მედიამონიტორინგი 19.11.2018
ტელევიზია
18.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის კვირა
საქართველოში, კერძოდ კი აბასთუმანში, წარმოუდგენელი ამბავი მალე რეალობად იქცევა. იდეის ავტორი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც კურორტის პრაქტიკულად თავიდან აშენება გადაწყვიტა. დავით სერგეენკოს კომენტარი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5698585
---
18.11.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება, ვაქცინაციის მნიშვნელობა და ინფექციურ დაავადებების პრევენცია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობა და სიახლეები – ამ თემებზე დავით სერგეენკო ზესტაფონში მოქმედი კლინიკების ხელმძღვანელებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს ესაუბრა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5698122
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5697978
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5697809
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5697798
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5697716
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5697924
---
17.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
მსოფლიო დღენაკლულთა დღესთან დაკავშირებით წყალტუბოში კონფერენციას მასპინზლობს. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. მან ქვეყანაშ დღენაკლულ ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირებისთვის გატარებულ ღონისძებებზე ისაუბრა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5697558
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5697039
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5696915
---
17.11.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 17:45
ჯანდაცვის მინისტრი "ცე ჰეპატიტის" ბიუჯეტის აუთვისებლობის მიზეზებს განმარტავს. დავით სერგეენკო გრაფიკთან ჩამორჩენას პირველ რიგში პაციენტთა ნაკლებ აქტიურობას უკავშირებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5697455
---
17.11.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით სააგენტო ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების ხარისხს გააკონტროლებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5697125
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5696663
---
17.11.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
„საჯარო სივრცე C ჰეპატიტის ელიმინაციის სამსახურში“-პროექტის ფარგლებში ბათუმის იუსტიციის სახლში სწრაფი მარტივი ტესტი 746 პირმა ჩაიტარა, აქედან 29 კი პირველად სკრინინგ დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით, მოქალაქეებს „იუსტიციის სახლის“ 12 ფილიალში, C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარება შეუძლიათ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5697123
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5696657
---
17.11.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
ჯანდაცვის მინისტრმა აბასთუმნის სამედიცინო დაწესებულების საკითხთან დაკავშრებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა. დავით სერგეენკოს თქმით, ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტებით სრულად უზრუნველყოფს არა მარტო ტუბერკულოზის, არამედ ფილტვებისა და ბრონქიალური ასთმით დაავადებული ადამიანების მკურნალობას. მისივე განმარტებით, ტერიტორიის ცვლილების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა, რადგან ახალი ლოკაცია სპეციალისტებმა შეისწავლეს, შესაბამისად დადგინდა, რომ ადგილზე ანალოგიური კლიმტური პირობებია. ახალ შენობას სახელმწიფოს საქველმოქმედო ფონდი უსასყიდლოდ გადასცემს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5697082
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5696916
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5696665
---
17.11.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ბიძინა ივანიშვილის სამიზნე სამხრეთ საქართველო გახდა. ყოფილ პრემიერთან დაკავშირებული კომპანიები აბასთუმანში ტერიტორიებს ყიდულობენ. იცვლება აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ადგილმდებარეობაც. რამდენიმე თვეში ახალ სამედიცინო დაწესებულებას აბასთუმნის შესასვლელში გადაიტანენ, ტერიტორიას კი ახალი კერძო მეპატრონე ეყოლება. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5697687
---
17.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
წალკის მუნიციპალიტეტში 79 ეკომიგრანტ ოჯახს სახლი დაუკანონდა. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გადასცა. მთავრობის განკარგულებით ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელი ფართი 500 ეკომიგრანტ ოჯახს უკვე დაუკანონდა. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5697015
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5696739
---
17.11.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ბიუჯეტის ხარჯზე გაცემული დაპირებები - "ოცნების" კოორდინატორის მიერ ჩაწერილი ფარული ჩანაწერი პარტიის დახურული შეხვედრიდან
http://rustavi2.ge/ka/news/119020
---
16.11.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დავით სერგეენკომ სფეროში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5696088
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5695652
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5695648
---
16.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული დაიწყო. პროექტის სლოგანია – „დრო არ ითმენს – ანტიბიოტიკების ერა შეიძლება დასრულდეს“. კვირეული მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას და ანტიბიოტიკების, როგორც ფასეული რესურსის შენარჩუნებას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ანტიბიოტიკები ვირუსზე არ მოქმედებს და მისი არამიზნობრივად გამოყენება რეკომენდირებული არ არის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5695975
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5695122
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5694877
---
16.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
ლუგარის ლაბორატორიის შესახებ უცხოელი ექპერტების მომზადებული დასკვნა მზადაა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით დასკვნაში წერია, რომ ლაბორატორია მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების დაცვის პრინციპით და ყველა პროცესი გამჭვირვალეა, ამასთან აღნშნულია რომ დაავადებათა პრევენციის გარდა სხვა სამუშაოები არ ტარდება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5694868
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5695128
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5695064
მაესტრო- ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5695144
---
16.11.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
საარსებო მინიმუმი გაზრდილია და შრომის უნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 173 ლარი და 80 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით, 3 ლარითა და 60 თეთრით მეტია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20 თეთრითაა შემცირებული. ამასთან, ოქტომბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 153 ლარი და 90 თეთრია, ხოლო საშუალო ოჯახის 291.5 ლარი. ოჯახის ტიპების მიხედვით, საარსებო მინიმუმი შეადგენს: ერთსულიანი – 153.9 ლარი, ორსულიანი – 246.3 ლარი, სამსულიანი ოჯახი – 277.1 ლარი, ოთხსულიანი – 307.8 ლარი, ხუთსულიანი – 346.3 ლარი, ექვს და მეტ სულიანი – 409.4 ლარი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5693979
---
ინტერნეტი
18.11.2018
მედიასაშუალება:
---
18.11.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/432477
დავით სერგეენკომ იმერეთის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა
პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება, ვაქცინაციის მნიშვნელობა და ინფექციურ დაავადებების პრევენცია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობა და სიახლეები – ამ თემებზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზესტაფონში მოქმედი კლინიკების ხელმძღვანელებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს ესაუბრა. ზესტაფონში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას პირველად წარუდგინა ე.წ.„მოქალაქის პორტალი“ – citizen.moh.gov.ge, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ჯანდაცვის პროგრამებისა და სერვისებით სარგებლობის შესახებ. პერსონალური მონაცემების დადასტურების შემდეგ, მოქალაქე იგებს, თუ რა სახის პაკეტით სარგებლობს ის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, კონკრეტული საჭიროების დროს როგორია დაფინანსება და ხარჯები, რომელ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებს სასურველ მომსახურებას და სხვა. ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძეც ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგენკო საქართველოს მასშტაბით მართავს.
---
17.11.2018
მედიასაშუალება: http://bfm.ge/momavali-wlidan-saqartveloshi-wamlis-saagento-amoqmeddeba/
მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება
მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დევით სერგეენკომ განუცხადა. მინისტრის ინფორმაციით, სააგენტოს მთავარი ფუნქცია წამლის ხარისხისა და კონტროლის ამაღლება იქნება. „ჩვენ გვაქვს როგორც საერთაშორისო ვალდებულება, ასევე საჭიროება იმისა, რომ ქვეყანაში შეიქმნას ე.წ. ჯმპ ინსპექტორატი. ეს არის კარგი საწარმო პრაქტიკა, რომელიც ამოწმებს ადგილობრივ ფარმაცევტულ წარმოებას და ანიჭებს შესაბამის სერთიფიკატს. თანამშრომლები უკვე გადამზადდნენ, ორგანიზაციულად უკვე გამოეყო ეს ნაწილი. ეს იქნება დამოუკიდებელი ერთეული, რომლის ძირითადი ამოცანაა წამლის ხარისხის კონტროლი”,- აცხადებს სერგეენკო. აღსანიშნავია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წამლის სააგენტოს დაფუძნების შესახებ დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და მას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს. დადგენილების თანახმად, განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაცია და წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის მიმართულებით მისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ბაზაზე დაფუძნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − წამლის სააგენტო.
16.11
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/521413-momavali-clidan-sakartveloshi-camlis-saagento-amokmeddeba/
1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/momavali-wlidan-saqartveloshi-wamlis-saagento-amoqmeddeba/
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=74793
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/momavali-tslidan-saqartveloshi-tsamlis-saagento-amoqmeddeba-davit-sergeenko/52482
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/momavali-wlidan-saqartveloshi-wamlis-saagento-amoqmeddeba
კვირა.ჯი- http://kvira.ge/432249
ჯიეიჩენ.ჯი- http://www.ghn.ge/com/news/view/215483
---
17.11.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/521506-davit-sergeenkom-dgenaklulta-dgestan-dakavshirebuli-konperencia-gaxsna/
დავით სერგეენკომ მსოფლიო დღენაკლულთა დღესთან დაკავშირებული კონფერენცია გახსნა
მსოფლიო დღენაკლულთა დღესთან დაკავშირებული კონფერენცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. მან გატარებული რეფორმის შედეგად, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების ტენდენციაზე გააკეთა აქცენტი. „დღეს იმართება მორიგი ყოველწლიური ანგარიში იმ რეფორმის შესახებ, რაც საქართველოში ორი წლის წინ დაიწყო. სპეციალისტების ენაზე ამას რეგიონალიზაცია ჰქვია, მარტივი განმარტებით კი, ეს არის მთელი საქართველოს მასშტაბით დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების შეფასება, საჭიროების განსაზღვრა და სწორი მიმართვა ორსულებისა და ბავშვებისათვის. უკვე ამან მოგვცა მკაფიო პოზიტიური შედეგი. საბედნიეროდ, ტენდენცია, რომელიც იყო დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლებაზე, უკვე გამოკვეთილია, რაც ნიშნავს, რომ ცალსახად სწორი გზით მივდივართ. დღევანდელი კონფერენციაც მოგვცემს ახალ ხედვას, როგორ გავაგრძელოთ ამ რეფორმის გზით სიარული,“ – აღნიშნა დავით სერგეენკომ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინფორმაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, შემცირდა დედათა სიკვდილიანობა, აღინიშნა მკვდრადშობადობის კლების ტენდენცია, მცირდება ნეონატალური სიკვდილიანობა, საკეისრო კვეთების რაოდენობა. ამასთან, იკლებს პირველადი საკეისრო კვეთების რაოდენობა და შემცირებულია ნეონატალური ტრანსპორტირების ინდექსი. გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ნაადრევ მშობიარობათა გამომწვევ მიზეზებზე იმსჯელა და დღენაკლულ ახალშობილთა სიკვდილიანობა-ავადობის შემცირებისთვის, ხარისხიანი მომსახურების მიწოდების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმის შედეგად დადებითი ტენდენციების, სამომავლო მიზნებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ. შეხვედრას დღენაკლულ ბავშვთა მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების, სამეანო და ნეონატალური სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, დღენაკლულია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად – ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი 10 ახალშობილიდან ერთზე მეტი დღენაკლულია. მსოფლიო დღენაკლულთა დღე 2011 წლიდან აღინიშნება და მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=74853
