From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-14.03.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com
Received On : 14.03.2019 08:11
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 14.03.2019

ტელევიზია

13.03.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

ჯანდაცვის რეფომის ის ნაწილი, რომელიც უფასო მედიკამენტების პროგრამას ეხება, ჩავარდა - ასე აფასებს „ევროპული საქართელოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელისუფლების ნაბიჯებს და ამბობს, რომ 2018 წელს პროგრამაში მხოლოდ 22 ათასი ადამიანი ჩაერთო. ჯანდაცვის უწყების დაპირების მხიედვით კი, უფასო პროგრამით, 200 ათას ადამიანს უნდა ესარგებლა. ზურაბ ჭიაბერაშვილს ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხეს ეკა ადამიას კომენტარი (მეორე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5935945

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5935734

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5935722

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5936025

---

 

13.03.2019

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:  დღის ამბები 11:00  

სამთავრობო კარუსელი ვერ დატრიალდა, სტაჟიანი მინისტრები სკამებს ისევ ინარჩუნებენ. "რეაქციის" ინფორმაციით, თეა წულუკიანთან ერთად პრემიერი ბახტაძე დავით სერგეენკოს შეცვლასაც გეგმავდა. "რეაქციის" ინფორმაციით, ბახტაძეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან რატიანი ჰყავდა შერჩეული. რაც შეეხება თეა წულუკიანს, არსებული ინფორმაციის თანახმად მინისტრთა კაბინეტში ადმინისტრაციის უფროსის კახა კახიშვილის დაბრუნება იგეგმებოდა. საკითხზე ოცნების თავმჯდომარემ და პოლიტიკურმა მდივანმა დუმილი ამჯობინეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5934890

---

 

13.03.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 09:00

თეა წულუკიანი მინისტრთა კაბინეტში რჩება, თუმცა მასთან დაკავშირებული თემა პოლიტიკურ სფეროში ისევ აქტუალურია.თემაზე კომენტარი გააკეთა დავით სერგეენკომ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5934590

---

 

13.03.2019

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 15:00

აჭარაში წითელას 60-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 4 პაციენტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ქვეყნის მასშტაბით კი ინფიცირებულთა რიცხვი 2 ათასს აღწევს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით დაავადება მაღალი გადამდებლობით ხასიათდება და წითელას ეპიდაფეთქების შესაჩერებლად პრევენციის ერთადერთი ეფექტური გზა ვაქცინაციაა. აცრა უფასოა. 1 და 5 წლის ასაკში ის სავალდებულოა. ბოლო მონაცემებით, არაგეგმიური ვაქცინაცია 7 ათასზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5936187

---

 

13.03.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 10:00

ექიმების, ექთმების და სოციალური მუშაკების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებლობა გამკაცრდება. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტია. ახალი კანონი რეგულაციებს გაამკამცრებს ძალადობის მიმართ, როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კოდექსში. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ცვლილების აუცილებლობა ბოლო დროს სამედიცინო პერსონალსა და სოც. მუშაკებზე თავდასხმებმა განაპირობა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5934905

---

 

13.03.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00

"ელექტროშოკით წამების შედეგად გული გაუჩერდა" - რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5936795

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5936591

---

 

13.03.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:  იმედის დღე

ორგანოთა ტრანსპლანტაცია და დონაცია საქართველოში

https://www.imedi.ge/ge/video/34932/organota-transplantatsia-da-donatsia-saqartveloshi

---

 

 

 

ინტერნეტი

14.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/536965-socialurad-daucveli-ojaxebi-bavshvis-50-larian-daxmarebas-sxvadasxva-metodit-miigeben/?fbclid=IwAR0lr_lwmywlmNpSTWru44G0xKdPqlsBkXrcU060QEkMpyFhUszbhpuwg3U

სოციალურად დაუცველი ოჯახები ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ

2019 წლის მარტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მუნიციპალიტეტების ნაწილში, 50-ლარიანი დახმარებიდან 30 ლარი სპეციალურ ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება (თანხის განაღდების უფლების გარეშე), რომლის გამოყენებასაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად შეძლებენ. დარჩენილი 20 ლარი კი, ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება. მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით იქნა მიღებული. დღეს, სწორედ ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს ლევან თხელიძეს შეხვდა. მინისტრმა პარტნიორ ორგანიზაციებთან საბოლოო კონსულტაციები გაიარა. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით მსოფლიო გამოცდილებას, რომელიც მრავალფეროვანია. „თანხის გაცემის ორივე მეთოდის შემთხვევაში, დადებითი შედეგი დგება, თუმცა რომელი იქნება უფრო ეფექტური ბავშვის კეთილდღეობისათვის, ამას სპეციალური კვლევა განსაზღვრავს. კვლევას, იუნისეფის კვალიფიციური ექსპერტები ჩაატარებენ. მუნიციპალიტეტების განსაზღვრა „შემთხვევითი შერჩევის“ პრინციპით მოხდა, რაც არის ყველაზე აპრობირებული და გავრცელებული მექანიზმი მსოფლიოში", - აღნიშნა მინისტრმა. ბავშვის კვების ბარათის ასაღებად ბენეფიციარებმა ერთჯერადად უნდა მიმართონ „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრებს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ მაღაზიაში, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. მაღაზიების ჩამონათვალი კი სააგენტოს ვებ-გვერდზეა www.ssa.gov.ge ხელმისაწვდომი. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505. „ბავშვის კვების ბარათის“ გამოყენება მარტიდან, საარსებო შემწეობის ჩარიცხვის შემდეგ გახდება შესაძლებელი. ბავშვის 50 ლარიანი დახმარებით 74 000 ოჯახი (146 000 ბავშვი) ისარგებლებს. მათ შორის 44 000 ოჯახს (87 000 ბავშვს) თანხის ნაწილი კვების ბარათზე დაერიცხება.

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/99560/sotsialurad-dautsveli-bavshvebistvis-50lariani-dakhmarebis-migebis-metodi-tsnobilia

---

 

14.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/536959-zurab-chiaberashvili-mokalakeebs-romeltac-qoveldgiurad-ucevt-gazvirebuli-medikamentebis-qidva-ar-ainteresebt-kagaldze-rogor-shesrulda-biujeti/

ზურაბ ჭიაბერაშვილი - მოქალაქეებს, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ გაძვირებული მედიკამენტების ყიდვა, არ აინტერესებთ, ქაღალდზე როგორ შესრულდა ბიუჯეტი

მოქალაქეებს, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ გაძვირებული მედიკამენტების ყიდვა, არ აინტერესებთ, ქაღალდზე როგორ შესრულდა ბიუჯეტი, - ამის შესახებ „ევროპული საქართვეოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებას, რომ 2018 წელს პროგრამაზე 8 მლნ ლარი დაიხარჯა. „ფაქტია, რომ 2018 წელს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 10 მლნ ლარიდან მოქალაქეებამდე მხოლოდ 1.7 მლნ ლარის წამალი მივიდა და ამას თავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკა აჩვენებს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისი თქმით, სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია მედიკამენტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერების, ასევე შეძენილი წამლის მარაგის ხარჯვის შესახებ. “თუ წამალი 2018 წელს შეიძინეს, დაასაწყობეს და 2019 წელს ხარჯავენ, ეს ცალკე განმარტებას მოითხოვს. მით უმეტეს, რომ მედიკამენტების პროგრამის 2019 წლის ბიუჯეტის ათვისებაც ძალიან დაბალია”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ 2018 წელს პროგრამის გაფართოებამ ყველა პენსიონერზე მნიშვნელოვნად ვერ გაზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც წამალი დაუფინანსდა. 2017 წელს პროგრამით 13,000-მა მოქალაქემ ისარგებლა, 2018 წელს - 22,000-მა მოქალაქემ. არადა პროგრამის ამოქმედებამდე ჯანადაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას პირდებოდა, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 200,000 მოქალაქე ისარგებლებდა. „საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ბოლო 6 წლის განმავლობაში წამლებზე ფასები 60%-ითაა გაზრდილი, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა ჯერ ისევ მიუწვდომელია ათიათასობით მოქალაქისთვის, რომელიც პროგრამის დაწყებას იმედით ელოდა,” - აცხადებს ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, გამოსავალია მედიკამენტის კომპონენტის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ოღონდ ამისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი უნდა შეიცვალოს და მოხდეს მისი სწორი ადმინისტრირება. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ათიათასობით გაჭირვებული მოქალაქეების ხელმისაწვდომობა წამლებზე გაიზრდება.

---

 

13.03.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1552473797-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90

დავით სერგეენკოს სოციალური მუშაკებისთვის პასუხის გაცემა სასამართლოში მოუწევს?!

