From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-17
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 17.05.2019 09:18

 

 

მედიამონიტორინგი 17.05.2019

ტელევიზია

17.05.2019

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

ჯადნაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და მისი მოადგილე, თამარ გაბუნია კარდიოლოგებსა და პულმონოლოგებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეებს და სამომავლო გეგმებს აცნობენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6083386

---

 

17.05.2019

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს 10 დღეში აპლიკაციას წარადგენს, რომელიც შრომის უსაფრთხოების შესახებ მომხმარებლებს ყველა ტიპის ინფორმაციას მიაწვდის. როგორც BMG-ს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განუცხადა, ესაა მობილური აპლიკაცია, როგორც Android -თვის, ასევე iOS -თვის

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6083210

---

 

17.05.2019

არხი:   იმედი 

გადაცემა: ქრონიკა 09:00

ჭითურაში მაღაროელებსა და კომპანიის ადმინისტრაციის შორის რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მხარეები შეთანხმდნენ, დღეს შეიკრიბებიან და ყველა მოთხოვნას ერთობლივად განიხილავენ. ,,ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის თქმით, კომპანია მზადაა ანაზღაურება გაზარდოს, თუმცა კონკრეტული დეტალები შეხვედრის შემდეგ გადაწყდება. მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. მათი გადაწყვეტილებით, პროცესში მედიატორი ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ მაღაროელების ნაწილი გუშინ გაიფიცა და მათი მთავარი მოთხოვნები ხელფასების 50% გაზრდა, ჯანდაცვის და შრომის პირობების გაუმჯობესება და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6083086

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6083662

ტვ პირველი -საქმიანი დილა-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6083209

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6083023

რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6082950

16.05

იმედი- ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6082443

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6082212

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6082318

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6082034

ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6082014

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6081483

---

 

17.05.2019

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში გაფიცვაა. ამ ეტაპზე გაფიცულია 150-მდე თანამშრომელი. ისინი მოითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასის 1000 ლარამდე გაზრდას და კანონის შესაბამის 8 საათიან სამუშაო დღეს. გაფიცულები აცხადებენ, რომ 12 წელია მათი შრომის ანაზღაურება არ გაზრდილა. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშების საშუალო ხელფასი 570 ლარია. ქარხნის დირექტორის მოადგილემ, არჩილ მელიქაძემ გაფიცულებთან შეხვედრისას თქვა, რომ საწარმო წაგებაზე მუშაობს, თუმცა, მოთხოვნების განხილვას დაპირდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6083207

რუსთავი 2 -კურიერი 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6082958  

რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6082948

16.05

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6082265

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6082092

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6082051

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6082022

ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6082004

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6081805

ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6081302

---

 

17.05.2019

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საქართველოს სამედიცინო ტურიზმის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და სამედიცინო ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტმა პაატა რატიანმა მოაწერეს. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6082793

16.05

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 21:30 (ზაზა ბოხუას კმენტარი)-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6082704

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 18:00-  http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6081819

---

 

16.05.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

ქვეყნის ორი უმსხვილესი საწარმოს მუშები გაიფიცნე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6081569

---

 

16.05.2019

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

რონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები და სამომავლო გეგმა ჯანდაცვის მინისტრმა , მოადგილესთან ერთად, კარდიოლოგებსა და პულმონოლოგებს გააცნო. დავით სერგეენკომ დეტალურად ისაუბრა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. ამ პროგრამის ფარგლებში სიახლეა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, გაფართოვდა იმ აფთიაქთა ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ. ასევე ეტაპობრივად ფართოვდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტების ნუსხა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6082043

---

 

16.05.2019

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

სწორად იხარჯება თუ არა სახელმწიფო ფინანსები შშმ ადამიანებისთვის-ამის შესახებ კვლევა ევროპის ფონდმა ჩაატარა. გამოიკვეთა რამდენიმე ხარვეზი, მათ შორისაა გარკვეულ სერვისებზე არასაკმარისი წვდომა. სპეციალისტები სახელმწიფოს რეკომენდაციებითაც მიმართავენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6082547

---

 

16.05.2019

არხი:   პალიტრა ტვ

გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00 

სამშენებლო სექტორში უბედური შემთხვევების გამომწვევი მიზეზებისა და შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით, ბიზნესომბუდსმენი სამშენებლო სექტორის, შრომის ინსპექციისა და თბილისის მერიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამუშაო პროცესში გარდაცვლილთა სტატისტიკაზე, რომელმაც ბოლო პერიოდში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. მხარეებმა ასევე იმსჯელეს საკანონმდებლო რეგულაციებზე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. გასული წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდა საქართველოს კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ", რომლითაც განისაზღვრა მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოებისთვის დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულელბი. მიუხედავად საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებებისა, დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა, შრომის პირობები და უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე, ქვეყნისთვის ისევ მთავარ გამოწვევად რჩება. ამას მოწმობს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ინსპექტირების შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო სექტორში ისევ აქტიურად იკვეთა სისტემური ხასიათის დარღვევები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6081166

---

 

ინტერნეტი

17.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/546907-ekimis-gamocerili-medikamentebis-miznobriobis-gadasamocmebel-programas-araepekturobis-gamo-rebrendingi-utardeba/

ექიმის გამოწერილი მედიკამენტების მიზნობრიობის გადასამოწმებელ პროგრამას, არაეფექტურობის გამო, რებრენდინგი უტარდება

ექიმის გამოწერილი მედიკამენტების მიზნობრიობის გადასამოწმებელ პროგრამას, არაეფექტურობის გამო, რებრენდინგი უტარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა, პროგრამა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში განახლდება. "ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროგრამის ცვლილება. აქამდე ჯგუფი, რომელიც პროგრამის ფარგლებში მუშაობდა, ინფორმაციას მხოლოდ პაციენტისგან იღებდა, მაგრამ პროცესში არის ორი მხარე - პაციენტი და სამედიცინო პერსონალი. ამიტომ უნდა დაემატოს ის კომპონენტი, რომელიც ექიმის საქმიანობის რაციონალიზაციას უზუნველყოფს. ანუ ექიმმა დანიშნულება გამოწეროს სწორად და “გაიდლაინთან” შესაბამისად. მაგრამ, როგორ შეიძლება ამის სტიმულირება, როფორ მოხდება ექიმის მხარის გაძლიერება, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა გაბუნიამ. კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა ექიმს მოუწიოს განმრტების გაკეთება, რატომ გამოწერა საჭიროზე მეტი მედიკამენტი? -გაბუნიამ უპასუხა: „ამას ამ ეტაპზე ვერ დავაზუსტებ“. „მექანიზმი, როგორ უნდა მოხდეს ეს ამბავი, ამაზე გუნდი მუშაობს. ის, რომ პროგრამა ჩავარდა, ასე არ არის. პროგრამის დახვეწა რამდენიმე მიზეზის გამო მიმდინარეობს, მათ შორის იმის გამოც, რომ პაციენტებისგან ნაკლები განაცხადები შემოვიდა. ყველა პაციენტი ერთნაირად აქტიური არ არის. ვმუშაობთ მოდელზე, რომელიც პაციენტისგან მიღებულ ინფორმაციას და ექიმს შორის რეაგირებას გააჩენს. შესაძლოა, მოდელი იგივე ფორმით არ დარჩეს და არ აღდგეს, მაგრამ პაციენტს რომ ექნება საშუალება ინფორმაცია მიიღოს მისთვის ექიმისგან გამოწერილ მედიკამენტებზე, ეს მექანიზმი დარჩება. მაგრამ ეს იქნება ერთ-ერთი მექანიზმი და არა ერთადერთი“,- განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკოს განცხადებით, მხოლოდ პაციენტებთან უკუკავშირის მოდელი, საჭიროზე მეტი მედიკამენტის გამოწერის პრევენციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. "საჭიროზე მეტი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა, რომელსაც პოლიფარმაციას ან პოლიპრაგმაზიას ეძახიან, მარტო საქართველო არ არის გამოკვეთილი. ეს ევროკავშირშიც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჩვენ პირველ ეტაპზე ავიღეთ ზუსტად ის მოდელი, რაც ევროკავშირში მუშაობს და დავიწყეთ მისი პილოტირება. მხოლოდ პაციენტებთან უკუკავშირის მოდელი, რომელიც ჩვენ ჩავდეთ, არ აღმოჩნდა საკმარისი ამ პილოტის ეფექტურად მუშაობისთვის. ამიტომ ახლა მიდის პროგრამის რედიზაინი, რომელშიც ექიმების ჩართულობა იქნება მნიშვნელოვნად გათვალისწინებული. ჩვენ უნდა ველოდოთ იმას, რომ პოლიფარმაცია, საჭიროზე მეტი მედიკამენტების გამოწერა მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული. კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი ჯაჭვია ექიმი და პაციენტი, პირველ რიგში ოჯახის ექიმი, ამიტომ მათი როლი გაიზრდება რედიზაინირებულ პროგრამაში", - განაცხადა სერგეენკომ. ექიმის გამოწერილი მედიკამენტების მიზნობრიობის გადასამოწმებელი პროგრამა 2018 წლის პირველი ივლისიდან მოქმედებდა, თუმცა, ამჟამად საიტი, სადაც პაციენტებს საკუთარი რეცეპტის ატვირთვა და მედიკამენტების საჭიროების გადამოწმება შეეძლოთ, დახურულია.

