მედიამონიტორინგი 15.05.2019
ტელევიზია
15.05.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
ზუგდიდში რუხის მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია. კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის ნაგებობებისგან შედგება და მისი მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 41 მლნ. ლარი დაუჯდა. დასრულდა სახელმწიფოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ობიექტის აღჭურვის და ექსპლუატაციის გადაცემის პროცესიც. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი 220 საწოლზე იქნება გათვლილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6075040
---
15.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 08:00
სამშენებლო სექტორში უბედური შემთხვევების გამომწვევი მიზეზები და საკანონმდებლო რეგულაციები, შრომის უსაფრთოების მიმართულებით-ეს ის თემებია, რაზეც დღეს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას იმსჯელებენ. განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომამდგენელი, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი და ბიზნესომბუდსმენი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6077898
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6077574
I არხი - ახალი დღე- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6077502
---
15.05.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
კიდევ ერთი მუშის სიკვდილთან თვითმხილველებსა და სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელებს დღეს გამოკითხავენ. საქმეზე გამოძიება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. ფაქტს, რომ კოსტავას გამზირზე აგებულ ცათამბჯენში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო, არ გამორიცხავენ დაღუპული მუშის ახლობლები. 55 წლის მამაკაცი გუშინ დაიღუპა. ის ხარაჩოების დემონტაჟის დროს სიმაღლიდან გადმოვარდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6077520
---
15.05.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილა მშვიდობისა
"უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობის ბარიერები" - ასე ქვია კვლევას, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართება. კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალებში, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ხელმისაწვდომობის ბარიერების გამოვლენა. ჩვენი ქვეყნის 7 რეგიონში სიღრმისეული ინტერვიუს პრინციპით 91 ქალი გამოიკითხა. კვლევა ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს 7 რეგიონში შეგროვდა აბორტის სერვისით მოსარგებლე ქალების პირადი, ცოცხალი ისტორიები და გამოცდილება. ის ასოციაცია "ჰერა-21"-ის ორგანიზებით ჩატარდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6077373
---
14.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგის-ალტერნატიული ზრუნვის ეფექტიანობის“ შესახებ სპეციალური ანგარიში წარადგინა. ანგარიში სახალხო დამცველის აპარატმა გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით მოამზადა. ბავშვზე ალტერნატიული ზრუნვის სისტემის მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა 43 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, 128 მინდობისა და 68 რეინტეგრაციის სერვისში ჩართული ოჯახი, შვიდი რელიგიური სკოლა-პანსიონი შეაფასა. ასევე, არასრულწლოვანთა საჭიროებებისა და უფლებრივი მდგომარეობის კუთხით საჭიროებების შესასწავლად განხორციელდა ვიზიტები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 64 ტერიტორიულ ერთეულში. სახალხო დამცველმა ღონისძიების გახნისას განაცხადა, რომ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირება, რთული ქცევისა და კრიზისული მდგომარეობის მართვა, ბავშვზე ძალადობის ფაქტების პრევენცია, მათზე დროული რეაგირება და ფსიქო-სოციალური დახმარება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6077261
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6077184
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6075313
---
14.05.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
კიდევ ერთი გარდაცვლილი მუშა. მშენებლობაზე, საიდანაც დღეს 55 წლამდე მუშა გადმოვარდა, წინასწარი ინფორმაციით, უსაფრთხოების სტანდარტები იყო დარღვეული. ცათამბჯენიდან, 55 წლამდე მუშა, დღეს შუადღით გადმოვარდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6077196
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6077126
I არხი -მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6077259
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6077300
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6077024
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6076803
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6076460
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6076453
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6076241
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6076125
---
14.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
რისკ ფაქტორის თემაა უსახლკაროთა პირობები. რამდენიმე ხნის წინ, სახალხო დამცველმა ანგარიში წარმოადგინა, სადაც გაწერილი იყო ის საკითხები, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს მათი პრობლემები. ანგარიშში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება არასრულწლოვაბთა არასრული ბაზა და თავშესაფარში მოთავსებული პირების მხარდამჭერის პროექტების არარსებობა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6075616
---
14.05.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
ორსულობის დროს სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებზე სოციალურ ქსელში არაერთი ქალი წერს. ორსულები ასეთ ისტორიებს ძირითადად ანონიმურად ყვებიან, თუმცა იმედის დილას ინტერვიუზე ერთერთი ქალბატონი დათანხმდა, რომელიც ორსულობის მიზეზით გაათავისუფლეს სამსახურიდან. ეველინა ჩოხელი 2010 წლიდან 2017 წლამდე სადისტრიბუტორო კომპანიაში მუშაობდა, რომელსაც სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად, ბავშვთა კვება ჰუმანაც შემოაქვს. კომპანიაში ეველინა ჩოხელის ბრალდებებს პასუხობენ და აცხადებენ, რომ ეველინას ორსულობის პერიოდში სამსახურეობრივი გადაცდენის გამო, რამდენიმე საყვედური გამოუცხადეს, რის შემდეგაც მან სამსახური 2 თვით, თავისი ნებით მიატოვა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6074993
---
14.05.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 21:30
ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებთანაც საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების მიზნით მოლაპრაკებებს აწარმოებს პორტუგალია, უნგრეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და ბულგარეთი ემატებიან. უწყებაში განმარტავენ რომ დროებითი შრომითი მიგრაცია საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ევროკავშირის ქვეყნებში 6 თვიდან 2 წლამდე ვადით ლეგალურად დასაქმდნენ. საქმის პროფესიუნალური ცოდნა და უცხოური ენა. ეს არის ის მთავარი მოთხოვნა რომელიც დასაქმების მსურველმა უნდა დააკმაყოფილოს. ეს კი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როდესაც ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმების უფლებას მისცემენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6077222
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6076717
---
14.05.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: მაესტროელები
პედოფილი - არასრულწლოვნებზე ძალადობა ციფრებში
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6077117
---
14.05.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
როგორია ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა? ამ საკითხზე ინფორმაციის ამოკითხვას ფორბს ჯორჯია მაისის ნომერში ნამდვილად მოახერხებთ. ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემებზე ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა, ნაკლებად ვიცით ის სტატისტიკური მონაცემები და მაჩვენებლები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობას საუკეთესოდ ასახავს. 2019 წლის პირველი იანვრის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობამ დაახლოებით 3 700 000 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია. საქართველოში 2018 წელს 51 138 ბავშვი დაიბადა, მათგან უმეტესობა კი დედაქალაქში. წინა წელთან შედარებით 2000-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა, საერთო რაოდენობაში კვლავ მამრობითი სქესი ჭარბობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6074897
---
ინტერნეტი
15.05.2019
„ბავშვი ითხოვდა შველას, პოლიციამ ბინაში შესვლაზე უარი განაცხადა, არასრულწლოვანი მოკლულია“ – მიმართვა პოკურატურას
საკუთარი ბიძის მიერ მოკლული 13 წლის გოგიტა ირემაძის ოჯახის წევრები და ადვოკატი პროკურატურას მიმართავენ. როგორც ისინი აცხადებენ, აუცილებელია, პროკურატურამ ძიება პოლიციის თანამშრომლებისა და ექმების მიმართ დაიწყოს. მოკლულის ოჯახის წევრებმა პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართეს. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოს მთავარ პროკურატურას არაერთხელ მიმართა, დაწყებულიყო გამოძიება პოლიციის თანამშრომლებისა და ექიმების მიმართ, რომელთა შესაძლო სამსახურეობრივმა გულგრილობამ გამოიწვია 13 წლის მოზარდის სიკვდილი, თუმცა, დღემდე არ დამდგარა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. გოგიტა ირემაძის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში მიმდინარეობს, თუმცა თებერვლის თვიდან-დღემდე გამოძიებას არ გამოუკვეთავს საქმეში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებისა და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი“ – აღნიშნა ადვოკატმა ეკა კობესაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. 13 წლის გოგიტა ირემაძე 2019 წლის 10 თებერვალს საკუთარ სახლში საკუთარმა ბიძამ მოკლა. ეს ხმაურიანი ისტორია ყველასთვის კარგადაა ცნობილი. საქმე ეხება ვ.ი-ს, რომელიც, თითქოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არ მიიღეს, რადგან მათი პაციენტი არ იყო. სახლში დაბრუნებულმა კი საკუთარი ძმის შვილი მოკლა. მოკლულის ოჯახის ინფორმაციით, ბრალდებულ ვ.ი.-ს მკვლელობამდე ორი კვირით ადრე ჰალუცინაციები ჰქონდა და აღნიშნავდა, რომ ყველას სათანადოდ გაუსწორდებოდა, ვინც მას უთვალთვალებდა. „მკვლელობის წინა დღეს, 2019 წლის 9 თებერვალს, ვ.ი.-ს მეგობრებმა სასწრაფო გამოიძახეს და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ვ.ი. რუსთავის ე.წ. „აზოტისკლინიკაში“ გადაიყვანეს, საიდანაც იგი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გადაიყვანეს. იგი მალევე გასინჯეს და სახლში გაუშვეს იმ მოტივით, რომ მას ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებოდა. ექიმებმა არ შეაფასეს სათანადოდ საფრთხისშემცველი რისკები და პაციენტი, რომელიც სავალდებულო ფსიქიკურ მკურნალობას საჭიროებდა სახლში გაუშვეს, რამაც საფრთხე შეუქმნა მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“ – განაცხადეს ოჯახის წევრებმა „მედიაცენტრ მთავარში“. როგორც ადვოკატმა განაცხადა, პოლიციას დროულად რომ ემოქმედა, ბავშვის გადარჩენა შესაძლებელი იყო: „კლინიკიდან სახლში დაბრუნების შემდეგ, მეორე დღეს, ვ.ი.-მ 10 თებერვალს 13 წლის მოზარდი მოკლა. შემთხვევის დროს გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია, მათ ჰქონდათ ინფორმაცია რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი შეიარაღებული იყო ცივი იარაღით და მასთან იმყოფებოდა არასრულწლოვანი, რომელსაც მოკვლით ემუქრებოდა. ბავშვი ითხოვდა შველას, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა ბინაში შესვლაზე უარი განაცხადეს, პოლიციის თანამშრომლები არ დაეხმარენ, მოზარდი განსაცდელში მიატოვეს, რამაც გამოიწვია არასრულწლოვნის მკვლელობა. მიუხედავად იმისა, რომ ბინა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე იყო და ღია ფანჯარაში ადვილად შეიძლებოდა შესვლა და ბავშვის გადარჩენა. პოლიციის თანამშრომლები ელოდებოდნენ სამაშველო სამსახურს, რა დროსაც მოძალადემ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 13 წლის გოგიტა ირემაძეს“. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, 13 წლის გოგოტა ირემაძის მკვლელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიება გაგრძელდეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში და დადგეს საქმეში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებისა და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი.
