მედიამონიტორინგი 12.03.2019
ტელევიზია
11.03.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
საქართველოში გვამური დონაციის სურვილს სულ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს სურთ, გარდაცვალების შემთხვევაში, მათი ორგანოები მედიკოსებმა სხვა ადამიანების გადასარჩენად გამოიყენონ. რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ისე ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციაში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5931401
---
11.03.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
თემა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას და გამოსავლის გზების ძიებას საჭიროებს. ცნობილია, რომ 0 დან 15 წლამდე მოზარდებში ფსქიკური და ქცევითი აშლილობის შემთხვევები საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. თუ 2012 წელს 183 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 2017 წელს ამ რიცხვმა 649 - ს მიაღწია.გაზრდილია ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული, გონებრივი ჩამორჩენილობა და ფსიქიკური განვითარების დარღვევები, ასევე, ქცევითი და ემოციური აშლილობა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5931341
---
ინტერნეტი
11.03.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/145569-kvela-shemtxveva-gadaudebelia-amitom-cudidan-uaress-virchevt-socialuri-mushakebis
ყველა შემთხვევა გადაუდებელია, ამიტომ ცუდიდან უარესს ვირჩევთ - სოციალური მუშაკების პროტესტი
2017 წლის ზამთარი იყო, შაბათი საღამო. ყინავდა. 23 წლის სოციალურ მუშაკს, სოფო ხვთისიაშვილს პატრულმა დაურეკა და დახმარება სთხოვა. ახალგაზრდა ქალს, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ნაქირავები ბინიდან ქირის გადაუხდელობის გამო ასახლებდნენ. უმცროსი შვილი 6 თვის იყო და ჯერ კიდევ ძუძუთი იკვებებოდა. ქალს დამხმარე არავინ ჰყავდა. ქმარმა რამდენიმე თვით ადრე მიატოვა. “სასოწარკვეთილი იყო, არც საკვები ჰქონდა, თვითონ კი ვერ მუშაობდა, რადგან ბავშვებს მარტო ვერ ტოვებდა", - იხსენებს სოფო. სოფო იმ დროს გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრის თანამშრომელი იყო. ის 2016 წლიდან მუშაობდა სოციალურ მუშაკად და 2 წლის განმავლობაში მრავალ მძიმე შემთხვევასთან მოუწია გამკლავება. მან და სხვა არაერთმა მუშაკმა სამსახური მწვავე სისტემური პრობლემების გამო დატოვეს, რის გამოც არაერთი შემთხვევა მძიმე შედეგებით სრულდება. სოციალური მუშაკების თქმით, გაუმართავ სისტემაში თითოეულ მუშაკს თვეში დაახლოებით 150 საქმე ეწერება. “დავუკავშირდი თავშესაფარს, სად შეიძლებოდა ამ ქალის და ბავშვების გადაყვანა და აღმოჩნდა რომ თბილისში არსად არ იყო ადგილი. რამდენიმე დღე ან თვე ეს ბავშვები ქუჩაში რჩებოდნენ. ადგილი იყო რეგიონში, თუმცა იმის გამო, რომ იყო შაბათი, თან საღამო, მანქანას ვერ გამომიყოფდნენ, რომ ეს ოჯახი გადამეყვანა,” - იხსენებს სოფო. ფოტო: სოფო ხვთისიაშვილი ბავშვებისთვის შექმნილი საფრთხის გამო, ქალი თანახმა იყო, ისინი სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ გადაეყვანათ. “რადგან უმცროსი ბავშვი იყო 6 თვის და ჯერ კიდევ ძუძუთი იკვებებოდა და ორივე ბავშვი დედას იყო მიჯაჭვული, მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანა ვერ გამომიყვეს, ბავშვებს დედას ვერ დავაშორებდი და ტრავმას ვერ მივაყენებდი", - იხსენებს სოფო. მან ბინის მეპატრონეს სთხოვა, რომ კიდევ 1 თვე გაეჩერებინა ოჯახი. რადგან 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მისი ქუჩაში გაშვება სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი იყო, მეპატრონე დათანხმდა. სოფიმ ოჯახის დახმარება დაიწყო. "დავწერეთ განცხადება საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ის ბაღში ბავშვების ჩარიცხვაზე, მაგრამ ამასაც დრო სჭირდება, რიგში უნდა ჩადგე. სანამ ბავშვები ბაღში ჩაირიცხებოდნენ და ამ ქალს მუშაობის დაწყების შესაძლებლობა მიეცემოდა, მანამდე მშივრები ხომ არ დაიხოცებოდნენ. ჩავრთე პროგრამაში, რომელსაც ჰქვია მწვავე კრიზისი, თუმცა მაშინ, იმ მწვავე კრიზის დროს ნამდვილად არავინ დახმარებია ამ ქალს", - ყვება სოფო. სახელმწიფო პროგრამა, რომელზეც სოფო საუბრობს, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას, ბავშვის მიტოვების რისკის შემცირებასა და ოჯახურ გარემოში ბავშვის აღზრდის ხელშეწყობას. ის პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, საკვები პროდუქტებით (მათ შორის ხელოვნური კვების პროდუქტებით) და საყოფაცხოვრებო საქონლით უზრუნველყოფას გულისხმობს. “ამასობაში სოციალურად დაუცველის შემწეობაზე დაწერა განცხადება. ასე თანხის ჩარიცხვასაც სჭირდება მინუმუმ 2 თვე. ყველაფერი ბიუროკრატიულად გაწელილია. მე ვყიდულობდი პურს ჩემი ჯიბიდან, რამდენჯერმე პატრულმაც ამოუტანა საჭმელი," - ყვება სოფო. ქალი ქირას მაინც ვერ გადაიხდიდა და 1 თვის შემდეგ მაინც აღმოჩნდებოდა ქუჩაში. შემდეგ სხვაგან გადავიდა და ბინის სხვა მეპატრონემ გაუწია დახმარება. “მათ კეთილშობილებაზე - პატრულის, ჩემი და იმ ბინის გამქირავებლის დახმარებაზე იყო ოჯახის ბედი დამოკიდებული", - ყვება სოფი. ვინაიდან დედა მზრუნველი და ყურადღებიანი იყო, სოციალურმა მუშაკმა ოჯახი არ გაყო. ქალმა შეძლო ფეხზე დადგომა. სახლებს ალაგებდა. ბავშვები მალევე ჩაირიცხნენ World Vision-ის ბაღში და მუშაობა დაიწყო. “ვინმე რო არ ამორიცხულიყო იმ ბაღიდან, ვერ გადაიხდიდა ფულს და ისევ ქუჩაში დარჩებოდნენ ან მაშინ უკვე გამომიყოფნდნენ მანქანას და გადავიყვანდი 3 თვით თავშესაფარში სხვა რაიონში," - ამბობს სოფო. World Vision-ის ბაღში სულ მარტოხელა დედებს დაჰყავთ ბავშვები და 8 საათამდე იტოვებენ, ზაფხულის ბაღიცაა. იქ სხვა ქალებმა დააკვალიანეს და დააწყებინეს დამლაგებლად მუშაობა. “ინტერნეტი, კომპიუტერი რა თქმა უნდა არ ჰქონდა. მე ვუბეჭდავდი CV-ს, რომ სხვადასხვა ადგილას მიეტანა. ისიც არ იცოდა, CV რა არის, როგორ უნდა გააკეთო, სად უნდა დატოვო და შენ ამის დრო სად გაქვს, აგერ სხვა შემთხვევაზე, სექსუალურ ძალადობაზე გირეკავენ. მე არ მეზარებოდა, მაგრამ დრო არ გაქვს, რომ ყველაფერზე სიღრმისეულად იმუშაო. ყველა შემთხვევა მნიშვნელოვანია, ყველა გადაუდებელია და ამ დროს ყველაზე ცუდიდან უარესს არჩევ” - იხსენებს სოფი. მან რესურსების არარსებობის და გაუმართავი სისტემის გამო ორი წლის თავზე სამსახური დატოვა. გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრიდან წამოვიდა სოციალური მუშაკი მარიამ ბანძავაც, რომელიც ტაბულასთან ასევე მძიმე შემთხვევებს იხსენებს. “სერვისების არარსებობს გამო ზოგჯერ ბავშვების ინტერესების უგულებელყოფა გვიწევს" “ხანდაზმული - სოციალურად დაუცველი არ იყო, ქულა არ ჰქონდა შესაბამისი. ჰქონდა სახლი, თავშესაფარი, მაგრამ სრულიად მარტო იყო. ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და მოვლა სჭირდებოდა, შინ მოვლის პროგრამაში ჩართულიყო. შინ მოვლის პროგრამა დამოკიდებულია ქულებზე. ვისაც დავუკავშირდით, ყველამ თქვა, თუ ქულა არ ექნება, შინ მოვლის სერვისს ვერ მიიღებსო. მინიმუმ ორი თვეა საჭირო, რომ ქულა დაითვალონ. პანსიონატებშიც ვერ ჩარცხავ, თუ ქულა არ აქვს" - ყვება ბანძავა. მარიამ ბანძავა ფოტო: მარიამ ბანძავა შინ მოვლის პროგრამის ფარგლებში საჭიროების მქონე ადამიანთან კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიდიან მომვლელები, აწესრიგებენ მის ჰიგიენურ მდგომარეობას და აკმაყოფილებენ სხვა საჭიროებებს - ასმევენ წამლებს, უკეთებენ გადასხმებს და სხვა. თუმცა, შინ მოვლის პროგრამაში ჩართვასაც სათანადო ქულა და სოციალურად დაუცველის სტატუსი სჭირდება, რაც ამ ხანდაზმულ ქალს არ გქონდა. “სერვისის მიღებამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თვენახევარში ეს ქალი გარდაიცვალა. არავინ არ ჰყავდა, მხარდაჭერის სერვისიც არ მუშაობს,” - იხსენებს მარიამი. შინ მოვლის სხვა სერვისი არ არსებობს. ხანდაზმულებისთვის, ვისაც თავის მოვლა არ შეუძლია, რიგი სერვისები არსებობს, თუმცა, სოციალური მუშაკები ყვებიან, რომ მათით სარგებლობა ფაქტობრივად შეუძლებელია. არის პანსიონატები, რომელშიც ჩარიცხვას რიგში წლობით დგომა სჭირდება და როგორც სოციალური მუშაკები ამბობენ, შეიძლება ადამიანი ისე გარდაიცვალოს, რიგმა არც მოუწიოს. სათემო ორგანიზაციებში ჩარიცხვას კი აუცილებლად სოციალურად დაუცველის სტატუსი სჭირდება, თუმცა, აქ ჩარიცხვასაც დიდი დრო სჭირდება. “სათემო ორგანიზაციებიც არ იღებენ ისეთ ადამიანებს, ვისაც საკუთარი თავის მოვლა არ შეუძლია ან მწვავე ინფექციური დაავადება აღენიშნება. თუ ახლობელი არ ჰყავთ, ასეთი ადამიანები რჩებიან ქუჩაში ან თავიანთ სახლში, მაგრამ ყველაფრის გარეშე,” - ყვება მარიამი. “როცა მსგავსი სიტუაციაა, თუ ძალიან გადაუდებელი შემთხვევაა და ადგილი არ არის ან სხვა პრობლემა გვაქვს, ერთი მონაზონია თბილისში, რომელსაც აქვს თავშესაფრის მსგავსი და მას ვთხოვთ ხოლმე, ადამიანი რამდენიმე კვირით შეიფაროს. სხვა თბილისში არავინ გვყავს. გადაუდებელ შემთხვევაში სახელმწიფოს მობილური და მოქნილი სერვისი არ აქვს,” ამბობს ის. ის კიდევ ერთ მძიმე შემთხვევას იხსენებს. მიმღებ მშობელთან (ოჯახი, რომელიც უვლის ბავშვებს ანაზღაურების სანაცვლოდ) ორი ბავშვი მიჰყავდა - ერთი 13 წლის იყო, მეორე 14-ის. ერთი მათგანი შეზღუდული შესაძლებლობების იყო. “მიმღებ მშობლებს პრობლემები ჰქონდათ და 2 თვით ადრე გაგვაფრთხილეს, მოვლას ვეღარ შევძლებთ და ეს ბავშვები გადაიყვანეთო. 2 თვის განმავლობაში მთელი თბილისის მასშტაბით ვეძებდით მიმღებ მშობლებს, მაგრამ ვინაიდან ბავშვები არიან 10 წლის ასაკს ზევით, დიდები, აქედან ერთი შშმ, და-ძმა (და-ძმას ვერ დააშორებ) - მიმღები ოჯახი ვერ ვიპოვეთ", - იხსენებს მარიამი. ბავშვების სკოლისგან და ნაცნობი გარემოდან მოწყვეტა და კახეთში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადაყვანა მოუწიათ. მიმღები ოჯახიდან საოჯახო ტიპის სახლში გადაყვანა დამატებით მატრავმირებელი გამოცდილებაა. “ძალიან ცოტა არის გადაუდებელი მიმღები ოჯახები. ხშირად გვიწევს რამდენიმე ბავშვის ერთად წაყვანა. ერთხელ მე მყავდა ორი ახალშობილი ერთ ოჯახში. 