From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-12.04.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 12.04.2019 08:30
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 12.04.2019

ტელევიზია

12.04.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:  მოამბე 09:00

პარლამენტში სოლიდარობის ქსელის მიერ ჩატარებული კვლევის, თემაზე "ექთნების შრომითი უფლებები საქრათველოში" პრეზენტაცია გაიმართება. კველვაში წერია რომ ქვეყანაში მედდების რაოდენობის დეფიციტია, რაც სამედიცინო მომსახურების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს. კვლევა 2018 წელს ჩატარდა, გამოიკითხა 10 სამედიცინო დაწესებულების 200 ექთანი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6006657

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6007201

---

 

12.04.2019

არხი:    იმედი

გადაცემა: იმედი დღე

შრომის კოდექსი და შრომის პირობები. დამსაქმებლის მოვალეობები და დასაქმებული უფლებები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6006975

---

 

11.04.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია კავკასიაში, თბილისში ქავთარაძის #23 ნომერში გაიხსნა. "მეგალაბში" წელიწადში 6 მილიონი ტესტის კვლევაა შესაძლებელი. ლაბორატორია უახლესი სამედიცინო ტექნიკით არის აღჭურვილი და მაქსიმალურად ზუსტ დიაგნოსტირებას უზრუნვეყოფს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6006221

---

 

11.04.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა:  მაესტროელები

ტყვია რომელიც ჩვენ ორგანიზმში აღწევს და კლავს. ჰაერი, ნიადაგი, საკვები, სამშენებლო მასალა, ავეჯი და სათამაშოები, ეს შეიძლება თქვენი ტყვიით მოწამვლის წყარო გახდეს. ტყვიის ნებისმიერი შემცველობა ორგანიზმისთვის უკიდურესად საშიშია. განსაკუთრებული რისკჯგუფი 6 წლამდე ბავშვები არისნ. ტყვია აღწევს სისხლში და ლაგდება ძვლოვან სისტემაში, ეს ყველაფერი კი ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარების მნიშვნელოვან შეფერხებას იწვევს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6006121

---

 

 

ინტერნეტი

11.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/541654-davit-sergeenko-venashi-gvizlis-saertashoriso-kongresze-sitqvit-gamovida/

დავით სერგეენკო ვენაში ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვენაში ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მინისტრის მოხსენებაში - „პარტნიორობის მნიშვნელობა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებისთვის“ ხაზგასმული იყო პროგრამის წარმატების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორები. კერძოდ, სახელმწიფოს მხრიდან მაღალი მზაობა და მხარდაჭერა, მედიკოსთა პროფესიონალიზმი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა. „მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა მყარი და ქმედითი პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოხატა მადლიერება საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის აშშ-ს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ფარმაცევტული კომპანია „გილიადის“, ინოვაციური დიაგნოსტიკის ფონდისა და ტექნიკურ მრჩეველთა გუნდის მიმართ. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ ექიმებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. სესიაზე, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვას დაეთმო, საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს პროგრესი C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით. საერთაშორისო კონგრესი ღვიძლის დაავადებების შემსწავლელი ევროპის ასოციაციის (EASL) ორგანიზებით ტარდება და ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა ჯანდაცვის სფეროში. კონგრესს დარგის საერთაშორისო ექსპერტები და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი ესწრება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ექსპრესნიუს.ჯი  http://expressnews.com.ge/?id=81844

პია.ჯი- https://pia.ge/post/256515-jandacvis-ministri-rvizlis-saertasoriso-kongresze-sityvit-gamovida

---

 

11.04.2019

მედიასაშუალება:  http://ghn.ge/com/news/view/224081

მამუკა ბახტაძე - მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ტიპის კვლევების ჩასატარებლად ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ წასვლა აღარ მოუწევთ

მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება საქართველოშიც იქნება შესაძლებელი, - სერვისს მოქალაქეებს მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ სთავაზობს, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ტიპის კვლევების ჩასატარებლად, საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში წასვლა აღარ მოუწევთ. ამასთან ერთად, პრემიერი მიესალმება იმ ფაქტს, რომ „მეგალაბი“ მომავალ სპეციალისტებს პრაქტიკის გავლის საშუალებასაც აძლევს. მამუკა ბახტაძემ პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის ყველას მადლობა აგდაუხადა. „ამ პროექტს ჩვენთვის, ბევრი მიზეზის გამო აქვს დიდი მნიშვნელობა. პირველი გახლავთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მსგავსი ტიპის კვლევები და ტესტები უფრო ხელმისაწვდომი გახდება. რა თქმა უნდა, მას აქვს უზარმაზარი ეკონომიკური ეფექტი. რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი გადიოდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ საქართველოში არ გვქონდა შესაბამისი ინფრასტრუქურა და ამასთან ერთად აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ჩვენი ხედვის ნაწილს, რომ სწორედ საქართველო უნდა გახდეს რეგიონისთვის ეკონომიკური ცენტრი. საქართველომ უნდა გაზარდოს საექსპორტო შესაძლებლობები, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით და მსგავსი ინფრასტრუქტურა ამაში ძალიან დაგვეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს დაწესებულება მიიღებს აკრედიტაციას წამყვანი ქვეყნებისგან, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამ ლაბორატორიაში ჩატარებულ თითოეულ ტესტს განსაკუთრებული ვალიდურობა ექნება”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდ ი მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ , წელიწადში 6 მილიონამდე ტესტის კვლევას განა ხორციელებს. ლაბორატორია უახლესი სამედიცინო ექნიკითაა აღჭურვილი და მაქსი მალური სიზუსტით უზრუნველყოფს დ იაგნოსტირებას.

---

 

11.04.2019

მედიასაშუალება:  http://netgazeti.ge/news/355684/?fbclid=IwAR384OJCEt4YS-XoQ_PIpAKyWCKJMQCWeeeSzKGfFMVO5bgE_blIUgRP6s0

