From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-20.11.2018
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze <tbakradze@moh.gov.ge>; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 20.11.2018 08:11
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 20.11.2018

ტელევიზია

20.11.2018

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:  დღის ამბები 11:00  

აფეთქება ხობში. 5 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა. ერთი ვერსიით მიზეზი ბუნებრივი აირის აფეთქებაა, მეორე ვერსიით კი ოჯახმა ღუმელის ასანთებლად ბენზინი გამოიყენა. დაშავებულები ზუგდიდის საავადმყოფოდან, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადამოიყვანეს. კრიტიკულად მძიმეა 4 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ერთი პირი კი, გამთენიისას გარდაიცვალა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მომხდარზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5701963

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5701943

---

 

19.11.2018

არხი:  I არხი

გადაცემა:  მოამბე 18:00

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა,- ამის შესახებ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგმა განაცხადა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. მიხეილ გიორგაძე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომაც მოინახულა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5700958

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5700814

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5700392

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5700382

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5700160

---

 

19.11.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა:  ახალი ამბები 10:00

პირველი ქალაქი საქართველოში და შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ კავკასიაშიც, სადაც ელექტრომობილებით იქნება გადაადგილება შესაძლებელი და ადგილობრივები მხოლოდ ეკოტრანსპორტით ისარგებლებენ. ეს მომავლის აბასთუმანია. იდეის ავტორი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც კურორტის პრაქტიკულად თავიდან აშენება გადაწყვიტა. აბასთუმანის მცხოვრებლებისთვის ის ეკოტრანსპორტსაც საკუთარი ხარჯებით შეიძენს. აბასთუმანში ახალი მრავალფუნქციური სარეაბილიტაციო ცენტრიც აშენდება, სადაც ტუბერკულოზის გარდა ფილტვის სხვა პრობლემებსაც უმკურნალებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5699282

---

 

19.11.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

ბიზნეს სექტორი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე მუშაობის პერიოდში დასაქმებული ადამიანების უბედური შემთხვევის საკუთარი ხარჯებით დაზღვევასთან დაკავშირებით, კანონში დამატებითი ჩანაწერების გაკეთებას ითხოვს. სადაზღვეო კომპანიების წარმომადგენლები ლიმიტების დაწესებას, დამსაქმებლები კი კანონის გადადებას ითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5699167

---

 

19.11.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:  იმედის დილა

სიმსივნისგან გადარჩენის უფლება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5699098

---

 

 

ინტერნეტი

20.11.2018

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/davith-sergeenko-khobshi-damtsvrobis-shedegad-dashavebul-patsientebs-moinakhulebs/

დავით სერგეენკო ხობში დამწვრობის შედეგად დაშავებულ პაციენტებს მოინახულებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხობში დამწვრობის შედეგად დაშავებულ პაციენტებს მოინახულებს. 20 ნოემბერს, 13:00-ზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხეჩინაშვილის კლინიკაში, ხობში დამწვრობის შედეგად დაშავებულ პაციენტებს მოინახულებს. ცნობისთვის, გუშინ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის შედეგად ხუთმა ადამიანმა სხეულის დამწვრობა მიიღო, აქედან ორი მოზარდია.

---

 

20.11.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/41211/tslebtan-ertad-shshm-bavshvta-mshoblebs-gviuaresdeba-janmrtelobats-vberdebit--ghia-tserili-mtavrobas

წლებთან ერთად შშმ ბავშვთა მშობლებს გვიუარესდება ჯანმრთელობაც, ვბერდებით - ღია წერილი მთავრობას

