From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-19.03.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 19.03.2019 08:58
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 19.03.2019

ტელევიზია

19.03.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 09:00   

დავით სერგეენკომ და მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დევნილებთან და ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5947671

რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5947595

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5947553

---

 

19.03.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 09:00

ქუთაისში, ახლად აშენებულ კორპუსებში შესახლებული დევნილები დახმარებას ითხოვენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5947594

--- 

 

18.03.2019

არხი:   I არხი

გადაცემა:  მოამბე 21:00

აფხაზეთიდან დევნილებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს. იძულებით გადაადგილებული პირები საგამოძიებო უწყებისგან და ხელსიფუელბისგან მათთვის ბინების და ფართების გადაცემას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ რომ დევნილთა სამინისტრო მათ მხარდამჭერებს ურიგებს. დავით სერგეენკოს განცხადებით საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამაზე საბიუჯეტო დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება და ყველა დევნილი პირი კანონის მიხედვით საცხოვრებელ სახლს ეტაპობრივად მიიღებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5947261

---

 

18.03.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 18:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დევნილთა სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას ითხოვს. ბესო შენგელიას განცხადებით, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მურად აბლოთია უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ. შენგელიას თქმით, მაღალჩინოსნები ქრთამის აღების სანაცვლოდ საცხოვრებელ ბინებს თავის ახლობლებს გადასცემენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5946866

---

 

18.03.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 17:00

დავით სერგეენკო დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემასა და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესახებ საუბრობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5946641

---

 

18.03.2019

არხი:   I არხი

გადაცემა:  მოამბე 18:00

მრავალშვილიანი დედის, ლალა ცინდელიანის მიერ ერთ-ერთ სატელევიზო გადაცემაში გაკეთებულ განცხადებებს, ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაუ (მეორე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5946920

---

 

18.03.2019

არხი:   პალიტრა ტვ

გადაცემა:  პალიტრა ნიუს 20:00

ქუთაისში, ახლად აშენებულ კორპუსებში შესახლებული დევნილები არასათადო პირობებზე საუბრობენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5947038

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5946416

---

 

18.03.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00   

ფიზიკური დაპირისპირება ექიმსა და პაციენტს შორის  გურჯაანის კლინიკაში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5947182

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5946838

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5946167

---

 

18.03.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 20:00

კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსის ახალი კორპუსი პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გახსნა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5947124

მაესტრო-მთავარი ამბები 21:00http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5947226

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5947232

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5946877

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5946637

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5946461

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5946112

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5946007

---

 

18.03.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

ორთაჭალაში "ემ ჯე ალიანსი" ობიექტებს შრომის ინსპექცია სწავლობს. დაცულია თუ არა ამ კომპანიის მშენებლობებზე შრომითი უსაფრთხოება-ამ კითხვაზე პასუხით შესაბამისი უწყება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ბეჟან კალანდაძის ქუჩაზე სამშენებლო ობიექტზე ორი მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5947106

ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5945957

---

 

18.03.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 14:00   

გარემოს გაჯანსაღება და ევროპული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ეს იყო პროექტის მიზანი, რომელიც საქართველოში 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინიციატივა ევროკავშირმა მილიონ 300 000 ევროთი დააფინანსა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5946051

---

 

18.03.2019

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  საქმის კურსი 22:30

სააფთიაქო ქსელებში საქართველოში დამზადებული სამედიცინო ჟანგბადის ბალონები გაიყიდება, რომლის გამოყენებაც მომხმარებელს ყოველდღიურად შეეძლება. როგორც BM.GE-ის „მედ პროჯექტის“ გაყიდვების დირექტორმა მაია გაგოშიძემ განუცხადა, ჟანგბადის ბალონები ბაზარზე დაახლოებით, ნახევარლიტრიანი ბოთლის ზომის შეფუთვებში მას შემდეგ გამოვა, რაც კომპანია ჯანდაცვის სამინისტროსგან ოფიციალურ ლიცენზიას მიიღებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5947279

---

 

ინტერნეტი

19.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/537710-pirvelklaselta-mshoblebs-shesazloa-skolashi-acrebis-damadasturebeli-dokumentaciis-cardgena-mouciot/

პირველკლასელთა მშობლებს შესაძლოა, სკოლაში აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწიოთ

შესაძლოა, პირველკლასელთა მშობლებს სკოლაში აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწიოთ, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც აბულაძემ განმარტა, პირველ ეტაპზე მშობლებს აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა არ უწევთ, თუმცა, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, 2019 წლის ივნისიდან ამის საჭიროება დადგება. "ამ ეტაპზე ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, იმ ფაქტის გამო, რომ გამძვინვარებული იყო წითელას ეპიდემია, დავაგზავნეთ წერილები რეკომენდაციით, რომ სკოლებმა მოითხოვონ დოკუმენტაცია მშობლებისგან აცრებთან დაკავშირებით. თუმცა, ამ ეტაპზე სავალდებულო დოკუმენტაციაში აცრების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა არ დევს. თუმცა, აქვე ვიტყვი იმას, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ივნისიდან შედის ძალაში აცრების სავალდებულოობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კანონის ამოქმედების შემდეგ რა ვალდებულებებიც გვექნება ჩვენ, განათლების სისტემას და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს დოკუმენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით, რასაც აუცილებლად ვაცნობებთ მშობლებს", - განაცხადა აბულაძემ.

---

 

19.03.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1552973729-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D

გურჯაანის საავადმყოფოში პაციენტის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალში'' პაციენტის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ძალადობას გულისხმობს. როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეს შსს-ს გურჯაანის რაიონული სამმართველო საავადმყოფოს ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე იძიებს. გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალის'' დირექტორი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, თითქოს ექიმმა ნუკრი ბაღაშვილმა პაციენტი სცემა. როგორც „პრაიმტაიმს“ რუსუდან კუპატაშვილმა განუცხადა, ექიმს ფიზიკურად თავად პაციენტი გაუსწორდა.

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/537630-davit-sergeenko-devnilta-sacxovreblit-uzrunvelqopistvis-gamoqopili-tanxebi-2012-celtan-shedarebit-10-jeraa-gazrdili/

დავით სერგეენკო - დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხები 2012 წელთან შედარებით 10-ჯერაა გაზრდილი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები 2012 წელთან შედარებით 10-ჯერაა გაზრდილი. მინისტრმა დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადასაცემად განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და ამ მხრივ არსებულ პრობლემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. სერგეენკოს თქმით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად ცალსახად იზრდება. კერძოდ, 2012 წელს თუ ამ მიზნით დაიხარჯა 28 მლნ ლარი, გასულ წელს ეს ციფრი 135 მლნ ლარი იყო, 2019-20 წლების გეგმით კი გათვალისწინებულია 328 მლნ ლარის გამოყოფა. მხოლოდ წელს ბინებით 3 600 დევნილს დააკმაყოფილებენ. სერგეენკოს განცხადებით, იმისათვის, რომ ერთ წელიწადში ყველა დევნილი დაკმაყოფილეს საცხოვრებლით, რომლებმაც სამინისტროს მიმართა, ამისთვის 1,860 მილიარდი ლარია საჭირო. მინისტრმა ის კრიტერიუმებიც დაასახელა, თუ რა მეთოდოლოგიით ხდება დევნილთა შერჩევა. "რამდენიმე ფაქტორს ჩამოვთვლი, თუ რა არის გათვალისწინებული ამ კრიტერიუმებში. კერძოდ, თუ ოჯახი სოციალურად დაუცველია, თუ ჰყავს ორი ან მეტი არასრულწლოვანი წევრი, თუ ოჯახის წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, თუ დევნილი ოჯახის წევრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გარდაიცვალა, თუ დევნილის ოჯახის წევრი არის ომის ვეტერანი და ასევე, დამატებით ქულები ენიჭებათ ასეთ ოჯახებს, თუკი ცხოვრობენ მძიმე საცხოვრებელ პირობებში ნათესავთან ან ქირით. ყველა ამ კრიტერიუმების ერთობლიობა და არა რომელიმე ცალკე აღებული, ქმნის გარკვეულ ქულებს, რომლის საფუძველზეც ჩვენ ვცდილობთ, ასეთ პირებს დავეხმაროთ ბინით. ცხადია, ეს კრიტერიუმები ყველასთვის არ არის მისაღები და არიან დევნილები, რომლებიც კონფლიქტების პირველივე დღიდან ელოდებიან ბინას და ასეთი სოციალური კრიტერიუმებით მიდგომა მათთვის მისაღები არ არის. ისინი გამოხატავენ საკმაოდ მძაფრ პროტესტს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მათთან დიალოგი და შევთავაზებ აქტიურ ჩართვას ამ კრიტერიუმების გადახედვაში. თუმცა, ეს პრეცედენტი იყო და კრიტერიუმები არაერთხელ გადაიხედა. შეიძლება ამ კრიტერიუმებსაც ჰქონდეს სუსტი წერტილები, რომლებიც გამოსწორებადი იყოს", - განაცხადა სერგეენკომ. მინისტრმა გამოხატა მზადყოფნა, დევნილებთან და ექსპერტებთან ერთად გადაიხედოს აღნიშნული კრიტერიუმები.

