მედიამონიტორინგი 13.11.2018
ტელევიზია
13.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
რუსული დეზინფორმაცია საქართველოში სიკვდილის ლაბორატორიის შესახებ. გამოძიება ბიბისიმ ჩაატარა. ჟურნალისტმა ლუგარის ლაბორატორიაში ის საბუთები შეისწავლა, რომლებიც იგორ გიორგაძის მტკიცებით საქართველოს მოქალაქეებზე ცდების ჩატარებას ადასტურებს. ინტერვიუში უშიშროების ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ საბუთების გასაჯაროებით კითხვებზე პასუხს ელოდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5686180
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5685759
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5685671
12.11
რუსთავი2 - კურიერი 15:00-http://rustavi2.ge/ka/news/118568
---
12.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ჯანდაცვის სამინისტრო ძუძუს კიბოს მედიკამენტების მკურნალობის უზრუნველყოფის კამპანიას აფართოებს. იანვრიდან ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დავავადებული პაციენტები ორი სახეობის მედიკამენტს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ. გადა ამისა დაფინანსება მომავალი წლიდან არა მარტო დიდ ქალაქებს არამედ რეგიონებსაც შეეხება. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსა, თბილისის მერიისა და მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიის როშეს ძალისხმევით ხორციელდება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5685201
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5685283
I არხი -მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5685435
Iარხი-მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5683813
იმედი -ქრონიკა 14:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5684167
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5683747
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5684356
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5685302
---
12.11.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა
ჯანდაცვის სამინისტრო ძუძუს კიბოს მედიკამენტების მკურნალობის უზრუნველყოფის კამპანიას აფართოებს. იანვრიდან ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დავავადებული პაციენტები ორი სახეობის მედიკამენტს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა
https://www.youtube.com/watch?v=dEvVYb3EDPs
---
12.11.2018
არხი: რუსთავი2
გადაცემა: კურიერი 21:00
10 წლის ბავშვს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მეხუთე სტადია აქვს - ოჯახის თქმით, ენმ-ის მხარდაჭერის გამო, ოპერაციას არ უფინანსებენ
http://rustavi2.ge/ka/news/118602
---
12.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
მეორე ჯგუფის შშმ პირებს პენსია გაეზრდებათ
https://www.imedi.ge/ge/video/30108/meore-jgupis-shshm-pirebs-pensia-gaezrdebat
მაესტრო- ახალი ამბები 18:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5685090
I არხი-მოამბე 21:00http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5685537
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00(მეორე ვიდეო ფაილი)-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5685283
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5685146
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5684995
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5684763
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5685307
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5684737
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5684419
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5684155
---
12.11.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
ჯანდაცვის მინისტრი დღესვე С ჰეპატიტის ბიუჯეტის აუთვისებლობის საკითხსაც გამოეხმაურა. С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 2018 წლის ბიუჯეტი 14 მილიონ 257 ათასი ლარია, ხაზინის ბოლო მონაცემებით კი პროგრამის ბიუჯეტიდან მხოლოდ 4 მილიონ 716 ათასი ლარია დახარჯული. დავით სერგეენკო გრაფიკთან ჩამორჩენას პირველ რიგში პაციენტთა ნაკლებ აქტიურობას უკავშირებს. С ჰეპატიტის პროგრამის გარდა დაბალი ათვისება აქვს მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამასაც. 2018 წელს პროგრამისთვის განკუთვნილი 10 მილიონი ლარიდან მხოლოდ 407 000 ლარია დახარჯული
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5685528
---
12.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ჰუალინგის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე შეხვდა. დევნილებმა შეხვედრაზე საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს. გრიგოლ გიორგაძე მათ დახმარბას დაჰპირდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5685408