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობას ღია წერილით მიმართავენ და ითხოვენ, დაენიშნოთ ფულადი დახმარება, ე.წ. ,,მზრუნველის დახმარება“, საარსებო მინიმუმის ოდენობით.  „მშობელთა თანადგომისა და გაძლიერების ცენტრი“ დღეს 60-მდე შშმ ბავშვის მშობელს აერთიანებს, რომელთა შვილებსაც აღენიშნებათ მძიმე და ღრმა გონებრივი ჩამორჩენა ან მრავლობითი დარღვევები და მუდმივად, 24-საათიან მზრუნველობას საჭიროებენ. მშობლების ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ, რომელიც ასევე მიემართება ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და დევნილთა მინისტრს: „შშმ პირთა ეს სპეციფიური ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფს საქართველოში, რადგან ეს ბავშვები სრულიად დამოკიდებულნი არიან მშობლებზე (ძირითადად დედებზე) კვების, გადაადგილების, ტუალეტის, კომუნიკაციისა და სხვა ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დროს. შესაბამისად, დედები შვილის მუდმივი მზრუნველობის საჭიროების გამო, უმრავლეს შემთხვევაში იძულებულნი ვართ ვიცხოვროთ მუდმივ სიღარიბეში და შშმ შვილის პენსია - 180 ლარი - მოვახმაროთ, როგორც შვილის ძვირადღირებულ აუცილებელ საჭიროებებს, ისე საკუთარ თავს. ჩვენთვის დასაქმებაზე ფიქრიც კი ზედმეტია, რადგან დღის ცენტრებში და სკოლებში ბავშვის დატოვებაც გარკვეული დროით შეგვიძლია, რამდენიმე საათით სამსახურის მოძიება კი ურთულესი ამოცანაა. დასაქმების შემთხვევაში კი ანაზღაურება იმდენად მცირეა რომ შშმ ბავშვის მომვლელის დაქირავებასაც კი არ ჰყოფნის, რომ არაფერი ვთქვათ სხვა საჭიროებებზე. ეს მძიმე ტვირთი მზრუნველების ზურგზე გადადის, იდება უდიდესი შრომა და რესურსი დედების მხრიდან, რასაც ეწირება ჩვენი ჯანმრთელობა. შშმ შვილის მოვლა, რომელსაც 24-საათიანი მეთვალყურეობა ესაჭიროება, მშობლებისაგან ყოველდღიურად მოითხოვს დიდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას, გამძლეობას, თუნდაც იმ სიმძიმეების აწევის მხრივ, რაც ახლავს ბავშვის გადაადგილებას. წლებთან ერთად შშმ ბავშვთა მზრუნველებს გვიუარესდება ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობაც, ქვეითდება ჩვენი უნარები, ვბერდებით. ამას სდევს თანდათანობით უფრო და უფრო გაღარიბება.  საქართველოში მცხოვრები 30 000-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მზრუნველთა სახელით, რომლებისთვისაც არათუ თქვენამდე მოღწევა, ზოგადად სახლიდან გამოსვლაც კი არ შეუძლიათ შშმ პირის/ბავშვის ზრუნვის აუცილებლობის გამო. ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია წარმოგიდგინოთ ხედვა ამ პრობლემების გადასაჭრელად, რაც მოიცავს მძიმე და ღრმა გონებრივი ჩამორჩენის და/ან მრავლობითი დარღვევები მქონე პირების სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას. კერძოდ: 1. ყველა ის პირი (მშობელი, მეურვე, მხარდამჭერი), რომელიც ზრუნავს სხვა მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე შშმ ბავშვზე და/ან სრულწლოვან პირზე, რომელსაც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აქვს და ასევე საჭიროებს სხვა პირის მუდმივ დახმარებას, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ იქნას, როგორც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფი. რაც შესაბამისი ხელშეწყობის მხარდაჭერით აისახება შშმ პირის სოციალურ პაკეტში; 2. აღნიშნული ჯგუფის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მასზე დამოკიდებული შშმ ბავშვის/პირის გამო უმუშევარნი არიან, დაენიშნოთ ფულადი დახმარება, ე.წ. ,,მზრუნველის დახმარება“, საარსებო მინიმუმის ოდენობით.  3. იმ შემთხვევაში თუ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მეურვე/მზრუნველი დასაქმებულია, განთავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან, თუ ოჯახის წლიური შემოსავალი არ აღემატება 17000 ლარს. გთხოვთ, დაგვეხმაროთ შევქმნათ ისეთი სოციალური დაცვის სისტემა და შესაბამისი სერვისები, რომ ოჯახებს სადაც მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანები ცხოვრობენ, მთელი ცხოვრება ქველმოქმედების ობიექტებად არ დარჩნენ. ეს ცვლილებები ჩვენს ოჯახებს ტვირთს შეუმსუბუქებს და დაიცავს, როგორც შშმ ბავშვებს/პირებს, ისე მზრუნველ ოჯახის წევრებს, და ასევე სახელმწიფოს მხრიდან ეს ერთგვარი პრევენციაა, რომ წლების შემდეგ შშმ პირები არ აღმოჩდნენ ინსტიტუციებში ან თავშესაფრებში. 2 თვის წინ ამავე მოთხოვნებით, მთავრობის კანცელარიაში შემოტანილ წერილს თან დავურთეთ პეტიცია 5000-მდე მოქალაქის ხელმოწერით. გთხოვთ, ამ თემაზე დაწვრილებითი ინფორმაციის მოწოდების მიზნით შეგვხვდეთ რამდენიმე მშობელს", - წერია განცხადებაში.

