From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-15.11.2018
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukacotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze <tbakradze@moh.gov.ge>; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 15.11.2018 13:22
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 15.11.2018

ტელევიზია

15.11.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიხედვით 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ბიზნესს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე მუშაობის პერიოდში დასაქმებული ადამიანების უბედური შემთხვევის საკუთარი ხარჯებით დაზღვევა მოუწევთ. გარდა ამისა, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი განიხილავს სავალდებულო დაზღვევის კომპონენტის ყველა სხვა კომპანიაზეც გავრცელებას, რომელიც არ მიეკუთვნება მომეტებული საფრთხის შემცველ სამუშაოს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5691280

---

 

14.11.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს. ასე შეაფასა გიორგი ვაშაძემ ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი სიახლე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5690778

I არხი- მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5690905

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5690522

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5690366

ტვ პირველი -დღის ამბები 14:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5689730

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5689764

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5689978

---

 

14.11.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:  დღის ამბები 14:00

გადაცემის სტუმარია გიორგი ვაშაძე, რომელიც საუბრობს საყოველთაო ჯანდაცვაზე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5689759

---

 

14.11.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

მსოფლიოს 17 ქვეყნის ექსპერტი კრემლის ბრალდებებს გააბათილებს. საქართველო უცხოელ სპეციალისტებს მასპინძლობს. ექსპერტებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან ლუგარის ლაბორატორიის მუშაობის შესახებ, ობიექტის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან და დასკვნასაც დადებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5690791

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5690486

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5689977

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5689861

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5689407

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5689167

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5689066

---

 

14.11.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:  დღის ამბები 17:00

იგორ გიორგაძემ აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტების შესახებ მტკიცებულებები არ აქვს. ბიბისი-მ ჟურნალისტური გამოძიებით დაადგინა, რომ რუსული ოფიციალური პირებისა და მედიის მიერ გავრცელებული ცნობები საქართველოში შტატების დაფინანსებით აშენებული ლუგარის ლაბორატორიის შესახებ სიცრუეა. ამ ბრალდების პირველწყაროდ იგორ გიორგაძე სახელდებოდა. გიორგაძის ვებსაიტზე ეწერა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ტარდებოდა ექსპერიმენტები შტატებში დამზადებული არალიცენზირებული წამლით, რამაც 2015 წლის დეკემბერში 30 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5690341

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5689521

---

 

14.11.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 12:00

ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშიას წევრი სერგო ჩიხლაძე გამოეხმაურა ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ ვითარებას და ხელისუფლების განცხადება, თითქოს მედიკამენტებზე ფასები არ გაზრდილა. სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ბაზარი არის მონოპოლიზებული. მისი თქმით, საერთაშორისო და შიდა კვლევებიც ადასტურებს, რომ ფასები მედიკამენტებზე 3-ჯერ და 4-ჯერ არის გაზრდილი. ოპოზიციური გაერთიანება რამდენიმე ინიციატივით გამოდის. მათ შორის შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფასების პოლიტიკის შემუშავებაზე იმუშავებს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5689221

კავკასია - დღეს 19:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5690561

---

 

14.11.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 17:00

ხელისუფლების წარმომადგენლები ვიქტორ ბოშტინარუს განცხადებას გამოეხმაურნენ. დავით სერგეენკოს კომენტარი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5690336

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00(მეორე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5690244

---

 

 

ინტერნეტი

15.11.2018

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/85567/gorshi-480-devnil-ojakhs-binebi-gadaetsa

გორში 480 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

გორში 480 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით ანწუხელიძის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრებ ოჯახებს ბინების დაკანონება დღეიდან შეეძლებათ. საკუთრების დადასტურებელი მოწმობები იძულებით გადაადგილებულებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინსტრის მოადგილემ გადასცა. 2013წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართი 17000 ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა.

---

 

15.11.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/521209-guga-kashibaze-ponichalashi-apetkebis-shedegad-dashavda-6-clis-bavshvi-misi-mama-da-babua-mati-mdgomareoba-mzimea/

გუგა ქაშიბაძე - ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავდა 6 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა - მათი მდგომარეობა მძიმეა

ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. მისივე თქმით, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა უბნები აქვთ დამწვარი. ასევე მიღებული აქვთ ტრავმული დაზიანებები. „44 წლის მამაკაცმა სხეულის 65%–ის დამწვრობა მიიღო, 24 მამაკაცმა 50%–ის, ხოლო 6 წლის ბავშვმა – 12%–ის. მათი მდგომარეობა მძიმეა, ამიტომაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან“, – განაცხადა ქაშიბაძემ. აღსანიშნავია, რომ დაშავებულებს ცოტა ხანში კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა მოინახულებს. ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად სამი სართული დაზიანდა. აფეთქება მე–3 სართულზე მოხდა, სადაც არავინ არ იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად დაშავდა მე-2 სართულის ბინაში მცხოვრები სამი პირი.

---

 

14.11.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/521093-davit-sergeenko-jandacvaze-unda-isaubros-im-adamianma-visac-erti-game-mainc-akvs-gatarebuli-klinikashi-avadmqopis-mosavlelad/

დავით სერგეენკო - ჯანდაცვაზე უნდა ისაუბროს იმ ადამიანმა, ვისაც ერთი ღამე მაინც აქვს გატარებული კლინიკაში ავადმყოფის მოსავლელად

ჯანდაცვაზე უნდა ისაუბროს იმ ადამიანმა, ვისაც ერთი ღამე მაინც აქვს გატარებული კლინიკაში ავადმყოფის მოსავლელად, ან მინიმუმ ერთი პროექტი მაინც აქვს გაკეთებული, - ასე პასუხობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადებას. როგორც სერგეენკო აცხადებს, ასეთი შეფასებები აბსოლუტურად მიუღებელია. „დასმული იყო საკითხი, რომ საქართველოში პრევენციას არ ექცევა ყურადღება. განვმარტავ, რას ნიშნავს პრევენცია. პირველ რიგში ეს არის ინფექციური დაავადებების ვაქცინაცია. 3.5-დან 22 მილიონამდე გაიზარდა ბიუჯეტი ამ წლების განმავლობაში და ჩვენ გვაქვს დასავლეთ ევროპული, არაჩვეულებრივი გრაფიკი. მეორე, რასაც ვაქცინით ვერ მოიცილებ, ეს არის ინფექციების კონტროლი სამედიცინო და არასამედიცინო დაწესებულებებში. 2015 წელს დავიწყეთ ეს ყველაფერი, სჭირდება განმტკიცება, მაგრამ გზა სწორია. შემდეგი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ოჯახის ექიმთან მისვლის შესაძლებლობაა, რომელმაც ადრეულ სტადიაზე უნდა დაადგინოს ესა თუ ის დაავადება, აიცილოს თავიდან გართულებები და მოგვცეს საშუალება, რომ აიცილოს ის, რისი აცილებაც შეიძლება და უმკურნალო მარტივად. 2013 წელს გაორმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ექიმთან მისვლა შეძლო და 2015 წელს ეს გაორმაგებული მონაცემი კიდევ გაორმაგდა გეგმიური ამბულატორიული ვიზიტები, ოჯახის ექიმთან ვიზიტები. და ბოლოს, სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტიკაზე და სკრინინგზე ჩვენ ვხარჯავთ 2 მილიონს წელიწადში. ეს არის ის მიდგომა, რაც ჩვენ გვაქვს და გვესმის ბევრად უკეთესად, ვიდრე პოლიტიკური განცხადებების ავტორებს“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/davit-sergeenko-imsdjelos-im-adamianma-visac-minimum-erti-game-aqvs-gatarebuli-klinikashi-avadmyofis-mosavlelad

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1542197825-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94