---
12.11.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00
ორ თვეზე მეტია, რაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გაფართოვდა. პროგრამის მეშვეობით ასაკით პენსიონერებს და შშმპ 23 დასახელების მედიკამენტის 50-დან 87 % ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობა აქვთ, თუმცა მომხმარებელთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ექიმის მიერ დანიშნული წამლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ ჩამონათვალს ძირითად შემთვევაში არ ემთხვევა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5683978
---
ინტერნეტი
13.11.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/bbc-ruseti-tbilisshi-mdebare-laboratoriis-shesakheb-dezinformacias-avrcelebs-video/
BBC - რუსეთი თბილისში მდებარე ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს
BBC-ის ცნობით, რუსეთი საქართველოში არსებული ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ტელეკომპანიის ჟურნალისტი სტივ როზენბერგი ცდილობს, გაარკვიოს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს მოსკოვის ბრალდება, რომ თბილისში მდებარე ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში ადამიანებზე საშიშ ცდებს ატარებენ. BBC -ის რეპორტიორი ამ ინფორმაციის დამამტკიცებელ საბუთებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილ მინისტრ იგორ გორგაძეს სთხოვს. გიორგაძე ინტერვიუში ამბობს, რომ მას ამის დამამტკიცებელი საბუთები არ გააჩნია. „მე არ მაქვს სურვილი რაიმე ვამტკიცო. მე ვსვამ კითხვას“, – აცხადებს გიორგაძე. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ არის ეს დეზინფორმაცია, გიორგაძე ამბობს, რომ არ იცის. BBC-ს კორესპონდენტი გიორგაძის მიერ გავრცელებული „საიდუმლო დოკუმენტების“ შესახებ გიორგი ხატელიშვილს ესაუბრა, რომელიც 2015 წელს ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა. ის ინტერვიუში ინტერნეტით გავრცელებული დოკუმენტების ავთენტურობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს საბუთები წარმოადგენს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებისთვის შეყვანილი პრეპარატების შესახებ ინფორმაციას. „უცნაურია, რომ ბატონმა გიორგაძემ ეს დოკუმენტები წარადგინა, რადგან ამ პროგრამის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცოდა. განიკურნა 36 000 ადამიანი და შესაძლოა, 200-მდე გარდაიცვალა ან უკუჩვენებები აღენიშნებოდა“, – ამბობს ხატელიშვილი. BBC-ს ცნობით, ამ პროგრამის დროს გამოყენებულმა წამლებმა ტესტირება გაიარეს და მათი გამოყენება დაშვებულია. რეპორტაჟის ავტორი ასევე ეწვია ლუგარის სახელობის ცენტრს, სადაც როგორც მოსკოვი ამტკიცებს, „ამერიკელი სამხედროები ბიოლოგიურ იარაღზე და დრონებზე მუშაობენ“, რომლითაც „სასიკვდილო ვირუსის მატარებელი კოღოების გავრცელებაა შესაძლებელი“, თუმცა ჟურნალისტმა ამის მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა. მან კითხვით მიმართა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ წარმომადგენელ მარია ზახაროვას. პასუხად ზახაროვა შემდეგს ამბობს: „თუ თქვენ დღეს არ გაქვთ მტკიცებულებები, ეს არ ნიშნავს, რომ მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობს“. შეგახსენებთ, რომ რუსულმა ტელეკომპანიებმა და საგარეო უწყებამაც რამდენჯერმე გაავრცელეს ცნობა საქართველოში ბიოლოგიური იარაღის გამოცდის შესახებ, რასაც, მათივე თქმით, მოქალაქეთა სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ცნობა თბილისში უარყვეს და რუსულ მხარეს ლუგარის ცენტრის დათვალიერება შესთავაზეს, თუმცა მოსკოვში ამაზე უარი განაცხადეს.
12.11
ნეტგაზეთი.ჯი-http://netgazeti.ge/news/318748/
რადიო თავისუფლება- https://www.radiotavisupleba.ge/a/29596091.html
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=74581
---
13.11.2018
კახაბერ ოქრიაშვილი: „ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი მოქმედებებით უნდა გაიზარდოს“
---
12.11.2018
მედიასაშუალება: https://www.bbc.com/news/av/world-46157507/russian-disinformation-and-the-georgian-lab-of-death
Russian disinformation and the Georgian 'lab of death'
A BBC investigation has found that Russian media and officials presented false claims about a US-funded laboratory in neighbouring Georgia. The Russian Foreign Ministry, Defence Ministry and pro-Kremlin media claimed recently that untested drugs were given to Georgian citizens at the lab, resulting in a large number of deaths. The US has accused Russia of disinformation in order to distract attention away from incidents such as the Salisbury poisonings.
