მედიამონიტორინგი 13.05.2019
ტელევიზია
13.05.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც ზედმეტად დანიშნული მედიკამენტებისა და კვლევების შესასწავლად სპეციალურად შეიქმნა, მუშაობა ორი თვის წინ შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებიდან“ აცნობეს. მათი შეფასებით პროექტის არსებობა აუცილებელია, თუმცა, ის სხვა ფორმით უნდა გაგრძელდეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6071870
---
13.05.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილა მშვიდობისა საქართველო
სახელმწიფო გვეუბნება, რომ 5 სულიანმა ოჯახმა თვეში არსებობისთვის 361 ლარი უნდა იმყოფინოს, ასეთია საარსებო მინიმუმის ახალი მონაცემები. ძალიან გრძელია ჩამონათვალი, რას ვერ შეძლებს ასეთი შემოსავლის პირობებში ოჯახი. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, რომ წლევანდელი საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით 2,5%-ით არის გაზრდილი. თუმცა, ამ გათვლების მიღმა მოსახლეობა მხოლოდ მთავარ რიცხვს ხედავს და გამოცდილებით იცის, რომ 5 სულიან ოჯახს საარსებოთ 361 ლარი არაფერში ეყოფა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6071671
---
12.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
ქართული ოცნების ზუგდიდის ემრობის კანდიდატი გიორგი სენგელია ოკპურიებუილი ტერიტორიებიდან დევნილთა შრონმის ჯანრმთელობის და სოციალურთა დაცვის მინისტრთან ერთად ზუგდდიიში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. კანდიდატმა საარჩევნო პროგრამა წარადგინდა და დევნილთა განსახლების საკითხებზე ისაუბრა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6071499
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6071224
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6071051
მაესტრო-ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6071418
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6070894
---
12.05.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
ხმაური იყო ზუგდიდში, კულტურის სახლში.-„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრთან და აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად მივიდა. შეხვედრაზე დასწრება სურდა მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერს თენგიზ ჯგუშიას, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს. "ქართული ოცნების" აქტივისტებმა მას გზა გადაუკეტეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. თენგიზ ჯგუშიამ დავით სერგეენკოს რამდენიმე სიტყვით მიმართა თუმცა პასუხი ვერ მიიღო
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6071003
---
12.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდაზე დევნილებს შეხვდა. ლადო კახაძე იძულებით გადაადგილებული პირების საჭიროებებს სასტუმრო მთაწმინდაში გაეცნო გაეცნო. როგორც შეხვედრაზე ითქვა დევნილთა მთავარი მოთხოვნა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფაა, რომლის მოგვარებაც ქართული ოცნების დაპირების მიხედვით ზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6070899
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6070816
---
11.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
ქართული ოცნების ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მედიცინის სფეროს წარმოამდგენლებს შეხვდა, სადაც ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6069710
I არხი -მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6070421 (მეხუთე ვიდეო ფაილი)
I არხი -მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6070718
---
11.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: რეალური სივრცე 18:30
საზოგადოების სიჯანსაღე იმით განისაზღვრება როგორ ექცევიან ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს ამ საზოგადოებაში.6 წლის წინ დაიწყო რეალური სივრცის ის გადაცემა, რომელიც საქართველოში ფსიქიატრიას, როგორც დარგს და რაც მთავარია ამ პრობლემის მქონე ადამიანების ყოფას ეხებოდა. მაშინ ქვეყანაში რეფორმა იწყებოდა. ყველა თანხმდებოდა, რომ დეინსტიტუციონალიზაცია და სხვა სერვისების განვითარება უალტერნატივოა. რა შეიცვალა ადამიანებისთვის ვისი ხმაც წლების განმავლობაში გვესმოდა? რა გაკეთდა და რა არ გაკეთდა იმ საქმომედო გეგმის მიხედვით, რომელიც 2014-2020 წლებზე იყო გათვლილი?
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6070584
---
11.05.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
10 წლის მარიამ ბისიეშვილს, რომელსაც მწვავე ლეიკემია აქვს, დახმარება სჭირდება. მარიამს მძიმე დაავადება 5 წლის წინ აღმოაჩნდა და ინტენსიური ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა. ბავშვის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა ძვლის ტვინის გადანერგვაა, რომელიც თურქეთში უნდა გაკეთდეს და ოპერაციის ღირებულება 90 ათასი დოლარია. ოჯახი კი უკიდურესად გაჭირვებულია და მარიამის გადასარჩენად საჭიროს თანხის გადახდას ვერ ახერხებს და დახმარება სჭირდება.
