From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-16.05.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 16.05.2019 07:59
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 16.05.2019

ტელევიზია

15.05.2019

არხი:     ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 17:45

ინსპექტირების მიზანი საფრთხეების პრევენცია უნდა იყოს და არა კომპანიის დაჯარიმება. ეს განცხადება ბიზნეს ომბუდსმენა სამშენებლო სექტორთან შეხვედრაზე გააკეთა სადაც კომპანიის წარმომადგენლებს შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და ბიზნესომბუდსმენის ინიციატივით გაიმართა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6079644

მაესტრო -ბიზნესი მაესტროზე 21:30-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6080075

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6079052

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6079519

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6079676

ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6078831

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6079787

---

 

15.05.2019

არხი:     რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

ბიძის მიერ მოკლული 13 წლის მოზარდი - მოკლული მოზარდის ოჯახი სამართალდამცველებსა და ექიმებს ადანაშაულებს. სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ საზარელ მკვლელობაში ბრალდებული ვალერიან ირემაძის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა. სამხარაულის ბიურომ დაადგინა, რომ 29 წლის მამაკაცს, რომელმაც საკუთარი 13 წლის ძმის შვილი დანით დაჩეხა, მწვავე ფსიქიკური პრობლემები აქვს და 2 წლიანი იძულებითი მკურნალობის შემდეგ ის სახლში დაბრუნდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6079902

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6079843

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6079228

---

 

15.05.2019

არხი:     იმედი

გადაცემა: ქრონიკა 09:00

შრომის ინსპექტორები კოსტავას 75 ნომერში მომხდარი უბედური შემთვევის გამომწვევი მიზეზებზე საუბრობენ. მათი პირველადი შეფასებით, დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ადგილზე ხარაჩოს ექსპლუატაციის წესები დარღვეული იყო. საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობენ პროფკავშირები. მათი ინფორმაციით, სამშენებლო ობიექტზე მიმდიანრე წელს 11 შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა.კოსტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. 50 წლის მამაკაცი ადგილზე გუშინ დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6077793

---

 

15.05.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 18:00

"შრომითი დავების გაწყვეტის დიზაინი ქართული ბიზნესისთვის."- სწორედ ამ საკითხზე მსჯელობენ ამ წუთებში შეხვედრაზე, რომელსაც მედიაციის ქართველი და უცხოელი ექსპერტები ესწრებიან. განიხილება დავის გადაჭრის ის მექნიზმები, რომელიც ქართულ რეალობას შეესაბამება და ბიზნესს შესაძლებლობას მისცემს მოკლე დროში, მინიმალური დანახარჯებით მიიღოს ეფექტიანი მართლმსაჯულება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6079651

---

 

ინტერნეტი

16.05.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/chiaturashi-magharoelebi-gaificnen/

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გაფიცულები მერიის შენობის წინ არიან შეკრებილები. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. პროფკავშირების წარმომადგენლის ამირან მაჩიტაძის ინფორმაციით, დასაქმებულები მაღაროში შექმნილ არასათანადო სოციალურ პირობებს აპროტესტებენ. „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები მაღაროელებს ჯერ არ შეხვედრიან.

---

 

16.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/546706-rustavis-poladis-administraciul-shenobashi-tanamshromlebis-karxnis-direkciastan-molaparakebebi-dasrulda/

„რუსთავის ფოლადის" ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომლების ქარხნის დირექციასთან მოლაპარაკებები დასრულდა

„რუსთავის ფოლადის" ადმინისტრაციულ შენობაში წვრილსორტული საამქროს თანამშრომლების ქარხნის დირექციასთან მოლაპარაკებები დასრულდა. როგორც გაფიცულმა მუშებმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადეს, საწარმოს გენერალური დირექტორის მოადგილემ ხელფასის გაზრდის მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა, რაც შეეხება სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ამისთვის ერთდღიანი ვადა ითხოვა.

