მედიამონიტორინგი 14.11.2018
ტელევიზია
14.11.2018
არხი: ტვ პირველი -
გადაცემა: საქმიანი დილა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციულ კორპუსში, საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროების მხარდაჭერით, გაეროს კონვენციის შესაბამის და გამჭირვალობის კოლეგიალური სავარჯიშო შეხვედრა მიმდინარეობს. ეს არის დამატებითი სამუშაო შეხვედრა, რომელიც ნებაყოფილობითია და საქართველო 2018 წლის აგვისტოში დააფიქსირა მზაობა, რომ მზად არის გაეროს წევრ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ უმასპინძლოს ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5688816
I არხი -მოამბე 09:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5688485
---
14.11.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 08:00
ქობულეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველები დახმარებას ითხოვენ. გელაურის დასახლებაში ადგილობრივები შესაძლოა მცირეწლოვან შვილებთან ერთად ქუჩაში აღმოჩნდნენ. შენობა, სადაც სოციალურად დაუცველები თვითნებურად შესახლდნენ სახელმწიფოს ბალანსზეა. გუშინ, გვიან ღამით მოსახლეობას მერიის წარმომადგენლებმა შენობის დაცლა მოსთხოვეს. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ მათ წასასვლელი არ აქვთ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5688535
---
14.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი დილა
ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროექტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით 2019 წლიდან ფართოვდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5688511
---
13.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ამომრჩევლის პირისპირ
რა სიახლეები იგეგმება ქვეყანაში ჯანდაცვის კუთხით- თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია დავით სერგეენკო
---
13.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
მოსკოვი საქართველოში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს. BBC-ის ჟურნალისტი დაინტერესდა, რა არგუმენტებზე დაყრდნობით ამტკიცებს რუსეთის ხელისუფლება, რომ თბილისში გახსნილ კვლევით ცენტრს ადამიანებზე ცდებისთვის და ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად იყენებენ. ოფიციალური თბილისის და ვაშინგტონის არაერთი განცხადების მიუხედავად, ლავროვის უწყების წარმომადგენლის რიტორიკა და პასუხი ამჯერადაც ცილისმწამებლური იყო. ბრალდებების აბსურდულობაში დასარწმუნებლად ქართულმა მხარემ რუსი ექსპერტები ლუგარის ცენტრში პირადად მოიწვია. თუმცა მოსკოვმა ხვალ დაგეგმილ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5688174
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5688024
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5687199
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5687033
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5686526
I არხი - მოამბე 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5686360
---
13.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
რა ვითარებაა სილამაზის სალონეში
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5686757
---
ინტერნეტი
14.11.2018
დავით სერგეენკო - ლუგარის ცენტრზე საინფორმაციო შეტევა რამდენჯერმე იყო, რადგანაც ეს პოტენციალი ბევრ ჩვენს მეზობელს მოსვენებას არ აძლევს
ლუგარის ცენტრზე რამდენჯერმე იყო საინფორმაციო შეტევა, რადგანაც ეს პოტენციალი ბევრ ჩვენს მეზობელს მოსვენებას არ აძლევს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც "გაერო-ს კონვენციის შესაბამისობის და გამჭვირვალობის კოლეგიალური სავარჯიშო" გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებს 23 დელეგატი 17 ქვეყნიდან. "ამ მისიის აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ანალოგიური შეფასებითი მისიები შარშან მაროკოში, შარშანწინ გერმანიაში იმყოფებოდნენ და დღეს საქართველოში, ლუგარის ცენტრში ტარდება. ეს მნიშვნელოვანი აქტივობაა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდეს, რაც ჩვენ კარგად ვიცით - გამჭვირვალობა და საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობა. ლუგარის ცენტრზე რამდენჯერმე იყო საინფორმაციო შეტევა, რადგანაც ეს პოტენციალი ბევრ ჩვენს მეზობელს მოსვენებას არ აძლევს, თუმცა შედარებით ნეგატიური სიახლე იყო ლუგარის ცენტრთან c ჰეპატიტის დაკავშირება, რაც აბსურდულია. BBC- ის ჟურნალისტური გამოძიებით, ჟურნალისტებს მიეცათ საშუალება, რომ მარია ზახაროვას და იგორ გიორგაძეს გასაუბრებოდნენ. ჟურნალისტებმა მათ ჰკითხეს, თუნდაც ერთი მტკიცებულება წარმოედგინათ იმაზე, რომ აქ რაიმე საფრთხის შემცველი ხდება. მათ თქვეს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ აქვთ, თუმცა მათივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს და საქართველოს მხარემ უნდა ამტკიცოს თავის სიმართლე. თავისთავად ცხადია, ასეთი მიდგომის ტენდენციურობა", - განაცხადა დავით სერგეენკომ. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და მონაწილეები ქვეყნებიდან: ავსტრია, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ერაყი, უნგრეთი, იტალია, კამერუნი, კოლუმბია, მალაიზია, მალი, მიანმარი, მონტენეგრო, ყაზახეთი, ჩილე, უგანდა. გაერო-ს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღია აკრძალვის კონვენციას (BWC) საქართველო მიერთებულია 1996 წლის 22 მაისიდან. როგორც კონვენციის წევრი სახელმწიფო, საქართველო ანგარიშვალდებულია BWC კონვენციის მოთხოვნების ფარგლებში წარადგინოს ნდობის განმტკიცების შესაბამისობის ფორმა, რომელიც წევრი სახელმწიფოების მიერ ბიოლოგიური მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობებს და საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს. საქართველომ 2018 წლის აგვისტოში BWC ექსპერტთა შეხვედრაზე ოფიციალურად განაცხადა მზაობა, რომ გაერო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ლუგარის ლაბორატორიაში უმასპინძლოს. დღეს 17 ქვეყნიდან ჩამოსულმა დელეგატებმა ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერეს.
---
14.11.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/sayoveltao-djandacvis-programidan-saxelmwifo-unda-chaixsnas-is-obieqturi-arbitri-unda-iyos
„ სერგეენკომ პრობლემები აღიარა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან სახელმწიფო უნდა ჩაიხსნას, ის ობიექტური არბიტრი უნდა იყოს“
„სერგეენკომ პრობლემები აღიარა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან სახელმწიფო უნდა ჩაიხსნას და ის ობიექტური არბიტრი უნდა იყოს,“ -ასეთია ფრაქცია „ევროპული საქართველოს” წევრის, დეპუტატის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასება რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მან აღიარა, რომ 6 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სექტორში ხარვეზები არსებობდა. „ნებისმიერ სისტემაში, იქნება ეს საპარლამენტო თუ აღმასრულებელ ხელისუფლება, თუნდაც კერძო კომპანიაში, რაც არ უნდა ეფექტურად მუშაობდეს ის, ყოველთვის არის მუშაობის გაუმჯობესების რესურსი. მე შემიძლია ვიმსჯელო ჯანდაცვის სამინისტროს შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს, მიუხედავად თავისი მართლაც გამორჩეული მიღწევებისა, ამ გადმოსახედიდან, ბევრად მეტი რესურსი ჰქონდა, რომ უკეთესი და სწრაფი შედეგები დაედო“,- განაცხადა სერგეენკომ ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას, სადაც იგი მმართველების ხარვეზებზე საუბრობდა. რეალურად, რა სახის ხარვეზები არსებობს ჯანდაცვის სექტორში, მინისტრმა აღიარა თუ არა სფეროში არსებული პრობლემები და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჯანდაცვის სექტორი ხალხზე იყოს ორიენტირებული? ფრაქცია „ევროპული საქართველოს” დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ეს არის აღიარება იმ პრობლემებისა, რაც ქვეყანაშია. მისივე შეფასებით, მისასალმებელია ის, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი გაორმაგდა, თუმცა, თუ შეიცვლება სისტემა და ამ ფულის განკარგვა არ მოხდება იმავე სისტემით, როგორც იყო მანამდე, ანუ თუ დაინერგება სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფოსთან ერთად, მისი ეფექტურობა იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე დღეს გვაქვს. ჭიაბერაშვილის მტკიცებით, სახელმწიფო დღემდე უარს ამბობს, რომ ხელიდან გაუშვას მართვის ბერკეტი. „ჩვენი მიდგომაა, რომ სახელმწიფომ ფული უნდა ჩადოს ჯანდაცვაში, თუმცა, თუ მას არაეფექტურად მართავს, ეს ფული გადაყრილი იქნება. ფინანსური სახსრები უნდა გამოყოს სახელმწიფომ და სადაზღვევო კომპანიების მართვაში გადავიდეს იმ ვალდებულებით, რომ სადაზღვევო კომპანიებმაც ჩადონ დამატებითი რესურსები. სხვანაირად ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება შეუძლებელი იქნება,“ — აღნიშნავს ჭიაბერაშვილი. კითხვაზე, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ სახელმწიფო ჩაეხსნას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან? ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ობიექტური არბიტრი. დღეს, როდესაც სახელმწიფო თავადაა მმართველი, ეს ყველაზე მეტად სამედიცინო მომსახურების ხარისხზე მოქმედებს. კერძოდ, როდესაც სახელმწიფოს ფული უჭირს და თვითონ არის ამ ფულის განმკარგავი, ის თვითონვე უბიძგებს კლინიკებს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფული დაიხარჯოს. კლინიკა ფულს დაზოგავს მომსახურების ხარისხის ხარჯზე, რაც საბოლოო ჯამში, პაციენტის ჯანდაცვაზე აისახება. „როდესაც ფულს სახელმწიფო გამოყოფს მაგრამ, მას სხვა განკარგავს, სახელმწიფო ხდება მიუკერძოებელი არბიტრი, რომელიც ამოწმებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს და ფულის განმკარგავ სადაზღვევო კომპანიას ეუბნება, რომ პაციენტს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიაწოდოს. “ მისივე განმარტებით, ჯანდაცვის ბიუჯეტი ორჯერ მეტია, ვიდრე წლების წინ იყო, თუმცა, ჯიბიდან თანხის გადახდას მხოლოდ 15% მოაკლდა. ჭიაბერაშვილის მტკიცებით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ მოსახლეობა ღარიბდება. „მართალია, ჰოსპიტალურ სექტორში სახელმწიფომ საკმაოდ ბევრი თანხები ჩადო, მაგრამ პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით და მედიკამენტების მიმართულებით არაფერი გაკეთებულა“, — აცხადებს ჭიაბერაშვილი. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი მარინა ბერაძე აღნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით საქართველო გადავიდა ახალ ეტაპზე, ფაქტობრივად, შეიცვალა დამოკიდებულება, რამაც პირველივე წელს (2013 წელს) ძალიან დიდი ეფექტი მოიტანა. საუბარია იმაზე, რომ ყველა პაციენტისთვის ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა. როგორც ბერაძე აცხადებს, იმ ნაწილში, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსება გაიზარდა, კარგია, თუმცა, ის ბიუჯეტი, რომელიც იხარჯება, საზოგადოების კონტროლის გარეშე არ უნდა დარჩეს. „სამინისტრო განკარგავს ამ თანხებს ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა მედიკამენტები, პრიორიტეტული არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები განაწილდეს ოპტიმალურად და დანაკარგის გარეშე, მაქსიმალურად ეფექტიანად მივიდეს პაციენტამდე. ამისთვის ჯანდაცვის სისტემა უნდა გარდაიქმნას,“-განმარტავს ბერაძე. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის აზრით, ჯანდაცვის ბიუჯეტში პრიორიტეტი პირველადი ჯანდაცვა უნდა გახდეს, თუმცა, არა თეორიულად, არამედ პრაქტიკულად. ასევე, პრიორიტეტი იყოს დაავადებების პრევენცია და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება. აუცილებლად უნდა გაიაფდეს მედიკამენტების კომპონენტიც. „როდესაც სახელმწიფო შესყიდვები ხორციელდება და სხვადასხვა პროგრამები ფინანსდება, მთავრობა ძალიან ძვირად ყიდულობს წამლებს. ამიტომ, აუცილებელია, რომ სახელმწიფო ფასწარმოქმნის პროცესში ჩაერთოს. შესაბამისად, უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობა. ჩვენ ძლიერი საკანონმდებლო ბაზა გვჭირდება. დღეს სახეზე გვაქვს ჩვეულებრივი კარტელური გარიგებები. თუნდაც, ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენ ახალი რამე კი არ უნდა გამოვიგონოთ, არამედ საერთაშორისო პრაქტიკა უნდა გადმოვიღოთ. საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია შეიმუშაოს ეს კანონები, სადაც ჩაერთვებიან ექსპერტები, ანალიტიკოსები, მარტო საკუთარი ძალებით და პარტიული სიით ნუ შემოიფარგლებიან. ასეთი საკანონდებლო ბაზა იქნება კარგი ინსტრუმენტი თავად მინისტრისთვის და სამინისტროსთვის, რათა განხორციელდეს ის პროცესები, რისი მოლოდინიც არსებობს მოსახლეობაში,“-აღნიშნავს ბერაძე.
---
14.11.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/giorgi-vashadze-sayoveltao-jandacvaze-fuls-vaskhamt-shav-khvrelshi-radgan-vmkurnalobt-momakvdav-adamians/
გიორგი ვაშაძე საყოველთაო ჯანდაცვაზე - ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს
სიმსივნით დაავადებულ ადამიანს ვმკურნალობთ ქიმიოთერაპიით, როცა ვიცით, რომ ამან შეიძლება ექვსი თვით გაუხანგრძლივოს ცხოვრება, მაგრამ ამის ნახევარს არ ვხარჯავთ, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართოს, – ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა. მან პირველი არხის ეთერში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით ამ პროგრამის მთავარი ხარვეზი ის არის, რომ ფინანსები არ იხარჯება დაავადებების პრევენციაზე, არამედ – მომაკვდავი ადამიანის მკურნალობაზე. „მთავარი საკითხი, რაზეც ვფიქრობ, რომ ყურადღება არ არის გამახვილებული დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში, არის პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. მეორე – საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეს არის პრევენცია, ანუ მკურნალობ არა ავადმყოფს, არამედ სანამ ავადდება ადამიანი, მანამდე ვერევით ამ ყველაფერში, რაზეც არის დასავლური პრაქტიკა და რისკენაც მიემართება აბსოლუტურად ყველაფერი. ნაცვლად იმისა, რომ გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ფინანსები უკვე ამ მიმართულებით დახარჯულიყო, ჩვენ ამ ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს. ანუ, მაგალითად, ადამიანს რომ სიმსივნე აქვს, ვმკურნალობთ იმას, რომ ქიმიოთერაპია მიიღოს და ვიცით, რომ ამან შეიძლება, ექვსი თვით გაუხანგრძლივოს ცხოვრება. მაგრამ არ ვხარჯავთ იმის ნახევარ ფულს იმაზე, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართოს და არ მივიდეს სამკურნალოდ აქამდე. აი ეს არის ჩვენი ახალი სტრატეგია, რომ მაქსიმალურად იყოს ყურადღება გამახვილებული საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, რომ იქამდე ვუმკურნალოთ, სანამ ადამიანი გადასარჩენ პირობებში მივა, რაც უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს. ყველაზე ძვირი ის არის, რომ ეს ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, რადგან ვეღარ ვუშველოთ, სანამ ამ დონემდე მივა, მანამდე ვუმკურნალოთ. საბიუჯეტო სახსრების მაქსიმალური ინექცია უნდა გავაკეთოთ იქ, სადაც მეტი პრევენციაა, რომ პირველ რიგში, დავზოგოთ ადამიანის სიცოცხლე და ასევე – რესურსები, რომელიც ამასთან დაკავშირებით იხარჯება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ამასთან, გიორგი ვაშაძემ ისაუბრა, რა მდგომარეობა დახვდა ხელისუფლებაში მოსვლის დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯანდაცვის სისტემაში. მისი თქმით, საავადმყოფოები ფაქტობრივად არ არსებობდა. „თქვენ ალბათ დაგავიწყდათ, რა ჯანდაცვის სისტემა იყო ქვეყანაში. ნორმალური საავადმყოფო არ იყო, არც ერთი საავადმყოფო არ არსებობდა, ფიზიკური ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. სასწრაფო დახმარების მანქანა არ არსებობდა ქვეყანაში. ხელფასი და ექიმი, ასეთი ცნება არ იყო. რაიონებში ქათამს თუ მიუტანდნენ ექიმს და ამის ნაცვლად სიცხეს გაუზომავდა და ა.შ. იმ პირველი ეტაპის რეფორმამ, რომელიც არ არის საბოლოო, მოიტანა ის, რომ შეიქმნა საავადმყოფო ინფრასტრუქტურა. ასობით მილიონი ინვესტიცია ჩაიდო, რომ ყველა რაიონში ერთი საავადმყოფო მაინც ყოფილიყო, სადაც ადამიანი მივა და რამე ნორმალურ გარემოში მოხვდება, აპარატურა მაინც იქნება, რომ დიაგნოზი დაუსვან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის რეპლიკაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სხვადასხვა საავადმყოფოს ერთი და იმავე აპარატურით ხსნიდნენ, ვაშაძემ განაცხადა, რომ რაც არ უნდა თქვან, ერთი რამ ფაქტია, რომ საავადმყოფო ინფრასტრუქტურა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შეიქმნა.
