მედიამონიტორინგი 15.03.2019
ტელევიზია
14.03.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2019 წლის მარტიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები ბავშვებისთვის განკუთვნილ 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5939073
მაესტრო- დღის მთავარი თემა 21:00 -http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5939135
ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5939227
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5938030
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5939029
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5938355
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5937946
ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5937904
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5937779
---
14.03.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა და მოქალაქეების წამლებით უზრუნველყოფა - ოპოზიციას აინტერესებს, რაში დაიხარჯა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების წამლებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 10 მილიონი ლარი. ირკვევა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მხოლოდ 700 ათასი აითვისა. დავით სერგეენკო მედიკამენტებით დახმარებას ასობით ათას ადამიანს ჰპირდებოდა, თუმცა რეალურად, დაანონსებული პროგრამით, მხოლოდ 22 ათასმა მოქალაქე ისარგებლა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5939154
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5938068
---
14.03.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები ასახულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში. დოკუმენტი 200-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობას აფასებს. პოზიტიურ ტენდენციებთან ერთად არის მწვავე გზავნილებიც. განსაკუთრებით კრიტიკული აღმოჩნდა ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებს და სასამართლო სისტემას ეხება. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5939068
---
14.03.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
შრომის ინსპექციის პირველი გაუფრთხილებელი მონიტორინგი მძიმე დასკვნის მომზადებით დასრულდა. შემოწმებამ აჩვენა, რომ განსაკუთრებით რთული ვითარება ჭიათურის მანგანუმის მაღაროებშია. დასკვნის მიხედვით, საწარმოში დასაქმებულებს უმძიმეს და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში უწევთ მუშაობა, შრომითი უსაფრთხოების პირობები კი კრიტიკას ვერ უძლებს. დარღვევებს მენეჯმენტიც აღიარებს.
---
14.03.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
ექთნების მძიმე სამუშაო პირობები
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5937800
---
14.03.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
8 ადამიანი ელოდება ამჟამად თანხის შეგროვებას, იმისთვის რომ მძიმე დაავადების სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავროს - ეს მხოლოდ ფონდი „იალქანის“ მონაცემია. ამ ადამიანებს სახელმწიფო, სპეციალური პროგრამის ფარგლებში უკვე დაეხმარა, თუმცა თანხა არაა საკმარისი. ასე ხშირად ხდება, რადგან საუბარია ისეთ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც საქართველოში არ გვაქვს, საზღვარგარეთ კი ძვირადღირებულია. ვის დაეხმარება ფინანსურად სახელმწიფო ამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ექსპერტთა ჯგუფი წყვეტს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის ხარჯი სრულად არ ფინანსდება. ამ პრობლემების ძირითადი მიზეზი კი საქართველოში არსებული ჯანდაცვის სისტემა და სერვისების ნაკლებობაა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5939188
---
14.03.2019
არხი: I არხი
გადაცემა: დღის თემა
რას უპირისპირებს მოზარდების პრობლემებს სახელმწიფო და საზოგადოება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5939208
---
14.03.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
დაბინძურებული ჰაერი დედაქალაქში - ერთობლივი აუდიტის ანგარიშში, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში 15 ქვეყნის მიერ მომზადდა, საქართველოც მოხვდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5939161
---
14.03.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე
რამდენად უსაფრთხოა ონკანიდან წყლის დალევა საქართველოში?
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5938713
---
ინტერნეტი
15.03.2019
ჯანდაცვის სამინისტრო „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის" დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს
ჯანდაცვის სამინისტრო შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის” დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და დაწესებულებაში დროებითი მმართველის დანიშვნას ითხოვს. მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევებია. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, დაწესებულება ფუნქციონირების ნებართვის გაუქმების საფრთხის წინაშე დგას. მისივე თქმით, ცენტრი ვერ აკმაყოფილებს სანებართვო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გაბუნიას განცხადებით, აღნიშნულის გამო დაწესებულება 2018 წლის 3 აპრილს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დააჯარიმა, თუმცა მენეჯმენტის მხრიდან სანებართვო პირობები არ გაუმჯობესებულა. გარდა ამისა, ცენტრს მიმწოდებელთა მიმართ 2018 წლის აპრილის მონაცემებით, 165 000 ლარზე მეტი დავალიანება უფიქსირდება. მიზეზად ბიზნესგეგმის შეუსრულებლობა სახელდება. „ხელოვნურად მოხდა კვების ხარჯების და მედიკამენტების ხარჯების შემცირება 38%-იდან 30%-მდე და ამის ხარჯზე გაიზარდა ადმინისტრაციული ხელფასები და ხარჯები. მენეჯმენტმა ხელფასის სახით გასცა ბიზნესგეგმით გათვალისწინებულზე 81 642 ათასი ლარით მეტი თანხა. ამის გამო კი, ცენტრს წარმოექმნა კრედიტორული დავალიანება”, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის ხელმძღვანელი კახაბერ ძიმისტარაშვილი. დარღვევებიდან გამომდინარე შიდა აუდიტის დეპარტამენტი მოითხოვს, რომ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს”, რომელიც ბედიანის და სურამის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებს აერთიანებს, გაეგზავნოს აღნიშნული ანგარიში, რათა მან განიხილოს ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი და დაინიშნოს დროებითი მმართველი. დროებით მმართველს დაევალება, უმოკლეს ვადებში გაწეროს დაწესებულების რეაბილიტაციისა და ფუნქციონირების გაუმჯობესების გეგმა.
---
15.03.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/gadzvirebuli-medikamentebi-djandacvis-saministros-uunaroba-tu-farmacevtuli-kompaniebis-lobireba
„ მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები სახელმწიფოს უუნარობისა და ფარმაცევტული კომპანიების შესაძლო ლობირების შედეგია„
“2014-2020 წლის „ქართული ოცნების“ მთავრობის სტრატეგიაში ჩაიწერა, რომ ხელისუფლება იზრუნებდა როგორც მედიკამენტების ხარისხზე, ისე ფასზე, თუმცა მედიკამენტები ყოველდღიურად ძვირდება, რაც სახელმწიფოს უუნარობის და ფარმაცევტული კომპანიების შესაძლო ლობირების შედეგია, — აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე. ჩიხლაძის განმარტებით, დღეს ვითარება რადიკალურად სხვაა — სახელმწიფო უწყებებისგან ვისმენთ განსხვავებული შინაარსის განცხადებებს. კერძოდ იმას, რომ ვერ ჩაერევიან ამ სფეროში, რადგან ეს ბიზნესის დახრჩობის ტოლფასი იქნება. „ევროკავშირის 28 ქვეყანაში სხვადასხვა რეგულაციები მოქმედებს. სახელმწიფო ერევა, აწესებს ფასსაც. მიუხედავად ამისა, ცოტა არალოგიკურია იმის თქმა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ბიზნესს „ახრჩობენ“. ეს არის ჟარგონულად რომ ვთქვათ „გაპრავება“ ერთის მხრივ უუნარობის და მეორეს მხრივ, შესაძლოა საქმე გვქონდეს ფარმაცევტული კომპანიების ლობირებასთან. მათ არ უნდა ჰქონდეთ პირობითად, 700%-იანი მოგება და ამას სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს. არსებობს პირდაპირი მექანიზმები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებშია და არსებობს არაპირდაპირი მექანიზმები, რომელიც კონკურენტული პრინციპების დანერგვას გულისხმობს, “-აღნიშნავს ჩიხლაძე.
---
15.03.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/50-lariani-daxmarebit-146-000-bavshvi-isargeblebs
50-ლარიანი დახმარებით 146 000 ბავშვი ისარგებლებს
სოციალურად დაუცველი ოჯახები ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა ფორმით მიიღებენ. 50 ლარიდან 30 სპეციალურ, ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება, რომლის გამოყენებაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად იქნება შესაძლებელი. დარჩენილი 20 ლარი კი, ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება. სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით მიიღო. ბავშვის 50-ლარიანი დახმარებით 74 000 ოჯახი (146 000 ბავშვი) ისარგებლებს. მათ შორის 44 000 ოჯახს (87 000 ბავშვს) თანხის ნაწილი კვების ბარათზე დაერიცხება. ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ მაღაზიაში, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. მაღაზიების ჩამონათვალი კი სააგენტოს ვებგვერდ www.ssa.gov.ge-ზეა ხელმისაწვდომი.
