From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-15.01.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 15.01.2019 09:03
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 15.01.2019

ტელევიზია

15.01.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 12:00

ჯანდაცვის მინისტრი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელების ხელმძღვანელებს ხვდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5809950

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5809941

---

 

15.01.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 08:00

გაფართოებული შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში - დავით სერგეენკო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდება. მინისტრი სწორედ მათგან მოისმენს ინფორმაციას, რა მდგომარეობაა გრიპის ვირუსის გავრცელების მხრივ ქვეყანაში და გაიზარდა თუ არა კლინიკებში დაავადებულთა მიმართვიანობა. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ანტივირუსული პრეპარატის ტამიფლუს მარაგი არსებობს, საჭიროების შემთხვევაში კი ეს მარაგი ისევ შეივსება.

http://rustavi2.ge/ka/news/123328?fbclid=IwAR1OprNDdrIz5SBtY382UkL-pK93h1EhSO-ldea8inGN8N997Ou23BLPfJE

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5809812

---

 

15.01.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:ქრონიკა 11:00

პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ინფორმაციით, გასულ კვირასთან შედარებით პაციენტთა მიმართვიანობამ იკლო. მიუხედავად ამისა, დედაქალაქის მასშტაბით 5 დაწესებულება კვლავ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მომსახურება როგორც სატელეფონო ისე ამბულატორიულ კონსულტაციასა და ბინაზე ვიზიტს გულისხმობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5809816

---

 

15.01.2019

არხი:   

გადაცემა:

15.01.2019

არხი:   

გადაცემა:

 

---

 

15.01.2019

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 09:00

გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირებულია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5809493

---

 

14.01.2019

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

H1N1-მა უკვე 17 ადამიანი იმსხვერპლა. ლაბორატორიულად დღეს დადასტურდა რომ სწორედ გრიპის ვირუსი გახდა 48 წლის მამაკაცის და 10 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. ორივე შემთხვევაში ვირუსი სხვა დაავადების ფონზე მიმდინარეობდა. წინა კვირის მსგავსად H1N1-ით ინფიცირების ტენდენცია ამ კვირაშიც გრძელდება თუმცა საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 46 ადამიანი, რომლებსაც ვირუსი გაურთულდათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრს ზუსტი პროგნოზის გაკეთება უჭირს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ რომ დაავადების მეორე ტალღის შემთხვევაში პრევენციული ზომები უკვე მიღებულია. (პირველი ვიდეო ფაილი)

გრიპის ვირუსის შესახებ საასაუბროდ გადაცემის სტუმარია დავით სერგეენკო (მეორე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5809254

---

 

14.01.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00    

H1N1-ის გავრცელების ახალ ტალღას შესალოა მოსახლეობა მოუმზადებელი დახვდეს. ქვეყანაში გრიპის ვირუსის ვაქცინის დეფიციტია. სააფთიაქო ქსელების მარაგში აღარ არის პრეპარატი, რომელსაც მწვავე ვირუსის პრევენციისათვის იყენებენ. პრეპარატი არც ერთ აფთიაქში აღარ იყიდება და არც ის იციან, როდის შეივსება დეფიციტი სააფთიაქო ბაზარზე. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი არ იყიდება არც რეგიონებში. მოსახლეობის მოთხოვნა კი საკმაოდ დიდია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5809339

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5808908

---

 

14.01.2019

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების შემთხვევებმაც იკლო. ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, ტამიფლუ კვლავ უფასოდ გაიცემა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5809270

---

 

14.01.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00

ოფიციალური სტატისტიკით გრიპით დაავადებულთა რაოდენობა კლებულობს. პიკი გადალახულია, თუმცა H1N1-ით გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ იზრდება. 17 გარდაცვლილი, ვირუსის ბოლო მსხვერპლი კი 10 თვის პატარას შემდეგ უკვე 48 წლის მამაკაცია. ამ ფონზე, ჯანდაცვის სამინიტროს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 5 სააფთიაქო ქსელი პრეპარატ ტამიფლუს უკვე უფასოდ გასცემს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5809158  

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5808991

---

 

14.01.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა  

გადაცემა:მთავარი 21:00

ცოტა ხნის წინ დადასტურდა H1N1 ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით 48 წლის მამაკაცს, თანმდევი დაავადებები ჰქონდა. ასევე დღეს გავრცელდა ინფორმაცია 10 თვის ბავშვის გარდაცვალების შესახებ. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ე.წ. ღორის გრიპით 17 ადამიანია გარდაცვლილი. მხოლოდ მცირედით იკლო საქართველოს მასშტაბით გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელმა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 100 000 მოქალაქეზე H1N1 ვირუსით ინფიცირებულია 253 მოქალაქე. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განახლებული მონაცემებით, 200-ზე მეტი პაციენტი რჩება სტაციონარში. მათ შორის არიან ბავშვებიც

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5809290

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5809116

---

 

14.01.2019

არხი:  რუსთავი 2  

გადაცემა: კურიერი 15:00

გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. მონაცემები ლაბორატორიული კვლევების შედეგად დაზუსტდა. თუმცა ავადობის დინამიკა ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შემცირებულია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5808509

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5808463

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5808667  

---

 

14.01.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 15:00

პრეპარატი "ტამიფლუ", რომელიც უფასოდ გაიცემა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომია. მედიკამენტის მარაგი საქართველოში ორი დღის წინ შემოვიდა და სააფთიაქო ქსელებსა და სხვადასხვა ამბულატორიულ დაწესებულებაში განაწილდა. მედიკამენტის მიღება რეცეფტის საშუალებით სააფთიაქო ქსელებშია შესაძლებელი. "ტამიფლუს" ახალ პარტიას უახლოეს მომავალში ელოდებიან. რაც შეეხება ვირუსით დაავადებულთა სტატისტიკას, ოფიციალური სტატისტიკით, ტენდენცია პოზიტიური და დამაიმედებელია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5808418

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5808356

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5808073

---

 

14.01.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: სხვა შუადღე

გადაცემაში საუბრალია ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებულ ცრუ ამბებზე და ასევე გრიპის ვირუსზე. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული  ცენტრსი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5807821

---

 

14.01.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 21:00

გრიპის ვირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა აქტუალურია თემში არსებული სამედიცინო პუნქტები და ამბულატორიები. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობისთვის მარტივად მისაწვდომი სწორედ ეს სამედიცინო დაწესებულებებია, თუმცა როგორც დღეს სოფო შავაძემ გაარკვია თემის 5 სამედიცინო პუნქტიდან სამი დაკეტილი იყო სამუშაო საათებში, ხელვაჩაურში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5809296