---
15.05.2019
13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედა - დამიმტკიცონ, რომ ჩემი შვილი მკვლელობის ჩადენისას ადეკვატური იყო და მე მოვითხოვ მისი ლინჩით წესით გასამართლებას
დამიმტკიცონ, რომ ჩემი შვილი მკვლელობის ჩადენისას ადეკვატური იყო და მე მოვითხოვ მისი ლინჩით წესით გასამართლებას, - ამის შესახებ რუსთავში, ბიძის მიერ მოკლული 13 წლის გოგიტა ირემაძის ბებიამ და მკვლელობაში ბრალდებულის, ვალერი ირემაძის დედამ, ინგა ირემაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვალერი ირემაძე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მომხდარს ვერ აღიქვამს სინანულის განცდა არ გააჩნია. „ჩვეულებრივად ლაპარაკობს, ოჯახშიც რეკავს, მაგრამ არ აქვს აღქმის უნარი, რა გააკეთა. სინანულის გრძნობა არ აქვს, რადგან ექიმი ამას ამბობს, რომ მისი ავადმყოფობის პრობლემა ესაა. ჩემი შვილი, თავისი ნებით მივიდა რუსთავის საავადმყოფოში, სადაც მას გაუკეთეს გადასხმა, გარკვეული პროცედურები და რამოდენიმე საათი დაყო იქ და რუსთავის საავადმყოფომ უთხრა მის მეუღლეს, რომ გადაეყვანათ ან ნარკოლოგიურში, ან ფსიქიატრიულში. ჩემი შვილი დათანხმდა და პირველად მივიდა თბილისის ნარკოლოგიურში, მაგრამ არ მიიღეს, უთხრეს, რომ არ ჰქონდათ ადგილები. მერე ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადავიდნენ და დერეფანში სულ რაღაც 2 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა ექიმი ჩემ შვილს, შეხედა და დიაგნოზი დაუსვა, რომ არაფერი არ სჭირდა და წაიყვანეთ სახლში, არ გვაქვს ადგილებიო", - განაცხადა ინგა ირემაძემ. როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან ვალერი ირემაძე ეპილეფსიითაა დაავადებული, ფსიქოტროპულ წამლებს 6 წლიდან იღებდა და მისი მისამართით გაჟღერებული ინფორმაცია, რომ აღნიშნული ტრაგედიისას სინთეტური ნარკოტიკული საშუალებების რეაქციის ქვეშ იყო, ლოგიკურია.
---
14.05.2019
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, ობიექტზე, სადაც მუშა დაიღუპა, დარღვეული იყო ხარაჩოს სადემონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც კოსტავას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა და სადაც დღეს მუშა გარდაიცვალა, კანონით გათვალისწინებულ სანქციებს გამოიყენებს. როგორც ინსპექტორმა ობიექტზე ჩატარებული პირველადი მოკვლევის შემდეგ განაცხადა, ობიექტზე დარღვეული იყო ხარაჩოს სადემონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები. ინსპექტორების თქმით, უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად საჭიროა სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის შესწავლა, ასევე კომპანიის წარმომადგენლებთან და გარდაცვლილ მუშასთან ერთად მომუშავე თანამშრომლებთან გასაუბრება. „მას შემდეგ რაც შემოვიდა შეტყობინება, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდგომ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ დარღვეულია ხარაჩოზე მუშაობის წესები. ვიცით, რომ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობდა ხარაჩოს დემონტაჟი, თუმცა ერთი შეხედვით ჩანს, რომ დარღვეულია ზოგადად ხარაჩოს სადემონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები. ველოდებით კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, ასევე ველოდებით, რომ გავესაუბროთ იმ დასაქმებულებს, რომლებიც გარდაცვლილთან ერთად მუშაობდნენ. უნდა გამოვითხოვოთ შესაბამისი დოკუმენტაცია და მხოლოდ ამის შემდგომ შეგვეძლება ერთიანი დასკვნის გაკეთება, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა“, - განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბაია მიქაიამ. კითხვაზე შეჩერდება თუ არა სამუშაოები ობიექტზე, შრომის ინსპექტორი ამბობს, რომ „გამოყენებული იქნება შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონით დადგენილი შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი“
პია.ჯი- https://pia.ge/post/261299-darrveuli-iyo-xaracoebis-mowyobis-wesi-sromis-pirobebis-inspeqtori
---
14.05.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/363690/
თბილისში მშენებლობიდან გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა
დღეს თბილისში, კოსტავას N75-ში, მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაცია ნეტგაზეთს სასსწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში დაუდასტურეს. როგორც სასწრაფოში გვითხრეს, მათი დახმარების ჯგუფს ადგილზე გვამი დახვდათ. შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც, გამოძიება კი 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. ნეტგაზეთი დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.
ბიემ.ჯი - https://www.bm.ge/ka/article/tbilisshi-mshenebare-korpusidan-gadmovardnili-musha-gardaicvala-/33814/
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/kostavaze-akhalashenebuli-korpusidan-musha-gadmovarda-da-adgilze-gardaitsvala/
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=83481
კვირა.ჯი- http://kvira.ge/470023
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/546372-kostavas-kuchaze-msheneblobidan-chamovardnis-shedegad-musha-gardaicvala/
---
14.05.2019
"მე-15 სართულიდან გადმოვარდა... ხარაგაულიდან ჩამოვიდა, რომ სამუშაო ეპოვნა და ოჯახი ერჩინა სხვაგან გადახვეწილს"
სოციალურ ქსელში ირაკლი კუპრაძე თბილისში, მშენებლობაზე დაღუპულ მუშაზე წერს. "მე-15 სართულიდან გადმოვარდა 40 წლამდე მამაკაცი. ხარაგაულიდან ჩამოვიდა, რომ სამუშაო ეპოვნა და ოჯახი ერჩინა სხვაგან გადახვეწილს. შრომის ინსპექციამ სტანდარტული ტექსტით განაცხადა, რომ დარღვეულია სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური რეგლამენტი და ხარაჩოების მოწყობის წესი, რის გამოც ჩამოიშალა ნაგებობა და დაიღუპა მუშა. ოჯახები კარგავენ მამებს, შვილებს, ძმებს და ჩვენ უვრალოდ ვითვლით დაღუპულებს და ვწუწუნებთ" - წერს ირაკლი კუპრაძე.
