მედიამონიტორინგი 17.04.2019
ტელევიზია
17.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებისათვის გამართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევების, პრობლემების მიმოხილვა და სამომავლო ხედვების გაზიარება იყო. შეხვედრაზე ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის და სახელმწიფო პროგრამების პრიორიტეტული მიმართულებების, ასევე ბავსვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მდგომარეობის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დანერგვის საჭიროების შესახებ იმსჯელეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6017622
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6018333
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6018141
იმედი - ქრონიკა 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6018004
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6017886
---
17.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
ბიძინა ივანიშვილის "პანორამა თბილისის" მშენებლობა შეჩერებულია. "ქართული ოცნების" ლიდერის ყველაზე მასშტაბური პროექტი, უსაფრთხოების ნორმების დარღვევით შენდება. შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც მშენებლობაზე შესვლა, მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების დახმარებით და დაცვასთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ შეძლეს, ადგილზე სამშენებლო ნორმების დარღვევა აღმოაჩინეს და მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. სამუშაოებს "ჯითიდიეფ სოლუშენი" აწარმოებს, რომელსაც ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6018170
---
17.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
როგორ უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება მშენებლობების დროს, როცა ეს საკითხი მოუგვარებელია ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ობიექტზეც კი? დასაქმებულთა ელემენტარული უფლებების დაცვას, ქვეყანაში ითხოვს სამოქალაქო სექტორი. მათივე შეფასებით, არ არის გამორიცხული სწორედ კომპანიის მფლობელიდან გამომდინარე არ იყო მშენებლობაზე უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ არავინ შეამოწმებდა. ინცინდენტის შემდეგ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მუშებს არ ეცვათ სპეცტანსაცმელი და არ ჰქონდათ ჩაფხუტები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6017582
---
17.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
თბილისში თავისუფლების მოედანზე სასტუმროს მშენებლობისას დაშავებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის სამინსიტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სამშენებლო ობიექტზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევას დღეიდან დაიწყებს. ბექა ფერაძის განცხადებით გვიან ღამით მოკვლევის პროცესში აღმოჩნეილი გარკვეულ ხარვეზების გამო გადაწყდა რომ სამუშაოები მათ აღმოფხვრამდე შეჩერდეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6017620
რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6017580
რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6017581
---
16.04.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: რეაქცია
პანორამა თბილისის მშენებლობდან სამი მუშა გადმოვარდა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის პირდაპირ ეთერშია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე (მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6017193
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6017177
იმედი -ქრონიკა 20:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6017246
I არხი -მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6017341
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6017232
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6016316
---
16.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
სისლხის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში სოციალური მუშაობის როლზე იმსჯელეს პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდამჭერ კონფერენციაზე. შეხვედრაზე საუბარი ასევე გარდამავალი მენეჯმენტის მნიშვნელობას შეეხო, რომელსაც პენიტენციური პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემები ერთობლივად განახორციელებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6017328
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6016900
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6016746
---
16.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
საექიმო საქმის არაჯეროვნად ან გულგრილად შესრულება. რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის ძმიშვილის მკლელობის საქმეშია ხალი დეტალებია. არ არის გამორიცხული სხვადსახვა ფსიქიატრიული კლინიკის 2 ექიმს პროფ. საქმიანობის უფლება შეუჩერდეთ. მათ სავარაუდოდ ტრაგედიის თავიდან აცილება მკლელობამდე ერთი დღით ადრე პაციენტის კლინიკაში ატოვებით შეეძლოთ. ბრალდებულს 2 წლიანი იძულებითი მკურნალობაა აქვს მისჯილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6017216