---

 

17.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/546886-chiaturashi-magaroelebis-gapicva-grzeldeba/

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. გაფიცული მაღაროელები გადაწყვეტილების მოლოდინში "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისის წინ არიან შეკრებილი. როგორც ერთ-ერთმა მაღაროელმა პაატა სამხარაძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, ამ დრომდე შეთანხმება მიღწეული არ არის. "გაფიცულია ყველა თანამშრომელი. ველოდებით ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას. გუშინდელი შეხვედრის შედეგად შეთანხმება ვერ შედგა. ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ დღეს შეგვხვდება. ველოდები, რომ მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული“, - განაცხადა პაატა სამხარაძემ. მისი თქმით, გაფიცულია ყველა თანამშრომელი და ღამით მაღაროს არ უმუშავია. მაღაროელები გუშინ გაიფიცნენ, ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/209247-tciathurashi-magharoelebis-gaficva-grdzeldeba.html?lang=ka-GE

---

 

17.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/546888-rustavis-poladis-gapiculi-mushebi-acxadeben-rom-karxnis-direkciastan-shetanxmebas-ver-miagcies/

„რუსთავის ფოლადის“ გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ ქარხნის დირექციასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

"რუსთავის ფოლადის" ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილები მუშები ცოტა ხნის წინ ქარხნის დირექციას შეხვდნენ. როგორც მოლაპარაკებიდან გამოსული მუშები აცხადებენ, დირექცია მოლაპარაკებებზე წამოვიდა, თუმცა საბოლოო შედეგი მიღწეული არ არის. აქციები და გაფიცვა მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება. გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ ქარხნის ხელმძღვანელობა თანახმაა წვრილსორტული საამქროს თანამშრომლები ოთხცვლიან სამუშაო გრაფიკზე გადაიყვანოს, 50% -ით ხელფასის გაზრდაზე კი უარს აცხადებენ. საპირისპიროს აცხადებს "ქართული ფოლადის" გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქაძე. როგორც არჩილ მელიქაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, წვრილსორტული საამქროს მუშებთან მოლაპარაკება შედგა, მათ სამუშაო საათები შეუმცირდებათ, ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის დანამატი დაერიცხებათ და შესაბამისად, ხელფასიც გაეზრდებათ. დანარჩენი საამქროების მუშების მოთხოვნების განხილვა და შესწავლა მიმდინარეობს და მათ პასუხს დირექცია 20 მაისს ეტყვის. შეგახსენებთ, რომ გუშინ 400-ზე მეტი მუშა გაიფიცა, ისინი ხელფასების 50%-ით გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაც შეუერთდა. როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანიამ განაცხადა, გაფიცული მუშების მოთხოვნები სამართლიანია, პროფკავშირები მათ უფლებებს დაიცავს და საჭიროების შემთხვევაში, იურიდიულ დახმარებას გაუწევს, ვინაიდან შრომის პირობები მოსაწესრიგებელია და დასაქმებულებთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები გადასახედი.

---

 

16.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/546825-rustavis-metalurgiuli-karxnis-xelmzgvaneloba-gapiculi-mushebis-nacilis-motxovnebze-pasuxs-17-maiss-nacilis-ki-20-maiss-gascems/

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელობა გაფიცული მუშების ნაწილის მოთხოვნებზე პასუხს 17 მაისს, ნაწილის კი - 20 მაისს გასცემს

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის - “რუსთავის ფოლადის“ სამი ძირითადი საამქროს - მილსაგლინავის, ფოლადსადნობისა და წვრილსორტულის 400-ზე მეტი მუშა გაფიცვას აგრძელებს. ცოტა ხნის წინ ქარხნის ხელმძღვანელობა 200-მდე მუშას ადმინისტრაციის შენობის სხდომათა დარბაზში შეხვდა. დირექციასა და მუშებს შორის მოლაპარაკებები ერთ საათის განმავლობაში გაგრძელდა. როგორც შეხვედრიდან გამოსული აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მათი ძირითადი მოთხოვნა ხელფასების გაზრდა, შრომის შესაბამისი ანაზღაურების მიღება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. საწარმოს ხელმძღვანელობა, წვრილსორტული საამქროს მუშებს დაჰპირდა, რომ კონკრეტულ პასუხს მათ მოთხოვნებზე ხვალ გასცემს, ფოლადსადნობ საამქროსა და მილსაგლინავში დასაქმებულების მოთხოვნების განსახილველად კი დრო ორშაბათამდე ითხოვა. გაფიცული მუშები სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას, მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ და აცხადებენ, რომ აქციებს გააგრძელებენ. ,,რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორის მოადგილის არჩილ მელიქაძის განცხადებით, გაფიცული მუშების მოთხოვნების განსახილველად დირექციას დრო სჭირდება. ხელფასების გადახედვა საწარმოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე მოხდება, შრომითი პირობების გაუმჯობესებას რაც შეეხება, ამ მოთხოვნას აუცილებლად შეასრულებენ. ,,ძირითადი მოთხოვნა არის ხელფასების გაზრდა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი მოთხოვნა, არის ბევრი სხვა. ჩვენ არც ერთის განხილვაზე უარი არ გვითქვამს, გამომდინარე ფინანსური შესაძლებლობიდან, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს წინადადებებს მიიღებენ ჩვენი თანამშრომლები“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ მელიქაძემ.

---

 

16.05.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/470717

„ჯორჯიან მანგანეზი“ – „ჭიათურაში მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული“

“ჭიათურაში დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული”, – ამის შესახებ ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე აქცია მიზნად ისახავს ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია. „კვირა“ კომპანია „„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „15 მაისს, საღამოს საათებში ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშათა საერთო საცხოვრებლის 170-მდე თანამშრომელმა სამუშაო ადგილებზე გასვლაზე უარი განაცხადა. ისინი საკვების ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვდნენ. „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებთან მოლაპარაკება წუხელვე დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ „ჯორჯიან მანგანეზისგან“ დასახელებული მოთხოვნების გადახედვის პირობა მიიღეს, დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე მაინც უარი განაცხადეს და მოთხოვნები შეცვალეს. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ ისურვეს და ქუჩის საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს. გამომდინარე აქედან, „ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ ჭიათურაში დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=98943

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/jorjian-manganezi-migvachnia-rom-gaphitsuli-magharoelebi-gare-dzalebis-mier-arian-marthuli/

---

 

16.05.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/tchiathurashi-magharoelebis-natsili-kvlav-gaphitsulia/

ჭიათურაში მაღაროელების ნაწილი კვლავ გაფიცულია

“ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლები ხელფასების 50 პროცენტით გაზრდას, სამუშაო პირობების და კვების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამ წუთებში კომპანიის ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით,ერთხელ უკვე შეხვდნენ კომპანიის ხელმღვანელებს, თუმცა მოლაპარაკებები უშედეოდ დასრულდა. აქციას ჭიათურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი შეუერთდა. მისი თქმით, კომპანიის პოზიცია აქციის პოლიტიკურად მართვასთან დაკავშირებით აბსურდულია. გარე ძალებისგან აქციის მართვას უარყოფენ მაღაროელებიც და ამბობენ, რომ მათ პოლიტიკასთან შეხება არ აქვთ. “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურ მმართველს პროტესტის არჩევნების მოახლოებასთან კავშირი კითხვის ნიშნებს უჩენს. ნიკა ჩიქოვანი ამბობს, რომ დასაქმებულებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს, კომპანია ეტაპობრივად ზრუნავს პრობლემების გადაჭრაზე და მისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდათ მაღაროელებს კომუნიკაციის ეს ფორმა. “ჯორჯიან მანგანეზის’ ადმინიატრაცია ამ წუთებში მსჯელობს, როგორ მოხდება დასაქმებულების პრობლემების გადაჭრა. “რეალური პრობლემების გადაჭრაზე ვზრუნავთ და ვიზრუნებთ, მოგინლზე ვერაფერს ვიზამთ. თუ მაღაროელები ამბობენ, რომ კვება არ ვარგა, ამას გავარკვევ და რა თქმა უნდა მომოწოდებელ კომპანიას გავუშვებ, რადგან მათ ფულს კარგ კვებაში ვუხდით. პირობების გაუმჯობესებაზე მუდმივად ვზრუნავთ. უკვე სატესტო რეჟიმშია ახალი ქარხანაც და კიდევ ვგეგმავთ აშენებას, რამაც შემოსავალი უნდა გაზარდოს და შესაბამისად, მაღაროელებს ხელფასები უნდა გაეზარდოთ. ადამიანები სამუშაოდ იძულებით და სხვა გამოსავალი რომ არა აქვს ამის გამო კი არ უნდა დადიოდნენ, არამედ კმაყოფილები უნდა იყვნენ სამუშაო პირობებით” – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა. აქციის მონაწილეების თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტს არ შეწყვეტენ. შეგახსენებთ, გაფიცულებთან დაკავშირებით კომპანიამ განცხადება გაავრცელა. “ჯორჯიან მარგანეზი” მიიჩნევს, რომ გაფიცულები გარეშე ძალის მიერ მართულები არიან, რაც მოახლოვებულ თვითმართველობის შუალედურ არჩევნებს უკავშირდება.

