From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-11.04.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 11.04.2019 08:10
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 11.04.2019

ტელევიზია

10.04.2019

არხი:   პალიტრა ტვ

გადაცემა:  პალიტრა ნიუს 12:00

სამუშაოს დროს უსაფრთხოების წესის დარღვევის 117 ფაქტი და მათგან მხოლოდ 1 გახსნილი - დანაშაული 2 თვეში 216.22%-ით გაიზარდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6001961

---

 

10.04.2019

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 21:00

ბათუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხის ნეშტებზე გენეტიკური ანალიზის ჩასატარებლად და ბაზის შესაქმნელად სამუშაო შეხვედრა გაიმართა ცოტა ხნის წინ თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. შეხვედრას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამხარაულსა და სამინისტროში გვითხრეს რომ ეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა და მსჯელობა გაგრძელდება. ჯერ-ჯერობით უცნობია საბოლოოდ ვინ დააფინანსებს პროცედურებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6003313

---

 

 

 

ინტერნეტი

10.04.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/541518-janmrtelobis-msoplio-organizaciis-carmomadgenlebi-tambakos-kontrolis-kanonmdeblobas-dadebitad-apaseben/

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობას დადებითად აფასებენ

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობას დადებითად აფასებენ. როგორც თამბაქოს კონტროლის შესახებ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს წარმომადგენელმა ენდრიუ ბლექმა განაცხადა, საქართველო აღნიშნული მიმართულებით წარმატებული მაგალითია. „ამ შეხვედრის მიზანი ის არის, რომ პარლამენტის წევრებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გავუზიაროთ ერთმანეთს თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული გამოცდილება კანონების იმპლემენტაციის პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავეცნოთ საქართველოს გამოცდილებას, როგორც წარმატებულ მაგალითს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის განხორციელებაში, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს წარმომადგენელმა ენდრიუ ბლექმა. თბილისში, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) სამდივნოს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ორდღიანი „საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი თამბაქოს კონტროლის შესახებ“ მიმდინარეობს. ფორუმი „FCTC 2030” პროექტის ფარგლებში არის ორგანიზებული, სადაც საქართველო, როგორც პარტნიორი და წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში, თოთხმეტი პროექტის პარტნიორი ქვეყნის პარლამენტის წევრებს მასპინძლობს.

---

 

11.04.2019

მედიასაშუალება:  http://kvira.ge/461509?fbclid=IwAR3h3Hi2Ys_uQ7_4c2Wr612GG7FZa2ZsNtvaQOZyZTl0Hxf48Zqn3yFVKuM

ავარიიდან გადარჩენილი ერთადერთი ადამიანის აუტანელი ყოფა – ლევან სოგომონოვს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

---

 

10.04.2019

მედიასაშუალება:  http://liberali.ge/news/view/44381/solidarobis-qselma-samsheneblo-obieqtebze-sainformatsio-plakatebis-gakvra-daitsyo

„სოლიდარობის ქსელმა“ სამშენებლო ობიექტებზე საინფორმაციო პლაკატების გაკვრა დაიწყო

დამოუკიდებელმა პროფკავშირმა „სოლიდარობის ქსელმა“ სამშენებლო ობიექტებზე საინფორმაციო ხასიათის პლაკატების გაკვრა დაიწყო, „რათა მუშებმა იცოდნენ თავიანთი უფლებები“. „ბოლო დროინდელი მოვლენები და ტრაგედიები ცხადად გვაჩვენებს, რომ სახელმწიფო უუნაროა მშრომელი ადამიანების სიცოცხლის დაცვაზე, ხოლო კერძო კომპანიები, კი მინიმალურს აკეთებენ უსაფრთხოების დაცვისთვის, რათა რაც შეიძლება დაბალი ხარჯებით მაქსიმალური მოგება მიიღონ. ჩვენ სახელმწიფო არ გვიცავს, ამიტომ პირდაპირი ბრძოლის და გაერთიანების გარდა არაფერი დაგვრჩა!“, - აცხადებს სოლიდარობის ქსელი. ორგანიზაციის განცხადებით, ხშირად კომპანიები სარგებლობენ იმით, რომ მშრომელებს არ აქვთ ინფორმაცია თავიანთი უფლებების შესახებ, „ამიტომ ჩვენ ვეხმარებით მშრომელებს და გვსურს მათ სამუშაო ადგილებზე იცოდნენ, რომ მათ აქვთ უფლება, უარი თქვან სამუშაოზე, ან დავალების შესრულებაზე, რომელიც საფრთხის შემცველია. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს მათი უფლებაა და ამის გამო მათ სამსახურიდან არავინ გაუშვებს. ეს გარანტირებულია საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლით“. „სოლიდარობის ქსელი“ აცხადებს, რომ რისკების შესაცმირებლად საინფორმაციო პლაკატები უკვე გააკრეს ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 10-მდე სამშენებლო ობიექტზე.

