From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-13.03.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com
Received On : 13.03.2019 08:47
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 13.03.2019

ტელევიზია

13.03.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:  იმედის დილა

აპრილიდან დასაქმების სახელმწიფო სამსახური შეიქმნება, რომელმაც ქვეყნის მაშტაბითდასაქმების სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახადოს. პარალელურად მარტის ბოლოდან სამუშაოს მაძიებლევისთვის 43 მოთხოვნათა პროფესიაში მომზადება-გადამზადების პირველი ეტაპი დაიწყება. შემდგომ ეტაპზე გათვალისწინებულია გადამზადებული კადრების დასაქმების ხელშეწყობაც. რამდენად გააუმჯობესებს კიდევ ერთი უწება დასაქმების მაჩვენებელს და როგორია სახელმწიფოს ხელშეწყობით ამ დრომდე დასაქმებულთა სტატისტიკა? თემაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი საუბრობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5934467

---

 

12.03.2019

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  რეაქცია

წულუკიანმა პრემიერ ბახტაძეს ომი მოუგო. რემიერმა ბახტაძემ თავისი ვერ გაიტანა, ჩვენი ინფორმაციით მას ორი მინისტრის შეცვლა სურდა მინისტრთა კაბინეტში, თეა წულუკიანის და დავით სერგეენკოსი, თუმცა ვერ მოხსნა. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება ჯანდაცვის მინისტრის სავარაუდო შემცვლელი მამუკა ბახტაძეს უკვე მოძებნილი ყავდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5934049

---

 

12.03.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 18:00

თბილისის მაუდის ქარხნის ყოფილი აქციონერები ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვენ. 500 პენსიონერი მოქალაქე, ქარხნის ყოფილ მფლობელ ირაკლი რუხაძეს მათი წილების მითხვისებაში ადანაშაულებს და ჯანდაცვის სამინისტროსგან საკითხით დაინტერესებას და დაზარალებული პენსიონერებისთვის სესხების დაბალ პროცენტში გაცემას თხოვს. აქციის მონაწილეებს სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პაატა ჟორჟოლიანი, შეხვდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5933789

---

 

12.03.2019

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 21:00

აჭარაში “ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის“ პროექტის მიმდინარეობას საერთაშორისო ექსპერტი გაეცნო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5934068

---

 

ინტერნეტი

13.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/536788-zurab-chiaberashvili-medikamentebis-programis-shedegebi-savalaloa/

ზურაბ ჭიაბერაშვილი - მედიკამენტების პროგრამის შედეგები სავალალოა

„მედიკამენტების პროგრამის შედეგები სავალალოა", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის 2018 წელს 10 მილიონი ლარი გამოიყო, საიდანაც 8 მილიონამდე ლარი აუთვისებელი დარჩა. ჭიაბერაშვილის განცხადებით, გასულ წელს ამ პროგრამით 22 000-მა ადამიანმა, ხოლო2017 წელს 13 000-მა ადამიანმა ისარგებლა. "მედიკამენტის ფასი არის ის რაც ყველაზე მეტად აღელვებთ და აწუხებთ ჩვენს გაღარიბებულ მოქალაქეებს. 2017 წელს როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამა, დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ ამ პროგრამით 200 000 ადამიანი ისარგებლებდა, მაგრამ დღევანდელი მონაცემები სავალალოა. 2018 წელს ამ პროგრამით მხოლოდ 22 000 - მა ადამიანმა ისარგებლა, როცა ჩვენს ქვეყანაში ასიათასობით ადამიანი მთავრობისგან ელოდება მნიშვნელოვან ნაბიჯებს იმისათვის, რომ წნეხი, რაც მოდის მედიკამენტებზე გაზრდილი ფასებისგან, რამენაირად შემსუბუქდეს. ჩვენ ამ დროს ვხედავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ახერხებს იმ მწირი ბიუჯეტის ათვისებასაც კი, რომელიც ამ პროგრამისთვის გამოიყო 2018 წელს. ეს იყო 10 მილიონი და სულ მედიკამენტებზე 2 მილონი ლარიც კი არ დაიხარჯა. 8 მილიონი ლარი დარჩა აუთვისებელი, რაც არასწორი მენეჯმენტის შედეგია და რაც სამწუხაროდ, ისევ ჩვენს მოქალაქეებს დააკლდათ,"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ჭიაბერაშვილის თქმით, საჭიროა არა ასეთი ცალკე პროგრამა, არამედ ჯანდაცვის პაკეტებში მედიკამენტის კომპონენტის დამატება. “უკიდურესად გაჭირვებული ათიათასობით ადამიანისათვის გაძვირებულ მედიკამენტებებზე ხელმისაწვდომობა ვერ გაიზრდება, თუ მათთვის განკუთვნილ ჯანდაცვის პაკეტებში წამლის კომპონენტი არ შევიდა. მაგრამ აქ რომ ყაირათიანი ხარჯვა და სწორი ადმინისტრირება მოხდეს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვა ჯანდაცვის სამინისტროდან სადაზღვევო კომპანიებზე უნდა გადავიდეს,” - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/zurab-chiaberashvili-medikamentebis-programis-shedegebi-savalaloa/

