From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-19.12.2018
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 19.12.2018 08:25
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 19.12.2018

ტელევიზია

19.12.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 10:00

გაეროს მოსახლეობის ფონდის 2018 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ფონდი მიზნად ისახავს, მიაღწიოს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას, რათა აღმოიფხვრას ოჯახის დაგეგმვის სერვისი დეფიციტი, დედათა სიკვდილიანობა და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5766403

---

 

18.12.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:დღის ამბები 13:00

”ამბასადორიალი 2018"-ი დღეს გაიხსნა. დიპლომატიური მისიების ხელმძრვანელების მონაწილეობით ღონსიძებას პარლამენტი მასპინძლობს. დავით სერგეენკოს კომენტარი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5764669

---

 

18.12.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

ელჩების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილი დღეს არ მივიდა. დავით სერგეენკოს კომენტარი (მეორე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5765003

---

 

18.12.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 15:00

პაატა ბურჭულძემ ვლადიმერ პუტინს უმღერა. ბუჭრულაძემ, რომელიც საქართველოში ნაციონალური მოძრაობის მოკაშირე და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია, 15 დეკემბერს ქალაქ სანკტ-პეტერბურგში დირიჟორ ლუი ტემირკანოვისადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერა. კონცერტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვითაც გამოვიდა. დავით სერგეენკოს კომენტარი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5764895

---

 

18.12.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში მსჯელობენ ჯანდაცვის კომიტეტზე . კომიტეტის განმარტებით, ყალიბდება ცვლილებების მაღალი სტანდარტი ევროპული გამოცდილების დასანერგად. ცვლილებების მიხედვით , იზრდება ზედამხედველობითი ფუნქცია და იხვეწება საჯარიმო სანქციები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5764844

---

 

 

ინტერნეტი

18.12.2018

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/239302-elcebis-konferenciis-farglebsi-socialuri-da-ekonomikuri-sakitxebi-ganixiles

ელჩების კონფერენციის ფარგლებში სოციალური და ეკონომიკური საკითხები განიხილეს

ელჩების კონფერენციის ფარგლებში გრძელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმღვანელთა შეხვედრების ციკლი მთავრობის წევრებთან. კონფერენციის მესამე პანელი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს მიეძღვნა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. კონფერენცია დაეთმო პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების და მსოფლიოს ბაზრებთან ინტეგრაციის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერების აუცილებლობაზე, კერძოდ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიური მუშაობის მნიშვნელობაზე ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საექსპორტო ბაზრის გაფართოების კუთხით. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებსა და განვითარების ძირითად მიმართულებებზე, საინვესტიციო გარემოზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. სესიის ფარგლებში, საუბარი შეეხო კულტურის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და იმ საერთაშორისო პროექტებს, რომელთა განხორციელებაში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ მოღვაწე თითოეული ქართველი დიპლომატის ჩართულობა მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაერო-ს მიერ ჯანდაცვა პრიორიტეტულ მიმართულებად სახელდება და ამ მხრივ მნიშვნელოვანია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობა და თანამშრომლობა უცხოეთში ქართველ ექიმებთან. ყურადღება ასევე გამახვილდა დიასპორის მნიშვნელობაზე სასოფლო-სამეურნეო სფეროში ინვესტირების კუთხით. ხაზი გაესვა ამ მხრივ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საელჩოებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრის მონაწილეებს ასევე წარედგინათ პრეზენტაცია და მიეწოდათ ინფორმაცია ძირითადი ეკონომიკური ტენდენციების შესახებ.

