From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-14.05.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 14.05.2019 08:32
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 14.05.2019

ტელევიზია

14.05.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

სახელმწიფო აუდიტმა განახლებული ანგარიში (00:02, პირველი ვიდეო) სამედიცინო სფეროზე მოამზადა. ანგარიში მიუთითებს, რომ გასული წლის მაისის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 1526 სტომატოლოგიური დაწესებულება მოქმედებდა, სააგენტოს მიერ 2015-2017 წლებში განხორციელებული შემოწმების შედეგად კი გამოვლინდა, რომ შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულებების 54% ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. რამდენად შემაშფოთებელია რიცხვები და რა პრობლემები აქვთ სტომატოლოგიურ კლინიკებს? თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6075307

---

 

14.05.2019

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგზე სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში წარადგინა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6075472

---

 

14.05.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 08:00

ტკბილეულის სადისტრიბუციო კომპანია “კადევე საქართველოს“ თანამშრომლები გაიფიცნენ. დასაქმებულები შრომის პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო სამუშაო გარემოს და ხელფასების მომატებას ითხოვენ. გაფიცული თანამშრომლები ასევე აპროტესტებენ მათი პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციას. მათი თქმით, სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას, მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6075015

---

 

14.05.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებთანაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს პორტუგალია, უნგრეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და ბულგარეთი დაემატა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6074583

---

 

13.05.2019

არხი:   პალიტრა ტვ

გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00

სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შეუსრულებლობის ხელის შეშლა შესაძლოა დასჯადი გახდეს. პარლამენტში უკვე შესულია კანონპროეტი. კლინიკების ასოციაციის დამფუძნებლის თქმით კანონში ცვლილებები, პაცინეტის ახლობლების მიერ მედ პერსონალზე ძალადობის გახშირებულმა ფაქტებმა გამოიწვია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6072596

---

 

13.05.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 22:30

სტომატოლოგიური დაწესებულებების 54 % ინფექციის კონტროლისა და პრევენციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი, როგორც ანგარშში ვკითხულობთ, ქვეყანაში მოქმედებმა 1524 დაწესებულება, სააგენტოს მიერ შემოწმების შედეგად კი გამოვლინდა რომ დაწესებულებების 54 % ინფექციის კონტროლისა და პრევენციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ამის შესახებ ხვალ მინისტრის მოადგილე ისაუბრებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6074486

ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6072876

---

 

13.05.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა: მაესტროელები

როგორია ონკოლოგიური დაავადებები ბავშვებში, მოზრდილებში და ზრდასრულებში - 8 791 ახალი შემთხვევა-სწორედ ამ რაოდენობის კიბოს ახალი დიაგნოზი დაფიქსირდა 2017 წელს. სახელმწიფო მონაცემებს უკვე მესამე წელია ახალი მეთოდით ითვლის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6074230

---

 

13.05.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00

კვების და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები პატარა ბავშვის გარდაცვალების მიზეზებს იკვლევს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში 11 თვის ჩვილი გარდაიცვალა, სავარაუდო მიზეზი კი ქათმის ხორცით მომზადებული წვნიანია. ბავშვი ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6074287

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6074286

---

 

ინტერნეტი

14.05.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/nino-lomjariam-bavshvze-zrunvis-sistemis-monitoringis-alternatiuli-zrunvis-efeqtianobis-shesakheb-specialuri-angarishi-waradgina/?fbclid=IwAR2ZAKPCshe8zs1LeuH0x7POWgxs0sZ5vqlePKX5Xca14fAe-b467baGZUk