გურიანიუს.ქომ- http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/chiaturashi-magharoelebi-gaipitsnen

ნიუს.ჯი- https://news.ge/2019/05/16/jiaturashi-magaroeleni-samushao/

პია.ჯი- http://pia.ge/post/261784-wiaturasi-mararoelebsa-da-kompaniis-administracias-soris-ramdenimesaatiani-molaparakeba-dasrulda

---

 

16.05.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/adamianuri-pirobebi-ar-gagvachnia-chiatur-manganezis-magaroelebi-gaificnen

ჭიათურ-მანგანეზის მაღაროელები გაფიცვას აგრძელებენ - გარე ძალისგან მართული პროცესი თუ გაუსაძლისი სამუშაო გარემო

ჭიათურაში, შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულთა ნაწილი გაფიცულია. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას ითხოვენ. „ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ “ჭიათურაში, დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს, ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია“. „ჯორჯიან მანგანეზშია“ დასაქმებული რომანი კუპატაძე, სამთო მუშის პოზიციაზე მუშაობს. კუპატაძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულთა უფლებები მნიშვნელოვნად ირღვევა, რის შესახებაც კომპანიის ხელმძღვანელობას ინფორმაცია აქვს, თუმცა არაფერი იცვლება. “მოვითხოვთ ხელფასის ზრდას და ადამიანური მოპყრობას. გვეუბნებიან, რომ 12 საათში15 წუთიანი შესვენება გეკუთვნის, საჭმელი ფეხზე მდგომმა უნდა ჭამოო, ყავის და ჩაის დალევა სამსახურში არ შეიძლებაო, გეგმა უნდა გამოიტანო 200 პროცენტითო. მაღაროსთან გვაქვს შეხება და გვჭირდება ექიმი, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქი ბინძურდება და ნადგურდება. ესაა ჩვენი პრობლემები, რასაც ყურადღება უნდა მიაქციონ... სანამ შეთანხმებას არ მივაღწევთ, ასე ვიქნებით ბიჭები, მთელი ჭიათურა ერთმანეთის გვერდით დავდგებით,“ — აცხადებს რომან კუპატაძე. ინფორმაცია მუშების გაფიცვის შესახებ ადგილობრივმა პროფკავშირმა გაავრცელა. ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე პაატა სამხარაძე აცხადებს, რომ გაფიცვა ე.წ. ვახტურ რეჟიმზე დაიწყეს. მისი თქმით, სხვა 4 მაღარო ჯერჯერობით მუშაობს. შეუერთდებიან თუ არა ვახტაზე მომუშავე მაღაროელებს, სხვა მუშები ჯერჯერობით უცნობია. „ვახტურ რეჟიმზე მომუშავეები მოითხოვენ საერთო საცხოვრებელში “სანატორიუმს“ რასაც ეძახიან იქ პირობების გაუმჯობესებას. მათ არ აქვთ არანაირი სამედიცინო პუნქტი. მოთხოვნა აქვთ, რომ ქალაქში საავადმყოფო აშენდეს და მძიმე ტონიანმა მანქანებმა არ იმოძრაონ. ერთი ხიდი დაინგრა, მეორე შეიძლება მიჰყვეს. ინვენტარი მოძველებულია, კვება ყოველთვის იყო ცუდი. ამ ყველაფერზე საუბარი არა ერთხელ გვქონდა, თუმცა ამის მიუხედავად პრობლემები ვერ მოგვარდა. ადმინისტრაციამ ჩვენი თხოვნა ყურად არ იღო. საბოლოო ჯამში იქამდე მიიყვანეს ადამიანები, რომ ქუჩაში გამოვიდნენ“,-განაცხადა პაატა სამხარაძემ. პაატა სამხარაძე განმარტავს, რომ ვახტური რეჟიმი გულისხმობს 15 დღიან სამუშაო გრაფიკს. მისი თქმით, დასაქმებულს 15 დღე, სამსახურიდან სახლში წასვლა არ შეუძლია. როგორც სამხარაძე აცხადებს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, კომპანია პასუხისმგებელია თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე და ისინი მათთვის მოწყობილ საცხოვრებლებში გადაჰყავთ, ასევე კომპანია პასუხისმგებელია მათ კვებაზე. „ვახტაზე 300 კაცი მუშაობს. პირველი ორი კვირის განმავლობაში მუშაობს 150 კაცი, შემდეგი 2 კვირა მეორე 150. ყოველდღე 12 საათი მუშაობენ. მათი ხელფასი არ შეესაბამება იმ ანაზღაურებას, რომელ პირობებშიც მუშაობენ. უმაღლესი სატარიფო თანხა დღეში 82 ლარი. 15 დღეში, ფაქტობრივად, ერთი თვის სამუშაოს ასრულებენ. კანონით კვირაში 40 საათი უნდა იმუშაოს და ესენი მუშაობენ 70 საათზე მეტს, ეს არის შრომითი კოდექსის უხეში დარღვევა,“ - განაცხადა პაატა სამხარაძემ. ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მათ მინისტრსაც მიმართეს. „3 იანვარს ვიყავი ჩასული თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროში, ყველაფერი დეტალურად მოვყევი, წერილი დავუტოვე დავით სერგეენკოს, თუმცა არანაირი პასუხი არ მიმიღია. სახელმწიფო ამ პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს“, - აღნიშნა პაატა სამხარაძემ. როგორც „კომერსანტს“ პაატა სამხარაძემ განუცხადა ჯორჯიან მანგანეზი-ს საგანგებო მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი გაფიცულ ჯგუფთან მივიდა. მისი თქმით, იყო საუბარი, რომ გარკვეული ჯგუფი შეკრებილიყო და მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ, თუმცა გაფიცულმა მაღაროელები კომპანიის ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს. განვითარებულ მოვლენებზე “კომერსანტთან“ საუბრობს “ჯორჯიან მანგანეზი“-ს ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი პეტრიაშვილი. მისთვის დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ მაღაროელები ხელფასის მატებას ითხოვდნენ. როგორც პეტრიაშვილი განმარტავს გუშინდელი პროტესტის მიზეზი მხოლოდ საკვების ხარისხის იყო. „ამ ადამიანებს აქვთ სამჯერადი კვება, მათ ადგილზე მიყვანას და “სანატორიუმში“ დაბრუნებას კომპანია უზრუნველყოფს. გუშინ მუშებმა გამოთქვეს გარკვეული ტიპის პრეტენზია საკვების ხარისხთან დაკავშირებით. პროცესებში ადმინისტრაცია მყისიერად ჩაერთო. შევთავაზეთ გააკეთონ მონიტორინგი, მენიუს გაუწიონ კონტროლი და თუ იქნება გარკვეული ტიპის ხარვეზები, ჩვენ მათ შენიშვნას აუცილებლად გამოვასწორებდით. მუშების კვებაში თანხას კომპანია იხდის და არავის აქვს სურვილი უხარისხო პროდუქტში გადავიხადოთ ფული. შეთანხმება შედგა, თუ დილის საუზმე დამაკმაყოფილებელი იქნებოდა ისინი სამუშაოზე წავიდოდნენ. თუმცა დილით არც ერთ თანამშრომელს საკვები არ გაუსინჯავს, ყველანი გარეთ დაგვხვდნენ. კიდევ შევთავაზეთ საკვების მუდმივი მონიტორინგი, რაზეც უარი გაგვიცხადეს და წამოაყენეს 50-პროცენტიანი ხელფასის მატება. ერთი წელი არ არის გასული, რაც ხელფასების მატება მოხდა - 10 პროცენტით. ხელფასთან დაკავშირებით მათ წერილობითი მოთხოვნაც არ ჰქონიათ. თვითღირებულებაში ყველაზე დიდი წილი ხელფასს უკავია და ეს წილი არის 60 %“,- განმარტავს ირაკლი პეტრიაშვილი. ირაკლი პეტრიაშვილი მაღაროელების მიერ გაჟღერებულ პრობლემებს პასუხობს და განმარტავს, რომ ადმინისტრაციასა და მუშებს შორის კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ყოფილა და კომპანიის მხრიდან ყოველთვის არის მზაობა, რომ ჯორჯიან მანგანეზი-ში პრობლემები მოგვარდეს. 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი აქვთ, 15 დღის განმავლობაში, როცა ღამის საათებში უწევთ მუშაობა 20-პროცენტიანი დანამატი ეძლევათ. მათ დღის განმავლობაში საათ-ნახევარი აქვთ შესვენება. გრაფიკი გვაქვს გამოკრული, სადაც 20-20-წუთიანი 5 დასვენებაა. არ შეესაბამება სიმართლეს, რომ 200 %-იანი გეგმის შესრულება უწევთ. 100 პროცენტზე ზევით, ყოველ შესრულებულ პროცენტზე, ხელფასი ემატებათ. სასადილოში დავაყენეთ მონიტორები და ყველას შეუძლია ნახოს. თუ 200 პროცენტი შესრულებადია ე.ი იქ დაგეგმარებაა არასწორი და როგორ უნდა მოვთხოვოთ 200 პროცენტის შესრულება. რაც შეეხება ჩაი და ყავას, მაღაროში ჩაის მოსადუღებელი თუ აქვთ, იმ 20 წუთში შეუძლიათ ესეც გააკეთონ, არავინ უშლით. კიდევ ერთი პრობლემა რომელიც სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულებს აქვთ სამედიცინო მომსახურების არ არსებობაა. ჯორჯიან მანგანეზი“-ის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემდეგია. ეს ადამიანები ცხოვრობენ “სანატორიუმში“, ეს არის მათი საცხოვრებელი ადგილი, იქ ხომ არ იქნება სამედიცინო პუნქტი. შენობა მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, ადვილად მისადგომ გზაზე და რომ მიიღონ ექიმის კვალიფიციური დახმარება, არანაირი პრობლემა არაა. უფასოა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, არ ყოფილა შემთხვევა გამოგვეძახოს და 10 წუთში არ მოსულიყვნენ. — არ თვლით საჭიროდ რომ სამუშაო ადგილზე სამედიცინო პუნქტის არსებობას? — სამუშაო ადგილზე რეგლამენტის მიხედვით ექთანის მომსახურებას არ ითვალისწინებს, რამეთუ ისინი მიდიან ისეთ სამუშაო ადგილზე, სადაც სასწრაფო დახმარება მარტივად მივა. ერთადერთი არის ის, რომ უბნის უფროსებმა უნდა ისწავლონ და ვასწავლეთ კიდევაც პირველად დახმარებას და ექნებათ ე.წ. აფთიაქები. ამაზე იყო საუბარი და თუ ამის სურვილი აქვთ, არ არის პრობლემა, ეს აფთიაქები შეძენილი გვაქვს და დავარიგებთ კიდევაც. ერთი სიტყვით, მოლაპარაკებები მიმიდინარეობს, როდის დაუბრუნდებიან მუშები სამუშაო ადგილებს ჯერჯერობით თავადაც არ იციან. ბაჩო ადამია