---
12.11.2018
მედიასაშუალება:http://expressnews.com.ge/?id=74532&fbclid=IwAR36gh9dAYBoeX63i_NYtDXThIY9gc3dPxAdMtdvrtX5iMuf5u2KmrgCFrE
ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, მედიკამენტებს „პერჯეტასა“ და „ჰერცეპტინს“ 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ
ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანია “ როშეს” შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის (I, II, III) მქონე პაციენტების გარდა, მედიკამენტებს 80%-იანი ფასდაკლებით მთელი საქართველოს მასშტაბით, მეოთხე სტადიის მქონე სიმსივნით (ძუძუს კიბო) დაავადებული მოქალაქეებიც მიიღებენ. „მწარმოებლის მხრიდან ფასის დაწევამ, საშუალება მოგვცა არსებული ბიუჯეტით პროგრამში უფრო მეტი პაციენტი ჩაგვერთო და ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიის მქონე მოქალაქეებისთვის 80%-იანი ფასდაკლებით მიგვეცა აღნიშნული მედიკამეტები“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. უწყების ცნობით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის, კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობით, შესაძლებელი ხდება, საქართველოში სრულად იქნას მოცული ძუძუს კიბოთი დაავადებული, ყველა სტადიის პაციენტების მკურნალობა. „საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. დაავადების სამკურნალო მედიკამენტის-ჰერცეპტინის ღირებულება, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების რემისიას და სიცოცხლის ხანგრძლივობას, ერთ პაციენტზე წლიურად 72000-ზე მეტ ლარს შეადგენს. ძუძუს კიბოს სამკურნალო არსებული პროგრამა 2016 წლის თებერვლიდან დაიწყო, რომელიც მიზნად დაავადების სამკურნალო მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს. პროექტი, ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „როშეს“ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. პროგრამაში ჩართული პაციენტები, რომლებიც დავადებული არიან ძუძუს კიბოს: პირველი, მეორე და მესამე სტადიით მთელი საქართველოს მასშტაბით ძვირადღირებულ მედიკამენტებს 80%-იანი თანადაფინანსებით იღეებენ, რაც წლიურად ერთ პაციენტზე 6000-მდე ლარს შეადგენს. პროგრამის დაწყებიდან დღემდე უკვე ისარგებლა 400-ზე მეტმა პაციენტმა“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/2019-tslis-ianvridan-dzudzus-kibos-samkurnalo-medikamentit-uzrunvelkofis-proeqti-fartovdeba/52214
კვირა.ჯი- http://kvira.ge/430984
სპუტნიკი-საქართველო.კომ- https://sputnik-georgia.com/society/20181112/242909070/ra-shegavatebi-igegmeba-zuzus-kiboti-daavadebulebistvis.html?fbclid=IwAR3ktupyCY75pHNgGbsBVvAaJw5E36K2yjJy-8Ca4T0ksBTtZnMk_Eaq_EA
---
12.11.2018
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა შესაბამისი დავალება დღეს ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს მისცა. „ეს ეხება 75 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს და რა თქმა უნდა, მათი საჭიროება უნდა გავითვალისწინოთ. ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს ექნებათ დავალება, რომ აუცილებლად მოვიძიოთ ეს რესურსი მომავალი წლის ბიუჯეტში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 2019 წლის პირველი იანვრიდან II ჯგუფის შშმ პირების სოციალური პაკეტი 20 ლარით გაიზრდება და ისინი 100-ის ნაცვლად 120 ლარს მიიღებენ. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად იმსჯელეს შშმ პირთა სათემო მომსახურების პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვა მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მათი როგორც ფინანსური მხარდაჭერის, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართულობის გასაძლიერებლად. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ამ მიმართულების განვითარებისთვის გვაქვს გარკვეული რესურსები გამოყოფილი, იზრდება სოციალური პაკეტიც, თუმცაღა ისიც გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და მეტია გასაკეთებელი. საჭიროა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა უკეთ გავაცნობიეროთ და დავნერგოთ ევროპული მოდელი, გავზარდოთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა ამ პროცესში, რაც უფრო ინკლუზიურს გახდის ამ მიმართულებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ხაზი გაუსვა საზოგადოებრივ საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიური ჩართულობის, დასაქმების, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მათი მონაწილეობის აუცილებლობას, ხელმისაწვდომი ჯანდაცვითა და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=74569
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/215136
ბათუმელები.ჯი- http://batumelebi.netgazeti.ge/news/167804/
---
12.11.2018
დავით სერგეენკო - მე და ფინანსთა მინისტრს პრემიერმა მოგვცა დავალება, გამოგვენახა რესურსები მეორე ჯგუფის შშმ პირებისთვის სოციალური პაკეტის პენსიის 20 -ლარიანი ზრდისთვის
მე და ფინანსთა მინისტრს პრემიერისგან მოგვეცა დავალება, რომ გამოგვენახა ფინანსური რესურსები მეორე ჯგუფის შშმ პირებისთვის სოციალური პაკეტის პენსიის 20 -ლარიანი ზრდისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც პრემიერთან ერთად შშმ პირებს შეხვდა. მისივე თქმით, ასევე შესაძლოა, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის არსებული პროგრამის ცვლილება მოხდეს და ასაკმა 15 -დან 18 წლამდე აიწიოს. „დღეს შედგა შეხვედრა პრემიერთან შშმ პირთა საზოგადოების წარმომადგენლების. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი. პირველი - მე და ფინანსთა მინისტრს მოგვეცა დავალება, რომ გამოგვენახა ფინანსური რესურსები მეორე ჯგუფის შშმ პირებისთვის სოციალური პაკეტის პენსიის 20 -ლარიანი ზრდისთვის. ამისთვის ბიუჯეტი არის დაახლოებით 17 მილიონი ლარი. ასევე, იქნა განხილული ერთ-ერთი პროგრამა, რომელსაც ახორციელებს სამინისტრო და ეს არის ბავშვთა ადრეული განვითარების აუტიზმის მქონე ბავშვების, რომლებიც მხოლოდ დიდ ქალაქებში ხორციელდება და ჩართულობა არის 15 წლამდე. უნდა გაკეთდეს გათვლები, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდეს ეს და ასაკი გაიზარდოს 15-დან 18 წლამდე. ასევე, განვიხილეთ ზოგადი პოლიტიკა შშმ პირთა სამოქმედო გეგმა, რომელიც გასაახლებელია",- განაცხადა სერგეენკომ.