3 და 4 ბავშვი გვყოლია ერთ ოჯახში, მაგრამ როცა ადგილი აღარ არის, რა უნდა ქნან. კანონით არის გათვალისწინებული, რომ რამდენიმე ბავშვის შემდეგ ვეღარ მიიღებს, ფიზიკურად ვეღარ შეძლებს მოვლას,” - ყვება მარიამი. მარიამმა სამსახური ახლახან, 2019 წლის მარტიდან დატოვა, როგორც ამბობს, იმიტომ, სისტემა, ადამიანების უფლებების დაცვის ნაცვლად, მათ უხეშად დარღვევას აიძულებდა. რა პასუხისმგებლობა აქვს სოციალურ მუშაკს და რამ გამოიწვია მათი პროტესტი ფოტო: სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს ქვეუწყებაა. ის ადმინისტრირებას რამდენიმე ათეულ სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას უწევს. ამ და სხვა შემთხვევებიდან გამომდინარე, სოციალური მუშაკები სისტემის პრობლემების ძირეულად მოგვარებას ითხოვენ, რათა ეფექტურად მუშაობა და ბენეფიციარების დახმარება შეძლონ. ამბობენ, რომ არსებული პრობლემები ერთმანეთს ჯაჭვურად ებმის და იმისთვის, რომ შედეგი დადგეს, მხოლოდ ერთი საკითხის მოგვარება არ კმარა. ბენეფიციარები - სოციალურად დაუცველი ადამიანები, შშმ პირები, ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ადამიანები არიან. მთავარი თანამშრომლები კი - სოციალური მუშაკები, რომლებიც თითოეული ადამიანის პრობლემაზე ინდივიდუალურად მუშაობენ, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, დაკისრებული სამუშაოს შესრულება უჭირთ. მიზეზი მრავალია: თვეში დაკისრებული ათობით ახალი საქმე, ცოტა სოციალური მუშაკი, ბენეფიციარების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი სერვისები (თავშესაფრების, ფსიქოლოგის, მიმღები ოჯახების და სხვა) არარსებობა ან სიმწირე, რის გამოც მრავალი მნიშვნელოვანი შემთხვევა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება და ზოგ შემთხვევაში ფატალური შედეგებითაც სრულდება. როგორც სოციალური მუშაკები ამბობენ, ბენეფიციარების დახმარებას ხშირად სახელმწიფო სისტემის მიღმა, თავიანთი პირადი კონტაქტების, ფინანსური და სხვა რესურსის ხარჯზე, უდიდესი ძალისხმევის ფასად ახერხებენ. "შემთხვევითობაა, რომ უფრო მეტი ბენეფიციარი არ კვდება” 2019 წლის 22 იანვარს ნაძალადევში 4 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. მედია მეზობელზე დაყრდნობით 22 იანვარსვე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ბავშვზე ოჯახში ფიზიკურად ძალადობდნენ და რამდენჯერმე პოლიციაც იყო გამოძახებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბავშვზე სავარაუდო ძალადობის გამო ოჯახში პოლიცია 6 იანვარს იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით, 4 წლის გოგო საავადმყოფოში გადაიყვანეს და მომხდარის შესახებ აცნობეს სოციალურ სამსახურს. შსს-მ დედის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა, რომლის მიხედვით მას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი. 22 იანვარს, ბავშვის გარდაცვალების შემდეგ პოლიციამ დედა შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო დააკავა. მომხდარის გამო 2 სოციალური მუშაკი და 2 უფროსი სოციალური მუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო სოციალური სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა თავად დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. სოციალურმა მუშაკებმა ამ შემთხვევის შემდეგ პროტესტი დაიწყეს და სისტემაში არსებული მძიმე პრობლემების შესახებ ხმამაღლა ალაპარაკდნენ. როგორც თავად ამბობენ, ერთი სოციალური მუშაკი თვეში საშუალოდ 150 ახალ საქმეზე იწყებს მუშაობას. ჯანდაცვის სამინისტრო არ ამბობს, კონკრეტულად რამდენი ახალი საქმე ეწერება სააგენტოს თითო თანამშრომელს. სააგენტოს კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი, სოციალური მუშაკი, ქეთევან ხუციშვილი სისტემის ხარვეზების დეტალებზე საუბრობს: ქეთი ხუციშვილი ფოტო: ქეთი ხუციშვილი "ჩვენ ვერ ვასრულებთ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას, იმიტომ რომ არ გვაქვს ტრანსპორტი, იმიტომ რომ არ გვაქვს სერვისები ბენეფიციარებისთვის, არ არის დაცული ჩვენი უსაფრთხოება და პრობლემის წინაშე ყოველთვის ვდგავართ მარტო. არაფერი გვაქვს, რითაც უნდა აღსრულდეს პროფესიული მუშაობა. როდესაც ბენეფიციარი ჩემთან მოდის, მე ვაფასებ მისი ცხოვრების ყველა ასპექტს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მის ირგვლივ ადამიანებს, მხარდამჭერ ქსელს, განათლების საკითხს. ეს ყველაფერი სოციალურმა მუშაკმა უნდა შეისწავლოს და ყველა მიმართულებით იმუშავოს. შემდეგ აღმოჩნდება, რომ განათლებაში დახმარება სჭირდება - ვერ ვეხმარები ამ ადამიანს, სჭირდება ფსიქოლოგი - ფსიქოლოგი ქალაქში მხოლოდ ერთია, რეგიონებშიც თითო-თითო მხოლოდ სამხარეო ცენტრებში, თავშესაფარი სჭირდება - არ არის, ტრანსპორტის ფული - მე ჩემი ჯიბიდან უნდა გადავიხადო". “სოციალური მუშაკი ცარიელი ხელებით ვერ იმუშავებს" - ამბობს ქეთი ხუციშვილი, პროტესტი დავიწყეთ იმიტომ, რომ ვგრძნობთ საშიშროებას, რომ სხვა შემთხვევებიც შესაძლოა ტრაგიკულად