ნინო ლომჯარიამ „ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგის-ალტერნატიული ზრუნვის ეფექტიანობის“ შესახებ სპეციალური ანგარიში წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგის-ალტერნატიული ზრუნვის ეფექტიანობის“ შესახებ სპეციალური ანგარიში წარადგინა. ანგარიში სახალხო დამცველის აპარატმა გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით მოამზადა. ბავშვზე ალტერნატიული ზრუნვის სისტემის მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა 43 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, 128 მინდობისა და 68 რეინტეგრაციის სერვისში ჩართული ოჯახი, შვიდი რელიგიური სკოლა-პანსიონი შეაფასა. ასევე, არასრულწლოვანთა საჭიროებებისა და უფლებრივი მდგომარეობის კუთხით საჭიროებების შესასწავლად განხორციელდა ვიზიტები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 64 ტერიტორიულ ერთეულში. სახალხო დამცველმა ღონისძიების გახნისას განაცხადა, რომ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირება, რთული ქცევისა და კრიზისული მდგომარეობის მართვა, ბავშვზე ძალადობის ფაქტების პრევენცია, მათზე დროული რეაგირება და ფსიქო-სოციალური დახმარება. „სახელმწიფოს არ გააჩნია სისტემური ხედვა ბავშვთა სიღარიბის დაძლევის და ოჯახების სოციალური ფუნქციის ამაღლების მიმართულებით. არსებული პროგრამები ვერ პასუხობს ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებებს, რაც შესაბამისად უარყოფითად აისახება ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. პრობლემად რჩება ბავშვზე ზრუნვის სფეროში არსებული ხარვეზები, შესაბამისი სპეციალისტების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობრივი სიმცირე და მათი ეფექტიანი ჩართულობის პრობლემები“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ღონისძიების გახნისას. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი წლებია აქტიურად თანამშრომლობს სახალხო დამცველის ოფისთან და მხარს უჭერს მას ბავშვთა უფლებების დამოუკიდებელ მონიტორინგში. „სახალხო დამცველის დღეს გამოქვეყნებულ ანაგრიშში ასახულია ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვები დგანან. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, როგორებიცაა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისათვის სპეციალური ფულადი დახმარების შემოღება, საკანონმდებლო ინიციატივები სოციალური სამუშაოს გაუმჯობესების, ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის და მინდობით აღზრდის შესახებ. თუმცა კვლავ პრობლემაა ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების სიმწირე, სოციალური სამუშაოს ხარისხი, ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ნაკლებობა და სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ბავშვების დახმარება. გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მთავრობასა და სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობას ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით“, – განაცხადა იუნისეფ-ის წარმომადგენელმა. როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, მონიტორინგმა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით არაერთი გამოწვევა გამოავლინა. წლების განმავლობაში რჩება პრობლემები ბავშვის მიმართ ძალადობის, განათლების უფლების განხორციელების, არასრულწლოვანთა სათანადო ფსიქოლოგიური/სარეაბილიტაციო სერვისებით უზრუნველყოფის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების, ზრუნვის პროცესში ჩართულ პირთა კვალიფიკაციისა და როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსის ნაკლებობის მიმართულებით. გარდა ამისა, გამოვლინდა, რომ არ არის უზრუნველყოფილი არასრულწლოვნების ბიოლოგიური ოჯახებიდან ბავშვთა სიღარიბის საფუძვლით განცალკევების პრევენცია, რადგან სოციალური დაცვის სისტემა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებს ეფექტიან, შედეგზე ორიენტირებულ, ბავშვზე ზრუნვისა და სოციალურ პროგრამებს ვერ სთავაზობს. სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი არასრულწლოვნები აუცილებლად უნდა სარგებლობდნენ დაცვის მაღალი სტანდარტით, რადგან სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნის მრავალწლიანი გამოცდილება, მომსახურების ფორმების ხშირი ცვლა, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ქცევითი პრობლემები, ძალადობის გამოცდილება, ბიოლოგიური ოჯახისგან განცალკევება არასრულწლოვანთათვის სტრესულ ფაქტორებს წარმოადგენს და ბავშვისადმი განსაკუთრებული მოპყრობის, მათი მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფის აუცილებლობას წარმოშობს. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა წარადგინა რეკომენდაციები, რომელთა შესრულება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემაში არსებულ მდგომარეობას.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/546290-ombudsmeni-saxelmcipos-ar-gaachnia-sistemuri-xedva-bavshvta-sigaribis-dazlevis-mimartulebit-gadauchrel-problemad-rcheba-bavshvze-zaladobis-paktebis-prevencia-da-drouli-reagireba/

---

 

14.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/546293-ombudsmeni-araerti-religiuri-pansioni-licenzirebis-gareshe-mokmedebs-da-saxelmcipos-ar-akvs-inpormacia-ramdeni-bavshvi-iricxeba-am-tipis-pansionebshi/

ომბუდსმენი - არაერთი რელიგიური პანსიონი ლიცენზირების გარეშე მოქმედებს და სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია, რამდენი ბავშვი ირიცხება ამ ტიპის პანსიონებში

არაერთი რელიგიური პანსიონი ლიცენზირების და რეგულირების გარეშე მოქმედებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს სასტუმრო „თბილისი მერიოტში" განუცხადა, სადაც ის სპეციალურ ანგარიშს - „ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგის - ალტერნატიული ზრუნვის ეფექტიანობა" წარადგენს. ომბუდსმენის თქმით, უცნობია რამდენი რელიგიური პანსიონი მოქმედებს ლიცენზირების გარეშე, რადგან არ არის დარეგულირებული და თავად სახელმწიფოსაც ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ლომჯარიას განმარტებით, აღნიშნული გამოწვევას წარმოადგენს და პრობლემა გადაჭრას საჭიროებს. „მნიშვნელოვანია, რომ რელიგიური პანსიონების ინსტიტუციონალიზაცია მოხდეს. არაერთი რელიგიური პანსიონი ლიცენზირების და რეგულირების გარეშე მოქმედებს. სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია, თუ რამდენი ბავშვი ირიცხება ამ ტიპის პანსიონებში და შესაბამისად, ეს სფერო არის სრულიად რეგულირების და კონტროლის მიღმა“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

---

 

14.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/546247-sopo-kilazis-iniciativit-ojaxshi-zaladobis-maregulirebel-kanonmdeblobashi-cvlilebebis-paketi-momzadda

სოფო კილაძის ინიციატივით, ოჯახში ძალადობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტი მომზადდა

