From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-18.03.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 18.03.2019 09:23
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 18.03.2019

ტელევიზია

18.03.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 10:00

ქვეყანაში წითელას ეპიდემიის აფეთქება გრძელდება. იმედის კვირის ცნობით, მარტის თვეში ყოველდღიურად ლუგარის ლაბორატორიაში წითელას ვირუსის 20-25 ახალი შემთხვევა დასტურდება. 1 იანვრიდან დღემდე ჯამში 2395 დაიმფიცირდა. მედიკოსების განცხადებით, იმისთვის რომ ეპიდაფეთქება შეჩერდეს კიდევ 250 000 ადამიანი უნდა აიცრას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5945110

---

 

18.03.2019

არხი:   იმედი

გადაცემა: ქრონიკა 09:00

ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან გადავარდნილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა(პირველი ვიდეო ფაილი).  რა გახდა ორთაჭალაში უბედური შემთხვევის მიზეზი, კომპანია ემჯი ალიანსის დირექტორი შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ბრალდებებს პასუხობს(მეორე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5944945

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5945431

---

 

17.03.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი

ჯანდაცვის და იუსტიციის მინისტრები -"ქართული ოცნების" მთავრობის ორი მინისტრი, რომელიც "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არასდროს შეცვლილა. დავით სერგეენკოს შემთხვევაში ეს დიდად გასაკვირი არ არის. ყველაზე მეტი დადებითი თუ შეიძლება რომელიმე მინისტრზე გითხრათ მოსახლეობამ ეს აუცილებლად დავით სერგეენკო იქნება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5944666

---

 

17.03.2019

არხი:  იმედი

გადაცემა: იმედის კვირა

ყოველდღიურად ლუგარის ლაბორატორიაში წითელას ვირუსის 20-25 ახალი შემთხვევა დასტურდება. ასეთია მარტის თვის მონაცემები. იანვართან შედარებით, ახალი შემთხვევები მხოლოდ მცირედით არის შემცირებული. ქვეყანაში ეპიდაფეთქება გრძელდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პროგნოზი მძიმეა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5944654

---

 

17.03.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი

მხედველობა ცალი თვალით - თიკო ბეკოშვილი მხოლოდ მარცხენა თვალით ხედავს 5 პროცენტს. ის თანდაყოლილი გლაუკომით დაიბადა, 13 წლის ასაკში ტრავმული დაზიანების გამო, ერთ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5944671

---

 

17.03.2019

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 21:00

„ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში აჭარაში საერთაშორისო ექსპერტი იმყოფებოდა. იგი რამდენიმე დღის განმავლობაში პროექტის მიმდინარეობას ეცნობოდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5944646

---

 

17.03.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

ამ დრომდე უმძიმერია 30 წლის ვეფხვია ხუჭუას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გუშინ, სამშენებლო სამუშაოების დროს ორთაჭალაში დაშავდა, ის კლინიკაში მართვითი სუნთქვის აპარატზე რჩება. გარდაცვლილი ორი მუშაკი, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. კომპანია ემჯი ალიანსის დირექტორი, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა ამბობს, რომ უსაფრთხოების შემოწმებას მუშები ყოველდღიურად გადიოდნენ. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა კი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მშენებლობა შეამოწმა და იქ კრიტიკული ხარვეზები აღმოაჩინა, რის გამოც სამშენებლო პროცესი შეწყდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5944365

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5944246

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5944305

მაესტრო -ახალი ამბები 18:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5944411

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5944024

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5943858

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5943852

16.03

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5944161

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5943498

---

 

16.03.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის ექიმები და დირექტორი, რომელიც "ოცნების" დეპუტატია, პაციენტების პენსიების მოპარვაში არიან შემჩნეულები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5943523

---

 

16.03.2019

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

დევნილი ოჯახებისთვის 547 ბინა შეისყიდეს. ახალაშენებულ და მშენებარე კორპუსებში საცხოვრებელი სახლების შესყიდვა კონკურსის წესით მოხდა. კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები წინასწარ დაადგინა. მშენებლობების დასრულების საბოლოო ვადად 2020 წლის 30 ივნისია განსაზღვრული. 509 ბინა თბილისში, ხოლო 38 ბინა გორში მდებარეობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5942617

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5942948

---

 

16.03.2019

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 15:00

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა და მათმა მხარდამჭერებმა, მორიგი აქცია დღეს აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს. მოთხოვნა უცვლელია - საავადმყოფო ინვენტარით დროულად აღიჭურვოს და ფუნქციონირება დაიწყოს. თანამშრომლებს ეჭვი აქვთ, რომ ინვენტარიზაციის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, რადგან მთავრობა შენობის იჯარით გაცემას გეგმავს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5942704

---

 

15.03.2019

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

იმედის კვირაში გასული რეპორტაჟის შემდეგ, რომელშიც ბედიანის ფსიქიკურ ცენტრში არსებული მძიმე ვითარება გაშუქდა ჯანდაცვის სამინისტრომ შიდა აუდიტი ჩაატარა. შემოწმების შედეგად დადგინა, რომ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. გარდა ამისა საუბარია 165 000 ლარის დავალიანებაზე, რომელიც ცენტს მიმწოდებელთა მიმართ დაუგროვდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5942009

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5941926

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5941194

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5940964

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5940699

---

 

 

 

ინტერნეტი

18.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/537550-davit-sergeenko-sakartveloshi-klinikebis-raodenobit-ukve-sashualoevropul-doneze-vart/

დავით სერგეენკო - საქართველოში კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალოევროპულ დონეზე ვართ

„ნიუ ჰოსპიტალსის" გაფართოებით შესაძლებლობა ჩნდება, ერთ დაწესებულებაში მოხდეს პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის სრული ციკლის მიღება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალო ევროპულ დონეზეა, ისევე, როგორც ჰოსპიტალური საწყობების რაოდენობით, თუმცა კვლავ არსებობს გამოწვევები. „დიდი მადლობა, მართლაც მოხარული ვარ ამ ახალი შესაძლებლობებით, რაც ქართულ ჯანდაცვაში გაჩნდა. მინდოდა, ხაზი გამესვა ორი მომენტისთვის, რომ საქართველოში კლინიკების რაოდენობით ვართ უკვე საშუალოევროპულ დონეზე, ისევე, როგორც ჰოსპიტალური საწყობების რაოდენობით, თუმცა გამოწვევად რჩება ერთი მხრივ, ამბულატორიული ნაწილი და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი დაწესებულებები, სადაც იქნება პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის სრული ციკლის ერთ დაწესებულებაში მიღება. ახალი ჰოსპიტალი ამ გაფართოებით სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა და მე იმედი მაქვს, რომ ეს კლინიკა ერთ-ერთი სანიმუშო გახდება ამ მხრივ", - განაცხადა სერგეენკომ.

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/qutaisshi-aghmasheneblis-quchaze-mckhovrebi-devnilebi-ackhadeben-rom-mati-korpusi-sackhovreblad-uvargisia/?fbclid=IwAR38k29aee5fKtIFY_HSdN1wQYcmxqp1LrvbIELu1UJ6o-CCg2V2ocls5NY

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები აცხადებენ, რომ მათი კორპუსი საცხოვრებლად უვარგისია

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩა N112-ში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ. როგორც დევნილებმა განაცხადეს, 14 სართულიანი კორპუსი, სადაც წელიწადნახევრის წინ შესახლდნენ, საცხოვრებლად უვარგისია. როგორც მათ დღეს გამართულ აქციაზე განაცხადეს, კორპუსის სარდაფში წყალი დგას, ლიფტი კი, რამდენჯერმე ჩავარდა და საფრთხის შემცველია. „რადგან დევნილები ვართ, ყურადღება არ უნდა მოგვაქციონ? ვიდრე ეს ლიფტები ადამიანს არ იმსხვერპლებს, პატრონი არავინ გამოჩნდება“, – განაცხადა დევნილმა, ნანი ბოკუჩავამ. აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. როგორც მან განაცხადა, დევნილთა უწყებამ თანხები არაკანონიერად გახარჯა. ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩა N112-ში მდებარე მრავალსართულიან კორპუსში 110 დევნილი ოჯახი ცხოვრობს

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/537553-amiran-gamqrelize-citelati-dainpicirebis-dinamika-shemcirebulia

