From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-20.05.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 20.05.2019 08:18
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 20.05.2019

ტელევიზია

19.05.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა: დილა უქმეებზე

საქართველოში უფასო მედიკამენტებით უზრუნვეყოფის პროგრამა უკვე 2 წელია არსებობს. წელს ცვლილებები განხორციელდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიმართულებით. გაიზარდა მედიკამენტების და დაავადებების სია. გაფართოვდა აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან განახევრებულ ფასად შეუძლიათ. ქრონიკული დაავადების სამკურნალო, ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი დაფინანსდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6089013

---

 

18.05.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 22:00

ხვალ არჩევნები ჭიატურაში პროტესტის ფონზე წარიმართება. ქალაქის ცენტრში მაღაროელების კარვები დგას. 15 მაღაროელი რამდენიმე დღეა შიმშილობს და აქციის მონაწილეები ითხოვენ რომ კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა გაზარდოს მათი ანაზღაურება 50 პროცენტით.ისინი დღეს დავით სერგეენკოს შეხვდნენ. ხვალ მაღაროელები არჩევნებზე წავლენ, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6087694

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6087143

---

 

18.05.2019

არხი:    I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

მაღაროელები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ჭიათურაში ისევ კარავი არის გაშლილი. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობაც გამართეს და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მოშიმშილეების მთავარი მოთხოვნა ხელფასების 50%-მდე ზრდაა, რაზეც შპს ჯორჯიან მანგანეზის მენეჯმენტთან შეთანხმება ვერ შედგა. მოთხოვნების დიდი ნაწილის ეტაპობრივად შესრულებაზე კომპანიამ თანხმობა გამოთქვა, თუმცა ხელფასების საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6087406

მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6087383

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6087283

         

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6086755

17.05.

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6085432

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6085212

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6085282

---

 

18.05.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

ზეწოლა, დაშინება და მუქარა ხულოში - უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახი სოფელ ღორჯომიდან, რომელიც ხელისუფლებას უყურადღებობაში ღიად ადანაშაულებდა, პოზიცია შეცვალა. მაღალმთიანი აჭარის მკვიდრი მერაბ ბერიძეს ამტკიცებს, რომ მისი შშმ შვილის მდგომარეობა, მოხსნილი დახმარება და სოციალური შეჭირვება ახლა მხოლოდ მისი პრობლემაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6087661

---

 

18.05.2019

არხი:    I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსთა ნაწილი ახალი შენობის დასრულების და ტექნიკური აღჭურვილობის პროცესის დაჩქარებას ითხოვს. დღეს მათ საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილები ვარაუდობენ, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება რადგან მუნიციპალური საავადმყოფოს შეძენა ერთ-ერთ კერძო კომპანიას სურს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6087422

---

 

18.05.2019

არხი:    იმედი

გადაცემა: რა დროს ძილია

m2-ის, USAID-ის, UNICEF-ის და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტი შშმ ბავშვებისთვის. გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს,  სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ოდიშარია

https://www.imedi.ge/ge/video/37830/ra-dros-dzilia--18-maisi-2019-tseli

---

 

17.05.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 18:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6085178

---

 

17.05.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 18:00

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა არაეფექტიანია და ასრებული ქსემა უნდა შეიცვალოს.- ასეთია როგორც საპარლამენტი უმცირესობის, ისე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების შესაფსება. პროგრამით რომ მოსალოდნელზე ნაკლები ადამიანი სარგებლობს აღიარებს ჯანდაცვის მინისტრიც, თუმცა მიზეზად მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობას მიიჩნევს. ე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6085154

---

 

17.05.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 18:00

სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ჰოსპიტალური და ფარმაცევტული საქმიანობის გამიჯვნას ითხოვს, სადაზღვევო სექტორზე. ნაწილი კი აცხადებს რომ ბაზარზე დღეს არსებული პრაქტიკა მათ არაკონკურენტულ პირობებში აყენებს. ასევე უარყოფითად აისახება მომხმარებლებზეც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6085103

---

 

ინტერნეტი

19.05.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/jandacvis-saministrom-polifarmaciastan-brdzola-sxva-formebit-unda-gaagrdzelos/34052