 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ ანალოგიური მოთხოვნებით დირექციას სამი თვის წინ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მათი თქმით, აქციები და გაფიცვა გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ გაეზრდებათ ხელფასები და არ გაუმჯობესდება სამუშაო პირობები. როგორც ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილემ, არჩილ მელიქიძემ განაცხადა, ერთი დღის ვადაში გასცემს აქციის მონაწილეებს პასუხს, გადაიხედება ხელფასების გაზრდის შესაძლებლობაც და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაც.

---

 

16.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/546695-rustavis-metalurgiul-karxanastan-mushebis-saprotesto-akcia-mimdinareobs/

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან მუშების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან მუშების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელფასის გაზრდას და სამუშაო საათების შემცირებას მოითხოვენ. აქციაში მონაწილეობას „რუსთავის ფოლადის" წვრილსორტული საამქროს 50-მდე მუშა იღებს. ისინი ითხოვენ 400-ლარიანი ხელფასის გაზრდას და სამცვლიანი, 12-საათიანი სამუშაო გრაფიკიდან ორცვლიან გრაფიკზე გადასვლას და დამატებითი საათების ანაზღაურებას. აქციის მონაწილეების ნაწილი ამ დროისთვის საწარმოს ხელმძღვანელობას ადმინისტრაციის შენობაში ხვდება.

---

 

15.05.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1557912066-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90

საქართველო ბავშვებისთვის საშიში ქვეყნების სიაში მოხვდა - ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო, მოსახლეობას აფრთხილებს არ იმოგზაურონ ისეთ ქვეყნებში, სადაც წითელას მწვავე ვირუსული დაავადება მძინვარებს. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოიხსენიება. „დაავადების სიხშირე ძირითადად იმ ბავშვებშია გავრცელებული, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული (ისრაელში, 70% -ზე მეტი შემთხვევა, ბავშვებში დაფიქსირდა). შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ძირითადი გზავნილია: ბავშვებში, ვაქცინაციის ძირითადი პრიორიტეტები - ყველა ბავშვი ვაქცინირდება პირველი დოზით 12 თვის ასაკში და მეორედ პირველ კლასში. ბავშვები, რომლებსაც დაბალი იმუნიტეტი აქვთ მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მიიღონ ვაქცინაცია.ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ზრდასრული მოსახლეობის 85% -ზე მეტი დაცული უნდა იყვნენ წითელასგან. მხოლოდ ის პირები, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ ვაქცინა, ან წარსულში იყვნენ დაავადებულნი. ამდენად, ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების საჭიროება, მათთვის არ არსებობს. სხვადასხა ქვეყანაში მოგზაურობისას, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ის პირები, რომლებიც იმ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც წითელას ვირუსია გავრცელებული. ეს მიმართულებებია: უკრაინა, საქართველო, მადაგასკარი, ალბანეთი, ლიბერია.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ ქვეყნებში დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას იძლევა, რომ ამ ქვეყნებში არ დაგეგმონ მოგზაურობა, თუ აუცილებელ მოთხოვნას არ საჭიროებს. დამატებითი დეტალები: ზოგადად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, 1957 წლის შემდეგ დაბადებული ყველა ადამიანი, რეკომენდებულია აიცრას წითელას ვაქცინაციის ორ დოზით. 1978 წლიდან დაბადებული მოზარდები, ჩართულები არიან წითელას ვაქცინაციის ორ პროგრამებში. 1957 და 1977 წლებში დაბადებული მოზრდილი ადამიანებისთვის: ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, ვაქცინაციის შემდეგ, სულ მცირე 85%-ია დაცული დაავადებისგან. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყნებში, შესაძლებელია მათთან პირდაპირი კოორდინაცია ჩატარდეს, ინდივიდუალური ანტისხეულების ტესტირებით.