---

 

16.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/546808-jorjian-manganezi-magaroelebis-saerto-sacxovreblis-potoebs-avrcelebs/

"ჯორჯიან მანგანეზი" მაღაროელების საერთო საცხოვრებლის ფოტოებს ავრცელებს

"ჯორჯიან მანგანეზის" მუშათა საერთო საცხოვრებელში თანამშრომელთათვის შექმნილია კომფორტული პირობები, მოწყობილია დასასვენებელი და გასართობი სივრცეები, - ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზი“ ფეისბუქგვერდზე ფოტოებს აქვეყნებს. "ჯორჯიან მანგანეზის" მუშათა საერთო საცხოვრებელი. კომპანიაში დასაქმებული მაღაროელებიდან, ვახტური გრაფიკით მომუშავე 380 მათგანი, თვეში 15 დღის განმავლობაში მუშაობს, ამდენივე დღე კი ისვენებს. ვახტურ გრაფიკში მომუშავე მაღაროელებს "ჯორჯიან მანგანეზი" უფასო კვებით, საცხოვრებელი პირობებით და ტრანსპორტით უზრუნველყოფს. საერთო საცხოვრებელში თანამშრომელთათვის შექმნილია კომფორტული პირობები, მოწყობილია დასასვენებელი და გასართობი სივრცეები“, - წერს „ჯორჯიან მანგანეზი“ ფეისბუქგვერდზე.

---

 

16.05.2019

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/ra-siakhleebia-upaso-medikamentebit-uzrunvelqopis-programashi

რა სიახლეებია უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები და სამომავლო გეგმები ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ კარდიოლოგებსა და პულმონოლოგებს გააცნეს. პროგრამის ფარგლებში, ცვლილებები განხორციელდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. უკვე გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ. მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ბენეფიციარებს 118 აფთიაქი მოემსახურებათ. ეს აფთიაქებია: „PSP“, “ავერსი“, „ჯიპისი“, „ფარმადეპო“, „სახალხო აფთიაქი“ . დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ასევე ეტაპობრივად ფართოვდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტებისა და დაავადებების ნუსხა. „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურანლო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები; შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II); ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა); ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; ეპილეფსია; პარკინსონის დაავადება. პროგრამით მოსარგეებლეები არიან: სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად -1 ლარად; პროგრამით მოისარგებლეები არიან, ასევე საპენსიო ასაკის მოქალაქეები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები; პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე; ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე. პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100 -ს . მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს.

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/105852/ra-siakhleebia-upaso-medikamentebit-uzrunvelkopis-programashi

ინტერპრესნიუს.ჯი https://www.interpressnews.ge/ka/article/546794-davit-sergeenko-kronikuli-daavadebebis-samkurnalo-medikamentebit-uzrunvelqopis-programit-mosalodnelze-naklebi-adamiani-sargeblobs/

---

 

16.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/546798-davit-sergeenko-shshm-pirebistvis-statusis-minichebis-samedicino-modeli-sachiroebaze-dapuznebul-modelit-momavali-clis-dasacqisidan-sheicvleba/

დავით სერგეენკო - შშმ პირებისთვის სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელი საჭიროებაზე დაფუძნებულ მოდელით მომავალი წლის დასაწყისიდან შეიცვლება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელი საჭიროებაზე დაფუძნებულ მოდელით მომავალი წლის დასაწყისიდან შეიცვლება. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სერვისები საკმარისი ცალსახად არ არის. „როგორც ყოველთვის, ამ საკითხსაც ორი მხარე აქვს: რაოდენობრივი და თვისობრივი. რაოდენობრივს რაც შეეხება, ბოლო წლების განმავლობაში ჯამური ბიუჯეტი, რომელიც მიმართულია შშმ პირების მხარდაჭერისაკენ არის თითქმის გასამმაგებული. რაც შეეხება თვისობრივს, თვისობრივად ახლა მთავარი ამოცანა არის, რომ ამ შშმ სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელი შეიცვალოს საჭიროებაზე დაფუძნებულ მოდელით, რომლის პილოტირებაც უკვე მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ უახლოეს თვეებში ან მომავალი წლის დასაწყისში ამ მოდელზე გადასვლა შესაძლებელი იქნება. სერვისები საკმარისი ცალსახად არ არის, მაგრამ მე ვეცადე, რომ ხაზი გამესვა ამ წლების დინამიკაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავკმაყოფილდით მიღებული შედეგით, უნდა გაგრძელდეს ამ მხრივ მუშაობა, მაგრამ ჩვენი არსებული ბიუჯეტის ფარგლებში რაოდენობრივად ეს ბიუჯეტი თითქმის გასამმაგებულია ბოლო წლების განმავლობაში და თვისობრივ რეფორმაზე, საჭიროებებზე დაფუძნებულ მოდელზეც უკვე აქტიური მუშაობა მიდის”, - განაცხადა სერგეენკომ. ევროპის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს არ აქვს გრძელვადიანი ხედვა შშმ პირთა ინტეგრაციის ხელშესაწყობად. როგორც ევროპის ფონდში აცხადებენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საკმარის სერვისებს ვერ იღებენ.

---

 

16.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/546728-socialuri-mushakebis-nacili-acxadebs-rom-jandacvis-saministro-im-shetanxmebas-ar-asrulebs-rasac-gapicvis-periodshi-dahpirda/

სოციალური მუშაკების ნაწილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო იმ შეთანხმებას არ ასრულებს, რასაც გაფიცვის პერიოდში დაჰპირდა

სოციალური მუშაკების ნაწილის თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იმ შეთანხმებას არ ასრულებს, რომელსაც უწყება ჯერ კიდევ გაფიცვების პერიოდში დაჰპირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს აჭარის სერვის-ცენტრში განუცხადეს, აჭარის რეგიონში , სამინისტროსა და სოციალურ მუშაკებს შორის შეთანხმების არც ერთი ნაწილი არ შესრულებულა. „აჭარაში არაფერი შესრულებულა, ავტომობილების გამოყოფის, ტექნიკური საკითხების ჩამოშორების შეთანხმება გვქონდა, ასევე იყო მოთხოვნა,რომ ექსპერტიზის ბიუროში არ მივსულიყავით და ელექტრონული ხელმოწერა ეღიარებინათ, არც ეს შესრულებულა. აჭარაში არც ერთი შეთანხმება და ვალდებულება არ შესრულებულა“,-აცხადებს სოციალური მუშაკი ინგა დავითაძე. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა სამინისტროს და მინისტრის დონეზე არის გადასაწყვეტი და მათი სამუშაო პირობები და მოთხოვნები საპროტესტო ტალღის შემდეგაც იგივე დარჩა. მისივე თქმით, ამ დროისთვის სამოქმედო გეგმა არ აქვთ და „ერთადერთი რაზეც შეიძლება იფიქრონ სამსახურიდან წასვლაა“, რადგან მსგავს პირობებში მუშაობა შეუძლებელია. „ელემენტარული , რაც შეიძლებოდა ჩამოგვშორებოდა და მოგვარებულიყო ადგილობრივ დონეზე ესეც არ ჩამოგვშორებია. მაგალითად: კოლეგებზე გადანაწილებულიყო ფუნქციები, ამის მოგვარება ადგილობრივად შეიძლებოდა და ესეც კი არ მოხდა. გვესმის, რომ „მოთხოვნები შესრულდება“, მაგრამ არაფერი არ არის. აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენი კოლეგები გვეუბნებიან, რომ რამდენიმე სერვის-ცენტრს მანქანა გამოეყოთ და სარგებლობენ, მაგრამ იქაც აქვთ პრობლემები. ყოფილა ორი დღე რომ მანქანა საერთოდ არ მისულა, მაგრამ როგორც კი გაახმაურეს მაშინვე დააყენეს მანქანები“,-აცხადებს სოციალური მუშაკი ინგა დავითაძე. „ინტერპესნიუსი“ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ქუთაისის სერვის-ცენტრსაც დაუკავშირდა. ქუთაისის სერვის-ცენტრის სოციალური მუშაკი ნათია წივწივაძე აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილს სახელმწიფო ქუთაისის შემთხვევაში ასრულებს. მისვე ინფორმაციით, გამოიყო ავტომობილებიც და გადაადგილების პროცესში პრობლემები არ ექმნებათ, გარდა ამისა, სრულდება ტექნიკურ პროცედურებთან დაკავშირებული მოთხოვნებიც. რაც შეეხება სახელფასო ანაზღაურებას სოციალური მუშაკის თქმით, შრომით ანაზღაურების ნაწილში არაფერი შეცვლილა. შეგახსენებთ, რომ სოციალური მუშაკების გაფიცვა 25 მარტს დაიწყო. ისინი სამუშაოს შესრულების დროს საჭირო რესურსების გამოყოფას ითხოვდნენ და დაბალ ანაზღაურებას, არასათანადო სამუშაო პირობებსა და ტრანსპორტის პრობლემას აპროტესტებდნენ. ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკების შემდეგ სოცმუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს, რადგან მოთხოვნების გარკვეული ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდა.

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/socialuri-mushakebis-nawili-acxadebs-rom-djandacvis-saministro-im-shetanxmebas-ar-asrulebs-rasac-gaficvis-periodshi-dahpirda

---

 

16.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/546810-veteranebis-sakmeta-saxelmcipo-samsaxuri-gancxadebas-avrcelebs/

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მთავრობის 2019 წლის 14 მაისის №222 დადგენილებით, შეტანილ იქნა ცვლილება „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში და 22 ლარის ოდენობის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის/სოციალური პაკეტის მიღების უფლება მიენიჭათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს, მიუხედავად საპენსიო ასაკისა და ვეტერანის სტატუსის მინიჭების თარიღისა. „აღნიშნული სოციალური პაკეტის დანიშვნის მოთხოვნით, განცხადებით უნდა მიმართოთ სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ უწყებას - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს და წარადგინოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ვეტერანის მოწმობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ამ დადგენილებით, 26 000-ზე მეტი ვეტერანი, რომლებიც 2009 წლიდან ვერ სარგებლობდნენ საყოფაცხოვრებო სუბსიდიით/სოციალური პაკეტით, გათავისუფლდნენ ამ დისკრიმინაციული მდგომარეობიდან“, - ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

---

 

16.05.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/364207/

შრომის უსაფრთხოებაზე უფასო აპლიკაცია იქმნება

შრომის უსაფრთხოებაზე აპლიკაცია იქმნება, რომელშიც განთავსდება შრომის უსაფრთხოების საკანომდებლო ნორმები. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ფოკუსი გაკეთდება მშენებლობასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამასთან, მობილური აპლიკაცია იქნება როგორც Android-ის, ასევე iOS -თვის. “ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება ამ აპლიკაციის გადმოწერა. მასში იქნება ყველა ის ინფორმაცია, რაც შრომის უსაფრთხოებას უკავშირდება. მაგალითად, როგორ უნდა მოეწყოს ხარაჩო და როგორ უნდა შესრულდეს სამუშაო უსაფრთხოდ. ამ ეტაპზე ტექნიკური დეტალები ზუსტდება, შესაბამისად, აპლიკაცია, სავარაუდოდ, 10 დღეში ჩაეშვება,” – აცხადებს ფერაძე. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ აპლიკაცია GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, თუმცა მისთვის უცნობია, რამდენი დახარჯა ორგანიზაციამ მის შექმნაზე. “ამ აპლიკაციის შექმნის საჭიროება დადგა, რადგან შრომის უსაფრთხოების საკითხზე ცნობიერების ამაღლება აშკარად საჭიროა. აპლიკაციის შექმნა გრანტის პირობებში მოხდა და, ვფიქრობთ, ის საჭიროა როგორც დასაქმებულისთვის, ასევე მენეჯერებისთვის. სამუშაოს დაგეგმვის პროცესში უსაფრთხოების პროცედურებზე ინფორმაცია აპლიკაციის მეშვეობით მარტივად იქნება ხელმისაწვდომი,” – ამბობს ბექა ფერაძე.

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/mtavroba-shromis-usafrtxoebaze-aplikacias-qmnis-/33916

---

 

 

16.05.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/xulos-biujetidan-72-000-lari-daixarja-tavshesafarshi-romelshic-aravin-sheusaxlebiat-/33944/

“ხულოს ბიუჯეტიდან 72 000 ლარი დაიხარჯა თავშესაფარში, რომელშიც არავინ შეუსახლებიათ”

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, 2012 წელს ხულოს მუნიციპალიტეტ სოფ. სხალთაში გარემონტდა საავადმყოფოს ყოფილი შენობა, სადაც მოეწყო სოციალური საცხოვრისი სხალთა/ხიხანის თემში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ადამიანებისთვის, რომელთაც საცხოვრებელი სტიქიური მოვლენების გამო დაკარგეს. რეაბილიტაციის შედეგად 7 ბინა მოეწყო საცხოვრებლად. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საცხოვრისის მოწყობა ბიუჯეტს 72 000 ლარი დაუჯდა, იქ დღემდე არავინ არ ცხოვრობს და მოუვლელობის გამო შენობა ზიანდება. “ადგილობრივების განცხადებით, სოციალურ საცხოვრებელში მხოლოდ რამდენიმე “მორჩილი” და მღვდლის ოჯახი იყო მცირე ხნით შესახლებული, რომელთაც ზოგიერთი ბინა საკუჭნაოდაც ჰქონდათ გამოყენებული. სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, ხულოს მოსახლეობის 32%- ზე მეტი სიღარიბის მინიმალურ ზღვარს ქვემოთ იმყოფება , ხოლო დაახლოებით 9% სოციალურ პაკეტს იღებს სახელმწიფოსგან. 2012 და 2013 წლებში ორჯერ ნაკლები თანხა დაიხარჯა ხულოს ბიუჯეტიდან ხულოს შეჭირვებული მოსახლეობის უფასო სასადილოებით უზრუნველყოფისთვის, ვიდრე ამ სოციალური საცხოვრისის მოწყობაში – საცხოვრისის, რომელიც მოუვლელობით ნადგურდება ( 2012 - 34 150 ; 2013 - 33 833 )”,- ნათქვამია “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციაში.

