From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-12.12.2018
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 12.12.2018 08:14
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 12.12.2018

ტელევიზია

12.12.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

გაერთიანებული ოპოზიციის ონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ნოდარ ბურდილაძე მკურნალობას ღუდუშაურის კლინიკაში განაგრძობს. მას უკვე ჩაუტარდა მეორე ოპერაცია. გაერთიანებული ოპოზიცია ყველა საჭირო მედიკამენტების უზრუნველყოფას ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5751024

---

 

11.12.2018

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგებელი გრიგოლ ვაშაძე ონში დაჭრილი მისი შტაბის ხელმძშღვანელის ნოდარ ბურდილაძის მკურნალობის ხარჯების გაღებას სახელმწიფოს სთხოვს. ვაშაძის თქმით დაჭრილს სეფსისი განუვითარდა რის სამკუნალოდაც ძვირადღირებული მედიკამენტი სჭირდება. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ რომ დაშავებულს გარკვეული სახის დახმარება გაეწევა ტუმცა კონკრეტულად რა სახის ამას ჯერ ვერ აკონკრეტებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5750550

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5750256

---

 

11.12.2018

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღავნელი ამირან გამყრელიძე 2-7 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს მოუწოდებს შვილებს მონაწილეობა მიაღებინონ სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად. გამყელიძის განცხადებით კვლვის დროს შემთხვევითი პრინციპით ჯამში 1500 ბავშვის სისხლის ანალიზი უნდა აიღონ. ამ ეტაპზე კი მხოლოდ 1300 ბავშვს აქვს აღებული სინჯები. კვლევები 24 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5750373

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5750151

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5749810

I არხი-მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5750736

კავკასია - დღეს 20:30- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5750712

---

 

11.12.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: იმედის დღე

ტკივილის მართვის პოლიტიკა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5749125

---

 

11.12.2018

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

შრომის უსაფრთხოების კანონის გამკაცრების მიუხედავად, დასაქმებულთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე მაინც საფრთხის ქვეშაა. „მოამბისთვის“ ექსკლუზიურად მიწოდებული სტატისტიკის მიხედვით, სამუშაო ობიექტებზე შრომითი უფლებები უხეშად ირღვევა და ხშირ შემთხვევაში მინამალური სტანდარტებიც კი არ სრულდება. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა, რომელსაც აგვისტოდან ნებისმიერი საწარმოს და ობიექტის შემოწმება წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუძლია, უკვე 10-მდე კომპანია დააჯარიმა. შრომის ინსპექტორების მოულოდნელი მონიტორინგი მაღალი რისკის შემცველ საწარმოებში ჩატარდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5750527

---

 

 

 

11.12.2018

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 21:00

ამბულატორიების და თემის სამედიცინო პუნქტების შენობები საჭიროებს რეაბილიტაციას ქობულეთში. დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა, რომ დაახლოებით 400 ასეთი პუნქტის რეაბილიტაცია იგეგმება მომავალ წლებში, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტულად რომელ მუნიციპალიტეტებს შეეხება ეს ინიციატივა. რთული მდგომარეობაა სოფელ ქობულეთის ამბულატორიაში, სადაც დაზიანებულია წყლის სისტემა, შენობის ქვეშ კი ტერიტორია დაჭაობებულია. ამას კი გათბობის პერიოდული პრობლემა ემატება. პრობლემებია ზედა სამების სამედიცინო პუნქტშიც. აქ სასმელი წყალი საერთოდ არ აქვთ. დაზიანებულია კედლები და იატაკი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5750661

---

 

11.12.2018

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 18:00

შუახევის მოსახლეობა რაიონული ჰოსპიტალში ექიმების დეფიციტზე საუბრობს. ადგილობრივები, იმ ფატალურ შედეგებზე საუბრობენ, რომელთა მიზეზი, მათი თქმით, ხშირად არაკვალიფიციური მედპერსონალია. ამის გარდა,საუბრობენ საავადმყოფოში ექიმების დეფიციტზეც დარგების მიხედვით. რაიონული ჰოსპიტალი კომპანია ,,ევექსის დაქვემდებარებაშია, სადაც ადგილობრივების პრეტენზიებს არ ეთანხმებიან და განმარტავენ, რომ სამედიცინო დაწესებულება დადგენილებით გათვალისწინებულ ყველა ნორმას აკმაყოფილებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5750441

---

 

11.12.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

ქალების ხელფასები, მამაკაცებთან შედარებით, თითქმის 36%-ით ნაკლებია, ქალებს პრობლემები ექმნებათ სამსახურში ფეხმძიმობის გამო, ხშირია მათი დისკრიმინაცია, როგორც ვაკანსიების გამოცხადების, ასევე გასაუბრებაზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5750573

---

 

 

ინტერნეტი

12.12.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/dializis-saxelmwifo-programistvis-17-milioni-lari-daixarjeba/27404

დიალიზის სახელმწიფო პროგრამისთვის 17 მილიონი ლარი დაიხარჯება

დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოციალური მომსახურების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. უწყება 17 მილიონი ლარის ღირებულების შესყიდვას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც სადიალიზე საშუალებებსა და მასალებს შეიძენენ. გამარჯვებულმა კომპანიამ პრეპარატების პირველი პარტიის - 35 ათასი სეანსის, მიწოდება 2019 წლის 15 იანვრისთვის უნდა უზრუნველყოს. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 28 სამედიცინო დაწესებულებაში შესძლებენ, მათ შორის დედაქალაქსა და რეგიონების მსხვილ ქალაქებში.

---

 

12.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/524881-ojaxi-romelic-bavshvis-aqvanis-msurvelta-rigshi-pirvelia-shvilis-aqvanas-20-celia-elodeba

ოჯახი, რომელიც ბავშვის აყვანის მსურველთა რიგში პირველია, შვილის აყვანას 20 წელია ელოდება

ოჯახი, რომელიც ბავშვის აყვანის მსურველთა რიგში პირველია, შვილის აყვანას 20 წელია ელოდება, სიაში რიგით მეორე ოჯახს ბავშვის აყვანა 18 წელია სურს, მესამეს კი - 17 წელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, 2018 წელს სოციალური მომსახურების სააგენტოში შვილად აყვანის 10 მსურველი დარეგისტრირდა, 2017 წელს კი მათი რაოდენობა 162-ს შეადგენდა. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, გიორგი კუპრეიშვილი განმარტავს, მიმდინარე წელს, შვილის ასაყვანად დარეგისტრირების მსურველთა საკითხების განხილვა ისევ მიმდინარეობს, ამიტომ მათი რაოდენობა გაიზრდება. რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ უწევთ შვილად აყვანის მსურველებს წლების განმავლობაში ლოდინი, გიორგი კუპრეიშვილი განმარტავს, რომ შესაძლებელია, ეს როგორც კანონმდებლობას, რომელიც ასაკობრივ ზღვართან მიმართებაში არის დაწესებული, ისე სასურველი შვილად ასაყვანი ბავშვის მონაცემების (ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა) თაობაზე თვითონ ოჯახის მოთხოვნას ან გასაშვილებელი ბავშვის სურვილს უკავშირდებოდეს. „შესაძლებელია, ოჯახმა რამდენიმე შეთავაზებაზე უარი თქვას, მათი სასურველი მონაცემების ბავშვი არ გამოვლინდეს ან მშვილებელთა დიდი ხნის განმავლობაში ლოდინის მიზეზი თვითონ ბავშვის უარიც გახდეს. გარდა ამისა, ახალი კანონის თანახმად, შესაძლებელია, შვილად აყვანის პროცედურის შეფერხების მიზეზი უკვე ასაკიც იყოს, რადგან „შვილად აყვანის შესახებ“ კანონში მშვილებელსა და ბავშვს შორის ასაკობრივ სხვაობად 49 წელი განისაზღვრა“, - განაცხადა გიორგი კუპრეიშვილმა. ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს ინფორმაციით, 2018-2017 წლებში საზღვარგარეთ, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ 7 ბავშვი გაშვილდა, მათგან ყველა შშმ პირია. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით გაშვილების სტატისტიკას, მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს მონაცემებით, 2018 წელს 65 ბავშვი გაშვილდა, 2017 წელს კი - 127.