ამირან გამყრელიძე - წითელათი დაინფიცირების დინამიკა შემცირებულია

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში წითელას 2 385 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “ინტეპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ავადობის დინამიკა შემცირებულია. “ისეთი სწრაფი ზრდა აღარ არის, როგორც იანვარ-თებერვალში იყო. 19 იანვრიდან 100 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი, რაც კარგია, მაგრამ წითელა რომ შევაჩეროთ, წლის განმავლობაში კიდევ უნდა ავცრათ დამატებით 250 000 ადამიანი. მთავარი მოწოდება ძალაშია: ყველა ადამიანი, ვისაც არ ახსოვს, გადატანილი აქვს თუ არა წითელა ან აცრილია თუ არა, აუცილებლად უნდა აიცრას. ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი მარაგია, არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კვალიფიცირებული ვაქცინა, მაღალი ხარისხის და ამ ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო. ყველა მშობლისადმი არის მოწოდება, რომ თავიანთი ბავშვის აცრის კალენდარი გადაამოწმონ. თუ ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, 1 და 5 წლის ასაკში, მიიყვანონ პოლიკლინიკებში და აცრან”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/sayoveltao-djandacvis-programashi-medikamentis-komponentis-damateba-da-kerdzo-sadazgvevo-kompaniebis-chartva-aucilebelia?fbclid=IwAR04BwUwDe4mrwrmr5Z5XSvdZvtjUJNY0homq4-eU5Ns5y9_CsSJ1J3uwn4

„ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვა ჯანდაცვის სამინისტროდან სადაზღვევო კომპანიებზე უნდა გადავიდეს“

„უკიდურესად გაჭირვებული ათიათასობით ადამიანისათვის გაძვირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ვერ გაიზრდება, თუ მათთვის განკუთვნილ ჯანდაცვის პაკეტებში წამლის კომპონენტი არ შევიდა,“— ამის შესახებ „კომერსანტს“  „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განცხადა.   „აქ რომ ყაირათიანი ხარჯვა და სწორი ადმინისტრირება მოხდეს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვა ჯანდაცვის სამინისტროდან სადაზღვევო კომპანიებზე უნდა გადავიდეს. ამისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი უნდა შეიცვალოს და მოხდეს მისი სწორი ადმინისტრირება“-აღნიშნავს ჭიაბერაშვილი. მისი განმარტებით, დღეს მედიკამენტების პროგრამის შედეგები სავალალოა. კერძოდ. ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის 2018 წელს 10 მილიონი ლარი გამოიყო, საიდანაც 8 მილიონამდე ლარი აუთვისებელი დარჩა. ჭიაბერაშვილის განცხადებით, გასულ წელს ამ პროგრამით 22 000-მა ადამიანმა, ხოლო2017 წელს 13 000-მა ადამიანმა ისარგებლა.  „მედიკამენტის ფასი არის ის რაც ყველაზე მეტად აღელვებთ და აწუხებთ ჩვენს გაღარიბებულ მოქალაქეებს. 2017 წელს როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამა, დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ ამ პროგრამით 200 000 ადამიანი ისარგებლებდა, მაგრამ დღევანდელი მონაცემები სავალალოა. 2018 წელს ამ პროგრამით მხოლოდ 22 000 - მა ადამიანმა ისარგებლა, როცა ჩვენს ქვეყანაში ასიათასობით ადამიანი მთავრობისგან ელოდება მნიშვნელოვან ნაბიჯებს იმისათვის, რომ წნეხი, რაც მოდის მედიკამენტებზე გაზრდილი ფასებისგან, რამენაირად შემსუბუქდეს. ჩვენ ამ დროს ვხედავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ახერხებს იმ მწირი ბიუჯეტის ათვისებასაც კი, რომელიც ამ პროგრამისთვის გამოიყო 2018 წელს. ეს იყო 10 მილიონი და სულ მედიკამენტებზე 2 მილონი ლარიც კი არ დაიხარჯა. 8 მილიონი ლარი დარჩა აუთვისებელი, რაც არასწორი მენეჯმენტის შედეგია და რაც სამწუხაროდ, ისევ ჩვენს მოქალაქეებს დააკლდათ,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებას, რომ 2018 წელს პროგრამაზე 8 მილიონი ლარი დაიხარჯა, ზურაბ ჭიაბერაშვილი პასუხობს, რომ მოქალაქეებს, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ გაძვირებული მედიკამენტების ყიდვა, არ აინტერესებთ, ქაღალდზე როგორ შესრულდა ბიუჯეტი.  „ფაქტია, რომ 2018 წელს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 10 მლნ ლარიდან მოქალაქეებამდე მხოლოდ 1.7 მლნ ლარის წამალი მივიდა და ამას თავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკა აჩვენებს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისი თქმით, სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია მედიკამენტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერების, ასევე შეძენილი წამლის მარაგის ხარჯვის შესახებ. “თუ წამალი 2018 წელს შეიძინეს, დაასაწყობეს და 2019 წელს ხარჯავენ, ეს ცალკე განმარტებას მოითხოვს. მით უმეტეს, რომ მედიკამენტების პროგრამის 2019 წლის ბიუჯეტის ათვისებაც ძალიან დაბალია”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი. ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხრაძე განმარტავს,რომ მედიკამენტების კომპონენტის  ჩართვა სახელმწიფო პროგრამებში  აუცილებელია.  მისი მტკიცებით, არსებულმა პროგრამამ ვერ იმუშავა, ბენეფიციარები ვერ ჩაერთნენ და ხარჯვაც საეჭვოდ ხდებოდა. კითხვის ნიშებს ბადებს ისიც,როცა გამოყოფილ ბიუჯეტს 11 თვე არავინ ხარჯავს და უცებ, ბოლო 3 კვირაში იწყება ხარჯვა.   „კონკრეტულად რა სქემით უნდა ხდებოდეს მედიკამენტის კომპონენტის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა ამის მზა რეცეპტი არ არსებობს, თუმცა, მისივე განმარტებით, მთვარია ის,რომ სახელმწიფომ ამაზე მუშაობა დაიწყოს. არსებობდეს  ნაწილობრივ სუბსიდირებული სქემები, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებშია. მაგალითად, როდესაც არსებობს მედიკამენტების ნაწილი, რომლის ღირებულების გარკვეულ  პროცენტსაც სახელმწიფო ასუბსიდირებს. ამისთვის აუცილებელია არსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრულად გადაწყობა და გადახალისება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა გადავიდეს კონკურენტულ მოდელზე, რომლის დროსაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სახელმწიფო პროგრამები, ისე კერძო სადაზღვევო კომპანიები“-აცხადებს ჩიხლაძე. მისივე განცხადებით, ასეთ პირობებში პროგრამა უფრო ხარჯეფექტური და კონკურენტული გახდება. მნიშვნელოვანია ისიც,რომ სახელმწიფო არ იყოს მთავარი მოთამაშე, რადგან სწორედ ეს ხდება ხოლმე  კორუფციული სქემების გაჩენის წინაპირობა. მიზეზი, რის გამოც   ჯანდაცვის სამინისტრო ვერ/არ ახერხებს  დასახელებული პრობლემის მოგვარებას, ჩიხლაძე განმარტავს,რომ პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ პროგრამა არ არის კარგად დაგეგმილი.  „1000-დოლარიანი პატარა პროექტიც რომ დაწერო, იქაც კი წერ თუ რა არის ამ პროექტის გამოწვევა, რამდენ ბენეფიციარს მოიცავ, რა დაჯდება, როგორ? სამინისტრო ამ და სხვა პროგრამებს ისე გეგმავს, რომ არანაირ გაანგარიშებას არ აწარმოებს. დაგეგმარება აბსოლუტურად ნულია,“-აღნიშნავს ჩიხლაძე. ისივე თქმით, ასევე პრობლემას ქმნის ჯანდაცვის სამინისტროში არსებული არაპროფესიონალიზმი და გარკვეული კორუფციული სქემების არსებობა.