---

 

15.05.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/363967/

მშენებლობების უმრავლესობაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი არ ჰყავთ – ინსპექცია

შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, ინსპექტირების პროცესში გამოიკვეთა, რომ სამშენებლო სექტორის აბსოლუტურ უმრავლესობაში შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი არ ჰყავთ დანიშნული. ფერაძის თქმით, კომპანიებს ამას კანონი ავადებულებს: “როდესაც ხდება ინსპექტირების პროცესი, სამშენებლო კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობაში ვხვდებით პროცესს, როდესაც სამშენებლო სექტორს არ ჰყავს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც 24 საათის განმავლობაში დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებს”, – თქვა ფერაძემ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დაწყებამდე. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრებენ. მისი თქმით, შეხვედრის მიზანი, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და ბიზნესომბუდსმენის ორგანიზებით დღეს, 15 მაისს, გაიმართა, სამშენებლო სექტორში მომუშავე ადამიანების ინფორმირებულობის გაზრდაა. გარდა ამისა, ფერაძემ შრომის ინსპექციის დეპარტამენტში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წლის სექტემბრისთვის დეპარტამენტში ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდაა დაგეგმილი: “დაგეგმილი გვაქვს, რომ ინსპექტორთა რაოდენობა გაიზრდება სექტემბრამდე. დღეს გვყავს 40 ინსპექტორი, ხოლო სექტემბრისთვის იქნება 100 საშტატო ერთეული გამოყოფილი”, – ამბობს ფერაძე.

---

 

15.05.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/irakli-leqvinadze-inspeqtirebis-mizani-arsebuli-da-mosalodneli-safrtkheebis-prevencia-unda-iyos-da-ara-kompaniis-dajarimeba/?fbclid=IwAR1cILugN-263QKhhEWoJ52o7T0QmMozWbMErtUx84DhfrfBlfRL9ssc56g

ირაკლი ლექვინაძე - ინსპექტირების მიზანი არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების პრევენცია უნდა იყოს და არა კომპანიის დაჯარიმება

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და ბიზნესომბუდსმენის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაზე ბექა ფერაძემ მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პირველ ეტაპზე თბილისში 200-მდე სამშენებლო ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი. „ბიზნესსექტორი მიესალმება შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და ვიზიარებთ ახალი რეგულაციების მიზანს, უზრუნველყოფილი იყოს შრომის უსაფრთხოების ნორმები. თუმცა ვფიქრობთ, რომ დღეს მოქმედი რეგულაციები ბიზნესის შესაძლებლობების ადეკვატური არ არის და შესაძლოა, აღსრულების ნაწილში პრობლემები შეიქმნას. მნიშვნელოვანია, მშენებელ კომპანიებს ცხადი ინფორმაცია ჰქონდეთ ინსპექტირების პროცესის და პროცედურების შესახებ. შრომის პირობების ინსპექტირების ერთადერთი შედეგი დაჯარიმება არ უნდა იყოს და ეს ბიზნესისთვის არ უნდა იქცეს ტვირთად. ინსპექტირების მიზანი არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების პრევენცია უნდა იყოს და არა კომპანიის დაჯარიმება“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა. მისივე ცნობით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი კანონპროექტის განხილვის პროცესში და სამუშაო ჯგუფის მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტს არაერთი რეკომენდაციით მიმართა. ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ბიზნესომბუდსმენის ოთხი შენიშვნიდან ორი პარლამენტმა სრულად გაითვალისწინა, თუმცა ბიზნესომბუდსმენის მოსაზრებით, მოქმედ კანონში კვლავ რჩება ორი კრიტიკული საკითხი: „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება ეკონომიკის ყველა დარგზე და შრომის პირობების მაკონტროლებელი ორგანოს (შრომის ინსპექციას) უფლება, შევიდეს ნებისმიერ სამუშაო ადგილას, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ჯერადობით, წინასწარი შეტყობინებისა და მოსამართლის ბრძანების გარეშე.