---

 

11.12.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/sergo-chixladze-ramdenic-ar-unda-daamaton-biudjets-problema-ar-gamoswordebaradgan-ar-ebrdzvian-gadaxardjvis-mizezebs

“აშკარად აცდენილია ეს ხალხი ჯანდაცვის პოლიტიკას და არ იციან რა არის ჯანდაცვის მენეჯმენტი“

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ბიუჯეტი წელსაც არ ჰყოფნის. პროგრამის 713-მილიონიანი ბიუჯეტი იწურება. სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული მონაცემების მიხედვით, 7 დეკემბრის მდგომარეობით 698.7 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, 2018 წლის ბოლომდე კი დასახარჯი მხოლოდ 14.3 მილიონი რჩება. იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ათვისების არსებული ტემპი გაგრძელდა,14 მილიონი ლარი სავარაუდოდ, 16-17 დეკემბრამდე იქნება საკმარისი და 37 მილიონი ლარის დამატება გახდება საჭირო. კომერსანტთან საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის დეფიციტურობის მიზეზებს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე განმარტავს და ამ ტენდენციას პროგრამის არასწორ მენეჯმენტს უკავშირებს. „რამდენიმე თვის წინ მე და ჩემი კოლეგები ვაკეთებდით პროგნოზს, რომ დაახლოებით 30-40 მილიონი იქნებოდა პროგრამის ბიუჯეტის დეფიციტი, რაც, სამწუხაროდ, გამართლდა. მიზეზი პროგრამის არასწორი მენეჯმენტი და დიზაინია. ასევე ის, რომ არ არის გათვალისწინებული და გამოყენებული კერძო სადაზღვეო კომპანიების პოტენციალი, რაც ნაწილობრივ ამ კოპმანიებზე გადაიტანდა ფინანსურ ტვირთს და შემოთავაზებულ მომსახურების პაკეტსაც ხარისხობრივად გააუმჯობესებდა. თუმცა ეს არაა სრული სურათი, ამ თანხებში არ შედის ის დავალიანებები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს სამედიცინო დაწესებულებების მიმართ. თავიდან იყო ორთვიანი მოცდის პერიოდი. შემდეგ, იმის გამო, რომ ამას ბიუჯეტი ვერ უძლებდა, ეს პერიოდი 4 თვემდე გაზარდეს, თუმცა ამანაც ვერ გამოასწორა მდგომარეობა. როდესაც წელი მთავრდება არ ნიშნავს, რომ ყველა საავადმყოფოს მიმართ დავალიანება გასტუმრებულია, ეს თავის მხრივ იმას იწვევს, რომ ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება ისედაც მიზერულ ხელფასებს დროულად ვერ გასცემს,“-აცხადებს სერგო ჩიხლაძე. საყოევლთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელსაც ვადაზე ადრე ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის გადასარჩენად 40 მილიონის სახით დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არც 2016 და 2015 წლებშიც ეყო. 2016 წლის 7 ნოემბერს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის საპასუხოდაც ჯანდაცვის სამინისტრომ მას საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით 35 მილიონი ლარი დაუმატა. დამატებული 35 მილიონი 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ 18 მილიონი დაუმატა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2015 წელსაც, როდესაც პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. ეს თანხა კი ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური დახმარებების გაცემის მუხლს მოაკლო. ჩიხლაძის თქმით, მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტში და ასევე ჯანდაცვლის ბიუჯეტის ცალკეულ მიმართულებებში დიდი რაოდენობის აუთვისებელი თანხებია, საიდანაც შეიძლება საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის შევსება. „რაც შეეხება დანაკლისის შევსებას, ეს პრობლემა არაა რადგან სახელმწიფო ბიუჯეტში დიდი რაოდენობითაა აუთვისებელი თანხები. მათ შორის, თვითონ ჯანდაცვის ბიუჯეტის სხვადასხვა მიმართულებითაც. მაგალითად, მედიკამენტების პროგრამა. მიუხედავად იმისა,რომ ქვეყანაში ადამინებს მედიამენტებზე წვდომის პრობლემა აქვთ 10 მილიონიანი პროგრამიდან მხოლოდ 500 ათასი ლარი დაიხარჯა. ასევე, c ჰეპატიტის პროგრამაშიც მხოლოდ მეოთხედია ათვისებული, რადგან პაციენტების მოძიება და პროგრამაში ჩართვა ვერ მოხდა,“-აცხადებს სერგო ჩიხლაძე. ექსპერტი პრობლემის მოგვარების გზებსაც ასახელებს, მისი თქმით გამოსავალი პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებასა და არსებული პროგრამის რეფორმაშია. „რამდენიც არ უნდა დაამატონ ბიუჯეტს პრობლემა არ გამოსწორდება, რადგან არ ებრძვიან გადახარჯვის მიზეზებს. პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა მისი გათავისება, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბიუიჯეტის გადახარჯვა ექიმებს დააბრალა და თქვა, რომ ისინი არასწორ დიაგნოზს სვამენ . აშკარად აცდენილია ეს ხალხი ჯანდაცვის პოლიტიკას და არ იციან რა არის ჯანდაცვის მენეჯმენტი. მნიშვნეოვანია პირველადი ჯანდაცვის ქსელის გაუმჯობესება და რეფორმირება, რადგან ეს თუ არ მოგვარდა გაგრძელდება ტენდენცია, რომ ადამიანი გვიან მიმართავს შესაბამის სერვისებს და ეს მისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც ძვირია. ასევე,მნიშვნელოვანია კერძო ჯანდაცვის სისტემის გამოყენება,“-განმარტავს სერგო ჩიხლაძე. აღსანიშნავია,რომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვაზე 754 მილიონი ლარია გამოყოფილი.

---

 

11.12.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-sazghvrispira-da-maghalmtian-regionebshi-khels-shevuwyobt-soflis-eqimebs/

დავით სერგეენკო - საზღვრისპირა და მაღალმთიან რეგიონებში ხელს შევუწყობთ სოფლის ექიმებს

საზღვრისპირა და მაღალმთიან რეგიონებში ხელს შევუწყობთ სოფლის ექიმებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრის თქმით, მთის ხელშეწყობის პროგრამა რამდენიმე მიმართულებას ითვალისწინებს. „ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით ეს რამდენიმე ეტაპია, რომლის განხორციელებაც ერთდროულად დაიწყო. ერთი მხრივ, ეს არის მაღალმთიან რაიონებში მომუშავე ადამიანების სოციალური მხარდაჭერა, მეორე მხრივ ეს არის ხელშეწყობა იმისათვის, რომ მაგალითად, დიპლომის შემდგომი განათლება მიიღონ ახალგაზრდა ექიმებმა, რომლებიც ამას ფინანსური ბარიერის გამო ვერ ახერხებენ. ამას უკვე სამინისტრო უფინანსებს. მესამე მიმართულება ეს არის ხელშეწყობა იმისათვის, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს განვითარებული. მთლიანად, საქართველოს მასშტაბით 400 ამბულატორიის რეკონსტრუქციაზე ან ახლის აშენებაზე არის კონკრეტული გეგმა 2019-2020 წლის განმავლობაში. საზღვრისპირა და მაღალმთიან რეგიონებში ჩვენ ხელს შევუწყობთ ასევე სოფლის ექიმებს, რომ უფრო მეტი სამუშაო ადგილი იყოს და მეტი დახმარების აღმოჩენა შეძლონ ადგილზე, ისევე, როგორც ხელს შევუწყობთ მაღალი გამავლობის სამედიცინო ტრანსპორტით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ბიპიენ.ჯი- https://bpn.ge/finansebi/51142-saqarthveloshi-2019-2020-tslebshi-400-ambulatoriis-rekonstruqcia-an-akhlis-asheneba-igegmeba.html?lang=ka-GE

