მედიამონიტორინგი 19.04.2019
ტელევიზია
19.04.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 13:00
ცვლილებები კიდევ იქნება, დავით სერგეენკო მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტტსი ერთადერთია, რომელიც სამთავრობო ცვლილებებს არ გამორიცხავს. ვინ იქნება შემდეგი ჯანდაცვის მინისტრი კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ მინისტრების ცვლილებები ამ წლების გგანმავლობაში სულ იყო და მომავალშიც იქნება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6023764
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6023460
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6023559
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6023960
---
19.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
ბავშთა უფლებებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა. წარმოდგენილი იყო ბავშვთა ალტერნატიული ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის პროექტი. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს მექანიზმები ბავშთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6023516
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6023418
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6023987
---
19.04.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 11:00
ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით გააკეთა. სერგეენკოს თქმით, არსებული თანხა საკმარისი არ არის. მისი თქმით, მეტი განმარტებაა საჭირო, თუ როგორ ხდება საარსებო მინიმუმის დათვლა. სერგეენკო ამბობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახმა 361 ლარი და 20 თეთრი არსებობისთვის უნდა იმყოფინოს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6023323
---
19.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
სამედიცინო საქმიანობის დროს ექიმის შეურაცხყოფა ან პროფესიულო მოვალეობის ხელის შეშლა დასჯადი ხდება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6022960
ტვ პირველი - საქმიანი დილა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6022878
---
19.04.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
სამედიცინო დაწესებლებებს სამედიცინო ჩანაწერების შენახვის ვალდებულება ეკისრებათ. ამას ჯანდაცის მინისტრის ბრძანება ითვალისიწნებს. როგორც დავით სერგეენკოს 17 აპრილის ბრძანებაშია აღნიშნული, სამედიცინო ჩანაწერების შენახვას უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი პირი, ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული არქივი ან კერძო არქივები. ამავე ბრძანების თანახმად სამედიცინო ჩანაწერები შენახვის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო პირობებით.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6022877
18.04
ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია აკაკი ზოიძე-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6022063
---
19.04.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით 19 აპრილს, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში", შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმია დაგეგმილი. სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება ექნებათ, ადგილზევე დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე - worknet.gov.ge. ფორუმის მიმდინარეობისას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არსებულ ვაკანსიებს გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ. დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს აქტიურ ვაკანსიებს 20-ზე მეტი საშუალო და მსხვილი კომპანია წარუდგენს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6022866
იმედი - იმედის დილა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6022806
---
19.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
ხელფასების მატებასა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას ითხოვენ "ენერგო პროს" თანამშრომლები. ისინი დღეს საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი კაბალურ შრომით პირობებს დღეს საპროტესტო აქციაზე გააპროტესტებენ. დასაქმებულები ამბობენ, რომ კომპანიას 2 წლის განმავლობაში 160 მილიონით გაეზარდა შემოსავალი, თუმცა ეს მათ ხელფასებზე არ ასახულა. ენერგეტიკოსების ბრალდებები კომპანიაში რამდენიმე დღის წინ უარყვეს და განაცხადეს, რომ ”ენერგო პრო” დასაქმებულთა უსაფრთხოების ნორმებზეც ზრუნავს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6023547
---
19.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
“პანორამა-თბილისის” მუშების მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად კომპანიების პასუხისმგებლობა არ უნდა გამოირიცხოს. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში" ამბობენ, რომ კანონის თანახმად, პასუხისმგებლობა შრომის უსაფრთხოებასა და ზოგადად სამშენებლო უსაფრთხოებაზე უშუალოდ დამკვეთს ეკისრება. EMC-ში განმარტავენ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი არ არის მხოლოდ ინდივიდუალური მუშის დაუდევრობაზე, არამედ საქმე ეხება უსაფრთხოების სისტემურ გაუმართაობას
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6022882
---
19.04.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
ბიზნესპრესნიუსმა გამოაქვეყნა ინფორმაცია მთავრობის წევრებზე. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო - მან დეკლარაცია 2019 წლის იანვარში შეავსო. მინისტრს ერთი ანგარიში ჰქონდა, სადაც განთავსებული იყო 7445 ლარი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6022799
---
18.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს ბენეფიციარების არასწორ რეგისტრაციას ედავება. 56 მილიონი ჯარიმა სერგეენკოს უწყებამ 197 სამედიცინო დაწესებულებას დააკისრა, მათ შორის ქვეყნის საავადმყოფოების ოთხ უმსხვილეს ქსელს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6022499
---
18.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
პოლიკლინიკების ქსელი "მედკაპიტალი" ჯანდაცვის სამინისტროს წინაღმდეგ - სამედიცინო დაწესებულება უწყების ჯარიმას აპროტესტებს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6022052
---
18.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ექიმების სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური ძალადობა, ღირსების შელახვა, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა,- ყველა ეს ქმედება დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება და შესაბამისად სასჯელიც გამკაცრდება. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები არიან. კანონში ცვლილებების შეტანა ძალადობის გახშირებულმა ფაქტებმა განაპირობა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მედიკოსები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი არცთუ იშვიათად ხდებიან. განსაკუთრებული რისკის ქვეშ კი სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები არიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6022613
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6022529
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6022646
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6021644
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6021251
---
18.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: პირველი აუდიტორია
შს სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, გასულ წელს საწარმოო შემთხვევათა შედეგად დაიღუპა 59 და დაშავდა 199 ადამიანი. სულ 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით დაღუპულია 376 და დაშავებულია 1081 ადმაიანი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6022581
---
18.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ია კერზაიას შვილი ადვოკატთან ერთად გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა. მისი თქმით სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ექსპერტიზაზაე უარს უკვე მეორედ ეუბნება და ამის მიზეზად ჯანდაცვის სამინისტროს მხირდან სპეციალისტების არგამოყოფას ასახელებს. ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარინა დარახველიძის კომენტარი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6022574
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6022570
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6022057
---
18.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
თანაინვესტირების ფონდი პანორამა თბილისის მშენებლობისას დაშავებული სამი მუშის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერით გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6021915
---
18.04.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
სიკვდილს გადარჩენილი მუშები მომხდარიდან მესამე დღეს ამბობენ, რომ სამშენებლო პროცესის დროს უსაფრთხოების ნორმები თავად არ დაიცვეს. პირველადი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ პანორამა თბილისის მშენებლობაზე დარღვევები აღმოაჩინა. რატომ ადანაშაულებენ მუშები საკუთარ თავს? ობიექტზე სამშენებლო პროცესი შეჩერებულია, შსს გამოძიებას 240-ე მუხლით იძიებს, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6021790
---
ინტერნეტი
19.04.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/463771
სერგეენკო ქობულიაზე: ასე არ დავარქმევდი, რომ მოხსნეს
“ვიცოდი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა, მე თვითონ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობდი”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას გადაყენებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტებმა სერგეენკოს ჰკითხეს, თუ რატომ მოხსნეს ეკონომიკის მინისტრი. „ასე არ დავარქმევდი, რომ მოხსნეს. ამ წლების განმავლობაში მინისტრების ცვლილებები სულ იყო და ნამდვილად ვიცი, მომავალშიც იქნება. რაც შეეხება კონსულტაციებს – ვიცოდი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა, მე თვითონ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობდი, რადგან ეს, ამ შემთხვევაში, არ არის ჩვენი სამინისტროს ფუნქცია. კონსულტაციებზე წამოჭრილი არგუმენტები და ის ფაქტორები, რამაც ეს ცვლილებები განაპირობა, ჩემთვის უცნობია”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, კონსულტაციები სულ იმართება, თუმცა, მინისტრი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. “ყველა კოლეგასთან კოლეგიალური ურთიერთობა მაქვს. კონსულტაციები ხშირად არის, თუმცა, მედიის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად. არ მივიჩნევ თავს ვალდებულად, რომ ამ კონსულტაციების დეტალები გავასაჯაროო”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე განცხადებით, ქობულიას გადაყენებაში უცნაური არაფერია და ცვლილებები მთავრობაში მომავალშიც იქნება. „სამთავრობო ცვლილებები სულ იყო და მომავალშიც სულ იქნება. კონკრეტულად რა იქნება, ამის გაცხადება და ამ საკითხების მართვა, ცალსახად, პრემიერმინისტრის პრეროგატივაა. არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარის იქნება მინისტრი, მნიშვნელოვანია, როგორ ვითარდება ესა თუ ის დარგი“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებულია. პრემიერმინისტრის ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/davit-sergeenko-ase-ar-davarqmevdi-rom-qobulia-moxsnes
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=82261
ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/davit-sergeenko---ase-ar-davarqmevdi-rom-qobulia-moxsnes/32794
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/542843-davit-sergeenko-ase-ar-davarkmevdi-rom-kobulia-moxsnes/
---
19.04.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/bavshvta-dacvis-sistemis-gadzlierebis-khelshewyobis-sabchom-dghes-pirveli-skhdoma-gamarta/
ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობის საბჭომ დღეს პირველი სხდომა გამართა
ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობისთვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს პირველი სხდომა გამართა. სხდომას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობდა. ღონისძიებაზე ბავშვთა ალტერნატიული ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის პროექტი განიხილეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს მექნიზმები ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. „ახალშექმნილია ასეთი ფორმატი, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო, რომლის ამოცანაც არის ბავშვის უფლებებზე ზრუნვა და ბავშვთა კეთილდღეობა. საბჭოში არის ოთხი თემატური ჯგუფი, რომელიც მოიცავს ყველაზე აქტუალურ მიმართულებებს ბავშვთა უფლებებში. მაგალითად, როგორიცაა დეინსტიტუციონალიზაცია. შინაარსობრივად ეს არის დიდი ზომის ბავშთა სახლებიდან უფრო ინდივიდუალურ საჭიროებებზე გადასვლა. მეორეა ბოლო დროს აქტუალურად გაშუქებული სოციალური სამუშაოს რეფორმის შემდგომი საჭიროებები. ასევე ეს არის ეკონომიკური უზრუნველყოფის ფაქტორები, მაგალითად რამდენად ეფექტური იყო ბავშვთა გაზრდილი დახმარება, რომელიც დაიწყო ამ წლიდან“, – განაცხადა სერგეენკომ. მისი თქმით, თემატურ კომიტეტებზე მთელი რიგი საკითხები განიხილება და საბჭო სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. საკოორდინაციო საბჭოში შედიან სახელმწიფო ორგანიზაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, რელიგიური ინსტიტუციების წარმომადგენელები, დარგის ექსპერტები და სხვა.