---

 

16.05.2019

მედიასაშუალება: http://pia.ge/post/261760-turizmis-erovnul-administraciasa-da-samedicino-turizmis-sabwos-soris-tanamsromlobis-memorandumi-gaformda

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და სამედიცინო ტურიზმის საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საქართველოს სამედიცინო ტურიზმის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და სამედიცინო ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტმა, პაატა რატიანმა მოაწერეს. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა დაესწრო. შეხვედრას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციისა და სამედიცინო ტურიზმის საბჭოს ურთიერთთანამშრომლობა ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას და საქართველოს, როგორც სამედიცინო ტურიზმისათვის მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაციას გულისხმობს. „ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას. ჩვენ მივესალმებით სამედიცინო ტურიზმის საბჭოს შექმნას. ვფიქრობ ეს პლათფორმა კარგი შესაძლებლობაა უფრო აქტიურად ვესაუბროთ კერძო სექტორს და განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები,“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/546835-turizmis-erovnul-administraciasa-da-samedicino-turizmis-sabchos-shoris-memorandumi-gapormda/

---

 

16.05.2019

მედიასაშუალება: https://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/14775-jandacvis-saministro-tyibulis-shakhtze-dadebul-daskvnas-jerjerobith-ar-asajarovebs

ჯანდაცვის სამინისტრო ტყიბულის შახტზე დადებულ დასკვნას ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ტყიბულის მინდელის სახელობის შახტზე საექსპერტო კომპანიის მიერ მომზადებულ დასკვნას ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დოკუმენტი სამინისტროს მხრიდან დამუშავების პროცესშია და თუ როდის გამოქვეყნდება, ჯერ უცნობია. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება დასკვნის დაუყოვნებლივ გასაჯაროებას მოითხოვს. ისინი ტყიბულის ნახშირმომპოვებელ საწარმოსთან დაკავშირებული ყველა პროცესის გასაჯაროებასა და ამ პროცესებში საქართველოს პროფკავშირების ჩართულობის უზრუნველყოფას მოითხოვენ. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე საერთაშორისო გამოცდილების მქონე საექსპერტო კომპანია შეირჩა, რომელიც შახტებზე შრომითი რისკების შეფასებას რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდა. პროფკავშირების თქმით, 2018 წლის ბოლოს შესაბამისი დასკვნაც დადო. "საგულისხმოა, რომ საქართველოს პროფკავშირების მოთხოვნით, მეშახტეებს იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე შრომის ანაზღაურება ეძლეოდათ. სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტროს, გერმანული საექსპერტო კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა დღემდე არ გაუსაჯაროვებია. არც ის არის ცნობილი, რა წერია დასკვნაში და არც ის, როგორი საინჟინრო გადაწყვეტა იქნა ნაპოვნი ნახშირმოპოვების გასაგრძელებლად ისე, რომ მინიმალიზებული იქნას შრომითი რისკები და საფრთხეები. მიუხედავად, ყოველივე ზემოთთქმულისა, 2019 წლის აპრილის ბოლოდან, მეშახტეებს შეუზღუდეს კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება, ხოლო GIG ჯგუფის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ მაისის თვეში ნახშირმოპოვების დაწყება იგეგმება უკრაინული ჯგუფის ოპერირების ქვეშ. მათივე განცხადებით გაუქმდება ძიძიგურის შახტის ადმინისტრაციული კორპუსი და ინფრასტრუქტურა, მეშახტეები ძიძიგურის შახტაზე იმოძრავებენ მინდელის შახტიდან სავენტილაციო გვირაბის გავლით და რომ საბოლოო ჯამში 250-მდე ადამიანის შემცირება იგეგმება. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ცნობილი არ არის, რა წერია გერმანელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნაში, რა რეკომენდაციები იქნა გაცემული რისკებისა და საფრთხეების შესამცირებლად და რა სამუშაოები განახორციელა ოპერატორმა კომპანიამ რეკომენდაციების შესასრულებლად. ასევე, უცნობია კომპანიის მიერ დაანონსებული რეორგანიზაციის გეგმა, დაუსაბუთებელია მისი მიზაშეწონილობა და უცნობია რეორგანიზაციის სამართლებრივი ასპექტებიც", - აცხადებენ პროფკავშირში. ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით "საქნახშირში" კომენტარს არ აკეთებენ. შახტში სამუშაოები 11 თვის წინ, მას შემდეგ შეჩერდა, რაც გასული წლის ივლისში შახტში უბედურ შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. სწორედ ამის შემდეგ იქნა ჩამოყვნილი გერმანელი ექსპრტები, რომლებსაც შახტის უსაფრთხოებაზე დასკვნა უნდა დაედოთ.

---

 

16.05.2019

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/148816-saqstati-xutsuliani-ojaxis-saarsebo-minimumi-tveshi-3688-laria

საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 368.8 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა გამოიანგარიშა საარსებო მინიმუმი 2019 წლის აპრილის თვისთვის. საქსტატის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში 185 ლარია. წინა თვესთან შედარებით, ეს მონაცემი 3.8 ლარით გაიზარდა. ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი საქსტატის მიხედვით 262.2 ლარია, სამსულიანის 295, ოთხსულიანის კი 327.8 ლარი. ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი მარტისთვის განსაზღვრულია 368.8 ლარით, ექვსსულიანის და მეტის კი 436-ით. სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს: "2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა."

---

 

 

ბეჭდვითი მედია

17.05.2019

მედიასაშუალება:  მესინჯერი

ომბუდსმენის ანგარიში

არაერთი რელიგიური პანსიონი ლიცენზირების და რეგულირების გარეშე მოქმედებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა და წარადგინა სპეციალური ანგარიში - „ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგი - ალტერნატიული ზრუნვის ეფექტიანობა." ომბუდსმენის თქმით, უცნობია რამდენი რელიგიური პანსიონი მოქმედებს ლიცენზირების გარეშე, რადგან არ არის დარეგულირებული და თავად სახელმწიფოსაც ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ლომჯარიას განმარტებით, აღნიშნული გამოწვევას წარმოადგენს და პრობლემა გადაჭრას საჭიროებს. „მნიშვნელოვანია, რომ რელიგიური პანსიონების ინსტიტუციონალიზაცია მოხდეს. არაერთი რელიგიური პანსიონი ლიცენზირების და რეგულირების გარეშე მოქმედებს. სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია, თუ რამდენი ბავშვი ირიცხება ამ ტიპის პანსიონებში და შესაბამისად, ეს სფერო არის სრულიად რეგულირების და კონტროლის მიღმა“, - აცხადებს ნინო ლომჯარია. კვლევა ჩატარდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ 64 ტერიტორიულ ერთეულში, 128 მიმღებ ოჯახში, რეინტეგრაციის პროცესში ჩართულ 68 ოჯახში და 7 რელიგიურ პანსიონში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6083314&name=17.05.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

17.05.2019

მედიასაშუალება:  რეზონანსი

მუშებს არ ჰყოფნით ხელფასი, პროტესტი მომავალში უფრო გამძაფრდება ლარის მუდმივი გაუფასურების გამო ბიზნესიც მუდმივად ფინანსური წნეხის ქვეშაა