---
16.04.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
სახელმწიფო ზრუნვის მიღმა დარჩენილი მოზარდები ქუჩებში - ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად ქალაქში იმ მოზარდების რიცხვი იზრდება, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ. აქ მთავარი პრობლემა სისტემის არარსებობაა, რის გამოც მათ სახელმწიფო ფაქტობრივად ვერ იცავს და ვერ ეხმარება. ერთადერთი პასუხისმგებელი უწყება აჭარაში სოციალური მომსახურების სააგენტოა, შეზღუდული უფლებებით. როგორც იცით, ბათუმში არ არსებობს კრიზისული ცენტრები. სააგენტოსა და არასამათვრობო სექტორში ბავშვების უფლებების დარღვევასა და შესაძლო შრომით ექსპლუატაციაზე საუბრობენ. ბერკეტებს კი ვერ ხედავენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6017212
---
16.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
დავით სერგეენკო საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის დათვას ეთანხმება. ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს. სტატისტიკოსების თქმით, ოთხსულიანი ოჯახის არსებობისთვის 321 ლარია საკმარისი. ამავე მონაცემებით, 6 და მეტსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 427 ლარია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6016748
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6016433
ტვ პირველი- საქმის კურსი 17:45-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6016798
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6016280
---
16.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
ვინ წავა მინისტრთა კაბინეტიდან? და ვისი მუშაობით არის უკმაყოფილო ბიძინა ივანიშვილი? დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6016441
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6016098
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6015836
---
16.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
13 წლის ნინი როსტიაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში ცხოვრობს. გოგონა ზურგის ტვინის ამიოტროფიით დაიბადა და სავარძელს არის მიჯაჭვული. ამ ვერაგმა ავადმყოფობამ ბავშვს ფაქტიურად წაართვა მეტყველების უნარი. ტანისა და ფეხების კუნთები პარალიზებულია, თუმცა გონებრივი ჩამორჩენილობა არ აღინიშნება. ნინი ათვითცნობიერებს ყველაფერს და მწარედ განიცდის თავის მდგომარეობას. ბავშვს ხშირად ემართება ასთმური შეტევები, იწყებს ინტენსიურ ხველებას, კარგავს გრძნობას. ცოტა ხნის წინ კი მას სოციალური დახმარებაც მოუხსნეს, მიზეზი სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების საიტე რეგოსტრაცია გახდა. სოც. სააგენტოში ამბობენ, რომ დაკარგული თანხის აღდგენა ვერ მოხდება. ნინის დედა დახმარებას სახელმწიფოს და თბილისის მერს სთხოვს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6016112
---
16.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
ნარკომანიის პრევენციის მიზნით 13-15 წლის მოზარდებს სპეცილური გაკვეთილები ცაუტარდებათ. პროექტ კომპასის განხორციელება ხვალიდან თბილისსა და რეგიონებში არსებულ 12 სკოლაში დაიწყება. პროგრამა პოლონეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის ეროვნული გეგმის ფარგლებში ხროციელდება და ევროკავშირის არასწევრი ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი. მის პრეზენტაცია დღს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გაიმართა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6015809
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6016336
---
16.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
რა ვითარებაა საქართველოში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით - თემაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია თუ სად არის პრობლემა და რატომ არის, რომ ოჯახში ძალადობა ისევ ხშირია საქართველოში. კვლევაში აღწერილია ძალადობა ქალებზე, ბავშვებზე, მოხუცებზე და მამაკაცებზეც. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კვლევა მოიცავს 2015-დან 2018 წლების პერიოდში. მასში აღწერილია თუ როგორ რეაგირებდა ესა თუ ის უწყება. მთავარი აქცენტი არის გაკეთებული შს სამინისტროზე, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოზე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6015886
---
ინტერნეტი
17.04.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/44519/ra-mokhda-tbilisi-panoramas-msheneblobaze--solidarobis-qselis-gantskhadeba
რა მოხდა „თბილისი პანორამას” მშენებლობაზე - „სოლიდარობის ქსელის" განცხადება