---

 

10.04.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/541370-solidarobis-kselis-carmomadgenlebma-shromis-kodeksshi-shesatani-cvlilebis-shesaxeb-peticiis-shegroveba-daicqes/

„სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლებმა „შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილების შესახებ პეტიციის შეგროვება დაიწყეს

სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლებმა „შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილების შესახებ პეტიციის შეგროვება დაიწყეს. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე „სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენლმა ნენო ჩარკვიანმა განაცხადა, ამ პეტიციით მთავრობის წევრებს დაანახებენ, თუ რამდენად ბევრი ადამიანი უჭერს მხარს საკანონმდებლო ცვლილებებს. „ხელმოწერებს ვაგროვებთ იმისთვის, რათა ვაჩვენოთ მთავრობას ამ განხილვებზე, რომ რეალურად ბევრი ადამიანი უჭერს ამ ცვლილებებს მხარს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, იმ დასაქმებულების უფლებებისთვის ვიბრძოლოთ, რომლებსაც რეალურად დროც კი არ აქვთ ფიქრისთვის. შრომის კოდექსში ერთი კანონი 40- საათიან სამუშაო კვირას გვიწესებს, მაგრამ მეორე ასევე კანონი გვეუბნება, რომ თითქმის ყველა სამუშაო ადგილი შეიძლება იყოს სპეციფიური და იქ შეიძლება არსებობდეს 48 საათიანი სამუშაო კვირა. იქიდან გამომდინარე, რომ შრომის ინსპექციას დღემდე არ აქვს შრომის უფლებების შემოწმების მანდატი, დღემდე, ჩვენი მთავრობა ელოდება ევროკავშირის შემდეგ დადგენილ ვადას და ეს დაახლოებით იგულისხმება, რომ იქნება 2020-2021 წელი, ჩვენ დღემდე გვაქვს შემთხვევები და ისეთი სამსახურები, სადაც ადამიანები, არათუ 48-ს, არამედ 60-80 და მეტი დრო მუშაობენ", - განაცხადა ნენე ჩარკვიანმა. „სოლიდარობის ქსელის“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა რევაზ კარანაძემ კი აღნიშნა, რომ მათთვის, ვინც ღამის საათებში მუშაობს, საჭიროა დაწესდეს დამატებითი ანაზღაურება, ვინაიდან ღამით მუშაობას თავისი სპეციფიკა გააჩნია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს დასაქმებულების საათების რაოდენობა და აუცილებელია გადახედვა იმ სამთავრობო ბრძანების, რომელიც თითქმის ყველა მომსახურების სფეროს აერთიანებს, როგორიცაა, თუნდაც ვაჭრობა და მედიცინა. „რაც შეეხება ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას, საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ განმარტებას, თუ რამდენი უნდა იყოს ზეგანაკვეთური ანაზღაურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზეგანაკვეთური ანაზღაურებაც ერთხელ და სამუდამოდ განისაზღვროს. ასევე კვირაში ერთი 24- საათიანი დღე მაინც ჰქონდეთ ამ ადამიანებს დასვენების საშუალება. ასევე, ღამის საათებში მუშაობა თავისთავად არის სპეციფიური და უნდა იყოს ანაზღაურებული სპეციფიურად“, - აღნიშნა რევაზ კარანაძემ.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/461386

