მედიამონიტორინგი 14.12.2018
ტელევიზია
13.12.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
საკეისრო კვეთების მაჩვენებლით საქართველო ევროპის მასშტაბით კვლავ ერთ-ერთ ლიდერად რჩება. ბოლო მონაცემებით, მშობიარობის თითქმის 45% საკეისროზე მოდის, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტს თითქმის 4-ჯერ აჭარბებს. ქირურგიული ჩარევის პრაქტიკის შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ სამშობიაროებისთვის რეგულაციები აამოქმედა. საკეისრო კვეთების მაღალ სტატისტიკასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე თბილისში გამართულ სპეციალურ კონფერენციაზე 19 ქვეყნის წარმომადგენლებმა იმსჯელეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5756054
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5755880
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5755771
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5755260
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5754447
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5754351
---
13.12.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
საპროტესტო აქცია მარნეულის სოფელ კაპანახჩში. ერთი თვის წინ გარდაცვლილი 17 წლის ახალგაზრდის ოჯახის წევრები ექიმების დასჯას მოითხოვენ. ემინ ისმაილოვი 4 ნოემბერს წითელი ხიდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. ხელის ტრავმით ის ოჯახის წევრებმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მიიყვანეს. როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს, მისი შვილი კონტაქტური იყო, როცა საავადმყოფოში მიიყვანეს და მას ოპერაცია ჩაუტარდა. ორსაათიანი ოპერაციის შემდეგ ოჯახს განუცხადეს, რომ ბიჭი გარდაიცვალა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5756032
---
13.12.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
რამდენად არის დაცული დასაქმებულთა შრომითი უფლებები საქართველოში? არასამთავრობო სექტორი, ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობს და შრომითი ინსპექციის არაეფექტურ მუშაობას უსვამს ხაზს. შრომითი უფლების შელახვის მასშტაბს და პრაქტიკას, ასევე ადასტურებს დასაქმებულთა პროტესტების და გაფიცვების რაოდენობა და მათი მოთხოვნების შინაარსი, რაც უმეტესად ანაზღაურების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და ღირსეული შრომის პირობების შექმნის მოთხოვნაში გამოიხატება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5756015
---
13.12.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
თბილისში ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. 48 წლის მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, სამშენებლო ობიექტზე მომხდარ ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით გამოძიება, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5754200
---
13.12.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
საქართველოში გრძელვადიან ზრუნვას და მკურნალობას - შინმოვლას დაახლოებით 185 000 ადამიანი საჭიროებს. ეს მონაცემები რამდენად ზუსტია ვერ გეტყვით, თუმცა 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერისას დაფიქსირებული შედეგი, ბოლო ოფიციალური სტატისტიკაა რაც ამ თემასთან დაკავშირებით ღიად მოძიებადია. შინმოვლის საჭიროების მქონე ადამიანთა დასახმარებლად სახელმწიფო სხვადასხვა ჯანდაცვის და სოციალური დახმარების პროგრამებს ფრაგმენტულად აფინანსებს, ხოლო შინმოვლის მომსახურება არ შედის არც ერთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაში. დღეისათვის, ბენეფიციარებს შინმოვლის მომსახურებას ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები დონორების დახმარებით აწვდიან. თუმცა, ის ძირითადად სოციალურად დაუცველი თემისთვის არის განკუთვნილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5753719
---
ინტერნეტი
14.12.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/saqartveloshi-sakeisro-kvetebis-raodenoba-shemcirda
საქართველოში საკეისრო კვეთების რაოდენობა შემცირდა
2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში საკეისრო კვეთების რაოდენობამ მშობიარობების საერთო რაოდენობის 42% შეადგინა, რაც რაოდენობრივად15 979-ს შეადგენს. 21 897 შემთხვევა კი (58%) ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე მოდის, – ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სამი კვარტლის მაჩვენებლით იკვეთება შემდეგი დადებითი ტენდენციები: გაიზარდა დროული მშობიარობების რაოდენობა, გაჩნდა საკეისრო კვეთის კლების ტენდენცია, გამოიკვეთა პირველი საკეისრო კვეთის კლების ტენდენცია, შემცირდა გადაუდებელი საკეისრო კვეთების რაოდენობა, მცირედ, მაგრამ მაინც მცირდება ნეონატალური (დაბადებიდან 30-დღიანი პერიოდი) და მკვდრადშობადობის მაჩვენებელი. პრობლემებს შორის კი უწყება აღნიშნავს, რომ ორსულის მართვასთან დაკავშირებით იკვეთება სამედიცინო პერსონალის არაკვალიფიციურობა, ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის (42 დღე) პერიოდში მომხდარი გარდაცვალების შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა საკეისრო კვეთის შედეგად დადგა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მშობიარობების 44,6% საკეისრო კვეთებზე მოდიოდა. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 43.7% იყო. 2018 წლის დეტალური სტატისტიკა მომავალ წელს გახდება ცნობილი. საქართველოში 2017 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა სანქციები იმ სამშობიარო კლინიკებისთვის, სადაც განსაზღვრულ პერიოდში საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი არ შემცირდა. ამასთან, სახელმწიფომ კლინიკებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა თანახმად, ექიმი ვალდებულია, განუმარტოს მშობიარეს ამ სახის ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები და გართულებების ალბათობა.
