მედიამონიტორინგი 13.12.2018
ტელევიზია
12.12.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრამ აჭარის საზოგადაებრივ ჯანდაცვის ცენტრს 3 მაღალი გამავლობის ავტომანქანა, 7 კომპიურეტი, ტელეფონები და მომუნიკაციის სხვა საშუალებები გადასცა. პროექტი შიცის ტუბერკულიოზია და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5752653
---
12.12.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
ე.წ. ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის პროექტის ნაწილია აჭარაც,სტატისტიკური მონაცემებით აქ დაავადების გავრცელების მაღალი მაჩვენებელია. სკრინინგის დახმარებით ასევე ხდება კიდევ ორი ინფექციის შიდსისა და C ჰეპატიტის გამოვლენა.პროგრამის მიხედვით დიაგნოსტიკა ჩატარდება ყველა მუნიციპალიტეტში, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში,პროექტის განხორციელების შემდეგ, ტუბერკულოზის მაჩვენებელმა კლება დაიწყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5753260
---
12.12.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
საქართველოში ტყვიის პირველადი წყაროების დასადგენად კვლევა იწყება. კვლევის ფარგლებში სრულიად უფასოდ შეისწავლიან იმ ადამიანთა გარემოს, რომელთაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდათ და შეეცდებიან იდენთიფიცირებას თუ საიდან მოხვდა მათ სისხლში ტყვია. კვლევა საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით ტარდება. ბავშვების სისხლში ტყვიის შესახებ კი მედიასთან არაგადამდაბ დაავადებათ დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ ისაუბრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის მთავარი მიზანი ქვეყნის მასშტაბით 1 500 სისხლის ნიმუშის შეგროვებაა, რათა ქვეყანაში ტყვიის შემცველობის საერთო სურათი შეიქმნას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5752525
ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5753367
---
12.12.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 11:45
დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოციალური მომსახურების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. უწყება 17 მილიონი ლარის ღირებულების შესყიდვას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც სადიალიზე საშუალებებსა და მასალებს შეიძენენ. გამარჯვებულმა კომპანიამ პრეპარატების პირველი პარტიის - 35 ათასი სეანსის, მიწოდება 2019 წლის 15 იანვრისთვის უნდა უზრუნველყოს. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 28 სამედიცინო დაწესებულებაში შესძლებენ, მათ შორის დედაქალაქსა და რეგიონების მსხვილ ქალაქებში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5751914
---
12.12.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში 400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვეს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5753372
---
ინტერნეტი
13.12.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/arasachiro-sakeisro-kvetebis-temaze-tbilisshi-konferencia-mimdinareobs/
არასაჭირო საკეისრო კვეთების თემაზე თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს
არასაჭირო საკეისრო კვეთების თემაზე თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს. როგორც მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, საკეისრო კვეთების მაჩვენებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. კონფერენციას 19 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. როგორც ღონისძიებაზე ითქვა, კვლევებმა აჩვენა, რომ 2000- 2015 წლებში ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში საკეისრო კვეთების მაჩვენებელი 20%-ზე დაბალი იყო, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში კი რიცხვი 50%-ს აღწევს. საკეისრო კვეთების თემაზე გამართულ კონფერენციას ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.
---
13.12.2018
მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/89377/sergeenko-sakeisro-kvetebis-machvenebeli-bolo-20-tslis-ganmavlobashi-mkvetrad-gaizarda
სერგეენკო: საკეისრო კვეთების მაჩვენებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა
არასაჭირო საკეისრო კვეთების თემაზე თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს. როგორც მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, საკეისრო კვეთების მაჩვენებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. ამის შესახებ 1tv.ge წერს. კონფერენციას 19 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. როგორც ღონისძიებაზე ითქვა, კვლევებმა აჩვენა, რომ 2000- 2015 წლებში ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში საკეისრო კვეთების მაჩვენებელი 20%-ზე დაბალი იყო, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში კი რიცხვი 50%-ს აღწევს. საკეისრო კვეთების თემაზე გამართულ კონფერენციას ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.
