From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-18.12.2018
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 18.12.2018 08:49
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 18.12.2018

ტელევიზია

18.12.2018

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 09:00

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს, რომლის მიზანია განისაზღვროს შრომის ბაზარზე ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში არსებული საწარმოებისათვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტი. ინიციატივის მიხედვით უნდა გაიმიჯნოს დამსაქმებლის და დასაქმებულის შრომის ინსპექციის უფლება-მოვალეობები. კანონპროექტი მოიცავს სამუშო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ზომების შემოღებას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5763826

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5764101

---

 

18.12.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

პაატა ბურჭულაძის გამოსვლა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა. აქვს თუ არა ოპოზიციას ორმაგი სტანდარტი, როდესაც საქმე რუსეთში ვიზიტს ეხება. დავით სერგეენკოს კომენტარი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5764018

---

 

18.12.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

სამი შვილის დედამ თვითმკვლელობა სცადა. ანა ტყეშელაშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თითქმის ყველა საჯარო უწყება სამსახურის დაწყების თხოვნით შემოიარა, თუმცა მუშაობის დაწყებაზე უარი ყველგან ერთი და იგივე მიზეზით უთხრეს. ტყეშელაშვილი ამბობს, რომ მას პოლიტიკური ნიშნით არ ასაქმებენ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5763764

---

 

17.12.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: სხვა შუადღე

10 დეკემბერს ევროკავშირმა პარტნიორებთან ერთად ადამიანის უფლებათა კვირეული დაიწყო. კვირეული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას ეძღვნებოდა, რომელსაც 70 წელი შუსრულდა. გადაცემა ეძღვნება 23-ე მუხლს რომელისც შრომით უსაფრთხოებას ეხება.   თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია შრომის პირობების ინსპექტირებსი  დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბექა ფერაძე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5761370

---

 

17.12.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

დაავადებათა კონტროლის ცენტრში დღეს უოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის 125 წლის იუბილე აღინიშნა. კვლევითი ინსტიტუტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ყველაზე დიდ ბიოსამედიცინო ლაბორატორიას წარმოადგენს. ლაბორატორები მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ახორციელებენ კვლევებს ინფექციური დაავადებების მიმართულებით.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5762542

---

 

17.12.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 21:00

ზამთრის სეზონთან ერთად, ვირუსული ინფექციების რიცხვიც იზრდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ა ტიპის H1N1 ვირუსი ვრცელდება. აჭარაში კი ლაბორატორიულად დადასტურებული ენ ერთი ვირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც სპეციალისტების განცხადებით, სეზონისთვის დამახასიათებელია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5763346

---

 

 

 

ინტერნეტი

18.12.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/525741-davit-sergeenko-paata-burchulazeze-xelovanis-gadasacqvetia-vis-cinashe-imgerebs-magram-tu-mas-politikosobaze-akvs-xedva-albat-naklebad-misagebia-aseti-nabiji/

დავით სერგეენკო პაატა ბურჭულაძეზე - ხელოვანის გადასაწყვეტია, ვის წინაშე იმღერებს, მაგრამ თუ მას პოლიტიკოსობაზე აქვს ხედვა, ალბათ, ნაკლებად მისაღებია ასეთი ნაბიჯი

თავად ხელოვანის გადასაწყვეტია, ვის წინაშე იმღერებს, მაგრამ თუ მას პოლიტიკოსობაზე აქვს ხედვა, ალბათ, ნაკლებად მისაღები იქნება ასეთი ნაბიჯის გადადგმა, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პაატა ბურჭულაძემ იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა. "ცალსახად გამიჭირდება შეფასება, რადგან ამ ყველაფერს ორი მხარე აქვს. ერთი არის ხელოვნება. ამ მიმათულებას მე ვერ შევაფასებ. თავად ხელოვანის გადასაწყვეტია, ვის წინაშე იმღერებს, მაგრამ თუ მას პოლიტიკოსობაზე აქვს ხედვა, ალბათ, ნაკლებად მისაღები იქნება ასეთი ნაბიჯის გადადგმა", - განაცხადა სერგეენკომ.