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=94330

კვირა.ჯი- http://kvira.ge/455949

პია.ჯი- https://pia.ge/post/252293-2019-2020-wlebsi-devnilebistvis-saxlebis-sesazenad-328-mln-laria-gamoyofili

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/537665-davit-sergeenko-qvela-devnili-ojaxis-sacxovreblit-uzrunvelqopas-19-miliard-laramde-esachiroeba/

დავით სერგეენკო - ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1.9 მილიარდ ლარამდე ესაჭიროება

ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1.9 მილიარდ ლარამდე ესაჭიროება, - ამის შესახებ . საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, 2012 წლიდან ბიუჯეტის ზრდა ამ მიმართულებით, ყოველწლიურად მიმდინარეობს. 2012 წელს ეს იყო 28 მილიონი ლარი, 2018 წელს კი, თანხამ 135 მილიონი ლარი შეადგინა. 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 328 მილიონია გამოყოფილი. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. დავით სერგეენკოს თქმით, ბიუჯეტის მკვეთრი ზრდის ტენდენციის მიუხედავად, ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1.9 მილიარდ ლარამდე ესაჭიროება. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ხდება. თითოეულ დევნილ ოჯახს ენიჭება ქულა, რაც საცხოვრებელი ფართის გადაცემის რიგითობას განსაზღვრავს.დევნილებს ქულები ენიჭებათ, თუ ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ჰყავს ორი ან მეტი არასრულწლოვანი წევრი, იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან ონკოლოგიური ავადმყოფი და სხვა. ქულები ასევე ენიჭება, დევნილ ოჯახს, რომლის წევრიც გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ან ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ქულა ენიჭება ოჯახს, რომლის წევრიც არის ომი ვეტერანი. უწყების ინფორმაციით, მინისტრმა არსებული მიდგომის გასაფართოებლად, დიალოგისა და კრიტერიუმების გადახედვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/537647-davit-sergeenkos-inpormaciit-7-shvilian-dedas-romlis-mzime-pirobebshi-cxovrebis-shesaxeb-siuzheti-momzadda-saxelmcipom-erti-clis-cin-ori-bina-gadasca/

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 7-შვილიან დედას, რომლის მძიმე პირობებში ცხოვრების შესახებ სიუჟეტი მომზადდა, სახელმწიფომ ერთი წლის წინ ორი ბინა გადასცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, 7-შვილიან დედას, ლალა ცინდელიანს სამინისტრომ ვაზიანში ორი ბინა გადასცა, თუმცა იგი გარკვეული პრობლემების გამო იქ გადასვლას ვერ ახერხებს. მინისტრი ტელეეთერით აღნიშნულ საკითხზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და დასძინა, რომ საკითხი ცალმხრივად იყო გაშუქებული და მათ უწყებას ამ თემაზე გასარკვევად არავინ დაკავშირებია. „სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ასახული იყო, რომ 7 შვილის დედას მართლაც უმძიმეს პირობებში უწევდა ცხოვრება. ამ შემთხვევაზე მართლაც ძალიან შემტკივა გული. ის, რაც სახელმწიფომ გააკეთა ამ ოჯახისთვის, სრულად ვერ უგვარებს პრობლემებს, მაგრამ ამ ოჯახს სახელმწიფომ გადასცა ორი საცხოვრებელი ამ ბოლო პერიოდში. სამწუხაროდ, ეს ადამიანი ვერ ახერხებს იქ კომუნიკაციის მოგვარებას, რათა საცხოვრებლად გადავიდეს. ეს არის ერთ ოთახიანი და სამოთახიანი ბინები. მას ეს ბინები ერთი წლის წინ გადაეცა. ისე არ უნდა ჩანდეს, რომ ჩვენ გულქვა ადამიანები ვართ და არ გვადარდებს ადამიანის ბედი. იქნებ თითოეულ თქვენგაზე უფრო მეტი აღქმა მქონდეს ტკივილისა და ადამიანის გაჭირვების, რადგან ნახევარი ცხოვრება პაციენტების მკურნალობაში მაქვს გატარებული", - განაცხადა მინისტრმა.

პრიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1552913063-%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D

--- 

 

18.03.2019

მედიასაშუალება: https://for.ge/view/163413/motyuebuli-mayurebeli--Toq-Sou-profili-skandalSi-exveva.html

მოტყუებული მაყურებელი – თოქ-შოუ “პროფილი” სკანდალში ეხვევა

გასულ ხუთშაბათს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თოქ-შოუს – “პროფილი” სტუმარი აფხაზეთიდან დევნილი ლალა ცინდელიანი გახლდათ. მან გადაცემაში უკიდურეს გაჭირვებაზე ისაუბრა. გადაცემის წამყვანმა მაყურებელს უამბო, რომ მრავალშვილიან დედას გაუსაძლის პირობებიში უწევს ცხოვრება, საიდანაც მისი თქმით, “გამოსავალი არ არსებობს”. აღნიშნული ინტერვიუ სოციალური ქსელში საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. ინტერნეტმომხმარებელებმა დაწერეს, რომ ლალა ცინდელიანს დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ორი ბინა აჩუქა და გადაცემაში იცრუა. ასევე ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფოს მიერ გადაცემული ორივე ბინა ვაზიანის დასახლებაში მდებარეობს. ლალა ცინდელიანმა სახელმწიფოს გაწეული დახმარებისთვის მადლობაც გადაუხადა. ამასთან, ცინდელიანმა “POSTV”- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბინების ჩუქების შესახებ გადაცემაში “პროფილი” ისაუბრა, თუმცა, “რუსთავი 2”-მა ამოუჭრა. აღნიშნულ თემაზე შალვა რამიშვილმა “მედია რენტგენი” ისაუბრა და მაყურებელს გადამოწმებული მასალები გააცნო.