---
14.05.2019
შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ირაკლი ლექვინაძე 15 მაისს სამშენებლო სექტორის, შრომის ინსპექციისა და თბილისის მერიის წარმომადგენლებს შეხვდება
სამშენებლო სექტორში უბედური შემთხვევების გამოწვევი მიზეზებისა და შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, 15 მაისს სამშენებლო სექტორის, შრომის ინსპექციისა და თბილისის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. როგორც ბიზნესომბუდსმენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, შრომითი უსაფრთოხოების მიმართულებით, მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი, რომელიშიც ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად იქნება ჩართული. „ხვალინდელ შეხვედრაზე ჩვენთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან შრომის ინსპექციისა და თბილის მერიის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სამშენებლო სექტორის წევრებიც. მოგეხსენებათ, შრომითი უფლებების თემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ მაქსიმალურად დავაკვირდებით პროცესს, რათა არ დაირღვეს ბიზნესის უფლებები. მხოლოდ კანონის გამკაცრება არ არის გამოსავალი. ერთის მხრივ, ადგილი შეიძლება ჰქონდეს შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევას კომპანიის მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ გასათვალისწინებელია - თვითონ დასაქმებული მხრიდან ხომ არ იყო რაიმე ისეთი ქმედება, , რომელმაც განაპირობა გარკვეული შედეგის დადგომა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
---
14.05.2019
მედიასაშუალება: http://www.ghn.ge/news/226055-khval-temaze-shromiti-davebis-gadatsqvetis-dizaini-kartuli-biznesistvis-shekhvedra-gaimarteba
ხვალ, თემაზე "შრომითი დავების გადაწყვეტის დიზაინი ქართული ბიზნესისთვის" შეხვედრა გაიმართება
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, საქართველოს ფოსტის და ევროპის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით 15 მაისს, 17:00 საათზე სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართება შეხვედრა თემაზე „შრომითი დავების გადაწყვეტის დიზაინი ქართული ბიზნესისთვის“. შეხვედრას მედიაციის ქართველ ექსპერტებთან ერთად გაუძღვება ვიქტორ შახტერი, ამერიკელი ექსპერტი, მედიატორი და პრაქტიკოსი იურისტი, ორმოცდაათ წლიანი გამოცდილებით. შეხვედრაზე განხილული იქნება დავის გადაწყვეტის ის დიზაინ(ებ)ი, რომელიც განსაკუთრებულად შეესაბამება ქართულ რეალობას და შესაძლებლობას მისცემს ქართულ ბიზნესს მოკლე დროში და მინიმალური დანახარჯებით მიიღოს ეფექტიანი მართლმსაჯულება.
---
14.05.2019
მედიასაშუალება: https://metronome.ge/story/201714
გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვზე ძალადობის ფაქტების პრევენცია და მათზე დროული რეაგირება – ომბუდსმენი
2018 წლის 14 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგის – ალტერნატიული ზრუნვის ეფექტიანობის“ შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის მხარდაჭერით მოამზადა. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. ბავშვზე ალტერნატიული ზრუნვის სისტემის მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა 43 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, 128 მინდობისა და 68 რეინტეგრაციის სერვისში ჩართული ოჯახი, 7 რელიგიური სკოლა-პანსიონი შეაფასა. ასევე, არასრულწლოვანთა საჭიროებებისა და უფლებრივი მდგომარეობის კუთხით საჭიროებების შესასწავლად განხორციელდა ვიზიტები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 64 ტერიტორიულ ერთეულში. „გადაუჭრელ პრობლემად რჩება ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირება, რთული ქცევისა და კრიზისული მდგომარეობის მართვა, ბავშვზე ძალადობის ფაქტების პრევენცია, მათზე დროული რეაგირება და ფსიქო-სოციალური დახმარება. სახელმწიფოს არ გააჩნია სისტემური ხედვა ბავშვთა სიღარიბის დაძლევის და ოჯახების სოციალური ფუნქციის ამაღლების მიმართულებით. არსებული პროგრამები ვერ პასუხობს ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებებს, რაც შესაბამისად უარყოფითად აისახება ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. პრობლემად რჩება ბავშვზე ზრუნვის სფეროში არსებული ხარვეზები, შესაბამისი სპეციალისტების, ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობრივი სიმცირე და მათი ეფექტიანი ჩართულობის პრობლემები“- განაცხადა სახალხო დამცველმა ღონისძიების გახნისას. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი წლებია აქტიურად თანამშრომლობს სახალხო დამცველის ოფისთან და მხარს უჭერს მას ბავშვთა უფლებების დამოუკიდებელ მონიტორინგში. „სახალხო დამცველის დღეს გამოქვეყნებულ ანაგრიშში ასახულია ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვები დგანან. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, როგორებიცაა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისათვის სპეციალური ფულადი დახმარების შემოღება, საკანონმდებლო ინიციატივები სოციალური სამუშაოს გაუმჯობესების, ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის და მინდობით აღზრდის შესახებ. თუმცა კვლავ პრობლემაა ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების სიმწირე, სოციალური სამუშაოს ხარისხი, ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ნაკლებობა და სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ბავშვების დახმარება. გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მთავრობასა და სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობას ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით,“ – განაცხადა იუნისეფის წარმომადგენელმა. სპეციალური ანგარიში სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია გედევანიშვილმა და დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარიამ ბოჭორიშვილმა და თამთა ბაბუნაშვილმა წარმოადგინეს. მონიტორინგმა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით არაერთი გამოწვევა გამოავლინა. წლების განმავლობაში რჩება პრობლემები ბავშვის მიმართ ძალადობის, განათლების უფლების განხორციელების, არასრულწლოვანთა სათანადო ფსიქოლოგიური/სარეაბილიტაციო სერვისებით უზრუნველყოფის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების, ზრუნვის პროცესში ჩართულ პირთა კვალიფიკაციისა და როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსის ნაკლებობის მიმართულებით. გარდა ამისა, გამოვლინდა, რომ არ არის უზრუნველყოფილი არასრულწლოვნების ბიოლოგიური ოჯახებიდან ბავშვთა სიღარიბის საფუძვლით განცალკევების პრევენცია, რადგან სოციალური დაცვის სისტემა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებს ეფექტიან, შედეგზე ორიენტირებულ, ბავშვზე ზრუნვისა და სოციალურ პროგრამებს ვერ სთავაზობს. სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი არასრულწლოვნები აუცილებლად უნდა სარგებლობდნენ დაცვის მაღალი სტანდარტით, რადგან სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნის მრავალწლიანი გამოცდილება, მომსახურების ფორმების ხშირი ცვლა, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ქცევითი პრობლემები, ძალადობის გამოცდილება, ბიოლოგიური ოჯახისგან განცალკევება არასრულწლოვანთათვის სტრესულ ფაქტორებს წარმოადგენს და ბავშვისადმი განსაკუთრებული მოპყრობის, მათი მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფის აუცილებლობას წარმოშობს. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა წარმოადგინა რეკომენდაციები, რომელთა შესრულება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემაში არსებულ მდგომარეობას.