---

 

17.12.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/uckhoetshi-dasaqmebis-msurvelta-sakitkhebze-dgheidan-akhali-struqtura-migraciis-sakitkhta-sammartvelo-imushavebs/

უცხოეთში დასაქმების მსურველთა საკითხებზე, დღეიდან ახალი სტრუქტურა მიგრაციის საკითხთა სამმართველო იმუშავებს

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტში მიგრაციის საკითხთა სამმართველო იქმნება. ამას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა. ბრძანების თანახმად, მიგრაციის საკითხთა სამმართველოს ფუნქციებია: შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი ბაზისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი; შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებების შემუშავება; დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში პოტენციური პარტნიორი ქვეყნების ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი; მიგრაციის საკითხთა სამმართველოს ფუნქციებია ასევე საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი კანონიერი დასაქმების შესაძლებლობებისა და ამ სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების შესახებ წინადადებების მომზადება; პოტენციური შრომითი მიგრანტების ინფორმირებისა და კონსულტირებისათვის საჭირო საინფორმაციო და მეთოდური მასალების მომზადება/განვითარება; პოტენციური შრომითი მიგრანტების ინფორმირებასა და კონსულტირებაში მონაწილეობა; საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია და შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნა; უცხოელი დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისად კანდიდატურების წინასწარი (პირველადი) შერჩევის პროცესის ორგანიზება; უცხოელი დამსაქმებლის მიერ საბოლოოდ შერჩეული კანდიდატებისთვის გამგზავრებისწინა ორიენტაციის ტრენინგების ორგანიზება; ბრძანების შესაბამისად მიგრაციის საკითხთა სამმართველოს ფუნქციაა: საზღვარგარეთ დასაქმების ხელშემწყობი სააგენტოებისა და კერძო პირების საქმიანობის შესახებ ანგარიშების მიღება, სისტემატიზაცია და ანალიზი; შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; საქართველოში შრომითი იმიგრაციის რეგულირების შესახებ წინადადებების მომზადება, დასაქმებული იმიგრანტების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა/განვითარება; საქართველოში ფუნქციონირებადი დასაქმების კერძო სააგენტოების სახელმწიფო რეესტრის წარმოება; საზღვარგარეთ დასაქმების ხელშემწყობი საქართველოში ფუნქციონირებადი სააგენტოებისა და კერძო პირების საქმიანობის შესახებ ანგარიშების მიღება და ანალიზი; საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთათვის სარეინტეგრაციო მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ სამმართველოში ხუთი ადამიანია დასაქმებული, რომლებიც შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის კადრებიდან შეირჩა.

---

 

17.12.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/amiran-gamyrelidze-mosakhleobas-gripis-virusis-prevenciuli-ghonisdziebebis-gatarebisken-mouwodebs/

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვირუსის პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსის შემთხვევა უკვე ფიქსირდება. გამყრელიძე მოსახლეობას პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს. კერძოდ, საჭიროა დაიცვან ჰიგიენური ნორმები, გაანიავონ ოთახი და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში. ამირან გამყრელიძის თქმით, პრევენციის საუკეთესო საშუალება არის აცრა, რომელიც წელს საკმაოდ დიდი რაოდენობით გაკეთდა. „ზამთარში ყოველთვის გვაქვს ვირუსული ინფექციების გახშირება. უკვე გამოჩნდა გრიპის ვირუსიც. ამიტომ გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ჩვენი გვერდის საშუალებით მიეწოდება მოსახლეობას. წელს მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა აიცრა და ეს ძალიან კარგია გრიპის საწინააღმდეგოდ. ასევე მნიშვნელოვანია საერთო ჰიგიენური საშუალებები: ხელის ხშირი დაბანა, შენობის განიავება, სველი წესით დალაგება. თუ გვაქვს მაღალი ტემპერატურა, სამსახურში და სკოლაში არ წასვლა და ა.შ ყველაფერი ეს გასათვალისწინებელია”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობს.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/439014

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/amiran-gamyrelidze-mosaxleobas-gripis-virusis-prevenciuli-gonisdziebebis-gatarebisken-mouwodebs

---

17.12.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=192514-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%20%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

27 წლის გოგონას გადარჩენა 15 000 ლარადაა შესაძლებელი - ხატია თებიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

