From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-20.03.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 20.03.2019 08:49
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 20.03.2019

ტელევიზია

20.03.2019

არხი: I არხი

გადაცემა:  მოამბე 09:00

კახეთის რეგიონში წითელას 269 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ფილიალში კახეთში აცხადებენ, რომ მწვვავე ვირუსული ინფექციის მაღალი მაჩვენებელი საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებშია. რეგიონში ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგი საკმარისია და კახეთის რეგიონის გუბერნიის დახმარებით ვაქცინაციის ცასატარებლად, როგორც სახელმწიფო ასევევ კერძო სექტორში მბოილური ჯგუფები ადგილზე მივლენ. წითელას საწინააღმდეგო აცრა 18 იანვრიდან დღემდე კახეთის მასშტაბით 8400-ა ადამიანმა უკვე ჩაიტარა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5950310

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5950517

---

 

20.03.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 09:00

საქველმოქმედო მიზნით შეგროვილი თანხის გაცემაზე ბარბარე პაპუნაშვილს ოჯახისთვის უარს აცხადებს "ლიბერთი ბანკი". ამის მიზეზად ბანკში ოჯახის მიერ საპენსიო სესხის წინასწარ დახარჯვას ასახელებენ. თანხა 7 წლის ბარბარეს ოპერაციისთვის გროვდება. საუბარია სამი დღის განმავლობაში დარიცხულ დაახლოებით 1000 ლარზე, რომელიც ოჯახს წინასაოპერაციო პროცედურებისთვის სჭირდება. მორიგი ოპერაცია პატარა ბარბარეს კვლავ თურქეთში უტარდება. თანხის ნაწილი ოჯახს ჯანდაცვის სამინისტრომ გადაურიცხა. სრული თანხის შესაგროვებლად პაპუნაშვილებს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვთ. 7 წლის ბარბარეს ხერხემლის თიაქარი აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5950309

---

 

20.03.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 09:00

გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალის" ექიმის წინააღმდეგ პაციენტს დღეს ჯანდაცვის სამინისტროში საჩივარი შეაქვს. ხვიჩა სამადაშვილი ნუკრი ბაღაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. სამადაშვილი ამტკიცებს, რომ ექიმი კლინიკაში მყოფ პაციენტებს აიძულებს მისთვის სასარგებლო ჩვენება მისცეს, სანაცვლოდ კი უფასო მკურნალობას დაპირდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5950307

---

 

19.03.2019

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 21:00

100-ზე მეტი ოჯახი ითხოვს დახმარებას ქობულეთში. საუბარია დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებზე, რომლებიც დაბა ჩაქვში ყოფილი სკოლის შენობაში ცხოვრობენ. ეს შენობა 90-იან წლებში მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, შემდეგ კი რესტავრაცია ჩაუტარდა, წინა ხელისუფლების დროს, 2010 წელს. იქ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები თავიდანვე მარტივად იყო შესამჩნევი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5950069

---

 

19.03.2019

არხი: მაესტრო

გადაცემა:  მაესტროელები

შრომა და დასაქმებულთა უფლებები. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5949851

---

 

19.03.2019

არხი: იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 17:00

ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლებმა შვიდი თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მორიგი აქცია გამართეს. ამბობენ რომ თუ მოთხოვნები დროულად არ შესრულედება აქციები პერმანენტული გახდება. დასაქმებულები შიმშილობასაც არ გამორიცხავენ. აქციის თანამშრომლების მოთხოვნებს წერილობით უპასუხა ქარხნის ადმინისტრაციამ, მათი განცხადებით უცხოეთიდან ფულადი სახსრები ელმავალმშენებლის ანგარიშზე დღეს გადმოირიცხა და დავალიანებები ხვალ სრულად გაიცემა. რაც შეეხება საწარმოო პროცესს, ის აპრილიდან ეტაპობრივად განახლდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5949530

---

 

 

ინტერნეტი

20.03.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/socialurad-daucveli-ojakhebistvis-bavshvta-50-lariani-dakhmarebis-gacema-dgheidan-daiwyeba/

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბავშვთა 50-ლარიანი დახმარების გაცემა დღეიდან დაიწყება

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბავშვთა 50-ლარიანი დახმარების გაცემა დღეიდან დაიწყება. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) ჩარიცხვა დღეს, საღამოს საათებში დაიწყება და ეტაპობრივად ყველა მომხმარებლის ანგარიშზე აისახება. „100 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე 50 ლარის ოდენობის შემწეობას იღებს. რიგ მუნიციპალიტეტებში, ზემოაღნიშნული 50 ლარის ოდენობის საარსებო შემწეობა გაიცემა ფულის სახით, ანუ თანხა ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე და შესაძლებელი იქნება სრულად განაღდება. მუნიციპალიტეტების ნაწილში, 16 წლამდე ასაკის წევრისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი შემწეობიდან, 20 ლარი ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე (თანხის განაღდების უფლებით), ხოლო დარჩენილი 30 ლარი „ბავშვის კვების ბარათზე“ (ბარათიდან თანხის განაღდების უფლების გარეშე).“, – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში. მათივე ინფორმაციით, „ბავშვის კვების ბარათით” შესაძლებელია მხოლოდ სურსათის შეძენა და დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს ყიდვა. „ბავშვის კვების ბარათს“ (ისევე როგორც ოჯახის საბანკო ბარათს) გასცემს სს – „ლიბერთი ბანკი“ ოჯახის იმ სრულწლოვან პირზე, რომელიც განსაზღვრულია საარსებო შემწეობის თანხის მიმღებად. „ლიბერთი ბანკის” ფილიალებიდან „ბავშვის კვების ბარათისა“ და საარსებო შემწეობის თანხის გატანა ხვალიდან, 21 მარტიდან იქნება შესაძლებელი. „ბავშვის კვების ბარათით“ სარგებლობა შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტებში“ , – აცხადებენ სააგენტოში.