http://rustavi2.ge/ka/news/133087
---
10.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
რამდენად კონტროლდება საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენცია? სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა ქვეყანას არ აქვს. დოკუმენტში არის რეკომენდაციების ნაწილი. მისი გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც რეგულირების სააგენტოს სამედიცინო დაწესებულებებს გააკონტროლებს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ კანონმდებლობა არ მოითხოვს შემოწმდეს სტომატოლოგიური სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის დაწყების ეტაპზე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6069060
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6068887
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6068960
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6067891
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6067552
---
10.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე, დავით სერგეენკოსთან ერთად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მმართველი გუნდის კანდიდატმა მდეიკოსებს დეტალურად გააცნო საკუთარი პროგრამა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6069015
I არხი -მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6069036
---
10.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიზიტის საფუძველზე, კომიტეტი დადებითად აფასებს ციხეების გადატვირთულობის პრობლემის, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და ადგილზე პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6068982
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6068877
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6068488
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6068164
---
10.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გაფართოვდა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6067706
---
ინტერნეტი
13.05.2019
„ოცნების" მერობის კანდიდატი: 2020 წელს ზუგდიდში დევნილთა კომპაქტური დასახლებები აღარ იარსებებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას თქმით, 2020 წელს ზუგდიდში დევნილთა კომპაქტური დასახლებები აღარ იარსებებს. წინასაარჩევნოდ, ზუგდიდში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრისას შენგელიამ მოქალაქეებს შეჰპირდა, რომ კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ ყველა ოჯახს ბინები გადაეცემათ. „ამ ადამიანებმა დატოვეს ყველაფერი და ზუგდიდში ცხოვრების ხელახლა დაწყება მოუწიათ, მათ უმძიმესი დღეები გამოიარეს. მთავრობა ყველაფერს აკეთებს დევნილი ოჯახების ბინით უზრუნველყოფისთვის. ამჟამად ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის ბინების მშენებლობა მიმდინარეობს. ეს პროცესი გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში იწყება 240 ოჯახისთვის ახალი ბინის მშენებლობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 1700 დევნილ ოჯახს ზუგდიდში საცხოვრებელი გადაეცა. უმოკლეს დროში პრობლემა მოუგვარდებათ იმ ადამიანებსაც, ვინც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს კომპაქტურ დასახლებებში. ზუგდიდში გვაქვს 20 კომპაქტური დასახლება, აქედან წელს სრულად დაიხურება 12 მათგანი და ეს პროცესი გაგრძელდება. მინდა გითხრათ, რომ 2020 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა კომპაქტური დასახლება აღარ იარსებებს და ამ დასახლებებში მცხოვრებ ყველა დევნილს ახალი ბინები გადაეცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ შეხვედრაზე, რომელსაც მასთან ერთად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და სახელმწიფო რწმუნებული ესწრებოდა.
---
13.05.2019
საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების მიზნით მოლაპარაკება საფრანგეთთან, პოლონეთთან, გერმანიასა და ისრაელთან მიმდინარეობს
საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის, რომლებთანაც ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, არის საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია. გარდა ამისა, საგარეო უწყების ინფორმაციით, დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ისრაელთანაც. საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პარტნიორ სახელმწიფოებთან მიგრაციის საკითხზე მუშაობა, ხელს შეუწყობს მუშახელის კვალიფიკაციის განვითარებას, მათ გადამზადებას, საზღვარგარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვასა და ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. „საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის/შენგენის წევრ-ქვეყნებთან, ასევე ისრაელთან დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით. შეგახსენებთ, რომ IOM-ის მხარდაჭერით, შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან, სადაც უკვე იქნა დასაქმებული საქართველოს 45-მდე მოქალაქე. ასევე, ძალაში შევიდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება „კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საფრანგეთში დასაქმების მიზნით. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა უახლოეს მომავალში შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაცია დაიწყოს. შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებები დაწყებულია სხვა ევროპულ ქვეყნებთანაც. ცირკულარული მიგრაციის კუთხით, ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, სადაც გერმანიის მთავრობა აქტიურად განიხილავს, ზოგადად კვალიფიციური სამუშაო ძალის იმიგრაციის შესახებ მიდგომების გადახედვას,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროდან „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაში.
---
12.05.2019
მედიასაშუალება:
---
12.05.2019
გიორგი შენგელია - 2020 წელს ზუგდიდში დევნილთა კომპაქტური ჩასახლება აღარ იარსებებს და ამ ჩასახლებებში მცხოვრებ ყველა დევნილს ახალი ბინები გადაეცემა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად. ზუგდიდში მცხოვრებ იძულებით გადადგილებულ პირებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ პრესცენტრის ცნობით, გიორგი შენგელიამ შეხვედრაზე საარჩევნო პროგრამა წარადგინა და დევნილთა განსახლების საკითხებზე ისაუბრა. შენგელიას განცხადებით, პირველ რიგში, ის დევნილი ოჯახები დაკმაყოფილდებიან ბინით, ვინც ავარიულ შენობებში ცხოვრობს. „ამ ადამიანებმა დატოვეს ყველაფერი და ზუგდიდში ცხოვრების ხელახლა დაწყება მოუწიათ, მათ უმძიმესი დღეები გამოიარეს. მთავრობა ყველაფერს აკეთებს დევნილი ოჯახების ბინით უზრუნველყოფისთვის. ამჟამად ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის ბინების მშენებლობა მიმდინარეობს. ეს პროცესი გაგრძელდება, უახლოეს პერიოდში იწყება 240 ოჯახისთვის ახალი ბინების მშენებლობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 1700 დევნილ ოჯახს ზუგდიდში საცხოვრებელი გადაეცა. უმოკლეს დროში პრობლემა მოუგვარდებათ იმ ადამიანებსაც, ვინც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს კომპაქტურ ჩასახლებებში. ზუგდიდში გვაქვს 20 კომპაქტური ჩასახლება, აქედან წელს სრულად დაიხურება 12 მათგანი და ეს პროცესი გაგრძელდება. მინდა გითხრათ, რომ 2020 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა კომპაქტური ჩასახლება აღარ იარსებებს და ამ ჩასახლებებში მცხოვრებ ყველა დევნილს ახალი ბინები გადაეცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ შეხვედრაზე. გიორგი შენგელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კარდაკარ და გაფართოებულ შეხვედრებთან ერთად აქტიურად განაგრძობს პროგრამის ფოკუს ჯგუფებისთვის გაცნობას, ის უკვე შეხვდა მასწავლებლებს, ექიმებსა და ახალგაზრდებს.