---
13.12.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/525144-gardacvlili-mozardis-ojaxis-cevrebi-rustavis-centraluri-saavadmqopos-ekimebs-adanashauleben/
გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრები რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ
გარდაცვლილი მოზარდის ემილ ისმაილოვის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში საპროტესტო აქცია გამართეს. ოჯახის წევრები 16 წლის ბიჭის გარდაცვალებაში რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ბიჭი მამასთან ერთად 3 ნოემბერს ქორწილში იყო და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მხრის მოტეხილობა მიიღო. საავადმყოფოში ბავშვი მამამ მიიყვანა, ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე საათში კი გარდაიცვალა. ისმაილოვის ოჯახის წევრების მტკიცებით, ოპერაციის დროს ექიმებმა შეცდომა დაუშვეს, რაც ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი გახდა. აქციის მონაწილეები გამოძიების დროულად დასრულებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძემ განუცხადა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ისმაილოვი ნარკოზიდან გამოვიდა და შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა. „ემილ ისმაილოვი საავადმყოფოში 3 ნოემბერს შემოიყვანეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმით, მას მხრის მოტეხილობა აღენიშნებოდა. ახალგაზრდას ჩაუტარდა ოპერაცია და პოსტოპერაციულ პერიოდში აღენიშნა გულის გაჩერება, სამწუხაროდ, გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა და ის გარდაიცვალა. მიცვალებული გადაასვენეს პროზექტურაში, როგორც ვიცით, ჩატარდა ექსპერტიზა. სამწუხაროდ, ჩვენ ექსპერტიზის შედეგს არავინ გვეუბნება. ჩვენი თანამშრომლები - ექიმი და მედპერსონალი დაიკითხა გამომძიებლის მიერ, წაიღეს ისტორია და მთელი დოკუმენტაცია რაც ამ კონკრეტულ პაციენტს შეეხებოდა. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით თუ რამ გამოიწვია ეს ფატალური შედეგი“, - განაცხადა დავით გოგოძემ. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ელოდებიან ექსპერტიზის პასუხს, რომელმაც უნდა დაადგინოს ისმაილოვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და შემდეგ ექსპერტიზის პასუხის შესაბამისად იმოქმედებს გამოძიება.
---
13.12.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/cxinvalis-sagareo-saqmeta-ministri-qartvelebi-valdebulebi-arian-osebs-ufasod-umkurnalon
ცხინვალის “საგარეო საქმეთა მინისტრი”: ქართველები ვალდებულები არიან, ოსებს უფასოდ უმკურნალონ
“ქართველები ვალდებულები არიან, ოსებს უფასოდ უმკურნალონ და სხვა ვალდებულებებიც აქვთ შესასრულებელი” – ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა. “1993 წლის 14 სექტემბერს საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს შორის დაიდო შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რაიონების ეკონომიკური რეაბილიტაციის შესახებ, რომელშიც საუბარია 34 მლრდ 200 მლნ რუბლზე, რომლის 2/3 ქართულ მხარეს უნდა დაეფარა იმის რეაბილიტაციისთვის, რაც იმ კონფლიქტის დროს აქ დაატრიალა, ხოლო 1/3 – რუსეთს. რუსეთმა თავისი ვალდებულება დიდი ხანია, შეასრულა, საქართველოსთვის კი იგი დღემდე მხოლოდ ქაღალდზე რჩება. ასე, რომ როდესაც ქართველები დღეს ნიშნის მოგებით ამბობენ, თითქოს უფასოდ გვმკურნალობენ, ეს ასე სულაც არ არის” – განაცხადა მედოევმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე. მედოევმა ასევე განმარტებები გააკეთა ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოკვეთასა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უფასოდ მკურნალობაზე: “სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს სულ 1212 გასვლა დაფიქსირდა, მათგან 65 პაციენტი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაიცვალა. ამ რაოდენობაში არ შედიან ის პაციენტები, რომლებიც იქიდან რეანომობილებით დააბრუნეს და შემდეგ აქ გარდაიცვალნენ” – თქვა მედოევმა.