---

 

20.11.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/521806-xobshi-sacxovrebel-saxlshi-apetkebis-shedegad-dashavebuli-mamakaci-gardaicvala

ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. რაც შეეხება დანარჩენ 4 პაციენტს, ქაშიბაძის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან მკურნალობას. პაციენტები ერთი ოჯახის წევრები არიან, რომლებმაც დამწვრობა სახლში, სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგად მიიღეს. ყველა მათგანი, სხეულის მძიმე დამწვრობით, ხობიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გუშინ მოათავსეს. „5 პაციენტი მივიღეთ, 4 მოზრდილი და 1 ბავშვი. ხუთივე პაციენტი კრიტიკული დამწვრობით შემოიყვანეს. დღეს გამთენიისას ერთ-ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. დანარჩენი 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მოთავსებულები არიან დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

---

 

19.11.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/khobshi-sackhovrebel-sakhlshi-afetqebis-shedegad-dashavebuli-khuti-pacienti-tbilisshi-gadaiyvanes/

ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული ხუთი პაციენტი თბილისში გადაიყვანეს

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში სამი პაციენტი გადაიყვანეს. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, კატასტროფის ბრიგადებს ხობის საავადმყოფოში მოთავსებული კიდევ ორი პაციენტი გადაჰყავთ თბილისში. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი ქალბატონის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მას სხეულის 80 პროცენტის დამწვრობა აღენიშნება. „ეს არის მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა. მეორე ქალბატონის მდგომარეობაც მძიმეა, მას 50-60 პროცენტი აღენიშნება დამწვრობა. ორივე მართვით სუნთქვაზეა. მძიმეა არასრულწლოვანის მდგომარეობაც. სამივეს აღენიშნება დამწვრობითი შოკის კლინიკური სურათი. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება ორი პაციენტი. მათ სხეულის მცირე დამწვრობა აღენიშნებათ“,- განაცხადა სულხან ორჟონიამ. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ჭითანავების ოჯახში ძლიერი აფეთქება მოხდა. ოჯახში მყოფმა შვიდმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება დიზელის ნაცვლად, ბენზინის გამოყენებამ გამოიწვია. დაშავებულები შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოინახულა.