---
12.11.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/djandacvis-ministri-c-hepatitis-biudjetis-autviseblobis-mizezebs-ganmartavs
ჯანდაცვის მინისტრი C ჰეპატიტის ბიუჯეტის აუთვისებლობის მიზეზებს განმარტავს
ჯანდაცვის მინისტრი დღესვე c ჰეპატიტის ბიუჯეტის აუთვისებლობის საკითხსაც გამოეხმაურა. c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 2018 წლის ბიუჯეტი 14 მილიონ 257 ათასი ლარია, ხაზინის ბოლო მონაცემებით კი პროგრამის ბიუჯეტიდან მხოლოდ 4 მილიონ 716 ათასი ლარია დახარჯული. დავით სერგეენკო გრაფიკთან ჩამორჩენას პირველ რიგში პაციენტთა ნაკლებ აქტიურობას უკავშირებს. „ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და ველოდებით, რომ 150 ათას ადამიანს სჭირდება მკურნალობა. პროგრამის დიზაინი ასეთია, რომ მათგან 90%-მა უნდა ჩაიტაროს სკრინინგი. ვინც სკრინინგს ჩაიტარებს მინიმუმ 90%-მა უნდა იმკურნალოს და მათგან, ვინც იმკურნალებს 90%-მა მინიმუმ უნდა მოირჩინოს ეს დაავადება. მესამე პუნქტში ჩვენ უკვე წინსწრება გვაქვს. 95%-ის მაგივრად 98 გვაქვს განკურნების მაჩვენებელი, მაგრამ მკურნალობაში ჩართვაში არის ჩამორჩენა. ამ ჩამორჩენის მიზეზია რა, თუ პირველ ეტაპზე პაციენტებმა იცოდნენ, რომ ეს ავადმყოფობა ჰქონდათ, თვითონ მოითხოვდნენ ჩართვას პროგრამაში, რადგან შორს წასული სტადიები ჰქონდათ, რომელთაც ჩვენ უკვე ვუმკურნალეთ 50 ათას ადამიანს. ჩვენ ველოდებით, რომ 75 ათასი ადამიანი კიდევ უნდა ჩაერთოს. მათმა 99%-მა არ იცის, რომ ავად არის, იმიტომ რომ არ აწუხებს, ამიტომ ჩვენ ვართ პროაქტიულები. იუსტიციის სახლი გვეხმარება, მობილური ლაბორატორიები გავხსენით, კარდაკარ დავდივართ და ვაკაკუნებთ, ოღონდ მოვიდნენ და ჩაერთონ. გათვლები ტარდება ელიმინაციის მიზნებთან მიმართებაში. კერძოდ, თვეში 2500 პაციზეტზე. მიუხედავად ჩვენი პროაქტიულობისა, თვეში ჩართვა არის 1000 პაციენტის მხოლოდ. ჩვენ ძალისხმევას არ ვაკლებთ, რომ მეტი ჩაერთოს, მაგრამ ბიუჯეტი ითვლება პარტნიორებთან შეთანხმებით ელიმინაციის თარგეტებთან მიმართებაში. ამიტომ არის სწორედ გრაფიკს ჩამორჩენა“-განმარტავს დავით სერგეენკო.