---
13.11.2018
მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/85392/sergeenko-sotsialuri-dakhmarebis-sistemis-kharvezi-agmosapkhvrelia
სერგეენკო: სოციალური დახმარების სისტემის ხარვეზი აღმოსაფხვრელია
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ სოციალური დახმარების არსებულ სისტემას აქვს ხარვეზები და სახელმწიფოს ამოცანაა ეს სისტემა მოქალაქეებისთვის უფრო გასაგები და გამჭვირვალე გახადოს. გადაცემაში „პირისპირ“ სერგეენკო განმარტავს, რომ ამ სისტემამ ადამიანები დამოკიდებული გახადა და მათი დასაქმების დემოტივატორად იქცა, ვინაიდან სოციალურად დაუცველმა იცის, რომ თუ ის სამსახურს დაიწყებს, მას მოეხსნება მომსახურების საკმაოდ ფართო პაკეტი ჯანდაცვის მიმართულებით. მინისტრი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის რეფორმის მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ მათ გაიზიარეს მსოფლიოში არსებული პრაქტიკა, სადაც არსებობს შეწყვეტადი და განლევადი სისტემა და თუ აქამდე საქართველოში მხოლოდ შეწყვეტადი სისტემა მოქმედებდა, ამ რეფორმის ფარგლებში ახლა ის განლევად ფორმაზე გადადის, რომლის ფარგლებშიც, ადამიანს, რომელიც სოციალური დახმარებით სარგებლობს, დასაქმების მოტივაცია გაუჩნდეს. ამ შემთხვევაში მას პირველ წელს შეუნარჩუნდება დახმარების სრული პაკეტი, მათ შორის მონეტარულიც, მომდევნო წელს კი შეუნარჩუნდება მისი არამონეტარული კომპონენტი. ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოციალური შემწეობის მიმართულებით 2 ნოემბერს კიდევ ერთი სიახელ გააჟღერა, რომლის მიხედვითაც 16 წლამდე ბავშვები ,რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება 50-ლარიან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებენ, საიდანაც 20 ლარი ფულადი ბენეფიტი ,ხოლო 30 ლარი კვების ვაუჩერი იქნება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეთი ბავშვების რაოდენობა 143166-ს შეადგენს, შესაბამისად პროექტის განხორციელებისთვის საჭირო წლიური საბიუჯეტო რესურსი 70 მლნ ლარია.
---
13.11.2018
სერგეენკო: პენსიონერებს, შშმ პირებს და სოციალურად დაუცველებს მედიკამენტებზე დანახარჯს რეალურად გავუნულებთ
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების მთლიანი გაყიდვა ნახევარი მილიარდი ლარია. ამ მედიკამენტების მომხმარებელთა უმეტესობა კი ასაკით პენსიონერია., ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად წამლებზე მოთხოვნაც იზრდება. როგორც მინისტრმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ბიუჯეტი მათთვის მედიკამენტების სუბსიდირების საშუალებას არ იძლევა, თუმცა არსებობს მათი ხარჯების განახევრების საშუალება. „დღეს ასაკით პენსიონრები მედიკამენტებზე საშუალოდ 50-60 ლარს ხარჯავენ. ჩვენ შეგვიძლია მათ ეს ხარჯი გავუნახევროთ, შემდეგ ეტაპზე - შევუმციროთ ორი მესამედით, მერე კი რეალურად - გავუნულოთ“, - აცხადებს სერგეენკო. მისი თქმით ეს შეეხება პენსიონერებს, შშმ პირებს და სოციალურად დაუცველებს და საუბარია ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტებზე.
---
13.11.2018
მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/85390/sergeenko-biujeti-sotsialuri-mimartulebit-300-milioni-larit-gaizarda
სერგეენკო: ბიუჯეტი სოციალური მიმართულებით 300 მილიონი ლარით გაიზარდა
სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი 300 მილიონი ლარით, ხოლო ჯანდაცვის მიმართულებით 60 მილიონი ლარით გაიზარდა. გაიზარდა ბიუჯეტი დევნილების მიმართულებითაც, 20 მილიონი ლარით, მხოლოდ იმ კომპონენტით, რომელიც მათ უკვე აშენებულ, ან მშენებარე ბინებს შეუძენს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა და იქვე განმარტა, რა შესაძლებლობები დგას ამ ციფრების უკან. „როგორც ყველაფერს, სოციალურ პროექტებსაც აქვს თავისი რაოდენობრივი და თვისობრივი პარამეტრები. რაოდენობრივი ციფრებში უკვე ავხსენით. ბევრად მნიშვნელოვანია თვისობრივი - როგორია სოციალური პოლიტიკა, როგორია პრიორიტეტები“, - აცხადებს სერგეენკო. მისი თქმით სექტემბერში ამოქმედდა პროგრამა, რომლის საშუალებითაც პენსიონერებისთვის ძირითადი მედიკამენტების შესაძენი ტვირთი საგრძნობლად შემცირდება. სერგეენკო არ უარყოფს, რომ პენსიის 20 ლარით ზრდა, ცალკე აღებული, შესაძლოა არ იყოს მნიშვნელოვანი შეღავათი მათთვის, თუმცა ამ ორი ფაქტორის ერთდროული ზემოქმედება პენსიონერებს მნიშვნელოვან შვებას მისცემს.
---
13.11.2018
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=74613
კობახიძე: ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება რუსული პროპაგანდის ნაწილია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება რუსული პროპაგანდის შემადგენელია და მას არანაირი საფუძველი არ აქვს. „ყველამ ვიცით, რომ ლუგარის ლაბორატორია არის დაკავებული კონკრეტული საქმეებით, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რაზეც საუბრობენ რუსი პიარტექნოლოგები. ეს არის რუსული პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ BBC გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი, საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, დეზინფორმაციას ავრცელებს. რუსულმა მედიასაშუალებებმა, რამდენჯერმე გაავრცელეს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ საქართველოში ბიოლოგიურ იარაღს ცდიან და მათივე თქმით, ამ ცდებმა, მოქალაქეთა სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ უარყო და რუსეთს ლუგარის ლაბორატორიის დათვალიერება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
---
13.11.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/520821-telekompania-bbc-m-lugaris-laboratoriastan-dakavshirebit-pilmi-moamzada/
ტელეკომპანია BBC-მ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ფილმი მოამზადა
ტელეკომპანია BBC-მ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ფილმი მოამზადა. ფილმში ერთ-ერთი რესპონდენტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში კლინიკური ცდები არ ტარდება. „ჩვენ აქ არ ვმკურნალობთ პაციენტებს. ჩვენ აქ არ ვატარებთ ამ პრეპარატის კლინიკურ ცდებს, ვინაიდან ეს პრეპარატი უკვე ცნობილი პრეპარატია. ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მაღალი დონის კვლევითი დაწესებულებაა და არანაირი კავშირი არ აქვს ბიოლოგიურ შეიარაღებასთან“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. BBC-ის ფილმში რესპონდენტებს შორის იყო ასევე საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბეთ რუდი. მისი თქმით, „რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებები სრული ნონსენსია“. „ეს დეზინფორმაციის ნაწილია. რუსეთი ამ დეზინფორმაციას იმიტომ ავრცელებს, რომ ყურადღება გადაიტანოს თავისი ცუდი საქციელისგან“, - განაცხადა მან. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აღნიშნავს, რომ იმის გასაგებად თუ რეალურად რა ხდება ლაბორატორიაში, საჭიროა მისი არა მონახულება, არამედ ინსპექტირება. „ლაბორატორიის, როგორც მუზეუმის მონახულება ჩვენ არ გვაინტერესებს“, - დასძინა მან. შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წერილით მიმართა, რათა გამოიძიოს რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობა, რომელშიც, მისი თქმით, ადამიანებზე ლეტალურ ექსპერიმენტებს ატარებენ. თუმცა, BBC-სთან ინტერვიუში იგორ გიორგაძე აღიარებს, რომ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ აქვს. „რაც თქვენ ჩემს საიტზე წაიკითხეთ , ეს იმ ხალხის დასკვნაა, ვინც ამ საკითხს აანალიზებდა. მე ეს არ გამიხმოვანებია. მე არ მაქვს მტკიცებულებები და სურვილიც არ მაქვს რამე დავამტკიცო“, - დასძინა მან.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/431316
---