კვირა.ჯი- http://kvira.ge/432382
ექსკლუზივნიუს.ჯი- http://exclusivenews.ge/post/116830?fbclid=IwAR0bs-OeFZWld-2WhyttzPx3GqjqFeoHy503EUFDGwt0XLxRSF3-TBqxxoA
---
17.11.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/walkis-municipalitetshi-sakhli-kidev-79-ekomigrant-ojakhs-daukanonda/
წალკის მუნიციპალიტეტში სახლი კიდევ 79 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები79 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს ესტუმრნენ და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს. „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის 2004-2009 წლებში შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი მხოლოდ 2015 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელი ფართი 500 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/521491-calkis-municipalitetshi-saxli-kidev-79-ekomigrant-ojaxs-daukanonda/
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/215521
პია.ჯი- https://pia.ge/post/234349-walkasi-saxli-kidev-79-ekomigrant-ojaxs-daukanonda
ინფორუსთავი.ჯი- https://inforustavi.ge/?m=31&news_id=7717
---
17.11.2018
მედიასაშუალება: http://newpress.ge/wyaltubos-balneo-centrs-shesazloa-saertashoriso-licenzia-mieniwos
წყალტუბოს ბალნეოცენტრს, შესაძლოა, საერთაშორისო ლიცენზია მიენიჭოს
წყალტუბოში ბალნეოცენტრების წარმომადგენლებს დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა წყალტუბოს, როგორც ბალნეოკურორტის განვითარება იყო. ლაგვილავამ ადგილობრივებისგან ის მთავარი პრობლემებიც მოისმინა, რაც წყალტუბოს, როგორც კურორტული ზონის განვითარებას, აფერხებს. შეხვედრის მონაწილეების მხრიდან საერთაშორისო ლოცენზიის არარსებობა დასახელდა მთავარ გამოწვევად. "ქვეყანაში არ გვაქვს მსგავსი ტიპის არც სალიცენზიო და არც სანებართვო პირობები. არც სარეაბილიტაციო მომსახურებების სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსება ხდება. ჩვენ, სამინისტრო ვცდილობთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის, რაც არის საჭირო ყველანაირი საჭიროებები დავაფინანსოთ. ასევე, ვცდილობთ არსებული ბიუჯეტით მაქსიმალურად ვუზრუნველვყოთ ჯანდაცვითი საკითხების მოგვარება"- აღნიშნა მაია ლაგვილავამ. ბალნეოცენტრების წარმომადგენელთა თქმით, მათ არ გააჩნიათ, როგორც სახელმწიფოს ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული და მინიჭებული ლიცენზიები, რაც ბიზნესისათვის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრის "ბიჰელსის" ექიმის თქმით, მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს ცენტრის ლიცენზირების საკითხი იმისთვის, რომ წყალტუბო მსოფლიო ასპარეზზე გავიდეს. "ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რომ გავიდეთ მსოფლიო ასპარეზზე და წყალტუბო შევიდეს ევროპული კურორტების სიაში - ეს საკითხიც დადგა ჩეხი კურორტოლოგების მიერ და ამიტომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვესაჭიროება სახელმწფოს მხრიდან. კერძო მფლობელები ნამდვილად ყველაფერს აკეთებენ - დღეს ევროპული დონის ბალნეოლოგიური ცენტრი გვაქვს, ევროპული დონის სასტუმროები გვაქვს და უცილებელია წყალტუბოში განვითარდეს ევროპული დონის ინფრასტრუქტურაც" - ამბობს მარინა შავიანიძე. წყალტუბოს ბალნეოცენტრის წარმომადგენლები იმედს იტოვებენ, რომ პრაქტიკა საეთაშორისო ლიცენზიის მინიჭების თაობაზე სწორედ, მათი მუნიციპალიტეტის მაგალითზე დაინერგება. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
---
17.11.2018
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/pinansebi/sakartvelos-romel-regionshi-tskhovrobs-qvelaze-gharibi-mosakhleoba
საქართველოს რომელ რეგიონში ცხოვრობს ყველაზე ღარიბი მოსახლეობა
საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს. ამ რეგიონში შემწეობას იქ მცხოვრები მოსახლეობის 41%-ზე მეტი იღებს. ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 7% იღებს. 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საარსებო შემწეობას კი საქართველოს მასშტაბით 418 351 ადამიანი იღებს, რაც მთლიანი მოსახლეობის 11.2%-ს შეადგენს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 3 729 633 ადამიანი ცხოვრობს. “ბიზნესპრესნიუსმა” სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი დათვალა. ამის შედეგად გამოჩნდა, რომ ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთშია, სადაც 30.246 ადამიანი ცხოვრობს, აქედან საარსებო შემწეობას 12413 ადამიანი იღებს, რაც მოსახლეობის 41%- ს შეადგენს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთს მოსდევს შიდა ქართლი, სადაც 259 251 ადამიანი ცხოვრობს, აქედან სოციალურ შემწეობას 43 920 ადამიანი იღებს, რაც რეგიონის მოსახლეობის 17%-ია. შიდა ქართლის შემდეგ შემწეობას ყველაზე მეტი ადამიანი მცხეთა-მთიანეთში იღებს. აქ სულ 93.897 ადამიანი ცხოვრობს, სოციალურ შემწეობას კი 15.6% (14 655) იღებს. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებში მოსახლეობის 15-15% იღებს სოციალურ შემწეობას. კერძოდ სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობა 320.805 ადამიანია, საიდანაც შემწეობას 48 018 ადამიანი იღებს. რაც შეეხება გურიას, აქ მოსახლეობა 110.524 ადამიანი, ხოლო სოციალურ შემწეობას 16 597 ადამიანი იღებს. ერთი პროცენტით ჩამორჩება კახეთის რეგიონი, სადაც სოციალურ შემწეობას მოსახლეობის 14% იღებს. რეგიონში სულ 314.681 ადამიანი ცხოვრობს, შემწეობას კი 44 300 ადამიანი იღებს. რაც შეეხება იმერეთს, რეგიონში სულ 507.038 ადამიანი, აქედან კი 59 932 სოციალურ შემწეობას იღებს, ეს კი რეგიონის მოსახელობის 12%-ს შეადგენს. რაც შეეხება რეგიონებს, სადაც სოციალურ შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებია. ეს რეგიონებია – აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და თბილისი. კერძოდ აჭარაში 346 347 ადამიანი ცხოვრობს, აქედან სოციალურ შემწეობას 10%-ს (34 734) ადამიანი იღებს. ქვემო ქართლი კი 432 264 ადამიანი ცხოვრობს, სოციალურ შემწეობას კი 9.6% (41 763) ადამიანი იღებს. პროცენტულად ყველაზე ცოტა ადამიანი, რომელიც სოციალურ შემწეობას იღებს, სამცხე-ჯავახეთშია. ამ რეგიონში 155.903 ადამიანიდან შემწეობას მხოლოდ 10 572 ადამაინი იღებს, ეს კი რეგიონის მოსახლეობის 7%-ია. რაც შეეხება ქვეყნის დედაქალაქს, თბილისში სულ 1 158 677 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 91 447 ადამიანი იღებს სოციალურ შემწეობას, რაც თბილისის მოსახლეობის 7.9%-ს შეადგენს.
---
17.11.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=85004
„კიბო არცერთ სტადიაში არაა განაჩენი!” - მიმართვა გრიგოლ ვაშაძეს!
სოციალური ქსელის მომხმარებელი ნატალი ენუქიძე გიორგი ვაშაძეს მიმართავს. „კიბო არცერთ სტადიაში არაა განაჩენი!!!!! ძალიან დიდი ხანია ჩემს სივრცეში არანაირი პოსტი და მითუმეტეს პოლიტიკური არ დამიწერია… რაღაცნაირად არც სურვილი და არც დრო გამჩენია საამისოდ. მითუმეტეს როდესაც პოსტისწამკითხავი მეგობრები ყველანი ზრდასრული ადამიანები მყავს და ამ ზრდასრულ ადამიანებს ყველას აქვთ თავიანთი თვალი, ყური, გონება, ხედვა, მრწამსი, სიმართლე და სხვადასხვა ფაქტების სხვადასხვანაირად გაგების და აღქმის ნება თუ სურვილი და მე ყველა ჩემს მეგობარს განურჩევლად პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა ძალიან ვაფასებ და ყველა მათგანი თავისებურად მიყვარს, სხვანაირად ისინი ჩემი მეგობრების სიაში არ იქნებოდნენ. რასაც ეხლა დავწერ არც ეს ეხება არანირად პოლიტიკას. უბრალოდ მართლა ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ ფაქტმა. დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა საერთოდ რამე და ჩამეთვალა თუ არა გიორგი ვაშაძის უტაქტო გამოსვლა თუ დაუფიქრებლად სიტყვების რახა რუხი პასუხის ღირსად, მაგრამ გადავწყვიტე დამეწერა მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანების სანუგეშოდ რომლებიც ჩემსავით ებრძვიან სიმსივნის მე-4 სტადიას (ამიტომ პოსტს საჯაროს ვხდი) და რომ ისინი არანაირად არ არიან მო(მა)კვდავნი….და რომ ადამიანს ამ დიაგნოზით (ნებისმიერ სტადიაში) აქვს უფლება იმკურნალოს და იცოცხლოს თავისი წილი სიცოცხლე იქნება ეს 1, 5 თუ 100 წელი. მართლა გულწრფელად მაინტერესებს მიპასუხოს ბატონმა ვაშაძემ, მის ოჯახის წევრს რომ დაემართოს მისივე სიტყვებით ნათქვამი “მე-4 სტადიის მომაკვდინებელი” დაავადება უმკურნალებს მას, თავში ხელებს შემოირტყავს რატო პირველ სტადიაში ვერ აღმოვაჩინეთო (გეტყვით რომ საერთოდ არანაირი სიმპტომი არ მქონია პირადად მე), თუ გულხელდაკრეფილი დაელოდება სიკვდილს როდის ამოძვრება შავი ხვრელიდან? დარწმუნებული ვარ უკანასკნელ ძვირფას ნივთსაც თვალდახუჭული გაიტანს გასაყიდად რომ საყვარელ ადამიანს უმკურნალოს და სიცოცხლე ან გადაურჩინოს ან გაუხანგძლივოს. პოსტს იმიტომ არ ვწერ რომ ბატონ გიორგის გავცე პასუხი ან რაიმე შევაგნებინო. ეს ზუსტად ვიცი შეუძლებელია, არც თითებს დავიღლიდი ამის გამო. პოსტი მთელი გულით და სულით ეძღვნება “ჩემნაირებს”… მოკლედ ჩემო განსაკუთრებულო და ღმერთისგან გამორჩეულო ადამიანებო, უბრალოდ ჩემნაირებო…. ჩემო საყვარლებო… მინდა ჩემი ამბავი შეძლებისდაგვარად მოკლედ მოგითხროთ, რაც აქამდე არასდროს გამომიტანია საჯარო სივრცეში და რასაც თქვენს გამო დღეს გავაკეთებ. და რაც დარწმუნებული ვარ იქნება თქვენთვის სტიმული, იმედი და ძალა, რომელიც ამარცხებს ამ ჩვეულებრივ დაავადებას. ის აღარ არის (უ)კურნებელი არცერთ სტადიაში და რომ ეს სტადიები ბოროტი ჯადოქრების გამოგონილია, ხოლო რეალურად არც არსებობს… მოკლედ…მე ვარ ნატალია, რომელიც 2012 წლიდან ვებრძვი ე.წ მე-4 სტადიის ავთვისებიან სიმსივნეს. (წვრილი ნაწლავის. უიშვიათესი შემთხვევა, საქართველოში მგონი არც აღირიცხება შემთხვევა), ამავე წელს გავიკეთე პირველი ოპერაცია, შემდეგ ქიმიოთერაპიის 12 კურსი. 2014 წელს რეციდივების გამო მეორე ოპერაცია და ასევე ქიმიოთერაპიის 12 კურსი. 2017 წელს კვლავ უამრავი რეციდივების არსებობის გამო კი მე-3 ურთულესი ოპერაცია გამიკეთდა ჩემი ოქროსხელება ქირურგის ბატონ ამირან ანთაძის მიერ. ამჟამად ღვიძლის კაფსულის დაუზუსტებელი მეტასტაზების არსებობაზე აქვთ ეჭვი და დაკვირვების ქვეშ ვიმყოფები თითქმის 2 წელი. მახსოვს ჩემმა ექიმმა უსაყვარლესმა ელისო გიორგაძემ პირველად ძაან მოწიწებით რომ მითხრა, ნატალია ფორმა 100 ში რომ წაიკითხავ მე-4 სტადიას ძალიან გთხოვ არ შეგეშინდეს არაფერს არ ნიშნავს ეგ სტადიები, უბრალოდ ასე უნდა ეწეროსო. ეს ისე დამაჯერებლად ამიხსნა, რომ მაშინაც დავიჯერე და დღემდე მჯერა ამ სტადიების არ არსებობის. მეორე რაც მძაფრად ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში იყო ის, რომ 2017 წელს ქირურგთან ვიზიტის დროს, (რომელსაც მანამდე ორჯერ ვანდე საკუთარი სიცოცხლე), კაბინეტში შესვლისთანავე თვალები შუბლზე რომ აუვიდა, (ეტყობა ცოცხალი აღარ ვეგონე), და მისი მიკიბულ მოკიბული ნალაპარაკებიდან დასკვნაც ასეთი გამოვიტანე აქ რამ მოგიყვანა ღმერთი კი არ ვარ აზრი არ აქვსო (სიტყვა სიტყვით ასე არ უთქვამს მაგრამ შინაარსი იგივეა), ხოდა ამის მერე ღმერთს რომ ეთქვა ამ კაცის ოპერაციის მერე 100 წელი იცოცხლებო მაინც არ დავუწვებოდი საოპერაციო მაგიდაზე მას. აბა მითხარით რა საერთო აქვს ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან? – რა თქმა უნდა ს ი ტ ყ ვ ა!!!! დიახ სიტყვა. ვისაც ამ ვერაგ დაავადებასთან შეხება აქვს მან კარგად იცის რა არის სიტყვა და რამხელა ძალა აქვს მას ჩვენთვის. ის ყველა წამალზე მეტია დამიჯერეთ და ყველა ექიმზე ძლიერი… ზეპირად მახსოვს ჩემი ოჯახის წევრის, ნათესავის, მეგობრის თუ მეზობლის ნათქვამი თითოეული სიტყვა, რომ ეთქვათ შავზე თეთრიაო მჯეროდა, რადგან მაწყობდა რომ დამეჯერებინა. “ნუ გეშინია დედას ვუტირებთ” ამ სიტყვების ჯადოსნური ძალა დღემდე მომყვება, ხოდა ახლა ჩემს სიტყვასაც ენდეთ და მერწმუნეთ ჩემნაირებო 6 წელია ცოცხალი ვარ და კიდევ მრავალი 6 წელი უნდა ვიცოცხლო. არაფერს შეუშინდეთ და არასდროს იფიქროთ რომ უკვე გვიანია, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, არ დაიღალოთ, არ დანებდეთ, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, სიხარულზე იფიქრეთ და მოვა, სიცოცხლეს დაუძახეთ და გესტუმრებათ, სიკვდილი გააპანღურეთ და წავა!!! არასდროს მიიტანოთ გულთან იმ ადამიანების დაუფიქრებელი სიტყვა, რომლებმაც უბრალოდ არ იციან სიცოცხლეს “სიცოცხლე” მხოლოდ ღრმა სიბერემდე ქვია თუ იქამდე სადამდეც უბრალოდ შენია და იმის იქით ვეღარ მოგყვება. სიცოცხლეც არ არის უკვდავი და ოდესღაც ისიც კვდება… ძალიან გთხოვთ როდესაც სიტყვა მო(მა)კვდავს ახსენებთ და შავ ხვრელში გადასაყრელ გვამებად მოგვიხსენიებთ, დაფიქრდით რომ თქვენ თვითონაც ისეთივე მო(მა)კვდავები ხართ როგორც ჩვენ და ოდესღაც თქვენც გაივლით იმ შავ გვირაბს რომლის ბოლოშიც ყოველთვის სინათლეა. ღმერთს ებარებოდეთ!!! ეს კი ჩემი სავიზიტო ფოტოა ჯერჯერობით 6 წლიანი ფორმა 100- დან” – წერს ენუქიძე.