---
12.11.2018
დავით სერგეენკო სალომე ზურაბიშვილის შესახებ - ნებისმიერი სახის ძალადობა და მუქარა მიუღებელია
ცალსახად მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და მუქარა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტრებისას აღნიშნა. „ბრიფინგისთვის არ მომისმენია, მედიიდან გავიგე, ცალსახად მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, მუქარა. რამდენადაც ვიცი, უკვე შესწავლა მიმდინარეობს შსს-ს მიერ",- აღნიშნა სერგეენკომ. საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
---
12.11.2018
დავით სერგეენკო განმარტავს, სოციალურად დაუცველი პირები დასაქმების შემთხვევაში რა ტიპის დახმარებით ისარგებლებენ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი დასაქმების შემთხვევაში, პირველი ერთი წლის განმავლობაში როგორც ფულადი, ისე არამონეტარული დახმარებით, მაგალითად, ჯანდაცვის პაკეტით ისარგებლებს, მეორე წელს კი მხოლოდ არამონეტარული დახმარება შეუნარჩუნდება. ამის შესახებ დავით სერგეენკომ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, ეს არის „განლევადი სოციალური დახმარების“ მოდელი, რომელიც პირს საშუალებას აძლევს, სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვიდეს და სოციალურად აქტიური გახდეს. „მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა ყველა ქვეყნისთვის ერთგვარი გამოწვევაა. ჩვენ ბევრი ქვეყნის პროექტის ანალიზი გვაქვს გაკეთებული. ერთ-ერთი მეთოდი იმისთვის, რომ ამ პროგრამაში დასაქმების დემოტივაცია შეამცირო, მომხმარებელი სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული არ გახადო და არ შეამცირო მოტივაცია, რომ თავისი შრომით შეინახოს ოჯახი, არის ასეთი მცნება, რომელსაც ქართულად შეიძლება, „განლევადი სოციალური დახმარება“ მიუსადაგო. ახლა მოქმედებს შეწყვეტადი სოციალური დახმარება, რომლის მიხედვითაც, თუ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება არ ხდება, ის მაშინვე წყდება. განლევადი სოციალური დახმარება კი გულისხმობს იმას, რომ თუ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება არ მოხდება, ის ნელ-ნელა შეწყდება. არსებული მოდელით, თუკი პირი მუშაობას დაიწყებს და შემოსავალი გაუჩნდება, დახმარება შეუწყდება, 2019 წლის პირველი იანვრიდან კი პირს ორივე სარგებელი ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება: მონეტარული ანუ ფულადი სოციალური დახმარება იმ სახით, რა სახითაც არის და არამონეტარული, მაგალითად, ჯანდაცვის პაკეტი, რომლითაც სოციალურად დაუცველები ახლა სარგებლობენ. ერთი წლის შემდეგ შეწყდება ფულადი დახმარება, თუმცა კიდევ ერთი წლის განმავლობაში არამონეტარული დახმარება გაგრძელდება და პირს მიეცემა საშუალება, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულებიდან გამოვიდეს და სოციალურად აქტიური გახდეს”, - აღნიშნა მან, კითხვაზე, რატომ დადგა ახალი მოდელის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედების საჭიროება, დავით სერგეენკომ უპასუხა, რომ ეს საკითხი აქამდეც იდგა, თუმცა მკაფიო ხედვა იყო ჩამოსაყალიბებელი. „ამის საჭიროება ყოველთვის იდგა. ჩამოსაყალიბებელი იყო მკაფიო ხედვა, თუ ეს როგორ უნდა გაკეთდეს. ამის გაკეთება დავიწყეთ 2015 წლის მაისში, როდესაც სოციალური დახმარება ბავშვთა კეთილდღეობაზე აქცენტირებული გახდა. 2016 წლის მეორე ნახევარში მეორე ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ, სავალდებულო გახდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებები დარეგისტრირებულიყვნენ სამუშაოს მაძიებელთა პროგრამა Worknet-ში. თუ ისინი ამას არ გააკეთებდნენ, სოციალური დახმარება უწყდებოდათ. ამის შემდეგ, დრო დასჭირდა გათვლებს, თუ ის როგორი განლევადობით უნდა გაკეთებულიყო. ამ გათვლებზე მივედით და მისი რეალიზაცია იანვარში დაიწყება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
---
12.11.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/saaxalwlo-meniu-socialurad-daucvelebistvis?fbclid=IwAR2ozaDT8cgf9mNDKcs01o67282XOvymJk0gWDrnBtLaYO3IuNssE1D8VAQ
საახალწლო მენიუ სოციალურად დაუცველებისთვის
თბილისის რაიონების გამგეობებმა საახალწლოდ სოციალურად დაუცველებისთვის გადასაცემი სასაჩუქრე ნაკრებების შეძენა დაიწყეს. ერთ-ერთი ასეთი ტენდერი ისნის რაიონის გამგეობამ გამოაცხადა. 4090 სასაჩუქრე პაკეტის შესაძენად მუნიციპალიტეტი 102 ათას 250 ლარის დახარჯვას გეგმავს. სასაჩუქრე პაკეტში სულ 10 დასახელების საკვები უნდა შევიდეს. რას მოიცავს სოციალურად დაუცველების საახალწლო მენიუ?- ჩამონათვალშია, 1 ლიტრი ზეთი, 900 გრამი შაქარი, 370 გრამიანი მოუხარშავი შესქელებული რძე, 180 გრამი მაიონეზი, 500 გრამი შოკოლადის კანფეტი, 500 გრამი ხილის კარამელი, 450 გრამი ხორცის კონსერვი -,,ტუშონკა“, 400 გრამი ბარდა, 10 ცალი კვერცხი და 1 კილოგრამი ფქვილი. ანალოგიური შემადგენლობისაა საახალწლო სასაჩუქრე მენიუ ნაძალადევის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველებისათვის, ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა 129 ათასი ლარი უნდა დახარჯოს და 5402 პაკეტი შეიძინოს. განაწილების წესის შესაბამისად, 1 სულიანი ოჯახი 1 სასაჩუქრე პაკეტს მიღებს, 2 დ 3 სულიანი ოჯახები 2 პაკეტს, 4 და 5 სულიანი ოჯახები 3 სასაჩუქრე პაკეტს და ა.შ.