---

 

20.03.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=200269-%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%2C+%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%2C+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90&fbclid=IwAR2zI_CtPZbPMKBhsi7ckmHGFK7AsvBaO_r4OLNfU6HFflaPAnSUw9uc8qc

"მისი გული თითქმის წყვეტს ფუნქციონირებას..."- ახალგაზრდა კაცი უსახსრობის გამო სასწრაფო ოპერაციას ვერ იკეთებს

როლანდ ნოღაიდელის უმძიმესი დიაგნოზის შესახებ "ნიუპოსტის" მკითხბელმა იცის. ახალგაზრდა მამაკაცს ესაჭიროება გულის გადანერგვა, მინსკსში. სამწუხაროდ თანხის ვერ შეგრვების გამო როლანდის მდომრეობა კრიტიკულად მძიმეა.  "მისი გული თითქმის წყვეტს ფუნქციონირებას. ამ წამს მის გადარჩენითვის იბრძვიან ქართველი ექმიები. მინსკიდან ჩამოვიდა ექიმიც, რომლის ვიზიტი და კვლევა დაახლოებით 3 ათასი ლარი ჯდება. სამწუხაროდ, სოფელში მცხვრებ ოჯახს არნირი შესაძლებლობა აღარ დარჩა. ერთდერთი შანსი მისი გადარჩენის არის ამ წამს სპეცლისტის მერე კვლევების ჩატარება. სამწუხაროდ ჩვენი დახმრების გარეშე შეიძლება ახალგაზრდა კაცი დაიღუპოს. როლანდის ოჯახს ესაჭიროება ფინანსური მხარდაჭერა. გთხვთ დაეხმაროთ თუნდაც 1 ლარით"- აცხადებს საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანის" წარმომადგენელი.

დანიშნულებაში მიუთითეთ როლანდ ნოღაიდელი დახმარების მსურველთათვის ქვემოთ მითეთბულა ორგანიზაციის ანგარიშის ნომერი. 0901200128 საქველმოქმედო ზარი თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ

---

 

