From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : მედიამონიტორინგი-11.12.2018
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze <tbakradze@moh.gov.ge>; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 11.12.2018 08:19
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 11.12.2018

ტელევიზია

11.12.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევას პრობლემები ექმნება. კვლევის დასრულებამდე 10დღეა დარჩენილი, თუმცა თანხმობა გამოსაკვლევი ბავშვების მხოლოდ 60%-მა განაცხადა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5748260

---

 

10.12.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში ზე დოზირების შემთხვევა დაფიქსირდა აქედან ერთი კი ფატალურად დასრულდა. 2 ადამიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. გარდაცვილის ნათესავების განცხადებით გორგიძე მეგობრებთაბნ ერთად კლუნში იმყოფებოდა სახლში დილით დაბრინებული ციდად გახდა და მისის გადარჩენა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვეღარ შეძლო. 7 დეკემბერს ნარკოტიკული საშუალებებით ინტოქსიკაციით კიდევ ორი პაციერნტი მოათავსეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5747734

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5747552

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5747471

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5747138

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5746410

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5747020

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5746945

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5746419

---

 

10.12.2018

არხი:  ერთსულოვნება

გადაცემა: სიახლენი 22:00

ე.წ. კლუბური ნარკოტიკებიც, რა თქმა უნდა, ძალიან საზიანოა. ეს პრეპარატები ფსიქიკურ დამოკიდებულებას იწვევენ, – ამის შესახებ ნარკოლოგმა თათა ასათიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5748039

---

 

10.12.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 713-მილიონიანი ბიუჯეტი იწურება. სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული მონაცემების მიხედვით, 7 დეკემბრის მდგომარეობით 698.7 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, 2018 წლის ბოლომდე დასახარჯი მხოლოდ 14.3 მილიონი რჩება. იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ათვისების არსებული ტემპი გაგრძელდა, 14 მილიონი ლარი სავარაუდოდ, 16-17 დეკემბრამდე იქნება საკმარისი, ამ თარიღის შემდგომ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის სავარაუდოდ, დამატებითი რესურსების გამოყოფა მოუწევს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5745775

---

 

10.12.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: ხალხის პოლიტიკა

გადაცემის მთავარია თემაა იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5747964

---

 

10.12.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: იმედის დილა

2019 წლის პირველი ნახევრიდან გეგმიური აცრები ყველა ბავშისთვის სავალდებულო იქნება. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაამტკიცეს. სკოლაში, ან საბავშვო ბაღში აცრის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა სავალდებულო იქნება. კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ბაღებში ადგილების შეზღუდული რაოდენობის დროს უპირატესობა იმ ბავშვს მიენიჭება, ვისაც აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი ექნება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5745798

---

ინტერნეტი

10.12.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/437284

ნარკოლოგი: ე.წ. კლუბური ნარკოტიკები ძალიან საზიანოა, ეს პრეპარატები ფსიქიკურ დამოკიდებულებას იწვევენ