---

 

10.04.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/541463-akaki-zoize-solidarobis-kselis-iniciativaze-shromis-inspekcia-qvelapris-panacea-ver-ikneba/

აკაკი ზოიძე „სოლიდარობის ქსელის“ ინიციატივაზე - შრომის ინსპექცია ყველაფრის პანაცეა ვერ იქნება

ჩვენ არ ვამბობთ, რომ შრომის ინსპექციას უფლებების შემოწმების მანდატი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ უნდა ვნახოთ, რამდენად შეესაბამება ეს ინსტიტუციონალურ შესაძლებლობებს, - ეს განცხადება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ინტერპრესნიუსთან“, „სოლიდარობის ქსელის“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ეხება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ შრომის უფლებების აღსრულება შრომის ინსპექციის ექსკლუზიური პრეროგატივა არ არის და მის ფუნქციებთან დაკავშირებით ტყუილი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას. „დღესდღეობით, შრომის ინსპექციას ისედაც უამრავი ფუნქცია აქვს. მათ შორის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც დავაკისრეთ და რომლის გაძლიერებაც სრულფასოვნად უნდა მოხდეს ამ წლის ბოლომდე, როგორც კადრების რაოდენობის მხრივ, ასევე პროფესიონალური მომზადების კუთხით და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ დამატებითი ფუნქციების დაკისრებაც იმ დროს, როდესაც ჯერჯერობით სრულფასოვანი შესრულება იმ ფუნქციებისა არ ხდება, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული, გარკვეულ სიფრთხილეს და გეგმაზომიერებას საჭიროებს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არ არის გასაკეთებელი, მაგრამ უნდა ვნახოთ, რამდენად შეესაბამება ინსტიტუციონალურ შესაძლებლობებს. ამასთან, შრომის უფლებების აღსრულება არ არის შრომის ინსპექციის ექსკლუზიური პრეროგატივა. დღეს არსებობს ‘შრომის კოდექსი“, არსებობს კანონმდებლობა, არსებობს სასამართლო პრაქტიკა, არსებობენ შრომის ინტერესების დამცველი ორგანიზაციები, მათ შორის პროფესიული კავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ დასაქმებულებს, რომ დაიცვან თავიანთი უფლებები. შრომის ინსპექცია პანაცეა ვერ იქნება ყველაფრის. ეს შექმნის ისეთ მოლოდინებს, რომელმაც შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს, რაც ძალიან ცუდი იქნება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. მისი შეფასებით, არასერიოზულია „სოლიდარობის ქსელის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დასაქმებულების სამუშაო დროების აღრიცხვასა და მონიტორინგს ითვალისწინებს. „როგორ ესახებათ 90 000 იურიდიული პირის გაკონტროლება 40 კაცით. მიმაჩნია, რომ ეს დამოკიდებულება არასერიოზულია. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ მოთხოვნებზე, რამდენად აუცილებელია და როგორ უნდა გავითვალისწინოთ. კანონმდებლობაში ეს ყველაფერი წერია. აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ შრომის ინსპექციას დაევალოს კონტროლი, თორემ ვადებულება, რომ 40 საათი იყოს სამუშაო დრო, წერია კოდექსში და ზეგანაკვეთურ თემასთან მიმართებაშიც არის შესაბამისი ნორმები მიღებული“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ „ინტერპრესნიუსთან“. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხები სოციალური პარტნიორობის ცალმხრივი კომისიის ფარგლებში უნდა იყოს განხილული, სადაც დასაქმებულები, დამსაქმებლები და სახელმწიფოს წარმომადგენლები ერთად იქნებიან ჩართული. ცნობისთვის, „სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენლმა, ნენო ჩარკვიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „შრომის ინსპექციას“ დღემდე არ აქვს შრომის უფლებების შემოწმების მანდატი და დღემდე გვაქვს შემთხვევები და ისეთი სამსახურები, სადაც ადამიანები, არათუ 48, არამედ 60-80 საათს და მეტი დრო მუშაობენ". ამიტომ, „სოლიდარობის ქსელს“ „შრომის კოდექსში" ცვლილების შეტანა სურს.

---

 

​