---
14.05.2019
სექსუალური ძალადობა არასრულწლოვნებზე - "ხშირად მოძალადე ბავშვისთვის ახლობელი ადამიანი, ზოგჯერ ოჯახის წევრიცაა"
ზუსტი სტატისტიკური მონაცემების დადგენა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძლადობის ფაქტებზე საკითხის სპეციფიურობიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია. ხშირ შემთხვევებში ოჯახები ცდილობენ, ასეთი შემთხვევები არ გაახმაურონ, რადგან ოჯახის რეპუტაციას უფრთხილდებიან, ან თავად ძალადობის მსხვერპლი ბავშვები/მოზარდები ინახავენ ამას საიდუმლოდ. თუმცა სტატისტიკა მაინც არსებობს და შეიძლება ითქვას, რომ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი და საყურადღებოა. უახლესი, 2019 წლის 3 თვის სტატისტიკით, გამოძიება არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების 40 შემთხვევაზე დაიწყო. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ 2019 წლის იანვარ-მარტში ჯამში 110 დანაშაულია რეგოსტრირებული, საიდანაც მხოლოდ 38-ია გახსნილი. რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, 2018 წელს არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის 331 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, მათ შორის იყო არასრულწლოვნის გაუპატიურების 26 სავარაუდო შემთხვევა და გარყვნილი ქმედების 81 საქმე. აღსანიშანავია, რომ 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია რას გულისხმობს არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა ? სექსუალური ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებზე გულისხმობს ბავშვის/მოზარდის გამოყენებას სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ სქესობრივი კონტაქტის დამყარებით, არამედ მოიცავს ქმედებათა ფართო სპექტრს, როგორიცაა: ეროტიული ელფერის ალერსი, შეხება, საკუთარი სასქესო ორგანოების დემონსტრირება, პორნოგრაფიული სურათების გადაღება, სექსუალური შინაარსის კადრების ან პორნოგრაფიული ჟურნალების ნახვის ხელშეწყობა და სხვა. ასეთი ქმედებები ჩაითვლება სექსუალურ ძალადობად, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა თანხმობა ბავშვის მხრიდან, რადგან ერთის მხრივ, ბავშვზე ზეგავლენის მოხდენა იოლია, მით უფრო, რომ მოძალადე თავისი მიზნის მისაღწევად ხშირად მიმართავს ტყუილს, მუქარას ან შანტაჟს; მეორეს მხრივ კი ბავშვს არ შეუძლია ამ ქმედებათა მნიშვნელობის გაგება, მათი სწორად შეფასება. სახალხო დამცველმა, თავის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში ყურადღება გაამახვილა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრობლემაზე და მთავარი რეკომენდაციები გასცა. დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და რეაბილიტაციის კონცეფცია არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებებისგან ბავშვების დასაცავად ამ დრომდე არ შეუმუშავებია. ანგარიშის თანახმად, საქართველოში, ხშირ შემთხვევებში, ბავშვებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, თუ ვის უნდა მიმართონ რაიმე სახის ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ხასიათის არასასურველი ქმედების შემთხვევაში. "მიუხედავად პრობლემის მასშტაბებისა, სახელმწიფო საზოგადოებისა და განსაკუთრებით, ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ფორმატში საინფორმაციო აქტივობებსა და კამპანიებს არ აწარმოებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო აქტივობების სახით შესაბამისი სწავლება არ მიმდინარეობს. არაპროპორციულად მცირეა და საჭიროებებზე ნაკლებად ორიენტირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონებში დაზარალებულბავშვებთან მომუშავე ფსიქოლოგთა რიცხვი", - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი დიმიტრი ნოზაძემ AMBEBI.GE-ს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 9 წლის გოგონას ანონიმური ისტორია მიაწოდა: "გოგონას დედა აიძულებდა, რომ გადაეღო პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოები და ფოტოები, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით გზავნიდა და ყიდდა. შემდეგ ეს ბავშვი წაიყვანა თბილისში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, შეახვედრა ამ კაცს, რომელმაც ბავშვზე იძალადა. ეუბნებოდა ტანსაცმელი გაეხადა, გაშიშვლებულიყო და მოფერებოდა. ამ ქმედებების ვიდეომასალა არსებობს და ის ვნახე, ძლიან მძიმე საყურებელია და აღსაწერია ეს ყველაფერი". ფსიქოლოგი ქეთევან ფილაური AMBEBI.GE- სთან იმ ნეგატიურ შედეგებზე საუბრობს, რამაც შესაძლოა თავი იჩინოს როგორც სექსუალური ძალადობიდან დაუყოვნებლივ, ისე გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ზრდასრულობის ასაკშიც. "ეს პრობლემა მუდამ არსებობდა, დღესაც არსებობს როგორც საქართველოში, ისე - მთელ მსოფლიოში, ყველა სოციალურ ფენაში. ეს უდიდეს ზიანს აყენებს ბავშვს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით. რაც უფრო ადრეულ ასაკში ხდება და განმეორებითია უფრო მეტია ზიანი. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოძალადე ძირითადად არის ბავშვისთვის ნაცნობი, ახლობელი ადამიანი, ზოგჯერ ოჯახის წევრიც, რომელიც არის ბავშვთან ნდობით ურთიერთობაში, ან შეუძლია ნდობა ადვილად მოიპოვოს. ეს ბავშვში პირველ რიგში დაბნეულობას იწვევს. ბავშვებს ადამიანების შესახებ წარმოდგენები უყალიბდებათ სხვა, მათთვის ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობით. ასეთ შემთხევაში ის იღებს გამოცდილებას, რომ მისთვის ახლობელ, უფროს ადამიანს მოაქვს ტკივილი და ეს არის ძალიან ტრავმული მისთვის. მან არ იცის, ვის ენდოს და ვის არა, კარგავს ნდობას ყველას მიმართ. ამ გამოცდილებას ახასიათებს მრავალი სიმპტომი, თავდაცვის პოზა, სექსუალური კონტაქტიდან თავის არიდება, უკვე ზრდასრულ ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი დასრულდა შეიძლება წარსულის განცდები მის ფიქრებში პერმანენტულად შეიჭრას. იმის ნაცვლად რომ მოზარდმა ითამაშოს, განათლება მიიღოს, განვითარდეს, იგი ერთი და იგივე ტრავმული გამოცდილების ირგვლივ ტრიალებს" - ამბობს ფსიქოლოგი. ქეთევან ფილაური მიიჩნევს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ასეთ ფაქტებს იძიებენ სპეციალური ცოდნით უნდა იყვნენ აღჭურვილები და უნდა იცოდნენ, როგორ აწარმოონ ბავშის გამოკითხვა, ისე რომ მათი ფსიქიკა არ დააზიანონ. "მინიმუმ ფსიქლოგიური ტრენინგები უნდა ჰქონდეს გავლილი სპეციალისტს, რომელიც ბავშვი გამოკითხვაშია ჩართული. როცა ბავშს სთხოვენ პასუხი გასცეს კითხვებს, ანუ სთხოვენ ისეთი რამის გაკეთებას რაც მას არ სურს, ეს არის რეტრავმატიზაცია, რასაც არაკომპეტენტური დაკითხვა იწვევს". არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ასეთი ფაქტების პრევენციის აუცილებლობაზე საუბრობს. "ამ მხრივ ჩვენს ორგანიზაციაში მომართვიანობის ფაქტები საკმაოდ ხშირია, ითხოვენ კონსულტაციებს... მშობლები გვიკავშირდებიან და ითხოვენ რჩევას, რა უნდა გააკეთონ ასეთ სიტუაციაში, რაც უკვე კარგია. ისინი სერიოზულად უდგებიან ამ პრობლემას და აანალიზებენ, რა მნიშვნელოვან პრობლემასთან აქვთ საქმე და რაც მთავარია, ამას ბავშვის წარმოდგენებად არ განიხილავენ. ევროპის მასშტაბით ბოლოს ჩატარებულმა კვლევამ თქვა, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი სხვადასხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით კვლევები არ ტარდება. აუცილებელია, რომ პრობლემის მასშტაბის განსაზღვრაა სწორედ ასეთი კვლევებით მოხდეს. ასევე, უმთავრესი პრობლემაა ხდება თუ არა პრევენცია. აქ უპირველესად გვახსენდება საგანმანათლებლო დაწესებულებები და მას შემდეგ ყველა ის ადგილი, სადაც ბავშვი სხვადასხვა მიზნით იმყოფება, მათ შორის: ბაღები, სკვერები, მუსიკის სკოლები, ცეკვის წრეები და ა.შ. ყველა ეს ორგანიზაცია უნდა ცდილობდეს სხვადასხვა ფორმით მოახდინოს პრევენცია. პრევენციის ყველაზე ძლიერი მხარე ბავშვებისთვის ინფორმაციის სწორად და ფრთხილად მიწოდებაა" - ამბობს აბაშიძე, მისი თქმით, პრევენციისთვის წინგადადგმული ნაბიჯი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სექსუალური, რეპროდუქციული საკითხების სავალდებულო წესით სწავლების დანერგვა იქნება. "ამ საგნების მნიშვნელობა ადამიანებს სათანადოდ არ ესმით და სხვაგვარად წარმოუდგენიათ, რაც დარგის სპეციალისტებისთვის ღიმილისმომგვრელია. ძალიან დიდი სამუშაოა მშობლებთანაც... სახელმწიფომ უნდა ჩადოს რესურსი, რომ საინფორმაციო კამპანიები დაიგეგმოს და განხორციელდეს. შემდეგ უკვე სამარალდამცავების მუშობის სტანდარტებზე უნდა დაიწყონ მუშაობა. მათი მუშაობის დიზაინი საერთოდ თავიდან დასაწერია. ისინი სტანდარტული მეთოდებით მუშაობენ, მაგალითად როგორც იძიებენ ყაჩაღობას, იგივე მეთოდით იძებენ ასეთ სპეციფიურ დანაშულს. სტატისტიკის მიხედვით ასეთი დანაშულის გახსნის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, მათ უნდა გადახედონ მუშაობის მთლიან სტანდარტს. მთელი ეს პროცესი ბავშვზე ორიენტირებული უნდა იყოს. გამოძიების დასრულების შემდეგ ძალადობის მსხვერპლს რეაბილიტაცია სჭირდება. სახლმწიდომ ერთიანი წრე უნდა შექმნას - დაიწყოს პრევენციით, გააგრძელოს გამოძიებით, დანაშაულის გახსნით და დაასრულოს მსხვერპლი ბავშის რეაბილიტაციით" - აღნიშნა ანა აბაშიძემ. შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი. კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებსა და მათ მშობლებთან, გაუწევენ მათ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, შესთავაზებენ საჭირო სერვისებს და უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას გამოძიების მიმდინარეობისას. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ამგვარი კატეგორიის დანაშაულებს გამოიძიებს. გამომძიებლები გადამზადებული არიან ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოკითხვის მეთოდოლოგიის საკითხებზე. სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელი გამკაცრდება და მთელი რიგი უფლებები (მათ შორის სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლება) ჩამოერთმევა, ასევე შეიქმნება სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ გასწვდება ამ პრობლემას. მათი მოსაზრებით, საჭიროა სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა და პრობლემისადმი სისტემური მიდგომა.