---
13.12.2018
ფრანსუა პეშო - ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის გათანაბრება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება და შეამცირებს ხარჯს ჯანდაცვაზე
საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტი, უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გათანაბრება, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მომავალი წლისთვის - ამ და სხვა თემებზე საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივწარმომადგენელს საქართველოში ფრანსუა პეშოს ესაუბრა. - პარლამენტში გადის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი. როგორ აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ პროექტს? - დავიწყებ იქედან, რომ 2018 წლის ბიუჯეტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის განსაზღვრებით დათვლილი დეფიციტი მშპ-ს 2.3%-ია. ეს მშპ-ს 0.5%-ით ნაკლებია იმაზე, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით იყო გათვალისწინებული. დეფიციტის შემცირების მიზეზებია მოსალოდნელზე მაღალი საბიუჯეტო შემოსავლები და ზოგიერთი უცხოეთიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დაგვიანება. 2019 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის განსაზღვრებით დათვლილი დეფიციტი მშპ-ს 2.6% იქნება. ამაში გათვალისწინებულია სოციალური ხარჯების ზრდა, რაც ხელს შეუწყობს ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფების დაფინანსებას, ინფრასტრუქტურული ხარჯების ზრდას, რაც თავის მხრივ საქართველოს ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს შემდგომ პერიოდში. ბიუჯეტის დეფიციტის შეზღუდვა ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფო ვალის შემცირებას, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს უკეთესად დაუჭიროს მხარი ეკონომიკას გაუთვალისწინებელი შოკური პირობების შემთხვევაში. - თქვენ რამდენიმე კვირის წინ გამართეთ პრეზენტაცია ჩვენ რეგიონში ეკონომიკური მოლოდინების შესახებ. კიდევ ერთხელ, როგორ აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი რეგიონის და ასევე კონკრეტულად საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივას? - ძირითადი მესიჯები შემდეგია. რეგიონში მატულობს ეკონომიკური აქტივობა 2014-2016 წლებში ზრდის ტემპის შესუსტების შემდეგ. 2018-2019 წლებში რეგიონის ეკონომიკები 4%-ით გაიზრდება. საქართველოში ჩვენ ველოდებით 5%-იან ზრდას 2018 წელს, ხოლო 2019 წელს კი 4.6%-იან ზრდას,რაც ეტაპობრივად გაიზრდება და 5.2%-ს მიაღწევს შემდეგ პერიოდში. საერთაშორისო ვაჭრობასა და გეოპოლიტიკაზე მოქმედი რისკები გაიზარდა, გლობალური ხელმისაწვდომობა ფინანსებზე შედარებით შეზღუდულია და აქტივების ფასები გაზრდილია. საჭიროა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რაც ქვეყანას დაიცავს შესაძლო უარყოფითი საგარეო შოკებისგან. დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ვხედავთ რეგიონში ეკონომიკის ზრდას, ეს არ არის საკმარისი. არსებული ზრდის ტემპით, რეგიონში ცხოვრების სტანდარტი აღმოსავლეთ ევროპის ცხოვრების დონეს მხოლოდ შემდეგი 20 წლის შემდეგ მიუახლოვდება. ცხოვრების მაღალი სტანდარტის მიღწევა მხოლოდ სტრუქტურული რეფორმების განხორცილებით შეიძლება, რაც კერძო სექტორს საშუალებას მისცემს თავისი ზრდის პოტენციალის რეალიზება მოახდინოს. - მოგეხსენებათ, რომ საქართველოში უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გათანაბრება განიხილება. რამდენად გონივრულია ეს ნაბიჯი? როგორია ფონდის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით? - საქართველოში უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გათანაბრება მისასალმებელი ნაბიჯია. ამჟამად უფილტრო სიგარეტზე გადასახადის ნაკლები ტვირთი მოდის ვიდრე ფილტრიანზე. შედეგად, ხალხი მეტ უფილტრო სიგარეტს ეწევა. ამას კი მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა აქვს ხალხის ჯანმრთელობაზე და ზრდის ჯანდაცვის ხარჯს. ფაქტობრივად ჯანდაცვაზე იხარჯება თამბაქოს აქციზიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილი. გადასახადის განაკვეთის გათანაბრება ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე დადებით შედეგს მოუტანს მოსახლეობის ჯანმრთელობას და დროთა განმავლობაში შეამცირებს ხარჯს ჯანდაცვაზე. მეტიც, აქციზის ზრდა უფილტრო სიგარეტზე მოიტანს დამატებით საბიუჯეტო შემოსავალს, რაც საჭიროა პრიორიტეტული ხარჯების დასაფინანსებლად: ჯანდაცვის რეფორმისთვის, პენსიების ზრდისთვის და ბავშვთა შემწეობებისთვის. - როგორ ფიქრობთ, რამდენად არის საქართველოს საბანკო სექტორში კონკურენცია და როგორ შეაფასებდით იმ რეგულაციებს, რომელიც პირველი იანვრიდან საფინანსო სექტორზე გავრცელდება? - თქვენი კითხვა პასუხისმგებლიან დაკრედიტებას ეხება. მივიჩნევთ, რომ რეგულაციის მიზანი სათანადოა. მისი მიზანი ჭარბი დავალიანების შემცირებაა, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც დაბალი შემოსავალი აქვს. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს კრედიტების ნაკლებ ზრდას, რასაც დროებით ნეგატიური გავლენა ექნება შიდა მოთხოვნის ზრდაზე. საერთო ჯამში, მივიჩნევთ, რომ ეს სათანადო პოლიტიკაა. - პირველი იანვრიდან თითქმის სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ამოქმედდება და 40 წლამდე დასაქმებულისთვის მასში ჩართვა სავალდებულო იქნება. როგორ შეაფასებთ ამ რეფორმას? - მივიჩნევთ, რომ საპენსიო რეფორმა კარგი ნაბიჯია. ჩვენ მხარი დავუჭირეთ აღნიშნულ რეფორმას და ის ჩართული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამაში. ნება მომეცით აგიხსნათ, თუ რატომ ვუჭერთ მხარს საპენსიო რეფორმას. პირველ რიგში, მომავალში ეს ხელს შეუწყობს პენსიონერების ცხოვრების დონის გაზრდას. საქართველო ამჟამად განიცდის მიმდინარე ანგარიშის დიდ დეფიციტს, ანუ დისბალანსია შიდა ინვესტიციებსა და შიდა დანაზოგებს შორის. შესაბამისად, საპენსიო რეფორმა დანაზოგების მხარდაჭერით ხელს შეუწყობს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას და გარე დაუცველობის შეზღუდვას. საპენსიო რეფორმა ასევე შეუწყობს ხელს ქართველების დანაზოგების დივერსიფიცირებას. ასევე შეამცირებს ფინანსურ რისკებს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი სასესხო კაპიტალის ბაზრების განვითარებას. - არის თუ არა ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემა და რითია გამოწვეული? - ჭარბვალიანობის მოგვარების ერთ-ერთი გზა პასუხისმგებლიანი დაკრედიტებაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პასუხისმგებლიან დაკრედიტებას, იმ რეგულაციას, რომელიც 2019 წელს ამოქმედდება, ვინაიდან მისი მიზანი სათანადოა და მიმართულია ჭარბვალიანობის შეზღუდვაზე მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც დაბალი შემოსავალი აქვს.
---
13.12.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/hospisebshi-ganxorcielebul-samedicino-saqmianobas-amieridan-kanoni-daaregulirebs
ჰოსპისებში განხორციელებულ სამედიცინო საქმიანობას ამიერიდან კანონი დაარეგულირებს
ჰოსპისებში განხორციელებულ სამედიცინო საქმიანობას ამიერიდან კანონი დაარეგულირებს. შესაბამისი ცვლილება ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში შედის. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, პალეატიური და ჰოსპისური ზრუნვის დაწესებულებების დასახელება და ფუნქციები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. „ამ კანონპროექტის ძირითადი მიზანი ზოგიერთი მოძველებული დეფინიციის კორექტირებაა. რაც მოითხოვს პალეატიური და ჰოსპისური მზურნველობის სფეროში არსებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის და სხვა საერთაშოროსო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას, რათა მოხდეს პაციენტებისთვის სრულფასოვანი პალეატიური და ჰოსპისური მზრუნველობის უზრუნველყოფა”, – აცხადებს ზოიძე. მისი განმარტებით, ტერმინების ცვლილების გარდა მოხდება ამ დაწესებულებებში განხორციელებული სამედიცინო საქმიანობის რეგულირება. „აქამდე ეს სახელი ერქვა აბსოლუტურად გაურკვეველი სტანდარტების მქონე დაწესებულებებს, სადაც მიეწოდებოდათ არასტანდარტიზებული მომსახურება და უკვე ეს საქმიანობა დაექვემდებარება რეგულაციას. რეგლამენტი სამინისტრომ უნდა მოამზადოს, რომელიც ექვემდებარება სასწრაფო შეტყობინებას ჯანდაცვის სამინისტროსათვის“, – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების მიზანი პაციენტებისთვის მომსახურების დონის ამაღლებაა. ცვლილებების დამტკიცების შემდეგ შეიცვლება პროგრამის დასახელებაც და მას პალეატიური და ჰოსპისური ზრუნვის პროგრამა ერქმევა. ამ მიმართულებით 2019 წლის ბოუჯეტიდან სამი მილიონი ლარია გამოყოფილი.