1ტვ.ჯი-https://1tv.ge/news/davit-sergeenko-giorgi-vashadzis-shefasebebi-jandacvaze-miughebelia-tu-ratom-amas-sazogadoebas-ganvumartav-da-ara-politikuri-komentaris-avtors/?fbclid=IwAR3dt8XsvVmyepHHsx8MN9Fz3oVBJZsCTDTSXdsVpi7399YteigHoPY7IY4

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/sergeenko-simsivnuri-daavdebis-adreul-diagnostikasa-da-skriningze-chven-tselitsadshi-2-milions-vkharjavth/

პია.ჯი- https://pia.ge/post/233794-davit-sergeenko-imsjelos-im-adamianma-visac-minimum-erti-rame-aqvs-gatarebuli-klinikasi-avadmyofis-mosavlelad

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=74710

---

 

14.11.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/521089-levan-koberize-giorgi-vashazis-gancxadeba-amoraluria/

ლევან კობერიძე – გიორგი ვაშაძის განცხადება ამორალურია

„გიორგი ვაშაძის განცხადება ამორალურია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, ლევან კობერიძე გიორგი ვაშაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ვაშაძე საყოველთაო ჯანდაცვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროგრამა მომაკვდავ ადამიანებს მკურნალობს. კობერიძის თქმით, ხელისუფლებისთვის ყოველი ადამიანის სიცოცხლის თითოეული დღე მნიშვნელოვანია. „ჩვენ გვაქვს ის პოზიტიური ტენდენცია სწორედ პრევენციის მიმართულებით. ამ ფონზე ვაშაძის განცხადება არის ამორალური. პრევენციის ძირითადი კომპონენტები შედგება სხვა და სხვა მდგენელისგან. პირველი, ეს არის ვაქცინაციის ხაზი. დღეისათვის, სწორედ ჯანდაცვის პოლიტიკიდან გამომდინარე ბიუჯეტშიც, რომელიც განიხილება, 20 მილიონამდე არის გაზრდილი ვაქცინაციის პროგრამების დაფინანსება, რომელიც მიმდინარეობს ზუსტად ევროპული ვაქცინაციის პროგრამების კალენდრის მიხედვით. ეს თანხა არის მნიშვნელოვნად, რამდენჯერმე გაზრდილი და აბსოლუტურად შეესაბამება ევროპულ სტანდარტს. მეორე კომპონენტი ეს არის ადრეული სქრინინგების პროგრამა, მათ შორის სიმსივნური დაავადებების შემთხვევაში და ბიუჯეტში 2 მილიონ ლარზე მეტია დათვლილი ამასთან დაკავშირებით, ხოლო ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას რაც შეეხება, საზოგადოებამ კარგად იცის რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს ეს პროგრამა. მესამე არის მიწვდომადობა მოსახლეობის მხრიდან, მაგალითად, ოჯახის ექიმის ინსტიტუტზე, აქაც რაოდენობები მიწვდომადობის თვალსაზრისით არის გაორმაგებული და რა თქმა უნდა, სურვილი იმის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს მიწვდომადობა, არსებობს, მაგრამ დღეისათვის ის მოცემულობა, რაც ჩვენ გვაქვს, ის პოზიტიური ტენდენცია რაც არსებობს, სწორედ პრევენციის მიმართულებით, ამ ფონზე ვაშაძის განცხადება არის ამორალური“, - განაცხადა ლევან კობერიძემ. უმრავლესობის დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის სწორედ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. „ჩვენთვის თითოეული ადამიანის არა თუ სიცოცხლე, არამედ მათი სიცოცხლის თითოეული დღე მნიშვნელოვანია. მათი მიდგომა იყო, როდესაც ადამიანები უსახსრობის გამო ბინებს ჰყიდდნენ, მათ შორის სიმსივნური დაავადებების გამო. ალომბარდებდნენ და ძალიან ბევრი მათგანი იღუპებოდა კიდეც, რადგანაც არ არსებობდა მიწვდომადობა მსგავსი ტიპის პროგრამებზე. დღეისათვის, იმ პირობებში, რისი საშუალებაც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იგი მიმართული იყოს ადამიანზე, მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ასეთი ტიპის განცხადება არის მახასიათებელი იმ პოლიტიკოსების, რომელიც ყველაფერს კადრულებონ იმისთვის, რომ ან ხელისუფლება შეინარჩუნონ, თავის დროზე ასე იქცეოდნენ, ან ხელისუფლებაში იქნებ მოვიდნენ ყველაფრის კადრებით. ამას ყველაფრის კადრება ჰქვია და ეს ჩემთვის მიუღებელია“, - აღნიშნა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

---  

 

14.11.2018

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/319305/

არ მითქვამს, რომ მძიმე პაციენტზე თანხა არ უნდა იხარჯებოდეს – ვაშაძე GPB-ს ქარტიაში უჩივის

გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე მომაკვდავი ადამიანების მკურნალობის შესახებ პირველი არხის ეთერში გაკეთებულ განცხადებას განმარტავს და აცხადებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლებს, მისი თქმით, მანიპულაციური სათაურისთვის. ვაშაძის თქმით, მას არ უთქვამს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მკურნალობაზე თანხა არ უნდა იხარჯებოდეს და არც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები შეუდარებია “შავი ხვრელებისთვის”, რაც პოლიტიკოსის თქმით, გადაცემაში მისი საუბრის მთლიან კონტექსტში კარგად ჩანს. რა თქვა გიორგი ვაშაძემ პირველი არხის ეთერში “მთავარი საკითხი, რასაც ვფიქრობ და რაზეც არ არის გამახვილებული ყურადღება დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში, არის: 1) ესაა პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა, 2) ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეს არის პრევენცია – ანუ, არა მკურნალობ ავადმყოფს, არამედ სანამ ავადდება ადამიანი, მანამდე ერევი ამ ყველაფერში, რაზეც არის დასავლური პრაქტიკა და რაზეც უკვე მიემართება აბსოლუტურად ყველაფერი. და ნაცვლად იმისა, რომ სწორედ ფინანსები უკვე გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ამ მიმართულებით დახარჯულიყო, ჩვენ ახლა ვასხამთ შავ ხვრელში უბრალოდ ამ ფულს. რატომ? იმიტომ, რომ ვმკურნალობთ რას?.. მომაკვდავ ადამიანს. მაგალითად, ადამიანს რომ სიმსივნე აქვს, ვმკურნალობთ იმას, რომ ქიმიოთერაპია მიიღოს და ვიცით, ამან შეიძლება 6 თვე გაუხანგრძლივოს ცხოვრება, მაგრამ არ ვხარჯავთ იმის ნახევარ ფულს იმაზე, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართს და არ მივიდეს [არ გახდეს] სამკურნალო. დიახაც, ეს არის ჩვენი ახალი სტრატეგია, რომ თითოეულ ადამიანთან მიმართებაში ჯანმრთელობის კუთხით იყოს გადატანილი მაქსიმალური ყურადღება საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე; სანამ ადამიანი უკვე გადასარჩენ პირობებში მივა, რომელიც გაცილებით ძვირი უჯდება, მათ შორის, სახელმწიფოს, და ყველაზე ძვირი ის არის, რომ შეიძლება ამ ადამიანს ვეღარ ვუშველოთ და გარდაიცვალოს, უბრალოდ, სანამ ამ დონემდე მივა, მანამდე პრევენციული მექანიზმების მეშვეობით ვუშველოთ. ეს როგორ უნდა მოხდეს? საბიუჯეტო სახსრები ამისთვის არის, რომ მაქსიმალური ინექცია გავაკეთოთ საბიუჯეტო სახსრების იქ, სადაც არის მეტი პრევენცია, რომ საბოლოო ჯამში, პირველ რიში, დავზოგოთ ადამიანის სიცოცხლე და რესურსები, რომელიც ამსთან დაკავშირებით იხარჯება. ეს არის ძალიან მარტივი ხედვა.” გაერთიანებული ოპოზიციის წევრის ამ განცხადებაზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა ვებ-გვერდზე სტატია გამოაქვეყნა, სათაურით: გიორგი ვაშაძე საყოველთაო ჯანდაცვაზე – ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს დღეს ცენტრალურ საარჩვნო კომისიაში მისულ გიორგი ვაშაძეს ტელეიმედის ჟურნალისტმა სწორედ ამ საკითხზე დაუსვა შეკითხვა. “მე ვთქვი, რომ პრევენციაზე უნდა იხარჯებოდეს აუცილებლად ფული, სანამ ადამიანი გახდება ავად და სანამ მის სიცოცხლეს ვეღარ ვუშველით, მანამდე უნდა იხარჯებოდეს თანხები. კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე სიმსივნით დაავადებულთან დაკავშირებით. არსად მითქვამს, რომ თანხა არ უნდა იხარჯებოდეს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე. ვთქვი, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს პრევენცია, რომ ხალხი არ კვდებოდეს ქვეყანაში. დღეს ჯანდაცვის სისტემა აწყობილია ისე, რომ არანაირ პრევენციაზე არ არის ორინეტირებული… საზოგადოებრივი ჯანდაცვა, როგორც ცნება, დღეს ქვეყანაში არ არსებობს და ჩამოშლილია,” – განუცხადა ტელეიმედს გიორგი ვაშაძემ. რაც შეეხება ტერმინ “შავ ხვრელს”, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მომაკვდავ ადამიანებთან ერთად ახსენა, ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ ეს სიტყვები არა მომაკვდავი ადამიანების მიმართ, არამედ ჯანდაცვის სისტემის და კორუფციული სქემის მისამართით თქვა: შავი ხვრელი არის ის, როცა უკონტროლოდ ხდება ხარჯები და ძალიან დიდია კორუფციული მარჟა ამ პროცესში. ძირითადად ეს არის შეთანხმებები სერვისის ყველაზე მსხვილ მიმწოდებლებთან… სათაური იმდენად მოჭრილია, რომ ძალიან ბევრს აერია, საერთოდ რაზე იყო საუბარი.” ვაშაძის განცხადების კომენტირებისთვის ნეტგაზეთი დაუკავშირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-რედაქტორს, ირინა დეკანოიძეს, რომელიც პირველი არხის საიტზე გამოქვეყნებული მასალის სათაურს არ თვლის მანიპულაციურად. მისი თქმით, გიორგი ვაშაძეს შეუძლია თავისი პოზიცია პირველი არხის საიტის მეშვეობითაც გამოთქვას: “რა არის მანიპულაცია, რამე ცდომილება არის თუ არა ტექსტსა და სათურს შორის და ა.შ.” როგორც ირინა დეკანოიძე ამბობს, ვაშაძის პრესამსახურსაცც დაუკავშირდა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე მოსაზრების გამოქვეყნება შესთავაზა, თუმცა აქამდე ამის სურვილი არ გამოუხატავს გაერთიანებული ოპოზიციის წევრს: მისი პიარსამსახური ამაზე გველაპარაკა, დაგვპირდა, მაგარამ ჯერ არაფერი. შეგვეძლო, კომენტარიც ჩაგვეწერა, მაგრამ ამ შეთხვევაში ჯობდა, წერილობით მოეწერა თავისი პასუხი, კიდევ რამე “მანიპულაციაზე” რომ არ ელაპარაკა შემდეგ…” გიორგი ვაშაძის თქმით, იურისტები უკვე ამზადებენ სარჩელს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ “მანიპულაციური სათაურის გამო” და, სავარაუდოდ, ხვალ უკვე მიმართავს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.

---

 

14.11.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/431583

დავით სერგეენკო: ლუგარის ცენტრზე რამდენჯერმე იყო საინფორმაციო შეტევა, ამ მისიის აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია

ნეგატიური სიახლე იყო ლუგარის ცენტრთან c ჰეპატიტის დაკავშირება, რაც აბსურდულია, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც “გაერო-ს კონვენციის შესაბამისობის და გამჭვირვალობის კოლეგიალური სავარჯიშო” გაიმართა. “ამ მისიის აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ანალოგიური შეფასებითი მისიები შარშან მაროკოში, შარშანწინ გერმანიაში იმყოფებოდნენ და დღეს საქართველოში, ლუგარის ცენტრში ტარდება. ეს მნიშვნელოვანი აქტივობაა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდეს, რაც ჩვენ კარგად ვიცით – გამჭვირვალობა და საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობა. ლუგარის ცენტრზე რამდენჯერმე იყო საინფორმაციო შეტევა, რადგანაც ეს პოტენციალი ბევრ ჩვენს მეზობელს მოსვენებას არ აძლევს, თუმცა შედარებით ნეგატიური სიახლე იყო ლუგარის ცენტრთან c ჰეპატიტის დაკავშირება, რაც აბსურდულია. BBC- ის ჟურნალისტური გამოძიებით, ჟურნალისტებს მიეცათ საშუალება, რომ მარია ზახაროვას და იგორ გიორგაძეს გასაუბრებოდნენ. ჟურნალისტებმა მათ ჰკითხეს, თუნდაც ერთი მტკიცებულება წარმოედგინათ იმაზე, რომ აქ რაიმე საფრთხისშემცველი ხდება. მათ თქვეს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ აქვთ, თუმცა მათივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს და საქართველოს მხარემ უნდა ამტკიცოს თავის სიმართლე. თავისთავად ცხადია, ასეთი მიდგომის ტენდენციურობა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და მონაწილეები ქვეყნებიდან: ავსტრია, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ერაყი, უნგრეთი, იტალია, კამერუნი, კოლუმბია, მალაიზია, მალი, მიანმარი, მონტენეგრო, ყაზახეთი, ჩილე, უგანდა. გაერო-ს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღია აკრძალვის კონვენციას (BWC) საქართველო მიერთებულია 1996 წლის 22 მაისიდან. როგორც კონვენციის წევრი სახელმწიფო, საქართველო ანგარიშვალდებულია BWC კონვენციის მოთხოვნების ფარგლებში წარადგინოს ნდობის განმტკიცების შესაბამისობის ფორმა, რომელიც წევრი სახელმწიფოების მიერ ბიოლოგიური მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობებს და საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს. საქართველომ 2018 წლის აგვისტოში BWC ექსპერტთა შეხვედრაზე ოფიციალურად განაცხადა მზაობა, რომ გაერო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ლუგარის ლაბორატორიაში უმასპინძლოს. დღეს 17 ქვეყნიდან ჩამოსულმა დელეგატებმა ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერეს.

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=74707

პია.ჯი- https://pia.ge/post/233788-sagareo-saqmeta-saministros-organizebit-ricard-lugaris-saxelobis-kvlevit-centrsi-eqspertta-jgufis-sexvedra-mimdinareobs

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/521076-sagareo-sakmeta-saministros-organizebit-richard-lugaris-saxelobis-kvlevit-centrshi-ekspertta-jgupis-shexvedra-mimdinareobs/

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/215310

---

 

14.11.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministros-savaluto-fondis-angarishze-informavia-ar-aqvs

ჯანდაცვის სამინისტროს სავალუტო ფონდის ანგარიშზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა სამედიცინო მომსახურების სფეროში მონოპოლიას გამორიცხავს