---
12.05.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/546075-akaki-zoize-samedicino-personalze-pizikuri-da-psikologiuri-zecola-dasjadi-gaxdeba/
აკაკი ზოიძე - სამედიცინო პერსონალზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა დასჯადი გახდება
სამედიცინო პერსონალზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები გაკონტროლდება და ის დასჯადი გახდება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ზუგდიდში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივას პარლამენტს დაახლოებით ორ კვირაში წარუდგენენ. „საუბარია სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მედპერსონალზე და სოციალურ მუშაკებზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში გამკაცრებულ სისხლის სამართებლივ თუ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე. ეს, პირველ ყოვლისა, გამოწვეულია პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ გახშირდა ძალადობის ფაქტები, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური და ეს პირველ ყოვლისა, საფრთხეს უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას“, - აღნიშნა ზოიძემ. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია დღეს ექიმებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძესთან ერთად შეხვდა.
---
12.05.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/469340
ხმაური ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში – თენგიზ ჯგუშია ადგილობრივებთან დავით სერგეენკოს შეხვედრის ჩაშლას შეეცადა
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი – თენგიზ ჯგუშია “ქართული ოცნების” კანდიდატის, გიორგი შენგელიას დევნილებთან შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა. გეგა შენგელია ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ხვდებოდა, რა დროსაც დამოუკიდებელი კანდიდატი შეხვედრის ადგილას მივიდა და პროვოკაციის გზით კომბინატის კულტურის სახლში შესვლას შეეცადა. შეხვედრაზე მისული მოსახლეობა თენგიზ ჯგუშიას საქციელმა გააღიზინა, რასაც დამოუკიდებელ კანდიდატსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. თენგიზ ჯგუშიას თქმით კი მას დავით სერგეენკოსთან კითხვები ჰქონდა და არა შეხვედრის ჩაშლის მიზნით, არამედ კითხვებზე პასუხების მისაღებად იყო მისული. ის ჯანდაცვის მინისტრს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გაყოლას სთხოვდა, რათა ადგილზე შეეფასებინათ იქ არსებული ვითარება.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/546050-zugdidshi-shexvedraze-romelsac-davit-sergeenko-da-ocnebis-merobis-kandidati-martavdnen-xmauri-iqo/
---
12.05.2019
დავით სერგეენკო ზესტაფონში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზესტაფონში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა. მინისტრის თქმით, იმერეთის რეგიონში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში 4 ახალი ამბულატორია აშენდება და 57 გარემონტდება. დაგეგმილია ასევე სკრინინგ ცენტრის აშენებაც. 2014-ში შევძელით ყველაზე ცხელი და რთული წერტილების ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება. მაშინ 90 ამბულატორია ავაშენეთ. ახლა ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მეორე ეტაპი იწყება. 2019 – 2020 წლის განმავლობაში გავარემონტებთ 300-ს და ავაშენებთ 100 ახალ ამბულატორიას, მათ შორის 4-ს იმერეთის რეგიონში’,-‘ განაცხადა დავით სერგეენკომ. “ზესტაფონელებისთვის მნიშვნელოვანია გიორგი გოგლიჩიძის ინიციატივის მხარდაჭერა, რაც ქალაქში სკრინინ ცენტრის ფუნქციონირებას გულისხმობს, სადაც ადამიანები შეძლებენ ადგილზე საჭირო სამედიცინო მომსახურეობის მიღებას. ამ საკითხში მნიშვნელოვანია სწორი ორგანიზება და მხარდაჭერა ბიზნეს სექტორისგან ”,-აღნიშნა მინისტრმა. “მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ იმ სიახლეების შესახებ შეიტყო, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და ცენტრალური ხელისუფლება გეგმავს ზესტაფონში. ასევე დაანონსდა, რომ ზესტაფონს ექნება სკრინინგ-ცენტრი, სადაც მოქალაქეებისთვის ადგილზე მოხდება დიაგნოსტირება სხვადასხვა მიმართულებებით. ეს იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოსახლეობამ ხელისუფლებისგან მეტი სარგებელი მიიღოს”,- განაცხადა ზესტაფონის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ.