---
14.05.2019
სისხლის ნაკლებობა დაუდგინდა... გამოირეცხა ყველა დიაგნოზი რაც საქართველოში დადგინდა" - პატარა ელენეს საზოგადოების დამხარება სჭირდება
შეიძლება კუჭზე ოპერაცია არ დაჭირდეს, ასევე სისხლის ნაკლებობა დაუდგინდა, რის გამოც გადაუსხეს სისხლი, თავის ტვინის გამოკვლევის პასუხიც მოგვივიდა და საშიში არაფერი აღმოუჩნდა, მხოლოდ სისხლჩაქცევები რომელიც მკურნალობას ექვემდებარება, ასევე უტარდება ფიზიოთერაპიები რომ მეტად იმოძრაოს, ყელში ნახველიც ამოუსუფთავეს, მოხდა ყელის დათვალიერება და გასინჯვა, გამოირეცხა ყველა დიაგნოზი რაც საქართველოში დადგინდა. მთავარი პრობლემა კი ელენს მკურნალობის ხარჯებია, რომელიც სულ 42 ათას 800 დოლარი ჯდება. ჩვენ მხოლოდ შვეძელით 7 ათასი დოლარის დარიცხვა. უკვე გვაქვს კლინიკის დავალიანება დღესის ჩათვლით 6 ათასი დოლარი. ეხლა როცა ელენეს ყველაზე მეტად სჭირდება თითეული თქვენგანის დახმარება, გთხოვთ არ მიატოვოთ სასიცოცხლოდ მნიშვნლოვანია თითეული ადამიანის 1 ლარი. უმრჩილესად გთხოვთ ყველას ვისაც შეგტკივათ გული პატარა ელენეზე გაიღოთ მცირედი მის დასახმარებლად. 09 01 200 127 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთე #ელენე #წულაძე თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია. აპარატებიდან: #თიბისი #ფეის, საბანკო მომსახურება, აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867, დაბადების თარიღი 03.10.1982, საიდენტიფიკაციო კოდი:445473014, საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარიში, იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014, ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი - #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში - #GE12TB7990736080100007, დოლარში - #GE94TB7990736180100002, ევრო - #GE94TB7990736180100002
---
14.05.2019
"ახალდაბაში საშინელება დატრიალდა, 9 სულიან ოჯახს სახლი მთლიანად დაეწვა,ჯოჯოხეთი ტრიალებს აქ" - ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება
სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებ და საზოგადოებას 9 სულიანი ოჯახის დახმარებისკენ მოუწოდებს, რომელსაც სახლი დაეწვა. "სასწრაფოდ წაიკითხეთ გუშინ ახალდაბაში საშინელება დატრიალდა და 9 სულიან ოჯახს სახლი მთლიანად დაეწვა.სამი ბავშვი ჰყავთ,ორი წლინახევრის და ერთი 12 წლის ცერებრალური დამბლით, ჯოჯოხეთი ტრიალებს აქ, ვერაფრის გამოტანა ვერ მოასწრეს და შეფარებულები არიან. აღარ აქვთ არცერთნაირი ტანსაცმელი და არცერთი ნივთი. ბავშვებსაც და დიდებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საჭმელი და წამლები. იქნებ რომელიმე კომპანიამ გამოთქვას სურვილი დახმარების სამშენებლო მასალებით და ერთი ოთახი მაინც გავუკეთოთ, რომ თავზე არ აწვიმდეთ. ჩვენც ყველაფერს ვეცდებით - ხვალ, ოთხშაბათს,15 მაისს, ნახალოვკაში, "ქარვასლა"-ს წინ დღის 12:00- დან 15:00- მდე იდგება დიდი მანქანა და შევაგროვებთ საოჯახო ნივთებს, საჭმელს და ტანსაცმელს. სასწრაფოდაა საქმე და ხვალვე უნდა ჩამოვუტანოთ. აბა ჩვენ ვიცით, ბავშვები ჩვენ გველოდებიან"- წერს აკა სინჯიკაშვილი. ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი თიბისი ბანკი GE90TB7603845061100016 აკაკი სინჯიკაშვილი თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს" უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.
---
14.05.2019
ახალი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის გამო თამბაქოს ბიზნესი დაჯარიმდება
31 მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება. კერძოდ, სავალდებულო ხდება, რომ თუთუნის, ელექტრო სიგარეტის ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტის სარეალიზაციოდ გატანამდე, 3 თვით ადრე მწარმოებელმა ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინოს ყველა ინფორმაცია ამ თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის და მისი ქიმიური დანამატების შესახებ. მსგავსი ინფორმაციის წარდგენა ქვეყანაში შემოსულ ყოველ პარტიაზე სავალდებულო იქნება. თუ მეწარმე ამ მოთხოვნას არ შეასრულებს ან არასრულად წარადგენს ინფორმაციას, კანონით საჯარიმო სანქციაა გათვალისწინებული. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა (მათ შორის, გამოფრქვეული ნივთიერებების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა (მათ შორის, ინგრედიენტების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) − მწარმოებლის 5 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. პირველ მაისს, თამბაქოს კონტროლის ალიანსმა „თამბაქოს მოხმარების შესახებ“ ცვლილებებთან დაკავშირებით, ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. ცნობისთვის, 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოწევა აიკრძალა დახურულ შენობებში, მათ შორის ელ. სიგარეტების, გახურებადი თამბაქოს ნაწარმისა და ჩილიმის (მინიმალური გამონაკლისებით). 2018 წლის 1 სექტემბრიდან აიკრძალა სავაჭრო ობიექტის გარე სივრცეში თამბაქოს ნაწარმის გამოდება. თამბაქოს ნაწარმზე პიქტოგრამების დატანის გარეშე რეალიზაცია.