---

 

14.01.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

6 წლის საბა კიწმარიშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ექიმებთან ერთად მოინახულა და ბავშვის მშობლებს გაესაუბრა. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, რის გამოც მისი საზღვარგარეთ ტრანსპორტირების საკითხი საერთოდ მოიხსნა. ბავშვის დიაგნოზი კვლავაც დაუზუსტებელია. ზუსტი პასუხი, შესაძლოა, ექიმთა კონსილუმმა დაადგინოს, რომელიც დღესვე უნდა შეიკრიბოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5808980

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5808562

---

 

14.01.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

ოკუპირებულ აფხაზეთში გრიპის ვირუსი გავრცელდა. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მხოლოდ გალის საავადმყოფოს უკვე რვა ადამიანმა მიმართა. ადგილობრივი მედიკოსების განცხადებით, რაიონში არ არსებობს ისეთი ლაბორატორია, სადაც ღორის გრიპის შტამის დადგენაა შესაძლებელი, შესაბამისად, აქვთ თუ არა პაციენტებს H1N1-ის ვირუსი, უცნობია. საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, გრიპის გავრცელების საშიშროების გამო, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთაზე ორთვიანი შეზღუდვებია დაწესებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5808561

---

 

14.01.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

ახალი წელი გაერთიანებული ოპოზიციის, "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა აწყვერელების მრავალშვილიან ოჯახს მიულოცა. სოციალურად დაუცველი ოჯახი ერთ პატარა ოთახში, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბავშვებს საახალწლო საჩუქრები მიუტანეს და ქვეყანაში შექმნილი ურთულესი სოციალური მდგომარეობის შესახებ, კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5809022

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5808592

---

 

ინტერნეტი

15.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528659-am-droistvis-gripis-an-gripismagvari-daavadebis-gamo-800-mde-adamiania-hospitalizebuli/

ამ დროისთვის გრიპის ან გრიპისმაგვარი დაავადების გამო, 800-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული

ამ დროისთვის გრიპის ვირუსის ან გრიპისმაგვარი დაავადების გამო 800-მდე პაციენტია ჰოსპიტალიზებული. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 5-14 იანვარს ჯამში 4 000-მდე პაციენტს გაეწია სამედიცინო მომსახურება. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, გრიპით ავადობის მაჩვენებელი შემცირდა. „დღევანდელი სამუშაო შეხვედრის ამოცანაა შევაჯამოთ და გავაანალიზოთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე სიტუაცია. რაც შეეხება გრიპით გაზრდილ ავადობას, თქვენი ჩართულობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ასეთი კოორდინირებული ქმედებები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ზიანი ბევრად ნაკლები იყოს ამ დამაზიანებელი ფაქტორისაგან. პიკური რაოდენობა 277 უკვე გავიარეთ და წინა კვირის მონაცემებით 273-ია. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, რომ უფრო ნაკლები ყოფილიყო, მაგრამ ტენდენცია ცალსახად გამოხატულია კლებისკენ. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი ძალისხმევა შევასუსტოთ, რადგან რაოდენობის შემცირება არ ნიშნავს, რომ საკუთრივ დაავადების მიმდინარეობა უფრო გამარტივდა. დაავადება ისევ ისე მძიმედ მიმდინარეობს, როგორც აქამდე იყო, გაზრდილი შემთხვევების პირობებში. ის ცვლილებები, რაც ჩვენ ამ კოორდინირებული ქმედებების შედეგად განვახორციელეთ, მიმართული იყო ერთი მხრივ იმისკენ, რომ სამედიცინო სამსახურებს ჰქონოდათ შეუფერხებლად მუშაობის საშუალება - პირველ რიგში, სასწრაფო დახმარებას. საოჯახო მედიცინის ცენტრების ამ 24 საათიან რეჟიმზე გადასვლამ მნიშველოვნად განმუხტა სასწრაფო დახმარების მუშაობა”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 112-ის გამოძახებების რაოდენობა, რომელიც აღწევდა 3 200-3 500-ს, დაახლოებით 400-გამოძახებით შემცირდა. ასევე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტივირუსული მედიკამენტის „ტამიფლუს” 10 000 კოლოფი შეისყიდეს, რომელიც უსასყიდლოდ გაცემის მიზნით დაურიგდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, აფთიაქებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს. ასევე, შემოტანის დღიდან დღემდე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან მედიკამენტი გაიცა 2012 პირისთვის, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებიდან კი დახლოებით 100 პირზე. უწყების განმარტებით, მიმიდინარე დღეებში ხარჯვის დინამიკის გათვალისწინებით ასევე განიხილება მედიკამენტის დამატებითი მარაგების შესყიდვის საკითხი. მათივე თქმით, შეკვეთილია 3000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლის შემოტანის ზუსტი თარიღი გაჟღერდება უახლოეს დღეებში.

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/sergeenko-gripit-avadobis-ricxvi-mcirdeba-magram-daaavadeba-isev-ise-mdzimed-mimdinareobs/28431?fbclid=IwAR1bUHG3LKQxmlfSr2Mzr8Z_WoKI_DtydbaKT5UaZImrhCMFrk8xg0Ql5jM