---
12.12.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/173292/?fbclid=IwAR0BQ_hf-pPFWXmteXLg-5CbokFXJFeblIxCpFz1qxFxmvsKCilU3OwUwzM
მკურნალობენ თუ არა ბავშვებში C ჰეპატიტს
C ჰეპატიტის მკურნალობა 2020 წლამდე საქართველოში უფასოა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის 52 ათასი ადამიანია ჩართული პროგრამაში. არიან თუ არა ამ პროგრამაში ჩართული ბავშვები და როგორ ხდება მათი მკურნალობა? – „ბათუმელები“ C ჰეპატიტის მკურნალობის პროექტში ჩართვაზე ეკა ადამიას ესაუბრა. იგი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პროგრამების სამმართველოს უფროსია. ქალბატონო ეკა, არის თუ არა გამოვლენილი ბავშვებში C ჰეპატიტი და როგორ ხდება მათი მკურნალობა? რეალურად C ჰეპატიტის მკურნალობისთვის განკუთვნილი მედიკამენტები 13-14 წლამდე ასაკის ბავშვებთან არ გამოიყენება. არსებობს რეკომენდაცია, რომ ბავშვებს რაღაც პერიოდი კლინიკურად არ უმკურნალონ. არსებობს თვითგანკურნების მაჩვენებლებიც, რაც ამ დაავადების მიმდინარეობას ახასიათებს. წელს მიიღეს გაიდლაინი, რომლის მიხედვითაც 13 წლიდან შეიძლება გამოიყენონ ეს მედიკამენტი და დაახლოებით შვიდი შემთხვევაა ასეთი, როცა 13-დან 18 წლამდე მოზარდები ჩაერთნენ მკურნალობის პროცესში. 13 წლამდე კი ეს მედიკამენტი გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში. ჩვენთან არსებობს ეკოპროექტი, რაც ნიშნავს ტელეკონსულტაციას ექსპერტებთან. ეს ხორციელდება ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელიც სხვა უნივერსიტეტის სამეცნიერო ბაზებიდან რთავს ექსპერტებს ტელემედიცინის საშუალებით. მსგავს სიტუაციაში ექსპერტების რჩევების შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება. სულ ორი ასეთი შემთხვევა იყო 13 წლამდე ბავშვებში და ისინი ჩართული არიან მკურნალობის პროცესში. 100 ათასმა ადამიანმა შესაძლოა არ იცის, რომ ის C ჰეპატიტით ავად არის – ეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაა. რა კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებმა ჩაიტარონ დროული დიაგნოსტირება და ჩაერთონ მკურნალობის პროცესში? რეალურად დაგეგმილი სამიზნე ჯგუფის 40 პროცენტი გამოკვლეულია… ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გაიზარდოს ცნობიერება და ადამიანები დროულად მოვიდნენ ჩვენამდე. ოქტომბრის მდგომარეობით, პროექტში ჩართულია 51 ათასი ადამიანი, მკურნალობა გაიარა 48 ათასმა პირმა და განკურნების მაჩვენებელია 98,2 პროცენტი. თავიდან იყვნენ პაციენტები, რომლებმაც იცოდნენ დაავადების შესახებ და ვერ ახერხებდნენ მკურნალობას, ახლა უკვე დარჩენილი არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან თავიანთი სტატუსის შესახებ, არ აქვთ ინფორმაცია, რადგან არ აწუხებთ არაფერი. ცნობილია, რომ ეს დაავადება კლინიკურად არ ვლინდება, ვიდრე მძიმე ფორმაში არ გადავა. შესაბამისად ეს კატეგორია არის რთულად მოსაზიდი. რა აქტივობები გაქვთ ადამიანების მოსაზიდად? სხვადასხვა კამპანია ტარდება პერიოდულად და სკრინინგული ღონისძიებები გაფართოებულია. კონფირმაციულ კვლევაშიც თითქმის 74 ათას ადამიანს აქვს ჩატარებული კვლევა, შემდეგ კი დაკარგული პაციენტების პრობლემა გვაქვს: ზოგი სკრინინგს იტარებს და შემდეგ არ მოდის, ზოგი კონფირმაციულ კვლევას იტარებს და შემდეგ აღარ მოდის. ამ კუთხით აქტივობები დავსახეთ, რომ მოვიზიდოთ. ჩვენ ვუკავშირდებით ამ პაციენტებს, რომლებიც კვლევის შემდეგ აღარ მოდიან და დადებითები არიან. არის ამ კუთხითაც აქტივობა… ყველაზე რთული იმ ჯგუფზე მუშაობაა, რომელიც სკრინინგზეც არ მოსულა. მათ მინდა ვუთხრა, რომ სანამ დროა, უნდა დაადგინოს თავისი დაავადების სტატუსი. რაც უფრო ადრე დადგინდება, მით უფრო კარგი იქნება მკურნალობის შედეგი. ისინი ყველა ვარიანტში განიკურნებიან, მაგრამ ადრეული მომართვის შემთხვევაში, მათ ექნებათ დაუზიანებელი ღვიძლი. C ჰეპატიტი ყველა შემთხვევაში განიკურნება, მაგრამ ღვიძლის მდგომარეობა დამძიმდება, თუკი ადამიანები მკურნალობის დაწყებას დააგვიანებენ. დღეს საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ უნიკალური შანსი, რადგან მსოფლიოს ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს უფასოდ ასეთი დონის ხარისხის მედიკამენტის მიღების საშუალება. მინისტრმა დავით სერგეენკომ თქვა, რომ ვისაც ეს დაავადება აქვს და ახლა არ აწუხებს, რამდენიმე წელიწადში დარჩებიან დაავადებასთან პირისპირ. როდიდან აღარ დაფინანსება ეს პროგრამა? ასე კატეგორიულად ვერ ვიტყვით, რომ აღარ დაფინანსდება. ჩვენი მიზანია უბრალოდ, რომ 2020 წლისთვის შედეგი დავდოთ და აღარ გვყავდეს ადამიანი, რომელსაც ეს დაავადება აწუხებს და პროგრამაში ჩართული არ არის… ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მივიტანოთ ინფორმაცია ადამიანებამდე და შევქმნათ კომფორტული გარემო. ვაპირებთ, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტის სამედიცინო კლინიკაშიც იყო სკრინინგი და კონფირმაციული კვლევა შესაძლებელი, რომ ადამიანებს ტრანსპორტირების პრობლემამ არ შეაწუხოს. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის 12 სახლში არის სკრინინგის კუთხე. ეს არაა აქცია, პროგრამის სახით ხორციელდება. სახელმწიფომ თავის თავზე აიღო კონფირმაციული კვლევის, ასევე გენოტიპის დაფინანსება. ეს საკმაოდ ძვირადღირებული სერვისია და აქამდე ითვლებოდა, რომ ბარიერი იყო პაციენტებისთვის. ახლახანს სამეგრელო-ზემო სვანეთში სამმაგი სკრინინგის პროექტი განხორციელდა. იქ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელი იყო სკრინინგი შიდსზე, C ჰეპატიტსა და ტუბერკულოზზე, ამან გამოიღო ძალიან კარგი შედეგი. გვინდა, რომ ანალოგიური პროექტი სხვა მუნიციპალიტეტებშიც გავაგრძელოთ. გაქვთ თუ არა მონაცემები, რამდენმა ადამიანმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა იმისთვის, რომ C ჰეპატიტის ძვირადღირებული პროგრამით ისარგებლოს? ეს მონაცემები ჩვენ არ გვაქვს. ჩვენთან აუცილებელია პირი იყოს საქართველოს მოქალაქე და ჰქონდეს პირადობის მოწმობა. ასევე დაშვებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნეიტრალური მოწვევის მქონე დოკუმენტის მქონე პირის ჩართვა. ჩვენი პროგრამით დროებითი და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებიც ვერ სარგებლობენ.