სოციალური მომსახურების სააგენტოდან წასულმა სოციალურმა მუშაკებმა შესაძლოა დავით სერგეენკოს წინააღმდეგ სასამართლო დავა წამოიწყონ. ამის შესახებ მათ „პრაიმტაიმთან“ განაცხადეს. მარი ბანძავა: „არ გამოვრიცხავთ, მოგვიწიოს სამართლებრივი დავის დაწყება ჯანდაცვის სამინიტროს წინააღმდეგ. ამას თავად სისტემა გვაიძულებს. ჩვენ წლების განმავლობაში ბევრი რამ ვცადეთ, თუმცა, ყოველ ჯერზე იყო უშედეგო დაპირებები. ჩვენს უშაულო ზემდგომს, სოციალური მომსახურების სააგნტოს სასოწარკვეთილები ვეხვეწებოდით, ყურადღება მოექციათ. შიშველი ხელებით ვმუშაობდით. სანამ ოთხი წლის ბავშვი არ გარდაიცვალა, არავინ ყურად არ იღო ჩვენი თხოვნა. ამის შემდეგ, მოხდა ის, რომ გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრებიდან გაუშვეს ოთხი სოციალური მუშაკი და გაარემონტეს გლდანის ოფისი. თუმცა, ჩვენი მოთხოვნის მიუხედვავად, კონფიდენციალური შეხვედრებისთვის სივრცე ისევ არ მოაწყვეს. მაგალითისთვის გეტყვით - ძალადობის მსხვერპლი ქალი რომ მივიდეს მას პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი ათ თანამშრომელთან და ამაზე მეტ ბენეფიციართად ერთად მოუწევს. იტყვის სიმართლეს? თუ სისტემის გამო, ისევ იძულებული გახდება, დაუბრუნდეს ძალადობრივ გარემოს? აი, ასეთ ელემენტარულზე გვაქვს მოთხოვნა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი და ჯანდაცვის სამინიტრო ერთსულოვნად გვეუბნებიან, ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში და ცვლილებების მოთხოვნისას, გაითვალისწინეთო“... სოციალური მუშაკები მინისტრს მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ორკვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ქუჩაში გამოსვლებით იმუქრებიან. სოფო ხვთისიაშვილი: „თუ ბატონი მინისტრი მარტის ბოლომდე არ განახორციელებს ძირეულ ცვლილებებს, თუ არ გამოსწორდება სოციალური მუშაკებისთვის სამუშაო პირობები და ბენეფიციარებისთვის არ შეიქმნება სასიცოცხლოდ აუცილებელი მომსახურებები, თვის ბოლოს საქართველოს მასშტაბით გაფიცული 200-მდე სოციალური მუშაკი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბენეფიციარები და ყველა ჩვენი მხარდამჭერი ქუჩაში უვადო საპროტესტო აქციებს გავმართავთ და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ მინისტრს არ ვაიძულებთ სისტემური პრობლემების გადაწყვეტას. ის, რომ არ გვეღუპებიან ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, შშმ პირები, მოხუცები, მხოლოდ გამართლების ამბავია, თორემ შესაბამისი მომსახურებები ნამდვილად არ არსებობს ქვეყანაში. ჩვენ, სოციალურ მუშაკებს გვინდა, კეთილსინდისიერად შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული სამუშაო. თუმცა, სისტემა ამის საშუალებას არ გვაძლევს და ჩვენ, ჩვენი მორალური ვალდებულებებით ამ დრომდე მოვაღწიეთ და თავიც ამოვწურეთ. ახლა, მომსახურებები, დახმარება და მხარდაჭერა გვჭირდება ზემდგომი უწყებისგან და არა კონკრეტული ადამიანებისკენ ხელის გაშვერა, ესეც არა ჩვენთვის, არამედ - საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებებისთვის. თავად სერგეენკო შვიდი წელია მინიტრის პოსტს იკავებს და მხოლოდ ახლახანს თქვა, ამ დრომდე არ ვიცოდი, რა სირთულეებს აწყდებიან სოციალური მუშაკებიო“. შეგახსენებთ, რომ აქტივისტი სოციალური მუშაკები საინიციატივო ჯგუფში გაერთიანდნენ და მედიატორის მეშვეობით მოლაპარაკებებს აწარმოებენ სერგეენკოსთან, რომელიც სოციალური სამუშაოების პოლიტიკის საბჭოს ხელმძღვანელია. სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის საჭირო დამხმარე სერვისების შექმნას და საზოგადოებაში კეთილდღეობის მიღწევას.

