From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-16.11.2018
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukacotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze <tbakradze@moh.gov.ge>; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 16.11.2018 07:54
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 16.11.2018

ტელევიზია

15.11.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები ვაშაძის განცხადებას აპროტესტებენ. აქციაზე შეკრებილმა ადამიანებმა გააპროტესტეს ნაციონალური მოძრაონის საქრეზიდენტო კანდიდატის განცხადება სადაც ვაშაძე ამბობს რომ ფულს ვყრით შავ ხვრელში რადგან ვაფინანსებთ მომაკვდავ ადამიანებს ამ ფრაზით მან ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა გააკრიტიკა რომლის მიხედვითაც მეოთხე სტადიის მქონე პაციენტებს რამოდენიმე მედიკამენტი ფასდაკლებით გადაეცემათ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5693458

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5692985

---

 

15.11.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

გორში 480 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

https://www.imedi.ge/ge/video/30249/gorshi-480-devnil-ojakhs-binebi-sakutrebashi-gadaetsa

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5692447

---

 

15.11.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

ქუთაისში გიორგი აბვრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. დაწესებულება იმერეთში დისლოცირებულ სამხედრო მასამსახურეებს დროულ და პროფესიონალურ დახმარებას გაუწევს. ჰოსპიტალი პრემიერ მინისტრმა თავდაცვის მინისტრთან ერთად გახსნა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5693481

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5693421

 I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5693119

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5692560

---

 

15.11.2018

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 21:00

ოჯახები, რომლებიც ღამეს ღია ცის ქვეშ არა, თუმცა ვერც საკუთარ სახლებში ათევენ - ასეთია მაგალითად მაღლაფერიძეების ოჯახი, რომელიც უკვე 6 წელია 6 არასრულწლოვანთან ერთად ბათუმში, ვაგონში ცხოვრობს. ისინი სოციალური დახმარებებით სარგებლობენ, თუმცა ფაქტია პირობები მოზარდებისთვის არაა სათანადო. დახმარებით არ სარგებლობს და პენსიით გააქვს თავი 82 წლის თევდორე ზოიძეს, იგი ავტომობილში ცხოვრობს უკვე 20 წელია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5693412

---

 

15.11.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

მინდელის შახტის შესახებ მაღალკვალიფიციური დასკვნა დეკემბერში გახდება ცნობილი. რის სემდეგაც იმ უბნებზე სადაც პოზიტიური დასკვნა იარსებებს სამუშაოები განახლდება. ამის სესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბხტაძემ ტყობულში მეშახტეებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაზე ტყიბულის განვითარების სტრატეგიაზეც ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდა სოზარ სუბარი პროფკავშირების წარმომადგენლები და იმერეთის გუბერნატორი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5693381

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5693416

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5693331

---

 

15.11.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 14:00

"უკეთესი უნარები , უკეთესი დასაქმებისთვის" ევროკავშირის წარმომადგენლობამ და საქართველოს მთავრობამ 4 წლიანი თანამშრომლობის შედეგი შეაჯამეს. რომლის ძრითადი მიზანი საქართველოში დასაქმებისა და განათლების სისტემის განვითარებაა. საქართველოს 30 000ზე მეტი მოქალაქე დასაქმდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5692356

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5691914

---

 

 

ინტერნეტი

15.11.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/gorshi-480-devnil-ojakhs-binebi-sakutrebashi-gadaeca/

გორში 480 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გორში, ანწუხელიძის ქ. N1-ში მცხოვრებ 480 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და ქალაქ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გადასცეს. მთავრობის განკარგულებით, 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით ,საცხოვრებელი ფართი 17 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/gorshi-480-devnil-ojakhs-binebi-gadaeca/

---

 

15.11.2018

მედიასაშუალება: http://bfm.ge/dzudzus-metastazuri-kiboti-daavadebuli-pacientebis-mkurnaloba-2019-wlidan-khelmisawvdomi-gakhdeba/

ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობა 2019 წლიდან ხელმისაწვდომი გახდება

