მედიამონიტორინგი 17.12.2018
ტელევიზია
16.12.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის კვირა
მრავალწიანი რიგები მშობლის სტატუსისთვის. როგორ რეგულირდება შვილად აყვანისა და გაშვილების თემა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5760902
---
15.12.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები გადაუდებელ სამედიცინო დამხარებაში მომზადდნენ. პირველი ჯგუფის სწავლება უკვე დასრულდა. წარმატებულ კურსანტებს სერტიფიკატები გადაეცათ. კურსის მონაწილეებს სამედიცინო ჩანთებიც დაურიგდათ. გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში მომზადება სასწავლო-სატრენინგო ცენტრის ბაზაზე მიმდინარეობდა. სწავლება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5759853
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5759442
---
15.12.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
გრიპის ვირუსის მორიგი ეპიდემია საქართველოში - ბოლო დღეების განმავლობაში კლინიკებს რეკორდული რაოდენობის პაციენტები მიმართავენ, მათ შორის უმეტესობა ბავშვია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ საქმე გვაქვს A ტიპის H1 ვირუსთან, რომელიც ხანგრძლივი მაღალი სიცხეებით გამოირჩევა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5759833
---
15.12.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
ბორჯომში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება გაიხსნა. ახალი ცენტრი დაახლოებით 200 ბენეფიციარს მოემსახურება. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მსგავსი განყოფილებების გახსნა თბილისსა და რეგიონებში კიდევ იგეგმება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5759460
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5759166
---
15.12.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები და მათი უფლებადამცველები ჯანდაცვის მინისტრს პეტიციას უგზავნიან. წერილში საუბარია, თუ რა სირთულეების წინაშე დგანან ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანები და რა გზით შეიძლება პრობლემების მოგვარება. ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მობილური გუნდის მოთხოვნა 2019 წლიდან სახელმწიფო პროგრამით 16 ახალი ჯგუფის დაფინანსებას ითვალისწინებს, რომელიც პაციენტისთვის თანამედროვე სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5759192
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5759449
---
14.12.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5758544
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5758513
ერთსულოვნება - სიახლენი 22:00 -
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5758748
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5758055
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5757567
---
14.12.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00
პაატა იმნაძის თქმით, საერთაშორისო ექსპერტებმა რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია შეამოწმეს და დასკვნაში ასახეს, რომ აქ მხოლოდ მშვიდობიანი კვლევები მიმდინარეობს. მისივე თქმით, საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებული ეს შემოწმება კონკრეტულად, რუსეთის ბრალდებებს არ უკავშირდება და 1 წლის წინ ჰქონდათ დაგეგმილი ყველა ქვეყნის მოწვევა მათ შორის რუსეთისაც.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5757940
---
ინტერნეტი
16.12.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/qartuli-samedicino-sistema-ar-arsebobs-interviu-amerikashi-mogvawe-qartvel-eqimtan
ქართული სამედიცინო სისტემა არ არსებობს! - ინტერვიუ ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმთან
ქართული სამედიცინო სისტემა არ არსებობს! - აცხადებს ქართულ-ამერიკული სამედიცინო ასოციაციის, GAMPHA-ს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გურული. ის ამერიკაში 90-იან წლებში გაემგზავრა. ამჟამად მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი და ამავე შტატის დედაქალაქ ჯეკსონის ვეტერანთა ფედერალური ჰოსპიტლის ანესთეზიის, რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორია. წლებია ხედავს, როგორი პატივით ეპყრობა ამერიკა თავის გმირებს და იცის, როგორ მუშაობს გამართული სამედიცინო სისტემა, რადგან ისიც ამ სისტემის ნაწილია და სურს, თავისი ცოდნა თავის სამშობლოს გაუზიაროს. - ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ექიმების მიმართ ნდობა დაკარგეს და თუ შესაძლებლობა აქვთ, საზღვარგარეთ გარბიან სამკურნალოდ. - ვერ გავამტყუნებ მათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ექიმები უვიცის კლიშეს იმსახურებენ; თუ უვიცები ვართ, როგორ ხდება, რომ ყოველწლიურად 20-30 ახალგაზრდა ქართველი ექიმი ირიცხება ამერიკულ რეზიდენტურაში? ისინი თავისუფლად უწევენ კონკურენციას მსოფლიოს საუკეთესო ტვინებს! საქართველო არც გამოჩენილი ექიმების ნაკლებობას განიცდის. დიახ, ჩვენს ქვეყანას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, საზოგადოების უნდობლობა კი ქართული მედიცინის მახინჯმა სისტემამ, უფრო სწორად, უსისტემობამ გააჩინა. - როდესაც ღიად აკრიტიკებთ სისტემის ნაბიჯებს და საყოველთაო ჯანდაცვას ანტისახელმწიფოებრივ პროგრამას უწოდებთ, ალბათ იცით, რომ ბევრი მოწინააღმდეგე გამოგიჩნდებათ... - მაგრამ სათქმელი ხომ უნდა ითქვას? როდესაც ამ პოპულისტური პროგრამით საზოგადოების ე.წ. სრული გადაფარვა მოინდომეს, ვერ გაითვალისწინეს, რომ ეს პრაქტიკულად არც ერთი ქვეყნის ეკონომიკას არ ძალუძს. ბიუჯეტის განიავებისა და სახელმწიფოს გაღარიბების გარდა, ამ პროგრამამ უამრავი ბოროტება მოუტანა ადამიანებს, რადგან ჩვენს საავადმყოფოებში ასობით არასაჭირო, მავნებლური ქირურგიული ოპერაცია ჩატარდა. ამ ეტაპზე რთულია საზოგადოება დავარწმუნო ჩემი აზრის სისწორეში, მაგრამ ფაქტია ამ სისტემის დანაშაულია გამოუცდელი ადამიანებით დაკომპლექტებული, ლამისაა სადარბაზოებში გახსნილი ინტენსიური განყოფილებები, მართვით სუნთქვაზე მიერთებული, უიმედო ავადმყოფები, სამედიცინო შეცდომები, ჯანმრთელი ადამიანებისთვის ჩატარებული ოპერაციები და ბიუჯეტიდან ფულის გამოძალვის მიზნით გადავსებული საწოლები. არც ამდენი კლინიკა გვჭირდება. ჩვენს სამმილიონიან ქვეყანას, რომელიც ერთი დიდი ამერიკული ქალაქის ზომისაა, რამდენიმე თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი კლინიკა ეყოფა, სადაც შესაძლებელი იქნება კვალიფიციური რეზიდენტების