---  

 

12.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/536718-davit-sergeenko-piradad-vesaubre-tea-culukians-da-agnishna-rom-sakitxi-amocurulia/

დავით სერგეენკო - პირადად ვესაუბრე თეა წულუკიანს და აღნიშნა, რომ საკითხი ამოწურულია

პირადად ვესაუბრე თეა წულუკიანს და აღნიშნა, რომ საკითხი ამოწურულია და კონსესუსი მიღწეულია, - ამის შესახეჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა. სერგეენკოს თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რას შეეხებოდა შიდაუწყებრივი თემა თეა წულუკიანის სამინისტროში. „როგორც თეა წულუკიანმა თქვა, ეს იყო მისი შიდა უწყებრივი საკითხები,რომელიც იყო შესათანხმებელი. მე არ ვარ ჩახედული დეტალებში თუ კონკრეტულად რა საქმე იყო, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ეს საკითხი ამოწურულია და აგრძელებს მუშაობას. დღეს მას პირადად ვესაუბრე და საუბრისას აღნიშნა, რომ საკითხი ამოწურულია და კონსესუსი მიღწეულია. ალბათ, თვითონ თუ ჩათვლის საჭიროდ, ის საკითხზე გააკეთებს განმარტებას", - განაცხადა სერგეენკომ. ჟურნალისტების კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებები, სერგეენკომ აღნიშნა, რომ ამჟამად რომელიმე მის კოლეგაზე ან პირადად მასზე საუბარი არ არის. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 11 მარტს განაცხადა, რომ არის 4-5 დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება მისი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. „ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია, მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას არ ეხება. ეს არის საკითხი, რომელიც ჩემს თვალში არის ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი“, - განაცხადა წულუკიანმა. დღეს კი თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ დისკუსია დასრულებულია. „შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულეთ, დისკუსია დასრულებულია. პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის და ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას“, - აღნიშნა დღეს წულუკიანმა.

---

 

12.03.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/251261-grigol-giorgazem-zugdidsi-veteran-devnilebtan-sexvedra-gamarta

გრიგოლ გიორგაძემ ზუგდიდში ვეტერან დევნილებთან შეხვედრა გამართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ზუგდიდში, ომის ვეტერან დევნილებს შეხვდა. შეხვედრას ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი ესწრებოდა. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, მიმდინარე წელს, სამინისტრო სპეციალურ პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, პრიორიტეტი ვეტერანი დევნილების გრძელვადიან განსახლებას მიენიჭება. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ვეტერანი დევნილების შეკითხვებს უპასუხა, მათი საჭიროებები მოისმინა და დახმარება აღუთქვა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/536701-grigol-giorgaze-zugdidshi-omis-veteran-devnilebs-shexvda/

---

 

12.03.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/251288-zugdidsi-devnilebistvis-damatebit-240-binis-msenebloba-igegmeba

ზუგდიდში დევნილებისთვის დამატებით 240 ბინის მშენებლობა იგეგმება

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ამ ეტაპზე 720 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში კი, დამატებით 240 ბინიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ზუგდიდში გამართული შეხვედრაზე განაცხადა. გიორგაძე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებზეც ისაუბრა.