---
14.03.2019
მედიასაშუალება: http://www.accentnews.ge/ge/news/details/68900
რა პრინციპით მიიღებენ სოციალურად დაუცველი ბავშვები 50–ლარიან დახმარებას
2019 წლის მარტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მუნიციპალიტეტების ნაწილში, 50-ლარიანი დახმარებიდან 30 ლარი სპეციალურ ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება (თანხის განაღდების უფლების გარეშე), რომლის გამოყენებასაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად შეძლებენ. დარჩენილი 20 ლარი კი, ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება. მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით იქნა მიღებული. დღეს, სწორედ ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს ლევან თხელიძეს შეხვდა. მინისტრმა პარტნიორ ორგანიზაციებთან საბოლოო კონსულტაციები გაიარა. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით მსოფლიო გამოცდილებას, რომელიც მრავალფეროვანია. „თანხის გაცემის ორივე მეთოდის შემთხვევაში, დადებითი შედეგი დგება, თუმცა რომელი იქნება უფრო ეფექტური ბავშვის კეთილდღეობისათვის, ამას სპეციალური კვლევა განსაზღვრავს. კვლევას, იუნისეფის კვალიფიციური ექსპერტები ჩაატარებენ. მუნიციპალიტეტების განსაზღვრა „შემთხვევითი შერჩევის“ პრინციპით მოხდა, რაც არის ყველაზე აპრობირებული და გავრცელებული მექანიზმი მსოფლიოში", - აღნიშნა მინისტრმა. ბავშვის კვების ბარათის ასაღებად ბენეფიციარებმა ერთჯერადად უნდა მიმართონ „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრებს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ მაღაზიაში, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. მაღაზიების ჩამონათვალი კი სააგენტოს ვებ-გვერდზეა www.ssa.gov.ge ხელმისაწვდომი. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505. „ბავშვის კვების ბარათის“ გამოყენება მარტიდან, საარსებო შემწეობის ჩარიცხვის შემდეგ გახდება შესაძლებელი. ბავშვის 50 ლარიანი დახმარებით 74 000 ოჯახი (146 000 ბავშვი) ისარგებლებს. მათ შორის 44 000 ოჯახს (87 000 ბავშვს) თანხის ნაწილი კვების ბარათზე დაერიცხება.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/536965-socialurad-daucveli-ojaxebi-bavshvis-50-larian-daxmarebas-sxvadasxva-metodit-miigeben/
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/sotsialurad-dautsveli-odjakhebi-bavshvis-50-larian-dakhmarebas-skhvadaskhva-formit-miigheben/57220
კვირა.ჯი- http://kvira.ge/454871
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/socialurad-daucveli-odjaxebi-bavshvis-50-larian-daxmarebas-sxvadasxva-metodit-miigeben
---
14.03.2019
დავით სერგეენკო - მედიკამენტების შესაძენად განკუთვნილი თანხა გამჭვირვალეა და ის ვერსად დაიმალება
„მედიკამენტების შესაძენად განკუთვნილი თანხა გამჭვირვალეა და ის ვერსად დაიმალება - მედიკამენტებზე მოსარგებლეთა მოთხოვნა არის დაბალი, თუმცა „ევროპული საქართველოს" მონდომებას ვაფასებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. „ბიუჯეტი რაც იყო შარშან გამოყოფილი, მედიკამენტები იქნა სრულად შეძენილი და ეს მედიკამენტები დასაწყობებულია ჩვენს კონტრაქტორებთან და არის იმ სააფთიაქო ქსელში, რომლებთანაც გვაქვს ხელშეკრულება. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ მოსალოდნელი რაოდენობა მოსარგებლეთა, რომელიც ჩვენ დავთვალეთ სტანდარტით, გაცილებით ნაკლებია. არსებობს მედიკამენტი, მაგრამ მოსახლეობა არ სარგებლობს ამ შესაძლებლობით. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხუთი მიზეზი ჩავშალეთ. ეს 5 სავარაუდო მიზეზია: ინფორმაციის ნაკლებობა, ქვეყანაში არსებული მედიკამენტის ნაცვლად ხდება გამოწერა ისეთი მედიკამენტის, რომელსაც მსგავსი მოქმედება აქვს, მაგრამ ამ პროგრამით არ არის გათვალისწინებული, დისტრიბუციის ქსელის არასაკმარისი სიფართოვე, ანუ არასაკმარისი რაოდენობის აფთიაქები, იმ ბიზნესპროცესის, რომლითაც უნდა მოხდეს ამ მედიკამენტების მიღება, სირთულე და არასწორი დანიშნულება. ვაფასებთ "ევროპული საქართველოს" დაინტერესებას, მაგრამ ეს არის რაც მოგახსენეთ",- განაცხადა სერგეენკომ. "ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, 2018 წელს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 10 მლნ ლარიდან მოქალაქეებამდე მხოლოდ 1.7 მლნ ლარის წამალი მივიდა და ამას თავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკა აჩვენებს. მისი თქმით, სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია მედიკამენტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერების, ასევე შეძენილი წამლის მარაგის ხარჯვის შესახებ.
---
14.03.2019
ჭიაბერაშვილი: მოქალაქეებს, რომლებსაც გაძვირებული მედიკამენტების ყიდვა უწევთ, არ აინტერესებთ ქაღალდზე როგორ შესრულდა ბიუჯეტი
“მოქალაქეებს, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ გაძვირებული მედიკამენტების ყიდვა, არ აინტერესებთ, ქაღალდზე როგორ შესრულდა ბიუჯეტი. ფაქტია, რომ 2018 წელს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 10 მლნ ლარიდან მოქალაქეებამდე მხოლოდ 1.7 მლნ ლარის წამალი მივიდა და ამას თავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკა აჩვენებს,” – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებას, რომ 2018 წელს პროგრამაზე 8 მლნ ლარი დაიხარჯა. მისი თქმით, სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია მედიკამენტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერების, ასევე შეძენილი წამლის მარაგის ხარჯვის შესახებ. “თუ წამალი 2018 წელს შეიძინეს, დაასაწყობეს და 2019 წელს ხარჯავენ, ეს ცალკე განმარტებას მოითხოვს. მით უმეტეს, რომ მედიკამენტების პროგრამის 2019 წლის ბიუჯეტის ათვისებაც ძალიან დაბალია”, – აცხადებს ჭიაბერაშვილი. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ 2018 წელს პროგრამის გაფართოებამ ყველა პენსიონერზე მნიშვნელოვნად ვერ გაზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც წამალი დაუფინანსდა. 2017 წელს პროგრამით 13,000-მა მოქალაქემ ისარგებლა, 2018 წელს – 22,000-მა მოქალაქემ. არადა, დეპუტატის თქმით, პროგრამის ამოქმედებამდე ჯანადაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას პირდებოდა, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 200,000 მოქალაქე ისარგებლებდა. “საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ბოლო 6 წლის განმავლობაში წამლებზე ფასები 60%-ითაა გაზრდილი, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა ჯერ ისევ მიუწვდომელია ათიათასობით მოქალაქისთვის, რომელიც პროგრამის დაწყებას იმედით ელოდა,” – აცხადებს ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, გამოსავალია მედიკამენტის კომპონენტის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ოღონდ ამისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი უნდა შეიცვალოს და მოხდეს მისი სწორი ადმინისტრირება. ასეთ შემთხვევაში ათიათასობით გაჭირვებული მოქალაქეების ხელმისაწვდომობა წამლებზე გაიზრდება.
---
14.03.2019
დავით სერგეენკო სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ვიყავი და რაიმე ზეწოლის შემთხვევას არ შევსწრებივარ
ჩართული ვიყავი წინასაარჩევნო კამპანიაში და არც ერთ რაიმე ზეწოლის შემთხვევას არ შევსწრებივარ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. „საკუთრივ ანგარიშს არ გავცნობივარ, მაგრამ მაგალითად რაც შეეხება მაჩალიკაშვილის და სარალიძის საკითხს, ნამდვილად გულწრფელად მჯერა, რომ შესაძლებლად მოკლე ვადებში და მაქსიმალურად გამჭვირვალედ იქნება ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული. რაც შეეხება საარჩევნო საკითხებს, მე ჩართული ვიყავი წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც მოქალაქე გამოვხატავდი ჩემს დამოკიდებულას. პირადად მე არც ერთ შემთხვევას არ შევსწრებივარ, რომ რაიმე სახის ზეწოლა ყოფილიყო",- განაცხადა სერგეენკომ. გუშინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოქვეყნდა. „პოლიტიკური ძალადობისთვის პასუხისმგებლობის დაყენება პრობლემად დარჩა, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ოპოზიციის წარმომადგენლებზე რიგი თავდასხმები", - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ NDI-ს განცხადებით, „ამ არჩევნებში ყველაზე განსაცვიფრებელი იყო სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან აგრესიული, პერსონალიზირებული და უპრეცედენტო თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი ლიდერების წინაღმდეგ“. ანგარიშში ასევე მოყვანილია მარნეულის მერის საქმე და აღნიშნულია, რომ პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო და მერს ბრალდება წაუყენა.
