From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-16.01.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 16.01.2019 09:31
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 16.01.2019

ტელევიზია

16.01.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 12:00

გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია, თუმცა, კვლავ საყურადღებოა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. მისი თქმით, შემცირებულია 100 000 მოსახლეზე გრიპით ავადობის მონაცემი და ის ბოლო მონაცემით 253-ს შეადგენს. გრიპის შემთხვევებით სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობამ სგარძნობლად დაიკლო, თუმცა, კლინიკები მაინც საგანგებო რეჟიმით მუშაობას განაგრძობენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5812135

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5811868

---

 

16.01.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:    იმედის დილა

ამიერიდან პაციენტის მკურნალობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ჩანაწერების ერთიანი სისტემაში აისახება. ნებისმიერი პაციენტის ექიმთან ვიზიტი და მკურნალობის ფორმა ერთ საერთა ბაზაში თავს მოიყრის. რამ გამოიწვია ელექტრონული ჩანაწერების ერთიანი სისტემის არსებობა და კონკრეტულად რა სახის ინფორმაცია მოხვდება სისტემაში- თემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა საუბრობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5811653

---

 

16.01.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 10:00

საავადმყოფოებში ვითარების გასაკონტროლებლად და პაციენტთა მდგომარეობაზე სწრაფი რეაგირებისათვის საქართველოში ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზა დაინერგა. ახალი პროექტი უკვე მოქმედებს თბილისში ბათუმსა და ქუთაისში. საპილოტე პროგრამის დატესტვის შემდეგ, ელლექტრონული ბაზის გამოყენება ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო გახდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5811768

---

 

16.01.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:  მოამბე 09:00

სეზონური ვირუსები შემთხვევებმა იკლო, სტატისტიკა მცირედით გაუმჯობესებულა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5811483

---

 

15.01.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:ქრონიკა 17:00

გრიპის ვირუსის შესახებ სასაუბროდ გადაცემის სტუმარია დავით სერგეენკო

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810680

---

 

15.01.2019

არხი:   იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

სეზონური ავადობის მაჩვენებელმა იკლო. შემცირდა სასწრაფო გამოძახებებისა და ამბულატორიული მიმართვიანობის რიცხვიც. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველადი ჯანდაცვის ცენტრები 24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. დავით სერგეენკო დღეს სააფთიაქო ქსელებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5811175

მაესტრო-დღის მთავარი თემა 21:00-

 http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5811348

I არხი -მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5811339

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810164

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810018

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5809969

კავკასია - დღეს 20:30- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5811283

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5811262

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5811333

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5811116

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5811060

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810908

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810860

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810859

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810676

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810657 

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810472

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810613

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810383

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810365

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810349

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810236

---

 

15.01.2019

არხი:   პალიტრა ტვ

გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00

რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით ამჟამად ფოთის სხვადასხვა კლინიკებში 40 პაციენტი მკურნალობს. მათგან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებს 1525 პაციენტმა გრიპის ვირუსის სიმპტომებით მიმართა. მათივე ინფორმაციით, ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5811110

არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810879

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810489

---

 

15.01.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი რეგულაციები შედის ძალაში. ექიმები ვალდებულები ხდებიან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია ელექტრონულ სისტემაში მოაქციონ. ეს კი ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს სხვა კლინიკებში საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიტანა აღარ დასჭირდებათ და ელექტრონული ჩანაწერები ავტომატურად ყველა დაწესებულებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5811302

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5811231

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5811334

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5811078

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810991

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810873

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810405

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810300

---

 

 

15.01.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

სადაზღვევო კომპანიები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვას მოითხოვენ. სადაზღვევო კომპანია "უნისონის" დირექტორის განმარტებით, იმ შემტხვევაში თუ სადაზღვევო კომპანია სახელმწიფოსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის შუამავალი გახდება, ეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას გამოიწვევს. ვასილ ახრახაძის თქმით, აღნიშნულს საერთაშორისო პრაქტიკაც ადასტურებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810895

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810453

---

 

15.01.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

პროფკავშირების ინფორმაციით, ეკონომიკის 18 დარგიდან 14-ში დასაქმებულები ზეგანაკვეთურად მუშაობენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810885

---

 

15.01.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

საქართველოში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ამბავი უხარიათ, ოღონდ ჩუმად. მმართველი გუნდი საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირებას ელოდება. დავით სერგეენკოს კომენტარი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810844

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5810814

---

 

15.01.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 12:00

გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი პენსიონერ როინ და ჯულიეტა ნავროზაშვილებს ესტუმრა და ახალი წელი მიულოცა. მათ ხელისუფლებამ სოციალური დახმარება მოუხსნა. ახლა კი უკიდურეს სოციალურ მდგომარეობაში უწევთ არსებობა. ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა არც ერთი პენსიონერი ულუკმაპუროდ ქვეყანაში არ დარჩეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5809987

---

 

ინტერნეტი

15.01.2019

მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=society&AID=72143

დავით სერგეენკო: თებერვალში გრიპის მცირე პიკს ვვარაუდობთ

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ თებერვალში სავარაუდოა გრიპის მცირე პიკი. „გრიპთან დაკავშირებული სეზონური გამწვავებები დაახლოებით თვენახევრიანი ხანგრძლოვობით ხასიათდება. დაიწყო დეკემბრის შუა რიცხვებში და დინამიკა კლებისკენ არის მიმართული. ვფიქრობთ, რომ იანვრის ბოლოს უნდა მიუახლოვდეს ჩვეულებრივ, ფონურ რაოდენობას. თებერვალში მცირე პიკს ვვარაუდობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში იგივე მდგომარეობაა, გრიპით ავადობა იზრდება და ჩვენ მათ გრიპის გავრცელების ფაზაში დაახლოებით, სამკვირიანი რაოდენობით ვასწრებთ. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ როცა ჩვენთან გრიპის მაჩვენებელი ფონურ რაოდენობას დაუბრუნდება, შეიძლება, ის ევროპიდან მოგზაურთა მიერ გავრცელდეს, თუმცა, შეიძლება მცირე პიკი არც იყოს, ეს მხოლოდ ვარაუდია”,- აღნიშნა მან.