საქართველომ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, რათა ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში (მათ შორის საბანკო და სამედიცინო მომსახურების) მაღალი კონცენტრაცია ანტიკონკურენტულ პრაქტიკაში არ გადაიზარდოს, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშია ნათქვამი. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აფასებს საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ეთანხმება თუ არა მათ დასკვნებს და რის შეცვლას გეგმავს ამ მიმართულებით. ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ქეთი გოგინაშვილს საკითხზე საუბარი უჭირს, რადგან მისი თქმით, უწყებაში დოკუმენტს სრულად არ იცნობენ. გოგინაშვილი ამბობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე და საფრთხეებზე, რომელზეც სავალუტო ფონდი მიუთითებს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს უფრო კვალიფიციური პასუხი ექნება: „მე არ ვიცი ანგარიშში როგორი კონტექსტით არის ეს ყველაფერი მოხსენებული, შეიძლება ისეთი რამ წერია, რასაც დავეთანხმებით ან პირიქით არ დავეთანხმებით. როგორ შეიძლება იმაზე გავაკეთო კომენტარი რაც არ მინახავს. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ არსებობს კონკურენციის სააგენტო, ასევე სახელმწიფოს აქვს რისკების შეფასებისთვის ანტიკორუფციული გეგმა, რომელიც სახელმწიფო პროგრამებში ანტიკორუფციული ელემენტების მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს. ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი მხრიდან ეს კორუფციული რისკები შევამციროთ“,- აცხადებს ქეთი გოგინაშვილი. ექსპერტთა შეფასებით სავალუტო ფონდმა სწორი შეფასება გააკეთა. მათი განცხადებით, ამ სფეროში მძაფრადაა კონკურენციის ნაკლებობა, სამედიცინო ბაზარი მკვეთრად ოლიგოპოლიურია, განსაკუთრებით ფარმაცევტული მიმართულება. ქეთი გიგინეიშვილი დარგის სპეციალისტების ამ მოსაზრებას არ იზიარებს: „ექსპერტებს შეიძლება სავალუტო ფონდის სრული ანგარიში აქვთ წაიკითხა, თუმცა ვერ ვიგებ რატომ არის ოლიგოპოლიური სამედიცინო ბაზარი. ფარმაცევტული მიმართულებით 4-5 კომპანი ოპერირებს. ოლიგოპოლიური იქნებოდა 2 მოთამაშე რომ იყოს. სხვათა შორის, მონოპოლიის სამსახურმა განცხადება, რომ მომავალი წლიდან მედიკამენტების ბაზარს შეისწავლის, თუმცა ჰოსპიტალური სექტორი ორი წლის წინ შეისწავლეს და მათ არ უთქვამთ, რომ მონოპოლიაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზარზე სამი დიდი მოთამაშეა, პლუს არის ცალ-ცალკე სამედიცინო დაწესებულებები, მათ შორის სახელმწიფოს საკუთრებაშია 18 საავადმყოფო, არის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ სექტორი მონოპოლიზირებულია და ერთი მოთამაშის ხელშია.“,- განმარტავს ქეთი გიგინეიშვილი. კომერსანტის კითხვაზე გავლენიანი საერთაშორისო ფონდის კვლევას უნდა იცნობდეს თუ არა სამინისტრო და უნდა გაითვალისწინოს თუ არა სახელმწიფომ კვლევის შედეგები, ქეთი გიგინეიშვილის პასუხი შემდეგია: „ჩვენი ფუნქცია გავცეთ შესაბამისი ნებართვა დაწესებულებაზე, რომელიც აკმაყოფილებს სანებართვო პირობებს და იმ სალიცენზიო პირობებს, რომელიც მთავრობის მიერ არის დაწესებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ანგარიშს უნდა ვიცნობდეთ მაგრამ, ჯერ ოფიციალურად სამინისტროში არ შემოსულა, არც პროექტი მაქვს ნანახი, შეიძლება ეს მათ მხრიდან მინიშნებაა, რომ ქვეყანაში ასეთი რამ არ მოხდეს. მსგავსი შინაარსის კვლევები სამინისტროში ოფიციალურად შემოდის“,- განაცხადა ქეთი გიგინეიშვილმა.

---

 

14.11.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/521053-davit-sergeenko-chven-movisminet-evroparlamentis-shepaseba-rom-valdebulebebi-shesanishnavad-sruldeba/

დავით სერგეენკო - ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტის შეფასება, რომ ვალდებულებები შესანიშნავად სრულდება

ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და ამის დასტურად არა მარტო პოლიტიკური მხარდაჭერაა, არამედ, არის მზადყოფნა, ფინანსური მხარდაჭერაც აღმოუჩნოს მას, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის ანგარიშის შეფასებისას განუცხადა. როგორც სერგეენკომ განაცხადა, ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოს ევროპული ორიენტაცია საბოლოოდ განმტკიცდეს. „ევროპარლამენტი ძალიან მჭიდრო მონიტორინგს ახორციელებს იმ ვალდებულებების შესრულების თაობაზე, რომელიც საქართველომ აიღო ევროასოცირების გზაზე. ეს არის ასეულობით კონკრეტული ამოცანა, რომელსაც აქვს კონკრეტული შესრულების ინდიკატორები. ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტის შეფასება, რომ ვალდებულებები შესანიშნავად სრულდება. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და ამის დასტურად, არა მარტო პოლიტიკური მხარდაჭერაა, არამედ, არის მზადყოფნა, ფინანსური მხარდაჭერაც აღმოუჩინოს საქართველოს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროპული ორიენტაცია საბოლოოდ იყოს განმტკიცებული“, - განაცხადა სერგეენკომ. რაც შეეხება კორუფციას, როგორც სერგეენკო აცხადებს, ევროპაში არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც სწავლობს კორუფციის გამოვლინებებს, მათ შორის ჯანდაცვის სისტემაში. „ანტიკორუფციული სამსახური უკვე არსებობს. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ევროპაში არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც სწავლობს კორუფციის გამოვლინებებს ჯანდაცვაში და ისინი ჩვენს ჯანდაცვის სისტემასაც სისტემატურად სწავლობენ. თუ ვინმე ნახავს წლევანდელ დასკვნას, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, რეკომენდაციები მთლიანად პოზიტიურად იყო შეფასებული და ამ მოყვანილი რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე შესრულებულია“, - განაცხადა სერგეენკომ. მან ასევე ევროპარლამენტში გაკეთებული სხვა განცხადებებიც შეფასა. „ევროპარლამენტის ტრიბუნა მაღალი ტრიბუნაა და იქ გაჟღერებულ გზავნილებს პოლიტიკური წონა ექნება. რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება თუ არა საბჭოთა დიპლომატი იყოს საქართველოს პრეზიდენტი, მე ამაზე ცალსახა წარმოდგენა მაქვს, რაც პირველ ტურშიც დავაფიქსირე და მეორეშიც დავაფიქსირებ. რაც შეეხება ქალი კანდიდატის მიმართ ძალადობას, ძალადობრივ გამონათქვამებს, ეს არა თუ პოლიტიკურად, არამედ საზოგადოებრივად და ადამიანურადაც მიუღებელია", - განაცხადა სერგეენკომ.

---

 

14.11.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/431553

ჯანდაცვის მინისტრი: პენსიონერებს, შშმ პირებს და სოციალურად დაუცველებს მედიკამენტებზე დანახარჯს რეალურად გავუნულებთ

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების მთლიანი გაყიდვა ნახევარი მილიარდი ლარია. ამ მედიკამენტების მომხმარებელთა უმეტესობა კი ასაკით პენსიონერია., ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად წამლებზე მოთხოვნაც იზრდება. როგორც მინისტრმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ბიუჯეტი მათთვის მედიკამენტების სუბსიდირების საშუალებას არ იძლევა, თუმცა არსებობს მათი ხარჯების განახევრების საშუალება. „დღეს ასაკით პენსიონრები მედიკამენტებზე საშუალოდ 50-60 ლარს ხარჯავენ. ჩვენ შეგვიძლია მათ ეს ხარჯი გავუნახევროთ, შემდეგ ეტაპზე – შევუმციროთ ორი მესამედით, მერე კი რეალურად – გავუნულოთ“, – აცხადებს სერგეენკო. მისი თქმით ეს შეეხება პენსიონერებს, შშმ პირებს და სოციალურად დაუცველებს და საუბარია ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტებზე.