---

 

12.03.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/187628/

სოცმუშაკები გაფიცვას თვის ბოლოს აპირებენ

სოციალური მუშაკები გაფიცვას თვის ბოლოს აპირებენ. მათი თქმით, „სისტემური ცვლილებებისთვის“ ერთი თვის წინ დაყენებული მოთხოვნებიდან ხელისუფლებამ არც ერთი შეასრულა და თვის ბოლოს გაფიცვის უფლებით ისარგებლებენ. გაფიცვის კონკრეტული პირობები ამ დროისთვის უცნობია. „არანირი ნაბიჯი არ გადაუდგამს ხელისუფლებას სიტუაციის შეცვლისთვის. პირიქით, მდგომარეობა დამძიმდა, რადგან მიმდინარე ამბების ფონზე 12-მა სოცმუშაკმა თავისი სურვილით დატოვა სამსახური. მიიღეს ახალი, გამოუცდელი კადრები… არის ქაოსი და გაუგებრობა. ჩვენ ვაძლევთ კიდევ ერთ კვირას სამინისტროს, თუმცა სკეპტიკურად ვუყურებთ ამ ერთ კვირასაც. გაფიცვას, სავარაუდოდ, 25 მარტიდან ვაპირებთ. ზუსტ თარიღს უახლოეს დღეებში დავაანონსებთ,“ – გვითხრა ქეთი ხუციშვილმა, სოციალური მუშაკების საინიციატივო ჯგუფის წევრმა. იგი ყოფილი სოციალური მუშაკია. ქეთი ხუციშვილისა და ასევე სხვა სოცმუშაკების თქმით, მოთხოვნები უცვლელი რჩება და იგი, ძირითადად, სოცმუშაკების სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას, ასევე, აუცილებელი სერვისების შექმნას უკავშირდება. სოცმუშაკები ამბობენ, რომ მათ ცარიელი ხელებით უწევთ მუშაობა მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფებთან. სოცმუშაკების გაფიცვას აღარ ელიან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში. „შექმნილია სპეციალური საბჭო, რომელშიც ჩართული არიან სოცმუშაკები და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა იმ საკითხზე, რაზეც იყო მოთხოვნა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში,“ – გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში, სადაც ჩვენ ასევე ვიკითხეთ, სოცმუშაკების მოთხოვნებიდან კონკრეტულად რომელი შესრულდა. სამინისტროს პრესცენტრში განმარტებას დაგვპირდნენ, რაც ამ დრომდე არ მიგვიღია. სოცმუშაკებმა თავდაპირველად წერილი დავით სერგეენკოს 9 თებერვალს გაუგზავნეს. „სისტემურ დონეზე არსებული ხარვეზები სერვისცენტრებში, არსებული მძიმე სამუშაო გარემო და ეფექტური მენეჯმენტის არარსებობა აუცილებლად მიგვიყვანს ახალ ტრაგედიებამდე,“ – აღნიშნავდნენ მაშინ სოციალური მუშაკები სერგეენკოსთვის გაგზავნილ წერილში. 17 თებერვალს სოციალურმა მუშაკებმა ინტერნეტპეტიცია გაავრცელეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. პეტიციის ხელმომწერები ადასტურებდნენ, რომ სოცმუშაკების რაოდენობა უნდა გაიზარდოს და მათი სამუშაო გარემოც გაუმჯობესდეს. 18 თებერვლიდან მედიატორი ჩაერთო ამ პროცესში. 5 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში სოციალური მუშაკების კითხვებს უპასუხა. „წელს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ დამანახა იმის საჭიროება, რომ ბევრი რამ, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, მნიშვნელოვნად სწრაფად უნდა განხორციელდეს”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ პარლამენტში გამოსვლის დროს.

---

 

12.03.2019

მედიასაშუალება:http://expressnews.com.ge/index.php?id=80099&fbclid=IwAR09hT72HeqOOMyAtFyEIhiwoFy00VWrOC_YWxyzsI5wUATzXnaWHwOCoiw

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის“ პროექტის I ეტაპი შეაჯამეს