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/537541-bavshvebshi-tqviis-shemcvelobastan-dakavshirebit-kvlevis-shedegebi-savaraudod-martis-bolos-gaxdeba-cnobili/

ბავშვებში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით კვლევის შედეგები, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს გახდება ცნობილი

დაავადებათა კონტროლისა და სოზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა UNICEF-თან ერთად ბავშვებში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგები, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ეს არის დიდი კვლევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ქვეყანაში რა უნდა გაკეთდეს”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/537532-proekti-garemos-janmrtelobis-sistemis-instituciuri-gazliereba-sakartveloshi-opicialurad-daixura/

პროექტი - „გარემოს ჯანმრთელობის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში” ოფიციალურად დაიხურა

დღეს ევროკავშირის მიერ 1,3 მილიონი ევროთი დაფინანსებული პროექტი - „გარემოს ჯანმრთელობის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში” ოფიციალურად დაიხურა. დახურვის ცერემონია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა. ცენტრის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის და ფონდის „მონოპრიო”, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის და პოლონეთის პროფესიული მედიცინის ინსტიტუტის მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ხორციელდებოდა და 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პროექტის მიზანი საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის სისტემის განმტკიცება და შემდგომი განვითარება იყო. ამასთან, მისი ძირითადი მიზანი კანონმდებლობის ანალიზს უკავშირდებოდა. “ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენ გარემოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ბევრი საკითხის განვითარება და გადაწყვეტა გვევალება, აქედან გამომდინარე, ამ პროექტის საშუალებით გაკეთდა სერიოზული ანალიზი იმ განსხვავებების, რაც ჩვენსა და ევროკავშირის კანონმდებლობას შორის არის და ასევე გაანალიზდა, თუ რა უნდა გაკეთდეს, რო სწრაფად მოხდეს ჰარმონიზაცია. ამ პროექტმა ხელი შეუწყო ე.წ გარემოს ჯანმრთელობის ეროვნული გეგმის შემუშავებასა და დამტკიცებას, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად შემუშავდა და გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა, როგორც მომავალი 5 წლის სამოქმედო დოკუმენტი გარემოს ჯანმრთელობის საკითხებში. ამ პროექტმა აღნიშნული გეგმის საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/saaftiaqo-qselebshi-saqartveloshi-damzadebuli-samedicino-jangbadis-balonebi--gaiyideba/31245

სააფთიაქო ქსელებში საქართველოში დამზადებული სამედიცინო ჟანგბადის ბალონები გაიყიდება

სააფთიაქო ქსელებში საქართველოში დამზადებული სამედიცინო ჟანგბადის ბალონები გაიყიდება, რომლის გამოყენებაც მომხმარებელს ყოველდღიურად შეეძლება. როგორც BM.GE-ის „მედ პროჯექტის“ გაყიდვების დირექტორმა მაია გაგოშიძემ განუცხადა, ჟანგბადის ბალონები ბაზარზე დაახლოებით, ნახევარლიტრიანი ბოთლის ზომის შეფუთვებში მას შემდეგ გამოვა, რაც კომპანია ჯანდაცვის სამინისტროსგან ოფიციალურ ლიცენზიას მიიღებს. “ლიცენზიას ერთ კვირაში ველოდებით; როგორც წყალი გიდევთ სულ მანქანაში, ისე შეგეძლებთ სამედიცინო ჟანგბადის ბალონები ატაროთ, ასეა ევროპაში. უსაფრთხო და მოსახერხებელ შეფუთვებში იქნება, რომელიც პაციენტს როგორც - ექიმის დანიშნულებით, ასევე მის გარეშეც შეუძლია მიიღოს; მაგალითად, ჰაერის უკმარისობის დროს, სიცხეში, მგზავრობისას, ლაშქრობაში და ა.შ. მისი გამოყენება ყველგან შეგეძლებათ“, - აცხადებს გაგოშიძე. მისივე თქმით, მოლაპარაკებები სააფთიაქო ქსელებთან უკვე მიმდინარეობს და ეს იქნება 96,5%-იანი სამედიცინო ჟანგბადი. რაც შეეხება სარეალიზაცია ფასს, როგორც გოგოშიძე განმარტავს, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. შეგახსენებთ: “მედ პროჯექტი” საქართველოში თხევადი ჟანგბადის წარმოების ქარხანას ფლობს, რომელიც ყოველთვიურად საშუალოდ, 50 ტონა ჟანგბადს ყიდის. ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

---

 

17.03.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/349231/?fbclid=IwAR3UQO4ETJnMvHa7vSijmiTVt56b0SB9ulj-XOYA7j25S6apwALcgxqL5xI

“დაუცველი სოცმუშაკი ვერ დაიცავს სხვებს” – რატომ იფიცებიან სოცმუშაკები

სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის – ასე ჰქვია გვერდს ფეისბუკზე, სადაც სოცმუშაკები თავიანთი პროტესტის შესახებ აქტიურად წერენ. სოცმუშაკები უკვე ორი თვეა აფრთხილებენ სახელმწიფოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ არ მიეცემათ შესაფერისი შრომითი პირობები, დარეგულირებული გრაფიკი და შესასრულებელი საქმეების ადეკვატური ოდენობა, ისინი გაიფიცებიან. როგორც სოცმუშაკები განმარტავენ, ამ პირობას ისინი 25 მარტს შეასრულებენ და სწორედ ამ დღიდან მოყოლებული სოცმუშაკები აღარ გააგრძელებენ მუშაობას, მანამ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ნეტგაზეთმა სოცმუშაკთა ფეისბუკ გვერდიდან რამდენიმე ქალის ისტორია შეარჩია, რომლებიც ყვებიან, თუ რატომ გადაწყვიტეს გაფიცვა და რას ელოდებიან ისინი სახელმწიფოსგან...

---

 

 

17.03.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/206315-gamyrelidze-tsithela-aris-vaqcinebith-marthvadi-daavadebamisi-shecherebis-skhva-sashualeba-ar-arsebobs.html?lang=ka-GE

გამყრელიძე: წითელა არის ვაქცინებით მართვადი დაავადება,მისი შეჩერების სხვა საშუალება არ არსებობს

წითელა არის ვაქცინებით მართვადი დაავადება, სხვა საშუალება წითელას შეჩერების არ არსებობს",-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ წითელას ვირუსის შესახებ საუბრისას განაცხადა. "წითელა არის ვაქცინებით მართვადი დაავადება, სხვა საშუალება წითელას შეჩერების არ არსებობს. ანუ იმ შემთხვევაში თუ არა ხართ აცრილი ან არ გახსოვსთ აცრილი ხართ თუ არა, მოზდილ ადამიანებზე ვსაუბრობ, აუცილებელია მიმართოთ პოლიკლინიკებს და 1 აცრა გაიკეთოთ.ნებისმიერ ასაკში ამას აფინანსებს სახელმწიფო. ჩვენთან ეროვნული კალენდრით ბავშვი იცრება, ორჯერ, 1 წლის და 5 წლის. თუ რომელიმე აცრა ბაშვს აქვს გამოტოვებული, აუცილებელია ბავშვი მიიიყვანონ პოლიკლინიკაში და აცრან. ორჯერადი აცრა უკვე ბავშვს მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცავს დაახლლოებით 98% შემშხვევებში წითელა არ განუვითარდეს.",-განაცხადა

---

 

17.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/537448-gadaudebel-samedicino-shemtxvevebze-reagirebistvis-paramedikosebis-xuti-jgupi-momzadda/

გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის პარამედიკოსების ხუთი ჯგუფი მომზადდა

პარამედიკოსების მე-5 ჯგუფის მომზადება დასრულდა. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები პირადად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ გადასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პარამედიკოსები გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის მომზადდნენ, რის შემდეგაც ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურებში გაიგზავნებიან და მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებს შეასრულებენ. უწყების ინფორმაციით, ამ დრომდე, პარამედიკოსთა ხუთი ჯგუფია მომზადებული და ახალი ნაკადის მიღება გრძელდება. აპლიკანტები საკონკურსო წესით, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და ნორმატივების ჩაბარების საფუძველზე შეირჩევიან, რის შემდეგაც გადაუდებელი დახმარების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გადიან. მოდულში, როგორც სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან, ისე კლინიკების ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მორიგეობა შედის. გადამზადების შემდეგ მათ განმეორებითი გამოცდა უტარდებათ, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სერტიფიკატები გადაეცემათ და სასწრაფოს რაიონულ სამსახურში ნაწილდებიან. პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=200006-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/paramedikosebis-me-5-jguphis-momzadeba-dasrulda/       

პია.ჯი- https://pia.ge/post/252035-paramedikosebis-me-5-jgufis-momzadeba-dasrulda

---

 

17.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/537447-inspektirebis-departamentma-ortachalashi-korpusis-mshenebloba-sheachera-sadac-ubedur-shemtxvevas-gushin-ori-adamiani-emsxverpla/?fbclid=IwAR1xaCEi8fXm48bCsvVTeOuVB2Dtq5fiEM7QfhSyel10A2NzqHvV-nh-yL8

ინსპექტირების დეპარტამენტმა ორთაჭალაში კორპუსის მშენებლობა შეაჩერა, სადაც უბედურ შემთხვევას გუშინ ორი ადამიანი ემსხვერპლა

ორთაჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ჩატარებული ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა სამშენებლო პროცესი შეაჩერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. „შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დამსაქმებლებს მოუწოდებს უზრუნველყონ დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება. როგორც უწყებაში აცხადებენ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მხრიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების თითოეულ დარღვევაზე, განსაკუთრებით რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე დეპარტამენტი მოკვლევის პროცედურებს აგრძელებს. „2019 წლის 16 მარტს უბედური შემთხვევა მოხდა ორთაჭალაში, რის შედეგადაც 2 დასაქმებული დაიღუპა. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებული პირები შენობის გარე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ დაკიდული ხარაჩოს მეშვეობით, რა დროსაც მოწყდა ბაგირი და მასზე მდგომი სამი დასაქმებული სიმაღლიდან ჩამოვარდა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა აღნიშნულ შემთხვევაზე დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება და უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით დაიწყო ობიექტის შემოწმება. დღის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა შეაჩერა სამშენებლო პროცესი“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=94236