---
17.11.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=85035
ნინი მთვარაძე გიორგი ვაშაძეს: თქვენთვის ე.წ. შავი ხვრელი ჩემთვის მთელი ცხოვრებაა - აი, ეს მზესავით ბიჭი...
მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი ნინი მთვარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „ბატონო გიორგი ვაშაძე, თქვენთვის ე.წ. „შავი ხვრელი“ ჩემთვის მთელი ცხოვრებაა - აი, ეს მზესავით ბიჭი, რომელიც ახლა გერმანიაში მკურნალობს. ეს ის ბიჭია, თქვენი განცხადება რომ წავიკითხე და ნაგავი-მეთქი, რომ წამოვიძახე, შენიშვნა რომ მომცა, ადამიანებზე ასეთი სიტყვის თქმა არ შეიძლებაო. ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს და არ შემეკამათოს, ის არ უთქვამს, რასაც ამბობო. ბევრჯერ წავიკითხე. იმაზეც ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა, მაგრამ ვერ გავჩუმდი. ასევე, ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს და პოლიტიკური სარჩული არ გამოაკრას პოსტს. ჩემთვის იმაზე მძიმეა ამ სტატუსის დაწერა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. იმასაც ნახავთ, იმ მართლა „შავი დღის“ შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში ეს ამბავი დაიწყო, ამ სივრცეში ერთი სიტყვაც არ დამიწერია. ბატონო გიორგი ვაშაძე, თუ თქვენს ნათქვამში ის იგულისხმეთ, რომ სახელმწიფომ თანხა პრევენციის და ნაადრევი დიაგნოსტიკისკენ უნდა მიმართოს, ამით მაინც ვერ „პრავდება“ ეგ სიბეცე. ჩემს შვილს სიმპტომი არ ჰქონია, ჩემმა მეგობრებმა ყველამ იცის, რომ თვეში თუ არა, ორ თვეში ერთხელ დემეტრეს აბსოლუტურად ყველაფერს ვუმოწმებდი, მაგრამ მაინც მოხდა ის, რამაც ჩემი ცხოვრება ციდან ქვესკნელამდე შეცვალა. და ახლა თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ეს მდგომარეობა „შავი ხვრელია“ და ამაში სახელმწიფომ თანხა არ უნდა დახარჯოს? ანუ, თქვენი კანდიდატი თუ ჯერ პრეზიდენტად და შემდეგ თქვენ მმართველ ძალაში მოხვალთ, თხოვნით მოსულ ჩემს მდგომარეობაში მყოფ დედებს უკან გააბრუნებთ - „შავ ხვრელში“ თანხას ვერ გადავიხდით, წადით, თავი მოიკალითო? სამწუხაროდ, მუდმივმა დიაგნოსტიკამ არ გვიშველა. პრევენციაში რას გულისხმობთ? ეკოლოგიურ მდგომარეობას, ჯანსაღ გარემოს? ეს ყველაფერი რისკ-ფაქტორია მხოლოდ. ევროპის ყველაზე მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქებშიც საშინელი სტატისტიკაა ონკოლოგიური დაავადებების თვალსაზრისით. ანუ, დღეს, 21-ე საუკუნეში არავინ იცის, როგორც თქვენ უწოდებთ - „შავ ხვრელში“ ადამიანები საიდან ხვდებიან. და თქვენ ამბობთ, რომ ბავშვები უნდა იხოცებოდნენ, ასევე უფროსებიც, მძიმე დიაგნოზის შემთხვევაში. ამის შემდეგ კი, პიარ-კამპანიას აწყობთ სალომეს ქართულზე ან არასწორად გამოთქმულ ფრაზებზე? მე ახლა ისეთი დრო მიდგას, ვინმეს „გამპრავებლად“ და მხარდამჭერად ნამდვილად ვერ გამოვდგები, იქით ვარ მხარდასაჭერი, მაგრამ მისგან ასეთი გაუმართლებელი ბოროტება არც გვსმენია და გულით მჯერა, არც არასდროს გავიგებთ. და კიდევ იმის მჯერა გულით, რომ თუ ღმერთი, რაიმე სახის კეთილი ძალა და სამართალი არსებობს, მხოლოდ ამ ფრაზის გამოც ვერასდროს მოხვალთ - ვერსად! თქვენ და თქვენი თანამებრძოლები, ძველებიც და ახლებიც! თქვენ, რომელმაც ძალიან ბევრი დედის, მამის, ძალიან ბევრი შვილის, ძალიან ბევრი ძმის და დის გული კიდევ ერთხელ მოკალით ამ ნათქვამით. ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ვებრძვით ამ ვერაგ დაავადებას და წარმოუდგენელ სიძლიერეს ვიჩენთ, გვითხარით, რომ ეს ყველაფერი ფუჭია, რომ აზრი არ აქვს. და თქვენმა თანაგუნდელებმა, რომლებმაც ბევრი ხან სიტყვით და უფრო ხშირად პირდაპირ საქმით მოკალით. მიუხედავად ამისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ბრძოლას და მთელი გულით, სულით და სხეულით მინდა ერთ დღეს, დემეტრე რომ უფლის წყალობით დიდი ბიჭი გაიზრდება, განახოთ, როგორ უნდა დაუდგეს სახელმწიფო „შავ ხვრელში“ მყოფ ადამიანებს გვერდით, იმისთვის, რომ ისინი გადარჩნენ, იცოცხლონ და დიდები რომ გაიზრდებიან, თქვენგან განსხვავებით თავად გადაარჩინონ ბევრი სიცოცხლე ამ ძალიან მძიმე განსაცდელგამოვლილებმა!“ - წერს მთვარაძე.
---
17.11.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/521518-gaertianebuli-opoziciis-cevri-manana-jebashvili-onkologiuri-programa-unda-gapartovdes/
გაერთიანებული ოპოზიციის წევრი მანანა ჯებაშვილი - ონკოლოგიური პროგრამა უნდა გაფართოვდეს
"გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშია"-ს წევრი ორგანიზაციის - "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების" თავმჯდომარე, მე-6 მოწვევისპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ექიმი, მანანა ჯებაშვილი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშვებული ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, ქრონიკული დაავადებების მკურნალობასთან ერთად, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაა, რომელიც მოახდენს სხვადასხვა მძიმე დაავადებათა პრევენციას და ადრეულსტადიაზე მათ გამოვლენას. „ჩვენი ჯანდაცვის პროგრამა, სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად, ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას, დაავადებათა პრევენციას და პროფილაქტიკას. ეს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის ხშირ და საფუძვლიან შემოწმებას და შესაბამისად, დაავადებათა თავიდან აცილებას ანადრეულ სტადიაზე გამოვლენას. ეს იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა მოხდეს უკვე დაავადებული ან მძიმე პაციენტების მკურნალობა. არამედ, პირიქით, ჩვენიხედვით, უნდა გაფართოვდეს ონკოლოგიური პროგრამა, რომელიც სკრინინგის გარდა მოიცავს დაავადების ყველა ეტაპზე, ყველა სტადიაში, ყველა მეთოდითმკურნალობას და მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან."- განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.
---
17.11.2018
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=74850
5 წლის მართას საზოგადოების დახმარება სჭირდება
მართა პატარა და საყვარელი 5 წლის გოგოა, რომელსაც დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, მისი გამოჯანმრთელებისთვის, აუცილებელია სასწრაფოდ საზღვარგარეთ გადაყვანა და მკურნალობის დაწყება. „ვიცით, რომ მრავალ ასეთ თხოვნას კითხულობთ, უკიდურესად საგანგაშო სტატისტიკა გვაქვს ქვეყანაში, ყველაზე რეაგირების მოხდენა ძნელია, მაგრამ მაინც უმორჩილესად გთხოვთ დაგვეხმაროთ, გადავარჩინოთ ეს სიცოცხლით სავსე ბავშვი. მცირედი თანხაც მნიშვნელოვანი იქნება მართას განკურნებისთვის“. თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე⬇️ საქართველოს ბანკი: GE47BG0000000822180500 მიმღები: ივანე მგელაძე(მამა) თიბისი ბანკი: GE89TB7194045063600038 მიმღები: ივანე მგელაძე(მამა)
---
17.11.2018
"სულ მცირეც კი გაბრიელისთვის ახლა ბევრია!"- 6 წლის მოხევეს, რომელსაც უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს ჩვენი დახმარება სჭირდება
დახმარების მსურველებს შეუძლიათ, თანხა შემდეგ ანგარიშებზე გადარიცხონ: თიბისი ბანკი - GE89TB7193645061100077 საქართველოს ბანკი - GE30BG0000000103308859 მიმღები: ჩქარეული გაბრიელი TEL: 514959898 მიშო ჩქარეული. ქართველმა მედიკოსებმა 6 წლის გაბრიელ ჩქარეულს, მძიმე დაავადება - მწვავე ლეიკემია დაუდგინეს. პატარა იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, თუმცა საჭიროა მისი სასწრაფოდ საზღვარგარეთ ტრანსპორტირება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. ჩქარეულებმა ყველა ფინანსური რესურსი ამოწურეს და ახლა საზოგადოების დახმარების იმედი აქვთ. "#დავეხმაროთგაბრიელს ქართველებო, ერთად დგომის დროა! ვერაგი დაავადება (მწვავე ლეიკემია) გვიჩაგრავს პატარა 6 წლის გაბრიელ ჩქარეულს, სიცოცხლით სავსეს და ხალისიანს, კარგი დედის და მამის შვილს, ჩვენს პატარა მოხევეს და ქართველს! გაბრიელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მოდით ყველანი ერთად, ერთმანეთის გვერდით დავდგეთ და დავეხმაროთ გაბრიელს რათა იცოცხლოს და დაამარცხოს ავადობა. სულ მცირეც კი გაბრიელისთვის ახლა ბევრია! ერთად შევძლოთ გაბრიელის დახმარება!!!"- წერია მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. ოჯახის თანხმობით ვავრცელებთ გაბრიელის ფოტოსა და ანგარიშის ნომრებს: თიბისი ბანკი - GE89TB7193645061100077 საქართველოს ბანკი - GE30BG0000000103308859 მიმღები: ჩქარეული გაბრიელი TEL: 514959898 მიშო ჩქარეული.
---
17.11.2018
„ექიმებმა არ გამორიცხეს, რომ სარკომის წარმომშმობი მიზეზი, შესაძლოა ავტომანქანების გამონაბოლქვიც იყოს“
ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები მიღწევებთან ერთად იმ პრობლემების შესახებ საუბრობენ, რის წინაშეც ჯერ კიდევ დგას ქვეყანა. ერთ–ერთ პრობლემად, სწორედ საქართველოში ჰაერის დაბინძურების საკითხია მოცემული. ევროპარლამენტმა საქართველოს ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდა. ფაქტია ეს პრობლემა ძალიან აქტუალურად დგას ქვეყანაში. გაზრდილი ონკოდაავადებები, ალერგიები უკვე მედიცინაში დილეტანტმა ადამიანებმაც კი იციან, რომ პირდაპირ კავშირში შეიძლება იყოს ავტომანქანების გამონაბოლქვსა და უხარისხო საწვავთან. არადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმება პირდაპირ გვავალდებულებს ამ საკითხის დარეგულირებას. ეს ყველა ჩვენთაგანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება. ამ პრობლემის მოგვარება პირდაპირ ეხება ჩვენს მომავალს. ჩვენ ვესაუბრეთ 10 წლის საბას, მშობელს. საბა დაახლოებით 8 თვეა ონკოლოგიაში ყველაზე მძიმე დაავადებას, სარკომას ებრძვის. მასზე სხვადასხვა მედიასაშუალებებში არაერთი მიმართვა გავრცელდა, რომელშიც ოჯახი დახმარებას ითხოვდა. როგორ განვითარდება მოვლენები და როგორია საბას ამჟამინდელი მდგომარეობა, ამაზე საბას დედას ნინო ბაბაკიშვილს ვესაუბრეთ: - როგორ აღმოაჩინეთ თავდაპირველად სარკომა, რა სიმპტომებით გამოვლინდა? - სრულიად მოულოდნელად, მიმდინარე წლის იანვარში საბას ყელი ასტკივდა, შემდეგ კი მცირე ზომის ჯირკვალი გამოეზარდა. მანამდე არანაირი ჩივილი ჯანმრთელობის მხრივ ბავშვს არ ჰქონია. რამოდენიმე დღემ რომ ჩაიარა და ტკივილი არ ნელდებოდა, ბავშვი ექიმთან წავიყვანეთ. პირველივე გამოკვლევით, ექიმმა საეჭვოდ მიიჩნია, გადავიღეთ ეხო და უკვე ბიოფსიის საჭიორება დადგა. ორ დღეშივე თურქეთს მივაშურეთ, რადგან მივხვდით, რომ ონკოლოგიურ დაავადებას ეხებოდა საქმე. - დაემთხვა თუ არა საქართველოში მიღებული კვლევის პასუხები თურქეთისას? - დიახ, მეტიც, იქ ბიოფსიაზე დასვეს უკვე სარკომის დიაგნოზი, ქართველმა ექიმებმა კი ეს ვიზუალური და ეხოს საფუძველზე უკვე თქვეს, რომ ონკოლოგიურ დაავადებასთან გვქონდა საქმე. - როგორ წარიმართა მკურნალობა თურქეთში? - ღვთის მადლით, პირველი ეტაპი, რომელიც ქიმიოთერაპიის კურსს მოიცავდა, საბამ წარმატებით გადალახა. ამ დიაგნოზით ეს ძალიან იშვიათად ხდება. ამის მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ დროულად მოხდა რეაგირება. - ეხლა რა ეტაპზეა საბას მკურნალობა? - თებერვლიდან ოქტომბრის ჩათვლით, ჩვენ დავამთავრეთ ქიმიო და რადიო–თერაპიის კურსი. ამ ეტაპზე შევისვენებთ და შემდეგ უკვე სარეაბილიტაციო კურსების გავლა მოუწევს, რათა სრულად და ბოლომდე იქნას დამარცხებული ეს დაავადება. - საქართველოში მომრავლებულია ონკოლოგიური დაავადებები, ამის ზუსტი სტატისტიკა არ ვიცით, მაგრამ გახშირებული და გახმაურებული შემთხვევები საკმაოდ ბევრ კითხვებს ბადებს. ხომ არ გქონდათ თურქ ექიმებთან საუბარი, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს მსგავსი ფაქტების სიხშირე? - რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენს თავსაც და ექიმებსაც ამ კითხვას ვუსვამდით, საიდან აღმოჩნდა ეს ვერაგი დაავადება საბას ორგანიზმში. ამის კონკრეტული პასუხი არ არის, თუმცა თურქეთშიც და საქართველოშიც ცალსახად, ერთ–ერთ გამომწვევ მიზეზად ეკოლოგიას და კონკრეტულად ამვტომანქანების გამონაბოლქვს ასახელებენ. როგორც ამიხსნეს, შავი კვმალი, ბავშვებისთვისაა საშიში. მე ფილოლოგი ვარ, საბას მამა კი ჟურნალისტი, ჩვენც მოვიძიეთ მასალები. როგორც აღმოჩნდა როდესაც დიზელი ხვდება ძრავში, მისი აალებით გამოიყოფა აზოტის ოქსიდი, რომელიც შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებას - აზოტის დიოქსიდს და ათეულობით ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ ქიმიურ სუბსტანციას. სწორედ აზოტის ოქსიდი გახლავთ ის ნივთიერება რომელიც აყალიბებს სიმსივნურ უჯრედებს და საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობას, არამედ აბინძურებს მიწას, მცენარეებს და მის გარშემო ყოველგვარ ცოცხალ ორგანიზმს. ბავშვებისთვის ის განსაკუთრებით საშიში ყოფილა, რადგან იგი ჰაერზე მძიმეა, არ მიიწევს ზევით და რჩება ზუსტად იმ სიმაღლეზე, რომელიც საშუალოდ 0-10 წლამდე ბავშვის სიმაღლის ტოლია. - სახელმწიფო თუ დაგეხმარათ ფინანსებით? - დიახ, რომ არა სახელმწიფოს და კეთილი ადამიანების დახმარება, მათ შორის თურქეთში მცხოვრები ქართველების, დღეს ჩვენ ის შედეგი ვერ გვექნებოდა რაც გვაქვს. ამიტომ დიდ მადლობას ვუხდი, სოლიდარობის ფონდს, ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ყველა იმ ადამიანს ვინც 1 თეთრი მაინც გაიღო ჩემი საბას დასახმარებლად.