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/145869-moqalaqeta-gancxadebebis-gacnobasacver-vastsreb-socialuri-mushakebi-gaficvas-aanonseben

მოქალაქეთა განცხადებების გაცნობასაც ვერ ვასწრებ - სოციალური მუშაკები გაფიცვას აანონსებენ

სოციალური მუშაკები გაფიცვას აანონსებენ. იმ შემთხვევაში, თუ იმ მოთხოვნების შესრულება არ დაიწყება, რომლებიც სოციალური მომსახურების სისტემაში ძირეული ცვლილებების გატარებას ემსახურება, სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცებიან. მათ ფეისბუქზე კამპანიაც დაიწყეს - ისინი ყვებიან, რატომ გეგმავენ გაფიცვას: თამარ ვეზდენი, მარიკა კვიციანი ჩვენ ვიფიცებით, რათა სოციალურმა მუშაკებმა ღირსეულად შევძლოთ დაკისრებული სამუშაოს შესრულება. რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან მთელ დღეს კარგავ მხოლოდ იმ რესურსის მოძიებაში როგორ, რით მიაღწიო მისამართზე! ვიფიცებით, რათა აღმოფხვრას სისტემამ ის უამრავი ხარვეზი რის წინაშეც ყველა სოციალური მუშაკი შიშველი ხელებით და მხოლოდ საკუთარი თავის იმედით დგას! სოციალური მომსახურების სააგენტოს წალკის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკები თამარ ვეზდენი და მარიკა კვიციანი მაია აბულაძე ვიციფები იმიტომ, რომ ფენილკეტონურიით დაავადებულ მცირეწლოვან ბენეფიციარს სახელმწიფო ზრუნვის ფორმა ვერ ვუნახე. ყველა მიმღები უარს მეუბნება. 480 ლარი ამ ბავშვის 5 კოლოფი საჭმელია. სპეციალურ საჭიროების ჩამონათვალში კიდევ ეს კოდი გათვალისწინებული არ არის და როცა ჩემს ზემდგომებს დახმარება ვთხოვე, პასუხი არ მიმიღია. მაია აბულაძე, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკი ზოია შეხოვცევა ვიფიცები იმიტომ, რომ ვიყო მეტად მობილური, მყისიერი და დაცული სოციალური მუშაკი. ბენეფიციართან მისაღწევად არ მჭირდებოდეს 10 კილომეტრის ფეხით გავლა ტყეში, მარტოს.. ზოია შეხოვცევა, გარდაბნის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკი თამარ კვიტაიშვილი მე ვიფიცები იმიტომ, რომ ჩემი სამუშაო გრაფიკი და დატვირთვა სცილდება ყველა ადამიანურ,ფიზიკურ და ფინანსურ რესურსებს. მე ვიფიცები იმიტომ, რომ შეუძლებელია წვიმაში, ქარში, თოვასა და გაუსაძლისს სიცხეში ელოდო ტრანსპორტს რამოდენიმე საათი ქუჩაში,სადაც შეიძლება ელემენტარული მოქალაქეთა მოსაცდელიც არ არსებობდეს. მე ვიფიცები რათა დავიცვა ჩემი ბენეფიციარების და ჩემი უფლებები... თამარ კვიტაიშვილი სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკი მზევინარ ღაჭავა მე ვიფიცები იმიტომ, რომ ვარ სოციალური მუშაკი და არაადამიანური დატვირთვის გამო არ მეძლევა სოციალური სამუშაოს განხორციელების საშუალება. მე ვიფიცები იმიტომ, რომ საპროცესო წარმომადგენლობის შესრულებამ გადაამტვრია სოციალური სამუშაოს "ხერხემალი". მე ვიფიცები იმიტომ, რომ „აი, აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“ . მზევინარ ღაჭავა- იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკი თაკო ღარიბაძე მე ვიფიცები, იმიტომ რომ გადის დღეები და მოქალაქეების განცხადების გაცნობასაც ვერ ვასწრებ საქმეების ურიცხვი რაოდენობის გამო.გამუდმებით ერთი შემთხვევიდან მეორეზე გადავრბივარ, საქმე სახლში მიმაქვს და იქაც ვერ ვასწრებ. ეს არ არის სოციალური მუშაობა! თაკო ღარიბაძე, გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის სოციალური მუშაკი სოციალურმა მუშაკებმა პროტესტი რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს. მიზეზი მრავალია: თვეში დაკისრებული ათობით ახალი საქმე, ცოტა სოციალური მუშაკი, ბენეფიციარების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი სერვისები (თავშესაფრების, ფსიქოლოგის, მიმღები ოჯახების და სხვა) არარსებობა ან სიმწირე, რის გამოც მრავალი მნიშვნელოვანი შემთხვევა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება და ზოგ შემთხვევაში ფატალური შედეგებითაც სრულდება, ასევე, მათზე დაკისრებული ბევრი უფლება-მოვალეობა, რომლებიც სოციალური მუშაკების კომპეტენციას სცდება. როგორც სოციალური მუშაკები ამბობენ, ბენეფიციარების დახმარებას ხშირად სახელმწიფო სისტემის მიღმა, თავიანთი პირადი კონტაქტების, ფინანსური და სხვა რესურსის ხარჯზე, უდიდესი ძალისხმევის ფასად ახერხებენ. სოციალურმა მუშაკების მოთხოვნათა ნაწილი: გაიზარდოს სოციალური მუშაკების რაოდენობა ყველა სერვის ცენტრში, რომ თითო სოციალურ მუშაკს თვეში მაქსიმუმ 50 საქმე დაეწეროს; გაიზარდოს ფსიქოლოგების რაოდენობა; გაიზარდოს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული იურისტების რაოდენობა; თითოეულ სოციალურ მუშაკს ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერი და დოკუმენტების შესანახი დახურული სივრცე, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით; თითოეულ ცენტრში გამოიყოს სპეციალური ადგილი, სადაც დაცული და დაარქივებული იქნება მეურვეობა/მზრუნველობის და სოციალური პროგრამების მიმართულებით წარმოებული საქმეები; ყველა ცენტრი ადაპტირდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის; სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილები იყვნენ სამედიცინო დაზღვევით და ჰქონდეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების სარგებლობის უფლება; სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მაქსიმალურად იქნას დაცული სოციალური მუშაკების პირადი უსაფრთხოება. სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრები აღიჭურვოს უსაფრთხოების სისტემებით. სოციალური მუშაკები ასევე ითხოვენ, შეიქმნას ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებისგან, ექსპერტებისაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იქნება შემდგარი და რომელიც გამოავლენს სისტემურ ხარვეზებს და მათ აღმოსაფხვრელად კონკრეტულ ნაბიჯებს დაგეგმავს. სოციალური მუშაკები ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე შეხვდნენ, თუმცა, მათი თქმით, დავით სერგეენკოსგან მხოლოდ ზოგადი კომენტარები მოისმინეს. სოციალური მუშაკების თქმით, მინისტრის პასუხები გაუაზრებელი და რეალობას აცდენილი იყო. უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარესთან, აკაკი ზოიძესთანაც. სოციალური მუშაკების ნაწილმა, სერვისების არარსებობის და ბენეფიციარების ვერდახმარების სამსახურიც დატოვა. თუმცა, სამინისტრომ, ცვლილებების ნაცვლად სოციალური მუშაკების პოზიციაზე 30 ახალი ვაკანსია გამოაცხადა, უცვლელი, დატვირთული უფლება-მოვალეობებით.

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1552914294-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D