მომზადება; ყველა საჭირო, სერიოზული ოპერაციის ჩატარება, მაგრამ მედიცინა ახლა საქართველოში ხშირად, საეჭვო რეპუტაციის ბიზნესის წყაროა, ყოველგვარი რეგულაციების და საღი აზრის გარეშე დამყარებული ქაოსი. - რა მიზანი ჰქონდა ქართულ-ამერიკული სამედიცინო ასოციაციის დაარსებას? რა შეძელით და რა გახდა შეუძლებელი ამ ასოციაციის დაფუძნებით? - ამერიკაში მყოფი ქართველი ექიმების შეკრება-ორგანიზების საქმეში დიდი როლი ითამაშა მაშინდელმა ხელისუფლებამ, კერძოდ აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბათუ ქუთელიამ და ჯანმრთელობის სამინისტრომ. არ შემიძლია არ აღვნიშნო ქალბატონ მარიამ ჯაშის, პარლამენტის განათლების კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარის განსაკუთრებული წვლილიც. მათი ხელშეწყობით ჩატარდა კონფერენცია მედეა 2011 წლის იანვარში. იმედის მომცემი დასაწყისი გახლდათ, რადგან ვაშინგტონის შეკრებაზე ქართველი ექიმების 90% ჩამოვიდა. მახსოვს, კონფერენციაზე საკმაოდ მწვავედ წარიმართა დებატები, მაგრამ საბოლოოდ საღმა აზრმა გაიმარჯვა და ყველამ აღიარა ასოციაციის აუცილებლობა და სარგებელი ქვეყნისთვის. კონფერენციაზე დამასახელეს ამერიკაში ქართველი ექიმების კოორდინატორად, ჯანდაცვის მაშინდელმა მინისტრმა სანდრო ურუშაძემ კი ოფიციალურად გააფორმა ეს ბრძანება და ახლა ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ექიმების საკოორდინაციო საბჭოს მთავარ კოორდინატორად ვითვლები. დასაწყისი საკმაოდ რთული იყო. სამინისტროს თანამშრომლები, ვისთანაც უშუალოდ გვქონდა ურთიერთობა, პირველ რიგში, პოლიტიკოსები არიან და სწრაფ შედეგებზე იყვნენ ორიენტირებული, მაგრამ ვამაყობ იმით, რომ დავარწმუნეთ სამინისტრო, რათა გვეფიქრა მხოლოდ მაღალ მიზანზე და არა მოსწრებაზე. საქმე ხომ პროფესიონალების უაღრესად მნიშვნელოვან ჯგუფთან გვაქვს, რომელთა ჩამოყალიბებას და გაზრდას 14-16 წელი სჭირდება, ამიტომ სერიოზულ რეფორმაზე ერთ ან თუნდაც სამ წელიწადში ლაპარაკი შეუძლებელი იყო და არის. საბოლოო ცვლილებები ერთი რომელიმე პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის არსებობის პერიოდში კი არ უნდა მოხდეს, არამედ გონიერ ვადებში. ჩვენ საფუძველის ჩაყრას ვგეგმავდით, ნაყოფს კი სულ სხვა მთავრობის პირობებში, ქვეყანა მოიმკიდა. გეგმა ასეთი იყო: პირველ ეტაპზე უნდა შეგვექმნა ის, რაც ძალიან აკლია საქართველოს - რეზიდენტურის ანუ სამედიცინო განათლების შემდგომი კლინიკური განათლების სისტემა. რადგან ამერიკული სისტემა ეფექტურია, შევთანხმდით, რომ ახლის გამოგონება საჭირო აღარ იყო. ამასთან, გვინდოდა დიპლომის შემდგომი განათლების საკითხები მოგვეწესრიგებინა და ამის საფუძველზე მძლავრი პროფილური ასოციაციები შეგვექმნა, რომლებიც ფაქტობრივად, თავად მოახდენდნენ თავიანთ დარგებში ხარისხის კონტროლს. პირველ ეტაპზე სახელმწიფოს ხელშეწყობით და ჯანდაცვის სამინისტროს გარკვეული კონტროლით, შემდეგ ავტონომიურად. ასოციაციის სათავეში ამერიკელი და ევროპელი ექიმების, ჯანმრთელობის სამინისტროს წარმომადგენლების, საქართველოში მოღვაწე ექიმების ჯგუფი იქნებოდა. - რა დაუჯდებოდა სახელმწიფოს ამ პროგრამის დაფინანსება? - ეს ფინანსურად დიდი ტვირთი არ უნდა ყოფილიყო, რადგან საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმებმა, რომლებიც მაშინვე ჩაერთვნენ სასწავლო მასალების მომზადებაში, უარი განაცხადეს ანაზღაურების მიღებაზე. არც მოგზაურობის ხარჯებს ვითხოვდით. თუ სახელმწიფო მოისურვებდა ამისთვის თანხა გამოეყო, მას უკლებლივ გადავრიცხავდით ახალგაზრდა ქართველი ექიმების განათლების ფონდში. მოკლედ, იმედიანად ვიყავით. 2012 წელს, ბათუმში შემდეგი კონფერენციაც ჩავატარეთ, მაგრამ შეიცვალა ხელისუფლება და სამწუხაროდ, ყველაფერი გაიყინა. ვწუხვარ რომ წამოწყებული საქმე შეგვაჩერებინეს. 6 წელიწადი დავკარგეთ, ახლა ახალ ეტაპზე ვიქნებოდით გადასულები და პირველი ჯგუფი გვეყოლებოდა გამოწვრთნილი. - ახალ მინისტრს შეხვდით? - როგორც კი კოალიცია ქართული ოცნება ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ბატონ სერგეენკოს შევხვდი. მას აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა ჰქონდა ქართული მედიცინის რეფორმებთან დაკავშირებით, რაც ჩემი აზრით, არარეალური იყო. იგი თვლიდა, რომ საკმარისი იქნებოდა რამდენიმე კარგად დაკომპლექტებულ-აღჭურვილი კლინიკის შექმნა, სადაც უცხოეთიდან დაბრუნებული ქართველი ექიმები იმუშავებდნენ. საქართველოს ამჟამადაც არ აკლია გამოცდილი პროფესიონალები, მაგრამ მათი საქმიანობის არაეფექტურობა განპირობებულია სრული უსისტემობით. - მინისტრთან შეხვედრის შემდეგ დანებდით დინებას? - არა, მაგრამ სულ მალე, მინისტრის მაშინდელმა მოადგილე დიმიტრი მახათაძემ ოფიციალურად განგვიცხადა, რომ ხელს არ შეგვიშლიდა საქველმოქმედო საქმიანობაში, თუმცა სხვა მხრივ ჩვენი ურთიერთობის პერსპექტივას ვერ ხედავდა. მოკლედ, ამერიკელებიც მოგვიშორეს და ევროპელებიც. ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ სახელმწიფო ჩვენი რესურსის გამოყენებაზე უარს აცხადებს. ისე არ გამიგოთ, თითქოს მხოლოდ ეს ერთი ხელისუფლებაა საქართველოში, რომელიც შეცდომებს უშვებს, წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა ხარვეზები სამედიცინო კუთხით. თუნდაც ის ასი ამოჩემებული საავადმყოფო რომ გავიხსენოთ. რესურსის გაფლანგვის გარდა, ასე სოკოებივით ამოზრდილი მცირე ზომის კლინიკები ვერ უზრუნველყოფდნენ საგანმანათლებლო ბაზებად ფუნქციონირებას. ახლა ისე გამოვიდა, რომ საზღვარგარეთ გამოზრდილი საუკეთესო ნაღები ჩვენი სამედიცინო ელიტისა, რომლებიც უანგაროდ ჩაერთვნენ ამ დიდ საქმეში, პრაქტიკულად, დაკარგული არიან საქართველოსთვის; თუმცა, ობიექტურობისათვის უნდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე მაღალკვალიფიციური ექიმი დაბრუნდა საქართველოში და წარმატებითაც საქმიანობს საკუთარ კერძო პრაქტიკაში.
---
16.12.2018
დავით სრეგეენკო - პოლიციას მიცემული აქვს ოპოზიციისთვის გზა, რომლითაც შეუძლიათ დაუბრკოლებლად შემოვიდნენ თელავში
პოლიციას მიცემული აქვს ოპოზიციისთვის გზა, რომლითაც შეუძლიათ დაუბრკოლებლად შემოვიდნენ თელავში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. "ვადევნებდი თვალყურს სიახლეებს. პოლიციას მიცემული აქვს მათთვის გზა, რომლითაც შეუძლიათ დაუბრკოლებლად შემოვიდნენ თელავში. არ ვიცი რას ემსახურება ეს დაპირისპირება გარდა ყურადღების მიპყრობისა",- აღნიშნა სერგეენკომ. სოფელ ველისციხესთან გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეები თელავისკენ წავლას ცდილობენ, თუმცა გზა გადაკეტილია.