---

 

13.03.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/348089/

რა თანხა დაიხარჯა რეალურად მედიკამენტების პროგრამაზე – სამინისტროს განმარტება

დღეს, 13 მარტს, “ევრoპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ქრონიკული მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 10 მილიონი ლარიდან 8 მილიონი საერთოდ აუთვისებელი დატოვა. ამ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი, ეკა ადამია ეხმაურება და ყველაფერს გაუგებრობად აფასებს. ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ინფორმაციას სამინსიტროს ხარჯების შესახებ ყოველთვიურად თავად ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვს, შემდეგ კი აჯამებს. ჯანდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ ეს მონაცემები არასწორია და სინამდვილეში, სამინისტრომ აღნიშნულ პროგრამაზე 8 მილიონამდე დახარჯა, ხოლო 2 მლნ-მდე ტენდერის ეკონომიის სახით გამოიზოგა. “2018 წელს ქრონიკული მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ დაახლოებით 40 დასახელების სხვადასხვა ოდენობის მედიკამენტი შეიძინა. ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამასთან, პროგრამის ფარგლებში დაფიქსირდა სატენდერო ეკონომია 2 მილიონამდე , ასე რომ, ვერანაირად დავეთანხმებთ ამ მოსაზრებას. ალბათ, რაიმე გაუგებრობაა “, – ამბობს ეკა ადამია. ეკა ადამია ასევე დასძენს, რომ 2018 წელს 30 ათასამდე პირმა ისარგებლა ამ პროგრამით, თავად პროგრამა კი გაფართოვდა და მასში არაერთი მიმართულება დაემატა. “თავდაპირველად, პროგრამა 4 მიმართულებით მიმდინარეობდა – ეს იყო გულსისხლძარღვთა, დიაბეტი, ფილტვის დაავადებები და ფარისებრჯი ჯირკვლის დაავადებები. 2018 მოცულობა გაფართოვდა და მას დაემატა ნევროლოგიის მიმართულება, როგორიცაა პარკინსონისა და ეპილეფსიის მედიკამენტები. ამდენად, 2018 წლის სექტემბრიდან გაფართოვდა ბენეფიციართა წრეც. ამასთანავე, თუ 2017 წელს პროგრამა მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე იყო ორიენტირებული, ახლა მასში პენსიონერები, შშმ ბავშვები, შშმ პირები, პარკინსონისა და ეპილეფსიის მქონე პირებიც არიან ჩართულნი”, – ამბობს ეკა ადამია. რაც შეეხება მედიკამენტების ჩამონათვალს, ეკა ადამია დასძენს, რომ ის მინისტრის შიდა ბრძანებით რეგულირდება და პერიოდულად ფართოვდება. ამჟამად მასში 40-მდე დასახელების მედიკამენტია, რომელსაც სოციალურად დაუცველი პირები მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად იღებენ, ხოლო შშმ, პარკინსონისა და ეპილეფსიის მქონე პირებისთვისა და პენსიონერებისთვის მედიკამენტებზე 50%-იანი ფასდაკლებაა განსაზღვრული. ეკა ადამიას თქმით, მედიკამენტის მიღება ფორმა 100-ის საფუძველზე შეიძლება. პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, რომელიც დააფიქსირებს დაავადებას, შემდეგ კი პაციენტი ერთჯერადად რეგისტრირდება სოციალური მომსახურების სააგენტოში. ინფორმაცია ამ პროგრამაში ჩართვის შესახებ, ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე. ოპოზიციის არგუმენტები სამინისტროსგან განსხვავებულ მონაცემებზე საუბრობს ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, მედიკამენტების შეძენის სახელმწიფო პროგრამა ცუდი მენეჯმენტის გამო “სავალალო მდგომარეობაშია”. ჭიაბერაშვილი სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ამბობს, რომ პროგრამაზე გამოყოფილი 10 მილიონიდან 8 აუთვისებელი დარჩა. “სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა, პრაქტიკულად, ქაღალდზე დარჩა. სარგებელს ასითასობით ადამიანი ელოდება, ჯანდაცვის სამინისტრომ კი პროგრამაში 2018 წელს მხოლოდ 22 000 ადამიანი ჩართო,” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფიგნზე აღნიშნა, პროგრამის ამოქმედებისას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თქვა, რომ მასში 200 000 მოქალაქე ჩაერთვებოდა. დეპუტატის ცნობით, 2018 წელს პროგრამით მხოლოდ 22 000-მა ადამიანმა ისარგებლა, 2017 წელს კი – 13 000-მა. “ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენაზე ჯანდაცვის სამინისტრომ 2018 წელს სულ 1.7 მლნ ლარი დახარჯა და პროგრამის 10 მლნ ლარის ბიუჯეტიდან 8 მლნ ლარამდე აუთვისებელი დარჩა. არადა, რამდენი ადამიანის დახმარება შეიძლებოდა ამ თანხით, რომ არა სამინისტროს გაუმართავი მენეჯმენტი”, – განმარტავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