---
ბეჭდვითი მედია
15.05.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
ტრაგედია დამცავი ღვედით - თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაღუპული მუშა თოკმა ვერ შეიმაგრა
სიკვდილის ქრონიკა სამშენებლო ობიექტებზე გრძელდება - 14 მაისს კოსტავას 75 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის სავარაუდოდ, მე-15 სართულიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას მუშაობის დროს თოკი გაუწყდა. მამაკაცი მშენებარე კორპუსის ხარაჩოს ამაგრებდა და წინასწარი ინფორმაციით, ხარაჩო ჩამონგრა, ხოლო მუშა თოკმა ვეღარ დაიკავა. ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მუშაობისას დამცავი ღვედი ეკეთა. ამიტომ მათთვის გაუგებარია როგორ მოხდა ახალგაზრდა მამაკაცის სიმაღლიდან ვარდნა. ადგილზე ექსპერტკრიმინალისტები მუშაობდნენ და გამოძიება სამშენებლო წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. შრომის ინსპექციის პირველადი დასკვნით, უსაფრთხოების ნორმების უხეში იგნორირება იკვეთება, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მაია მიქაია განმარტავს, რომ სამშენებლო ობიექტზე ხარაჩოს დემონტაჟი მიმდინარეობდა. მისი თქმით, ხარაჩოს ექსპლუატაციის წესები დარღვეულია. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ხარაჩოს ჩამონგრევა გახდა. შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით კომპანიისგან შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას ელოდებიან. კომპანიის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. „სამშენებლო სამუშაოები დამთავრებულია და მიმდინარეობდა ხარაჩოს დემონტაჟი. რაც ერთი შეხედვით ჩანს და დავათვალიერეთ, არის, რომ ხარაჩოს ექსპლუატაციის წესები არის დარღვეული. რაც შეეხება სხვა ინფორმაციას დასაქმებულთა აღჭურვასთან დაკავშირებით, შესაბამის სწავლებასთან დაკავშირებით, ჩვენ ველოდებით შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც უნდა მოგვაწოდოს კომპანიამ და ამ ინფორმაციის შესაბამისი დოკუმენტების შესწავლის, სხვა დასაქმებულების გამოკითხვის შემდგომ იქნება შესაძლებელი, რომ დავდოთ ერთიანი დასკვნა, თუ რა კონკრეტულმა შემთხვევამ გამოიწვია,“ - განაცხადა მაია მიქაიამ. 2019 წლის იანვრიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მშენებლობაზე 10 მუშა დაიღუპა და 10 მძიმედ დაშავდა. მსგავსი ფაქტები მოხდა: 15 თებერვალს, როდესაც თბილისში, შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. 40 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცი ლიფტის შახტში ჩავარდა. 14 მარტს, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, კაპანელის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა გადმოვარდა. 53 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 16 მარტს, ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის #12-ში მშენებარე კორპუსიდან, სამი მუშა გადმოვარდა. ორი მათგანი დაიღუპა. 30 მარტს, ჭიათურაში, საბაგიროს მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. ის ადგილზე დაიღუპა. 31 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, საძირკვლის გამაგრების სამუშაოების დროს მიწის ჩამოშლის შედეგად ორი მუშა დაიღუპა. 26 წლის ჭიათურელი დავით აბესაძე, მაშველებმა მიწის მასიდან მალევე ამოიყვანეს. 40 წლის ედვარდ ვარიშოვის ძებნა დაახლოებით 8 საათს გაგრძელდა. 14 მაისს, კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. ყველა შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. არასამთავრობო სექტორი, დასაქმებულები, პროფკავშირების წარმომადგენლები დიდი ხანია ამბობენ, რომ სხვადასხვა სახის საწარმოო ტრავმების მიზეზი ხშირად დამსაქმებლის მხრიდან უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფაა და სწორედ იმიტომ, რომ დასაქმებულთა ბედი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებელთა კეთილსინდისირებაზე, საჭიროა შრომითი ინსპექციის არსებობა. ასეთი სამსახური საქართველოში უკვე ამოქმედდა. თუმცა კითხვა - რამდენად ქმედითია ეს ორგანო და რეალურად ახდენს თუ არა მისი არსებობა გავლენას დასაქმებულთა შრომით პირობებზე - ღიაა და ყველა თანხმდება იმაზე, რომ ესს ორგანო შესაბამის ზომებვს ვერ ახორციელებს. „გაერთიანებული პროფკავშირების“ თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ქვეყანას აქვს კანონი, თუ როგორ უნდა იყოს შრომის უსაფრთხოება დაცული. თუმცა, მისი აღსრულება არ ხდება. როგორც ალექსანდრია ამბობს, შრომის ინსპექციას, რომელსაც უნდა ევალებოდეს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების შემოწმება, რეალურად მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ორგანო ფაქტიურად ვერანაირ პრევენციაას ვერ ახორციელებს. „რაც შსს-დან არის ხელმისაწვდომი სტატისტიკა, გასულ წელს სამუშაო ადგილზე 41 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან დაახლოებით 15-20 პროცენტი სამშენებლო ობიექტებზე დაშავებულთა და გარდაცვალებათა შემთხვევა იყო. დღეს შრომის ინსპექციას არ აქვს უფლება არც გეგმიურად და არც დაუგეგმავად შეამოწმოს სამუშაო ობიექტები. კანონით, მან დამსაქმებელ კომპანიას უნდა შეუთანხმოს და ისე შევიდეს. „სახელმწიფოს შიში აქვს, რომ ბიზნესი ქვეყნიდან არ გაიქცეს. სად უნდა გაიქცნენ, ვის რაში სჭირდებათ, ასეთი კომპანიები საქართველოს გარდა სხვა რომელ ქვეყანაში უნდათ? იმის ელემენტარული თავი არ აქვთ, რომ კორპუსებიდან მუშები არ გამოუცვივდეთ და მაგათი აშენებული რა უნდა იყოს?! არცერთ ნორმალრ ქვეყანაში ასეთ ბიზნესმენებს არ გააჩერებენ“, - აცხადებს ალექსანდრია. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი ლინა ღვინიანიძე კი „რეზონანსთან“ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ეს საწარმოში დაშავებულთა და გარდაცვლილთა საქმის გამოძიებაა, რომლის დროსაც გამოძიება თითქმის ყოველთვის დაშავებულის/გარდაცვლილის ბრალეულობას ამტკიცებს. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით კვლევითი მონაცემები არ არსებობს და არც სისხლის სამართლის ყველა საქმეა შესწავლილი. თუმცა მთავარი ტენდენცია, რაც იკვეთება და რაც ძალიან საეჭვოა, ბრალი ყოველთვის დაზარალებულს ან გარდაცვლილს ედება. „იმ შემთხვევებში, როცა მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილზე, გამოძიება ადგენს, რომ ეს მუშის ბრალით იყო გამოწვეული. ეს მაშინ, როცა სამუშაო პირობები არის ძალიან მძიმე და, როგორც წესი, საწარმოების მხრიდან ხდება უსაფრთხოების ძალიან ბევრი ნორმის დარღვევა. ყველა შემთხვევაში მუშაზე პასუხისმგებლობის გადატანა ძალიან ცუდი ტენდენციაა და ბუნებრივია, ჩნდება ეჭვები გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით. „მუშების დაშავებისას გამოკვეთილი კიდევ ერთი ტენდენცია ისაა, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ საშუალო და ქვედა რგოლის მენეჯერებს ეკისრებათ და პასუხისმგებლობის საკითხი ზედა რგოლამდე არასოდეს მიდის. ასეთი შემთხვევებისთვის კომპანიებში სპეციალური სქემა აქვთ შემუშავებული. თუკი საქმე სასამართლომდე მივიდა, საპროცესო შეთანხმებით, რომელიც თავისუფლების აღკვეთას არ გულისხმობს, ბრალი საშუალო ან ქვედა რგოლის მენეჯერებს ედებათ, ამის სანაცვლოდ კი კომპანია მათ თანხას უხდის. ამასთან, ხშირად სასამართლო დავის თავიდან ასაცილებლად კომპანიები დაშავებული/გარდაცვლილი მუშის ოჯახს კომპენსაციის მიზნით თანხას უხდიან და აქ სრულდება დავა“, - აცხადებს ღვინიანიძე
---
15.05.2019
მედიასაშუალება: ვერსია
SOS! _ საქართველოში მოქმედი სტომატოლოგიური კლინიკების 54% ინფექციების გადადების წყაროა!
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ინფექციიის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) ეფექტიანობა შეამოწმა. აუდიტი 2015-2017 წლებს მოიცავდა და გაირკვა, რომ საქართველოს იპკ-ს ერთიანი ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა არ აქვს. არადა, სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები ფართოდ გავრცელებული გართულებაა, რაც გავლენას ახდენს, როგორც პაციენტის ავადობასა და სიკვდილიანობაზე, ასევე მნიშვნელოვნად ზრდის სამედიცინო მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებსაც. მეტიც, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულებების 54% იპკ-ს სისტემის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს! აუდიტის მოტივი და მიზანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფექციების პრევენცია და კონტროლია, რომლის მნიშვნელობაზე ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია _ ჯანმო, მისივე რეკომენდაციებში მიუთითებს. ჯანმო- ს მონაცემებით, დროის ნებისმიერ მომენტში, 100 ჰოსპიტალიზებულ პაციენტზე, საშუალოდ, 7-დან 10 პაციენტამდე, სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული, მინიმუმ, ერთი ინფექციით ინფიცირდება, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ხოლო სამედიცინო სისტემისთვის ფინანსურ ხარჯს ზრდის. ამასთან, განვითარებად ქვეყნებში, სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების შესახებ ინფორმაცია არასანდოა, რასაც საქართველოს მაგალითიც ადასტურებს _ 3 700 000 მოსახლეზე, ყოველწლიურად, საშუალოდ, 200 სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციის შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის იმავე რაოდენობაზე _ დაახლოებით, 20 000 შემთხვევა. 