„პრაიმტაიმის“ რეიდი საავადმყოფოებში - საგანგაშო კადრები

პრაიმტაიმის“ ე.წ. რეიდი სამედიცინო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიებზე - ღია ცის ქვეშ დაყრილი სამედიცინო ნარჩენები, ხელთათმანები, ბახილები, ბაქტერიებისგან დამცავი ნიღბები, სისხლისა და შარდის ანალიზებისთვის გამოყენებული პლასტმასის კონტეინერები... სამედიცინო ნარჩენების მართვა წესების დაცვით ასე ხდება: გამოყენებული სამედიცინო ნივთები ცალ-ცალკე სხვადასხვა სპეციალურ კონტეინერში. ამის შემდეგ, სამედიცინო, ან ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სხვა ტიპის დაწესებულებიდან გადის სხვა კომპანიის მეშვეობით, რომელიც მოიცავს შეგროვებასა და ტრანსპორტირებას. სახიფათო ნარჩენების გადატანა, სპეციალური დახურული მანქანებით ხდება. დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ, ნარჩენებს პირველ რიგში სტერილიზაცია ორთქლით, ანუ ავტოკლავირება უტარდება. მხოლოდ ამის შემდეგ, ხვდება ნარჩენი ინსინერატორში - დაწვის მიზნით. ამას ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს, რომელიც 2014 წელს დამტკიცდა. სხვა მნიშვნელოვან პუნქტებს შორის, რეგლამენტში ვკითხულობთ, რომ ნარჩენები საშიშროების მიხედვით ხუთ კლასად იყოფა, მათ შორის სარისკო და განსაკუთრებით საშიშ ნარჩენებად, რომელთა გარემოში მოხვედრა კატეგორიულად დაუშვებელია. ანატომიური ნარჩენი თავისი საშიშროების მიხედვით “ბ” და “გ” კლასს, ანუ სარისკო ჯგუფს განეკუთვნება. ამავე წესების მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიის ნარჩენების შერევა დაუშვებელია. შესაბამისად, მათი ლიკვიდაციის წესებიც რადიკალურად განსხვავებულია. სამედიცინო ნარჩენების მართვის კუთხით პასუხისმგებლობა, ორ სამინისტროს შორის ნაწილდება. ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშ არის, სამედიცინო ნარჩენების ადგილზე სეპარაცია და შეგროვება, ხოლო ტრანსპორტირება და განადგურება, გარემოს დაცვის სამინისტროს ევალება. კანონის ზედმიწევნით დაცვით გატანილი და განადგურებული სახიფათო ნარჩენი, გარემოსთვის ბოლომდე უსაფრთხო მაინც არ არის, ღია სივრცეში უკონტროლოდ დატოვებული მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო ნარჩენი კი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. იხილეთ „პრაიმტაიმის“ მომზადებული რეპორტაჟი შემზარავი კადრებით.

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/206389-evropuli-standartebis-klinika-niu-hospitalsis-akhali-korpusi-funqcionirebas-itsyebs.html?lang=ka-GE

ევროპული სტანდარტების კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი ფუნქციონირებას იწყებს

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი 18 მარტს, 12:00 საათზე გაიხსნება და პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება. გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, PSP ჯგუფის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. ახალ შენობაში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული და მასში ფუნქციონირებას იწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. 2019 წლის აპრილიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრიც. კლინიკის ახალი კორპუსი, რომელიც არსებული კორპუსის მსგავსად ევროპული სტანდარტების დაცვით არის აშენებული, საქართველოში უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით. შენობაში დამონტაჟებულია ვენტილაციის, ჰაერის ნაკადების მართვის, ფილტრაციის, ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირების უმაღლესი ხარისხის სისტემები. მაქსიმალური უსაფრთხოებისა და ელექტროობის უწყვეტი მიწოდებისთვის, „ნიუ ჰოსპიტალსს“ გააჩნია ორი გარე მომარაგების და ორი საკუთარი ელექტრომომარაგების ავტონომიური სისტემა. ამავდროულად, კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, უახლესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია სხვადასხვა სამედიცინო დარგის წამყვანი სპეციალისტებით. „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/evropuli-standartebis-klinika-niu-hospitalsis-axali-korpusi-funqcionirebas-iwyebs

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/davit-sergeenko-saqartveloshi-klinikebis-raodenobit-ukve-sashualoevropul-doneze-vart

დავით სერგეენკო - საქართველოში კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალოევროპულ დონეზე ვართ

„ნიუ ჰოსპიტალსის" გაფართოებით შესაძლებლობა ჩნდება, ერთ დაწესებულებაში მოხდეს პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის სრული ციკლის მიღება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალო ევროპულ დონეზეა, ისევე, როგორც ჰოსპიტალური საწყობების რაოდენობით, თუმცა კვლავ არსებობს გამოწვევები. „დიდი მადლობა, მართლაც მოხარული ვარ ამ ახალი შესაძლებლობებით, რაც ქართულ ჯანდაცვაში გაჩნდა. მინდოდა, ხაზი გამესვა ორი მომენტისთვის, რომ საქართველოში კლინიკების რაოდენობით ვართ უკვე საშუალოევროპულ დონეზე, ისევე, როგორც ჰოსპიტალური საწყობების რაოდენობით, თუმცა გამოწვევად რჩება ერთი მხრივ, ამბულატორიული ნაწილი და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი დაწესებულებები, სადაც იქნება პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის სრული ციკლის ერთ დაწესებულებაში მიღება. ახალი ჰოსპიტალი ამ გაფართოებით სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა და მე იმედი მაქვს, რომ ეს კლინიკა ერთ-ერთი სანიმუშო გახდება ამ მხრივ", - განაცხადა სერგეენკომ.

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: http://bfm.ge/aprilidan-niu-hospitalshi-dzvlis-tvinis-transplantaciis-centri-ikhsneba/

აპრილიდან „ნიუ ჰოსპიტალში“ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი იხსნება

დავით სერგეენკოს თქმით, „ნიუ ჰოსპიტალსის“ გაფართოებით ჩნდება შესაძლებლობა, ერთ დაწესებულებაში მოხდეს დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის ჩატარება. „მოხარული ვარ ამ ახალი შესაძლებლობებით, რაც ქართულ ჯანდაცვაში გაჩნდა. მინდოდა, ხაზი გამესვა, რომ საქართველოში კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალო ევროპულ დონეზე ვართ ისევე, როგორც ჰოსპიტალური საწყობების რაოდენობით. თუმცა გამოწვევად რჩება ერთის მხრივ, ამბულატორიული ნაწილი და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მეორეს მხრივ, ისეთი დაწესებულებები, სადაც შესაძლებლობა ჩნდება, პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის ჩატარება ერთ დაწესებულებაში მოხდეს. ახალი ჰოსპიტალი ამ გაფართოებით სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა და იმედი მაქვს, ეს კლინიკა ამ მხრივ ერთ-ერთი სანიმუშო გახდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ორთაჭალაში, კრწანისის ქუჩაზე მდებარე მრავალპროფილურ კლინიკაში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული და მასში ფუნქციონირებას იწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. 2019 წლის აპრილიდან კი, „ნიუ ჰოსპიტალში“ გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრიც.

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/premieri-chveni-amotsanaa-saqarthvelo-jandatsvis-servisebis-mitsodebis-thvalsazrisithats-iqhos-regionuli-lideri/

პრემიერი: ჩვენი ამოცანაა, საქართველო ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც იყოს რეგიონული ლიდერი

ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, საქართველო რეგიონში ეკონომიკურ ცენტრად იქცეს და ამ სტრატეგიის ფარგლებში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც იყოს რეგიონული ლიდერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მსგავს პროექტებში კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების განხორციელება და სახელმწიფოს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. „დღეს „ნიუ ჰოსპიტალსს“ შეემატა ახალი კორპუსი, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის ახალი მიმართულებები. უკვე წლებია, კლინიკა ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო და მისასალმებელია ნებისმიერი აქტივობა, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის უკეთესი სერვისების მიწოდებას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯანდაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, სისტემის განვითარებისთვის ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. „2019 წელს ჩვენ ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდა შევძელით, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ გამოწვევები კიდევ რჩება. არის ხარვეზები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების გეოგრაფიულად უფრო კომფორტულ მიწოდებას, ჩვენი პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის მედიკამენტებით მომარაგების საკითხს და ყველას ვპირდებით, ამ ხარვეზებსაც აუცილებლად გამოვასწორებთ, “ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსის გახსნას პრემიერ-მინისრი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ახლად გახსნილი კორპუსი დაათვალიერა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია კლინიკის ხელმძღვანელობისგან მიიღო. კლინიკის ახალ შენობაში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული. ფუნქციონირებას იწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. აპრილიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის გახსნაც იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბიპიაი.ჯი-https://bpi.ge/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90/

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/222653

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/mamuka-baxtadze-chveni-amocanaa-saqartvelo-djandacvis-servisebis-miwodebis-tvalsazrisitac-iyos-regionuli-lideri       

პია.ჯი- https://pia.ge/post/252171-mamuka-baxtaze-cveni-amocanaa-saqartvelo-jandacvis-servisebis-miwodebis-tvalsazrisitac-iyos-regionuli-lideri