„ჯანდაცვის სამინისტრომ პოლიფარმაციასთან ბრძოლა სხვა ფორმებით უნდა გააგრძელოს“

„რა გზებიც სამინისტრომ პოლიფარმაციასთან ბრძოლის მიზნით მოსახლეობას შესთავაზა, არ იყო კომფორტული“, - აცხადებენ „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში“. ასოციაციაში ფიქრობენ, რომ პოლიფარმაციასთან ბრძოლა ჯანდაცვის სამინისტრომ სხვა ფორმებით უნდა გააგრძელოს. მეტი ეფექტურობისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია ექიმების გადამზადებას, პროცესში სადაზღვეოების ჩართვას და საკვები დანამატების წამლად რეგისტრაციის პროცესის გაუქმებას ასახელებს. „ამ ჯგუფის მუშაობა არ იყო კომფორტული, განსაკუთრებით კი, ხანდაზმული პაციენტებისთვის. ამაზე ბრძოლა არ უნდა დამთავრდეს მისი შეწყვეტით. უნდა განახლდეს, მაგრამ არა - ამ ფორმატით და შინაარსით. ეს არ უნდა იყოს ექიმების სადამსჯელო ღონისძიებები, პირიქით, აუცილებელია მათ მიმართ ნდობა გაიზარდოს. ძალიან ბევრი საკვები დანამატი დარეგისტრირებულია როგორც წამალი, ეს რასაკვირველია, მოსახლეობისათვის, სადაზღვეოებისთვის პრობლემატურია, ვინაიდან ვიცით, რომ საკმაოდ ძვირადღირებული ფარმაცვეტული პროდუქტია. ამიტომ თვითონ სადაზღვეო კომპანიებსაც უნდა მიეცეს საშუალება, რომ რომელიმე უწყებაში მოახდინონ რეაგირება თუ ასეთი შემთხვევები დააფიქსირეს. ასევე აუცილებელია, რომ პროგრამის განახლება მოხდეს, გადამზადების პროგრამები უნდა განხორციელდეს და ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ისეთი ფარმაცევტული პროდუქტების რეგისტრირებას წამლად, რომელიც არ არის აღიარებული საერთაშორსო დონეზე“, - განაცხადა გაბუნიამ „საქმიანი დილის“ ეთერში. მისივე ინფორმაციით, ასოციაციამ დაახლოებით, 1 წლის წინ რამდენიმე წამყვან კლინიკაში 10 ათასამდე პოლიფარმაციის შემთხვევა გამოავლინა. კვლევის მიხედვით, გამოვლენილი შემთხვევების 65% ერთიდაიგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტებზე, ხოლო 15.6% კი, ერთიდაიგივე მოქმედების შემცველ მედიკამენტებზე ნაწილდებოდა. „სამინისტროს დავალებით, ჩვენ გადავწყვიტეთ ელექტრონულად უკვე ატვირთული რეცეპტების ანალიზი გაგვეკეთებინა იმ კლინიკური კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც ჯგუფის შექმნამდე იყო დადგენილი. რამდენიმე წამყვანი კლინიკიდან 3 თვის განმავლობაში დაახლოებით, 10 ათასამდე პოლიფარმაციის შემთხვევა გამოვლინდა. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიფარმაციის შემთხვევებიდან ორი ან მეტი ერთიდაიგივე მოქმედი ნივთიერების შემცველი წამლების წილი 15.6% იყო. ერთიდაიგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფიდან და ურთიერთჩანაცვლებადი ორი ან ორზე მეტი წამლის რაოდენობა იყო გამოვლენილი შემთხვევების 65%-ში. მესამე იყო კატეგორიულად შეუთავასებელი მედკამენტები - 9.4%. საკვები დანამატები - 9.5% და ორზე მეტი ანტიბიოტიკი ეს იყო - შემთხვევების 0,5%“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ. "პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფმა", რომელიც ზედმეტად დანიშნული მედიკამენტებისა და კვლევების შესასწავლად სპეციალურად შეიქმნა, მუშაობა ორი თვის წინ შეწყვიტა.

---

 

19.05.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/471555

ჭიათურაში დავით სერგეენკოსა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა დასრულდა – მხარეები დაზღვევის პაკეტის გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ

ჭიათურაში დავით სერგეენკოსა და “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლის, აკაკი გურჯიძის გაფიცულ მაღაროელებთან შეხვედრა დასრულდა. როგორც “კვირასთვის” გახდა ცნობილი, შეთანხმება მხოლოდ დაზღვევის პაკეტის გაუმჯობესებაზე მოხდა. აკაკი გურჯიძის განცხადებით, მუშა-მოსამსახურეების მოთხოვნას, ხელფასების 50%-ით გაზრდასთან დაკავშირებით, “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაცია ყველასთან ინდივიდუალურად გაივლის. “კომპანია მზადაა, შეხვდეს გაფიცულებისგან ნდობით აღჭურვილ პირებს და სამუშაო ფორმატში განიხილოს თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხი. რაც შეეხება ხელფასების 50 პროცენტით მატების საკითხს, ეს თემა გასავლელია ინდივიდუალურად, ყველასი ცალ-ცალკე. მოდით, დავსხდეთ და ეს ადმინისტრაციაში განვიხილოთ. დამატებით, შემიძლია ასევე გითხრათ, რომ ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, კომპანია საკუთარ პოზიციას ოთხშაბათს გაასაჯაროებს”, – განაცხადა აკაკი გურჯიძემ. ამ დროისთვის, ჭიათურის მაღაროს თანამშრომლები აქციას განაგრძობენ. ამასთან, აქციის ორგანიზატორებმა გაფიცულებს მოუწოდეს, რომ ხვალ, არჩევნების დღეს, თავი შეიკავონ კარავთან მისვლისგან, რათა ეს პოლიტიკურმა ძალებმა სათავისოდ არ გამოიყენონ. ასევე თქვეს, რომ წავიდნენ არჩევნებზე და ამით თავიდან აიცილონ პოლიტიკური პროვოკაციები. ორგანიზატორების თქმითვე, ორშაბათიდან ისევ გააგრძელებენ აქციას ოჯახებთან ერთად. რაც შეეხება მოშიმშილეებს, ისინი დარჩებიან კარავში და გააგრძელებენ შიმშილობას.

---

 

19.05.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/shps-djordjian-manganezi-gancxadebas-avrcelebs

დავის მედიატორის მიმართვა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისა და გაფიცული დასაქმებულებისადმი

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ჯორჯიან მანგანეზი“ პასუხობს დავის მედიატორის მიმართვას. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანია მზადაა, დასაქმებულებთან მოლაპარაკება აწარმოოს. 2019 წლის 18 მაისს, შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და გაფიცულ დასაქმებულებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნულმა მედიატორმა მიმართა, კანონით სავალდებულო მედიაციის პროცესში, მათი სახელით, მოლაპარაკების წარმოებაზე უფლებამოსილ წარმომადგენელთა დასახელებისა და მედიაციის პროცესში მონაწილეობის დადასტურების თაობაზე. მან ითხოვა მედიაციის პროცესში მონაწილეობის მზადყოფნის ან უარის გაცხადების წერილობით დადასტურება, არაუგვიანეს 20 მაისის 10:00 საათისა. ამასთან, მიმართვით, მედიატორმა კიდევ ერთხელ მიაწოდა დავის მხარეებს ინფორმაცია მედიაციაში მონაწილეობის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. მედიატორის მიმართვის პასუხად, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა კომპანიის სურვილი მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე და განაცხადა მზადყოფნა, დასაქმებულებთან გამართული, ჯანსაღი და საქმიანი მოლაპარაკებების წარმოებისა, რაც ორივე მხარეს მისცემს საშუალებას, მიმართონ საერთო ძალისხმევა არსებული უთანხმოებების გადაწყვეტისკენ, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. ამასთანავე, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ აღნიშნეს, რომ კომპანიისთვის საკითხის დროული გადაწყვეტა და საწარმოო პროცესების მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში სრული აღდგენა უაღრესად მნიშვნელოვანია.

---

 

19.05.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/471397

“ჯორჯიან მანგანეზი”: კომპანიის მენეჯმენტი მზად არის ნებისმიერ დროს განაგრძოს მოლაპარაკებები

“ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურაში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება საკითხის დროულ გადაწყვეტას და მზად არის, ნებისმიერ დროს განაგრძოს მოლაპარაკებები. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კომპანიის სპეციალურმა მმართველმა დღეს გაფიცულ მაღაროელებთან შეხვედრაზე, მოისმინა მათი მოთხოვნები და წამოჭრილი 7 საკითხიდან 6 ადგილზე დააკმაყოფილა. “კვირა” შპს “ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ 17 მაისს ჭიათურაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართა პროტესტის მონაწილეებთან, სადაც განიხილა დასაქმებულთა ყველა მოთხოვნა. მოთხოვნებს შორის იყო როგორც სოციალური, ასევე ეკოლოგიური საკითხები. კომპანიის სპეციალურმა მმართველმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე პირებს დასმულ საკითხებთან დაკავშირებით და შვიდი საკითხიდან ექვსი მოთხოვნა ადგილზე დააკმაყოფილა. რაც შეეხება მეშვიდე, ხელფასების გაზრდის მოთხოვნას, მასთან დაკავშირებით, სპეციალურ მმართველს გააჩნია ეფექტიანი ხედვა და გეგმა ამ პრობლემის სისტემურად გადასაწყვეტად, რომლის რეალიზებისათვის გეგმავს კომპანიის აქციონერებისა და სახელმწიფოს ჩართულობას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი შეძლებს პროტესტის მონაწილეთა მოლაპარაკების პროცესში ჩართვას, მედიაციის პროცედურის შესაბამისად და ამით დახმარებას აღმოუჩენს ორივე მხარეს ურთიერთსასარგებლო შეთანხმების მიღწევაში. გვსურს, ხაზი გავუსვათ მედიაციის პროცესის მნიშვნელობას კომპანიისთვის და მისი მთელი კოლექტივისთვის. ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით საკითხის დროულ გადაწყვეტას, რაც მონაწილე ორივე მხარეს თავიდან აგვარიდებს თანმდევ საზიანო შედეგებს. ვაცხადებთ, რომ კომპანიის მენეჯმენტი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და მზად არის, ნებისმიერი დროს განაგრძოს მოლაპარაკებები და განიხილოს წინადადებები როგორც მედიაციის, ასევე პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატში, დარჩენილი ბოლო მე-7 საკითხის შესათანხმებლად.