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია „ევროპა დონა საქართველომ“ პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრა საინფორმაციო კამპანია „სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში მოეწყო რომლის მიზანს ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მხარდაჭერა წარმოადგენდა. „ევროპა დონა საქართველო – პაციენტები პაციენტებისთვის“ მადლობას უხდის ჯანდაცვის სამინისტროს თანადგომისთვის – რეგიონებში HER2 დადებითი ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპია ხელმისაწვდომი ხდება. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 იანვრიდან, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროექტი ფართოვდება. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის, კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობით, საქართველოში HER2 დადებითი ძუძუს კიბოთი დაავადებული, ყველა სტადიის პაციენტების მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება. ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტული კომპანისთან მიღწეული შეთანხმებით საქართველოს რეგიონებში, ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს პერჯეტა–ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ. პრესკონფერენციაზე მოწვეულმა პაციენტებმა, ექიმებმა და მხარდამჭერებმა, კიდევ ერთხელ შეაჯამეს არსებული პრობლემები. სიტყვით გამოვიდნენ კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი, ჯანდაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი ხათუნა ჩაჩავა, ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ დირექტორი მაკა ასათიანი და მოწვეული პაციენტები. პრესკონფერენციაზე ასევე მოწვეული იყვნენ თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექიმები, კამპანიის მხარდამჭერები და პაციენტები. არსებული სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ძუძუს კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. სწორედ, მასთან დაკავშირებული პრობლემებით შეუერთდნენ პაციენტები და მხარდამჭერები 15 ოქტომბერს დაწყებულ კამპანიას #ნუგანმასხვავებ, რომლის მიზანს რეგიონებში მცხოვრები მეტასტაზური ძუძუს კიბოს (მე-4 სტადია) მქონე ქალბატონების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენდა. კამპანიის ფარგლებში სოციალურ მედიაში განთავსდა ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული რამდენიმე პაციენტის ისტორია. მათი ღია წერილები კი სამთავრობო უწყების წარმომადგენლებს ერთი კვირის განმავლობაში დაეგზავნათ, რათა პაციენტების სათქმელი ადრესატამდე მისულიყო. “ჩვენ 2016 წლიდან ვთანამშრომლობით მერიასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან. როდესაც განხორციელდა ადრეული ძუძუს კიბოს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 200-მდე ქალბატონმა ჩაიტარა მკურნლობა. ადრე და დროულად ჩატარებული მკურნალობა ეს არის ბოლომდე განკურნების დიდი ალბათობა. დღეს სასიხარულო ამბავია ის, რომ ჩვენი თანამშრომლობის შედეგად, ძუძუს მეტასტაზური კიბოს, ყველაზე აგრესიული ფორმის მქონე ქალბატონებისთვის მკურნლობა გახდება ხელმისაწვდომი,“ – განაცხადა ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ დირექტორმა მაკა ასათიანმა. როგორც ჩანს კამპანია წარმატებული აღმოჩნდა, და სათქმელი ადრესატამდეც მივიდა. 12 ნოემბერს, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა რომ 2019 წლის 1 იანვრიდან, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროექტი ფართოვდება და საქართველოში დაავადებული, ყველა სტადიის პაციენტების მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება. „2019 წლიდან ამოქმედდება პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობას. სამკურნალო მედიკამენტები პერჯეტა–ჰერცეპტინი, რომელთა ღირებულებაც სააფთიაქო ქსლეში შეადგენს 7200 ლარს, პროგრამის დაწყებიდან მისი ღირებულება იქნება 5000 ლარამდე. ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ. 2016 წელს პროგრამაში ჩართული იყო მოსახლეობის 10 პროცენტი, პროგრამა გაფართოვდა და მისი ამოქმედების შემდეგ პროგრამაში ჩაერთვება დაავადების მქონე პაციენტების 80 პროცენტი,“ – განმარტა ჯანდაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსმა ხათუნა ჩაჩავამ. „ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა მეტასტაზური ძუძუს კიბოს სამკურნალოდ აუცილებელი თარგეთული პრეპარატების დაფინანსება რეგიონებში. ჯანდაცვის სტრუქტურებთან და სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად, საბოლოოდ მივაღწიეთ, რომ სამინისტრო იწყებს რეგიონებში მეტასტაზური ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დაფინანასებას. ამ პაციენტებისთვის დროულად დაწყებული მკურნალობა ძალზედ მიშვნელოვანია. დღეს მიღწეული შეთანხმებით, გაიზრდება პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა და გაუმჯობესდება მათი ცხოვრების ხარისხი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ძუძუს კიბო განაჩენი არ არის! ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ ერთმანეთის გვერდში დგომითა და თანაგრძნობით! მთავარია, ბრძოლის უნარი და გამძლეობა არ დავკარგოთ. ჩვენ დაავადებასთან სწორედ მაშინ ვმარცხდებით, როდესაც სიცოცხლის უფლებას გვართმევენ ან გვიზღუდავენ! გარკვეული ნიშნით განგვასხვავებენ – #ნუგანმასხვავებ, ეს აღარ უნდა განმეორდეს“ აღნიშნავს კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, სტარტი აიღო საინფორმაციო კამპანიამ „სამიზნე სიცოცხლისთვის“, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას და დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. 2016 წლის დასაწყისში თბილისის მერიამ და საკრებულომ აამოქმედა თანადაფინანსების პროგრამა პირველადი ძუძუს კიბოს 1, 2 და მესამე სტადიის პაციენტთათვის, რომელსაც შეუერთდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგიონებში მაცხოვრებელი პაციენტებიც მოიცვა. 2017 წლის 1 იანვრიდან პროგრამა გაფართოვდა და მოიცვა ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტებიც, რომელთაც სჭირდებათ დამიზნებითი თერაპია. პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამა ვრცელდება მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებზე, 2018 წლიდან აჭარის რეგიონმა დაიწყო მეტასტაზური პაციენტების თარგეთული პრეპარატებით მკურნალობა, საქართველოს მთელი მასშტაბით კი პროგრამის განხორციელება კვლავ განხილვის ფაზაში იყო. „ევროპა დონა საქართველო“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში 1994 წელს დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს” წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია. ორგანიზაციის მიზანია მკერდის სიმსივნით დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომახურების ხელმისაწვდომობა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.