---
14.03.2019
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/saqartveloshi-220-gasashvilebeli-bavshvia-shvilad-akvanis-msurvelad-ki-3-atasamde-piria-registrirebuli/57218
საქართველოში 220 გასაშვილებელი ბავშვია, შვილად აყვანის მსურველად კი 3 ათასამდე პირია რეგისტრირებული
საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 220 ბავშვია, მათ შორის 153 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, 35-ს კი გაშვილება არ სურს (საუბარია 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებზე, რომელთა გაშვილება აკრძალულია მათი თანხმობის გარეშე). ამის შესახებ პირველ არხს სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მშვილებელთა რეესტრში 2813 მშვილებელიადარეგისტრირებული – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აკმაყოფილებენ გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება გაშვილებულთა სტატისტიკას, 2018 წელს ქვეყანაში გაშვილდა 85 ბავშვი, მათ შორის 8 განსხვავებული საჭიროების მქონეა. მათგან საერთაშორისო შვილად აყვანას დაექვემდებარა 5 შშმ ბავშვი.
---
14.03.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/articles/view/43751/poliklinika-borblebze--sastsrafos-eqimebis-gadaudebeli-sachiroebebi
პოლიკლინიკა ბორბლებზე - სასწრაფოს ექიმების გადაუდებელი საჭიროებები
რა პირობებში უწევთ მუშაობა იმ ადამიანებს, ვისაც კრიტიკულ სიტუაციებში ჩვენს სიცოცხლეს ვანდობთ - არამიზნობრივი გამოძახებები, გადატვირთული მოძრაობა, შრომასთან შედარებით არაადეკვატურად დაბალი ანაზღაურება, გაღიზიანებული პაციენტები, სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ექიმების ისედაც სტრესულ პროფესიას უფრო მეტად გაუსაძლის ხდის. * * * „დღეს გვქონდა ასეთი შემთხვევა, ვიყავით მისამართზე, 3-დღიანი ცხელება ჰქონდა პაციენტს, მოვუსმინეთ. ვუთხარით, რომ, სავარაუდოდ, იყო ვირუსული ინფექცია. ვკითხეთ, რატომ არ გაესინჯა აქამდე ოჯახის ექიმს. გვითხრა, რომ იქ ძალიან დიდი რიგებია და ა.შ. პირველადი ჯანდაცვის რგოლი გამართულად არ მუშაობს, რაც შემდეგ ჩვენზე აისახება - ჩვენი დატვირთვა, გამოძახებების რიცხვი იმატებს და გავდივართ ასეთ არამიზნობრივ გამოძახებებზე“. „გრიპების სეზონზე თითო ბრიგადა20-25 გამოძახებაზე ადიოდა. არამიზნორბივი გამოძახებები რომ არ იყოს, თუ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებზე ვივლით, ეს რიცხვი განახევრდება“. „ზოგიერთი პაციენტი ვერ აცნობიერებს, რას ემსახურება სასწრაფო დახმარება. ამას წინათ, ღამის 4 საათზე გამოგვიძახეს, ყელი მტკივაო მოქალაქემ. ჩავხედე შპადელით, ამაზე ძალიან გაბრაზდა, სად არის აპარატიო. რა აპრატი-მეთქი. აი, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმებს რომ აქვთ, ის აპარატიო. აბა რათ მინდიხართ, თუ ის აპარატი არ გაქვთო“. „მოუთხოვიათ პროთრომბინის ანალიზის გაკეთება, ექოსკოპიის აპარატი. უნდათ, რომ მოძრავი ლაბორატორია ვიყოთ, ბორბლებზე“. „დილას პირველი გამოძახება იმის გამო იყო, რომ 27 წლის ბიჭს წუხელ არ ეძინა და დიაზეპამის გაკეთება მოგვთხოვეს. ავუხსენით, როგორი ჩვენებების დროს ვაკეთებთ ასეთ წამლებს. საყვედური გვითხრეს: რა სასწრაფო ხართ, თუ ადამიანი ვერ იძინებს და დამამშვიდებელს არ უკეთებთო“. ერთი დღე სასწრაფოში ეკიპაჟის წევრებმა - უფროსმა ექიმმა ინგა პანკრატოვამ, უმცროსმა ექიმმა გიორგი თუხარელმა და მძღოლმა გოჩა ჟოჟოლაძემ - მეშვიდე გამოძახება დაასრულეს. 19 წლის პაციენტი, გულ-მკერდის არეში ტკივილებით კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმი საქმეს ელექტრონულად ხურავს და ახალ გამოძახებას ელოდება. სანამ მანქანა დაიძრა, მომდევნო გამოძახებაც დაფიქსირდა - 79 წლის ქალი მაღალი წნევით დახმარებას ითხოვდა. სასწრაფო მეზობელმა გამოიძახა. სასწრაფოს მისვლამდე კი წამალი დაალევინა. მარტოხელაა. ძმისშვილიც სულ მუშაობს. ორი წლის წინ გულის ოპერაცია გაიკეთა. ხანდახან, როცა წნევის აქვს, მარეგულირებელს სვამს. „რაღაცა მარეგულირებელს ვიღებ, კაპ...რაღაც ჰქვია, გამითავდა და ვეღარ დავლიე. როცა ვსვამ მარეგულირებელს, კარგად ვარ. ყოველდღე არა, მაგრამ 2 დღეში ერთხელ, 3 დღეში ერთხელ ვსვამ. ძვირიანია, შვილო, მოხუცი რომ ვარ, ეკონომიას ვაკეთებ. ბოდიში რომ შეგაწუხეთ, ახლა უკეთ ვარ, კარგად გხედავთ, წეღან დამიბნელდა თვალებში“, - ჰყვება პაციენტი. ექიმი ურჩევს, რომ წნევის მარეგულირებელი ყოველდღე დალიოს. „ზოგიერთი წნევის დამწევი ძვირი ღირს, ზოგი - იაფი. თუ ვერ ყიდულობს ასეთ ფასიანს, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, რომ სხვა შედარებით დაბალფასიანი მედიკამენტით ჩაანაცვლოს“, - არიგებს სასწრაფოს ექიმი მეზობელს. ნემსსაც უკეთებენ. წნევა ნელა იწევს დაბლა. „180-ია კიდევ შვილო? 180-ს ვუძლებ, არა უშავს... აბა სახლში დარეკე, იქნებ მაია მოვიდა, უთხარი მამიდაშენი ჩვენთან არისო, სასწრაფო გვყავსო. იქნებ მოვიდეს. ძმისშვილია ჩემი, მეტი არავინ მყავს...“, - ამშვიდებს ექიმებს. წნევა ნორმაში დგება, კარდიოგრამაც კარგია, პულსიც. მოხუცი წუხს, რომ ამდენი ხალხი შეაწუხა. ექიმებმა პაციენტთან დაახლოებით 40 წუთი გაატარეს. უკვე დაღამდა. მძღოლი მანქანში ელოდებათ. მანქანაში სხდებიან თუ არა, ისევ ახალი გამოძახებაა. 45 წლის მამაკაცს ხელი შუშაზე გაეჭრა. შეეშინდა და სასწრაფოს დაურეკა. 9 იანვრის დილა ჭავჭავაძის გამზირზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა მშენებარე კორპუსთან მუშების ჯიხურს ეჯახება. ექიმებს პაციენტი კლინიკაში გადაჰყავდათ. შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი შავდება, ერთი - კვდება. პროკურატურაში ამბობენ, რომ მძღოლს ჩაეძინა, რის გამოც მან ავტომობილის მართვისას კონტროლი დაკარგა. ამ ვერსიას არც მძღოლის ადვოკატი იზიარებს და არც სასწრაფო სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები. ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ავტოსაგზაო შემთხვევა რთულ სამუშაო გრაფიკს გამოეწვია. მისი თქმით, საჭიროა, ამ გარემოებებს მიექცეს ყურადღება. ბრალდებული მძღოლი მედიასთან არ საუბრობს. სასამართლო პროცესი 18 აპრილსაა ჩანიშნული. რთულ სამუშაო პირობებსა და გადატვირთულობაზე საუბარი თავად სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმაც დაიწყეს. ამ შემთხვევის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლებმა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნეს. რას ამბობენ მძღოლები წერილში მძღოლები ხაზს უსვამენ, რომ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადების ახლანდელ რეჟიმში მუშაობა ფიზიკურად შეუძლებელი ხდება. მძღოლები ამბობენ, რომ დღე-ღამის განმავლობაში 24-28 გამოძახების შესრულება ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება. ისინი ითხოვენ, ადმინისტრაციამ შეიმუშაოს რაიმე მექანიზმი არამიზნობრივი გამოძახებების აღმოსაფხვრელად, რაც, მათი თქმით, გამოძახებების 70-78%-ს შეადგენს. დავით სებუა, რომელიც წერილის ერთ-ერთი