---
12.12.2018
ლელა სტურუა - სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევა საშიში არ არის, ამით ბავშვს არანაირი ზიანი არ ადგება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა მშობლებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიაღებინონ ბავშვებს იმ კვლევაში, რომლითაც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის რაოდენობა დგინდება. როგორც ლელა სტურუამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კვლევა უკვე მიმდინარეობს და ხშირია შემთხვევა, როდესაც მშობლები უარს ამბობენ კვლევაში მონაწილეობზე. მისი განმარტებით, კვლევას გამოცდილი სპეციალისტები ახორციელებენ, შესაბამისად, ბავშვსა და მის მშობელს კვლევით არანიარი ზიანი არ ადგება. ლელა სტურუას განმარტებით, ზოგადად ტყვიის შემცველობა ყველა ადამიანის ორგანიზმშია, თუმცა მკურნალობა იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ ის ორგანიზმში ძალიან მაღალი რაოდენობით დაფიქსირდება. მისი თქმით, ტყვიის შემცველობა სისხლში სხვადასხვა სიმპტომებით ვლინდება. მაგალითად, ბავშვს უჭირს კონცენტრირება, გონებრივი ჩამორჩენა აქვს, მოქმედებს ინტელექტუალურ განვითარებაზე და ზოგადად ნერვულ სისტემაზე. რაც შეეხება კონკრეტულად მიმდინარე კვლევას, რომელიც ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობას ეხება, ამ დროისთვის სისხლში შემცველობის გამოკვლევაში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 13 000-მა ადამიანმა მიიღო. "კვლევა ჩიხში არ მოქცეულა, უბრალოდ, გვაქვს იმის საშიშროება, რომ ვერ შევაგროვოთ სისხლის ის რაოდენობა, რაც გვაქვს დაგეგმილი. ჩვენი მიმართვა მოსახლეობისადმი უფრო პრევენციული მიზნითაა განპირობებული, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს 1500 ბავშვის სისხლის შეგროვება. ამისთვის მოვუწოდეთ, როგორც მშობლებს, ისე ექიმებს (პედიატრებს), რომ თავიან პაციენტებს კვლევაში მონაწილეობის ნება დართონ. კვლევაში მონაწილეობაზე უარის ძირითად მიზეზად სახელდება მოსახლეობის ნაკლები გათვითცნობიერებულობა ამ საკითხის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ სისხლში ტყვიის შემცველობის საკითხს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა და არაერთი გადაცემა მიეძღვნა. მეორე მიზეზად დავასახელებდი იმას, რომ სამწუხაროდ, ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები გარკვეულ რეზისტენტობას უწევენ. კვლევა საშიში არ არის, არანაირი ზიანი ბავშვსა და მის მშობელს არ ადგება. კვლევას ახორციელებს ძალიან გამოცდილი ფლებოტომისტი, რომელსაც გამოცდილება აქვს არამარტო სისხლის აღების პრაქტიკაში, არამედ უშუალოდ პედიატრიული ფლებოტომისტი გახლავთ. ზოგადად კვლევა მოცულობითია, რომელიც ინფორმაციას გვაძლევს შინამეურეობის შესახებ დაწყებული განათლებით და დამთავრებული იმით, თუ რა საწვავს იყენებენ გასათბობად, საჭმლის მოსამზადებლად და ა.შ. ასევე ხდება წყლის სინჯის აღება და შემდეგ უკვე ვენური სისხლის აღება 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში“, - განაცხადა სტურუამ. მისი თქმით, კვლევა შერჩევითობის პრინციპით ტარდება, ხოლო მასში მონაწილეობისთვის თვითონ ოჯახი უნდა იყოს თანახმა. ლელა სტურუას ინფორმაციით, დაახლოებით 1 500 ბავშვის სიხლის ანალიზია საჭირო, რომლითაც სპეციალისტებს საშუალება მიეცემათ დაადგინონ, თუ რასთან აქვთ საქმე ტყვიის შემცველობის თაობაზე, როგორც ქალაქში, ისე სოფელში. „ზოგადად, მთლიანად კვლევა 14 700-მდე შინამეურნეობას მოიცავს, ყველა ამ ოჯახში შედიან და თანხმობის შემთხვევაში ხდება შესაბამისი კითხვარების შევსება. იმ ოჯახებში, სადაც არის 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვი, ხდება სისხლის აღება“, - განაცხადა სტურუამ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/437883
---
12.12.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/328088/
პეტიცია, შშმ პირების მეურვეთათვის ფინანსური დახმარების დანიშვნაზე
უკვე რამდენიმე წელია, რაც “მშობელთა გაძლიერებისა და თანადგომის ცენტრი” შშმ პირების მეურვეებისთვის დახმარების დანიშვნას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნათია შარვაძე ნეტგაზეთს უყვება, ჯერჯერობით სახელმწიფოს მათ პეტიციაზე რეაგირება არ ჰქონია. ნათია შარვაძე გვიყვება, რომ პირველი პეტიცია, რომელიც 5 პუნქტისგან შედგებოდა, 2014 წელს შეიქმნა. აღნიშნული პეტიცია რამდენიმე ასპექტს მოიცავდა, მათ შორის შშმ ბავშვების რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამის თანადაფინანსებასა და პენსიის ზრდას. “მათ შორის ერთ-ერთი პუნქტი იყო მომვლელის ფინანსური დახმარება, ერთგვარი პენსია. არიან პირები, რომლებსაც 24-საათიანი დახმარება სჭრიდებათ. ჩვენი მოთხოვნებიდან რამდენიმე პუნქტი დაკმაყოფილდა, მათ შორის მოწესრიგდა რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა, გაეზარდათ პენსია ბავშვებს [180 ლარი], მაგრამ მომვლელის დაფინანსება ჰაერში დარჩა,” – ამბობს “მშობელთა გაძლიერებისა და თანადგომის ცენტრის გამგეობის წევრი ნათია შარვაძე. მისი თქმით, დაახლოებით 3 წლის წინ მათ ახალი პეტიცია შექმნეს, რომელსაც 3 