პია.ჯი- https://pia.ge/post/233965-zuzus-metastazuri-kiboti-daavadebuli-pacientebis-mkurnaloba-2019-wlidan-xelmisawvdomi-gaxdeba

---

 

15.11.2018

მედიასაშუალება: https://bpn.ge/ekonomika/50462-mthavroba-tsamlis-saagentos-afudznebs.html?lang=ka-GE

მთავრობა წამლის სააგენტოს აფუძნებს

მთავრობა წამლის სააგენტოს აფუძნებს. ახალი სსიპ-ი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნება. სააგენტო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სამართალმემკვიდრე ხდება წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით. სააგენტო წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის მიმართულებით განსახორციელებელი კომპეტენციით აღიჭურვება და საქმიანობას 1-ლი იანვრიდან დაიწყებს. რაც შეეხება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაციას, აღნიშნული უწყების თანამშრომლების ნაწილი ავტომატურად წამლის სააგენტოში დასაქმდება. მთავრობის დადგენილების მიხედვით, სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ამასთან, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მთავრობის/სამინისტროს/სააგენტოს მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.

ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/mtavroba-wamlis-saagentos-afudznebs-/26630

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/41118/mtavrobis-dadgenilebit-tsamlis-saagento-iqmneba

---

 

15.11.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/karl-harceli-ukanaskneli-otkhi-wlis-ganmavlobashi-saqartvelos-mtavrobisa-da-evrokavshiris-prioritets-dasaqmeba-warmoadgenda-vkhedavt-ertoblivi-dzaliskhmevis-shedegs/?fbclid=IwAR2WVtC16Cyj-kiV_WfVjgS2vI8TtNB-yktJYuO2qFqzoMkMHgAbdh-s2dE

კარლ ჰარცელი - უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის პრიორიტეტს დასაქმება წარმოადგენდა, ვხედავთ ერთობლივი ძალისხმევის შედეგს

„უკეთესი უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“, – ამ სლოგანით თბილისში, ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციამ და საქართველოს მთავრობამ დასაქმებისა და განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში ოთხწლიანი თანამშრომლობის შედეგად მიღებული შედეგები წარმოადგინეს. როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ახალი უნარების განვითარების შედეგად 30 00-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. ღონისძიების გახსნისას, მისასალმებელ გამოსვლაში, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, აღნიშნა, რომ საქართველოში, ისევე, როგორც მთელს ევროპაში, დასაქმება ხალხის მთავარი საზრუნავია. „პროფესიული განათლება წარმოადგენს იმ მოკლე გზას, რომელიც ეხმარება დასაქმების მაძიებლებს, იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნები და დასაქმების მაძიებელთა უნარები თანხვედრაშია. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში დასაქმება და პროფესიული განათლება საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის პრიორიტეტს წარმოადგენდა და ახლა ჩვენ ვხედავთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას დასაქმების უნარების განვითარების რეფორმის მიმართულებით ახალი მასშტაბური პროგრამით, რომელსაც ხელი მოეწერება მომდევნო კვირას ბრიუსელში“, – განაცხადა არლ ჰარცელმა. ამასთან, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტ EUVEGE-ისა და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებმა განიხილეს უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში დასაქმებისა და პროფესიული განათლების მიმართულებით საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მთავარი მიღწევები.