დასრულდეს". გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრი ფოტო: გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრი სოციალური მუშაკების ნაწილმა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ახლა ყველაზე რთული ვითარება გლდანი-ნაძალადების სერვის ცენტრიშია. საქმეები ბევრია, გამკლავება - რთული. თითო სოციალურ მუშაკს თვეში 80-დან 150-მდე ახალი საქმე ეწერება. “სოციალური მუშაკები, რომლებიც ტოვებენ სააგენტოს, ერთი მხრივ, ითავსებენ უფროსი სოციალური მუშაკის ფუნქციებს, მერე მხრივ დაკავებული არიან მიმდინარე საქმეების დასრულება-გადაბარებით და ახალ შემთხვევებზე (ძალადობა, პოლიციის მომართვა) დაუყოვნებელი რეაგირებით. საქმეების რაოდენობიდან და სირთულიდან, ზედამხედველობისა და მხარდაჭერის არარსებობიდან გამომდინარე, სოციალური მუშაკები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც საფრთხეს უქმნის ბენეფიციარების სიცოცხლეს. მოცემულ სიტუაციაში მეურვეობისა და მზრუნველობის ყველა ბენეფიციარის: ბავშვის, ხანდაზმულის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ადამიანის თუ სხვა საჭიროების მქონე პირის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ეკისრება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს და სხვა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომელთან აბსოლუტურ კრიზისამდე მიიყვანეს და ამავე კრიზისში დატოვეს სისტემა", - დაწერეს მათ ერთ-ერთ განცხადებაში. კონკრეტული მოთხოვნები ფოტო: სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის სოციალურმა მუშაკების მოთხოვნათა ნაწილი: გაიზარდოს სოციალური მუშაკების რაოდენობა ყველა სერვის ცენტრში, რომ თითო სოციალურ მუშაკს თვეში მაქსიმუმ 50 საქმე დაეწეროს; გაიზარდოს ფსიქოლოგების რაოდენობა; გაიზარდოს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული იურისტების რაოდენობა; თითოეულ სოციალურ მუშაკს ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერი და დოკუმენტების შესანახი დახურული სივრცე, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით; თითოეულ ცენტრში გამოიყოს სპეციალური ადგილი, სადაც დაცული და დაარქივებული იქნება მეურვეობა/მზრუნველობის და სოციალური პროგრამების მიმართულებით წარმოებული საქმეები; ყველა ცენტრი ადაპტირდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის; სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილები იყვნენ სამედიცინო დაზღვევით და ჰქონდეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების სარგებლობის უფლება; სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მაქსიმალურად იქნას დაცული სოციალური მუშაკების პირადი უსაფრთხოება. სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრები აღიჭურვოს უსაფრთხოების სისტემებით. სოციალური მუშაკები ასევე ითხოვენ, შეიქმნას ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებისგან, ექსპერტებისაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იქნება შემდგარი და რომელიც გამოავლენს სისტემურ ხარვეზებს და მათ აღმოსაფხვრელად კონკრეტულ ნაბიჯებს დაგეგმავს. მინისტრის პასუხი ფოტო: პარლამენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ევროპულმა საქართველომ პარლამენტში დაიბარა, სწორედ სოციალური მუშაკების საკითხის განსახილველად. მინისტრი მოვიდა. ჯანდაცვის კომიტეტის სხდომას, რომელზეც სერგეენკო წარსდგა, სოციალური მუშაკებიც დაესწრნენ. მათ მინისტრს სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა, პასუხად მხოლოდ ზოგადი კომენტარები მიიღეს. როგორც ქეთევან ხუციშვილი ამბობს, მინისტრის პასუხები გაუაზრებელი და რეალობას აცდენილი იყო. დავით სერგეენკომ თქვა: "ბევრი ცვლილება, რაც დაგეგმილი იყო და რაც ჩვენზეა დამოკიდებული, უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვნად სწრაფად. მოგახსენებთ, თუ რა პრობლემა დავინახეთ ამ მხრივ: ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში სოციალური მუშაკები რეალურად მარტონი აღმოჩნდნენ და რაიმე ეფექტური უკუკავშირი სამინისტროსთან, რომელიც უზრუნველყოფდა მწვავე საკითხების პრევენციას, დეტექციას და მათზე რეაგირებას, იყო ძალიან სუსტი. ამ საკითხის მოსაგვარებლად, ერთი თვის წინ შევქმენით სპეციალური საბჭო, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს, სადაც წარმოდგენილი არიან სოციალური მუშაკები, ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები. ამ საბჭოს ფუნქცია არის სოციალურ მუშაკებთან პირდაპირი უკუკავშირის და კომუნიკაციის უზრუნველყოფა”. კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა სოციალური მუშაკების შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, აკაკი ზოიძესთანაც. ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკების პირველი ეტაპი წარუმატებლად დასრულდა. თუ მომდევნო ერთ კვირაში, სულ მცირე, ორმხრივი სამუშაო შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხერხდება, სოციალური მუშაკები გაფიცვას აპირებენ.