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/524785-davit-sergeenko-sakartveloshi-2019-2020-clebshi-400-ambulatoriis-rekonstrukcia-an-axlis-asheneba-igegmeba/  

---

 

11.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/524788-davit-sergeenko-axali-programis-shezenis-shedegad-sascrapo-brigadis-gamozaxebis-adgilze-misvlis-dro-shemcirdeba/

დავით სერგეენკო - ახალი პროგრამის შეძენის შედეგად, სასწრაფო ბრიგადის გამოძახების ადგილზე მისვლის დრო შემცირდება

სასწრაფო დახმარების სადისპეჩეროები ყოველთვის პრიორიტეტით მუშაობდნენ. განახლების შედეგი იქნება ის, რომ შემოკლდეს გამოძახების ადგილზე მისვლის დრო, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის მიერ ახალი პროგრამის შეძენის საკითხზე კომენტირებისას. "სასწრაფო დახმარების სადისპეჩეროები ყოველთვის პრიორიტეტით მუშაობდნენ და რაიმე პრინციპული სიახლე ამ მხრივ არ არის. პრიორიტეტის დედააზრი არის ის, რომ როცა არის ორი გამოძახება და არის ერთი თავისუფალი ბრიგადა, რომელს მიანიჭო პრიორიტეტი - ავტოსაგზაო შემთხვევას მრავლობითი დაზარალებულით თუ მაღალ ტემპერატურას. სადისპეჩერო ტრიაჟი ჰქვია ამას. ამ პროგრამების განახლება მუდმივად ხდება. სადისპეჩეროები ყოველთვის ამ პრიორიტეტებით მუშაობდნენ. ახლანდელი განახლება იქნება, რომ უფრო დახვეწილად იყოს ეს და შემოკლდეს გამოძახების ადგილზე მისვლის დრო",- განაცხდა სერგეენკომ.

---

 

11.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/524783-davit-sergeenko-sascrapos-sadispecheroebi-qoveltvis-prioritetit-mushaobdnen-ganaxleba-is-aris-rom-shemokldes-gamozaxebidan-adgilze-misvlis-dro/

დავით სერგეენკო - სასწრაფოს სადისპეჩეროები ყოველთვის პრიორიტეტით მუშაობდნენ, განახლება ის არის, რომ შემოკლდეს გამოძახებიდან ადგილზე მისვლის დრო

სასწრაფო დახმარების სადისპეჩეროები ყოველთვის პრიორიტეტით მუშაობდნენ. ახლანდელი განახლება ის იქნება, რომ უფრო დახვეწილად იყოს ეს და შემოკლდეს გამოძახებიდან ადგილზე მისვლის დრო,- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის მიერ ახალი პროგრამის შეძენის საკითხის კომენტირებისას. "სასწრაფო დახმარების სადისპეჩეროები ყოველთვის პრიორიტეტით მუშაობდნენ და რაიმე პრინციპული სიახლე ამ მხრივ არ არის. პრიორიტეტის დედააზრი არის ის, რომ როცა არის ორი გამოძახება და არის ერთი თავისუფალი ბრიგადა, რომელს მიანიჭო პრიორიტეტი- ავტოსაგზაო შემთხვევას მრავლობითი დაზიანებით თუ მაღალ ტემპერატურას. სადისპეჩერო ტრიაჟი ჰქვია ამას. ამ პროგრამების განახლება მუდმივად ხდება. სადისპეჩეროები ყოველთვის ამ პრიორიტეტებით მუშაობდნენ. ახლანდელი განახლება იქნება რომ უფრო დახვეწილად იყოს ეს და შემოკლდეს გამოძახებიდან ადგილზე მისვლის დრო",- განაცხდა სერგეენკომ. ცნობისთვის, გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრმა შეიძინა ახალი პროგრამა, რომლის მიხედვითაც, სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე პრიორიტეტის მიხედვით მივა.

---

 

11.12.2018

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=76121

სერგეენკო: წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩვენ დავბლოკოთ ამერიკის ელჩი

„წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩვენ დავბლოკოთ ამერიკის ელჩი. ინიშნება ის, ვისაც ეს სახელმწიფო მიიჩნევს საჭიროდ“, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. სერგეენკო გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რომლის თანახმადაც ამერიკის ელჩობის კანდიდატს საქართველოს მთავრობა ბლოკავს. „სიმართლე გითხრათ, მე ყველა დეტალში ჩახედული არ ვარ, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკურმა ძალამ დაბლოკოს ამერიკის ელჩი. ამას თავისი პროტოკოლი აქვს და ძალიან ეჭვი მეპარება, მართალი გითხრათ, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩვენ დავბლოკოთ ამერიკის ელჩი. ინიშნება ის, ვისაც ეს სახელმწიფო მიიჩნევს საჭიროდ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, Foreign Policy-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა დაბლოკა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/524776-davit-sergeenko-echvi-mepareba-da-carmoudgeneli-mgonia-rom-chven-ashsh-s-elchi-davblokot/

1ტივი.ჯი- https://1tv.ge/news/davit-sergeenko-warmoudgenelia-rom-politikurma-dzalam-dablokos-amerikis-elchi/

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/davit-sergeenko-echvi-mepareba-da-warmoudgeneli-mgonia-rom-chven-ashsh-s-elchi-davblokot

კვირა.ჯი- http://kvira.ge/437654

---

 

11.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/524778-davit-sergeenko-protestis-gamoxatva-gasagebia-mtavaria-rom-es-ar-gadaizardos-zaladobriv-protestshi/

დავით სერგეენკო - პროტესტის გამოხატვა გასაგებია, მთავარია, რომ ეს არ გადაიზარდოს ძალადობრივ პროტესტში

მიწების გასხვისების საკითხი ყოველთვის ძალიან მტკივნეულია. პროტესტის გამოხატვა ასეთ შემთხვევაში გასაგებია, მთავარია, რომ ეს არ გადაიზარდოს ძალადობრივ პროტესტში,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციის შეფასებისას განაცხადა. "მიწების გასხვისების საკითხი ყოველთვის ძალიან მტკივნეულია და თითქმის ყოველთვის ასოცირდება უამრავ რაღაცასთან, მათ შორის, შენი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიასთან. პროტესტის გამოხატვა ასეთ შემთხვევაში გასაგებია, მთავარია, რომ ეს არ გადაიზარდოს ძალადობრივ პროტესტში, რაც არ მომხდარა, საბედნიეროდ",- განაცხადა სერგეენკომ. ცნობისთვის, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების საკითხზე მორატორიუმის დაწესების მოთხოვნით იუსტიციის სახლთან აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს.