19.03.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/349701/

მუშები ისევ იღუპებიან — რატომ ვერ მუშაობს სისტემა

გასულ შაბათს თბილისში მშენებარე კორპუსზე მუშაობისას სამი მუშა გადმოვარდა. ორი მათგანი დაიღუპა, ერთი მძიმედაა. დაეკისრება თუ არა რაიმე პასუხისმგებლობა დამსაქმებელს? როგორ უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო დასაქმების ადგილებზე, მათ შორის მშენებლობებზე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს? “იმ დღეს პირველად წავიდა სამუშაოზე” ნოდარ ჩაკვეტაძე, შალვა ფუტკარაძე და ვეფხვია ხუჭუა ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის (ყოფილი ნარიმანოვის) ქუჩაზე მშენებარე კორპუსების კომპლექსზე მღებავებად მუშაობდნენ. ჩაკვეტაძე იქვე, მშენებარე კომპლექსისგან 400-იოდე მეტრით დაშორებულ კორპუსში ცხოვრობდა, ფუტკარაძე ზესტაფონიდან იყო, ხუჭუა კი სამტრედიიდანაა. გასულ შაბათს, 16 მარტს, სამივე მათგანი 15-სართულიანი კორპუსის გარე ფასადს ღებავდა. ისინი ერთსა და იმავე, დაახლოებთ 5 მეტრის სიგრძის ხარაჩოზე იდგნენ მე-11 სართულთან. შრომის სამინისტროს თანახმად, ამ დროს ბაგირი, რომლითაც ხარაჩო კორპუსზე იყო ჩამოკიდებული, [ერთ-ერთ მხარეს] მოწყდა და სამივე მათგანი ჩამოვარდა. ხარაჩო, რომელზეც ისინი იდგნენ. 18.03.2019. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი შალვა ფუტკარაძე ადგილზე გარდაიცვალა; ნოდარ ჩაკვეტაძე და ვეფხვია ხუჭუა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 53 წლის ჩაკვეტაძე იმავე დღეს, რამდენიმე საათში გარდაიცვალა. 19 მარტის მონაცემებით, მესამე მათგანის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მას სხვადასხვა ტიპის დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის, ქალა-ტვინის არეში. იგი ამჟამად კვლავ მართვით სუნთქვაზეა. ნოდარ ჩაკვეტაძე 16 მარტი ამ მშენებლობაზე ნოდარ ჩაკვეტაძის პირველი და უკანასკნელი სამუშაო დღე იყო. მეზობლებისა და ნათესავების თანახმად, გადმოვარდნისას ერთი საათის გასულიც კი არ იყო სამუშაოზე. დამსაქმებელი ორთაჭალაში, ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების კომპლექსი — “მონოლით სითი” (ანუ “მონოლითური ქალაქი”) — უკვე მესამე წელია შენდება. კომპლექსში ხუთი ბლოკია: ერთი შვიდსართულიანია, ერთი — რვა, ერთი — თორმეტი, ორი კი, 15-სართულიანი. აქედან ორი კორპუსი უკვე აშენებულია. მშენებლობის დამკვეთი 2013 წელს დაფუძნებული კომპანია (შპს) “მონოლით ჯგუფია”. “მონოლით სითის” მაკეტი — კორპუსების კომპლექსი, რომლის მშენებლობაზეც 2 ადამიანი დაიღუპა. წყარო: მონოლით ჯგუფის ვებგვერდი კომპანიის ვებგვერდზე წაიკითხავთ, რომ “მონოლით სითი” “თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსია”, რომლის მშენებლობაშიც “მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები გამოიყენება”. გაურემონტებელი ბინების (თეთრი კარკასის) ფასი, კორპუსების და სართულების მიხედვით, 82 ათასიდან 243 ათას ლარამდე მერყეობს. მშენებელი კომპანია “ემ ჯი ალიანსია”, რომლის 75%-ის მფლობელიც “მონოლით ჯგუფია”. ორივე კომპანიის დირექტორი მოქალაქე ზაზა იჩქიტიძეა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” შემწირველად ფიქსირდება — მან 20 000 ლარი შესწირა პარტიას. იჩქიტიძე არცერთ ამ კომპანიაში წილებს არ ფლობს. “მონოლით ჯგუფს” ხუთი მესაკუთრე ჰყავს, რომელთაც კომპანიის 20-20 პროცენტი აქვთ გადანაწილებული. ესენი არიან პაატა ფირცხალაიშვილი, ეკა ფოცხიშვილი, ზვიად დარახველიძე, მამუკა ჩირგაძე და ზურაბ ჯულუხიძე. ზაზა იჩქიტიძემ 16 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაღუპულებსა და დაშავებულს უსაფრთხოების ღვედები ჰქონდათ, “მაგრამ, როგორც ჩანს, არ იყვნენ ამ ღვედებით დამაგრებულები”. თუმცა დასძინა, რომ ეს მისი ვარაუდი იყო და არა დაზუსტებული ინფორმაცია. მისივე განმარტებით, უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის კომპანიას სპეციალური სამსახური ჰყავდა დაქირავებული. “მონოლით სითი” ახლა. 18.03.2019. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი როგორც ნეტგაზეთს ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, ინსპექტორებმა 16 მარტსვე გამოავლინეს, რომ ადგილზე “დარღვეული იყო სიმაღლეზე შესასრულებელი სამუშაოსადმი წაყენებული მოთხოვნები, სამუშაო აღჭურვილობის ექსპლუატაციის წესები და არ ხდებოდა საფრთხის შეფასებაზე დაფუძნებული შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის წარმართვა”. ფერაძის თქმითვე, სამშენებლო ობიექტს ისევ სწავლობენ ინსპექტორები; ინსპექციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, დაეკისრება თუ არა რაიმე ტიპის სანქცია კომპანიას. 17 მარტს ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში ეწერა, რომ “ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა შეაჩერა სამშენებლო პროცესი”. თუმცა 18 მარტს ნეტგაზეთის რეპორტიორმა, რომელიც მშენებლობაზე იმყოფებოდა, ნახა, რომ იქ კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები. მუშები მშენებლობაზე. 18.03.2019. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია. 18.03.2019 18 მარტს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ისევე როგორც “მონოლით ჯგუფის” წარმომადგენელმა, ნეტგაზეთთან საუბარში დაადასტურა, რომ მხოლოდ საფასადე სამუშაოები შეაჩერეს. სტატისტიკაში ჩაკარგულები 14 მარტს, ამ შემთხვევამდე ორი დღით ადრე, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მშენებარე სახლიდან გადმოვარდნის შედეგად კიდევ ერთი მუშა დაიღუპა. კიდევ უფრო ადრე, თებერვალში, შარტავას ქუჩაზე მშენებლობიდან შუახნის კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია 2019 წელს საწარმოო ადგილებზე დაღუპულების სტატისტიკა. 2018 წელს კი ეს რიცხვები ასეთი იყო: საწარმოო შემთხვევების შედეგად 199 ადამიანი დაშავდა, 59 დაიღუპა. 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ანუ 8 წლის განმავლობაში, საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა. საწარმოო შემთხვევების შესახებ გამოძიება 240-ე მუხლით იწყება ხოლმე, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმთელობის დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ნეტგაზეთისთვის უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს საქართველოს რაიონული სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მსჯავრდებულ იქნა 34 ადამიანი, 2018 წლის 11 თვეში კი — 32 ადამიანი. წლების განმავლობაში შრომით უფლებებსა და უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანიზაციები, აქტივისტური ჯგუფები და პროფკავშირები სახელმწიფოს მოუწოდებდნენ, მიეღო შრომის კოდექსი, გაეაქტიურებინა ქმედითი შრომის ინსპექცია, აემაღლებიან შრომის უსაფრთხოების სტანდარტები, მინიმუმამდე შეემცირებინა სამუშაო ადგილებზე ფატალური შედეგები და ა.