---

 

15.11.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/521288-daavadebata-kontrolis-centri-antibiotikebis-shesaxeb-inpormirebulobis-msoplio-kvireulis-parglebshi-preskonperencias-gamartavs/

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში პრესკონფერენციას გამართავს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში 16 ნოემბერს პრესკონფერენციას გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, კონფერენცია შემდეგი სლოგანით გაიმართება: „დრო არ ითმენს - ანტიბიოტიკების ერა შეიძლება დასრულდეს“. მათივე ცნობით, ღონისძიებას დაესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ვოლტერ რიდის ინსტიტუტის, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების წარმომადგენლები. ასევე დარგის ექსპერტები კლინიკებიდან, პირველადი ჯანდაცვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან. „ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული 2015 წლიდან აღინიშნება და ლოგიკურად, აგრძელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივას ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღის შესახებ. წელს კვირეული აღინიშნება 12-18 ნოემბერს და მიმართულია ანტიბიოტიკების, როგორც ფასეული რესურსის შენარჩუნებისაკენ. „კვირეული ფოკუსირებულია ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომაზე და მიზნად ისახავს საზოგადოების, სამედიცინო და ვეტერინარული პერსონალის, გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პირების და პოლიტიკოსების ცოდნის დონის ამაღლებას ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის შესახებ. ყველა ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ ჯანმრთელი ადამიანები, ჯანმრთელი ცხოველები და ჯანმრთელი მცენარეები არ საჭიროებენ ანტიმიკრობულ საშუალებებს. საქართველო თავიდანვე შეუერთდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ჯანმო-ს ინიციატივას ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი მოქმედებების დაწყების შესახებ. სამედიცინო პერსონალისა და მოსახლეობის მონაწილეობა ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულში მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას არ გააჩნია საზღვრები. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა შევუერთდეთ მსოფლიო საზოგადოებას ანტიბიოტიკების გონივრული გამოყენების პროპაგანდაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოში მიმდინარე 2018 წლის WAAW კამპანია არის ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით და ხორციელდება WHO ევროპული რეგიონის მხარდაჭერით.

---

 

15.11.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/jandacvis-ministris-moadgile-zemo-fonichalashi-afetqebis-shedegad-dashavebulebis-mdgomareoba-stabilurad-mdzimea/

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა ბოხუას ინფორმაციით, ზემო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მისივე თქმით, დამწვრობის ცენტრში მოთავსებულ სამივე დაშავებულს სათანადო დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჩაუტარდება. „შემთხვევის შედეგად დაწესებულებაში მოთავსებულია სამი პაციენტი: ბაბუა, მამა და შვილი. მიმდინარეობს კვლევები. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დამწვრობის გარდა, პოლიტრავმა აღენიშნებათ. სამივე მათგანს სათანადო დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჩაუტარდება”, – განაცხადა ზაზა ბოხუამ.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/521239-jandacvis-ministris-moadgile-apetkebis-shedegad-dashavebulebis-mdgomareoba-stabilurad-mzimea/

---

 

15.11.2018

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/233940-giorgi-girkelize-sayoveltao-dazrveva-rom-ara-cems-ojaxs-gauwirdeboda-ori-wlis-ganmavlobasi-cemi-mkurnalobis-tanxebis-dafarva

გიორგი გირკელიძე: საყოველთაო დაზღვევა რომ არა, ჩემს ოჯახს გაუჭირდებოდა ორი წლის განმავლობაში ჩემი მკურნალობის თანხების დაფარვა

ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე სოციალურ ქსელში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, რომ არა ეს პროგრამა, მის ოჯახს გაუჭირდებოდა ორი წლის განმავლობაში მისი მკურნალობის თანხები დაეფარა. "ამ დღეებში ბევრჯერ გავიგონე საყოველთაო ჯანდაცვაზე ქილიკი, კრიტიკა და ათასგვარი კომენტარები. მე, როგორც საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომ არა ეს პროგრამა, ჩემს ოჯახს ნამდვილად არ აქვს ის საშუალება, რაც ორი წლის განმავლობაში დამჭირდა საავადმყოფეებში და კლინიკებში ჩამეტარებინა მკურნალობის პროცესები. 2016 წლის სექტემბრიდან 2018 წლის სექტემბრამდე სამჯერ ვიწექი საავადმყოფოში და ერთხელ ოპერაცია გავიკეთე. ასევე ვისარგებლე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის პროგრამით. ძალიან მძიმე მდგომარეობიდან დღეს ისევ შემიძლია ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო, მაგრამ იმ აქტიურობით ვეღარ, რაც წინა წლებში იყო. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის ვინც ჩემს გვერდით იყო და ახლაც არიან. ეს მადლობა ყველა ჩემს მეგობარს და არა მეგობარს ეკუთვნის. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", - წერს გიორგი გირკელიძე.

---

 

15.11.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/sozar-subari-shaxtebshi-dekembridan-mushaoba-garantirebuli-usafrtxoebit-daiwyeba

სოზარ სუბარი - შახტებში დეკემბრიდან მუშაობა გარანტირებული უსაფრთხოებით დაიწყება

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობაში პრემიერ-მინისტრისა და მეშახტეების შეხვედრა დასრულდა. პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, შახტები მუშაობას დეკემბრიდან განაახლებენ, მანამდე კი, მეშახტეები კუთვნილ ხელფასებს მიიღებენ. „გახსოვთ ალბათ, ივლისში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ვთქვით, რომ შახტები დაიხურებოდა, სანამ უსაფრთხოების ნორმები ბოლომდე არ იქნებოდა დაცული. დღეს ვართ იმ ეტაპზე, როცა შეგვიძლია თამამად ვთქვათ- საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა დეკემბერში იქნება და შახტები მუშაობას დეკემბერშივე გარანტირებული უსაფრთხოებით დაიწყებენ. შესრულდა პრემიერის დანაპირები, რომ ვიდრე შახტები მუშაობას განაახლებენ, აქ დასაქმებულები იღებენ კუთვნილ ხელფასს. ამავდროულად არის მეორე საკითხიც, გრძელვადიან სტრატეგიაზე მიდის მუშაობა როგორც შახტების, ასევე ქალაქის მასშტაბით. დღეს იმიტომ ჩამოვედით, რომ უკვე მზად ვართ, პასუხები გავცეთ ამ ადამიანებს”,-განაცხადა სოზარ სუბარმა. როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შახტებში მუშაობის პროცესი დეკემბრის თვიდან ეტაპობრივად აღდგება, მანამდე კი, მეშახტეები კუთვნილ ხელფასებს მიიღებენ.

---

 

15.11.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/mamuka-baxtadze-mindelis-shaxtis-im-ubnebze-romlebzec-daskvna-pozitiuri-iqneba-mushaoba-ganaxldeba

მამუკა ბახტაძე - მინდელის შახტის იმ უბნებზე, რომლებზეც დასკვნა პოზიტიური იქნება, მუშაობა განახლდება

მინდელის შახტის შესახებ მაღალკვალიფიციური საინჟინრო დასკვნა დეკემბერში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც იმ უბნებზე, რომლებზეც პოზიტიური დასკვნა იარსებებს, მუშაობა განახლდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მეშახტეებთან შეხვედრისას განაცხადა. გარდა ამისა, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაუგვიანეს მომავალი წლისა, უნდა ჩამოყალიბდეს შახტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოს ფუნქციონირება მდგრადი ვერ იქნება. „ნახშირის მოპოვების სექტორს პროგნოზირებადობა და მდგრადობა სჭირდება. მოწადინებული ვართ, რომ შახტი ფუნქციონირებდეს, მაგრამ შრომის უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა და ამ კუთხით მაღალი დისციპლინა აუცილებელია. ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე მამუკა ბახტაძემ მეშახტეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან ტყიბულში დაიწყება ტექსტილის ახალი ქარხნის მშენებლობა, სადაც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება პირველ ეტაპზე 5 მილიონი აშშ დოლარია და მას „საპარტნიორო ფონდი” ჩინელ ინვესტორებთან ერთად განახორციელებს. „არ შეიძლება, ქალაქი დამოკიდებული იყოს მხოლოდ ერთ დამსაქმებელზე. ტყიბულში არსებული ტექსტილის ტრადიციების გათვალისწინებით, „საპარტნიორო ფონდის” და ინვესტორის მოლაპარაკებების შედეგად, მომავალი წლიდან აქ დაიწყება ახალი საწარმოს მშენებლობა, სადაც დამზადდება ქურთუკები და შემდეგ პროდუქცია ევროპაში გაიყიდება. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობის სამუშაო ადგილები შეიქმნება. გარდა იმისა, რომ კიდევ ერთი მსხვილი დამსაქმებელი გაჩნდება, მის მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები ქალაქის უკეთ განვითარებაზე აისახება. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ტყიბულში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთაურის შეხვედრა მეშახტეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ.