---

 

14.11.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/431552

დავით სერგეენკო: ბიუჯეტი სოციალური მიმართულებით 300 მილიონი ლარით გაიზარდა

სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი 300 მილიონი ლარით, ხოლო ჯანდაცვის მიმართულებით 60 მილიონი ლარით გაიზარდა. გაიზარდა ბიუჯეტი დევნილების მიმართულებითაც, 20 მილიონი ლარით, მხოლოდ იმ კომპონენტით, რომელიც მათ უკვე აშენებულ, ან მშენებარე ბინებს შეუძენს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა და იქვე განმარტა, რა შესაძლებლობები დგას ამ ციფრების უკან. „როგორც ყველაფერს, სოციალურ პროექტებსაც აქვს თავისი რაოდენობრივი და თვისობრივი პარამეტრები. რაოდენობრივი ციფრებში უკვე ავხსენით. ბევრად მნიშვნელოვანია თვისობრივი – როგორია სოციალური პოლიტიკა, როგორია პრიორიტეტები“, – აცხადებს სერგეენკო. მისი თქმით სექტემბერში ამოქმედდა პროგრამა, რომლის საშუალებითაც პენსიონერებისთვის ძირითადი მედიკამენტების შესაძენი ტვირთი საგრძნობლად შემცირდება. სერგეენკო არ უარყოფს, რომ პენსიის 20 ლარით ზრდა, ცალკე აღებული, შესაძლოა არ იყოს მნიშვნელოვანი შეღავათი მათთვის, თუმცა ამ ორი ფაქტორის ერთდროული ზემოქმედება პენსიონერებს მნიშვნელოვან შვებას მისცემს.

---

 

14.11.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenkom-berdznul-mkhares-saberdznetshi-saqartvelos-moqalaqeebis-legalurad-dasaqmebis-sakitkhze-ertoblivi-mushaobis-dawyeba-shestavaza/

დავით სერგეენკომ ბერძნულ მხარეს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხზე ერთობლივი მუშაობის დაწყება შესთავაზა

საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთის შრომის, სოციალური უსაფრთხოებისა და სოციალური სოლიდარობის მინისტრს ეფი ახციოღლუს შეხვდა. საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ცირკულარული შრომითი მიგრაციის (ლეგალურად დასაქმების) ორგანიზება იყო. მინისტრს მან გადასცა ქართველი კოლეგის დავით სერგეენკოს წერილი, რომლითაც ბერძნულ მხარეს სთავაზობს ერთობლივი მუშაობის დაწყებას ცირკულარული შრომითი მიგრაციის ხელშეკრულების გასაფორმებლად. „ქალბატონმა ახციოღლუმ ინტერესით მიიღო შეთავაზება და გამოთქვა მზადყოფნა ერთობლივი მუშაობის დასაწყებად. პირველ ეტაპზე, დაინიშნებიან მეკავშირე ექსპერტები, რომლებიც დაამყარებენ პირველად კომუნიკაციას და გაცვლიან აუცილებელ ინფორმაციას. მომდევნო ეტაპზე, პროცესში ჩაერთვებიან ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები, თანამშრომლობის სამართლებრივი ინსტრუმენტის შესაქმნელად. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად ცხოვრებისა და დასაქმების პრობლემის გადაჭრა ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ ამ სამუშაოებში ჩართულია საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყველა შესაბამისი ქვედანაყოფი. ასევე, განხილულ იქნა საბერძნეთში ქართული ემიგრაციისათვის მნიშვნელოვანი სხვა არაერთი საკითხი“, – აცხადებენ საელჩოში. მათივე ცნობით, ამ პროცესის ინიცირებით ათენში საქართველოს საელჩომ გახსნა ბერძნულ მხარესთან კომუნიკაციის ახალი არხი, რომელიც ქართული ემიგრაციის პრობლემებზე, მათ შორის, ლეგალურად დასაქმების საკითხზე იმუშავებს.

---

 

14.11.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/521083-archil-talakvaze-zurab-chiaberashvils-rodesac-tkven-jandacvis-ministri-iqavit-dializis-programashi-rigi-iqo-chven-dros-rigi-agar-aris/

არჩილ თალაკვაძე ზურაბ ჭიაბერაშვილს - როდესაც თქვენ ჯანდაცვის მინისტრი იყავით, დიალიზის პროგრამაში რიგი იყო, ჩვენ დროს რიგი აღარ არის

როდესაც თქვენ ბრძანდებოდით ჯანდაცვის მინისტრი, დიალიზის პროგრამაში რიგი იყო, იცით ეს რას ნიშნავს, როდესაც ადამიანს სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩარევა სჭირდება და ის დღეების განმავლობაში ელოდება დიალიზს როდის ჩაიტარებს?!- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის განხილვისას ხელისუფლება დიალიზის პროგრამის გამო გააკრიტიკა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამჟამად, პროგრამაში ჩართულობას ლიმიტი არ აქვს და მისი ბიუჯეტიც იზრდება. „პროგრამის ბიუჯეტი ჩვენ გავზარდეთ, ჩვენი ხელისუფლების დროს გაიზარდა. როდესაც თქვენ ბრძანდებოდით ჯანდაცვის მინისტრი, დიალიზის პროგრამაში რიგი იყო. ეს იცით რას ნიშნავს?! როდესაც ადამიანს სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩარევა სჭირდება და ის დღეების განმავლობაში ელოდება, დიალიზს როდის ჩაიტარებს. ჩვენს დროს რიგი აღარ არის. ფაქტობრივად, პროგრამის ჩართულობას ლიმიტი არ აქვს და დაფინანსებაც გაიზარდა, ამიტომ თქვენი მოწოდებული ინფორმაცია, თითქოს დიალიზის პროგრამა რომელიმე პროგრამაში ჩართვის შემაფერხებელია, არის არასწორი“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

---

 

14.11.2018

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/233793-arcil-talakvaze-arsebobs-zalian-mkafio-calsaxa-pasuxebi-opoziciis-kitxvaze-sad-davxarjet-orjer-meti-biujeti

არჩილ თალაკვაძე: არსებობს ძალიან მკაფიო ცალსახა პასუხები ოპოზიციის კითხვაზე, სად დავხარჯეთ ორჯერ მეტი ბიუჯეტი