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს და რომელიც კიდევ ერთხელ ითხოვს მომვლელისთვის პენსიის დანიშვნას. პეტიცია მაშინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის და ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს სახელზე იყო შედგენილი. “ამ პეტიციაში ჩვენი კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი მომვლელის პენსიის აუცილებლობას. ჩვენ ვამბობთ, რომ მეურვეს დაენიშნოს მოვლისთვის გარკვეული ფინანსური დახმარება. ჩვენ მთავრობას შევთავაზეთ კიდეც, რომ თუ აღნიშნული ფინანსური პაკეტი ძალიან ძვირი დაჯდებოდა, პენსიის ნაცვლად, იმ მომუშავე მშობლებს, ვისაც შშმ შვილები ჰყავთ, აღარ გადაეხადათ საშემოსავლო გადასახადი,” – განმარტავს ნათია შარვაძე. ნათია შარგვაძე გვიყვება, რომ არც ამ პეტიციას მოჰყვა მთავრობის რეაგირება, ამიტომ დაახლოებით 3 კვირის წინ ბახტაძისა და სერგეენკოს სახელზე მიმოხილვით წერილი შეიტანა. თუმცა ნათია შარვაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს დიდი იმედი არ აქვს. “ეს თანხა დიდი არ იქნება, მაგრამ მაინც დაგვეხმარება. ქვეყნის ისედაც რთული ეკონომიკური პირობების ფონზე, ჩვენ ჩვენი შვილების ძალიან ბევრი საჭიროების გათვალისწინება გვიწევს. მაგალითად, თუნდაც, პამპერსები, წამლები დ ა.შ. ამასთანავე, არიან მშობლებიც, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და სამსახური არ აქვთ. მათთვის ეს პენსია აუცილებელია,” – ამბობს ნათია შარვაძე.
---
12.12.2018
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/238357-ivane-mawavariani-2019-wels-jandacvis-programebis-dafinansebaze-1-045-0-mln-laramde-daixarjeba
ივანე მაჭავარიანი: 2019 წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე 1 045.0 მლნ ლარამდე დაიხარჯება
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2019 წელს 61 მლნ ლარით იზრდება და 1 045.0 მლნ ლარამდე მიიმართება ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად. მისი თქმით, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის გათვალისწინებულია 754.0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად 1 მლნ ადამიანზე მეტი იღებს სამედიცინო მომსახურებას. C ჰეპატიტის მართვის პროგრამისთვის გათვალისწინებულია - 11.0 მლნ ლარი, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის პროგრამის დაფინანსება გაორმაგებულია და გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=76194
---
12.12.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/524926-acharis-sazogadoebrivi-jandacvis-centrs-sami-magali-gamavlobis-avtomobili-gadaeca/
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სამი მაღალი გამავლობის ავტომობილი გადაეცა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სამი მაღალი გამავლობის ავტომობილი გადაეცა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, უწყებას ავტომობილებთან ერთად, 7 კომპიუტერი, ტელეფონები და კომუნიკაციის სხვა საშუალებები გადაეცა. ამირან გამყრელიძის თქმით, პროექტი შიდსისა და ტუბერკულიოზის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა, რაც აჭარის რეგიონში სკრინინგისა და დროული დიაგნოსტიკის მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან უშუალოდ გასვლებს ითვალისწინებს. ამირან გამყრელიძის თქმით, აჭარა უკვე შეუერთდა "ნულოვანი ტუბერკულიოზის ინიციატივას" და სწორედ ამ თემაზე ბათუმში შიდსთან და c ჰეპატიტთან ბრძოლის ინოვაციების კონფერენცია მიმდინარეობს. "ეს სამი ავტომანქანა ტუბერკულოზის, შიდსისა და C ჰეპატიტის სკრინინგს მოემსახურება. მანქანები მივა სხვადასხვა დასახლებაში, მოსახლეობაში, რათა უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული ამ პროგრამაში. მთავარი მიზანია მოხდეს ამ სამი დაავადების დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება", -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
12.12.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/525016-tbilisshi-samsheneblo-obiektidan-musha-gadmovarda-da-gardaicvala/
თბილისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. 48 წლის მამაკაცი სხეულის დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, სამშენებლო ობიექტზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
---
12.12.2018
6 შვილის დედა რუსთავიდან, რომელიც ოჯახს თევზაობით არჩენს
38 წლის ირინა გაბინაშვილი ოჯახს თევზაობით არჩენს. ირინას 6 ბიჭი ჰყავს. მისი უფროსი ვაჟი, შოთიკო ონკოლოგიური პაციენტია, სწორედ მისი მკურნალობის გამო მოუწია ირინას სახლის გაყიდვა და შვილის გერმანიაში გაშვება. სახლის დაკარგვის შემდეგ, ირინა თავის შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, ქირის გადაუხდელობის გამო ისინი ბინიდან გამოუშვეს და ახლა რუსთავში, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ. ირინა თევზაობის გარდა, თავს საახალწლო სათამაშოების გაყიდვით ირჩენს. ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს. თუმცა, ირინას ქალისთვის უჩვეულო საქმიანობა - თევზაობა, კვლავ შემოსავლის ძირითად წყაროდ რჩება.