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/jorjian-manganezi-kompaniam-gaficul-tanamshromelta-7-motxovnidan-6---daakmayofila/34015

---

 

19.05.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/samedicino-personalisatvis-profesiul-saqmianobashi-xelis-sheshla-gamoiwvevs-dadjarimebas-1-000-laris-odenobit-xolo-ganmeoreba-2-000-larit

სამედიცინო პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა 1 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარს შეადგენს

პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა, რომლის მიხედვით, რამდენიმე კანონში სპეციალური ჩანაწერი კეთდება, რომ “სამედიცინო საქმიანობის დროს, დაუშვებელია ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა“. ამასთან, ცვლილებები იგეგმება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც“ და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ცვლილებები ხორციელდება სისხლის სამართლის კანონმდებლობაშიც. “კანონპროექტის შემუშავების მიზეზია ის, რომ საგრძნობლად მოიმატა ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე და სოციალურ მუშაკზე ძალადობის შემთხვევებმა და სამედიცინო დაწესებულებებში ძალით შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტებმა, რომელიც დასტურდება კლინიკების ასოციაციების, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებისა, სასწრაფო გადაუდებელი სამსახურებისა და სხვა პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციებით. სამედიცინო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, ახდენს ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, პრობლემას უქმნის და აფერხებს სხვა პაციენტებისათვის. კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფას და შესაბამისად ლახავს სხვა პაციენტების უფლებებსა და ინტერესებს. ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი შეცდომებს გაცილებით უფრო ხშირად უშვებს და ამით საფრთხე ადგება, პაციენტის ჯანმრთელობას. პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას შეშინებული და დათრგუნული ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი არ უნდა უწევდეს სამედიცინო მომსახურებას. იქიდან გამომდინარე, რომ სამედიცინო საქმიანობა არის სტრატეგიული პროფესია, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი და სოციალური მუშაკი მოითხოვს მეტ დაცულობას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას, საზოგადოების აგრესიისგან დასაცავად“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, რატი იონათამაშვილი, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ელგუჯა გოცირიძე და მარიამ ჯაში. პროექტი პარლამენტის ბიუროს 20 მაისის სხდომაზე წარედგინება.

---

 

17.05.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/261982-jandacvis-msoflio-organizaciis-saqartvelos-ofisis-axali-warmomadgeneli-sazrvrispira-soflebsi-arsebul-mdgomareobas-adgilze-gaecno