---
16.11.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/521418-davit-sergeenko-acharis-samedicino-sazogadoebas-shexvda/
დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, სამედიცინო საზოგადოების 150-მდე წარმომადგენელს მიმდინარე პროექტების შეფასება და სიახლეები პირადად მინისტრმა გააცნო. მან ყურადღება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ ჰოსპიტალურ კონცეფციაზე გაამახვილა, რაც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ეტალონური კლინიკის სახელმწიფო მართვაში გადასვლასა და სახელმწიფოს ინვესტიციით მათ ჰოსპიტალურ განვითარებას გულისხმობს. დავით სერგეენკომ მოხსენებისას საყოველთაო ჯანდაცვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებიც გამოყო. სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრის ფარგლებში, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ღვაწლმოსილ ექიმ-პედიატრს, ლამარა კალანდარიშვილს მედიცინის დარგში ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისთვის დამსახურებული მოღვაწის წოდება გადასცა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა ესწრებოდნენ.
ჯიეიჩენ.ჯი-http://ghn.ge/com/news/view/215491
პია.ჯი- https://pia.ge/post/234249-davit-sergeenko-awaris-samedicino-sazogadoebas-sexvda
---
16.11.2018
მედიასაშუალება: http://region.ge/7262-1-li-ianvridan-socdaucvel-devnil-bavshvebs-fulad-thankhas-da-kvebis-vaucherebs-daunishnaven.html
1-ლი იანვრიდან სოცდაუცველ დევნილ ბავშვებს ფულად თანხას და კვების ვაუჩერებს დაუნიშნავენ
მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან, 16 წელს მიღწეულ ბავშვების ჩათვლით, დევნილ ახალგაზრდებს სოციალური დახმარება დაენიშნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს. ის ახალგაზრდები, რომელთა ოჯახები სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულები არიან და მინიჭებული აქვთ 100 000-მდე სარეიტინგო ქულა, კვების ვაუჩერს და თანხას მიიღებენ. კერძოდ, ფულადი ბენეფიტი/სარგო - 20 ლარი, კვების (საკვები პროდუქტების) ვაუჩერი - 30 ლარი. "პროგრამის განხორციელებისთვის თანხების გამოყოფის შესახებ ცნობილი გახდა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენის დროს,“ - აღნიშნავენ დევნილთა სამინისტროში.
---
16.11.2018
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/davith-sergeenko-nuravin-sheetsdeba-jariskatsebi-politikashi-garios/
დავით სერგეენკო: ნურავინ შეეცდება, ჯარისკაცები პოლიტიკაში გარიოს
ქართველი ჯარისკაცების ჰააგაში შესაძლო დაბარების საკითხს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიტიკური სუბიექტები ნუ შეეცდებიან, ჯარისკაცები პოლიტიკაში გარიონ, რომლებიც სამშობლოსთვის თავს სწირავენ. “ნუ შეეცდება ნურავინ გარიოს პოლიტიკაში ჯარისკაცები, ადამინები, რომლებიც თავს წირავენ თავის სამშობლოსთვის”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ
---
16.11.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/168211/
რატომ ზოგავს მორფინს სახელმწიფო ტკივილით დატანჯული ადამიანებისთვის
ასობით ადამიანი საქართველოში სხვადასხვა დაავადების გამო ძლიერ ტკივილს განიცდის და იტანჯება. მათთვის მორფინის მიწოდებისას სახელმწიფო თავს იკავებს, მორფინის გარეშე კი მათი ტკივილი არ ყუჩდება. ერთი თვის წინ საქართველოში კვლევის შედეგი გამოქვეყნდა, რომელშიც კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ „კიბოთი დაავადებული და აივ/შიდსის ბოლო სტადიით დაავადებულ პაციენტთა 80%, ხოლო გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტთა 67% სიცოცხლის დასასრულს საშუალო ან ძლიერი ინტენსივობის ტკივილს განიცდის“. ამ კვლევას „შეაჩერე ტკივილი“ ერქვა. პროექტი ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით მომზადდა. კვლევის შედეგები ჯანდაცვის სამინისტროს ეჭვქვეშ არ დაუყენებია, აქ ვითარების გამოსწორებაზე საუბრობენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა, კონკრეტულად რა შეიცვლება ამ მიმართულებით. „ჩვენ ვცდილობთ, რომ გაჩნდეს ლეგალური გზა – თუკი პაციენტი არ კვდება და ძლიერი ტკივილი აწუხებს, რომელიც არ ემორჩილება ჩვეულებრივ ტკივილგამაყუჩებელს, მას უნდა მისცენ მორფინი, თუნდაც დროებით სჭირდებოდეს…“ – აღნიშნავს ფატი ძოწენიძე, ტკივილის პოლიტიკის ექსპერტი. იგი ხელმძღვანელობდა პროექტს „შეაჩერე ტკივილი“. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ექიმები 2016 წელს, ხოლო პაციენტები 2017 წელს გამოკითხეს. გამოჩნდა პრაქტიკა: მორფინის გამოწერამდე ექიმი მტკიცედ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ პაციენტი 6 თვეზე მეტხანს ვერ იცოცხლებს. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, სწორედ ამიტომ, იმის შიშით, რომ არ შეცდნენ სიკვდილის ვადის დადგენაში, ექიმები ოპიოიდებს [მორფინს] იქამდე არ ნიშნავენ, სანამ პაციენტს სიკვდილის მოახლოების ნიშნები არ გამოეხატება. რატომ იქცევიან ექიმები ასე? – ფატი ძოწენიძე ამბობს, რომ ექიმებს პასუხისმგებლობა აშინებთ და არსებობს ცოდნის პრობლემაც. „ორი სახის პრობლემა გამოიკვეთა, რის გამოც გვაქვს ეს სურათი,“ – გვიყვება ფატი ძოწენიძე. – „ერთია მოსაზრება, რომ ოპიოიდურ საშუალებებს აქვთ მიჩვევის პოტენციალი და მეორე დივერსია, ანუ იმის რისკი, რომ შესაძლოა დანიშნული მედიკამენტი ვინმემ არასწორად გამოიყენოს. ექიმებს რეალურად აქვთ ცოდნის პრობლემა, რადგან თუკი სწორად უნიშნავ მედიკამენტს, შესაბამისი დროით და დოზით, იშვიათად ხდება დამოკიდებულების განვითარება. ფიზიკური დამოკიდებულება შეიძლება განვითარდეს, მაგრამ მსგავსი დამოკიდებულება საგულე საშუალებებმა ან სტეროიდებმაც შეიძლება გამოიწვიონ. იგივეა ანტიდეპრესანტებზეც: ადამიანი უცებ ვერ შეწყვეტს ანტიდეპრესანტის მიღებას, ნელ-ნელა უნდა შეამციროს დოზა, რადგან ორგანიზმი უკვე შეჩვეულია. მთავარია, არ განვითარდეს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ფიზიკური დამოკიდებულება არ არის იგივე, რაც დამოკიდებულების სინდრომი,“ – მიიჩნევს ექსპერტი. კვლევის ავტორების აზრით, მეორე მიზეზი, რის გამოც ადამიანებს მორფინს არ აწვდიან და ტანჯვისთვის იმეტებენ, არის შიში – სხვამ არ მოიხმაროს მორფინი. „მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?“ – კითხულობს კვლევის – „შეაჩერე ტკივილი“ ხელმძღვანელი. ფატი ძოწენიძე მიიჩნევს, რომ რისკის დაზღვევაზე სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა იმუშაონ. ის ასევე გვისახელებს ოფიციალურ მონაცემს, რომლის მიხედვითაც დივერსიის მაჩვენებელი – 0,23 პროცენტი, ანუ როცა პაციენტისთვის დანიშნული მორფინი სხვამ გამოიყენა. ფატი ძოწენიძე, ასევე, ამახვილებს ყურადღებას სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტზე, რომლის მიხედვითაც ადამიანი ტანჯვის ობიექტია, თუკი მას არ აქვს ხელმისაწვდომობა შესაბამის მედიკამენტთან, მორფინი კი მედიკამენტად არის მიჩნეული. ეთანხმება თუ არა კვლევის შედეგებს ჯანდაცვის სამინისტრო და თუ ეთანხმება, რა კეთდება პრობლემის მოსაგვარებლად? – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი, ნათია ნოღაიდელი ამბობს, რომ შედეგებს ეთანხმება და მუშაობა ამ კუთხით სამინისტრომ ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო. „კარგა ხანია დაწყებულია ამ მიმართულებით მუშაობა. ჩვენ წინა თვეებშიც შევხვდით აღნიშნული კვლევის ორგანიზატორებს და შევაჯერეთ პოზიციები. კვლევის შედეგებს, გარკვეულწილად ვეთანხმებით. უნდა აღინიშნოს, რომ ეტაპობრივად უფრო ხელმისაწვდომი ხდება მედიკამენტები, რომლებიც ტკივილის მართვისთვის გამოიყენება. თუმცა, დადგა ის ეტაპი, რომ საჭიროა წინ წასვლა,“ – გვითხრა ნათია ნოღაიდელმა. სამინისტროს პასუხისმგებელ პირს კონკრეტული ციფრები შევახსენეთ კვლევიდან – 80 პროცენტი პაციენტების, რომლებიც იტანჯებიან სამინისტროს პოლიტიკის გამო. ნათია ნოღაიდელმა ამ შემთხვევაში თქვა, რომ არ იცის, რამდენად სწორია ეს მონაცემები, რაც კვლევაშია მითითებული. „რეალურად ეს სწორია თუ არაა, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით… მოგეხსენებათ, საბჭოთა ეპოქაში ეს საკითხი ბევრ ადმინისტრაციულ ბარიერთან იყო დაკავშირებული, იგივე იყო 90-იან წლებშიც. 2008 -2012 წლებში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა ნორმატიულ სივრცეში და გარკვეულწილად შერბილდა ტკივილის მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკა. ეს არის საკმაოდ სენსიტიური თემა და არ ეხება მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს, ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების საკითხებს… მთავარია, დაცული იყოს სწორი ბალანსი… ვეთანხმებით კვლევის ავტორებს, რომ მედიკამენტები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ავად მოხმარების რისკი. მე არ ვარ სამართალდამცავი ორგანო, აუცილებელია ბერკეტების შემუშავება, რომლებიც ასეთ ფაქტებს მინიმუმამდე დაიყვანს. ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ერთბაშად ლიბერალური კანონმდებლობის მიღება ვერ მოხდება,“ – მიიჩნევს ნათია ნოღაიდელი. თუკი განუკურნებელი დიაგნოზის მქონე ადამიანების უმრავლესობა ტკივილისგან ისევ იტანჯება, რა შედეგი დადო სახელმწიფომ? – ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ეს მას შემდეგ ვკითხეთ, რაც ექვსწლიანი საქმიანობა ნაწილობრივი აღწერა. პასუხად კი ის მივიღეთ, რომ ეს პრობლემა ამ გაზაფხულზე დადგა. ნათია ნოღაიდელმა არც ის უარყო, რომ ვერ დაინახავდნენ კონკრეტულ პრობლემას – პაციენტების ტანჯვას მედიკამენტების არქონის გამო, თუკი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ კუთხით არ იმუშავებდა. „პრობლემა რომ აღმოჩნდეს, ამისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი მექანიზმი. ჩვენთან ასეთ კვლევებს ძირითადად არასამთავრობო სექტორი ატარებს,“ – აღნიშნა ნათია ნოღაიდელმა. რატომ ვერ მივიდა პაციენტების ტანჯვის ამბავი სამინისტრომდე? – ნათია ნოღაიდელმა ამჯერად გვითხრა, რომ ასე არ არის საქმე. „ჩვენთან როცა ხდება მომართვა, სამინისტრო ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ ადამიანებისთვის ეს მედიკამენტი იყოს ხელმისაწვდომი… ოჯახის ექიმებს შეუძლიათ დანიშნონ, მაგრამ მაინც არ აკეთებენ და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ექიმებს მივცეთ სათანადო ცოდნა,“ – გვითხრა მან. არსებული პრაქტიკის მიხედვით, გადაწყვეტილებას პაციენტისთვის მორფინის დანიშვნის შესახებ ოჯახის ექიმი იღებს. ოჯახის ექიმს ასევე შეუძლია მორფინის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომისია ჩართოს. ამ ვითარებაში პაციენტი იშვიათად მიდის სამინისტრომდე მორფინის მოთხოვნით. „ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, სადაც სიტყვა ტკივილი ნახსენები საერთოდ არ არის,“ – ამბობს ტკივილის პოლიტიკის ექსპერტი, ფატი ძოწენიძე. კვლევის -„შეაჩერე ტკივილის“ ორგანიზატორებმა ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე, პარლამენტს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შესთავაზეს. ესეც ერთი თვის წინ მოხდა. კანონებში ჯერ ცვლილება არ შესულა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა, როგორც ფატი ძოწენიძე გვიყვება, ინიციატივა