შ. მოთხოვნების ნაწილი შესრულდა ან სრულდება, თუმცა, ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების თანახმად, ამ მიმართულებით სწრაფად არის გადასადგმელი ნაბიჯები. ხარვეზები პოლიტიკაში პარლამენტმა 2018 წლის 7 მარტს მიიღო კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რასაც ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფები ადვოკატირებდნენ. ახლახან, 2019 წლის 19 თებერვალს, მის განახლებული ვერსიას უფრო მაღალი, ორგანული კანონის სტატუსი მიენიჭა. კოტე ერისთავი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, პარლამენტის ამ ნაბიჯს დადებითად აფასებს: “გარკვეული მიმართულებებით წინ გადაიდგა ნაბიჯები და იგეგმები დამატებით მნიშვნელოვანი ცვლილებები. თუმცა კიდევ ბევრი ხარვეზი რჩება როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური ჩარჩოს დონეზე”, — ამბობს იგი. მაგალითად: ახალი კანონით, შრომის ინსპექციის მანდატი დასაქმების უკვე ყველა სექტორზე გავრცელდება და არამხოლოდ რამდენიმეზე; ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტს ენიჭება უფლებამოსილება, კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეამოწმოს სამუშაო ადგილი. ეს ცვლილება ძალაში 2019 წლის პირველი სექტემბრიდან შედის. კოტე ერისთავი, EMC-ის სოციალური პროგრამის დირექტორი. სქრინშოთი: Artarea/Frontline Club თუმცა, როგორც კოტე ერისთავი გვეუბნება, “უკანასკნელმა ტრაგიკულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა აღარ იცდის; რომ აუცილებელია, დღეიდანვე, ყოველგვარი გადავადების გარეშე, დაიშვან ინსპექტორები საწარმოებში”. ერისთავის თანახმად, სრულად ვერც ეს აღმოფხვრის ფატალურ შემთხვევებს “მანამ, სანამ ინსტიტუციურად არ გაძლიერდება შრომის ინსპექცია”. მან ამისთვის რამდენიმე ნაბიჯი ჩამოგვითვალა: “პირველ რიგში, აუცილებელია კვლევის ჩატარება, სად, რამდენი, როგორი ინსპექტორია საჭირო. ამის მიხედვით უნდა გაიზარდოს ინსპექტორთა რაოდენობა, მოხდეს მათი გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, გაჩნდეს რეგიონალური წარმომადგენლობები, ინსპექტორს თბილისიდან არ უწევდეს სიარული სხვადასხვა რეგიონში საწარმოების შესამოწმებლად”. “აუცილებელია ინსპექციის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. დღეს დეპარტამენტი ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და, მაგალითად, იგივე სოცმუშაკების შემთხვევა რომ ავიღოთ, — სოცმუშაკებისა, რომლებიც სავარაუდოდ იქით კვირას გაიფიცებიან, — კარგი მაგალითი იქნება პოტენციურად სერიოზული ინტერესთა კონფლიქტისა, როცა დამსაქმებელიც და შრომის ინსპექტორიც ერთი და იგივე უწყებაა”. “სისტემის მშენებლობა 0-დან” იმის მიუხედავად, რომ შარშან პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად დაშავებულ და დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა გაზრდილი იყო. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ კანონი, რუმელიც მარტში მიიღეს, ძალაში 2018 წლის პირველ სექტემბერს შევიდა [რის გამოც კანონის ქმედითობის შეფასება ნაადრევია]. ხოლო იმისთვის, რომ სისტემამ გამართულად იმუშაოს, დროა საჭირო. “რაც გაკეთდა უსაფრთხოების კუთხით, რაც კი არის ევროპული სტანდარტი, მაგ კუთხით მიღებული გვაქვს კანონმდებლობა”, — ამბობს ზოიძე. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძე. ფოტო: პარლამენტი “სხვა თემაა, შრომის ინსპექციას, რომელიც ნულიდან შენდება, რამდენად აქვს უნარი, რომ კანონით გათვალისწინებული რეგულაციების კონტროლი განახორციელოს. ამას დრო სჭირდება”, აცხადებს იგი და დასძენს, რომ ინსპექტორების დამატება ნამდვილად საჭიროა. “დღეს არის 40 ინსპექტორი. 90-მდე მაინც უნდა ავიდეს მათი რიცხვი”, — გვეუბნება იგი. ზოიძის თანახმად, გამოსავალი მხოლოდ შრომის ინსპექციაში არ არის. მან ჩამოთვალა რამდენიმე ფაქტორი, რაც მშრომელთა ზრუნვაზე მიმართული სისტემის მუშაობისთვისაა საჭირო: სასამართლო განაჩენები უნდა დგებოდეს მკაცრად და პრევენციული ეფექტი უნდა ჰქონდეს დამნაშავის დასჯის კუთხით; უნდა დადგეს როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ასევე, ოჯახმა უნდა მიიღოს კომპენსაცია. კომპენსაციაც უნდა იყოს და ციხეშიც უნდა წავიდეს. სხვა შემთხვევაში პრევენციული ეფექტი არ ექნება. უნდა არსებობდეს უბედურ შემთხვევათა დაზღვევა. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ საბაზრო მექანიზმები ჩაერთოს და საბაზრო კომპანიამ გააკონტროლოს უსაფრთხოების პირობები. რაც მთავარია, თვითონ კომპანიებმა უნდა დაიცვან ეს ყველაფერი; დაქირავებული ჰყავდეთ შესაბამისი სპეციალისტები ან კომპანიები, ვინც მათ უსაფრთხოების სისტემას აუწყობს; ეს არის მრავალეშელონიანი სისტემა, რომელსაც, გარდა საკანონმდებლო რეგულაციებისა, სჭირდება დრო და შესაბამისი ინვესტიციები, მათ შორის ბიზნესის მხრიდან. კაკი ზოიძის თანახმად, “სანამ უფრო ძვირი არ დაჯდება შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების არდაცვა, ვიდრე დაცვა, მანამდე პრობლემა იარსებებს. იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ რაც უნდა იდეალური სისტემა გვქონდეს ქაღალზე გაწყობილი, უბედური შემთხვევები არ მოხდება. უბრალოდ, მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ეს შემთხვევები და მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან”. საზოგადოებრივი წნეხი როგორ უნდა გაუჩნდეს დამსაქმებელს მოტივაცია, უსაფრთხოების სტანდარტები დაიცვას? კოტე ერისთავის აზრით, იმისთვის, რომ დამსაქმებელს ეს მოტივაცია თავად გაუჩნდეს, “აუცილებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს ისეთი დასაქმების პოლიტიკა და სოციალური დაცვის სისტემა, რაც შესაძლებლობას მისცემს დასაქმებულს, თავად მოსთხოვოს დამსაქმებელს შრომის უსაფრთხო გარემოც და უკეთესი პირობებიც”. “მაგალითად, აუცილებელია, სახელმწიფომ დაინახოს ის უზარმაზარი პრობლემა, რაც ერთ საწარმოზე მიბმულ ქალაქებს, როგორიც ტყიბული და ჭიათურაა, აქვთ. ეკონომიკის დიფერენციაციის გარეშე [პოტენციური დასაქმების სხვა სფეროების გარეშე], სამწუხაროდ, ტყიბულელ მუშას რეალური ალტენრატივა არ აქვს და უწევს, ჩაძვრეს მე-19 საუკუნის სტანდარტებით გაწყობილ მაღაროში”. თუმცა კოტე ერისთავი ეჭვობს, რომ “რეფორმა შუა გზაში გაიჭედება, თუ საზოგადოება არ ამოიღებს ხმას და, პირველ რიგში, არ გაიაზრებს, რომ ხარაჩოდან გადმოვარდნილი ყოველი მუშა ჩვენი, როგორც საზოგადოების, გულგრილობის და დუმილის ბრალია”. ტყიბულის შახტი. ფოტო: მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები “ამ გულგრილობით და დუმილით არა მარტო ვწირავთ დაუცველ მუშებს სიკვდილისთვის, არამედ ვეხმარებით იმ ბიზნეს და პოლიტიკურ ელიტებს, რომლებიც დაუცველი მუშების არსებობით მდიდრდებიან”.