ავტორია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში 2004 წლიდან მუშაობს. „ლიბერალთან“ საუბრისას მთავარ პრობლემად არამიზნობრივ გამოძახებებს ასახელებს. ამბობს, რომ განსაკუთრებით ზამთარში გამოძახებები არ წყდება. ერთი ფილიალის ბრიგადები ხშირად საკმარისი არ არის, ამიტომ უწევთ სხვა ფილიალის გამოძახებაზე გასვლაც. ასეთ პერიოდში ცენტრში შესვლისა და დასვენების დრო ღამეც არ აქვთ. სებუა იხსენებს, რომ მასაც ჰქონდა შემთხვევა, როდესაც გადაღლილობის გამო საჭესთან გაითიშა და გზა აერია. „გადაღლილები ვიყავით, გამთენიისას ცენტრში ვბრუნდებოდით, თვალები ღია მქონდა, მაგრამ გონება გამეთიშა და შეხვევის ნაცვლად გზა გავაგრძელე. გამიმართლა, ექიმმა შემახსენა, მერე მოვედი აზრზე და მოვბრუნდი“. პრობლემის გადაჭრის გზად გამოძახებების გაფილტვრა ესახება. ამბობს, რომ თუკი 112-ის ზარები გაიფილტრება, ან პაციენტს ოჯახის ექიმთან ან კერძო სადაზღვევო კომპანიაში გადაამისამართებენ, სადაც დაზღვეულები არიან, მდგომარეობა შედარებით შემსუბუქდება. „გვქონდა შემთხვევა, როცა ღამის 4 საათზე პაციენტი წამოვიყვანეთ ვეძისიდან. ჩაცმული პაციენტი გველოდებოდა, თავისი ფეხით გამოვიდა და ჩაჯდა მანქანაში. ექიმებისგან რამე დახმარება არ დასჭირვებია, უბრალოდ კლინიკაში გადაყვანა უნდოდა. მისი მეუღლე ამბობდა, რომ 200 დოლარს იხდიან დაზღვევაში. ავერსის კლინიკაში გადავიყვანეთ. ე.ი. რა გამოდის? ტაქსის ფუნქცია შევასრულეთ ხომ? გამოგვიძახეს როგორც ტაქსი. ასეთ დროს იხარჯება ფული, საწვავი, ენერგია პირველ რიგში, ასეთი გამოძახებები რომ არ იყოს, დასვენების საშუალება მოგვეცემა და ენერგიას აღვიდგენთ“, - გვიყვება დავით სებუა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები 24 საათში ერთხელ იცვლებიან. ამ პერიოდში ყოველი მე-6 გამოძახების შემდეგ 20-წუთიანი შესვენება აქვთ. რამდენ ხანს გაგრძელდება 6 გამოძახება, ამის განსაზღვრა რთულია. გარდა ამისა, თანამშრომლები ამბობენ, რომ 20-წუთიანი დასვენება ძალიან ცოტაა. ამ დროს მოწესრიგება, საჭმლის ყიდვა, გამზადება და ჭამა უნდა მოასწრონ. მძღოლებიც და ექიმებიც კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მათ მიმართ გამოხატული აგრესია სამუშაოს კიდევ უფრო ურთულებთ. ძირითადად, აგრესიას დაგვიანების გამო აწყდებიან, რისი მიზეზიც ქალაქში გადაადგილება, საცობები და გამოძახებების სიმრავლეა. სასწრაფო დახმარების გამოძახების სტატისტიკა „ლიბერალის“ მიერ 112-იდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით 2018 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარება თითქმის მილიონ-ნახევარჯერ გამოიძახეს. მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2018 წელს გამოძახების რაოდენობა ზუსტად 1 493 636 იყო. აქედან, ყველაზე მეტი გამოძახება თბილისში დაფიქსირდა (701 228), შემდეგ მოდის იმერეთი, ქვემო ქართლი და აჭარა. გამოძახებების რაოდენობა არც წინა წლებშიც ყოფილა მნიშვნელოვნად ნაკლები: 2015 წელს – 1 393 910, 2016 წელს - 1 463 437, 2017 წელს კი - 1 459 310 იყო. არამიზნობრივი გამოძახებები, როგორც პრობლემა ნინომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უმცროს ექიმად თითქმის ერთი წელი იმუშავა. თვეში 8 დღე უწევდა მორიგეობა, პარალელურად სწავლობდა. როცა მიხვდა, რომ ამ რეჟიმში ძალიან უჭირდა და პროფესიულადაც ვერ ვითარდებოდა, სამსახურიდან წამოვიდა. „ვისაც არ უმუშავია სასწრაფოში, ვერ დაინახავს განსხვავებას სასწრაფოს მანქანის კაბინაში გზაში გატარებულ 24-საათიან მორიგეობასა და საავადმყოფოს მიმღებში გატარებულ მორიგეობას შორის. თბილისის ქუჩებში დღის განმავლობაში გადაადგილება საშინელებაა. ძალიან ბევრი ექიმია, ვინც მორიგეობიდან პირდაპირ სხვა სამსახურში მიდის ან იქედან მოდის პირდაპირ და ა.შ. წარმოუდგენებლია, არც ჯანმრთელობა გივარგა, არც ფსიქიკა, აღარც დრო გაქვს არაფრისთვის. ბევრი კიდევ დამატებით მორიგეობებს იღებს იმისთვის, რომ მეტი გამოიმუშაონ“, - გვიყვება ნინო. ის იხსენებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სასწრაფო დახმარება თერმომეტრის გატეხვის გამოც გამოუძახიათ, რადგან სიცხეს ვერ იზომავდნენ. გვიყვება, რომ გამოძახებები ხშირია ისეთ დროსაც, როცა პაციენტს ახველებს, ყელი სტკივა და აინტერესებს ფილტვების ანთება ხომ არ აქვს. ეს კი სასწრაფოს მოვალეობა არაა, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ნაწილია. „აი, მაგალითად ქრონიკებს ვეძახით პატიენტებს, რომელსაც წელიწადში შეიძლება 500 გამოძახება ჰქონდეს ან ლაპარაკი უნდა, ან ჰგონია, რომ წნევა აქვს, ძირითადად, მარტოხელა მოხუცები არიან. 112-მაც იცის, ყველამ ზეპირად იცის მათ შესახებ, მაგრამ ვერაფერს შვები, არ გაქვს უფლება რომ არ მიხვიდე. არის შემთხვევები როდესაც პაციენტი რეკავს და ამბობს, რომ ქალაქის მეორე ბოლოში უნდა გადაყვანა, ის ჩვეულებრივ მდგომარეობაშია. უბრალოდ უნდა, რომ სასწრაფოს მანქანამ გადაიყვანოს და არა ტაქსიმ ან მარშუტკამ. ამ დროს კი უგონო პაციენტთან მივსულვართ 40 წუთის დაგვიანებით. ამაში იხარჯება დრო, ენერგია, რესურსი. სახელმწიფოს ერთი გამოძახება დაახლოებით 50 ლარი უჯდება“, - ამბობს ნინო. ექიმები ყურადღებას ამახვილებენ სამუშაო პირობებზეც და ამბობენ, რომ ფილიალებში ინფრასტრუქტურა არ არის მოწესრიგებული, დასვენების დროც რომ იყოს, საწოლები არ არის, არც საშხაპეები, რომ 24-საათიან სამუშაო დროს, როცა ან სისხლით ისვრები ან წვიმაში ხვდები და ა.შ., წყალი გადაივლო. არც 20-წუთიანი შესვენებაა საკმარისიადა კარგი იქნება, ერთი საათი მაინც თუ ექნებათ, რომ მშვიდად სადილობა და ენერგიის აღდგენა შეძლონ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს საჭიროების შემთხევაში 5-წუთიანი შესვენებითაც შეუძლიათ სარგებლობა. * * * სტრუქტურულად, თბილისის სასწრაფო თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია და მასში 14 რაიონული სამსახური, ანუ ფილიალი შედის. რეგიონების შემთხვევაში კი სასწრაფო დახმარების ფილიალები ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ს - საგანგებო სიტუაციებისკოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ექვემდებარება, რომელიც სამედიცინო მომსახურებას მოსახლეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აწვდის, გარდა, თბილისის, ბათუმის (+ხელვაჩაური) და ოკუპირებული ტერიტორიებისა. სამუშაო გრაფიკი და პირობები თბილისის სასწრაფოში თბილისში დღე-ღამის განმავლობაში 97 სამედიცინო ბრიგადა მუშაობს. ბრიგადის შემადგენლობაში არიან: უფროსი ექიმი, უმცროსი ექიმი და მძღოლი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, მაგალითად, 2019 წლის იანვრის თვის განრიგის თანახმად, მინიმალური სამუშაო დღეების (მორიგეობის) რაოდენობა არის 7, მაქსიმალური - 12. რაც შეეხება ხელფასებს, ბრიგადის წევრებისთვის განსაზღვრულია საათობრივი ანაზღაურება. უფროსი ექიმის თანამდებობრივი სარგოა საათში 8 ლარი, უმცროსი ექიმის - 6,50 ლარი, მძღოლის - 5,40 ლარი. როგორც „ლიბერალს“თბილისში სასწრაფო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ბრიგადის წევრებისთვის თვეში 208 საათზე მეტი ხანგრძლივობის სამუშაოს შესრულება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ ითვლება და სახელფასო დანამატი გაიცემა. მათ მიერ მოწოდებული მონაცემებით, 2018 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, უფროსი ექიმის საშუალო დარიცხული ხელფასი იყო 1 728 ლარი, უმცროსი ექიმის - 1 404 ლარი, მძღოლის - 1 167 ლარი. რა პასუხი აქვთ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „ლიბერალთან“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ბერეკაშვილიც მთავარ გამოწვევად არამიზნობრივ გამოძახებებს ასახელებს. მისი თქმით, სასწრაფოს რომ არამიზობრივი ზარები მოაკლდეს, ასევე, ე.