---

 

 

18.03.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/537643-gurjaanis-saavadmqoposhi-ekimsa-da-pacients-shoris-momxdar-incidents-jandacvis-saministros-monitoringis-samsaxuri-scavlobs/

გურჯაანის საავადმყოფოში ექიმსა და პაციენტს შორის მომხდარ ინციდენტს ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამსახური სწავლობს

გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ექიმსა და პაციენტს შორის მომხდარ ინციდენტს ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამსახური სწავლობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა, რომელმაც მედიასაშუალებებში გასულ ვიდეოფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. სერგეენკოს თქმით, აღნიშნულ საავადმყოფოში ექიმის მიერ პაციენტის ცემის შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო, თუმცა აღნიშნა, რომ სამინისტროს მონიტორინგის სამსახურმა ფაქტის მოკვლევა დღეს დაიწყო. "მე ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ აქ რაღაც ძალადობას არ ჰქონია ადგილი. ძალიან დამწყდება გული, ასეთი რამ რომ გავიგო. დეტალური ინფორმაცია მალე მეცოდინება, როდესაც ჩვენი მონიტორინგის სამსახური ზუსტად გამომიგზავნის რეპორტს ამის შესახებ. კიდევ ერთხელ, მინდა მჯეროდეს, რომ აქ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ეს მიუღებელია ნებისმიერი ფორმით ნებისმიერი მხრიდან", - განაცხადა სერგეენკომ.

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1552913007-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/43831/gurjaanshi-eqimsa-da-patsients-shoris-momkhdar-intsidents-monitoringis-samsakhuri-stsavlobs?fbclid=IwAR3sufTw6v9ukVeRrepsQ8D2Py-lmiHtFvmxcQ-J2fKhQsfVPCMt9ptyzpo

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება:  http://www.accentnews.ge/ge/news/details/69071

პაციენტი გურჯაანის საავადმყოფოს ექიმს ძალადობაში ადანაშაულებს

პაციენტი გურჯაანის საავადმყოფოს ექიმს ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ხვიჩა სამადაშვილი აცხადებს, იგი საავადმყოფოში გეგმიურ გადახვევაზე იყო დაბარებული და ექთანს სთხოვა, ჭრილობა ჯერ დაესველებინა და ბინტი შემდეგ აეძრო, რადგან მშრალად მისი მოხსნა მტკივნეული იქნებოდა. პაციენტის თქმით, სამედიცინო პერსონალი უხეშად ექცეოდა, რის გამოც ვიდეოს გადაღება დაიწყო, რამაც ექიმი ნუკრი ბაღაშვილი გააღიზიანა. „რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ექიმი პაციენტისთვის ტელეფონის წართმევას ცდილობს და ეუბნება, რომ მისი საქციელი „არაკაცურია". „არაკაცურად იქცევა, იმიტომ, რომ ჭუჭყიანზე მთხოვს დასხმას, მე კიდევ არ გავაკეთებ. არასწორად იქცევა, ინტრიგანია",- განაცხადა ექიმმა. საავადმყოფოს მენეჯერი „რუსთავი 2"-თან საუბარში ამბობს, რომ პაციენტმა არაერთხელ შექმნა კონფლიქტური სიტუაცია. მისი თქმით, იგი მითითებებს აძლევდა ექიმს და ემუქრებოდა, რომ თუ მისი მითითებით არ შეასრულებდა ყველაფერს, უჩივლებდა.

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/zugdidshi-baramias-quchaze-korpusebis-msheneblobaze-dasaqmebuli-mushebis-natsili-gaiphitsa/

ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ნაწილი გაიფიცა

ისინი კუთვნილი ხელფასების დროულად დარიცხვას ითხოვენ. 20-მდე მუშამ, რომლებიც ბლოკის დაწყობასა და კედლის ლესვაზე მუშაობდა აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად დღეს დილით გზაც გადაკეტეს. „დროულად არ გვიხდიან ხელფასს. ორი თვეა უკვე კუთვნილი თანხის მოლოდინში ვართ. ხელმძღვანელი გვეუბნება ქვეკონტრაქტორმა უნდა დაგირიცხოთო, მაგრამ ის გაქცეულიაო და 25 მარტს მოვიყვანთ და გაირკვევა გადაგიხდიან თუ არაო. არსად არ ვაპირებთ წასვლას აქ დავდგებით სანამ ხელფასს არ გადაგვიხდიან. კორპუსის მშენებლობა არ შეწყვეტილა, ახლები მუშაობენ, მაგრამ ჩვენ სანამ თანხას არ გადაგვიხდიან მუსაობას არ გავაგრძელებთ. არანაირი ხელშეკრულება არ დაგვიდია, არც თვითონ შემოუთავაზებიათ და არც ჩვენ მოგვითხოვია “, – ამბობს ერთ-ერთი მუშა გენადი ფარულავა. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „დაგი“ ახორციელებს.კომპანიაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/349436/

მშენებლობაზე, სადაც 2 მუშა დაიღუპა, სამუშაოები მხოლოდ სიმაღლეზე შეაჩერეს

მშენებლობაზე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ორი მუშა ემსხვერპლა, მხოლოდ საფასადე სამუშაოები შეაჩერეს. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს როგორც მშენებარე კორპუსების მფლობელ კომპანიაში, ისე – შრომის სამინისტროში. იქ ამჟამად ისევ მიმდინარეობს სამუშაოები მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ 17 მარტს გაავრცელა განაცხადება, რომლის მიხედვითაც, “შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა შეაჩერა სამშენებლო პროცესი”. 16 მარტს თბილისში, ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან 3 მუშა გადმოვარდა. ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა, მესამის მდგომარეობა კი მძიმეა. სამინისტრომ მეორე დღეს განაცხადა, რომ ობიექტზე დაფიქსირდა დასაქმებულთა სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობსითვის კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც შრომის დეპარტამენტმა სამშენებლო პროცესი შეაჩერა. განცხადებაში არ იყო მითითებული, რომ ეს მხოლოდ ფასადურ სამუშაოებს ეხებოდა. “დარღვეული იყო სიმაღლეზე შესასრულებელი სამუშაოსადმი წაყენებული მოთხოვნები, სამუშაო აღჭურვილობის ექსპლუატაციის წესები და არ ხდებოდა საფრთხის შეფასებაზე დაფუძნებული შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის წარმართვა, რაც ჩვენი მხრიდან შეფასებული იქნა უარყოფითად და მივიღეთ [ამ კონკრეტული სამუშაოს] შეჩერების გადაწყვეტილება”, – განუცხადა 18 მარტს ნეტგაზეთს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ. ფერაძის თანახმად, შაბათს მხოლოდ ის კონკრეტული მონაკვეთი შეისწავლეს, სადაც “უბედური შემთხვევა მოხდა. დღეს დილიდან ინსპექტირების ჯგუფი დანარჩენ ობიექტებს სწავლობს”. აღნიშნულ მისამართზე ერთი და იგივე კომპანია, “მონოლით ჯგუფი”, რამდენიმე კორპუსს აშენებს. ნეტგაზეთის ინფორმაციაზე, რომ 18 მარტს ობიექტზე მაინც იმყოფებოდნენ მუშები და იქ სხვადასხვა საქმიანობას მიმდინარეობდა, ფერაძემ განაცხადა: “ეზოში არ არსებობს ის [ჯანმრთელობის დაზიანების] საფრთხე. იქ იყო სიმაღლეზე შესასრულებელი სამუშაოები, რაც ხარვეზად ჩავთვალეთ და შევაჩერეთ ის სამუშაოები, რომლებიც 2 მეტრის ზემოთ უნდა მიმდინარეობდეს. ამასთან, ჩვენი ინსპექტორები მთელი დღის განმავლობაში იქ იმყოფებიან”, – განაცხადა ფერაძემ. ამასთან, მისი ინფორმაციით, კომპანიას უკვე გაყიდული აქვს რამდენიმე მშენებარე ბინა და მათ მესაკუთრეები ამჟამად თავად არემონტებენ. “ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევალთ”, — აცხადებს იგი.