---

 

13.03.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/ekaterine-adamia-sharshan-medikamentebit-uzrunvelyofis-programit-30-atasma-adamianma-isargebla-ristvisac-8-milioni-lari-daikharja/

ეკატერინე ადამია - შარშან მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 30 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, რისთვისაც 8 მილიონი ლარი დაიხარჯა

გასულ წელს მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 30 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, რისთვისაც 8 მილიონი ლარი დაიხარჯა, – ამის შესახებ ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ განაცხადა. ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების პროგრამისთვის გამოყოფილ თანხებს ვერ ითვისებს. „2018 წელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, 40-მდე დასახელების მედიკამენტი იქნა შესყიდული, რაზეც 8 მილიონი დაიხარჯა.  ამასთან პროგრამის ფარგლებში, 2 მილიონ ლარამდე სატენდერო ეკონომია გაკეთდა. ასე რომ, ვერანაირად ვერ დავეთანხმებით ჭიაბერაშვილის ინფორმაციას“, – განაცხადა ეკატერინე ადამიამ. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ სამინისტრომ, მოთხოვნის საფუძველზე, პარლამენტის წევრებს წერილობითი ფორმით არაერთხელ აცნობა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს განაცხადა, 2018 წელს პროგრამით სულ 22 000-მა მოქალაქემ ისარგებლა, ხოლო ბიუჯეტის გათვალისწინებული ისედაც მწირი თანხები აუთვისებელი დარჩა.

---

 

13.03.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/348056/

მედიკამენტების პროგრამის 10 მლნ-დან 8 აუთვისებელია – ზურაბ ჭიაბერაშვილი

“ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მედიკამენტების შეძენის სახელმწიფო პროგრამა ცუდი მენეჯმენტის გამო “სავალალო მდგომარეობაშია”. ჭიაბერაშვილი სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ამბობს, რომ პროგრამაზე გამოყოფილი 10-მლნ-დან 8 აუთვისებელი დარჩა. “სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა, პრაქტიკულად, ქაღალდზე დარჩა. სარგებელს ასითასობით ადამიანი ელოდება, ჯანდაცვის სამინისტრომ კი პროგრამაში 2018 წელს მხოლოდ 22,000 ადამიანი ჩართო,” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს გამართულ ბრიფიგნზე დასძენს, რომ პროგრამის ამოქმედებისას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თქვა, რომ მასში 200 000 მოქალაქე ჩაერთვებოდა, თუმცა, დეპუტატის თქმით, 2018 წელს პროგრამით ისარგებლა მხოლოდ 22 000-მა ადამიანმა, 2017 წელს კი – 13 000-მა. “ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენაზე ჯანდაცვის სამინისტრომ 2018 წელს სულ 1.7 მლნ ლარი დახარჯა და პროგრამის 10 მლნ ლარის ბიუჯეტიდან 8 მლნ ლარამდე აუთვისებელი დარჩა. არადა, რამდენი ადამიანის დახმარება შეიძლებოდა ამ თანხით, რომ არა სამინისტროს გაუმართავი მენეჯმენტი,” – განმარტავს ზურაბ ჭიაბერაშვილი. ჭიაბერაშვილის თქმით, საჭიროა არა ასეთი ცალკე პროგრამა, არამედ ჯანდაცვის პაკეტებში მედიკამენტის კომპონენტის დამატება. “უკიდურესად გაჭირვებული ათიათასობით ადამიანისათვის გაძვირებულ მედიკამენტებებზე ხელმისაწვდომობა ვერ გაიზრდება, თუ მათთვის განკუთვნილ ჯანდაცვის პაკეტებში წამლის კომპონენტი არ შევა. მაგრამ აქ რომ ყაირათიანი ხარჯვა და სწორი ადმინისტრირება მოხდეს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვა ჯანდაცვის სამინისტროდან სადაზღვევო კომპანიებზე უნდა გადავიდეს,” – განაცხადა ჭიაბერაშვილმა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე ასევე ისაუბრა მედიკამენტების გაძვირებაზეც. მისი თქმით, 2017 წელს მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ჯანდაცვაზე ფინანსურად დაუძლეველი დანახარჯი დაუდგათ. დეპუტატის განმარტებით, ეს ოჯახები ამას უკავშირებენ მედიკამენტებზე დახარჯული თანხების ზრდას. ჭიაბერაშვილი დასძენს, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს იყო ცნობილი ჯანდაცვის სამინისტროსათვის, რომ ყოველ მოქალაქეს საშუალოდ ჯანდაცვაზე გადახდილი თანხიდან 57%-ის გაღება საკუთარი ჯიბიდან უწევს. ჯიბიდან გადახდების 2/3-ს კი მედიკამენტებზე დახარჯული თანხები შეადგენს.