სერგეენკო: გრიპით ავადობის რიცხვი მცირდება, მაგრამ დააავადება ისევ ისე მძიმედ მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებათა და სააფთიაქო ქსელების ხელმძღვანელებს ხვდება, რომლის მიზანი ბოლო 2 კვირის განმავლობაში გრიპით გაზრდილი ავადობის და მიმდინარე ტენდენციის შეჯამებაა.  სერგეენკოს ინფორმაციით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, რაოდენობრივად გრიპით ავადობის შემთხვევები და ასევე, სასწრაფო დახმარების გამოძახებების რაოდენობა იკლებს.  მისივე თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირველადი ჯანდაცვის საოჯახო მედიცინის ცენტრებში პაციენტების ნაკადი გაზრდილი იყო, მაგრამ ეს მაჩვენებელიც მცირდება.  „ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავადობის შემთხვევების რაოდენობრივ მონაცემებს თუ შევხედავთ, პიკური რაოდენობა - 277, უკვე გავიარეთ და წინა კვირის მონაცემებით, 273-ია. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, უფრო ნაკლები ყოფილიყო, მაგრამ ტენდენცია არის კლებისკენ, თუმცა ეს არ გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ ძალისხმევა შევასუსტოთ, რადგან საკუთრივ რაოდენობის შემცირება არ ნიშნავს იმას, რომ დაავადების მიმდინარეობა ამით გამარტივდა - არა, რა თქმა უნდა, და დააავადება ისევ ისე მძიმედ მიმდინარეობს, როგორც აქამდე იყო გაზრდილი შემთხვევების პირობებში. ის ცვლილებები, რაც ჩვენ განვახორციელეთ, ამ კოორიდნირებული ქმედებების შედეგად, მიმართული იყო ერთის მხრივ იქითკენ, რომ სამედიცინო სამსახურებს ჰქონოდათ შეუფერხებლად მუშაობის საშუალება. პირველ რიგში, სასწრაფო დახმარებას და ალბათ დაგვიდასტურებთ, რომ საოჯახო მედიცინის ცენტრების 24-საათიანი მუშაობის რეჟიმზე გადასვლამ მნიშვნელოვნად განმუხტა სასწრაფო დახმარების მუშაობა, თუმცა ეს არაა, ჯერჯერობით, ის მაჩვენებელი, რომ მხოლოდ რაოდენობა არის ჩამოსული“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ „საოჯახო მედიცინის ცენტრების 24/7-ზე რეჟიმზე გადაყვანამ ყველაზე დიდი გავლენა იქონია იმაზე, რომ ზიანი რომელიც მოსალოდნელი იყო, რომ ბევრად დიდი ყოფილიყო, არ იყო იმდენად დიდი“.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/davit-sergeenko-bolo-ori-kviris-ganmavlobashi-gripis-virusit-avadobis-monacemebi-shemcirebulia-tumca-es-ar-gvadzlevs-sashualebas-rom-dzaliskhmeva-shevasustot/

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528654-gripis-virusit-sakartveloshi-17-adamiania-gardacvlili

გრიპის ვირუსით საქართველოში 17 ადამიანია გარდაცვლილი

გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 17-ს შეადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, შემცირებულია 100 000 მოსახლეზე გრიპით ავადობის მაჩვენებელი და ის ბოლო მონაცემებით, 253-ს შეადგენს. „ერთ კვირაზე მეტია, ჯანდაცვის 5 დაწესებულება აქტიურად მუშაობს, 24-საათიან რეჟიმში, ასევე გახანგრძლივებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობა ქუთაისსა და ბათუმში. ამ პერიოდში, ძირითადად აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონი დაზარალდა. მნიშვნელოვანია, გრიპის გართულების პრევენცია ადრეულ ეტაპზე შევძლოთ, ამიტომ დღეს ვირუსული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების საკმარისი მარაგი ქვეყანაში არსებობს, რომელიც მოსახლეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მეშვეობითა და ფარმაცევტული სექტორის მეშვეობით მიეწოდება. გასულ კვირაში ავადობის მაჩვენებლის ოდნავ კლების ტენდენცია გრძელდება. ჩვენ პიკი გვქონდა დეკემბრის ბოლო კვირას - 100 000 მოსახლეზე 277 და ასევე მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იყო 41%. ავადობის მაჩვენებელი იანვრის მეორე კვირას გვაქვს 253 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე. ასევე, 31%-ზე ჩამოვიდა მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. საგრძნობლად შემცირდა ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და 46%-დან 26%-მდე ჩამოვიდა. ამავე დროს შემცირდა სასწრაფოს გამოძახებისა და სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის მაჩვენებელი",-აღნიშნა გამყრელიძემ.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/amiran-gamyrelidze-gripis-virusit-gardacvalebis-laboratoriulad-dadasturebuli-shemtkhvevebis-raodenoba-17-ia/

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=194698-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D%2C+%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%96%E1%83%94&fbclid=IwAR2YvnlL0DJRdUnFiKSunl_TlFailLBIgpjXrp1zc3iRJExH-1MARzFwdL8

"ავადობის მაჩვენებელი იკლებს, ეპიდემიისკენ არ მივდივართ" - დავით სერგეენკო H1N1 ვირუსზე

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდება. "ავადობის მაჩვენებლები იკლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიისკენ არ მივდივართ, პიკი გადავლილი გვაქვს. დაკლებულია სასწრაფო დახმარების გამოძახებების და ამბულატორიული მიმართვების რაოდენობა, რაც ნამდვილად დადებითია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთრივ დაავადების მიმდინარეობა შემსუბუქდება. დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი დაწყების პირველივე საათების, პირველივე დღეების განმავლობაშ მიმართვა ოჯახის ექიმთან" - აღნიშნა მინისტრმა.

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528621-dgeidan-pacientis-mkurnalobis-shesaxeb-inpormacia-elektronuli-chanacerebis-ertian-sistemashi-aisaxeba/

დღეიდან პაციენტის მკურნალობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ჩანაწერების ერთიან სისტემაში აისახება

15 იანვრიდან საქართველოში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედდება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს უფროსმა ნათია ნოღაიდელმა განაცხადა, მიმდინარე წლის 15 იანვრიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, პაციენტის სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში შეიტანოს. „მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობდა საუბარი ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის ამოქმედებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქმნება ჯანმრთელობის ერთიანი ცენტრალიზებული ჩანაწერების სისტემა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ყველა მიმართულებით. ეს იქნება სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, სამედიცინო სტატისტიკა, ჯანდაცვის პოლიტიკის შექმნისთვის ეს იქნება მტკიცებულებების გენერირების ერთიანი უნივერსალური წყარო. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ 2019 წლის 15 იანვრიდან საქართველოში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედდება. პირველ ეტაპზე ჩანაწერების წარმოება სავალდებულო იქნება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებებისათვის, შემდგომში კი მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდება სავალდებულო“, - განაცხადა ნათია ნოღაიდელმა. მისივე თქმით, 2019 წლის 1 მაისიდან ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება სავალდებულო გახდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული ყველა სტაციონარისთვის, 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამას დაემატება სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ამბულატორიული დაწესებულებები, გარდა დერმატო-კოსმეტოლოგიური სერვისის მიმწოდებლებისა, 2020 წლის 1 იანვრიდან კი - ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება სავალდებულო გახდება ყველა სტაციონარული და ამბულატორიული დაწესებულებისთვის. „ეს იქნება შეჯამებული ინფორმაცია სტაციონარული თუ ამბულატორიული მკურნალობის ეპიზოდის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია როგორც შემდგომში პაციენტის მკურნალობის უწყვეტობის უზრუნველყოფად. ერთი ვიზიტის შემდეგ პაციენტი შეიძლება მეორე სხვა ექიმთან მივიდეს. პაციენტის სურვილის შემთხვევაში ეს ინფორმაცია გაზიარებული იქნება, რათა მან უფრო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. ასეთ შემთხვევაში პაციენტის მკურნალობის პროცესი გაცილებით სრულყოფილი იქნება“, - აღნიშნა ნოღაიდელმა. შეგახსენებთ, რომ „ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ბრძანებით 2019 წლის 3 იანვარს დამტკიცდა და ძალაში 15 იანვრიდან შევა.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/dgheidan-pacientis-janmrtelobis-mdgomareobis-shesakheb-eleqtronuli-chanawerebis-sistema-amoqmedda/