საქართველოს ორ რეგიონში მუშების გაფიცვა ერთდროულად დაიწყო. ჭიათურასა და რუსთავში, დასაქმებულთა პროტესტის მიზეზი, დაბალი ხელფასი და არასათანადო სამუშაო პირობებია. მენეჯმენტი პრობლემას არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებს და პროცესებს მართულს უწოდებენ. პროფკავშირები და სპეციალისტები კი ფიქრობენ, რომ ტოტალური გაძვირების ფონზე, არ შეიძლება მხოლოდ დასაქმებულთა ხელფასი იყოს უცვლელი. მეტალურგიულ ქარხნებსა და მაღაროებში, გაფიცვები პრიოდულად, სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის მატების მოთხოვნით იწყება. ამჯერად ორ რეგიონში ერთდროულად დაწყებული პროტესტის მიზეზი, დაბალი ანაზღაურებაა. იზრდება სამომხმარებლო კალათაში ყველა პირველადი პროდუქტის ღირებულება, დასამქებულთა ხელფასი კი უცვლელია. მეორეს მხრივ, ბიზნესი ლარის მუდმივი გაუფასურების გამო ფინანსური წნეხის ქვეშაა. მთავრობა კი წლიდან წლამდე, უფრო და უფრო მაღალ ნიშნულზე გეგმავს ბიუჯეტს, აუფასურებს ეროვნულ ვალუტას და შესაბამისად მძიმდება როგორც მეწარმეების, ასევე მოსახლეობის მდგომარეობაც. პროტესტი კი საარჩევნო წლის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო მატულობს. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ინფორმაციით, ჭიათურაში შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მაღაროელები გაიფიცნენ. "გუშინ საღამოს ჭიათურაში შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე დაიწყეს გაფიცვა. მიმდინარეობდა საუბარი სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურ დირექტორთან აკაკი გურჯიძესთან, მაგრამ ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება და მაღაროელებმა გადაწყვიტეს გაფიცვის გაგრძელება. სავარაუდოდ აქცია გადაინაცვლებს ტრესტის წინ",- ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში. გაფიცულები მერიის შენობის წინ არიან შეკრებილები. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. პროფკავშირების წარმომადგენლის ამირან მაჩიტაძისინფორმაციით, დასაქმებულები მაღაროში შექმნილ არასათანადო სოციალურ პირობებს აპროტესტებენ. მაღაროელების გაფიცვას ადასტურებენ თავად კომპანიაში. და გაფიცულ თანამშრომლებს პასუხობენ: "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელებმა თანამშრომლებთან მოლაპარაკება გუშინ საღამოსვე დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ დასახელებული მოთხოვნების გადახედვის პირობა მიიღეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე მაინც უარი განაცხადეს და მოთხოვნები შეცვალეს. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ ისურვეს და ქუჩის საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს. აქედან გამომდინარე, "ჯორჯიან მანგანეზი" მიიჩნევს, რომ ჭიათურაში, დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს, ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია", - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში. სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ რუსთავშიც. გუშინ "რუსთავის ფოლადის" წვრილსორტული საამქროს გაფიცულმა თანამშრომლებმა ქარხნის დირექციას ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მიმართაეს. ადმინისტრაციულ შენობაში წვრილსორტული საამქროს თანამშრომლების ქარხნის დირექციასთან მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა. საწარმოს გენერალური დირექტორის მოადგილემ ხელფასის გაზრდის მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა, რაც შეეხება სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ამისთვის ერთდღიანი ვადა ითხოვა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ არც პოლიტიკა და არც მართული პროცესები არაფერ შუაშია. პროტესტის მიზეზი, მაღალი ინფლაციაა, რასაც მოსახლეობის შემოსავალი ვერ ეწევა. ტოპ მენეჯმენტს კი, კომკავშირული მიდგომები აქვს, - ასე აფასებს ორ რეგიონში ერთდროულად დაწყებულ, მუშების გაფიცვას ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე. "საქმე ის არის, რომ ინფლაციის ტემპს ძალიან ჩამორჩება ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილის შემოსავალი. ეს პროცესი არ იქნებოდა იმდენად მტკივნეული და არც გაუფასურება აისახებოდა მძიმედ, შემოსავლების ზრდაც რომ ხდებოდეს. აქ არც არჩევნები, არც პოლიტიკა და არც მართული პროცესები არაფერ შუშია. თუ გავაანალიზებთ ჭრილს, ვნახავთ რომ ძალიან მცირე პროცენტს აქვს ხელფასი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს მაღალ შემოსავლად, ყველა დანარჩენი კი საშუალო შემოსავალს მიღმაა. 300-500 ლარი, საქართველოში ეს არის, დომინირებული ხელფასი ჩვენთან. საშუალო კი ყველამ ვიცით, როგორც ითვლება. არარეგულარული და დაბალი ანაზღაურების პირობებში, რასაკვირველია, პროტესტი ლეგიტიმურია. ასეთი რამ მსოფლიოში ყველგან ხდება და ამაზე პროფკავშირები მუშაობენ, რათა ადმინისტრაციასა და ადამიანებს შორის გამოიძებნოს კომპორმისი. კომკავშირული ცნობიერების არასწორი მენეჯმენტი არის ყველაფრის გამომწვევი მიზეზი. ადამიენები, იმიტომ, რომ წასასვლელი არ აქვთ, იძულებული არიან შეეგუეონ ამ მდგომარეობას და აქა-იქ პროტესტი თუ იფეთქებს, საზოგადოებამ, მხარი უნდა დაუჭიროს", - აცხადებს "რეზონანსთან" გიორხელიძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6082926&name=17.05.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

17.05.2019

მედიასაშუალება:      ახალი თაობა

ჭიათურ-მანგანეზის მაღაროელები გაფიცვას აგრძელებენ _ გარე ძალისგან მართული პროცესი თუ გაუსაძლისი სამუშაო გარემო