---
11.03.2019
მარტოხელა უსინათლო მოხუცი უმძიმეს პირობებში იმყოფება
72 წლის ავაქ მარქაროვმა თვალის ჩინი შვიდი წლის წინ დაკარგა. მარტოხელა მოხუცი, მეზობლებისა და კეთილი ადამიანების დახმარების იმედად არის. ქსოვილის გამოყვანა-წარმოების ტექონოლოგი წლების წინ, თავისი პროფესიით მუშაობდა. ალექსანდრე მარქაროვი მეუღლესთან დაშორების შემდეგ, მარტო ცხოვრობს. ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავდა. უფროსი ვაჟი 17 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომში გარდაიცვალა. უმცროსი ვაჟი ბოლო რამდენიმე წელია, რაც სამუშაოდ რუსეთში წავიდა. მამასთან კონტაქტი აღარ აქვს. ყველასგან მიტოვებული მოხუცი, სიბერის წლებს მარტოობაში, ნათესავის ბინაში ატარებს. რამდენიმე წლის წინ ქვედა კიდურებზე განგრენა დაემართა. თითების ამპუტაცია დასჭირდა. მისი ყოველთვიური შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა. გულიც აწუხებს, თანხა ძირითადად წამლებსა და პურში ეხარჯება. სჯერა, რომ კეთილი ადამიანები გამოეხმაურებიან და ერთი დღით მაინც შეუმსუბუქებენ უმძიმეს ყოფას.
---
11.03.2019
მედიასაშუალება: http://region.ge/9288-saqarthveloshi-c-hepatitis-gavrcelebis-mkhriv-pirvel-adgilze-samegrelo-zemo-svanethia.html
საქართველოში C ჰეპატიტის გავრცელების მხრივ პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთია
2018 წლის აპრილ-ოქტომბრის მონაცემებით, C ჰეპატიტის გავრცელების მხრივ სამეგრელო-ზემო სვანეთი საქართველოში პირველ ადგილზეა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ რეგიონში ჩატარებული საპილოტე პროექტის შედეგად გამოიკვეთა. უფრო კონკრეტულად, 2018 წლის აპრილ-ოქტომბერში C ჰეპატიტზე სკრინინგი 88 178-მა პირმა ჩაიტარა, საიდანაც სკრინინგ დადებითი 2 279 აღმოჩნდა. საბოლოოდ, კონფირმაციული ტესტით კი დაავადება 1 277 პირს დაუდასტურდა. აღნიშნული პირებიდან C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობაში 499 პირი ჩაერთო. ამასთან, პროექტის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის ჯანმრთელობის გამოკვლევა შიდსსა და ტუბერკულოზზეც განხორციელდა. უფრო კონკრეტულად, შიდსზე სკრინინგი 75 105 პირს ჩაუტარდა, საიდანაც სკრინინგ დადებითი 37 აღმოჩნდა. კონფირმაციული ტესტით კი შიდსი 11 პირს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანი მკურნალობაში ჩაერთო. რაც შეეხება ტუბერკულოზს, მასზე 88 178 პირის გამოკვლევა განხორციელდა, აქედან 192 სავარაუდო შემთხვევა გამოიკვეთა, საიდანაც დაავადება კი 22 პირს დაუდასტურდა და მკურნალობაში ჩაერთო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა მსგავსი პროექტის განხორციელება აჭარაში დაიწყო. მისი განხორციელება ასევე, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ასევე ქუთაისსა და ხარაგაულში იგეგმება.
აქცენტნიუს.ჯი- http://www.accentnews.ge/ge/news/details/68631
---
11.03.2019
3 თვის ელზა და 2 წლის მადონა საავადმყოფოში მოათავსეს - პატარებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ
"ნიუპოსტის" რედაქციას საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანის" ხელმძღვანელმა, თიკო აბაშიძემ დსახმარების თხოვნით მიმრთა. "იალქანი" ხულოში მცხოვრები პატარების დახმარებას ცდილობს. აბაშიძე ამბობს, რომ 3 თვის ელზადა 2 წლის მადონა ჯანმრღელობის მძიმე მდგომარეობით კლინიკაში არიან მოთავსებულები. "მადონას დაბადებისას დაუზაინდა ხერხემალი, წარმოქმნა დიდი ზომის გემატომა, მას შემდეგ ოჯახში კიდევ ერთ ახალი სიცოცხლე გაჩანდა ელზა, რომელსაც ჯამრთელობის უმძმესი პრობლემები აღენიშნება. გოგონას გულის მანკის მძიმე ფორმა და დაუნის სინდრომი დაუდგინდა. გოგონებს ესაჭიორებათ ციციშვილის კლინიკაში არსებულ კერძო გენტიკურ ლაბრატორიაში კვლევბი რომელიც ჯანდაცვის სამინტროს მხრიდან არ ფინანსდება, ძალინ მძიმე პირობებში მცხვრებ ოჯახს დრებით ცვილილების გამო, რადგნ ოჯახში ახალი სიცოცხლე გაჩნდა აქვთ შეჩერებული სოცლაური შემწეობაც . ბავშვები ციცშვილის კლინკაში არიან მოთასვბეული სასწრაფოდ ესაჭიროებათ ძვირიადღირებული კვლევა, აქედნ ერთ გოგონას გამოკვლევებისთვის საჭირო თანხას, 600 ლარს სრულად ვფუნასებთ ფონდის სარზერვო ანგარიშებიდან. ძალინ გთხვთ თუ ვინმე შეძლებთ დაგვეხმაროთ პატარა ელზას გამოკვლევბის თანხის შეგროვებაში თითეულ ლარს მნიშვნელბა აქვს. გორგაძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია, ოცნების ჩასასხლებაში ცხვრობენ, ორი შვილი ჰყავთ"- აცხადებს აბაშიძე 0901200128 საქველმოქმედო ზარი დანიშნულებაში მიუთითეთე გორგაძეები თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14.
