ეუბნებიან - აკაკი გოგიჩაიშვილი

ყოველ მესამეს, ვინც ანალიზს აიღებს არასწორად ეუბნებიან, რომ სავარაუდოდ, C ჰეპატიტი აქვს,- ამის შესახებ ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი წერს. მისი თქმით,სახელმწიფო შესყიდვებისას მეტი კონტროლია საჭირო. ამჟამინდელ ტენდერებში კი ტესტის ხარისხს განსაზღვრა საერთოდ მოხსნილია. ,,ცე ჰეპატიტის კონფერენციაზე - ამ წუთებში - სწრაფი ტესტებით სკრინინგის პირველ ეტაპზე საშუალოდ 30% ცრუ პოზიტიური დადებითი შედეგებია, ანუ ყოველ მესამეს ვინც ანალიზს აიღებს არასწორად ეუბნებიან, რომ სავარაუდოდ, ცე-ჰეპატიტი აქვს და შემდეგ ერთი კვირა მაინც ელოდება გადამოწმების შედეგს, როცა ეტყვიან, რომ არაფერი ჭირს - წარმოიდგინეთ რა განცდებშია ეს ხალხი ამდენი ხნის განმავლობაში - ხომ არ გადადო ოჯახის წევრებს ვირუსი, თქვას კი საერთოდ ანალიზის შედეგი-არ თქვას...შედეგი კი ის არის, რომ ხალხი ძალიან პასიურობს პროგრამაში ჩასართველად, რა გასაკვირია ვინც ჩაერთო ისინი ხომ ეტყვიან ყველას ირგვლივ - არ მიხვიდეთ, ტყუილად ნერვებს დაგაწყვეტენო... აშკარად უფრო მეტი კონტროლია საჭირო სწრაფი ტესტების ხარისხზე სახელმწიფო შესყიდვებისას. სამწუხაროდ ამჟამად გამოცხადებულ ტენდერში - მაგალითად შიდსის ტესტებზე, სენსიტიურობისა და სპეციფიურობის მოთხოვნა, რაც ტესტის ხარისხს განსაზღვრავს საერთოდ მოხსნილია - მიზეზი რა არის? - კომპანიები დაობენ 100%-იანი ხარისხის ტესტები ყველას არ გვაქვსო, - წერს გოგიჩაიშვილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5923982&name=08.03.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

08.03.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

ჯანდაცვის სამინისტრო საავადმყოფოებს მასობრივად აჯარიმებს - 159 კლინიკას 13 მილიონი დააკისრეს

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ დარღვევების გამოვლენის შედეგად 159 სამედიცინო კლინიკას პროგრამულად დაფინანსებული თანხის ბიუჯეტში დაბრუნება მოთხოვა. თანხა 13 მილიონ ლარს შეადგენს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს თანხა მხოლოდ ნაწილია იმ შემთხვევებზე, სადაც რეგისტრაციის პროცესი დარღვეული იყო. ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ხომერიკი აღნიშნავს, რომ კლინიკებმა ეს თანხა ბენეფიციართა რეგისტრაციის ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის უნდა დააბრუნონ. მისი განცხადებით, სანქციების მოცულობა გაცილებით მეტი იყო, რაც 30 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა შემდგომ კლინიკები ჯარიმებისაგან გათავისუფლდნენ. „სანქციების მოცულობა საკმაოდ მაღალი რიცხვია, დაახლოებით 30 მლნ ლარის ფარგლებში იყო. თუმცა შემდგომ პერიოდში საჯარიმო სანქციები და ასევე ადმინისტრაციული წესის დაცვა კლინიკებში გადაიხედა და ისინი გათავისუფლდნენ ჯარიმებისგან. მათ განესაზღვრათ მხოლოდ [სახელმწიფოს მიერ] პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნება", - აცხადებს ხომერიკი. მისი თქმით, კლინიკებმა ის 13 მლნ ლარი უნდა დააბრუნონ, "რომელიც პროგრამამ გადაუხადა". „2014 წლის პირველი აპრილის შემდგომ ბენეფიციართა აღრიცხვის მკაცრი ფორმა გაჩნდა, სადაც აუცილებელია, რომ ბენეფიციარმა საკუთარი ხელით დაადასტუროს პროგრამაში ჩართვა. ზოგ შემთხვევაში არ იყო ამ მკაცრი რეგისტრაციის ფორმები დაცული, ზოგში ბენეფიციართა პროგრამულად მოწოდებული საიდენფიციკაციო მონაცემები არ ემთხვეოდა და ა.შ. ეს ეხება მხოლოდ შემთხვევათა და კლინიკათა ნაწილს, სადაც რეგისტრაციის პროცესი იყო დარღვეული," - განაცხადა მაია ხომერიკმა „საქმის კურსთან" ინტერვიუში. ერთ-ერთი სამედიცინო კლინიკა, რომელსაც სანქციები შეეხო, შპს „ჯეო ჰოსპიტალია". კომპანიის გენერალური დირექტორი სოფო გასიტაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. იგი არ გამორიცხავს პროცესის სასამართლოში გაგრძელებას. „კომპანია ჯეო ჰოსპიტალსი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულია 2013 წლის 28 თებერვლიდან. საყოევლთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირება ხორცილედება სამთავრობო 36 დადგენილებით, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ხელშეკრულებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის. ისევე როგორც ნებისმიერი ხელშეკრულება, დადგენილება განსაზღვრავს როგორც წესებს, ასევე ადმინისტრაციულ სანქციებს აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევისათვის. „შესაბამისად სამინისტროს მიერ განხორციელბული გეგმიური შემოწმება მიმდინარე პროცესია, რომელიც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებისათანავე, მიმდინარეობს ამჟამად და გაგრძელდება მომავალშიც. ასევე ბუნებრივი პროცესია, დაეთანხმება თუ არა სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი სანქციის არსს ან მის მოცულობას. „აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი სადაო საკითხი, რომელიც უკავშირდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირებას განიხილება ჯანდაცვის სამინისტროში, ხოლო მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში განხილვამ შესაძლოა გადაინაცვლოს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით"- ნათქვამია "კომერსანტისთვის" გაგზავნილ წერილში. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ გასულ წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები პროგრამის ამოქმედების დროიდან, 2013 წლიდან, შეისწავლა და გამოვლენილი დარღვევების გამო კლინიკებს პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნება და მასთან ამ თანხის ორმაგი ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. კლინიკების დაჯარიმების ფაქტი მოხვდა ბიზნესომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშშიც, სადაც აღნიშნულია, რომ ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციები უწყებამ ნაწილობრივ გაითვალისწინა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5923782&name=08.03.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 ​