მოიწონა და თავად გახდა კანონში ცვლილების შეტანის ინიციატორი. ამ შემთხვევაში საუბარია ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში კონკრეტული ტერმინების დაზუსტებაზე. პარლამენტში უკვე დარეგისტრირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: „მოქმედი კანონის მე-3 მუხლის ტ4 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, პალიატიური მზრუნველობა არის მომსახურება მულტიდისციპლინური მიდგომით, რომელიც ტკივილისა და სხვა ფიზიკური, ფსიქო-სოციალური, სულიერი პრობლემების ადრე გამოვლენის, სწორი შეფასების, პრევენციის, მკურნალობის, სულიერი თანადგომისა და ტანჯვის შემსუბუქების გზით, აუმჯობესებს იმ პაციენტებისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს, რომლებსაც აქვთ ქრონიკული ან/და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემები. აგრეთვე კანონის მე-3 მუხლს ემატება „ტ6“ და „ტ7“ პუნქტები, რომლის თანახმად სამართლებრივ სივრცეში შემოდის ახალი დეფინიციები „ჰოსპისური მზრუნველობა“ და „ჰოსპისი“. გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ჰოსპისის გახსნისათვის საჭიროა თანხმობა, რომელსაც გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრის შესაბამისი სამსახური. კანონპროექტი აგრეთვე მოიცავს ჰოსპისის საქმიანობისთვის საჭიროა სპეციალური თანხმობის ფორმის შემუშავების და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულებას“. კანონში ცვლილების შესვლის შემდეგ ცვლილებები უნდა შევიდეს ჯანდაცვის მინისტრის, ასევე ჯანდაცვის და შსს მინისტრების ამ მიმართულებით გამოცემულ ერთობლივ ბრძანებებშიც. „შეაჩერე ტკივილის“ ავტორებმა ცვლილებების პაკეტი ჯანდაცვის სამინისტროში ამ კუთხითაც შეიტანეს. თუმცა სამინისტროში თვლიან, რომ „დოკუმენტი დასახვეწია“. „იმ ქვეყნებში, სადაც ამას მიაღწიეს, წლები დასჭირდათ. ჩვენ ლიბერალიზაციის მიმართულებით პირველი ნაბიჯები რამდენიმე წლის წინ გადავდგით და ეტაპობრივად მივდივართ წინ, ამ ეტაპზეც იგეგმება გარკვეული აქტივობების განხორციელება… გადამუშავებას და დახვეწას საჭიროებს ეს დოკუმენტი, რაც შემოგვთავაზეს, ამასთან, დოკუმენტი საჭიროებს პირველ რიგში მორგებას არსებულ მარეგულირებელ სივრცესთან. პრაქტიკულად ეს არის ახალი მიდგომები, ექიმებს სჭირდებათ სათანადო ცოდნა და შესაბამისი დრო მათ პრაქტიკაში დასანერგად,“ – აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსმა ნათია ნოღაიდელმა „ბათუმელებთან“ „თუ მივანებეთ, არაფერს შეცვლიან,“ – ასეთი განწყობა აქვს ფაქტი ძოწენიძეს, ტკივილის პოლიტიკის ექსპერტს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესზე. იგი მიიჩნევს, რომ ახალი საკანონმდებლო რეგულაციები უნდა ეყრდნობოდეს უშუალოდ ტკივილს, მის სიძლიერეს და ინტენსივობას და არა იმას, თუ სიკვდილამდე რამდენი დღე დარჩა პაციენტს. ფატი ძოწენიძის აზრით, თუკი მორფინს დროულად მიაწვდიან პაციენტებს, ამით სახელმწიფოს ფინანსური ხარჯი მნიშვნელოვნად არ გაიზრდება. ტკივილის პოლიტიკის ექსპერტი არ თვლის, რომ სახელმწიფო თავს მორფინის პაციენტებისთვის მიწოდებაზე ამის გამო იკავებს. ექსპერტი კიდევ ერთ სტიგმაზე საუბრობს: „რეალურად ძალიან გაგვიჭირდა პაციენტების ჩაწერა. ზოგს საუბარი არ სურს, აღარ შეუძლია ტკივილის გამო, ზოგიერთმა არ იცის, რომ მორფინს უკეთებენ და ახლობლებიც გთხოვენ, არ უთხრათ, ინერვიულებსო. არადა, მორფინი ჩვეულებრივი მედიკამენტია. არსებობს სტიგმა, რომ თუკი მორფინს გინიშნავენ, ეს სიცოცხლის ბოლო ეტაპია. ეს მითია. შესაძლოა მორფინის მიღება მკურნალობის ნაწილი იყოს და ამ დროს ადამიანი ექვემდებარებოდეს მკურნალობას.“
---
16.11.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/521419-davit-sergeenko-saqoveltao-jandacvis-programa-imave-pormit-gagrzeldeba-rogorc-akamde-xdeboda/
დავით სერგეენკო - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იმავე ფორმით გაგრძელდება, როგორც აქამდე ხდებოდა
საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იმავე ფორმით გაგრძელდება, როგორც აქამდე ხდებოდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის მოცულობა ბიუჯეტურადაც გაიზრდება. „საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იმ ფორმით გაგრძელდება, როგორც არაებობდა. აღსანიშნავია, რომ მისი მოცულობა ბიუჯეტურადაც, ასევე სამედიცინო სერვისების კუთხით და მედიკამენტების კომპონენტების მხრივ გაიზრდება",- განაცხადა სერგეენკომ
---
16.11.2018
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუმის იუსტიციის სახლში C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა ბათუმის იუსტიციის სახლში C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნო. ის ადგილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან ერთად იმყოფებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მაია ლაგვილავამ პირადად შეაფასა საჯარო სივრცეში სკრინინგის მიმდინარეობა და მოქალაქეთა მიმართვიანობის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას გაეცნო. ამ დრომდე ბათუმის იუსტიციის სახლში სწრაფი მარტივი ტესტი 746 პირმა ჩაიტარა, აქედან 29 კი პირველადად სკრინინგ დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა. მინისტრის მოადგილემ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პროექტი „საჯარო სივრცე C ჰეპატიტის ელიმინაციის სამსახურში“ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით, მოქალაქეებს „იუსტიციის სახლის“ 12 ფილიალში, C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარება შეუძლიათ. სწრაფი-მარტივი ტესტის შემდეგ კი, პასუხს შეტყობინების სახით, საკონტაქტო ნომერზე, იმავე დღის ბოლოს, SMS-ის სახით იღებენ. ამ დრომდე სკრინინგი იუსტიციის სახლებში 20 000-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა. C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტი საქართველოში 2015 წელს დაიწყო. ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, უფასოდ მიიღოს მედიკამენტი, რომლის ღირებულებაც სხვა ქვეყნებში 60-დან 80 ათასამდე ევროს შეადგენს. ამ დრომდე, ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 50 000-მდე პაციენტია ჩართული და განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ით განისაზღვრება.
ტვ25.ჯი-მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=9657
---
16.11.2018
მედიასაშუალება: http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/9897-480devnilojakhssakuthrebisdamadasturebelimotsmobebigadaeca
480 დევნილ ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გორში, ანწუხელიძის ქ. N1-ში მცხოვრებ 480 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და ქალაქ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გადასცეს. 2013 წლიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართი 17 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
---
16.11.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/noembershi-erti-dghe-gripze-acra-ufaso-iqneba/
ნოემბერში ერთი დღე გრიპზე აცრა უფასო იქნება
ნოემბერში ერთი დღის განმავლობაში გრიპზე აცრა უფასო იქნება – ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. გამყრელიძის თქმით, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება უფასო აცრები. „20-ში გაიხსნება ტენდერი, რომელი სამედიცინო დაწესებულება უნდა მოემსახუროს ამ ერთდღიან მასშტაბურ აქციას ქვეყანაში, როდესაც ყველასთვის იქნება ის უფასო. კონტრაქტორი გვეყოლება ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელმაც ეს უნდა განახორციელოს. ნოემბერში იქნება ეს დღე. თარიღს მსურველებისთვის რამდენიმე დღით ადრე დავასახელებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ვაქცინაციის ფასი 30-დან 50 ლარამდეა. იმუნიზაციას სახელმწიფო მხოლოდ რისკჯგუფებში შემავალ პირებს უფინანსებს. ესენი არიან ორსულები, მოხუცთა და ბავშვთა სახლების ბინადრები, დიაბეტიანი ბავშვები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და სამედიცინო პერსონალი.
რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=84992
---
16.11.2018
დავით სერგეენკო სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებზე სხვა პოლიტიკოსების გამოჩენაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებს გამოეხმაურა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბილბორდებზე სხვა პოლიტიკოსების გამოჩენაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს. „ვერ ვიტყვი, რომ გაქრა სალომე ზურაბიშვილის ბილბორდი. მას დაემატა სხვა პოლიტიკური მოღვაწეების ბილბორდები. მე ვადევნებდი თვალყურს საზოგადოების რეაქციას. ამაში უჩვეულო მართლა არ მგონია რამე“, - განაცხადა სერგეენკომ.
---
16.11.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/521368-amiran-gamqrelize-ar-sheizleba-antibiotikebis-ekimis-danishnulebis-gareshe-gamoqeneba/
ამირან გამყრელიძე - არ შეიძლება ანტიბიოტიკების ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენება
საჭიროა მოსახლეობაში რაც შეიძლება მეტი ცოდნა, რომ არ შეიძლება ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე იქნეს გამოყენებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კვირეული ფოკუსირებულია ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომაზე და მიზნად ისახავს საზოგადოების, სამედიცინო და ვეტერინარული პერსონალის, გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პირების და პოლიტიკოსების ცოდნის ამაღლებას ანტიბიოტიკების მიმართ რეზიზსტენტობის შესახებ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ანტიბიოტიკების გამოყენებასთან მიმართებაში თუ სწრაფად მოქმედება არ იქნება, დაბრუნდება ანტიბიოტიკამდელი ერა, როცა ნებისმიერი ინფექცია ან უმნიშვნელო ტრავმა შეიძლება სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო. „მოგეხსენებათ, ანტიბიოტიკები გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი ექიმის ხელში. ანტიბიოტიკების შექმნამ და შემოტანამ, რომელიც დაახლოებით 90 წლის წინ მოხდა, უზარმაზარი წვლილი შეიტანა გლობალურ ჯანმრთელობაში, ანუ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. მაგრამ ამასთან ერთად, ბოლო 10-15 წელიწადია, რაც ანტიბიოტიკების რეზისტენტობა იზრდება, ანუ მათი არასწორი გამოყენების გამო იზრდება ე.წ რეზისტენტული მიკრობული ფლორა ანტიბიოტიკების მიმართ. ამიტომ საჭიროა მოსახლეობაში რაც შეიძლება მეტი ცოდნა, რომ არ შეიძლება ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე იქნეს გამოყენებული. უნდა ვიცოდეთ, რომ ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსზე, ის მოქმედებს ბაქტერიაზე. შესაბამისად,უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა გაციების დროს არ შეიძლება ანტიბიოტიკის დანიშვნა,"- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 2018 წლის 12 -18 ნოემბერს აღნიშნავს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს. წლევანდელი კვირეულის სლოგანია: "დრო არ ითმენს - ანტიბიოტიკების ერა შეიძლება დასრულდეს" და იგი მიმართულია ანტიბიოტიკების, როგორც ფასეული რესურსის შენარჩუნებისკენ.