„ვუპასუხებ ოპოზიციის კითხვას, სად დახარჯა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის შემდეგ ის ბიუჯეტი, რომელიც ყოველ წელს მტკიცებოდა და სად დახარჯეთ თქვენ“. ასე გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საპარლამენტო ოპოზიციას. „2012 წელს ხელისუფლებამ განათლებაში დახარჯა 626,8 მილიონი ლარი - ეს თქვენ როცა იყავით ხელისუფლებაში. ოღონდ რაღაცავადსახსენებელ წლებს კი არ გახსენებთ, როგორც თქვენ გიყვართ, რიცხვებითვე გესაუბრებით. 2012 წელს თქვენ ხარჯავდით 626,8 მილიონ ლარს განათლებაში. ჩვენ, 2018 წელს, 1 მლრდ 180 ლარი, ანუ, 89 %-ით მეტი გვაქვს განათლების სფეროში დახარჯული. აი, ეს არის განსხვავება და სად ვხარჯავდით ამ ბიუჯეტს. აქ არის ის 600 ათასი ბავშვიც, რომელსაც სახელმწიფომ სახელმძღვანელოები დაუმზადა და გადასცა, სადაც თქვენ დროს, ამ ფულს იხდიდნენ ოჯახები დაყოველ წელს თითოეული ოჯახის დანახარჯი რამდენი იყო, კარგად გემახსოვრებათ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, 2012 წლისთვის, წინა ხელისუფლებამ ჯანდაცვის სფეროში 1 მლრდ 800 მლნ ლარი დახარჯა მაშინ, როდესაც„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ - 5 მლრდ ლარი. უმრავლესობის ლიდერმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელის,ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადების საპასუხოდ, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამასა და მის სარგებელზეისაუბრა. „ეს იყო 5 მლნ-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც ისარგებლა ჯანდაცვით, კონკრეტული დიაგნოსტიკით, ქირურგიული ოპერაციებითდა მკურნალობით, ეს იყო თუნდაც, C ჰეპატიტის პროგრამა, ვუპასუხებ ზურაბ ჭიაბერაშვილს. ბატონო ზურაბ, თქვენ ხომ ჯანდაცვის მინისტრი ბრძანდებოდით, მაინტერესებს, C ჰეპატიტი არის თუ არა გლობალური გამოწვევა და ეპიდემია? არის. ასევე, იცნობთ თუ არა სხვა გლობალურ ეპიდემიებს, როგორიცაა ტუბერკულოზი და აივ ინფექცია/შიდსი? მაინტერესებს, გლობალური მიზნები როდესაც დაისახა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ტუბერკულოზთან და თუნდაც, აივ/შიდსთან დაკავშირებით,გახდა თუ არა ამ მიზნების მიღწევა გამოწვევა? მიაღწია თუ არა 100 % - იან მოცვას თუნდაც ყველაზე წარმატებულმა ქვეყნებმა ტუბერკულოზთან და აივ/შიდსთან მიმართებაში? ვერ მიაღწია და თქვენ დღეს აქ რომ გამოდიხართ და ჩვენ გვსაყვედურობთ, რომ C ჰეპატიტზე 100%-იან ელიმინაციას, 80 %-იან მოცვას რატომ ვერ მიაღწიეთო, თან ჯერაც არ არის ის ვადები გასული, სადაც ჩვენეს მიზნები დავისახეთ, მგონი გავიწყდებათ თქვენს სფეროში ის მთავარი ცოდნა, რაც ამ შემთხვევაში უნდა გამოგეყენებინათ,იმიტომ, რომ შეხედეთ ტუბერკულოზს, შეხედეთ აივ ინფექცია/შიდსს და ამ ეპიდემიებს, რა ვითარებაა იქ. ათწლეულობის განმავლობაში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ებრძვიან ამ ეპიდემიებს და დღემდე ეს ბრძოლა არ არის დამთავრებული და საქართველომ, სადაც წელიწადში 300 პაციენტი მკურნალობდა თქვენი ხელისუფლების პირობებში, სახლებს და მანქანებს ყიდიდნენ, ვალებს იღებდნენ, რომ სიცოცხლე გადაერჩინათ და დღეს თქვენ თვითონ თქვით, რომ 60 ათასმა ადამიანმა გაიარამკურნალობაო. 60 ათასი სიცოცხლე, 60 ათასი დედა, მამა, შვილი, ძმა, და - ეს ადამიანები ხომ გადარჩნენ ჩვენი ხელისუფლების ამ პროგრამის და ამ პოლიტიკური ნაბიჯის შედეგად. იცით ამ პროგრამამ ქვეყანას რამხელა ბენეფიტი მოუტანა? ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილის ცოდნა რომ გავამრავლოთ თქვენს ცოდნაზე, ანუ 60 ათასი პაციენტი რომ გავამრავლოთ 80 ათას დოლარზე, რაცღირს ეს მკურნალობა, 4.8 მლრდ დოლარის სიკეთე მოუტანა C ჰეპატიტის პროგრამამ საქართველოს. 4.8 მლრდ , თქვენ ყველას, აქრომ შეგკრიბოთ, დოვლათი არც შეგიქმნიათ და არც დაგითვლიათ საერთოდ ამ ქვეყანაში და ეს არის მარტო C ჰეპატიტისპროგრამა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, განსხვავებაა ინფრასტრუქტურის სფეროშიც, სადაც, წინა ხელისუფლებამ 2004 2013 წლებში 3569 კმ გზა, ხოლო„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, 2013-2018 წლებში, 5389 კმ გზა დააგო. უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში აშენდა 21 ელექტროსადგური, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს მხოლოდ 2 ელექტროსადგური აშენდა. სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლება ბიზნესს აყაჩაღებდა, რასაც არ აკეთებს „ქართულიოცნების“ ხელისუფლება.

---

 

14.11.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/521059-zurab-chiaberashvili-kartul-ocnebas-principuli-gaumjobeseba-tkveni-xelisuplebis-parglebshi-ver-moxdeba/?fbclid=IwAR2ucv5jPtae1CW4OLoSmx7mSmEM6EcWccVy1p3JacL-qLIvoddzpjjLuJA

ზურაბ ჭიაბერაშვილი „ქართულ ოცნებას“ - პრინციპული გაუმჯობესება თქვენი ხელისუფლების ფარგლებში ვერ მოხდება

პრინციპული გაუმჯობესება თქვენი ხელისუფლების ფარგლებში ვერ მოხდება - აქ ვდაობთ იმაზე, რომ ვიდრე ხელისუფლებაში ხართ, ცოტა მეტი სარგებელი გამოგგლიჯოთ ხელიდან ქართველმა ხალხმა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქვეყანაში სიღარიბის მატებასა და ხელისუფლების უმოქმედობაზე ისაუბრა. „მთავარი კითხვა, რას უშვებით სიღარიბეს, პასუხგაუცემელია. თქვენ ყოველთვის ამბობდით, რომ როდესაც ვითხოვთ პენსიის ზრდას, სად ვიპოვოთ ფინანსებიო. არჩევნების პირველი ტური რომ წააგეთ, იპოვეთ თუ არა დაუყოვნებლივ თუნდაც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კვების ვაუჩერის ფული? გაიძულათ თუ არა ამომრჩეველმა? მინდა გითხრათ რომ მეორე ტურის შემდეგაც გაიძულებენ. დღეს ბიუჯეტზე რომ ვსაუბრობთ, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი დაგათმობინოთ ხალხისთვის. როდესაც პენსიის ზრდაზე საუბრობთ, მე შევხვდი შშმ პირების ნაწილს და მითხრეს, რომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია 20 ლარით მატება, მაგრამ ისინი შეურაცხყოფილნი არიან, რომ ამდენი წლის განმავლობაში საუბარია სოციალურ მოდელზე გადასვლაზე, თუმცა სახელმწიფომ ამას ვერ მოაბა თავი. სოციალურად დაუცველთა დასაქმებაზე საუბრობთ და არც ერთმა გაიხსენეთ პენსიონერების დასაქმებაზე რომ საუბრობდით. პრინციპული გაუმჯობესება თქვენი ხელისუფლების ფარგლებში ვერ მოხდება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

---

 

14.11.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/mariam-jashi-absoluturad-realuria-rom-2020-wlistvis-saqartvelom-miaghwios-ce-hepatitis-eliminacias/

მარიამ ჯაში - აბსოლუტურად რეალურია, რომ 2020 წლისთვის საქართველომ მიაღწიოს ცე ჰეპატიტის ელიმინაციას