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/206289-inspeqtirebis-departamentma-orthatcalashi-korpusis-mshenebloba-sheachera-sadac-ubedur-shemthkhvevas-gushin-ori-adamiani-emskhverpla.html?lang=ka-GE

კვირა.ჯი- http://kvira.ge/455628

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=80398

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1552800747-%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90

პია.ჯი- https://pia.ge/post/252030-sromis-inspeqciam-samseneblo-obieqtze-saidanac-sami-adamiani-camovarda-mseneblobis-procesi-seacera

---

 

17.03.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/252034--sromis-usafrtxoebis-normebis-titoeul-darrvevas-mohyveba-umkacresi-reagireba-

შრომის უსაფრთხოების ნორმების თითოეულ დარღვევას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მხრიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების თითოეულ დარღვევაზე, მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება. "2019 წლის 16 მარტს ორთაჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით შრომის ინპექტირების დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო ობიექტის შემოწმება. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა შეაჩერა სამშენებლო პროცესი. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსაქმებლებს უზრუნველყონ დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მხრიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების თითოეულ დარღვევაზე, განსაკუთრებით რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთრლობას, მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება. მიმდინარე ეტაპზრ დეპარტამრნტი აგრძელებს მოკვლევის პროცედურებს", -განაცხადა თამარ გაბუნიამ.

---

 

17.03.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1552804090-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98

ორთაჭალაში მშენებლობაზე დაღუპულ მუშებს, შესაძლოა, დამცავი ღვედი არ ჰქონდათ შეკრული - კომპანიის დირექტორი

კომპანია „მჯ ალიანსის“ გენერალური დირექტორი ზაზა იჩქიტიძე აცხადებს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის კომპანიას სპეციალური სამსახური ჰყავდა დაქირავებული და შესაძლოა, მუშებს დამცავი ღვედი არ ჰქონდათ შეკრული- ამის შესახებ პირველი არხი წერს. „ერთი შეხედვით, ვიზუალური შეხედვით ჩანს, რომ სამშენებლო კალათაზე იმყოფებოდა რამდენი მუშა, ისიც არ ვიცი ზუსტად, ქვემოთ იდგა რომელიმე თუ სამივე - ზემოთ, ზუსტად არ ვიცი. მოხდა ბაგირის გაწყვეტა, რამ გაწყვიტა ბაგირი, არ ვიცით. სამუხრუჭე ბაგირმა, როგორც ჩანს არ დაიჭირა. რატომ მოხდა ეს ამას ექსპერტიზა დაადგენს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა. მათ ჰქონდათ უსაფრთხოების ღვედები, მაგრამ როგორც ჩანს, არ იყვნენ ამ ღვედებით დამაგრებულები, თუმცა დაზუსტებით არც ეს ინფორმაცია ვიცი. დამაგრებულები რომ ყოფილიყვნენ, ის დაიჭერდა და შესაძლებელი იქნებოდა გადარჩენა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი ვერსიით ე.წ რემნები არ ჰქონდათ დამაგრებული“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა. თბილისში, ორთაჭალაში მშენებლობიდან სამი მუშა დღეს გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მუშა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მესამე დაშავებული ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

---

 

16.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/537368-saministrom-devnili-ojaxebistvis-547-bina-sheisqida/

სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის 547 ბინა შეისყიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეებისგან 547 ბინები შეისყიდა, საიდანაც 509 ბინა თბილისში, ხოლო - 38 გორში მდებარეობს, - აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალ აშენებულ და მშენებარე კორპუსებში საცხოვრებელი ფართების შესყიდვა ღიად და გამჭვირვალედ, კონკურსის წესით, მოხდა. კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები წინასწარ დაადგინა. მშენებლობების დასრულების საბოლოო ვადად 2020 წლის 30 ივნისია განსაზღვრული. ამ ეტაპზე, სამინისტრომ თბილისში მხოლოდ ერთოთახიანი და ოროთახიანი საცხოვრებელი ფართები შეიძინა, რადგან სამოთახიანი ბინები გასულ წელს უკვე შეისყიდა. ბინების შესყიდვის გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ მიიღო, რომლის მუშაობის პროცესშიც ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ბიზნეს ომბუდსმენის, მენაშენეთა ასოციაციისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე 4 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების - „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ (LAG) წარმომადგენლები არიან ჩართულები. მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს უკვე შეძენილი აქვს 800 ბინა თბილისში, 25 ხაშურში და 20 მარნეულში, რომლებიც დევნილ ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ.

 აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/devnili-ojakhebisthvis-547-bina-sheisqhides/

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=94197

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/509-tbilisshi-38-gorshi-saministrom-devnili-odjakhebistvis-binebi-sheiskida/57319

ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/devnilta-saministrom-devnili-ojakhebistvis-547-bina-sheisyida/

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/509-tbilisshi-38-gorshi-saministrom-devnili-odjakhebistvis-binebi-sheiskida/57319

პია.ჯი- https://pia.ge/post/251965-saministrom-devnili-ojaxebistvis-547-bina-seisyida

ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/mtavrobam-devnili-ojaxebistvis-547-bina-sheisyida/31206

---

 

16.03.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1552742659-%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

პეტრიაშვილი დაღუპული მუშის გამო პასუხისმგებლობას ეკონომიკის სამინისტროს აკისრებს

„არასაკმარისია სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობა, უსაფრთხო შრომასთან დაკავშირებით“ ასე ეხმაურება ორთაჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. მომხდარზე ის პასუხისმგებლობას ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურს აკისრებს: „სამწუხაროა ის ფაქტი რაც ახლა მოხდა. ეს იმას ნიშნავს, რომ არასაკმარისია სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობა, უსაფრთხო შრომასთან დაკავშირებით. ადამიანი, როდესაც სამსახურში მიდის, ის ოჯახს ჯანმრთელი და შრომისუნარიანი უნდა დაუბრუნდეს. გარდა მძიმე, მავნე და საშიშ პირობების სამუშაოებისა, შრომის ინსპექციას უნდა მიეცეს იმის უფლება, ყველა ფორმატში მოახდინოს მინიმუმ პრევენცია. ეს ფაქტი არის გამოსაძიებელი, მაგრამ შრომის ინსპექციის კომპეტენციასთან და მათ მოქმედებებთან დაკავშირებით, პროფკავშირებს აქვს კითხვის ნიშნები და ეს კითხვის ნიშნები იქნება მანამ სანამ შრომის ინსპექცია სრულფასოვნად არ იქნება ამოქმედებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების კონვენციების შესაბამისად. თითოეული ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია. ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა გაითავისოს სახელმწიფომ. თუ სახელმწიფოს სწორად აქვს დაგეგმილი უსაფრთხო შრომა და შესაბამისი რეგულაციები, ბიზნესი მოქმედებს შესაბამისი კანონის შესაბამისად. - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა

---

 

16.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/537374-imeretsa-da-racha-lechxumshi-ukanonod-mocqobili-aptiakebidan-medikamentebis-realizaciis-paktze-7-piri-pasuxisgebashi-misces/

იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში უკანონოდ მოწყობილი აფთიაქებიდან მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტზე 7 პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე მოწყობილ აფთიაქებში თერაპიული მედიკამენტების რეალიზაციას ახდენდნენ“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე.