---
16.11.2018
ამირან გამყრელიძე - საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, ლუგარის ლაბორატორია გამჭვირვალედ მუშაობს და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს
საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის მიხედვით, ლუგარის ლაბორატორიაში სამუშაოები მხოლოდ დაავადებათა პრევენციისთვის მიმდინარეობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, სპეციალისტებმა სრულად შეისწავლეს ლაბორატორიის მუშაობა. დაზუსტდა, რომ სამუშაოები სრულად გამჭვირვალეა და მოსახლეობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. „დღეს დასკვნა აუცილებლად დაიდება ჩვენს ვებგვერდზე. ახლა მიმდინარეობს იმ დასკვნის თარგმნა, რომელიც შეფასებითმა მისიამ გუშინ გვიან ღამით გამოაქვეყნდა. ვიტყოდი, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე დასკვნა ძალიან პოზიტიურია. ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც დაახლოებით 23 ადამიანისგან შედგებოდა, ერთხმად დაასკვნა, რომ საქართველოს ეს ძალიან გამჭვირვალე ლაბორატორიაა. ექსპერტების მოთხოვნის შესაბამისად, დაათვალიერეს ყველა კუთხე, ყველა დოკუმენტი და მიმდინარე სამეცნიერო პროექტები. მათი შეფასებით, ლაბორატორია მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების პრინციპით. რაც მთავარია, დაასკვნეს, რომ ლაბორატორიაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საჭირო დაავდებათა პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და ადამიანთა დაცვისკენ მიმართული სამუშაოების გარდა, სხვა სამუშაოები იქ არ მიმდინარეობს. ანუ ეს არის მაღალი დონის საზოგადოებრივი, ჯანდაცვითი და სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=74804
---
16.11.2018
„თუ კერძო სადაზღვევო კომპანიების როლი გაიზრდება, ეს უფრო მეტი დოვლათის შექმნის წინაპირობა იქნება“
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღიარა, რომ ჯანდაცვის სფეროში პრობლემებია: ნებისმიერ სისტემაში, იქნება ეს საპარლამენტო თუ აღმასრულებელ ხელისუფლება, თუნდაც კერძო კომპანიაში, რაც არ უნდა ეფექტურად მუშაობდეს ის, ყოველთვის არის მუშაობის გაუმჯობესების რესურსი. მე შემიძლია ვიმსჯელო ჯანდაცვის სამინისტროს შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს, მიუხედავად თავისი მართლაც გამორჩეული მიღწევებისა, ამ გადმოსახედიდან, ბევრად მეტი რესურსი ჰქონდა, რომ უკეთესი და სწრაფი შედეგები დაედო“,- განაცხადა სერგეენკომ ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას, სადაც იგი მმართველების ხარვეზებზე საუბრობდა. რა სახის ხარვეზები არსებობს ჯანდაცვის სექტორში და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სექტორი ხალხზე იყოს ორიენტირებული? ინტერვიუ „არდი დაზღვევის“ აღმასრულებელ დირექტორ მიხელ ჯაფარიძესთან: — რთულია იმის თქმა თუ რა ივარაუდა მინისტრმა, თუმცა ის, რომ სისტემა უფრო ეფექტური შეიძლება იყოს, ვფიქრობ, ეს არ არის სადავო. მრავალგზის აღგვინიშნავს, რომ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს სისტემის საყოველთაოობის პრინციპის შენარჩუნება, თუმცა, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გაზარდოს კერძო სექტორის როლი და შემცირდეს დანახარჯები. დღესდღეობით სახელმწიფოს ძირითადი როლი ამ მიმართულებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო შემთხვევების ექსკლუზიურ დაფინანსებაში გამოიხატება და რთულია იმის განსაზღვრა რამდენად საჭირო და ხარისხიანი იყო ის მანიპულაციები, რაც ჩატარდა სამედიცინო დაწესებულებაში. ანუ გყავს პროგრამის მონოპოლისტი დამფინანსებელი და სუსტი მონიტორინგი, როგორც ხარჯვით, ასევე სერვისის ხარისხის ნაწილში. სისტემა უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ პაციენტმა მიიღოს მისთვის საჭირო სერვისები, რომელიც არგებს და არა უკონტროლო მანიპულაციები, რომელიც ავნებს. თავად სამინისტროს მხრიდან არაერთხელ ყოფილა მოწოდება სამედიცინო სექტორის მიმართ, რომ არ დაენიშნათ ზედმეტი მანიპულაციები თუ მედიკამენტები, მაგრამ მხოლოდ მოწოდებით მსგავსი ხარვეზების გამოსწორება სამწუხაროდ რთულია. -ბოლო დღეებში აქტიურად განიხილება ასეთი სქემა. კერძოდ, ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემების მოგვარება მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან სახელმწიფოს ჩახსნით, რა დროსაც, სახელწმიფო ობიექტური არბიტრი უნდა იყოს. ფინანსური სახსრები უნდა გამოყოს სახელმწიფომ და სადაზღვევო კომპანიების მართვაში გადავიდეს იმ ვალდებულებით, რომ სადაზღვევო კომპანიებმაც ჩადონ დამატებითი რესურსები. სხვანაირად ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება შეუძლებელი იქნება“.როგორ თვლით, რამდენად სწორად და რეალურად მიგაჩნიათ ეს მოდელი? -ვფიქრობთ, რომ კერძო სექტორის უფრო აქტიური მონაწილეობით საზოგადოება მოგებული დარჩება. გამოვყოფ რამოდენიმე საკითხს: 1. სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოს ვის ეკუთვნის უფასო სამედიცინო დაზღვევით სარგებლობის უფლება და ვის არა. ჩვენი აზრით ეს უნდა იყოს მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფი, ვისაც რეალურად არ აქვს იმის საშუალება რომ შეიძინოს სადაზღვევო პაკეტები. მათ ვისაც სამკარისი შემოსავალი აქვთ უნდა შეიძინონ თავად, მაგრამ პროგრამა მინიმუმი უნდა იყოს იდენტური, რომ შევინარჩუნოთ საყოველთააობის პრინციპი. ასევე ინდივიდი თავად გადაწყვეტს რა დამატებითი პროგრამა შეიძინოს მინიმუმის ზემოდან ან საერთოდ შეიძინოს თუ არა, მაგრამ სახელმწიფოს ეცოდინება რომ საზოგადოებრივად საჭირო მინიმალური დაფარვა აქვს ყველას, საიდანაც მოსახლეობის ნაწილს თავად უფინანსებს, ნაწილი თავად დაფინანსებას. 2. თუ სახელმწიფო დააფინანსებს მოწყვლად ჯგუფებს, ის დაზოგავს ხარჯებს რადგან ის ადამიანი, ვისაც შემოსავალი ამის საშუალებას თავად იზრუნებს სავალდებულო წესით იმ მინიმალური პროგრამის შესაძენად, რაც დადგენილი იქნება. 3. კომპანიების უდიდესი ნაწილი ანუ დამსაქმებელები უკვე თავისი სურვილით ახდენენ ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას და მთელ რიგ შემთხვევებში, ისინი ბევრად უკეთეს პროგრამებს ყიდულობენ თანამშრომლებისთვის, ვიდრე საყოველთაოს ჯანდაცვით განსაზღვრული მინიმუმი. 4. სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ღირებულების დაფინანსებით აკეთებს მისი ხარჯების ფიქსაციას, რაც გამორიცხავს ყოველ ჯერზე ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების მოთხოვნას, რაც გვაქვს სახეზე ამჟამად საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში. 5. როდესაც სახელმწიფო აფინანსებს პროგრამას, მაგრამ არჩევანი თუ სად იყოს ესა თუ ის ადამიანი დაზღვეული არის კონკრეტული ინდივიდის ხელში ეს ზრდის მომხმარებლის ძალაუფლებას და შესაბამისად კონკურენცია იზრდება, რაც აჯანსაღებს სისტემას. 6.იზრდება კერძო სექტორი, რაც მეტი შემოსავალია სახელწიფოსთვის, როგორც გადასახადის სახით დოვლათის შემგროვებელი მხარისთვის, რომელიც თავის მხრივ აფინანსებს მოწყვლად ჯგუფებს და სხვა პროექტებს, რომელიც საერთო ეკონომიკურ წინსვლას ხელს უწყობს. -რას შეცვლის სადაზღვევო და ჯანდაცვის ბაზარზე, აიწევა თუ არა მომსახურების ხარისხი და რა ბენეფიტები ექნება პაციენტს? -თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვაშენებთ თავისუფალი ეკონომიკის ქვეყანას, მაშინ ეს ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ კერძო სექტორი უკეთესი მენეჯერია. უბრალოდ ასეა მოწყობილი. თუ კერძო ინდუსტრიის გასაკეთებელ საქმეს სახელმწიფო უკეთესად აკეთებს ეს ტრაგედიაა და არ უნდა გვიხაროდეს. თუ ცოტა გადასახადის გადამხდელი გვეყოლება, ვინ დააფინანსებს სახელმწიფო პროგრამებს? სახელმწიფოს მხოლოდ ის ევალება, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს სამართლიანი და გამჭვირვალე თამაშის წესების დამკვიდრებას, ეფეტურად გაანაწილოს გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი და მაქსიმალურად წაახალისოს ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები, ვინც ამ გადასახადებს იხდიან. თუ კერძო სადაზღვევო კომპანიების როლი გაიზრდება ეს იგივე ან უფრო ნაკლები დანახარჯების პირობებში უფრო მეტი დოვლათის შექმნის წინაპირობა იქნება. ხარისხი გაცილებით უკეთესი იქნება, რადგან კონკურენცია გაიზრდება შესაბამის სექტორებში. -თუ საყოველთაო ჯანდაცვიდან ჩაიხსნა სახელმწიფო, რა რისკები შეიძლება დადგეს? ძირითადი შიში, რაც გამოთქმულა ამ მხრივ მხრივ ის, რომ სადაზღვევო კომპანიები არ იქნებიან ისეთი ხელგაშლილები, როგორიც სახელმწიფო და ექნებათ დავალიანებები კლინიკების მიმართ. თუმცა სწორი თამაშის წესების პირობებში, ეს შიში გადაჭარბებულია და მისი დაძლევა შესაძლებელია. კერძოდ: კონკურენცია აიძულებს ყველა სადაზღვევო კომპანიას იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე კონკურენტი თუ უნდა რომ გადარჩეს. დღესდღეობით სადაზღვევო კომპანიები ემსახურებიან კერძო დაზღვევით მოსარგებლე 600,000-მდე ადამიანს და ურთიეთობა აქვთ ასობით სამედიცინო კლინიკასთან. თუ ნებაყოფლობითი სისტემის პირობებში თანამშრომლობა შესაძლებელია რატომ არ შეიძლება უბრალოდ მოვახდინოთ მისი გაფართოება? თუ პირველი ორი არგუმენტი არასაკმარისია, მაშინ ასევე შესაძლებელია გამართული, გამჭვირვალე და ეფექტური მონიტორინგის შემუშავება, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება რათა არ დარჩეს შეკითხვები, თუმცა მაინც გავიმეორებ რომ კონკურენცია სამართლიან გარემოში, როდესაც მომხმარებელს აქვს ძალაუფლება საუკეთესო მსაჯულია. -ხშირად ისმის ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არგუმენტი, რომ ჯანდაცვის მიმართულებით დანახარჯები სხვა ქვენყნებში უფრო მეტია და ჩვენ ჯერ კიდევ ცოტას ვხარჯავთ. -მსგავსი არგუმენტი მეც მომისმენია, თუმცა არ მგონია მთლად სწორი იყოს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ საყოველთაო ჯანდაცვის გარდა არსებობს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ხარჯები ჯანდაცვისთვის და ძალიან დიდი ჯიბიდან გადახდები. ანუ გავზარდეთ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული ხარჯები და ვერ შევამცირეთ ჯიბიდან გადახდები. მეორეც, ვფიქრობ არ არის სწორი როდესაც ამ არგუმენტით ვედრებით ისეთ ქვეყნებს, რომელთა ცხოვრების დონე გაცილებით მაღალია და ამასთან მათ მეტი რესურსები აქვთ. გასათვალისწინებელია, ისიც რომ იქ კერძო სექტორის როლი მეტია და თუ ასე არაა, მაშინ ხარისხი ძალიან დაბალია და ბიუროკრატია მაღალი. მაგალითას გეგმიურ მანიპულაციაზე ექიმთან თვეები შესაძლოა რამოდენიმე თვე ვერ შეძლოთ. მესამეც, განვითარებულ ქვენნებშიც აღნიშნავენ, რომ სამედიცინო საჭიროებებისთვის გამოყოფილი სახსრების ხვედრითი წილი უკვე ძალიან დიდ ტვირთად გადაიქცა მათთვისაც კი. ეს კი გამოიწვია განვითარებული ქვეყნის ე.წ. Welfare პროგრამებმა, რაც უკვე ძალიან მძიმე ტვირთია და მიმდინარეობს მსჯელობა არსებული სისტემის რეფორმაზე როგორც ევროპის ქვეყნებში ასევე აშშ-ში. რატომ უნდა გავიმეოროთ იგივე გზა თუ შეგვიძლია უფრო თანამედროვე და უფრო ეფექტური გამოსვალი მოიძებნოს? -როგორც ხედავთ უახლოეს მომავალში საქართველოში ჯანდაცვის სექტორის განვითარების შესაძლებლობას? -ვფიქრობ თანამედროვე გამოწვევები უფრო და უფრო მეტად დაგვანახებს პარტნიორული მოდელების საჭიროებას. ერთის მხრივ სახელმწიფო უნდა იყოს მცირე ბიროკრატიაზე და მეორეს მხრივ კერძო სექტორი უნდა იყოს მეტი პასუხისმგებლობით. უფრო მეტი ორიენტაციაა საჭირო პაციენტზე, პრევენციულ ღონისძიებებზე, პირველად ჯანდაცვაზე და ა.შ. ვფიქრობ სახელმწიფოს მხრიდან მეტი მზაობის შემთხვევაში შესაძლებელია ძალიან გამჭვირვალე, ეფექტური და პაციენტზე ორიენტირებული სისტემის შექმნა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს, სადაზღვევო კომპანიების და სამედიცინო სექტორის პარტნიორობით და კონკურენციის წახალისებით უკეთეს სისტემას მივიღებთ.