---

 

15.11.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/521251-propkavshirebis-gaertianeba-umushevrobis-shemceobis-dacesebas-itxovs/?fbclid=IwAR0c8aceEiMPksVjceN_Gtvn00eGASlLtQcjn_M1QMxG3u7UNorjzi3Rfl0

პროფკავშირების გაერთიანება უმუშევრობის შემწეობის დაწესებას ითხოვს

პროფკავშირების გაერთიანება უმუშევრობის შემწეობის დაწესებას ითხოვს. პროფკავშირების წარმომადგენლის განცხადებით, დღეს არსებული სისტემით, ყველა უმუშევრის გადამზადებას 138 წელი დასჭირდება. პროფკავშირების გაერთიანების ეკონომიკური ანალიტიკოსი გიორგი ჭანტურიძე ამბობს, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი არის განსაკუთრებით მაღალი და 25%-ს შეადგენს. „უმუშევრობის დონე არის ასევე ძალიან მაღალი 14%-მდე, ხოლო რეალური უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალია, რომელიც არ აისახება სტატისტიკაში. ჩვენი კვლევის მიზანი იყო წარმოგვედგინა ის გამოსავალი, რომელიც შეიძლება იყოს სიღარიბის შემცირება და უმუშევართა მინიმალური სახსრებით უზრუნველყოფა. კვლევის შედეგად, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს უმუშევრობის შემწეობა, რომელიც უნდა დაენიშნოთ იმ ადამიანებს, ვინც მუშაობდა ბოლო 12 თვის განმავლობაში და დაკარგა სამსახური. ასეთ ადამიანების უმუშევრობის შემწეობა უნდა გადაუხადონ 6 თვის განმავლობაში უმუშევრად დარჩენის შემდეგ და ის უნდა შეადგენდეს მინიმუმ 200 ლარს, რაც არის ოჯახის საარსებო მინიმუმის მიახლოებული თანხა. ასევე ეს არის ოთხსულიანი ოჯახისთვის საარსებო შემწეობაზე ოდნავ მეტი თანხა, რაც მოტივაციას მისცემს ადამიანებს, რომ მათ დაიწყონ მუშაობა. ბიუჯეტს რაც შეეხება, დაახლოებით, 48 მილიონი ლარია საჭირო იმისათვის, რომ 40 000 ადამიანს, რომელიც საშუალოდ წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს, მიიღოს 200-ლარიანი შემწეობა 6 თვის განმავლობაში. გარდა ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ ყველა უმუშევარისთვის, რომლებიც დღესაც არიან უმუშევრები, აუცილებელია სახელმწიფომ უზრუნველყოს მინიმუმ მომზადება -გადამზადების პროგრამა, რაც საშუალებას მისცემთ მათ მომავალში აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმების პერსპექტივა გაუჩნდეთ. დღეს არსებული მომზადება-გადამზადების კურსი წელიწადში ამზადებს დაახლოებით, 2000 ადამიანს, ხოლო 2000 ადამიანის მომზადება ნიშნავს, რომ ყველა უმუშევრის გადამზადებას დასჭირდება 138 წელიწადი. შესაბამისად, ეს არის არაეფექტური ამ პროგრამის ბიუჯეტის სიმცირიდან გამომდინარე",-განაცხადა ჭანტურიძემ. როგორც პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროფკავშირების ინიციატივით ქვეყანა შვებას იგრძნობს. "საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას რამდენჯერმე ჰქონდა ინიციატივა, უმუშევრობის შემწეობის დაწესებასთან დაკავშირებით, მათ შორის, გვქონდა პროექტიც. დღეს უკვე საზოგადოებას წარვუდგენთ სრულფასოვან კვლევას, რაც გამოიწვევს უმუშევრობის შემწეობის დაწესებას საქართველოში. ფაქტია, რომ იმ ეკონომიკური რეფორმებით, იმ სიტუაციით რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში, ბევრი ადამიანი ვერ საქმდება ან თავისუფლდება სამსახურიდან და ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა. ამ კვლევის შედეგად, ჩვენ ვაძლევთ შესაბამის რეკომენდაციებს სახელმწიფოს და შესაბამისი საკამომდებლო ინიციატივის ავტორები ვხდებით, რომელიც შვებას მოუტანს მოქალაქეებს. საუბარია როგორც უმუშევრობის შემწეობაზე, ასევე პროფესიულ გადამზადებაზე. ვფიქრობ, ეს არის გამოსავალი იმ ჩიხური სიტუაციიდან, იმ გამოწვევებიდან, რაც საქართველოს ნომერ პირველი პრობლემაა - ეს არის დასაქმება და უმუშევრობა. ჩვენი რეკომენდაციები მოწონებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ყველაფერი გვაქვს დათვლილი, მაგალითად, 27 მილიონით შეგვიძლია 27 ათასი ადამიანი გადავამზადოთ, სამუშაო ადგილებისთვის პოტენციალი გავუჩინოთ, რომ შრომით ბაზარზე იპოვონ თავისი ადგილი. იმ დროს, როდესაც უამრავი თანხა იხარჯება პროფესიულ გადამზადებაზე და ეს აბსოლუტურად არაეფექტურია ქვეყნისთვის",- განაცხადა პეტრიაშვილმა. ცნობისთვის, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, კვლევის - "უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა" პრეზენტაცია იმართება.