11.05
კვირა.ჯი- http://kvira.ge/469250
---
11.05.2019
მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/55852-ras-aketebs-saxelmcipo-mokalaketa-ucxoetshi-dasakmebistvis-kveqnebi-sadac-legalurad-mushaobaa-shesazlebeli/
რას აკეთებს სახელმწიფო მოქალაქეთა უცხოეთში დასაქმებისთვის - ქვეყნები, სადაც ლეგალურად მუშაობაა შესაძლებელი
„ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელიც ცირკულარული მიგრაციით დასაქმებას უწყობს ხელს უცხოეთში“ - ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტში ჩართვა შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც წელიწადში ორჯერ, სააგენტოს მომზადება-გადამზადების კურსებს გადიან. „მომზადება/გადამზადების კურსები გვაქვს წელწიადში ორჯერ ასაკის შეუზღუდავად. ერთ კურსს ახლა ვამთავრებთ ზაფხულში და უკვე სექტემბერში მეორეს დავიწყებთ. არის 2-დან 4 თვემდე მოკლევადიანი კურსები და ის მოქალაქეები, რომლებიც ამ კურსებს გაივლიან, სარგებლობენ ჩვენი სერვისით და შეუძლიათ უცხოეთში ლეგალურად დასაქმება. „მიგრაციის საერთაშრისო ფონდთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. მაგალითად, პოლონეთიდან იყო დამსაქმებელი ჩამოსული, ნახა როგორ ფლობენ ხელობას, შეარჩია ვინც სჭირდებოდა - შემდუღებლები თუ სხვა კადრები, წაიყვანა და დაასაქმა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ წინასწარ ვიცით ამ დროს სად უნდა იცხოვრონ ჩვენმა მოქალაქეებმა, როგორია მათი დაზღვევის პაკეტი. ცირკულარული მიგრაცია გულისხმობს, რომ როგორც კი გავა ვადა, რაც 6 თვიდან 3 წლამდე პერიოდს მოიცავს, ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში. როგორც აღვნიშნე პოლონეთზე უკვე გავედით, ასევე მიდის მიმართულება ჩეხეთთან, გერმანიასთან და სხვადასხვა ქვეყნებთან. ვცდილობთ ეს სერვისები კიდევ უფრო განვითარდეს. რაც შეეხება სტატისტიკას, პირველი ჯგუფები 30 ადამიანამდეა წასული და საკმაოდ კარგი შედეგი იყო. შესაბამისი სამმართველოც ჩამოყალიბდა ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც უფრო აქტიურად მუშაობს მიგრაციის საკითხებზე. 1-ლი ივნისიდან კი ჩვენი სამსახურიც იცვლის სახეს და ცალკე სიპად იქმნება დიდი დასაქმების სამსამხური, რის შემდეგაც უფრო მეტი შესაძლებლობლები გვექნება,“-განაცხადა ბეზარაშვილმა.
---
11.05.2019
პროფკავშირები საექსპერტო კომპანიის მიერ ტყიბულის შახტებზე მომზადებული დასკვნის გასაჯაროვებას მოითხოვს
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ტყიბულში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მოითხოვს, დაუყოვნებლად გასაჯაროვდეს საექსპერტო კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პროფკავშირები განცხადებას ავრცელებს. „ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „როგორც ცნობილია, 2018 წლის 15 ივნისს, მას შემდეგ, რაც შახტებზე მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 მეშახტე ემსხვერპლა, ხოლო 6-მა სხეულის დაზიანება მიიღო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველოს პროფკავშირები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა - კერძოდ: ტყიბულში შეწყდა ნახშირმოპოვება და სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შერჩეული იქნა საერთაშორისო გამოცდილების მქონე საექსპერტო კომპანია, რომელიც შახტებზე შრომითი რისკების შეფასებას რამდენიმე თვის განმავლობაში ანხორციელებდა და 2018 წლის ბოლოს შესაბამისი დასკვნაც დადო. ასევე საგულისხმოა, რომ საქართველოს პროფკავშირების მოთხოვნით, მეშახტეებს იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე შრომის ანაზღაურება ეძლეოდათ. სამწუხაროდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, გერმანული საექსპერტო კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა დღემდე არ გაუსაჯაროვებია. არც ის არის ცნობილი რა წერია დასკვნაში და არც ის არის ცნობილი როგორი საინჟინრო გადაწყვეტა იქნა ნაპოვნი ნახშირმოპოვების გასაგრძელებლად ისე, რომ მინიმალიზებული იქნას შრომითი რისკები და საფრთხეები. მიუხედავად, ყოველივე ზემოთთქმულისა, 2019 წლის აპრილის ბოლოდან, მეშახტეებს შეუზღუდეს კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება, ხოლო GIG ჯგუფის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ მაისის თვეში ნახშირმოპოვების დაწყება იგეგმება უკრაინული ჯგუფის ოპერირების ქვეშ. მათივე განცხადებით გაუქმდება ძიძიგურის შახტის ადმინისტრაციული კორპუსი და ინფრასტრუქტურა, მეშახტეები ძიძიგურის შახტაზე იმოძრავებენ მინდელის შახტიდან სავენტილაციო გვირაბის გავლით და რომ საბოლოო ჯამში 250-მდე ადამიანის შემცირება იგეგმება. ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, რომ ცნობილი არ არის რა წერია გერმანელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნაში, რა რეკომენდაციები იქნა გაცემული რისკებისა და საფრთხეების შესამცირებლად და რა სამუშაოები განახორციელა ოპერატორმა კომპანიამ რეკომენდაციების შესასრულებლად. ასევე, უცნობია კომპანიის მიერ დაანონსებული რეორგანიზაციის გეგმა, დაუსაბუთებელია მისი მიზაშეწონილობა და უცნობია რეორგანიზაციის სამართლებრივი ასპექტებიც. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ტყიბულში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მოითხოვს: დაუყოვნებლად გასაჯაროვდეს საექსპერტო კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა, გასაჯაროვდეს ტყიბულის ნახშირმომპოვებელ საწარმოსთან დაკავშირებული ყველა პროცესი და უზრუნველყოფილი იქნას ამ პროცესებში საქართველოს პროფკავშირების ჩართულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენების ნეგატიური განვითარების ყველა შესაძლო პროცესთან დაკავშირებით, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართელოს მთავრობას და ოპერატორ კომპანიას“, - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.
---
10.05.2019
მედიასაშუალება: https://droni.ge/?m=3&AID=44373
აუდიტის სამსახურის საგანგაშო დასკვნა - ინფექციური დაავადებების გავრცელების მთავარი წყარო სტომატოლოგიური კლინიკებია
აუდიტის სამსახურის საგანგაშო დასკვნა - ინფექციური დაავადებების გავრცელების მთავარი წყარო, სტომატოლოგიური კლინიკები აღმოჩნდა. შემოწმების საფუძველზე გაირკვა, რომ სტომატოლოგიური კლინიკების თითქმის ნახევარი, კანონის და სტანდარტების დარღვევით მუშაობს. შავ სიაში მოხვდა რამდენიმე სტაციონარული დაწესებულებაც. ისეთი მძიმე ინფექციების გავრცელების წყარო, როგორიც არის შიდსი, C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი - საქართველოში სწორედ სამედიცინო დაწესებულებებია. დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არ არის შემუშავებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ასევე საუბარია კანონმდებლობის ხარვეზებზე, რადგან კანონმდებლობა, ერთი მხრივ, ავალდებულებს დაწესებულებას აღრიცხოს ნოზოკომიური ინფექციები და მეორე მხრივ, არ მოითხოვს მათი დადასტურებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ ინსტრუმენტს − მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას. შესაბამისად, საქმიანობის დაწყების ეტაპზე არ არის განსაზღვრული მექანიზმი, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა სტაციონარული დაწესებულებების მიერ ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენა, დადასტურება და აღრიცხვა. დეტალურად გაწერილი მეთოდოლოგია არ არის შემუშავებული, რომლის მიხედვით, რეგულირების სააგენტო უნდა ახორციელებდეს სამედიცინო დაწესებულებების კონტროლს.
პრესა.ჯი- https://presa.ge/?m=society&AID=74919
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/362933/
---
10.05.2019
დავით სერგეენკო - ბევრ შემთხვევაში, მკურნალობის ჩატარება, რისთვისაც საფრანგეთში მიდიან, იგივე დიაგნოსტიკითა და სქემით საქართველოში შესაძლებელია
ბევრ შემთხვევაში, მკურნალობის ჩატარება, რისთვისაც საფრანგეთში მიდიან, იგივე დიაგნოსტიკითა და სქემით საქართველოში შესაძლებელია, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ. სერგეენკოს თქმით, პაციენტებისთვის, რომლებიც საფრანგეთში 2015 წლამდე სამკურნალოდ მიდიოდნენ, ძირითადი მოთხოვნა ტუბერკულოზზე და „ცე“ ჰეპატიტზე მკურნალობა იყო. „საბედნიეროდ, ორივე მიმართულებით გვაქვს თანამედროვე და მიწვდომადი მკურნალობის მეთოდები. ახლა რამოდენიმე ქვეყანასთან გვაქვს და უახლოეს პერიოდში მოვაწყობთ კომუნიკაციის სისტემას, რომლის მიხედვითაც, მათ შეეძლებათ, მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ შესახებ და ჩვენ ვპასუხობთ, არის თუ არა შესაძლებელი მკურნალობა აქ, საქართველოში. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზოგიერთი სამკურნალოდ ჩადის საფრანგეთში, თუმცა საქართველოშიც არსებობს საშუალება, მიიღონ შესაბამისი მკურნალობა.