---

 

19.11.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/abastumani-samxret-kavkasiashi-pirveli-dasaxleba-iqneba-sadac-mxolod-eleqtromobilebi-ivlian

აბასთუმანი სამხრეთ კავკასიაში პირველი დასახლება იქნება, სადაც მხოლოდ ელექტრომობილები ივლიან

აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს 95 წლის წინ აგებულ შენობაში 49 პაციენტი ყოველდღიური რისკის ფასად მკურნალობს. ექიმებს პაციენტებზე ზრუნვა მუდმივი სარემონტო და გამაგრებითი სამუშაოების ფონზე უწევთ. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა, სადაც დაზიანებულია კედლები, იატაკი, არის ღია სივრცეები -შეიძლება დაგროვდეს ბაქტერიები, რომელიც გარემოს უქმნის საფრთხეს. "4 წელზე მეტი ვეძებდით ინვესტორს, რომელთანაც მონაცვლეობას გავაკეთებდით. ამ ძველი ინფრასტრუქტურის სანაცვლოდ აგვიშნებედნენ ახალს, მაგრამ ეს ვერ შევძელით. მაგრამ სამაგიეროდ საქველმოქმედო ფონდის საშუალებით შევძელით გაცვლის გარეშე . ის ააშენებს ახალ ინფრასტრუქტურას ასეთი პაციენტების სარეაბილიტაციო ცენტრისთვის და გადასცემენ სახელმწიფოს", - განაცხადა დავით სერგეენკომ. საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც მინისტრი ახსენებს, "ქართუ ფონდია". ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, აბასთუმანში ახალი მრავალფუნქციური სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება, სადაც ტუბერკულიოზის გარდა, ფილტვის სხვა პრობლემებსაც უმკურნალებენ. ახალი ნაგებობა მოქმედი საავადმყოფოდან მოშორებით, აბასთუმნის შესასვლელში განთავსდება და 100 პაციენტზე იქნება გათვლილი. მათ, ვისაც სიახლე ეხებათ, იციან, რომ ახალი მდებარეობა გამოკვლეულია და გარემო სამკურნალო სტანდარტებს სრულად შეესაბამება. მზადება უკვე დაწყებულია ტურისტების ახალი ნაკადების მისაღებადაც. აბასთუმნის ცენტრში აშენდება უმაღლესი კლასის და მსოფლიო სტანდარტების სასტუმრო პარაგრაფი, რომლის ანალოგი საქართველოში, შეკვეთილში უკვე არსებობს. მშენებლობის პროცესში დაახლოებით 350 ადამიანი დასაქმდება, დასრულების შემდეგ კი მუდმივ სამუშაოს 250-მდე ადამიანი მიიღებს. გეგმის მიხედვით, მათი მინიმუმ 80% ადგილობრივი იქნება. მხოლოდ ამ კონკრეტული პროექტისთვის ინვესტორი 30 მილიონ ამერიკულ დოლარს ხარჯავს. ქვეყნის სავიზიტო ბარათად აბასთუმანს ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ინიციატივა აქცევს. ის უნდა იყოს სამხრეთ კავკასიაში პირველი ქალაქი, სადაც მხოლოდ ეკოტრანსპორტი იმოძრავებს. გენერალური გეგმა უკვე მზად არის, ახლა მუშაობა სატრანსპორტო სქემის ორგანიზებაზე მიმდინარეობს იმისთვის, რომ ეს დასახლება გამჭოლი სატრანზიტო გზის ნაწილი არ გახდეს და დაცული იყოს ურბანული სიმყუდროვე. აბასთუმანში ტურისტებიც და ადგილობრივებიც ელექტრომობილებით ისარგებლებენ, ხარჯებს კი ისევე როგორც სხვა შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ფარავს. მისი დაფინანსებით უკვე დაწყებულია მშენებლობები და ინფრასტრუქტურის მოწყობა.

---

 

19.11.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/432636

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პარლამენტს ევთანაზიის საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