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით, გლობალური ფონდის თანადაფინანსებით, აჭარის რეგიონი შეუერთდა ,,ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“. პროექტი მიზნად ისახავს ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის ინტეგრირებულ სკრინინგს და ტუბერკულოზის გამოსავლების გაუმჯობესებას აჭარის რეგიონში. პროექტის მონიტორინგის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საერთაშორისო ექსპერტი ტომას ნიკოლსონი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის შედეგები და განხორციელებული საქმიანობა, რომლის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში მომზადდება რეკომენდაციები. 2018 წლის 24 მარტს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის მიხედვით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართვის გზით, აიღო ვალდებულება ურთიერთშეთანხმებული აქტივობების თანადაფინანსებისა. დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით უკვე განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერთა და ტუბსამსახურების თანამშრომელთა ტრენინგი ტუბერკულოზის გამოვლენასა და მართვაში, მიმდინარეობს ცნობიერების ამაღლების კამპანია, გათვალისწინებულია მონიტორინგი და ზედამხედველობა, დამყოლობის ხელშეწყობა ვიდეოს მეთვალყურეობით მკურნალობის (VOT) წარმატებული პრაქტიკის დანერგვით. გადმოგვეცა 3 ერთეული ტრანსპორტი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი პროექტის ფარგლებში აქტივობებს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ფტიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის მიერ გათვალისწინებული პროტოკოლით ახორციელებს, რაც ითვალისწინებს რეგიონის მოსახლეობაში: ტუბერკულოზის; C ჰეპატიტის; აივ/შიდსის ინტეგრირებული სკრინინგს. აჭარის რეგიონში სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, ფიქსირდება აღნიშნულ დაავადებათა გავრცელების მაღალი დონე, რასაც ხელს უწყობს ინტენსიური მიგრაციული პროცესები. ამასთან, ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულ რეგიონს აქვს მიზანი და ამბიცია იყოს გადამდები დაავადებებისაგან თავისუფალი, რისთვისაც რეგიონის მთავრობა აქტიურად შეუერთდა აჭარის ტუბერკულოზისაგან თავუსფალ ,,კუნძულად“ გადაქცევის ინიციატივას. პროექტის ფარგლებში 2018 წლის 1 აგვისტოს შემდეგ გამოკვლეულია 4448 პირი, პირველადი სკრინინგით დადებითი გამოვლინდა C-ჰეპატიტზე 86, აივ-ზე დასკრინული 4372 -დან 1 დადებითი, ხოლო 4705 პირიდან 534 შემთხვევაში განხორციელდა რეფერალი ფტიზიატრთან. ტუბერკულოზი დადასტურდა 1 შემთხვევაში. შემთხვევის მენეჯერის მიერ მეთვალყურობა გაეწია მკურნალობაში ჩართულ 245 პაციენტს. მკურნალობა დაასრულა 97 პაციენტმა, განიკურნა - 64.

---

 

12.03.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=199590-%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

"რთულია მოძებნო სიტყვები როცა ფულის თხოვნა გიწევს ავადმყოფის გადასარჩებად!"-აგვისტოს ომის მონაწილეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

აგვისტოს ომის მონაწილის გია ლაბარტყავას მეუღლე დახმარებას ითხოვს. ლაბარტყავა თავის ტვინის სიმსივნეს ებრძვის. მეუღლის თქმით, ბოლო სამი თვეა ლოგინს მიეჯაჭვა და მხედველობა დაკარგა. "ადამიანის ყველაზე ცუდი ყოფა ეს ავადმყოფობაა! ძალიან რთულია მოძებნო ის სიტყვები, როცა ფულის თხოვნა გიწევს ავადმყოფის გადასარჩებად! და ასე საჯაროდ, მხოლოდ იმ ერთ შემთხევაში ითხოვ დახმარებას, როცა სხვა გამოსავალი აღარ გაქვს და აღარ იცი საიდან მოიტანო, როცა უკიდურეს მდგომარეობაში ხარ - სასოწარკვეთილი და სხვა გზა აღარ გრჩება! ადამიანი, რომელიც დღეს დაავადებას - თავის ტვინის ავთვისებიან სიმსივნეს(მე-3 სტადია) ებრძვის, ეს არის გია ლაბარტყავა, 2008 წლის ომის მონაწილე! ის არის კარგი მეუღლე, კარგი მამა, კარგი მეგობარი! მას რამდენიმე წლის წინ აღმოუჩინეს ეს დაავადება, წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია, მაგრამ მისი მდგომარეობა დროდან დრომდე ცვალებადია - საშუალო - მძიმე! ხშირად უწევს ამა თუ იმ თერაპიის ჩატარება. ოჯახმა შეუძლებელი შეძლო, მაგრამ ამდენი წელი ადავდმყოფის მოვლა, გეცოდინებათ რა სახსრებთანაც არის დაკავშიებული......! ნათესავებო, მეგობრებო, ახლობლებო, ნაცნობებო და უცნობებო, ძალიან სჭირდება მას და მის ოჯახს თქვენი თანადგომა! აქ არ არის დიდი თანხაზე საუბარი! აქ, ამ მდგომარეობისთვს, წამლის ფული უჭირს ოჯახს, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ქირით ცხოვრობს. მისი მეუღლე ორ ადგილზე მუშაობს, მაგრამ ყველაფერს ვერ წვდება მისი ხელფასი. უმორჩილესად გთხოვთ, თუნდაც 5, 10, 15.... ლარი, ვისაც რა შეგიძლლიათ და რისი საშუალებაც გაქვთ, დაეხმარეთ!"- აცხადებს გმირის მეუღლე. გთხვთ დანიშნულებაში მიუთითოთ - გია ლაბარტყავა. თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14.