სოფო კილაძის ინიციატივით, ოჯახში ძალადობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტი მომზადდა. შემუშავებული ცვლილებების მიზანია, მეტი აქცენტი გაკეთდეს ძალადობრივი ქცევის ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და პრევენციაზე. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით მოძალადეს ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სპეციალური კურსის გავლა მოუწევს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დამცავი ორდერის გამოცემისას, მოძალადისათვის სავალდებულო გახდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლა. რათა მაქსიმალურად იქნას არიდებული თავიდან განმეორებითი ძალადობა. ფსიქიატრიული ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ მოძალადეს, მსხვერპლის განცხადების საფუძველზე, მასთან კომუნიკაცია აეკრძალება. თუ მოძალადე პენიტენციური დაწესებულებიდან მსხვერპლის მიმართ, ახორციელებს მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, მსხვერპლს საშუალება ექნება პენიტენციური ან ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციისგან მოითხოვოს ამ ზარების შეზღუდვა. მსხვერპლის მიერ მოძალადის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟი უქმდება. ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, სამოქალაქო სამართლებრივ დავებზე, სასამართლოში სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლდება. საკანონმდებლო ცვლილება მსხვერპლს საშუალებას აძლევს მაგალითად, მოძალადესთან ქონებრივი დავა, ფინანსური დანახარჯების გარეშე მაქსიმალურად სწრაფად გადაწყვიტოს. ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისათვის სასამართლოს მხრიდან ძირითად სასჯელად ფულადი ჯარიმის დაკისრება იკრძალება. ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზნით, ამ კატეგორიის საქმეებზე, ძირითად სასჯელად ფულადი ჯარიმის დაკისრება აიკრძალება. პრაქტიკაში, როგორც წესი, ჯარიმის თანხა, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცელი ოჯახების შემთხვევაში, მსხვერპლს და მის შვილებს აწვებათ ტვირთად. ამდენად, მსხვერპლისა და მისი შვილებისთვის ზედმეტი ფინანსური ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოძალადეს შესაძლოა დაეკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, თავისუფლების აღკვეთა ან კანონით გათვალისწინებული სხვა სასჯელი. მოძალადეს პენიტენციური სისტემიდან განთავისუფლების შემდეგ, პოლიციელები პერიოდულად გადაამოწმებენ. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, პოლიცია პენიტენციური თუ ფსიქიატრიული სისტემიდან განთავისუფლებულ მოძალადეს პერიოდულად შეამოწმებს რათა , განმეორებითი ძალადობის რისკი დროულად შეაფასოს და პრევენცია მოახდინოს. დღეს არსებული რეგულაციით, პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლებამდე, მოძალადე მსჯავრდებულის ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე, მისი ქცევებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება ხდება. ახალი ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, პოლიცია ამ შეფასების დოკუმენტზეც შეძლებს წვდომას. პოლიცია ასევე ვალდებული ხდება, მოსამართლის მიერ უკვე გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერის აღსრულების მონიტორინგი აწარმოოს და საჭიროების შემთხვევაში თავადაც გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. საკანონმდელო ცვლილებები სოფო კილაძის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოამზადა აშშ საელჩოს მხარდაჭერით. ინიციატივების შემუშავების პროცესში ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებს გადის. მისი მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იგეგმება.

---

 

13.05.2019

მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/234106-sashishi-stomatologiuri-klinikebi-sagangasho-daskvna-da-jandacvis-saministros-reagireba/

საშიში სტომატოლოგიური კლინიკები - საგანგაშო დასკვნა და ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირება

ჩვენი რესპონდენტი გ.ნ. მეორე წელია ქრონიკული ინფექციური ვირუსით, C ჰეპატიტით არის დაინფიცირებული. ამბობს, რომ დაავადება სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ შეიძინა. „ორი წლის წინ საიტზე შევიძინე კბილების დაბჟენისთვის ფასდაკლების ვაუჩერი და მივედი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. სამწუხაროდ, არ დამიწყია გამოკითხვა, რამდენად იცავდნენ სტერილიზაციისა და უსაფრთხოების ნორმებს, მაინც ვერ მივხვდებოდი მართალს მეტყოდნენ თუ არა. თან ჩავთვალე, რომ ასეთი შეკითხვების დასმის საჭიროება არ არსებობდა. მოკლედ, დამიბჟინეს ერთი კბილი და აქციის პირობის მიხედვით, დამიბჟინეს მეორე უფასოდ. დაახლოებით ერთ კვირაში ძალიან ამტკივდა დაბჟენილი კბილი. დავეჭვდი და მივედი სხვა კლინიკაში, სადაც გადამიღეს რენტგენი კბილზე და აღმოჩნდა, რომ ხელსაწყო, ნემსისებური გრძელი მავთული, რომლითაც მკვდარი ნერვი ამოაქვთ კბილიდან, ჩატეხოდა ექიმს და კბილში ჩაეტოვებინა. როგორც ამიხსნეს, ასეთი შემთხვევა შეიძლება ნებისმიერ პროფესიონალ ექიმს მოუვიდეს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა გავაფრთხილებინე, რომ ასეთი რამ დაემართა?! ეს კიდევ არაფერი, დამჭირდა გამოკვლევების ჩატარება და დამიდგინდა C ჰეპატიტი. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ ესეც სწორედ ამ ვიზიტის „დამსახურებაა“. ახლა ჩართული ვარ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში და ვმკურნალობ“ - გვითხრა რესპონდენტმა. ახლახანს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) სისტემის ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა, რომლითაც დადგინდა, რომ ქვეყანაში არსებული რეგულაციები და კონტროლის მექანიზმები სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის, საკმარისი არ არის. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2015-2017 წლებში განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ვერ აკმაყოფილებს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) მოთხოვნებს. ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფის პროცესში. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციაში აუდიტის კვლევის შედეგებს საგანგაშოს უწოდებენ. ასოციაციის პრეზიდენტი ქეთი გოგოლაშვილი AMBEBI.GE - სთან საუბარში გაკვირვებას გამოთქვამს იმ მაღალი პროცენტული მაჩვენებლის გამო, რაც აუდიტის კვლევამ დაადგინა. "2014 წელს როდესაც საკანონმდებლო ცვლილებები შემოვიდა, ყველა კლინიკას დაევალა, სანიტარული კუთხით პრობლემები მოეწესრიგებინათ კლინიკებში. მე, როგორც სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, დავწერე პროგრამა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ერთად გადავამზადეთ 4 000 სტომატოლოგი და დღემდე მიმდინარეობს ეს ტრენინგები. საწყენია, როდესაც სამედიცინო პერსონალს გადაამზადებ, ჩაუტარებს სემინარებს, ტრენინგებს და მიუხედავად ამისა, ამხელა მასშტაბის დარღვევები გამოვლინდება. ტრენინგებში კვალიფიციურ ექიმებთან ერთად ჩართული გვყავს სამედიცინო აპარატურის ინჟინერი, რომელიც დეტალურად აწვდის ინფორმაციას დეზინფექცია - სტერილიზაციისთვის აუცილებელი ტექნოლოგიების შესახებ: როგორ უნდა იყოს გამართული, როგორ უნდა შემოწმდეს, რა პერიოდულობით და ა.შ. ყველაფერს ვაკეთებდით ამისათვის და დღესაც გრძელდება პროცესი“ - ამბობს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. ქეთი გოგოლაძე მიიჩნევს, რომ არსებული აქტივობები საკმარისი არ არის, რადგან ქვეყანაში წლების განმავლობაში სტომატოლოგიური საქმიანობის მარეგულირებელი მექანიზმები არ არსებობდა და ეს სფერო სრულიად უკონტროლო იყო. "ეს მაჩვენებელი ალბათ უკავშირდება იმას, რომ 2005-დან 2014 წლამდე არანაირი კონტროლი და რეგულირება არ არსებობდა, კლინიკების ერთიანი ბაზა არ არსებობდა, რამდენი კლინიკა და სტომატოლოგი იყო, რეგისტრაცია არ ხდებოდა. ვისაც მოესურვებოდა და სადაც მოესურვებოდა, ხსნიდა სტომატოლოგიურ კლინიკებს. ამ ჩავარდნას ვუკავშირებ ასეთ მაჩვენებელს. 2014 წლიდან დაიწყო რეგლამენტების, საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და ეს პროცესი კვლავ გრძელდება“ - აღნიშნა გოგოლაშვილმა. ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლის დეპარტამენტის სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლის სამმართველოს უფროსი ტარიელ კაშია იმ ღონისძიებებზე საუბრობს, რასაც სამინისტრო ატარებს ამ მიმართულებით: "რაც აუდიტის სამსახურმა წარმოადგინა ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობითაა, როდესაც საუბარია სტერილიზაციის პროცესების დარღვევაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ხდება სტერილიზაცია. ეს პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა ზრდის რისკებს, რომ ზოგიერთი მოწყობილობა დარჩეს გაუსტერილიზებელი და ეს არ ნიშნაავს იმას, რომ არ მოხდა სტერილიზაცია. 2015 წელს 778 დაწესებულებაში ჩატარდა მონიტორინგი და ამის შემდეგ დაიწყო გეგმიური მონიტორინგები. იყო ძალიან დიდი პრობლემა, გამოიყენებოდა ირანული წარმოშობის სტერილიზატორები, რომელსაც არ ჰქონდა თერმომეტრი და შესაბამისად ვერ ხერხდებოდა სრულყოფილი სტერილიზაცია. არ ხდებოდა სამედიცინო ნაკეთობების შეფუთვა და დარღვეული იყო ბევრი პირობა. დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა, გამოიყენება ე.წ. ჯგუფის ვაკუუმიანი სტერილიზატორები, ხდება შეფუთვა და ასე შენახვა. გაუმჯობესებულია კონტროლის ხარისხიც. წელიწადში ერთხელ არის დასაშვები გეგმიური შემოწმება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ერთხელ მოხდეს წელიწადში. დარღვევის შემთხვევაში, ხდება გეგმიური შემოწმება, მეორე შემოწმების შემდეგ კი, თუ კიდევ არ არის გამოსწორებული ვითარება, კლინიკა ჯარიმდება. არ არსებობს დახურვის მექანიზმი, რადგან ასეთ კლინიკებს არ აქვთ არც ლიცენზია და არც ნებართვა, შესაბამისად ჩვენ ვერ შევუჩერებთ საქმიანობას. ასეთია კანონი. სააგენტო არ არის ვალდებული, რომ შეამოწმოს სტომატოლოგიური კლინიკა, ასეთია კანონმდებლობა და ჩვენ კანონმდებლობას გვერდს ვერ ავუვლით" - განაცხადა ტარიელ კაშიამ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეკომენდაციებით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც აცხადებენ რომ, 2020 წლისთვის სამინისტრო ამ კუთხით სხვადასხვა მექანიზმების შემუშავებას გეგმავს. "აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია არის ერთიანი სტრატეგიის მომზადება, ინფექციების კონტროლის მიმართულებით. ამჟამად ინფექციების კონტროლის ღონისძიებები ინტეგრირებულია სპეციალიზებული მიმართულებებით, ისეთ სტრატეგიებში როგორიც არის: აივ შიდსი, C ჰეპატიტი, ტუბერკულოზის კონტროლი და ანტიმიკრობული პრევენციის სტრატეგია. ქვეყანაში ასევე არსებობს ინფექციების კონტროლის დეტალური გაიდლაინი, თუმცა აუდიტის სამსახურიდან მიღებული რეკომენდაცია, ასევე შესაბამისობაშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ რეკომენდაციასთან, რომელიც ქვეყნებს ურჩევს ერთიანი ქოლგის ქვეშ ყველა სტრატეგიის გაერთიანებას, რასაც ჩვენ ვგეგმავთ 2020 წლისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ სტრატეგიების განახლებაზე, როგორც სპეციალიზებული მიმართულებებეით, ასევე ერთიან ფორმატში“ - ამბობს მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. აუდიტის სამსახურის კიდევ ერთი რეკომენდაცია შეეხება ნოზოკომიური - საავადმყოფოს შიდა ინფექციების კონტროლის ეფექტური მექანიზმების შემოღების საჭიროებას. თამარ გაბუნიას თქმით, 2019-2020 წლებში დაგეგმილია სპეციალური კვლევების კიდევ უფრო გაფართოება, რაც შესაძლებელს გახდის ზუსტად დადგინდეს ინფექციური დაავადების კავშირი სტომატოლოგიურ საქმიანობასთან.