---
10.05.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/260870-qronikul-daavadebebze-medikamentebis-programis-beneficiarebs-118-aftiaqi-moemsaxureba
ქრონიკულ დაავადებებზე მედიკამენტების პროგრამის ბენეფიციარებს 118 აფთიაქი მოემსახურება
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები და სამომავლო გეგმები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ექიმებს პირადად გააცნო. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე და დაგეგმილ ცვლილებებზე. პროგრამის ფარგლებში, ცვლილებები განხორციელდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. უკვე გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ. მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ბენეფიციარებს 118 აფთიაქი მოემსახურება. ეს აფთიაქებია: 1. „PSP“ 2. “ავერსი“ 3. „ჯიპისი“ 4. „ფარმადეპო“ 5. „სახალხო აფთიაქი“ ასევე ეტაპობრივად ფართოვდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტებისა და დაავადებების ნუსხა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურანლო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი. პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკულ დაავადებებს: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები; შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II); ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა);ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; ეპილეფსია; პარკინსონის დაავადება. პროგრამის მოსარგეებლეები არიან: სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად-1 ლარად; 50%-ით და მეტი ოდენობით დაფინანსება სახელმწიფოს მიერ საპენსიო ასაკის მოქალაქეები: მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები; პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე; ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე. პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100 -ს . მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=83296
---
10.05.2019
„საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრილია სახელმწიფოს ძალადობა ადამიანზე“ - თეა წულუკიანი
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი”-ს (CPT) ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 2018 წლის სექტემბერში საქართველოში რეგულარული ვიზიტით იმყოფებოდა ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, რომელიც, დადგენილი წესის თანახმად, გაუფრთხილებლად ეწვია რვა პენიტენციურ დაწესებულებას, ათ დროებითი მოთავსების იზოლატორს და სამ სამოქალაქო სექტორის ფსიქიატრიულ დაწესებულებას. „დასკვნა ჩვენს უწყებებს 22 მარტს გადმოეცა და დღეს უკვე გამოქვეყნებულია. დასკვნა მოწმობს ერთს და მთავარს, რომ საქართველოში, როგორც დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრილია სახელმწიფოს ძალადობა ადამიანზე, რაც წარსულის პრაქტიკა იყო. მინდა პირველ რიგში, ჩემს კოლეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივულოცო ის წარმატება, რაც ამ დასკვნაში ცალსახად არის ხაზგასმული. უფრო მეტიც, CPT-ს ხელმძღვანელმა ამასწინათ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული დროებითი მოთავსების იზოლატორების მართვის მოდელი, რომელიც ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს, სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც უნდა გაიზიარონ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, CPT პენიტენციურ სისტემას გასული წლის შემოდგომაზე მაშინ ეწვია, როდესაც სასჯელაღსრულების და იუსტიციის სისტემები სულ ორი თვის გაერთიანებული იყო. იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ CPT -ს დასკვნის თანახმად, პენიტენციურ სისტემაში, ისევე, როგორც სხვაგან, პრაქტიკულად, არ არსებობს სახელმწიფოსა და თანამშრომლების მხრიდან პატიმარზე ძალადობის, ზეწოლის, ან სხვაგვარი არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ასევე პოზიტიურად არის აღნიშნული, რომ CPT-ის ბოლო, 2014 წლის ვიზიტის შემდეგ პატიმართა მთლიანი რიცხვი საქართველოში არ გაზრდილა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ გადატვირთულობის პრობლემა ციხეებში მთლიანობაში აღმოფხვრილია. „პოზიტიურად არის შეფასებული ის საკანონმდებლო მრავალმხრივი ცვლილებები, რაც განვახორციელეთ ამ ხელისუფლების პირობებში. პირველ რიგში, ხაზგასმულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და N11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულება, რომელიც ამ კოდექსის წყალობით აღარ არის გადატვირთული და ბავშვთა უფლებები პენიტენციურ სისტემაში არის მაღალი ხარისხით დაცული. დადებითად არის შეფასებული სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონი, რომელიც სხვა უწყებების ჩართულობით იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა და ძალიან მალე შევა