---

 

12.03.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=199562-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90,%20%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,

"მდგომარეობა გაუარესდა... ფეხები გაუსივდა, სუნთქვაც უჭირს" - 39 წლის ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება

„უძლურება - ეს ყველაზე დიდი განსაცდელია ადამიანისთვის. ჩემით ვერაფერს ვაკეთებ, ვერც ვდგები, ვერც ვიბან, ვერც ვიცვამ, საწოლიდან წამოდგომა და ეტლში გადაჯდომაც კი არ შემიძლია. თქვენ ვერც წარმოიდგენთ, ეს რა საშინელებაა“. ეს სიტყვები 38 წლის მარინა ცერცვაძეს ეკუთვნის, რომლის ცხოვრება ერთმა წამმა შეცვალა. დიახ, ერთმა წამმა სიცოცხლით სავსე და ბედნიერი ქალი ეტლს მიაჯაჭვა. ჩვენ ვესტუმრეთ მას და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით: -მარინა, მოგიყევით, რა შეგემთხვათ? მარინა: ორი წლის წინ მეგობრებთან ერთად ავტოავარიაში მოვყევი, გზაზე მიმავალი მანქანა დაგვეჯახა. ვერ ვმოძრაობდი, ხერხემალში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ფეხებს ვერ ვგრძნობდი, მეგონა საერთოდ აღარ მქონდა. შემდეგ სუნთქვა გამიჭირდა, თურმე ნეკნმა ფილტვი „გამიხია“... შემდეგ ერთი ღვთისნიერი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც რეაბილიტაციის კურსი დაუფინანსა, თუმცა ბოლომდე ვერ მოვახერხე კურსის გავლა. ვერ შევძელი ტაქსით სარეაბილიტაციო ცენტრში სიარული. ფული არ მქონდა. ვაცდენდი პროცედურებს და შემდეგ მივხვდი, რომ ვერ დავასრულებდი ამ კურსს... არა და იცით როგორ მჭირდება?! – ვინმეს მიმართეთ დახმარებისთვის? მარინა: ჩვენი რაიონის დეპუტატს ალექსანდრე ხუჯაძეს მივმართე, რომელმაც ფინანსური დახმარება აღმომიჩინა. -ვინ გივლის თქვენ? მარინა: 60 წლის დედა და 19 წლის შვილი. ცერცვაძეების ოჯახი კარდიოლოგიის ყოფილი ინსტიტუტის შენობაში, ორ ოთახში ცხოვრობს. ოჯახის შემოსავალი მარინას პენსია და სოციალური შემწეობაა. ამ ბოლო დროს ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ფეხები გასივდა, სუნთქვაც უჭირს. აღსანიშნავია, რომ მერიამ გამოკვლევის თანხა გამოუყო, მაგრამ მარინას მედიკამენტების ყიდვა თავად უწევს, ამის ფული კი მას არ გააჩნია. მეგობრებო, მარინა ცერცვაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება! ჩვენ შეგვიძლია მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ შევცვალოთ! თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მას თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარინა ცერცვაძე)

კვირა.ჯი- http://kvira.ge/454353

---

 

 

ბეჭდვითი მედია:

13.03.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

პრემიერს დავით სერგეენკოს შეცვლა სურდა და კანდიდატიც შერჩეული ჰყავდა

გარდა თეა წულუკიანისა, პრემიერი ბახტაძე კიდევ ერთი მინისტრის, დავით სეერგეენკოს სხვა მინისტრით ჩანაცვლებას გეგმავდა. ამის შესახებ გადაცემა „რეაქციაში“ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ისაუბრა. მისი თქმით, პრემიერ ბახტაძეს, ჯანდაცვის ახალი მინისტრის კანდიდატურა უკვე შერჩეული ჰყავდა და ეს, ექიმი, პროფესორი ლევან რატიანი იყო. "თუმცა, ბახტაძემ ამჯერად, ვერც დავით სერგეენკო შეცვალა", - აღნიშნა ჟურნალისტმა. შეგახსნებეთ, რომ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ჟურალისტებთან განაცხადა, რომ ამჯერად, პირადად მისი და მისი კოლეგის ცვლილება მთავრობაში არ იგეგმება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5934301&name=13.03.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 ​