27 წლის ხატია თებიძის უმძიმესი დიაგნოზის შესახებ "ნიუპოსტის" მკითხველმა კარგად იცის. ხატია თებიძეს სასწრაფოდ ესაჭიროება ორივე ფეხის პროტეზირება. მან ქალაქ ოდესაში სამსახურში მიმავალმა ორივე ფეხი დაკარგაა. ხატიას ტრავმაიმ დაეჯხადა 40 წუთი მის ქვევშიყო მოყოლილი. მისი სიცოცხლის შნრჩუნება მოხერხდა მაგრამ ხატიამ ოირვე ფეხი დაკრგა. პირველადი დახმარების შემდეგ სალჩოს დახმრებით ხატია სამშობლოში დაბრუნდა და მკურნალობა აქ გაგარძელა. "კიდევ ერთხელ მივმართავ საზოგადოებას თხოვნით 27 წლის გოგოს დასახმრებლად . ხატი უკვე უნდა წასულიყო კლინიკაში პროტეზებსი მოსარგებათ მაგარმ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა 10 პროცენტის ჩარიცხვა კლინიკაში . კიდევ ერთხელ გთხვთ იქნებ შევძლოთ მისი დახმარება და მიცვეთ მეორე შანის სულ რაღც 15 ათსი ლარი გვჭირდება ამ ეტაპზე. ხატია იმედით უყურებს ხავლინდელ დღეს. სჯერა ჩვენი თანადგომს ის უმოკლეს დროში უნდა იყოს გერმანაიში. (ქალაქი ბილეფელდი) ორივე ფეხის პროტეზირება ჯდება 132 ათასი ევრო. აქედან მხოლდ 10 % აფინანსებს საქართველოს ჯანდაცვა"- აღნიშნავს" ნიუპოსტთან" საქველმოქმედო ფონდ "იალქანის" ხელმძღღვანელი თიკო აბაშიძე. ნათიას თხოვნით ვაქვეყნებთ ორგანიზაციის ანგარიშის ნომრებს გთოხვთ დანიშნულებაში მიუთითოთ #ხატია #თებიძე მე მეჯრეა თქვენიი სიკეთის. #საქველმოქმედოზარი 0901200127 თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტაქტო ნომერი 599 33 01 14 ტელ 599 33 01 14

---

 

17.12.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=192551-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90

აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებს ბარბარობის დღესასწაული მიულოცეს

ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „გენი ქართული“ აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია „ბავშვის ჯანსაღი კვება და უსაფრთხო ბავშვობა“ (რა იწვევს ტყვიის მაღალ შემცველობას ბავშვის ორგანიზმში, უსაფრთხო სათამაშო) გამართეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, საქველმოქმედო პროგრამის ხელმძღვანელი, ექიმი პედიატრი, პროფესორი ნინო თოთაძე და პროფესორი რევაზ სულუხია ესწრებოდნენ. საქველმოქმედო აქცია კლინიკაში “ბაზი” გაიმართა. აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ათ მრავალშვილიან ოჯახს 6 თვიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და სათამაშოები გადაეცა. ასევე, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კომპანია „ისი-პარის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ხატია შამუგიამ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადასცა.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

18.12.2018

მედიასაშუალება:  საქართველოს რესპუბლიკა

ქართული სამედიცინო სისტემა არ არსებობს!