---
19.04.2019
დავით სერგეენკო - საარსებო მინიმუმი, რომელიც „საქსტატის“ მონაცემებით ოთხსულიანი ოჯახისთვის 321 ლარს შეადგენს, საკმარისი არ არის
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საარსებო მინიმუმი, რომელიც „საქსტატის“ მონაცემებით ოთხსულიანი ოჯახისთვის 321 ლარს შეადგენს, საკმარისი არ არის. მისივე თქმით, საარსებო მინიმუმი პირდაპირი მნიშვნელობით არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახმა ეს თანხა უნდა იკმაროს. „ეს თანხა, რა თქმა უნდა, საკმარისი არაა და არც ჩემთვის იქნებოდა საკმარისი. საქმე იმაშია, რომ მეთოდოლოგიის შესაბამისად ხდება ამისი დათვლა. ვფიქრობ, უფრო მეტი განმარტებებია საჭირო აიხსნას, რომ საარსებო მინიმუმი არის სტატისტიკური მონაცემების მაჩვენებელი და არა საკუთრივ რამეს დამადასტურებელი ან რეკომენდაცია, რომ ეს უნდა იმყოფინოს ოჯახმა. მეთოდოლოგია წლების წინაა დაწესებული. იმისათვის, რომ მოხდეს მთელი რიგი ეკონომიკური პარამეტრების სტატისტიკური ანალიზი, ამიტომ გამოიყენება ერთი და იგივე მეთოლოგია 2000 წლის დასაწყისიდან. ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახმა ზუსტად ეს თანხა უნდა იმყოფინოს", -განაცხადა სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ მონაცენებით, მარტში საარსებო მინიმუმი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 181 ლარი შეადგინა. ამასთან,საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 288 ლარია, ოთხსულიანი ოჯახის 321 ლარი, ხუთსულიანი ოჯახის კი 361 ლარია.
---
19.04.2019
ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებლობაზე ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავეს
ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებლობაზე ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე, შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ის დირექტორი - 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. "მიმდინარე წლის 31 მარტს შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ს მიერ მიერ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ფაქტზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ს მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი. გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით კი გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ის დირექტორს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს", - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.
---
19.04.2019
პროფკომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადმინისტრაციასთან შეთანხმება ვერ მოხდა
მიუხედავად წინა პერიოდის სოციალური დიალოგისა, შეთანხმება აბსოლუტურად ვერაფერზე მოხდა, - ამის შესახებ სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პროფკომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩოხელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრები აცხადებენ, საპროტესტო აქცია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულთა ხელფასების ზრდის,ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების, შრომის უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების და პროფკავშირის წევრებზე ზეწოლის აღკვეთის მიზნით გაიმართა. ჩოხელმა აქციის მოთხოვნების შესახებ ისაუბრა და როგორც განაცხადა, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადმინისტრაციის თქმით, მათ ამ პერიოდში მეტის გაკეთების ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ. „აქციის მოთხოვნებია: ხელფასების 50%-იანი ზრდა, ზეგანაკვეთური ანაზღაურების აღრიცხვა და ფინანსური ანაზღაურება, ასევე, უსაფრთხო გარემოს შექმნა და ამაში პროფესიული კავშირების ჩართვა. დღევანდელი აქცია განპირობებული იყო იმით, რომ მიუხედავად წინა პერიოდის გარკვეული სოციალური დიალოგისა, შეთანხმება აბსოლუტურად ვერაფერზე, ამ საკითხებზე ვერ მოხდა. მოლაპარაკება გვქონდა ადმინისტრაციასთან, რომელმაც განაცხადა, რომ ამ პერიოდში არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა უფრო მეტის გაკეთების, თუმცა მათი ფინანსური მდგომარეობა განვლილი 2017-2018 წლის მდგომარეობით აჩვენებს, რომ 160 მილიონი ლარი აქვთ მოგება. სწორედ ამაზე ვაკეთებთ აპელირებას, რომ ხელფასები გაიზარდოს ამ მოგების ხარჯზე და არა ტარიფების ზრდის მეშვეობით. დღევანდელი შეხვედრა, რა თქმა უნდა, უშედეგოდ დამთავრდა. ჩვენ მივყვებით ჩვენს გეგმას. გაგრძელდება პერმანენტული აქციები, დაიწყება მედიაციის პროცესი, რომელში ჩართვისთვისაც მზად არის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადმინისტრაცია, ვნახავთ, რას მოგვცემს მედიაცია და შემდეგ უკვე დავიწყებთ მზადებას საგაფიცვო რეჟიმისთვის“, - აღნიშნა „ინტერპრესნიუსთან“ სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პროფკომიტეტის თავმჯდომარემ.
---
19.04.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/542942-tbilisshi-shezguduli-shesazleblobebis-mkone-pirta-dasakmebis-porumi-gaimarta/
თბილისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გახსნა. დასაქმების ფორუმს ასევე ესწრებოდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი ლიკა კილაძე და სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი. სამინისტროს ინფორმაციით, „თბილისი მოლის“ მხარდაჭერით გამართული ფორუმის მიზანს შშმ პირთა დასაქმებისა ხელშეწყობა წარმოადგენდა. დასაქმების ფორუმზე, შშმ პირებს აქტიური ვაკანსიები 20-ზე მეტმა საშუალო და მსხვილმა კომპანიამ შესთავაზა. მათ შორის იყვნენ: „დიო“, „ნიკორა“, „კარფური“, „კომფორტი“, „ჯეოჰეარი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, „გეფა“, სასტუმრო „შერატონი“, „ჰოთ თრეველი“, „ვენდისი“, „აჭარა ჯგუფი,“ „ემ გრუპი“ და სხვა. სამუშაოს მაძიებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არსებულ ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნენ და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარეს. ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და სერვისები დეტალურად გააცნეს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განმარტებით, სახელმწიფო კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასა და მათ შემდგომ ინტეგრაციას.
პია.ჯი- https://pia.ge/post/257802-tbilissi-sezruduli-sesazleblobebis-mqone-pirta-dasaqmebis-forumi-gaimarta
---
19.04.2019
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/19-aprils-tbilisshi-shshm-pirta-dasaqmebis-forumi-gaimarteba/58445
19 აპრილს თბილისში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, 19 აპრილს, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს. უწყების განმარტებით, სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება ექნებათ, ადგილზევე დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე - worknet.gov.ge. ამასთან, ფორუმის მიმდინარეობისას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არსებულ ვაკანსიებს გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ. „დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს აქტიურ ვაკანსიებს 20-ზე მეტი საშუალო და მსხვილი კომპანია შესთავაზებს. მათ შორის არიან: „დიო“, „ნიკორა“, „კარფური“, „კომფორტი“, „ჯეოჰეარი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, „გეფა“, ილიას უნივერსიტეტი, სასტუმრო „შერატონი“, „აჭარა ჯგუფი“, „ემ გრუპი“ და სხვა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი „თბილისი მოლის“ მხარდაჭერით იმართება. ფორუმი 13:00 საათზე დაიწყება და 15:00 საათამდე გაგრძელდება,“-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პია.ჯი- http://medianews.ge/ge/19-aprils-tbilisshi-shshm-pirta-dasaqmebis-forumi-gaimarteba/58445
18.04
გურიანიუს.ქომ- http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/19-aprils-shshm-pirta-dasakmebis-tbilisis-porumi-gaimarteba
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/19-aprils-shshm-pirtha-dasaqmebis-thbilisis-phorumi-gaimartheba/
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=82215
კვირა.ჯი- http://kvira.ge/463516
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/19-aprils-tbilisshi-shshm-pirta-dasaqmebis-forumi-gaimarteba/58443
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/542707-19-aprils-tbilisshi-shshm-pirta-dasakmebis-porumi-gaimarteba/
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/19-aprils-shshm-pirta-dasaqmebis-tbilisis-forumi-gaimarteba
---
19.04.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/147523-kerzaiasshvili-sistemuri-danashaulis-nishnebia-sagamodziebo-qmedebebis-umetesoba
კერზაიას შვილი: სისტემური დანაშაულის ნიშნებია, საგამოძიებო ქმედებების უმეტესობა ფორმალურია
ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ დედის გარდაცვალების საქმის მასალებს დეტალურად გაეცნო, სურათი კი იმაზე გაცილებით მძიმეა, ვიდრე წარმოედგინა. შენგელია წერს: გავეცანით ია კერზაიას საქმის მასალებს დეტალურად. სურათი გაცილებით მძიმეა, ვიდრე ვვარაუდობდი და წარმოგვედგინა: 1. გამოძიება მიდის აბსოლუტურად მცდარი მიმართულებით და საგამოძიებო მოქმედებების უდიდესი უმრავლესობა არის სრულიად ფორმალური. საქმე ეხება პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნას, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია და ამ საქმეზე არ არის გამოკითხული ფორმალურადაც კი, საქმის მთავარი ფიგურანტი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. სამაგიეროდ, გამოკითხული არიან სკოლის დამლაგებლები, სპორტის მასწავლებელი და საქმეთან შემხებლობის არმქონე პირები. სავარაუდო დანაშაულის უშუალო შემსრულებლები, ელისო ჯაფარიძე და ნოდარ წამალაშვილი მოწმის სახით გამოკითხული არიან მხოლოდ გუშინ და გუშინწინ, 16 და 17 აპრილს (!). 2. სამინისტროს შენობაში განთავსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ამოღებაზე მიმართვა გაკეთებულია შემთხვევიდან ოთხი თვის (!) გასვლის შემდეგ და პასუხი სამინისტროდან რა თქმა უნდა არის, რომ ჩანაწერები წაშლილია. ამ ჩანაწერებით დადასტურდებოდა, რომ არავითარი ლავრენტი ქირია სამინისტროში არ მისულა 8 ნოემბერს და ეს ე.წ. საჩივარი სამინისტროშივე შეადგინეს. არ არის გამოკითხული კანცელარიის თანამშრომელი, რომელიც ე.