არ არსებობს უსაფრთხო შრომა შრომის უფლებების დაცვის გარეშე მიუხედავად იმისა, რომ შრომის ინსპექციას სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების შემოწმების მანდატი მიენიჭა, მთავარი პრობლემა არ გადაჭრილა. ყოველ კვირა მუშები იღუპებიან და შავდებიან სამუშაო ადგილზე, - „რა მოხდა „თბილისი პანორამის” მშენებლობაზე" - „სოლიდარობის ქსელი" გუშინ, 16 აპრილს მომხდარს ეხმაურება. განცხადებას სრულად გთავაზობთ: „რატომ ხდება ეს? არ შეიძლება შრომის უსაფრთხოების შრომის უფლებებისგან გამიჯვნა. თითქმის ყველა დარგში, დაურეგულირებული სამუშაო საათები, გადაბმული, ხანგრძლივი გრაფიკი, სამუშაო დატვირთვის მაღალი ინტენსივობა - ქართველი მშრომელების ყოველდღიურობას წარმოადგენს. საერთაშორისო კვლევების უმრავლესობა აჩვენებს, რომ უსაფრთხოების რისკი განსაკუთრებულად იზრდება სამუშაო ადგილზე გადაღლილობის გამო. გადაღლილობა დგება მაშინ, როცა მუშა ამოწურავს ფიზიოლოგიურ და კონგიტურ რესურსებს სამუშაო დავალების შესასრულებლად. სწორედ არანორმირებული სამუშაო საათები, დასვენების ნაკლებობა, ძილის ნაკლებობა და მაღალი სამუშაო დატვირთვა იწვევს გადაღლილობას. სამუშაო ადგილის მოწყობა, აღჭურვილობა, გრაფიკის განსაზღვრა, სამუშაო პროცესი, ხელფასის რაოდეობა და სამუშაოს შინაარსი არის დამსაქმებლის შედგენელი. შესაბამისად, დამსაქმებულია პასუხისგებელი სამუშაო ადგილისა და სამუშაო ძალის ორგანიზებაზე. შრომის უფლებების დაცვის ტვირთიც არის ცალსახად დამსაქმებელზე. მუშების გადაღლილობა გამოწვეულია დამსაქმებლის მიერ შრომითი უფლებების დარღვევის გამო. გადაღლილობა იწვევს სიტუაციური ანალიზის შეზღუდვას. ადამიანები კარგავენ თვითკონტროლის უნარს. ამ თვალსაზრისით რუტინული უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ტექკნიკისა და აღჭურვილობის შემოწმება, წარმოადგენს თვითკონტროლის დავალებებს. მაგრამ თუ მუშა უკვე გადაღლილია, იგი კარგავს უნარს გააგრძელოს თვითრეგულირების მოქმედებები და ხშირად იღებს საზიანო (საფრთხისშემცველ) გადაწყვეტილებას. ამიტომაც, მუშები საკმარისად დასვენებულები უნდა იყვენენ; მათ არ უნდა ეკისრებოდეთ შრომის უსაფრთხოების დაცვა, ამას უსაფრთხოების ზედამხედველი უნდა აკონტროლებდეს (დასვენება ზედამხედველსაც სჭირდება). სამუშაო ადგილების სიმცირისა, მუშები თანხმდებიან ისეთ სამუშაოზე, რომელიც მათ როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ, სოციალურ და საორგანიზაციო რესურსების ერთდროულად გამოყენებას მოითხოვს, რაც აგრეთვე იწვევს გადაღლილობას. თუ თავიდანვე არ არის განსაზღვრული დავალება და პასუხისმგებლობა და ეს ხდება ადგილზე, სპონტანური გადაწყვეტილების საფუძველზე, შრომის ტვირთი ერთი ორად იზრდება. თუ მუშას ერთდროულად ევალება სამუშაოს დაგეგმვა, უსაფრთხოების მართვა, ტექნიკის ამუშავება და ასე შემდეგ, უბედური შემთხვევის რისკი იზრდება. მსგავსი ვითარებაა შახტაში და მაღაროებში, სადაც მუშებს აჩქარებენ უფროსები, რომ შეასრულონ გეგმა. ხელფასები და სამსახურის შენარჩუნება არის მიბმული გეგმის შესრულებაზე. თუ გეგმას ვერ შეასრულებენ, ვერ მიიღებენ სრულ ხელფასს, ან იქნებიან გარიყულები უფროსებისგან. ამ წნეხის ქვეშ მათ არ უნდა გამორჩეთ საყრდენი ბოძების გატეხვის ხმა, თავი რომ დააღწიონ კატასტროფას. იმუშაო ამ დატვირთვით და თან აკონტოლო ბოძების გატეხვის ხმა, შეუძლებელია! ეს არის ხშირი მიზეზი დაშავებისა და `უბედური შემთხვევებისა”. როდესაც მშენებლობაზე დაიღუპა ორი ადამიანი (ჭავჭავაძის 5-ში), ისინი მუშაობდნენ გამომუშავებაზე. მათ იმდენს უხდიდნენ, რამდენ მეტრ მიწასაც გამოთხრიდნენ. რადგან არ არსებობდა განსაზღვრული გონივრული მოცულობა, თუ რამდენი უნდა გამოეთხარათ, ადგილზე არც ზედამხვედელი იყო, რომელიც მათ შრომის მოცულობას და ინტენსივობას განსაზღვრავდა, მუშებს თვითონ უწევდათ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, და საორგანიზაცო შრომის გაწევა, რაც მათი სიკვდილით დასრულდა. ისინი ორი კვირის განმავლობაში გადაბმულად მუშაობდნენ. სწორედ ეს გარემოებები იწვევს გადაღლილობას და ხდება ფატალური შემთხვევების მიზეზი. შრომის ინსპექციას რომ შეეძლოს შრომელთა უფლებების ზედამხედველობა, დამსაქმებელი იძულებული იქნებოდა დაერეგულირებინა სამუშაო დრო, გრაფიკების ხანგრძილობა, დაედგინა საკმარისი შესვენების დრო - ცვლებს შორის და ცვლის განმავლობაში. მუშებიც იშვიათად გადაიღლებოდნენ, რაც რისკებს საკმაოდ შეამცირებდა. ამასობაში, შრომის უფლებების აღდგენა და სრულფასოვანი დაცვა შესძენს მუშებს თავდაჯერებას, რომ ამოიღონ ხმა, როცა გრძნობენ საფრთხეს სამუშაო ადგილზე და მოითხოვონ უსაფრთხო შრომა ან უარი განაცხადონ საფრთხისშემცველ სამუშაოზე; ამით მუშებს აღარ შეეშინდებათ უფროსის მხრიდან სამაგიეროს გადახდის, სამსახურიდან გათავსუფლების, ან ხელფასის დაკლების. დღეს ერთმა მუშამ „პანორამა თბილისი” მშენებლობაზე შრომის პირობებზე განაცხადა: მანდ „იძულებით ვმუშაობთ ჩემო დაიკო, არაფერი არ არის. დედა მყავს ინსულტით დაავადებული. სამუშაო არა მაქვს და ჩამოსული ვარ აჭარიდან. ვმუშაობ, რომ ორი კაპიკით წამალი ვუყიდო. 15 წელია ჩავარდნილია. მონა ვარ”. როცა დამსაქმებელს გამოჭერილი ჰყავს მუშა, ის დედის სიცოცხლის შენარჩუნების გამო არ გარისკავს სამუშაოს დაკარგვას. აუცილებელია, რომ შრომის უსაფრთხოების ორგანოები ერთად მუშაობდნენ. ერთად შეეძლოთ ობიექტებზე შესვლა და შემოწმება. ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ჩვენთვის წარმოუდგენელია შრომის უსაფრთხოების ეფექტურობა, შრომის უფლებების შემოწმების უზრუნველყოფის გარეშე. ამიტომ, შრომის უსაფრთხოების ნორმების ინსპექტირებას აუცილებლად უნდა დაემატოს შრომის უფლებების ზედამხედველობა", - ნათქვამია განცხადებაში.