---

 

13.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/536853-grigol-giorgaze-zugdidis-municipalitetshi-mcxovreb-devnil-ojaxebs-shexvda/

გრიგოლ გიორგაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნგრევად და ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ზუგდიდში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კი, დამატებით 240 ბინის მშენებლობა დაიწყება. მშენებლობის დასრულების შემდგომ, ეტაპობრივად, ზუგდიდში არაერთი ნგრევადი ობიექტი დაიხურება და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ. გრიგოლ გიორგაძე ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე, საბავშვო ბაღების შენობებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებსაც შეხვდა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტრო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხს განიხილავს. გამოთავისუფლებული საცხოვრებელი ფართები კი ბაღების სარგებლობაში დაბრუნდება. „სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ობიექტების დახურვა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 100-ზე მეტი ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ 2000-მდე დევნილ ოჯახს ბინა ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცა“, – აცხადებენ სამინისტროში.

პია.ჯი- https://pia.ge/post/251399-grigol-giorgaze-zugdidis-municipalitetsi-mcxovreb-devnil-ojaxebs-sexvda

---

 

13.03.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=199714-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98,%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1

"იმდენად შეიყვარეს მეტასტაზებმა, რომ ახლა თავშიც დაიდეს ბინა" - 21 წლის ფოტოგრაფი კვლავ სიცოცხლისთვის იბრძვის

გიორგი კალიაევი 21 წლის ფოტოგრაფია, ,,რომელიც იმდენად შეიყვარეს მეტასტაზებმა , რომ ახლა თავშიც დაიდეს ბინა." ამ მტკივნეული ფრაზით ამცნო საზოგადეობას გიორგის ჯანმრთელობის მდგომარებობა თავისმა მეგობარმა . გასულ ზაფხულს მოულოდნელად ცუდად გახდა. რამდენიმე დღე რეანიმაციაში იწვა და სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. დაუდგინდა მწვავე სახის ლეიკემია. ნოემბერში ნეიროლეკემიის დიაგნოზიც დაუსვეს და სასწრაფოდ დასჭირდა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა საზღვარგარეთ. საზღვარგარეთ წასვლამდე გაიკეთა არაერთი მაღალდოზირებული ქიმია.საზღვარგარეთ (თურქეთში) ტრანსპლანტაციის წინა პერიოდების ანალიზების კვლევისას აღმოჩნდა რომ მის ზურგვის ტვინში ლეიკოციტების რემისია არ მომხდარა და მეტასტაზები თავის ტვინზეც გადავიდა. ოპერაცია გადაიდო და სასწრაფოდ დაინიშნა სამკვირიანი მკურნალობის კურსი მაღალდოზირებული ქიმიით და რადიოდასხივებით.მკურნალობის თანხა 30 000 $-ს შეადგენს. გიორგის მერიამ უკვე დაუფინანსა ტრანსპლანტაციის თანხა 65 000 $ და გარდა ამისა, კახი კალაძის გადაწყვეტილებით მისთვის 20 000 ლარიც გამოიყო მერიიდან,თუმცა ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. დღეს გიორგის მდგომარება კრიტიკულია. აქვს გაუსაძლისი ტკივილები,გადაადგილება და მოძრაობაც კი უჭირს.საჭიროა სასწრაფოდ დაიწყოს მკურნალობა,რომელიც 30 000 $ ღირს.ოჯახს უკვე ამოეწურა ყველანაირი სახსრები. საქართველოს ბანკი / Bank of Georgia –GE44BG0000000607618300 თიბისი ბანკი /TBC Bank – GE17TB7712145061100086 ლიბერთი ბანკი / Liberty Bank- GE54LB0111142322316000 მიმღები – მაკა ვარინა / Recipient - Maka Varina 0901700483 – ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან - 1 ლარი /Call from any mobile operator.