წ. საჩივრის მიღების დროს იყო მორიგე და რომელსაც უნდა ჩაებარებინა საჩივარი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. არ არის ამოღებული სავარაუდო დანაშაულში მონაწილე პირების მობილური ნომრების დეტალური ამონაწერი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დევნის ,,ოპერაცია'' წინასწარ იყო დაგეგმილი. გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ არის გამოკითხული ქ. ზუგდიდის რესურცენტრის ხელმძღვანელი, რომლის მიმართაც ქ. ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი და არაერთი მოწმე პირდაპირ ჩვენებებს იძლევა. არ არის გამოკითხული არც თვითონ მე-7 სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი. 4. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის კითხვები არის დასმული ისეთი ფორმულირებით, რაზედაც მიწოდებული მასალების საფუძველზე ექსპერტი კონკრეტულ პასუხს ვერანაიდან ვერ გასცემდა. შესაბამისად, ექსპერტიზამ საქმე შეუსრულებელი ფორმით 16 აპრილს უკან დაუბრუნა გენერალურ პროკურატურას (ერთი თვე მოუნდა უარის თქმას). ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენს მიერ 25 თებერვალს იყო ექსპერტისთვის დასასმელი კითხვები შეთავაზებული და ამ კითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდებოდა საქმის გამოძიებისთვის. ამ კითხვებით ჩვენ ორჯერ მივმართეთ ექსპერტიზას, თუმცა ერთხელ სპეციალისტის მოუცლელობის (!) გამო გვეთქვა უარი, მეორე შემთხვევაში კი ჯანდაცვის სამინისტრომსპეციალისტის გამოყოფაზე უარი განაცხადა (!). ზემოთ ჩამოთვლილი საგამოძიებო მოქმედებები იყო პირველადი ღონისძიებები, რომლებიც მყისიერად უნდა ჩატარებულიყო, არაფერს ვამბობ უამრავ სხვა შედარებით რთულ, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაზეც არსებული რეალობიდან გამომდინარე ალბათ ფიქრიც ზედმეტია. სრულიად გაოგნებული ვარ საქმის მასალებში დანახულით. რჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურატურამ ზუსტად იცის დანაშაულის სქემა, ასევე დამნაშავე პირების ვინაობა და გამოძიების დაწყების დღიდან ყველა მოქმედება მიმართულია ამ დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის გვერდის ასავლელად. ყველა ამ ფაქტის ანალიზის შედეგად მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში არსებობს სისტემური დანაშაულის ნიშნები. უკვე დიდი ხანია, საქმე გასცდა განათლების სამინისტროს ფარგლებს და მასში უკვე ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზა, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები. ჩართულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც არათუ პასუხისმგებლობას არ იღებს დანაშაულის დროულად და ეფექტურად გამოძიებაზე, მათ შორის ევროპარლამენტარების შეშფოთების პასუხად, არამედ საქმის ფორმალურად გამოძიების დასრულებამდეც არ ათავისუფლებს განათლების მინისტრს. პირიქით, ხელს აფარებს განათლების მინისტრს და სამინისტროს არაერთ მაღალჩინოსანს. დღეის შემდეგ არ მაქვს არანაირი იმედი და მოლოდინი, რომ საქართველოში, ამ ხელისუფლების პირობებში ია კერზაიას საქმე იქნება ობიექტურად გამოძიებული. ამიტომ, ვიწყებთ მუშაობას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვის პროცედურებს და აუცილებლად დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს უკვე საერთაშორისო დონეზე. მივმართავ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს სრულად, დაინტერესდნენ საქმის დეტალებით. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოების წევრებს. არ დავუშვათ კიდევ ერთი სისტემური დანაშაულის ჩადენა ჩვენს ქვეყანაში, დროულად მივაქციოთ სათანადო ყურადღება ამ საქმეს. მე კი, რა თქმა უნდა ვაგრძელებ ბრძოლას ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემამდე, იას სიმართლის დამტკიცებამდე და საბოლოო გამარჯვებამდე". ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე რჩებოდა. თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. ის სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა. 11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან საქართველოს პრემიერმინისტს, მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, საქმის გამოძიებისკენ მოუწოდეს.
---
18.04.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/542762-jandacvis-saministros-carmomadgeneli-qvela-gones-vixmart-rom-bachana-shengelias-davexmarot/
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი - ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ბაჩანა შენგელიას დავეხმაროთ
ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ბაჩანა შენგელიას დავეხმაროთ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ განაცხადა. ჯანდაცვის სამინისტროში ბაჩანა შენგელიას განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელიც ექსპერტიზაზე უარს ეხებოდა. „სამინისტრო ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ჩვენმა ექსპერტმა ითანამშრომლოს ექსპერტიზის ბიუროსთან. შემდეგ ისინი უკავშირდებიან ექსპერტს და ურთიერთობა გრძელდება მათ შორის მათივე ურთიერთობის საფუძველზე. ჩვენ ამ პროცესს მონიტორინგს არ ვუწევთ. ჩვენს ექსპერტებს ამ ტიპის დახმარების ვალდებულება არ გააჩნიათ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამ წლების მანძილზე ჩვენს მიერ არის ყველა ძალისხმევა გამოყენებული, რომ როგორმე გავუწიოთ კოლეგიალური დახმარება მეორე საჯარო უწყებას, რადგან ნებისმიერი საქმე, რომელიც მიმდინარეობს ექსპერტიზის ბიუროში, არის დიდი ინტერესის შემცველი, საჭიროებს გამოკვლევას, ამიტომ ბაჩანა შენგელია ვერ იქნება გამონაკლისი. ასევე, ყველა ღონეს ვიხმართ, რომ დავეხმაროთ მას. რა შედეგით დასრულდება, არ არის ჩვენზე დამოკიდებული, დამოკიდებულია ექსპერტების მიერ გამოხატულ ნებაზე, რომლებიც ვალდებული არ არიან მიიღონ მონაწილეობა და თუ ისინი პროცესში ჩაბმაზე დათანხმდებიან, ჩვენ არ გვაქვს საწინააღმდეგო არაფერი“, - განაცხადა მარინა დარახველიძემ. შეგახსენებთ, ბაჩანა შენგელიამ დღეს განაცხადა, რომ გამოძიებისთვის ხელის შეშლასა და ფაქტების გაყალბებას „მთელი სამთავრობო სისტემა ცდილობს". „მინდა საზოგადოებას ვაცნობო ია კერზაიას საქმის გამოძიებისთვის ხელისშეშლასთან დაკავშირებული უპრეცენდენტო ფაქტების შესახებ. პირველ რიგში ის, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სრულიად უკანონოდ უკვე მეორედ მოგვივიდა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე. პირველ შემთხვევაში მათ თითქოს დაასაბუთეს, რომ მოუცლელობის გამო ვერ ტარდება ექსპერტიზა, ხოლო ხელმეორედ მიმართვის შემდეგ გვითხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ საერთოდ არ გამოუყო სპეციალისტი“, - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ. მისი თქმით, ექსპერტიზას უნდა დაედგინა, ის სისხლჩაქცევა, რომელიც ია კერზაიას განუვითარდა, შესაძლებელი არის თუ არა გამოწვეული ყოფილიყო ძლიერი სტრესის შემთხვევაში, რაც შესაძლოა სკოლაში ინსპექტირებას გამოეწვია.
---
18.04.2019
სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება
საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება სამედიცინო საზოგადოებას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან ერთად წარუდგინა. ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება. ამ დრომდე, ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ, საკითხი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ დარღვევათა და სხვა შესაბამისი კანონებით განიხილებოდა, ახალი ინიციატივის თანახმად კი, კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებითი მუხლები გაჩნდება. ცვლილების ავტორთა განმარტებით, ინიციატივა განპირობებულია პაციენტის უფლებით, მიიღოს ადეკვატური, დროული და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება. საქმიანობის დროს მედპერსონალზე ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზემოქმედება კი, პაციენტისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევას აფერხებს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განმარტებით, ინიციატივა პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვას ითვალისწინებს. „გახშირებულია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების წარმომადგენლების მიმართ ზეწოლის ფაქტები. პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, შეშინებული და დათრგუნული ექიმი არ უნდა უწევდეს მას დახმარებას. ეს არის ამოსავალი წერტილი და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთავაზობთ დამატებით სამართლებრივ გარანტიებს,“ – განმარტა მან. სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის დაცულობის ქმედითი მექანიზმების შემოღება ძალადობის პრევენციასა და სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სასწავლო ცენტრში გამართულ შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა და კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/542692-ekimebis-sheuracxqopa-an-propesiuli-movaleobis-shesrulebistvis-xelis-sheshla-dasjadi-xdeba/
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=82235
კვირა.ჯი- http://kvira.ge/463571
ფრონტნიუს.ჯი- http://frontnews.eu/news/ge/48749
ტივი25.ჯი- http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=12032
ფორ.ჯი- https://for.ge/view/165469/gaxSirebulia-samedicino-personalze-zewolis-faqtebi.html
---
18.04.2019
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ის პიროვნებები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას აწვდიან პაციენტებს, უნდა იყვნენ დაცულები
ის პიროვნებები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას აწვდიან პაციენტებს, უნდა იყვნენ დაცულები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ განაცხადა. ამით მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება. „ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე, პაციენტს აქვს უფლება მას მიეწოდოს დროული, კვალიფიცირებული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება. ზუსტად აქედან გამომდინარე ხდება, რომ ის პიროვნებები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას აწვდიან პაციენტებს, უნდა იყვნენ დაცულები. სამედიცინო პერსონალისთვის ხელის შეშლა გამოიწვევს მესამე პირისთვის, პაციენტისთვის, ადეკვატური დახმარების მიწოდების ხელშეშლას,“ - განაცხადა ზაზა ბოხუამ. ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება. ამ დრომდე, ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ, საკითხი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ დარღვევათა და სხვა შესაბამისი კანონებით განიხილებოდა, ახალი ინიციატივის თანახმად კი, კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებითი მუხლები გაჩნდება.