---
ბეჭდვითი მედია
19.11.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
"ქართულ ოცნებას" მეორე ტური სერგეენკოს "ჭუტალ-მუტალებმაც" გაუჩალიჩეს!
უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც დავით სერგეენკოს ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილმა საგანგებო კომისიამ ყასაბ-უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი და მისი ძმა ლევან ქარაზანაშვილი, ანუ იგივე "ჭუტალა" დაჰკითხა! გურამსა და "ჭუტალას" პაციენტ შოთა კაპანაძის კუტალას ავარიულ დაზიანებაში ედებათ ბრალი! დაინვალიდებულ შოთა კაპანაძეს სერგეენკოს უწყებაში მოკალათებულმა პორტირებულმა მიშარასტებმა და პედერასტებმა ამ რამდენიმე წლის წინათ სოციალური დახმარება მოუხსნეს; აღარაფერს ვამბობთ იმის შესახებ, რომ თავმოყვარე, ნიჭით გაპენტილ და სიცოცხლით სავსე კაცს, ყასაბ-ექიმების უტვინობით პირადი ცხოვრება დაენგრა და ჩონგურივით აწყობილი ოჯახიდან გასაგები მიზეზების გამო თავისი ფეხით წამოვიდა. დღეს შოთა კაპანაძე, ფაქტობრივად, დილეგში ცხოვრობს და იმის იმედით სულდგმულობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში აუცილებლად აძაღლდებიან ის პორტირებული ნაცები, რომლებმაც დავით სერგეენკოს ჯანდაცვის სამინისტროში მსუყე ხელფასები, კომფორტული თავშესაფარი და რბილი სავარძლები იშოვეს! წყალი არ გაუვა იმ ამბავს, რომ მოსახლეობის სოციალური შეჭირვებისა და უკმაყოფილების მთავარი მიზეზი დავით სერგეენკოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროა, რომელიც სახელმწიფოში ყველაზე დიდ ბიუჯეტს ფლობს.
---
19.11.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
არა!
ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ეთერში განაცხადა, რომ სახელმწიფო სიმსივნით დაავადებული ადამიენბის მკურნალობას არ უნდა აფინანსებდეს, რადგან ყველა კიბოიანი პაციენტი 6 თვეში მოკვდება და მათზე დახარჯული ფული წყალში გადაყრილი აღმოჩნდება. ასე გამოუტანა ვაშაძემ განაჩენი სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს, რომელთა რაოდენობაც საქართველოში, საუბედუროდ, კატასტროფულად დიდია. ადრე, ხელისუფლებაში რომ იყვნენ, პირდაპირ ადამიანებს ხოცავდნენ, ახლა კი, როცა ძალაუფლება აღარა აქვთ, ადამიანთა ხოცვის ჟინს შემოვლითი გზით იკმაყოფილებენ - ადამიანთა იმედებს კლავენ! და მაინც, ძვირფასო მკითხველო, ადამიანთა იმედების ქილერმა, დოქსოპულო ვაშაძემ თავისი ანტიადამიანური განცხადებით ერთი კარგი საქმე ქნა - მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ნაცხროვისათვის ადამიანის სიცოცხლეს გახვრეტილი შაურიანის ფასიც არა აქვს! 28 ნოემბერს ყველა ერთად უნდა ვუთხრათ დიიიიდი "არა" საქართველოს ყველაზე დიდ და ყველაზე ავთვისებიან სიმსივნეს - ნაციონალურ მოძრაობას! რომ პოლიტიკურად უნდა მოვკლათ იმედის მკვლელები!
---
19.11.2018
მედიასაშუალება: ალია
ხელისუფლება, რატომ ტოვებ ამ ადამიანებს ბედის ანაბარად?.. რა ქნას ორი შვილის დედამ, რომელიც სიკვდილს ებრძვის?
ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალური ქსელის საშუალებით ხელისუფლებას მიმართავს, რომელმაც მესამე სტადიის მელანომის მქონე ახალგაზრდა მხატვარს და ორი შვილის დედას მკურნალობის დაფინანსებაზე უარი უთხრა: „გიორგი ვაშაძის არაადამიანურ ნათქვამს აფასებენ ახლა მმართველი გუნდის წევრები და ამბობენ, რომ ამათთვის ადამიანების ცხოვრების ყველა დღე და საათი მნიშვნელოვანია; რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე იზრუნონ და ა.შ. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ამიხსენით, რას ნიშნავს ის ფაქტი, როცა მელანომის მესამე სტადიის მქონე ნინო ნაკვეთაურს, რომელსაც თავდაპირველ ეტაპზე 15 ათასამდე ლარი სჭირდება მკურნალობის დასაწყებად, მხოლოდ რაღაც 1160 ლარით უფინანსებთ მედიკამენტებს?.. რანაირად ზრუნავთ თქვენ თითოეული მოქალაქის კარგად ყოფნაზე, როცა ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაწირეთ ქალი ახლა?.. რა ქნას ამ საწყალმა, რა წყალში გადავარდეს?.. კეთილი ადამიანების დახმარებით მოგროვილი თანხებით, იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნემსების ერთი კურსი გაიკეთა უკვე მუცელში, კბილებით ცდილობდა დაავადების პროგრესიის რამენაირად შეჩერებას და იმედი ჰქონდა, რომ ჯანდაცვა დაეხმარებოდა... სულ ამას იძახდა - როგორმე უნდა გავძლო ასე, მკურნალობისთვის საჭირო წამლის სახელს რომ მეტყვის ექიმი, მერე ეგრევე შევიტან განცხადებას დაფინანსებაზე და იქნებ მეშველოსო... 10 500 ლარი ჰქონდა მითითებული დასაფინანსებელ თანხაში და 1160 ლარს მოგცემთო, უთხარით... და იგივე უთხრით კიდევ სხვა, ათობით მძიმედ დაავადებულ ადამიანს... რა ქნას ახლა ამ ხალხმა, გამეცით პასუხი! მაინც და მაინც ქიმია უნდა გაიკეთოს ქალმა, რომ დააფინანსოთ?.. არ სჭირდება ეს ქიმია, არა! კონკრეტული პრეპარატი "ზელბორაფი" გამოუწერა ექიმმა და ის უშველის! ამ წამლის მიღების შემდეგ აქვს გადარჩენის შანსები! რა ქნას ახლა ამ ქალმა, ამიხსენით... ორი შვილის დედამ, რომელმაც ერთხელ უკვე დაამარცხა მკერდის კიბო, მაგრამ საუბედუროდ, ცოტა ხნის წინ უკვე კიბოს ასეთი მძიმე ფორმა დაემართა - რა ქნას? ასეთ დროს სადაა სახელმწიფო? რას აკეთებს?.. კეთილი ადამიანების დახმარებით რა თანხაც შეგროვდა, იმით იცით ახლა რამდენი "ზელბორაფი" იყიდა? მხოლოდ 1 კვირის მარაგი!.. არადა, სამთვიანი კურსი აქვს გასავლელი ქალს... 1 კვირის მერე რა ქნას, მითხარით! ან იმ სხვა მძიმე ავადმყოფებმა რა ქნან, 1200 ლარამდე რომ დააფინანსეთ ისინიც? არ გრცხვენიათ მანდ, ზემოთ? ესაა ხალხის დახმარება? შერჩევით ეხმარებით ადამიანებს, თუ რა ხდება? მკერდის კიბოთი დაავადებული ქალების ბოლო სტადიებშიც მიხმარება არის ძალიან, ძალიან მაგარი ამბავი, უმაგრესი! მაგრამ სხვა სახეობის კიბო ვისაც სჭირს - იმათ რატომ არ ეხმარებით წესიერად?.. მელანომაც კიბოა, კანის კიბოა და ძალიან ვერაგი დაავადებაა! არაა ეს ქალი ცოდო, ფაქტობრივად ასე ბედის ანაბარად რომ დატოვეთ? რიგით, კეთილ ადამიანებსაც ხომ თავისი პრობლემები აქვთ, სადამდე ან რამდენი უნდა ჩაურიცხონ ამ ქალს ანგარიშზე დასახმარებლად? გამოდის, რომ უბრალოდ პოპულიზმია ის ყველაფერი, რასაც ტელეეთერებიდან გვეუბნებით დალაგებული სახეებით, რადგან არჩევნებია მალე და "კაი ტიპობას" თამაშობთ! პოპულიზმი თუ არაა, მაშინ რატომ არ ეხმარებით წესიერად ყველა მძიმედ დაავადებულ ადამიანს?.. 1160 ლარს მანდ, "ზემოთ", რესტორანში ხარჯავთ ალბათ ერთ შესვლაზე და თქვენ გინდათ, რომ ამ დაცინვა თანხამ გადაარჩინოს ადამიანი და ადამიანები სიკვდილს? ჯანდაცვის სამინისტრო გამეცით პასუხი - რატომ ტოვებთ ამ ადამიანებს ბედის ანაბარად?.. მიპასუხეთ!“ - წერს ნინო ლაბარტყავა.
---
19.11.2018
მედიასაშუალება: პრაიმტაიმი
"კიბო არცერთ სტადიაში არაა განაჩენი!"
„კიბო არცერთ სტადიაში არაა განაჩენი!!!!!“ – ამ სიტყვებით ეხმაურება სიმსივნით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტი ნატალია ენუქიძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის იმ განცხადებას, სადაც მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გააკრიტიკა და სახელმწიფოს მიერ სიმსივნით დაავადებულ პაციენტების მკურნალობისთვის დახარჯული თანხა „შავ ხვრელს“ შეადარა. პაციენტი, რომელიც სახელმწიფოს დახმარებით მე-4 სტადიის სიმსივნეს უკვე 6 წელია ებრძვის, აცხადებს რომ ვაშაძის განცხადება უტაქტობაა. ნატალია ენუქიძე სიმსივნით დაავადებულ ყველა პაციენტს მოუწოდებს, რომ გიორგი ვაშაძის „დაუფიქრებელი სიტყვების რახარუხს“ არ მოუსმინონ და დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელონ. მისი თქმით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, „სიცოცხლეს დაუძახეთ, სიკვდილი კი გააპანღურეთ“. „კვირა“ ნატალია ენუქიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ. „ძალიან დიდი ხანია ჩემს სივრცეში არანაირი პოსტი და მით უმეტეს პოლიტიკური არ დამიწერია… რაღაცნაირად არც სურვილი და არც დრო გამჩენია საამისოდ. მით უმეტეს როდესაც პოსტისწამკითხავი მეგობრები ყველანი ზრდასრული ადამიანები მყავს და ამ ზრდასრულ ადამიანებს, ყველას აქვთ თავიანთი თვალი, ყური, გონება, ხედვა, მრწამსი, სიმართლე და სხვადასხვა ფაქტების სხვადასხვანაირად გაგების და აღქმის ნება თუ სურვილი და მე ყველა ჩემს მეგობარს განურჩევლად პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა ძალიან ვაფასებ და ყველა მათგანი თავისებურად მიყვარს, სხვანაირად ისინი ჩემი მეგობრების სიაში არ იქნებოდნენ. რასაც ახლა დავწერ არც ეს ეხება არანაირად პოლიტიკას. უბრალოდ მართლა ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ ფაქტმა. დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა საერთოდ რამე და ჩამეთვალა თუ არა გიორგი ვაშაძის უტაქტო გამოსვლა თუ დაუფიქრებლად სიტყვების რახარუხი პასუხის ღირსად, მაგრამ გადავწყვიტე დამეწერა მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანების სანუგეშოდ, რომლებიც ჩემსავით ებრძვიან სიმსივნის მე-4 სტადიას (ამიტომ პოსტს საჯაროს ვხდი) და რომ ისინი არანაირად არ არიან მო(მა)კვდავნი….და რომ ადამიანს ამ დიაგნოზით (ნებისმიერ სტადიაში) აქვს უფლება იმკურნალოს და იცოცხლოს თავისი წილი სიცოცხლე იქნება ეს 1,5 თუ 100 წელი. მართლა, გულწრფელად მაინტერესებს მიპასუხოს ბატონმა ვაშაძემ, მის ოჯახის წევრს რომ დაემართოს მისივე სიტყვებით ნათქვამი “მე-4 სტადიის მომაკვდინებელი” დაავადება უმკურნალებს მას, თავში ხელებს შემოირტყამს რატო პირველ სტადიაში ვერ აღმოვაჩინეთო (გეტყვით რომ საერთოდ არანაირი სიმპტომი არ მქონია პირადად მე), თუ გულხელდაკრეფილი დაელოდება სიკვდილს, როდის ამოძვრება შავი ხვრელიდან? დარწმუნებული ვარ უკანასკნელ ძვირფას ნივთსაც თვალდახუჭული გაიტანს გასაყიდად, რომ საყვარელ ადამიანს უმკურნალოს და სიცოცხლე ან გადაურჩინოს ან გაუხანგძლივოს. პოსტს იმიტომ არ ვწერ რომ ბატონ გიორგის გავცე პასუხი ან რაიმე შევაგნებინო. ეს ზუსტად ვიცი, შეუძლებელია, არც თითებს დავიღლიდი ამის გამო. პოსტი მთელი გულით და სულით ეძღვნება “ჩემნაირებს”… მოკლედ, ჩემო განსაკუთრებულო და ღმერთისგან გამორჩეულო ადამიანებო, უბრალოდ ჩემნაირებო…. ჩემო საყვარლებო… მინდა ჩემი ამბავი შეძლებისდაგვარად მოკლედ მოგითხროთ, რაც აქამდე არასდროს გამომიტანია საჯარო სივრცეში და რასაც თქვენს გამო დღეს გავაკეთებ. და რაც დარწმუნებული ვარ იქნება თქვენთვის სტიმული, იმედი და ძალა, რომელიც ამარცხებს ამ ჩვეულებრივ დაავადებას. ის აღარ არის უკურნებელი არცერთ სტადიაში და რომ ეს სტადიები ბოროტი ჯადოქრების გამოგონილია, ხოლო რეალურად არც არსებობს… მოკლედ…მე ვარ ნატალია, რომელიც 2012 წლიდან ვებრძვი ე.