ე.წ. კლუბური ნარკოტიკებიც, რა თქმა უნდა, ძალიან საზიანოა. ეს პრეპარატები ფსიქიკურ დამოკიდებულებას იწვევენ, – ამის შესახებ ნარკოლოგმა თათა ასათიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ადამიანის ფსიქიკისა და ორგანიზმისთვის ყველა ნარკოტიკი მძიმე და დიდი ზიანის მომტანია. „ნარკოლოგები ფსიქოაქტიურ საშუალებებს მძიმე და მსუბუქ ნარკოტიკებად არ ვყოფთ. ყველა ნარკოტიკი არის მძიმე და დიდი ზიანის მომტანი ადამიანის ფსიქიკისა და ორგანიზმისთვის. კლუბური ნარკოტიკებიც, რა თქმა უნდა, ძალიან საზიანოა, ეს პრეპარატები იწვევენ ფსიქიკურ დამოკიდებულებას, ხშირი მოხმარების შემთხვევაში კი ადამიანის ინტელექტუალური ფუნქციების დაქვეითებას, სხვა მრავალ გართულებას. ბევრი პაციენტი მყავს ე.წ. კლუბური ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქოზური მდგომარეობით, იგივე LSD-თი და ა.შ. მათ დასჭირდათ საკმაოდ ხანგრძლივი სტაციონალური მკურნალობის ჩატარება“, – განაცხადა თათა ასათიანმა. თათა ასათიანი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, რამდენიმე მოქალაქემ ინტოქსიკაცია მიიღო, რაც, შესაძლოა, გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით – ფენტანილით. როგორც ნარკოლოგი აცხადებს, რამდენიმე დღის წინ რეანიმაციაში 3 ახალგაზრდა შეიყვანეს, რომლებამც გაურკვეველი ფსიქოატრიური ნივთიერება შეიძინეს როგროც MDMA და მიიღეს. ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ ადამიანები, ახალგაზრდები ბრმად მოიხმარენ ამა თუ იმ ფსიქოაქტიურ ნივთირებას. შესაძლებელია ეს ნარევი შეიცავდეს ფენტალინს. ეს არის სინთეზური ოპიოიდი, რომელიც არის უძლიერესი, ჰეროინზე 50-75 -ჯერ, მორფინზე კი 100-ჯერ ძლიერი”- განაცხადა ნარკოლოგმა. მისი თქმით, საჭიროა საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა არის ეს ნარკოტიკი და რა რისკებთანა არის დაკავშირებული მისი მოხმარება.

კვირა.ჯი (ბრიფინგი)- http://kvira.ge/437213

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/kluburi-narkotikebi-dzalian-sazianoa-es-preparatebi-khshiri-mokhmarebis-shemtkhvevashi-adamianis-inteleqtualur-funqtsiebs-aqveiteben-narkologi/53462

---

 

10.12.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/41779/shesadzlo-zedozirebis-shemtkhvevebi--ra-vitsit-am-etapze

შესაძლო ზედოზირების შემთხვევები - რა ვიცით ამ ეტაპზე

სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე გამოძიება დაიყო. როგორც „ლიბერალს" უწყებაში განუცხადეს, გარდაცვლილია 19 წლის ბიჭი, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი გარდაცვლილის შესახებ, თუმცა შსს აღნიშნულს არ ადასტურებს. უწყებას მხოლოდ ერთი გარდაცვლილის შესახებ აქვს ინფორმაცია. გარდა ამ შემთხვევისა, გავრცელდა ინფორმაცია 3 ადამიანის ინტოქსიკაციის შესახებ, რომლებიც კომატოზურ მდგომარეობაში იყვნენ. „თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტის დათო სუბელიანის ინფორმაციით, მათგან ორი თავს უკეთ გრძნობს, მესამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.  სუბელიანი თქმით, ვარაუდობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ზედოზირების მეტი შემთხვევა მომხდარიყო, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, რადგან ადამიანები სტიგმის გამო თავს იკავებენ.  გასულ კვირას, მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა ნარკოლოგმა ზურა სიხარულიძემ. როგორც „ლიბერალთან" საუბრისას სიხარულიძე ამბობს, მას დაუკავშირდა რამდენიმე ადამიანი, უთხრეს, რომ ბევრს აქვს ნაყიდი ვებგვერდებიდან და სთხოვეს, გაევრცელებინა ინფორმაცია ამის შესახებ. „როგორც მითხრეს, ერთ-ერთი ვებგვერდიდან გამოიწერეს ნივთიერება როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ ძილიანობა და შემდეგ აღმოჩდნენ კომატოზურ მდგომაროებაში", - ამბობს სიხარულიძე. სიმპტომებიდან გამომდინარე ნარკოლოგი ვარაუდობს, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს „ფენტანილთან", სინთეზურ ოპიოიდთან.  (ცნობისთვის: ფენტანილის მოქმედება 100-ჯერ აღემატება ჰეროინის მოქმედებას. წარმოდგენისთვის, ფენტანილის თერაპიული დოზა არის 50 მიკროგრამი, ჰეროინის კი - 5 მილიგრამი. სწორედ ეს განაპირობებს ფენტანილის მოხმარების შემთხვევაში ზედოზირების ძალიან მაღალ რისკს); მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სიხარულიძე და სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზეც იმყოფებოდნენ.  სიხარულიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან, ხოლო თუ მაინც მოიხმარენ, უნდა გაითვალისწინონ შემდეგი: „ეცადეთ არ დარჩეთ მარტო, თუ იგრძენით ძილიანობა, დაურკეთ ან მშობელს ან მეგობარს, რომ ის იყოს თქვენთან ერთად. ეცადეთ, რომ მეგობარს უთხრათ, რომ გადმოგირეკოთ რამდენიმე ხნის მერე და მოგიკითხოთ და თუ არ უპასუხებთ მოვიდეს აუცილებლად. არ ჩაკეტოთ სახლის კარი და ეცადეთ რომ შეხვიდეთ აბაზანში, თუ ხართ მარტო. დარეკეთ 112-ში და მშვიდად აუხსენით ოპერატორს, რომ მიიღეთ რაღაცა ნივთიერება და გრძნობთ თავს ცუდად. მეგობრებმა არ მიატოვოთ მარტო ის, ვინც იცით, რომ მიიღო რაღაცა. აუცილებლად დარეკეთ 112-ში და მშვიდად უთხარით რა პრობლემაცაა. არავინ ამის გამო არ დაგსჯით. არ მიიღოთ არცერთი უცნობი სუბსტანციაა, ვინც არ უნდა გითხრათ, რომ უვნებელია და არაფერს გიზამთ!! - უამრავი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება არის დღეს და არავინ იცის რა რას გამოიწვევს", - წერს სიხარულიძე. ორგანიზაცია „მანდალა" ნარკოტიკით ინტოქსიკაციის შემთხვევების პრევენციისთვის ტესტერებსაც ავრცელებს. „ტესტერებით შესაძლებელია გაიგო თქვენს ხელთ არსებული ნივთიერება არის თუ არა ის, რაც შენ გგონია", - წერს „მანდალა".

---

 

10.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/524581-akaki-zoize-mosaxleobas-sisxlshi-tqviis-shemcvelobastan-dakavshirebit-chasatarebel-kvlevebshi-monacileobis-migebisken-moucodebs/

აკაკი ზოიძე მოსახლეობას სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ჩასატარებელ კვლევებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს

უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე მოსახლეობას სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ჩასატარებელ კვლევებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს. განცხადება ზოიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. „გაერო-ს ბავშვთა ფონდის და საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მიერ ერთობლივი კვლევა ტარდება. ამჟამად ამ კვლევაში ჩაერთო მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დონის განსაზღვრას შეეხება. დადასტურებულია, რომ სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა იწვევს საკმაოდ მძიმე დარღვევებს გონებრივი და ზოგადი განვითარების კუთხით, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს კვლევა, რათა დავადგინოთ და რეალური მტკიცებულებები მოვიპოვოთ რამდენად პრობლემატურია საკითხი დედაქალაქის და რეგიონების მასშტაბით. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ სამედიცინო პერსონალის მიერ ბავშვებისთვის სისხლის აღებაზე ბევრი მშობელი უარს აცხადებს. მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ითანამშრომლონ სამედიცინო პერსონალის კვლევით ჯგუფებთან და ბავშვები გაატარონ შემოწმებაზე“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. მისივე ინფორმაციით, ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი კვლევა 1500-მდე 0-დან 7 წლის ბავშვებში ტარდება.