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528646-moxalise-jgupebi-tbilisshi-tqviis-kerebs-sacxovrebel-saxlebshi-sheamocmeben/

მოხალისე ჯგუფები თბილისში ტყვიის კერებს საცხოვრებელ სახლებში შეამოწმებენ

---

 

14.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528529-jandacvis-ministris-moadgile-ianvris-pirvel-kvirastan-shedarebit-axla-epidsituaciis-mxriv-klebis-tendencia-sheinishneba/

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - იანვრის პირველ კვირასთან შედარებით, ახლა ეპიდსიტუაციის მხრივ კლების ტენდენცია შეინიშნება

იანვრის პირველ კვირასთან შედარებით, მეორე კვირაში ეპიდსიტუაციის მხრივ შეინიშნება კლების ტენდენცია, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ განაცხადა. ლაგვილავამ აღნიშნა, რომ შემცირდა როგორც მიმართვიანობა, ასევე მწვავე რესპირატორული ინფექციები. „გასული კვირის მონაცემებთან შედარებით ეპიდსიტუაციის მხრივ გვაქვს კლების ტენდენცია. 100 000 მოსახლეზე იანვრის პირველი კვირის მონაცემებით გვქონდა 256 შემთხვევა, მეორე, ანუ გასული კვირის მონაცემებით კი არის 253 შემთხვევა. ასევე, შემცირებულია მწვავე რესპირატორული ინფექციები და თუ ჰოსპიტალიზაციების პროცენტული მაჩვენებელი იანვრის პირველ კვირაში იყო 33.1%, მეორე კვირის მონაცემებით არის 31.3%. შემცირებულია მიმართვიანობა, სტაბილური სიტუაცია გვაქვს როგორც ჰოსპიტალებში მიმართვიანობის, ასევე მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტების რაოდენობისა და პირველად ჯანდაცვის დაწესებულებებში მიმართვიანობის კუთხით. მას შემდგომ, რაც სახელმწიფომ „ტამიფლუს“ გაცემა დაიწყო უფასოდ, 783 პაციენტის მიმართვიანობა დაფიქსირდა და მათზე იქნა გაცემული „ტამიფლუ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ინფო9- http://www.info9.ge/politika/202735-jandacvis-ministris-moadgile-ianvris-pirvel-kvirasthan-shedarebith-akhla-epidsituaciis-mkhriv-klebis-tendencia-sheinishneba.html?lang=ka-GE

---

 

14.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528560-jandacvis-ministris-moadgilis-gancxadebit-sachiroebis-shemtxvevashi-6-clis-bichis-mkurnalobis-processhi-ucxoeli-ekimebic-chaertvebian

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, 6 წლის ბიჭის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმებიც ჩაერთვებიან

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ზაზა ბოხუას განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, 6 წლის საბა კიწმარიშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმებიც ჩაერთვებიან. ამის შესახებ ზაზა ბოხუამ ჟურნალისტებს საბა კიწმარიშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის კლინიკიდან გაყვანა გახდება საჭირო, სამინისტრო და საავადმყოფო ამას უზრუნველყოფენ. „როგორც კი პარასკევს შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული პაციენტი მეთვალყურეობის ქვეშ უკვე აყვანილი ჰყავდა. ჩვენ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან კონტაქტზე ვართ. ჩატარდა რამდენიმე კონსილიუმი, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ოჯახის მხრიდან მოთხოვნები იყო ჩვეულებრივი, ბანალური, რომელიც ყველა მშობელს ექნებოდა, მაგალითად, ყურადღების მიქცევის საკითხი, რომელიც ჩვენ 24-საათიან რეჟიმში შეუჩერებლად გვქონდა. ჩვენ 2 მიმართულებით ვმუშაობთ: მდგომარეობა დასტაბილურდეს და ყველაფერი იქამდე მივიდეს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ვამოწმებთ, თუ კონსილიუმისთვის ვინ დაგვჭირდება. ასევე, თუ ბავშვს საავადმყოფოდან გადაყვანა დასჭირდება, ამ შემთხვევაში, დაწესებულება მისი ტრანსპორტირებისთვის მზად არის, იმ შემთხვევაში, თუ ეს დასაშვები იქნება, მაგრამ შეიძლება, ესეც არ გახდეს საჭირო”,- აღნიშნა მან. ამასთან, პაციენტის მშობლების ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, ზაზა ბოხუამ განაცხადა, რომ აღნიშნული პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, მშობლებმა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უნდა მიმართონ. საბა კიწმარიშვილის ოჯახის ინფორმაციით, 6 წლის ბავშვის მდგომარეობა 25 დეკემბერს გაუარესდა. ის ჯერ ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, დაახლოებით, ერთი კვირაა, რაც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობს. მისი დიაგნოზი კი, როგორც ბავშვის ოჯახის წევრები აცხადებენ, ჯერჯერობით უცნობია.

მედიანიუს.ჯი-http://medianews.ge/ge/djandatsvis-ministris-moadgilis-gantskhadebit-sachiroebis-shemtkhvevashi-6-tslis-saba-kitsmarishvilis-mkurnalobis-protsesshi-utskhoeli-eqimebits-chaertvebian/55000

---

 

14.01.2019

მედიასაშუალება: https://for.ge/view/159151/roca-Tqven-mSvidad-gZinavT-me-lugaris-laboratoriaSi-vmuSaob-adre-mas-Savi-Wiris-sadguri-erqva.html

“როცა თქვენ მშვიდად გძინავთ… მე ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ, ადრე მას შავი ჭირის სადგური ერქვა…”

ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი ლელა ურუშაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: “მე ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ, ადრე მას შავი ჭირის სადგური ერქვა,, პოლიომიელიტის განყოფილებაში. ანი გრიპზე მუშაობს, თეკო ეშერიხიაზე, გვანცა ტულარემიაზე, ჟღენტა შავ ჭირზე, ქეთო ბრუცელაზე და ხმალიკა ჯილეხზე. ჩვენ, ასეთი ჩვეულებრივი სახელებით ვმუშაობთ გრიპზე და ზემოთ ჩამოთვლილ ბევრად საშიშ ინფექციურ დაავადებებზე, უსაფრთხო გარემოში ვდგამთ ანალიზს და მათ ვარქმევთ სახელებს რომ ექიმებს გაუადვილდეთ თქვენთვის დიაგნოზის დასმა და დანიშნულების მოცემა, რომ თქვენ მშვიდად იმუშაოთ ფერმებში, წამოწვეთ მწვანე მინდორზე, იმოგზაუროთ ეგზოტიკურ ან არააეგზოტიკურ ქვეყნებში და არ დაგემართოთ კიდევ უფრო ხმაურიანი ყირიმ კონგოს ციებ ცხელება, ებოლა, ზიკას ვირუსი ან მალარია. უფრო მეტიც, როცა თქვენ მშვიდად გძინავთ ან ისვენებთ, იგივე დაავადებებს ვაკონტროლებთ, ნახმარ წყლებში, ნიადაგში, მღრღნელებში, ტკიპებსა და კოღოებში, მე ჩემს შვილს ამაზე ვუყვები და ამაყი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან რგოლში ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ, რომელსაც ადრე შავი ჭირის სადგური ერქვა”, – წერს ლელა ურუშაძე.

           

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=194658-%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98,%20%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90,%20%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,

---

 

14.01.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/442939

გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირებულია

გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირებულია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ მანამდე 100 000 მოქალაქიდან H1N1 ვირუსით 256 იყო დაავადებული, ახლა ეს მაჩვენებელი 253-მდეა შემცირებული. გარდა ამისა, როგორც სამინისტროში აცხადებენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შემთხვევები შემცირებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზარების გადამისამართება კი იმ ამბულატორიულ ცენტრებში ხდება, რომლებიც მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ემსახურება. ამ ეტაპზე, გრიპის ვირუსის პიკურ დღეებთან შედარებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მაჩვენებელი რეგიონებში 600-ით, თბილისში კი 500-ითაა შემცირებული. კლების ტენდენციაა შენარჩუნებული ამბულატორიული მიმართვიანობის კუთხითაც. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში სულ დაახლოებით 9 000 მოქალაქეა ე.წ. გრიპის გრიპით დაავადებული. მათგან 42-ის მდგომარეობა კი მძიმეა. აღნიშნული პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან მკურნალობის კურსს. გრიპის ვირუსთან საბრძოლველად ჯანდაცვის სამინისტრომ ორი დღის წინ პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა დაიწყო და მისი მიღება ხუთ მსხვილ სააფთიაქო ქსელში ნებისმიერ მოქალაქეს ფორმა ასის ან ექიმის რეცეპტის საშუალებით შეუძლია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში 700 კოლოფზე მეტი „ტამიფლუა“ გაცემული. სამკურნალო პრეპარატ „ტამიფლუს“ ახალი პარტია ქვეყანაში რამდენიმე დღეში შემოვა. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სეზონური გრიპის ვირუსის მეორე ეტაპი დაიწყება, სამკურნალო მედიკამენტის მარაგი 10 ათასი ცალით იქნება შევსებული.

---

 

14.01.2019

მედიასაშუალება: https://news.ge/h1n1-is-virusit-gardacvlilta-raodenoba-16mde-gaizarda/

H1N1-ის ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

H1N1-ის ვირუსით გარდაცვალების მე-16 შემთხვევა დაფიქსირდა. მონაცემები ლაბორატორიული კვლევების შედეგად დაზუსტდა. ცნობილია, რომ გარდაცვლილი ბავშვია, რომელსაც ლაბორატორიული კვლევების შედეგად ორი დაავადება, წითელა და გრიპი გამოუვლინდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. შემთხვევა შაბათს, ერთ -ერთ რეგიონში მოხდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე დეტალებს არ აკონკრეტებენ. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვირუსით ავადობის დინამიკა შემცირებულია. შესაბამისად, შემცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებებიც. „100 000 მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი გვაქვს 253, რაც ოდნავ შემცირებულია, 256 იყო პირველ კვირაში. მოგეხსენებათ, პიკი გვქონდა 277 დეკემბრის ბოლო კვირას. ასევე, ოდნავ შემცირებულია მძიმე რესპირატორული ინფექციებით საავადმყოფოებში ჰოსპიტალიზაციის პროცენტი. მნიშვნელოვანია ის, რომ რადიკალურად არის შემცირებული ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. შემცირდა სასწრაფოების გამოძახება. დღეს დილით ჩვენ რეგიონული სხდომა გვქონდა და რეგიონებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ მიმართვიანობა ამბულატორიებში შემცირებულია, ასევე გარკვეულად საავადმყოფოებშიც, მაგრამ, სამწუხაროდ, მძიმე ავადმყოფები ჯერ კიდევ რჩებიან საავადმყოფოებში, რომლებიც მკურნალობას გადიან,“- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე. ავადობის შემცირებულ მაჩვენებლებზე საუბრობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავაც. ყურადღება გამახვილდა ანტივირუსულ პრეპარატ “ტამიფლუზე”. ბოლო ორ დღეში მედიკამენტი 783 პაციენტზე გაიცა. „მას შემდეგ, რაც “ტამიფლუს” გაცემა დაიწყო სახელმწიფომ უფასოდ, შესაბამისად, მომართვიანობა დაფიქსირდა 783 პაციენტის და გაცემული იქნა 783 პაციენტზე “ტამიფლუ”. შემცირებულია მწვავე რესპირატორული ინფექციები და ასევე ჰოსპიტალიზაციების პროცენტული მაჩვენებელი,“- ამბობს ლაგვილავა.

---

 

14.01.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/333540/

ბერბუკში გარდაცვლილ 10 თვის ბავშვს H1N1 ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა

H1N1 ვირუსით 10 თვის ბავშვი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში მოხდა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის გარდაცვალებაზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილს H1N1 ვირუსის გარდა ინფექციური დაავადება წითელა ჰქონდა. 2018-19 წლის გრიპის სეზონზე H1N1 ვირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო კვირის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე ავადობის 253 შემთხვევა ფიქსირდება, რაც ეპიდემიის მაჩვენებლის (450-500) დაახლოებით ნახევარია.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/528584-ec-goris-gripis-virusit-10-tvis-bavshvi-gardaicvala/

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=77448

ამბები.ჯი- https://www.ambebi.ge/article/230813-10-tvis-bavshvis-ec-goris-gripit-gardacvaleba-dadasturda/

გურიანიუს.ქომ- http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/h1n1-virusit-gardaitsvala

---

 

14.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528609-h1n1-it-gorshi-48-clis-mamakaci-gardaicvala/

H1N1-ით გორში 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

H1N1-ის ვირუსით გორში 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცს ე.წ. ღორის გრიპთან ერთად სხვა დაავადებებიც, მათ შორის C ჰეპატიტი ჰქონდა. საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით უკვე 17 ადამიანია გარდავლილი.