13.11.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/samedicino-seqtorshi-konkurenciis-asamagleblad-saxelwmifo-aranair-nabidjs-ar-dgams
„სამედიცინო სექტორში კონკურენციის ასამაღლებლად სახელმწიფო არანაირ ნაბიჯს არ დგამს“
სამედიცინო სექტორში კონკურენციის ასამაღლებლად სახელმწიფო არანაირ ნაბიჯს არ დგამს“ -ასე ეხმაურება ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე სავალუტო ფონდს, რომელმაც თავის ანგარიშში საბანკო და სამედიცინო სექტორებში კონკურენციის ნაკლებობაზე მიუთითა. როგორც ცნობილია, საბანკო და სამედიცნო სექტორებში ნაკლებ კონკურენციასთან დაკავშირებით ანგარიში სავალუტო ფონდმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.„საქართველომ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, რათა ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში (მათ შორის საბანკო და სამედიცინო მომსახურების) მაღალი კონცენტრაცია ანტიკონკურენტულ პრაქტიკაში არ გადაიზარდოს“-აღნიშნულია ანგარიშში. დოკუმენტის მიხედვით, ეკონომიკის ყველა სფეროში კონკურენციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რესურსის გადანაწილების პროცესის გაუმჯობესებისთვის და ეფექტიანობის ამაღლებისთვის. ჯანდაცვის ექპერტი სერგო ჩიხლაძე განმარტავს, რომ სავალუტო ფონდმა სწორი შეფასება გააკეთა, თუმცა, ამაში ახალი არაფერია. მისი განცხადებით, ამ სფეროში მძაფრადაა კონკურენციის ნაკლებობა,მკვეთრად ოლიგოპოლიურია სამედიცინო ბაზარი, განსაკუთრებით ეს ეხება ფარმაცევტულ მიმართულებას,რომელიც რამდენიმე კომპანიის შორისაა გადანაწილებული. ჩიხლაძე განმარტავს, რომ ყველაზე სამწუხაროა,სახელმწიფო ამ მიმართულებით არანაირ ნაბიჯს არ დგამს და სახელმწიფოს არ აქვს ამ მიმართულებით პოლიტიკა. შედეგად, ის ხელს უწყობს ოლიგოპოლიების და ვერტიკალური მონოპოლიების არსებობას. ამის მიზეზი კი არაკომპენტურობა ან პირდაპირი გარიგებაა მთავრობასა და კომპანიებს შორის. ორივე შემთხვევა ქვეყნისთვის ცუდია. „ოლიგოპოლია პირდაპირ არტყამს ჩვენი თანამოქალაქეების ჯიბეებს. იგივე ჯანდაცვის ხარჯების 69 პროცენტი მედიკამენტებზე მოდის, რაც ჯიბეზე აწვება და ამას არც კერძო სექტორი ფარავს და არც სახელმწიფო. საერთოდ, ჯიბიდან გადახდის წილი სამედიცინო სექტორში 57 %-ია. მიუხედვად იმისა, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებზე ბევრს ხარჯავს, მოსახლეობაზე ტვირთი არ მცირდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მოსახლეობის გაღარიბებების არის ის, რომ ბაზარი ოლიგოპოლიურია, კონკურენცია არ არის და სახელმწიფო ხელს უწყობს ასეთი მახინჯი სისტემების ჩამოყალიბებას“-განმარტავს ჩიხლაძე. მისივე შეფასებით,კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნოდარ ხადურის მხრიდან ფარმაცევტული ბაზრის შესწავლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც, ერთგვარი პიარ სვლაა. „ბატონმა ხადურმა დაანონსა, ესეც არჩევნების წინ, რომ 2019 წელს შეისწავლის ფარმაცევტულ ბაზარს. საექსპერტო წრეები და მთავრობის პოლიტიკური ოპონენტებიც კი საუბრობენ ამ სისტემაში არსებულ კორუფციაზე, ოლიგოპოლიაზე და ეს არის ერთგვარი პასუხი. ხომ ვერ იტყვიან, რომ არაფერს გააკეთებენ. მოლოდინი მაქვს, რომ ამას ან არ შეისწავლიან ან შეისწავლიან და იტყვიან, რომ არაფერი დარღვევა არ აღმოჩნდა“-აცხადებს ჩიხლაძე. რაც შეეხება გამოსავალს, როგორც ჩიხლაძე განმარტავს, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს კონკურენტული გარემოს შექმნაზე, რაც შემდეგი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ იქნება შესაძლებელი: ფასების პოლიტიკის წარმოება, როგორც ეს არის ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში. კონკურენციის ხელშეწყობა ოჯახის ექიმის რგოლის რეფორმა
---
13.11.2018
კახაბერ ოქრიაშვილი: სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში პრეპარატების წარმოების განვითარებას
“მედიკამენტების ხელმისაწვდომობა, სამწუხაროდ, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში დღემდე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. გამონაკლისი არც საქართველოა”, – ამის შესახებ „PSP“-ჯგუფის დამფუძნებელი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი საუბრობს. “1994 წლიდან, როცა „PSP“-ს ჩავუყარეთ საფუძველი, პრობლემა მედიკამენტების ფიზიკური ხელმისაწვდომობა იყო. წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ ნახევარ-სარდაფში დაწყებული ბიზნესი ისე განგვევითარებინა, მედიკამენტების ფიზიკური ხელმისაწვდომობისთვის მიგვეღწია. დღეს ეს პრობლემა აღმოფხვრილია. თუმცა რჩება მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა – ადამიანებს არ აქვთ ფული, შეიძინონ ხარისხიანი მედიკამენტი, ხოლო ის, რაც ხარისხიანია, არ არის იაფი! ხარისხიანი მედიკამენტის წარმოება მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგია და ეს იაფი არ ჯდება. ამიტომ, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი მოქმედებების შედეგად უნდა მივაღწიოთ. ამ საკითხის გადაწყვეტაში, სახელწიფოს ტვირთვის შემსუბუქება კერძო სექტორმა უნდა იკისროს. ყველა დასაქმებული მოქალაქე უნდა იყოს დაზღვეული დამსაქმებლის მიერ და სადაზღვევო პაკეტში მედიკამენტის კომპონენტის გათვალისწინება უნდა მოხდეს, რითაც ხარისხიანი მედიკამენტი ყველა დასაქმებულისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ხოლო საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების კომპონენტის ჩართვა და შემდეგ გაძლიერება, უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. პროგრამით, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს, ქრონიკული დაავადებების დროს გრძელვადიანად მოხმარებად მედიკამენტებზე მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობა გაიზარდა. პირველ ეტაპზე, 2017 წლის ივლისიდან, ამოქმედდა პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ქრონიკული დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა და ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შეძენის საშუალებას აძლევს. ამავე წელს, ამ პროგრამით დაახლოებით 15 000-მა ადამიანმა უკვე ისარგებლა. თუმცა იმ ნაწილისთვის, ვისაც შემოსავალი საერთოდ არ აქვს, ან ძალიან დაბალი შემოსავალი აქვს, ერთი ლარიც კი არ არის მარტივი გადასახდელი. მეორე ეტაპზე, 2018 წლის აგვისტოდან, ყველა მოქალაქე დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო მედიკამენტებს 50 %-მდე ფასდაკლებით იღებს. წელსვე, სექტემბრიდან, იგივე პროგრამა ამოქმედდა ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისთვისაც. ხოლო 2019 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტში, მედიკამენტის კომპონენტი 20 მილიონ ლარამდე იზრდება, რაც ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის. თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში პრეპარატების წარმოების განვითარებას, რათა უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები საზოგადოების ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ფარმაცევტულ ინდუსტრიას საქართველოში სერიოზული პერსპექტივები აქვს!”, – აცხადებს ოქრიაშვილი.
---
13.11.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/318601/
როცა შშმ ბავშვების საჭიროებებს დღის ცენტრები ვეღარ ფარავენ