კორპუსი ნომერი 15 – ანა ძიაპშიპა

სამზარეულოში ვიყავი, როდესაც გვერდზე ოთახში ჩართული ტელევიზორის ხმა მომესმა – “დევნილები შენობაში შეიჭრნენ”, “საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციის მანქანებია მობილიზებული”, “მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს”. წასასვლელად ვემზადებოდი და ამ ხმებისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, დიდი ხანია, ჩართული ტელევიზორი ჩემთვის აღარ მუშაობს. თუმცა ფრაზები იმდენად ნაცნობი იყო, რომ სხვა ოთახში მყოფსაც კი ყური მომჭრა, როგორც რაღაც ძალიან ნაცნობმა, თუმცა, შორეულმა. რამდენიმე დღის განმავლობაში ვარიდებდი თავს იმ ამბის გაგებას, რაც ამ ხმებს უკავშირდებოდა, რადგან ვიცოდი, მაგრამ არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ 26 წლის განმავლობაში სახელმწიფომ ვერაფრით გადაჭრა  დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხი. მაგრამ ყველაზე დიდი იმედგაცრუება მაინც წინ მქონდა, რადგან რთულად წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად ამ 26 წლის მანძილზე არაფერი შეცვლილა ყველაზე მთავარში – ჩვენს დამოკიდებულებაში, რომ თურმე ჩვენს შეფასებებს მხოლოდ პოლიტკორექტულობის მყიფე ფასადი ნიღბავს და მსგავსი შემთხვევები ამ ფასადს ისე აქრობს, თითქოს არც არასოდეს არსებულა. “სამი დღეა, გაუსაძლის პირობებში ვართ. გაზონებზე დადის ხალხი. არ ვიცი, ეს ადამიანები ვინ არიან. ღამე ვერ ჩამოვდივართ, მანქანების გაჩერება გვეშინია. ამ კომპლექსში ბინა იმიტომ შევიძინე, რომ თავი დაცულად მეგრძნო “. სამწუხაროდ, ამ კომენტარების პათოსი არ განსხვავდება იმისგან, რასაც ჩემი დევნილი მეგობრები და ნაცნობები მიყვებიან თბილისში გატარებულ ბავშვობაზე; არ განსხვავდება იმ ქედმაღლური დამოკიდებულებისგან, რომელსაც მეც, ჩემი გვარის წარმოთქმისას ვიღებდი  – “ანუ ლტოლვილი ხარ?!” ყველაზე მეტად ამ კითხვა-შეფასების მეშინოდა და ყოველგვარი კავშირს უარვყოფდი იმ სივრცესთან, რომელიც ამხელა ბარიერებს მიშენებდა ადამიანებთან ურთიერთობაში. მაგრამ, დღესაც კი, “შეწუხებული” მოსახლეების დასაცავად და დევნილების გასამიჯნად კერძო კომპანია ფიზიკურ ბარიერებს – ღობეებს აშენებს. ბარიერებს, რომლებიც “დაცულად” აგრძნობინებს თავს ადამიანებს იმ ქალაქში, სადაც თითქმის არავის უფლება და უსაფრთხოება არის დაცული. ნუთუ, მათაც ჩემსავით არ ესმით სახლში ჩართული ტელევიზორის ხმა?! ან თუ ესმით, საიდან უჩნდებათ დაცულობის განცდა, იქნებ ღირს, მეც ამ კორპუსს შევაფარო თავი?! მოსახლეობის მოთხოვნით აშენებულმა ღობემ ის მავთულხლართები მომაგონა, რომელსაც ასე გამეტებით ვაპროსტესტებთ, თუმცა ხანდახან, უნებურად ჩვენ თვითონვე ვემსგავსებით მტერს, ქვეყანას, რომლის საქციელი ასე გვაშინებს და უძლურს გვხდის. ნეტავ, რამდენ ღობეს ავაშენებდით, ჩვენ თვითონ შემოღობილები რომ არ ვიყოთ? ჩემი ნაცნობების დიდმა ნაწილმა კერძო საკუთრებაში შეჭრა არ გაამართლა,  თუმცა, როგორც ვიცით, “დირსის” კომპლექსის მე-15 კორპუსის ბინები სამინისტრომ სწორედ დევნილების ნაწილისთვის შეისყიდა, უბინაოებს კი ყურადღების მიქცევის სხვა ფორმა და ხერხი აღარ დაუტოვა. მაგრამ რა მოხდება მაშინ, როდესაც მე-15 კორპუსის კუთვნილ ბინებში დევნილები შესახლდებიან? მოიხსნება თუ არა ბარიერი, ითამაშებენ თუ არა მეზობლების ბავშვები გაზონებზე ერთად, და საერთოდ, დაუბრუნდებათ თუ არა ოდესმე კორპუსის ისტორიულ მცხოვრებლებს დაცულობის შეგრძნება?

---

 

11.04.2019

მედიასაშუალება:  http://www.newposts.ge/?l=G&id=202281-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%20%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

62 წლის სულიკო პეტრიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

62 წლის სულიკო პეტრიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მამაკაცი თოდუას კლინიკაშია მოთავსებული. ახლობლების თქმით, სულიკო პეტრიაშვილს გულზე სტენდირება გაუკეთდა. 7 დღის შემდეგ მან ისევ ინფარქტი გადაიტანა და სტენდი გაიჭედა. ჯანდაცვის სამინისტროს პაციენტი 1251 ლარით დააფინანსა, მერიამ 700 ლარი გამოუყო. ოჯახს კი გადასახდელი დარჩა 3300 ლარი. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი საზოგადოებას თანხის შეგროვებაში დახმარების თხოვნით მიმართავს. დახმარების მსურველთათვის ვაქვეყნებთ ორგანიზაციის ანგარიშის ნომრებს. დანიშნულებაში მიუთითეთ ლიკა უგლავა თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის ქვემოთ მოცემულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურიდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარატები იურიდიული პირი ან კომპანის ანგარში იდენტიფიცირება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტქტო ნომერი 599 33 01 14.