ბიპიაი.ჯი- https://bpi.ge/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A5/

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/biznesombudsmeniinspeqtirebis-mizani-safrtxeebis-prevencia-unda-iyos-da-ara-kompaniis-dajarimeba-/33869/

კვირა.ჯი- http://kvira.ge/470402

აიბიზნეს.ჯი- http://ibusiness.ge/%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1/

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/inspeqtirebis-mizani-arsebuli-da-mosalodneli-safrtkheebis-preventsia-unda-ikos-da-ara-kompaniis-dadjarimeba-irakli-leqvinadze/59107

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/irakli-leqvinadze-inspeqtirebis-mizani-arsebuli-da-mosalodneli-safrtxeebis-prevencia-unda-iyos-da-ara-kompaniis-dadjarimeba

---

 

15.05.2019

მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/56006-biznesombudsmenis-gancxadebit-saprtxis-mkone-sacarmoebshi-shromis-usaprtxoebis-nacilis-dacva-mnishvnelovania/

ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, საფრთხის მქონე საწარმოებში, შრომის უსაფრთხოების ნაწილის დაცვა მნიშვნელოვანია

ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საფრთხის მქონე საწარმოებში, შრომის უსაფრთხოების ნაწილის დაცვა მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ, სამშენებლო სექტორში უბედური შემთვევების გამომწვევ მიზეზებსა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროა მოხდეს თითოეული უბედური შემთხვევის ანალიზი, რომ საბოლოოდ დადგინდეს, კონკრეტული შემთხვევა კომპანიის შეცდომით იყო გამოწვეული თუ დასაქმებულის დაუდევრობით. მისივე თქმით, მსგავსი ანალიზი ბიზნესს საშუალებას მისცემს, საკითხს უფრო შინაარსობრივად მიუდგნენ. „შრომის უსაფრთხოების საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პრიორიტეტული. რეგულაციები უნდა იყოს შესაბამისი და პროპორციული, რომლის შესრულება და აღსრულება, ამ ეტაპზე, ბიზნესის შესაძლებლობებს შეესაბამება. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის გვექნება აცდენები გარკვეულწილად. მიუხედავად კანონის გამკაცრებისა, გარკვეული შემთხვევები მაინც ხდება. როდესაც აღნიშნული კანონმდებლობა შემოდიოდა, შენიშვნები გვქონდა. ნაწილი იქნა გათვალისწინებული, ნაწილი რეგულაციების გამკაცრების მიმართულებით, დაგეგმილია მომავალში. ჩვენი პოზიცია შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობასთან დაკავშირებით, არის შემდეგი - ბიზნესი ფიქრობს, რომ მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოებში, შრომის უსაფრთხოების ნაწილის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე თითოეული შემთხვევის ანალიზია საჭირო - სად იყო კომპანიის შეცდომით გამოწვეული შემთხვევა და სად დასაქმებულის დაუდევრობით. ეს ანალიზი მოგვცემს საშუალებას, უფრო შინაარსობრივად მივუდგეთ საკითხს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს რეგულაცია შესაძლებელია იყოს ზედმეტი ტვირთი ყველასთვის. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, ეს იყოს მხოლოდ მომეტებული საფრთხის მქონე კომპანიებში. გარკვეულ საოფისე საქმიანობაში შეიძლება ამის საჭიროება არც დგებოდეს“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/546604-biznesombudsmenis-gancxadebit-saprtxis-mkone-sacarmoebshi-shromis-usaprtxoebis-nacilis-dacva-mnishvnelovania/

---

 

15.05.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1557913289-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C-%E1%83%98%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90

„ძალიან დამენანა, მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა და ასე ტრაგიკულად დაამთავრა ცხოვრება“ - ვინ არის კოსტავას ქუჩაზე დაღუპული მუშა