ძალაში. პოზიტიურად არის შეფასებული ჩემი წინამორბედის ძალისხმევით, N7 პენიტენციური დაწესებულების დახურვა, რაც სწორედ CPT-ს მრავალი წლის რეკომენდაცია გახლდათ. ასევე დადებითად არის შეფასებული 2013 წლიდან გაწეული ძალისხმევა და ციხეებში სხვადასხვა სახის ჰეპატიტის და ტუბერკულოზის აღმოფხვრის მხრივ მიღწეული წარმატებები. მნიშვნელოვანია, უკვე ჩემი მმართველობის პერიოდისთვის და სამომავლო გეგმებისთვის, რომ CPT დადებითად აფასებს რუსთავში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობას. ჩემი მხრიდან დავძენ, რომ ახალი ინფრასტრუქტურის წყალობით, ჩვენ იმ ძველ მემკვიდრეობასთან დამშვიდობებას შევძლებთ, რომელიც ამ ქალაქისთვის საკმაოდ პრობლემურია. უნდა გაუქმდეს ძველებური მოდელი, N17 დაწესებულების სახით. დადებითად არის შეფასებული ლაითურის ახალი პროექტის მშენებლობის დასრულება, რაც გეგუთის N14 ძველებური ტიპის დაწესებულების ჩანაცვლების საშულებას მოგვცემს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მისი თქმით, მატერიალური პირობები ციხეებში დადებითად არის შეფასებული, მათ შორის, ბათუმსა და ე.წ. „მატროსოვის“ ციხეში, ასევე პოზიტიურად არის შეფასებული პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურება, გარდა ფსიქიატრიული მკურნალობის დარგში არსებულ ხარვეზებისა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, CPT-ს აქვს კრიტიკაც და რეკომენდაციებიც. „პირველ რიგში, გამოვეხმაურები იმ შეფასებას, რომელიც არის ქსნის დაწესებულების ვიზიტის დროს გამოთქმული. დასკვნაში ე.წ. „პატიმართა შორის იერარქია“ იყო მოყვანილი და გაკრიტიკებული. ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია, რადგან CPT -მ როგორც 2004 წელს, ასევე 2012 წლის ნოემბერში ჩვენს სახელმწიფოს უსაყვედურა და შესაბამისი რეკომენდაციებიც არის გაცემული, თუმცა პრობლემა დღეს კვლავ არსებობს და ერთადერთი გამოსავალი სწორი მენეჯმენტისა და ევროპული ციხეების სისტემაზე გადასვლისთვის გახლავთ ახლებური ინფრასტრუქტურის შექმნა. თანამშრომლებზე მეტი ზრუნვა არის რეკომენდაცია პენიტენციური დაწესებულებებისთვის, რაც ორი სისტემის გაერთიანების შემდეგ დაწყებულია და გაგრძელდება იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი. CPT -ს აზრით, გადასახედია პატიმართა უფლებების უფრო მაღალი ხარისხით დაცვა. ვინაიდან პატიმართა წამების პრობლემა აღმოფხვრილია, აქცენტი გადატანილია მათ უკეთეს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე, რაც ასევე არის აღიარებული იუსტიციის მინისტრის 22 თებერვლის ბრძანებით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/469105
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=83328
---
10.05.2019
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=12370
უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი ხელვაჩაურიდან
უკიდურესად გაჭირვებულები ხელვაჩაურიდან. ფარტენაძეებიის ოჯახში 6 წევრია. თავს 200 ლარიანი პენსიით ირჩენენ. თანხა პურის და მედიკამენტების შესაძენადაც არ ჰყოფნით, ხანდაზმულებს კი ჯანრმთელობის პრობლემები აქვთ. სახელმწიფომ მათ სოციაალურად დაუცველის სტატუსი მოუხსნა. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი ხელვაჩაურიდან. ფარტენაძეები 6-ნი არიან. თავს 200 ლარიანი პენსიით ირჩენენ. თანხა პურის და მედიკამენტების შესაძენადაც არ ჰყოფნით, ხანდაზმულებს ჯანრმთელობის პრობლემები აქვთ. სახელმწიფომ მათ სოციაალურად დაუცველის სტატუსი მოუხსნა. რატომ შეუწყვიტეს სოფელ სატეხიაში მხცოვრებლებს ფინანსური დახმარება? ფარტენაძეების ექვს წევრიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 200 ლარიანი პენსიაა. გვიყვებიან, რომ საკვებად საკარმიდამო ნაკვეთში დაკრეფილ ბაღჩეულს იყენებენ. ამბობენ, რომ ხშირად პურის ყიდვასაც კი ვერ ახერხებენ ხელვცაურში, სოფელ სატეხიაში მცხოვრები ოჯახის ისედაც გაუსაძლის პირობებს, მოხუცების ჯანმრთელობისმძიმე მდგომარეობა ემატება. ხანდაზმულები ხშირად ავადმყოფობენ, მედიკამენტების შესაძენად კი ფინანსები არ ჰყოფნით. ოჯახი წლების წინ სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებოდა, თუმცა 2013 წლიდან სახელმწიფოსგან ფულად შემწეობას ვეღარ იღებენ. დახმარების აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს არაერთხელ მიმართეს. ისინი სტატუსის აღდგენას ითხოვენ. ფარტენაძეების სიდუხჭირეზე საუბრობენ ოჯახის ახლობლები და მეზობლები. მათთვის გაუგებარია, რატომ მოუხსნა სახელმწიფომ უკიდურესად გაჭირვებულებს სოციალურად დაუცველის სტატუსი. ხელვაჩაურის სოციალური მომსახურების სააგენტოში დახმარების მოხსნის მიზეზად, ოჯახის ერთიწევრის დასაქმებას ასახელებენ. ნანი კახიძის თქმით, ფარტენაძეებს სტატუსის ხელახლა შესწავლის მიზნით არ მიუმართავთ. აღუდგება თუ არა ფარტენაძეებს დაკარგული სტატუსი, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ქულას მიანიჭებს სააგენტო ოჯახს განმეორებითი შესწავლის შემდგომ.
