მედიამონიტორინგი 12.11.2018
ტელევიზია
12.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროექტი ფართოვდება. ამ თემაზე ჯანდაცვის სამინისტროში დავით სერგეენკომ ბრიფინგი გამართა. მთელი ქვეყნის მასშტაბით პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მათთვის საჭირო მედიკამენტი ჰერცეპტინი. პროგრამა 2016 წელს დაიწყო და სიახლეები ძალაში 2019 წლიდან შევა.
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5683747
---
12.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
რას ითვალისწინებს C ჰეპატიტის ელიმინაციის ახალი ეტაპი. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა
https://www.imedi.ge/ge/video/30087/ras-itvalistsinebs-c-hepatitis-eliminatsiis-akhali-etapi
---
12.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
2019 წლის 1 იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებული იქნება დასაქმებული უბედური შემტხვევისგან დააზღვიოს. ცვლილებებზე ჯანდაცვის სამინისტროში უკვე მუშაობენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5683138
---
11.11.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
როგორც ცხოვრობენ ადამიანები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-6 წელს - P.S.-ის გადამღები ჯგუფი რამდენიმე ოჯახში იმყოფებოდა. მათ კამერების წინ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5682714
---
11.11.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მოხუც ცოლ-ქმარს, ნატალი პრატასოვასა და ბორის მაზურს სოციალური დახმარება მოუხსნეს. მათი განმარტებით, სოციალური დახმარების მოხსნა ოჯახს იმ მიზეზით განუმარტეს, რომ სამი თვის განმავლობაში 100 ლარამდე ელეტროენერგიის საფასური გადაიხადეს. სოციალური მომსახურების სააგენტოში ოჯახმა დახმარების აღდგენის მორიგი მოთხოვნა ოჯახმა ცოტა ხნის წინ შეიტანა და ახლა პასუხს ელის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5682390
---
11.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო სამეგრელო-ზემო სვანეთში იმყოფებოდა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, როგორც მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საუბრის თემები იყო უკვე გატარებული რეფორმები, ასევე სამომავლო გეგმები შეეხო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5682009
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5681872
---
11.11.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 17:45
მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში მეწარმეები 1000 ლარით დაჯარიმდებიან. შრომის უსაფრთხოების კანონის ახალი რედაქციის მიხედვით, მათ რეგისტრაციისთვის ვადა 15 ნოემბერს ეწურებათ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5682506
---
11.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი კვირა
ბრძოლა გადარჩენისთვის როგორ გაუმკლავდნენ და როგორ დაამარცხეს ავთვისებიანი სიმსივნე ადამიანებმა, რომელთა გადარჩენის შანსი მინიმალური იყო. განსხვავებული დიაგნოზი, ბრძოლის განსხვავებული გზა და ერთნაირი ეპილოგი – ამ ადამიანებმა სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახის ავთვისებიანი სიმსივნე დაამარცხეს. პირველად ბოლო ასწლეულის განმავლობაში გაჩენილი იმედი იმისა, რომ სიმსივნე განკურნებადი გახდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5682712
---
10.11.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ჯანდაცვის სამინისტრო დიდი სკანდალში ეხვევა - ირკვევა, რომ არჩევნების წინ მძიმე ავადმყოფებს გადაუდებელ ოპერაციებს იმის მიხედვით უფინანსებენ, ვინ რამდენ ხმას მოუტანს სალომე ზურაბიშვილს. კურიერს ხელში ჩაუვარდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას, მიმოწერა, სადაც ის სამინისტროს სპეციალურ კომისიას ავალებს, ზურაბიშვილსთვის საარჩევნო ხმების მობილიზების მიზნით, დააფინანსონ ბათუმელი მღვდლის შვილის გადაუდებელი ოპერაცია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5681834
---
11.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: რეალური სივრცე 18:30
საოჯახო ტიპის სახლებს დახურვა ემუქრება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5681760
---
10.11.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
რატომ ხდება ქართველი ექიმების მიზანმიმართული თუ არამიზანმიმართული დევნა საქართველოში- ამ თემაზე საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე ექიმების უფლებებზე ისაუბრეს და აღინიშნა, რომ მათი უფლებები დახული არ არის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5681735
---
10.11.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
С ჰეპატიტზე სკრინინგი უკვე იუსტიციის სახლებშიც არის შესაძლებელი. მედიკოსების თქმით, დაავადების გამოვლენის ყველაზე ეფექტური მეთოდი სწორედ სკრინინგია, შესაბამისი მომსახურება, ისევე როგორცვ მედიკამენტოზური მკურნალობა უფასოა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5680579
---
10.11.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
საპროტესტო აქცია გაიმართა ხელვაჩაურშიც. მოქალაქეები, რომლებიც მახინჯაური-ხელვაჩაურის შემოვლითი გზის მშენებელ კომპანიაში დარაჯად მუშაობენ არანორმირებულ გრაფიკსა და ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე საუბრობენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5680447
09.11
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5680360
---
09.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომელიც მუშაობას დაიწყებს სოციალური დახმარება გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ შეუწყდება. ის ფინანსური დახმარების მიღებას ერთი წლის განმავლობაში შეძლებს. მეორე წელს კი სამედიცინო თუ სხვადასხვა ვაუჩერით სარგებლობას კვლავ გააგრძელებს.ახალი სისტემა 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5680408
---
09.11.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად საფრანგეთის განვითარების სააგენტო 35 მილიონ ევროს გამოყოფს. შესაბამის შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, საფრანგეთის ელჩმა და საფრანგეთის დემოგრაფიული და სოციალური დეპარტამენტის დირექტორმა. პროგრამა ითვალისწინებს სოციალური მხარდაჭერისა და ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველყოფას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5680082
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5679947
---
ინტერნეტი
12.11.2018
ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს - „პერჯეტასა“ და „ჰერცეპტინს“ 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, 2019 წლის იანვრიდან, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროექტი ფართოვდება. უფრო კონკრეტულად, მომავალი წლიდან ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს - პერჯეტასა და ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ. დავით სერგეენკოს თქმით, თუ აქამდე აღნიშნული მედიკამენტის ღირებულების 80% დაავადების პირველი, მეორე და მესამე სტადიის მქონე პაციენტებს უფინანსდებოდათ, ახლა პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება. ამასთან, დავით სერგეენკოს განცხადებით, 2019 წლის იანვრამდე დაავადების მეოთხე სტადიის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსებას სახელმწიფო დიდ ქალაქებში ცდილობდა, ჯანდაცვის სამინისტროსა და მწარმოებელ კომპანია “როშეს” შორის მიღწეული შეთანხმებით კი ყველა რეგიონის ჩართვა გახდა შესაძლებელი. “ჯანდაცვაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა რჩება. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ერთ-ერთი სიახლე, რომელიც მალე ძალაში შევა, არის მკერდის კიბოთი დაავადებული სპეციფიკური ფორმის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ საწყისი სტადიის მქონე პირებისთვის. ამ მედიკამენტების ღირებულება რამდენიმე ათასი იყო და ერთეულებს შეეძლოთ მისი შეძენა, როდესაც მკურნალობის ამ სქემით ძალიან მნიშვნელოვანი რემისია და ამ დაავადების მართვაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მიიღწევა”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ. რაც შეეხება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს, დავით სერგეენკოს განცხადებით, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ღირებულების 80%-ს მათ აღნიშნული პროგრამა, 20%-ს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აუნაზღაურებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის თებერვლიდან, დაიწყო ერთობლივი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა, ამ დაავადების, სამკურნალო მედიკამენტ „ჰერცეპტინზე“ ხელმისაწვდომობის გაზრდას. მათივე თქმით, პროექტი, ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „როშეს“ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. პროგრამა თანადაფინანსებით მედიკამენტის 80%-ს არსებული პროგრამა ფარავს, რაც წლიურად ერთ პაციენტზე 6000 -მდე ლარს შეადგენს. უწყების ინფორმაციით, ამ პროგრამის დაწყებიდან დღემდე უკვე ისარგებლა 400-ზე მეტმა პაციენტმა.