---

 

13.05.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/363508/

აივ/შიდსის მკურნალობის გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებას პეტიციით მიმართავენ

აივ/შიდსის სფეროში მომუშავე სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები პეტიციით მიმართავენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, აივ/შიდსით ინფიცირებულებს ცენტრალიზებული კლინიკების ნაცვლად შესთავაზონ სხვადასხვა მიმართულებით. “აივ/შიდსი ერთ-ერთ ყველაზე სტიგმატიზებულ დაავადებას წარმოადგენს. ხშირად პაციენტები საზოგადოებისგან გარიყული სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები არიან, რაც დამატებით სიმძიმეს სძენს მათ ემოციურ და სოციალურ მდგომარეობას. პაციენტთა თემი დღემდე უხილავია. ჩვენ ვერ ვახერხებთ ღიად ვისაუბროთ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. ქვეყანაში არსებული ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა, მძიმე ჰომოფობიური გარემო, სექს-სამუშაოს მიმართ არსებული ტაბუ, ქმნიან ხელსაყრელ გარემოს დაავადების გავრცელებისთვის და ხელს უშლიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ჯანმრთელობის უფლება ადამიანის უფლებაა ამ უფლებით სარგებლობისთვის აივ დადებით თემს მრავალი ხილული თუ უხილავი ბარიერის გადალახვა გვიწევს. მკურნალობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ცენტრალიზებულ კლინიკებში, სადაც მისვლა წარმოადგენს რისკს, შენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია გახდეს ცნობილი გარეშე პირებისთვის, რაც ერთი დიაგნოზის მქონე ადამიანთა ერთ სივრცეში თავმოყრითაა განპირობებული და დაუშვებელ მოცემულობას წარმოადგენს მაღალი სტიგმის მქონე დაავადებების მკურნალობის და მოვლის სფეროში. კლინიკების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ასევე მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის მკურნალობის მიღებისას. საქართველოს მხოლოდ სამ ქალაქში არსებული თითო სპეციალიზებული კლინიკა ემსახურება აივ/შიდსის მქონე 6029 პაციენტს”, – ნათქვამია პეტიციაში. პეტიციაში ასევე აღნიშნულია, რომ “ყველა ადამიანს აქვს არჩევანის უფლება. მკურნალობის არსებული მოდელი კი აღარ წარმოადგენს წარმატებულ პრაქტიკას, ის არ არის თემის საჭიროებებზე მორგებული.” “საერთაშორისო გამოცდილება გვთავაზობს ეფექტიანი მკურნალობის განსხვავებულ შესაძლებლობებს, როგორიცაა მკურნალობის მიღება მულტიპროფილურ კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში, მხარდამჭერი სერვისების ინტეგრაცია სათემო ორგანიზაციების ბაზაზე და სხვა. მათი გათვალისწინება და დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სერვისებზე ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია ასევე ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის პროგრამების ფარგლებში სერვისების დეცენტრალიზაციით განპირობებული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ვთვლით, რომ აივ/შიდსის მკურნალობისა და მოვლის სერვისების დეცენტრალიზაცია გადაუდებელი აუცილებლობაა ჩვენი თემისათვის! ” – აცხადებენ აივ/შიდსის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები. პეტიციის ადრესატები არიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე 19 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის მსოფლიო დღეა. 1983 წლიდან პაციენტთა თემი ყოველწლიურად აღნიშნავს ამ დღეს გლობალური კამპანიით, სადაც ხდება გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ყურადღების მიპყრობა სხვადასხვა გამოწვევებზე და გადაჭრის სავარაუდო გზების ფორმირება. წლევანდელი გზავნილია: “აქტიური ბრძოლა უფლებებისა და ჯანმრთელობისთვის.” 2019 წელს საქართველოში ამ დღეს უკვე მეორედ აღნიშნავენ. წლევანდელ ღონისძიებას უერთდებიან აივ დადებით პირთა სათემო ორგანიზაცი „ასოციაცია ბროწეული“ და აივ შიდსის პრევენციაზე მომუშავე ორგანიზაციები: “ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ , „ახალი ვექტორი“ „თანასწორობის მოძრაობა“ და „თანადგომა“. კამპანიის მიზანია პატივი მიაგოს შიდსით გარდაცლილი ადამიანების ხსოვნას, გამოხატოს სოლიდარობა აივ დადებითი ადამიანების მიმართ და გაზარდოს ცნობიერება აივ/შიდსის შესახებ. 1989 წლიდან დღემდე საქართველოში შიდსით 1540 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში რეგისტრირებული 7 569 აივ/შიდსის მქონე პაციენტის 52% შიდსი განუვითარდა, 54%-მა კი ჯერ კიდევ არ იცის მისი აივ სტატუსი. კამპანიის ორგანიზატორთა თქმით, ეს მნიშვნელოვან სიგნალს წარმოადგენს საქართველოში აივ/შიდსის მკურნალობისა და მოვლის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე. 2019 წლის კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: 18 მაისი13:00 – შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება – „აქტიური ბრძოლა უფლებებისა და ჯანმრთელობისთვის“ თბილისის საკრებულო; 19 მაისი 19:00 – აქცია – დროა აქტიური ბრძოლის უფლებებისა და ჯანმრთელობისთვის“ – სახელმწიფო კანცელარია.