---
16.04.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/357161/
პანორამის მშენებლობა, სადაც 3 მუშა დაშავდა, ინსპექციამ შეაჩერა
პანორამა თბილისზე, საიდანაც დღეს სამი მუშა ჩამოვარდა, სიმაღლეზე სამუშაოები შეაჩერეს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განუცხადა ჟურნალისტებს. “იმისთვის, რომ ზუსტად მოვახდინოთ იდენტიფიცირება, გვჭირდება გამოკითხვა შემსწრე პირების და იმ ადამიანების ,რომლებიც გადიან მკურნალობას. მანამდე, ვინაიდან სიმაღლეზე სამუშაოებს უკავშირდებოდა ეს პროცესი, მივიღეთ შეჩერების გადაწყვეტილება”, – განაცხადა ბექა ფერაძემ. პანორამა თბილისის მშენებლობიდან გადმოვარდნილი ორი მუშა ამტელ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო ერთი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. პანორამაზე დაშავებული ორი მუშის მდგომარეობა სტაბილურია, ერთს გამოკვლევები უტარდება. თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, პანორამა თბილისის სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია აწარმოებდა. ფონდში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კომპანია შ.პ.ს ენერჯი პლიუსი, ხელშეკრულების თანახმად, ვალდებული იყო, სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმები დაეცვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ნეტგაეთს განუცხადეს, რომ პანორამას მშენებლობა, სადაც დღეს სამი მუშა დაშავდა, სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომლებმა დაუგეგმავად ბოლოს 2 თვის წინ შეამოწმეს, თუმცა დარღვევები ვერ ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/shromis-inspeqciam-panorama-tbilisis-mshenebloba-rigi-dargvevebis-gamo-droebit-daxura
---
16.04.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/panorama-tbilisis-msheneblobaze-dashavebuli-mushebis-mdgomareoba-stabiluria
„პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე დაშავებული მუშების მდგომარეობა სტაბილურია
თავისუფლების მოედანზე, „პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე დაშავებული მუშების მდგომარეობა სტაბილურია, სამი მუშიდან ორი ამ დროისთვის ნეიროქირურგიულ განყოფილებაში არიან გადაყვანილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ამტელ ჰოსპიტალში“ განუცხადეს. რაც შეეხება მესამე მუშას, რომელიც „ინგოროყვას სამედიცინო კლინიკაში“ იმყოფება, გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმის თქმით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. „21 წლის ბიჭი 18:43 საათზე შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში. ჩაუტარდა კვლევები და დიაგნოსტირდა შემდეგი ტრავმული დაზიანებები: ქალა ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ტრავმული პნევმოთორაქსი, ნეკნების მოტეხილობა, გულმკერდის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა და მარჯვნივ იდაყვის ამოვარდნა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა თეონა ხუჭუამ. ცნობისთვის, „პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან დღეს სამი მუშა ჩამოვარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევაზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს. სამი დაშავებულიდან ორი „ამტელ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს, ერთი კი ინგოროყვას კლინიკაში.
ინტრეპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/542454-panorama-tbilisis-msheneblobaze-dashavebuli-mushebis-mdgomareoba-stabiluria/
---
16.04.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/44510/video--mkvlelebi-arian-aranairi-zomebi-araa-datsuli--panoramaze-dasaqmebuli-musha
„მკვლელები არიან, არანაირი ზომები არაა დაცული“ - „პანორამაზე“ დასაქმებული მუშა
„თბილისი პანორამის“ მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა. შემთხვევა თავისუფლების მოედანზე მოხდა. „ლიბერალის“ კორესპონდენტის ცნობით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, მუშები საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ლიბერალთან“ საუბრისას მშენებლობაზე მომუშავე ერთ-ერთი მუშა ამბობს, რომ თვითონ შიგნით მუშაობდა, დაშავებული მუშები კი - გარეთ ფასადზე. „მალიარკას ვაკეთებ, შიგნით ვმუშაობ. რა გითხრათ აბა, არანაირი უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. მკვლელები არიან, პირდაპირ რომ გითხრათ. სამი ადამიანი დაშავდა დღეს და არ ვიცი. ცოცხლები არიან თუ არა. გარეთ ფასადზე მუშაობდნენ, მეცხრე სართულიდან ჩავარდნენ. მე იძულებული ვარ, ვიმუშაო, დედა მყავს ინსულტით დაავადებული. სამუშაო არა მაქვს და ჩამოსული ვარ აჭარიდან. ვმუშაობ, რომ ორი კაპიკით წამალი ვუყიდო. 15 წელია, ჩავარდნილია. მონა ვარ,“ - ამბობს „პანორამაზე“ დასაქმებული ერთ-ერთი მუშა. შს სამინისტროს ცნობით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა მუშების დაშავების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. „ლიბერალი“ კომპანიასთან დაკავშრებასაც ცდილობს.