ჭიათურაში, შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულთა ნაწილი გაფიცულია. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას ითხოვენ. „ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ “ჭიათურაში, დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს, ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია“. „ჯორჯიან მანგანეზშია“ დასაქმებული რომანი კუპატაძე, სამთო მუშის პოზიციაზე მუშაობს. კუპატაძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულთა უფლებები მნიშვნელოვნად ირღვევა, რის შესახებაც კომპანიის ხელმძღვანელობას ინფორმაცია აქვს, თუმცა არაფერი იცვლება. “მოვითხოვთ ხელფასის ზრდას და ადამიანური მოპყრობას. გვეუბნებიან, რომ 12 საათში15 წუთიანი შესვენება გეკუთვნის, საჭმელი ფეხზე მდგომმა უნდა ჭამოო, ყავის და ჩაის დალევა სამსახურში არ შეიძლებაო, გეგმა უნდა გამოიტანო 200 პროცენტითო. მაღაროსთან გვაქვს შეხება და გვჭირდება ექიმი, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქი ბინძურდება და ნადგურდება. ესაა ჩვენი პრობლემები, რასაც ყურადღება უნდა მიაქციონ... სანამ შეთანხმებას არ მივაღწევთ, ასე ვიქნებით ბიჭები, მთელი ჭიათურა ერთმანეთის გვერდით დავდგებით,“ — აცხადებს რომან კუპატაძე. ინფორმაცია მუშების გაფიცვის შესახებ ადგილობრივმა პროფკავშირმა გაავრცელა. ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე პაატა სამხარაძე აცხადებს, რომ გაფიცვა ე.წ. ვახტურ რეჟიმზე დაიწყეს. მისი თქმით, სხვა 4 მაღარო ჯერჯერობით მუშაობს. შეუერთდებიან თუ არა ვახტაზე მომუშავე მაღაროელებს, სხვა მუშები ჯერჯერობით უცნობია. „ვახტურ რეჟიმზე მომუშავეები მოითხოვენ საერთო საცხოვრებელში “სანატორიუმს“ რასაც ეძახიან იქ პირობების გაუმჯობესებას. მათ არ აქვთ არანაირი სამედიცინო პუნქტი. მოთხოვნა აქვთ, რომ ქალაქში საავადმყოფო აშენდეს და მძიმე ტონიანმა მანქანებმა არ იმოძრაონ. ერთი ხიდი დაინგრა, მეორე შეიძლება მიჰყვეს. ინვენტარი მოძველებულია, კვება ყოველთვის იყო ცუდი. ამ ყველაფერზე საუბარი არა ერთხელ გვქონდა, თუმცა ამის მიუხედავად პრობლემები ვერ მოგვარდა. ადმინისტრაციამ ჩვენი თხოვნა ყურად არ იღო. საბოლოო ჯამში იქამდე მიიყვანეს ადამიანები, რომ ქუჩაში გამოვიდნენ“,-განაცხადა პაატა სამხარაძემ. პაატა სამხარაძე განმარტავს, რომ ვახტური რეჟიმი გულისხმობს 15 დღიან სამუშაო გრაფიკს. მისი თქმით, დასაქმებულს 15 დღე, სამსახურიდან სახლში წასვლა არ შეუძლია. როგორც სამხარაძე აცხადებს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, კომპანია პასუხისმგებელია თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე და ისინი მათთვის მოწყობილ საცხოვრებლებში გადაჰყავთ, ასევე კომპანია პასუხისმგებელია მათ კვებაზე. „ვახტაზე 300 კაცი მუშაობს. პირველი ორი კვირის განმავლობაში მუშაობს 150 კაცი, შემდეგი 2 კვირა მეორე 150. ყოველდღე 12 საათი მუშაობენ. მათი ხელფასი არ შეესაბამება იმ ანაზღაურებას, რომელ პირობებშიც მუშაობენ. უმაღლესი სატარიფო თანხა დღეში 82 ლარი. 15 დღეში, ფაქტობრივად, ერთი თვის სამუშაოს ასრულებენ. კანონით კვირაში 40 საათი უნდა იმუშაოს და ესენი მუშაობენ 70 საათზე მეტს, ეს არის შრომითი კოდექსის უხეში დარღვევა,“ - განაცხადა პაატა სამხარაძემ. ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მათ მინისტრსაც მიმართეს. „3 იანვარს ვიყავი ჩასული თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროში, ყველაფერი დეტალურად მოვყევი, წერილი დავუტოვე დავით სერგეენკოს, თუმცა არანაირი პასუხი არ მიმიღია. სახელმწიფო ამ პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს“, - აღნიშნა პაატა სამხარაძემ. როგორც „კომერსანტს“ პაატა სამხარაძემ განუცხადა ჯორჯიან მანგანეზი-ს საგანგებო მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი გაფიცულ ჯგუფთან მივიდა. მისი თქმით, იყო საუბარი, რომ გარკვეული ჯგუფი შეკრებილიყო და მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ, თუმცა გაფიცულმა მაღაროელები კომპანიის ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს. განვითარებულ მოვლენებზე “კომერსანტთან“ საუბრობს “ჯორჯიან მანგანეზი“-ს ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი პეტრიაშვილი. მისთვის დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ მაღაროელები ხელფასის მატებას ითხოვდნენ. როგორც პეტრიაშვილი განმარტავს გუშინდელი პროტესტის მიზეზი მხოლოდ საკვების ხარისხის იყო. „ამ ადამიანებს აქვთ სამჯერადი კვება, მათ ადგილზე მიყვანას და “სანატორიუმში“ დაბრუნებას კომპანია უზრუნველყოფს. გუშინ მუშებმა გამოთქვეს გარკვეული ტიპის პრეტენზია საკვების ხარისხთან დაკავშირებით. პროცესებში ადმინისტრაცია მყისიერად ჩაერთო. შევთავაზეთ გააკეთონ მონიტორინგი, მენიუს გაუწიონ კონტროლი და თუ იქნება გარკვეული ტიპის ხარვეზები, ჩვენ მათ შენიშვნას აუცილებლად გამოვასწორებდით. მუშების კვებაში თანხას კომპანია იხდის და არავის აქვს სურვილი უხარისხო პროდუქტში გადავიხადოთ ფული. შეთანხმება შედგა, თუ დილის საუზმე დამაკმაყოფილებელი იქნებოდა ისინი სამუშაოზე წავიდოდნენ. თუმცა დილით არც ერთ თანამშრომელს საკვები არ გაუსინჯავს, ყველანი გარეთ დაგვხვდნენ. კიდევ შევთავაზეთ საკვების მუდმივი მონიტორინგი, რაზეც უარი გაგვიცხადეს და წამოაყენეს 50-პროცენტიანი ხელფასის მატება. ერთი წელი არ არის გასული, რაც ხელფასების მატება მოხდა - 10 პროცენტით. ხელფასთან დაკავშირებით მათ წერილობითი მოთხოვნაც არ ჰქონიათ. თვითღირებულებაში ყველაზე დიდი წილი ხელფასს უკავია და ეს წილი არის 60 %“,- განმარტავს ირაკლი პეტრიაშვილი. ირაკლი პეტრიაშვილი მაღაროელების მიერ გაჟღერებულ პრობლემებს პასუხობს და განმარტავს, რომ ადმინისტრაციასა და მუშებს შორის კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ყოფილა და კომპანიის მხრიდან ყოველთვის არის მზაობა, რომ ჯორჯიან მანგანეზი-ში პრობლემები მოგვარდეს. 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი აქვთ, 15 დღის განმავლობაში, როცა ღამის საათებში უწევთ მუშაობა 20-პროცენტიანი დანამატი ეძლევათ. მათ დღის განმავლობაში საათ-ნახევარი აქვთ შესვენება. გრაფიკი გვაქვს გამოკრული, სადაც 20-20-წუთიანი 5 დასვენებაა. არ შეესაბამება სიმართლეს, რომ 200 %-იანი გეგმის შესრულება უწევთ. 100 პროცენტზე ზევით, ყოველ შესრულებულ პროცენტზე, ხელფასი ემატებათ. სასადილოში დავაყენეთ მონიტორები და ყველას შეუძლია ნახოს. თუ 200 პროცენტი შესრულებადია ე.ი იქ დაგეგმარებაა არასწორი და როგორ უნდა მოვთხოვოთ 200 პროცენტის შესრულება. რაც შეეხება ჩაი და ყავას, მაღაროში ჩაის მოსადუღებელი თუ აქვთ, იმ 20 წუთში შეუძლიათ ესეც გააკეთონ, არავინ უშლით. კიდევ ერთი პრობლემა რომელიც სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულებს აქვთ სამედიცინო მომსახურების არ არსებობაა. ჯორჯიან მანგანეზი“-ის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემდეგია. ეს ადამიანები ცხოვრობენ “სანატორიუმში“, ეს არის მათი საცხოვრებელი ადგილი, იქ ხომ არ იქნება სამედიცინო პუნქტი. შენობა მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, ადვილად მისადგომ გზაზე და რომ მიიღონ ექიმის კვალიფიციური დახმარება, არანაირი პრობლემა არაა. უფასოა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, არ ყოფილა შემთხვევა გამოგვეძახოს და 10 წუთში არ მოსულიყვნენ. — არ თვლით საჭიროდ რომ სამუშაო ადგილზე სამედიცინო პუნქტის არსებობას? — სამუშაო ადგილზე რეგლამენტის მიხედვით ექთანის მომსახურებას არ ითვალისწინებს, რამეთუ ისინი მიდიან ისეთ სამუშაო ადგილზე, სადაც სასწრაფო დახმარება მარტივად მივა. ერთადერთი არის ის, რომ უბნის უფროსებმა უნდა ისწავლონ და ვასწავლეთ კიდევაც პირველად დახმარებას და ექნებათ ე.წ. აფთიაქები. ამაზე იყო საუბარი და თუ ამის სურვილი აქვთ, არ არის პრობლემა, ეს აფთიაქები შეძენილი გვაქვს და დავარიგებთ კიდევაც. ერთი სიტყვით, მოლაპარაკებები მიმიდინარეობს, როდის დაუბრუნდებიან მუშები სამუშაო ადგილებს ჯერჯერობით თავადაც არ იციან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6082916&name=17.05.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

17.05.2019

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

მაღაროელები გაიფიცნენ

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ, ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ მოთხოვნებს შორის არის ხელფასის მომატება, კვებისა და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესება. მათივე თქმით, ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. მაღაროელების განცხადებით, ხელმძღვანელობა ურეკავს, რომ აქციის გამართვა შეწყვიტონ, თუმცა ისინი პროტესტს მაინც აგრძელებენ. „აქ ვდგავართ მშრომელი ხალხი, არავინ იფიქროს რომ პოლიტიკასთან რამე კავშირშია. არ გვაინტერესებს არც პოზიცია არც ოპოზიცია გვაინტერესებს ჩვენი უფლებების დაცვა და ვითხოვთ იმას რაც გვეკუთვნის. ადამიანებად გვინდა რომ ვიგრძნოთ თავი. სათანადო ყურადღება უნდა გევქცეოდეს. ვაპროტესტებთ იმასაც რომ ქალაქში გადაადგილდება მძიმეწონიანი მანქანები, დაბინძურებულია ქალაქი, ეკოლოგიური კატასტროფა არის, ბავშვები გვეწამლებიან. ჩვენ გვინდა, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული და ბავშვები გაიზარდნონ სუფთა გარემოში", - ამბობენ გაფიცული მაღაროელები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6083159&name=17.05.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

17.05.2019

მედიასაშუალება:  რეზონანსი

ისრაელმა თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, წითელათი ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. შესაბამის სიაში პირველ პოზიციებს საქართველო და უკრაინა იკავებენ. როგორც სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სიაში შემავალ ქვეყნებში სტუმრობისას წითელათი დაავადების შემთხვევების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა და მათი 70% აუცრელ ბავშვებზე მოდის. საქართველოს და უკრაინის გარდა, სიაში მადაგასკარი, ალბანეთი, ლიბერიის რესპუბლიკა ფიგურირებენ. ცნობისთვის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში წითელას შემთხვევების რაოდენობით საქართველო პირველ ათეულშია. ორგანიზაციის მონაცემებით, წითელას გამო გარდაცვალების შემთხვევებმა მსოფლიოში ყოველწლიურად 110 000-ს მიაღწია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6083042&name=17.05.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

-----

 

 

​