---
18.04.2019
აკაკი ზოიძე - ექიმების მიმართ აგრესიამ იმატა, ზეწოლის ქვეშ მყოფი სამედიცინო პერსონალი კი გაცილებით უფრო ხშირად უშვებს შეცდომებს
ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ სამედიცინო პერსონალის მიმართ აგრესიამ იმატა და გახშირდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები, - ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა. ამით ზოიძე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება. აკაკი ზოიძის შეფასებით, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი სამედიცინო პერსონალი შეცდომებს გაცილებით უფრო ხშირად უშვებს და ამით საფრთხე ადგება, პაციენტის ჯანმრთელობას. „ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ სამედიცინო პერსონალის მიმართ აგრესიამ იმატა და გახშირდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები პაციენტის ოჯახის წევრებისგან თუ ახლობლებისგან. ხშირ შემთხვევაში, ეს ისევ პაციენტის ინტერესების საწინააღმდეგოდ ხდება, რადგანაც ცნობილია, რომ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი სამედიცინო პერსონალი შეცდომებს გაცილებით უფრო ხშირად უშვებს და ამით საფრთხე ადგება, პირველ რიგში, პაციენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ისევ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას შეშინებული და დათრგუნული ექიმი თუ ექთანი არ უნდა უწევდეს სამედიცინო დახმარებას,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება. ამ დრომდე, ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ, საკითხი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ დარღვევათა და სხვა შესაბამისი კანონებით განიხილებოდა, ახალი ინიციატივის თანახმად კი, კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებითი მუხლები გაჩნდება.
---
18.04.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/samedicino-dawesebulebebs-chanawerebis-shenaxvis-valdebuleba-ekisrebat
სამედიცინო დაწესებულებებს ჩანაწერების შენახვის ვალდებულება ეკისრებათ
სამედიცინო დაწესებულებებს სამედიცინო ჩანაწერების შენახვის ვალდებულება ეკისრებათ. ამას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს. როგორც დავით სერგეენკოს 17 აპრილის ბრძანებაშია აღნიშნული, სამედიცინო ჩანაწერების შენახვას უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი პირი (შემდგომში – სამედიცინო დაწესებულება), ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული არქივი (შემდგომში – ეროვნული არქივი) და/ან კერძო არქივები, შესაბამისი სახელშეკრულებო პირობებით, მათზე საკუთრების უფლების შენარჩუნებით. ამავე ბრძანების მიხედვით, სამედიცინო ჩანაწერების შენახვის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათანადო პირობები აღნიშნული დოკუმენტების შენახვის, მათთან მოპყრობის/კონფიდენციალობის უზრუნველყოფისა და ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამორიცხვის მიზნით. ამასთან, სამედიცინო დაწესებულებების მიერ დეპოზიტური შენახვისთვის გადაცემული სამედიცინო ჩანაწერების დაცვის უზრუნველყოფა, შენახვა, აღრიცხვა, დამუშავება, მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, აგრეთვე, გამოყენებისა და სარგებლობის პირობები განისაზღვრება: ა) ეროვნული არქივის შემთხვევაში – „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებით;ბ) კერძო არქივების შემთხვევაში – „კერძო არქივების ფუნქციონირების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №74 ბრძანების შესაბამისად. სამედიცინო ჩანაწერები განსაზღვრულ დაწესებულებებში ინახება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული უწყებრივი ნუსხით განსაზღვრული ვადით. ეროვნული საარქივო ფონდისათვის მიკუთვნებული სამედიცინო ჩანაწერები ამ ბრძანების მე-5 მუხლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შესანახად გადაეცემა ეროვნულ არქივს ან კერძო არქივებს. აღნიშნული წესი უკვე ძალაშია.
---
18.04.2019
მედიასაშუალება:
"ჩვენ დავარღვიეთ უსაფრთხოების წესები" - "პანორამა თბილისზე" დაშავებული მუშები
„პანორამა თბილისის" მშენებლობაზე დაშავებული მუშები აცხადებენ, რომ სამშენებლო პროცესის დროს უსაფრთხოების ნორმები თავად არ დაიცვეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მუშებმა თავად განუცხადეს. მათი თქმით, ისინი დამცავ საშუალებებს მუდმივად იყენებენ, მაგრამ დაბალი სიმაღლიდან გამომდინარე, ამჯერად დამცავ საშუალებებზე უარი თქვეს. ერთ-ერთი მუშის, გიორგი ლიპარტელიანის თქმით, სპეციალური ღვედის გაკეთება არ მიიჩნიეს საჭიროდ, რადგან მცირე ხნის, დაახლოებით 1-2 საათის სამუშაო ჰქონდათ შესასრულებელი. „ჩვენი უფროსიც გასული იყო. მალე რომ დაგვემთავრებინა, ასე მოვიქეცით. სიმაღლეზე ასვლისას ეს კონსტრუქცია გამოედო აივანს, კონსტრუქცია გადმოიწია, ცალი მხარე ჩამოვარდა და ცალი მხარე კორპუსის აივანზე შერჩა. ვეღარ გავსწორდით და გადმოვვარდით. რეალურად დავარღვიეთ უსაფრთხოება. როცა მუშაობას ვიწყებთ, სულ ვიცავთ ხოლმე უსაფრთხოებას. სამუშაო საათების დროს მოხდა ეს შემთხვევა", – განაცხადა გიორგი ლიპარტელიანმა მეორე მუშა, ნოდარ ჩახალიანი ამბობს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო მესამე მუშა დღეს გადაიყვანეს პალატაში. „ჩვენი მდგომარეობა უკეთ არის. მესამე ცოტა მძიმედ იყო და როგორც ვიცით, დღეს გადაიყვანეს პალატაში. ჩვენი ვარდნა მოხდა 8-9 მეტრის სიმაღლიდან. სიმაღლე არ იყო ისეთი, რომ დამცავი გაგვეკეთებინა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დამცავის გარეშე ვმუშაობდით", – განაცხადა ნოდარ ჩახალიანმა.