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/333655/

სერგეენკოს თქმით, გრიპის სეზონური გამწვავება წელს ბიუჯეტს, დაახლოებით, 11 მლნ ლარი დაუჯდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, წელს სეზონური გრიპის გამწვავება ბიუჯეტს დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაუჯდება, რასაც დაემატება გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატის “ტამიფლუს” შეძენაში გადახდილი 1 მილიონი ლარი. მისივე თქმით, გრიპის, მათ შორის, H1N1-ის, ავადობის დინამიკა იკლებს და შესაძლოა, თებერვალში განმეორებით პიკი აღარ დაფიქსირდეს. სერგეენკომ ასევე დასძინა, რომ სეზონური გრიპის ხანგრძლივობა დაახლოებით თვენახევარს აღწევს. “თებერვალში მცირე პიკს ვვარაუდობთ იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაშიც იგივე მდგომარეობაა – იზრდება გრიპით ავადობა. ჩვენ დაახლოებით სამკვირიანი პერიოდით ვასწრებთ მათ ფაზაში. ვვარაუდობთ, რომ ჩვენთან ფონური მდგომარეობის დაბრუნების შემდეგ, ადამიანთა მოგზაურობით და გადაადგილებით, შესაძლოა, ევროპიდან ეს ვირუსი ხელახლა იქნას ჩამოტანილი, თუმცა ამგვარ სიდიდეს და ხანგრძლივობას არ ვვარაუდობთ. შეიძლება არც იყოს პიკი, ჩვენ, უბრალოდ, თეორიულად ვვარაუდობთ,” – ამბობს სერგეებენკო. რაც შეეხება ვაქცინაციას, როგორც სერგეენკო ამბობს, კანონით ვაქცინაცია ოქტომბერში ან ნოემბრის პირველ ნახევარში ხდება და სამიზნე პოპულაციის 85%-ს მოიცავს. მინისტრის განმარტებით, დანარჩენი 15% არის რისკჯგუფები, რომელთა შორის არიან ორსულებიც. სერგეენკო ამბობს, რომ გრიპის საწინააღმდეგო დამატებითი 3 000 ვაქცინის განაწილებისას პრიორიტეტი კვლავ ორსულები და მელოგინეები იქნებიან, თუმცა სამინისტრო ვაქცინებს რეალური საჭიროების მიხედვით განსაზღვრავს. “არავინ დარჩება ისე, რომ სჭირდებოდა და ვერ მიიღოს ეს მნიშნველოვანი ინტერვენცია,” – ამბობს ის. რაც შეეხება დანახარჯს, დავით სერგეენკოს თქმით, ყოველი სეზონური გამწვავება სახელმწიფოს, საშუალოდ, 10 მილიონი ლარი უჯდება, წელს კი ამ თანხას პრეპარატ “ტამიფლუს” შეძენისთვის გამოყოფილი 1 მილიონი ლარიც დაემატება. ჯანდაცვის სამინისტროს 11 იანვრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული მედიკამენტი საჭიროების მიხედვით ყველა მოქალაქეს უფასოდ დაურიგდება. როგორც ნეტგაზეთს ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, ამ დროისთვის გრიპის ან გრიპისმაგვარი დაავადებით 800 პაციენტია ჰოსპიტალიზებული. 15 იანვრის მონაცემებით, H1N1 გრიპის ვირუსით 17 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი ლაბორატორიულად დადასტურდა.

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: https://news.ge/h1n1-it-17-adamiani-gardaicvala/

H1N1-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა – ჯანდაცვის მინისტრი სააფთიაქო ქსელების და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს

ლაბორატორიული კვლევების შედეგად დასტურდება, რომ ბოლო მონაცემებით H1N1 ვირუსით 17 ადამიანია გარდაცვლილი. ამ დროისათვის ჯანდაცვის სამინისტროში ვირუსის გავრცელების ბოლო მონაცემების და პრევენციული ზომების შესახებ შეხვედრა იმართება. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი, სააფთიაქო ქსელებისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებიან. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ვირუსის გავრცელების ტენდენცია გასულ კვირასთან შედარებით კლებადია. დეკემბრის ბოლოს ვირუსით დავადებულთა რაოდენობა 277 იყო, დღეის მდგომარეობით კი, მათი რაოდენობა 253 -მდე შემცირდა. „ პიკური რაოდენობა 277 უკვე გავიარეთ და წინა კვირის მონაცემებით უკვე 253 -ია. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, რომ უფრო ნაკლები ყოფილიყო, მაგრამ ტენდენცია ცალსახად გამოხატულია კლებისკენ. თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ ჩვენი ძალისხმევა შევასუსტოთ, რადგანაც რაოდენობების შემცირება არ ნიშნავს, რომ საკუთრივ დაავადების მიმდინარეობა უფრო გამარტივდა ამითი. არა, რა თქმა, უნდა და დაავადება ისევ ისე მძიმედ მიმდინარეობს, როგორც აქამდე იყო“- აცხადებს სერგეენკო. ანტივირუსულ ვაქცინაციასთან დაკავშირებით განმარტება დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის ვირუსის ვაქცინაცია არ შედის სავალდებულო ვაქცინაციის ჩამონათვალში არ შედის, თუმცა არსებული ვითარების და ვაქცინაციის გაზრდილი მოთხოვნილების გამო უწყებამ დამატებით 300 ერთეულის ყიდვა გადაწყვიტა. „სეზონი როცა იწყება იმ დროს ვაქცინაციის რაოდენობა რადიკალურად იკლებს. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არცერთი ქვეყნის სავალდებულო ვაქცინათაჩამონათვალში არ შედის. ის არის ნებაყოფლობითი. გარკვეული პანიკის და აჟიოტაჟის გამო, სახელმწიფოში რაც ხდება ბოლო კვირების განმავლობაში, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, განსაკუთრებული ქვეყანაში არაფერი არ ხდება, რაც არ ყოფილა ასეთი. ამიტომ იმ ვაქცინასთან დაკავშირებითაც ასეთია გადაწყვეტილება დღეს, რომ სახელმწიფო დამატებით კიდევ ყიდულობს ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას, რომელიც შემოვა, დარწმუნებული ვარ, მომავალ კვირაში“- ამბობს გამყრელიძე. გამყრელიძე ასევე, ამბობს, რომ წინასწარი პრევენციის მიზნით რისკჯგუფებში მყოფ პაციენტებს უკვე ჩაუტარდათ ვირუსის საწინააღმდეგო აცრები. რაც შეეხება ანტივირუსულ პრეპარატ „ ტამიფლუს“, მისი მარაგი სახელმწიფოში არსებობს და ის უფასოდ უკვე 15 000 ადამიანზე გაიცა.

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=89581

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=society&AID=72141

H1N1 ვირუსით საქართველოში 17 ადამიანია გარდაცვლილი

გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 17-ს შეადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. „კვირაზე მეტია, ჯანდაცვის 5 დაწესებულება აქტიურად მუშაობს, 24-საათიან რეჟიმში, ასევე გახანგრძლივებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობა ქუთაისსა და ბათუმში. ამ პერიოდში, ძირითადად აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონი დაზარალდა. მნიშვნელოვანია, გრიპის გართულების პრევენცია ადრეულ ეტაპზე შევძლოთ, ამიტომ დღეს ვირუსული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების საკმარისი მარაგი ქვეყანაში არსებობს, რომელიც მოსახლეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მეშვეობითა და ფარმაცევტული სექტორის მეშვეობით მიეწოდება. გასულ კვირაში ავადობის მაჩვენებლის ოდნავ კლების ტენდენცია გრძელდება. ჩვენ პიკი გვქონდა დეკემბრის ბოლო კვირას - 100 000 მოსახლეზე 277 და ასევე მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იყო 41%. ავადობის მაჩვენებელი იანვრის მეორე კვირას გვაქვს 253 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე. ასევე, 31%-ზე ჩამოვიდა მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. საგრძნობლად შემცირდა ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და 46%-დან 26%-მდე ჩამოვიდა. ამავე დროს შემცირდა სასწრაფოს გამოძახებისა და სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის მაჩვენებელი",-აღნიშნა გამყრელიძემ.