ინფო9-http://www.info9.ge/chven-shesakheb/202755-h1n1-ith-gorshi-48-tslis-mamakaci-gardaicvala.html?lang=ka-GE

კვირა.ჯი- http://kvira.ge/442955

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/42452/gorshi-gripis-virusit-kidev-erti-adamiani-gardaitsvala

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/218984

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=194680-%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1,%20%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98,%20%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%98%E1%83%98%E1%83%98%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9D%E1%83%9D

---

 

14.01.2019

მედიასაშუალება: https://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/10292-orikvirismandzilzegormedshigripisvirusith4adamianiagardacvlili

ორი კვირის მანძილზე ,,გორმედში" გრიპის ვირუსით 4 ადამიანია გარდაცვლილი

დღევანდელი მონაცემებით, ,,გორმედში" გრიპის ვირუსით ოთხი ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ საავადმყოფოს ექიმმა დავით ყაზაიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იანვრის დასაწყისიდან მძიმე მდგომარეობაში 6 პაციენტი იყო, აქედან ვირუსის მხოლოდ ორმა დაძლია. გარდაცვლილები არიან: 1. სოფელ თორიტიზიდან - 39 წლის ქალი. ის ჯერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანეს. იმის გამო, რომ პალატები გადატვირთული იყო და ხელოვნური სუნთქვის აპარატი აღარ იყო საკმარისი, იმავე ღამით ,,გორმედში გადაიყვანეს. 2. 22 წლის გოგონა, რომელსაც პარალელურად, სიმსივნე ჰქონდა. ექიმების ვარაუდით, მდგომარეობის გართულება ღორის გრიპის ვირუსმა გამოიწვია. 3. 10 თვის გოგონა - ,,გორმედის" ბავშვთა ცენტრ ,,იავნანაში" იმყოფებოდა და სახლში გაწერეს. 4. 48-წლის მამაკაცი - ღვიძლის დაავადებები გაურთულდა გრიპის ვირუსის შედეგად. გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თუ მანამდე 100 000 მოქალაქიდან H1N1 ვირუსით 256 იყო დაავადებული, ახლა ეს მაჩვენებელი 253-მდეა შემცირებული. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შემთხვევები შემცირებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზარების გადამისამართება კი იმ ამბულატორიულ ცენტრებში ხდება, რომლებიც მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ემსახურება.

---  

 

14.01.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1547484224-%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, რუსთავის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში მიმართვიანობა შემცირებულია

ამ დროისთვის რუსთავში, ბავშვთა საავადმყოფოში 33 პაციენტი მკურნალობს. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მედიკოსები მშობლებს ურჩევენ, ბავშვებს სეზონურად ჩაუტარონ ვაქცინაცია და თავი დაიცვან ვირუსებისგან, ხოლო ვირუსის კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე , დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

---

 

14.01.2019

მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=10396

გრიპის სეზონთან დაკავშირებით რეგიონში მდგომარეობა დასტაბილურდა

ქვეყანა ეგრეთ წოდებულ ღორის გრიპს ებრძვის. H1 N1-ით დაღუპულთა რიცხვმა 15-ს გადააჭარბა. სიუჟეტიდან გაიგებთ როგორ უნდა ვებრძოლოთ ვირუსს? რას აკეთებს სახელმწიფო პრევენციის მიზნით და რა რეკომენდაციებს გასცემენ მედიკოსები? სხეულის მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე და გულის რევა- ეს სიპტომები H1N1 ტიპის ვირუსს , ეგრედწოდებულ ,,ღორის გრიპს“ ახასიათებს. რისკჯგუფებს ორსულები, ბავშვები და მოხუცები, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე პირები წარმოადგენენ. სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის სიპტომებით დღეის მონაცემებით 200 პაციენტი გადის მკურნალობას. აქედან 20- რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში პანიკის საფუძველს გამორიცხავენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, პაციენტთა მიმართვიანობამ გასულ კვირასთან შედარებით იკლო. ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. უფასო აცრით 7 ათასამდე მოქალაქემ უკვე ისარგებლა. ის, ვინც ამ სიაში ვერ მოხვდა, ვაქცინაციის ჩატარება თავად უნდა უზრუნველყოს. ღირებულება 10 ლარია. სახელმწიფო უფასოდ პრეპარატ „ტამიფლუს“-აც გასცემს, რომლის მიღება ექიმის დანიშნულების საფუძველზე, სააფთიაქო ქსელებშია შესაძლებელი. ბოლო თვენახევრის განმავლობაში h1n1 ვირუსით სულ 15 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 5 აჭარაში. ამბულატორიები და პოლიკლინიკები საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ, ისინი პაციენტებს სამუშაო დღეებში დილის 9-დან 20 საათამდე, ხოლო უქმეებზე დილის 9 საათიდან 17 საათამდე მოემსახურებიან.

---

 

14.01.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1547470103-16-%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A1

''16 წლის ანგელოზი სასახლეში გვიწევს..ოჯახს აქვს ეჭვი, რომ პატარა აპარატიდან გამორთეს...''

ლუკა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ოჯახს ეჭვი აქვს, რომ 16 წლის ბავშვი რომელსაც ფილტვების პრობლემა ჰქონდა, აპარატიდან გამოაერთეს. პოსტს ''პრაიმტაიმი'' უცვლელად გთავაზობთ. ''მე უკვე ადამიანი აღარ ვარ, რობოტი ვარ, შეშლილი ვარ, შევიშალე, ცხოვრება აღარ მინდა, არაფერი აღარ მინდა, ვერ მომინელებია და ვერც მოვინელებ 2 ბიძაშვილს ლექსოს და დათოს, და დღეს 16 წლის ანგელოზი სასახლეში გვიწევს, პატარა დავკარგეთ, ჩემმა ხატიამ, ყველამ იცით როგორ მიყვარს ჩემი ხატია ფეიქრიშვილი, ჩემი ყველაფერი,ხატიამ დაკარგა ძმა, მე დავკარგე კიდევ ერთი ბიძაშვილი, ვდგავარ ახლა და დავყურებ ხატიას, მის დას და დედას რომლებიც გაქვავებულები დგანან, წინასწარ არ მინდა საუბარი, მაგრამ ოჯახს აქვს ეჭვი,რომ პატარა აპარატიდან გამორთეს, მინიმუმ მოლოტოვის კოქტეილს შემოგიგდებთ თქვე ბოზის შვილებო, გარკვეული ვიდეო მასალა გვაქვს, თავიდან ვითომ ვერ პოულობდნენ იმ მორიგეს, ვის ხელშიც ბავშვი გარდაიცვალა, გულში ადრენალინი დავარტყითო, მერე ვითომ გამოჩნდა ის მორიგე, ვინმემ მოგვხვედეთ, გარდაცვლილის ოჯახს სურს ჟურნალისტებთან საუბარი, ბავშვი გუშინ კარგად იყო, პატარას პრობლემა ჰქონდა ფილტვებზე, დღეს კი აღარ არის, მოგვხედეთ, მომწერეთ დაგაკავშირებთ ოჯახთან, ღმერთო მომეცი ძალა რომ ეს დღეებიც გადავაგორო, მეც, ხატიამაც, ოჯახმაც'',- წერს ლუკა ფეიქრიშვილი