---

 

11.12.2018

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=76136

სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის დაზღვევის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის დაზღვევის საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და სადაზღვევო კომპანიების ექსპერტებს შეხვდა. რიგით მეორე შეხვედრაზე მხარეებმა მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში დაზღვევის მინიმალური სტანდარტების კონცეფცია განიხილეს.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/524801-samushao-adgilze-momxdari-ubeduri-shemtxvevis-shedegad-dashavebulta-dazgvevis-sakitxze-shexvedra-gaimarta/?fbclid=IwAR2fSRPxEiGC9QCFCALVy0BwRTqff7TDmpwpKOBPW7JqTjdTY23G5OKDxxA

---

 

11.12.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/shromis-inspeqtirebis-departamenti-shemowmebuli-80-ze-meti-sawarmodan-shromis-usafrtkhoebis-normebi-yvelashi-darghveulia/

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი - შემოწმებული 80-ზე მეტი საწარმოდან შრომის უსაფრთხოების ნორმები ყველაში დარღვეულია

ოქტომბრიდან დღემდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელი 34 პირი შეამოწმა. სამი ობიექტის შემოწმების ანგარიში დამუშავების პროცესშია. როგორც უწყებიდან პირველ არხს აცნობეს, შემოწმების შედეგად ყველა შემთხვევაში გამოყენებული იყო ადმინისტრაციული სახდელის სახე – გაფრთხილება. შემოწმების შედეგად გაიცა მითითებები შემდეგი სახის დარღვევებზე: საფრთხეების იდენტიფიცირების, რისკების შეფასების და მართვის სისტემის არარსებობა და არასრულყოფილება ორგანიზაციაში; პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველმყოფი აუცილებელი ზომების არარსებობა; სამუშაო ადგილზე ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობის იდენტიფიცირების ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებების არ ქონა; ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უქონლობა; საწარმოო გარემო ფაქტორების შეუფასებლობა; სწავლებებისა და ინსტრუქტაჟების ჩაუტარებლობა; მანქანა-დანადგარების, ტექაღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობის კონტროლის გაუმართავი პროცედურები; საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების გეგმის უქონლობა. კოლექტიური დაცვის საშუალებების არარსებობა. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა პირველ არხს შემოწმებული კომპანიების ჩამონათვალიც მიაწოდა, ესენია: შპს „კვირიკე“ ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერის დამუშავება; შპს „კრიალა“ – საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური დანიშნულების ქაღალდის ნაწარმის წარმოება; შპს „ზდ ნავთობის კომპანია“ – ნავთობპროდუქტების წარმოება; შპს „თევანი“ – ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება; შპს „ვესტა ტექსტილი“ – ტანსაცმლის და აქსესუარების წარმოება; შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ – თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება; შპს „ტობე“ – ბეტონის წარმოება; შპს „აია ტექსტილი“ – სპეცტანსაცმლის წარმოება; შპს „მემთექს ჯორჯია“ – ტანსაცმლის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები; სს „ქუთაისის მექანიკური ქარხანა“ – მანქანათმშენებლობის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები; შპს „ფშაველა“ – ელექტროენერგიის წარმოება ჰიდროელექტროსადგურების მიერ; შპს „გზამგები“ – ასფალტბეტონის წარმოება, ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება; შპს „ბევრილი ჯგუფი“ – ფქვილის წარმოება; შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“ – ფოლადის წარმოება; შპს „პროგრესი“ – ფქვილის წარმოება; შპს „დასა“ – ფეხსაცმლის წარმოება; შპს „ვარციხე 2005“ – ელექტროენერგიის წარმოება ჰიდროელექტროსადგურების მიერ; შპს „ფელინ გლობალი“ – ტანსაცმლის და აქსესუარების წარმოება; შპს „ინჯაფა“ – ლითონის სხვა მზა პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები; შპს „ქუთაისცემენტი“ – ცემენტის წარმოება; შპს „იჯიეს“ – თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება; შპს „ოთსანა“ – პლასტმასის სამშენებლო ნაკეთობების წარმოება; შპს „ვიქტორია“ – ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება; შპს „ლიდერი“ – ფქვილის წარმოება; შპს „ლევანტო“ – ფეხსაცმლის წარმოება; შპს „რუსთვაის ფოლადი“ – ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება; შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ – ელექტროენერგიის წარმოება თბოელექტროსადგურების მიერ; შპს „გზა-მშენებელი“ – გზების და ავტობანების მშენებლობა; შპს „აისბერგ ფოთი“ – სასაწყობე მეურნეობა, ტვირთის სასაწყობე ოპერირება; შპს „ჯორჯიან ტექსტილი“ – სხვა ზედა ტანსაცმლის წარმოება შპს „ჩინეთის რკინიზგის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ – გზების და ავტობანების მშენებლობა. პირველი აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდში შრომის პირობების უსაფრთხოება 50-მდე საწარმოში შემოწმდა, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ. მაშინაც, დარღვევები ყველა შემოწმებულ ობიექტში აღმოჩნდა. მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოების არანებაყოფლობითი ინსპექტირება მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოებში შესვლა შრომის ინსპექტორებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუძლიათ.

---

 

11.12.2018

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/201860-2018-tslis-erthiani-diplomis-shemdgomi-sakvalifikacio-gamocdebi-daitsyo.html?lang=ka-GE

2018 წლის ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა საექიმო სპეციალობებში ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო. მისი განცხადებით, მაძიებლები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერთიფიკატს აიღებენ. "გამოცდაზე 1423 კურსდამთავრებული დარეგისტრირდა. ესენი არიან პირვნებები, რომლებმაც დაამთავრეს დიპლომამდელი განათლება. გამოცდის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიენჭებათ რეიტინგული ქულები. ისინი ჩვენი მომავალი კოლეგები არიან და წარმატების შემთხვევაში აიღებენ სერთიფიკატს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობაში. ეს გამოცდები წელიწადში ორჯერ ტარდება, გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე" - განაცხადა ზაზა ბოხუამ. ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე 1423 მაძიებელი დარეგისტრირდა, პროფილით "სამკურნალო საქმე" – 1 077, სტომატოლოგია - 334, ლაბორატორიული მედიცინა - 22. 2018 წლის ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მაძიებელთა ონლინე რეგისტრაცია 7 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. გამოცდები 11 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის, პროფილით "მედიცინა" და "სტომატოლოგია", საგამოცდო ტესტ-კითხვარები განახლდა. ასევე, განახლდა ტესტ-კითხვარები შემდეგ სპეციალობებში: "ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია", "გადაუდებელი მედიცინა", "ენდოკრინოლოგია", "კარდიოლოგია", "ლაბორატორიული მედიცინა", "ნევროლოგია", "რადიოლოგია", "ორთოპედია-ტრავმატოლოგია", "თერაპიული სტომატოლოგია" და "ფსიქიატრია". პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, 2018 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების საშემოდგომო სესიაზე საგამოცდო ბილეთში არასაჯარო (დაფარული) პაკეტიდან გათვალისწინებული იყო ტესტების 20% (40 ტესტი). სასერტიფიკაციო გამოცდებზე - 25% (50 ტესტი).

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/524800-jandacvis-saministros-inpormaciit-2018-clis-ertiani-diplomisshemdgomi-sakvalipikacio-gamocdebi-daicqo/

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=76130

აპირეს.ჯი- https://ipress.ge/new/eqimebisthvis-2018-tslis-erthiani-diplomisshemdgomi-sakvaliphikatsio-gamotsdebi-daitsqho/

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/saeqimo-specialobebshi-diplomisshemdgomi-sakvalifikacio-gamocdebi-daiwyo

პია.ჯი- https://pia.ge/post/238100-ertiani-diplomissemdgom-sakvalifikacio-gamocdebi-daiwyo

---

 

11.12.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/daavadebata-kontrolis-centri-mshoblebs-bavshvebis-organizmshi-tyviis-shemcvelobis-dasadgenad-kvlevashi-aqtiurobisken-mouwodebs/