---

 

ბეჭდვითი მედია

16.11.2018

მედიასაშუალება:      ჯორჯია თუდეი

ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობა 2019 წლიდან ხელმისაწვდომი გახდება

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია „ევროპა დონა საქართველომ“ პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრა საინფორმაციო კამპანია „სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში მოეწყო რომლის მიზანს ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მხარდაჭერა წარმოადგენდა. „ევროპა დონა საქართველო – პაციენტები პაციენტებისთვის“ მადლობას უხდის ჯანდაცვის სამინისტროს თანადგომისთვის – რეგიონებში HER2 დადებითი ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპია ხელმისაწვდომი ხდება. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 იანვრიდან, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროექტი ფართოვდება. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის, კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობით, საქართველოში HER2 დადებითი ძუძუს კიბოთი დაავადებული, ყველა სტადიის პაციენტების მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება. ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტული კომპანისთან მიღწეული შეთანხმებით საქართველოს რეგიონებში, ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს პერჯეტა–ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ. პრესკონფერენციაზე მოწვეულმა პაციენტებმა, ექიმებმა და მხარდამჭერებმა, კიდევ ერთხელ შეაჯამეს არსებული პრობლემები. სიტყვით გამოვიდნენ კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი, ჯანდაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი ხათუნა ჩაჩავა, ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ დირექტორი მაკა ასათიანი და მოწვეული პაციენტები. პრესკონფერენციაზე ასევე მოწვეული იყვნენ თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექიმები, კამპანიის მხარდამჭერები და პაციენტები. არსებული სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ძუძუს კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. სწორედ, მასთან დაკავშირებული პრობლემებით შეუერთდნენ პაციენტები და მხარდამჭერები 15 ოქტომბერს დაწყებულ კამპანიას #ნუგანმასხვავებ, რომლის მიზანს რეგიონებში მცხოვრები მეტასტაზური ძუძუს კიბოს (მე-4 სტადია) მქონე ქალბატონების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენდა. კამპანიის ფარგლებში სოციალურ მედიაში განთავსდა ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული რამდენიმე პაციენტის ისტორია. მათი ღია წერილები კი სამთავრობო უწყების წარმომადგენლებს ერთი კვირის განმავლობაში დაეგზავნათ, რათა პაციენტების სათქმელი ადრესატამდე მისულიყო. “ჩვენ 2016 წლიდან ვთანამშრომლობით მერიასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან. როდესაც განხორციელდა ადრეული ძუძუს კიბოს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 200-მდე ქალბატონმა ჩაიტარა მკურნლობა. ადრე და დროულად ჩატარებული მკურნალობა ეს არის ბოლომდე განკურნების დიდი ალბათობა. დღეს სასიხარულო ამბავია ის, რომ ჩვენი თანამშრომლობის შედეგად, ძუძუს მეტასტაზური კიბოს, ყველაზე აგრესიული ფორმის მქონე ქალბატონებისთვის მკურნლობა გახდება ხელმისაწვდომი,“ – განაცხადა ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ დირექტორმა მაკა ასათიანმა. როგორც ჩანს კამპანია წარმატებული აღმოჩნდა, და სათქმელი ადრესატამდეც მივიდა. 