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახალი წარმომადგენელი საზღვრისპირა სოფლებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახალი წარმომადგენელი საქართველოში, საზღვრისპირა სოფლებში ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამეტების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა სილვიუ დომენტემ ტყვიავში, ერგნეთსა და მერეთში მდებარე ამბულატორიები დაათვალიერეს და შიდა ქართლის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდნენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჯანმოს წარმომადგენელს ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებული 35 დასახელების მედიკამენტი სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემა, საპენსიო ასაკის მოქალაქეებს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, შშმ ბავშვებს, პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებულ დაავადებულ მოქალაქეებს კი მედიკამენტები მინიმუმ 50 %-ით უფინანსდებათ. მთელი საქართველოს მასშტაბით, ბენეფიციარებს 118 აფთიაქი ემსახურებათ. პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს: · გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები · შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II) · ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა) · ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები · ეპილეფსია · პარკინსონის დაავადება თამარ გაბუნიამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული სერვისების შესახებაც ისაუბრა. მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გლობალური ფონდის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის (HUES-ის კვლევა) შედეგების მიხედვით, 2012 წლიდან ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული ძირეული რეფორმები საგრძნობლად აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ის ძვირადღირებული სამედიცინო სერვისები, რომლებიც წარსულში მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი, დაბალშემოსავლიანი ნაწილისთვის არ იყო ხელმისაწვდომი, დღეს ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და სწორედ ამ რეფორმის წარმატებას ადასტურებს ის მონაცემები, რომლებიც ანგარიშში არის წარმოდგენილი. გაიზარდა მოსახლეობის მიერ სამედიცინო სერვისების მოხმარება, ექიმთან მიმართვიანობა. რაც მთავარია, საგრძნობლად შემცირდა ჯიბიდან გადახდილი თანხები, მაღალია მოსახლეობის კმაყოფილება. აღნიშნული კვლევა ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ტარდება და იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას ჯანდაცვის სექტორის განვითარების ეფექტიანობაზე. სილვიუ დომენტეს განცხადებით, მედიკამენტების პროგრამა მნიშვნელოვანი შეღავათია რეგიონის მოსახლეობიოსთვის, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ჯანმოს წარმომადგენელმა ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზეც გაამახვილა ყურადღება. დადებითად შესაფასა საზღვრისპირა სოფლებში არსებული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობა და გარკვეული რეკომენდაციებიც გასცა. შეხვედრას შიდა ქართლის რეგიონის 100-მდე პირველადი ჯანდაცვის ექიმი ესწრებოდა.

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1558100203-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=83709

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/547028-jandacvis-msoplio-organizaciis-sakartvelos-opisis-axali-carmomadgeneli-ec-sazgvrispira-soplebshi-jandacvis-servisebis-mdgomareobas-adgilze-gaecno/

---  

 

17.05.2019

მედიასაშუალება: https://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/14784-ra-medikamentebis-yidva-sheidzleba-simbolur-1-larad

მედიკამენტები 1 ლარად - სიახლეები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პოროგრამაში

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში იმ აფთიაქების ჩამონათვალი გაფართოვდა, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყების მიერ განხორციელებული ახალი რეგულაციების თანახმად, უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, ბენეფიციარებს 118 აფთიაქი მოემსახურებათ. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ბენეფიციარებს შემდეგი აფთიაქები მიაწოდებს: "PSP", "ავერსი", "ჯიპისი", "ფარმადეპო", "სახალხო აფთიაქი." "ასევე ეტაპობრივად ფართოვდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტების ნუსხა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურანლო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი,"-განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში. პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ ქრონიკულ დაავადებებს: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II), ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მოსარგებლეები არიან: 1. სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს. ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. 2. საპენსიო ასაკის მოქალაქეები. 3. მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები. 4. პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე. 5. ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე. პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტმა ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს უნდა მიმართოს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, ბენეფიციარი მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100 -ს . მედიკამენტის მისაღებად პაციენტი პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს მიმართავს.

---

 

17.05.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/203269/

რატომ არ შეეხო რესპუბლიკურ საავადმყოფოს აღჭურვის პროგრამაში 14 მაისს შესული ცვლილებები