---
13.12.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/173211/?fbclid=IwAR0Xet_b6UrvnIBtSlr3fMgv-rHFW6gwHawAai3onEtXJbmnEsnlvQjNwos
აჭარაში გამოკვლეული 2915 ადამიანიდან 58-ს C ჰეპატიტი, ერთს კი აივ ინფექცია დაუდგინდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი აგვისტოდან დღემდე მობილურმა ბრიგადამ აჭარის ექვს მუნიციპალიტეტებში განახორციელა 84 ვიზიტი, რომლის ფარგლებში სკრინინგი ჩაუტარდა 2915 ადამიანს, შედეგად გამოვლინდა C ჰეპატიტის 58 შემთხვევა, აქედან 29 – პირველადი. გამოკვლეულთა შორის აივ ინფექცია დაუდასტურდა ერთ მოქალაქეს, რაც შეეხება ტუბერკულოზს, დაავადება არ გამოვლენილა. სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონში, სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, ფიქსირდება აღნიშნულ დაავადებათა გავრცელების მაღალი დონე, რასაც ხელს უწყობს ინტენსიური მიგრაციული პროცესები. C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის მკურნალობა საქართველოში უფასოა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში პაციენტი ახალი თაობის პრეპარატს უფასოდ იღებს. სხვა ქვეყნებში მკურნალობის კურსის გავლა 60-80 ათასი ევრო ღირს, საქართველოში კი ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პაციენტი პრეპარატს 2020 წლამდე უფასოდ მიიღებს. 2020 წლის შემდეგ, როცა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის ხუთწლიანი პროგრამა დასრულდება, საქართველოს მოქალაქეს 80 ათასი ევრო დასჭირდება იმ მკურნალობის მისაღებად, რომელიც ახლა უფასოა. „ვისაც ეს ინფექცია აქვს და ახლა არ აწუხებს, რამდენიმე წელიწადში დარჩებიან ამ დაავადებასთან პირისპირ “, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ. ამჟამად C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი აჭარაში, იუსტიციის სახლში მიმდინარეობს.
---
13.12.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/328290/?fbclid=IwAR22mWQqWppSfRA4KW3uvDDWcqymQkIREI69EWqL3tKbuRg94wDHcFsJaaA
ლუგარის ლაბორატორიის საკითხი აფხაზებმა ჟენევის დისკუსიებზეც წამოჭრეს
ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე, რომელიც 2018 წლის 11-12 დეკემბერს გაიმართა, აფხაზურმა მხარემ სხვა საკითხებთან ერთად “საქართველოს მილიტარიზაციასა და თბილისში არსებულ ლუგარის ლაბორატორიაზეც” წამოჭრა საკითხი. “შევეხეთ ლუგარის ბიოლაბორატორიის საქმიანობას, რომელიც აფხაზური მხარის სერიოზულ მღელვარებას იწვევს”, – ამბობს აფხაზურ მედიასთან საუბარში ირაკლი ტუჟბა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც ჟენევის დისკუსიების მონაწილეა აფხაზური მხრიდან. მისივე განცხადებით, აფხაზურმა მხარემ საქართველოს მილიტარიზაციის საკითხზეც ისაუბრა, რაც, მისი თქმით, “საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას”. საქართველოში მოქმედი ლუგარის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და სამთავრობო მედიის მიერ მიმდინარეობს. კამპანიას სოხუმსა და ცხინვალშიც შეურთდნენ. რუსი, აფხაზი და ოსი მაღალჩინოსნები პერიოდულად ავრცელებენ განცხადებებს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობაზე. აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ლუგარის კვლევითი ცენტრის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და შეთქმულების თეორიები რუსულ მედიაში მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან (2013) ვრცელდება. ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდთან დაკავშირებით ინფორმაცია ქართულმა მხარემაც გაავრცელა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 2-3 აპრილს.