ლაივპრეს.ჯი- https://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/26756-saqarthveloshigripisvirusith17adamianiagardacvlili.html

           

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/sergeenko-epidemiisken-ar-mivdivarth-avadobis-machveneblebi-iklebs/

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1547560249-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97            

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=77470

ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/sergeenko-gripit-avadobis-ricxvi-mcirdeba-magram-daaavadeba-isev-ise-mdzimed-mimdinareobs/28431

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528669-davit-sergeenko-tebervalshi-gripis-mcire-piks-vvaraudobt-ikidan-gamomdinare-rom-evropashi-gripit-avadoba-izrdeba/

დავით სერგეენკო - თებერვალში გრიპის მცირე პიკს ვვარაუდობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში გრიპით ავადობა იზრდება

თებერვალში გრიპის მცირე პიკს ვვარაუდობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში გრიპით ავადობა იზრდება, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მხოლოდ ვარაუდს წარმოადგენს და შესაძლებელია, გრიპით ავადობის მაჩვენებლის ზრდა თებერვალში არ დაფიქსირდეს. „გრიპთან დაკავშირებული სეზონური გამწვავებები დაახლოებით თვენახევრიანი ხანგრძლივობით ხასიათდება. დაიწყო დეკემბრის შუა რიცხვებში და დინამიკა კლებისკენ არის მიმართული. ვფიქრობთ, რომ იანვრის ბოლოს უნდა მიუახლოვდეს ჩვეულებრივ, ფონურ რაოდენობას. თებერვალში მცირე პიკს ვვარაუდობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში იგივე მდგომარეობაა, გრიპით ავადობა იზრდება და ჩვენ მათ გრიპის გავრცელების ფაზაში დაახლოებით, სამკვირიანი რაოდენობით ვასწრებთ. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ როცა ჩვენთან გრიპის მაჩვენებელი ფონურ რაოდენობას დაუბრუნდება, შეიძლება, ის ევროპიდან მოგზაურთა მიერ გავრცელდეს, თუმცა, შეიძლება მცირე პიკი არც იყოს, ეს მხოლოდ ვარაუდია”,- აღნიშნა მან. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 17-ს შეადგენს. გრიპის ან გრიპისმაგვარი დაავადების გამო კი 800-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული.

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/202781-davith-sergeenko-thebervalshi-gripis-mcire-piks-vvaraudobth-iqidan-gamomdinare-rom-evropashi-gripith-avadoba-izrdeba.html?lang=ka-GE

კვირა.ჯი- http://kvira.ge/443073

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=194744-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%20%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98

პია.ჯი- https://pia.ge/post/242586-davit-sergeenko-gripis-virusze-seizleba-arc-iyos-tebervalsi-meore-piki

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/177321/

H1N1 – 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა აჭარაში

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ სეზონზე აჭარაში H1/N1 ვირუსის 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა, აქედან ხუთი პაციენტი ვერ გადაარჩინეს. ცენტრში განმარტეს, ასევე, რომ აჭარაში გრიპის გავრცელების სტატისტიკა ბოლო დღეებში არ გაზრდილა, ჰოსპიტალურ სექტორში ისევ ორასამდე პაციენტი მკურნალობს, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებებში 20 პაციენტია მოთავსებული. ბოლო დღეებში შემცირებულია ამბულატორული მიმართვიანობა. გრიპის გავრცელების მონაცემებს მთლიანობაში თუ შევაჯამებთ, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის გავრცელება 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 2019 წლის ორი კვირის მონაცემებით, თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. თუმცა დაავადებათა გავრცელება ჩამორჩება 2016-2017 წლის სეზონის პიკური მდგომარეობის მონაცემებს. მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 2019 წლის პირველი და მეორე კვირის მონაცემებით 391-სა და 395-ს შეადგენს, რაც 31-35-ით ნაკლებია 2016-2017 წლის სეზონის პიკურ მაჩვენებელთან [426] შედარებით. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ წლის პირველ კვირაში, გრიპითა და გრიპისმაგვარ დაავადებათა 377, გასულ კვირას კი 338 ჰოსპიტალური შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აჭარაში საერთო ჰოსპიტალიზაციის 31 პროცენტია. ეს რაოდენობა 2016-2017 წლების ანალოგიურ მონაცემებს სჭარბობს.

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/10-thvis-bavshvis-deda-uarqhophs-rom-misi-shvilis-gardatsvalebis-mizezi-e-ts-ghoris-gripi-gakhda/

10 თვის ბავშვის დედა უარყოფს, რომ მისი შვილის გარდაცვალების მიზეზი ე.წ ღორის გრიპი გახდა

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 10 თვის ჩვილის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ტიპის ვირუსი გახდა, ბავშვის დედა უარყოფს. 55 Shares 55 ნინო ჩახვაშვილი აცხადებს, რომ ანალიზის პასუხი დაახლოებით 1 თვეში გახდება ცნობილი, ამიტომ მისთვის გაუგებარია რატომ ვრცელდება მის შვილის გარდაცვალების შესახებ არასწორი ინფორმაცია. “ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა პირის დაკითხვა, მათ შორის ექიმების და ოჯახის წევრების. საავადმყოფოებში, სადაც ჩემი შვილი მკურნალობდა, არცერთ ისტორიაში გრიპი არ უფიქსირდება. არ ვიცი საიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვი გრიპით გარდაიცვალა. გარდა ამისა, გამომძიებელმა გუშინ მითხრა, რომ ნაცხზე აქვს ნიმუში აღებული და “ღორის გრიპი” არ არისო. “- აცხადებს ნინო ჩახვაშვილი. ცნობისათვის, ინფორმაცია, რომ 10 თვის ბავშვის გარდაცვალება H1N1 ვირუსმა გამოიწვია, ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა. უწყებაში განმარტეს, რომ ჩვილს გრიპის ვირუსთან ერთად წითელაც ჰქონდა.

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: https://news.ge/gripis-firusi-potshi-klinikebshi-40mde-pacienti-mkurnalobs-aqeda-3is-mdgomareoba-mzimea/

გრიპის ვირუსი ფოთში – კლინიკებში 40 -მდე პაციენტი მკურნალობს, აქედან 3-ის მდგომარეობა მძიმეა

რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით ამჟამად ფოთის სხვადასხვა კლინიკებში 40 პაციენტი მკურნალობს. მათგან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებს 1525 პაციენტმა გრიპის ვირუსის სიმპტომებით მიმართა. მათივე ინფორმაციით, ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია    

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/phothshi-gripis-virusis-simptomith-sameditsino-datsesebulebebs-1525-ma-patsientma-mimartha/