მუშა, რომელიც გუშინ კოსტავას N75-ში მდებარე მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ხარაჩოდან გადმოვარდა, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, 1969 წელს დაბადებული გიორგი მჭედლიძეა, რომელიც წარმოშობით ხარაგაულის რაიონიდან, სოფელ ღორაშედან იყო, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში რუსთავში ცხოვრობდა. გიორგი მჭედლიძე დასაოჯახებელი იყო, ჰყავს ორი ძმა. ოჯახის ახლობლის თქმით, გარდაცვლილი წლების განმავლობაში მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. „ფინანსურად უჭირდათ, ცხონებული წლების განმავლობაში სულ მშენებლობაზე მუშაობდა. მშობლები აღარ ჰყავს, ისინი სოფელში არიან დაკრძალულები. ჰყავს ორი ძმა, ერთ-ერთს მეტყველების პრობლემა აქვს. ძალიან დამენანა, მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა და ასე ტრაგიკულად დაამთავრა ცხოვრება...“ -აცხადებს ოჯახის ახლობელი. 14 მაისს თბილისში, კოსტავას 75 ნომერში მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დასრულებულია, ჯებირი 15 სართულიდან მოწყდა და გადმოვარდნილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „პრაიმტაიმს“ 112-ის პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულ ბრიგადას მუშა გარდაცვლილი დახვდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. პროფკავშირების ინფორმაციით, მიმდიანრე წლის მონაცემებით, საწარმოო ტრავმების შედეგად გარდაიცვალა 11 და დაშავდა 14 ადამიანი. 11 გარდაცვლილიდან 10 სამშენებლო ობიექტზე დაიღუპა.

---

 

15.05.2019

მედიასაშუალება: http://bfm.ge/saqartvelos-samedicino-asociaciebis-gaertianeba-polifarmaciis-monitoringis-jgufis-arseboba-aucilebelia/

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება – პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფის არსებობა აუცილებელია

პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ზედმეტად დანიშნული მედიკამენტებისა და კვლევების შესასწავლად მუშაობა ორი თვის წინ შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ კომისია მოქალაქეთა მიმართვიანობის საფუძველზე სწავლობდა თითოეულ ქეისს. კრიტერიუმი კი პაციენტისათვის 5 და მეტი დანიშნული მედიკამენტი იყო. საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აღნიშნულ ფაქტს ეხმიანება და თვლის რომ ამ კომისიის არსებობა აუცილებელი და საჭირო ფაქტორია: „პოლიფარმაციის შემთხვევების მონიტორინგის პროექტი აგებული იყო მხოლოდ პაციენტების საჩივრებზე, რაც ბუნებრივია ვერ იქნებოდა ეფექტიანი პაციენტები ენდობიან ექიმებს და ეს ნდობა არ უნდა დაიკარგოს, პირიქით უნდა გადაიდგას ნაბიჯები რაც ექიმსა და პაციენტს შორის ნდობას გაზრდის. ჩვენი ინფორმაციით იმ პროექტში რომელიც განხორციელდა, გამოწერილ რეცეპტებში 18% მდე იყო შეუსაბამო დანიშვნები. ამიტომ ეს პროექტი, ოდნავ სხვა ფორმით, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. უნდა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მიერ, საყველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გაწეული ამბულატორიული მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და მათ შორის გამოწერილი მედიკამენტების დიაგნოზებთან შესაბამისობის შესწავლა. ასევე სადაზღვევო კომპანიებსაც უნდა მიეცეთ საშუალება, რომ შეუსაბამო დანიშვნის შემთხვევები, რაც დადასტურებული იქნება შესაბამისი ექსპერტის დასკვნით, რეაგირებისთვის გადაუგზავნონ შესაბამის უწყებას“–აცხადებენ საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში.

---

 

15.05.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=204869-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90,%20%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90

რა მდგომარეობაშია გოგო, რომელიც ცხვირის ოპერაციის გაკეთების შემდეგ ორი წელია კომაშია - ოჯახის წევრების შეკითხვებს კლინიკის წარმომადგენელი პასუხობს

17 წლი იყო როცა ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, ხატია უწყინარმა ოპერაციამ საწოლს მიაჯაჭვა, გოგონა ახლა კომაშია. "ნანუკას შოუში" 17 წლის ხატიას ოჯახის წევრები ოპერაციის დეტალებზე საუბრობენ.