---

 

19.03.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/252448-jandacvis-msoflio-organizaciis-saqartvelos-ofisis-axali-xelmzrvanelis-wardgena

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახალი ხელმძღვანელის წარდგენა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს, სილვიო დომენტეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ის აქტუალური საკითხები, რომლებზეც ჯანმო და ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს წლებში ერთობლივად იმუშავებენ. სილვიო დომენტეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და როგორც მან აღნიშნა, ის კარგად იცნობს იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოსა და მის მსგავს სხვა ქვეყნებში არსებობს. მან აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა ჯანმოს საქართველოს ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, მარიან ივანუშას მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ქვეყანაში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერისთვის. მარიან ივანუშამ დადებითად შეაფასა საქართველოს გეზი ჯანდაცვის სექტორის განივთარების მიმართულებით და რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი გამოყო: „მიხარია, რომ მომეცა საქართველოში მუშაობის შესაძლებლობა. ამ წლების მანძილზე მე მომიწია ურთიერთობა სამინისტროს პროფესიონალ თანამშრომლებთან და დარგის გამოცდილ ექსპერტებთან, რომლებსაც საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვთ ჯანდაცვის სექტორი განივთარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც წამოიწყო საქართველოს მთავრობამ, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თამბაქოს კონტროლი, სტრატეგიული შესყიდვების რეფორმა, დაფინანსების DRG სისტემაზე გადასვლა, მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და მათი ხარისხის ახალი სტანდარტების დანერგვა“. ღონისძიების ბოლოს ჯანდაცვის მინისტრმა მარიან ივანუშას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/537838-davit-sergeenko-jandacvis-msoplio-organizaciis-sakartvelos-opisis-axal-xelmzgvanels-shexvda/