---
12.11.2018
დემოგრაფიული კრიზისი: საქართველოში მოსახლეობა დაბერებას იწყებს – ახალი მსოფლიო კვლევა
---
ბეჭდვითი მედია
13.11.2018
მედიასაშუალება: ქრონიკა+
"ჯანდაცვის სისტემის მთავარი საზრუნავი პაციენტი ჯერ კიდევ არ არის"
ბოლო პერიოდში მედიკამენტებზე ფასების ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ფასების მკვეთრი მატება სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია. "ქრონიკა+"-ის შეკითხვებს ჯანდაცვის ექსპერტმა მარინა ბერაძემ უპასუხა: -დღევანდელი მდგომარეობით რამდენად საგანგაშოა მედიკამენტებზე დაწესებული ფასები? -ზოგადად, ყველა ვხედავთ, რომ არსებობს პრობლემა მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით - მედიკამენტების ფასები არის მაღალი. თუ ჩვენ ამ ფასებს მეზობელი ქვეყნების ან ევროპის მოწინავე ქვეყნების ფასებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ, ამ მაჩვენებლით, საკმაოდ მოწინავე ადგილი გვიკავია. ერთი და იმავე დასახელების წამლებზე ჩვენთან არსებული ფასები ბევრად აღემატება. რა თქმა უნდა, ამას აქვს საკუთარი მიზეზები. როდესაც მინისტრი ბრძანებს, რომ სახელმწიფო ვერ ერევა მედიკამენტების ფასწარმოქმნის პროცესში, ეს არის სრული სიმართლე. დღესდღეობით ჩვენი კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ სახელმწიფოს რაიმე ბერკეტი ჰქონდეს, შესაბამის პროცესებში ჩაერიოს. დღევანდელ დღეს ეს ფარმაცევტული კომპანიები განსაზღვრავს ფასწარმოქმნას ფარმაცევტული ბაზრის ყველა დონეზე - ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებიდან დაწყებული, საცალო და საბითუმო რეალიზაციითა და, აგრეთვე, მედიკამენტების დანიშვნის პროცესით დამთავრებული. ამის საშუალებას კი დღევანდელი საკანონმდებლო ბაზა იძლევა. მთელი პრობლემა არის არასრულყოფილი და, შეიძლება ითქვას, ძალიან მახინჯი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საშუალებას იძლევა, ერთი და იმავე სუბიექტის ხელში იყოს როგორც ფარმაცევტული წარმოება, ასევე - საცალო და საბითუმო რეალიზაცია; ასევე იძლევა საშუალებას, რომ ეს სუბიექტი ფლობდეს კლინიკებსაც, სადაზღვევო კომპანიებსაც და, რიგ შემთხვევაში, ბანკებთანაც აქვთ მჭიდრო კავშირი. სახელმწიფოში არათუ არ არსებობს ორგანო, რომელსაც აქვს ფასწარმოქმნაში მონაწილეობის მიღების ბერკეტი, არამედ, კანონით, არ ხდება დაცვა იმ წესისა, რომ არ უნდა იყოს ეკონომიკური დაინტერესება. წარმოიდგინეთ, ექიმი რომ დაისაჯოს, ყველას ესმის, რომ ეს ექიმის ბრალი არ არის. ამ დროს არ არსებობს ორგანო, სტრუქტურა, რომელიც გამოიკვლევს დანიშნული წამლებისგან გამოწვეულ გვერდით მოვლენებს. ამის მუდმივი კვლევა არის ნებისმიერი, კარგი ჯანდაცვის სისტემის პირდაპირი ვალდებულება. ჯანდაცვის სისტემის მთავარი საზრუნავი პაციენტი ჯერ კიდევ არ არის ჩვენს ქვეყანაში. მთავარი საზრუნავი არის კერძო ბიზნესი. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც საქმე ეხება ჯანდაცვას. ჯანდაცვის სამინისტრო ამას ვერ გააკეთებს, სანამ საკანონმდებლო ორგანო არის პარლამენტი. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე: -თქვენი შეფასებით, მოქმედებს თუ არა ლარის გაუფასურება მედიკამენტების ფასების ზრდაზე? -რა თქმა უნდა, მოქმედებს. ეს იმიტომ, რომ თუ ავიღებთ სამომხმარებლო ბაზარს, დაახლოებით, 70% არის იმპორტირებული საქონელი ჩვენს შიდა ბაზარზე. მედიკამენტების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი, თითქმის, 95%-ია. ამიტომ რადგანაც საქონელი იმპორტულია, ვალუტის კურსი თავისთავად ახდენს ფასწარმოებაზე გავლენას"