---
15.12.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/525394-magalmtian-regionshi-mcxovrebtatvis-pirveladi-daxmarebis-scavleba-chatarda/
მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებთათვის პირველადი დახმარების სწავლება ჩატარდა
მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირები გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში მომზადდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პირველი ჯგუფის სწავლება უკვე დასრულდა. წარმატებულ კურსანტებს სერტიფიკატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან ერთად გადასცა. კურსის მონაწილეებს სამედიცინო ჩანთებიც დაურიგდათ. კომპლექტაცია გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო სახარჯ მასალასა და ინვენტარს მოიცავს. გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში მომზადება სასწავლო-სატრენინგო ცენტრის ბაზაზე მიმდინარეობდა. სწავლება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა. პროგრამის მიზანი მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების განვითარება და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებაა.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/217534
---
15.12.2018
გრიპის ვირუსის ეპიდემია საქართველოში - სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
გრიპის ვირუსის ეპიდემია საქართველოს მასშტაბით - უკანასკნელი დღეების განმავლობაში, კლინიკებს დიდი რაოდენობით პაციენტები აკითხავენ. სპეციალისტების განცხადებით, საქმე გვაქვს A ტიპის H1 ვირუსთან, რომელიც ხანგრძლივი მაღალი სიცხეებით გამოირჩევა. „როგორც წესი, იწყება მაღალი ცხელებით და გამოხატული ინტოქსიკაციით, რასაც თან ახლავს ხველა და ყელის ტკივილი. თუ გრიპი თავიდანვე იწყება მძიმედ, რასაც ახლავს სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სისხლნარევი ხველა ან ცხვირიდან სისხლიანი გამონადენი, ბავშვებში ზედმეტად აღგზნებულობა ან მივარდნილობა. ეს არის სიმპტომები, რომელიც ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს,“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა.
---
15.12.2018
მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/11442-%E2%80%9E16-xlis-qalebi%E2%80%9C
16 წლის ქალები“
საბინა მე-9 კლასშია (სახელი შეცვლილია). ერთი თვეა, რაც სკოლას აცდენს. დღეს, სოფლის კლუბში, სადაც ახლა საბანკეტო დარბაზია, ქორწილი აქვს. ელზა მასწავლებელი სოფელში ბევრს არ უყვარს - „ის ჩამშვებია“. 15 წლის საბინას გათხოვებაზეც მიწერა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციას. ელზა ფრთხილობს - გასულ წლებში მისი სკოლის მე-9 კლასის ორმა მოსწავლე გოგონამ თავი მოიკლა. მესამეს პედაგოგებმა მიუსწრეს. სამივე შემთხვევაში მშობლები ბავშვებს იძულებით ათხოვებდნენ. საბინას საქმეზე სოფელში ჩასულ სოციალურ მუშაკს გოგონას მშობლებმა უთხრეს, რომ შვილი მხოლოდ დანიშნეს. ბავშვზე ზრუნვის ორგანოს წარმომადგენელს გოგონას დედის ხელწერილიც აქვს - „ვიდრე საბინა სკოლას არ დაამთავრებს, ქმარს არ გაატანენ“. სოციალურმა მუშაკმა ელზა მასწავლებელს უსაყვედურა კიდეც - „უსაფუძვლო შეტყობინებისთვის“. რამდენიმე დღეში, სოფლის კლუბში მისული პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი სიძე-პატარძლის მშობლებმა სუფრასთან მიიწვიეს. უთხრეს, რომ „საბინა უკვე ქალია“ - გოგონა ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე 16 წლის გახდა. გამოძიება ფორმალურად, მაგრამ დაიწყო. გამომძიებლის თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, დასჯადია სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში: „გოგონას პასპორტი მაქვს ხელთ, ის ახლა 16 წლისაა“. კანონი 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 2016 წელს, აღნიშნული მუხლით 250 სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, დაზარალებულის სტატუსი კი 189 არასრულწლოვანს მიენიჭა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კახეთშია (55 შემთხვევა), ქვემო ქართლში (50 შემთხვევა), იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (46 შემთხვევა), სამეგრელო-ზემო სვანეთში (31 შემთხვევა). გოგონათა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან, საქართველოში 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება სრულად აიკრძალა, მაგრამ კვლავ მაღალია ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა. „ეს რიცხვები ცხადყოფს სკოლებს, პოლიციასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის კოორდინაციის სისუსტეს, რასაც ამ უწყებებს ე.წ. რეფერირების მექანიზმი ავალდებულებს“, - ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. არასრულწლოვანი გოგონების ნიშნობა - ქორწინების იძულება მე-9 კლასის მოსწავლე იყო 15 წლის გულნარაც (სახელი შეცვლილია), როცა მეზობლად გაათხოვეს. ელზა მასწავლებლის შეტყობინების შემდეგ, გოგონას მშობლებმა სოციალურ მუშაკს განუმარტეს, რომ შვილი დანიშნეს, მაგრამ ისევ მათთან ცხოვრობდა (აჩვენეს კიდეც) და სკოლაში სწავლასაც გააგრძელებდა. ელზა მასწავლებელს „უსაფუძვლო შეტყობინების“ გამო ამ შემთხვევაზეც უსაყვედურეს. გულნარა ახლა ორსულადაა, სკოლაც მიატოვა. ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში, დანიშვნა - ადრეულ ასაკში ქორწინების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ტრადიციის მიხედვით, დანიშვნას უმეტესად მშობლები წყვეტენ, ზოგიერთ შემთხვევაში ისე, რომ შვილებს არც ეკითხებიან. ყარაჯალის სკოლის პედაგოგებს მიაჩნიათ, რომ იძულებითი ქორწინების მოტივაცია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ბიჭის ოჯახი გოგოს ოჯახს ფულს ან საქონელს აძლევს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის არქივში იძებნება ინფორმაცია ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული საქმის შესახებ, როცა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში, მამამ 16 წლის გოგონა 45 წლის კაცზე დანიშნა, სანაცვლოდ კი, სიძემ სიმამრს 10 ძროხა მისცა. იმის გამო, რომ გოგონა ამ გარიგების წინააღმდეგი იყო, სახლიდან გაიპარა და ცოლად სხვას გაჰყვა. ზოგჯერ დანიშვნა ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების „ლეგალიზების“ გამოც ხდება. ფარვინა (სახელი შეცვლილია) 15 წლის იყო, როცა მეგობრის დაბადების დღეზე იუბილარის ძმას მოეწონა. ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. გოგონა გათხოვებაზე ჯერ არ ფიქრობდა, მაგრამ მშობლებმა მალევე დანიშნეს, რომ მეზობლებისა და ნათესავებისგან მითქმა-მოთქმა არ მოჰყოლოდა. საპირისპირო სქესის მოზარდთან შეხვედრა გოგონებს თუ „ჩრდილს აყენებს“ და „სახელს უფუჭებს“, თემში ფიქრობენ, რომ „ბიჭებისთვის ეს სასახელოა“. ამიტომაც, მშობლებს მიაჩნიათ, რომ დანიშვნით თუ გათხოვებით, გოგონებს „სახელის გატეხვისგან“ იცავენ და „პატრონს აბარებენ“. საერთაშორისო სამართლით, იძულებითი ქორწინება ადამიანის უფლების უხეში დარღვევაა. საქართველოში ქორწინების იძულება დასჯადი 2015 წელს გახდა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს, იძულებითი ქორწინების მუხლით გამოძიება 6 შემთხვევაში დაიწყო, საიდანაც 5 შემთხვევაში შეწყდა, ხოლო სასამართლოს არცერთი საქმე არ განუხილავს. სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში ქორწინების გამო, გოგონების გარდა, დამამთავრებელ კლასებში სკოლას ბიჭებიც ტოვებენ. 2016-2017 სასწავლო წელს სტატუსი შეუჩერდა 5713 არასრულწლოვანს, მათგან 3454 ბავშვს სავალდებულო საბაზო საფეხურის (9 კლასის) დასრულებამდე, ხოლო 2259 მოსწავლეს საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ. სტატუსის შეჩერების მიზეზებიდან ყველაზე ხშირია საზღვარგარეთ წასვლა (1695 შემთხვევა), თუმცა დეტალური ინფორმაცია გამგზავრების მიზნის შესახებ არ მოიპოვება; მოსწავლე ზედიზედ არ ცხადდება 90 სასწავლო დღე (1256 შემთხვევა); კანონიერი წარმომადგენლის განცხადება (1006 შემთხვევა). რეგიონებიდან სკოლის მიტოვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში (1259), აჭარასა (441) და კახეთშია (511). „კანონით სავალდებულოა, რომ ბავშვმა 9 კლასის განათლება მიიღოს. ცხრა კლასის დასრულების შემდეგ მშობლებს შეუძლიათ წაიყვანონ - ზოგი ამბობს, რომ კოლეჯში უნდა ასწავლოს; ზოგი უცხოეთში წასვლით ხსნის. უფრო მეტნი ამბობენ, რომ თბილისში გადადიან საცხოვრებლად, ლილოს ბაზრობაზე ვაჭრობენ და ბავშვსაც იქვე მიიყვანენ სკოლაში. არიან ისეთებიც, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ბავშვს არ სურს სწავლის გაგრძელება - ოჯახში დახმარება სჭირდებათ, მოხუცებს მოვლა, სახლის საქმე და ა.შ. ვიდრე ბავშვი სკოლაშია, ვცდილობთ მის დაცვას შესაძლო ძალადობისგან. აქედან გაყვანის შემდეგ, არასრულწლოვანი თითქმის დაუცველი რჩება“, - ამბობს ელზა აშიროვა, ყარაჯალის სკოლის დირექტორი. სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის, დალი მოსიაშვილის თქმით, ბავშვზე სავარაუდო ძალადობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვა ნებისმიერ მოქალაქეს ან ორგანიზაციას შეუძლია: „2015-2016 წლებში ძალიან დიდი მომართვიანობა იყო ადრეულ ასაკში ქორწინებაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც დავიწყეთ საინფორმაციო კამპანია, ვითარება გაუმჯობესდა. სოციალური მუშაკები კარდაკარ დადიოდნენ და თვითონ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ეს საზიანო და დასჯადია. ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობებს არასამთავრობო ორგანიზაცია „Word Vision“-ც ატარებს თემთან, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან“. ყარაჯალაში თელავის მუნიციპალიტეტის მერიას ორი თანამშრომელი ჰყავს. ჯალალ აბდულაევი სპეციალისტად 8 წელია მუშაობს. ვერცერთ შემთხვევას ვერ იხსენებს, როცა სოფლის გამგეობიდან სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ან პოლიციისთვის უცნობებიათ ბავშვზე სავარაუდო ძალადობის შესახებ: „არის შემთხვევები, რომ ადრე ათხოვებენ, 16 წლიდან. ჩვენ არ ვმუშაობთ ამ თემაზე, ვინაიდან უფრო სკოლას ეხება. სოფელი დიდია და ძნელია მოძიება. საერთოდ არასწორად მიმაჩნია არასრულწლოვნის გათხოვება, მაგრამ ეს ოჯახზეა დამოკიდებული - ზოგს ეშინია არ გაიტაცონ, ძალით არ წაიყვანონ. ბოლო დროს გატაცების ფაქტები იმდენად აღარ არის, მაგრამ ადრე იყო. მშობლის შეგნება იმ დონეზე უნდა მივიდეს, რომ სასურველი არ არის 15 წლის გოგო გათხოვდეს. ეგ არის გამოსავალი“. ადრეულ ასაკში ქორწინებისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის ქმედებებზე, პოლიცია სკოლების გარდა სამედიცინო დაწესებულებებიდანაც იგებს. ბოლო სამ თვეში, მხოლოდ კახეთში მინიმუმ 5 ბავშვი დაიბადა ისე, რომ ორსული სამშობიარო სახლში არ წაუყვანიათ. მათ შორის, ორი გოგონა 16 წლის არის. ოჯახის წევრები ექიმებისთვის მიმართვას თავს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შიშით არიდებენ.
---
15.12.2018
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=10139
არსებობა შიშით და ცხოვრება საფრთხის შემცველ გარემოში
ბრძოლა არსებობისთვის. სოფელ კოკოტაურში მცხოვრები ხალვაშები დახმარებას ითხოვენ. ოჯახს, სოციალური დახმარება მოუხსნეს. სახლი რომელშიც ცხოვრობენ, ავარიულია. ერთადერთი შემოსავალი თამბაქოს რეალიზებაა. გაახსენდება თუ არა სახელმწიფოს ოჯახი, რომლის ერთადერთი იმედი კეთილი ადამიანების დახმარებაა? სოფელ კოკოტაურში მცხოვრები, ამ ორ წევრიანი ოჯახის სოციალურ ყოფას, ზაზა ხალვაშის ჯანმრთელობის მდგომარეობა ართულებს. რამდენიმე თვის წინ, სამეურნეო საქმიანობისას სპეცტექნიკით ფეხი დაიზიანა, ახლა ყავარჯნების დახმარებით გადაადგილდება. უნდა, რომ სამკურნალოდ დედაქალაქში ჩავიდეს, რის ფინასური შესაძლებლობაც არ აქვს. ბელეტაჟის ტიპის, ხის სახლი, სადაც ხალვაშები ცხოვრობენ არსებობის საუკუნეზე მეტ ითვლის. მოძველებული იატაკისა თუ კედლების მქონე სახლში, წვიმის დროს წყალი ჩადის. ჩამტვრეულია აივნის ნაწილიც, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია ელქეტრო გაყვანილობა. ოჯახის შემოსავალი მხოლოდ, ზაფხულში გამოყვანილი რამდენიმე კილოგრამი თამბაქოა, რომლის დიდი ნაწილიც ღირებულების მატების მოლოდინში ამ დრომდე სახლში აქვთ. კეთილი ადამიანების დახმარების იმედად მყოფი ოჯახი ხელისუფლებას საარსებო შემწეობის დანიშვნას სთხოვს, რომელიც 2015 წელს, ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო შეუჩერეს. დიასახლისი სამზარეულოში ძველ ნივთებთან ერთად იმ ცარიელ მაცივარს გვაჩვენებს, რომელსაც ახლა თაროს ფუნქცია აქვს. ოჯახს, რომ უჭირს, ეს ცხმორისის თემის რწმუნებულმაც იცის და დასძენს, რომ მერიამ მათი შესაძლებლობის ფარგლებში ხელახალი გადამომწების მიზნით სიციალურ სააგენტოსთან უშუამდგომლა. რატომ ვერ დაეხმარა მერია სახურავით ამ ოჯახს და ადგილობრივ თვითმართველობას თუ აქვს რაიმე სოციალური პროგრამა, რითაც რთულ ვითარებაში მყოფ ოჯახებს ფინასურ დახმარებას გაუწევს? ქედის მერის მოადგილე ასე გვპასუხობს: სოციალური სააგენტოს ქედის ფილიალში კომენტარი არ გააკეთეს, აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ სარეიტინგო ქულა პროგრამას გამოჰყავს. პროგრამამ კი, რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში მყოფი ოჯახის ქულა ბოლოს დეკემბერში დაითვალა და 71 330 ქულა მიანიჭა, რაც ფულად დახმარებას არ ითვალისწინებდა.