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: http://knews.ge/?p=36245

კახეთში გრიპის ვირუსის სიმპტომით სამედიცინო დაწესებულებებს 956-მა პაციენტმა მიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში რეგიონში გრიპის ვირუსის სიმპტომით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას 956-მა პაციენტმა მიმართა. ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, რომ კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში წინა კვირისგან განსხვავებით გრიპის შემთხვევები შემცირებულია. მისივე თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში გათავსებულ ამბულატორიებში, აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის საწინააღმდეგო წამლის ,,ტამიფლუს“ მარაგი აქვთ და პირს, რომელსაც H1N1-ის ტიპის ვირუსი აქვს, აღნიშნულ მედიკამენტს და სამედიცინო მომსახურებას უფასოდ მიიღებს. ,,კახეთის რეგიონში წინა კვირის შედეგების მიხედვით გრიპის შემთხვევების რიცხვი შემცირებულია. ორი კვირის წინ ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა 1091 იყო, ახლა კი მისი რაოდენობა შემცირებულია და მათი რიცხვი 956-ს შეადგენს. რაც შეეხება ,,ტამიფლუს“ მარაგებს, ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს. ამ კუთხით გვაქვს სამი მიმართულება: ერთია სტაციონარში მყოფი პაციენტები, რომლებზეც ვალდებულება აქვს სტაციონარის მენეჯმენტს, რომ მათ ტამიფლუ უფასოდ მისცენ პაციენტებს. რაც შეეხება ამბულატორიულ პაციენტებს, ესენი იყოფიან ორ ჯგუფად: პირველია პაციენტები, რომლებიც შეადგენენ რისკ ჯგუფებს: ესენი არიან ორსულები, ბავშვები 0-დან 18 წლამდე, ხანდაზმულები, ქალები 60 და კაცები 65 წლიდან, ქრონიკული დაავადებების მქონდე და ონკოლოგიური პაციენტები, მათთვის ტამიფლუს მარაგი დევს მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებში. რაც შეეხება 18-დან 60 წლამდე პაციენტებს, რომლებიც არიან ჯანმრთელები, გრიპის ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში მათ შეუძლიათ ექიმის რეცეპტით მივიდნენ რაიონში მდებარე შემდეგ სააფთიაქო ქსელებში: პსპ, ავერსი, ფარმადეპო, სახალხო აფთიაქი და ჯი პი სი, სადაც უფასოდ მიიღებენ წამალს“,-განუცხადა Knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა. მისივე თქმით, კახეთის რეგიონის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რაიონულ ფილიალებში გრიპის საწინააღმდეგო წამლის ,,ტამიფლუს“ მარაგი 12 იანვარს შეივსო და ამ მიმართულებით გართულებას არ ელოდებიან. ,,არანაირი შეფერხება არ გვაქვს არც წამლის გაცემაზე და არც მის მარაგზე. თუ ვინმეს სადმე უარი უთხრეს ,,ტამიფლუს’’ მიცემაზე, შეუძლია დაგვირეკოს და პირადად მე განვიხილავ და მოვაგვარებ ამ საკითხს”, – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/saxelmwifos-mier-shemotanili-gripis-vaqcinis-41-000-doza-amoiwura

სახელმწიფოს მიერ შემოტანილი გრიპის ვაქცინის 41 000 დოზა ამოიწურა

სახელმწიფოს მიერ შემოტანილი გრიპის ვაქცინის 41 000 დოზა ამოიწურა. გრიპის ვაქცინის მარაგი მათ შორის, პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრშიც ამოწურულია. სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინის დამატებით რაოდენობა კი სავარაუდოდ, მომავალი კვირის ორშაბათს ჩამოვა. „გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ძირითადად, გრიპის სეზონის დაწყებამდე კეთდება, თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ის ასევე შეიძლება, თვითონ გრიპის სეზონის დროს გაკეთდეს. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არც ერთი ქვეყნის სავალდებულო ვაქცინათა ჩამონათვალში არ შედის. მისი ჩატარება ნებაყოფლობითია და როგორც წესი, ეს კულტურა ჩვენს ქვეყანაში თანდათან იზრდება. 2013 წელს სახელმწიფომ ვაქცინის 4 000 დოზა შეიძინა და ძირითადად რისკ ჯგუფები აიცრა. ყოველწლიურად, ვაქცინის რაოდენობა იზრდება და შარშან მათი რაოდენობა გავაორმაგეთ ანუ 2018 წლის სეზონზე 20 000-დან 41 000-მდე ავედით. დაახლოებით, 15 კი კერძო სექტორმა ჩაატარა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დამატებით 3 000 ვაქცინის ჩატარებისას პრიორიტეტი ორსულებსა და მელოგინეებს მიენიჭებათ, თუმცა გრიპის აცრის გაკეთება საჭიროების შემთხვევაში ყველას შეეძლება.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/528706-saxelmcipos-mier-shemotanili-gripis-vakcinis-41-000-doza-amoicura/

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/gripis-vaqcinis-shesadzenad-daaxloebit-700-000-lari-daixarjeba/28441

გრიპის ვაქცინის შესაძენად დაახლოებით, 700 000 ლარი დაიხარჯება

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩამოტანას ორშაბათს ველოდებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს. მისი თქმით, პრიორიტეტი ძირითადად იქნება რისკ ჯგუფები, თუმცა მინისტრი ამბობს, რომ არავინ არ დარჩება, ვინც საჭიროებიდან გამომდინარე ვაქცინას ვერ მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, სახელმწიფო დამატებით 3000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას შეიძენს. „ვაქცინაცია არცერთი ქვეყნის სავალდებულო ვაქცინაციის ჩამონათვალში არ შედის. ის არის ნებაყოფლობითი და როგორც წესი, ეს კულტურა საქართველოშიც იზრდება. პირველ წელს სახელმწიფომ 4000 დოზა იყიდა და ავცერით ძირითადად რისკ ჯგუფები. შარშან გავაორმაგეთ რაოდენობა ანუ 20 000-დან 41 000-მდე ავედით 2018 წელს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე. რაც შეეხება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად გაწეულ ხარჯებს, bm.ge-ის კითხვაზე საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ყოველი სეზონური გამწვავება ბიუჯეტს 10 მილიონი ლარი უჯდება. სწორედ ამ 10 მილიონ ლარში შედის გრიპის ვაქცინის დამატებითი მარაგების შესაძენად საჭირო ხარჯები, რაც სერგეენკოს თქმით, დაახლოებით, 700 000 ლარია.

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/qvekanashi-gripis-satsinaaghmdego-3-000-vaqtsina-orshabats-shemova-sergeenko/55035

ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო 3 000 ვაქცინა ორშაბათს შემოვა -სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ თებერვლიდან გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შესაძლოა, გაიზარდოს, თუმცა მისივე თქმით, ეს მხოლოდ თეორიული ვარაუდია. „ ევროპაში თებერვლიდან იზრდება ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, შესაბამისად, საქართველოში ცვლილებებს ამ პერიოდში ვვარაუდობთ, თუმცა შესაძლოა, მეორე პიკი არც იყოს, ეს მხოლოდ თეორიული ვარაუდია“ ,-განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო 3 000 ვაქცინა ორშაბათს შემოვა, განაწილების პროცესში კი, პრიორიტეტი ორსულებსა და მელოგინეებს ექნებათ. „ სამიზნე პოპულაციის აცრა წესით ოქტომბერსა და ნოემბერში ხდება, ეს მოსახლეობის 85 პროცენტია. რისკ ჯგუფს წარმოადგენენ ორსულები, მათი აცრა პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია. გრიპის საწინააღმდეგო 3 000 ვაქცინა ორშაბათს შემოვა, განაწილების პროცესში პრიორიტეტი ორსულებსა და მელოგინეებს ექნებათ. თუმცა, განისაზღვრება რეალური საჭიროება და თუ არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ აცრა, აუცილებლად მიიღებენ ამ მომსახურებას”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.  

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=194759-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/mtavrobas-tamiflus-subsidireba-1-mln-lari-udjdeba

მთავრობას „ტამიფლუს“ სუბსიდირება 1 მლნ ლარი უჯდება

საქართველოს მთავრობას „ტამიფლუს“ სუბსიდირება 1 მლნ ლარი დაუჯდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. რაც შეეხება გრიპის ვაქცინაციას, დავით სერგეენკოს განმარტებით, ვაქცინის დამატებითი მარაგების შემოტანაზე დაახლოებით, 700,000 ლარი დაიხარჯება. „ყოველი სეზონური გამწვავება ჩვენ საშუალოდ, 10 მლნ ლარი გვიჯდება. ამ შემთხვევაში, საჭირო გახდა 1 მლნ ლარის დამატება „ტამიფლუს“ სუბსიდირებისთვის. დანარჩენი თანხები ბიუჯეტში ისედაც იყო გათვალსიწინებული“, - განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ექიმის დანიშნულების საფუძველზე, „ტამიფლუ“ ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა.