---

 

13.05.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/201514/

მუშებს კომპანია ხელფასს არ უხდის – დარღვევაზე რეაგირებას არავინ ახდენს

„ყურადღება არავინ მოგვაქცია, აქვს საერთოდ დავას აზრი?“ – კითხულობს ქედაში მცხოვრები რემზი დიასამიძე. ის და კიდევ სამი ადამიანი სოფელ ხარაულაში, ასევე, შუახევის სოფელ უჩამბაში სოფლების გზის დამცავი კედლების ჩამოსხმაზე მუშაობდნენ. სამუშაოების შესრულებას დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდა. მუნიციპალიტეტებმა შესრულებული სამუშაო ჩაიბარეს, კომპანიამ ფული აიღო, დამცავი კედლის მშენებლები კი, უხელფასოდ დატოვეს. „გვითხრეს, რომ დასრულდება სამუშაო, ერთიანად მოგცემთ ფულსო. ჯამში ოთხი ადამიანისთვის 10 500 ლარი უნდა მოეცათ. უკვე ორი წელია ვითხოვთ ამ ფულს… კომპანიას ვეღარ ვუკავშირდებით, გამგეობები პოლიციაში გვიშვებენ. პოლიციამ კომპანიის დირექტორი, რატი მაისურაძე დაკითხა, გვაჩვენეს ოქმი. ის ადასტურებს, რომ ნამდვილად მაქვს გადასახდელი ფული და გადავიხდი, მადროვეთო… რატის გამორთული აქვს ტელეფონი. კომპანიის წარმომადგენელი ვინც იყო, შალვა კაკუტაშვილი, იმან გვითხრა, მე რა შუაში ვარ, თავი დამანებეთო…“ – გვიყვება რემზი დიასამიძე. სამუშაოების დაზარალებული შემსრულებლებიდან ორი ხარაულას საჯარო სკოლაში მუშაობს. რემზი დიასამიძე ფიზკულტურის მასწავლებელია და გაკვეთილებიდან თავისუფალ დღეებში მუშაობს მშენებლობაზე, ილია ტაკიძე კი – ბუღალტერი. მათი თქმით, ამ დრომდე ვერ გაიგეს, რეალურად რომელმა კომპანიამ შეასრულა მუნიციპალიტეტების დაკვეთა. „თავიდან სხვა სახელი თქვეს, მერე ითქვა, ეს არაო… ბოლოს ქედის პოლიციაში გვითხრეს, რომ ტენდერი სამშენებლო კომპანია „თაღმა“ შეასრულაო… პოლიციაში ასევე თქვეს, რომ სასამართლოს შეგვიძლია მივმართოთ, მაგრამ ამას კიდევ ცალკე ფული სჭირდება,“ – გვიყვება ილია ტაკიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ შემთხვევაზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. „წინასაგამოძიებო მოქმედებები და საქმის შესწავლა მიმდინარეობს,“ – გვითხრეს შსს-ს პრესცენტრში. დაზარალებულმა მშენებლებმა გვაჩვენეს ქედის პოლიციიდან 2017 წლის 10 მაისს მიღებული წერილიც. „გამოკითხული იქნა სამშენებლო კომპანიის „თაღის“ წარმომადგენელი რატი მაისურაძე, რომელმაც გამოკითხვაში აღნიშნა, რომ ის ეტაპობრივად გადაიხდის თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოების საფასურს 3-4 თვის განმავლობაში და შესაბამისად, აღარ გექნებათ მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზიები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და შესაბამისად არ არსებობს ფაქტზე გამოძიების საფუძველი,“ – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ქედის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი არჩილ გორგილაძე აწერს ხელს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით კი, სამშენებელო კომპანია „თაღს“ არ ჰქონია რაიმე ტიპის მომსახურება ქედის ან შუახევის მუნიციპალიტეტებთან. შუახევის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ უჩამბაში ორი წლის წინ გზის დამცავი რამდენიმე კედელი ერთდროულად მოეწყო და არ აქვთ ინფორმაცია, კონკრეტულად რომელმა კომპანიამ არ გადაუხადა მშენებლებს ფული. აქვე განმარტეს, რომ მშენებლებს მათთვის არ მიუმართავთ. „მერიის როლი მინიმალურია მსგავს საკითხებში,“ – ეს ქედის მერიის პრესცენტრიდან მოგვწერეს. ქედის მერიის პრესცენტრში საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ და მას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