---
13.11.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები სამკურნალო მედიკამენტ „ჰერცეპტინს“ 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, 2019 წლის იანვრიდან, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროექტი ფართოვდება. უფრო კონკრეტულად, მომავალი წლიდან ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს - პერჯეტასა და ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ. დავით სერგეენკოს თქმით, თუ აქამდე აღნიშნული მედიკამენტის ღირებულების 80% დაავადების პირველი, მეორე და მესამე სტადიის მქონე პაციენტებს უფინანსდებოდათ, ახლა პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება. ამასთან, დავით სერგეენკოს განცხადებით, 2019 წლის იანვრამდე დაავადების მეოთხე სტადიის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსებას სახელმწიფო დიდ ქალაქებში ცდილობდა, ჯანდაცვის სამინისტროსა და მწარმოებელ კომპანია “როშეს” შორის მიღწეული შეთანხმებით კი ყველა რეგიონის ჩართვა გახდა შესაძლებელი. “ჯანდაცვაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა რჩება. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ერთ-ერთი სიახლე, რომელიც მალე ძალაში შევა, არის მკერდის კიბოთი დაავადებული სპეციფიკური ფორმის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ საწყისი სტადიის მქონე პირებისთვის. ამ მედიკამენტების ღირებულება რამდენიმე ათასი იყო და ერთეულებს შეეძლოთ მისი შეძენა, როდესაც მკურნალობის ამ სქემით ძალიან მნიშვნელოვანი რემისია და ამ დაავადების მართვაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მიიღწევა”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ. რაც შეეხება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს, დავით სერგეენკოს განცხადებით, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ღირებულების 80%-ს მათ აღნიშნული პროგრამა, 20%-ს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აუნაზღაურებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის თებერვლიდან, დაიწყო ერთობლივი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა, ამ დაავადების, სამკურნალო მედიკამენტ „ჰერცეპტინზე“ ხელმისაწვდომობის გაზრდას. მათივე თქმით, პროექტი, ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „როშეს“ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. პროგრამა თანადაფინანსებით მედიკამენტის 80%-ს არსებული პროგრამა ფარავს, რაც წლიურად ერთ პაციენტზე 6000 -მდე ლარს შეადგენს. უწყების ინფორმაციით, ამ პროგრამის დაწყებიდან დღემდე უკვე ისარგებლა 400-ზე მეტმა პაციენტმა.
საქართველოს რესპუბლიკა-
---
13.11.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს, – მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
---
13.11.2018
მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი
საქართველოში შრომითი ინსპექციის რეგულაციები გამკაცრდება
საქართველოში შრომითი ინსპექციის რეგულაციები გამკაცრდება. პარლამენტი შრომითი უსაფრთხოების კანონში ცვლილებებს განხილავს. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს.