აბსოლუტურად რეალურია, რომ 2020 წლისთვის საქართველომ მიაღწიოს ცე ჰეპატიტის ელიმინაციას და გახდეს პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომლის პროგრამა ეროვნულ დონეზე მოახერხებს ცე ჰეპატიტის პრობლემის აღმოფხვრას, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა. უმრავლესობის დეპუტატმა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის კრიტიკას უპასუხა. „სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები ყველაზე უნიკალურ პროექტში, უპრეცედენტო პროექტში მსოფლიო მასშტაბით ეძებენ კრიტიკას და არა იმ 45 ათას სიცოცხლეს, რომელიც სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გადარჩა. მთავარი კითხვაა – შეძლებს თუ არა საქართველო ცე ჰეპატიტის ელიმინაციას 2020 წლისთვის. 2015 წელს დაიწყო „სოვალდის“ პროგრამა 10 000 პაციენტისთვის და წელიწადნახევარში პროგრამა სრულად გავრცელდა, გაფართოვდა ყველა სტადიის მქონე პაციენტზე უკვე „ჰარვონი“ კომპონენტის დამატებით. დღეისთვის ტესტირებულია მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი და მკურნალობა გაიარა 50 ათასამდე პაციენტმა. მათი 98 პროცენტი არის განკურნებული“, – განაცხადა ჯაშმა. მისივე ინფორმაციით, პროგრამის პირველ ფაზაში ტესტირება უკვე გაიარა მოსახლეობის 40-მა პროცენტმა, ტესტირების შემდგომ სრული დიაგნოსტიკური პროცესი და მკურნალობა დაასრულა 50 000-მა ადამიანმა. „ჩვენ წინ გვაქვს კიდევ ორ წელზე მეტი და აბსოლუტურად რეალურია, რომ 2020 წლისთვის სრული დიაგნოსტიკური გაფართოების პირობებში, 600-ზე მეტ სკრინინგულ ცენტრში მიმდინარეობს ტესტირება, საქართველომ მიაღწიოს ელიმინაციას და საქართველო მსოფლიოში გახდეს პირველი ქვეყანა, რომლის პროგრამა ეროვნულ დონეზე მოახერხებს ცე ჰეპატიტის პრობლემის აღმოფხვრას. ყველაზე პესიმისტურ სცენარშიც კი, საქართველო მსოფლიოში იქნება ყველაზე ახლოს ელიმინაციის ამოცანასთან. მსოფლიო საზოგადოება, სამედიცინო და ჯანდაცვის საზოგადოება გლობალური მასშტაბით უყურებს საქართველოს მაგალითს და ვფიქრობ, წარმატება გარდაუვალია“, – განაცხადა დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/520996-mariam-jashi-absoluturad-realuria-rom-2020-clistvis-sakartvelom-miagcios-c-hepatitis-eliminacias/

---

 

14.11.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/41066/evrokavshiri-khelisuflebas-shromis-usafrtkhoebis-kanonmdeblobis-gaumjobesebisken-moutsodebs?fbclid=IwAR2hTQqqW6zq2rLFuL8LuOq6MNMOvd2vd3RHoJmYd8EEAn6xjef6ImI0TDg

ევროკავშირი ხელისუფლებას შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ხელისუფლებას მოუწოდებს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის მოქმედების არეალი გააფართოვოს. ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც „ასოცირების ხელშეკრულების" შესრულებას ეხება და რომელსაც კენჭი დღეს უნდა უყარონ პლენარულ სხდომაზე, ნათქვმია, რომ ევროკავშირი მიესალმება სამუშაო ადგილების შექმნისა და შრომითი უფლებების საკითხზე ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს - შრომის უსაფრთხოების კანონის მიღებას სამუშაო ადგილებზე ინციდენტებით გამოწვეული მსხვერპლის შესამცირებლად. „ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს ვალდებულებებს საერთაშორისო შრომის სტანდარტების დაცვის შესახებ და მიუთითებს სამუშაო პირობების ინსპექციის დეპარტამენტის დამოუკიდებელი ინსპექციის სისტემად ტრანსფორმაციის საჭიროებაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის შესაბამისად, რათა გაუმჯობესდეს შრომის უსაფრთხოება და არადეკლარირებული სამუშაო შემცირდეს" - ნათქვამია ანგარიშში.  ევროკავშირი აღნიშნავს, რომ უნდა დასრულდეს დისკრიმინაცია დამსაქმებელთა მხრიდან მათ მიმართ, ვინც პროფკავშირების წევრობის უფლებით სარგებლობს და შეშფოთებას გამოთქვამს ბავშვთ, ასევე პროფკავშირებისთვის არასათანადო თავისუფლებების მინიჭების გამო.  ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ შრომის უსაფრთხოების „ასოცირების შეთანხმების" მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

---

 

14.11.2018

მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/229243-sxva-gza-ar-gvakvs-bavshvi-mzime-mdgomareobashia-1-clis-da-5-tvis-nitas-daxmareba-schirdeba/?fbclid=IwAR1jOu-cHloms5XxIN42lX5p85ukfdYbO-0ARYmRrcx_KUkPm0GhuXm6-74

"სხვა გზა არ გვაქვს... ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია" - 1 წლის და 5 თვის ნიტას დახმარება სჭირდება

1,5 წლის ნიტა კვინ­ტრა­ძეს ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. პა­ტა­რა გო­გო­ნას მძი­მე დი­აგ­ნო­ზი ცოტა ხნის წინ და­უს­ვეს, სას­წრა­ფოდ უნდა მოხ­დეს ბავ­შვის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა, თუმ­ცა კო­ლო­სა­ლურ ხარ­ჯებს ოჯა­ხი ვერ გა­უმკლავ­დე­ბა... ნი­ტას ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მათი მე­გობ­რე­ბი დახ­მა­რე­ბის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა­ვენ: "მე­გობ­რე­ბო, მძი­მეა ასე­თი პოს­ტე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, მაგ­რამ სხვა გზა არ გვაქვს. პა­ტა­რა ნი­ტას სას­წრა­ფოდ სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა და გთხოვთ და­ვეხ­მა­როთ! ნი­ტას სა­ვა­რა­უ­დო დი­აგ­ნო­ზის მარ­თვა (გან­შტო­ე­ბულ­ჯაჭ­ვი­ა­ნი ამი­ნომ­ჟა­ვე­ბის მე­ტა­ბო­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, რო­მელ­მაც და­ა­ზი­ა­ნა ღვიძ­ლი, თირკმე­ლი და ა.შ), რო­გორც ირ­კვე­ვა, წარ­მო­ად­გენს დღე­ი­სათ­ვის არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­ში ურ­თუ­ლეს საქ­მეს. ბავ­შვი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ესა­ჭი­რო­ე­ბა სას­წრა­ფოდ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა, და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა დი­აგ­ნო­ზის და­სა­ზუს­ტებ­ლად და შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბა.

---

 

14.11.2018

მედიასაშუალება: https://www.palitravideo.ge/yvela-video/eqskluzivi/101264-qskolas-motsyvetilia-ganathlebas-ver-ighebsq-8-tslis-gogonas-aukhdeneli-ocneba.html?fbclid=IwAR3Jq0tb33zECq0vdwU71erfkrXNkUydMQF5uqCCiiT-1-nIwGTzu-cet2k

"სკოლას მოწყვეტილია, განათლებას ვერ იღებს" - 8 წლის გოგონას აუხდენელი ოცნება

---

 

 

ბეჭდვითი მედია

15.11.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

ხალხი მასობრივად თვითმკურნალობაზე გადავიდა

ექიმთან ვიზიტის ფასმა ლამის 100 ლარს მიაღწია და ამიტომ ადამიანები 3-5 წლის წინანდელი დანიშნულებით მკურნალობენ...