---

 

14.01.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1547460113-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1

სააკაშვილის შვილს H1N1 ვირუსი დაუდგინეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ე.წ. ღორის გრიპთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას აკრიტიკებს. მისი თქმით „ოცნება“ კლავს, რადგან „ტამიფლუს“ შემოსატანად სახელმწიფომ ბევრი დღე დაკარგა. "ნიკუშას ჰქონდა H1N1 ვირუსი და სიმპტომების გამოვლენიდან მეორე დღესვე, ერთმა ძალიან კარგმა ექიმმა და კეთილშობილმა ადამიანმა ტამიფლუს პრეპარატი გვაჩუქა, თავისი პირადი მარაგიდან, და 48 საათიც არ დაჭირდა კრიზისის მოხსნას, მაგრამ ათასობით სხვა პაციენტს, ვისაც არ ყავს ასეთი მეგობრები, გუშინდელ დღემდე არ ქონდა ასეთი შესაძლებლობა. სამწუხაროა, რომ "მთავრობას" ამდენი დღე დასჭირდა პრეპარატის ჩამოსატანად. ჩემს დროს, ჯერ ერთი, წინასწარ გვექნებოდა მარაგი და თუ არ გვეყოფოდა, თვითმფრინავს გავუშვებდით და რამდენიმე საათში ჩამოვიტანდით სხვა ქვეყნიდან და თავიდან ავიცილებდით ამდენ მსხვერპლს. აქ კიდევ დაიკარგა მრავალი დღე და რაც მთავარია, ადამიანების სიცოცხლე. განვითავრებულ ქვეყნებში ამ გრიპისგან სიკვდილიანობა არ აღემატება 0,02% და ჩვენთან ამ დღეებში გადააჭარბა 6%, ასე რომ უუნარობა და "ოცნება" კლავს! და კიდევ, რა თქმა უნდა, რუსებმა ეს ჩვენი უბედურება ხელახლა გამოიყენეს ქართველი აგენტების მეშვეობით, ლუგარის ლაბორატორიაზე მორიგი თავდასხმისთვის, არადა საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ასეთი თანამედროვე ლაბორატორია გვაქვს და ჩემს შვილსაც მათ დაუდგინეს დიაგნოზი რამდენიმე საათში და კიდევ უფრო ოპერატიულად, ვიდრე მაგალითად ამერიკაში ხდება ხოლმე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩემს მეგობარს უნდოდა გუშინ ჩვეულებრივ ლაბორატორიაში ტესტის აღება და უთხრეს, რომ ტესტერები დაუმთავრდათ“, - წერს სააკაშვილი.

---

 

ბეჭდვითი მედია

15.01.2019

მეიდასაშუალება: ახალი თაობა

"ღორის გრიპით" 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვს ე.წ. H1N1-ის გრიპთან ერთად წითელაც ჰქონდა. აღნიშნული ფაქტი, H1N1-ის ვირუსით საქართველოში ადამიანის გარდაცვალების მე-16 შემთხვევაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5809557&name=15.01.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

15.01.2019

მეიდასაშუალება: ახალი თაობა

გორში გრიპის ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

გორში გრიპის ვირუსით 13 იანვარს 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მამაკაცი კლინიკა `გორმედში~ მკურნალობდა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად H1N1 შტამის ვირუსი ოფიციალურად დადგენილია.            _ შემოსული იყო მაღალი ცხელებით, სუნთქვის უკმარისობით, ამასთან იყო ღვიძლის მძიმე უკმარისობა, _ ამბობს `გორმედის~ კლინიკური დირექტორი დავით ყაზაიშვილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5809537&name=15.01.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

15.01.2019

მეიდასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

"როცა თქვენ მშვიდად გძინავთ, ჩვენ დაავადებებს ვაკონტროლებთ"

სოციალურ ქსელში ლელა ურუშაძე ლუგარის ლაბორატორიაზე წერს. "მე ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ, ადრე მას შავი ჭირის სადგური ერქვა, პოლიომიელიტის განყოფილებაში. ანი გრიპზე მუშაობს, თეკო ეშერიხიაზე, გვანცა ტულარემიაზე, ჟღენტა შავ ჭირზე, ქეთო ბრუცელაზე და ხმალიკა ჯილეხზე. ჩვენ, ასეთი ჩვეულებრივი სახელებით ვმუშაობთ გრიპზე და ზემოთ ჩამოთვლილ ბევრად საშიშ ინფექციურ დაავადებებზე , უსაფრთხო გარემოში ვდგამთ ანალიზს და მათ ვარქმევთ სახელებს რომ ექიმებს გაუადვილდეთ თქვენთვის დიაგნოზის დასმა და დანიშნულების მოცემა, რომ თქვენ მშვიდად იმუშაოთ ფერმებში, წამოწვეთ მწვანე მინდორზე, იმოგზაუროთ ეგზოტიკურ ან არააეგზოტიკურ ქვეყნებში და არ დაგემართოთ კიდევ უფრო ხმაურიანი ყირიმ კონგოს ციებ ცხელება, ებოლა, ზიკას ვირუსი ან მალარია. უფრო მეტიც როცა თქვენ მშვიდად გძინავთ ან ისვენებთ, იგივე დაავადებებს ვაკონტროლებთ, ნახმარ წყლებში, ნიადაგში, მღრღნელებში, ტკიპებსა და კოღოებში, მე ჩემს შვილს ამაზე ვუყვები და ამაყი ვარ რომ ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან რგოლში ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ , რომელსაც ადრე შავი ჭირის სადგური ერქვა" - წერს ლელა ურუშაძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5809503&name=15.01.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