---

 

11.04.2019

მედიასაშუალება:  http://netgazeti.ge/news/355817/

თბილისის ცენტრში, შენობის ფასადზე მუშებს დამცავი თოკების გარეშე ამუშავებდნენ

თბილისში, ერთ-ერთ შენობაზე მომუშავე ადამიანები მე-4 სართულის სიმაღლეზე ისე ღებავდნენ გარე ფასადს, რომ არ ყოფილან შენობაზე დამაგრებულები, რაც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა. ნეტგაზეთის შეტყობინების შემდეგ მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ კომპანია მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილა. ნეტგაზეთი დაუკავშირდა როგორც მერიის მუნიციპალურ ინსპექციას, ასევე, ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, რის შემდეგაც მუშაობა დროებით შეჩერდა. დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ შრომის ინსპექტორების ჯგუფი სამუშაო ადგილას გავიდა. მისივე თქმით, შესაბამის ზომებს მიიღებენ მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რომელი კომპანია აწარმოებდა სამუშაოებს. 2019 წლის პირველ სექტემბრამდე შრომის დეპარტამენტს ობიექტზე უპირობოდ შესვლის უფლება არ აქვს, ამისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო. როგორც ნეტგაზეთის ბექა ფერაძემ განუცხადა, სასამართლოს თანხმობით მოხდება შემოწმება და შესაბამისი სანქცირებაც ამ დღეებში განისაზღვრება. შრომის ინსპექციის გარდა, მსგავს შემთხვევებზე რეაგირების ვალდებულება აქვს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურსაც. ნეტგაზეთმა სამსახურის ცხელ ხაზზეც დარეკა, რის შემდეგაც ადგილზე მათი წარმომადგენლები მივიდნენ. მათი მისვლისას სიმაღლეზე, წინა ფასადზე, მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობდა, რომელსაც მაშინვე უთხრეს, რომ ჩამოსულიყო. მას შემდეგ ობიექტზე სიმაღლეზე სამუშაოები შეწყვეტილია. როგორც ზედამხედველობის სამსახურის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, კომპანიას დაავალეს ხარაჩოებზე დასკვნის წარმოდგენა (რომელიც უნდა აჩვენებდეს, რამდენად სწორად/უსაფრთხოდ არის ხარაჩოები მოწყობილი); ასევე, კომპანიას დაევალა, უზრუნველყოს, რომ მუშებმა თოკებით მიბმულებმა იმუშაონ. ჯერჯერობით კომპანია არ დაუჯარიმებიათ. როგორც ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა განუცხადა ნეტგაზეთს, ზოგადად, თუკი ამ სამსახურის წარმომადგენლები შესაბამის დარღვევებს გამოავლენენ, შესაძლოა, კომპანია 30 000 ლარით დააჯარიმონ. შენობა თბილისში, აღმაშენებლის გამზირთან ახლოს, ლუი პასტერის #7-ში მდებარეობს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა კომპანიას, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუს“ ეკუთვნოდა. წლების წინ აქ იყო განთავსებული სააგენტო “ინფო 9″. „ქართუმ“ შენობა 2018 წელს მიჰყიდა კომპანია „1920-ს”. შპს „1920“, რომელიც შენობის ამჟამინდელი მფლობელია, 2018 წლის 24 სექტემბერს დარეგისტრირდა. მისი 25-25%-იანი წილები აქვთ მოქალაქეებს, გიორგი როინიშვილსა და ლევან გეგეშიძეს; 50%-იან წილს ფლობს კომპანია „თბილი სახლი“. „თბილი სახლი“ 2001 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 60%-ს ლევან და მალხაზ კურტანიძეები ფლობენ, დანარჩენ 40%-ს კი- რუდოლფ ნაზაროვი. ამ კომპანიას, მათი საიტის თანახმად, ნამუშევარი აქვს ქუთაისის პარლამენტის, 112-ის, „ბარამბოს“, „კარფურის“, რუსთავის მეტალურგიული ქარხნისა და სხვა მრავალ შენობაზე. მუშაობის სფერო მოიცავს მექანიკური (გათბობა-ვენტილაცია), წყალგაყვანილობის, ამწე-სატრანსპორტო, ელექტრობისა და სუსტი დენების სისტემების გაყვანას. ამ ადგილას არ დგას რაიმე ბანერი, სადაც მითითებული იქნებოდა, რომელი კომპანია აწარმოებს სამუშაოებს. კომპანიის საიტზე მითითებულ ნომერზე ნეტგაზეთს არ უპასუხეს.