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. პროგრამა საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 28 იანვარს დაამტკიცა. ცვლილებები კი, 14 მაისს შეიტანა. ამ პროგრამის მიხედვით, 2019 წელს, მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო აპარატურითა და ავეჯით, ასევე საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვისთვის 8 448 300 ლარია გამოყოფილი. [სახელმწიფო პროგრამისთვის, რომელიც ზუგდიდის გარდა სხვადასხვა კლინიკების აღჭურვას თუ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებასაც ითვალისწინებს, მთლიანობაში 20 მილიონი ლარი გამოყოფილი]. ზუგდიდის რუხის კლინიკა, ერთ-ერთია იმ ოთხიდან, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სახელმწიფო მართვაში მოიაზრება. ამ ოთხში ერთ-ერთი კი, მინისტრის თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოა. „საქართველოში უნდა შეიქმნას რამდენიმე სანიმუშო, ეტალონური კლინიკა, რომელიც იქნება სახელმწიფოს მართვაში, სახელმწიფოს საკუთრებაში. ეს კლინიკები იქნება: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო; საჩხერის სამედიცინო ცენტრი; ზუგდიდის რუხის კლინიკა, რომლის მშენებლობა ასევე სრულდება და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. მინიმუმ ეს ოთხი კლინიკა იქნება მოქცეული ერთიან კონცეფციაში და იქნება სახელმწიფო საკუთრებაში“, – განაცხადა 2018 წლის ნოემბერში „ბათუმელებთან“ დავით სერგეენკომ. ამ თემაზე: დავით სერგეენკოს კომენტარი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე „ბათუმელები“ ამჯერად აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ზაალ მიქელაძეს დაუკავშირდა. მინისტრმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ არის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ოთხი კლინიკის აღჭურვა ერთიან ჭრილში განიხილება და მასში აჭარის მთავრობის წარმომადგენელიც იქნება ჩართული. „ეს პროგრამა, რაც თქვენ ახსენეთ, მართალია მე არ მინახავს, მაგრამ არ იქნება ის, რაც დასახელებული ოთხი საავადმყოფოს აღჭურვას ემსახურება. ეს შესაძლოა მშენებლობის დასრულებისთვის დასჭირდათ. 8 მილიონი არ არის ის თანხა, რაც რუხის კლინიკის აღჭურვისთვისაა საკმარისი, ვინაიდან ამ კლინიკის პროფილი უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი კლინიკის. ჩვენს კლინიკაში არ იქნება მაგალითად რადიოლოგია და ონკოლოგია, რაც აქვს ზუგდიდის კლინიკას. ამასთან, ჩვენ გარკვეული აპარატურა გვაქვს, მაგრამ საავადმყოფოს სრულად აღჭურვას, წინასწარი გათვლებით მაინც საკმაო ფინანსები დასჭირდება“, – ამბობს ზაალ მიქელაძე. ბათუმის ახალი კლინიკის აღჭურვას „ბათუმელების“ ინფორმაციით დაახლოებით 35 მილიონი ლარი მაინც დასჭირდება. ამ თემაზე: მინისტრი რესპუბლიკურის აღჭურვა, მართვა, გადამზადებაზე: გადაუდებელი აუცილებლობა არ გვაქვს ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს საავადმყოფოს ახალი შენობის მიღება-ჩაბარების პროცედურების გავლა, რაშიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც იქნება ჩართული. ახალი შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ უნდა ჩაიბაროს. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა მშენებელ კომპანიასა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონს“ შორის დადებული ბოლო შეთანხმებით 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. გარდა ამისა, ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროექტი 2 მილიონზე მეტი ლარით გაძვირდა. შესაბამისად, მშენებლობა აჭარის ბიუჯეტს, საბოლოოდ, 25 768 251 ლარი დაუჯდება. ამ თანხის 99% [25 638 788 ლარი] მშენებელი კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია.

---

 

17.05.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/364390/

სახელმწიფოს დახარჯული 212 მილიონი შშმ პირთა ინტეგრაციისთვის სასურველ შედეგს არ იძლევა – კვლევა

სახელმწიფოს მიერ დახარჯული სახსრები შშმ პირთა რეალური ინტეგრაციისთვის სასურველ შედეგს არ იძლევა – ეს გამოიკვეთა ბიუჯეტის კვლევის ანგარიშში, რომელიც დღეს ევროპის ფონდმა წარმოადგინა. ანგარიში ფონდის მიერ მოწვეულმა კონსულტანტმა ალექს კოტემ მოამზადა ექსპერტ მიხეილ კუკავასთან ერთად. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს საქართველოს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტი შშმ თემის საჭიროებებთან მიმართებაში. დოკუმენტში გამოწვევად მიჩნეულია ორი პრობლემა: ბიუჯეტირების პრაქტიკა არ ეფუძნება შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას; ბიუჯეტირების პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციები ნაკლებად არიან ჩართული. ანგარიშის მიხედვით, ეროვნულ დონეზე სსო ორგანიზაციების ჩართულობა ბიუჯეტირებაში არ არის სწორად რეგულირებული და კომპეტენტურ ორგანიზაციებს არ ეძლევათ საშუალება ჩაერთონ შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტის შემუშავებაში. შესაბამისად, ქვეყნის ბიუჯეტი ვერ პასუხობს ამა თუ იმ თემის რეალურ საჭიროებებს. კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო წელიწადში დაახლოებით 212 მილიონ ლარს ხარჯავს შშმ პირთა საჭიროებებზე, ეს თანხა ხმარდება ძირითადად სოციალურ დახმარებებს და არ არის ორიენტირებული შშმ პირთათვის აუცილებელი სოციალური პროგრამების შემუშავება/დაფინანსებაზე, რის გამოც ვერ ხდება შშმ პირთა სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში. კვლევაში მითითებულია, რომ არ არსებობს სახელმწიფოს ერთიანი და გრძელვადიანი ხედვა შშმ პირთა ინკლუზიის გაუმჯობესების კუთხით. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში 324,000 შშმ პირია აღრიცხული (მოსახლეობის 8%). მათგან 123,957 ადამიანი სარგებლობს უნარშეზღუდულის სტატუსით და სახელმწიფოსგან იღებს სოციალურ დახმარებას. შშმ პირთა საჭიროებებზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომლის 2018 წლის ხარჯების 93%-ს შეადგენს სოციალური შემწეობები და მხოლოდ 7% იხარჯება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამებზე”, – ნათქვამია ანგარიშში. კვლევის რეკომენდაციაა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფომ, გაეროს შშმ პირთა კონვენციაზე დაყრდნობით, იხელმძღვანელოს შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირების პრინციპით, ასევე, უზრულველყოს შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობა ბიუჯეტირების პროცესში, ხოლო, მეორე მხრივ, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა გააუმჯობესონ თავიანთი შესაძლებლობები, რათა შეძლონ არსებული ბიუჯეტის ანალიზი და შედეგზე ორიენტირებული ინიციატივების ადვოკატირება. ევროპის ფონდი თანამონაწილეობითი ბიუჯეტირებისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხებზე 2014 წლიდან მუშაობს. ანგარიში ემსახურება საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას საჯარო ფინანსების მართვის კუთხით. როგორც ევროპის ფონდის პრეზიდენტი, ქეთევან ვაშაკიძე აცხადებს, მათი მიზანია საქართველოში მოქმედმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უფრო მეტი კომპეტენცია შეიძინონ საჯარო ფინანსების ეფექტურად მართვის მექანიზმების შესახებ და მომავალში თავად გაწიონ ადვოკატირება ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის, რათა ქვეყნის ბიუჯეტმა რეალურად ასახოს მათი საჭიროებები, ინტერესები და უფლებები.