2016 წელს, სამინისტროს ინიცირებით, თბილისის 10 სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში მონიტორინგი ჩატარდა. შედეგად, ამ დაწესებულებების 50%-მა, ინფექციების კონტროლის ისეთი ღონისძიებების მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, როგორებიცაა: ინფექციების კონტროლის სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; სტერილიზაციადეზინფექცია; ხელების ჰიგიენა; პერსონალის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება; უსაფრთხო ინექციების პრაქტიკა; ნოზოკომიური ინფექციების (სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექცია, რომელიც შეძენილია სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციიდან 48 საათის შემდეგ და რომელიც არ აღენიშნებოდა პაციენტს სამედიცინო სერვისზე მიმართვის მომენტში) საინჟინრო კონტროლი. ამასთან, ქვეყანაში ხორციელდება ისეთი პრიორიტეტული და მაღალბიუჯეტიანი პროგრამები, როგორებიცაა, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა და ჩ ჰეპატიტის ელიმინაცია. არადა, მათი ეკონომიური და ეფექტიანი განხორციელება პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში ინფექციების კონტროლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული იყო 299 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, სადაც ბენეფიციართა სტაციონარულ მომსახურებაზე დაიხარჯა 574 მილიონი ლარი. საქართველოში ნოზოკომიური ინფექციების შესახებ არსებული მწირი მონაცემები არ იძლევა თავიდან აცილებადი ხარჯის იდენტიფირების შესაძლებლობას. აუდიტის მიზანია, შეფასდეს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის ეფექტიანობა, გამოვლინდეს არსებული ნაკლოვანებები და გაიცეს შესაბამისი რეკომენდაციები. იპკ-სა და ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვა ქვეყანაში იპკ-ის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პირობა, სახელმწიფო დონეზე განსაზღვრული ერთიანი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმაა, რაც უზრუნველყოფს ჯანდაცვის სისტემაში შემავალი ერთეულების კოორდინირებულ მუშაობას ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით. `ეროვნული სტრატეგიის მნიშვნელობის მიუხედავად, ქვეყანაში არ არის შემუშავებული იპკ-ს სისტემის ერთიანი სტრატეგია, რომელიც ქვეყანაში, ერთიანი ზედამხედველობის პოლიტიკის არსებობას უზრუნველყოფდა. იპკ-ს სისტემის ელემენტები ფრაგმენტულადაა ასახული 2017-2020 წლების ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო და 2016-2020 წლების ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნულ სტრატეგიებში, რაც პოლიტიკის განსასაზღვრად, საკმარისი არაა~, _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. სტრატეგია მოიცავს ძირითად ამოცანებს: ინფექციების კონტროლისა და პრევენციის გაძლიერება; მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების შესაძლებლობების გაძლიერება; ცნობიერების ამაღლება და განათლება. თავის მხრივ, ამ ამოცანების განსახორციელებელი აქტივობები გულისხმობს სტაციონარულ დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის კომიტეტების შექმნასა და მათი რეალური ფუნქციონირების ზედამხედველობის გაძლიერებას, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მარეგულირებელი დოკუმენტების სრულყოფას, მიკრობიოლოგიური ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხარისხის გაუმჯობესებას, მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციებისა და ანტიბიოტიკების მოხმარებაზე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების ჩატარებას, სამედიცინო პერსონალის ცოდნის დონის ამაღლებას ინფექციების კონტროლისა და ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენების საკითხებზე. ეს აქტივობები გათვალისწინებულია ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიაში, რომლის მიზანია ქვეყანაში ჩ ჰეპატიტის ელიმინაცია და შედეგად, საზოგადოებასა და ეკონომიკაზე ვირუსული ჰეპატიტის მძიმე ზეგავლენის შემცირება. სტრატეგიაში გაწერილია უსაფრთხო ინექციის პრაქტიკის, დეზინფექცია- სტერილიზაციისა და ნარჩენების მართვის ღონისძიებებიც. `ამ საკითხების გარდა, იპკ-ს სისტემის ეროვნული სტრატეგია უნდა მოიცავდეს სახელმწიფოს მხრიდან, სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების ზედამხედველობის სისტემის შექმნასაც, რომელიც უზრუნველყოფდა სანდო ინფორმაციის მოპოვებას სამედიცინო დაწესებულებებში იპკ-ს მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და მათი პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს, რაც ანტიმიკრობული რეზისტენტობისა და ჩ ჰეპატიტის ეროვნული სტრატეგიების შემადგენელი ნაწილი არაა. ეროვნული სტრატეგიის არარსებობა გავლენას ახდენს სამინისტროს დაქვემდებარებული ერთეულების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. კერძოდ, ერთიანი პოლიტიკის არარსებობა, აფერხებს კოორდინირებულ მუშაობას იპკ-ს სისტემის გაუმჯობესებისა და ნოზოკომიური ინფექციების ოპტიმალურ მაჩვენებლამდე შემცირების მიმართულებით. ეროვნული სტრატეგია და მასში განსაზღვრული შეფასების ინდიკატორები სამინისტროს საშუალებას მისცემს, შეაფასოს ინფექციის პრევენციის კუთხით მიღწეული პროგრესი და დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები~. სახელმწიფო აუდიტორებმა ჯანმო- ს 2016 წლის რეკომენდაციები მოიშველიეს, რომლითაც ქვეყანაში მუდმივად უნდა ხდებოდებს იპკ-ს სისტემის მონიტორინგი და ზედამხედველობა კონკრეტული ინდიკატორების მიხედვით. ამ პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების შესახებ, სანდო და დროული ინფორმაციის შეგროვების მექანიზმები არსებობდეს. იპკ-ს სისტემის ღონისძიებები რეალურ საჭიროებებს უნდა პასუხობდეს, რისთვისაც ქმედითი ზედამხედველობის სისტემა უნდა არსებობდეს. ქვეყანაში დაფიქსირებულ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების რაოდენობა, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, არარეალურად დაბალია, რაც მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. `ეპიდზედამხედველობის პროგრამის ფარგლებში, 2015- 2017 წლებში, ცენტრმა ლაბორატორიული მომსახურება გაუწია 11 სამედიცინო, მათ შორის, თბილისის _ 8, კახეთის _ 1 და აჭარის _ 2 დაწესებულებას. თბილისში, 2016 წელს, ეპიდზედამხედველობის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში, ცენტრის მიერ, 42 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებმა სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, მხოლოდ 34 ნოზოკომიური ინფექციის შემთხვევა ასახეს. ამ ხარვეზის მიზეზი ისაა, რომ აუდიტის პერიოდისთვის, ცენტრში არ იყო დანერგილი შესაბამისი მექანიზმები, რიმლითაც შესაძლებელი იქნებოდა სტაციონარული დაწესებულებების მიერ პროგრამაში მონაცემების სრულად და ზუსტად ასახვის მონიტორინგი~. 2015-2017 წლის მონაცემით, იმ დროისთვის მოქმედი 299 დაწესებულებიდან, ქვეყანაში დადასტურებულია სულ 518 ნოზოკომიური ინფექციის შემთხვევა. გამოვლენილი ნოზოკომიური ინფექციების 51% _ ეპიდზედამხედველობის პროგრამაში ჩართულ 11 სტაციონარულ დაწესებულებაზე მოდის, რაც დადასტურებულია სახელმწიფოს რესურსებითა და ჩართულობით. ნოზოკომიური ინფექციების დანარჩენი 49% _ 288 სტაციონარულ დაწესებულებაზე ფიქსირდება, რომლებიც ამ პროგრამაში ჩართულნი არ არიან! საქართველოში დაფიქსირებული ნოზოკომიური ინფექციების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის არარელევანტურობაზე ისიც მიუთითებს, რომ 2016-2017 წლებში, საქართველოში, ნოზოკომიური პნევმონიის 133 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა ამავე პერიოდში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, სავარაუდოდ, 513 ნოზოკომიური პნევმონიის შემთხვევა უნდა გამოვლენილიყო. სტომატოლოგიური კლინიკები როგორც მოსალოდნელი იყო, საგანგაშო ვითარება დაფიქსირდა სტომატოლოგიურ დაწესებულებებში. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სტაციონარული დაწესებულებების საქმიანობის დაწყება ექვემდებარება სავალდებულო ნებართვის მოპოვებას. სანებართვო პირობებით, სამედიცინო დაწესებულებებს მოეთხოვებათ იპკ-ს სისტემის არსებობა, რომელსაც საქმიანობის დაწყების ეტაპზე რეგულირების სააგენტო ამოწმებს, ხოლო შემდგომ, სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს პერიოდულად ახორციელებს. `2014 წლიდან, სტომატოლოგიური მომსახურება განისაზღვრა, როგორც მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა და შესაბამისად, დაექვემდებარა საქმიანობის დაწყების შესახებ სააგენტოში სავალდებულო შეტყობინებას. ვინაიდან სტომატოლოგიური დაწესებულებები წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ჯგუფს, ტექნიკური რეგლამენტი ავალდებულებს დაწესებულებებს, ჰქონდეთ იპკ-სათვის საჭირო ინფრასტრუქტურული გარემო და ჰყავდეთ შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანური რესურსი. 