---

 

18.12.2018

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/90088/2019-tslis-1-ianvridan-gegmiuri-atsrebi-savaldebulo-gakhdeba?fbclid=IwAR11VKycXbWeNCR_LIw8PTNqJiyOuPYo7atW_NGEgitgk9HsXWiNzUSDIlU

2019 წლის 1 იანვრიდან გეგმიური აცრები სავალდებულო გახდება

2019 წლის პირველი იანვრიდან  ყველა მშობელი და მეურვე ვალდებული იქნება, თავის შვილს მოქმედი ეროვნული კალენდრით გავთვალისწინებული ვაქცინაცია ჩაუტაროს. შესაბამისი ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ დღეისთვის, საქართველოში მოსახლეობის იმუნიზაციით მოცვის დონე არასაკმარისია. ვაქცინაციაზე მოთხოვნას ხელს უშლის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: მოსახლეობის არასათანადო ცნობიერება ვაქცინების სარგებლისა და უსაფრთხოების შესახებ და მის მიმართ უნდობლობა; ასევე, ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინფორმაცია საზოგადოებასა და საინფორმაციო საშუალებებში, მშობლების უყურადღებობა და პასუხისმგებლობის დეფიციტი.

---

 

18.12.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=192642-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1

ცინცაძეების უმძიმესი გასაჭირი - ახალგაზრდა დედა 4 თვისა და 3 წლის შვილების გადასარჩენად დახმარებას ითხოვს

ახალგაზრდა დედა დახმარებას ითხოვს - ცინცაძეები ბათუმში ნათესავების მიერ დრეობით სარგებლობლობით გადაცემულ ფართში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. ერთ-ერთი ღირებული ნივთი მთელ სახლში ტელვიზორია, რომელიც ახლობლებმა შეუძინეს და კარადა რომლითაც ოთახი აქვთ გადატიხრული. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ორი პატარას, გაბრიელისა და სოფოს ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა. სამი წლის სოფოს უამრავ თანმხლებ დაავადებასთან ერთად, ხერხემლის დეფორმაცია აღენიშნება. პატარას დედა ამბობს, რომ მის შვილს მოკლე კისერი აქვს, უჭირს ყლაპვა და საკვების გადამუშავება. თავზე აქვს დიდი ზომის თაიქარი. ქალბატონის თქმით, პატარას თვალზე ოპერაცია აქვს გასაკეთებელი, რომლიც შეიძლება უკვე დაგვინებულიცაა. უსახრობის გამო სოფოს ვერ უკეთებენ მასაჟს, რომელიც დაბადებიდან აქვს დანიშნული. 4 თვის გაბრელს კი ყურისწინა წიაღის კისტა აქვს. ჩვილს არ უტარდება სათანდო მკურნალობა. მხოლოდ სითხეს უღებენ. გაბრიელს ასევე აღენიშნება წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი. დაბადებიან დღემდე ორივე პატარა იბრძვის სიცოცხლისთვის. აღსანიშნავია, რომ ცერცვაძეები სოციალურ შემწეობას არ იღებენ. იმისთის რომ ოჯახმა შეძლოს მცირეწლოვანების სრული გამოკვლევა საზოგადოების თანადგომა სჭირდება. ოჯახის დასახმარებლად კი ვაქვეყნებთ ორგანიზაციის ანგარიშის ნომრებს: საქველმოქმედო ზარი 0901200128 თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის ქვემოთ მოცემულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002

---

 

18.12.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=192592-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

"მისი სხეული იმდენადაა დეფორმირებული, რომ რთული დასადგენია რომელ მხარესაა გული, ფილტვი თუ კუჭი"- 39 წლის ანა სორდიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