---

 

17.05.2019

მედიასაშუალება: https://fortuna.ge/fortuna/post/ana-mamulashvili-saqartveloshi-chatarebuli-daskhivebis-shemdeg-tavshi-25-metastazi-maqvs?fbclid=IwAR1Cgo_G0u8lhQaWQo5yOAbXKEHPxow4WZ3HBBPOEsv0xBPd4b8ea2sJozE

ანა მამულაშვილი: „საქართველოში ჩატარებული დასხივების შემდეგ, თავში 25 მეტასტაზი მაქვს!..“

---

 

17.05.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=205000-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%2C+%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94%2C+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90&fbclid=IwAR2DxZU0OSxG5XrhzWuwY3UNU8CZM3h2oUy1L6TL5y4YEP5jioFDlAXWbXU

"ბავშვური ოცნებები მხოლოდ საჭმელს უკავშირდება" - ახალგაზრდა მარტოხელა 4 შვილის დედას საზოგადოების დახმარება სჭირდება

სიღარიბის და ბავშვების შიმშილის კიდევ ერთი შემთხვევა გორის რაიონში სოფელ ვარიანის მეურნეობაში, 39 წლის მარტოხელა დედა, ლია კობერიძე მარტო ზრდის 4 შვილს სხვის სახლში შეფარებული.  10 წლის ნიკოლოზი, 9 წლის გიორგი, 8 წლის მანანა, 3 თვის ლია სიღარბესა და უმწეობაში იზრდებან. მათი ბავშვური ოცნებები მხოლოდ საჭმელს უკავშირდება, უნდათ რომ არ შიოდეთ, მაგრამ ყველაზე მეტად უნდათ რომ პატარა დაიკოს ჰქონდეს საკვები. ოჯახი სოციალურად დაუცველია მაგრამ მძიმე პირობების გამო ბავშებს ხშირად უხდებათ ავადმყოფობა. სოციალური დახმარება კი წამლებსა და პატარა ლიას საკვებში არ ჰყოფნის ოჯახს.  გუშინ გავიგეთ ოჯახის შესახებ პატარას წუხელვე შევუძინეთ ერთი ყუთი საკვები რადგან დროს ვერ დავკარგავდით. ეხლა თვენი იმედი გვაქვს, თითეული ადმიანის ვინც ამ წერილს ნახავს, სადღაც ჩვენს გვერდით 4 პატარა ჩვენი სიკეთის იმედად იძინებს და იღვიძებს, იმის იმედად რომ კეთილი ადამიანები მათთვის გაიღებენ მცირეოდენს და დაეხმარებიან. ნუ დავტოვებთ მარტო, ხშირად საზოგადოება მხოლდ რაღაც საშინელი ფაქტის შემდეგ ათვითცნობიერებს, რომ შეიძლება ჩვენმა ერთად დგომამ და მხარდაჭერამ შეცვალოს სხვისი ცხოვრება უკეთესობისკენ. გთხოვთ ნუ დატოვებთ მარტო. ოჯახის დასახმარებლად იდება ორგანიზაციის ანგარიშის ნომერი რადგან ოჯახი სოციალურად დაუცველია . 09 01 200 128 საქველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთეთ #ელენე #წულაძე თანხის ჩარიცხვის მსურველთათვის ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის, საბანკო მომსახურება, აირჩიეთ იურდიული პირი, იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982, საიდენტიფიკაციო კოდი:445473014, საქართველოს ბანკის აპარტები, იურიდული პირი ან კომპანიის ანგარიში, იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014, ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ, საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი: #GE55BG0000000588221400, თიბისი ბანკი: ლარში - #GE12TB7990736080100007, დოლარში - #GE94TB7990736180100002, ევრო - #GE94TB7990736180100002