მშობლები და არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე რამდენიმე წელია ითხოვენ, რომ იმ შშმ [შეზღუდული შესაძლებლობის მქონე] და სსსმ [სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე] ბავშვებისთვის, ვისაც ქცევითი დარღვევები ან ფსიქიკური პრობლემები აქვთ, სახელმწიფომ სპეციალური სერვისი შეიმუშაოს. როგორც ისინი ამბობენ, დღეს არსებულ პროგრამებში ბავშვების ეს სეგმენტი და მათი მოთხოვნილებები ან უგულებელყოფილია, ან მხოლოდ ნაწილობრივაა დაკმაყოფილებული, რაც მათ ინტელექტუალურ განვითარებას, ქცევის გაუმჯობესაბასა და ზოგადად საზოგადოებაში ინტეგრაციას ხელს უშლის. მშობლები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ, მართალია, სახელმწიფო გარკვეულ რესურსს გამოყოფს შშმ ბავშვებისთვის, მაგრამ სერვისი ბავშვთა ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე მორგებული არ არის, რის გამოც ბავშვები აუცილებელ ზრუნვას ვერ იღებენ. საპირწონედ სახელმწიფო განმარტავს, რომ შესაძლებლობების გათვალისწინებით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შშმ ბავშვებს ცხოვრება გაუადვილოს. სახელმწიფო ხაზს უსვამს, რომ ამისთვის “დღის ცენტრების” ქვეპროგრამაც შექმნეს. “დღის ცენტრები” – ეს ის დაწესებულებებია, სადაც სპეციალური საჭიროებების ბავშვები გარკვეულ სერვისს იღებენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიხედვით, დღის ცენტრების მთავარი ამოცანა სამიზნე ჯგუფების ოჯახების მხარდაჭერა და მიტოვების პრევენციაა. დღის ცენტრების სერვისებს შორის შედის ბენეფიციართა აკადემიური საჭიროებების გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება. ბავშვებისთვის საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვა. სააგენტოს მიხედვით, “დღის ცენტრები” საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და მსხვილ ქალაქებში ფუნქციონირებს, მათ შორის ისეთი ბავშვებისთვის, ვისაც ქცევითი დარღვევები აქვს. როგორც უწყების მიერ ნეტგაზეთისთვის მოწოდებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, დღეისათვის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ ბავშვებისთვის მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებულია 2 “დღის ცენტრი”: თბილისში- 42 ბენეფიციარზე და ქუთაისში- 16 ბენეფიციარზე. მშობლები კი ამბობენ, რომ ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს, ძალიან მწირია. ისინი ხაზს უსვამენ, რომ მხოლოდ 2 დღის ცენტრი საქართველოს მასშტაბით სერვისს, ფაქტობრივად, ხელმიუწვდომელს ხდის. იმ შემთხვავაშიც კი, თუკი ბავშვი დღის ცენტრეში მოხვდება, იქ არსებული პერსონალი არასაკმარისია და ბავშვის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე მორგებული არ არის, შესაბამისად, მშობლებს მათი ცენტრიდან წამოყვანა უწევთ. სწორედ ამ პრობლემას ეხმიანება საქმე, რომელზეც დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე 3 წელია, რაც მიმდინარეობს. მოსარჩლე მხარე ითხოვეს, რომ იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ქცევითი დარღვევები და ფიქიკური ჯანმრთელობის პრობლეები აქვთ, სახელმწიფომ ცალკე სერვისი შექმნას. საქმე ეხება 13 წლის საბას, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს. იმის გამო, რომ სახელმწიფო პროგრამები მისნაირ ბავშვებს ვერ ითვალისწინებს, მოსარჩლე მხარის მიხედვით, ის და მისი საჭიროებები სრულიად გარიყული დარჩა. მოსარჩლე მხარე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ, მართალია, ეს საქმე მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბავშვს ეხება, თუმცა დღის ცენტრების საკითხი არაერთი ბავშვისა და მშობლისთვისაა პრობლემური თემა. მშობლების გამოცდილება: საკმარისია თუ არა “დღის ცენტრის” სერვისები მათი შვილებისთვის ეკა მაისურაძე ეკა მაისურაძე ერთ-ერთი იმ მშობელთაგანია, რომელიც მიიჩნევს, რომ დღეს არსებული “დღის ცენტრები” ყველა შშმ ან/და სსსმ ბავშვის საჭიროებებს ვერ პასუხობს. მაისურაძე, რომელიც ორგანიზაცია “მშობელთა საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელია, ამბობს, რომ ისეთ ბავშვებს, რომლებსაც ქცევითი დარღვევები აქვთ, “დღის ცენტრები” ვერ ეხმარება, ვინაიდან მათთვის საჭირო ინდივიდუალურ მიდგომას არ ითვალისწინებენ. “ცენტრებში ასეთი ინდივიდუალური მიდგომები და საჭიროებები არ არის გათვალისწინებული. იქნება ეს სხვადასხვა ქცევის თერაპია თუ პერსონალური ასისტენტი… სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რაღაც რეზერვი, რომლითაც ასეთ მიდგომებს დააფინანსებს. შშმ ბავშვებსა და მათ მშობლებს ყველანაირი მხარდაჭერა სჭირდებათ. სახელმწიფოს დაახლოებით ისეთი დამოკიდებულება აქვს მშობლების მიმართ – “მე შენ ეს გაგიკეთე”… მე, როგორც მშობელს, კი არ გამიკეთა, სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რომ ის ვალდებულია, თავისი ქვეყნის ყველა მოქალაქეს მხარში დაუდგეს,” – ამბობს ეკა მაისურაძე. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვის მდგომარეობის გამო მშობლები, ფაქტობრივად, შიდაპატიმრობაში არიან. მართალია, 18 წლამდე ბავშვებისთვის არსებობს პროგრამა მწირე სერვისებით, 18 წლის შემდეგ ამ პირებს სახელმწიფო მსგავს სერვისს, საჭიროების მიუხედავად, აღარ აძლევს. “დიდი პრობლემა ისიც არის, რომ დიფერენცირება და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალსწინება არ ხდება. მართალია, “დღის ცენტრებში” მომუშავე პერსონალი მაქსიმალურად ცდილობს, მაგრამ, როგორც იტყვიან, თავს ზემოთ ძალა აღარ არის. არსებობს ქცევის დარღვევის მქონე ძალიან ბევრი ბავშვი, რომელსაც სპეციალური მიდგომა სჭირდება. ამ მიდგომების მცოდნე სპეციალისტები კი, ფაქტობრივად, არ არიან. ამის გამო იძულებელია მშობელი, წაიყვანოს თავისი შვილი და ან დამამშვიდებელი მისცეს, ან ფსიქიატრთან აღრიცხვაზე მიიყვანოს, ან დააწვინოს ფსიქიატრიულში. თუმცა ეს არავითარ გარანტიას არ იძლევა, გამოვა ბავშვი, ცოტა ხანს კარგად არის, მერე კი მდგომარეობა ისევ რთულდება. ასეთ შემთხვევაში მშობელს, ფსიქიატრიულის გარდა ბავშვი, ფაქტობრივად, ვერსად მიჰყავს,” – განმარტავს ნეტგაზეთთან ეკა მაისურაძე. როგორც ის გვიყვება, იმის გამო, რომ დამხმარე ასისტენტი არ ჰყავთ, ბევრი მშობელი მთელ დღეს ბავშვთან სახლში ატარებს და ისეთი ბაზისური მოთხოვნების დაკმაყოფილებაც კი, როგორიცაა მაღაზიაში პროდუქტებისთვის ჩასვლა, მათთვის პრობლემურია. “გამოსავალი ის არის, რომ თუ მშობელს ოჯახის წევრის სახით ფიზიკურად არ ჰყავს დამხმარე, ფაქტორბივად, არავინაა დამხმარე, უწევს გამოკეტილი სახლში ჯდომა, რომ უყარაულოს და მიხედოს თავის შვილს. ასეთი მშობლები მაღაზიაშიც კი ვერ გადიან”. ეკა მაისურაძე დასძენს, რომ როდესაც ბავშვს რთული ქცევა აღენიშნება და მისი მოთხოვნები დღის ცენტრის მიდგომებს სცილდება, აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს პირადი ასისტენტის ინსტიტუტი, რომელიც ბავშვებს არამხოლოდ განათლებაში დაეხმარება, არამედ ეცოდინება ის თერაპიული მიდგომები, რომლებიც მის ქცევებსა და საჭიროებებს მიესადაგება. ” ცალკე უნდა აღნიშნოს ის ბავშვები, რომლებიც პუბერტატის [გარდატეხის] ასაკში არიან. პუბერტატის პერიოდი ზოგადად ყველა ბავშვისთვის რთულია, ვინაიდან დიდ ფიზიკურ თუ მენტალურ ცვლილებებს გულისხმობს… სიტუაცია განსაკუთრებით მძიმდება, როდესაც საქმე ეხება ისეთ ბავშვებს, რომლებიც ვერ გადმოსცემენ სრულყოფილად, თუ რა უნდათ და ვერ ხვდებიან, ეს ცვლილებები საიდან მოდის. ამიტომ ამ დროს ასეთი ბავშვები ქცევით გამოხატავენ თავიანთ პროტესტს. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს აგრესიაა, თუმცა, სინამდვილეში, ეს ასე არ არის,” – ამბობს ეკა მაისურაძე. მისი თქმით, ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებს საქართველოს მასშტაბით მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი სერვისი მხოლოდ ერთ ან ორ დღის ცენტრში მიეწოდებათ. თუმცა აქაც რამდენიმე ბავშვზე ერთი ან ორი სპეციალისტი მოდის და ეს რაოდენობა ხშირად საკმარისი არ არის.. გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ ვაუჩერი, რომლითაც სახელმწიფო ბენეფიციარებს “დღის ცენტრის” სერვისების ნაწილს უფინანსებს, მიზერულია და ბავშვების მოთხოვნების ვერ აკმაყოფილებს. “სწორედ ამიტომ, აუციელებლია, რომ ცალკე გამოიყოს ცენტრები, სადაც მშობლებს შეეძლებათ რთული ქცევის ბავშვები მიიყვანონ. სწორედ ამ ცენტრების მეშვეობით, ბავშვებს საზოგადოებაში ჩართვა და შესაბამისი განათლების მიღება გაუადვილდებათ, ” – ამბობს ეკა მაისურაძე. მადონა გვათუა “ბოლო ძალებს ვხარჯავ, ვგრძნობ, რომ სასიცოცხლო ენერგია აღარ მაქვს, ჯერ მხოლოდ ფიქრით დავიღალე. ფიზიკურ ქმედებებზე აღარ ვლაპარაკობ,” – ამბობს მადონა გვათუა საკუთარ გამოცდილებებზე საუბრისას. როგორც მშობელი გვიყვება, მთავარი პრობლემა, რომელსაც მას “დღის ცენტრებთან” ურთიერთობის დროს ჰქონდა, იყო ის, რომ სახელმწიფო ვაუჩერით ბავშვი ცენტრში არასაკმარის დროს ატარებდა. “თავიდან დავიწყებ მოყოლას.. ჩემს შვილს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, რთულად გამოხატული ქცევითი დარღვევით. მისი ფორმა საკმაოდ მძიმეა, რადგან არავერბალურია. ის დამყავდა საჯარო სკოლაში, სადაც მეტ-ნაკლებად კარგი სერვისი იყო ინკლუზიური სწავლების, თუმცა ბავშვს მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ საათნახევარს უთმობდნენ. მე კი , როგორც მარტოხელა დედას, მიწევდა მუშაობა და დავიქირავე დამხმარე, ვინაიდან სახელმწიფო პროგრამაში ასისტენტი არ არის გათვალისწინებული. თუმცა დადგა დრო, როდესაც დამხმარეს ვეღარ ვუხდიდი, ამიტომ სპეციალურ, 198-ე სკოლაში გადავიყვანე, სადაც სწავლება 4 საათამდე გრძელდება. მაგრამ ამ სკოლას დაფინანსება დაუნიშნეს 10 წლის წინ 60 ბავშვზე, ახლა კი აქ 160-ზე მეტი ბავში სწავლობს,” – ამბობს მადონა გვათუა. მისი თქმით, სკოლაში მხოლოდ 5 სპეპედაგოგი და 3 ასისტენტია, რაც ყველა ბავშვს არ ჰყოფნის და, შესაბამისად, მისმა შვილმა დაიწყო რეგრესი. როგორც მშობელი გვიყვება, ბავშვს დასჭირდა ისეთი რაღაცების თავიდან სწავლა, რაც მისი დახმარებით ადრე იცოდა. “რაც შეეხება “დღის ცენტრებს”, ჩემი შვილი ერთ-ერთ მათგანში ირიცხებოდა, თუმცა სახელმწიფო მას მხოლოდ 20 საათს [თვეში] უფინანსებს, რაც მისი საჭიროების მეოთხედზე ნაკლებია. გვეუბნებიან, რომ დანარჩენი ჩვენ დავამატოთ. თვეში ეს სერვისი მინიმუმ 1000 ლარი ღირს, მე ამგვარი ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს,” – ამბობს მირანდა გვათუა. ნათია გოგელაშვილი “ბავშვებს ინდივიდუალური და სხვადასხვანაირი სერვისი სჭირდებათ. ვიღაცას შეიძლება ერთი რამ სჭირდებოდეს, ვიღაცას კი, რამდენიმე სერვისი ერთდროულად. ზოგს საერთოდ 24-საათიანი დახმარება და ისეთი მომვლელი სჭირდება, რომელიც ღამე დაეხმარება მშობელს. მე პირადად 14 წელია არ დამიძინია და ეს უკვე ჩემს და ჩემი ოჯახის შესაძლებლობებზე აისახა…” მშობელი დასძენს, რომ სახელმწიფოს დღევანდელი სტრატეგია შშმ პირებისადმი იმთავითვე არასწორია, ვინაიდან არ ითვალისწინებს და არ ეფუძნება სტატისტიკას. “14 წელია პამპერსის ფული ძლივს მყოფნის, მით უმეტეს, რომ ვმუშაობ და ეკონომიურადაც ვცხოვრობ. პლუს ოჯახის წევრები მეხმარებიან, ძლივს ავუდივარ ამ ყველაფერს. სოციალურ მოდელს იმიტომ ერიდება სახელმწიფო, რომ ბევრი ფული დაიხარჯება რეაბილიტაციაში, “დღის ცენტრის” რეორგანიზაციაშიც და სხვა მრავალ სერვისში. ეს კარგად იცის ჩვენმა ხელისუფლებამ, მათ ურჩევნიათ ხე დარგონ, და სხვებს გაუხარონ გული…,”- ამბობს ნათია გოგელაშვილი. მისივე თქმით, რთული პირობების გამო მან და რამდენიმე მშობელმა “მშობელთა თანადგომისა და გაძლიერების ცენტრი” შექმნეს, რომელიც შშმ ბავშვებს ადვოკატირებას უწევს. გოგელაშვილი დასძენს, რომ, მართალია, მას “დღის ცენტრში” დაეხმარნენ, თუმცა ეს სერვისი ძალიან შეზღუდული და არასაკმარისია. ნათია გოგელაშვილი განმარტავს, რომ ცენტრებში რამდენიმე ბავშვზე 1 ან ორი სპეციალისტია, რაც ცოტაა. მისივე თქმით, თუ სახელმწიფოს რეალური ცვლილება უნდა, ის მხოლოდ “დღის ცენტრების” რეორგანიზებით არ უნდა შემოიფარგლოს. პრობლემები სხვადასხვა პროგრამაშიც არაერთია, მათ შორის, რეაბილიტაციაში. “70 ლარი გვქონდა პენსია და მაგაზეც ვიბრძოლეთ, რომ საპენსიო პაკეტი მაინც გაგვეზარდა და 150 ლარს მივაღწიეთ. სწორედ მაშინ მოვითხოვეთ იმ პეტიციაში “დღის ცენტრების” არსებობა ასეთი მძიმე შემთხვევებისთვის და ერთადერთი “პირველ ნაბიჯს” ჰქონდა პროგრამა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, როდესაც ბავშვი 18-ის ხდება, ის და მისი მშობელი შინაპატიმრობაში რჩებიან. ჩემი შვილი რომ გახდება 18 წლის, არ ვიცი, სად წავიყვანო, იმიტომ, რომ მას რცერთი “დღის ცენტრი” აღარ მიიღებს,” – გვიყვება ნათია გოგელაშვილი. ქეთი კიდევ ერთი რამ, რაზეც ყველა მშობელი საუბრობს, არის ის, რომ მათ არ იციან რა გააკეთონ, როდესაც მათი შვილები 18 წლისანი გახდებიან. საქმე ის არის, რომ “დღის ცენტრები” 18 წლის შემდეგ ბენეფიციარებს აღარ იღებენ, და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიცვალოს და ხშირ შემთხვევაში პირიქით, გაუარესდეს კიდეც, მათთვის საჭირო სერვისი არ არსებობს. ერთ-ერთი ასეთი მშობელი, რომელიც თვლის, რომ მისი და მისი შვილის საჭიროებები უგულებელყოფილია – ქეთია. ქეთის შვილი იანვარში 19 წლის ხდება. “სანამ 18 წლის გახდებოდა, ერთ-ერთ “დღის ცენტრში” ვიყავით გაწევრიანებული და იქიდან ძიძა მოდიოდა. თავდაპირველად კვირაში 3-ჯერ მოდიოდნენ, შემდეგ კი, მხოლოდ ერთხელ. ეს იყო და ეს. თუმცა ჩემთვის ეს ერთი ვიზიტიც ძალიან ძვირფასი იყო, ვინაიდან სწორედ ამ ერთ დღეზე ვანაწილებდი მთელი კვირის საქმეებს. ახლა კი არაფერია. მარტოხელა დედა ვარ, მყავს შვილი, რომელიც 18 წლის ასაკში 15 კილოა და ოთხივე კიდურის ტეტრაპარეზი [დამბლა] აქვს. შესაბამისად, მეც და ისიც სახლში გამოკეტილები ვართ. დიაბეტი მაქვს და ვერ გავდივარ, წამალი რომ ვიყიდო, რადგან მეშინია, ჩემი შვილი რამეს დაიზიანებს”, – გვიყვება ქეთი. ქეთი ამბობს, რომ დახმარებისთვის სხვადსხვა “დღის ცენტრს” მიმართა, თუმცა მისი შვილისთვის არსად იყო ადგილი. ცენტრებში ქეთის უთხრეს, რომ ისედაც გადატვირთული არიან და რამდენიმე ბავშვზე ერთი მომვლელი ჰყავთ, შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამა რომც ითვალისწინებდეს, ისინი ქეთისნაირ მშობელს დახმარებას ვერ გაუწევდნენ. მშობელი ამბობს, რომ დახმარებისთვის თბილისის მერიას მიმართა, რომელმაც ის და მისი შვილი ერთ-ერთ საქველმოქმედო ფონდში გააწევრიანა, საიდანაც კვირაში ერთხელ 20-30 წუთით ექთანი მოდის. ფონდი ქეთის პამპერსებს აძლევს, თუმცა წამლებს ვერ ყიდულობს. “არანაირი სერვისი არ არსებობს, როგორც კი 18-ის გახდება. 18-ის რომ გახდა, რა შეიცვალა? ჩემი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ასაკი მემატება, ბავშვი კი იზრდება და მეტი რამ სჭირდება. ჩემი შვილი კრუნჩხვიანია, აქვს ეპილეფსია და სულ წამლებზე მყავს. ძალიან რთულია, მით უმეტეს, რომ არავინ გეხმარება მოვლაში. ისეთი ბავშვია, რომ 3 საათში ერთხელ საჭმელს ითხოვს, თუ არადა ტირის და ბჟირდება, კრუნჩხვებამდე მიდის… არავინ მყავს, ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ აღარ ვიცი რა გავაკეოთო. თუ რამე საქმე მაქვს გასაკეთებელი, ტაქსს ვიძახებ და დამყავს. ვერავის ვუტოვებ. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა. წამლებზე და ჭამაზე მეტადაც კი. სახლიდან საერთოდ ვერ გავდივარ. ერთი დღე მაინც ხომ შეიძლება ინდივდუალურად შეაფასონ. რადგან 18 წლის გახდა… ეს ხომ არ ნიშნავს, რომ.. ღმერთმა ქნას, გამოკეთდეს, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ არ გამოკეთდება,” – დასძენს ქეთი. ჩვენთან საუბარში ის ხაზს უსვამს, რომ სანამ მისი შვილი 18-ის გახდებოდა, ერთ-ერთი კლინიკა ამბულატორიულ დახმარებასაც უწევდა. ისინი კლინიკაში თვეში 5 დღეს ატარებდნენ, თუმცა, იმის გამო, რომ მისი შვილი 18-ის გახდა, ეს დახმარებაც მოეხსნათ. “ერთადერთი, რითიც სახელმწიფო მეხმარება, არის ის, რომ ქირას მიხდის და 4-5 თვეში ერთხელ წამლების ყიდვაში მიწყობს ხელს. პროგრამიდან ამოგვაგდეს, არაფერი არ არსებობს 18 წლის მერე. 18-დან მოხუცებულობამდე არაფერი არსებობს,” – დასძენს ქეთი. საბას საქმე და მისი მნიშვნელობა მოსარჩლე მხარე იმ მშობლებისთვის, ვისაც “დღის ცენტრი” საჭირო სერვისებს ვერ აძლევს, საბას საქმე პრინციპულია. ნეტგაზეთთან საუბარში თითქმის ყველა მშობელი ამბობს, რომ ის, რასაც მოსარჩლე მხარე ითხოვს, კერძოდ კი, ქცევითი დარღვევებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის მორგებული სერვისის შექმნა – მათი შვილების კეთილდღეობისთვისაც აუცილებელია. მოსარჩლე მხარეს შორის, რომელიც საბას საქმეზე საქალაქო სასამართლოში დავობს, უფლებადამცველი ანა არგანაშვილია. ის ნეტგაზეთთან საუბარში ყვება, რომ დავა უკვე 3 წელია რაც გრძელდება, თუმცა, სასამართლოების გადატვირთულობის გამო, ეს პროცესი იწელება. მოსარჩლე მხარე მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვს, რომ შეიქმნას ისეთი სერვისი, რომელიც ორიენტირებული იქნება ქცევითი დარღვევებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვების საჭიროებებზე. არგანაშვილი დასძენს, რომ არსებული დღის ცენტრები ამ ფუნქციას სრულფასოვნად ვერ ასრულებენ. უფლებადაცველი ხაზს უსვამს, რომ უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ბავშვთა უფლებების დარღვევა აღიარებული იყოს და ინდივიდუალური ბაშვის დონეზე აღდგეს სამართლიანობა. არგანაშვილის თქმით, ის და მისი ორგანიზაცია არაერთი ბავშვის ინტერესებს იცავს, მაშინ როდესაც სახელმწიფო ამტკიცებს, რომ ყველაფერი კარგად არის და მათი უფლებები არ ირღვევა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას წარმოადგენს საბაც. “ამ ბავშვს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა და მისთვის არანაირი სერვისი არ არის ხელმისაწვდომი. ის უმძიმეს მდგომარეობაშია, ვინადაინ ყველაფერთან ერთად მთელი ეს პერიოდი გამოკეტილია [სახლში]. და ახლა, როდესაც მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ამომრჩევლის ხმის მოგება უნდა, აპელირებენ, რომ ბავშვთა უფლებები გამოსასწორებელია. ჩვენ გვინდა, რომ ინდივიდუალურად, ყველა ბაშვისთვის დადგეს ეს შედეგი და ჩვენი პოზიცია გათვალისწინებული იყოს,” – ამბობს ანა არგანაშვილი. ანა არგანაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ დღესდღეობით დღის ცენტრებში, სადაც სპეიცალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის სერვისი გაიცემა, ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული მიდგომა არ არსებობს, შესაბამისად, ბევრი ბავშვი, ისე როგორც საბას შემთხვევაში, უბრალოდ უგულებელყოფილი და გარიყული ხდება. “ბავშვის ყველა ინდივიდუალური საჭიროება გათვალისწინებული უნდა იყოს. ჩვენი მოსარჩლე დავობს იმაზე, რომ როდესაც ბავშვს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, მას სხვანაირი დახმარება სჭირდება. ჩვეულებრივი დღის ცენტრი მიუღებელია მისთვის. სწორედ ამ ცენტრში მას ვერ მიაწოდეს ის დახმარება, რაც სჭირდებოდა, ფსიქიატრი არ იყო, დამხმარე არ იყო, მომვლელი არ იყო და, შესაბამისად, ეს ბავშვი აღმოჩნდა გარიყული,” – განმარტავს უფლებადამცველი. ანა არგანაშვილის სიტყვებით, სახელმწიფო არ გამოყოფს იმ ფინანსურ რესურსს, რასაც, წესით, უნდა ხარჯავდეს შშმ ბავშვების სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის. მისი თქმით, სახელმწიფო გამოყოფს გარკვეულ თანხებს, თუმცა ორიენტირებული არ არის იმ ბავშვზე, რომელზეც ეს ფული უნდა დაიხარჯოს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩლე მხარე მოიგებს, სახელმწიფოს დაეკისრება ვალდებულება, ახალი მომსახურება შექმნას, რომელიც იმ ბავშვებზე იქნება ორიენტირებული, ვისაც რთული ქცევითი დარღვევები აქვთ. უფლებადამცველი ამბობს, რომ ეს სერვისი დღეს აუცილებლობას წარმოადგენს, ვინაიდან ასეთი ბავშვების უმეტესობა უბრალოდ სახლშია გამოკეტილი და მიუხედავად სხვაგვარი საჭიროებისა, რომელთა შორის დამხმარე ასისტენტიც შედის, ფსიქიატრიულის გარდა მშობელს ბავშვი ვერსად მიჰყავს. ეს უკანასკნელი კი ადეკვატური ინკლუზიური სერვისი ტოლფასი არ არის. სოციალური მომსახურების სააგენტოს პოზიცია ნეტგაზეთმა მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ს სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელმაც თავისი პოზიცია საბას საქმესთან დაკავშირებით წერილობითი სახით გაგვაცნო. როგორც ჩვენთვის მოწოდებული განცხადებიდან ვიგებთ, სამინისტრო მიიჩნევს, რომ მოსარჩლეს ყველა შესაძლო დახმარება გაუწია. სააგენტოს განცხადებაში წერია, საბა რამდენიმე წელი იყო ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ,,დღის ცენტრების“ ქვეპროგრამის მოსარგებლე. ამასთანავე, სამინისტრო ამბობს, რომ მას 2014 წელს “კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამით გადასცეს” მაცივარი, საკვები და საწოლი. სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული ცენტრის მომსახურება ბავშვს მშობლის განცხადების საფუძველზე შეუჩერეს, ვინაიდან მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. სააგენტოში ამბობენ, რომ საჭიროების მქონე ბავშვი საფრთხეს უქმნიდა საკუთარ თავს და დანარჩენ ბენეფიციარებს. სააგენტო თავის განცხადებაში არ შეეხო სასამართლოს დავას, თუმცა განმარტა, რომ მისი რეკომენდაციების მიხედვით ბავშვმა დღის ცენტრის მომსახურება უნდა გააგრძელოს. ამასთანავე დასძენს, რომ ბავშვი უპირატესად საჭიროებს ფსიქიატრიული მომსახურების მიწოდებას, რისთვისაც აუცილებელია პერიოდული და რეგულარული ჰოსპიტალიზაცია ფსიქიატრიული პროფილის სტაციონარში. რაც შეეხება ასისტენტის მომსახურების საკითხს, რომელსაც მოსარჩლე მხარე აუცილებლად მიიჩნევს, ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ეს არა მისი, არამედ განათლების სამინისტროს კომპეტენციაა, რომელიც “ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე” დადგენილებაშია გაწერილი. სახალხო დამცველის პოზიცია საბას საქმეზე მოსარჩლის პოზიციას იზიარებს სახალხო დამცველის აპარატი. ომბუდსმენმა ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. “ჩვენ განცხადებით საბას მშობელმა მოგვმართა, თუმცა, რაკიღა საქმე უკვე სასამართლოში მიმდინარეობდა, კანონმდებლობის მოთხოვნის მიხედვით ჩვენ შევწყვიტეთ საქმის წარმოება. თუმცა, რადგან ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანი და სამართლებრივად რთული იყო, გადავწყვიტეთ, რომ სასამართლოსთვის წარგვედგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. ამ დოკუმენტში სახალხო დამცველმა ასახა ის სამართლებრივი სტანდარტები, რომლებიც სასურველია, რომ ასეთ საქმეებში იქნეს გამოყენებული,”- ამბობს ნეტგაზეთთან სახალხი დამცველის აპარატის წარმომადგენელი ქეთი შუბაშვილი. მისივე თქმით, სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტში ომბუდსმენმა ასახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრით სარგებლობა და ამ სერვისით სარგებლობა მათი განვითარებისა და პირადი ცხოვრების უფლებებთან მჭიდრო კავშირშია. “ჩვენი პოზიცია და მითითება იყო, რომ სახელმწიფო, დღის ცენტრის მეშვეობით, ვალდებულია მოახდინოს გონივრული მისადაგება. გონირვრული მისადაგება გულისხმობს იმას, რომ არიან ბავშვები, რომლებსაც უფრო მეტი საჭიროება შეიძლება ჰქონდეთ, როგორიც, მაგალითად, საბას შემთხვევაში იყო და ცენტრები ვალდებულნი არიან ასეთი ბავშვების საჭიროებებსაც მოერგონ,” – ამბობს ის. სახალხო დამცველის აპარატის აზრით, მართალია, ახალი სერვისის შექმნა დამატებით რესურსებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სახელმწიფოს ამ რესურსის მოძიების ვალდებულება აკისრია. რაც შეეხება გონივრულ მისადაგებას, ამ შემთხვევაში ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს როგორც ცალკეული ცენტრის ჩამოყალიბება, ასევე სპეციალური სოციალური პროგრამის თუ სხვა სახის სერვისის შექმნა.