წ. ქრონიკები და კერძო დაზღვეულები, მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. როგორც ბერეკაშვილი ამბობს, მდგომარეობას განმუხტავს პროგრამა, რომელიც ახლა ადაპტაციისა და თარგმნის რეჟიმშია. ამ პროგრამის მიხედვით მოხდება ზარების რანჟირება. 112-ის ოპერატორს თავად აღარ მოუწევს ზარების პრიორიტეტიზაცია. პროგრამას ექნება ფუნქცია, კითხვების საშუალებით უზრუნველყოს ზარების კლასიფიკაცია. რაც შეეხება ფილიალებში არსებულ მდგომარეობას, ბერეკაშვილი ამ კუთხით განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, პერიოდულად გარკვეული სამუშაოები ტარდება ფილიალების კეთილმოწყობის მიზნით. მას მიაჩნია, რომ ინვენტარი და ფილიალების ინსფრასტრუქტურა დამაკმაყოფილებელია. ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ბერეკაშვილი ამბობს, რომ ამ კუთხით თბილისის სასწრაფოში საგანგაშო მდგომარეობა არაა. „ექიმები დამატებით იმიტომ მუშაობენ, რომ ყველას უნდა მეტი შემოსავალი, ყველას ჰყავს ოჯახი, შვილები. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე სასწრაფოს ექიმებისა და მძღოლების ხელფასი არ არის ისეთი მინიმალური, რომ საგანგაშო იყოს. უმეტესობას 1 000 ლარზე მეტი აქვს. მძღოლებს დამატებით 10-დღიანი შვებულებაც მივეცით. აქ საუბარია კარგსა და უკეთესზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, უკეთესი გვინდა, მაგრამ ეს იმ ბიუჯეტის შესაბამისია, რომელიც დამტკიცებული გვაქვს“, - ამბობს ირაკლი ბერეკაშვილი. როგორ მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარება რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდება ხორციელდება არა მუნიციპალური საზღვრების გათვალისწინებით, არამედ შემთხვევის ადგილთან ტერიტორიულად უახლოესი თავისუფალი ეკიპაჟის გაგზავნის პრინციპით. ცენტრის განმარტებით, მუნიციპალიტეტების მიხედვით ეკიპაჟების რაოდენობა ინციდენტების რაოდენობისა და რეაგირების დროის ანალიზის მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, ქუთაისის მუნიციპალიტეტს ემსახურება 10 ეკიპაჟი, გორს - 8, რუსთავს - 7 და ა.შ. რაც შეეხება რეგიონებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრების ანაზღაურებას, რეგიონებში ბრიგადის წევრების ანაზღაურება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად წარმატებით გაიარეს მათ ტრენინგები. ცენტრის მონაცემებით, ამ ეტაპზე გადამზადებულია (სერტიფიცირებულია) - 661 ექიმი, 727 ექთანი და 675 მძღოლი. მათივე განმარტებით, 2016 წლის ბოლომდე დანიშნული პერსონალისთვის ტრენინგების გავლა არის ნებაყოფლობითი, ხოლო 2017 წლიდან ახალი თანამშრომლისთვის ტრენინგის გავლა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სავალდებულოა. რა უნდა შეიცვალოს და როგორ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახებების რიცხვი დიდია. მისი თქმით, აღნიშნული კომპლექსური პრობლემაა და გამოსავალიც რამდენიმე მიმართულებით უნდა ვეძებოთ. „მიეჩვივნენ ადამიანები, რომ სასწრაფო არის ბორბლებიანი პოლიკლინიკა და რეალურად პირველად ჯანდაცვას სასწრაფოთი ანაცვლებენ. მით უმეტეს, როდესაც საუბარია სეზონურ გრიპზე და ა.შ. ამან გამოძახებების რაოდენობა რამდენჯერზე გაზარდა... მეტსაც გეტყვით, უკვე ისწავლეს ადამიანებმა და მორგებულნი არიან იმ ალგორითმზე, რომლითაც სასწრაფოს დისპეჩერი დღეს ოპერირებს“, - ამბობს ზოიძე. მისივე თქმით, ასევე პრობლემური საკითხია მარტოხელა მოხუცების თემა, სადაც სასწრაფოს ექიმები სოციალურ როლს ასრულებენ. „მესამე კი ქრონიკული ავადმყოფების თემაა. იმის გამო, რომ არ არსებობს გრძელვადიანი მოვლის სერვისები, არ არსებობს პალიატიური მზრუნველობის ადეკვატური სამსახური, ამიტომ ადამიანები სახლში არიან და სასწრაფოს აბსოლუტურად სხვა ხასიათის სამედიცინო მომსახურების გასაწევად იძახებენ“, - ამბობს ზოიძე. ►პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ზოიძის თქმით, მთავარი გამოსავალი პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში მდგომარეობს, მისივე თქმით, უახლოეს 3 წელიწადში ამ მიმართულებით გარდატეხა უნდა მოახდინონ, ვინაიდან „ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“. „რატომ არ მიდის დღეს ადამიანი პოლიკლინიკაში? არ მიდის იმიტომ, რომ მივა და რაღაცა თანხის გადახდა შეიძლება მაინც მოუწიოს, თუმცა უფასოა ოჯახის ექიმთან ვიზიტი და მთელი რიგი გამოკვლევები. ასევე, დამატებითი გამოკვლევებისთვის მაინც უნდა წავიდეს საავადმყოფოში, გადაიხადოს ფული და მერე მედიკამენტისთვის უნდა წავიდეს აფთიაქში, ფული გადაიხადოს და იყიდოს. ამიტომ აზრს ვერ ხედავს. წავა პირდაპირ და აფთიაქში იყიდის წამალს, ამით ექიმის ფულსაც დაზოგავს და ტრანსპორტირებისასაც. ან წავა პირდაპირ საავადმყოფოში, იქ ექიმსაც ნახავს, შესაბამისს გამოკვლევებსაც ჩაიტარებს, ან პირდაპირ გამოიძახებს სასწრაფოს, რომელიც უფასოა. ამით კი პირველადი ჯანდაცვის რგოლი სისტემიდან ვარდება“, - ამბობს ზოიძე. რაც შეეხება ქრონიკულ პაციენტებს, ზოიძის თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ახალი ბიუჯეტით 50 მედიკამენტამდე გაფართოვდება, საშუალებას მოგვცემს, რომ ადამიანები პირველადი ჯანდაცვის გროლში მიიზიდონ. „შემდეგ კი ამ რგოლშივე უნდა მოხდეს პაციენტის შენარჩუნება, არა როგორც რეცეპტის გამომწერ ექიმთან, არამედ პარტნიორთან ქრონიკული დაავადების მართვაში. ეს იქნება ძალიან კრიტიკული საკითხი“, - ამბობს ზოიძე. ►დისპეჩერიზაციის ახალი პროგრამა სასწრაფოს ექიმებისა თუ ცენტრის ხელმძღვანელების მსგავსად, ზოიძე ერთ-ერთ გამოსავალს გამოძახებების პრიორიტეტიზაციის დახვეწილი სისტემის შექმნაში ხედავს. მისი თქმით, ახალი პროგრამა საშუალებას მოგვცემს, მეტი სიზუსტით, საკონტროლო კითხვებით შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა, რამდენად გადაუდებელია ის. ასევე, ახალი პროგრამა დისპეჩერებს მისცემს საშუალებას, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ ბრიგადა პაციენტთან მივა, საჭიროების შემთხვევაში კავშირზე დარჩეს პაციენტთან და მისცეს შესაბამისი ინსტრუქციები და რჩევები. „დღეს პაციენტამდე მისვლის საშუალო პერიოდი 18 წუთია, რაც ძალიან ბევრია. 