---

 

15.05.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/470328

პროკურატურა: საქართველო რეგიონისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანაა, რომლიც ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით პირველ კალათშია

„საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით“, – ამის შესახებ გენერალური პროკურატურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო რეგიონისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანაა, რომლიც ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით პირველ კალათაშია ევროკავშირის ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ჩეხეთი, ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, ჰოლანდია, დანია, პორტუგალია და სხვა. „ტრეფიკინგი ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 2018 წლის 28 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოს მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ. საქართველო წინა წლების მსგავსად, კვლავ ინარჩუნებს პირველ კალათაში ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო აგრძელებს მტკიცე, შეუქცევად და მდგრად ძალისხმევას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანაა, რომლიც ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით პირველ კალათაშია ევროკავშირის ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ჩეხეთი, ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, ჰოლანდია, დანია, პორტუგალია და სხვა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოზიტიურად ფასდება, როგორც ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ასევე სამართალდამცავთა საქმიანობა დანაშაულის პროაქტიულად გამოვლენისა და ტრეფიკიორთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინატორებზეც, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლებსა და დაზარალებულებს კონსულტაციებს უწევენ და დეტალურ ინფორმაციას აწვდიან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. პროკურატურა ადამიანით მოვაჭრეების მიმართ მკაცრ პოლიტიკას აგრძელებს, პროაქტიულად ხორციელდება ტრეფიკინგის სავარაუდო მსხვერპლთა იდენტიფიცირება, ყველა შესაძლო ფაქტზე 31 მყისიერად იწყება გამოძიება და ხორციელდება ეფექტიანი საპროკურორო ზედამხედველობა. 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 7 ტრეფიკიორის მიმართ. 2018 წელს პროკურორებისთვის განახლდა სახელმძღვანელო პრინციპები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა მოპყრობის შესახებ. 2018 წელს განხორციელდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტებთან მიმართებაში გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების საკითხებზე გამოცემული რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი და ანგარიში გასაჯაროვდა პროკურატურის ვებგვერდზე“,- ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ შემდეგი უწყებები: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი. „2018 წელს ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის სამუშაო ჯგუფისა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა ტრეფიკინგის სისხლის სამართლის საქმეების 2017-2018 წლების ანალიზი. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართვა ტრეფიკინგის საქმეებში პრიორიტეტულად ხორციელდება. 2018 წელს ტრეფიკინგისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის თემაზე ჩატარდა 14 სასწავლო აქტივობა. ასევე, განხორციელდა სასწავლო ვიზიტები ბუდაპეშტსა და სტოკჰოლმში. ამასთან, სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს (CEPOL) ორგანიზებით განხორციელდა 2 გაცვლითი პროგრამა საქართველოს, საბერძნეთის და ბულგარეთის რესპუბლიკების მონაწილეობით. გაცვლითი პროგრამების ფარგლებში შედგა ორმხრივი ვიზიტები, 32 სადაც მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ტრეფიკინგის დანაშაულთან ბრძოლის მეთოდებსა და არსებული წარმატებული პრაქტიკის შესახებ; 2018 წელს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებასა (თავშესაფარი) და თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში. შეხვედრების მიზანი იყო მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის აღნიშნული დაწესებულებების სამუშაო სპეციფიკის, დაზარალებულებისთვის/მსხვერპლებისთვის თავშესაფარსა და კრიზისულ ცენტრში არსებული სერვისებისა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა. 2018 წელს პროექტ ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში პროკურორებმა ტრეფიკინგის დანაშაულის შესახებ 78 შეხვედრა გამართეს საქართველოს ყველა რეგიონში“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის ანგარიშში.

---

 

15.05.2019

მედიასაშუალება: http://exclusivenews.ge/post/138860

“მე, დედამ, მეტი როგორ ვითხოვო, რომ ერეკლეს სჭირდება დახმარება! სჭირდება სასწრაფოდ, მინიმუმ 40,000$”

---

 

ბეჭდვითი მედია

16.05.2019

მედიასაშუალება:  რეზონანსი       

"დამიმტკიცონ და მე მოვითხოვ ჩემი შვილის ლინჩის წესით გასამართლებას" - ბრალდებულის დედა