ქართული სამედიცინო სისტემა არ არსებობს! - აცხადებს ქართულ-ამერიკული სამედიცინო ასოციაციის, GAMPHA-ს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გურული. ის ამერიკაში 90-იან წლებში გაემგზავრა. ამჟამად მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი და ამავე შტატის დედაქალაქ ჯეკსონის ვეტერანთა ფედერალური ჰოსპიტლის ანესთეზიის, რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორია. წლებია ხედავს, როგორი პატივით ეპყრობა ამერიკა თავის გმირებს და იცის, როგორ მუშაობს გამართული სამედიცინო სისტემა, რადგან ისიც ამ სისტემის ნაწილია და სურს, თავისი ცოდნა თავის სამშობლოს გაუზიაროს. - ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ექიმების მიმართ ნდობა დაკარგეს და თუ შესაძლებლობა აქვთ, საზღვარგარეთ გარბიან სამკურნალოდ. - ვერ გავამტყუნებ მათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ექიმები უვიცის კლიშეს იმსახურებენ; თუ უვიცები ვართ, როგორ ხდება, რომ ყოველწლიურად 20-30 ახალგაზრდა ქართველი ექიმი ირიცხება ამერიკულ რეზიდენტურაში? ისინი თავისუფლად უწევენ კონკურენციას მსოფლიოს საუკეთესო ტვინებს! საქართველო არც გამოჩენილი ექიმების ნაკლებობას განიცდის. დიახ, ჩვენს ქვეყანას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, საზოგადოების უნდობლობა კი ქართული მედიცინის მახინჯმა სისტემამ, უფრო სწორად, უსისტემობამ გააჩინა. - როდესაც ღიად აკრიტიკებთ სისტემის ნაბიჯებს და საყოველთაო ჯანდაცვას ანტისახელმწიფოებრივ პროგრამას უწოდებთ, ალბათ იცით, რომ ბევრი მოწინააღმდეგე გამოგიჩნდებათ... - მაგრამ სათქმელი ხომ უნდა ითქვას? როდესაც ამ პოპულისტური პროგრამით საზოგადოების ე.წ. სრული გადაფარვა მოინდომეს, ვერ გაითვალისწინეს, რომ ეს პრაქტიკულად არც ერთი ქვეყნის ეკონომიკას არ ძალუძს. ბიუჯეტის განიავებისა და სახელმწიფოს გაღარიბების გარდა, ამ პროგრამამ უამრავი ბოროტება მოუტანა ადამიანებს, რადგან ჩვენს საავადმყოფოებში ასობით არასაჭირო, მავნებლური ქირურგიული ოპერაცია ჩატარდა. ამ ეტაპზე რთულია საზოგადოება დავარწმუნო ჩემი აზრის სისწორეში, მაგრამ ფაქტია ამ სისტემის დანაშაულია გამოუცდელი ადამიანებით დაკომპლექტებული, ლამისაა სადარბაზოებში გახსნილი ინტენსიური განყოფილებები, მართვით სუნთქვაზე მიერთებული, უიმედო ავადმყოფები, სამედიცინო შეცდომები, ჯანმრთელი ადამიანებისთვის ჩატარებული ოპერაციები და ბიუჯეტიდან ფულის გამოძალვის მიზნით გადავსებული საწოლები. არც ამდენი კლინიკა გვჭირდება. ჩვენს სამმილიონიან ქვეყანას, რომელიც ერთი დიდი ამერიკული ქალაქის ზომისაა, რამდენიმე თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი კლინიკა ეყოფა, სადაც შესაძლებელი იქნება კვალიფიციური რეზიდენტების მომზადება; ყველა საჭირო, სერიოზული ოპერაციის ჩატარება, მაგრამ მედიცინა ახლა საქართველოში ხშირად, საეჭვო რეპუტაციის ბიზნესის წყაროა, ყოველგვარი რეგულაციების და საღი აზრის გარეშე დამყარებული ქაოსი. - რა მიზანი ჰქონდა ქართულ-ამერიკული სამედიცინო ასოციაციის დაარსებას? რა შეძელით და რა გახდა შეუძლებელი ამ ასოციაციის დაფუძნებით? - ამერიკაში მყოფი ქართველი ექიმების შეკრება-ორგანიზების საქმეში დიდი როლი ითამაშა მაშინდელმა ხელისუფლებამ, კერძოდ აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბათუ ქუთელიამ და ჯანმრთელობის სამინისტრომ. არ შემიძლია არ აღვნიშნო ქალბატონ მარიამ ჯაშის, პარლამენტის განათლების კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარის განსაკუთრებული წვლილიც. მათი ხელშეწყობით ჩატარდა კონფერენცია მედეა 2011 წლის იანვარში. იმედის მომცემი დასაწყისი გახლდათ, რადგან ვაშინგტონის შეკრებაზე ქართველი ექიმების 90% ჩამოვიდა. მახსოვს, კონფერენციაზე საკმაოდ მწვავედ წარიმართა დებატები, მაგრამ საბოლოოდ საღმა აზრმა გაიმარჯვა და ყველამ აღიარა ასოციაციის აუცილებლობა და სარგებელი ქვეყნისთვის. კონფერენციაზე დამასახელეს ამერიკაში ქართველი ექიმების კოორდინატორად, ჯანდაცვის მაშინდელმა მინისტრმა სანდრო ურუშაძემ კი ოფიციალურად გააფორმა ეს ბრძანება და ახლა ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ექიმების საკოორდინაციო საბჭოს მთავარ კოორდინატორად ვითვლები. დასაწყისი საკმაოდ რთული იყო. სამინისტროს თანამშრომლები, ვისთანაც უშუალოდ გვქონდა ურთიერთობა, პირველ რიგში, პოლიტიკოსები არიან და სწრაფ შედეგებზე იყვნენ ორიენტირებული, მაგრამ ვამაყობ იმით, რომ დავარწმუნეთ სამინისტრო, რათა გვეფიქრა მხოლოდ მაღალ მიზანზე და არა მოსწრებაზე. საქმე ხომ პროფესიონალების უაღრესად მნიშვნელოვან ჯგუფთან გვაქვს, რომელთა ჩამოყალიბებას და გაზრდას 14-16 წელი სჭირდება, ამიტომ სერიოზულ რეფორმაზე ერთ ან თუნდაც სამ წელიწადში ლაპარაკი შეუძლებელი იყო და არის. საბოლოო ცვლილებები ერთი რომელიმე პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის არსებობის პერიოდში კი არ უნდა მოხდეს, არამედ გონიერ ვადებში. ჩვენ საფუძველის ჩაყრას ვგეგმავდით, ნაყოფს კი სულ სხვა მთავრობის პირობებში, ქვეყანა მოიმკიდა. გეგმა ასეთი იყო: პირველ ეტაპზე უნდა შეგვექმნა ის, რაც ძალიან აკლია საქართველოს - რეზიდენტურის ანუ სამედიცინო განათლების შემდგომი კლინიკური განათლების სისტემა. რადგან ამერიკული სისტემა ეფექტურია, შევთანხმდით, რომ ახლის გამოგონება საჭირო აღარ იყო. ამასთან, გვინდოდა დიპლომის შემდგომი განათლების საკითხები მოგვეწესრიგებინა და ამის საფუძველზე მძლავრი პროფილური ასოციაციები შეგვექმნა, რომლებიც ფაქტობრივად, თავად მოახდენდნენ თავიანთ დარგებში ხარისხის კონტროლს. პირველ ეტაპზე სახელმწიფოს ხელშეწყობით და ჯანდაცვის სამინისტროს გარკვეული კონტროლით, შემდეგ ავტონომიურად. ასოციაციის სათავეში ამერიკელი და ევროპელი ექიმების, ჯანმრთელობის სამინისტროს წარმომადგენლების, საქართველოში მოღვაწე ექიმების ჯგუფი იქნებოდა. - რა დაუჯდებოდა სახელმწიფოს ამ პროგრამის დაფინანსება? - ეს ფინანსურად დიდი ტვირთი არ უნდა ყოფილიყო, რადგან საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმებმა, რომლებიც მაშინვე ჩაერთვნენ სასწავლო მასალების მომზადებაში, უარი განაცხადეს ანაზღაურების მიღებაზე. არც მოგზაურობის ხარჯებს ვითხოვდით. თუ სახელმწიფო მოისურვებდა ამისთვის თანხა გამოეყო, მას უკლებლივ გადავრიცხავდით ახალგაზრდა ქართველი ექიმების განათლების ფონდში. მოკლედ, იმედიანად ვიყავით. 2012 წელს, ბათუმში შემდეგი კონფერენციაც ჩავატარეთ, მაგრამ შეიცვალა ხელისუფლება და სამწუხაროდ, ყველაფერი გაიყინა. ვწუხვარ რომ წამოწყებული საქმე შეგვაჩერებინეს. 6 წელიწადი დავკარგეთ, ახლა ახალ ეტაპზე ვიქნებოდით გადასულები და პირველი ჯგუფი გვეყოლებოდა გამოწვრთნილი. - ახალ მინისტრს შეხვდით? - როგორც კი კოალიცია ქართული ოცნება ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ბატონ სერგეენკოს შევხვდი. მას აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა ჰქონდა ქართული მედიცინის რეფორმებთან დაკავშირებით, რაც ჩემი აზრით, არარეალური იყო. იგი თვლიდა, რომ საკმარისი იქნებოდა რამდენიმე კარგად დაკომპლექტებულ-აღჭურვილი კლინიკის შექმნა, სადაც უცხოეთიდან დაბრუნებული ქართველი ექიმები იმუშავებდნენ. საქართველოს ამჟამადაც არ აკლია გამოცდილი პროფესიონალები, მაგრამ მათი საქმიანობის არაეფექტურობა განპირობებულია სრული უსისტემობით. - მინისტრთან შეხვედრის შემდეგ დანებდით დინებას? - არა, მაგრამ სულ მალე, მინისტრის მაშინდელმა მოადგილე დიმიტრი მახათაძემ ოფიციალურად განგვიცხადა, რომ ხელს არ შეგვიშლიდა საქველმოქმედო საქმიანობაში, თუმცა სხვა მხრივ ჩვენი ურთიერთობის პერსპექტივას ვერ ხედავდა. მოკლედ, ამერიკელებიც მოგვიშორეს და ევროპელებიც. ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ სახელმწიფო ჩვენი რესურსის გამოყენებაზე უარს აცხადებს. ისე არ გამიგოთ, თითქოს მხოლოდ ეს ერთი ხელისუფლებაა საქართველოში, რომელიც შეცდომებს უშვებს, წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა ხარვეზები სამედიცინო კუთხით. თუნდაც ის ასი ამოჩემებული საავადმყოფო რომ გავიხსენოთ. რესურსის გაფლანგვის გარდა, ასე სოკოებივით ამოზრდილი მცირე ზომის კლინიკები ვერ უზრუნველყოფდნენ საგანმანათლებლო ბაზებად ფუნქციონირებას. ახლა ისე გამოვიდა, რომ საზღვარგარეთ გამოზრდილი საუკეთესო ნაღები ჩვენი სამედიცინო ელიტისა, რომლებიც უანგაროდ ჩაერთვნენ ამ დიდ საქმეში, პრაქტიკულად, დაკარგული არიან საქართველოსთვის; თუმცა, ობიექტურობისათვის უნდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე მაღალკვალიფიციური ექიმი დაბრუნდა საქართველოში და წარმატებითაც საქმიანობს საკუთარ კერძო პრაქტიკაში...

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5763532&name=18.12.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

18.12.2018

მედიასაშუალება:      ქრონიკა+

ქონებრივი დეკლარაცია "ხარვეზებით"

მოქალაქეებმა ყველაზე კარგად იციან, რომ ის საჯარო პირები და პოლიტიკოსები, რომლებსაც ისინი თავად ირჩევენ, პასუხისმგებლები ხდებიან ამავე მოქალაქეების წინაშე. გარდა იმისა, რომ ის მას სიცრუეს არ პატიობს, არც ისეთი ფაქტები რჩება მისი თვალთახედვის არიდან, როცა გარკვეული ტიპის ინფორმაცია საზოგადოებას არასწორად მიეწოდება, ანუ, თუ სხვაგვარად ვიტყვით, როცა საჯარო პირები და პოლიტიკოსები რაღაცას მალავენ. თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციებისა და საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მთავრობის 18 წევრის ოჯახი დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან... "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო შემთხვევა გამოიკვეთა. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილს სამეწარმეო საქმიანობასთან კავშირის შესახებ ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციაში არაზუსტად აქვთ მითითებული. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს - მიხეილ ნინუასა და ალექსანდრე ხვთისიაშვილს; ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავას; ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძესა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილს თავიანთ საკუთრებაში არსებული კომპანიების წილების მართვის უფლება სხვა პირზე გადაცემული არ აქვთ, რაც "საჯარო დაწესებულებისა და კორუფციის შესახებ" კანონის დარღვევას წარმოადგენს. ლაშა სენაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი: - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", პერიოდულად სწავლობს ხოლმე მაღალი თანამდებობის პირების მიერ შევსებული დეკლარაციების სიზუსტეს - რამდენად სრულყოფილად არის ასახული ის მონაცემები დეკლარაციაში, რაც, რეალურად, არსებობს. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ საიტს, რომელზედაც თავმოყრილია ეს დეკლარაციები. მეორე მხრივ კი საჯარო რეესტრის მონაცემებს ვიყენებთ - ბიზნესის რეესტრში ვნახულობთ მათ სახელზე რეგისტრირებულ ბიზნესებს, კომპანიებს. საინტერესო შემთხვევა იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მოცემულობა. საუბარია ზაზა ბოხუაზე - ის არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირველი მოადგილე. მისი მეუღლე 50%-იან წილს ფლობს შპს "მედსფეისში"... ეს კომპანია ექცევა სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" საქმიანობის სფეროში... განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემთხვევაში, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძის დეკლარაციის მიხედვით, შალვა გოგოლაძე და მისი მეუღლე სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულნი არიან. თუმცა, დეკლარაციის თანახმად, კომპანიები, სადაც შალვა გოგოლაძე წილებს ფლობს ანბ დირექტორის პოსტი უკავია, "ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებს და რეგისტრირებულ მონაცემებში ვერ ხერხდება ცვლილებების შეტანა"... ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის შემთხვევაში, კაკაურიძე შპს "მეგობრობა" საქართველოს 20%-იანი წილის მფლობელია, თუმცა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქმიდან შემოსავალი არ მიუღია... აღსანიშნავია, რომ სამინისტროთა თითქმის სრული უმრავლესობის წარმომადგენლებს აქვთ ხარვეზები ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას...

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5763716&name=18.12.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

 ​