წ მე-4 სტადიის სიმსივნეს. (წვრილი ნაწლავის. უიშვიათესი შემთხვევა, საქართველოში მგონი არც აღირიცხება შემთხვევა), ამავე წელს გავიკეთე პირველი ოპერაცია, შემდეგ ქიმიოთერაპიის 12 კურსი. 2014 წელს რეციდივების გამო მეორე ოპერაცია და ასევე ქიმიოთერაპიის 12 კურსი. 2017 წელს კვლავ უამრავი რეციდივების არსებობის გამო კი მე-3 ურთულესი ოპერაცია გამიკეთდა ჩემი ოქროსხელება ქირურგის ბატონ ამირან ანთაძის მიერ. ამჟამად ღვიძლის კაფსულის დაუზუსტებელი მეტასტაზების არსებობაზე აქვთ ეჭვი და დაკვირვების ქვეშ ვიმყოფები, თითქმის, 2 წელია. მახსოვს ჩემმა ექიმმა უსაყვარლესმა ელისო გიორგაძემ პირველად ძაან მოწიწებით რომ მითხრა, ნატალია ფორმა 100-ში რომ წაიკითხავ მე-4 სტადიას, ძალიან გთხოვ, არ შეგეშინდეს არაფერს არ ნიშნავს ეგ სტადიები, უბრალოდ ასე უნდა ეწეროსო. ეს ისე დამაჯერებლად ამიხსნა, რომ მაშინაც დავიჯერე და დღემდე მჯერა ამ სტადიების არარსებობის. მეორე რაც მძაფრად ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში, იყო ის, რომ 2017 წელს ქირურგთან ვიზიტის დროს, (რომელსაც მანამდე ორჯერ ვანდე საკუთარი სიცოცხლე), კაბინეტში შესვლისთანავე თვალები შუბლზე რომ აუვიდა, (ეტყობა ცოცხალი აღარ ვეგონე), და მისი მიკიბულ-მოკიბული ნალაპარაკებიდან დასკვნაც ასეთი გამოვიტანე, აქ რამ მოგიყვანა ღმერთი კი არ ვარ, აზრი არ აქვსო (სიტყვა სიტყვით ასე არ უთქვამს მაგრამ შინაარსი იგივეა), ხოდა ამის მერე, ღმერთს რომ ეთქვა ამ კაცის ოპერაციის მერე 100 წელი იცოცხლებო მაინც არ დავუწვებოდი საოპერაციო მაგიდაზე მას. აბა მითხარით, რა საერთო აქვს ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან? – რა თქმა უნდა ს ი ტ ყ ვ ა!!!! დიახ, სიტყვა. ვისაც ამ ვერაგ დაავადებასთან შეხება აქვს მან კარგად იცის რა არის სიტყვა და რამხელა ძალა აქვს მას ჩვენთვის. ის ყველა წამალზე მეტია, დამიჯერეთ და ყველა ექიმზე ძლიერი… ზეპირად მახსოვს ჩემი ოჯახის წევრის, ნათესავის, მეგობრის თუ მეზობლის ნათქვამი თითოეული სიტყვა, რომ ეთქვათ შავზე თეთრიაო მჯეროდა, რადგან მაწყობდა, რომ დამეჯერებინა. “ნუ გეშინია დედას ვუტირებთ” ამ სიტყვების ჯადოსნური ძალა დღემდე მომყვება, ხოდა ახლა ჩემს სიტყვასაც ენდეთ და მერწმუნეთ, ჩემნაირებო, 6 წელია ცოცხალი ვარ და კიდევ მრავალი 6 წელი უნდა ვიცოცხლო. არაფერს შეუშინდეთ და არასდროს იფიქროთ, რომ უკვე გვიანია, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, არ დაიღალოთ, არ დანებდეთ, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, სიხარულზე იფიქრეთ და მოვა, სიცოცხლეს დაუძახეთ და გესტუმრებათ, სიკვდილი გააპანღურეთ და წავა!!! არასდროს მიიტანოთ გულთან იმ ადამიანების დაუფიქრებელი სიტყვა, რომლებმაც უბრალოდ არ იციან, სიცოცხლეს “სიცოცხლე” მხოლოდ ღრმა სიბერემდე ჰქვია თუ იქამდე სადამდეც, უბრალოდ, შენია და იმის იქით ვეღარ მოგყვება. სიცოცხლეც არ არის უკვდავი და ოდესღაც ისიც კვდება… ძალიან გთხოვთ, როდესაც სიტყვა მო(მა)კვდავს ახსენებთ და შავ ხვრელში გადასაყრელ გვამებად მოგვიხსენიებთ, დაფიქრდით, რომ თქვენ თვითონაც ისეთივე მო(მა)კვდავები ხართ, როგორც ჩვენ და ოდესღაც თქვენც გაივლით იმ შავ გვირაბს რომლის ბოლოშიც ყოველთვის სინათლეა. ღმერთს ებარებოდეთ!!! ეს კი ჩემი სავიზიტო ფოტოა, ჯერჯერობით, 6-წლიანი ფორმა 100-დან“, – წერს ნატალია ენუქიძე. ცნობისათვის, 14 ნოემბერს, გიორგი ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ ისაუბრა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გააკრიტიკა. მისი თქმით, ამ პროგრამის მთავარი ხარვეზი ის არის, რომ ფინანსები დაავადებების პრევენციაზე კი არ იხარჯება, არამედ მომაკვდავი ადამიანის მკურნალობაზე. „ნაცვლად იმისა, რომ გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ფინანსები უკვე ამ მიმართულებით დახარჯულიყო, ჩვენ ამ ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს. ანუ, მაგალითად, ადამიანს რომ სიმსივნე აქვს, ვმკურნალობთ იმას, რომ ქიმიოთერაპია მიიღოს და ვიცით, რომ ამან შეიძლება, ექვსი თვით გაუხანგრძლივოს ცხოვრება. მაგრამ არ ვხარჯავთ იმის ნახევარ ფულს იმაზე, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართოს და არ მივიდეს სამკურნალოდ აქამდე. აი ეს არის ჩვენი ახალი სტრატეგია, რომ მაქსიმალურად იყოს ყურადღება გამახვილებული საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, რომ იქამდე ვუმკურნალოთ, სანამ ადამიანი გადასარჩენ პირობებში მივა, რაც უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს. ყველაზე ძვირი ის არის, რომ ეს ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, რადგან ვეღარ ვუშველოთ, სანამ ამ დონემდე მივა, მანამდე ვუმკურნალოთ. საბიუჯეტო სახსრების მაქსიმალური ინექცია უნდა გავაკეთოთ იქ, სადაც მეტი პრევენციაა, რომ პირველ რიგში, დავზოგოთ ადამიანის სიცოცხლე და ასევე, რესურსები, რომელიც ამასთან დაკავშირებით იხარჯება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
---
19.11.2018
მედიასაშუალება: ალია
მხოლოდ ამ ფრაზის გამოც ვერასდროს მოხვალთ... თქვენთვის ე.წ. "შავი ხვრელი" ჩემთვის მთელი ცხოვრებაა
სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინი მთვარაძე ფეისბუქის პირად გვერდიდან გიორგი ვაშაძეს მიმართავს: ბატონო გიორგი ვაშაძე, თქვენთვის ე.წ. "შავი ხვრელი" ჩემთვის მთელი ცხოვრებაა - აი ეს მზესავით ბიჭი, რომელიც ახლა გერმანიაში მკურნალობს. ეს ის ბიჭია, თქვენი განცხადება რომ წავიკითხე და ნაგავი-მეთქი რომ წამოვიძახე, შენიშვნა რომ მომცა, ადამიანებზე ასეთი სიტყვის თქმა არ შეიძლებაო. ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს და არ შემეკამათოს ის არ უთქვამს, რასაც ამბობო. ბევრჯერ წავიკითხე. იმაზეც ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა, მაგრამ ვერ გავჩუმდი. ასევე, ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს და პოლიტიკური სარჩული არ გამოაკრას პოსტს. ჩემთვის იმაზე მძიმეა ამ სტატუსის დაწერა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. იმასაც ნახავთ, იმ მართლა "შავი დღის" შემდეგ რაც ჩემს ცხოვრებაში ეს ამბავი დაიწყო ამ სივრცეში ერთი სიტყვაც არ დამიწერია. ბატონო @გიორგი ვაშაძე, თუ თქვენს ნათქვამში ის იგულისხმეთ, რომ სახელმწიფომ თანხა პრევენციის და ნაადრევი დიაგნოსტიკისკენ უნდა მიმართოს, ამით მაინც ვერ "პრავდება" ეგ სიბეცე. ჩემს შვილს სიმპტომი არ ჰქონია, ჩემმა მეგობრებმა ყველამ იცის, რომ თვეში თუ არა, ორ თვეში ერთხელ დემეტრეს აბსოლუტურად ყველაფერს ვუმოწმებდი, მაგრამ მაინც მოხდა ის, რამაც ჩემი ცხოვრება ციდან ქვესკნელამდე შეცვალა. და ახლა თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ეს მდგომარეობა "შავი ხვრელია" და ამაში სახელმწიფომ თანხა არ უნდა დახარჯოს? ანუ, თქვენი კანდიდატი თუ ჯერ პრეზიდენტად და შემდეგ თქვენ მმართველ ძალაში მოხვალთ, თხოვნით მოსულ ჩემს მდგომარეობაში მყოფ დედებს უკან გააბრუნებთ - "შავ ხვრელში" თანხას ვერ გადავიხდით, წადით, თავი მოიკალითო? სამწუხაროდ, მუდმივმა დიაგნოსტიკამ არ გვიშველა. პრევენციაში რას გულისხმობთ? ეკოლოგიურ მდგომარეობას, ჯანსაღ გარემოს? ეს ყველაფერი რისკ-ფაქტორია მხოლოდ. ევროპის ყველაზე მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქებშიც საშინელი სტატისტიკაა ონკოლოგიური დაავადებების თვასაზრისით. ანუ, დღეს, 21-ე საუკუნეში არავინ იცის როგორც თქვენ უწოდებთ - "შავ ხვრელში" ადამიანები საიდან ხვდებიან. და თქვენ ამბობთ, რომ ბავშვები უნდა იხოცებოდნენ, ასევე უფროსებიც, მძიმე დიაგნოზის შემთხვევაში. ამის შემდეგ კი, პიარ კამპანიას აწყობთ სალომეს ქართულზე ან არასწორად გამოთქმულ ფრაზებზე? მე ახლა ისეთი დრო მიდგას ვინმეს "გამპრავებლად" და მხარდამჭერად ნამდვილად ვერ გამოვდგები, იქეთ ვარ მხარდასაჭერი, მაგრამ მისგან ასეთი გაუმართლებელი ბოროტება არც გვსმენია და გულით მჯერა, არც არასდროს გავიგებთ. და კიდევ იმის მჯერა გულით, რომ თუ ღმერთი, რაიმე სახის კეთილი ძალა და სამართალი არსებობს, მხოლოდ ამ ფრაზის გამოც ვერასდროს მოხვალთ - ვერსად! თქვენ და თქვენი თანამებრძოლები, ძველებიც და ახლებიც! თქვენ, რომელმაც ძალიან ბევრი დედის, მამის, ძალიან ბევრი შვილის, ძალიან ბევრი ძმის და დის გული კიდევ ერთხელ მოკალით ამ ნათქვამით. ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ვებრძვით ამ ვერაგ დაავადებას და წარმოუდგენელ სიძლიერეს ვიჩენთ, გვითხარით, რომ ეს ყველაფერი ფუჭია, რომ აზრი არ აქვს. და თქვენმა თანაგუნდელებმა, რომლებმაც ბევრი ხან სიტყვით და უფრო ხშირად პირდაპირ საქმით მოკალით. მიუხედავად ამისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ბრძოლას და მთელი გულით, სულით და სხეულით მინდა ერთ დღეს, დემეტრე რომ უფლის წყალობით დიდი ბიჭი გაიზრდება განახოთ, როგორ უნდა დაუდგეს სახელმწიფო "შავ ხვრელში" მყოფ ადამიანებს გვერდით, იმისთვის, რომ ისინი გადარჩნენ, იცოცხლონ და დიდები რომ გაიზრდებიან თქვენგან განსხვავებით თავად გადაარჩინონ ბევრი სიცოცხლე ამ ძალიან მძიმე განსაცდელგამოვლილებმა!“ - წერს ნინი მთვარაძე.
---
17.11.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
გაუქმებული წამლის სააგენტო ისევ აღდგება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ, წამლის სააგენტო შეიქმნება. აღნიშნულთან დაკავშირებით მტავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა. ახლადშექმნილი სააგენტო წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სამართალმემკვიდრე იქნება. წამლის სააგენტო 2019 წლის 01 იანვრიდან ამოქმედდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების წამლის სააგენტოს ლიკვიდაცია 2008 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განხორციელდა.
---