---  

 

18.03.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/206380-qorthatcalashi-mshenebare-obieqtis-skhva-lokaciebzec-garkveuli-sakhis-kharvezebi-gamoikvethaq.html?lang=ka-GE

ორთაჭალაში მშენებარე ობიექტის სხვა ლოკაციებზეც გარკვეული სახის ხარვეზები გამოიკვეთა"

ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტმა კომპანია "მჯ ალიანსს", რომლის ორთაჭალაში მშენებარე ობიექტიდან ჩამოვარდნის შედეგად, 2 დასაქმებული გარდაიცვალა, ხარვეზის გამოსწორებამდე მშენებლობის პროცესი შეუჩერა. როგორც "საქმის კურსში" საუბრისას შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, "კომპანიის მიერ სიმაღლეზე შესასრულებელი სამუშაოებისადმი წაყენებული მოთხოვნები დარღვეული იყო და ეფექტური ზედამხედველობა, ასევე მონიტორინგის პროცესი არ ხდებოდა, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია". "უბედური შემთხვევის მოკვლევა დაიწყო. კომპანიას მშენებლობის პროცესი ხარვეზის გამოსწორებამდე შეუჩერდა. ეს უკვე კომპანიის ინტერესია, რომ მან ის შეუსაბამობა, რომელიც კანონმდებლობასთან არსებობს, რაც შეიძლება მალე გამოასწოროს. შესაბამისად, პროცესი შესაძლოა 10 დღე, 1 თვე ან მეტი ხანი გაგრძელდეს," - განმარტა ბექა ფერაძემ. რაც შეეხება საქმის მოკვლევის დეტალებს, შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები კონკრეტრულ ლოკაციაზე კვირას შეისწავლეს, ხოლო რაც შეეხება, სრულფასოვანი ინსპექტირების პროცესს, როგორც ბექა ფერაძე აღნიშნავს, უწყების თანამშრომლები ჩართულები არიან და ინსპექტირება დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. "როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, გამოიკვეთა გარკვეული სახის ხარვეზები, რაც მშენებლობის სხვა ლოკაციებზეც არსებობს. მეტი დეტალები ხელმისაწვდომი იქნება მაშინ, როდესაც ინსპექტირების პროცესი დასრულდება, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ინსპექტირება და ყველა შეუსაბამობაზე ჩვენი მკაცრი რეაგირება მოხდება," - აღნიშნა "საქმის კურსში" ფერაძემ. შეგახსენებთ, თბილისში, ორთაჭალაში მიმდინარე მშენებლობიდან სამი დასაქმებული გადმოვარდა, რომელთაგან ერთი - ადგილზე, მეორე კი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაშავებულის, 30 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში რჩება.

ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/quotortachalashi-mshenebare-obieqtis-sxva-lokaciebzec-garkveuli-saxis-xarvezebi-gamoikvetaquot/31269

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/206419-pirveli-aprilidan-moqalaqeebs-dagrovebithi-sapensio-sistemidan-gasvla-sheedzlebath.html?lang=ka-GE

პირველი აპრილიდან მოქალაქეებს დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა შეეძლებათ

პირველი აპრილიდან 40 წელს გადაცილებულ 200 ათასამდე მოქალაქეს უფლება აქვს დატოვოს საპენსიო სისტემა, თუმცა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ რეფორმის მიღმა დარჩენილთა რაოდენობა მცირე იქნება. როგორც "რადიო იმედის" ეთერში ლევან სურგულაძემ განაცხადა, "დაინტერესებულმა პირმა 1-ელი აპრილიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა მიმართოს სააგენტოს განცხადებით და მოითხოვოს სისტემის დატოვება. მას სამი თვის დანაზოგიდან, მხოლოდ მისი შენატანი, უკან დაბეგრილი თანხა დაუბრუნდება", - თქვა ლევან სურგულაძემ. "ვეცდებით თანხა დროულად დაბრუნდეს. მიმდინარეობს მოლაპარაკება სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, რომ მათ ოფისებშიც მოხდეს განაცხადების მიღება, განსაკუთრებით რეგიონებში", - დასძინა სურგულაძემ. კითხვაზე, რატომ არ ხდება ელექტრონული განაცხადით სისტემის დატოვება, საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ეს აუცილებელია იდენტიფიცირებისა და რისკებისგან დასაზღვევად. "ბანკში ვერ გახსნით ანგარიშს თუ პირადად არ მიხვედით. ჩვენც ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ", - განაცხადა სურგულაძემ. მისი თქმით, დარჩენილ დროში კიდევ ერთხელ შეეცდებიან ამ ადამიანების დარწმუნებას, თუ რა სიკეთე მოაქვს საპენსიო რეფორმას. ბოლო მონაცემებით, საპენსიო ფონდში 107 მილიონი ლარია აკუმულირებული. სისტემაში ჩართულია 620 ათასი დასაქმებული და 47 ათასზე მეტი კომპანია. რაც შეეხება 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს, მათი რაოდენობა 200 ათასია. შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/537640-potis-meria-gaertianebuli-samshobiaro-saxlistvis-sakmianobis-nebartvis-shecherebastan-dakavshirebit-gancxadebas-avrcelebs/

ფოთის მერია „გაერთიანებული სამშობიარო სახლისთვის“ საქმიანობის ნებართვის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ბრძანების საფუძველზე, შპს „ქალაქ ფოთის გაერთიანებულ სამშობიარო სახლს“ უარი ეთქვა პერინატალური რეგიონალიზაციის დონის მინიჭებაზე, რაც გულისხმობს საქმიანობაზე ნებართვის შეჩერებას. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ქალაქის ხელისუფლება ითვალისწინებს რა შექმნილი ვითარების სირთულეს, ცდილობს მისი კომპეტენციის ფარგლებში მოაგვაროს არსებული პრობლემა. ქალაქს არ გააჩნია ალტერნატიული სამშობიარო სახლი, სამეანო და ნეონატალური მომსახურების გარეშე დარჩენილი ფოთელები იძულებული არიან, მიმართონ მეზობელ ქალაქებში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს. „პირველ ეტაპზე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მიერ მობილიზებულია ბრიგადები, რათა დროულად მოახდინონ ორსულთა ტრანსპორტირება უახლოეს ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებამდე. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს კონსულტაციებს კლინიკის პერსონალთან არსებული პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაჭრის მიზნით. ამასთანავე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, შესაბამის უწყებებთან ერთად, სამედიცინო სფეროში მოღვაწე ბიზნესმენთა დასაინტერესებლად და კერძო ინვესტორთა მოსაძიებლად“, - აღნიშნულია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/206357-amiran-gamyrelidze-tsithelathi-dainficirebis-dinamika-shemcirebulia.html?lang=ka-GE

ამირან გამყრელიძე: წითელათი დაინფიცირების დინამიკა შემცირებულია

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში წითელას 2 385 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “ინტეპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ავადობის დინამიკა შემცირებულია. “ისეთი სწრაფი ზრდა აღარ არის, როგორც იანვარ-თებერვალში იყო. 19 იანვრიდან 100 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი, რაც კარგია, მაგრამ წითელა რომ შევაჩეროთ, წლის განმავლობაში კიდევ უნდა ავცრათ დამატებით 250 000 ადამიანი. მთავარი მოწოდება ძალაშია: ყველა ადამიანი, ვისაც არ ახსოვს, გადატანილი აქვს თუ არა წითელა ან აცრილია თუ არა, აუცილებლად უნდა აიცრას. ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი მარაგია, არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კვალიფიცირებული ვაქცინა, მაღალი ხარისხის და ამ ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო. ყველა მშობლისადმი არის მოწოდება, რომ თავიანთი ბავშვის აცრის კალენდარი გადაამოწმონ. თუ ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, 1 და 5 წლის ასაკში, მიიყვანონ პოლიკლინიკებში და აცრან”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1552901443-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C