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528685-jandacvis-ministris-moadgile-elektronuli-samedicino-chanacerebis-sistema-15-aprilamde-satesto-rezhimshi-imushavebs/

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა 15 აპრილამდე სატესტო რეჟიმში იმუშავებს

ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა მიმდინარე წლის 15 აპრილამდე სატესტო რეჟიმში იმუშავებს, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ ჟურნალისტებს სამედიცინო საზოგადოების წევრებთან აღნიშნულ საკითხზე გამართული შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონული სისტემა პაციენტებისთვის ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს. „ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის მიზანია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეგროვებული ჩანაწერები შეინახოს, შეაგროვოს და გაზიარებადი გახადოს. ასევე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაამუშაოს ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო დაწესებულებებისათვის, რაც პაციენტზე ორიენტირებული, ეფექტური მომსახურების მიწოდებას შეუწყობს ხელს”,- აღნიშნა მან. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონული სისტემა “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონთან შესაბამისობაშია. „პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით საქართველოს კანონმდებლობით რაც გათვალისწინებულია, სისტემაში ყველანაირი მონაცემი პაციენტის პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით არის შექმნილი”,- აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედა. 15 იანვრიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, პაციენტის სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში შეიტანოს.

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/528679-davit-sergeenko-elektronuli-samedicino-chanacerebis-sistema-2019-clis-bolodan-an-2020-clis-dasacqisidan-mtel-sakartveloshi-amokmeddeba/

დავით სერგეენკო - ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა 2019 წლის ბოლოდან ან 2020 წლის დასაწყისიდან მთელ საქართველოში ამოქმედდება

ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა 2019 წლის ბოლოდან ან 2020 წლის დასაწყისიდან მთელ საქართველოში ამოქმედდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სისტემა კონტროლის უკეთესი მექანიზმია. „თვისობრივად, ის ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. ქაღალდის მატარებლების კუთხით სრული კონტროლი თითქმის შეუძლებელია. საქართველოში წელიწადში 14 მილიონი ვიზიტი ხორციელდება და ელექტრონული ჯანდაცვა საშუალებას გავძლევს, რომ სწორი კლასიფიკაცია და ნორმიდან გადახრის რაიმე პარამეტრი გვაჩვენოს და ხარისხის კონტროლის ძალიან კარგი მექანიზმია. დიდ ქალაქებში იმიტომ დავიწყეთ, რომ ეს გარკვეულ ინფრასტრუქტურას, მოწყობილობასა და კომუნიკაციას მოითხოვს, რომელიც ჯერჯერობით ყველა რაიონში არ არის, მაგრამ წლის ბოლოდან ანუ მომავალი წლის დასაწყისიდან მთლიანად საქართველოს მასშტაბით გახდება სავალდებულო“, - განაცხადა სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედა. 15 იანვრიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, პაციენტის სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში შეიტანოს.

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=89591

ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/eleqtronuli-receptebi-xarisxis-kontrolis-dzalian-mdzlavri-meqanizmia/28456

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/djandacvashi-axali-epoqa-iwyeba

ჯანდაცვაში ახალი ეპოქა იწყება

პერსონალიზებული მედიცინა მუდმივად გააკონტროლებს ჩვენს ჯანმრთელობას, იწინასწარმეტყველებს კიბოს, გულისა თუ სხვა დაავადებათა რისკს და ჩვენთვის ზედგამოჭრილ მკურნალობის მეთოდს შეიმუშავებს. პერსონალიზებული მედიცინა თავდაყირა აყენებს სტანდარტულ მკურნალობას, რომელიც, როგორც წესი, საერთო რეკომენდაციებს იძლევა და ისეთ მკურნალობას ნიშნავს, რომელიც უფრო მეტ ადამიანს შველის, ვიდრე ვნებს, თუმცა შეიძლება კონკრეტულად თქვენ არ გამოგადგეთ. ეს მიდგომა აცნობიერებს, რომ ყოველ ჩვენგანს განსხვავებული მოლეკულური მახასიათებლები გვაქვს და რომ ამას უზარმაზარი ზეგავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე. მკვლევრები მთელ მსოფლიოში ისეთ ზუსტ საშუალებებს ქმნიან, როგორსაც ათი წლის წინ ვერც წარმოვიდგენდით: დნმ-ის ზესწრაფი სეკვენირება, ქსოვილთა ინჟინერია, უჯრედების ხელახლა პროგრამირება, გენების რედაქტირება და სხვა მრავალი. მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარება შესაძლებელს გახდის კიბოს, გულის დაავადების და სხვა მრავლის პროგნოზირებას, რამდენიმე წლით ადრე, სანამ ავად გახდებით. ამის წყალობით, შესაძლებელი იქნება, მემკვიდრეობით გადაცემული დაავადებების აღმოსაფხვრელად ემბრიონის გენების შეცვლა – რამდენად სასიხარულო ან შემაცბუნებელია ეს პერსპექტივა, თქვენს მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული. ამ კვლევის უფრო უშუალო შედეგი კი კიბოს ყველაზე ურჩი შემთხვევებისათვის სპეციალურად შერჩეული თერაპიაა. ოცდაათი წლის წინ მეცნიერებს ეგონათ, რომ შეუძლებელი იქნებოდა გენეტიკური კოდის გაშიფვრა და დნმ-ის შემადგენელი 3,2 მილიარდი ფუძეთა წყვილის სეკვენირება. „ადამიანის გენომის პროექტს“, რომელზეც 6 ქვეყნის მეცნიერები მუშაობდნენ, 13 წელი და საშუალოდ 1 მილიარდი დოლარი დასჭირდა ერთი გენომის სეკვენირებისათვის. დღეს სეკვენირება ათას დოლარამდე ჯდება. უახლესი აპარატები შედეგებს ერთ დღეში ითვლიან. ტექნოლოგიისა და დახვეწილი მოლეკულური ანალიზის კომბინაცია ნათელს ჰფენს გამაოგნებელ ბიოქიმიურ ვარიაციებს, რომლებიც თითოეულ ორგანიზმს უნიკალურს ხდის. კიბოს მკვლელები ჯუდი პერკინსი გარემოცულია სიმსივნის მაინფილტრირებელ ლიმფოციტებად (სმლ) ცნობილი სისხლის თეთრი უჯრედებით, რომელთა წყალობითაც იგი ძუძუს კიბოსგან განიკურნა. როდესაც პერკინსს პირველი დიაგნოზი დაუსვეს, მან მარცხენა ძუძუ მოიკვეთა, თუმცა კიბომ მოგვიანებით მაინც იჩინა თავი. სტივენ როზენბერგის შემუშავებული ექსპერიმენტული თერაპიის ფარგლებში პერკინსს 82 მილიარდი საკუთარი სმლ შეუყვანეს. რაც უფრო მეტს იგებენ მეცნიერები ამ განსხვავებების შესახებ, მით უფრო უხეში ჩანს სტანდარტული მკურნალობა. მაგალითად, ავიღოთ უნივერსალური წამალი, რომელიც ყველას შველის. ადამიანების უმრავლესობას შველის ისეთი პოპულარული წამლები, როგორიც, მაგალითად, სტატინი ან კორტიკოსტეროიდია. მაგრამ გენომიკა გვეუბნება, რომ ბევრისთვის ის უსარგებლოა. მრავალი ექსპერტის თანახმად, ათიოდე წელიწადში, დნმ-დაქტილოსკოპია თითოეული ჩვენგანის სამედიცინო ანკეტაში იქნება შეყვანილი. გენომიკასა და მონაცემებზე დაფუძნებულ მედიცინაზე გადასვლა ბევრ მოულოდნელ ცვლილებას მოიტანს და შესაძლოა დამთრგუნველიც იყოს. მალევე გვექნება ხელთ ვრცელი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დაავადება შეიძლება განგვივითარდეს ცხოვრების მანძილზე. დნმ-დან დიდ მონაცემებამდე UK Biobank-ის საყინულეებში - 80°C - ზე ინახება 500 000 ადამიანის სისხლის, შარდისა და ნერწყვის ნიმუშები. გენეტიკურ ვარიაციასა და დაავადებას შორის კავშირის დასადგენად საჭირო ნიმუში საცავიდან რობოტს გამოაქვს.