---

 

11.04.2019

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/saparlamento-komitetebma-shromis-kodeqsze-nacvlishvilis-proeqts-mxari-ar-dauchires

საპარლამენტო კომიტეტებმა შრომის კოდექსზე ნაცვლიშვილის პროექტს მხარი არ დაუჭირეს

საპარლამენტო კომიტეტებმა შრომის კოდექსზე ბექა ნაცვლიშვილის პროექტს მხარი არ დაუჭირეს. დღეს ინიციატივა პარლამენტის იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე განიხილეს, თუმცა სამივე კომიტეტმა ჩააგდო. “საქართველოს შრომის კოდესის არსებულ რედაქციაში დასაქმებულის დეფინიცია ბუნდოვანია და თითქმის არ განსხვავდება მომსახურების ურთიერთობის განმარტებისგან, რაც საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს შრომითი ურთიერთობის მომსახურების ხელშეკრულებად შენიღბვის გზით თავი აარიდონ “შრომის კოდექსით“ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ხოლო დასაქმებულებს ერთმევათ საშუალება შრომითი უფლებების სრულყოფილად რეალიზების - მაგალითისთვის, ეს არის ანაზღაურებადი შვებულება, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების გაზრდილი ოდენობით მიღება და სხვა. მომსახურების/ნარდობის ხელშეკრულების დადება, როგორც წესი, დამსაქმებლის სურვილით ხდება. სამუშაო ადგილებისა და დასაქმების პრობლემის გათვალისწინებით ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარის ამ ქმედებას ვერ ეწინააღმდეგება ბევრი დასაქმებული. შესაბამისად კანონის სრულყოფა, მომსახურების და შრომის ხელშკრულების გამიჯვნა, ამ უკანასკნელის ცნების არაორაზროვნად ჩამოყალიბება დამსაქმებლებს მოუსპობს საშუალებას ბოროტად ისარგებლონ მშრომელთა დაქვემდებარებული მდგომარეობით“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა. თებერვალში ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა დატოვა.

---

 

11.04.2019

მედიასაშუალება:  https://www.bm.ge/ka/article/evropuli-biznes-asociaciis-iniciativit-shromiti-regulaciis-sakitxebze-samushao-jgufi-sheiqmna-/32472/

„ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ ინიციატივით, შრომითი რეგულაციის საკითხებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

„ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ წევრმა კომპანიებმა სხვადასხვა სექტორულ ბიზნეს ასოციაციებთან და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, „შრომითი რეგულაციის“ საკითხებზე სამუშაო ჯგუფი შექმნეს და პირველი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე კომპანიებმა შრომითი რეგულაციების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. როგორც bm.ge-ის „ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ დირექტორის მოადგილე მარიამ ქუჩულორიამ განუცხადა, შეხვედრის ინიციატივა „ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ წევრი კომპანიებისგან წამოვიდა, რადგან მათ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ. „შეხვედრის თემა ეხებოდა არა მარტო შრომის უსაფრთხოებას, არამედ სხვა დაგეგმილ ცვლილებებს შრომის კანონმდებლობაში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კოალიციისთვის მიგვემართა, სადაც 70-მდე ბიზნეს ასოციაციაა გაერთიანებული. მათ შორის სექტორული ასოციაციები, როგორიც არის - დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ბიზნეს ასოციაცია და შევთავაზეთ, რომ ამ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა მათაც მიეღოთ. აღმოჩნდა, რომ საკითხი ყველასთვის საკმაოდ საინტერესო იყო,“ - განაცხადა მარიამ ქუჩულორიამ. „ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ დირექტორის მოადგილის თქმით, შეხვედრაზე გამოიკვეთა ისეთი საკითხებიც, რაზეც ბიზნესი წუხილს გამოთქვამს. მისივე განმარტებით, ბიზნესს შრომითი უსაფრთხოების რეგულაციების მიღებაზე პრობლემა არ აქვს, თუმცა მეტ დეტალს ითხოვენ. „აღმოჩნდა, რომ ბიზნესს მეტი განმარტება სჭირდება თუ რა სახის რეგუალციებია, რატომ არის და როგორ უნდა იმოქმედოს ბიზნესმა? შეხვედრაზე იყვნენ ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა: „დიო“, „ენერგო პრო ჯორჯია“, „მაგთი“ და „სოკარი“. ბიზნესს შრომით რეგულაციებზე სახელმწიფოსთან მეტი კომუნიკაცია სჭირდება. შეხვედრაზე საუბარი ნარდობის და შრომითი ხელშეკრულების გამიჯვნის საკითხებზეც იყო, რომელიც ახალი ცვლილებებით არის გათვალისწინებული,“ - აღნიშნა მარიამ ქუჩულორიამ. „ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ განცხადებითვე, სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა საკითხები წამოჭრეს და დასვეს კითხვები: საიდან მომდინარეობს პრობლემა? პრობლემა არის კანონმდებლობა? რამდენადაა პრობლემა სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაცია? ასევე, არის თუ არა ცნობიერების პრობლემა სახელმწიფოს/თანამშრომლების მხრიდან? „აღმოჩნდა, რომ წამოჭრილი საკითხებიდან განსაკუთრებით პრობლემური სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის ხარისხია. რაც შეეხება სამომავლო მიზნებს, „ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ ეგიდით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება“, - აღნიშნა ქუჩულორიამ.

---

 

ბეჭდვითი მედია

12.04.2019

მედიასაშუალება:      რეზონანსი

პირველი მაისიდან თამბაქოზე ახალი ვალდებულება ამოქმედდება

1-ლი მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება. თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარემ გიორგი ბახტურიძემ ახალ ვალდებულებაზეც ისაუბრა, რომელიც 2 კვირის შემდეგ შევა ძალაში. "1-ლი მაისიდან სავალდებულო ხდება, რომ თუ თუთუნი, ელექტროსიგარეტი, ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტი, სარეალიზაციოდ გაგაქვს, 3 თვით ადრე ვიდრე სარეალიზაციოდ სავაჭრო ქსელში გაიტან, ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინო ყველა ინფორმაცია ამ თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის და მისი ქიმიური დანამატების შესახებ. მსგავსი ინფორმაციის წარდგენა ქვეყანაში შემოსულ ყოველ პარტიაზე სავალდებულო იქნება. თუ მეწარმე ამ მოთხოვნას არ შეასრულებს ან არასრულად წარადგენს ინფორმაციას, კანონით საჯარიმო სანქციაა გათვალისწინებული,“ - განაცხადა ბახტურიძემ. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე ფასის გაზრდის შემდეგ მოქალაქეებმა სიგარეტის მოხმარების შემცირების ნაცვლად იაფი პროდუქტის, დაფასოებული თამბაქოს ყიდვა დაიწყეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6006650&name=12.04.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

           

ახალი თაობა-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6006554&name=12.04.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

​