---
12.11.2018
დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვაში ჩამორჩენაა, რადგან დაავადების დაწყებით სტადიაზე პაციენტებმა მის შესახებ არ იციან
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვაში ჩამორჩენაა, რადგან დაავადების დაწყებით სტადიაზე მქონე პაციენტებმა მის შესახებ არ იციან, თუმცა ამ მიმართულებით სამინისტრო მუშაობს, რათა სკრინინგის პროგრამაში უფრო მეტი პირი ჩაერთოს. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვაში ჩამორჩენის შესახებ ოპონენტების კრიტიკას ეხებოდა. დავით სერგეენკოს თქმით, უწყება ელოდება, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დამატებით 75 000 ადამიანი ჩაერთვება. „ოპონირება უნდა განვასხვავოთ სანგრებში ჩასაფრებული სხვისი მარცხის მოყვარული ხალხის პოზიციისაგან. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის მიხედვითაც ველოდებით, რომ 150 000 ადამიანს სჭირდება მკურნალობა. პროგრამის დიზაინი ასეთია, რომ 150 000-დან მინიმუმ 90%-მა პროცენტმა უნდა ჩაიტაროს სკრინინგი, გაიგოს, აქვს თუ არა დაავადება. მათგან, ვინც სკრინინგს ჩაიტარებს, მინიმუმ 90%-მა უნდა იმკურნალოს და მათგან, ვინც იმკურნალებს, მინიმუმ 95%-მა უნდა მოირჩინოს ეს დაავადება. ჩვენ ამ პუნქტში წინსწრება გვაქვს, რადგან განკურნება 98%-ია. სკრინინგშიც საკმაოდ კარგი ტემპით მივდივართ, მაგრამ მკურნალობაში ჩართვაში არის ჩამორჩენა. ამ ჩამორჩენის მიზეზი არის ის, რომ თუ პირველ ეტაპზე პაციენტებმა იცოდნენ, რომ ავადმყოფობა ჰქონდათ და თვითონ მოითხოვდნენ პროგრამაში ჩართვას, (რადგან უკვე შორს წასული სტადიები ჰქონდათ, ჩვენ უკვე ვუმკურნალეთ, 50 000 ადამიანს), ახლა ჩვენ ველოდებით, რომ პროგრამაში 75 000 ადამიანი კიდევ უნდა ჩაერთოს. მათმა 99%-მა არ იცის, რომ ავადაა, იმიტომ რომ არ აწუხებს, ამ დაავადების საწყისი სტადიაა, ამიტომ ჩვენ ვართ პროაქტიურები. იუსტიციის სახლში კუთხე გავხსენით, მობილური ლაბორატორიები გვაქვს, კარდაკარ დავდივართ და ვუკაკუნებთ, ოღონდ მოვიდნენ და ჩაერთონ. ეს არის პროექტი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არის”,- აღნიშნა სერგეენკომ.
---
12.11.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/konkurenciis-saagento-farmacevtul-bazars-sheiswavlis/26500/
კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარს შეისწავლის
კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის კვლევას აპირებს. როგორც უწყების ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა bm.ge-ს განუცხადა, ბოლო თვეებია აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე და სააგენტო არჩევს, კონკრეტულად რომელი სეგმენტი შეამოწმოს. ნოდარ ხადურის განმარტებით, ეს საკმაოდ დიდი ბაზარია, ამიტომ სეგმენტაციის გარეშე მისი შესწავლა შეუძლებელია. მისივე თქმით, ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა პარლამენტისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო. „ვმუშაობთ დარგის სპეციალისტებთან ერთად და ჯანდაცვის სამინისტროსთან. რომელიც უფრო მნიშვნელოვანი სეგმენტი იქნება მოწყვლადი ჯგუფებისთვის, თავიდან იმაზე დავიწყებთ კვლევას. რაღაც პერიოდი მაინც დაგვჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად. ვაგროვებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მედიკამენტები შევისწავლოთ, სად არის ის ვიწრო წერტილი, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია და იქ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მეტად აისახება ბაზარზე“,- აცხადებს ნოდარ ხადური.