12 ნოემბერს, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა რომ 2019 წლის 1 იანვრიდან, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროექტი ფართოვდება და საქართველოში დაავადებული, ყველა სტადიის პაციენტების მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება. „2019 წლიდან ამოქმედდება პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობას. სამკურნალო მედიკამენტები პერჯეტა–ჰერცეპტინი, რომელთა ღირებულებაც სააფთიაქო ქსლეში შეადგენს 7200 ლარს, პროგრამის დაწყებიდან მისი ღირებულება იქნება 5000 ლარამდე. ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ. 2016 წელს პროგრამაში ჩართული იყო მოსახლეობის 10 პროცენტი, პროგრამა გაფართოვდა და მისი ამოქმედების შემდეგ პროგრამაში ჩაერთვება დაავადების მქონე პაციენტების 80 პროცენტი,“ – განმარტა ჯანდაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსმა ხათუნა ჩაჩავამ. „ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა მეტასტაზური ძუძუს კიბოს სამკურნალოდ აუცილებელი თარგეთული პრეპარატების დაფინანსება რეგიონებში. ჯანდაცვის სტრუქტურებთან და სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად, საბოლოოდ მივაღწიეთ, რომ სამინისტრო იწყებს რეგიონებში მეტასტაზური ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დაფინანასებას. ამ პაციენტებისთვის დროულად დაწყებული მკურნალობა ძალზედ მიშვნელოვანია. დღეს მიღწეული შეთანხმებით, გაიზრდება პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა და გაუმჯობესდება მათი ცხოვრების ხარისხი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ძუძუს კიბო განაჩენი არ არის! ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ ერთმანეთის გვერდში დგომითა და თანაგრძნობით! მთავარია, ბრძოლის უნარი და გამძლეობა არ დავკარგოთ. ჩვენ დაავადებასთან სწორედ მაშინ ვმარცხდებით, როდესაც სიცოცხლის უფლებას გვართმევენ ან გვიზღუდავენ! გარკვეული ნიშნით განგვასხვავებენ – #ნუგანმასხვავებ, ეს აღარ უნდა განმეორდეს“ აღნიშნავს კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, სტარტი აიღო საინფორმაციო კამპანიამ „სამიზნე სიცოცხლისთვის“, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას და დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. 2016 წლის დასაწყისში თბილისის მერიამ და საკრებულომ აამოქმედა თანადაფინანსების პროგრამა პირველადი ძუძუს კიბოს 1, 2 და მესამე სტადიის პაციენტთათვის, რომელსაც შეუერთდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგიონებში მაცხოვრებელი პაციენტებიც მოიცვა. 2017 წლის 1 იანვრიდან პროგრამა გაფართოვდა და მოიცვა ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტებიც, რომელთაც სჭირდებათ დამიზნებითი თერაპია. პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამა ვრცელდება მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებზე, 2018 წლიდან აჭარის რეგიონმა დაიწყო მეტასტაზური პაციენტების თარგეთული პრეპარატებით მკურნალობა, საქართველოს მთელი მასშტაბით კი პროგრამის განხორციელება კვლავ განხილვის ფაზაში იყო. „ევროპა დონა საქართველო“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში 1994 წელს დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს” წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია. ორგანიზაციის მიზანია მკერდის სიმსივნით დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომახურების ხელმისაწვდომობა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5694057&name=16.11.2018+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

16.11.2018

მედიასაშუალება: ახალი თაობა

საქართველოში სამედიცინო მიზნით ჩამოსულ უცხოელთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5693658&name=16.11.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

​