საქართველოს პარლამენტმა რეგისტრაციაში გაატარა საკანონმდებლო წინადადება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ევთანაზიის პრაქტიკის დამკვიდრებას ითვალისწინებს. საქართველოს კანონმდებლობით ევთანაზია კვალიფიცირდება როგორც „უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე დაჟინებული თხოვნით“. „აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების შემუშავება განპირობებულია ქვეყნის ბიუჯეტის შევსების აუცილებლობით, რაც ხელს შეუწყობს უბრალო მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას. ჩემი გათვლებით, შემოსავალი შეადგენს 1 000 000 000 დოლარს, რომელიც შემდგომში გაიზრდება. საქმე ის არის, რომ სადღეისოდ ევთანაზიის მეთოდის გამოყენება მხოლოდ შვეიცარიაშია დაშვებული, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან მოქალაქეები, რაც ქვეყნის ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს! გარდა ამისა, ეს მეთოდი არის ჰუმანური! ამ კანონის მიღება არის მნიშვნელოვანი! მე ვთხოვ პარლამეტს, რომ მიაქციოს მას ყურადღება. ყოველდღიურად, უამრავი ჩვენი მოქალქე იტანჯება უმუშევრობისა და შიმშილისგან. ამ კანონის მიღება გახდის შესაძლებელს, რომ გაიზარდოს პენსიები და შემწეობის თანხა, გახდის ჩვენს ქვეყანას მიმზიდველს მდიდარი ტურისტებისთვის, შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს სამედიცინო ტურიზმის სფეროში“,- აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი. საკანონმდებლო წინადადებით, ევთანაზიის მეთოდის გამოყენება იკრძალება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან იგი ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ნორმებს, საქართველო კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური ქვეყანაა.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