---
18.04.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/357827/
მუშების განცხადებებით არ უნდა ხდებოდეს კომპანიების პასუხისმგებლობის გამორიცხვა – EMC
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონისტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი ეთო გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ მუშების მიერ გაკეთებული განცხადებებით კომპანიების პასუხისმგებლობის გამორიცხვა არ უნდა მოხდეს. საუბარია “პანორამა-თბილისის” მშენებლობაზე მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც მშენებლობიდან სამი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთმა მუშამ კი 18 აპრილს განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომები არა კომპანიამ, არამედ თავად არ დაიცვეს. გვრიტიშვილის თქმით, კანონის თანახმად, სამშენებლო და შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა კომპანიამ უნდა განახორციელოს, რაც “პანორამა-თბილისის” შემთხვევაში გამოიკვეთა, რომ არ ხდებოდა: “კანონის თანახმად, პასუხისმგებლობა შრომის უსაფრთხოებაზე და ზოგადად სამშენებლო უსაფრთხოებაზე უშუალოდ დამკვეთს ეკისრება. შესაბამისად, ინდივიდუალურად მუშა როგორ იქცევა და რამდენად ასრულებს ამ სტანდარტებს, ამ საკითხზე ზედამხედველობა კომპანიამ უნდა განახორციელოს. სახეზეა, რომ კომპანია ამ სახის ზედამხედველობას არ ახორციელებდა. მეორე საკითხია, როდესაც შრომის ინსპექცია შევიდა ადგილზე, გამოიკვეთა სხვა შრომის უსაფრთხოების დარღვევები. შესაბამისად, აქ, სავარაუდოდ, შეგვიძლია ვისაუბროთ არა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე, არამედ ზოგადად სისტემის გაუმართაობაზე. ზუსტად ამის გამო იქნა, სავარაუდოდ, შეჩერებული სიმაღლეზე სამშენებლო სამუშაოები. აქ არ არის საუბარი მარტო ინდივიდუალური მუშის დაუდევრობაზე, ჩვენ ვსაუბრიბთ სისტემურ უსაფრთხოების გაუმართაობაზე”, – უთხრა გვრიტიშვილმა “ნეტგაზეთს”. იურისტის თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიები ცდილობენ შრომის უსაფრთხოებაზე ინდივიდუალური პასუხისმგებლობა მუშებს დააკისრონ. თუმცა. როგორც გვირტიშვილი აღნიშნავს, საბოლოოდ მთავარ პრობლემად სისტემის გაუმართაობა იკვეთება: “ზოგადად ხშირად არის ხოლმე კომპანიების მხრიდან მსგავსი მცდელობები, რომ მუშებს დააკისრონ ინდივიდუალური პასუხისმგებლობები შრომის უსაფრთხოებაზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც სისტემის გაუმართაობა იკვეთება ხოლმე ძირითად პრობლემად. როდესაც სისტემა გამართულად მოქმედებს და ხდება მუდმივად ზედამხედველობა თითოულ მუშაზე, რამდენად იცავს ის უსაფრთხოების ნორმებს, სათანადოდ არის თუ არა ეკიპირებული, და ეს დირექტივა, რომ ყველა თანამშრომელმა უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების დაცვა, სათანადოდ არის მიწოდებული დამსაქმებლის მხრიდან, პრაქტიკაში, რა თქმა უნდა, აღარ შეგვხვდება მსგავსი პრიბლემები”, – ამბობს გვრიტიშვილი. EMC-ის იურისტი მიიჩნევს, რომ სიმაღლეზე მშენებლობის გარდა, შრომის ინსპექციამ უნდა შეისწავლოს უსაფრთხოების მიმართულებით სისტემური დარღვევები, შსს-მ კი პასუხი უნდა გასცეს, თუ ვისი ბრალეულობით დაშავდნენ მუშები “პანორამა-თბილისის” მშენებლობაზე. გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც მუშები მსგავს განცხადებებს აკეთებენ, ისიც უნდა შეფასდეს, ეს სიმართლეა, თუ გარკვეული გარემოებები აიძულებთ მათ მსგავსი კომენტარები გააკეთონ: “ასეთი განცხადებებით არ უნდა ხდებოდეს კომპანიების პსუხისმგებლობის გამორიცხვა და ამაზე ზუსტად პასუხი უნდა გასცეს შრომის ინსპექციამ, რომელმაც შეჩერების გარდა ასევე უნდა გამოიკვლიოს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სისტემური დარღვევები, და ამას ასევე პასუხი უნდა გასცეს შსს-მ და გამოძიებამ, რომელმაც უნდა დაადგინოს, ვისი ბრალეულობა არსებობდა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მსგავსი განცხადებებით და მედიაში გავრცელებული კომენტარებით არ უნდა შემოიფარგლოს გამოძიება და მათ შორის ისიც უნდა შეფასდეს, რეალურად ასე იყო თუ არა, და მუშები ამ კომენტარებს როცა აკეთებენ მედიაში, ეს სიმართლეს შეესაბამებოდა, თუ გარკვეული გარემოებების გამო იძულებული გახდნენ მსგავსი კომენტარები გაეკეთებინათ”, – უთხრა EMC-ის იურისტმა “ნეტგაზეთს”. “პანორამა-თბილისის” მშენებლობაზე დაშავებულმა ერთ-ერთმა მუშამ დღეს განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომები თავად არ დაიცვეს. ერთ-ერთი დაშავებული მუშის მიერ გაკეთებული ეს განცხადება მედიასაშუალებებმა, მათ შორის “იმედმა” და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, გაავრცელეს. ჟურნალისტებისთვის მშენებლობის ტერიტორიაზე მიცემულ ინტერვიუში დასაქმებული ამბობს, რომ ინციდენტამდე რამდენიმე საათის სამუშაო ჰქონდათ დარჩენილი, მათი უშუალო ხელმძღვანელი ადგილზე არ იმყოფებოდა და თავად არ დაიცვეს უსაფრთხოების ზომები, რის გამოც გადმოვარდნენ.
---
18.04.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/tsalenjikhis-minitsipalitetshi-eqimebma-29-tslis-qali-sastsraphos-manqanashi-amshobiares/
წალენჯიხის მინიციპალიტეტში, ექიმებმა 29 წლის ქალი სასწრაფოს მანქანაში ამშობიარეს
წალენჯიხის მინიციპალიტეტ დაბა ჯვარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დღეს 29 წლის ქალი მანქანაში ამშობიარა. როგორც ექიმმა ირინა სამუშიამ განაცხადა, მან მშობიარობა პირველად მიიღო.დაიბადა გოგონა, 3 კგ და 300 გრამი. “სოფელ ბარჯაში იყო გამოძახება და, დაახლოებით, ერთი კმ-ის გავლის შემდეგ დაეწყო ქალს ფიზიოლოგიური მშობიარობა. კარგად გრძნობს თავს დედა-შვილი. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი, აღმოჩნდა, რომ მეხუთე შვილია“, – გვითხრა ექიმმა. დედა-შვილი სასწრაფომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ისინი თავს კარგად გრძნობენ. გოგონა ოჯახის მეხუთე შვილია.
---
18.04.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/15-tslis-nathia-bukhnikashvils-sazogadeobis-dakhmareba-stchirdeba/
15 წლის ნათია ბუხნიკაშვილს საზოგადეობის დახმარება სჭირდება
2019 წლის 12 თებერვალს 15 წლის ნათია ბუხნიკაშვილს დაუდგინდა ონკოლოგიური დაავადება, მეოთხე სტადიის სიმსივნე. ოჯახს მკურნალობის დაფინანსებაში ესაჭიროება დახმარება და საზოგადოების დახმარების იმედი აქვს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თურქეთის კლინიკებთან მოლაპარაკება, რომ შემდგომ ნათიას ჩაუტარდეს საჭირო ოპერაცია, ხოლო შემდეგ გაემგზავროს სამკურნალოდ აშშ-ში. მათ ვისაც სურთ დაეხმარონ ნათიას უნდა დარეკოს ნომერზე. 0-901-701-468 (მაგთი, ბილაინი, ზარის ღირებულება 1 ლარი) საბანკო ანგარიში მიმღები: მამა – შალვა ბუხნიკაშვილი TBC – GE84TB7473145061100063 BOG – GE24BG0000000160805135
---
18.04.2019
მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=202857-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90,%20%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1,
"სახეზე მაქვს ხალი... ამის გამო, ხშირად არ მიღებენ სამსახურში და პირდაპირაც მეუბნებიან, ვიზუალი არ გაქვთ ბატონო გიორგი-ო"- ახალგაზრდა ბიჭის მძიმე ისტორია