სოციალურად დაუცველ, რეანიმაციაში მყოფ მამაკაცს 26 000 ლარის გადახდას სთხოვენ

უკვე ერთი თვეა, 59 წლის ლერი ჩოხელიშვილი ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მამაკაცი იქ მესამე ხარისხის თერმული დამწვრობით 17 თებერვალს მოათავსეს. ექიმები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ჩოხელაშვილი ასე მძიმედ საკუთარ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავდა. ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ დაანგარიშებული წინასწარი კალკულაციით, მისი მკურნალობისთვის 41 100 ლარია გახარჯული. აქედან 15 ათასი ლარი საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ აანაზღაურა. დარჩენილი 26100 ლარი პაციენტის ოჯახმა უნდა გადაიხადოს. მარტოხელა, სოციალურად დაუცველ პაციენტს ახლა ყოფილი მეუღლე პატრონობს. ეკა ურბელაშვილი ამბობს, რომ ამ თანხის გადახდის საშუალება არც მას აქვს და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს. ეკა ურბელაშვილი, ლერი ჩოხელიშვილის ყოფილი მეუღლე: „როცა ხანძარი გაჩნდა, ჩემს მეუღლეს ეძინა. ცეცხლმა მის ოთახში რომ შეაღწია, მაშინ გამოეძვიღა და შიშველი ხელებით დაიწყო ცეცხლთან გამკლავება. სასწაულებრივად გადარჩა. ქვაბი, რომ ქვაბია, ისიც კი დამდნარია. მისი დაუდევრობით არ მომხდარა ეს უბედურება. ძლიერმა ქარმა დენის სადენები გაწყვიტა და სახლს ცეცხლი წაეკიდა. საშინლად დაიწვა. ცდილობდა, ერთადერთი სახლის გადარჩენას. მაშინვე გამოვიძახეთ კატასტროფის ბრიგადა და ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. გუშინ შესრულდა ზუსტად ერთი თვე, რაც საავადმყოფოში წევს, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება 15 ათასლი ლარი უკვე ამოიწურა. გუშინდელი დღის მონაცემებით, 26 ათასი ლარი ჩვენი ოჯახის გადასახდელია. ამ თანხაში არ შედის ოპერაციის თანხა. ჯერ არაფერი გადაგვიხდია. ამ ეტაპზე ფინანსების მოძიებაში ვართ. შეიძლება კიდევ ერთი თვე რეანიმაციაში დატოვონ, ამას კიდევ დაემატება თანხა, რითი უნდა გადავიხადო არ ვიცი... უკვე 12 წელია მე და ჩემი მეუღლე ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. მას სოციალურად დაუცველის სტატუსი ამ შემთხვევამდე სამი თვით ადრე შეუწყვიტეს. შეშის დაჭრაზე და ბარვაზე მუშაობდა. მისი შემოსავალი ეს იყო. სახლიდან ერთი ნივთიც კი არ დარჩა, რომ გაგვეყიდა. მე რაც გამაჩნია ყველაფერს გავყიდი, მაგრამ ამხელა თანხას მაინც ვერ მოვაგროვებ. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ათასი ლარით დაგეხმარებითო. მყავს ორი სტუდენტი შვილი, უფროსს დიაბეტი აქვს... საავადმყოფოში მითხრეს, გაკეთდება გრძელვადიანი განვადება და ეტაპობრივად პაციენტმა უნდა გადაიხადოსო. თუ ჩემს მეუღლეს ფეხის ამპუტაცია გაუკეთდება, როგორ უნდა იმუშაოს, რითი შეძლებს ამ თანხის გადახდას არ ვიცი. კეთილი ადამიანების დახმადების იმედი მაქვს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.“ ხანძარი ახმეტაში, ფშავის N6-ში, 17 თებერვალს შუაღამისას გაჩნდა. ავტორი თორნიკე ყაჯრიშვილი

---

 

18.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/537541-bavshvebshi-tqviis-shemcvelobastan-dakavshirebit-kvlevis-shedegebi-savaraudod-martis-bolos-gaxdeba-cnobili/

ბავშვებში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით კვლევის შედეგები, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს გახდება ცნობილი

დაავადებათა კონტროლისა და სოზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა UNICEF-თან ერთად ბავშვებში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგები, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ეს არის დიდი კვლევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ქვეყანაში რა უნდა გაკეთდეს”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ

---

 

 

ბეჭდვითი მედია

19.03.2019

მედიასაშუალება:     ქრონიკა+

მედიკოსების დაუდევრობა და სამედიცინო შეცდომები

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - დღეს, მედიცინის არნახული განვითარების ეპოქაში, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სამედიცინო შეცდომებია, რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იმატებს და საზოგადოებას უდიდეს მორალურ თუ ფინანსურ ტვირთად აწვება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აზრით, სამედიცინო წარმომადგენლის ყველა შეცდომა რომ აისახოს, სტატისტიკურად, სიკვდილის ძირითად მიზეზებში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიმსივნის შემდგომ, ექიმების შეცდომები მესამე ადგილზე იქნებოდა. საქართველოში პაციენტთა დაღუპვის მიზეზი ხშირად სწორედ არასწორი დიაგნოზია. თბილისის ერთ-ერთი პოლიკლინიკის ექიმის ასეღმა დაუდევრობამ შეუქცევადი შედეგები გამოიწვია. 2018 წლის აგვისტოში ადგილობრივმა მკვიდრმა ხმის დაკარგვის სიმპტომით დაუყოვნებლივ თავის თერაპევტს მიმართა. ექიმის დიაგნოზი იყო ბრონქიტი. ავადმყოფს გამოუწერეს ანტიბიოტიკები, საწუწნი აბები და სახლში გაუშვეს. თუმცა პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა და სამი თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას, სინამდვილეში ფილტვის კიბოს მეოთხე, ანუ ყველაზე მძიმე სტადია ჰქონდა. ექიმის ცრუ დიაგნოზი მამაკაცისთვის ფატალური შედეგით დასრულდა - თებერვალში იგი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. "ქრონიკა+"-ს დეტალებს გარდაცვლილი შვილი უყვება: "2018 წლის აგვისტოში მამამ ხმა დაკარგა, რაც ძალიან მოულოდნელი იყო, ვინაიდან ის არ ეწეოდა და არც გაციებული იყო.იგი რაიონულ თერაპევტთან მივიდა, რომელმაც რენტგებნის სურათის დანახვის შემდეგ ბრონქიტის დიაგნოზი დასვა, მედიკამენტები გამოუწერა და სახლში გაუშვა. არანაირი საფრთხის შესახებ თერაპევტს არ გაუფრთხილებია, რენტგენის სურათზე კი ეწერა მხოლოდ ერთი ფრაზა: "უარყოფითი დინამიკა". სად გადის ზღვარი შეცდომასა და დაუდევრობას შორის? 2018 წლის განმავლობაში 342 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის ანგარიში გვამცნობს: პროფესიული განვითარების საბჭომ გასული წლის განმავლობაში პაციენტებისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 162 საკითხი განიხილა. საკითხის განხილვის შედეგად კი 342 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა. მართალია, სამინისტრო ყველა შემოსულ საჩივარს სწავლობს, თუმცა არსებული სტატისტიკიდან ისეთი სურათი იკვეთება, რომ ბუნებრივი ეჭვი ჩნდება სამედიცინო რეგულირების სააგენტოს არაკეთილსინდისიერებაში. თითქოს სააგენტოს წევრები უფრთხილდებია თავიანთი კოლეგების იმიჯს და ყველაზე მძიმე შემთხვევების დროსაც კი მათთვის ლიცენზიის შეჩერებაზე მკაცრ სასჯელს არ ითხოვენ. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემას ვერ ერევა ან არ სურს საკითხის გადაჭრა. ფაქტია, რომ ჯანდაცვის სფეროში პრობლემებია და აუცილებელია, მათი სასწრაფოდ მოგვარება. ჯანდაცვის სამინისტრომ, კერძოდ კი მინისტრმა, სასწრაფოდ უნდა მოახდინოს მკაცრი რეაგირება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5947717&name=19.03.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