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: https://for.ge/view/159201/pirveli-sityva-eklesiam-unda-Tqvas---sergeenko-ukrainis-eklesiis-avtokefaliis-miniWebaze.html

"პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას" - სერგეენკო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებაზე

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე "პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას". „ამაზე ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა გამიჭირდება. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას",- განაცხადა დავით სერგეენკომ.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/528677-davit-sergeenko-ukrainis-eklesiistvis-avtokepaliis-minichebaze-pirveli-sitqva-eklesiam-unda-tkvas/

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/230832-dasakmebulta-umravlesobas-sakartveloshi-dasashvebze-xangrzlivad-ucevs-mushaoba-romel-samushaoebze-ucevt-qvelaze-meti-drois-gatareba/

დასაქმებულთა უმრავლესობას საქართველოში დასაშვებზე ხანგრძლივად უწევს მუშაობა - რომელ სამუშაოებზე უწევთ ყველაზე მეტი დროის გატარება

ეკონომიკის 18 დარგიდან 14-ში დასაქმებულები ზეგანაკვეთურად მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაცია პროფესიული კავშირების გართიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, მშენებლობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური დაცვა, შინამეურნეობებში დაქირავებით დასაქმება –ის სექტორებია, სადაც დასაქმებულებს სამუშაო ადგილზე ყველაზე მეტი დროის გატარება უწევთ. „2018 წელს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, პირველად გამოაქვეყნა დასაქმებულების მიერ ნამუშევარი საათების საშუალო მაჩვენებელი. სტატისტიკიდან ირკვევა, რომ თითქმის ყველა სექტორში, დასაქმებულებს კანონით გათვალისწინებულზე ხანგრძლივად უწევთ მუშაობა. შრომის კოდექსით სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 40 საათით და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში (სპეციფიკურ სამუშაო ადგილებზე) ითვალისწინებს 48 საათამდე სამუშაო გრაფიკს. საქართველოში დამსაქმებლები არ აქცევენ ყურადღებას შრომის კოდექსის ამ დანაწესს და თითქმის ყველა სექტორში ნორმად აქვთ ქცეული 42-50 საათიანი სამუშაო კვირა. ამასთან ეს არის გასაშუალოებული მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ცალკეული დასაქმებულებისთვის სამუშაო გრაფიკი ბევრად უფრო მძიმეა. შრომის კოდექსის მიხედვით, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები გაზრდილი განაკვეთით უნდა ანაზღაურდეს და ზეგანაკვეთურ სამუშაოს არ უნდა ჰქონდეს რეგულარული ხასიათი.სტატისტიკიდან კი ჩანს, რომ ზეგანაკვეთურ მუშაობას რეგულარული ხასიათი აქვს და დაქირავებით დასაქმებულთა უმრავლესობას დასაშვებზე ხანგრძლივად უწევს მუშაობა. წაიკითხეთ სრულად

---

 

15.01.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/saarsebo-minimumis-metodologiis-shecvla-politikur-gadawyvetilebazea-damokidebuli

„საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის შეცვლა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“

დღეს საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა.საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიის შეცვლა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, თუმცა ამ დრომდე დოკუმენტის კორექტირება არ მომხდარა. საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგია, რომ ამ დრომდე არ გადახედილა, „საქსტატშიც“ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ კანონი მათ იმ მეთოდოლოგიით ავალდებულებთ საარსებო მინუმიმის განსაზღვრას, რასაც მთავრობა დააწესებს. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეეკო განმარტავს, რომ ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს საქმე არ არის და დოკუმენტის კორექტირება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. „მეთოდოლოგიის შერჩევა და მისი განხორციელება არის სტატისტიკური საკითხი. ჯანდაცვის სამინისტროს სეგმენტი ამაში არის ის, რომ არსებულ მეთოდოლოგიაში ითვლება პირველადი მოხმარების პროდუქტები და აი, ამ პროდუქტების შემადგენლობაში, კალორაჟში და ცილა-ცხიმ-ნახშირწყლის განაწილებაში თავის დროზე ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მეთოდოლოგია სტატისტიკური ინსტრუმენტია და ეს ნამდვილად არ არის მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს საქმე. ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესრულება „საქსტატის მხრიდან“, - აცხადებს დავით სერგეენკო. „საქსტატის“ მონაცემებით, დღეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 175 ლარს შეადგენს. საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ერთ-ერთი დაპირება სწორედ საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის ცვლილება იყო. “ჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ რეალურ ზღვარს, ცხადია, ეს ზღვარი აღარ იქნება დამამცირებელი“, - ბიძინა ივანიშვილი.

---

 

ბეჭდვითი მედია

16.01.2019

მეიდასაშუალება: საქართველო და მსოფლიო

რატომ უწყობს მთავრობა ხელს ყველაფერ ამას? ვირუსი, რომელმაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ევროპამ და ამერიკამ უკვე მოინელა, იქ აღარ არის შემთხვევები, ჩვენთან კი რატომღაც ეპიდემიამ იფეთქა