---
---
15.12.2018
აუტისტური სპექტრის მქონე 123 ბავშვი მერიის სპეციალური პროგრამის მიღმა რჩება
ბავშვს აუტისტური სპექტრი აქვს, მაგრამ მის ოჯახს თერაპიის ფინანსური შესაძლებლობა - არა."სოციალურად დაუცველები ვართ და თავისთავად ცხადია, ის სოციალური დახმარება მხოლოდ საარსებოდ გვადგება. შესაბამისად, თერაპიის საშუალება არ გვაქვს. ვცდილობდი, თავად დავხმარებოდი, რაც შემიძლია, ის არის, რომ ინტერნეტით მოვიძიო ინფორმაცია თერაპიის შესახებ და ამას ვაკეთებ კიდეც", - ამბობს ნინო. ანა თბილისის მერიის აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში მომლოდინეთა სიაშია, რიგში მე-8. პროგრამა ბავშვებს ყოველთვიურად კომპლექსური თერაპიის 20 სეანსს უფინანსებს, თუმცა, ნინოს უთხრეს, რომ მის შვილს ეს შესაძლოა კიდევ რამდენიმე წელი არ შეეხოს, ვინაიდან პროგრამის ბიუჯეტი არ იზრდება. შესაბამისად, პროგრამაში ახალი ბავშვის ჩართვა მხოლოდ მაშინ მოხერხდება, თუ ვინმე, ვინც მისით ახლა სარგებლობს, გამოეთიშება. "ბავშვს სპეციალისტები სჭირდება. ის პროგრამა, თავისთავად ცხადია, რომ სჭირდება, იმიტომაც ზის ამ პროგრამაში. 5-ნახევარი წლის არის, მალე სკოლაში წასვლა უწევს, ამიტომ პროგრამაში დაგვიანებული მოხვედრა პრობლემურია, ჩამორჩება თავისი ასაკის ბავშვებს. შეიძლება შემდეგ წელსაც შეიძლება არ შეგეხოთ რიგი ბიუჯეტის სიმწირის გამოო. გამოდის, რომ შეიძლება, არ მოუწიოს 10 წლის ასაკამდე, პირველკლასელის უნარები შესაძლოა 10 წლის ასაკში ჰქონდეს, მაშინ შევიდეს სკოლაში. იმისთვის, რომ ჰქონდეს თავისი ასაკისთვის შესაბამისი უნარები, თერაპია საჭიროა. თუმცა, შეიძლება ეს ვერ შეძლოს, იმიტომ რომ ის დახმარება, რაც ეკუთვნის, არ მიეწოდება”, - ამბობს ნინო ბეჟიტაშვილი. მომლოდინეთა სიაში, ანას მსგავსად, კიდევ 122 ბავშვია. 2018 წელს თბილისის მერიამ ამ პროგრამით აუტისტური სპექტრის მქონე 850 ბავშვი დააფინანსა. მერია არ გეგმავს, პროგრამის მონაწილეთა რიცხვი გაზარდოს - თბილისის 2019 წლის ბიუჯეტში პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხა 3 750 000 ლარია, 2018 წელს ეს თანხა 3 300 000 ლარი იყო, თუმცა, როგორც მერიიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, სერვისის მიმღებ ბავშვთა რიცხვი არ გაიზრდება და ის 2019 წელსაც 850 დარჩება.
---
14.12.2018
საქართველო არასაჭირო საკეისროებით "ლიდერობას" ინარჩუნებს — რისკები და რეკომენდაციები
არასაჭირო საკეისრო კვეთების მაჩვენებლით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი "ლიდერი" ქვეყანაა. აქ ყოველი ათი ქალიდან ოთხი საკეისროს იკეთებს. ეს მაჩვენებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტების შეფასებით საამაყო ან სახარბიელო საერთოდ არ არის. WHO-ს ცნობით, მილიონი ქალი მთელს მსოფლიოში, საკუთარ თავს და საკუთარ შვილებს რისკის ქვეშ აყენებს, როდესაც საკეისრო კვეთას სამედიცინო ჩვენებების გარეშე იტარებს. ნინო ბერძული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი ნინო ბერძული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი ფოტო: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის სქესობრივი, რეპროდუქციული, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელი, ნინო ბერძული ამბობს, რომ საკეისრო კვეთების მაჩვენებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა. "მშობიარობის გართულების შემთხვევაში, საკეისრო კვეთა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მაგრამ როდესაც პოპულაციის დონეზე საკეისრო მაჩვენებელი აღემატება 10%-ს, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ოპერაციული ჩარევა ამცირებს დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობას. პირიქით, საკეისრო კვეთის ჩატარება რეკომენდებულია მხოლოდ სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევაში", — განუმარტა On.ge-ს ნინო ბერძულმა. საქართველოსა და მსოფლიოს სტატისტიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, არასამედიცინო ჩვენებით ჩატარებული საკეისრო კვეთა, ჯანდაცვის სისტემებისთვის დამატებითი ბარიერია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას საკეისრო კვეთის უსაფრთხო მაჩვენებლად 25 პროცენტი აქვს განსაზღვრული. WHO-ს 2018 წლის მონაცემებით, საკეისრო კვეთის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ლათინური ამერიკისა და აზიის რეგიონებშია. ბრაზილია — 56%; დომინიკის რესპუბლიკა — 53%; ეგვიპტე — 52%; თურქეთი — 51%; ირანი — 48%; მექსიკა — 45%. ევროპის რეგიონში, რომლის ნაწილი საქართველოცაა, საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი მზარდია. ჯანმო-ს კვლევებმა აჩვენა, რომ 2000-2015 წლებში ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში საკეისრო კვეთების მაჩვენებლი 20 პროცენტზე დაბალი იყო, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებში კი ეს რიცხვი 50 პროცენტს აღწევდა. 2015 წლის მონაცემებით, საკეისრო კვეთის ჭარბი მაჩვენებლით (41%) საქართველო ევროპაში მეხუთე ადგილს იკავებს, კვიპროსის, თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის შემდეგ. ფოტო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპაში საკეისრო კვეთის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ანუ 18 პროცენტზე ნაკლები არის შემდეგ ქვეყნებში: ისლანდია; ფინეთი; ნორვეგია; შვედეთი; ჰოლანდია. 2010 წლიდან 2015 წლამდე საკეისრო კვეთის მაჩვენებელი საქართველოში 32 პროცენტით გაიზარდა. სწორედ ამ პერიოდში მიიღო საქართველომ საგანგაშო გზავნილი და რეკომენდაციები ჯანდაცვის მსოფლი ორგანიზაციისგან. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 2016 წელს საკეისრო კვეთების რაოდენობა კვლავ გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით მშობიარობების საერთო რაოდენობის 43,2 პროცენტი შეადგინა. საკეირსო კვეთების რაოდენობა, საქართველო, 2016 საკეირსო კვეთების რაოდენობა, საქართველო, 2016 ფოტო: დაავადებათა კონტროლის ცენტრი 2016 წელს სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში 21 233 საკეისრო კვეთა ჩატარდა. აქედან 2 847 — პაციენტის მოთხოვნით სამედიცინო საჭიროების გარეშე. რისკები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რამდენი მიზეზზე წერს, რის გამოც დედები საკეისრო კვეთაზე აკეთებენ არჩევანს: ტკივილის შიში; არასწორი შეხედულება, რომ საკეისრო კვეთა ბავშვისთვის უფრო უსაფრთხოა; ხელსაყრელი პირობა ექიმებისთვის, მშობლისთვის, ოჯახისთვის; არაკანონიერი ფინანსური მოტივები; კულტურული ფაქტორი. WHO-ს ექსპერტის, ნინო ბერძულის თქმით, არასაჭირო საკეისრო კვეთა მომავალი ორსულობისთვისაცა ნეგატიური შედეგების მომტანია. ჩნდება ნაადრევი მშობიარობის, საშვილოსნოს ყელის რღვევის პათოლოგიური პლაცენტის რიკსები. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა და საშვილოსნოს ამოკვეთის საჭიროებაც კი დადგეს. საკეისრო კვეთის შემთხვევაში, ხშირად, ახალშობილებს ინტენსიური მოვლის საჭიროება უჩნდება, ასევე დიდია ასთმისა და სიმსუქნის განვითარების რისკიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იტალიელი ექსპერტის ჯუზეპე ბენაჯიანოს თქმით, ბავშვები რომლებიც იბადებიან საკეისრო კვეთის გზით გარკვეულწილად ნაკლებად არიან ადაპტირებულები გარემოსთან და ჩნდება ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორიცაა ბრონქული ასთმა, დიაბეტი და სასუნთქი სისტემის სხვა გართულებები. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, მარინა დარახველიძე განმარტავს, რომ საკეისრო კვეთა სიცოცხლის გადასარჩენად მიღებული მეთოდია, თუმცა მხოლოდ სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში გადაწონის რისკებს. "ეს ყველაფერი, რაც რა თქმა უნდა, დაკავშირებულია პაციენტის კმაყოფილების ნაკლებ დონესთან და განაპირობებს სირთულეებს შემდგომ ორსულობებში. ერთხელ გადატანილი საკეისრო არ არის აბსოლუტური ჩვენება, რომ მომდევნო შემთხვევებშიც საკეისრო გამოიყენონ, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ისევ იგივე მეთოდს მიმართავენ. ეს მდგომაროებას ართულებს", — განმარტავს დარახველიძე. WHO-ს რეკომენდაციები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არასაჭირო საკეისრო კვეთების მზარდი მაჩვენებლის შესამცირებლად რეკომენდაციებს სამი მიმართულებით გასცემს. რეკომენდაციების ადრესატების პირველი ჯგუფი დედები არიან, მეორე სამედიცინო სფეროს წარმომადგენები, ხოლო მესამე ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციები, სერვისები და სისტემები. რეკომენდაციები დედებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ანტენატალურ პერიოდში მნიშვნელოვანი კომპონენი. ეს საგანმანათლებლო ჩარევა, მხარდამჭერი პროგრამები და რეკომენდაციები შეამცირებს არამიზნობრივ საკეისკრო კვეთებს. მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს ისეთ სერვისებს, როგორიცაა მშობიარობის სავარჯიშოები, რელაქსაციის სასწავლო პროგრამები, წყვილების თერაპია, ფსიქოლოგიური განათლება. რეკომენდაციები ექიმებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო "მეორე მოსაზრებას" საკეისრო კვეთის შესახებ. მეორე მოსაზრების დაფიქსირება საკეისკრო კვეთის საჭიროებასთან დაკავშირებით ადექკვატურ წყაროებსა და უფროს ექიმებს შეუძლიათ. ასევე რეკომენდაციაა პრაქტიკული სახელმძღვანელოს დანერგვა და მისი მუდმივი მონიტორინგი ექსპერტებთან კონსულტაციის შედეგად. რეკომენდაციები ჯანდაცვის ორგანიზაციებს აუცილებელია მონაცემთა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, როგორც შიდა, ასევე გარე კლინიკური აუდიტის დანერგვა საკეირო კვეთების მიზანშეწონილობის განსაზღვრისათვის. ასევე შესაძლებელია ფინანსური მექანიზმების გამოყენება, რომელიც ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისკრო კვეთის ანაზღაურებებს ექიმისთვის გაათანაბრებს. სახელმწიფოს მიდგომა ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტრომ მიიღო ზომები და სამშობიარო სახლებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესა. 2017 წლიდან დაიდო ხელშეკრულებები ყველა სამშობიაროსთან. ამ ხელშეკრულების პროექტით სამშობიაროებს შესაძლო საკეისრო კვეთების მაქსიმალური ზღვარი განესაზღვრათ. ამ ზღვრების დაწესების მიზანი არასაჭირო საკეისრო კვეთის ჩატარების ალბათობის გამორიცხვა იყო. სამშობიარო, რომელიც სახელმწიფოსთან დადებულ შეთანხმებას დაარღვევდა, შესაბამისი ფინანსური სანქციით დაჯარიმდებოდა. დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მინისტრი ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო "ამ შეზღუდვების დაწესებამ მოგვცა შედეგი, რომ 2017 წელს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა საქართველოს მთელ ისტორიაში ყველაზე დაბალი იყო", — განუცხადა On.ge-ს მინისტრმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ექსპერტისა და ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, გატარდა ფინანსური სანქციები და 2-3 კლინიკას ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო სახელმწიფო დაფინანსებაც შეუწყდა. მშობიარობის ფორმის არჩევა მშობლის უფლებაა, თუმცა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მარინა დარახველიძის თქმით, დედის არჩევანი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული განათლებისა და ინფორმირების დონეზე. "ჩვენ მექანიკურად კი არ გვინდა შევამციროთ საკეისროთი მშობიარობის რიცხვი, არამედ გვინდა, რომ ოპტიმალური იყოს. ჩვენი მიზანი არ არის, რომ მოსახლეობას საკეისრო კვეთაზე ხელი არ მიუწვდებოდეს, მაგრამ არც ის არის ჩვენი მიზანია, რომ საკეისრო კვეთა ზედმეტად იყოს გამოყენებული", — უთხრა On.ge-ს დარახველიძემ. მარინა დარახველიძე, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 500 ლარით აფინანსებს, საკეისროს კი 800 ლარით. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საკეისრო კვეთა კეთდება არა სამედიცინო ჩვენებით (როცა ფიზიოლოგიური მშობიარობა დედის ან ბავშვის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის), არამედ მშობიარის მოთხოვნით, სახელმწიფო იხდის არა 800 ლარს, არამედ ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის განსაზღვრულ თანხას – 500 ლარს. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, მარინა დარახველიძე ურჩევს დედებს, ნუ შეეშინდებათ ფიზიოლოგიური მშობიარობის, რადგან დღეს ტკივილის გაყუჩების ბევრი სხვა საშუალება არსებობს. "საკეისრო კვეთა არ არის პანაცეა და გართულებებისგან თავის დაღწევა", — განმარტავს დარახველიძე On.ge-სთან საუბრისას.