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/davit-sergeenko-djandacvis-msoflio-organizaciis-saqartvelos-ofisis-axal-xelmdzgvanels-shexvda

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/janmrtelobis-msoflio-organizacias-saqartveloshi-akhali-warmomadgeneli-hyavs/?fbclid=IwAR2ZmRlvrPnTuItgfzKo52dwBc7HR0jcbW-5braw7SUEW5G79s-MzGGqfps

---

 

19.03.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/206490-kakhethshi-bolo-erthi-kviris-ganmavlobashi-tsithelas-athobith-shemthkhveva-dafiqsirda.html?lang=ka-GE

კახეთში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში წითელას ათობით შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კახეთში წითელას ათობით შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონის მასშტაბით სულ 269 ადამიანია ინფიცირებული, თუმცა არცერთი მათგანი საავადმყოფოში არ არის მოთავსებული. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი ამბობს, რომ თებერვალთან შედარებით წითელას მიმართვიანობამ იკლო, თუმცა ყოველკვირეულად 25-მდე ახალი შემთხვევა მაინც ფიქსირდება. ხიზანიშვილი მოსახლეობას ვაქცინაციის ჩატრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ,,საქართველოში წითელას ვაქცინის მარაგი საკმარისია და როგორც იცით სახელმწიფო აფინანსებს. არამარტო სახელმწიფო, არამედ კერძო სექტორთანაც გუბერნატორის ადმინისტრაციის დახმარებით ვგეგმავთ ვაქცინაციის ჩატარებას. ჩვენი მობილური ბრიგადა ადგილზე მივა და ყველა მათგანს ჩაუტარებს აცრას, ეს მოხდება მათი სამსახურიდან გაუსვლელად . ამ შემთხვევაში დაწესებულებას ექნება უკვე დოკუმენტები რომ მათი თანამშრომლები ამ დაავადებისგან დაცულები არიან"- ამბობს ნელი ხიზანივილი. მიმდინარე წლის 19 ინავრიდან დღემდე რეგიონის მასშტაბით, წითელაზე , 8 ათას 400 ადამიანი აიცრა. დაავადების ყველაზე დიდი მაჩვენებლით ისევ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ლიდერობს.

---

 

19.03.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1553012140-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%92%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%98%E1%83%91%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C

ადგილი, სადაც ბავშვები ონკო-დაავადებებითა და თანდართული პათოლოგიებით იბადებიან

ლილოს ნაგავსაყრელის მიმდებარე სოფლებში ონკო დაავადებების რიცხვმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სოფელ ნასაგურშია. აქ ყოველი მეორე ბავშვი თანდართული მძიმე პათოლოგიით იბადება. სოფელში, რომელიც ნაგავსაყრელიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს 24 საათის განმავლობაში გაუსაძლისი, მძაფრი სუნია. ადგილობრივებს ხეხილი უხმებათ. ვენახები ნაგავსაყრელიდან ქარით მოტანილი ნარჩენებით და პოლიეთილენის პარკებით არის მოფენილი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.მდგომარეობა განსაკუთრებით გაუსაძლისია ზაფხულობით, როდესაც სუნი კიდევ უფრო მძაფრდება. ასეთ პირობებში ადგილობრივები უკვე მეცხრე წელია ცხოვრობენ. მას შემდეგ,რაც ქალაქის მთავარი ნაგავსაყრელი თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სწორედ ლილოში გადმოიტანა. 2010 წელს, როდესაც ლილოში ნარჩენების პოლიგონი გაიხსნა აქვე ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება დაანონსდა, თუმცა ეს ამ დრომდე არ მომხდარა. ნახეთ, დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და ქართული ოცნების მმართველობის პირობებში უკვე წლებია გრძელდება.

---

 

19.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/537824-elmavalmshenebeli-karxnis-tanamshromlebi-saxelpaso-davalianebis-anazgaurebis-motxovnit-akcias-martaven/

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით აქციას მართავენ

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი ქარხნის ტერიტორიაზე აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათ სახელფასო დავალიანების დაფარვის დაპირება ქარხნის ადმინისტრაციისგან 5 მარტს მიიღეს. გაერთიანებული პროფკავშირის ინფორმაციით, „ელმავალმშენებელი“ ქარხნის ინვესტორმა პირობა დაარღვია, კერძოდ, წერილობითი აღებული ვალდებულებით, მუშებს 6-თვიანი დავალიანება 19 მარტს უნდა დარიცხოდათ. აქციის მონაწილეები „ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან და დაშლას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

---

 

19.03.2019

მედიასაშუალება: http://www.newsreport.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/article/2969--ara-monobas-supermarketis-konsultanti-gogonas-skandaluri-videomimarthva?fbclid=IwAR2hDyyzjv5jBOfJggoW3RoEcHc4k3WQ3Mf9ECCCEOtsGD1qd6fxn2GMxag