---
11.11.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/520506-davit-sergeenko-zugdidshi-samedicino-speros-carmomadgenlebs-shexvda/
დავით სერგეენკო ზუგდიდში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ზუგდიდში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შეხვედრა, რუხის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუხში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მშენებლობის დასრულების შემდეგ, კლინიკა, როგორც რუხის და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს, ასევე სხვა რეგიონიდან და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მოემსახურება. მინისტრმა, ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება. „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უფასო სკრინინგის ჩატარება სამედიცინო დაწესებულებების გარდა, უკვე იუსტიციის სახლებშიცაა შესაძლებელი. ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს სხვა სერვისების პარალელურად, გაიგოს საკუთარი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში. ეს არის უპრეცენდეტო პროგრამა საქართველოს მასშტაბით და მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა კარგად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“,-აღნიშნა მინისტრმა. დავით სერგეენკომ ასევე ისაუბრა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე. მისი თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების არეალი მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და მოსახლეობა შეღავათიან ფასად მიიღებს მედიკამენტებს. შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა. შეხვედრას, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეები კობა ქანთარია, ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე გიორგი შენგელია და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატი მერაბ ქვარაია ესწრებოდნენ. დღესვე, მინისტრი კლინიკა "ევექსში" იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდა
10.11
პია.ჯი- https://pia.ge/post/233128-davit-sergeenko-samedicino-sferos-warmomadgenlebs-sexvda
---
10.11.2018
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/200571-sakhelmtsifo-devnilebisthvis-binebs-konkursis-tsesith-sheisyidis.html?lang=ka-GE
სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს კონკურსის წესით შეისყიდის
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეებისგან 400 ბინას შეისყიდის. დევნილთათვის ბინების შესყიდვა კონკურსის წესით მოხდება. საკონკურსო წინადადებების მიღება 16 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს. კომისიის სხდომაზე განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლებსაც კონკურსში მონაწილე მენაშენეები უნდა აკმაყოფილებდნენ. ასევე დადგინდა საცხოვრებელი ფართების შესყიდვის საკონკურსო პირობები და ვადები. ამ ეტაპზე, სამინისტრო საცხოვრებელ ფართებს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში შეისყიდის. პრიორიტეტი კი თბილისს მიენიჭება. საცხოვრებელი ფართების შესყიდვის კონკურსი სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდების საშუალებით გამოცხადდა მენაშენეებმა საკონკურსო წინადადებები უნდა წარმოადგინონ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა. 8 ნოემბერს, მენაშენეებისთვის ღია კარი დღე გაიმართება, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, კონკურსის შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები შედიან. ბინების შესყიდვის პროცესის კიდევ უფრო ღიად და გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, კომისიის მუშაობის პროცესში ჩართულები არიან ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, მენაშენეთა ასოციაციისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე 4 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების - "კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს" (LAG) წარმომადგენლები. მენაშენეების პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ დევნილებისთვის უკვე 2394 ბინა შეისყიდა. ამასთან, 8 ნოემბერს, საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ დევნილი ოჯახების განსახლებისთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში წარდგენილია 90 მილიონი ლარი, რაც ნიშნავს, რომ 2000-დე ჩვენი მოქალაქე და ოჯახი მიიღებს ახალ ბინას.
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/saxelmwifo-devnilebistvis-binebs-konkursis-wesit-sheisyidis
---
11.11.2018
როგორ ხდება ქართველი ექიმების დევნა
,პრაიმტაიმის'' პრესკლუბში ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტ ვლადიმერ კუჭავასა და „Georgian doctors“- ის დირექტორის, სალომე ლოლუას ბრიფინგი გაიმართა თემაზე ,,როგორ ხდება ქართველი ექიმების დევნა". როგორც ,, პრაიმტაიმის'' პრესკლუბში ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ კუჭავამ განაცხადა , გამოსავალს იგი საკანონმდებლო აქტების შექმნაში ხედავს. ამასთან, ნებისმიერი სახის პრეტენზია ექიმის მიმართ გარჩეული უნდა იყოს საექიმო წრეში და არ უნდა ხდებოდეს გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელება. ,,საექიმო შეცდომა, საექიმო გადაცდენა, ცუდი გამოსავალი ავადმყოფის, გარჩეული უნდა იყოს საექიმო წრეებში. საექიმო წრემ უნდა გამოიტანოს ვერდიქტი. ამ ვერდიქტის გამოტანაში უნდა მონაწილეობდეს ის ექიმი, რომელსაც უჩივიან ან რომლის წინააღმდეგაც პრეტენზია არის წარმოთქმული. საკანონმდებლო ბაზა აყვანილი უნდა იყოს ისეთივე დაცულობის დონეზე, როგორც ნებისმიერი სხვა. როცა ჩვენ ექიმს წავუყენებთ ბრალს, რომ მან შეცდომა დაუშვა, ჯერ ეს ბრალი სხვა ექიმებმა და სამედიცინო კომისიამ უნდა დაადასტუროს'',- განაცხადა ვლადიმერ კუჭავამ. „Georgian doctors“- ის დირექტორმა სალომე ლოლუამ კი, ისაუბრა სახალხო აპარატის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, სადაც პაციენტი უფრო ინფორმირებულია საკუთარი უფლებების შესახებ - ვიდრე ექიმი. ,,ყოველდღიურ პრაქტიკაში მნშვნელოვანია საკუთარი უფლებების ცოდნა, ასევე, იმ კანონიერი ნორმების ცოდნა, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს სამედიცონო მომსახურეობის პროცესში. თუმცა, მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამ უფლებების შესახებ არ იცის. ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურად ტრიალებს თემები სამედიცინო გადაცდომებზე და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის პროცესში დაცვის დაზარალებული პაციენტის საკითხებზე. კონკრეტული შემთხვევების გამომზიურება მიმართული არის კონკრეტული ექიმის დისკრედიტაციისკენ. საკმაოდ რთულია სადემარკაციო ხაზის გასმა სად არის ექიმი კომპეტენტური მის საქმიანობაში, სად ჰქონდა ადგილი გადაცდომას, გულგრილობას და კომპეტენტურობას'', - განაცხადა სალომე ლოლუამ.