---
14.12.2018
დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპის შემთხვევების მატებას დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობს. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა, მიმდინარე პერიოდში გრიპის ვირუსი საგანგაშო მაჩვენებელზე არ არის და 100 000 ადამიანზე 170-ს შეადგენს. როგორც მან განმარტა, ვირუსის სიმპტომებია: სიცხე, ყელის ტკივილი და ღებინება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმს დროულად მიმართონ. „ზამთრის მოსვლასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების რაოდენობა გაიზარდა, მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო. ჯერჯერობით, საქართველოში H1N1 ვირუსია გამოვლენილი. გარდა ამისა, გავრცელებულია, რინოვირუსები და პარაგრიპის ვირუსები. ავადობა არის ისეთივე, როგორიც 2017 წელს ამავე სეზონზე იყო. დაახლოებით იგივე მაჩვენებელია პოლიკლინიკებში მიმართვიანობასთან დაკავშირებით, თუმცა 2016 წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია. წელს ლაბორატორიულად გრიპის 10-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებიც უფრო მეტია, ვიდრე შარშან ამ პერიოდში იყო“, – განაცხადა იმნაძემ. ამათან, მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, სახელმწიფოს მიერ 40 000-მდე მოქალაქე აიცრა. კერძო სექტორის მიერ აცრების მაჩვენებელი კი, 5 000-დან 10 000-მდეა.
---
14.12.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/41899/sakhelmtsifom-unda-gadadgas-realuri-nabijebi-zedozirebis-preventsiistvis--NGOebi
სახელმწიფომ უნდა გადადგას რეალური ნაბიჯები ზედოზირების პრევენციისთვის - NGO-ები
„სახელმწიფომ დაგეგმოს და გადადგას რეალური პრევენციული ნაბიჯები ნარკოტიკებით გამოწვეული ინტოქსიკაციის და გარდაცვალების ფაქტების შემდგომი პრევენციის მიზნით", - ნარკოპოლიტიკაზე მომიშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები ეხმაურებიან ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, სავარაუდოდ, უცნობი, ძლიერმოქმედი ნარკოტიკული ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტების შესახებ. ასევე, მათი თქმით, საქართველოს პარლამენტმა უნდა გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა და დაუბრუნდეს ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხის განხილვას. გთავაზობთ განცხადებას: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ეს არ არის ნარკოტიკული ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების პირველი ეპიზოდი მიმდინარე წელს. მაისში გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე ტრაგიკული ფაქტის შესახებ, რასაც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი 12 მაისის მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია და თანმდევი მოვლენები მოჰყვა. თუმცა, მაისიდან დღემდე, საზოგადოებას ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისგან, არ მიუღია სათანადო და ამომწურავი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით, მათ შორის: შესაბამის ორგანოებს არ გაუვრცელებიათ ოფიციალური ინფორმაცია გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების, ექსპერტიზის შედეგების შესახებ; ასევე, სახელმწიფოს არ გადაუდგამს ნაბიჯები მსგავსი ფაქტების პრევენციის, ზედოზირების დროს საჭირო ქცევის და პრაქტიკების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის; რაც მთავარია, სახელმწიფოს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია და არ გადაუხედავს ნარკოპოლიტიკის სფეროში საკუთარი პოლიტიკისა და პრიორიტეტებისთვის. უფრო მეტიც, პარლამენტმა პრაქტიკულად უარი თქვა და გააჩერა ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხის განხილვა და გაახანგრძლივა პრაქტიკაში დადასტურებულად არაეფექტიანი პოლიტიკის არსებობა. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ, მედია თუ საზოგადოებრივ დღის წესრიგში, ნარკოვითარებასთან დაკავშირებული მწვავე საკითხები მხოლოდ მძიმე და ტრაგიკული მოვლენების ფონზე აქტიურდება, რაც რაციონალური, არგუმენტირებული მსჯელობის შესაძლებლობას გამორიცხავს. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პოლიტიკური ჯგუფების სპეკულაციური და პოპულისტური ნაბიჯები კი მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის პოლარიზებას და საკითხისთვის სოციალური მნიშვნელობის სრულად გამოცლას იწვევს. ამის ნათელი დემონსტრირება იყო, წინასაარჩევნოდ არაერთი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან ნარკოპოლიტიკის თემით უსარგებლო მანიპულაცია, რამაც მხოლოდ ხელი შეუშალა ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმას ქვეყანაში. უცვლელი სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში, ფუნდამენტურ პრობლემად რჩება ის, რომ სახელმწიფოს გააზრებული არ აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების და უარყოფითი შედეგების მინიმიზაციის პროცესში. არსებული რეპრესიული კანონმდებლობის და არსებითად დაუბალანსებელი სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში, ყურადღების მიღმა რჩება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კრიტიკული სოციალური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები. სახელმწიფო, რომელიც საკუთარ რესურსს ნარკოტიკების მოხმარებისა და ფლობის წინააღმდეგ ბრძოლაში ხარჯავს, ყურადღების მიღმა ტოვებს ნარკოვითარების სათანადო ანალიზის, ქვეყანაში არსებული ნარკოტიკული ნივთიერებების მოქმედების და შედეგების შესახებ კვლევის, ინფორმაციის ფართოდ გავრცელების და პრევენციული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობის საკითხს. თვალშისაცემი და სიმპტომატურია ისიც, რომ პერიოდულად, ნარკოვითარებასთან დაკავშირებული კრიზისისას, მთავარ მოთამაშედ კვლავ პოლიცია და სამართალდამცავი სისტემა გვევლინება, ჯანდაცვის სისტემის პოზიცია და პასუხისმგებლობა კი მუდმივად უხილავი რჩება. შექმნილ ვითარებაში, მოვუწოდებთ: საქართველოს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს, მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ბოლო პერიოდში, ისევე როგორც მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირებული ინქოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტების გამომწვევი მიზეზების შესახებ; ჯანდაცვის სამინისტრომ, სხვა უწყებების ჩართულობით, შექმნას გაფართოებული სამუშაო პლატფორმა, სადაც პროფესიული და დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით, განისაზღვრება მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები; სახელმწიფომ დაგეგმოს და გადადგას რეალური პრევენციული ნაბიჯები ნარკოტიკებით გამოწვეული ინტოქსიკაციის და გარდაცვალების ფაქტების შემდგომი პრევენციის მიზნით; საქართველოს პარლამენტმა გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა და დაუბრუნდეს ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხის განხილვას", - ვკითხულობთ განცხადებაში. განცხადებაზე ხელმომწერები: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ალტერნატივა ჯორჯია თეთრი ხმაურის მოძრაობა ღია საზოგადოების ფონდი