იმის მიუხედავად, რომ მმართველი გუნდის წევრების უმრავლესობა და საზოგადოდ, სრულიად საზოგადოება წინააღმდეგი იყო, პარლამენტმა სახალხო დამცველად მაინც ნინო ლომჯარია აირჩია. არადა, მანამდე ლომჯარიას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისთვის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია II-სთვის ისეთები ჰქონდა ნათქვამი, ანათემას უნდა ყოფილიყო გადაცემული. რაკი ლომჯარია ე.წ. ქვიარ თემის წარმომადგენელთა აქტიური დამცველი გახლდათ, მაშინვე ითქვა, რომ ის ლგბტ საზოგადოების ინტერესებს უფრო დაიცავდა, ვიდრე რიგითი მოქალაქეებისას. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, როგორც ეს ახდა. ლომჯარია ხმალამოღებული იბრძვის, როცა საქმე ლგბტ თემის წევრს ეხება, ხოლო როცა რიგითი ადამიანის პრობლემაზეა საუბარი, მისი დაგვიანებული ან, საერთოდ, უარყოფილი კომენტარები არაფრისმთქმელია. სწორედ საზოგადოების მოთხოვნის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა შესწორება, რომლითაც გარკვევით თქვა, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, ანუ ოჯახს მისცა ისეთი განსაზღვრება, როგორიც, ათასწლეულებია, საქართველოში არსებობს. ის, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის კავშირია მხოლოდ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გათავისებული აქვს, მაგრამ როგორც ირკვევა, ეს სახალხო დამცველს არ მოსწონს. „კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ქორწინებას როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს, განსაზღვრავს, წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და ევროპული საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეისა და მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ჰომოსექსუალთა სამოქალაქო ქორწინება (პარტნიორობა) აღიაროს“, — ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, ლომჯარია ითხოვს, რომ საქართველო ოფიციალურად დაკანონდეს ჰომოსექსუალთა, ბისექსუალთა და სხვადასხვა გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის მიმდევართა ქორწინება. მეტიც, სახალხო დამცველის აპარატში იმასაც ამბობენ, რომ აღნიშნული კანონის მიღება საქართველოში ტურიზმს განავითარებს და ჩვენთან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ წყვილები, რომლებიც აქ დაქორწინდებიან, თაფლობის თვეს გაატარებენ, ანუ იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც ეს აკრძალულია, და თურმე ამით ადამიანის უფლებები ირღვევა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა საინტერესო იქნება, ბავშვები, რომლებიც საქორწინო ცერემონიასა და ესკორტს ყოველთვის დიდი ინტერესით აკვირდებიან და უხარიათ, როცა დაინახავენ, როგორ კოცნის კაცი კაცს, ან ქალი — ქალს ან ვიღაც — რაღაცას (ძაღლზე, კატასა და ხეებზეც ქორწინდებიან) და გაფართოებული თვალებით ჰკითხავენ მშობელს — რა ხდება?! რამდენს გაქვთ პასუხი, 5-6 წლის ბავშვს აუხსნათ, რა ხდება?! ერთი შეხედვით, თითქოს გამორიცხულია, საქართველოში აღნიშნული კანონი მიიღონ, მაგრამ იმავე ერთი შეხედვით, გამორიცხული ჩანდა სახალხო დამცველად ლომჯარიას არჩევაც, მაგრამ ავირჩიეთ. გამორიცხული ჩანდა ამ თემაზე საჯაროდ საუბარი და მით უმეტეს მაღალი ტრიბუნიდან, მაგრამ ვსაუბრობთ და არამხოლოდ ვსაუბრობთ, მოთხოვნებსაც გვიყენებენ, გინდა თუ არა, უფლება მოგვეცით ოჯახები შევქმნათო. რაც მთავარია, უკვე ძალიან, ძალიან ცუდ ტონად ითვლება ლგბტ თემის წარმომადგენლის გაკრიტიკება და ამიტომ პოლიტიკოსები იძულებულნი არიან, მათ თავზე ხელი გადაუსვან, სხვა შემთხვევაში, ჰომოფობიაში დაადანაშაულებენ, გააკრიტიკებენ, გადაცემებს მიუძღვნიან, „დაჩაგრულ ჰომოსექსუალებს“ ცხარე ცრემლით ატირებენ შოუებში და კაცის თვალებზე წასმულ მაკიაჟს ცრემლი რომ დანამავს და ლოყაზე შავ ზოლად ჩამოეღვენთება, მოხერხებული ოპერატორი ფართო კადრით აიღებს, რათა საზოგადოებას მთელი სიმძაფრით დაანახვოს, როგორ დაჩაგრეს ლგბტ თემის ამაყი წევრი... სხვათა შორის, რუსეთში ჰომოსექსუალთა პროპაგანდა კანონით არის აკრძალული. აკრალულია დემონსტრაციებისა და შეკრებების ჩატარება და ამის გამო ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ევროპა და ამერიკა აკრიტიკებს. აკრიტიკებს მაშინ, როცა არაერთ ქვეყანაში ამის გამო სიკვდილითაც კი სჯიან. ისე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ საკითხზე ერთ-ერთ ინტერვიუში საინტერესო რამ თქვა: "ჩვენთან ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა აკრძალული და არა თვით ეს ადამიანები." და რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ რუსეთი ჩვენი მტერია, უნდა ვაღიაროთ, რომ უმრავლესობას რუსების ასეთი მიდგომა მოსწონს. თუ არ გჯერათ, გადით ქუჩაში, ხალხში გადით, ჰკითხეთ მოსახლეობას, რას ფიქრობს ამ საკითხზე და მოსწონს თუ არა რუსეთის პოზიცია, ნახავთ, რა პასუხს მიიღებთ. აქვე ისიც ვთქვათ, რომ საქართველოში ღორის გრიპის ეპიდემია მძვინვარებს და მოსახლეობა პასუხს ითხოვს, საიდან და რა ფორმით გავრცელდა საქართველოში ეს საშინელი დაავადება. ვირუსი, რომელმაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ევროპამ და ამერიკამ უკვე მოინელა, იქ აღარ არის შემთხვევები, ჩვენთან კი რატომღაც ეპიდემიამ იფეთქა. საინტერესოა, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ეჭვი საქართველოში არსებულ ლუგარის ლაბორატორიაზე მიიტანა. სოციალურ ქსელებში დღემდე აქტიურად განიხილავენ ამ თემას და კითხვაზე პასუხი, რას ემსახურება ლუგარის ლაბორატორია საქართველოში, უბრალოდ, არ გვაქვს. არადა, რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ამერიკას ანალოგიური ლაბორატორიის აგება თავის ტერიტორიაზეც შეეძლო, უფრო იაფიც დაუჯდებოდა ექიმების შენახვა და ექსპერიმენტებსაც თამამად ჩაატარებდა, მაგრამ იქ კანონი კრძალავს ამას. ჩნდება კითხვა: რატომ ვაკეთებინებთ ამერიკელებს ჩვენთან იმას, რასაც კრძალავენ თავიანთ ტერიტორიაზე? ასევე საინტერესოა ისიც, რომ მოსახლეობამ ნომერ პირველ მტრად გამოცხადებულ რუსეთზე კი არ მიიტანა ეჭვი, აქაოდა, ჩრდილოელი მეზობელი ხომ არ გვიწყობს დივერსიასო, არამედ ამერიკულ ლაბორატორიაზე, პირველ სტრატეგიულ პარტნიორზე (და, ალბათ, ამ გრიპის სამკურნალო პრეპარატის მწარმოებელ ტრანსნაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიაზე, რომელიც იქვეა ბაზირებული). თვით ეს ფაქტი მრავლისმთქმელია. იმის მიუხედავად, რომ ათეული წლების განმავლობაში ცხვირში გვტენიან ევროპულ და ამერიკულ ღირებულებებს; გვაჯერებენ, რომ რუსეთი ყველაზე დიდი მტერია და ჩვენი განადგურება უნდა, ქვეცნობიერი, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც გვეუბნება, რომ რაღაც ისე არ არის. რაღაც ისე არ არის, როცა იგივე ევროპა და ამერიკა ნარკოტიკების მავნებლობაზე საუბრობს, კანონებს ამკაცრებს და ამ დროს ჩვენ ნარკოლიბერალიზაციისკენ მოგვიწოდებს. ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჰომოსექსუალთა მიმართ გაკეთებული მკვეთრი განცხადებების გამო აკრიტიკებენ, მაგრამ რბილად, ზედაპირულად, ჩვენ კი კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებენ, — როგორ გაბედეთ და კონსტიტუციაში ჩაწერეთ, რომ ოჯახი ქალის და კაცის კავშირიაო. ცნობისთვის: რუსეთში, ჰომოსექსუალთა პროპაგანდის გარდა, საკანონმდებლო დონეზე აიკრძალა ყველანაირი სექტის პროპაგანდა. სხვადასხვა მიმდინარეობა (იეჰოვას მოწმეები, 50-იანელები, ქრისტეს სახლის მიმდევრები) იატაკქვეშეთში გადავიდნენ და მათ კანონი დევნის. ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან მოსწონს, მაგრამ არავინ იღებს ხმას, როცა საქართველოში ანალოგიური მიმდინარეობები სასათბურე პირობებში არიან. ეს იმიტომ, რომ ევროპა და ამერიკა გაგვიბრაზდება: ადამიანის უფლებებს ლახავთო. სწორედ ამის გამო, საქართველოში 50-ზე მეტი რელიგიური მიმდინარეობა დარეგისტრირდა და მათ უმრავლესობას სულ ათი კაცი წარმოადგენს. ამ ათ კაცს კი სწორედ ევროპული და ამერიკული ფონდები კვებავენ და ისინიც ჩვენ მიერ შექმნილ სასათბურე პირობებში ეწევიან ჩვენსავე გამხრწნელ საქმიანობას. რატომ? რისთვის? იმიტომ ხომ არა, რომ საჭირო დროს ამ ყველაფერს კასეტური ბომბის ეფექტი ჰქონდეს საქართველოსთვის?! ხომ არ არის ეს სამომავლოდ ჩადებული ნააღმები, რომელზეც საქართველო ადრე თუ გვიან აფეთქდება?! ფაქტია: საქართველო ექსპერიმენტების პოლიგონად იქცა, ევროპა თუ ამერიკა კი ყურადღებით აკვირდება, რა მოხდება ჩვენთან ამა თუ იმ ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ. აგერ ჰომოსექსუალებისა და ოჯახის თემა გააქტიურდა, იქეთ ვირუსი მძვინვარებს და ხალხის რეაქციებზე დაკვირვება გამადიდებელი შუშით მიმდინარეობს. ამ ყველაფრის შემდეგ დაინტერესებულ სახელმწიფოებს ზუსტად ეცოდინებათ, ეპიდემიისას როგორ იქცევა საქართველოს მოსახლეობა, როგორ იქცევა მაშინ, როცა ტრადიციულ ღირებულებებს ეხებიან; შემდეგ ეტაპზე კი უფრო დახვეწენ, უკეთ შეფუთავენ, რათა მძაფრი რეაქციები შეამცირონ, უკეთესად შემოგვაპარონ ის, რაც რეალურად არ გვინდა; იმის იმედად არიან, რომ, ადრე თუ გვიან, ბრძოლით დავიღლებით, მაგრამ ბრძოლაში დაღლილი საქართველო ჯერ არავის უნახავს და...