---
11.03.2019
“რძე გამიშრა, ჩვილიც მშიერია” - უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახი ვანში
"საჭმელს კვირაში ორჯერ ვჭამთ, შესაბამისად მკერდში რძეც არ მაქვს და ჩვილი ბავშვი ჩემთან ერთად არის მშიერი,"- ეს ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ციხესულორში მცხოვრები ბიბილაშვილების ოჯახის ყოველდღიურობაა. ოჯახი რამდენიმე კვადრატ ხის ქოხში ცხოვრობს, რომელსაც კარი და ფანჯარა არ აქვს. "ორი დღეა საჭმელი არ მიჭამია. საკვებს, რომ ვერ ვიღებ რძეც გამიშრა და ბავშვიც მშიერი მყავს. სახლი თავზე გვემხობა. არც ფანჯარა აქვს ამ ქოხს და არც კარი. ჩვენ ცხოვრებას არსებობა უფრო ჰქვია. ღმერთო რატომ გავჩნდი ამ ქვეყანაზე, თუ ასეთი უბედური უნდა ვყოფილიყავი."- აცხადებს ოჯახის დიასახლისი, "სიკეთის ქალაქთან" საუბრისას. ციხესულორში მცხოვრები ოჯახის უფროსი ტარიელ ბიბილაშვილი კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და ფიზიკური სამუშაოების შესრულება არ შეუძლია.
---
11.03.2019
მედიასაშუალება: http://knews.ge/?p=37327
,,კახეთში ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობის გაზრდის რისკი არ არსებობს“
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, რეგიონში ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობის გაზრდის რისკი არ არსებობს. ნელი ხიზანიშვილის თქმით, ბოლო 4 წლის მონაცემებით, შემცირებულია როგორც დადებითი, ასევე რთული ფორმით ინფიცირების შემთხვევებიც. ,,ყოველწლიურად ტუბერკულოზით დაავადების რიცხვი მცირდება. 2017 წელს კახეთის რეგიონში აღნიშნული დაავადებით 220 პაციენტი იყო რეგისტრირებული, 2018 წელს -186, საიდანაც პაციენტების 70%-ს დადებითი ფორმა ჰქონდა. ტუბერკულოზის რეზისტენტული და ყველაზე რთული ფორმა, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, წლების მიხედვით იკლებს: 2015 წელს გვყავდა 16 პაციენტი, 2016 წელს – 18, 2017 წელს 24 და 2018 წელს 10 პაციენტი. რაც შეეხება ბავშვთა ასაკს, ამ მიმართულებითაც გვაქვს კლება, 2015 წელს აღნიშნული დაავადება დაუდგინდა 19 ბავშვს, 2016 წელს 12 ბავშვს, 2017 წელს- 14 და 2018 წელს- 4, საიდანაც ორი ფილტვის ტუბერკულოზით და ორი ფილტვგარეშე ტუბერკულოზით იყო დაავადებული. მიმდინარე წელსაც არ შეიმჩნევა მატება, სრული მონაცემები წლის ბოლოს გვექნება, რადგან ისეთი დაავადებაა, რომ მონაცემები ყოველ თვეს ვერ გვექნება. ჩვენთან სულ ჩატარდა 900 ლაბორატორიული კვლევა, მათ შორის 93 იყო დადებითი’’,- განუცხადა “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა.
---
11.03.2019
სოციალურად დაუცველი ოჯახები ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან
სოციალურად დაუცველი ოჯახები, პენსიონერები, შშმ პირები, დევნილები, ომის ვეტერანები და და მარტოხელა მშობლები ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლემბაც სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2019 წლის 15 იანვრამდე. ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გულისხმობს პირის გათავისუფლებას ფულადი სახის ადმინისტაციული სახდელისა და აღსრულების ნაწილისგან. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებები გამოწვეულია მთავრობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკიდან გამონდინარე და ზემოთხსენებული პირები ერთჯერადად გათავისუფლდებიან ადმინისტრაციული სახდელისგან. ცვლილებებს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განიხილავენ.
---
11.03.2019
დიმიტრი ცქიტიშვილი ნიუ-იორკში გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 63-ე სესიას დაესწრება
11-19 მარტს, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის (CSW) 63-ე სესიას დაესწრება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საქართველოს დელეგაციასთან ერთად დიმიტრი ცქიტიშვილი სესიის ფარგლებში მაღალი დონის ინტერაქტიულ დიალოგებში მიიღებს მონაწილეობას და სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მათივე ინფორმაციით, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი სიტყვით გამოვა 13 მარტის ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნება პეკინის დეკლარაციას და საუკეთესო პრაქტიკებს მისი აღსრულებისთვის. დიმიტრი ცქიტიშვილი იმ პოზიტიური ცვლილებებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრებს, რაც საქართველოს გააჩნია გენდერული თანასწორობის მიმართულებით.გარდა ამისა, სესიის ფარგლებში, 19 მარტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) მასპინძლობს პარალელურ ღონისძიებას „რა კულტურული ცვლილება არის საჭირო იმისათვის, რომ სექსუალური შევიწროება ჩაბარდეს ისტორიას?“. აღნიშნულ პანელს დიმიტრი ცქიტიშვილი გაუძღვება.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია და სახალხო დამცველის მოადგილე, ეკატერინე სხილაძე. გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისია, რომელიც 1946 წელს შეიქმნა, გლობალური მთავრობათაშორისი ორგანოა და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას და ქალების გაძლიერებას.კომისიის მორიგი 64-ე სხდომა მომავალ წელს გაიმართება.