---
14.12.2018
„9 წელია არ გვძინებია, რა აღარ სცადეს ექიმებმა..."- პატარა ანას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
ანა გაფრინდაშვილი 9 წლის არის, მას დაუდგენელი ფორმის ცერებრალური დამბლა აქვს, მისი დაავადების კონტროლი ამ ხნის განმავლობაში ვერც ერთმა მედიკამენტმა ვერ შეძლო. ოჯახი, სადაც ანა ცხოვრობს, სოციალურად დაუცველია, იმის გამო, რომ ბავშვის მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესებულიყო, ოჯახმა უამრავი ვალი აიღო, პენსია წინასწარ გამოიტანეს, და ყველაფერს აკეთებენ, რომ ანას ნერვული სისტემა ოდნავ მაინც მოუწესრიგდეს, მაგრამ უშედეგოდ… „9 წელია არ გვძინებია, მთელი ღამე დადის, ბორგავს, შფოთავს, შეიძლება გამთენიას ჩაეძინოს, ისიც 2-3 საათით, არანაირი წამალი არ მოქმედებს, რა აღარ სცადეს ექიმებმა, მაგრამ უშედეგოდ…“ _ აცხადებს ქალბატონი მადონა, ანას დედა. _“ყველაზე მეტად მარიამი მეცოდება, ის მხოლოდ 12 წლის არის და როგორც დიდი ადამიანი, ისე მეხმარება ანას მოვლაში, არადა მისთვის ასეთი ტვირთი ძალიან მძიმეა…“ მარიამისთვის საუკეთესო საახალწლო საჩუქარი მისი დაიკოს მკურნალობის დაწყებაა, 12 წლის გოგონას ოცნებები პატარა დის გარშემო ტრიალებს... ანას ექიმებმა საზღვარგარეთ გამოკვლევები ურჩიეს, რადგან საქართველოში მისი დაავადების დადგენა და შესაბამისად გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ ოფიციალურ დასკვნაზე, რის საფუძველზეც ჯანდაცვამ დაფინანსება უნდა დაამტკიცოს, ექიმი თავს იკავებს, არადა გოგონას მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, მას უკვე გულყრებიც ემართება, რაც ისედაც ჩამორჩენილ გონებრივ განვითარებას, უფრო აფერხებს… მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ყველანაირად უჭირს, მადონა მხოლოდ შვილის გამოკვლევებისთვის დახმარებას თხოვს საზოგადოებას, რათა ოდნავ მაინც მოწესრიგდეს მისი მდგომარეობა და მარიამმაც მშვიდად დაძინება შეძლოს…. ანას გამოკვლევებისთვის მხოლოდ 2 000 $ (ორი ათასი) სჭირდება, ამ თანხის შეგროვება ძნელი არ იქნება, თუკი თითოეული ჩვენგანი საახალწლო სამზადისს მხოლოდ 1 ლარს მოვაკლებთ და ანასთვის ჩავრიცხავთ მითითებულ რეკვიზიტებზე: 1.საქართველოს ბანკი: GE51BG0000000668714400 2.თიბისი ბანკი: GE64TB7015436080100015 3.ლიბერთი ბანკი: GE86LB0115119616889001 საიდენტიფიკაციო კოდი: 406179987 ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან: 0 901 701 225 ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები” გადარიცხვა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, საიტიდან mothershandscare.com დანიშნულებაში მიუთითეთ ანა გაფრინდაშვილი
---
ბეჭდვითი მედია
17.12.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
საქართველო გრიპის ვირუსის აფეთქების ზღვარზეა - სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
საქართველოს მასშტაბით გრიპის ვირუსის ეპიდემიაა - უკანასკნელი დღეების განმავლობაში, კლინიკებს დიდი რაოდენობით პაციენტები აკითხავენ. სპეციალისტების განცხადებით, საქმე გვაქვს A ტიპის H1 ვირუსთან, რომელიც ხანგრძლივი მაღალი სიცხეებით გამოირჩევა. „როგორც წესი, იწყება მაღალი ცხელებით და გამოხატული ინტოქსიკაციით, რასაც თან ახლავს ხველა და ყელის ტკივილი. თუ გრიპი თავიდანვე იწყება მძიმედ, რასაც ახლავს სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სისხლნარევი ხველა ან ცხვირიდან სისხლიანი გამონადენი, ბავშვებში ზედმეტად აღგზნებულობა ან მივარდნილობა. ეს არის სიმპტომები, რომელიც ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს“, - განუცხადა "ნიუპოსტს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა.
---
17.12.2018
მედიასაშუალება: ალია
"გორმედის" კლინიკის დირექტორი: "მთელი დღეა, თანამშრომლებს იმას ვეუბნები, რომ ილოცონ, რომ ეს 14 წლის გოგონა გადარჩეს!!"
იაშვილის კლინიკაში ვიყავი, როცა გოგონა მოიყვანეს, გოგონა ულამაზესი შავი თვალებით... ქირურგმა სასწრაფოდ საოპერაციოში შეყვანა მოითხოვა გოგონასი. 7 დღის წინ ზესტაფონი გაუკეთებია გლანდების ოპერაცია ექიმ გიორგი კობახიძესთან. კაკიაშვილები სტუმრად იყვნენ დასავლეთში, სადაც გოგონა გაცივდა და ზესტაფონში მიიყვანეს ექიმთან, რომელმაც მკურნალობა დაუნიშნა და უთხრა, რომ აუცილებლად საოპერაციოა. მკურნალობის შემდეგ, ისევ ზესტაფონში ჩავიდნენ სურამიდან (ოჯახი სურამში ცხოვრობს) და იქ გაუკეთეს ოპერაცია. როგორც ჩანს, ექიმს არ ჩაუყენებია სავარაუდო გართულების შესახებ საქმის კურსში. მეორე დღეს დაბრუნდნენ სურამში, ყველა მითითებას ზუსტად ასრულებდნენ, მეშვიდე დღეს გოგონას სისხლდენა დაეწყო... არ მოუსვენია მშობელს, გამოუძახია სასწრაფო და გადაყვანა მოითხოვა - სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხაშურში გახსნილი ახალი კლინიკა "გორმედი" ურჩია და იქ მიიყვანა. რამდენიმე საათის მანძილზე იწვა იმ კლინიკაში გოგონა, მშობელი ამბობს, ორის ნახევარზე მივედიო. საინტერესოა, რატომ მოიქცა სასწრაფო დახმარების ბრიგადა ასე უყურადღებოდ , რატომ გადაიყვანა ბავშვი იმ კლინიკაში, სადაც ფიზიკურად ვერ დაეხმარებიან ასეთი სისხლდენით მიყვანილ პაციენტს! კობა გელაშვილი, "გორმედის" კლინიკის დირექტორი: - მთელი დღეა, თანამშრომლებს იმას ვეუბნები, რომ ილოცონ, რომ ეს 14 წლის გოგონა გადარჩეს. მხოლოდ დილით გავიგე და მაშინვე დავრეკე რეანომობილის მოსაყვანად, გაგვიმართლა, ახლოს იყო რეანომობილი დეა სწრაფად მოვიდა. ჩვენს კლინიკას არ ჰყავს ამ სპეციალობით ქირურგი, ამიტომ არ ვაკეთებთ გლანდების ოპერაციებს ჩვენთან. ასევე, კანონის მიხედვით არ გვაქვს პაციენტისთვის უარის თქმის უფლება, სასწრაფო დახმარების მანქანამ მოიყვანა თან. მოკლედ, გიორგი ბიძიამ ( გიორგი კობახიძე, ექიმი), ზესტაფონის კლინიკა "ელიტეს" ექიმმა, ასე ქურდულად, ძველბიჭურად, ყვირილით გამირჩია საქმე... ვერ მივხვდი, რა იფიქრა, შემაშინებდა, გამაჩუმებდა, დამალავდა ყვირილით მომხდარს თუ რა?! ძალიან მიხარია მარიამის გადარჩენის ამბავი, სულით და გულით ვულოცავ!
---
17.12.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
კახა საბახტარაშვილი: კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ვერანაირი აცხრა გრიპის ვირუსს თავიდან არ აგვაშორებს
---
17.12.2018
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
"ჩემი 19 წლის ბიჭი ნარკოტიკმა მომიკლა"
---
17.12.2018
მედიასაშუალება: პრაიმტაიმი
საქართველოში თვითმკვლელობების ეპიდემიამ იფეთქა
---