---
13.12.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/438074?fbclid=IwAR1uLbXLiR13gIpidjmswzGzNamiAYMQcPpMrO2iWcTMnYMtgnZQcsB2LnM
“გვინდა, რომ დედიკო და მამიკო მშივრები არ იყვნენ და თავის პურის ნაჭერს ჩვენ არ გვინაწილებდნენ”
ოდესმე გინახავთ მშიერი ბავშვები, რომლებიც ცრემლიანი თვალებით თოვლის ბაბუას საჩუქრების ნაცვლად პროდუქტებს სთხოვენ? შენობას, სადაც ძერიების ოჯახი ცხოვრობს, პირობითად შეიძლება სახლი ვუწოდოთ. რთული სათქმელია, ის ნახევრად დაუმთავრებელია თუ ნახევრად დანგრეული. სახურავი წლების წინ ქარმა მოგლიჯა, ხოლო ოჯახი დღემდე ვერ ახერხებს მის შეკეთებას. საცხოვრებლად მხოლოდ ის ორი ოთახი გამოდგება, რომელიც ქარისა და წვიმის შემოტევას უძლებს. მარიამს, ზაალს, ბარბარესა და ელენეს სჯერათ სიკეთის! სჯერათ, რომ ღმერთი დასახმარებლად მათ კეთილ ადამიანებს გამოუგზავნის… ისე, უბრალოდ, ზედმეტი სიტყვებისა და შეკითხვების გარეშე… – ბავშვებო, რაზე ოცნებობთ? – აი, ძალიან გვინდა, რომ დედიკო და მამიკო მშივრები არ იყვნენ და თავის პურის ნაჭერს ჩვენ არ გვინაწილებდნენ. – თოვლის ბაბუას რა უნდა სთხოვოთ? – იმდენი პროდუქტი მოგვიტანოს, რომ ყველას გვეყოს და რომ არ გვშიოდეს. – ბავშვებო, ვინმე გეხმარებათ? – ხანდახან გვეხმარებიან მეზობლები. დედიკომ გვითრა, რომ ეს კეთილი ხალხია და რომ არა ისინი, ჩვენ უფრო ცუდად ვიქნებოდითო… „ჩვენს შეკითხვას – „ხართ თუ არა ბედნიერები?“, ბავშვებმა ვერ უპასუხეს. სამწუხაროდ, მათ არასდროს განუცდიათ ბედნიერების შეგრძნება! ამბობენ, „მაძღარს მშიერის არ გაეგებაო“, და რაოდენ სასტიკადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ფრაზა, ხშირად სწორედ ასეც ხდება. განა ამას მოითხოვს ჩვენგან უფალი?! განა ქრისტიანული ცხოვრება არ გულისხმობს ღმერთში ყოფნას და მოყვასისათვის ზრუნვას?! ზედმეტი სიტყვებით და კრიტიკით ნუ გაირჯებით, ქვების სროლა ხომ ყველას შეუძლია. მთავარია ის, თუ რის გაკეთება გინდა გულით! დიახ, ჩაიხედეთ თქვენს გულებში და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება – დახმარება გსურთ თუ ,უბრალოდ, განკითხვა… ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. ჩვენ კი გვინდა, რომ ბავშვებს სჯეროდეთ – თოვლის ბაბუა ყველასთან მივა და რომ სასწაულები მხოლოდ „რჩეული“ ბავშვებისთვის არ ხდება. შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ “ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ძერიების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან“,- აცხადებენ ფონდში.
---
13.12.2018
ტყიბულის შახტებში დასაქმებულები ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების აღდგენას ითხოვენ
ტყიბულის შახტებში დასაქმებულები ქვანახშირის მოპოვებითო სამუშაოების დროულად აღდგენას ითხოვენ. ერთ-ერთი მეშახტის, ხვიჩა გაბუნიას განცხადებით, ამ დრომდე გაურკვეველია თუ რა ბედი ელით მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებს. გაბუნია ეჭვს გამოთქვამს იმასთანდ აკავშირებით, რომ შესაძლოა შახტები დაიხუროს და მიმართავს მთავრობას - აღდგეს მუშაობა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება ეტაპობრივად მოხდეს. მეშახტეები სახელმწიფოს ვადას პირველ იანვრამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
---
ბეჭდვითი მედია
14.12.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
რუსეთის მთავრობა ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციას ცდილობს