---

 

16.03.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=199932-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

მძიმე დაავადების მქონე მარტოხელა დედა ღია ცის ქვეშ რჩება - ქალი საზოგადოების დახმარების იმედადაა დარჩენილი

მარტოხელა დედა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ საკვები და მედკმენტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ქალბატონი ირმა ამბობს, რომ ქირაც ვერ გადაიხადა, ამიტომ ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება. "სოციალურად დაუცველის სტატუსით ვსარგებლობდი. დედის გარდაცვალების შემდეგ თანხის ჩარიცხვა დროებით შემიწყვიტეს. აღდგენას დრო სჭირდება. ვართ ქირით მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. ქირას სოციალური შემწეობით ვიხდიდი. ახლა კი ვეღარ გადავიხდით მითუმეტეს მაქ მეოთხე ხარისხის თიაქარი. უწამლის გარეშე საკვებს ვერ ვიღებ. პლუს ქრონიკულო ცე ჰეპატიტი დამიდგინეს. ბავშვს კი აქვს ხშირი ბრონხიტი, რის გამოც ჭირდება წამლები. დედა მეხმარებოდა, თუმცა აღარ მყავს... გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩემი ტკივილი. ძალიან ცუდ დღეში ავღმოჩნდით. არავინ ვიცით ხვალ ვის რა გველის სიკეთე კი არასოდეს იკარგება უკვალოდ. ბოდიშს გიხდით და წინასწარ დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს ტკივილს და გაჭირვებას გულთან მიიტანს. დიდი ხანია ვითხოვ დახმარებას ხელიუფლებასაც და ადამინებსაც, ნუთუ არ გამოჩნდება ვინმე, ვინც დამეხმარება ამ რთული პერიოდის დაძლევაში. გთხვთ, გულთან მიიტანეთ ჩემი შვილების გასაჭირი. რომ ვფქრობ რომ მშიერი უნდა დავაწვინო, საკუთარ თავს ვერ ვპატიობ"- აღნიშნავს ახალგაზრდა ქალი. რადგან ოჯახი საცლაურად დაუცველის ბაზიში რეგისტრირდება და ელოდება შესაბამისი ქულების ხელახლა დამტკიცებას, ქაბატონი ირმას თხოვნით ვაქვეყნებთ ორგანიზაციის ანგარიშის ნომრებს. დახმარების მსურველთათვის ქვემოთ მითეთბულა ორგანიზაციის ანგარიშის ნომერი. 0901200127 საქველმოქმედო ზარი დანიშნულებაში მიუთითეთე #ირმა კოკაია თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14

---

 

 

15.03.2019

მედიასაშუალება: https://marshalpress.ge/archives/224907

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას სპეციალური ბრიფინგი

ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები, როგორც ბიზნეს პროცესების სწორად წარმართვის, ასევე სამედიცინო მომსახურების ხარისხის და უწყვეტობის შენარჩუნების თვალსაზრისით, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის მოადგილემ ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებასთან დაკავშირებული შიდა აუდიტის მოკვლევის შედეგები წარადგინა. მისივე განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში შექმნილმა მდგომარეობამ, ერთ-ერთი ასეთი თემა იყო "აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი", რომელიც სურამისა და ბედიანის დაწესებულებებს აერთიანებს. ამასთან, გაბუნიამ აღნიშნა, სურამთან დაკავშირებით რეაგირება დაუყოვნებელი იყო და მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ხოლო ბედიანის დაწესებულებაში მძიმე მდგომარეობაა. "ორი კვირის წინ გახლდით ბედიანის დაწესებულებაში, სადაც მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით ინფრასტრუტურის თვალსაზრისით. ასევე, სამინისტროს ინტერესის სფერო გახდა მენეჯმენტის ის მოდელი, რაც ამ ცენტრში ფუნქციონირებს და სავარაუდოდ, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი შეფერხება როგორც ბიზნეს პროცესების სწორად წარმართვის, ასევე სამედიცინო მომსახურების ხარისხის და უწყვეტობის შენარჩუნების თვალსაზრისით. სამინისტროს აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ეს პროცესი, რომლის შედეგებზეც გვაქვს დაუყოვნებელი მოქმედების გეგმა. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი. შედეგებმა გამოავლინა, რომ დარღვევები იყო ბიზნეს დაგეგმვის პროცესში თავიდანვე, როდესაც არასწორად და გაუმართლებლად გადანაწილდა ხარჯები, რაც შემდეგ განხორციელებადი არ აღმოჩნდა და ამან გამოიწვია დაწესებულების კრედიტორული დავალიანების გაზრდა. ბიზნესგეგმაში ხელფასების გაზრდის ხარჯზე მოხდა მიმწოდებლების დავალიანების ვერგასტუმრება, ხოლო კვებასა და მედიკამენტებზე გათვალისწინებული ხარჯები რეალისტური არ იყო. ბედიანის დაწესებულებას კრედიტორული დავალიანება აქვს 160 000 ლარზე მეტი, რაც მძიმე ფინანსური ტვირთია და ამაზე სამინისტრო იმუშავებს ეფექტური მმართველობის პირობებში, რათა გამოსწორება დროულად მოხდეს. ყურადსაღებია ისიც, რომ რეგულირების სააგენტოს შესწავლა- შეფასება ამ დაწესებულებაში ჯერ კიდევ შარშან ჩატარდა და აღმოჩნდა შეუსაბამობა სანებართვო პირობებთან და იმ სტანდარტებთან, რომელსაც სააგენტო აყენებს. ჩვენი ვიზიტის შემდეგაც აშკარა იყო, რომ არანაირი ნაბიჯი რეკომენდაციების შესასრულად არ გადადგმულა. განმეორებითი შემოწმების შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სანებართვო პირობებთან შეუსაბამობა სერიოზული რისკის წინაშე აყენებს ამ დაწესებულებას", – აღნიშნა მინისტრის მოაგილემ. მან ასევე გამოყო რეკომენდაციები და ის გეგმა, რაც სამინისტროს ბედიანის დაწესებულებასთან დაკავშირებით აქვს. "იქ დაუყოვნებლივ მნიშვნელოვანია დროებითი მმართველის მოდელის განხორციელება, რასაც რეგულირების სააგენტო მსგავს სიტუაციებში მიმართავს, რათა საფრთხე არ შეექმნას სამედიცინო მომსახურების უწყვეტობას. სამინისტრო გამორიცხავს ამ რისკის დაშვებასაც კი, წარმოუდგენელია ამ დონემდე მივიყვანოთ მენეჯმენტის ხარვეზები. მმართველზე გადაწყვეტილება იქნება რამდენიმე დღეში. მაქსიმალურად შევეცდებით, დროულად მოხდეს ბიზნეს პროცესების გამართვა და ეფექტური მმართველობის ჩამოყალიბება, რაც საშუალებას მოგვცემს, მივიდეთ შემდგომ ეტაპამდე, რაც იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება, რათა აღმოიფხვრას ხარვეზები. ეს არის ჩვენი გეგმა", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

---

 

15.03.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/349004/

წითელათი 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა, 2019 წელს კი დაავადების 2345 შემთხვევა დაფიქსირდა

რამდენიმე დღის წინ 4 წლის ბავშვი წითელათი გარდაიცვალა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიხედვით კი, 2019 წელს ამ დაავადების 2 345 შემთხვევა დაფიქსირდა. ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ეპიდაფეთქება ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს, სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი კი საყოველთაო აცრაა. “ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის, ამ შეთხვევაზეც, და მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია ქვეყანაში ასეთია: ეპიდაფეთქება გრძელდება, მართალია, მას ისეთი ძლიერი დინამიკა აღარ აქვს, როგორც იანვარში იყო, თუმცა ყოველდღიურად 15-20 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ჩვენ წითელას ვერ შევაჩერებთ, თუ ხალხი მასობრივად არ აიცრება. ამიტომ ჩვენი თხოვნა არის, რომ ხალხი წავიდეს და აიცრას,” – ამბობს ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, სტატისტიკურად, ყოველ 1 000 დაავადებულზე 1-2 გარდაცვალების შემთხვევა მოდის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წითელა “სახუმარო დაავადება” არ არის. მისივე თქმით, ასევე ხშირია წითელას გართულებებიც. “შემთხვევათა 30%-ში წითელა იძლევა სერიოზულ გართულებებს, როგორიცაა ფილტვების ანთება, წითელასმიერი ენცეფალიტი, ყურის ანთება და შემდგომი სმენის დაქვეითება. ჩვენ შარშან და წელს წითელათი გარდაცვალების სულ 4 შემთხვევა გვაქვს, ყველა მათგანი იყო აუცრელი. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ბავშვს, მე ვერ გავაჟღერებს მის პერსონალურ მონაცემებს, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ მას ჰქონდა სხვა გართულება, რომელიც იყო გამოწვეული სერიოზული ინფექციით. ბავშვს ეს ინფექცია 1 თვის წინ ჰქონდა და ამასთანავე, იყო აუცრელი,” – ამბობს ამირან გამყრელიზე. დაავადებათა კონტროლის ინფორმაციით, წითელას აცრას სახელმწიფო აფინანსებს. წითელას წყარო არის დაავადებული ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ პერიოდში. ვირუსის ინკუბაციის პერიოდი ინფიცირებიდან პირველ სიმპტომამდე შეადგენს 7-18 დღეს, ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყრის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში. გარდა ამისა, ვირუსს ახასიათებს მაღალი მიმღებლობაც, 24-საათიანი კონტაქტის პერიოდში ავადდება ინფექციის მიმღები კონტიგენტის 40%; 48-საათიანი კონტაქტის პერიოდში – 60% , ხოლო 72-საათიანი კონტაქტის პერიოდში – 80%. წითელას ტიპური შემთხვევა საკმაოდ მწვავედ იწყება ტემპერატურის მომატებით. სიმპტომებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი, 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი. თუმცა, რაც უფრო ასაკოვანია დაავადებული, მით უფრო რთულია სიმპტომების გადატანა. საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა 2017 წლის აგვისტოდან დაიწყო.