სოციალურ ქსელში კამპანია "არა მონობას" შეიქმნა, რომელიც საქართველოში შრომითი კოდექსის დარღვევებზე აპელირებს. გვერდი "არა მონობას" მორიგ მძიმე წერილს აქვეყნებს. “მადლობა ღმერთს რომ ეს კამპანია #არამონობას დაიწყო.. როგორც ვიცით საქართველოში შრომით კოდექსს არ აფასებენ და მართლაც რომ მონებად ვართ ქცეულები, მსახიობობა მინდოდა და თავისუფლებაზე ერთ ერთ კერძო სამსახიობო ქასტინგზე მივედი ხუთი წლის წინ და რაღაც მიმიკები ვაჩვენე და ნუ მსახიობებს გავაჯავრე ხო და მითხრეს ნიჭი არ გაქვს შვილოო და იმდენი გრიმი სად გვაქვს რომ შენ სახეზე დავხარჯოთ-ო, პირდაპირ ვუთხარი კიდევაც ბარემ მოკლედ გეთქვათ მეთქი რომ ვიზუალიდან გამომდინარე ვერ მიმიღებთთქო და წამოვედი, უბრალოდ სირცხვილია დღევანდელი მდგომარეობა ჩვენ ქვეყანაში, გარეგნობის გამო ყველანაირი იმედი ჩამიკლეს საქართველოში სამწუხაროდ! წლების წინ თიბისი-ში მივედი და ასე განმიცხადეს რომ იმიჯი გაკლიათ ბატონო გიორგი და ვერ აგიყვანთ სამსახურში-ო თქვენ რაც შეიძლება მეტი კლიენტი უნდა მოიზიდოთ და არ უნდა გააქციოთ-ო კიდევ მქონდა მცდელობა რესტორანში მიმტანის პოზიციაზე მაგრამ კლიენტმა რომ საჩივარი დაწეროს-ო ჩვენ ვერ მიგიღებთ რადგან ვიზუალი არ გაქვთ შესაბამისი-ო საჩივარი რომ დაწეროს კლიენტმა თქვენი გულისთვის უფროსი რესტორანს არ დაკეტავს-ო ასევე ნაძალადევზე ნიკორას ფირმაში მივედი და ნუ ზოგადად კომპანიები წინასწარვე აფრთხილებენ ვინც უნდა მიიღონ და ვინ არა დიდი კომპანიები საერთოდეგრე არიან მიიღებენ ადამიანებს ვთქვათ 1000 ან 1500 და იქედან მხოლოდ 50-მდე ან 70მდე ადამიანს აირჩევენ ისიც 5 ან 15 შეიძლება უცხო იყოს და არა კომპანიის თანამშრომლის ახლობელი ან ნათესავი და მათ შემცირებაში უშვებენ როდესაც ჩნდება იმის ახლობლის ახლობელი ან ნათესავი იმ კომპანიისა და სვავენ კადრში ხოლო ევროკავშირში ევროპის ქვეყნებში აჩვენებენ რომ აი ჩვენ 1500-მდე პირი გვყავს დასაქმებული-ო და თქვენი გვარსახელები ყველგან ფიგურირებს სადაც კი მისულხართ და სამსახურის დაწყება გსურდათ და არ მიგიღეს, სინამდვილეში წერიხართ მათ სიაში ვითომ მუშაობთ, ხოდა იმას ვამბობდი რომ არც ნიკორაში არ მიმიღეს ყველა კითხვა პასუხი დავაკმაყოფილე ეგრედ წოდებულ ტრენინგზე და ვინც იქ ვნახე ზოგიერთი დებილი მართლა რომ კარნახობდნენ ტრენინგის ჩამტარებლები ისინი იყვნენ სამსახურებში კონსულტანტებად და სირცხვილია! უამრავი ფაქტი შემიძლია მოვიყვანო მაგრამ ამაოდ რადგან ჩვენს სახელმწიფოში ადამიანებს ადამიანებად არ თვლიან და ჩვენ შრომისუნარიანობას არაფრად აგდებენ… იმდენად ვნერვიულობ ახლა რომ ვწერ მაპატიეთ თუ უცენზუროდ ან ცუდად გამომივიდა რამე ნათქვამი სამწუხაროდ გაბანძებულ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება სახეზე მაქვს ხალი და ალბად ცუდად ხვდებათ თვალებში, ვიფიქრე ნორმალურ სამსახურში დავიწყებ მუშაობასთქო მაგრამ უარი მივიღე ჯანდაბას ის 150 და 300 ლარი მაგრამ ეს 150 და 300 ლარიც მართლაც რომ მონურია და ეს დამპალი მაპატიეთ და არაადამიანები ვიზუალსაც რომ აქცევენ ყურადღებას, მე ვიცი პირადად ვიცნობ პიროვნებას წერაკითხვის უცოდინარია სკოლაში არ უვლია მხოლოდ სამი კლასი დაამთავრა წერა კითხვის უცოდინარს დააწყებინეს ბანკში მუშაობა და დისტრიბუციაში სკოლა დაუმთავრებელ წერა კითხვის უცოდინარს და რავი სკოლაც დამთავრებული მაქვს და უნივერსიტეტებიც და ვიზუალის გულისთვის კულტურულად მიშვებდნენ და მიშვებენ სამწუხაროდ. რომ თურმე იმიჯი მაკლია. აი ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ თურქეთიც რომ თურქეთია ისიც კი ჩვენზე უკეთესად ამუშავებს ადამიანებს ბარებსა თუ რესტორნებში მოხუცებულები ახალგაზრდები მუშაობენ და ასაკობრივი ზღვარის შეზღუდვაც კი არ არის აქ კიდევ 20 წლის რომ ხარ 30 წლიან გამოცდილებას გთხოვენ და 7 და 10 წლიანს დამპალი არარაობები.. ამ ქვეყანაში სამსახური რომ გქონდეს ადამიანს ნორმალური ანაზღაურებით და ზოგადად ფიზიკურად განსხვავებული ნაკლის მქონე და ისე ჩვეულებრივი ვიზუალის ადამანიც რომ სამსახურში აიყვანონ ნაცნობობით ხდება, როგორც იმ წერაკითხვის უცოდინარის შემთხვევაში გვარსა და სახელს ვერ დავასახელებ მაგრამ ასე ვიტყვი ვინმე ბ. გ-მ გ. გ. მიიყვანა ტაოპრივატში შემდგომ უკვე საქართველოს ბანკს გადაეცა და შემდგომ კი დისტრიბუციაში მიიყვანა, ეგრედ წოდებულ ტაოში-ც ვცადე და საქართველოს ბანკშიც სივით მაგრამ არავინ გამომხმაურებია.. ვენდისი დანკინი და ნებისმიერი კაფე ბარი ავიღოთ და დაცვის სამსახური თუნდაც მოდი ავიღოთ საცხობები და ეგრედ წოდებული მარშე სადაც ქვეყანა ადგილია და არ მიმიღეს სამსახურში ვიზუალის გულისთვის! კადრები სავსეა-ო და თუნდაც მარშეს მენეჯერებს 3000 და 4000 ლარები აქვთ და 10.000 და 24.000 უფროსობას პრემიებით აქვთო მუშები ამბობენ ამას ვამბობ მარშეზე! და არამარტო მარშეს რაც დიდი კომპანიებია ყველას დიდი შემოსავალი აქვს და ხალხს 150, 300 და 500 ლარებს უხდიან თვიურად, დღეში რომ კომპანია იღებს 15000 და 200000 უბრალო მუშებს კი 300 და 500 ლარებზე ამუშავებენ ეს არარის უსამართლობა? ერთ ერთ პურის ქარხანაშიც მითხრეს ადგილი არ გვაქვსო და მესამე დღეს თავის კაცი მიიყვანეს, საერთოდ ასეთ ამბებს დიდ ყურადღებას ვაქცევ და მჯერავს რომ ადრე თუ გვიან ასეთი უმსგავსობები აღმოიფხვრება…ყველა ღონეს ეცდებიან რომ თავი გაიმართლონ და ისიც იცოდეთ რომ შეუძლიათ ახალი ან ძველი თარიღით გააყალბონ ყველაფერი რაც დასჭირდებათ რადგან უბრალო ხალხი გაგვჭყლიტონ და დაგვადანაშაულონ რომ ვითომ-და არაფრის მაქნისები არ ვართ ადამიანები რომლებიც დიდ კომპანიებს ფლობენ და თუნდაც რომელიმე მოქალაქე მისულა და არ აუყვანიათ სამსახურში ის ჩაწერილია ეგრედ წოდებულ შტატში ვითომ მუშაობს და როდესაც ამოწმებენ ევროპის ქვეყნებიდან მოწვეული კომისიები აჩვენებენ ფურცლებს და კომისია თუ რომელიმე მუშა პერსონალით დაინტერესდა და არ აღმოჩნდა იქ ის კონკრეტული მუშა ეუბნებიან რომ შვებულებაში გაუშვეს ან რამეს მოიფიქრებენ, ასეთი უმსგავსობები ხდება ჩვენ ვითომევროპულ ქვეყანაში სადაც ადამიანს ვიზუალისგულისთვის იწუნებენ სადაც ადამიანს განათლებას არ აძლევენ ნორმალურად თუ ფულიარაქვს და ნიჭს უკარგავენ და სამსახურის მიმართ ნდომას. აი ესეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ…. საქართველოდან იმიტომ მივდივართ ახალგაზრდობა რომ ცხოვრება ადამიანურ პირობებში შევძლოთ ! რომ ოჯახები ვარჩინოთ და ცხოვრება მოვიწყოთ, ებრაელი ვარ და საბუთს ვაკეთებდი ხო და მერიაში გამაგზავნეს იუსტიციის სახლიდან სად ეროვნების დადასტურება და სად მერია, ასეთი პასუხიც მივიღე წაბრძანდით რუსეთში ბატონოო და იქ გაგიკეთებენო აქ ჩვენთან ვერ დაგეხმარებითო. ადამიანს რომ ჩაუხშონ ყველა გზა წარმატებისკენ და მომავლისაკენ იმას ცდილობენ, დღეღამეს ასწორებენ თუნდაც გარე მოვაჭრეები და ამწარებენ მაგ ადამიანებსაც, ერთ ერთ სამსახურში მშენებლობაზეც მივედი და აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი ხალხი იყო იმ ადგილას სადაც მერიამ ფართი ერთ ერთ კომპანიას გამოუყო რომ უნდა აშენდეს კლინიკა გლდანში კარფურთან და საწყალი დევნილები ცის ქვეშ რჩებიან აი გეკითხებით როგორ უნდა გადამებიჯა ნამუსისთვის და როგორ უნდა დამენგრია სახლები ობოლი ბავშვებისთვის მოხუცებული ხალხისთვის? და მერიის წარმომადგენლებმა უთხრეს რომ ჩვენ რა ვქნათ როგორ დაგაკვალიანოთ მთავრობას მიმართეთო, საწყალ ხალხს ქუჩაში ტოვებენ და მე მაგ მშენებლობის კომპანიაში როგორი ნამუსით მემუშავა? ნუ მოკლედ რომ ვთქვათ განუკითხაობაა საშინელი მეგობრებო.. ჩვენდა სამწუხაროდ ასე ხდება რომ საქართველოში თუ არ არის ადამიანი ხელიდან წასული ის დიდ მწვერვალებს ვერ იპყრობს, ან თუ გაუმართლა და დაიპყრო მწვერვალი უეჭველი ხელს გაასვრევინებენ სიბინძურეში ან შეუთითხნბიან რაღაცას და გააფუჭებენ დააბრალებენ ათას რამეს სიბინძურეს და ყველაფერს რომ უკან დაწიონ, გაანადგურონ და მომავალი დაუნგრიონ აი ესეთ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება ტელევიზიები აჩვენებენ უი აი ნახეთ რა კარგები და ჰუმანურები არიან და გარეგნობას ყურადღებას არ აქცევენ თურმე ნუიტყვი და სინამდვილეში კი პირიქით ხდება..”