---

 

10.12.2018

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/172784/?fbclid=IwAR1ukGpOyvKj_Qp1yavAZYlcQQRklZ_WBbMMPpAohTrBp0d0dqqQb4mzKZ0

სახალხო დამცველი: ქუჩაში მცხოვრები ბავშვების დასაცავად გადადგმული ნაბიჯები არ არის ადეკვატური

„2018 წელს კვლავ მძიმეა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც დღეს, 10 დეკემბერს გავრცელდა. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს სახალხო დამცველი სხვადასხვა პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე. „ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებები მწირია და პრობლემის მასშტაბებს ვერ პასუხობს. 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, სახალხო დამცველმა ბავშვის უფლებების დარღვევის 700-მდე ფაქტი შეისწავლა. მათი უმრავლესობა ოჯახში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების მიმართ ძალადობას, ბავშვთა სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. სახალხო დამცველი ასევე საუბრობს ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე, როგორც ყველაზე მოწყვლად ჯგუფს. ამ კუთხით თავშესაფრის მოწყობა ისევ პრობლემურია ბათუმში, სადაც არაერთი ბავშვი ქუჩაში ათენებს ღამეს. „ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომელთა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ არის საკმარისად ეფექტური და ადეკვატური. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ მომხდარა ბავშვის ფიზიკური დასჯის აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე. შემაშფოთებელია, ბავშვთა ჩაგვრის (ბულინგი) გავრცელების მაჩვენებელი, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან დამატებით ყურადღებას და ჩართულობას მოითხოვს,“ – მიიჩნევს სახალხო დამცველი. სახალხო დამცველი განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ წელს განსაკუთრებით გაიზარდა მიმართვიანობა რეგიონებიდან. ჯამში ომბუდსმენის აპარატი 7350 საქმეს სწავლობს. სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე კი  8089 ადამიანმა დარეკა.

---

 

10.12.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/41788/saapelatsiom-gadatsyvetileba-tavshesafris-madziebeli-egvipteli-gei-mamakatsis-sasargeblod-miigho

სააპელაციომ გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებელი ეგვიპტელი გეი მამაკაცის სასარგებლოდ მიიღო

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ლტოლვილთა სამინისტრომ ეგვიპტელი გეი მამაკაცის, ვაგდი ელკორაეისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხზე თავიდან უნდა იმსჯელოს. მსგავს საქმეებზე სააპელაციო სასამართლო უზენაესი ინსტანციაა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.  ვაგდი ელკორაეი ეგვიპტეში სექსუალური ორიენტაციისა და რელიგიური მრწამსის ნიშნით დევნილი მამაკაცია, რომელიც თავშესაფარს საქართველოში ითხოვს. ლტოლვილთა სამინისტრომ მას თავშესაფარზე უარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე უთხრა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „მისი ქვეყანაში ყოფნა სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება". ელკორაეისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წელს იმსჯელა. 20 დეკემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით, სამინისტროს ხელახლა უნდა განეხილა ელკორაეის საკითხი, თუმცა სამინისტრომ სააპელაციოში გაასაჩივრა. OC-Media-სთან საუბარში ელკორაეი აღნიშნავდა, რომ მას ეგვიპტეში სექსუალური ორიენტაციისა და იმის გამო დევნიდნენ, რომ ქრისტიანად მოინათლა. მისი თქმით, სამართალდამცავებმა აწამეს, რის შემდეგაც საქართველოში წამოვიდა და გადაწყვიტა, თავშესაფარი აქ მოეთხოვა.  მის ინტერესებს სასამართლოში „თანასწორობის მოძრაობა" და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი იცავდა".