12 წუთი არის ოქროს შუალედი, ის დრო, რომელიც აქვს ექიმს [მწვავე შემთხვევებზე რეაგირებისთვის]. სამწუხაროდ, საშუალოდ 18-დან 23 წუთამდეა პაციენტამდე მისვლის დრო. ფაქტობრივად არ განსხვავდება გადაუდებელი და არაგადაუდებელ ავადმყოფთან მისვლის პერიოდი...“, - ამბობს ზოიძე. მისი თქმით, არამიზნობრივი გამოძახებები აისახება როგორც ექიმების ეფექტურობაზე, ასევე ირიბად მათი ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობასაც უკავშირდება. „გაცილებით უფრო მეტად ეფექტიანი იქნება, თუ ადამიანები ყველაფრისთვის სასწრაფოს არ გამოიძახებენ. ბრიგადის წევრებს, რა თქმა უნდა, მეტი ხელფასი უნდა ჰქოდნეთ, მაგრამ არჩევანი რა აქვს მერიას? ვეუბნებით, რომ აღარ გვყოფნის სასწრაფოები, ყოველ წელს ემატება ბრიგადები. რის ხარჯზე ხდება ამ ბრიგადების დამატება? იმის ხარჯზე, რომ ვეღარ აძლევ მაღალ ხელფასს იმ პერსონალს, რომელიც მანამდე გყავდა. ვერც პრემიას ვეღარ აძლევ და ეს პრობლემები მაშინ ჩნდება. ბიუჯეტი უსასრულო ხომ ვერ იქნება. თუმცა, დღეს უფრო დიდი პრობლემა ის მგონია, რომ თბილისში ხელფასი თუ 1 400 ლარია, 700 ლარი აქვს რეგიონის სასწრაფოს ექიმს. ეს მეტი უსამართლობა მგონია“, - ამბობს ზოიძე. რაც შეეხება სასწრაფოს ექიმებზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ძალადობის შემთხვევების პრევენციასა და ასეთ შემთხვევებში მათი სტატუსის პოლიციელთან გათანაბრებას, ზოიძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებმა სტატისტიკით უნდა დაასაბუთონ კანონის გამკაცრების საჭიროება. ვინაიდან, მისი თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ექიმისთვის ხელშეშლა ისედაც სისხლის სამართლის დანაშაულია. „ვნახოთ, არის თუ არა ისეთი სტატისტიკა, რომ ასეთი ტიპის უხეში საკანონმდებლო ჩარევა დაასაბუთოს. კი ბატონო, განვიხილავთ. მაგრამ თუ ცალკეული შემთხვევები იყო, ამის გამო კანონი მივიღოთ...?“, - ამბობს ზოიძე.
---
14.03.2019
ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა
თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან 53 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი მშენებარე კორპუსში მუშა იყო. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
---
14.03.2019
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=21765
აწყურში მეწყერით დაზარალებული რვა ოჯახი დევნილთა სამინისტროსგან დაფინანსებას ელოდება
დევნილთა სამინისტრო აწყურში მეწყერით დაზარალებული რვა ოჯახისთვის სახლის შესაძენად თანხის გამოყოფის საკითხს სწავლობს. სპეციალური კომისია ამ ეტაპზე იმ ოჯახების საკითხს განიხილავს, რომელთა სარეიტინგო ქულაც 16.5 და მეტია. ქვეყნის მასშტაბით რიგში სულ 2 916 ოჯახია. აწყურში მეწყერით დაზარალებული რვა ოჯახი დევნილთა სამინისტროსგან დაფინანსებას ელოდება აწყურში მეწყერი ორ ადგილზეა გააქტიურებული, ბოლოს მთის ფერდობზე ნაპრალები 2018 წელს გაჩნდა, რა დროსაც ათამდე სახლი საცხოვრებლად საშიში გახდა. ჯამში აღნიშნული სოფლიდან ბინით უზრუნველყოფას კი რვა ოჯახი ითხოვს. „მიმდინარე წლის საბიუჯეტო ასიგნებების რაოდენობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე განიხილავს 16,5 და მეტი სარეიტინგო ქულის (ქულა განსაზღვრავს განხილვის რიგითობას) მქონე ოჯახების საკითხებს. რაც შეეხება დაკმაყოფილებას, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება კომისიი მიერ თითოეულ ოჯახზე ინდივიდუალური მსჯელობის შედეგად. შესაბამისად, წინასწარ შეუძლებელია იმის თქმა, თუ რომელ ოჯახი დაკმაყოფილდება და რომელი არა“, – მოგვწერეს დევნილთა სამინისტროდან. გაღმა აწყურში მეწყერი 2012 წელს გააქტიურდა. ამ დრომდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც ვის სამინიტრომ აწყურში ბინა მეწყერით დაზარალებულ ოთხ ოჯახს შეუძინა. ექვსი კი ნაქირავებ ფართში ცხოვრობს, ქირის თანხას ადგილობრივი თვითმმართველობა იხდის. დევნილთა სამინისტრო სახლის საყიდლად თითო ოჯახს 25 000 ლარს აძლევს, თვითმმართველობა კი 5 000–ს ამატებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აწყურში დაზარალებულთა დასახმრებლად 2019 წელს განსაზღვრული 18 000 ლარია.
---
14.03.2019
მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1552554341-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-video
მამა შვილს გინებას აიძულებს - შემზარავი რეალობა
"18+ - როგორ იზრდებიან ბავშვები საქართველოში და რას ასწავლიან მშობლები მათ. შემზარავი რეალობა" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში Captain Domenic Mango ვიდეოს აქვეყნებს. როგორც დომენიკ მანგო წერს, აღნიშნული ფაქტით სოციალური მომსახურების სააგენტო და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უნდა დაინტერესდეს. ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და აღშფოთება გამოიწვია. როგორც "პრაიმტაიმს" სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, ოჯახის იდენტიფიცირების შემდეგ სოციალური მუშაკი ოჯახში მივა და გადაამოწმებს. ასევე, ფაქტით სახალხო დამცველი დაინტერესდება და შეისწავლის. ვიდეო იუთუბზე დღეს აიტვირთა და შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
---
14.03.2019
"არცერთი დღის დაგვიანება არ შეიძლება"- 21 წლის ფოტოგრაფს დახმარება სჭირდება
გიორგი კალიაევი 21 წლის ფოტოგრაფია, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის. ახალგაზრდა გასულ ზაფხულს მოულოდნელად ცუდად გახდა, რამდენიმე დღე რეანიმაციაში იწვა და სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდას დაუდგინდა მწვავე სახის ლეიკემია. საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანის" ხელმძღვანელი "ნიუპოსტს" უყევება, რომ გიორგის ნოემბერში ნეიროლეკემიის დიაგნოზიც დაუსვეს და სასწრაფოდ დასჭირდა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა საზღვარგარეთ. "საზღვარგარეეთ წასვლამდე გაიკეთა არაერთი მაღალდოზირებული ქიმია. საზღვარგარეთ (თურქეთში) ტრანსპლანტაციის წინა პერიოდების ანალიზების კვლევისას აღმოჩნდა რომ მის ზურგვის ტვინში ლეიკოციტების რემისია არ მომხდარა და მეტასტაზები თავის ტვინზეც გადავიდა. ოპერაცია გადაიდო და სასწრაფოდ დაინიშნა სამკვირიანი მკურნალობის კურსი მაღალდოზირებული ქიმიით და რადიოდასხივებით. მკურნალობის თანხა 30 000 $-ს შეადგენს. გიოს მერიამ უკვე დაუფინანსა ტრანსპლანტაციის თანხა 65 000 $ და გარდა ამისა, კახი კალაძის გადაწყვეტილებით მისთვის 20 000 ლარიც გამოიყო მერიიდან,თუმცა ეს თანხა არაა საკმარისი და ისევ თქვენს იმედზე ვართ... დღეს გიოს მდგომარება კრიტიკულია. აქვს გაუსაძლისი ტკივილები და არა მარტო გადაადგილება მოძრაობაც კი უჭირს...არცერთი დღის დაგვიანება არ შეიძლება. საჭიროა სასწრაფოდ დაიწყოს მკურნალობა,რომელიც 30 000 $ ღირს.ოჯახს უკვე ამოეწურა ყველანაირი სახსრები.... ისევ თქვენი იმედით, ჩემო ადამიანებო"- აცხადებენ გიორგი კალიაევის მეგობარები. დახმარების მსურველთათვის ქვემოთ მითეთბულა ორგანიზაციის ანგარიშის ნომერი. 0901200128 საქველმოქმედო ზარი დანიშნულებაში მიუთითეთე #გიორგი თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14.