---

 

15.03.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/455287

პირი, რომელმაც სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოტყუებით 40 656 ლარი მიიღო, პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი დოკუმენტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქვემო ქართლის რეგიონში არსებული ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა, დაამზადა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ამსახველი ყალბი მონაცემების შემცველი ანგარიშები, რომელშიც ხელოვნურად გაზარდა ბენეფიციართა და ჩატარებული სარეაბილიტაციო კურსების რაოდენობა. დანაშაულში მხილებულმა პირმა, ასევე გააყალბა ბენეფიციართა მშობლებისა და კანონიერი წარმომადგენლების ხელმოწერები, თითქოსდა მათ მიღებული ჰქონდათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ბრალდებულმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აღნიშნული გაყალბებული დოკუმენტები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინა და მოტყუებით მოითხოვა და მიიღო დიდი ოდენობით თანხა – 40 656 ლარი“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის მესამე ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

---

 

15.03.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/206214-saqarthveloshi-dasmuli-diagnozi-rom-nakhes-gaogndnen-eqimebi-27-tslis-giorgis-simsivne-shecdomith-daudgines.html?lang=ka-GE

„საქართველოში დასმული დიაგნოზი რომ ნახეს, გაოგნდნენ ექიმები“ - 27 წლის გიორგის სიმსივნე შეცდომით დაუდგინეს

27 წლის გიორგი ბიბოხიძეს რამდენიმე თვის წინ საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნე დუდგინდა, გაუკეთდა ოპერაცია და ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის კურსი. ამის შემდეგ ოჯახმა გიორგი საფრანგეთში გამოკვლევების ჩასატარებლად წაიყვანა, სადაც გამოკვლევებმა სიმსივნის კვალიც კი არ აჩვენა. - ჩემი მეუღლე იმყოფებოდა ავღანეთში. იქიდან დაბრუნებულს მარცხენა სათესლე ჯირკვალი შეუსივდა და მივედით ექიმთან. დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე. წარმოიდგინეთ რამხელა შოკი იყო ეს ჩვენთვის. ჩაუტარდა ოპერაცია. დაწყებულმა გამოკვლევებმა აჩვენა 2.5 სმ-ის სიმსივნე. ამის შემდეგ გაუკეთეს ქიმიები, რაც მოგეხსენებათ, ადვილი არ არის“, - ამბობს გიორგის მეუღლე, თათია ყურაშვილი. -ქიმიოთერაპიის დროს როგორ გრძნობდა თავს? - ძალიან ცუდად. დაიწყო შესიება, დასუსტდა ფიზიკურად, დაეწყო თმის ცვენა. ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გადატანა. ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ ისევ გაიკეთა ტომოგრაფია, რის შედეგადაც გვითხრეს, რომ დარჩა 1.4 სმ-ის სიგრძის სიმსივნე. ისევ დაუნიშნეს განმეორებითი ქიმიის კურსი. უსახსრობის გამო ეს კურსი ვერ ჩავიტარეთ. ამის შემდეგ გავიდა ექვსი თვე, ჩემი მეუღლე ამ პერიოდში არ მკურნალობდა. გვინდოდა მისი საზღვარგარეთ წაყვანა გამოკვლევებზე. ,,დედების ფონდის" და ოჯახის ახლობლების დახმარებით შეგვიგროვდა გარკვეული თანხა. ეს თანხმა მხოლოდ ბილეთის საყიდლად გვეყო და წავედით საფრანგეთში. საფრანგეთში გავუკეთეთ ტომოგრაფია, სხვადასხვა სახის გამოკვლევა, ეხო, მაგრამ აქ გვეუბნებიან, სიმსივნის კვალიც არ აქვსო. საქართველოში დასმული დიაგნოზი რომ ნახეს, გაოგნდნენ ექიმები. როცა საფრანგეთში ჩამოვედით, გამოკვლევების შემდეგ გვითხრეს, რომ თირკმელზე და ფილტვზე ჰქონდა პრობლემა. უკვე საბოლოო დასკვნა გვაქვს ხელთ, რომლის მიხედვითაც, გიორგი მკურნალობას არ საჭიროებს. საქართველოში მის ექიმს დავუკვავშირდით, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარ პასუხებს გვცემს ამასთან დაკავშირებით. თუმცა ჩემთვის მთავარი მაინც ის არის, რომ ჩემს ქმარს სიმსივნე არ აღმოაჩნდა.

---

 

15.03.2019

მედიასაშუალება: http://region.ge/9377-gorshi-tsisqvilkombinat-karmenis-direqtoris-mier-thanamshromlebis-gathavisuflebasthan-dakavshirebith-irakli-petriashvili-sagangebo-ganckhadebas-gaakethebs.html

გორში, წისქვილკომბინატ "კარმენის“ დირექტორის მიერ თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ირაკლი პეტრიაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს

გორში, გორის წისქვილკომბინატ "კარმენითან", პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. საუბარი შეეხება თანამშრომლების გაფიცვას, რომლის თავდაპირველი მოთხოვნაც ხელფასების მომატება იყო, დღეს კი აქციის მონაწილეებმა კიდევ ორი მოთხოვნა წამოაყენეს: დირექტორის გადადგომა და გაფიცვის გამო გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც თანამშრომელთა კანონიერი გაფიცვა დაიწყო, 14 მარტს, წისქვილკომბინატ "კარმენის“ დირექტორმა გაათავისუფლა 8 ადამიანი, ხოლო 13 ადამიანს სასტიკი საყვედური გამოუცხადა. წისქვილკომბინატ "კარმენის" თანამშრომლების განცხადებით, უკვე შვიდი წელია ხელფასის მომატებას უშედეგოდ ითხოვენ. მოლაპარაკების პროცესში მშრომელებთან ერთად ჩართულია პროფკავშირების თავმჯდომარე. ირაკლი პეტრიაშვილი განცხადებას 16:30 საათზე გააკეთებს.

---  

 

15.03.2019

მედიასაშუალება: https://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/10898-goris-tsisqvilkombinatshi-gaficva-daitsyo

გორის წისქვილკომბინატში გაფიცვა დაიწყო

გორის წისქვილკომბინატში გაფიცვა დაიწყო. აქციის ორგანიზატორი პროფკავშირების გაერთიანებაა, რომლის წარმომადგენლები ერთი თვის წინ აცხადებდნენ, რომ ქარხანაში მუშების უფლებები ირღვეოდა. პროფკავშირების წარმომადგენლის ცნობით, გაფიცვამდე პროფკავშირებსა და ადმინისტრაციას შორის მედიაციის ოცდაერთმა დღემ შედეგი ვერ გამოიღო. ,,მიუხედავად უამრავი მცდელობისა, რომ აღნიშნული პროცესი კონსტრუქციული მოლაპარაკებების ფარგლებში მოგვარებულიყო, ადმინისტრაციის მხრიდან გამოჩენილმა უპასუხისმგებლობამ მშრომელები და პროფკავშირები იძულებული გახადა გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება და გაიფიცონ. მათ საზოგადოების სოლიდარობა და მხარდაჭერა სჭირდებათ" - აღნიშნავს აქციის ორგანიზატორი.

---

 

15.03.2019

მედიასაშუალება: https://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/10899-karmenis-direqtori-khelfasebis-momateba-chemi-gadasatsyveti-araa-

კარმენის დირექტორი: ,,ხელფასების მომატება ჩემი გადასაწყვეტი არაა"

---

 

ბეჭდვითი მედია

18.03.2019

მედიასაშუალება:    