---

 

ბეჭდვითი მედია

11.12.2018

მედიასაშუალება:      რეზონანსი

რეცეპტებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ კრახი განიცადა

რეცეპტების გაცემის სისტემა საქართველოში მთლიანად ჩავარდა. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით კონტროლი საერთოდ აღარ არსებობს და სააფთიაქო ბიზნესს არაფერი უშლის ხელს, რომ წამლების რეალიზაცია თვითნებურად მოახდინონ. ეს ეხება როგორც ანტიბიოტიკებს, ასევე ფსიქოტროპულ წამლებსაც. აფთიაქებში სარეცეპტე მედიკამენტებს ისე გასცემენ, რომ აღარც კი ეკითხებიან მყიდველს, აქვს თუ არა ექიმის დანიშნულება. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ აფთიაქებში ფსიქოტროპულ მედიკამენტებსაც კი უკვე ურეცეპტოდ ყიდიან. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ღიად აცხადებენ, რომ სამინისტრომ ამ საკითხის დარეგულირება ვერ შეძლო. ერთ-ერთი პრობლემა, როგორც ორგანიზაცია "გახსოვდეს ჰიპოკრატეს" დამფუძნებელი, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი მარინა ბერაძე აცხადებს, ბაზარზე არსებული მონოპოლიაა. "რეცეპტებთან დაკავშირებით დარღვევები სისტემატურად ხდება, რადგან არ კონტროლდება. ჩვენ ვიცით, რომ რეცეპტების სისტემაზე გადასვლა სწორედ ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემამ განაპირობა, მაგრამ რეალურად ვითარება უცვლელი დარჩა. ეს აჩვენა დრომ და თუ ჩვენ ჩავატარებთ შესაბამის გამოკითხვას მოსახლეობაში, დავრწმუნედებით, რომ ეს სფერო არ არის დარეგულირებული. პრობლემა იარსებებს მანამ, სანამ ერთი სუბიექტის ხელში იქნება კლინიკა, ფარმაცევტული ბიზნესი და დაზღვევა. ფარმაცევტული კომპანია ფინანსურ მოგებაზეა ორიენტირებული, რაც მეტს გაყიდის, მით უკეთესი მისთვის! ექიმი მოტივირებული უნდა იყოს, რომ ოპტიმალურად დაინიშნოს წამალი და სწორედ ამისთვის გვაქვს ჩვენ რეცეპტების სისტემა. ახლა კი არავინ არაფერს ეკითხება მოქალაქეს, რომელიც შედის აფთიაქში და ითხოვს წამალს. 100%-იანი მტკიცებულებით ვერ ვიტყვი, რომ ასეა ყოველთვის, მაგრამ ასეთი ფაქტები ძალიან ხშირად ხდება", - ამბობს ბერაძე და დასძენს, რომ რეცეპტების სისტემას ჯანდაცვის სამინისტრო კარგად უნდა აკონტროლებდეს, რასაც თავი ვერ გაართვა. "პირველ რიგში, დასახვეწია საკანონმდებლო ბაზა. ნუ შეგვაშინებს, რომ ბიზნესს შეეშლება ხელი. მედიცინა არ არის მხოლოდ ბიზნესი და ის ბიზნესის სუფთა კანონებით ვერ იმართება. მედიცინაც და ფარმაციაც მეცნიერებაა და ბიზნესთან არ უნდა იყოს გაიგივებული. ასე ურეცეპტოდ წამლების შეძენა იწვევს გვერდით მოვლენებს, რომელთა კვლევაც ჯერჯერობით ჩვენთან არ მიმდინარეობს. უცხოეთში ადამიანი ანტიბიოტიკს აფთიაქში ვერ შეიძენს, აქ კი დიდი სიხარულით მოგყიდიან. ფსიქოტროპულს საერთოდ ცალკე რეგულაცია აქვს და თუ იგივე ხდება, ე.ი. სახელმწიფოს მხრიდან მიდგომამ ვერ გამართლა", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" მარინა ბერაძე. სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ ელექტრონულად რეცეპტის გამოწერის შემთხვევაშიც დაშვებულია იგივე შეცდომა, რაც იყო ქაღალდზე დანიშნულების გამოწერის დროს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჯიხლაძე ამბობს, რომ კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით შესუსტებულია, თუმცა ამ მხრივ გაცილებით რთული ვითარებაა რეგიონებში. "არც ერთი