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დასადგენად კვლევაში აქტიურობისკენ მოუწოდებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს მოუწოდებს, შვილებს სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად კვლევაში მონაწილეობა მიაღებინონ. ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვლევის დროს შემთხვევითი პრინციპით ჯამში 1500 ბავშვის სისხლის ანალიზები უნდა აიღონ. ამ დროისთვის, მხოლოდ 1 300-მდე ბავშვს აუღეს სინჯები. კვლევები კი 24 დეკემბერს უნდა დასრულდეს. ამირან გამყრელიძის თქმით, კვლევებზე მშობლები გარკვეული მოსაზრებების გამო უარს აცხადებენ და ხშირ შემთხვევაში, ამაში ისინი პედიატრების მიერ კვლევასთან დაკავშირებული არასწორად მიწოდებულ ინფორმაციას იშველიებენ. „თუ 1500 ბავშვის გამოკვლევა ვერ მოხდება, სახელმწიფოს არ ექნება ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე საერთო სურათი, რაც სამომავლოდ მედიკოსებს ხელს შეუშლის დაავადების პრევენცია მოახდინონ“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პროგრამის მიმდინარეობისას ყველაზე ცუდი მდგომარეობა თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, დადებითი კი ქუთაისში, გურიაში და იმერეთის ცალკეულ ქალაქებში გამოიკვეთა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/524786-sisxlshi-tqviis-shemcvelobis-kvlevis-parglebshi-daaxloebit-1300-bavshvia-gamokvleuli/

---

 

11.12.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/ddaavadebata-kontrolis-centris-khelmdzghvaneli-qveyanashi-gripis-virusis-arsebobas-adasturebs/

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ქვეყანაში გრიპის ვირუსის არსებობას ადასტურებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ქვეყანაში გრიპის ვირუსის არსებობას ადასტურებს. ამირან გამყრელიძის განმარტებით, 10-დან 7 შემთხვევაში, ლაბორატორიული კვლევისას, გრიპის ვირუსის არსებობა დადასტურდა, თუმცა მედიკოსები ჯერჯერობით სიტუაციის გამწვავების საფუძველს ვერ ხედავენ და არც სამომავლოდ ელოდებიან. გამყრელიძე ამბობს, რომ გრიპის ვირუსის პრევენციისთვის საჭიროა მოსახლეობამ აცრები ჩაიტაროს, ასევე დაიცვან ჰიგიენური ნორმები და თუ ტემპერატურა ორი დღის განმავლობაში 38 გრადუსს მიაღწევს, პაციენტები ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სახელმწიფოს დახმარებით ვირუსის საწინააღმდეგო აცრები 39 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა, კიდევ 10 ათას ადამიანის აცრა კი, კერძო სექტორმა დააფინანსა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/524787-sakartveloshi-gripis-virusi-laboratoriulad-dadasturda/

ნიუპოსტ.ჯი-http://www.newposts.ge/?l=G&id=192027-%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1,%20%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98

კვირა.ჯი- http://kvira.ge/437677

 ---

 

11.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/524833-daavadebata-kontrolis-centris-carmomadgenlis-inpormaciit-tambakos-moxmarebis-shezgudvis-kutxit-dacesebuli-regulaciebi-telekompaniebis-mxridan-ar-sruldeba/

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის კუთხით დაწესებული რეგულაციები ტელეკომპანიების მხრიდან არ სრულდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის ლელა სტურუას ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის კუთხით დაწესებული რეგულაციები ტელეკომპანიების მხრიდან არ სრულდება. „დაიწყეს თამბაქოს მოწევა ტელევიზიის შენობებში. სამწუხაროდ, ეწევიან შენობებში. ხშირია ტელეკომპანია, რომელთა სხვადასხვა გადაცემებში თამბაქოს მოხმარება ჩანს. ტელევიზიებთან დაკავშირებით ასევე მინდა ვთქვა, რომ უარს გვეუბნებიან იმ ვიდეო-რგოლის ჩვენებაზე, რომელიც სეზონური ვიდეორგოლია და გვიჩვენებს, თუ როგორ მოვიქცეთ ზამთრის სეზონზე. გვწერენ, რომ თითქოს ჩვენ ამით კანონს ვარღვევთ და კანონის დარღვევისკენ ვუბიძგებთ. უარს გვეუბნება საზოგადოებრივი მაუწყებელიც“, - აცხადებს ლელა სტურუა. პარლამენტში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის კუთხით დაწესებული რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა.

 ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/201857-daavadebatha-kontrolis-centris-tsarmomadgenlis-informaciith-thambaqos-mokhmarebis-shezghudvis-kuthkhith-datsesebuli-regulaciebi-telekompaniebis-mkhridan-ar-sruldeba.html?lang=ka-GE

ბიპიენ.ჯი- https://bpn.ge/finansebi/51159-qthambaqos-mokhmarebis-shezghudvis-kuthkhith-datsesebuli-regulaciebi-telekompaniebis-mkhridan-ar-sruldebaq.html?lang=ka-GE

---

 

11.12.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/janmrtelobis-msoflio-organizacia-saqartvelos-mouwodebs-tambaqoze-gadasakhadi-kidev-ufro-gazardos/

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მოუწოდებს, თამბაქოზე გადასახადი კიდევ უფრო გაზარდოს

საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გადასახადების ზრდამ მოწევაზე თავის დანებებისკენ მწეველთა მხოლოდ ნაწილს უბიძგა, ამიტომაც აღნიშნული პოლიტიკა კიდევ უფრო გასაძლიერებელია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რეკომენდაციას უწევს საქართველოს, თამბაქოს ყველა პროდუქტზე გადასახადები გაზარდოს. „საქართველოს მოსახლეობის 32%-ზე მეტი თამბაქოს მომხმარებელია და ამის გამო, ყოველწლიურად დაახლოებით 11.400 ადამიანი იღუპება. თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობის, დაავადებების, პროდუქტიულობის კლების და სხვა ტვირთის გამო, საქართველო ყოველწლიურად კარგავს 825 მილიონ ლარს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4%-ია. 2017 წელს, გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ, საქართველოში თამბაქოს კონტროლის საინვესტიციო შემთხვევის კვლევის თანახმად, თამბაქოზე გადასახადების ზრდა საქართველოში, 15 წლიან პერსპექტივაში თამბაქოს მოწევის მაჩვენებელს 27%-ით შეამცირებს, გადაარჩენს 35 000 ადამიანის სიცოცხლეს და მოიტანს სარგებელს 2.2 მილიარდი ლარის მოცულობით. ამ შედეგის მისაღწევად, საქართველომ უნდა უპასუხოს რამდენიმე გამოწვევას თამბაქოს პროდუქტების დაბეგვრის სფეროში. 1. სერიოზული პრობლემაა თამბაქოს პროდუქტების არათანაბარი დაბეგვრა, კერძოდ, სხვაობა უფილტრო და ფილტრიან სიგარეტების გადასახადებს შორის, რაც თამბაქოს ინდუსტრიას შესაძლებლობას აძლევს გვერდი აუაროს გადასახადს, მწეველთა ნაწილს კი, ნაცვლად იმისა, რომ სარგებელი მიიღონ თამბაქოზე თავის დანებებით, ან მისი მოხმარების შემცირებით, თამბაქოს ერთი პროდუქტის მეორეთი ჩანაცვლებისკენ უბიძგებს. 2. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ამ სფეროში შერეული დაბეგვრის სისტემის შემოღებით (იმავდროულად ფიქსირებული აქციზის მაღალი წილის შენარჩუნებით) და გადასახადების ზრდით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, თამბაქოს ნაწარმზე გადასახადები და ფასები რეგიონში კვლავაც ერთ-ერთი დაბალია. გადასახადების ზრდამ მოწევაზე თავის დანებებისკენ მწეველთა მხოლოდ ნაწილს უბიძგა, ამიტომაც აღნიშნული პოლიტიკა კიდევ უფრო გასაძლიერებელია, რათა მწეველებს ამ სახიფათო პროდუქტზე თავის დანებების სერიოზული მოტივაცია გაუჩნდეთ. გადასახადების გაზრდა თავიდან აგვაცილებს უამრავი არამწეველის, განსაკუთრებით კი ახალგაზდების მხრიდან თამბაქოს მოწევის დაწყებასაც. გაიზრდება როგორც საბიუჯეტო შემოსავლები, ასევე უამრავი ოჯახის დანაზოგი”, – აღნიშნულია განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თამბაქოზე გადასახადების ზრდა ერთ-ერთი საუკეთესო „მოგება-მოგების“ პოლიტიკაა. ის მომგებიანია როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე ბიუჯეტისთვის. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა საერთაშორისო სააგენტოები ქვეყნებს მოუწოდებენ ყურადღება მიაქციონ, გაითვალისწინონ მტკიცებულებები და არა თამბაქოს ინდუსტრიისეული შეცდომაში შემყვანი არგუმენტები. არსებობს ძალიან მყარი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ თამბაქოზე მაღალი გადასახადები და ფასები მნიშვნელოვნად ამცირებს მის მოხმარებას, ეს უფრო შესამჩნევია დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ვიდრე მაღალშემოსავლიანებში. გამოთვლილია, რომ თამბაქოზე სააქციზო გადასახადის გასამმაგება დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების უმრავლესობაში აორმაგებს სიგარეტის ფასებს და დაახლოებით 40%-ით ამცირებს ამ პროდუქტების მოხმარებას. მთავრობებისთვის თამბაქოს დაბეგვრა „მოგება-მოგების“ პოლიტიკის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, რითაც დამატებითი შემოსავლების გენერირებაც მოხდება და მოხმარებაც შემცირდება. სულ უფრო მეტი ქვეყანა წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომ თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების ზრდა, რომელიც საცალო ფასებს 10%-ით ზრდის, 2%-დან 8%-მდე ამცირებს მოხმარებას. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, თამბაქოს აქციზური განაკვეთის გაორმაგება სიგარეტის გადასახადიდან შემოსავლებს 30%-ზე მეტით ზრდის. თამბაქოს გადასახადები ღარიბ მოსახლეობას და ახალგაზრდებს იცავს. კვლევის თანახმად, თამბაქოს პროდუქტზე ფასის ზრდის შედეგად ახალგაზრდები ზრდასრულებთან შედარებით 2-3-ჯერ მეტად ამცირებენ მოხმარებას. მაღალი გადასახადები და ფასები ეფექტური პრევენციაა საიმისოდ, რომ ნაკლებმა ახალგაზრდამ დაიწყოს თამბაქოს მოხმარება და გახდეს რეგულარული მომხმარებელი. თამბაქოს ინდუსტრიის და მასთან დაკავშირებული მხარეების მტკიცებით, თამბაქოზე გადასახადის ზრდას ჯანმრთელობასა და შემოსავლებზე ასეთი კარგი ეფექტი არ ექნება, რადგან თურმე დრამატულად გაიზრდება უკანონო ვაჭრობა და მწეველები არალეგალური პროდუქტების მოხმარებაზე გადავლენ. თუმცა, რეალური მტკიცებულებების თანახმად, უკანონო ვაჭრობის პრევენცია და კონტროლი უპირველესად კანონის ადმინისტრირების საკითხია და ქვეყნებს შორის ფასების სხვაობის ზრდა ყოველთვის არ იწვევს პირდაპირ უკანონო ვაჭრობის ზრდას. მრავალი ფაქტი და მტკიცებულება გვიჩვენებს, რომ ქვეყნებს, სადაც თამბაქოზე მაღალი გადასახადები, ფასები და კანონის ძლიერი ადმინისტრირებაა,საკმაოდ მცირე უკანონო ბაზარი აქვთ, ან ის უმნიშვნელოდ იზრდება. საქართველო ერთ-ერთი კარგი მაგალითია ამ მხრივ. 2004 წლამდე, როდესაც რეგიონში თამბაქოზე გადასახადები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო, კონტრაბანდის და არალეგალური ბაზრის წილი დაახლოებით 50%-ს შეადგენდა. მაგრამ, მომდევნო წლებში, როდესაც მთავრობამ ამ პროდუქტზე პრაქტიკულად რამდენჯერმე გაზარდა გადასახადები და ზოგადად კანონის აღსრულება და კორუფციასთან ბრძოლა გააძლიერა, ძალიან მალე არალეგალური ბაზრის მოცულობა თითქმის განულდა, საბიუჯეტო შემოსავლები კი შესამჩნევად გაიზარდა”, – აღნიშნულია ჯანმო-ს განცხადებაში.

---

 

11.12.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/grigol-vashadze-onshi-dachrili-mati-shtabis-khelmdzghvanelis-mkurnalobis-kharjebis-dafarvas-sakhelmwifos-stkhovs/

გრიგოლ ვაშაძე ონში დაჭრილი მათი შტაბის ხელმძღვანელის მკურნალობის ხარჯების დაფარვას სახელმწიფოს სთხოვს

აერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე ონში დაჭრილი მისი საპრეზიდენტო შტაბის ხელმძღვანელის ნოდარ ბურდილაძის მკურნალობის ხარჯების გაღებას სახელმწიფოს სთხოვს. ვაშაძის თქმით, დაჭრილს სეფსისი განუვითარდა, რის სამკურნალოდაც ძვირად ღირებული მედიკამენტი სჭირდება, რომელიც საქართველოში არ იყიდება. „დაჭრილს გამოუწერეს წამლები, რომელიც არ არის საქართველოში და ოჯახს შეძენის საშუალება არ აქვს. ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ ჯანდაცვის სამინისტროსგან, სასწრაფოდ მიხედონ ნოდარ ბურდილაძეს. იმაზე არ ვლაპარაკობ, რომ ეს არის უმძიმესი დანაშაული. ადამიანის სიცოცხლე არის საფრთხის ქვეშ. ამიტომ, ყველას ვთხოვ, დაინტერესდით ამით“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე. ვაშაძე განმარტავს, რონ დაჭრილს გარკვეულ ეტაპამდე დაეხმარნენ, თუმცა მისი ფინანსური დახმარების რესურსი ოპოზიციას აღარ აქვს. გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ნოდარ ბურდილაძეს საკუთარ სახლთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დახვდნენ, პროვოკაციაზე გამოიწვიეს და ე.წ. სპიცით დაჭრეს. ის თერჯოლაში, მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანეს.

---

 

ბეჭდვითი მედია

12.12.2018

მედიასაშუალება:      ვერსია

რუსეთის მთავრობა ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციას ცდილობს

ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება, სახიფათო მწერების დივერსიული მიზნებით გამოყენება და ხალხის მოწამვლა _ ამ ყველაფერს, უკვე წლებია, რუსეთის ხელისუფლება და მისი მედია თბილისში, ამერიკელების მიერ აშენებულ ლუგარის ლაბორატორიას _ ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის (BშL-3) სტანდარტებით აღჭურვილ ლუგარის ცენტრს აბრალებს. ყველა ამ ინფორმაციას რომ დავუჯეროთ, საქართველოში ცოცხალი უკვე აღარავინ უნდა იყოს. რუსეთის ხელისუფლებასა და მის მაამებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც რესპონდენტებად, ძირითადად კომიკურ პერსონაჟებს იყენებენ, არაფრით უნდათ იმის დაჯერება, რომ ლუგარის ლაბორატორია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებს ემსახურება. რუსეთის პროპაგანდა არ ცხრება მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში სხვადასხვა დროს, არაერთ რუს მეცნიერსაც უმუშავია და მოსკოვმა სხვა გზებითაც კარგად იცის, რომ ამერიკელი და ქართველი სპეციალისტები ამ ცენტრში ადამიანისა და ცხოველის დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენას, ამოცნობასა და ეპიდემიებთან ბრძოლის ეფექტიანი გზების დასახვას ემსახურებიან. 2018 წლის 4 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებს ჰქონდათ მცდელობა, მორიგი დეზინფორმაცია გაევრცელებინათ, შეცდომაში შეეყვანათ მოქალაქეები და რუსული თანაგრძნობის ცნობილი პოლიტიკით, შიში დაეთესათ რეგიონში. თანამდებობის პირები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ თითქოს გარდაიცვალა 73 ქართველი მას შემდეგ, რაც მკვლევარებმა „ცე“ ჰეპატიტის მკურნალობის კურსის ფარგლებში, „ტოქსიკური ნივთიერება“ გამოიყენეს. ეს რუსეთის მთავრობის მიერ, ამ თემით მანიპულირების პირველი შემთხვევა არ არის. აღნიშნული ქმედება მიმართულია ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ და ამ კამპანიას ჯერ კიდევ მას შემდეგ ახორციელებს, რაც 2013 წელს ლაბორატორია გაიხსნა. ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება ემთხვევა ხოლმე ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის ყოველწლიურ ასამბლეას. ვისთვისაც უჩვეულო არ არის რუსეთის მხრიდან „თითის გამოშვერის“ ტაქტიკა, გასაკვირი არც ის იქნება, რომ საეჭვოდ, ბრალდებების მთელ რიგს არ ამყარებს მტკიცებულებები. რაც შეეხება უკანასკნელ პერიოდში გაჟღერებულ ბრალდებებს, რუსმა მეცნიერებმაც კი „შეუძლებელი“ უწოდეს მათ და ასევე განაცხადეს, რომ ეს გაუთავებელი ფაბრიკაცია ზიანს აყენებს სამეცნიერო სფეროს. მთავრობის მიზნების მისაღწევად, რუსეთი მიუღებელ ტაქტიკას იყენებს, რაც დიდი ხანია აღარ არის შოკისმომგვრელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის (კიბერთავდასხმის მცდელობა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის ფაქტი, შვიდი ჯაშუშის დაკავება აშშ-ში და ა.შ). საერთაშორისო თანამეგობრობას არც რუსეთის მსხვერპლის პოზიციაში ყოფნა აკვირვებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, ნამდვილი მსხვერპლი ჩვენი ხალხია _ ის ადამიანები, რომლებიც „ცე“ ჰეპატიტით არიან ინფიცირებულები და მკურნალობის გარეშე დარჩებიან, თუკი რუსი მაღალჩინოსნები მიაღწევენ საწადელს და ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და მისი მსგავსი დაწესებულებები, დაიხურება. ლუგარის ლაბორატორიაში განმარტავენ, რომ ყველაფერი მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. აქ ტარდება დიაგნოსტიკური კვლევები და მათ შორის _ „ცე“ ჰეპატიტის სწრაფი ტესტით დადგენილი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. შესაბამისად, ლუგარის ცენტრს დიდი როლი ეკისრება „ცე“ ჰეპატიტის აღმოფხვრაში, საქართველოში მიმდინარე მასშტაბური პროექტის ფარგლებში. ბრალდებები იმის თაობაზე, რომ მკვლევარებს მოქალაქეების ორგანიზმში შეჰყავთ ლეტალური ნივთიერებები, კიდევ ერთი რუსული ტყუილია, რომლის მიზანსაც ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, „საქართველოს ერთ-ერთი, ყველაზე წარმატებული „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დისკრედიტაცია“ წარმოადგენს. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, „ყველა ის ინფორმაცია, რომელიც რუსეთის ოფიციალური, თუ ჟურნალისტური წრეებისა და მასმედიის საშუალებებით ვრცელდება, არის მტკნარი სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს მიმართულია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესისა და ინოვაციების წინააღმდეგ. ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. სინამდვილეში, ლუგარის ლაბორატორია გახლავთ მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რეგიონში და აქვს მრავალმხრივი დანიშნულება. პირველ რიგში, ის მიმართულია ადამიანთა სხვადასხვა ინფექციური დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და გამომწვევი აგენტების იდენტიფიცირებისკენ. ლაბორატორიას აქვს რეგიონული დატვირთვა, რამეთუ აქ ტარდება ზოგი ისეთი ექსკლუზიური კვლევა, რომელიც მხოლოდ ამ ლაბორატორიისთვის არის ხელმისაწვდომი“. მაშ, რა სურს რუსეთს? _ რუსეთს სურს, რომ ჩაგვინერგოს შიში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიმართ და აქტიურად ცდილობს, დაბრკოლება შეუქმნას ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მეზობლებს, რომლებსაც დახმარებას უწევს ცენტრი. ცენტრს არაფერი აქვს საერთო ადამიანებზე ცდების ჩატარებასთან _ რუსეთის მთავრობის მიზანია, ფეხი მოიკიდოს საქართველოში საბაბით, თითქოსდა, ცდილობს „დაიხსნას“ ჩვენი ქვეყანა იმ კრიზისიდან, რომელსაც თავად ქმნიდა აქტიურად, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ის იყენებდა რუსული ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციას, რუსული ჯიბეების „გასქელების“ მიზნით. ამასთან, ცნობილია, რომ რუსეთის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი დაკავშირებული იყო კომპანია „ინვიტროსთან“ და პასუხისმგებელია რუსეთში, 2013 წელს, ღორის აფრიკული ცხელების ეპიდემიაზე. „ინვიტროს“ ერთ-ერთი, ყველაზე დიდი კონკურენტია „როსპოტრებნადზორი“ _ კომპანია, რომლის დირექტორი 2010 წლამდე, ონიშენკო იყო და, დიდი ალბათობით, დღესაც ის კომპანიის ერთ-ერთ მეწილეს წარმოადგენს. შესაბამისად, მის ინტერესებში უნდა შედიოდეს კონკურენტის დისკრედიტაცია. ე.წ. ლუგარის ლაბორატორია, თბილისში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრია. ის ქვეყნის დაავადებათა ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალური ლაბორატორიაა. კვლევითი ცენტრი საქართველოში, ამერიკის მთავრობის დახმარებით შეიქმნა და ყოფილი სენატორის, რიჩარდ ლუგარის სახელს ატარებს. ის სრულად, საქართველოს მთავრობის საკუთრებაშია. ლუგარის ცენტრი არის უმაღლესი დონის დიაგნოსტიკური დაწესებულება, რომელიც იკვლევს სხვადასხვა საშიშ ინფექციურ დაავადებას, მათ შორის, ჰეპატიტებსაც, მაგრამ მისი ფუნქცია არ არის ამ მიმართულებით ცდების ჩატარება. „ცე“ ჰეპატიტის მკურნალობის შედეგები კი არა მხოლოდ მკურნალობის ხარისხზე, არამედ მკურნალობის დაწყების მომენტისთვის, ადამიანის ჯანმრთელობასა და ღვიძლის დაზიანების მდგომარეობაზეცაა დამოკიდებული. მსოფლიოში ჩ ჰეპატიტთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებებით, წელიწადში 400 000 ადამიანი იღუპება. საქართველოში, რომლის მოსახლეობაც 3.7 მილიონს არ აღემატება, ამ მხრივ არაერთი პროგრამა განხორციელდა და ის ახლა ერთ-ერთ, წარმატებულ მაგალითად მიიჩნევა. „დაავადებათა კონტროლის ცენტრისა“ და „ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის“ მიერ, 2015 წლის მაის-აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 150 300 მოქალაქე ჩ-დადებითი იყო. წარმატებული პროგრამების შედეგად, 2015-17 წლებში, ინფიცირებული 36 012 მოქალაქიდან კი _ 24 481 განიკურნა. ამდენად, ჩვენ არ უნდა ავყვეთ რუსეთის მიერ რეგიონში წამოწყებულ თამაშებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ოჯახების სიცოცხლეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5750977&name=12.12.2018+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

         

12.12.2018

მედიასაშუალება: ვერსია

სიკვდილი, რომელიც ინტერნეტით იყიდება!