---
ბეჭდვითი მედია
14.11.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
საავადმყოფოები უპასუხისმგებლო ტურისტებისაგან თავს ვერ იცავენ
მზარდი ტურიზმის ფონზე სამედიცინო სფერო სრულად მოუმზადებელია. ეს ეხება როგორც კანონმდებლობას, ასევე აღსრულების ნაწილს, რის გამოც კლინიკები ზარალდებიან. ელემენტარულად, საქართველოში შემოსულ ტურისტებს არ მოეთხოვებათ სამოგზაურო დაზღვევა და ადგილობრივ კლინიკებს უცხოელების მომსახურება ხშირად "უფასოდ" უწევთ. მსგავს პრობლემას სამედიცინო დაწესებულებები ყველაზე მეტად ირანელი და რუსი დამსვენებლების მხრიდან აწყდებიან. იმის გამო, რომ სამოგზაურო დაზღვევის ვალდებულება არ არსებობს, ისინი სამედიცინო მომსახურებას არ ანაზღაურებენ. ამ პრობლემის შესახებ "რეზონანსს" მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ნიკა ჭელიძემ დაუდასტურა. "სამოგზაურო დაზღვევა, წესით, სავალდებულო დაზღვევასთან უნდა იყოს მიბმული. როცა ადამიანი საზღვარზე შემოდის, მას უნდა ჰქონდეს დაზღვევა და ეს ვალდებულება უნდა არსებობდეს ქვეყანაში. კლინიკა სამართლებრივად და მორალურადაც ვალდებულია, რომ პაციენტს სამედიცინო მომსახურება გაუწიოს, მაგრამ მერე ვაწყდებით პრობლემას. პაციენტები არ იხდიან თანხას და სასამართლოსაც რომ მივმართოთ (ამ პროცესს, დიდი ალბათობით, მოვიგებთ), გადაწყვეტილება დარჩება აურსულებელი, რადგან ტურისტი საქართველოს მოქალაქე არ არის. თუ ვიზიტორი პოსტსაბჭოთა ქვეყნიდანაა, საქმე უფრო რთულადაა. რუსეთი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულებელყოფს და ამ შემთხვევაში ჩვენ რისი იმედი უნდა გვქონდეს? მესმის, რომ ეს ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენცია არ არის და მისგან ამ პრობლემის მოგვარებას ვერც მოვითხოვთ, მაგრამ უნდა არსებობდეს დაზღვევა და საკანონმდებლო დონეზე საკითხის მოგვარება სავსებით შესაძლებელია. ქართველები როცა გადიან ქვეყნიდან, სამოგზაურო დაზღვევას იღებენ. სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, უბედური შემთხვევისაგან დაზღვეული არავინ არის და ელემენტარულად, შინაგანი კულტურაა, რომ დაზღვეული ვიყოთ, როცა სხვა ქვეყნებში ვმოგზაურობთ", - აცხადებს ნიკა ჭელიძე. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სამედიცინო დაზღვევის ვალდებულება აქვთ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ავტომობილებით (მძღოლსაც და მგზავრასაც) შემოდიან, თუმცა კანონი არ ვრცელდება უცხოელ მოქალაქეებზე, რომლებიც საზღვარზე ფეხით გადმოდიან. სამოგზაურო დაზღვევის ვალდებულების აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე. "რეზონანსთან" საუბრისას მან დაადასტურა, რომ კანონი გასამკაცრებელია, რათა ტურისტები იყვნენ დაცული და არც ადგილობრივი კლინიკები დაზარალდნენ. "სამოგზაურო დაზღვევა აუცილებელია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ იმ ვიზიტორებისთვისაც, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში. ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობა უნდა ჰქონდეს დაზღვეული, რომ სხვა ქვეყანაში (ამ შემთხვევაში, საქართველოში) რისკის ქვეშ არ დადგეს. ცალკე საკითხია ისიც, რომ კლინიკაც ზარალდება, როცა მისი მომსახურების ანაზღაურება არ ხდება. უნდა გადავხედოთ საერთაშორისო ვალდებულებებს, როგორ რეგულირდება ეს საკითხი სხვა ქვეყნებში და ჩვენც გადმოვიღოთ. ეს საკითხი დიდ ყურადღებას საჭიროებს და ზომები ნამდვილად მისაღებია", - ამბობს ხუნდაძე. პრობლემა ნაცნობია ჯანდაცვის სამინისტროსთვისაც. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია ამბობს, რომ დაზღვევის საკითხის დარეგულირება სამინისტროს კომპეტენცია არ არის. რაც შეეხება კლინიკებში ამ მხრივ არსებულ ვითარებას, პრობლება კერძო ბიზნესმა დამოუკიდებლად, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე უნდა მოაგვაროს. "ნებისმიერ ჩვენგანს, ვინც მიდის საზღვარგარეთ, აქვს სამოგზაურო დარღვევა. ეს არის ნორმა. კლინიკას აქვს თავისი საქმიანობის სფერო, ზუსტად იცის, რომელი ტიპის ბენეფიციარი მიიღოს პროგრამის ფარგლებში, რომელი აუნაზღაურდება, შიდა სტანდარტითაც მუშაობენ და შეუძლიათ, მიიღონ არაპროგრამული ბენეფიციარიც, რომელიც ვერ ხვდება კონკრეტული პროგრამის ფარგლებში. რამდენად გადახდისუნარიანია, ქართველია თუ არაქართველი, ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას, კლინიკამ უნდა მოაგვაროს ეს საკითხი. სამინისტროს აქვს გამონაკლისი პროგრამები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც ვრცელდება. ეს არის ტუბერკულოზი, იმუნიზაცია, ნარკომანია და სხვა, მაგრამ აბსოლუტური უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება. შესაბამისად, ეს ძალიან კარგად იციან კლინიკებმა და თავიანთი საქმიანობაც ამის შესაბამისად უნდა აწარმოონ. ჩვენ აქ ვერანაირად ვერ ჩავერევით", - განაცხადა ადამიამ. რაც შეეხება C ჰეპატიტის უფასო პროგრამაში უცხო ეროვნების საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ჩართვას, რაზეც "რეზონანსი" ამ რამდენიმე დღის წინ წერდა, ადამია განმარტავს, რომ პროგრამით სარგებლობენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და ბინადრობის უფლების მქონე ადამიანები სახელმწიფო პროგრამისაგან გამიჯნული არიან. "C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე. მხოლოდ მათ შეუძლიათ მისით სარგებლობა. მიდგომა ამ შემთხვევაში არის ძალიან ფრთხილი, რადგან მედიკამენტის უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, რაც პირდაპირ გვევალება პარტნიორ კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმით. თვით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მიიღეს და წამოვიდნენ ამ დათმობაზე, თუმცა მიდგომა ამ შემთხვევაშიც ძალიან ფრთხილია, რადგან არსებობდა რისკი, არ მომხდარიყო მედიკამენტის გადინება ქვეყნიდან. რეალურად ბინადრობის უფლების მქონეც კი ვერ სარგებლობს ამ პროგრამით, თუკი საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა ან ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო მოწმობა არ აქვს", - განუცხადა "რეზონანსს" ეკა ადამიამ.
---
14.11.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
რუსეთმა დეზინფორმაცია გაავრცელა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ
BBC-ის ჟურნალისტის სტივ როზენბერგის საგამოძიებო ფილმმა დაადგინა, რომ რუსული მედია და მაღალჩინოსნები საქართველოში მდებარე, აშშ-ის მიერ დაფინანსებული ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და სახელისუფლებო მედია ამტკიცებდნენ, რომ ლაბორატორიაში საქართველოს მოქალაქეებს გადაუმოწმებელი პრეპარატები გადაეცათ, რის შედეგადაც მათი ნაწილი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ამ ე.წ. რუსული ნარატივის ერთ-ერთი მთავარი წყარო საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე იყო, რომელის რუსულ მედიასთან ინტერვიუებში აცხადებდა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში, გარდა იმისა, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის დამზადებაზეც მუშაობდნენ. იგორ გიორგაძე თავის განცხადებებში ასევე აღნიშნავდა, რომ ლუგარის ლაბორატორია საფრთხეს უქმნიდა რეგიონს და მიმართული იყო რუსეთის წინააღმდეგ. აშშ-მა მოუწოდებდა რუსეთს, შეეწყვიტა დეზინფორმაციის გავრცელება, რომელიც სავარაუდოდ სოლსბერიში მომხდარი ინცინდენტიდან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას ისახავდა მიზნად. საგამოძიებო ფილმის მომზადებისას, ჟურნალისტი სტივ როზენბერგი იმყოფებოდა თბილისში, ლუგარის ლაბორატორიასა და მოსკოვში. ის შეხვდა იგორ გიორგაძეს და ინტერვიუ ჩაწერა მასთან. ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა ლუგართან დაკავშირებული საკთხები დეზინფორმაცია, გიორგაძემ უპასუხა, რომ არ იცის. BBC-ის ჟურნალისტის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმმა კიდევ ერთხელ მოჰფინა ნათელი ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას და რუსული დეზინფორმაციის უსაფუძვლობას.
---
14.11.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება რუსული პროპაგანდის ნაწილია
ყველამ ვიცით, რომ ლუგარის ლაბორატორია არის დაკავებული კონკრეტული საქმეებით, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რაზეც საუბრობენ რუსი პიარტექნოლოგები. ეს არის რუსული პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
---