“არა მონობას!“. სუპერმარკეტის კონსულტანტი გოგონას სკანდალური ვიდეომიმართვა

მარიამ გვალია, რომელიც სუპერმარკეტ “სპარში“ ექვსი თვის მანძილზე მუშაობდა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ყვება რა მძიმე პირობებში უწევთ კონსულტანტებს მაღაზიაში მუშაობა და როგორ არ იცავს მათ არანაირი კანონი. მარიამ გვალიას მიერ მოყოლილი ისტორია ერთადერთი არ არის. მძიმე შრომის პირობებზე და მიზერულ ანაზღაურებაზე სხვადასხვა დროს არაერთი სუპერმარკეტების ქსელის თანამშრომლები საუბრობდნენ. “გიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას სპარის მარკეტში მუშაობისას და მაინტერესებს, არსებობს თუ არა იმაზე მეტი პრობლემა საქართველოში, ვიდრე  შრომის კოდექსია!!! #არამონობას #არასპარს“ – ასეთი კომენტარი დაურთო მარიამ გვალიამ საკუთარ ვიდეოს.

---

 

19.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/537735-beka-nacvlishvili-kveqanas-datovebs-qvela-garibi-adamiani-da-sakartvelo-darcheba-mxolod-da-mxolod-magalshemosavlian-mdidrebs/

ბექა ნაცვლიშვილი - ქვეყანას დატოვებს ყველა ღარიბი ადამიანი და საქართველო დარჩება მხოლოდ და მხოლოდ მაღალშემოსავლიან მდიდრებს

მალე გადავიქცევით ქვეყნად, რომლის ერთადერთი ექსპორტი სამუშაო ძალა იქნება. საბოლოო ჯამში, ქვეყანას დატოვებს ყველა ღარიბი ადამიანი, - ამის შესახებ დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, 2018 წელს საქართველო თავშესაფრის მოთხოვნის სურვილით, მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, 17 900-მა ადამიანმა დატოვა. ნაცვლიშვილმა ყურადღება გაამახვილა სოციალურ პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება სავალალო მდგომარეობაშია. „ამ კვირაში მიმდინარეობს შრომითი მედიაცია სოციალურ მუშაკებსა და ჯანდაცვის სამინისტროსშორის. პირდაპირ რომ გითხრათ, სოციალური მუშაკები არიან ერთადერთი რგოლი ჯანდაცვის უწყებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვების შენარჩუნებას ბიოლოგიურ ოჯახებში, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი მოკლებულები არიან ყველანაირ შესაძლებლობას, სრულფასოვნად შეასრულონ თავიანთი ვალდებულება, იმ გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო, მათი შრომითი პირობების გამო და ოჯახზე ზრუნვის ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. ეს არის ჩვენი სავალალო სოციალური პოლიტიკის ბრალი. ჩვენი სოციალური პოლიტიკა არ არის ადამიანების განვითარებაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა, ეს არის ადამიანების ფიზიკურ შენარჩუნებაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა. ამიტომ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სოციალური პოლიტიკა ქვეყანაში არ გვაქვს. ამას ყოველთვის ვამართლებთ იმით, რომ ვართ ღარიბი ქვეყანა. ჩვენ არ ვართ ღარიბი ქვეყანა, ჩვენ ვართ ყველაზე უთანასწორო ქვეყანა, რაც შეიძლება ზოგადად წარმოვიდგინოთ. განსხვავება როგორც შემოსავლების ჯგუფებს, ასევე მდიდარსა და ღარიბს შორის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ 2018 წელს ქვეყანა თავშესაფრის მოთხოვნის სურვილით, მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, დატოვა 17 900-მა ადამიანმა. სამწუხარო რეალობაა, რომ ამდენი ადამიანის გამო გვიწევს ცირკულარულ მიგრაციაზე ფიქრი, მაგრამ მალე გადავიქცევით ქვეყნად, რომელსაც ერთადერთი ექსპორტი სამუშაო ძალა ექნება. საბოლოო ჯამში, ქვეყანას დატოვებს ყველა ღარიბი ადამიანი და საქართველო დარჩება მხოლოდ და მხოლოდ მაღალშემოსავლიან მდიდრებს. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზროთ როგორც ეკონომიკის პოლიტიკა, ასევე სოციალური პოლიტიკა. როდესაც სოციალურ მუშაკების საკითხი დაისვა, იქ იყო პასუხი, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. ახლა არ არის სამუშაო ჯგუფის შექმნის დრო, ახლა არის მყისიერი ქმედების დრო და ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხის გამოყოფის აუცილებლობა, რომ მათ სრულფასოვნად გააგრძელონ მუშაობა და ფუნქციონირება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

---

 

19.03.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/252427-dimitri-xundaze-farmacevtuli-bazari-dres-deformirebulia-da-rogorc-jandacvis-seqtors-ise-mosaxleobas-mzime-tvirtad-awevs-

დიმიტრი ხუნდაძე: ფარმაცევტული ბაზარი დღეს დეფორმირებულია და როგორც ჯანდაცვის სექტორს, ისე მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს

„ხარისხიანი და უსაფრთხო მედიკამენტებით დროულად მკურნალობამ შეიძლება, გააუმჯობესოს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - აცხადებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის სწორად ფორმირება. დღეს ფარმაცევტული ბაზარი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად ისევ რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამ მიმართულებით 2013 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ვგულისხმობ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. თუმცა სამედიცინო სერვისებით მოსახლეობის უზრუნველყოფა საკმარისი არ არის. ამ სექტორში სასურველი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის სწორად ფორმირება, ხარისხიანი ფარმაცევტული პროდუქტის ხელმისაწვდომობის გაზრდა, როგორც გეოგრაფიული, ისე ფინანსური. სამკურნალო საშუალებების ხარისხი და ხელმისაწვდომობის საკითხები ხშირად ერთად განიხილება, ვინაიდან მათ თანაბარი გავლენის მოხდენა შეუძლია ჯანმრთელობაზე. ხარისხიანი და უსაფრთხო მედიკამენტებით დროულად მკურნალობამ, შეიძლება გააუმჯობესოს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეამციროს როგორც ჯიბიდან დანახარჯები, ისე ძვირად ღირებული სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო ფინანსები. საქართველომ დროულად უნდა მოახერხოს GMP საერთაშორისო სტანდარტზე გადასვლა, რაც დაარეგულირებს ქვეყნის შიგნით წარმოებული მედიკამენტების ექსპორტს და გაზრდის ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. დღემდე პრობლემად რჩება „სააფთიაქო ნარკომანია“. უკანასკნელ წლებში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. როგორც ჩანს, ამ დანაშაულს ფულადი ჯარიმების დაკისრებით ვერ შევაჩერებთ. საჭიროა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღება, რაზეც ჯანდაცვის კომიტეტი მუშაობას დაიწყებს. ჩვენ, შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურად ვიმუშავებთ ამ სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე, საკანონმდებლო ბაზის რევიზიაზე და საჭირო მექანიზმების შემუშავებაზე“. - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

---

 

19.03.2019

მედიასაშუალება: http://bfm.ge/sheadaret-saqartveloshi-arsebuli-wamlebi-amerikulsa-da-evropuls/

შეადარეთ საქართველოში არსებული წამლები ამერიკულსა და ევროპულს

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება საკუთარ ვებ გვერდზე: http://www.ugma.ge/ge/ — ამერიკის შეერთებულ შტატებში დაშვებული და ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული მედიკამენტების საძიებლების ბმულებს აქვეყნებს. აღნიშნული საძიებელი ბმულით, მომხმარებლებს შეუძლიათ ერთი ღილაკის მეშვეობით გადავიდნენ შესაბამის ბმულებზე და მოძებნონ ის მედიკამენტები, რომელთა გამოყენებაც ხდება აშშ-სა თუ ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველოს მოსახლეობისთვის საინტერესო იქნება ამ ბაზის საშუალებით შედარება გააკეთონ საქართველოს ბაზარზე არსებულ წამლებსა და აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში მიმოქცევაში არსებულ მედიკამენტე შორის. შეადარონ, რამდენად გამოიყენება საქართველოში არსებული წამლები დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნებში არსებულთან მიმართებით და გამოიყენება თუ არა საერთოდ. ეს ინფორმაცია მოსახლეობას დაეხმარება რეალური სურათის წარმოდგენაში, თუ რამდენად მაღალხარისხიანი და სანდოა ესა თუ ის პრეპარატი, რამდენადაც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში მედიკამენტების ხარისხის კონტროლი უმაღლესი სტანდარტისაა. იხილეთ ბმულები (1;2): 1. აშშ-ში დაშვებული წამლები 2. ევროპაში არსებული მედიკამენტები

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

20.03.2019

მედიასაშუალება:      რეზონანსი

წერილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს

მოგახსენებთ, რომ ოჯახი ვართ სოციალურად დაუცველი. ეკონომიურად ძალიან მიჭირს, დახმარება შემიჩერეს 2018 წლის 13 დეკემბერს და დღემდე ვერ ვიღებ დახმარებას. ხუთი თვეა, ვიბრძვი სოციალური დახმარების აღსადგენად, მაგრამ - უშედეგოდ. მყავს დედა, რომელსაც ესაჭიროება მუდმივად მედიკამენტური მკურნალობა. დედა არის პენსიონერი და მყავს პატიმარი ძმა. დახმარების შეჩერებისა და აგენტების უხეშად მოქცევის შესახებ ხმა მივაწვდინე ჯანდაცვის მინისტრს, მაგრმ უშედეგოდ. ბატონ სერგეენკოს თუ არ შეუძლია ჯანდაცვისა და სოციალური პრობლემების მოგვარება, კეთილი ინებოს და გადადგეს. ოჯახი ვართ სიციალურად უმძიმეს ვითარებაში, არ გაგვაჩნია არანაირი შემოსავალი და გვაქვს კომუნალური დავალიანება, რომელსაც ვერ ვიხდით. ჩვენ ბევრს ნამდვილად არ ვითხოვთ ჯანდაცვის მინისტრისგან, დაგვეხმაროს, რომ სარეიტინგო ქულა მალე გადაგვითვალონ და სოციალური დახმარება დაგვინიშნონ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5950217&name=20.03.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 ​