---
16.04.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/357145/
პანორამის მშენებლობა 2 თვის წინ შემოწმდა, დარღვევა არ დაფიქსირებულა — ეკონომიკის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ „პანორამა თბილისის“ მშენებლობა, რომლიდანაც დღეს სამი მუშა გადმოვარდა და დაშავდა, სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომლებმა ბოლოს დაახლოებით 2 თვის წინ შეამოწმეს, თუმცა დარღვევები ვერ ნახეს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო „პანორამა თბილისის“ მშენებლობას „გეგმური პერიოდულობით ზედამხედველობს მის მიერ გაცემული ნებართვის ფარგლებში და ამოწმებს მშენებლობის შესაბამისობას ნებართვაგაცემულ პროექტთან მიმართებაში“. სამინისტროს ცნობითვე, „პანორამა“ ბოლოს შეამოწმეს დაახლოებით ორი თვის წინ[კომპანიის წინასწარი გაფრთხილების გარეშე]. შემოწმების დროს, მათი ცნობით, სააგენტოს თანამშრომლებმა დარღვევა ვერ ნახეს. ამის შესახებ არც ოქმი შედგენილა, რადგან დარღვევა არ დაფიქსირებულა. მშენებლობა გაცემული ნებართვის ფარგლებში მიმდინარეობდა. სამინისტროს ცნობით, „ეს ითვალისწინებს ყველაფერს, მათ შორის ჩაფხუტებსაც, მაგრამ იმ პერიოდისთვის, როდესაც შემოწმება მოხდა, ყველაფერი იყო წესრიგში“. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, დღევანდელ შემთხვევაზე სააგენტოს თანამშრომლებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება, მაგრამ ამ ეტაპზე დასკვნა მზად არ არის. მათივე განცხადებით, ვითარების დეტალური შესწავლის შემდეგ დაიდება კონკრეტული დასკვნა. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ 16 აპრილს, საღამოს, მას შემდეგ, რაც ობიექტზე იმყოფებოდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „პანორამაზე“ 2მ-ზე და უფრო მაღლა სამუშაოები შეაჩერეს. „იმისთვის, რომ ზუსტად მოვახდინოთ იდენტიფიცირება, გვჭირდება შემსწრე პირების და იმ ადამიანების გამოკითხვა, რომლებიც მკურნალობას გადიან. მანამდე, ვინაიდან სიმაღლეზე სამუშაოებს უკავშირდებოდა ეს პროცესი, მივიღეთ შეჩერების გადაწყვეტილება“, – განაცხადა ფერაძემ. პანორამა თბილისის მშენებლობიდან გადმოვარდნილი ორი მუშა ამტელ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო ერთი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. პანორამაზე დაშავებული ორი მუშის მდგომარეობა სტაბილურია, ერთს გამოკვლევები უტარდება. „პანორამის“ მფლობელის, თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ენერჯი პლიუსი“ აწარმოებდა. ფონდში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კომპანია შ.პ.ს ენერჯი პლიუსი, ხელშეკრულების თანახმად, ვალდებული იყო, სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმები დაეცვა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, გამოძიება კი სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
---
16.04.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/542458-tamar-gabunia-psikikuri-janmrteloba-jandacvis-saministros-prioritetul-mimartulebas-carmoadgens/
თამარ გაბუნია - ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს
ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიულ საზოგადოებასთან ერთად შევჯერდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისთვის ოპტიმალურ მოდელზე, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებისადმი მიძღვნილი შეხვედრის მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევების, პრობლემების მიმოხილვა და სამომავლო ხედვების გაზიარება იყო. შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემისა და სახელმწიფო პროგრამების პრიორიტეტული მიმართულებების, ასევე ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მდგომარეობისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დანერგვის საჭიროებების შესახებ. საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ ინსტრუმენტებსაც, რომელთა დანერგვამ უფრო ეფექტური უნდა გახადოს ამ დარგში საქმიანობა. „დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევების მიმოხილვას, რათა ჩამოვყალიბდეთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე, გადავახალისოთ ის სფეროები, რასაც სჭირდება დაუყოვნებელი ყურადღება, ასევე სად არსებობს დამატებითი რესურსის მობილიზების საჭიროება, როგორც ადამიანური თავლსაზრისით, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, რათა გაუმჯობესდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა. ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, ამდენად ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიულ საზოგადოებასთან ერთად შევჯერდეთ და ვიმსჯელოთ, როგორი იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისთვის ოპტიმალური მოდელი. რა თქმა უნდა, აუცილებელია, სათემო სერვისების განვითარების დროული ხელშეწყობა, ასევე მაქსიმალურად განვითარდეს ამბულატორიული სერვისი პაციენტებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს საზოგადოების მიმღებლობა და განვითარდეს ზოგადად პოზიტიური დამოკიდებულება და მხარდაჭერა ადამიანების მიმართ, რომელთაც აქვთ ფსიქიკური პრობლემები. მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. მინიმუმამდე შემცირდეს და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში იქნეს გამოყენებული ის ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, მომსახურების ხარისხი იყოს ოპტიმალური და მაქსიმალურად მიახლოებული საერთაშორისო სტანდარტებთან“, - თამარ გაბუნიამ. ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელის თქმით ბოლო წლების მანძილზე ფსიქიკური ჯანმრთელობის ბიუჯეტი იზრდება და მნიშვნელობანია ეს თანხები დანიშნულებისამებრ გაიხარჯოს. „შეხვედრის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევების, პრობლემების მიმოხილვა. ბოლო წლების მანძილზე ფსიქიკური ჯანმრთელობის ბიუჯეტი იზრდება, მნიშვნელოვანია, რომ ეს გაზრდილი ბიუჯეტი მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისთვისაც საჭიროა დანიშნულებისამებრ და ეფექტურად მოხდეს მისი ხარჯვა.“ - განაცხადა ირმა ხაბაზმა. საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების პრეზიდენტმა ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის განვიტარების შესახებ ისაუბრა. „ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა გავიაროთ ის საკითხები, თუ როგორ მიდის ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის განვითარება ქვეყანაში. რა გაკეთდა ამ დრომდე, სად ვართ ამჟამად და რა მიმართულებით უნდა გაგრძლედეს უახლოეს მომავალში განვითარება“. - განახადა ეკა ჭყონიამ. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრა „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის ეფექტური რეფორმის ხელშეწყობა“ ფარგლებში ჩატარდა.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=82108