---
14.03.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/454950
26 წლის შემდეგ, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულ მებრძოლთა ნეშტები ოჯახებს გადაეცათ
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპული მებრძოლები, 26 წლის შემდეგ, ოჯახებს დაუბრუნდნენ. 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით, 2300-მდე (როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო) პირი კვლავ დაკარგულად ითვლება. „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ინტენსიურად მუშაობს 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამარხების მოძიების, ნეშტების ამოცნობისა და მათი ოჯახებისთვის გადაცემის საკითხებზე. შექმნილია ერთობლივი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც ქართველი, ოსი, რუსი და აფხაზი მონაწილეებისგან შედგება. ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ. შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე, 500-მდე ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, ამათგან 200-მდე ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა“,- აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, 1990-იან წლებში, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 12 პირია ამოცნობილი და მათი ნეშტები ოჯახებს გადაეცა. მათგან 7 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრები: გოჩა გიორგაძე, ზურაბ ნადარეიშვილი, თამაზ ტყეშელაშვილი, ალექსი ბერაძე, გივი მანაგაძე, აკაკი მანაგაძე და კახი ბზიკაძე არიან. აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში, 15 მარტს, 17:00 საათიდან დაიწყება.
---
14.03.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/454835
38 წლის ხვიჩა ლაგვილავას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
38 წლის ხვიჩა ლაგვილავა დაბადებიდან ფსიქიკური აშლილობით იტანჯება. მან მთელი ცხოვრება ერთ ოთახში ჩაკეტილმა გაატარა. ხვიჩა საწოლს არის მიჯაჭვული, აგრესიულია და განუწყვეტლივ შფოთავს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მისი დაშოშმინება შეუძლია, დედამისია. მხოლოდ მას შეუძლია შვილთან მიახლოვება, მოფერება და მოვლა. “ჩერნოვეცკის” ფონდის წარმომადგენელი ლაგვილავების ოჯახს ესტუმრა და ხვიჩას დედას, 65 წლის მიმოზას ესაუბრა. – ქალბატონო მიმოზა, უმკურნალია თუ არა ხვიჩას ბავშვობაში? მიმოზა: დიახ. ორჯერ გვყავდა წაყვანილი სამკურნალოდ თბილისის კლინიკაში, მაგრამ გვითხრეს, რომ მისი დაავადება არ იკურნება. აგრესიულობას პატარაობიდანვე იჩენდა, თუმცა მაშინ იგი არ იყო საშიში. ახლა? თუ ოთახიდან გაიქცა, ვიღაცას დაკბენს ან ქვას ესვრის თავში… -მოგვიყევით, როგორ როგორ უვლით მას, როგორ უმკლავდებით? მიმოზა: ჩემზე არ რეაგირებს აგრესიულად. ვბან, ვაჭმევ საჭმელს, ვუცვლი თეთრეულს, ვაძლევ წამალს, ვეფერები… ცრემლები გამიშრა, მაგრამ ჩემი გული უკვე 38 წელია, რაც დაჭრილია ჩემი შვილის შემხედვარე. დიახ, მიჭირს მისი მოვლა, განსაკუთრებით გადაბრუნება, რამეთუ ხვიჩა 80 კილოგრამს იწონის, ხოლო მე გულით ავადმყოფი ქალი ვარ. -როგორია თქვენი ოჯახის შემოსავალი? გყოფნით წამლების ფული? მიმოზა: სოციალური შემწეობა და პენსია – ეს არის ჩვენი შემოსავალი. წამლებზე ფული არ გვყოფნის და ძალიან გვიჭირს. ჩემი უფროსი შვილი უმუშევარია, სეზონური სამუშაოც კი ვერ იშოვა. მას ცოლიც არ ჰყავს! აბა რომელი რძალი შემოვა ჩვენს ოჯახში, აქ ხომ ნამდვილი ჯოჯოხეთია… – სად არის თქვენი მეუღლე? მიმოზა: ხვიჩა რომ დაიბადა, მან მიგვატოვა და მას შემდეგ არ მაქვს კავშირი. ვეძებდი ერთი პერიოდი, მაგრამ უშედეგოდ და მერე თავი დავანებე. -შენობა, სადაც თქვენ ცხოვრობთ, არ ჰგავს ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლს… მიმოზა: აქ ადრე იყო ციტრუსის სანერგე მეურნეობა, რომელიც გაუქმდა და დროთა განმავლობაში გაპარტახდა. აქ ვიპოვეთ თავშესაფარი და ვართ დღემდე. ეს ბარაკის ტიპის შენობა, როგორც ხედავთ, საშინელ მდგომარეობაშია, მაგრამ ქუჩაში ყოფნას ნამდვილად სჯობს. – რა გესაჭიროებათ ყველაზე მეტად ამ ეტაპზე? მიმოზა: ღარიბები ვართ, ჩვენ არაფერი გაგვაჩნია. ყველაზე მეტად ხვიჩას წამლები სჭირდება. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ არის სახარბიელო: მტკივა ფეხი და დავდივარ ჯოხით… როდესაც მოვკვდები, რა ეშველება ჩემს შვილს – აი, სულ ამაზე ვფიქრობ და მწარედ განვიცდი. -ვინმეს მიმართეთ დახმარებისთვის? მიმოზა: ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მივმართე, მაგრამ ეს იყო დიდი ხნის წინ. – დეპუტატებისთვის თუ მიგიმართავთ? მიმოზა: არა, არ მიმიმართავს. -ქალბატონო მიმოზა, ხომ გესმით, რომ თუ არ მიმართავთ დახმარებისთვის, ვერავინ გაიგებს თქვენს სატკივარს. დეპუტატებსაც იმიტომ ირჩევენ, რომ ხალხს დაეხმარონ. ასე რომ, ამ მხრივ თქვენმა უფროსმა შვილმა უნდა იაქტიუროს. მიმოზა: დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგვძებნეთ და გადაწყვიტეთ ჩვენი დახმარება! თქვენი გამოჩენა ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია! -თქვენი სანუკვარი ოცნება შვილის ჯანმრთელობას უკავშირდება, არა? -მიმოზა: დიახ, ღამით ვლოცულობ, რომ უფალმა შეუმსუბუქოს ტკივილი და ტანჯვა, ხოლო მე მომცეს ძალა, რომ არ მივატოვო ჩემი შვილი… “მეგობრებო, ასეთ უმძიმეს ვითარებაში ცხოვრობს ლაგვილავების ოჯახი. მოდით, გავუწოდოთ ამ ადამიანებს დახმარების ხელი, განსაკუთრებით ქალბატონ მიმოზას, რომელსაც ძალიან მძიმე „ტვირთი“ აწევს. ოჯახის მისამართია: ქ, ფოთი, ციტრუსები ყოფილი მეურნეობის ტერიტორია (იკითხეთ მიმოზა ლაგვილავა). მათ ესაჭიროებათ მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, თეთრეული, საყოფაცხოვრებო ნივთები. ვისაც არ გააჩნია დრო, რომ მოინახულოს ეს ოჯახი, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა “ჩერნოვეცკის” ფონდის საქველმოქმედო აქციაში. ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხვიჩა ლაგვილავა). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც “,- აცხადებენ ფონდში.