დამიმტკიცონ, რომ ჩემი შვილი მკვლელობის ჩადენისას ადეკვატური იყო და მე მოვითხოვ მისი ლინჩით წესით გასამართლებას, - ამის შესახებ რუსთავში, ბიძის მიერ მოკლული 13 წლის გოგიტა ირემაძის ბებიამ და მკვლელობაში ბრალდებულის, ვალერი ირემაძის დედამ, ინგა ირემაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვალერი ირემაძე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მომხდარს ვერ აღიქვამს და სინანულის განცდა არ გააჩნია. "ჩვეულებრივად ლაპარაკობს, ოჯახშიც რეკავს, მაგრამ არ აქვს აღქმის უნარი, რა გააკეთა. სინანულის გრძნობა არ აქვს, რადგან ექიმი ამას ამბობს, რომ მისი ავადმყოფობის პრობლემა ესაა. ჩემი შვილი, თავისი ნებით მივიდა რუსთავის საავადმყოფოში, სადაც მას გაუკეთეს გადასხმა, გარკვეული პროცედურები და რამოდენიმე საათი დაყო იქ და რუსთავის საავადმყოფომ უთხრა მის მეუღლეს, რომ გადაეყვანათ ან ნარკოლოგიურში, ან ფსიქიატრიულში. ჩემი შვილი დათანხმდა და პირველად მივიდა თბილისის ნარკოლოგიურში, მაგრამ არ მიიღეს, უთხრეს, რომ არ ჰქონდათ ადგილები. მერე ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადავიდნენ და დერეფანში სულ რაღაც 2 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა ექიმი ჩემ შვილს, შეხედა და დიაგნოზი დაუსვა, რომ არაფერი არ სჭირდა და წაიყვანეთ სახლში, არ გვაქვს ადგილებიო", - განაცხადა ინგა ირემაძემ. როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან ვალერი ირემაძე ეპილეფსიითაა დაავადებული, ფსიქოტროპულ წამლებს 6 წლიდან იღებდა და მისი მისამართით გაჟღერებული ინფორმაცია, რომ აღნიშნული ტრაგედიისას სინთეტური ნარკოტიკული საშუალებების რეაქციის ქვეშ იყო, ლოგიკურია. შეგახსენებთ, 10 თებერვალს რუსთავში ბიძამ 13 წლის მოზარდი ცივი იარაღით მოკლა და 20-მდე ჭრილობა მიაყენა. საზოგადოებაში არსებული მოარული ხმები, რომ ბრალდებულს აღენიშნებოდა დანაშაულის ჩადენისას ფსიქიკური აშლილობა და იყო შეურაცხადი, ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ დანიშნა სტაციონალური ფსიქიატრიული ექსპერტიზა და ექსპერტიზამ აღნიშნული დაასასტურა. სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავის სასამართლომ ვალერი ირემაძეს ბრალდება მოუხსნა და საქმე დახურა. მას ორწლიანი იძულებითი მკურნალობა დაენიშნა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6080517&name=16.05.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

16.05.2019

მედიასაშუალება:  რეზონანსი

ვინ არის მშენებლობაზე დაღუპული მუშა - "ცხოვრება შრომაში გაატარა და ასე ტრაგიკულად დაიღუპა“

მუშა, რომელიც კოსტავას N75-ში მდებარე მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ხარაჩოდან გადმოვარდა, 1969 წელს დაბადებული გიორგი მჭედლიძეა, რომელიც წარმოშობით ხარაგაულის რაიონიდან, სოფელ ღორაშედან იყო. ოჯახის ახლობლის თქმით, გარდაცვლილი წლების განმავლობაში მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. „ფინანსურად უჭირდათ, ცხონებული წლების განმავლობაში სულ მშენებლობაზე მუშაობდა. მშობლები აღარ ჰყავს, ისინი სოფელში არიან დაკრძალულები. ჰყავს ორი ძმა, ერთ-ერთს მეტყველების პრობლემა აქვს. ძალიან დამენანა, მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა და ასე ტრაგიკულად დაამთავრა ცხოვრება...“ -აცხადებს ოჯახის ახლობელი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6080523&name=16.05.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 ​