---
10.11.2018
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/30-mde-devnili-odjakhi-tsotne-dadianis-30-nomershi-mdebare-mitovebul-shenobashi-sheichra/52177
30-მდე დევნილი ოჯახი ცოტნე დადიანის 30 ნომერში მდებარე მიტოვებულ შენობაში შეიჭრა
ცოტნე დადიანის 30 ნომერში არსებულ მიტოვებულ შენობაში 30-მდე დევნილი ოჯახი შეიჭრა. ისინი მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ გამოუყოს თანხები ან ფართი, სადაც ისინი შეძლებენ ღამის გათენებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობის დატოვებას არ აპირებენ. ისინი აქციებით იმუქრებიან. იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებით, მათ არანაირი დახმარება ხელისუფლებისგან არ მიუღიათ, დევნილთა ნაწილი კი ქირით ცხოვრობს და გაუსაძლისი პირობების გამო ჩივის. ადგილზე იყო მისული დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ არსებობს რიგითობა, რომლის მიხედვითაც, იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.
---
09.11.2018
დავით სერგეენკომ საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველს საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა გააცნო
მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გაუჩინოთ მუშაობის დაწყების მოტივაცია, ეს დადებითად აისახება როგორც მოქალაქეებზე, ისე ქვეყნის ეკონომიკაზე, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველმა მარისოლ ტურენმა განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა დავით სერგეენკომ საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველს მთავრობის ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში, ორი წლის განმავლობაში გარკვეული სახის ბენეფიტები შეუნარჩუნდებათ. პროექტის მიხედვით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ ფულად სოციალურ დახმარებას, მეორე წელს კი შეუნარჩუნდებათ არაფულადი პრივილეგიები, რომლითაც სოციალურად დაუცველები სარგებლობენ. „ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენიმე წლის წინ მსგავსი პრობლემა საფრანგეთშიც არსებობდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეგვენარჩუნებინა იმ ბენეფიტების ნაწილი, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ. ამ გზით მოქალაქეები უფრო დაცულად გრძონებენ თავს და უჩნდებათ მუშაობის მოტივაცია“, - განაცხადა მარისოლ ტურენმა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიეც ესწრებოდა, მხარეებმა სოციალური პოლიტიკის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=74449
---
09.11.2018
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=74436
გერმანელმა და ქართველმა ექსპერტებმა ტყიბულის შახტში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყეს
გერმანული კომპანიის „DMT ჯგუფის“ ექსპერტებმა ტყიბულის შახტში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია სამმხრივი კომისიის მიერ იქნა შერჩეული - მას მუშაობის 140 წლიანი გამოცდილება აქვს და მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი ორგანიზაციის TUV NORD-ის წევრია. პროცესს კოორდინაციას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. ტყიბულში სამი გერმანელი ექსპერტი მუშაობს, ისინი უშუალოდ ჩავლენ შახტში, ასევე, ადგილზე გაეცნობიან სათანადო დოკუმენტაციას, რომელიც შესასწავლად გერმანიაში წაიღებენ. ექსპერტთა მიერ საბოლოო დასკვნის მისაღებად 5 კვირაა განსაზღვრული, ამ პერიოდის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება შუალედური ანგარიშებიც. პროცესის მიზანია, შესწავლილ იქნას შახტის შემდგომი ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა, რომელიც დაეფუძნება შახტის ტექნიკურ მდგომარეობას და ადამიანთა შრომის პირობების უსაფრთხოებას. გარდა ამისა, გერმანულმა კომპანიამ უნდა გასცეს რეკომენდაციები შახტის ფუნქციონირების გაუმჯობესების კუთხით, რომელიც უკავშირდება თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებისა და საბადოს დამუშავებისას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, ასევე სამუშაო პროცესის სწორად ორგანიზებას და მენეჯმენტის განხორციელებას. გერმანული კომპანიის ხელშეწყობის მიზნით და მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნის ანალიზისა და შეფასებისთვის, ამ პროცესში ჩართულნი არიან დარგის ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამთო ინსტიტუტიდან და ილიას უნივერსიტეტიდან მოწვეული ექსპერტები.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/214975
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/germanelma-da-qartvelma-eqspertebma-tyibulis-shaxtshi-arsebuli-vitarebis-sheswavla-daiwyes
---
09.11.2018
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=9563
სიახლეები C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში სიახლეებია. დღეიდან ბენეფიციარებს სკრინიგის გავლა აჭარის მასშტაბით 60-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ასევე იუსტიციის სახლში. რას ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა? და შეცვლის თუ არა საერთო ფონს ამ მიმართულებით აღნიშნული სიახლე? ჩვენი სიუჟეტის გმირმა არ იცის თუ როდის და სად დაინფიცირდა მაგრამ ეხლა განკურნებული იხსენებს იმ სტრესს, რომლის ქვეშ წლების განმავლობაში იყო. C ჰეპატიტიტს ვირუსის დამარცხებაში არასამთავრობო ორგანიზაცია დაეხმარა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში სიახლეებია. ჯანდაცვის სამინიტროს ინიციატივით, დღეიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ სკრინინგი იუსტიციის სახლებში, პოლიკლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრებშიც ჩაიტარონ. ჯამში აჭარის მასშტაბით სულ 61 სამედიცინო დაწესებულებაში. სკრინინგის დროული ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტები. დაავადებათა კონრტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის თქმით, გართულებების თავიდან ასაცილებლად სტატუსის დროული ცოდნაა აუცილებელი. დღეის მონაცემებით, აჭარაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით 5 თასამდე პირმა უკვე ისარგებლა. ყველაზე მაღალი მიმართვიანობა ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და ტუპერკულოზის რეგიონულ ცენტრში დაფიქსირდა. დავით მურვანიძე დაავადების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის დამარცხების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. სტატისტიკური მონაცემებით, აჭარის მასშტაბით 2015 წლიდან დღემდე პროგრამით 4 ათას 278 ბენეფიციარმა ისარგებლა. აქედან 3 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 450-ზე მეტი მკურნალობას დღემდე აგრძელებს.
---
09.11.2018
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=9549
რამიშვილების ოჯახი დახმარების მოლოდინში
რამიშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, უმცროს შვილს საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. ოჯახს საფრანგეთში გასამგზავრებლი საჭირო თანხა არ გააჩნია. ბავშვს თანდაყოლილი მენინგიტი აქვს და ამ ეტაპზე მხოლოდ მედიკამენტებით მკურნალობენ, რაც შედეგს არ იძლევა. მოზარდის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აფინანსებს. რამიშვილები დახმარებისთვის საზოგადოებას და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ.