---
10.05.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/201012/
როცა დაღლილობისგან ითიშები, მაგრამ მაინც მუშაობ – კონსულტანტები მძიმე შრომაზე
---
ბეჭდვითი მედია
11.05.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ინფექციური დაავადების გავრცელების მთავარი წყარო სტომატოლოგიური კლინიკები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ინფექციის პრევენციისა და კონ ტროლის (იპკ) სისტემის ეფექტიანობის აუდიტი იმის დასადგენად, თუ რამდენად საკმარისია ქვეყანაში არსებული რეგუ ლაციები და კონტროლის მექანიზმები სა მედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემის უზრუნველსაყოფად. აუდიტის შედეგად გამოვლინდა ის ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისტემის ეფექტიანად მართვაზე, ამის შესახებ საუ ბარია აუდიტის სამსახურის დასკვნაში. ქვეყანაში არ არის შემუშავებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რაც უზრუნველყოფდა სახელმწიფო დონეზე ერთიანი პოლიტიკისა და გასატარებელი ღონისძიებების არსებო ბას იპკის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული საკით ხები მხოლოდ ფრაგმენტულად არის ასახული 20172020 წლების ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო და 20162020 წლების ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნულ სტრატეგიებში, რაც არ არის საკმარისი პოლიტიკის განსასაზღვრად; მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროსა და ცენტრის მიერ შემუშავებულია მექანიზმები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების შესა ხებ ინფორმაციის გაუმჯებესებისკენ, ისინი არ არის საკმარისი მისი სანდოობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სამინისტრო მოკლებუ ლია შესაძლებლობას ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას სტაციო ნარულ სამედიცინო დაწესებულებებ ში აღნიშნული მიმართულებით არსე ბული რეალური მდგომარეობის შესა ხებ, რაც, თავის მხრივ, შექმნიდა ნო ზოკომიურ ინფექციებზე გაწეული ხარ ჯების იდენტიფიცირებისა და ეფექ ტიანი მართვის პირობებს; კანონმდებლობა, ერთი მხრივ, ავალდებულებს დაწესებულებას, აღრიც ხოს ნოზოკომიური ინფექციები და მეორე მხრივ, არ მოითხოვს მათი დადასტურებისთვის აუცილებელ ერთერთ ინსტრუმენტს _ მიკრო ბიოლოგიურ ლაბორატორიას. შესაბამისად, საქმიანობის დაწყების ეტაპზე არ არის განსაზღვრული მექანიზმი, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა სტაციონარული დაწესებულებების მიერ ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენა, დადასტურება და აღრიცხვა; კანონმდებლობა არ მოითხოვს, შემოწმდეს სტომატოლო გიური სამედიცინო დაწესებულებები საქმიანობის დაწყების ეტაპ ზე აკმაყოფილებენ თუ არა სავალდებულო მოთხოვნებს, ამავე დროს, შესამოწმებელი დაწესებულებების შერჩევის კრიტერიუ მად არ არის განსაზღვრული ახლად გახსნილი სტომატოლოგიუ რი დაწესებულებების შემოწმება, რაც ზრდის პაციენტების უსაფ რთხოების რისკებს; სადეზინფექციო საშუალებების რეგისტრაციისას, დოკუ მენტაცია ზოგიერთ შემთხვევაში წარმოდგენილია არასრულყო ფილად. გარდა ამისა, არ არის კონკრეტულად გაწერილი, რა შინაარსის მატარებელი უნდა იყოს სავალდებულო დოკუმენტა ცია, რაც ზრდის არაერთგვაროვანი მიდგომის რისკებს; დეტალურად გაწერილი მეთოდოლოგია არ არის შემუშა ვებული, რომლის მიხედვით, რეგულირების სააგენტო უნდა ახორ ციელებდეს სამედიცინო დაწესებულებების კონტროლს, რაც ზრდის იმის რისკს, რომ სრულად ვერ გამოვლინდება სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული იპკ სისტემის ნაკ ლოვანებები. სტომატოლოგიური დაწესებულებისთვის ტექნიკური რეგ ლამენტით განსაზღვრულია იპკის სისტემის მოთხოვნები. 2018 წლის მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში მოქმედებდა 1,526 სტო მატოლოგიური დაწესებულება. სააგენტოს მიერ 20152017 წლებ ში განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა რომ შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ვერ აკმაყოფილებს იპკის მოთხოვნებს. ამათგან, იპკის სისტემის მიმართულებით ტექნიკური რეგლამენტის ცალკეული მოთხოვნის, ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა დეზინფექციისა და სტერი ლიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიც ხვით უზრუნველყოფის პროცესში: 2015 წელს, აღნიშნული მოთ ხოვნა დარღვეულია შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესე ბულებების 55%ში, 2016 წელს _ 48%ში და 2017 წელს _ 51% ში.
---