კვირა.ჯი- http://kvira.ge/463038
---
16.04.2019
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=96607
თემაზე "სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში" კონფერენცია გაიმართა
16 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროკავშირის პროექტის „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერა“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში - გზა მსჯავრდებულთა ცხოვრების ცვლილებისა და დანაშაულის შემცირებისკენ“. ღონისძიება გახსნა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელმაც პენიტენციურ და დანაშაულის პრევენციის სისტემებში სოციალური სამუშაოს მიმართულებით მიმდინარე რეფორმაზე და სოციალური მუშაკის როლის გაზრდაზე ისაუბრა. „სოციალური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია პენიტენციური და პრობაციის სისტემებისთვის. ამიტომაც იუსტიციის მინისტრის მიერ 22 თებერვალს დამტკიცებული ბრძანებით, რომელიც არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ევროკავშირთან ერთად შევიმუშავეთ, აქცენტი სწორედ ამ პროფესიაზე, ამ პროფესიის წარმომადგენლებსა და მათ მიერ გასაწევ სამუშაოზე კეთდება. სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების გუნდური მუშაობის შედეგი არის პატიმრობაში მყოფი პირის, ან პირობითი მსჯავრდებულის წარმატებული რესოციალიზაცია. ჩვენი მთავარი მიზანი არის პენიტენციურ სისტემაში ამ პროფესიის წარმომადგენელთა რიცხვის ზრდა, მათთვის ისეთი სამუშაო პირობების შექმნა, რომელიც მისცემს საშუალებას წარმატებული საქმიანობა განახორციელონ და ის, რაც უკვე გაკეთდა რამდენიმე კვირის წინ, ამ შედეგის შენარჩუნება და გაძლიერება. კერძოდ, პენიტენციურ სამსახურში სოციალური მუშაკი (ეს პირველად ხდება) აღარ არის ტექნიკური ფუნქციების შემსრულებელი. სოციალური მუშაკი თებერვლის თვიდან პენიტენციურ სისტემაში უკვე ნამდვილ სოციალურ სამუშაოს ეწევა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვასა და სოციალური მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის“ პროექტის ხელმძღვანელმა, რანდელ ბაროუზიმ. „სოციალური მუშაკები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში არიან დანაშაულთან მებრძოლები, რომლებსაც მსჯავრდებულებთან აქტიური მუშაობით წვლილი შეაქვთ დანაშაულის განმეორების პრევენციაში. ამ მიზნის მისაღწევად, სახელმწიფომ სოციალური მუშაობა უნდა მოაქციოს პროფესიულ ჩარჩოებში და მისცეს მათ, სოციალურ მუშაკებს, შესაძლებლობა იმუშაონ რეაბილიტაციის მიმართულებით”, - აღნიშნა რანდელ ბაროუზიმ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დეპარტამენტში არსებული სოციალური სამმართველო გაუქმდა და შეიქმნა იერარქიულად პენიტენციური დეპარტამენტის დონის მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის დეპარტამენტი, რომელშიც მთელი პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები გაერთიანდნენ. ცენტრალიზებული სისტემა ერთგვაროვან მიდგომებს და ეფექტიან სარეაბილიტაციო მომსახურებას უზრუნველყოფს. სოციალური მუშაკები ფუნქციების მიხედვით გაიყო ორ ნაწილად: შემთხვევის მმართველი და შემთხვევის ადმინისტრატორი. სოციალური მუშაკი - შემთხვევის მმართველის ფუნქცია მსჯავრდებულის შეფასება, მისთვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შედგენა და სარეაბილიტაციო პროგრამების მიწოდებაა, ხოლო შემთხვევის ადმინისტრატორის ფუნქცია შემთხვევის ადმინისტრირებაა, იგი შემთხვევის მმართველის დამხმარეა და მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კომუნიკაციას და უფლებების ადვოკატირებას უზრუნველყოფს. კონფერენციაზე საუბარი შეეხო გარდამავალი მენეჯმენტის მნიშვნელობას, რომელსაც პენიტენციური, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემები ერთობლივად განახორციელებენ. გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ პრობაციის ეროვნული სააგენტო და დანაშაულის პრევენციის ცენტრი გახდება ერთიანი სტრუქტურა და ჩამოყალიბდება, როგორც პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის ეროვნული სააგენტო, რომლის საქმიანობაშიც სოციალური მუშაობა ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი იქნება. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენელი, კატალინ გერმანი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პენიტენციური, პრობაციის და დანაშაულის პრევენციის სისტემების, სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/463051
აქცენტნიუს.ჯი- http://www.accentnews.ge/ge/news/details/70654
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=82101
---
16.04.2019
„ძალიან რთულია ამ თანხით ოჯახის შენახვა, გამიჭირდება წარმოდგენა“ - სერგეენკო საარსებო მინიმუმზე
ჯანდაცვის მინისტრს უჭირს წარმოდგენა თუ როგორ შეიძლება 5-სულიანმა ოჯახმა 361 ლარად და 20 თეთრად მთელი თვის განმავლობაში იკვებოს. „პრაიმტაიმის“ შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურად ეჩვენება მას საქსტატის მიერ გამოთვლილი თანხით ოჯახმა სრულფასოვნად იარსებოს, სერგეენკო პასუხობს: „ძალიან რთულია ამ თანხით ოჯახის შენახვა, გამიჭირდება წარმოდგენა“ მინისტრის თქმით, სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული დათვლის მეთოდოლოგია მრავალწლიან პრაქტიკას ეყრდნობა. თუმცა, რამდენად რელევანტურად ასახავს ის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან შექმნილ რეალობას, სერგეენკოს პასუხის გაცემა უჭირს. „საქსტატი გათვლებს საარსებო მინიმუმზე აკეთებს იმ დამტკიცებული ნორმების საფუძველზე, რომელიც არის დადგენილი. არსებობს დათვლის რამდენიმე ათეული მეთოდოლოგია. მსჯელობა იმაზე, რომ შესაძლებელია არსებული მეთოდოლოგია შეიცვალოს იყო, თუმცა მე გამიჭირდება გითხრათ რა გადაწყვეტილება იქნება ამ მხრივ მიღებული,“- განაცხადა დავით სერგეენკომ. საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით სტატისტიკის ეროვნულმა დეპარტამენტმა მონაცემები გუშინ გამოაქვეყნა. საქსტატის მიხედვით ოჯახს, სადაც 5 ადამიანი ცხოვრობს ერთი თვის განმავლობაში საარსებოდ 361 ლარი და 20 თეთრი უნდა ეყოს.