---
ბეჭდვითი მედია
19.04.2019
მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი
„ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ქვეყნის“ სტატუსი მსოფლიოში პირველად საქართველოს გადაეცა
ვირუსული ჰეპატიტის ელიმინაციისთვის სანიმუშო ქვეყნის სტატუსი მსოფლიოში პირველად საქართველოს გადაეცა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დელეგაცია ავსტრიაში, ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის და ღვიძლის საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებულ კონგრესზე საპატიო სტატუსით იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. კონგრესის ფარგლებში სესია ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით სპეციალურად საქართველოს მიღწევებს მიეძღვნა. სესიაზე საქართველოს მსოფლიოში პირველი „ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ქვეყნის“ სტატუსი გადაეცა. აღნიშნული საპატიო ტიტული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის თავმჯდომარემ მასიმო კოლომბომ გადასცა. „ჩვენთვის უდიდესი პატივია მსოფლიოში პირველი „სანიმუშო ქვეყნის“ სტატუსის მოპოვება. საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა წარმოადგენს კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს, რასაც საფუძველი ჩაუყარა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და კომპანია „გილეადმა“. საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო წვდომამ, უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების ტვირთი ჩვენს ქვეყანაში. გარდა იმისა, რომ ამ პროგრამამ სწრაფი პოზიტიური გავლენა იქონია ეროვნულ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, საქართველო ასევე გახდა მისაბაძი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით და მრავალი სახელმწიფო გაიზიარებს იმ ღირებულ, მართლაც რომ საუკეთესო გამოცდილებას, რაც ჩვენ 2015 წლიდან გაგვაჩნია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას. ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 10 აპრილს გაიხსნა და 14 აპრილს დასრულდა. კონგრესის ფარგლებში ღვიძლის დაავადებების საერთაშორისო ფონდსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
---
19.04.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
ექიმების შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება
სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება. საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება სამედიცინო საზოგადოებას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან ერთად წარუდგინა. ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება. ამ დრომდე, ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ, საკითხი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ დარღვევათა და სხვა შესაბამისი კანონებით განიხილებოდა, ახალი ინიციატივის თანახმად კი, კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებითი მუხლები გაჩნდება. სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის დაცულობის ქმედითი მექანიზმების შემოღება ძალადობის პრევენციასა და სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
---
19.04.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
ჯანდაცვა კლინიკებს აჯარიმებს, კლინიკები კი სამინისტროს უჩივიან
197 დაჯარიმებული სამედიცინო დაწესებულება და, ჯამში, 56-მილიონიანი ჯარიმა. ეს შედეგი გამოავლინა კლინიკების შემოწმებამ. წესების დამრღვევთა შორის ისეთი დიდი სამედიცინო ცენტრებიც არიან, როგორიცაა "ევექსი", "ჯეოჰოსპიტალსი" და სხვა. "რეზონანსის" ცნობით, დაჯარიმებულები დავას სასამართლოში გააგრძელებენ. სამედიცინო სფეროში კი ასეთი პრობლემები არ აღმოიფხვრება, სანამ არაერთგზის დაპირებული ელექტრონული სისტემა არ ამოქმედდება. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკები 56 მილიონი ლარით დააჯარიმა. საუბარია 197 სამედიცინო დაწესებულებაზე საქართველოს მასშტაბით. დარღვევები უწყებამ 2016-2018 წლებში აღმოაჩინა. დაჯარიმებულთა შორის მოხვდნენ ყველაზე მსხვილი ქსელური სამედიცინო დაწესებულებები: "მედალფა", "მედკაპიტალი", "ჯეოჰოსპიტალსი", "ევექსი" და ა.შ. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ მთავარია სისტემის მოწესრიგება და მხოლოდ დაჯარიმებით ეს პრობლემები ვერ მოგვარდება: "ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობის ბრალია ეს ყველაფერი, რომელზეც უკვე დიდი ხანია, ვლაპარაკობ. აქ რამდენიმე მილიონზეა საუბარი და ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი წინა წლებშიც. აბსოლუტურად მორღვეულია მონიტორინგის მექანიზმი, შიდა მენეჯმენტი, ურთიერთთანამშრომლობა. მეტიც, სამინისტრო ახალისებს კიდეც კლინიკას, როდესაც წლები ასე მუშაობ და იღებ ამ სამუშაოში ანაზღაურებას, ესე იგი თვალს ხუჭავ. როდესაც კლინიკა 4-5 წელი ერთი სქემით მუშაობს, მათ ხშირ შემთხვევაში ჰგონიათ, რომ ყველაფერი წესრიგშია. რთულია კლინიკისთვისაც ერთბაშად ათეული მილიონის გადახდა, თუმცა ახლა რა ინფორმაციც მე მაქვს, ზოგიერთი მათგანი აპირებს, რომ სასამართლო წესით გაასაჩივროს ეს ყველაფერი ჯანდაცვის სამინისტროსთან. იქ არის სადავო საკითხები. სამინისტროსაც აქვს უზარმაზარი დავალიანება, რომელიც 200-300 მილიონამდეა და ახლა ცდილობს, მათზე გადატეხოს ჯოხი. ზოგიერთი ნამდვილად დასაჯარიმებელია, მაგრამ სისტემას აქვს ხარვეზები და ეს ყველაფერი დაუსრულებელი ჯაჭვი იქნება. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს ელექტრონული მმართველობის სისტემა. ხარჯი, წამლები და რეცეპტები უნდა გაკონტროლდეს ელექტრონულად, რაც უამრავ პრობლემას აგვარიდებს და ნელ-ნელა მოწესრიგდება ყველაფერი," - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ "რეზონანსთან" საუბრისას. მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ეს არასწორად მიღებული თანხაა ბიუჯეტიდან, რაც კლინიკებმა უკან უნდა დააბრუნონ. ამ კონტექსტში დავით სერგეენკომ ყალბი დოკუმენტაციაც ახსენა. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში კი აღნიშნეს, რომ კლინიკებში დარღვევები ძირითადად პაციენტების რეგისტრაციას ეხებოდა, როდესაც დოკუმენტაციას არ ერთვოდა პირადობის მოწმობის ასლი, ხელმოწერა და მსგავსი საბუთები. "სოფლად მცხოვრები მოსახლეობა დარეგისტრირებული ჰყავდათ, როგორც ქალაქელი. რამდენადაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვა გათვალისწინებული იყო ასევე სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაბამისად, მათი მოსახლეობის ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხები საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 86 თეთრით ნაკლებია. ამდენად, არასწორი რეგისტრაციის შედეგად მიმწოდებლები ზედმეტად დაფინანსებას ითხოვდნენ," - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მაია შავშიშვილმა. ჯარიმების ამოღება სამინისტრომ დაკავების გზით დაიწყო, ანუ თანხას, რომლიც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკებს ერიცხებოდათ, აკლდებოდა 50% და სამედიცინო დაწესებულებებს ნახევარი ერიცხებოდათ, რაც კლინიკებმა გააპროტესტეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ასეთ პირობებში საქმიანობის გაგრძელებას ვერ შეძლებდნენ. სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში ბიზნესომბუდსმენი, სამედიცინო დაწესებულებებს კი სანქციების ნაწილი ჩამოეწერა. შედეგად, დღეს კლინიკების დავალიანება 13.5 მილიონი ლარია, სოციალური მომსახურების სააგენტომ კი დარჩენილი თანხის გადახდის სხვა მექანიზმი შეიმუშავა.
---
19.04.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
რატომ დააჯარიმა ჯანდაცვის სამინისტრომ 197 კლინიკა?
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკები 56 მილიონი ლარით დააჯარიმა; საუბარია 197 სამედიცინო დაწესებულებაზე საქართველოს მასშტაბით. დარღვევები კი, უწყებამ 2016-2018 წლების პერიოდზე აღმოაჩინა. დაჯარიმებულთა შორის მოხვდნენ ყველაზე მსხვილი ქსელური სამედიცინო დაწესებულებები: „მედალფა“, „მედკაპიტალი“, „ჯეოჰოსპიტალსი“, “ევექსი” და ა.შ. მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ეს არასწორად მიღებული თანხებია ბიუჯეტიდან, რაც კლინიკებმა უკან უნდა დააბრუნონ. ამ კონტექსტში დავით სერგეენკომ ყალბი დოკუმენტაციაც ახსენა. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში კი განმარტავენ, რომ კლინიკებში დარღვევები ძირითადად პაციენტების რეგისტრაციას ეხებოდა, როდესაც დოკუმენტაციას თან არ ახლდა პირადობის მოწმობის ასლი, ხელმოწერა და მსგავსი დეტალები. “სოფლად მცხოვრები მოსახლეობა დარეგისტრირებული ჰყავდათ, როგორც ქალაქად მცხოვრები მოსახლეობა. რამდენადაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვა გათვალისწინებული იყო ასევე სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაბამისად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხები საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 86 თეთრით ნაკლებია. ამდენად, არასწორი რეგისტრაციის შედეგად მიმწოდებლები ზედმეტად ითხოვდნენ ასეთ მოსარგებლეებზე დაფინანსებას”, - აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მაია შავშიშვილი. ჯარიმების ამოღება სამინისტრომ დაკავების გზით დაიწყო ანუ თანხას, რომლიც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკებს ერიცხებოდათ, აკლდებოდა 50% და სამედიცინო დაწესებულებებს ნახევარი ერიცხებოდათ, რაც კლინიკებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, ასეთ პირობებში საქმიანობის გაგრძელებას უბრალოდ ვერ შეძლებდნენ. სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში ბიზნესომბუდსმენი - სამედიცინო დაწესებულებებს კი, სანქციების ნაწილი ჩამოეწერათ. შედეგად, დღეს კლინიკების დავალიანება 13.5 მილიონი ლარია. სოციალური მომსახურების სააგენტომ კი, დარჩენილი თანხის გადახდის უფრო მოქნილი მექანიზმი შეიმუშავა.