---
12.12.2018
მედიასაშუალება: http://www.paqtebi.ge/?p=18117&fbclid=IwAR09o3MVq4LskZhBV1J7O-LaOgthM4WOZhe7P6FiebNowFGgx-BpOzLv2LU
“ქართველები ვალდებულები არიან, ოსებს უფასოდ უმკურნალონ”-მედოევი
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი მედოევის განცხადებით, “ქართველები ვალდებულები არიან, ოსებს უფასოდ უმკურნალონ და სხვა ვალდებულებებიც აქვთ შესასრულებელი”. ამის შესახებ მან გამართულ პრეს-კონფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოკვეთასა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უფასოდ მკურნალობას შეეხებოდა. “1993 წლის 14 სექტემბერს საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს შორის დაიდო შეთანხმება “ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რაიონების ეკონომიკური რეაბილიტაციის შესახებ”. მასში საუბარია 34 მლრდ 200 მლნ რუბლზე, რომლის 2/3 ქართულ მხარეს უნდა დაეფარა იმის რეაბილიტაციისთვის, რაც იმ კონფლიქტის დროს აქ დაატრიალა, ხოლო 1/3 – რუსეთს. რუსეთმა თავისი ვალდებულება დიდი ხანია, შეასრულა, საქართველოსთვის კი იგი დღემდე მხოლოდ ქაღალდზე რჩება. ასე, რომ როდესაც ქართველები დღეს ნიშნის მოგებით ამბობენ, თითქოს უფასოდ გვმკურნალობენ, ეს ასე სულაც არ არის” – აღნიშნა მედოევმა. ამასთანავე, მისი მტკიცებით, “საკმაოდ მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი პაციენტებში, რომლებმაც საქართველოში იმკურნალეს”. “სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს [კონფლიქტის ზონიდან] სულ 1212 გასვლა დაფიქსირდა, მათგან 65 პაციენტი იქ [საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე] გარდაიცვალა. ამ რაოდენობაში არ შედიან ის პაციენტები, რომლებიც იქიდან რეანიმობილებით დააბრუნეს და შემდეგ აქ გარდაიცვალნენ” – დასძინა მედოევმა.
---
ბეჭდვითი მედია
13.12.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
მომსახურების სფეროში ადამიანები ისევ იჩაგრებიან!!!
სუპერმარკეტები არ არის ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც ასობით დასაქმებული ადამიანის შრომითი უფლებები ირღვევა. 2017 წელს მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების გაუსაძლისი შრომითი პირობების შესახებ რამდენიმე ანგარიში გამოქვეყნდა - სურათი მძიმე იყო მაშინ და უცვლელია დღემდე. ღირსებაშელახული დასაქმებულები დღეს უკვე ღიად წერენ სოციალურ ქსელებში იმაზე, რომ დამსაქმებლები მუდმივად უგვიანებდნენ ხელფასებს, რომ კვირაში, კანონით დაწესებული 40 ნაცვლად, ხშირად ორჯერ მეტს მუშაობდნენ და ამაში მიზერულ ხელფასს იღებდნენ, რომ ხანდახან სამუშაო დრო დღეში 14 საათს სცდებოდა, რომ 10 საათი ფეხზე დგომა უწევდათ, ხოლო თუ მაღაზიაში რამე დაიკარგებოდა, თვის ბოლოს ხელფასებს მათ აჭრიდნენ და ასე სთხოვდნენ პასუხს. რაც მთავარია, ყველა წერს და პირად საუბარშიც შენიშნავს, რომ მათ მონებივით ექცეოდნენ. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს არ არის მხოლოდ სუპერმარკეტების თანამშრომელთა პრობლემა. ღირსებაშელახული ადამიანები ღიად ასახელებენ იმ კომპანიებს, სადაც მათი შრომა დაფასებული არ არის. „თუ არ გინდა, წადი“ „ერთი ძალიან სამარცხვინო ამბავი უნდა დავწერო. კომპანია DOTS-იდან მეორე თვეა, რაც წამოვედი. ამ კომპანიაში ასევე მუშაობდა ჩემი მეგობარი, რომელსაც მთელი რიგი პრობლემების გამო მოუხდა წამოსვლა. კომპანიას უთხრა, რომ 1 კვირა დარჩებოდა, რომ თვე მთლიანად ჩაემთავრებინა და სხვებს ასწავლიდა პროგრამას, რომ უპასუხისმგებლოდ არ წამოსულიყო... კომპანიამ, რომელიც დაპირებული 2 % ბონუსის ნაცვლად ბევრად ნაკლებს ურიცხავს თანამშრომლებს, საერთოდ არ ჩაურიცხა არათუ ბონუსი, არც მოჭრილი ხელფასი. მაგრამ რა უნდა გაგიკვირდეს იქ, სადაც არც ერთ დასვენებაზე არ გასვენებენ და თვითონ გიწყვეტენ, შვებულებაში რამდენი ხნით და როდის უნდა გახვიდე... ხოდა, #DotsTbilisiSUCKS ეს სტატუსი კომპანია DOTS-ის ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი ჩემინავამ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე, დაახლოებით, ათი დღის წინ გამოაქვეყნა - ის ასე გამოექომაგა მეგობარს, ქსენია ფაიქიძეს, რომელიც ამავე კომპანიაში მენეჯერ-კონსულტანტად მუშაობდა. რადიო თავისუფლებას გიორგიმ უთხრა, რომ ყოფილ სამუშაო ადგილზე შრომის კოდექსით გათვალისწინებულ პირობებს ყურადღებას არ აქცევდნენ - მენეჯმენტი თავად წყვეტდა თანამშრომლების შვებულების დროს და ხანგრძლივობას, ზეგანაკვეთურ შრომას არ ანაზღაურებდნენ: „ყველაზე აუტანელი მაინც თანამშრომლების მიმართ მიდგომა იყო. თუ პრეტენზიას გამოთქვამდი, ერთი პასუხი ჰქონდათ: ‘თუ არ გინდა, წადი’“. ქსენია ფაიქიძისა და კომპანიის ურთიერთობა ჯერაც არ მოგვარებულა. ქართული ტანსაცმლის ბრენდს მისთვის ბოლო თვის ხელფასი ამ დრომდე არ ჩაურიცხავს. საქმე, შესაძლოა, სასამართლომდეც მივიდეს. ქსენია იხსენებს, რომ არასოდეს სრულდებოდა მათ ხელშეკრულებაში ჩაწერილი პირობა, რომ თვეში 192 საათი უნდა ემუშავათ. თვის ბოლოს, როგორც წესი, 216 საათი გამოსდიოდათ. ამბობს, რომ არც ბონუსით გათვალისწინებული თანხა ემატებოდა ზუსტად მის ხელფასს. ყოველთვის იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე ელოდა. DOTS-ში ყოფილი თანამშრომლების პრეტენზიებს არ იზიარებენ. ქსენიას თაობაზე გვითხრეს, რომ მან სამი დღით ადრე აცნობა კომპანიას წასვლის შესახებ გადაწყვეტილება: „ეს არც შრომის კოდექსით არის გათვალისწინებული და არც მისი შემცვლელი გვყავდა მოძებნილი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას DOTS-ის ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერმა, ნინო სიმონიშვილმა. მისივე თქმით, კომპანიის თანამშრომლები მუშაობენ დღეში 9 საათის განმავლობაში, აქვთ ერთსაათიანი შესვენება და კვირაში დასვენების ერთი დღე. კონსულტანტის ხელფასი 500 ლარია, რასაც ნავაჭრის პროცენტი ემატება. „60 საათი კვირაში - 400 ლარად“ გვანცა ბერაძე პირველკურსელი იყო, როდესაც თბილისის ერთ-ერთ დიდ ჰიპერმარკეტში დაიწყო მუშაობა. ამჯერად მას არ სურს ამ მაღაზიათა ქსელის სახელის დასახელება. შეთანხმების თანახმად, კვირაში 6 დღე უნდა ემუშავა, დღეში - რვა საათი, თუმცა სამუშაო დრო ხშირად გვიან ღამემდე გრძელდებოდა, რაშიც დამატებით არავინ არაფერს უხდიდა. კვირაში 60 საათს მუშაობდა. ხელშეკრულებაზე კონსულტანტების აბსოლუტურ უმრავლესობას ხელი მოწერილი არ ჰქონდა. გვანცა ამბობს, რომ ასეთ სამსახურზე ძირითადად 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები თანხმდებიან: „ვისაც ან ფინანსური პრობლემა აქვს, ან ისეთი სამსახურის დაწყება სურს, სადაც არ სთხოვენ გამოცდილებას და დიპლომებს“. გვანცას 400 ლარს უხდიდნენ. ერთი წელი გაუძლო. მთავარი მიზეზი, რის გამოც წამოვიდა, იყო სამუშაოსთან შეუსაბამო ხელფასი, არაანაზღაურებადი ზეგანაკვეთური შრომა და მძიმე ტვირთის აწევა, რაც საკმაოდ ხშირად უწევდა. გვანცას მსგავსი არაერთი ამბავი მოხვდა გაერთიანებული პროფკავშირების გამოკვლევაში 2017 წელსაც. მაშინ ამ გამოკვლევის მონაწილე რესპონდენტები მუშაობდნენ ისეთ სუპერმარკეტებში, როგორებიცაა: „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „ფრესკო“, კარფური“, „ვეჯინი“, „ევროპროდუქტი“ და „სპარი“. ამ გამოკვლევაში მონაწილე რესპონდენტების 24.0 %-ს მუდმივად უწევდა თავის ძირითად საქმესთან ერთად დამატებითი სამუშაოს შესრულება, 39.5 %-ს იშვიათად, თუმცა მაინც უწევდა თავის ძირითად საქმესთან ერთად დამატებითი სამუშაოს შესრულება. ამავე გამოკვლევის თანახმად, რესპონდენტთა 33.5 %-ს ხელფასი უკავდებოდა - ეს მაშინ, როდესაც სუპერმარკეტებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი, დაახლოებით, 362 ლარი იყო, ხოლო დაკავებული ხელფასის რაოდენობა საშუალოდ - 122 ლარი. ერთი წლის წინ სამუშაო პირობებზე კომენტარისგან თითქმის ყველა სუპერმარკეტმა თავი შეიკავა. ერთი წლის შემდეგ ჩვენ ისევ ვცადეთ რამდენიმე სუპერმარკეტის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება და პასუხის მიღება შეკითხვაზე, შეიცვალა თუ არა რამე მათ ქსელში. პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს. სასიკეთო ცვლილებებზე ვკითხეთ პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ხელმძღვანელს, გიგა ბექაურსაც. დამაიმედებელი პასუხი არ მიგვიღია: „მომსახურების სფეროში დღესაც აბსოლუტურად იგივე პრობლემებია. ერთადერთი, დამსაქმებლები შედარებით ფრთხილად არიან და ცდილობენ არ გააღიზიანონ დასაქმებულები. ესეც იმიტომ, რომ თავიდან აიცილონ ისეთი საჯარო კამპანიები, როგორიც შარშან იყო, რამაც მათი ბიზნესი გარკვეულწილად დააზარალა“. რატომ არ იცვლება სურათი? იმიტომ, რომ დამსაქმებლებს არ ეშინიათ კანონის, არ ეშინიათ სახელმწიფოსი. მათ იციან, ამბობს გიგა ბექაური, რომ დასაქმებულები ძალიან იშვიათად თუ წავლენ მათ წინააღმდეგ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: როგორც წესი, ასეთი დავები ძალიან დიდხანს გრძელდება, სასამართლოში დავას კი სჭირდება ფული, რომელიც ისედაც მიზერულ ხელფასზე მომუშავე დასაქმებულებს არა აქვთ. მისივე თქმით, დამსაქმებლების წისქვილზე ასხამს წყალს ისიც, რომ სუპერმარკეტების თანამშრომლები, გაუსაძლისი პირობებისა და უპერსპექტივობის გამო, ძალიან ხშირად ტოვებენ სამსახურს და ისინი, როგორც წესი, კოლექტიურად შრომითი დავის წამოწყებას ერიდებიან. პრობლემებზეც მხოლოდ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ლაპარაკობენ. ჰიპერმარკეტებში შრომით პირობებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც სწავლობდა“ - ვითარების ამსახველი მასალა შარშან მათ ანგარიშშიც მოხვდა. EMC -ის იურისტი ეთო გვრიტიშვილი გვეუბნება, რომ მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების სამუშაო პირობები არ გაუმჯობესებულა. „კანონი დამსაქმებელს პირდაპირ ავალდებულებს, რომ თუ სამუშაო საათების რაოდენობა კვირაში კანონით დადგენილ 40 საათს აჭარბებს, ის ვალდებულია დასაქმებულს ზეგანაკვეთური შრომის საფასური გადაუხადოს უფრო მაღალი ტარიფით. ასეთი შემთხვევა, სამწუხაროდ, პრაქტიკაში არ შეგვხვედრია“. ძალიან ხშირად მაღაზიებში კონსულტანტად მისულ ადამიანებს უწევთ დამლაგებლის, დაცვის თუ სხვა თანამშრომლის ფუნქციების შეთავსება. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც პროდუქციის დაზიანებისა თუ დაკარგვისას, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, სწორედ კონსულტანტი ისჯება ხელფასის დაქვითვით - ასეთი „მოპარული ხელფასის“ შემთხვევები, როგორც მას უწოდებენ შრომის უფლებების დამცველები, ძალიან ხშირია. კიდევ ერთი დილემა: შრომის ინსპექციას დღეს შეუძლია მხოლოდ შრომის უსაფრთხოების შემოწმება ან იძულებით შრომასა და ტრეფიკინგთან დაკავშირებულ საქმეებზე რეაგირება. შრომის პირობების შემოწმება მის კომპეტენციაში არ შედის. „შრომის ინსპექციას არასავალდებულო რეკომენდაციის გაცემაც კი არ შეუძლია“, - ამბობს ეთო გვრიტიშვილი. „თარჯიმნებსაც გვიშველეთ“ კომპანიის ხელმძღვანელობასთან ხელფასების დაკლების, დაგვიანებისა და, ზოგადად, ადამიანური მოპყრობის გამო პრობლემები მხოლოდ მაღაზიების თანამშომლებს არა აქვთ. ორიოდე კვირის წინ დამოუკიდებელი პროფკავშირის, „სოლიდარობის ქსელის“, ფეისბუკის გვერდზე დახმარება თარჯიმნებმაც ითხოვეს. ტენდერების სფეროში მომუშავე კომპანია „თბილისის ბიზნეს სახლის“ უკვე ყოფილი თანამშრომელი თეა ღავთაძე წერდა, რომ ამ კომპანიაში მუშაობის 3 წლისა და 5 თვის განმავლობაში ორად ორჯერ ჩაერიცხა ხელფასი დროულად! რადიო თავისუფლებას თეამ უთხრა, რომ ხელფასი ხშირად ორი და სამი თვეც იგვიანებდა. კომპანიას მიზეზი არ ელეოდა. ძირითადი ის იყო, რომ „სახელმწიფო მათ თანხას დროულად არ ურიცხავდა“: „მერე ჩვენ ვარკვევდით, იყო თუ არა ეს თანხა გადმორიცხული. აღმოჩნდებოდა, რომ იყო, მაგრამ ჩვენი ხელფასი მაინც იგვიანებდა. ხან ამბობდნენ, რომ ჯარიმები ჰქონდათ გადასახდელი და ა.შ. ჩვენ კი 24 საათი ვმუშაობდით. დღეც და ღამეც. ხან წერილობით თარგმანზე, ხან გამოძახებები იყო და ღამეც გვიწევდა თარგმნა“. თეა ღავთაძე კუთვნილი სახელფასო დავალიანების დაფარვას მოითხოვს. კომპანია სთავაზობს, რომ მისთვის მისაცემ 700 ლარს ორ წელზე გაუნაწილებს და თვეში, დაახლოებით, 31 ლარს მისცემს. „დაცინვაა, მეტი არაფერი“, - ამბობს თეა ღავთაძე. ის არ უარყოფს, რომ მინიმალურ ხელფასსა და სამუშაო გრაფიკზეც ყველა თავისი ნებით თანხმდება, რადგან სამუშაო ადგილები ჭირს. მაგრამ როცა იმ მინიმუმსაც აღარ გიხდიან, რაც გეკუთვნის, ბრძოლას იწყებ. შრომა საქართველოში არ არის ღირსეული ცხოვრების წინაპირობა - ასე მიიჩნევს „სოლიდარობის ქსელიც“ - დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, რომელიც ასევე იცავს დასაქმებულების შრომით უფლებებს. 