---
14.03.2019
ევროპის 15 ქვეყნიდან, ესტონეთის გარდა, ვერც ერთი აკმაყოფილებს ჰაერის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს - მათ შორის საქართველო
როგორც EUROSAI ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიში იუწყება, ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზია, — ეს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა. 5 ქვეყნის და ევროკავშირის აუდიტორთა მონაწილეობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ეფექტიანობის აუდიტი ჩატარდა. ანგარიში საქართველოს, ესპანეთის, შვეიცარიის, ჰოლანდიის, ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ისრაელის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვის, პოლონეთის, რუმინეთის და სლოვაკეთის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების ინდივიდუალურ კვლევებს ეფუძნება. ერთობლივი ანგარიში ევროპის უმაღლესი აუდიტორული გაერთიანების (EUROSAI) ეგიდით მომზადდა და მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ევროკავშირის მიერ ჰაერის დამბინძურებლებისათვის დაწესებული მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის დასაშვები ნორმები 2008 წლიდან ამოქმედდა. ევროკავშირის მოთხოვნები წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, ჰაერის ხარისხის ანალიზის ანგარიში პერიოდულად წარუდგინონ გარემოს ევროპულ სააგენტოს (EEA). დადგენილი ლიმიტების გადაჭარბების შემთხვევაში კი, ქვეყნები ვალდებულნი არიან შეიმუშავონ და განახორციელონ სამოქმედო გეგმები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის. 15 ქვეყნის აუდიტის სამსახურის მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმის დადგენა, ახორციელებდნენ თუ არა აუდიტში მონაწილე ქვეყნების მთავრობები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებებს და შეესაბამებოდა თუ არა ეს ქმედებები ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას. როგორც დადგინდა, აუდიტში მონაწილე ქვეყნებიდან, ესტონეთის გარდა, ვერცერთი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას. მეტიც, ხშირ შემთხვევაში, მთავრობების მცდელობები, განახორციელონ ეფექტიანი ქმედებები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, წარუმატებლად სრულდება და შესაბამისად, ვერც მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა ხერხდება. ერთობლივი აუდიტის ჩატარების შედეგად გამოიკვეთა, რომ აუდიტის მიზნებისთვის შერჩეულ 15 ქვეყანას შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავებები: კონკრეტულად კი აღმოჩნდა, რომ ყველაზე კარგი მაგალითი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ესტონეთი იყო – ქვეყანაში ჰაერის ხარისხი ყველა დადგენილ სტანდარტს შეესაბამებოდა. ხოლო მეორე მხრივ, ნეგატიური მაგალითებია პოლონეთი და ბულგარეთი, რომელთა საქმეებიც ევროკომისიამ ევროკავშირის სასამართლოში წარადგინა ჰაერის ხარისხის ზღვრული მნიშვნელობების გაუთვალისწინებლობის გამო. ჰაერის ხარისხი არც საქართველოში აღმოჩნდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნორმებთან შესაბამისობაში, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილების გამონაბოლქვია. ამის შესახებ აღნიშნულია 2018 წლის აპრილში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ჰოლანდიაში აუდიტორების გუნდმა აღმოაჩინა, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხში უმნიშვნელო, მცირედი გაუმჯობესება ნამდვილად შეიმჩნეოდა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი და მთავრობას შესაძლოა უკეთესი შედეგისთვისაც მიეღწია. ერთობლივი აუდიტის მიგნებებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ სამოქმედო გეგმების მომზადებასა და განხორციელებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას სხვადასხვა სამთავრობო უწყებას შორის, აქტივობების ეფექტიანობის პერიოდულ მონიტორინგს, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და სხვა ღონისძიებებს. რა გახდა ერთობლივი აუდიტის ჩატარების მოტივაცია? როგორც EUROSAI ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიში იუწყება, ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზია. 2018 წლის შემოდგომაზე გამართულ ჰაერის დაბინძურებისა და ჯანმრთელობის შესახებ პირველ გლობალურ კონფერენციაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) გაავრცელა სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხდვითაც სიკვდილიანობის ყოველი ცხრა შემთხვევიდან ერთის მიზეზი დაბინძურებული ჰაერი იყო. იმავე წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში კი ევროპის აუდიტორთა სასამართლო (Europian Court of Auditors) იტყობინებოდა, რომ ყოველწლიურად ევროკავშირის ფარგლებში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ადრეული სიკვდილიანობა 400,000-ს აღწევდა.
---
ბეჭდვითი მედია
15.03.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა მე-7 სართულზე დაეცა და დაიღუპა
ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, კაპანელის 21-ში მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, 56 წლის მამაკაცი გადმოვარდნისას მე-7 სართულზე დაეცა და თავის სასიკვდილო ტრავმა მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
---
15.03.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ევროპის 15 ქვეყნიდან, ესტონეთის გარდა, ვერც ერთი აკმაყოფილებს ჰაერის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს - მათ შორის საქართველო
როგორც EUROSAI ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიში იუწყება, ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზია, - ეს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა. 5 ქვეყნის და ევროკავშირის აუდიტორთა მონაწილეობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ეფექტიანობის აუდიტი ჩატარდა. ანგარიში საქართველოს, ესპანეთის, შვეიცარიის, ჰოლანდიის, ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ისრაელის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვის, პოლონეთის, რუმინეთის და სლოვაკეთის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების ინდივიდუალურ კვლევებს ეფუძნება. ერთობლივი ანგარიში ევროპის უმაღლესი აუდიტორული გაერთიანების (EUROSAI) ეგიდით მომზადდა და მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ევროკავშირის მიერ ჰაერის დამბინძურებლებისათვის დაწესებული მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის დასაშვები ნორმები 2008 წლიდან ამოქმედდა. ევროკავშირის მოთხოვნები წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, ჰაერის ხარისხის ანალიზის ანგარიში პერიოდულად წარუდგინონ გარემოს ევროპულ სააგენტოს (EEA). დადგენილი ლიმიტების გადაჭარბების შემთხვევაში კი, ქვეყნები ვალდებულნი არიან შეიმუშავონ და განახორციელონ სამოქმედო გეგმები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის. 15 ქვეყნის აუდიტის სამსახურის მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმის დადგენა, ახორციელებდნენ თუ არა აუდიტში მონაწილე ქვეყნების მთავრობები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებებს და შეესაბამებოდა თუ არა ეს ქმედებები ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას. როგორც დადგინდა, აუდიტში მონაწილე ქვეყნებიდან, ესტონეთის გარდა, ვერცერთი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას. მეტიც, ხშირ შემთხვევაში, მთავრობების მცდელობები, განახორციელონ ეფექტიანი ქმედებები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, წარუმატებლად სრულდება და შესაბამისად, ვერც მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა ხერხდება. ერთობლივი აუდიტის ჩატარების შედეგად გამოიკვეთა, რომ აუდიტის მიზნებისთვის შერჩეულ 15 ქვეყანას შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავებები: კონკრეტულად კი აღმოჩნდა, რომ ყველაზე კარგი მაგალითი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ესტონეთი იყო – ქვეყანაში ჰაერის ხარისხი ყველა დადგენილ სტანდარტს შეესაბამებოდა. ხოლო მეორე მხრივ, ნეგატიური მაგალითებია პოლონეთი და ბულგარეთი, რომელთა საქმეებიც ევროკომისიამ ევროკავშირის სასამართლოში წარადგინა ჰაერის ხარისხის ზღვრული მნიშვნელობების გაუთვალისწინებლობის გამო. ჰაერის ხარისხი არც საქართველოში აღმოჩნდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნორმებთან შესაბამისობაში, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილების გამონაბოლქვია. ამის შესახებ აღნიშნულია 2018 წლის აპრილში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ჰოლანდიაში აუდიტორების გუნდმა აღმოაჩინა, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხში უმნიშვნელო, მცირედი გაუმჯობესება ნამდვილად შეიმჩნეოდა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი და მთავრობას შესაძლოა უკეთესი შედეგისთვისაც მიეღწია. ერთობლივი აუდიტის მიგნებებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ სამოქმედო გეგმების მომზადებასა და განხორციელებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას სხვადასხვა სამთავრობო უწყებას შორის, აქტივობების ეფექტიანობის პერიოდულ მონიტორინგს, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და სხვა ღონისძიებებს. რა გახდა ერთობლივი აუდიტის ჩატარების მოტივაცია? როგორც EUROSAI ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიში იუწყება, ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზია. 2018 წლის შემოდგომაზე გამართულ ჰაერის დაბინძურებისა და ჯანმრთელობის შესახებ პირველ გლობალურ კონფერენციაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) გაავრცელა სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხდვითაც სიკვდილიანობის ყოველი ცხრა შემთხვევიდან ერთის მიზეზი დაბინძურებული ჰაერი იყო. იმავე წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში კი ევროპის აუდიტორთა სასამართლო (Europian Court of Auditors) იტყობინებოდა, რომ ყოველწლიურად ევროკავშირის ფარგლებში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ადრეული სიკვდილიანობა 400,000-ს აღწევდა.
---