---
09.11.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/40926/khelvachaurshi-kompaniidan-gatavisuflebuli-mushebi-aqtsias-martaven--profkavshiri
ხელვაჩაურში კომპანიიდან გათავისუფლებული მუშები აქციას მართავენ - პროფკავშირი
საქართველოს პროფკავშრების გაერთიანების ინფორმაციით, კომპანია „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთის'' მენეჯმენტმა 5 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა, რის გამოც ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩაზე საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პროფკავშირებმა კომპანიას ოფიციალური წერილით მიმართეს. ისინი მოითხოვენ განმარტებას რატომ გათავისუფლდა 5 ადამიანი სამსახურიდან და ასევე ხელშეკრულებების პირობების ასლების გადაგზავნას. პროფკავშირებში ამბობენ, რომ ისინი სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებსა და დასაქმებულებს სამართლებრივად დაეხმარებიან, შრომის ტექნიკურ ინსპექსიას მიმართავენ და სასამართლოსთვის სარჩელს მოამზადებენ. დღეს აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვით, თანამშრომლები, რომლებიც კომპანიაში დარაჯად მუშაობენ საპროტესტო აქციებს იწყებენ. ისინი არანორმირებული გრაფიკით და ხელშეკრულების პირობების დარღვევით მუშაობენ. კახა ფუტკარაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ 9 საათის ნაცვლად 14 საათის განმავლობაში ამუშავებენ, დამატებით ანაზღაურებას კი არ უხდიან. დაცვის ჯიხური დაზიანებულია, არ აქვთ სკამები და განათება. კომპანიას მახინჯაური-ხელვაჩაურის მონაკვეთზე შემოვლითი გზის 13- კილომეტრიან მონაკვეთს აკეთებს.
---
09.11.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/40918/nutsubidzeze-korpusis-mtskhovrebta-natsili-fsiqikuri-terapiis-tsentris-gadatanas-moitkhovs
ნუცუბიძეზე კორპუსის მცხოვრებთა ნაწილი ფსიქიკური თერაპიის ცენტრის გადატანას მოითხოვს
ნუცუბიძის პლატოზე ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრია“. ცენტრი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს სხვადასხვა სერვისს აწვდის. ცენტრი წელიწადზე მეტია, რაც ნუცუბიძის პლატოზე არსებულ ერთ-ერთ კორპუსში აგრძელებს საქმიანობას. ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი გელეიშვილის თქმით, ბენეფეციართა მცირე ნაწილი, რომლებსაც ერთმანეთთან საუბარი, აქტივობები და, ზოგადად, სოციალიზაცია სურთ, მათ ოფისშიც დადის. ასეთი სულ რამდენიმე ადამიანია და ისინი ყველას მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევიან. ამის მიუხედავად, გუშინ ცენტრისგან მეზობლების ნაწილმა ოფისის დახურვა ან გადატანა მოითხოვა. გელეიშვილის თქმით, მასთან საღამოს რვა საათზე რამდენიმე მეზობელი მოვიდა. უთხრეს, რომ მათ აქ გადმოსვლამდე ყველა მეზობლის ნებართვა უნდა ჰქონოდა. და ოფისი უნდა გადავიდეს, რადგან ამ ნებართვას ისინი ვერ მიიღებდნენ.„ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ფართობი და ჩვენი საქმიანობის გაგრძელების სრული უფლება გვქონდა. მაშინ ერთ-ერთმა ქალბატონმა მითხრა - ეს პაციენტები შენს სახლში გადაიყვანე და აქ შენი ოჯახი გადმოიყვანეო. ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ ჩვენი ბენეფიციარები აქ არ მოგვეყვანა. რომ ვკითხე რატომ-მეთქი, პასუხი იყო, რომ მეზობელს ერთ-ერთმა ბენეფიციარმა სადარბაზოდან სახლამდე ჩანთების ატანაში დახმარება სთხოვა; ხოლო მეორემ ამის მიზეზად დაასახელა, რომ მისი ბავშვი ერთ-ერთ ბენეფიციარს მიაშტერდა, იმან კი უთხრა, გამარჯობას რატომ არ მეუბნებიო და ბავშვი შეშინდა“. გელეიშვილის თქმით, ეს არის ჩვეულებრივი ფსიქიატრიული სტიგმა. არცერთი ადამიანი, რომელიც იქ დადის, იმ 5-6 ადამიანიდან, გარშემომყოფების მიმართ აგრესიას არ გამოხატავს. „სტატისტის მიხედვით ფსიქიკური პრობლემების მქონე მეტი ადამიანი თვითონ განიცდის ჩაგვრას, ვიდრე არის სხვისი მჩაგვრელი“, - განმარტავს გელიაშვილი. ცენტრის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ეს მათი ბენეფიციარების დისკრიმინაციაა. მეზობლები დაემუქრნენ კიდეც გელეიშვილს, რომ სადარბაზოს კარს ჩაკეტავდნენ, რათა ისინი შიგნით ვეღარ შემოსულიყვნენ, ხოლო ცენტრის წინააღმდეგ ჯანდაცვის სამინისტროში საჩივარს დაწერდნენ. გელეიშვილის თქმით, ცენტრი თავისი თანამშრომლებისა და ბენეფიციარების უფლებებს დაიცავს. მათ უკვე დაუკავშირდა სახალხო დამცველი. მეზობლებთან ურთიერთობის გამწვავების შემთხვევაში ისინი ომბუდსმენს, ხოლო ოფისში შეჭრისას - სამართალდამცველებს მიმართავენ. „ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი ბენეფიციარების უფლებები დავიცვათ. ვერ დავუშვებთ დისკრიმინაციას“, - დასძენს გელეიშვილი. „ლიბერალი“ კორპუსის მცხოვრებთა ნაწილსაც ესაუბრა. რამდენიმე მათგანს ცენტრის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და გუშინდელ ინციდენტში არ მონაწილეობდა. კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები, რუსიკო, ცენტრის გადატანას „ლიბერალთან“ საუბარშიც მოითხოვს. „მეზობლები უკმაყოფილო ვართ იმით, რომ აქ პირველ სართულზე ოფისი გახსნეს. არც ვიცოდით, რა ოფისია, კაცმა არ იცის. სოციალური მუშაკები არიან. მოდიან ფსიქიატრიული პაციენტები, გაურკვეველი საერთოდ. რია-რიაა მუდამ - სტუდენტები, სიგარეტის მოწევა. პირველ სართულზე ჩამოსვლის მეშინია, ბავშვი ვერ გამოგვიშვია. და შიგნით კიდევ ვინც შევიდა - თქვა, რაღაც ანალიზებს აკეთებენ და სუნიაო. მე ნამდვილად არ ვიცი. არცერთს არ გვინდა, სადარბაზო არ იკეტება და აქ რია-რია და ასეთი „ავადმყოფი“ ხალხის