---
11.03.2019
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/maghalchinosnebis-tsolebi-sadjaro-samsakhurebshi-nepotizmis-konkretul-faqtebi/57087
მაღალჩინოსნების ცოლები საჯარო სამსახურებში - ნეპოტიზმის კონკრეტულ ფაქტები
პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველო“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელშიც მაღალჩინოსანთა ცოლების სამუშაო ადგილებია ჩამოთვლილი. კვლევის შედეგად, შესწავლილ იქნა ნეპოტიზმის შემთხვევები მთელი საქართველოს მასშტაბით. კერძოდ, ქალაქების მერების მეუღლეები, მინისტრების და მინისტრის მოადგილეების ცოლები. „ეს არ არის ერთეული შემთხვევები, საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან. დღეს წარმოგიდგენთ ნეპოტიზმის კონკრეტულ ფაქტებს, სამინისტროების მაღალჩინოსნებზე. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ მინისტრის მოადგილეების ცოლები საჯარო სამსახურებში მას შემდეგ დასაქმდნენ, რაც მათი ქმრები მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ: 1.კახაბერ საბანაძის -(შს მინისტრის მოადგილე) ცოლი, ანა ვახტანგაშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო/ მთ.სპეციალისტი 2. ლევან კაკავა- -(შს მინისტრის მოადგილე) ცოლი, ნანა აბშილავა - მთავარი პროკურატურა-მრჩეველი 3. ლევან იზორია - ცოლი, ლანა მანჯგალაძე - სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - უსაფრთხოების სამსახურის უფროსი (კორპორაციის აქციათა 100%-ს სს "საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია. კომპანიის მართვის უფლება მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, რომელიც 2018 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდა.) 4. ნუკრი გელაშვილი (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) ცოლი - მარიამ მანველიშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი) 5. ალექსანდრე ხვთისიაშვილი - (საგარეოს მინისტრის მოადგილე) . - ცოლი, ნინო თათანაშვილი - შსს მომსახურების სააგენტო, მთავარი ინსპექტორი 6. გიორგი კაკაურიძე - (ფინანსთა მინისტრის მოადგილე) - ცოლი, ადა ეკიზაშვილი - ცესკო 7. ნიკოლოზ გაგუა - (ფინანსთა მინისტრის მოადგილე) -ცოლი, თბილისის მერია. მთავარი სპეციალისტი 8. მამუკა ცოტნიაშვილი - (ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე) - ცოლი, მარეხი მთვარელიძე - ლტოლვილთა სამინისტრო 9. გიორგი ბუთხუზი - (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) ცოლი, მაკა მაისურაძე - ჯანდაცვის სამინისტრო , სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსსამმართელოს უფროსი 10. ლევან ხარატიშვილი (განათლების მინისტრის მოადგილე) ცოლი, ირინე ბაღდადიშვილი - კულტ. მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. 11. ზაალ კაპანაძე (თავდაცვის მინისტრის მპადგილე) ცოლი მარინა სუქნიძე - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა.სოც.სამსახურის უფროსი ამ ადამიანების შესანახად ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად ვიხდით 200 ათას ლარზე მეტს. მივმართავთ თითოეულ უწყებას, სადაც ეს პირები არიან დასაქმებულნი. კატეგორიულად მოვითხოვთ განგვიმარტონ, რის საფუძელზე და რა კრიტერიუმებით მოხდა მათი სამსახურებში აყვანა და გაიარეს თუ არა კონკურსი. ასევე, მოვითხოვთ გასაჯაროვდეს ტესტირების და გასაუბრების შედეგები“, _ აცხადებს „ახალი საქართველოს“ სათათბიროს წევრი თამთა შამათავა.
---
ბეჭდვითი მედია:
12.03.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
წითელას ეპიდაფეთქების რეკორდი - “ყველა უნდა აიცრას”
ექიმის რჩევები - როგორ ავიცილოთ თავიდან სერიოზული გართულებები... "როგორც ექიმს, შემიძლია, გითხრათ, რომ ორივე ინფექციის თაობაზე, პაციენტების მომართვიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, წითელას ვირუსის აფეთქება ჯერ არ დამთავრებულა, ამიტომ, თუკი ვინმე აუცრელია ან ანალიზით დასტურდება, რომ ორგანიზმში, ანტისხეულები არ აქვს, აცრა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს. "ქვეყანაში წითელას ვირუსის საფრთხე ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად დგას, უბრალოდ, წელს, ყველა რეკორდი მოხსნა, თორემ, შემთხვევათა მნიშვნელოვანი რაოდენობა, გასულ წლებშიც იყო და ეს კვლავ გაგრძელდება. ამიტომაც, ქვეყანაში, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დარჩეს არავინ, ვისაც აცრა ჩატარებული არ ექნება; თუ ადამიანს ზუსტად არ ახსოვს, ვაქცინირებულია თუ არა, განმეორებითი აცრა საჭიროა, ის საფრთხისშემცველი არაა."