2018 წელს, ტექნიკურ რეგლამენტში განისაზღვრა სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პრევენციისა და კონტროლის განხორციელების მოთხოვნა, თუმცა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებებისგან განსხვავებით, სტომატოლოგიური დაწესებულების საქმიანობის დაწყების ეტაპზე, საქართველოში მოქმედი რეგულაციები, სავალდებულო მოთხოვნების შემოწმებას არ ითვალისწინებს! იპკ-ს სისტემებს სტომატოლოგიურ დაწესებულებებში, შერჩევითი კონტროლის საშუალებით, რეგულირების სააგენტო წელიწადში ერთხელ, მათი საქმიანობის მიმდინარეობისას ამოწმებს. მინისტრის ბრძანებით, განსაზღვრულია შერჩევითი კონტროლის კრიტერიუმები, რომელზე დაყრდნობითაც, რეგულირების სააგენტო შეარჩევს შესამოწმებელ სამედიცინო დაწესებულებებს. მოცემული კრიტერიუმების ნუსხა არ ითვალისწინებს ახლად გახსნილი სტომატოლოგიური დაწესებულების შერჩევას~. ამასთან დაკავშირებით, განსხვავებული პრაქტიკა გვხვდება ევროპის ქვეყნებში. სახელმწიფო აუდიტორებს ამის დასტურად, ინგლისის მაგალითი მოჰყავთ, სადაც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მუდმივი მონიტორინგის მიზნით, ერთი და იგივე ორგანიზაცია არეგისტრირებს და ამოწმებს სტაციონარულ და სტომატოლოგიურ დაწესებულებებს. რეგისტრაციის ეტაპზე მოწმდება, რამდენად აკმაყოფილებს დაწესებულება შესაბამისი სერვისისთვის განსაზღვრულ სავალდებულო მოთხოვნებს და შემდეგ სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, პაციენტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაწესებულებებზე მუდმივი მეთვალყურეობა და პერიოდული ინსპექტირება ხდება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორები ასკვნიან, რომ საქმიანობის დაწყებამდე, ან საქმიანობის დაწყების საწყის ეტაპზე, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუმოწმებლობა ზრდის რისკს, რომ სტომატოლოგიური დაწესებულებები მოთხოვნების დაცვის გარეშე იქამდე აგრძელებენ საქმიანობას, ვიდრე რეგულირები სააგენტო მათ შერჩევით კონტროლს არ დაიწყებს. არადა, ასეთ მიდგომას შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოჰყვეს, როგორც პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე იპკ-ის სისტემის ეფექტიან მართვაზე. სტომატოლოგიური დაწესებულებისთვის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულია იპკ-ს სისტემის მოთხოვნები. `2018 წლის მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში მოქმედებდა 1 526 სტომატოლოგიური დაწესებულება. სააგენტოს მიერ, 2015-2017 წლებში განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% იპკ-ის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს! აქედან, იპკ-ს სისტემის მიმართულებით, ტექნიკური რეგლამენტის ცალკეული მოთხოვნის ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფის პროცესში. 2015 წელს, აღნიშნული მოთხოვნა დარღვეულია შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულებების 55%-ში, 2016 წელს _ 48%-ში და 2017 წელს _ 51%-ში~. სტაციონარული დაწესებულებები სამედიცინო დაწესებულებებში, იპკ-ს სისტემის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია გამართული ინფრასტრუქტურა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი მიკრობიოლოგიური ლაბორატორიაა. სწორედ ამგვარი ლაბორატორია წარმოადგენს ინფექციის იდენტიფიცირებისა და სწორი მკურნალობის წინაპირობას, რაც ჯანმო- ს 2016 წლის რეკომენდაციებში არაერთხელაა აღნიშნული. ამასთან, ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნულ სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები არ იყენებენ მიკრობიოლოგიური კვლევის თანამედროვე მეთოდებს, ამიტომ ლაბორატორიების ხარისხის გაუმჯობესება სტრატეგიის შემადგენელი კომპონენტია. სამედიცინო დაწესებულებების 2009 წლის ინფექციური კონტროლის დროს, შეიმუშავეს რეკომენდაცია და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ინფექციების კონტროლის ეფექტიანად განხორციელება, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამედიცინო დაწესებულებაში, იპკ-ს პროგრამის ყველა კომპონენტში მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მონაწილეობაზე. მეტიც, ამავე რეკომენდაციაში მითითებულია, რომ ყველა სტაციონარში მიკრობიოლოგიური ლაბორატორია უნდა არსებობდეს. მინისტრის 2015 წლის ბრძანებით, მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების საშუალებით, ინფექციების კონტროლის განხორციელება შესაძლებელია, როგორც სამედიცინო დაწესებულების შემადგენლობაში შემავალი, ასევე სხვა შესაბამის ლაბორატორიასთან კონტრაქტის ფარგლებში. `სანებართვო პირობებით, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებებს მოეთხოვებათ ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვა, მართვა, ზედამხედველობა და კონტროლი. ნოზოკომიური ინფექციების დადასტურება შესაძლებელია მიკრობიოლოგიური ლაბორატორიული კვლევებით. სწორი მკურნალობის დანიშვნისა და შემდგომი პროფილაქტიკისათვის კი მნიშნელოვანია, მიკრობიოლოგიური კვლევების განხორციელება. ამავდროულად, სანებართვო პირობებით, სტაციონარულ დაწესებულებებს არ მოეთხოვებათ ჰქონდეთ წვდომა მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობა, ერთი მხრივ, ავალდებულებს დაწესებულებას აღრიცხოს ნოზოკომიური ინფექციები და, მეორე მხრივ, არ მოითხოვს მათი დადასტურებისთვის აუცილებელ ინსტრუმენტზე წვდომას. შესაბამისად, საქმიანობის დაწყების ეტაპზე, არ არის დანერგილი მექანიზმი, რომლითაც სტაციონარული დაწესებულებების მიერ, შესაძლებელი იქნებოდა ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენა, დადასტურება და აღრიცხვა~. 2012 წლის ოქტომბრიდან, სანებართვო პირობებით, სტაციონარულ დაწესებულებებს მოეთხოვებათ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემის არსებობა. მისი ერთ-ერთი ფუნქცია ნოზოკომიური ინფექციების კონტროლისა და აღრიცხვის პროცესის მართვაა. სისტემა უნდა ფუნქციონირებდეს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც უნდა მოიცავდეს, როგორც დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის, ისე დაწესებულების შიდა განაწესით გაწერილი მოთხოვნების (მათ შორის, წესების, ნორმების, სტანდარტებისა და ინდიკატორების) სტაციონარში დანერგვის, შემდგომში პროცესებზე მონიტორინგისა და კონტროლის, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის დროში გაწერილ ღონისძიებებს. ახლა ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა ამ მხრივ: `2015-2017 წლებში, ნებართვა გაცემულია 42 ახალ სტაციონარულ დაწესებულებაზე, საიდანაც 29 დაწესებულებას არ წარმოუდგენია ხარისხის ინსტრუქცია, ხოლო 6 სტაციონარული დაწესებულების ინსტრუქცია _ შაბლონურია. 2015 წლის 10 ოქტომბრიდან, საერთო სანებართვო პირობების ერთ-ერთი მოთხოვნაა ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამ მიზნით, ყველა სტაციონარულ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს ნოზოკომიური ინფექციების კონტროლის კომიტეტი, რომელმაც უნდა შეიმუშაოს ნოზოკომიური ინფექციების კონტროლის სამოქმედო გეგმა _ ინფექციის კონტროლის პროგრამა~. მეტიც, ინფექციური კონტროლის ეროვნული გაიდლაინის თანახმად, ყველა სამედიცინო დაწესებულება თავისებურად უნიკალურია: პროფილის, სამედიცინო პერსონალისა და პაციენტის მიხედვით, ამიტომ ინფექციური კონტროლის პროგრამა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოცემული დაწესებულების თავისებურებებთან და მოთხოვნებთან უნდა იყოს ადაპტირებული: `2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით, ქვეყანაში ფუნქციონირება დაიწყო 35-მა სტაციონარულმა დაწესებულებამ, მათგან 21 დაწესებულებას არ ჰქონდა წარმოდგენილი პროგრამა, ხოლო 14-ის მიერ წარმოდგენილი პროგრამა შაბლონურია და კონკრეტულ დაწესებულებაზე მორგებული არაა. 2015 წლის ოქტომბრიდან, სტაციონარული დაწესებულებების დაახლოებით, 43%-მა _ საქმიანობა დაიწყო, როგორც იპკ-ს პროგრამის, ისე ხარისხის ინსტრუქციის გარეშე!~ სახელმწიფო აუდიტორების დასკვნით, სტაციონარულ დაწესებულებაზე ნებართვის გაცემის ეტაპზე, რეგულირების სააგენტო სათანდოდ ვერ ახდენს იპკ-ს სისტემის მოთხოვნების შეფასებას. კერძოდ, ნებართვის გაცემის ეტაპზე, სააგენტო არ სწავლობს, აქვს თუ არა სტაციონარულ დაწესებულებას იპკ-ს სისტემის პროგრამა და მორგებულია თუ არა ეს პროგრამა კონკრეტულ სტაციონარულ დაწესებულებაზე. შედეგად, სააგენტოს მიერ, არასათანადოდ დანერგილი კონტროლის მექანიზმებისა და მეთოდოლოგიის არარსებობის პირობებში, იზრდება რისკი, რომ სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული იპკ-ს სისტემის ნაკლოვანებები, სრულად ვერ გამოვლინდეს.
საქართველოს რესპუბლიკა-
---