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: ალია

სერგეენკოსა და ივანიშვილის კლანის საქმე

დიდი კორუფციული სქემა გაშიფრულია. Presa.ge-მ გაარკვია, თუ როგორ ტყდება ჯანდაცვის ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარამდე, რომელიც სხვადასხვა ჩინოვნიკებსა და ივანიშვილის ოჯახზე ნაწილდება. ეს არის საქმე, რომელიც აუცილებლად მიიქცევს პროკურატურის ყურადღებას და სავარაუდოდ, ბევრი მაღალჩინოსანიც, ოლიგარქის კლანის წევრების ჩათვლით - საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება. მას ასე! წარმოგიდგენთ სქემას, რომლის გამოყენებითაც ივანიშვილის გარემოცვა გაჭირვებული ხალხის, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების ხარჯზე მილიონებს შოულობს და ბიუჯეტს ძარცვავს. საყოველთაო ძარცვა, საყოველთაო ჯანდაცვის საფარქვეშ წლების წინ, ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის შუამავლის როლს სადაზღვევო კომპანიები ასრულებდნენ. კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია კონტრაქტს აფორმებდა სახელმწიფოსთან, რომლიდანაც დაფინანსებას იღებდა და სამედიცინო დაწესებულებას იმის შესაბამისად უხდიდა თანხას, თუ რა სახის სერვისს მიაწვდიდა ის, პროგრამაში ჩართულ ამა თუ იმ პირს. თუმცა, მინისტრმა სერგეენკომ თავის მიერ შექმნილი „შუამავალი რგოლი“, სადაზღვევო კომპანიების სახით, მოშალა და სქემიდან გააძევა, რამაც კერძო სექტორი დააზარალა. ხოლო სადაზღვევო კომპანიების ნაწილი გაკოტრებამდე მიიყვანა. სამაგიეროდ, სერგეენკომ, სამედიცინო დაწესებულებებთან ანგარიშსწორება პირდაპირ სახელმწიფო სამსახურს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაავალა და სწორედ აქედან დაიწყო დიდი აღებ-მიცემობაც - „ატკატების“ სახით. ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, სამედიცინო დაწესებულებებს გადარიცხული თანხის 10%-ს „ქეშად“ სთხოვენ, რომლის მცირე ნაწილი სამინისტროში რჩება, ნაწილი კი - დიდი ალბათობით, ჯერ სერგეენკოსთან გროვდება და შემდეგ, სოლოლაკისაკენ მიემართება. „ადრე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული იყო. სადაზღვევო კომპანიები გვიხდიდნენ თანხას და არანაირი პრობლემა არ გვქონდა ამ მიმართულებით. თუმცა, დღეს, ვითარება შეცვლილია. თუ გინდა რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში შენს სამედიცინო დაწესებულებაში მოქალაქემ სერვისი მიიღოს, მაშინ უნდა გადაიხადო, ოღონდ „ქეშად“ და ოღონდ ქრთამის სახით. შევარდნაძის დროსაც კი არ ყოფილა ისეთი მასშტაბის კორუფცია სამედიცინო სფეროში, როგორიც ახლა არის. სხვა სფეროში არ ვიცი რა ხდება, მაგრამ აქ, „ზემოდან“, ყველაფერში ფულს გვთხოვენ. ვითომ გვაფინანსებენ, რეალურად კი - გვძარცვავენ. „სტავკა“ გადმორიცხული თანხის 10 პროცენტია“, - ამბობს Presa.ge-სთან საუბრისას ერთ-ერთი ცნობილი ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს მენეჯერი. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ბოლო წლებში ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, სამედიცინო სერვისები უარესდება. 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ამ სფეროს დაფინანსება 3.8 მილიარდი ლარია, საიდანაც 754 მილიონი საყოველთაო ჯანდაცვაზე იხარჯება, რასაც სხვადასხვა სოციალური პროექტებიც ემატება და ჯამში, სამედიცინო დაწესებულებებში, წლიურად, სოციალური მომსახურების სააგენტოდან მილიარდ ლარამდე ირიცხება, რომლის 10 პროცენტი, „ატკატის“ სახით - 100 მილიონ ლარამდეა. დაიწყება თუ არა, გამოძიება? „პრესა.ჯის“ უთხრეს, რომ „ატკატების“ საკითხს, ჯანდაცვაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი, ზაზა სოფრომაძე კურირებდა, რომელიც 2018 წლის აპრილიდან სამინისტროში უკვე აღარ მუშაობს. დღეს კი, ამ მიმართულებას მოვალეობის შემსრულებელი „ალაგებს“. საინტერესო დეტალი: ზაზა სოფრომაძე, 2006 წლის 18 ოქტომბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით იყო დაკავებული. მასთან ერთად დაკავებულ პირებს კი, ქრთამის აღების ბრალდება ჰქონდათ წარდგენილი. საქმე 570 ათასი ლარის მითვისებას ეხებოდა. 2006 წლის 19 ოქტომბერს კი, ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრმა, ლადო ჭიპაშვილმა, სოფრომაძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა: „ეჭვი იმის შესახებ, რომ ფონდის ხელმძღვანელობა ჩარეული იყო დანაშაულებრივ საქმიანობაში, ფინანსური პოლიციის დახმარებით, უკვე გამყარდა მტკიცებულებებით“. წარედგინება თუ არა, სერგეენკოს ნდობით აღჭურვილ პირებს: ზაზა სოფრომაძესა და სოციალური მომსახურების საგენტოს მოვალეობის შემსრულებეს, თამაზ მოდებაძეს მინიმუმ იგივე ბრალდება? ამ და სხვა დეტალების გადამოწმება, Presa.ge-მ ჯერ ზაზა სოფრომაძესთან სცადა, რომელმაც „ატკატებისა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსნების მხრიდან სამედიცინო დაწესებულებებისათვის ქრთამის მოთხოვნის ფაქტები კატეგორიულად უარყო. პრესა.ჯი: ბატონო ზაზა, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სახელმწიფოსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის შუამავლის როლს სადაზღვევო კოპანიები ასრულებდნენ, რომელიც ერთი მხრივ, ბიუჯეტიდან იღებდნენ თანხებს და მეორე მხრივ, სამედიცინო დაწესებულებებს მომსახურების შესაბამისად ურიცხავდნენ. რატომ მოიშალა ეს სისტემა? ზაზა სოფრომაძე: სავსებით სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რადგანაც ეს იყო სახელმწიფო რესურსები და არანაირი შუამავალი რგოლის საჭიროება, ჩემი აზრით, არ არსებობდა. - ახლა რომელი სამსახური ასრულებს მსგავს სამუშაოს? - სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობით ხდება შესაბამისი მომსახურების ანაზრაურება კლინიკებისთვის. - ბატონო ზაზა, გვაქვს ინფორმაცია, რომ სამედიცინო დაწესებულებები ჩინოვნიკებს „ატკატებს“ აძლევენ და ის თანხა, რომლებიც სადაზღვევოებს რჩებოდათ მოგების სახით, ახლა ქრთამის სახით ნაწილდება... - არ მაქვს დღესდღეობით ამ საკითხთან შეხება და თუ სადმე, რაიმე მსგავსი ფაქტი არსებობს, ამისთვის სამართლადამცავებმა უნდა მიიღონ უმკაცრესი ზომები. - თქვენ რატომ იყავით დაკავებული 2006 წელს? - ეს იმდროინდელი ხელმძღვანელების გმირების გამო მოხდა. თუმცა, მე ის იშვიათი გამონაკლისი ვარ, ვისთანაც ვერ მიაღწიეს ვერანაირ აღიარებას, დანაშაულის მხრივ და ბოლოს, იძულებულები გახდნენ ჩემთვის თავი დაენებებინათ“. სოფრომაძის გარდა, ასახელებენ ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ორ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსანს, გია თვალავაძეს, რომელიც სერგენკოს გარემოცვის წევრად ითვლებოდა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსად მუშაობდა და თამაზ მოდებაძეს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს. თვალავაძე, ცოტა ხნის წინ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. მისი დაკავების შემდეგ კი, ბევრი სამედიცინო კლინიკის მფლობელი ნერვიულობდა. რაც შეეხება თამაზ მოდებაძეს, შეიძლება ითქვას რომ ჩინოვნიკი პრესა.ჯის საგულდაგულოდ ემალებოდა. ამიტომ, ჩვენ, მოდებაძის (რომელსაც დღემდე ვერ გაურკვევია სად მოხვდა), პოზიციის დაფიქსირება პრესსამსახურის მეშვეობით ვთხოვეთ. ბევრი ფიქრისა და მრავალსაათიანი ლოდინის შემდეგ, მან ასეთი ტექსტი მოგვაწოდა: „მსგავს ფაქტს სოციალური მომსახურების სააგენტოში ადგილი არ ჰქონია და ვერც ექნება, რადგან ადმინისტრირების პროცესი არის ღია და გამჭვირვალე. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფაქტი ოდესმე დაფიქსირდება, უწყება აუცილებლად ითანამშრომლებს ყველა შესაბამის სამსახურთან, უკანონო ქმედების აღსაკვეთად“, - ასეთია მოდებაძის პასუხი „ატკატების“ საქმეზე. „მაღალჩინოსნები წურბელებივით აზიან არსებულ სისტემას და იპარავენ საბიუჯეტო თანხებს - „ატკატების“ ხარჯზე“ ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, დავით ნებიერიძე Presa.ge-სთან საუბრისას იმ მახინჯი სისტემის ნეგატიურ შედეგებსა და კორუფციულ შემადგენელზე საუბრობს, რომელიც სერგეენკომ ჯანდაცვაში დანერგა. პრესა.ჯი: ბატონო დავით, რა მდგომარეობაა დღეს ჯანდასვის სისტემაში, კორუფციული თავლსაზრისით? დავით ნებიერიძე: ჯანდაცვის მოქმედი საყოველთაო დაზღვევის სისტემა მიზანმიმართულად არის მორგებული კორუფციულ სისტემაზე და ადმინისტრირების თვალსაზრისით უკიდურესად ირაციონალურია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კორუფციული სქემა. შესაბამისად, კატასტროფული მასშტაბები მიიღო ბიუჯეტიდან თანხების გადაქაჩვამ ჯანდაცვის სფეროში, მაგრამ ჯანდაცვის დონე არამც და არამც არ იზრდება, რაც ცალსახად ნიშნავს იმას, რომ საბიუჯეტო თანხების ლომის წილი მიმართულია კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეებისკენ და არა ჯანდაცვის სერვისების ამაღლებაზე. - რამდენად გამართლებული იყო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემიდან სადაზღვევო კომპანიების „ამოვარდნა“? - ჯობია ვისაუბროთ იმ ფუნდამენტურ პრინციპზე, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ოპტიმალური სადაზღვევო სისტემა, რომელიც პირველ რიგში, ორიენტირებული იქნება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე... სახელმწიფო, მოქალაქეთა სადაზღვევო შენატანებს უნდა უხდიდეს სადაზღვევო კომპანიებს და თავად არ უნდა ასრულებდეს სადაზღვევო ფუნქციებს. ეს სადაზღვევო შენატანები უნდა განისაზღვრებოდეს მოქალაქეთა სოციალური ცენზის, სტატუსის, შემოსავლების შესაბამისად. ხოლო, მოქალაქეები, რომელთა შემოსავლები აღემატება გარკვეულ დადგენილ ზღვარს, საერთოდ არ უნდა მონაწილეობდნენ ამ სისტემაში. რატომ არის აუცილებელი სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობა ამ სისტემაში? სახელმწიფო მიზნობრიობის პრინციპის დაცვით, სადაზღვევო თანხას უნდა უხდიდეს მოქალაქეს. ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, თავად აირჩიოს სადაზღვევო კომპანია, სადაც მიიღებს მისთვის ოპტიმალურ, საუკეთესო სადაზღვევო პაკეტს იმ თანხის შესაბამისად, რასაც ის უხდის კომპანიას. ეს მოდელი არის უნივერსალური, რომელშიც დაცულია მთავარი - კონკურენციის პრინციპი. ეს მოდელი წარმოშობს კონკურენციას, სადაზღვევო კომპანიებს შორის და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე მომხმარებელი იღებს სულ უფრო და უფრო კარგ პაკეტს. გარდა ამისა, სისტემის თითოეულ ბენეფიციარს უნდა მიეცეს უფლება, თავისი შესაძლებლობებისა და სურვილის მიხედვით, თავად დაამატოს საკუთარი თანხა სახელმწიფოს მიერ მისთვის გამოყოფილ ყოველთვიურ სადაზღვევო თანხას და შეიძინოს უკეთესი პაკეტი. ეს პრინციპი გამორიცხავს იმ მახინჯ პრაქტიკას, როდესაც კერძო დაზღვევის შემთხვევაში, მოქალაქე კარგავს სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობის უფლებას და მორგებული იქნება ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანზე, რაც თავის მხრივ, წაახალისებს სადაზღვევო კულტურის დახვეწას და ჯანდაცვის ხარისხზე მოთხოვნილებას. გარდა ამისა, ამ სისტემით სახელმწიფოს მოეხსნება ადმინისტრირების ვალდებულება, რაც მაქსიმალურად შეამცირებს და მოსპობს კორუფციულ შემადგენელს. სადაზღვევო კომპანიები თავად ალაგმავენ სამედიცინო დაწესებულებების მადას მუქთა ფულთან დაკავშირებით, რამეთუ ოპტიმალური ხარჯვა მათი ფინანსური წარმატების საწინდარი იქნება. უტრირებულად რომ ვთქვათ, ვერც ერთი საავადმყოფო ვეღარ ამოჰკვეთს ბენეფიციარს ბრმანაწლავს გლანდებთან ერთად, მაშინ როდესაც პაციენტს არ აწუხებს ბრმანაწლავი და ამას გააკონტროლებს სადაზღვევო კომპანია სახელმწიფოს ნაცვლად. ვერავინ დაუნიშნავს პაციენტს წამალს, რომელიც მას არ სჭირდება. იმიტომ, რომ პროცესს გააკონტროლებენ თავად სადაზღვევო კომპანიები, რათა არ გაკოტრდნენ. დღეს კი, სამედიცინო სისტემა, ფაქტობრივად, აკოტრებს სახელმწიფოს ზუსტად ამ დამცავი მექანიზმების არ არსებობის გამო და ტოტალური კორუფციის შედეგად. დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები წურბელებივით აზიან არსებულ სისტემას და მარტივად იპარავენ საბიუჯეტო თანხებს „ატკატების“ ხარჯზე. ამის შესაძლებლობას კი იძლევა მოქმედი კორუფციული სქემა, რომელზეც არის აგებული საყოველთაო უფასო სადაზღვევო სისტემა. P.S: პრესა.ჯი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა მინისტრ დავით სერგეენკოსთან დაკავშირებას ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებსა და იმ კორუფციულ ფაქტებზე გასაუბრების მიზნით, რომლის შესახებაც ექსპერტები და სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერები საუბრობენ. თუმცა, მინისტრი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. როგორც ჩანს, ივანიშვილის პირად ექიმს, რომელიც ერთ დროს, საჩხერის საავადმყოფოდან სამედიცინო ნარკოტიკების გაფლანგვის გამო კინაღამ დაიჭირეს, ახალი სქემები აქვს შესადგენი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5944782&name=18.03.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