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5811740&name=16.01.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D&p=1&lang=Ge

---

 

16.01.2019

მეიდასაშუალება: მესინჯერი

გრიპის ვირუსით საქართველოში 17 ადამიანია გარდაცვლილი

გრიპის ვირუსით საქართველოში 17 ადამიანია გარდაცვლილი. ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 17-ს შეადგენს. შემცირებულია 100 000 მოსახლეზე გრიპით ავადობის მაჩვენებელი და ის ბოლო მონაცემებით, 253-ს შეადგენს. ერთ კვირაზე მეტია, ჯანდაცვის 5 დაწესებულება აქტიურად მუშაობს, 24-საათიან რეჟიმში, ასევე გახანგრძლივებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობა. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პანიკის და ეპიდემიის საფუძველი არ არსებობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5811710&name=16.01.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

16.01.2019

მეიდასაშუალება:      საქართველოს რესპუბლიკა

პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას

ამის შესახებ ჟურნალისტებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა. *** გთხოვთ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხიდან სეირის საყურებელ მასალას ნუ ქმნით ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ჰკითხეს. „გავანებოთ ამ ფსევდო ვაჟკაცობას და ფსევდო პატრიოტიზმს თავი. აღიარების თუ არ აღიარების საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, როგორც ქვეყნისთვის არის აუცილებელი. ბევრ კანონიკურ დარღვევაზეა საუბარი, რასაც საპატრიარქო გაიაზრებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენთან ერთად. ჩვენც უნდა მივეხმაროთ მათ, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს. არ უნდა ვიჟონგლიოროთ. აქ პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის, სასწორზე დგას ჩვენი მომავალი, რა გამონათქვამი, რა პოზიცია დააზიანებს ჩვენს ქვეყანას. აქედან არ უნდა შევქმნათ სანახობა, რომ აი, ხედავთ თურმე, ჩვენ არ ვეხმარებით უკრაინას და ა.შ. ასეთი ურა პატრიოტიზმის დრო დავამთავროთ, მივანდოთ ეს საქმე ადამიანებს, რომლებიც უკეთესად, კვალიფიციურად გადაწყვეტენ. ნუ გადავახტებით ამ ხალხს, სჯობს, მოვისმინოთ მათი აზრები და ანალიზი, ვიდრე მე ვაკეთო ვიღაცისთვის გულის მოსაგები განცხადებები, არც ერთ შემთხვევაში“, - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა. *** ხალხი წყვეტს თუ სინოდი? მოქალაქეები უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდასაჭერად ხელმოწერებს აგროვებენ და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს მიმართავენ, მხარი დაუჭირონ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარებას. წმინდა სინოდისადმი მიმართვა ეკლესიის წევრების სახელით ვრცელდება. "ვეცნობით რა ყველა სიახლეს განვითარებული მოვლენების ირგვლივ, პასუხისმგებლობით ვეკიდებით მართლმადიდებელი აღმსარებლობის შეურყვნელად დამოწმებას. განვითარებული მოვლენები კი საზოგადოებას უფრო მეტი ინდიფერენტულობით განაწყობს რწმენისადმი. იმპერიალისტური მიზნები და პირველობისთვის ბრძოლა კი შესაძლოა, საფუძველი გახდეს მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟზე ახალი საეკლესიო განხეთქილებისა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოქმნილი დავა არადოქტრინალურ ხასიათს ატარებს. შესაბამისად, ამ საკითხისადმი ჩვენი ეკლესიის ღირსეულ და სამართლიან დამოკიდებულებად მივიჩნევთ საეკლესიო ერთობის შენარჩუნებისთვის სამართლიანობის ურყევ მხარდაჭერას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ობიქტური თუ სუბიექტური სირთულეების მიუხედავად, უკრაინის ახლადდაარსებული ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობითა და მათთან ევქარისტიულ ერთობაში შესვლით უნდა იქნეს დამოწმებული. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ეკლესია არ შელახავს საკუთარი ავტოკეფალიის ისტორიას და დაამოწმებს ევქარისტიულ ერთობას უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან", - ნათქვამია განცხადებაში. ავტოკეფალია უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერების მორიგი ნაბიჯია- ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. მმართველი გუნდის დეპუტატი, ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა. „უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიას მხოლოდ შეიძლება, მივესალმოთ და გაგვიხარდეს. რაც შეეხება ავტოკეფალიისა და ეკლესიებს შორის საკითხებს, ეს თავად ეკლესიების საქმეა. შემიძლია, ჩემი დამოკიდებულება და სიხარული გამოვხატო, რომ ეს მორიგი ნაბიჯია უკრაინის, როგორც მეგობარი სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებაში. არ მგონია, რომ ბოკერიას ან ვინმეს მხრიდან ჭკუის სწავლება პასუხისმგებლიანი ქმედება იყოს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერია, ხელისუფლებას დღეს მოუწოდა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5811552&name=16.01.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 ​