---

 

ბეჭდვითი მედია

20.05.2019

მედიასაშუალება:     ახალი თაობა

„ადრე თუ გვიან, ბიუჯეტი სრულფასოვანი საყოველთაო დაზღვევის მომსახურებას ვერ შეძლებს“

„ადრე თუ გვიან ბიუჯეტი სრულფასოვანი საყოველთაო დაზღვევის მომსახურებას ვერ შეძლებს“, - ამის შესახებ „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ „საქმიან დილაში“ განაცხადა. ღაძაძე ამბობს, რომ ევროპასთან შედარებით, დაზღვევაზე გაწეული დანახარჯი საშუალოდ 9-ჯერ ნაკლებია, ხოლო იმ ფონზე, როცა მოთხოვნა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, 2-3 წლიან ვადაში ბიუჯეტისთვის ამ ტვირთის აწევა კიდევ უფრო გართულდება. „ქართულ ბაზარზე 6 000-ზე მეტია დაზღვეული სამედიცინო დაზღვევით და ძირითადად, ეს არის კორპორატიული დაზღვევა. აქედან ნახევარზე ნაკლები კერძო სექტორია, საშუალო თვიური პრემია 28 ლარს არ აღემატება და თან მაშინ, როდესაც იზრდება ფასი წამლებზე, ფასი სამედიცინო მომსახურებაზე, კომფორტის მიმართ ყოფაქცევის მოდელი და ასევე, პრევენციული ზომებიც. ჯამში, რომ შეხედოთ, ისედაც ცოტაა დაზღვეული და ისიც 9-ჯერ ნაკლებს იხდის ევროპასთან შედარებით. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს საყოველთაო დაზღვევის პირველი შრე, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს, ამან შეცვალა თამაშის წესები, თუმცა მე ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამის მიმართ და დღემდე ასე ვარ. მაკროეკონომიკურად თუ შევხედავთ, დიდი ცვლილებები უნდა განიცადოს ამან. ეს სოციალური პოლიტიკის ნაწილია, ვიდრე - სამედიცინო დაზღვევის ინდუსტრიის, მაგრამ ასეთია არჩევანი და ამ მოცემულობაში უნდა განიხილოს თავისი თავი ყველა მოთამაშემ. ეს მომავალში უფრო მეტ შესაძლებლობას გაუხსნის მათ, იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან ბიუჯეტს ასეთი ტიპის სრულფასოვანი საყოველთაო დაზღვევის მომსახურება ვერ შეეძლება. ჯამური პაკეტი 20%-25%-ით იზრდება, შესაბამისად, ბიუჯეტი ამას ვერ დაეწევა. პოტენციალი გაცილებით დიდია, არსებულზე ფოკუსირება ამჟამად შეცდომა იქნება, რადგანაც 2-3 წელში შეიძლება განსხვავებული სტრუქტურა მივიღოთ. შეიძლება, საყოველთაო დაზღვევის ნაწილიც შეიცვალოს და იქ უნდა ითამაშონ კომპანიებმა“, - აღნიშნა პაატა ღაძაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6089701&name=20.05.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

20.05.2019

მედიასაშუალება:     კვირის პალიტრა

მაღაროელები გაიფიცნენ

16 მაისს ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა დაიწყო. ისინი ხელფასების 50%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. 17 მაისს, მას მერე, რაც "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურ მმართველთან, ნიკოლოზ ჩიქოვანთან შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა, 15-მა მაღაროელმა უვადო შიმშილობა დაიწყო. მათ კარვებიც გაშალეს, რის შემდეგაც "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: მოვუწოდებთ კომპანიის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებები, გაითვალისწინონ გაფუცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალკური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე. თუ მომდევნო დღეებში მოლაპარაკებები არ დასრულდება შეთანხმებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავერთვებით საქმეში და მივიღებთ ზომებს მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6089545&name=20.05.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 ​