ბიოლოგიური იარაღის დამ-ზადება, საშიში ვირუსების გავრცე-ლება, სახიფათო მწერების დივერსიული მიზნებით გამოყენება და ხალხის მოწამვლა _ ამ ყველაფერს, უკვე წლებია, რუსეთის ხელისუფლება და მისი მედია თბილისში, ამერიკელების მი-ერ აშენებულ ლუგარის ლაბორატო-რიას _ ბიოუსაფრთხოების მე-3 დო-ნის (BSL-3) სტანდარტებით აღჭურ-ვილ ლუგარის ცენტრს აბრალებს. ყველა ამ ინფორმაციას რომ დავუჯე-როთ, საქართველოში ცოცხალი უკვე აღარავინ უნდა იყოს. რუსეთის ხელი-სუფლებასა და მის მაამებელ მედია-საშუალებებს, რომლებიც რესპონდენ-ტებად, ძირითადად კომიკურ პერსო-ნაჟებს იყენებენ, არაფრით უნდათ იმის დაჯერება, რომ ლუგარის ლა-ბორატორია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებს ემსახურება. რუსეთის პროპაგანდა არ ცხრე-ბა, მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში სხვადასხვა დროს, არაერთ რუს მეცნიერსაც უმუშავია და მოსკოვმა სხვა გზებითაც კარგად იცის, რომ ამერიკელი და ქართველი სპეციალისტები ამ ცენტრში ადამია-ნისა და ცხოველის დაავადებათა გა-მომწვევი მიკროორგანიზმების აღ-მოჩენას, ამოცნობასა და ეპიდემიებ-თან ბრძოლის ეფექტიანი გზების და-სახვას ემსახურებიან. 2018 წლის 4 ოქტომბერს, რუ-სეთის თავდაცვის სამინისტროს თა-ნამდებობის პირებს ჰქონდათ მცდე-ლობა, მორიგი დეზინფორმაცია გა-ევრცელებინათ, შეცდომაში შეეყვა-ნათ მოქალაქეები და რუსული თანაგ-რძნობის ცნობილი პოლიტიკით, ში-ში დაეთესათ რეგიონში. თანამდებო-ბის პირები ავრცელებდნენ ინფორმა-ციას, რომ თითქოს გარდაიცვალა 73 ქართველი მას შემდეგ, რაც მკვლევა-რებმა ჩ ჰეპატიტის მკურნალობის კურსის ფარგლებში, `ტოქსიკური ნივთიერება~ გამოიყენეს. ეს რუსე-თის მთავრობის მიერ, ამ თემით მანი-პულირების პირველი შემთხვევა არ არის. აღნიშნული ქმედება მიმართუ-ლია ლუგარის ლაბორატორიის წი-ნააღმდეგ და ამ კამპანიას ჯერ კიდევ მას შემდეგ ახორციელებს, რაც 2013 წელს ლაბორატორია გაიხსნა. ამ საკითხზე ყურადღების გა-მახვილება ემთხვევა ხოლმე ბიოლო-გიური და ტოქსიკური იარაღის აკ-რძალვის შესახებ კონვენციის ყოველ-წლიურ ასამბლეას. ვისთვისაც უჩვე-ულო არ არის რუსეთის მხრიდან `თითის გამოშვერის~ ტაქტიკა, გა-საკვირი არც ის იქნება, რომ საეჭვოდ, ბრალდებების მთელ რიგს არ ამყა-რებს მტკიცებულებები. რაც შეეხება უკანასკნელ პერი-ოდში გაჟღერებულ ბრალდებებს რუსმა მეცნიერებმაც კი `შეუძლებე- ლი~ უწოდეს მათ და ასევე განაცხა- დეს, რომ ეს გაუთავებელი ფაბრიკა- ცია ზიანს აყენებს სამეცნიერო სფე- როს. მთავრობის მიზნების მისაღ-წევად რუსეთი მიუღებელ ტაქტიკას იყენებს, რაც დიდი ხანია აღარ არის შოკისმომგვრელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის (კიბერთავ-დასხმის მცდელობა ქიმიური იარა-ღის აკრძალვის ორგანიზაციაზე, სერ-გეი და იულია სკრიპალების მოწამ-ვლის ფაქტი, შვიდი ჯაშუშის დაკა-ვება აშშ-ში და ა.შ). საერთაშორისო თანამეგობრობას არც რუსეთის მსხვერპლის პოზიციაში ყოფნა აკ-ვირვებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, ნამ-დვილი მსხვერპლი ჩვენი ხალხია _ ის ადამიანები, რომლებიც ჩ ჰეპატიტით არიან ინფიცირებულები და მკურნა-ლობის გარეშე დარჩებიან, თუკი რუ-სი მაღალჩინოსნები მიაღწევენ საწა-დელს და ლუგარის საზოგადოებრი- ვი ჯანდაცვის ცენტრი და მისი მსგავ-სი დაწესებულებები, დაიხურება. ლუგარის ლაბორატორიაში განმარტავენ, რომ ყველაფერი მხო-ლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელო-ბის დაცვას ემსახურება. აქ ტარდება დიაგნოსტიკური კვლევები და მათ შორის _ ჩ ჰეპატიტის სწრაფი ტეს- ტით დადგენილი დიაგნოზის დაზუს-ტების მიზნით. შესაბამისად, ლუგა- რის ცენტრს დიდი როლი ეკისრება ჩ ჰეპატიტის აღმოფხვრაში, საქარ-თველოში მიმდინარე მასშტაბური პროექტის ფარგლებში. ბრალდებები იმის თაობაზე, რომ მკვლევარებს მოქალაქეების ორ-განიზმში შეჰყავთ ლეტალური ნივ-თიერებები, წარმოადგენს კიდევ ერთ რუსულ ტყუილს, რომლის მიზანსაც ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, `საქარ- თველოს ერთ-ერთი, ყველაზე წარმა-ტებული ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დისკრედიტაცია~ წარ-მოადგენს. როგორც ამირან გამყრე- ლიძე აცხადებს, `ყველა ის ინფორმა- ცია, რომელიც რუსეთის ოფიციალუ-რი, თუ ჟურნალისტური წრეებისა და როს. მასმედიის საშუალებებით ვრცელდება, არის მტკნარი სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს მიმარ-თულია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესისა და ინოვაციების წინა-აღმდეგ. ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. სინამდვილეში, ლუგა-რის ლაბორატორია გახლავთ მაღა-ლი დონის საზოგადოებრივი ჯან-დაცვისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რეგიონში და აქვს მრავალ-მხრივი დანიშნულება. პირველ რიგ-ში, ის მიმართულია ადამიანთა სხვა-დასხვა ინფექციური დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და გამომ-წვევი აგენტების იდენტიფიცირების-კენ. ლაბორატორიას აქვს რეგიონუ-ლი დატვირთვა, რამეთუ აქ ტარდება ზოგი ისეთი ექსკლუზიური კვლევა, რომელიც მხოლოდ ამ ლაბორატო-რიისთვის არის ხელმისაწვდომი~. მაშ, რა სურს რუსეთს? _ რუ-სეთს სურს, რომ ჩაგვინერგოს შიში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიმართ და აქტიურად ცდი-ლობს, დაბრკოლება შეუქმნას ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მე-ზობლებს, რომლებსაც დახმარებას უწევს ცენტრი. ცენტრს არაფერი აქვს საერთო ადამიანებზე ცდების ჩატა-რებასთან _ რუსეთის მთავრობის მი-ზანია, ფეხი მოიკიდოს საქართველო-ში საბაბით, თითქოსდა, ცდილობს `დაიხსნას~ ჩვენი ქვეყანა იმ კრიზისი-დან, რომელსაც თავად ქმნიდა აქტი-ურად, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ის იყენებდა რუსული ფარმაცევტუ-ლი კომპანიების პროდუქციას, რუსუ-ლი ჯიბეების `გასქელების~ მიზნით. ამასთან, ცნობილია, რომ რუ-სეთის დუმის განათლებისა და მეცნი-ერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გენადი ონიშენ-კომ განაცხადა, რომ ლუგარის საზო- გადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი დაკავშირებული იყო კომპანია `ინ-ვიტროსთან~ და პასუხისმგებელია რუ-სეთში, 2013 წელს, ღორის აფრიკუ-ლი ცხელების ეპიდემიაზე. `ინვიტ-როს~ ერთ-ერთი, ყველაზე დიდი კონ-კურენტია `როსპოტრებნადზორი~ _ კომპანია, რომლის დირექტორი 2010 წლამდე, ონიშენკო იყო და, დიდი ალბათობით, დღესაც ის კომპანიის ერთ-ერთ მეწილეს წარმოადგენს. შე-საბამისად, მის ინტერესებში უნდა შედიოდეს კონკურენტის დისკრედი-ტაცია. `ლუგარის ლაბორატორია~ თბილისში მდებარე საზოგადოებრი-ვი ჯანდაცვის ცენტრია. ის ქვეყნის დაავადებათა ლაბორატორიული ქსე- ლის უმაღლესი დონის დაწესებულე- ბაა, რომელიც საქართველოს საზო- გადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რე- ფერალური ლაბორატორიაა. კვლე- ვითი ცენტრი საქართველოში, ამერი- კის მთავრობის დახმარებით შეიქმნა და ყოფილი სენატორის, რიჩარდ ლუ- გარის სახელს ატარებს. ის სრულად საქართველოს მთავრობის საკუთრე- ბაშია. ლუგარის ცენტრი არის უმაღ- ლესი დონის დიაგნოსტიკური დაწე- სებულება, რომელიც იკვლევს სხვა- დასხვა საშიშ ინფექციურ დაავადე- ბას, მათ შორის, ჰეპატიტებსაც, მაგ- რამ მისი ფუნქცია არ არის ამ მიმარ- თულებით ცდების ჩატარება. ჩ ჰეპა- ტიტის მკურნალობის შედეგები კი არა მხოლოდ მკურნალობის ხარის- ხზე, არამედ მკურნალობის დაწყების მომენტისთვის, ადამიანის ჯანმრთე- ლობასა და ღვიძლის დაზიანების მდგომარეობაზეც არის დამოკიდე- ბული. მსოფლიოში ჩ ჰეპატიტთან და- კავშირებული ღვიძლის დაავადებე- ბით წელიწადში 400.000 ადამიანი იღუპება. საქართველოში, რომლის მოსახლეობაც 3.7 მილიონს არ აღე- მატება, ამ მხრივ არაერთი პროგრამა განხორციელდა და ის ახლა ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად მიიჩნევა. `დაავადებათა კონტროლის ცენტრისა~ და `ამერიკის დაავადება- თა კონტროლისა და პრევენციის ცენ- ტრის~ მიერ, 2015 წლის მაის-აგვის- ტოში ჩატარებული გამოკითხვის თა- ნახმად, საქართველოს მოსახლეობის 150.300 მოქალაქე ჩ-დადებითი იყო. წარმატებული პროგრამების შედე- გად, 2015-17 წლებში, ინფიცირებუ- ლი 36.012 მოქალაქიდან კი 24 481 განიკურნა. ამდენად, ჩვენ არ უნდა ავყვეთ რუსეთის მიერ რეგიონში წა- მოწყებულ თამაშებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეებისა და ოჯახების სიცოცხლეს.
---