2017 წელს დასაქმებულთა მდგომარეობა მათაც იკვლიეს და მაშინ გამოჩნდა, რომ მომსახურების სფეროში 11 თვეზე მეტხანს მომუშავე ადამიანებიდან მხოლოდ 52 %მა ისარგებლა შრომის კოდექსით გათვალისწინებული 24-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით. 20 % კუთვნილ შვებულებაში საერთოდ არ გასულა. სუპერმარკეტებში დასაქმებულთა 90% აღნიშნავდა, რომ კანონით განსაზღვრულ 40 სთ–ზე მეტს მუშაობდა, მაგრამ მათ ზეგანაკვეთურ შრომაში არავინ არაფერს უხდიდა. სოლიდარობის ქსელის დამფუძნებელი დავით ომსარაშვილი პროგრესს ვერც 2018 წელს ხედავს და ამას ამტკიცებს ის ათობით და ასობით ადამიანი, ვინც საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად „სოლიდარობის ქსელს“ ხშირად მიმართავს. „ისიც სამწუხაროა, რომ უმეტესად დასაქმებულებს წერილობითი ხელშეკრულებებიც კი არ გააჩნიათ, რომ სამართლებრივად გამოვიკვლიოთ რა ხდება. თუმცა, გასაუბრებების 80 %-დან ჩანს, რომ ყველას აქვს ერთი და იგივე პრობლემა - არსად არ არის დაცული შრომითი კანონმდებლობა“. როგორც დავით ომსარაშვილი შენიშნავს, ეს არის ყველაზე ღარიბი დასაქმებულების ფენა, რომელთაც არ მოეთხოვებათ მაღალი კვალიფიკაცია. დამსაქმებლებს არასოდეს უჭირთ მათი სამსახურიდან გაშვება და იმავე დღეს ახლის პოვნა - საუბარია მოლარე ოპერატორებზე, კონსულტანტებზე, გამყიდველებზე და ა.აშ. თან, ძირითადად, ახალგაზრდებზე. „ისინი ცხოვრობენ მუდმივ შიშში, რომ დამსაქმებელი მათ სამსახურიდან გაუშვებს. მე შევხვდი ადამიანს, რომელიც ყოველდღე მუშაობდა. წარმოგიდგენიათ, როგორი ფსიქოლოგიური და ფიზიკური სტრესის ქვეშ შეიძლება ეს ადამიანი ყოფილიყო? ხელშეკრულების დანართში პირდაპირ ეწერა, რომ მისი სამუშაო დრო იყო 76 საათი!“ საქართველოს შრომის ბაზარზე რომ ბალანსი დამსაქმებლის სასარგებლოდ არის დარღვეული, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ანგარიშშიც წერია. აუდიტის სამსახურმაც მომსახურების სფერო იკვლია და ზედაპირზე ზუსტად იგივე პრობლემები ამოვიდა, რაც წინა კვლევებში. კანონმდებლობით გათვალისწინებულ პერიოდზე (3 თვე) დიდი ხნის განმავლობაში წერილობითი ხელშეკრულების გარეშე დასაქმება; ხელშეკრულებაში არსებითი პირობის - ანაზღაურების -გაუთვალისწინებლობა; შრომის ანაზღაურების დაგვიანება/გადაუხდელობა; კონკრეტულ პოზიციაზე გაწერილი მოვალეობების არარსებობით გამოწვეული გაზრდილი სამუშაო დატვირთვა; ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების სისტემატური აუცილებლობა და არასათანადო ანაზღაურება; ანაზღაურებადი შვებულების არარსებობა; საქონლის დანაკლისის გამო ხელფასის ჩამოჭრის პრაქტიკა და ა.შ. აუდიტის სამსახურმა ამ ანგარიშში პირდაპირ ჩაწერა, რომ შრომის ინსპექცია არ ამოწმებს დამსაქმებლების საქმიანობის შრომის უფლებებთან შესაბამისობას! არ ახორციელებს ზედამხედველობას შრომის უფლებების ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორებიცაა: ხელშეკრულება, ანაზღაურება, ზეგანაკვეთური სამუშაო დრო, ავადმყოფობის დროს იძულებითი მოცდენის ანაზღაურება, შვებულებით სარგებლობა და სხვ. და რომ „აღნიშნული უფლებების რეალიზებას არსებითი მნიშვნელობა აქვს სტაბილური და პროდუქტიული დასაქმებისთვის, რაც ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა“. თუმცა ჯერჯერობით ყველა ზემოთჩამოთვლილი გამოკვლევის დასკვნა და რეკომენდაცია ქაღალდზე რჩება. ის, ვინც დღეს დასაქმებულების შრომით უფლებებს იცავს, ერთ გამოსავალს ხედავს - გაეზარდოს უფლებამოსილება შრომის ინპექციას, რომ მას შეეძლოს შრომითი პირობების შემოწმება და შეფასება მომსახურების სფეროშიც. რადგან სახელმწიფოს დღემდე ეს ბერკეტი არ გააჩნია, მომსახურების სფეროში შრომა ისევ მონობას უტოლდება.
---
13.12.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
"თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის კუთხით დაწესებული რეგულაციები ტელეკომპანიების მხრიდან არ სრულდება"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის ლელა სტურუას ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის კუთხით დაწესებული რეგულაციები ტელეკომპანიების მხრიდან არ სრულდება. ლელა სტურუას თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა გადაცემაში თამბაქოს მოხმარება ჩანს. "ტელევიზიებთან დაკავშირებით ასევე მინდა ვთქვა, რომ უარს გვეუბნებიან იმ ვიდეო-რგოლის ჩვენებაზე, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ მოვიქცეთ ზამთრის სეზონზე. გვწერენ, რომ თითქოს ჩვენ ამით კანონს ვარღვევთ და კანონის დარღვევისკენ ვუბიძგებთ. უარს გვეუბნება საზოგადოებრივი მაუწყებელიც“, - აცხადებს ლელა სტურუა. პარლამენტში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის კუთხით დაწესებული რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა.
---