ექიმებთან ვიზიტი გაძვირებულია, კონსულტაციის ფასმა თითქმის ას ლარს მიაღწია. პაციენტები, ხარჯების თავიდან ასარიდებლად, თვითმკურნალობას მიმართავენ და მედიკამენტებს თავიანთი გადაწყვეტილებით იღებენ. სამწუხაროდ, საქართველოში მცხოვრებთა უმეტესობა დღეს ასე იქცევა, რადგან ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა არ იძლევა დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის საშუალებას. კლინიკებში დაწესებული მაღალი გადასახადის გამო, პაციენტები ექიმებთან მისვლას ვერ ახერხებენ. კონსულტაციიდან დაწყებული, მკურნალობის კურსით დასრულებული, სამედიცინო დაწესებულებებმა თითქმის ყველა სერვისი გააძვირეს. გაცილებით რთული მდგომარეობაა სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერ კლინიკებში, სადაც ხარჯის გაწევა დაზღვეულებსაც კი უჭირთ ხელოვნურად გაბერილი ფასის გამო. თინათინ სოლოღაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც, დაზღვევის მიუხედავად, კონსულტაციაში დიდ თანხას იხდის: "სამი შვილი მყავს და ვცდილობ, მათი ჯანმრთელობა კონტროლზე ავიყვანო. დაზღვევაც გავაკეთე, მაგრამ მაინც იმხელა ხარჯის გაღება მიწევს, ვერ ავუდივარ. მე მგონი, ეს არის უბრალო ქაღალდი, რომელიც არაფერს არ მიმსუბუქებს. ჯანმრთელობის მხრივ საკუთარი თავი დიდი ხანია, არ გამიკონტროლებია, რადგან ფიზიკურად არ მაქვს ამის შესაძლებლობა. თუ რამე უფასო კვლევის პროგრამები არ არის ქალბატონებისთვის, ვერც კი მივდივარ ექიმთან. გული მაწუხებდა დაახლეობით ერთი წლის წინ და ისე, რომ არც კი გამომიკვლევია ამის გამომწვევი მიზეზი, დავიწყე "მიოკარდინის" სმა, რომელიც არის მკვებავი და ამშვიდებს ადამიანს. უამრავი ნაცნობი ვიცი, ვინც ასე იქცევა - წნევას თავისით მკურნალობენ, კუჭს, თავის ტკივილსა და სხვადასხვა დაავადებას. ასე გაგრძელება არ შეიძლება, როგორ ვერ უნდა მიდიოდე ნორმალურ სახელმწიფოში ადამიანი ექიმთან იმის შიშით, რომ არ იცი, რამდენის გადახდა მოგიწევს? როდესაც საშუალო ხელფასი 400 ლარია და თითო ვიზიტი - ხაზს ვუსვამ, მხოლოდ ვიზიტი - 100 ლარამდე ჯდება, რანაირად უნდა მოახერხო მერე მთელი თვე ცხოვრება? ხალხზე არავინ ფიქრობს, მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდება. შვილების მიყვანას მაინც ვახერხებ და რამდენია, რომ ამასაც ვერ ახერხებს. ხალხს დახმარება სჭირდება და განსაკუთრებით - ჯანდაცვის კუთხით, რადგან ჯანმრთელობაზე ძვირფასი არ გაგვაჩნია არაფერი", - აღნიშნა "რეზონანსთან" თინათინ სოლოღაშვილმა. ექიმის კონსულტაციიდან დაწყებული, კლინიკებმა თითქმის ყველა მომსახურება გააძვირეს. თავდაპირველად ფასი ლარის გაუფასურების საბაბით გაიზარდა, მერე ეს პროცესი ტენდენციად იქცა. თუ 2-3 წლის წინ ექიმის კონსულტაცია 30-40 ლარი ღირდა, ახლა ყველგან 70-80 ლარია, ზოგ შემთხვევაში, პაციენტის გადასახადი 100 ლარს აღწევს. საშუალო შეძლების მოქალაქეებისთვისაც კი ექიმთან ვიზიტი პრობლემად იქცა. მაია მარღულია "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ექიმთან ვიზიტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონია: "ჩემი გოგონა 17 წლისაა და აქვს ჩიყვის პრობლემა, რასაც მუდმივი მეთვალყურებობა და მედიკამენტების ცვლა სჭირდება. ორი წელია, უკვე ვმკურნალობთ ჩიყვზე, მაგრამ ბოლო ერთი წელია, არ მიმიყვანია შემოწმებაზე, თავდაპირველად 50 ლარს ვიხდიდი. ესეც კი მიჭირდა, მაგრამ რამდენიმე თვეა, ვიზიტი 70 ლარი გახდა. თანაც კლინიკის მომსახურება არ ითვალისწინებს განმეორებით უფასო კონსულტაციას. გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. ვიცი, რომ დანიშნულება უნდა შევცვალო, მაგრამ იმის გამო, რომ ახალი დანიშნულება არ მაქვს, ბავშვს საერთოდ შევაწყვეტინე წამლების სმა. უამრავი ადამიანია ჩემ გარშემო, ვინც თვითონ იღებს წამლებს და ასეთი ვიყავი მეც. შარშან საკვებზე მქონდა რეაქცია. ჩავთვალე, რომ ნაღველი მქონდა გაღიზიანებული ისე, რომ შემოწმებაზეც არ ვყოფილვარ და ჩემით დავიწყე წამლების მიღება. ყველაზე იაფიან წამალს ვყიდულობდი და იმას ვსვამდი, რადგან ვიცოდი, რომ კლინიკაში ვერ მივდიოდი. ერთ ექიმთან რომც მიხვიდე, იმდენ კაბინეტში გადაგამისამართებენ, რომ მინიმუმ 500 ლარი უნდა გეჭიროს ხელში, რათა დიაგნოზი და დანიშნულება შამოიტანო. ამის საშუალება მე ნამდვილად არ მქონდა", - აღნიშნა "რეზონანსთან" მაია მარღულაიამ. ფაქტია, რომ კლინიკებში ფასი ხელოვნურად იზრდება და მოსახლეობისათვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხია, ხანდახან კი - საბედისწეროც, რადგან ხალხს არ აქვს ექიმთან დროულად მიმართვის შესაძლებლობა. ადამიანების უმეტესობა უსახსრობის გამო ექიმთან უკიდურესი აუცილებლობის დროს მიდის. ხშირ შემთხვევაში, ეს ვიზიტი დაგვიანებულიცაა. პენსიონერები მუდმივად იმ წამლებს იღებენ, რომლებიც ერთხელ გამოუწერეს ექიმებმა და მას შემდეგ არათუ კონსულტაციაზე მისვლას, არამედ წამლების ყიდვასაც ძლივს ახერხებენ. ერთ-ერთი მათგანია 72 წლის გივი ონიანი: "5 წლის წინ ვიყავი ექიმთან და რა წამლებიც მაშინ დამინიშნეს (წნევასა და გულზე), იმავეს ვსვამ ახლაც, ისიც, თუ მოვახერხე შეძენა. მხოლოდ აუცილებელ წამლებს ვყიდულობ წნევის დასარეგულირებლად და გულის მკვებავს - ვეღარ, რადგან პენსია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საკუთარი თავი უზრუნველვყო ამ ყველაფრით. შვილები რომ არ მეხმარებოდნენ, ალბათ შიმშილით მოვკვდებოდი, რადგან მთელი თანხა წამლებში მეხარჯება. ჩემი მეგობრები კი წნევის წამლის ყიდვასაც ვერ ახერხებენ. მეზობელი მყავს, ვინც ძალიან ხშირად მომმართავს თხოვნით, რომ წნევის დამწევი მივცე და ასეც ვიქცევი, რადგან ადამიანს, როდესაც ცუდად არის, არ შეიძლება, ყურადღება არ მიაქციო. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს", - აღნიშნა გივი ონიანმა "რეზონანსთან" საუბრისას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5691061&name=15.11.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

15.11.2018

მედიასაშუალება:  საქართველოს რესპუბლიკა

პენსია შეიძლება, გახდეს 400 ლარი, მაგრამ სახელმწიფო აღარ იარსებებს!

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა. მისი თმით, მომავალ წელს ასაკით პენსიონრებისთვის პენსია 200 ლარი ხდება. ამას სჭირდება წელიწადში 1,9 მილიარდი ლარი. შესაბამისად, 400 ლარი რომ გახდეს პენსია, ამას დამატებით კიდევ 1,9 მილიარდი ლარი დასჭირდება. „ამ თანხის მობილიზება რომ მოხერხდეს უნდა გაუქმდეს ისეთი სამსახურები, როგორიცაა სასწრაფო, სამაშველო ხელფასი არ უნდა გადავუხადოთ მასწავლებლებს, საერთოდ, პრაქტიკულად უნდა გავანულოთ სამინისტროების მუშაობა, გავაქროთ და ასეთ შემთხვევაში დიახ, შეიძლება გახდეს პენსია 400 ლარი, მაგრამ სახელმწიფო აღარ იარსებებს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5690996&name=15.11.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

​