---

 

13.03.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/454769

ქვეყნებს შორის, სადაც ონკანის წყლის დალევა არ შეიძლება, საქართველოც მოხვდა

ტურისტულმა სააგენტომ Globehunters-მა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებზე დაყრდნობით, იმ ქვეყნების სია შეადგინა, სადაც ონკანიდან წყლის დალევა არ არის უსაფრთხო და რეკომენდირებული. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Daily Mail” ავრცელებს. ამ ქვეყნების სიაში 187 ქვეყანა შედის საქართველოს და ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ჩათვლით, გარდა ესტონეთისა. ამ ჩამონათვალში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ონკანის წყალი მითითებული ქვეყნის ტერიტორიაზე ჭუჭყიანია – ის, უბრალოდ, არ არის რეკომენდირებული დასალევად. ამ კრიტერიუმის მიხედვით ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები კანადა, ავსტრალია, ჩილე, იაპონია, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღმოჩნდა. გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ფაღარათისგან, რომელიც წყალმა გამოიწვია, მსოფლიოში ყოველწლიურად 842 ადამიანი იღუპება.

---

 

13.03.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/454604

78 წლის მურაზ მაჭავარიანს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

„ღმერთი უმიზეზოდ არაფერს აკეთებს. ახლა მე მესმის, რომ ჩემი ინსულტი ერთადერთი გზა იყო, რომ მე რწმენა დამებრუნებინა. უფალი მძიმე განსაცდელს უმიზეზოდ არ გვიგზავნის“, – ეს სიტყვები 78 წლის მურაზ მაჭავარიანს ეკუთვნის. იგი II ჯგუფის ინვალიდი გახლავთ. მაღალი წნევის ფონზე მან იშემიური ინსულტი მიიღო და სხეულის მარჯვენა მხარე წაერთვა. გარდა ამისა, მურაზს დარღვეული აქვს სისხლის მიმოქცევა და ფეხებზე ხშირად უჩნდება წყლულები. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. „ჩერნოვეცკის“ ფონდის წარმომადგენელმა მურაზს მაჭავარიანს რამდენიმე კითხვით მიმართა: – ბატონო მურაზ, მოგვიყევით, როგორ ცხოვრობთ? მურაზი მაჭავარიანი: ჩვენ საკუთარი ბინა გვქონდა, მარგამ მძიმე წლებში დავკარგეთ იგი. დიდხანს სხვადასხვა მიტოვებულ სახლებში ვცხოვრობდით. მერე სახელმწიფომ ამ მოუწესრიგებელ შენობაში გამოგვიყო ბინა. ეს სახლი ჩვენ არ გვეკუთვნის და ვერ შევძელით ფართის დაკანონება. წყლისა და გაზის გარდა სხვა არაფერი არის ამ სახლში. – ყველაზე მეტად ამ ეტაპზე რა გესაჭიროებათ? მურაზი მაჭავარიანი: გაიხედეთ, ბინაში თითქმის არ არის ავეჯი. საწოლები ნახევრად დანგრეულია. ზამთარში გამათბობელით ვთბებით, ხშირად ვთიშავთ, დიდ გადასახადს ვერ გავწვდებით. ტექნიკიდან მხოლოდ ძველი მაცივარი და გაზქურა გვაქვს. ტელევიზორი დიდი ხნის წინ გაფუჭდა, ვერ შევაკეთეთ. მეგობრებო, მურაზ მაჭავარიანი წლებია გარეთ არ გასულა. მასთან “ჩერნოვეცკის” ფონდის სოციალური და სამედიცინო მუშაკები დადიან. მათი დახმარებით მოხერხდა მუნიციპალიტეტიდან მედიკამენტებით დახმარების მიღება. მედდები მურაზს გადაუდებელ სამედიცინო პროცედურებს უტარებენ . “მურაზ მაჭავარიანს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება! მიუხედავად მისი მდგომარეობისა, მას კიდევ შეუძლია სრულყოფილად იცხოვროს! თქვენი მცირედი დახმარებაც კი მნიშვნელოვანია! ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მურაზ მაჭავარიანი) გადარიცხვა შესაძლებელია ასევე ფონდის საიტიდან “,-აცხადებენ ფონდში.

---

 

13.03.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/454803

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს პირველადი დათვალიერება ჩაუტარდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის რუსლან აბაშიძის თქმით, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს პირველადი ექსპერტიზა ჩაუტარდა. აღნიშნულ პროცესში ქართველი ექსპერტები მონაწილეობდნენ. „ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინერობს ფაქტების გადამოწმება. ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული და ყველა ფაქტს დაადგენს ექსპერტიზა და გამოძიება. ჩატარდა პირველადი ექსპერტიზა“, – აღნიშნა მან. ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენების პროცედურას დაესწრო სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთიძე. მან დეტალებზე კომენტარი არ გააკეთა და არც ის დააკონკრეტა, რა კანონიერი პროცედურები ჩატარდა ცხედრის გადმოსვენების დროს. „აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები ცხედრის გადმოსვენების პროცესში, მათ შორის, განსაკუთრებით ევროკავშირის სადამკვირებლო მისია. კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა ჩატარდა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, როგორც კი კონკრეტულად გახდება ცნობილი ცალკეული დეტალები, აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას“, – უთხრა ჟურნალისტებს ანთიძემ. ენგურის ხიდზე იმყოფებოდა დევნილთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, რომელმაც თქვა, რომ ის პროცესს მხოლოდ ესწრებოდა და დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს. გიორგაძის განმარტებით, ის სენაკში, გარდაცვლილის შვილის მონახულებას აპირებს. ოკუპირებულ აფხაზეთში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ენგურის ხიდზე რეანომობილით დღეს საღამოს გადმოასვენეს და თბილისში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