39 წლის ანა სორდია ცერებრული დამბლით არის დაავადებული. მისი დედა ძალღონეს არ იშურებს, რომ ქალიშვილს სათანადო პირობები შეუქმნას, თუმცა საშინელი სიდუხჭირე არ იძლევა ამის საშუალებას. დედა-შვილი ცხოვრობს სოფელ ქვემო ჩხოროწყუში საკმაოდ დუხჭირ პირობებში. მათ დასახმარებლად ჩერნოვეცკის ფონდმა გასული წლის ზაფხულში საქველმოქმედო აქცია გამოვაცხა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 81 ადამიანმა. შემოწირულმა თანხამ შეადგინა 863 ლარი. ფონდმა შეიძინა ანასთვის მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და ჩაუტანა მას სოფელში. მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა. ერთი კვირის წინ, ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლები კვლავ ჩავიდნენ სოფელ ქვემო ჩხოროწყუში და გაესაუბრნენ ანას დედას- მთვარისა:. - როგორია დღეს თქვენი ქალიშვილის მდგომარება, არის თუ არა სასიკეთო ცვლილებები? -არა, მდგომარეობა არ შეცვლილა. მისი სხეული იმდენადაა დეფორმირებული, რომ რთული დასადგენია რომელ მხარესაა გული, ფილტვი თუ კუჭი... სერიოზული გამოკვლევაა საჭირო, ხოლო ამის საშუალება მე არ მაქვს და არც არასდროს მქონია. საიდან მოვიტანო მკურნალობის ფული? ჩვენ უკიდურეს სიღარიბეში ვცხოვრობთ. -გასული წლის ზაფხულში შემოწირული თანხით ნაყიდი მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები რამდენ ხანს გეყოთ? -5 თვე არ მიყიდია პამპერსი. ძალიან დიდი შვება ვიგრძენი ამ მხრივ. ანაზეც სასიკეთოდ იმოქმედა დასამშვიდებელმა წამალმა. უღრმესი მადლობა ადამიანებს, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეს ჩვენი გასაჭირი და გაგვიწოდეს დახმარების ხელი. ჩემო კეთილო ხალხი, უფალი გფარავდეთ მუდამ! -ჩვენი პუბლიკაციის შემდეგ თუ მოგაკითხათ ვინმემ? -არა, არავინ ყოფილა... აბა ვინ უნდა ჩამოვიდეს ამ მიყრუებულ სოფელში? ეს მარტო თქვენ შეგიძლიათ და მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმ სიკეთისთვის, რასაც თქვენი ფონდი აკეთებს. -მეზობლები გეხმარებიან ალბათ, არა? -ძალიან კეთილი მეზობლები მყავს, მაგრამ დღეს ჩვენს სოფელში ყველას უჭირს, რთული გახდა საკუთარი თავის რჩენა... -ამჟამად რა სახის დახმარება გესაჭიროებათ? - რა, კიდევ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ? ეს ნამდვილად რომ დიდი საახალწლო საჩუქარი იქნება ჩემი ანასთვის. სულ დალოცვილი ყოფილიყავით, ღმერთმა გაგაძლიეროთ... ბოდიში, რომ ვერ ვიკავებ თავს და ცრემლები მომდის... - ჩვენ მორიგ საქველმოქმედო აქციას გამოვაცხადებთ ანას დასახმარებლად. რა არის ახლა მისთვის ყველზე აუცილებელი? -პამპერსი, წამლები, სპეციალური კვება... -გინდათ, რომ მიმართოთ ხალხს? -ჩემო კეთილო ხალხო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას და მხნეობას! ღმერთმა ყველას აშოროს ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ვიღაცამ დანა ჩამარტყა. რთულია უყურო შვილის ტანჯვას, „ყარაულობდე“ მის თითოეულ ამოსუნთქვას... -გასაგებია, რომ თქვენი მთავარი სატკივარი არის ანას ჯანმრთელობა, მაგრამ არის თუ არა კიდევ ისეთი რამ, რაზეც ფიქრობთ გამუდმებით? - იცით, ძალიან მეშინია… პენსიაზე ვარ, ასაკს თავისი გააქვს, მაღალი წნევა დამჩემდა. ხშირად ვფიქრობ - რა ეშველება ჩემს შვილს მე თუ რამე მომივიდა?! ეს მაღელვებს ყველაზე მეტად. ღმერთო, მომეც ძალა, რომ რაც შეიძლება მეტ ხანს ვიყო ჩემი გოგოს გვერდით და ერთად გავუძლოთ ამ ტანჯვას. მეგობრებო, ჩაერთეთ ჩერნოვეცკის ფონდის აქციაში და თანადგომა აღმოუჩინეთ ანა სორდიას, შეუმსუბუქეთ მის დედას სნეული ქალიშვილის მოვლა. მოდით, ერთიანი ძალებით შევიძინოთ მათთვის საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და მედიკამენტები! ეს ჩვენი საახალწლო საჩუქარი იქნება! ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანა სორდია). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/293-sordia/

---

 

 

 ​