სიარული არ გვინდა“, - უთხრა „ლიბერალს“ რუსიკომ, რომელიც კორპუსში ცენტრის ფუნქციონირების წინააღმდეგია. ცენტრის აქ ფუნქციონირებას ეწინააღმდეგება მეორე მეზობელიც. ნანა წილოსნის თქმით, მათ კორპუსში ასეთი ოფისი არ უნდა იყოს, თუმცა „ლიბერალთან“ კომენტარის მოცემისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ განცხადებას სხვა დროს ერთად შეკრებილ მეზობლებთან ერთად გააკეთებდა. „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი“ არასამთვრობო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის მთავარი მიმართულებაა ასერტული სერვისი - მობილური ფსიქიატრიული მომსახურება. ამ სერვისით, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებთან სახლში მიდის ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, დასაქმების სპეციალისტი, ექთანი. „გარდა ამისა, ოფისშიც ტარდება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური თერაპია. ყოველდღიურად, პროგრამაში ჩართული ადამიანები იღებენ ამ მომსახურებას. ეს სერვისი ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ, გარდა მკურნალობისა, ამ ადამიანებს სჭირდებათ ერთმანეთთან ურთიერთობაც. ისინი ხალხთან ოფისში ურთიერთობენ ერთმანეთთან, რაც სოციალიზაციას ძალიან ეხმარება. აქ გვაქვს ტრენინგებიც, მოდიან ამ სფეროში მომუშავე ადამიანები და ამ, ასერტულ სერვისზე იღებენ ცოდნას, გამოცდილებას“, - ჰყვება „ლიბერალთან“ ცენტრის გამგეობის წევრი ბაია ნიკოლაიშვილი. არასამთვრობო ორგანიზაცია, რომელიც თბილისის მერიის პროგრამას ახორციელებს, 18 წელს ზემოთ მყოფ, დედაქალაქში მცხოვრებ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს უწევს მომსახურებას. ბაიას თქმით, მათი დახმარებით ბენეფიციარები სოციალიზაციას გადიან და თვალსაჩინო, კარგი შედეგებიც აქვთ. „ჩვენს პროგრამაში ჩართვის შემდეგ საგრძნობლად შემცირდა სტაციონარებში მიმართვის რაოდენობა, არიან უკეთ, სტაბილურად. ვმუშაობთ მათი ოჯახის წევრებთანაც. გვაქვს ფსიქო-საგანმანათლებლო მიმართულება. ასე რომ, ეს სერვისი სასარგებლოა როგორც თვითონ ბენეფიციარებისთვის, ასევეა მათი ოჯახის წევრებისთვისაც“, - ჰყვება „ლიბერალთან“ ბაია. მისი თქმით, პროგრამაში ჩართული პირების ნაწილი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა. მაგალითად, ზოგიერთმა მათგანმა პროგრამაში ჩართვის შემდეგ სწავლა პროფესიულ სასწავლებლებშიც გააგრძელა. „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი“ 2012 წელს დაარსდა. ბაიას ნიკოლაიშვილის თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს ცენტრი მომსახურებას 2013 წლიდან უწევს. ბაია „ლიბერალთან“ ჰყვება, რომ მცირე პრობლემები მათ მეზობლად მცხოვრებ ამა თუ იმ პირთან წინა ოფისებშიც შექმნიათ. მისი აზრით, ეს ყველაფერი წინასწარი განწყობებისა და სტიგმის ბრალია. „ეს არის ჩვეულებრივი ოფისი, სადაც მოდის ბევრი ადამიანი, მათ შორის, თანამშრომლები, სტუდენტები და ჩვენი კოლეგებიც. ან როგორ აკეთებენ ისინი დიფერენცირებას, როგორ შეუძლიათ შეაფასონ“, - ჰყვება ბაია, რომლის თქმითაც, ბენეფიციარებზე ყველაზე დადებითად თანასწორი მოპყრობა მოქმედებს, რაც უამრავი პრაქტიკით დადასტურდა.
---
09.11.2018
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/232928-qobuletis-bavsvta-ganvitarebis-centri-qveynis-xelisuflebas-txovnit-mimartavs
ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრი ქვეყნის ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს
ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრი პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ეკონომიკის სამინისტროს, ქონების ეროვნულ სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს, "ქართული ოცნების" დამფუძნებელს და პარტიის გენერალურ მდივანს მიმართავს. "პირველი" ცენტრის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ. "საქართველოს პრეზიდენტს! საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს! საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს! სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს! ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს! პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს! პარტია "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს! თავს უფლება მივეცით შეგვეწუხებინეთ, რადგან საფრთხის წინაშეა ქობულეთში მოქმედი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა განვითარების საკითხებზე მომუშავე ერთადერთი ცენტრი, რომლის მსგავსი არ არსებობს არც ქობულეთის, არც მიმდებარე მუნიციპალიტეტებში (გურია და ა.შ). რომელიც მოქმედებს თანამედროვე სტანდარტებით, ემსახურება ქ. ქობულეთში და მიმდებარე მთიან რეგიონებში ორმოცდაშვიდ ბავშვსა და მათ ოჯახებს და აქვს პოტენციალი ბევრად მეტ ადამიანს დაეხმაროს. არასამთავრობო ორგანიზაციამ "მხარდაჭერა განსაკუთრებული საჭიროებებისათვის", დააფუძნა "ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრი". ეს არის დაწესებულება, სადაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის ხორციელდება ბიო-ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროგრამა. ცენტრში დასაქმებულია საქართველოს (15) თხუთმეტი ადგილობრივი მოქალაქე, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმატებით გაიარა სწავლება ილიას უნივერსიტეტში,,ბავშვის განვითარების ინსტიტუტის" აუტიზმის ცენტრის ბაზაზე ABA თერაპიის შესასწავლად და "საქართველოს ,ადრეული ინტერვენციის კოალიციის" მიერ შექმნილ და აკრედიტებულ პროგრამაში. ორგანიზაცია აწყობდა ღონისძიებებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისების გასაჯაროებასა და პოპულარიზაციას ემსახურება. დაფუძნებიდან მოკლე დროის განმავლობაში ცენტრი ემსახურება ორმოცდაშვიდ (47) ბენეფიციარს, მათი რაოდენობა დღითი დღე იზრდება, გვაქვს მომლოდინეთა სია. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან საჯარო ღონისძიებების ორგანიზებაში, ასევე ბაღების გაერთიანებასთან, სერვის ცენტრთან და ყველა სააღმზრდელო დაწესებულებასთან, აწყობს ტრენინგებს, რათა მოხდეს იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომლებთანაც ადრეულ ჩარევას მაქსიმალური ეფექტი ექნება. ორგანიზაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (3) სამ სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული, რომლებიც აუტიზმის სპექტრის, ცერებრული დამბლის შემდგომი და ადრეულ განვითარებაში გაჩენილი პრობლემების მქონე ბავშვების რეაბილიტაციას ემსახურება. გარდა ამისა ახორციელებს პროექტს „მთიან რეგიონebში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა აბილიტაციის მოდელის განვითარება“, რომლის დანერგვა და გავრცელება საქართველოს სხვა რეგიონებშიცაა შესაძლებელი. ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ პროექტს ,,ინკლუზიური სწავლება საქართველოს მუზეუმებში“. განსაკუთრებულია ორგანიზაციის პროექტი, "მხარდაჭერა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მშობლებისათვის“. აღნიშნული სერვისი გათვლილია აჭარაში როგორც სამედიცინო ასევე სოციალური ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის; რომელიც ითვალისწინებს, რეგიონში დასასვენებლად, სტუმრად ჩამოსული იმ ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, ცენტრის სპეციალისტების მიერ რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სერვისის მიწოდებას. ხოლო ოჯახებს საშუალებას აძლევს, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან ერთად დაისვენონ საჭირო თერაპიების შეუწყვეტლად. გთხოვთ, დაფიქრდეთ: ფუჭია ყველა დღევანდელი მცდელობა. დღეს თუ ჩვენ არ დავეხმარებით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებს, ხვალ ხელში შეგვრჩება პრობლემები, რომლის გამოსწორებას ასევე მილიონები არ ეყოფა, რაც ქვეყნის ბიუჯეტს დააწვება მძიმე ტვირთად. ვიცით, რომ სახელმწიფო აცნობიერებს ამას და პრიორიტეტად დასახა კიდეც, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში პრაქტიკული ნაბიჯი არ გადაიდგა. ორგანიზაციამ ,,მხარდაჭერა განსაკუთრებული საჭიროებებისათვის“ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით უდიდესი საქმე გააკეთა, ჩვენ შევქმენით საერთაშორისო სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი, ისე, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისგან არც არაფერი მოგვითხოვია. ამჟამად ცენტრი განთავსებულია კერძო სექტორში ნაქირავებ ფართში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული დრო იწურება დეკემბერში და ორგანიზაციას ქუჩაში დარჩენის საშიშროება ემუქრება. ცენტრს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის გარდუვალად ესაჭიროება ფართი. ამიტომ ჩვენ2018 წლის დასაწყისში მივმართეთ საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თხოვნით, ქობულეთში, რუსთაველის ქ#140-გ 1 სართულზე არსებული 241,45 არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც მდებარეობს არქივის ყოფილ შენობაში (საკადასტრო კოდით #20.12.02.156.01.500 ) 49 წლით უსასყიდლო უზურფრუქტით გადმოცემის თაობაზე. პასუხად, გვაცნობეს, რომ "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა, გარდა უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლების დადგენისა, შესაძლებელია საქართველოს მთავრობის თანხმობით. გთხოვთ, თქვენს მხარდაჭერას ორგანიზაციისათვის სამუშაო ფართობის მოპოვების საკითხში. თქვენი მადლიერი იქნება ქობულეთის რეგიონში მცხოვრები 47 ოჯახი, რომელთა ბავშვი რეაბილიტაციას გადის ,,ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრში.“ აქვე ვურთავთ მშობლების წერილს და ხელმოწერებს, რომელიც მათ ქონების ეროვნულ სააგენტოს გაუგზავნეს",-ნათქვამია მიმართვაში. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დედების წ ე რ ი ლ ი. გთხოვთ, ისევ და ისევ ჩვენი პრობლემური შვილების გამო, გამოიჩინოთ გულისხმიერება, კეთილი ნება, ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი მომავლისათვის და დაეხმარეთ ,"ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრს“ გამოუნახოთ ფართი, რათა ბავშვები ქუჩაში არ დაგვრჩეს და მომავალი არ წაერთვას! თუ ჩვენ სახელმწიფო სხვა გამოსავალს არ დაგვიტოვებს, მზად ვარ პროცესში მედისაშუალებები ჩავრთოთ, აუცილებლად მივმართავთ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს, სახალხო დამცველს და დავაყენებთ მოთხოვნას დაცული იქნეს ჩვენი, ჩვენი შვილების - საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები. მზად ვართ ჩვენი მოთხოვნების დასაცავად მივმართოთ საპროტესტო აქციებსაც კი თუ საჭირო გახდა. თუმცა, ამის სურვილი არ გვაქვს და იმედი გვაქვს, თქვენი გადაწყვეტილებით, ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ, გადასცემთ ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრს შენობას, რათა გააგრძელონ ჩვენი შვილების მომსახურება.
---
09.11.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/318081/
სოციალური პროგრამები II ტურის წინ – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება?
მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, ხელისუფლებამ არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დააანონსა. საარჩევნო პროცესის დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს უტოლდება ან წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. მთავრობა კი ამ ღონისძიებებს არა არჩევნებს, არამედ ბიუჯეტის დაგეგმვის მიმდინარე პროცესს უკავშირებს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, “არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, გარდა იმ შემთხვევებისა, ან ისეთი შეღავათების დაწესება, რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არ იყო საქართველოს კანონმდებლობით.’ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის საქართველოს მთავრობამ რამდენიმე სოციალური პროექტი დააანონსა, რომელიც მათ შორის, სოციალური დახმარების ზრდას გულისხმობს. კერძოდ, 16 წლამდე სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება 50 ლარამდე გაეზრდებათ (წყარო: მამუკა ბახტაძის განცხადება) სამსახურის დაწყებისა და შემოსავლის გაჩენის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველებს მონეტარული სოციალური დახმარება – ერთი წლის, არამონეტარული დახმარება კი ორი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ (დავით სერგეენკოს განცხადება) 2019 წლიდან სამხედრო მოსამსახურეებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობრივი სარგო გაეზრდებათ (წყარო: მამუკა ბახტაძე, ლევან იზორია) მთავრობის გადაწყვეტილებით, 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფისთვის ცენტრალური და თავდაცვის უწყების ბიუჯეტიდან თანხები მობილიზდება (ლევან იზორია) თელავში, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ე.წ. „ლეგონის” ბინები იქ მცხოვრებ ადამიანებს უახლოეს პერიოდში საკუთრებაში გადაეცემათ (წყარო: ISFED ტელეკომპანია “იმედზე” დაყრდობით) ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით, 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარს და მეტს. ასევე მასწავლებლებს, რომლებიც სტატუსს იუმჯობესებენ, დანამატი გაეზრდებათ (წყარო: ISFED) სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ მეორე ტურის წინ დაანონსებული პროგრამები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდში ახალი ინიციატივების ინტენსივობა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს მთავრობის და ცალკეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ზემოჩამოთვლილი პროექტები საჯარო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების ნაცვლად საარჩევნო ხმების მიღებაზე ორიენტირებულია და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს კონკურენტთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების მიზანს ემსახურება. “ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით მკაცრად არის დაგმობილი. არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო თუ რეგიონული ინსტრუმენტი მიუთითებს, რომ ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ არ უნდა გამოიყენოს სახელმწიფო ბიუჯეტი ან სხვა რესურსი არჩევნებზე უპირატესობის მოპოვების მიზნით. ჩვენი აზრით, დიახ, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან გვაქვს საქმე, თუმცა პირდაპირ საარჩევნო კოდექსის ნორმები ამ შემთხვევაში ვერ მოქმედებს. ის, რომ ამ პერიოდში ბიუჯეტის დაგეგმვა მიმდინარეობს, არის არგუმენტი ხელისუფლების სასარგებლოდ, თუმცა რეალურად ვხედავთ, რომ ბიუჯეტის დაგეგმარება გამოყენებულია წინასაარჩევნოდ, სააგიტაციო მიზნით”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ISFED-ის იურისტმა ნინო რიჟამაძემ. „ქართული ოცნების” ლიდერების დაპირებები ახალი სოციალური ხასიათის პროექტების შესახებ საარჩევნოდ მოტივირებული საბიუჯეტო ხარჯვის ხასიათს ატარებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებითაც. როგორც ორგანზიაციის განცხადებაში არის აღნიშნული, ეს შეიძლება უტოლდებოდეს საარჩევნოდ ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. “ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საბიუჯეტო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი სერიოზულ უპირატესობას იღებს”, – ნათქვამია განცხადებაში. როგორც ISFED, ისე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, ხელისუფლებას მოუწოდებენ, არჩევნების მეორე ტურის წინ თავი შეიკავოს მასშტაბური სოციალური პროექტების წარდგენისგან და საბიუჯეტო სახსრების იმგვარად განკარგვისგან, რომლებიც შესაძლოა საარჩევნო მიზნებისთვის რესურსების გამოყენებად იყოს აღქმული. მთავრობა სოციალური პროექტების განხორციელებას წინასაარჩევნო პიარს არ უკავშირებს. მაგალითად, 16 წლამდე ბავშვებისთვის დახმარების ხუთჯერ გაზრდას წინასაარჩევნო პროცესს არ უკავშირებს პრემიერი ბახტაძე. “ბიუჯეტის განხილვა ახლაც მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, ამას არანაირი კავშირი არა აქვს საარჩევნო გარემოსთან და პროცესთან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. დეპუტატი ბექა ოდიშარია ამბობს, რომ დაანონსებული პროექტების განხორციელება ჯერ კიდევ არჩევნევამდე იყო დაგეგმილი. “იმის განხორციელება, რაც გაზაფხულზე ჩაიფიქრა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტმა, თუ დინამიკაში, კალენდარულად უწევს წინასაარჩევნო პერიოდში, ადამიანები მშივრები დავტოვოთ იმიტომ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციას სურს, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ ჰქონდეს “ბენეფიტი”? მე მგონი, ეს სამართლიანი არ არის. არჩევნები აქ არაფერ შუაშია”,- ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია “ნეტგაზეთთან” საუბარში და ხაზს უსვამს, რომ ბიუჯეტის განხილვისას პრიორიტეტების კორექტირება ჩვეულებრივი პრაქტიკაა. საქართველოს პარლამენტი ამ დროსთვის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავს. საკანონმდებლო ორგანომ მომავალი წლის ბიუჯეტი 21 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.
---
09.11.2018
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/232921-socialuri-reformebistvis-safrangeti-saqartvelos-35-mln-evros-gamouyofs
სოციალური რეფორმების მხარდასაჭერად საფრანგეთი საქართველოს 35 მლნ ევროს გამოუყოფს
საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის გაფორმდა შეთანხმება 35 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად, საფრანგეთის განვითარების სააგენტო 35 მლნ ევროს გამოყოფს შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დემოგრაფიული და სოციალური დეპარტამენტის დირექტორმა, მარი პიერ ნიკოლეტმა. აღნიშნული ფინანსური რესურსი გამოყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით. AFD-ის მიერ მხარდაჭერილი სოციალური კეთილდღეობის პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: • სოციალური მხარდაჭერისა და სოლიდარობის სისტემის განვითარება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადეკვატური მომსახურების გაწევა; • ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა; • იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გამოყოფილი რესურსების ოპტიმიზაცია, რომელიც გულისხმობს სულ ცოტა 20 ავარიული შენობის დახურვასა და მინიმუმ 350 ოჯახის შესაბამის საცხოვრებელში განთავსებას და სხვა. AFD მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან სოციალურ სფეროში 3-წლიანი პროგრამის ფარგლებში. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ჯამურად იქნება 105 მლნ ევრომდე. აღნიშნული თანხები წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ ფინანსურ რესურსს და მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
---