---

 

13.03.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/mecnierebma-daadgines-rom-saqartveloshi-60-wlis-adamianebs-yvela-is-daavadeba-awukhebt-rac-65-wlis-asakshi-vitardeba/?fbclid=IwAR3UqAlgN9HqNsSwakjdlq_vsBQCCCk0prwQz0nJMHwHtOFEzRv9h7eLuKY

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საქართველოში 60 წლის ადამიანებს ყველა ის დაავადება აწუხებთ, რაც 65 წლის ასაკში ვითარდება

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ ყველაზე გვიან ადამიანები იაპონიაში ბერდებიან. ახალი მასშტაბური კვლევა ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა. მკვლევარებმა 195 ქვეყნის მოსახლეობის მონაცემები შეადარეს და დაადგინეს, რომ სიბერესთან დაკავშირებული დაავადებები ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნებში განსხავავებულ ასაკში უჩნდებათ. საუბარია 92 დაავადებაზე, რომელიც საბოლოო ჯამში ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გაუარესებას იწვევს. მათ შორის არის გულ-სისხლძარღვთა 13 და სასუნთქი გზების 6 ქრონიკული დაავადება, 35 სახეობის კიბო, დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული დაავადებები, ტრავმები და ნეიროდეგენერაციული დაავადებები, ასევე სმენისა და მხედველობის გაუარესება. საინტერესოა, რომ რეიტინგის ლიდერ ქვეყნებსა და აუტსაიდერებს შორის სხვაობა თითქმის 30 წელია. ქვეყნების ათეულს, სადაც მოქალაქეები ყველაზე ადრე ბერდებიან, პაპუა-ახალი გვინეა უგას სათავეში. ამ ქვეყნის მოქალაქეები 45 წლის ასაკში ბერდებიან და თავს ისე გრძნობენ, როგორც 65 წლის ადამიანები. მეორე ადგილზეა მარშალის კუნძულები, სადაც 51 წლის მოქალაქეებს, უკვე აღენიშნებათ ყველა ის დაავადება, რომელიც 65 წლის ასაკის ადამიანებს აქვთ. მესამეა ავღანეთი, სადაც სიბერე 51 წლის ასაკში დგება. მას მოსდევს ვანუატუ, სოლომონის კუნძულები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ლესოტო, კირიბატი, გვინეა-ბისაუ და მაკრონეზია. ყველა ამ ქვეყანაში მოქალაქეები 55 წლის ასაკში ბერდებიან. რაც შეეხება ლიდერებს, კვლევის თანახმად ყველზე გვიან იაპონელები ბერდებიან. ამომავალი მზის ქვეყნის მოქალაქეები 76 წლის ასაკში ისე გრძნობენ თავს, როგორც 65 წლის ადამიანები. ანალოგიური შედეგი აქვს შვეიცარიას, საფრანეგთსა და სინგაპურს. ქუვეითში 65 წლის ასაკის მოქალაქეებისთვის დამახასიათებელი დაავადებები მოქალაქეებს 10 წლით გვიან, 75 წლის ასაკში უჩნდებათ. ასეთივე შედეგი აჩვენეს სამხრეთ კორეელებმა და ესპანელებაც.  კვლევის მიხედვით, იტალიაში სიბერე 74 წლის ასაკში დგება. ათეულში დაახლოებით ასეთივე შედეგი აქვს პუერტო-რიკოს და პერუს. რაც შეეხება საქართველოს, მკვლევარების შეფასებით, საქართველოში 60 წლის ადამიანებს ყველა ის დაავადება აწუხებთ, რაც წესით, 65 წლის ასაკში ვითარდება. კვლევა ამერიკელმა, ნორვეგიელმა და ესპანელმა მეცნიერებმა ერთობლივად შეადგინეს. მათ 195 ქვეყნის მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები შეადარეს.

---

 

 

 ​