საქართველოში მკვლელი ნარკოტიკი ისევ გამოჩნდა! _ ამის შესახებ განცხადება ექიმებმა, ასევე `თეთრი ხმაურის~ მოძრაობის წარმომადგენლებმა გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ინტერნეტით ისევ იყიდება ნარკოტიკი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. უფრო მეტიც, სამი ახალგაზრდა ამ ნარკოტიკის მიღების შემდეგ, კლინიკებში გადაიყვანეს. ისინი კომატოზურ მდგომარეობაში არიან და საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის, რომ საქართველოში ნარკოტიკების ბუმია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდანაც ჩანს: მიმდინარე წელს, შსს-მ 116 ნარკორეალიზატორი დააკავა, ამოიღო 35 კილოგრამი ჰეროინი, 6.6 კილოგრამი _ კოკაინი, 12 ათასი აბი სუბოტექსი და სუბოქსინი, 3 კილოგრამამდე ე.წ. `მდმა~, 2 კილოგრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი. ამ სტატისტიკაში არ არის მარიხუანა, რომელიც უკვე ლეგალიზებულია და შეიძლება ითქვას, წალეკა ახალგაზრდობა. მარიხუანის სუნი დგას, პრაქტიკულად, ყველა სადარბაზოსა და ყველა სოფლის `ბირჟაზე~. მართალია, ხელისუფლებამ მისი მოხმარება გაამკაცრა და თითქოს ჩარჩოებში მოაქცია, მაგრამ რეალობა ის გახლავთ, რომ მარიხუანა ლეგალიზებულია და მის მოხმარებას სახლში არავინ გიშლით. რაც შეეხება უფრო მძიმე ნარკოტიკებს, ე.წ. მდმა, ახალგაზრდებში ყველაზე გავრცელებულია და ყველაზე იაფიც ღირს, თუმცა მას ხშირად ურევენ სინთეზურ ოპიოიდ ფენტანილში, რომელიც იწვევს ძილიანობას, არეულ ცნობიერებას, ჰალუცინაციებს, რაც შემდეგ გადადის გონების დაკარგვაში, კომაში და ხშირად ფატალური შედეგით სრულდება. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ვერაფერი მოუხერხა ინტერნეტით ნარკოტიკების გაყიდვის თემას. ნარკოტიკი იყიდება ძალიან მარტივად და რაც მთავარია, ეპიცენტრმა დედაქალაქიდან უკვე რუსთავში გადაინაცვლა. რატომ?! მიზეზი მარტივია _ თბილისიდან რუსთავამდე ძალიან ახლო მანძილია, რასაც `ლომკაში~ მყოფი ადამიანი ადვილად გადის და უმთავრესი _ დედაქალაქისგან განსხვავებით, რუსთავში სათვალთვალო კამერების დეფიციტია, რაც ნარკოტიკების დამალვისა და შემდეგ, მათი აღებისთვის საუკეთესო საშუალებაა, თუმცა ბოლო დროს, ნარკორეალიზატორების დაკავებისა და მომხმარებლების დაპატიმრების რაოდენობა რუსთავშიც გაიზარდა... ფონიჭალა კი, რომელიც საქართველოს კოლუმბიად არის მონათლული, დღემდე აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება. სწორედ ფონიჭალაშია თავმოყრილი ნარკოტიკების დიდი მარაგი და კვირა ისე არ გავა, იქაური მაცხოვრებელი არ დააკავონ და ნარკოტიკების რეალიზაციაში არ დასდონ ბრალი. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ხშირად, თავად ითხოვს პოლიციის შესვლას და კონკრეტული ადამიანების სახლების ჩხრეკას, რადგან არ სურს, უბანი, სადაც ბავშვები იზრდებიან, ნარკოტიკების გასაღების ცენტრი იყოს. ამის მიუხედავად, ნარკორეალიზატორების რიცხვი, უბრალოდ, არ იკლებს და, როგორც გვეუბნებიან, თბილისიდან რუსთავში ეპიცენტრმა იმიტომ გადაინაცვლა, რომ რეალურად, ფონიჭალა რუსთავთან უფრო ახლოსაა, ვიდრე _ თბილისთან. `ყველაფერთან ერთად, საქართველოში გახშირდა უცხოელი ნარკორეალიზატორების დაკავების ფაქტები. საქმე ისაა, რომ არამარტო რეგიონში, არამედ, ლამის მთელ მსოფლიოში, ნარკოდანაშაულზე ყველაზე ლოიალური კანონი ჩვენ გვაქვს. მართალია, კანონში გვიწერია სამუდამო პატიმრობა, მაგრამ ჯერ ერთი, ეს იშვიათად ხდება და მეორეც _ აგერ, სამუდამო პატიმრობამისჯილი ნარკორეალიზატორი პრეზიდენტმა შეიწყალა, რამაც ბევრს აფიქრებინა, რომ სამუდამო სასჯელიც არ არის დაღუპვა. მაგალითად, ირანში ნარკოდანაშაულზე სიკვდილით დასჯაა და საქართველოში თვე არ გავა, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, ირანელი არ დავიჭიროთ. უკონტროლოა სამეგრელოს მხარე _ იქიდან ბილიკებით ადვილი გადასასვლელია აფხაზეთში, სადაც კანონი, უბრალოდ არ არსებობს. იგივე ითქმის ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და უკონტროლო ამანათებზეც... არაერთი კომპანია გაიხსნა, რომელიც ამანათებს ევროპაში, ყოველგვარი შემოწმების გარეშე ეზიდება. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რამდენიმე ამანათში ნარკოტიკი ვიპოვეთ, მაგრამ ეს გამოსავალი არაა, დარწმუნებული ვარ, რაც ვერ ვიპოვეთ და ინფორმაცია არ გვქონდა, მინიმუმ, ოცჯერ მეტია~, _ გვეუბნება პოლიციის მაღალჩინოსანი. მისივე თქმით, ნარკორეალიზატორები აქტიურად არიან ჩართულნი ინტერნეტ- კაზიონების სქემაში და ანგარისწორება, სწორედ მათი მეშვეობით ხდება. რაც მთავარია, ადამიანთა პირადი ინფორმაციის დაცვის საბაბით, ინტერნეტკაზინოები არ იძლევიან ინფორმაციას, კონკრეტულად, რომელი მომხმარებელის გვერდზე ხორციელდება საეჭვო გადარიცხვები. მაგალითად, ვიღაცები ერთ ადამიანს, დღეში რამდენჯერმე რომ ჩაურიცხავენ სოლიდურ თანხას, ის ამ თანხას არ თამაშობს და პირდაპირ ხსნის, ხომ უნდა მიხვდე, რომ რაღაცასთან გაქვს საქმე, მაგრამ არა, ინტერნეტკაზიონები ამ ინფორმაციას, უბრალოდ, მალავენ. გამოსავალი, ალბათ, კანონის გამკაცრებაშიცაა. წინა ხელისუფლების დროს, ნარკოტიკების გამო, ადამიანებს 20 და 30-წლიან სასჯელებს აძლევდნენ და... რეალურად, მაშინ ნარკოდანაშაულმა ძალიან იკლო. იმას კი არ ვამბობთ, გინდა თუ არა, მომხმარებლები ამოალპეთ ციხეში- თქო, მაგრამ ნარკორეალიზატორები აშკარად იმსახურებენ იმაზე მეტს, ვიდრე დღეს იღებენ. კანონი აუცილებლად უნდა გამკაცრდეს და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ნარკორეალიზატორებზე კანონის გამკაცრებას არასამთავრობოებიც მიესალმებიან, მოსახლეობაც და... მომხმარებლებიც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5751057&name=12.12.2018+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

​