15.01.2019

მეიდასაშუალება: ახალი თაობა

სააფთიაქო ქსელში გრიპის ვაქცინის დეფიციტია

სააფთიაქო ქსელში გრიპის ვაქცინის დეფიციტია. პრეპარატი, რომელსაც H1N1 ვირუსის პრევენციისათვის იყენებენ მარაგში აღარ არის. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ 3000 ერთეული ვაქცინის შემოტანას შეძლებს. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მომავალ კვირას შემოტანილი უფასო ვაქცინა ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იქნება და ისევ სოციალურად დაუცველებსა და მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ პირებზე გადანაწილდება. „მოვილაპარაკეთ ვისთანაც კონტრაქტი გვქონდა და მოძიებულია გარკვეული რაოდენობა შემოვიტანთ და მომავალ კვირაში იქნება გარკვეული რაოდენობა ვაქცინის, რომლითაც გადავწყვიტავთ გრიპის კომიტეტზე რა კატეგორიის ადამიანებს შევთავაზებთ“-ამბობს გამყრელიძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5809429&name=15.01.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

15.01.2019

მეიდასაშუალება:      რეზონანსი

როგორ ავიცილოთ თავიდან "ღორის გრიპით" დაინფიცირება

საქართველოში, ზამთრის სეზონზე, გრიპის ვირუსის ტალღამ იფეთქა -ლაბორატორიულად, ამ დრომდე, H1N1-ის გრიპის ვირუსით გარდაცვალების 16 შემთხვევა ფიქსირდება. დღეს, ე.წ. ღორის გრიპით, 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გრიპის ვირუსთან ერთად მას „წითელაც" ჰქონდა, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია და საბოლოოდ კი, ლეტალური შედეგით დასრულდა. ბავშვებში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ეს პირველი შემთხვევაა. დღეს მთავარ შეკითხვებს წარმოადგენს: გადაიარა თუ არა გრიპის ვირუსის ერთგვარმა ტალღამ, უნდა ველოდოთ თუ არა გრიპის ვირუსის ახალ „აფეთქებას" და ზოგადად, როგორ ავიცილოთ თავიდან H1N1. „რეზონანსის" შეკითხვებს ექიმი-ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილის პასუხებს. ბუწაშვილის განცხადებით, ადამიანთა ინფიცირება გრიპის ვირუსით კვლავ მიმდინარეობს. იგი ახალ ტალღის „აფეთქებას" არ გამორცხვას, რომელსაც თებერვალ-მარტის თვეში უნდა ველოდოთ. „შედარებით შემცირებულია პიკი, თუმცა ჯერ კიდევ ისევ მიმდინარეობს ადამიანების ინფიცირება. ხშირია სეზონური გრიპის ტალღის მიმდინარეობა და არ არის გამორიცხული, რომ თებერვალ-მარტში ისევ ახალი ტალღა გვქონდეს. რეკომენდაციაა, რომ აუცრელებმა ჩაიტარონ ვაქცინაცია. „თუ მოსალოდნელია მეორე ტალღა, ეს ადამიანები დაცულები იქნებიან. თუმცა ზუსტი პროგნოზის გაკეთება, უნდა ველოდოთ თუ არა მეორე ტალღას, ვერცერთი კრიტერიუმით ვერ ხდება, მაგრამ გამორიცხვაც არ შეიძლება, რომ იყოს მეორე ტალღა თებერვლისკენ. „მთავარი წყარო - ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაა, ძირითადად ადამიანების თავშეყრის ადგილებში. თუკი ერთი ინფიცირდება, ადვილად ინფიცირდებიან მისი ოჯახის წევრებიც. თუ რომელიმე ორგანიზებულ დაწესებულებაში მუშაობს, იქ ხდება მისი ინფიცირება," - აღნიშნავს ის. მისი თქმით, სამედიცინო პირბადე უნდა ატაროს ინფიცირებულმა ადამიანმა იმისათვის, რომ სხვების დაინფიცირების პრევენცია თავიდან იქნას აცილებული. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც დაინფიცირების შიშით პირბადეს ატარებენ, დაინფიცირების რისკს არ ცვლის. „პირბადის ერთადერთი დანიშნულებაა, რომ ინფიცირებულმა ადამიანმა შეამციროს გარშემომყოფების ინფიცირების რისკი. პირბადის ტარება იმის შიშით, რომ თვითონ ეს ადამიანი არ დაინფიცირდეს, არ არის საფუძვლიანი. პირბადე უნდა ატაროს ინფიცირებულმა ადამიანმა. „სეზონური გრიპი ადამიანური ხასიათის არის, ყველა ადამიანზე და ყველა ქვეყანაზე ვრცელდება. ეს არის ყველა კონტინენტზე გავცელებული სეზონური გრიპის ეპიდემია. "დეზინფექცია შეიძლება, თუმცა ეს არ არის აბსოლუტური შედეგის მომტანი. ყველაზე მთავარი არის ინდივიდუალური ჰიგიენა, - ხელის დაბანა ყველაზე ეფექტური მეთოდია. ხელი სუფთა უნდა იყო, რომ ამ გზით არ მოხვდეს ჩვენ სასუნთქ სისტემაში," - აცხადებს ის. დროული მიმართვის შემთხვევაში, რამდენად მოსალოდნელია გართულებები და რომელია ყველაზე რისკ-ჯგუფები, რომელთათვისაც განსაკუთრებით რთულია ამ ვირუსის გადატანა? ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ მართალია დროული მიმართვა გართულების რისკს ამცირებს, თუმცა ეს ვერ იქნება გარანტია. იგი ასახელებს რისკ-ჯგუფების კატეგორიას და მათ დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. „დროული მიმართვა, რა თქმა უნდა, ამცირებს გართულებების რისკს, თუმცა 100%-ით ვერ აგვაცილებს რისკს. ამაზე ეფექტური მაინც არის ვაქცინა, პროფილაქტიკა. რისკ-ჯგუფებია განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ფილტვის, ტუბერკულოზი, გულის დაადებები, მძიმე ფორმით დიაბეტი და ა.შ. ყველა ეს ადამიანი რისკის ჯგუფის მქონედ ითვლება და გარკვეული რისკი არსებობს იმისა, რომ მძიმე გართულებით წავიდეს. „ამიტომ, ყოველ ოქტომბერში სულ არის მოწოდება, თუმცა საზოგადოება ამ მოწოდებას კარგად არ მიყვება. ყველა უნდა აიცრას, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფების ადამიანები. აცრა შეიძლება ბოლომდე არა, მაგრამ გართულებისგან და ლეტალური შედეგისგან ნამდვილად იცავს," - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5809422&name=15.01.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 ​