თბილისის გარდა ეს ყველგან პრობლემაა - ამირან გამყრელიძე ონკანის წყალის უსაფრთხოებაზე

ბრიტანული „დეილი მეილი" ორგანიზაცია Globehunters-ის ინფოგრაფიკას აქვეყნებს, რომელშიც საქართველო იმ 187 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც ონკანიდან წყლის დალევა უსაფრთხო არ არის, ეს ინფორმაცია ტურისტებისთვის არის განკუთვნილი და ეს კვლევა Globehunters-მა დაავადებათა კონტროლის ცენტრების ინფორმაციაზე დაყრდნობით შეადგინა. „რეზონანსი", დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს ესაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში სოფლებსა და ქალაქებში ეს პრობლემა არის, თუმცა თბილისში წყალი მრავალგზის იქნა შესწავლილი და ონკანიდან წყლის დალევა საშიში არ არის. „არის ქვეყანაში პრობლემა, ძირითადად სოფლის წყალსადენებში. თვითონ თბილისში ბევრჯერ არის ეს შესწავლილი და წყალი უსაფრთხოა", - აცხადებს გამყრელიძე. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად წყლის ანალიზი ჩაატარა, რომლის შედეგებიც გაზაფხულის ბოლოს გახდება ცნობილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5945016&name=18.03.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

მშენებლობაზე დაღუპულ მუშებს, შესაძლოა, დამცავი ღვედი არ ჰქონდათ შეკრული - დირექტორი

კომპანია „მჯ ალიანსის“ გენერალური დირექტორი ზაზა იჩქიტიძე აცხადებს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის კომპანიას სპეციალური სამსახური ჰყავდა დაქირავებული და შესაძლოა, მუშებს დამცავი ღვედი არ ჰქონდათ შეკრული, რის შესახებაც მან "პირველი არხთან" ისაუბრა. „ერთი შეხედვით, ვიზუალური შეხედვით ჩანს, რომ სამშენებლო კალათაზე იმყოფებოდა რამდენი მუშა, ისიც არ ვიცი ზუსტად, ქვემოთ იდგა რომელიმე თუ სამივე - ზემოთ, ზუსტად არ ვიცი. მოხდა ბაგირის გაწყვეტა, რამ გაწყვიტა ბაგირი, არ ვიცით. სამუხრუჭე ბაგირმა, როგორც ჩანს არ დაიჭირა. რატომ მოხდა ეს ამას ექსპერტიზა დაადგენს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა. მათ ჰქონდათ უსაფრთხოების ღვედები, მაგრამ როგორც ჩანს, არ იყვნენ ამ ღვედებით დამაგრებულები, თუმცა დაზუსტებით არც ეს ინფორმაცია ვიცი. დამაგრებულები რომ ყოფილიყვნენ, ის დაიჭერდა და შესაძლებელი იქნებოდა გადარჩენა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი ვერსიით ე.წ რემნები არ ჰქონდათ დამაგრებული“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა. თბილისში, ორთაჭალაში მშენებლობიდან სამი მუშა დღეს გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მუშა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მესამე დაშავებული ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5945060&name=18.03.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება:      ასავალ-დასავალი

იაფი წამლების ძვირი ანალოგები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5945598&name=18.03.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 ​