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=96540
---
16.04.2019
სერგეენკო-64 კოლეგა იყო, ვისთანაც სამსახურებრივი ურთიერთობა მქონია, ცვლილებები ალბათ იქნება
"კონკრეტული არაფერი ხდება, ცვლილებები სულ იყო და მომავალშიც იქნება. ახლა რომ რამე კონკრეტული კონსულტაციები მიმდინარეობდეს, ამის შესახებ არ მსმენია."- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ცვლილებები სისტემატურად იყო და მისი ვარაუდით, მომავალშიც იქნება. ,,სულ იყო ცვლილებები და ვვარაუდობ, რომ ალბათ იქნება, იმიტომ რომ აქამდე 64 ჩემი კოლეგა იყო ვისთანაც მე მქონია სამსახურებრივი ურთიერთობა და ალბათ მომავალშიც იქნება, არ ვიცი. "-აცხადებს დავით სერგეენკო
---
16.04.2019
"გაუსაძლისი ტკივილები მეორე ფეხზეც გადაუვიდა... კვირაში ორჯერ გონებას კარგავს" - 13 წლის ლუკას საზოგადოების დახმარება სჭირდება
ეს 13 წლის ლუკა გორაძეა, ლუკამ 4 თვის წინ მოიტეხა ფეხი, მას შემდეგ უამრავი ექიმი თუ ექიმბაში გამოიცვალა ბათუმში, უმეტესობა ეუბნება რომ მოტეხილობა არ ჩანს, ნაწილი უმტკიცებს რომ ლუკას მოტეხილ ფეხზე აქვს კისტა, რომელიც მოტეხილობაზე უფრო სერიოზულია. ბოლო 1 თვეა 13 წლის მოზარდს დაეწყო ფეხის ძლიერი ტკივილები, რომელიც მეორე ფეხზეც გადადის. არანაირი წამალი არ აყუჩებს ტკივილს. დაეწყო გულყრები და დაახლოებით კვირაში ორჯერ ითიშება. ოჯახს აღარ დარჩა არანაირი რესურსი რომ ლუკას ჩაუტაროს დამატებით გამოკვლევები . ლუკას ოჯახი სოციალურიად დაუცველია. ბავშვი სალიბაურის სკოლა პანსიონში სწავლობს და იქ რჩება. თუმცა, ბოლო დროს ხშირად უწევს ტკვილების გამო საწავლო პროცესს ჩამოშორდეს, იქნებ გამოჩნდეს ვინმე ღვთისნიერი ადამიანი და დააფინანსოს ლუკას გამოკვლევები რომელიც სულ 735 ლარი ჯდება. ხშირად სიღარიბე ადამინის ცხოვრებაში განაჩენია. ნუ დაუშვებთ რომ ეს ლუკასათვის გახდეს განაჩენი. თანხის ჩარიცხვის მსურველებმა დანიშნულებაში მიუთითეთ #ლუკა #გორაძე აპარატებიდან: #თიბისი #ფეის, საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი, იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982, საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარატები, იურიდიული პირი ან კომპანის ანგარიში, საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი: #GE55BG0000000588221400, თიბისი ბანკი: ლარში - #GE12TB7990736080100007, დოლარში - #GE94TB7990736180100002, ევრო - #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14
---
ბეჭდვითი მედია
17.04.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
„მკვლელები არიან, პირდაპირ რომ გითხრათ, ჩვეულებრივი მკვლელები...“ - რას ყვებიან პანორამა თბილისის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები
მორიგი უბედური შემთხვევა სამშნებლო ნორმების დარღვევის გამო - ამჯერად შემთხვევა რუსთაველის გამზირზე, პანორამა თბილისის მშენებლობაზე მოხდა. სამი ახალგაზრდა სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ორ ყრუ კედელს შორის ნახევარმეტრიან სივრცეში ჩაცვივდნენ. უბედური შემთხვევის მიზეზი თვითმხილველების თქმით, სამშენებლო ნორმების დარღვევაა, რადგანაც მუშებს დამცავი და უსაფრთხოების ეკიპირება არ ჰქონდათ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მუშების ასაკი 19-21 წელია. ერთი დაშავებული ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, ხოლო ორი კი - ამტელში გადაიყვანეს. მათი მკურნალი ექიმის ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ და მათ სხეულზე ვარდნის შედეგად დაჟეჟილობები აღენიშნებათ. ხოლო მესამე ახალგაზრდას ფეხი აქვს მოტეხილი. პანორამა თბილისის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გოჩა გობაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ შრომითი უსაფხოების წესები დაცული არ არის და ყველას, ვინც ამ მშენებლობაზე მუშაობს, სერიოზული საფთხე ემუქრება. გობაძე ამბობს, რომ დაშავებულები მეცხრე სართულის ფასადზე მუშაობდნენ და იქიდან გადმოვარდნენ. „მე „მალიარკის“ გაკეთებაზე შიგნით ვმუშაობ. არანაირი უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. არც ეკიპირება გვაქვს და არც ჩაფხუტები, მკვლელები არიან, პირდაპირ რომ გითხრათ, ჩვეულებრივი მკვლელები. „იძულებული ვართ, რომ მსგავს პირობებზე მუშაობას დავთანხმდეთ. ამ ქვეყანაში სამუშაო არსად არაა. დედა მყავს ინსულტით დაავადებული. წამლების ფულისთვის ვმუშაობ, სხვაგვარად დედა მომიკვდება“, - აცხადებს გოჩა გობაძე თვითმხილველები ასევე ყვებიან, რომ მათ ხმაურის და ნგრევის ხმა შემოესმათ, ადგილზე მისულებს კი სამი ახალგაზრდა მამაკაცი მიწაზე მშენებლობებს შორის ჩავარდნილი დახვდათ. მათი ინფორმაციით, მუშებს სპეციალური აღჭურვილობა არ ჰქონდათ. ეს ფაქტი ვიდეოკადრებშიც კარგად ჩანს, რომელიც „ფეისბუკის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. „ერთს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ეტყობოდა კიდეც. დანარჩენ ორ მუშას რა სჭირდათ, არ ვიცით. ერთი თავს იტკიებდა და ამბობდა, რომ თავი ჰქონდა ძლიერად დარტყმული. ადგილზე მისვლას პოლიციაც კი ვერ ახერხებდა. არსებობდა საფრთხე, რომ სამშენებლო კონსტრუქციის ჩამოშლა მოხდებოდა. „დაშავებული მუშები ძლივს გამოიყვანეს. მათ არანაირი სპეცეკიპირება, არც ჩაფხუტები და არც სხვა დამცავი საშუალებები არ ჰქონდათ. ჩვეულებრივად ჩაცმული, ყოველდრიური ტანსაცმლით იყვნენ. ასე 30 წლამდე ახალგაზდებია რიან, რომლებიც ამ ობიექტზე რამდენიმე თვეა რაც მუშაობენ. „ერთი დიდი მოზვავების ხმა გავიგონეთ და მერე ვიღაც ყვიროდა - რაღაც ჩამოინგრა და იქ ბიჭები მოყვნენო. რა ვიცით, როდემდე უნდა გაგრძელდეს მსგავსი ფაქტები. აქვე ვცხოვრობ და რამდენიმე თვეა სულ ასე უსაფრთხოების ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე მუშაობენ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ერთ-ერთი თვითმხილველი. თბილისში მშენებლობაზე კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი რამდენიმე კვირის წინაც მოხდა. ჭავჭავაძის გამზირზე 31 მარტს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს. „პირველადი დათვალიერებით, ზოგადად ობიექტზე ფიქსირდება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა“, - ამის შესახებ მაშინ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული. ჯერჯერობით უცნობია ვისი ბრალეულობა შეიძლება გამოიკვეთოს. დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ, მართალია, მიღებულია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, სადაც შრომის ინსპექციას უკვე ევალება შეამოწმოს სამუშაო ადგილზე, მაგრამ ფაქტია, ასეთი შემთხვევები მაინც ხდება. მათი თქმით, არ არსებობს შრომის უსაფრთხოების კანონში ჩანაწერი იმის შესახებ, თუ რამდენი უნდა იყოს კომპენსაცია უბედური შემთხვევის შემდეგ უკვე დაზარალებული ადამიანისთვის ან გარდაცვლილის ოჯახისთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შრომის უფლებების შემოწმების მანდატიც დაემატოს შრომის ინსპექციას, გაიწეროს კომპენსაციების თემა და ყურადღება მიექცეს ნებართვების გაცემებსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავის უბედური შემთხვევები მუდმივად გვექნება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 იანვარი-მარტის პერიოდში მშენებლობაზე 11 მუშა გარდაიცვალა და 3 დაშავდა. 2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 40 ადამიანი, აქედან 16 მშენებლობაზე, ამავე პერიოდში სამუშაო ადგილზე დაშავდა 37 ადამიანი, აქედან 17 იყო მშენებლობაზე. სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა გარდაცვალებულთა რიცხვი 2017 წელს 39-ს შეადგენდა, აქედან მშენებლობაზე - 17. 2017 წელს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 22 შემთხვევა მშენებლობაზე მოხდა. 2016 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 58 ადამიანი, აქედან 18 მშენებლობაზე, ამავე პერიოდში სამუშაო ადგილზე დაშავდა 84 ადამიანი, აქედან 23 იყო მშენებლობაზე.
---
17.04.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
"პანორამა თბილისის" მშენებლობაზე ჩემი მეზობელი, 27 წლის ბიჭი დაიღუპა, მაგრამ ფაქტი დამალეს - ოქრუაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ "პანორამა თბილისის" მშენებლობაზე მუშის ჩამოვარდნის ეს პირველი შემთხვევა არ არის. მისი თქმით, სოფელ ტყვიავში მისივე კარის მეზობელი ამ მშენებლობიდან რამდენიმე კვირის წინ ჩამოვარდა და გარდაიცვალა. თუმცა ეს ფაქტი არც მედიას და არც არავის გაუხმოვანებია. „პანორამა თბილისის" მშენებლობაზე ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა მუშები სიმაღლიდან ჩამოვარდნენ. რამდენიმე თვის წინ ჩემი კარის მეზობელი დაიღუპა, რის შესახებაც არც ერთ საინფორმაციო საშუალებას არ განუცხადებია, სწორედ იმიტომ, რომ ეს მშენებლობა ეკუთვნის ძლიერთა ამა ქვეყნისა", - განაცხადა ოქრუაშვილმა გადაცემა „რეაქციაში". "პანორამა თბილისის" მშენებლობისას გუშინ 3 მუშა სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაშავდა.
---