წამალი, გარდა სუსტი ტკივილგამაყუჩებლებისა და სუსტი ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტებისა, არ უნდა გაიცემოდეს ექიმის დანიშნულების გარეშე. ელექტრონული ბაზებით რეცეპტირების შემთხვევაში დაშვებულია იგივე შეცდომა, რაც იყო საქაღალდე დანიშნულების დროს. პროექტი ისევ მოუმზადებლად ჩაეშვა და არც მომზადებული იყო ველი იმისთვის, რომ ეს ნორმა ამოქმედებულიყო. ის პერიოდი, დრო და რესურსი რომ ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის მომზადებაში დახარჯულიყო, მერწმუნეთ, რეცეპტის გარეშე მედიკამენტების გაცემის მეორე ფაზაც კრახით არ დასრულდებოდა. როცა ამ მასშტაბისა და მოცულობის ბიუჯეტის პროექტს იწყებ, არ არის აუცილებელი, მაშინვე მთელი ქვეყნის მასშტაბით აამოქმედო. შეიძლებოდა, თავიდან საპილოტე არეალები შერჩეულიყო ან რამდენიმე ქსელური აფთიაქი, რომლებზეც ტესტირებას გაივლიდნენ. რეგულაცია ვითომ მოქმედებს, მაგრამ უამრავია შემთხვევა, როცა წამლები კვლავ ურეცეპტოდ გაიცემა. ელექტრონული ბაზები მოუწესრიგებელია. წესით, ეს სისტემა ჯერ უნდა დანერგილიყო თბილისის მასშტაბით, შემდეგ რეგიონებში, სადაც არც არის ამაზე მუშაობა დაწყებული. ფაქტია, რომ არ გვაქვს თითქმის არანაირი შედეგი და ნებისმიერი წამალი, ანტიბიოტიკი თუ სხვა, შეიძლება უპრობლემოდ გაიყიდოს. გამოდის, თითქმის არაფერი შეცვლილა", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ჩიხლაძე. მისი თქმით, ერთ-ერთ სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის სააფთიაქო ნარკომანიაა და სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხის მიმართ არ ხდება სათანადო რეაგირება. "სამწუხაროდ, სახელმწიფომ ეს საკითხი ვერ მოაგვარა. საქმეში შესაბამისი უწყებებიც არიან ჩართული. ვიცით, რომ ბოლო პერიოდში სააფთიაქო ნარკომანიაზე 21 ადამიანია დაკავებული, მათ შორის სამინისტროს მაღალჩინოსნებიც. საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა, რაც მხოლოდ რეცეპტების გაცემას არ უკავშირდება, ეს არის ჩვეულებრივი ნარკომანია, რომელთანაც საჭიროა ბრძოლა, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირება არ ხდება. მსგავსი ფაქტები ყოველთვის იყო, მაგრამ ყურადღებას იქცევს მასშტაბები, რაც ბოლო პერიოდში მზარდია. ქალაქში ყველამ იცის, რომელ აფთიაქში შეუძლიათ ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა, შემოტანა და ა.შ. ამას აქვს ორი ახსნა: აბსოლუტური გულგრილობა და უუნარობა ან გარკვეული ფინანსური ინტერესი და ვიღაცის ლობირება. პირველ რიგში, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პრევენცია, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა დაიწყოს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება. მეორე, უნდა შემუშავდეს პრევენცია სარისკო ჯგუფებისთვის, ვინც უკვე მოიხმარენ ნარკოტიკებს ან არიან მაღალი რისკის ქვეშ, რათა არ მოხდეს სხვადასხვა დაავადების გავრცელება და სხვა. მესამე - აუცილებელია სარეაბილიტიაციო ცენტრების დანერგვა, რის გარეშეც მთლიანად ეს პრობლემა ვერ აღმოიფხვრება. უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა, რისი ნებაც სახელმწიფოს, სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სერგო ჩიხლაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5748176&name=11.12.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 ​