---

 

13.05.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/davit-zalkaliani-saqartvelos-moqalaqeebis-legalurad-dasaqmebaze-safrangettan-shetanxmeba-migweulia

დავით ზალკალიანი - საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმება ზე საფრანგეთთან შეთანხმება მიღწეულია

საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, ამას განვიხილავთ როგორც მნიშვნელოვან პრევენციულ ნაბიჯს, იგივე თავშესაფრის მაძიებლის ზრდის კონტექსტში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმება ზე საფრანგეთთან შეთანხმება მიღწეულია. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე საპილოტე პროექტები არსებობს. „ჩვენ უკვე ბევრ ქვეყანასთან გვაქვს დაწყებული ორმხრივი დიალოგი. საფრანგეთთან მიღწეულია შეთანხმება. ვმუშაობთ ასევე გერმანიასთან, პოლონეთთან, ვმუშაობთ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, რუმინეთთან, პორტუგალიასთან. ასევე ევროკავშირის არაწევრ ქვეყანასთან, ისრაელთან. გარდა ამისა, ცალკეული საპილოტე პროექტები ხორციელდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად და უკვე კონკრეტული შედეგები ამ მიმართულებით არის. ბუნებრივია, მომავალში ძალიან აქტიურად განვავითარებთ ამ მიმართულებას, რადგან ამას განვიხილავთ სწორედ ხალხთაშორის ურთიერთობის კონტექსტში და ამას განვიხილავთ როგორც მნიშვნელოვან პრევენციულ ნაბიჯს, იგივე თავშესაფრის მაძიებლის ზრდის კონტექსტში. ასე რომ, ეს ერთ-ერთი მთავარი, პრიორიტეტული მიმართულებაა. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფიც შექმნილი გვაქვს, სადაც ჩართულია შესაბამისი სამინისტროები, ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების, საგარეო საქმეთა სამინისტროები და მომავალში ამ მხრივ ჩვენ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ. ისრაელთან დაწყებულია მოლაპარაკებები. გვაქვს მათი მხრიდან მზაობა, რომ ამ მიმართულებით გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები და ვმუშაობთ ამ მიმართულებაზე“,- განაცხადა ზალკალიანმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს მიეძღვნა.

---

 

13.05.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/ivane-matchavarians-qethevan-tsikhelashvils-da-davith-sergeenkos-parlamenti-sashemodgomo-sesiaze-mousmens/

ივანე მაჭავარიანს, ქეთევან ციხელაშვილს და დავით სერგეენკოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მოუსმენს

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, რამდენიმე მინისტრის მოსმენა, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პერიოდში უნდა გამართულიყო, საშემოდგომო სესიისთვის გადაიდო.  აღნიშნული ცვლილება განაპირობა იმან, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში “მინისტრის საათი” აღარ გაიმართება. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის მოსმენა 3-6 სექტემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის – 17-20 სექტემბერს, 1-4 ოქტომბერს კი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მოსმენა გაიმართება. “მინისტრის საათის” ფორმატში მინისტრების მოსმენა ინტენსიურად მიმდინარეობდა. მაისის ბოლო სასესიო პარასკევს ინტერპელაციის დრო გველის. ასევე გველის მთავრობის ანგარიში, რომელიც ივნისში უნდა წარმოადგინონ. გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია და გთავაზობთ, რამდენიმე მინისტრის საათის თარიღი შეცვალოთ”, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/ministris-saatis-formatshi-mtavrobis-ramdenime-wevris-mosmena-shemodgomistvis-gadaido

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/546190-ministris-saatis-pormatshi-mtavrobis-ramdenime-cevris-mosmena-shemodgomistvis-gadaido/

---

 

 

ბეჭდვითი მედია

14.05.2019

მედიასაშუალება:      ქრონიკა+

რატომ ჩამოვიდნენ FBI-ის წარმომადგენლები და ემუქრება თუ არა სერგეენკოს გადაყენება?

ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობა 2009 წლის დეკემბერში დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 100 მილიონი დოლარი შეადგინა. 2011 წლის 18 მარტს მისი გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ენდრიუ ვებერმა - აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის დარგში. გახსნის წინაპირობა იყო საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2002 წელს გაფორმებული შეთანხმება "ტექნოლოგიისა და პათოგენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც უკავშირდება ბიოლოგიური იარაღის განვითარებასა და ამ სფეროში ინფორმაციის გაუვრცელებლობას". შემდგომ ამან განსაზღვრა ორ ქვეყანას შორის ამ სფერო თანამშრომლობა და 2011 წელს თბილისთან, საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის შექმნა. როგორც კი 2012 წლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლების სათავეში კოალიცია "ქართული ოცნება" მოვიდა, მაშინვე დღის წესრიგში დადგა "ლუგარის ლაბორატორიის" დახურვის საკითხი, რატომ? ამაზე ცოტა ქვემოთ. 2013 წლის 7 მაისს, საქართველოს მთავრობის N422-ე განკარგულებით, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი დაიხურა და მთელი მისი ქონება დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცა. ცნობისთვის: 2012 წლამდე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მხოლოდ ნომინალურად ეკუთვნოდა ჯანდაცვის სამინისტროს, ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე კი იგი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა. ამერიკულ მხარეს არ დაუმალავს, რომ ეს ბიოსამედიცინო სფეროში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიციის განხორციელება იყო საქართველოში, რომელიც 2011 წელს დაიწყო და ამ პროგრამის ფარგლებში აშენდა 22 ლაბორატორია, აქედან 11 დაექვემდებარა ჯანდაცვის სამინისტროს, დანარჩენი სოფლის მეურნეობის სამინისტროს. 2015 წლიდან მოყოლებული დღემდე ამერიკული მხარე ლაბორატორიის დაფინანსებას კვლავ განაგრძობს, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი ყოველთვის აცხადებს, რომ ჩვენი ბიუჯეტიდან ვფინანსდებითო. ... ლუგარის ლაბორატორიაში განსაკუთრებით საშიში შტამპები ინახება, ამას არ მალავს არც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი და ამირან გამყრელიძესაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ იშვიათი ვირუსების გენომებს სწავლობენ. ასე და ამგვარად, ლუგარი დღესდღეობით საქართველოს რეგიონში წარმოადგენს ძლიერი ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის, დიაგნოსტიკისა და შეტყობინების სისტემების, ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მქონე ცენტრს. რუსეთის პრეზიდენტს ლუგარის ლაბორატორია არასდროს უხსენებია 18 ოქტომბრამდე, როდესაც თავისი გამოსვლის დროს სოჭში, განაცხადა, რომ შესაბამისი საერთაშორისო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რა ხდება აღნიშნულ ცენტრში. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა: „რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას და სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რამოდენიმეჯერ მკაფიო განცხადება გავაკეთეთ იმის შესახებ, რომ 2013 წლიდან ჩვენ ვმართავთ, საქართველოს მთავრობა მართავს ამ ლაბორატორიას და არა ამერიკის შეერთებული შტატები, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მკაფიო განცხადებები გაკეთდა იმის შესახებ, რომ ეს არის სამეცნიერო -კვლევითი ლაბორატორია, რომელიც არის მიმართული იქითკენ, რომ მოხდეს ეპიდემიებისა და ბიოლოგიური საფრთხეების დეტექცია და პრევენცია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვიპატიჟეთ რუსი კოლეგები, რომ ჩამოსულიყვნენ და დაეთვალიერებინათ ეს ლაბორატორია და დარწმუნებულიყვნენ, რომ იქ სახიფათო არაფერი ხდება, ფაქტია, რომ ეს მსჯელობა ისევ მიმდინარეობს. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს დღეებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მივმართავთ თხოვნით, რომ გამოაგზავნონ ოფიციალური მისია, რომელშიც სურვილის შემთხვევაში, რუს სპეციალისტებსაც შეუძლიათ ჩაერთონ, რომლებიც ადგილზე ჩამოვლენ, ძირისძირობით შეისწავლიან ყველაფერს და დადებენ ოფიციალურ დასკვნას, თუ რა აქტივობები მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში". "ქრონიკა+"-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტად იმყოფებიან ფბრ-ის ექსპერტები. წყაროს არ ვასახელებთ და გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს. - რატომ არიან ჩამოსულები? - საერთაშორისო თანხების ხარჯვის ნაწილს სწავლობენ. ეს ფინანსური დანაშაული კი არა, უფრო სერიოზულიაო. სერგეენკო, შეიძლება, ასე მარტივად ვერ გადადგეს თავისი თანამდებობიდან, რაღაც კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი. -ლუგარს უკავშირდება? - არა მარტო... ძალიან დიდი ნაწილი მათი ვიზიტისა გასაიდუმლოებულია , სუსი საქმის კურშია, რა თქმა უნდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6074862&name=14.05.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

​