---
19.04.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
"როცა ამბობენ, რომ ასეთია მეთოდიკა, ტყუილია" - სპეციალისტები საარსებო მინიმუმის წინააღმდეგ
ახალმა საარსებო მინიმუმმა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. მით უმეტეს, რომ ამჟამად საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი გაზაფხულია, რაც კი ბოლო წლებში ყოფილა. მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია უნდა შეიცვალოს, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა კონკრეტულად როგორი უნდა იყოს სქემა, ჯერ კიდევ დადგენილი არ არის. სპეციალისტების რეკომენდაციაა, მასში სურსათის წილი დაახლოებით 20%-ით შემცირდეს და არასასურსათო ხარჯთან მიმართებით 50/50-ზე პროპორციით განისაზღვროს. "საქსტატის" ინფორმაციით, მარტში საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა. ახლა შრომისუნარიანი ასაკის კაცის მინიმუმი 181.2 ლარს შეადგენს. თებერვალში ეს მაჩვენებელი 179.1 ლარი იყო. 1.8 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 160.5 ლარი შეადგინა, 3,5 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 304 ლარი გახდა. თებერვალთან შედარებით, 1.80 ლარით გაზრდილია ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმიც, რომელმაც 160.5 ლარი შეადგინა. მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი ფიქრობს, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია უნდა გადაიხედოს. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული მეთოდიკა მრავალწლიან პრაქტიკას ეყრდნობა. რამდენად რელევანტურად ასახავს ის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით შექმნილ რეალობას, ამაზე სერგეენკოს პასუხის გაცემა მაინც უჭირს: "საქსტატი" გათვლებს საარსებო მინიმუმზე აკეთებს იმ დამტკიცებული ნორმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია. არსებობს დათვლის რამდენიმე ათეული მეთოდოლოგია. მსჯელობა იმაზე, რომ შესაძლებელია, ჩვენთან არსებული შეიცვალოს, ნამდვილად იყო, თუმცა მე გამიჭირდება, გითხრათ, რა გადაწყვეტილება იქნება ამ მხრივ მიღებული," - განაცხადა სერგეენკომ. აშკარაა, რომ საარსებო მინიმუმის დათვლასთან დაკავშირებით მინისტრის პოზიცია გაურკვეველია. სამაგიეროდ, ეკონომიკის სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს მყარი, არგუმენტირებული მოსაზრება აქვთ. მათ მიერ შემოთავაზებულ მოდელს იცნობენ ხელისუფლებაშიც. ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი, რამდენად მისაღებია მათი პოზიცია და გაითვალისწინებენ თუ არა ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებისას, როცა ეს საკითხი ადრე თუ გვიან დღის წესრიგში დადგება. აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი აღნიშნავს, რომ საარსებო კალათაში სურსათის წილი, არასაყოფაცხოვრებო და სხვა არასასურსათო ხარჯთან მიმართებით, შესამცირებელია. მეტიც, მისი ინფორმაციით, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში სურსათის წილი 20%-ს არ აჭარბებს, საქართველოში კი სტატისტიკა ამ მაჩვენებელს ბევრად არ უნდა აღემატებოდეს. "დღევანდელი მეთოდიკა დაახლოებით 2003 წელს არის შედგენილი. არსებული მექანიზმით, სურსათის წილი 70%-ით განისაზღვრა, ხოლო დანარჩენ 30%-ს საყოფაცხოვრებო და სხვა არასასურსათო ხარჯი შეადგენს. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი, რადგან ასეთ მეთოდიკას კაცობრიობა არ იცნობს. ადამიანს სჭირდება ბევრი რამ, საკვების გარდა, ამიტომ სინამდვილეში პირიქითაა, 30%-ია ხარჯი სურსათისთვის სამომხმარებლო კალათაში. განვითარებულ სამყაროში არ იციან ცნება მინიმუმი, იზომება მხოლოდ და მხოლოდ სურსათთან მიმართებით ფიზიოლოგიური და რაციონალური ნორმები. სხვაობა მათ შორის მხოლოდ ფასშია, პროდუქციის ღირებულებაში, რომელსაც ადამიანი მოიხმარს. არ შეიძლება ადამიანმა საკვების ის რაოდენობა მოიხმაროს, რაც იქნება გაცილებით ნაკლები იმაზე, რასაც მისი ფიზიოლოგია, ზრდა-განვითარება ითვალისწინებს. ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალები, ვიტამინები უნდა იყოს ზუსტად ადამიანისთვის საჭირო სურსათის რაოდენობაში. საერთოდ, განვითარებულ ქვეყნებში სურსათის ხარჯი 15-დან 20%-მდეა, ჩვენთან კი 70%-ს უტოლდება, რაც წარმოუდგენელია და ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. საბოლოო ჯამში, მეთოდიკა ალბათ მივა ზუსტად ისეთ მეთოდზე, რომელიც არის თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში, ანუ სურსათის ხარჯი სამომხმარებლო კალათაში 30%-ით განისაზღვრება, ხოლო 70% არასასურსათო ხარჯებს დაეთმობა. აქეთკენ უნდა წავიდეთ, რისთვისაც საჭიროა ეკონომიკური პრიორიტეტების დადგენა და განვითარება, დასაქმება და სხვა. ეს უნდა გაიგოს ხელისუფლებამ, სხვანაირად პრობლემა ვერ გადაწყდება," - განაცხადა "რეზონანსთან" პაატა კოღუაშვილმა. აკადემიკოსის გათვლით, საქართველოს სინამდვილეში მისაღებია მოდელი - 50/50-ზე, როგორი სქემითაც განვითარებული ქვეყნების უმეტესობა სარგებლობს. "ჩვენ ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2005 წელს შევთავაზეთ, რომ სამომხმარებლო კალათაში სურსათის ხარჯი შეგვემცირებინა. ეს სქემა პირობითად ასეთია: ავიღოთ სურსათის ხარჯი და დავუმატოთ მეორე, იგივე ღირებულების არასასურსათო ხარჯი, ეს არის პრინციპი 50/50-ზე, ამ მექანიზმით თავიდანვე რომ გვეხელმძღვანელა, დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარება გვექნებოდა. დღეს საარსებო მინიმუმს უკვე კალორიების მიხედვით არსად ანგარიშობენ, დაცული უნდა იყოს მოხმარებული სურსათის მრავალფეროვნება და ენერგეტიკული უზრუნველყოფა. ძველი გაანგარიშებით, 3000 კილოკალორია შეიძლება მიგვეღო 1 აგურა შავი პურის შეჭმით, ასეთი რამ არ შეიძლება. სამომხმარებლო კალათაში თუ 40 დასახელების პროდუქტი შედის, მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული ცილის, ანუ ხორცის წილი, რასაც მოიხმარს ადამიანი. როცა იგულისხმება, რომ 200 გრამი არის ხორცი, არ ნიშნავს, რომ ძვალი იყოს, არამედ სუფთა ხორცი, სუფთა ხაჭო და სხვა, ამ ჰარმონიის გარეშე ადამიანი ვერ ვითარდება და წარმოიქმნება სერიოზული გონივრული და ფიზიკური ჩამორჩენილობა. ჩვენთან 1 მამაკაცზე პურის ნორმა გათვალსიწინებულია 250 გრამი, რაც მისაღებია, მაგრამ ადამიანები მოიხმარენ 400 გრამამდე. ეს არის უბედურება. როცა ამბობენ, რომ ასეთია მეთოდიკა, ტყუილია. ძალიან ღარიბებისთვის, მსოფლიოს ჩამორჩენილი ქვეყნებისთვის ამას ანგარიშობენ 2 დოლარამდე, ეკვივალენტური თანხა ქვეყნების ეროვნულ ვალუტებში გადაჰყავთ. ჩვენ, საქართველო, სწორედ ამ კატეგორიის ქვეყნებს მივეკუთვნებით და დღიური მოხმარება უნდა იყოს 6,25 ლარი, რომელსაც 30 დღეზე თუ გავამრავლებთ, ზუსტად 202,5 ლარია. მსგავსი სასურსათო საარსებო კალათის ღირებულებაა საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, თორემ, მაგალითად, ნორვეგიაში ეს მაჩვენებელი 2100 ევროა, აშშ-ში - 900 დოლარი და ა.შ. მთავარია, შენი ხალხი გიყვარდეს და პატივს სცემდე. ეს უნდა იყოს ასახული იმ პენსიასა და კომპენსაციაში, რასაც მთავრობები მოსახლეობას აძლევენ," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას პაატა კოღუაშვილმა.
---
19.04.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
"ჩვენ დავარღვიეთ უსაფრთხოების წესები" - "პანორამა თბილისზე" დაშავებული მუშები
რამდენიმე დღის წინ, „პანორამა თბილისის" მშენებლობაზე დაშავებული მუშები აცხადებენ, რომ სამშენებლო პროცესის დროს უსაფრთხოების ნორმები თავად არ დაიცვეს. მუშები ამბობენ, რომ დაბალი სიმაღლიდან გამომდინარე, დამცავ საშუალებებზე უარი თქვეს, თუმცა ამ საშუალებებს სხვა დროს მუდმივად იყენებენ. ერთ-ერთი მუშის, გიორგი ლიპარტელიანის თქმით, სპეციალური ღვედის გაკეთება არ მიიჩნიეს საჭიროდ, რადგან მცირე ხნის, დაახლოებით 1-2 საათის სამუშაო ჰქონდათ შესასრულებელი. „ჩვენი უფროსიც გასული იყო. მალე რომ დაგვემთავრებინა, ასე მოვიქეცით. სიმაღლეზე ასვლისას ეს კონსტრუქცია გამოედო აივანს, კონსტრუქცია გადმოიწია, ცალი მხარე ჩამოვარდა და ცალი მხარე კორპუსის აივანზე შერჩა. ვეღარ გავსწორდით და გადმოვვარდით. რეალურად დავარღვიეთ უსაფრთხოება. როცა მუშაობას ვიწყებთ, სულ ვიცავთ ხოლმე უსაფრთხოებას. სამუშაო საათების დროს მოხდა ეს შემთხვევა", - განაცხადა გიორგი ლიპარტელიანმა. "სიმაღლე არ იყო ისეთი, რომ დამცავი გაგვეკეთებინა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დამცავის გარეშე ვმუშაობდით", - განაცხადა მეორე მუშამ ნოდარ ჩახალიანმა. რაც შეეხება დაშავებულების ჯანმრთელობას, ნოდარ ჩახალიანი ამბობს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო მესამე მუშა დღეს გადაიყვანეს პალატაში.
---
19.04.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
სვანეთის გზაზე ახალგაზრდა ქალმა სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა
წალენჯიხის მინიციპალიტეტ დაბა ჯვარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დღეს 29 წლის ქალი მანქანაში ამშობიარა. ექიმმა ირინა სამუშიამ „პრაიმტაიმს" უთხრა, რომ მამ მშობიარობა პირველად მიიღო. „დაიბადა გოგონა, 3 კგ და 300 გრამი. სოფელ ბარჯაში იყო გამოძახება და, დაახლოებით, ერთი კმ-ის გავლის შემდეგ ქალს ფიზიოლოგიური მშობიარობა დაეწყო. კარგად გრძნობს თავს დედა-შვილი. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი", - გვითხრა ექიმმა. დედა-შვილი სასწრაფომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ისინი თავს კარგად გრძნობენ. გოგონა ოჯახის მეხუთე შვილია.
---