         

19.03.2019

მედიასაშუალება:      მესინჯერი

ამირან გამყრელიძე - წითელათი დაინფიცირების დინამიკა შემცირებულია

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში წითელას 2 385 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “ინტეპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ავადობის დინამიკა შემცირებულია. “ისეთი სწრაფი ზრდა აღარ არის, როგორც იანვარ-თებერვალში იყო. 19 იანვრიდან 100 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი, რაც კარგია, მაგრამ წითელა რომ შევაჩეროთ, წლის განმავლობაში კიდევ უნდა ავცრათ დამატებით 250 000 ადამიანი. მთავარი მოწოდება ძალაშია: ყველა ადამიანი, ვისაც არ ახსოვს, გადატანილი აქვს თუ არა წითელა ან აცრილია თუ არა, აუცილებლად უნდა აიცრას. ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი მარაგია, არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კვალიფიცირებული ვაქცინა, მაღალი ხარისხის და ამ ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო. ყველა მშობლისადმი არის მოწოდება, რომ თავიანთი ბავშვის აცრის კალენდარი გადაამოწმონ. თუ ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, 1 და 5 წლის ასაკში, მიიყვანონ პოლიკლინიკებში და აცრან”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5947616&name=19.03.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

19.03.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

პირველი აპრილიდან მოქალაქეებს დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა შეეძლებათ

პირველი აპრილიდან 40 წელს გადაცილებულ 200 ათასამდე მოქალაქეს უფლება აქვს დატოვოს საპენსიო სისტემა, თუმცა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ რეფორმის მიღმა დარჩენილთა რაოდენობა მცირე იქნება. როგორც „რადიო იმედის" ეთერში ლევან სურგულაძემ განაცხადა, „დაინტერესებულმა პირმა 1-ელი აპრილიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა მიმართოს სააგენტოს განცხადებით და მოითხოვოს სისტემის დატოვება. მას სამი თვის დანაზოგიდან, მხოლოდ მისი შენატანი, უკან დაბეგრილი თანხა დაუბრუნდება. „ვეცდებით, თანხა დროულად დაბრუნდეს. მიმდინარეობს მოლაპარაკება სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, რომ მათ ოფისებშიც მოხდეს განაცხადების მიღება, განსაკუთრებით-რეგიონებში", - დასძინა სურგულაძემ. კითხვაზე, რატომ არ ხდება ელექტრონული განაცხადით სისტემის დატოვება, საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ეს აუცილებელია იდენტიფიცირებისა და რისკებისგან დასაზღვევად. „ბანკში ვერ გახსნით ანგარიშს თუ პირადად არ მიხვედით. ჩვენც ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ", - განაცხადა სურგულაძემ. მისი თქმით, დარჩენილ დროში კიდევ ერთხელ შეეცდებიან ამ ადამიანების დარწმუნებას იმაში, რომ ისარგებლონ საპენსიო ფონდით. ბოლო მონაცემებით, საპენსიო ფონდში 107 მილიონი ლარია აკუმულირებული. სისტემაში ჩართულია 620 ათასი დასაქმებული და 47 ათასზე მეტი კომპანია. რაც შეეხება 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს, მათი რაოდენობა 200 ათასია. შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5947494&name=19.03.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

19.03.2019

მედიასაშუალება:      ახალი თაობა

გურჯაანში ექიმმა ნუკრი ბაღაშვილმა პაციენტი ხვიჩა სამადაშვილი ცემა

ფიზიკური დაპირისპირება გურჯაანის საავადმყოფოში. ექიმმა კლინიკაში მისულ პაციენტს სცემა. ინციდენტს წინ, სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ვითარება „ნიუ ჰოსპიტალში“ მაშინ დაიძაბა, როცა პაციენტმა გადაწყვიტა, რომ მედპერსონალის აგრესიული მოქმედებები ვიდეოთი გადაეღო. ეს კი ექიმმა „არაკაცურად“ მიიჩნია, პაციენტს კამერა წაართვა და სცემა. ხვიჩა სამადაშვილის თქმით, გურჯაანის საავადმყოფოს პირველად შაბათს მიმართა. დღეს კი გეგმიურ გადახვევაზე იყო დაბარებული. პაციენტი ხსნარის დასხმას ითხოვდა, თუმცა, ექიმმა უარი განუცხადა. „არ მიკეთებენ ნიუ ჰოსპიტალში იმას, რასაც ვეუბნები და თავის ნებაზე აკეთებენ. არაკაცური ეს არაფერი არ არის. უნდათ, რომ ნაოპერაციები ამაგლიჯონ,“ – ამბობს პაციენტი. ექიმმა, ნუკრი ბაღაშვილმა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ პაციენტი ვიდეოს იღებდა, კამერასთან განაცხადა, რომ პაციენტი „ინტრიგანია“. „არაკაცურად იქცევა, იმიტომ, რომ ჭუჭყიანზე მთხოვს დასხმას, მე კიდევ არ გავაკეთებ. არასწორად იქცევა, ინტრიგანია,“ – ამბობს ექიმი. ხვიჩა სამადაშვილი მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ ექიმმა ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა. “ტელეფონი გამომტაცა ხელიდან, მთელი გაწევ-გამოწევა იყო. კასტილი ავიშვირე, არც მოხვედრია. გამოვდივარ კარებში და გამოექანა იქ, ჯერ კარები მომიბრახუნა, ლამის გადმოვვარდი იქ და ვინც იდგა იმათ დავეჯახე და იმათ შემაკავეს და მერე გამოვედი. სანამ წამოვიდოდი, ეს კაცი კიდევ იწევდა,” – ამბობს სამადაშვილი. დილით მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ექიმი განმარტებას არ აკეთებს. საავადმყოფოს მენეჯერი კი ამბობს, რომ პროვოკაცია პაციენტმა დაიწყო. მისი თქმით, დაზიანებულია ინვენტარი, რაზეც შესაბამისი შეტყობინება არის პოლიციაში გაკეთებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5947392&name=19.03.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.03.2019

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

მამუკა ბახტაძე: საქართველო ჯანდაცვის თვალსაზრისითაც უნდა იყოს რეგიონული ლიდერი

ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, საქართველო რეგიონში ეკონომიკურ ცენტრად იქცეს და ამ სტრატეგიის ფარგლებში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც იყოს რეგიონული ლიდერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის" ახალი კორპუსის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მსგავს პროექტებში კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების განხორციელება და სახელმწიფოს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. „დღეს „ნიუ ჰოსპიტალსს" შეემატა ახალი კორპუსი, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის ახალი მიმართულებები. უკვე წლებია, კლინიკა ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო და მისასალმებელია ნებისმიერი აქტივობა, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის უკეთესი სერვისების მიწოდებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯანდაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, სისტემის განვითარებისთვის ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. „2019 წელს ჩვენ ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდა შევძელით, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ გამოწვევები კიდევ რჩება. არის ხარვეზები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების გეოგრაფიულად უფრო კომფორტულ მიწოდებას, ჩვენი პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის მედიკამენტებით მომარაგების საკითხს და ყველას ვპირდებით, ამ ხარვეზებსაც აუცილებლად გამოვასწორებთ, " - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის" ახალი კორპუსის გახსნას პრემიერ-მინისრტი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ახლად გახსნილი კორპუსი დაათვალიერა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია კლინიკის ხელმძღვანელობისგან მიიღო. კლინიკის ახალ შენობაში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული. ფუნქციონირებას იწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. აპრილიდან „ნიუ ჰოსპიტალსში" ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის გახსნაც იგეგმება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5947385&name=19.03.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 ​