---
13.11.2018
მედიასაშუალება: ქრონიკა+
გაჭირვებული ქვეყნის მაძღარი ხელისუფლება და მშიერი ხალხი
ნებისმიერი არჩევნები - საპარლამენტო იქნება თუ საპრეზიდენტო, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური განწყობების ერთგვარი ბარომეტრია. კი ბატონო, ხელისუფლებამ საარჩევნო უბნებზე მისული ადამიანების ნება შეიძლება, გააყალბოს და თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მმართველმა ელიტამ რეალურად იცის, მისი ნდობის ხარისხის ამპლიტუდა მაღალი თუ დაბალი. დიდი სოციოლოგობა და დაკვირვება არ სჭირდება იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს ან სიღარიბის ზღვართან ძალიან ახლოსაა, თუმცა "ოცნება" სხვა, თავის საქართველოს ხედავს და თუნდაც იმას, რომ იგივე ეროვნული ვალუტის კატასტროფულმა გაუფასურებამ მოსახლეობას ცხოვრება კიდევ უფრო დაუმძიმა და ჯოჯოხეთად უქცია, უმრავლესობისა და მთავრობის წევრები ოპოზიციონერების განცხადებებს აბრალებენ. ის "ბრძენი კაცი" კი არჩევნების პირველი ტურის წინ გვეუბნებოდა, "რუსთავი 2" გამორთეთ და დაინახავთ, ცხოვრება როგორი აყვავებულია. რამდენიმე თვის წინ თავად ივანიშვილმა აღიარა, რომ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა "იუნისეფის" კვლევის შედეგები დაუმალეს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში სიღარიბის დონე გაუარესდა. ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანები შიმშილობენ! სამაგიეროდ, ეს არის ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 3-დან 5%-მდე, ანუ უმაღლესი თანამდებობის პირები, მათი ოჯახის წევრები და ახლო გარემოცვა ძალიან კარგად კი არა, ზღაპრულად ცხოვრობს.
---
13.11.2018
მედიასაშუალება: ქრონიკა+
მოსაწევისგან დაუცველი სკოლა
30 ოქტომბერს სოფელ კვირიკეს ნომერ პირველ საჯარო სკოლაში მეცხრეკლასელმა მოსწავლემ გაკვეთილზე გონება დაკარგა. როგორც შემდეგ გაირკვა, იგი ნარკოტიკული თრობის, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. შსს-ის ინფორმაციით, 120-ე საჯარო სკოლაში მარიხუანას მოხმარების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ჩხრეკის შედეგად 14 წლის მოსწავლეს მარიხუანა ამოუღეს და საქმეზე უკვე სასამართლო მსჯელობს... ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მარიხუანას მოხმარეა ლეგალური გახდა. ცვლილებები არ გულისხმობს მარიხუანას სრულ ლეგალიზებას. ამის სწორად გაგება და გააზრება საკმაოდ დიდ პრობლემად რჩება. შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მარიხუანას მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტის განხილვისას ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მარიხუანას მოხმარების ფაქტების გახშირებაზე და ისაუბრა იმ ნეგატიურ შედეგებსა და საშიშროებებზე, რაც ამას თან ახლავს. რამდენად დიდია მარიხუანას მოწევის ლეგალიზების გავლენა სკოლებში ნარკოტიკული თრობის ფაქტების გახშირებაზე და რა საფრთხეები ახლავს ამ ტენდენციას სამომავლოდ, ქრონიკა+-ს ესაუბრა სკოლაში მომუშავე ბავშვთა ფსიქოლოგი- თამარ ჩოჩიშვილი. -მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ ბავშვებს არ აქვთ სრული ინფორმაცია ამ ნარკოტიკული საშუალების მავნებლობის შესახებ. რისკებზე და საფრთხეებზე ნაკლებად ხდება აქცენტირება. სკოლებში უნდა იყოს სერიოზული კამპანია და ჯანსაღი წესის პროპაგანდა. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, მშობლის, მასწავლებლის, მანდატურის მიერ. როგორც სიგარეტის მოწევის შემთხვევაშია, რომ პასიურ მწეველს უფრო დიდი ზიანი ადგება და ის უნებლიეთ ხდება სიგარეტის მავნებელი კვამლის მსხვერპლი, ასევეა ამ შეთხვევაშიც. გარდა ამისა, არსებობს მიმბაძველობის და წახალისების საფრთხე.... სკოლებსა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე მარიხუანას მოხმარების გახშირებულ ფაქტებზე ყურადღებას ამახვილებენ ოფიციალური უწყებები. თბილისის კლასიკური გიმნაზიის მანდატური ქრონიკა+-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ მის სკოლაში მარიხუანას მოწევის ფაქტები არ დაუფიქსირებია, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია და ბევრ სკოლას აწუხებს. "მარიხუანა კი არა, თამბაქოს მოხმარება თუ ვინმემ გაბედა, მაგაზეც მკაცრ ზომებს ვატარებთ. ჩვენთან სკოლაში არ დაფიქსირებულა მსგავსი, მაგრამ სკვერებსა და ბირჟებზე ყველგან ბოთლები ყრია და სუნია. არ გამოვრიცხავ ჩვენი მოსწავლეებიც იღებდნენ ამ ნარკოტიკულ საშუალებას სკოლის გარეთ."
---