-"რეზონანსთან" საუბრისას, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა, ქვეყანაში, H1N1 ვირუსისა და წითელას ეპიდემიის საფრთხეებზე ისაუბრა. საქართველოში, H1N1, იგივე ღორის გრიპის გავრცელებამ პიკს დეკემბრის თვეში მიაღწია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე, ვირუსით, 276 ადამიანი იყო დაავადებული და გასულ წელთან შედარებით, კლინიკებთან მიმართვიანობა ორჯერ გაიზარდა, იანვრის მონაცემებით კი, დაინფიცირების 10 შემთხვევა, ფატალურად დასრულდა. ახალი წლის დადგომასთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში, წითელას ეპიდემიამაც იფეთქა. მარტის თვის მონაცემებით, დაინფიცირების 374 შემთხვევა დადგინდა. "რეზონანსი" ექიმ მაია ბუწაშვილს სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრა და შეეცადა, გაერკვია, ქვეყანაში, ამ მხრივ რა ვითარებაა, უნდა ველოდოთ თუ არა ვირუსების კვლავ გააქტიურებას, როგორი გვერდითი მოვლენები აქვს ამ კონკრეტული ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაციებს და სხვ. "რეზონანსი": ახასიათებს თუ არა წითელას ვირუსს სეზონურობა? მაია ბუწაშვილი: არა, მას გრიპივით, მკაცრი სეზონურობა არ ახასიათებს და ინფექციის აღმავლობის ან პირიქით, შესუსტების პროგნოზი შეუძლებელია, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, წითელას გავრცელების საფრთხე, ჩვენს ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, დღის წესრიგში მუდმივად დგას. "რ": თქვენი ინფორმაციით, რამდენმა ადამიანმა ჩაიტარა ე.წ. ღორის გრიპისა და წითელას ვაქცინაცია? მ. ბ.: ვაქცინაცია, განსაკუთრებით კი, წითელას საწინააღმდეგო, ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩაიტარა, თუმცა, საკმარისი მაინც არ არის, რადგანაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი აუცრელი რჩება. გრიპის ვირუსი, ჯერჯერობით, აქტუალური აღარ არის, როგორც წესი, მარტის შუა რიცხვების შემდეგ, მას აღმავლობა არ ახასიათებს ხოლმე. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მოსახლეობა, წლევანდელი ვირუსული აფეთქების შემდეგ, მომავალი წლისთვის, დროულად აიცრება. ოქტომბრისა და ნოემბრის თვეები, ვაქცინაციისთვის, საუკეთესო პერიოდია. "რ": ბევრმა ადამიანმა, აცრებისგან თავი სწორედ იმიტომ შეიკავა, რომ მათ ვაქცინაციის მიმართ, ერთგვარი შიში აქვთ; თუ შეიძლება, რომ გვითხრათ, ამ ვაქცინაციებს როგორი გვერდითი მოვლენები აქვთ და რამდენად სარისკოა ისინი? მ. ბ.: აცრები არავითარი საფრთხის მომტანი არ არის; უბრალოდ, ადამიანებმა ეს დასკვნა იქიდან გამომდინარე გააკეთეს, რომ ზოგიერთი მათგანი, წითელათი დაავადებულთან კონტაქტში შესვლის შემდეგ აიცრა და ვაქცინა, თავის მხრივ, დაავადების პრევენციას ვეღარ ასწრებდა. ანტისხეულების გამომუშავებას, ორი კვირა მაინც სჭირდება, დაინფიცირებულთან კონტაქტის გამო, დაწყებული წითელას ვირუსის გამომწვევად კი, ისინი აცრას მიიჩნევდნენ. ორივე, განსაკუთრებით კი, გრიპის ვაქცინა, აბსოლუტურად უსაფრთხოა. წითელას აცრა, მართალია, ცოცხალი ვაქცინაა, მაგრამ მის მიერ გამოწვეული გვერდითი მოვლენები იმდენად უმნიშვნელოა, რომ აცრასა და წითელას ვირუსს შორის არჩევანის გაკეთებისას, არავითარი ყოყმანი არ ღირს. "რ": როგორი გვერდითი მოვლენები ახასიათებს წითელას აცრას? მ. ბ. : აცრიდან, პირველი კვირის განმავლობაში, თუმცა, ძალიან იშვიათად, შეიძლება, გამოვლინდეს, ძალიან სუსტად გამოხატული გამონაყარი, რომელიც ჯანმრთელობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, რომელიც ალერგიულ რეაქციაში არ უნდა აგვერიოს, უბრალოდ, ზოგჯერ, შესაძლოა, ძალიან დასუსტებულმა ვირუსმა ეს გამოიწვიოს. "რ": თქვენი დაკვირვებით, სახელმწიფომ, ამ დაავადებებთან ბრძოლის რა გზებს მიმართა, პრევენციის მიზნით, რა ღონისძიებები გაატარა? მ. ბ.: პირველ რიგში, სახელმწიფო, მოსახლეობასთან, აქტიური კომუნიკაციის რეჟიმზე გადავიდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, მნიშვნელოვანი შეტყობინებები ვრცელდებოდა და უფასო გახდა ვაქცინაცია, რაც სერიოზული ხელისშეწყობა იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც, გადასახადი, სოციალური ფონის გამო, ერთგვარ ბარიერს წარმოადგენდა. თუმცა, მოსახლეობასთან საუბარს, გრიპის აცრასთან დაკავშირებით, უმჯობესია, ზაფხულიდან, შემოდგომის დასაწყისიდან თუ დავიწყებთ, რათა შემდგომ, ადამიანების რეაგირება დაგვიანებული არ იყოს და პაციენტებმა აცრების ჩატარება იანვრის თვიდან არ დაიწყონ. "რ:" როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა თავი, ვირუსებისგან და ინფექციებისგან, მაქსიმალურად დავიცვათ? მ. ბ. : პირველ რიგში, მოსახლეობამ უნდა გაიაზროს, რომ ვაქცინაცია არის აუცილებელი და ყოვლად უსაფრთხო. გრიპის შემთხვევაში, ვაქცინირებული ადამიანი, მინიმუმ, გართულებებისგან და ლეტალობისგანაა დაცული, თუმცა, გრიპისგან გარანტირებული დაცვა არ არსებობს. ამიტომაც, დაავადების სეზონზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს უნდა მოვერიდოთ, გრიპით დაავადებულებმა კი, სხვა ადამიანებს პატივი ვცეთ და მათთან, კონტაქტში, ნაკლებად შევიდეთ. ხშირად დავიბანოთ ხელები და შენობები გავანიავოთ. წითელას შემთხვევაში, იმუნიტეტის არმქონე ადამიანისთვის გადაცემის შანსი, პრაქტიკულრად, თითქმის, 100 პროცენტს უახლოვდება. ამიტომ, ძირითადი რეკომენდაცია არის ვაქცინაცია. და ბოლოს, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ნებისმიერი ინფექციური დაავადებისგან, გარკვეული დოზით, გვიცავს. ამიტომაც, ვეცადოთ, რომ სწორად ვიკვებოთ, ხშირად ვისეირნოთ სუფთა ჰაერზე და ჩვენს ყოველდღიურობაში, ფიზიკური აქტივობაც ჩავრთოთ.
---