20.11.2018

მედიასაშუალება:      რეზონანსი

ხალხი თურქეთში და ევროპაშიც კი დადის წამლების მარაგის შესაძენად

საქართველოში რეგიონის ქვეყნებთან შედარებითაც კი სამჯერ მაღალი ფასებია ფარმაცევტულ ბაზარზე, ხოლო ევროპასთან სხვაობა კიდევ უფრო მეტია. ეს ეხება როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებსაც. ხალხი თურქეთში და ლამის ევროპაში დადის წამლების მარაგის შესაძენად. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის პრობლემასთან ერთად ფასიც მაღალია. სხვაობა თვალში საცემია არა მარტო ევროპულ ქვეყნებთან, არამედ რეგიონთან შედარებითაც კი. ეს არა მხოლოდ იმპორტირებულ, არამედ ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებსაც ეხება. ბაზრის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა კონკურენციის დაბალი დონეც. საქართველოში ფარმაცევტულ ქსელებში ხშირია გაუგებარი და აუხსნელი ფაქტები. მათ შორის გამოსარჩევია, რომ ე.წ. "ჯენერიკების" ფასი ზოგ შემთხვევაში მათი ორიგინალების იდენტურია და ხანდახან უფრო ძვირიც კი. მსოფლიოში "ჯენერიკების" არსებობის გამამართლებული ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მოსახლეობას შედარებით დაბალ ფასად შეეძლოს მედიკამენტების შეძენა. გარდა "ჯენერიკისა", მაღალია იმპორტირებული წამლების ფასიც. მაგალითად, გერმანიაში 1000 მლგ 120 აბი "ომეგა სამის" ღირებულება 6 ევროს არ აღემატება, თბილისის აფთიაქებში კი იმავე მწარმოებლის 800 მლგ 30 აბი 26 ლარი ღირს. თურქეთში თითქმის მესამედ ფასად შეიძლება საქართველოში ძვირადღირებული წამლების შეძენა, რაც, სპეციალისტების აზრით, ჩვენში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების მოგების მაღალი მარჟითაა გამოწვეული. სოციალურ ქსელში უკმაყოფილო მომხმარებლები ხშირად წერენ იმ შემთხვევების შესახებ, რომელსაც საკუთარი თვალით ხედავენ. უცხოეთში მედიკამეტები აფთიაქებში მესამედ ან კიდევ უფრო ნაკლებ ფასად იყიდება. წამლების არაადეკვატურ სიძვირეზე საუბრობს "ბიზნეს-რეზონანსთან" არასამთავრობო ორგანიზაციის - "გახსოვდეს ჰიპოკრატე" ხელმძღვანელი მარინა ბერაძე, რომელიც ფარმაცევტული ბაზრის საფასო პოლიტიკას აქტიურად ადევნებს თვალყურს. "ფასები არა მხოლოდ ევროპულ ქვეყნებთან, არამედ რეგიონთან შედარებითაც კი ძალიან დიდია. ამ მხრივ ნამდვილად "მოწინავე" პოზიციას ვიკავებთ. პრობლემის არსი საკანონმდებლო ბაზაა, რომელიც გარანტი იქნება იმისა, რომ ფასები იყოს ხელმისაწვდომი, მედიკამენტები კი ხარისხიანი. უნდა გაკეთდეს ის, რაც სხვა განვითარებულ ქვეყნებშია. ეს ნამდვილად არის ის გამოცდილება, რომელიც პირდაპირ უნდა გადმოვიღოთ. ამას არ სჭირდება მორგება გარემოზე, ბაზარზე და ჩვენი ქვეყნის სპეციფიკაზე. როგორც სხვაგანაა საცალო და საბითუმო ფასები გამიჯნული კანონით; როგორც სხვაგან არის, რომ ერთი სუბიექტის ფარგლებში ვერ იქნება საცალო და საბითუმო ვაჭრობა, კლინიკა, სადაზღვევო და ფარმაცევტული კომპანია, ასე უნდა იყოს ჩვენთანაც. საქართველოში ყველაფერი არეულ-დარეულია და ხდება ინტერესთა კონფლიქტი. ხშირად ყველა სეგმენტი ერთი ადამიანის საკუთრებაა და ამიტომ ცდილობენ, გაატარონ ბიზნესინტერესი და აღარ არიან ორიენტირებულნი პაციენტებზე", - განაცხადა ბერაძემ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ასევე, აღნიშნავს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას შემუშავებული აქვს მედიკამენტების სია, რომელიც დაბალ ფასად უნდა მიეწოდებოდეს მოსახლეობას. ნუსხაში 350 დასახელების წამალია, საქართველოში კი მათი რიცხვი მხოლოდ 40-ს შეადგენს. "თუ სახელმწიფო არ იქნება კერძო ბიზნესის რეგულატორი, რა თქმა უნდა, ყოველთვის გაჩნდება ცდუნება, რაც შეიძლება მეტი მოგება ნახოს კერძო ბიზნესმა. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოწოდება თავისი წევრი ქვეყნებისადმი, რომელთა რიგებში ჩვენც ვართ. მოსახლეობისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები, რომლის სპეციალური სია არსებობს და შედის 350 დასახელების მედიკამენტზე მეტი, ანუ ამდენი წამალი უნდა იყოს ძალიან დაბალ ფასად. ამას იცავს ყველა ქვეყანა, მათ შორის მესამე სამყაროს ქვეყნებიც კი. ჩვენთან კი ეს ჩამონათვალი 40 მედიკამენტს არ აღემატება. განსხვავება აშკარაა. თუ ეს არის თავისუფალი ბაზარი, მაშინ უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენციაც, თუმცა ყველამ ვიცით, რომ კარტელების გამოისობით მოსახლეობაც და მცირე და საშუალო ბიზნესიც ზარალდება", - აცხადებს მარინა ბერაძე. ეკონომისტი, პროფესორი პაატა აროშიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ მაღალი ფასის ეროვნული ვალუტის კურსისათვის დაბრალება არასწორია, რადგან თურქეთში საქართველოზე მაღალი იყო დევალვაცია, მაგრამ მედიკამენტების ფასი არ გაზრდილა. "მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ლირა კატასტროფულად გაუფასურდა, ფაქტია, მოქალაქეებს ეს არ შეხებიათ. მარტივი მაგალითითაც შეიძლება ამის დადასტურება. საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი დადის მედიკამენტების შესაძენად მეზობელ ქვეყანაში. იქ ბოლო თვეების განმავლობაში, მიუხედავად სავალუტო კრიზისისა, 1 ლირაც კი არ მომატებია წამლების ღირებულებას. წარმოიდგინეთ, ჩვენს მოქალაქეებს უცხო ქვეყანაში გადასვლა და მედიკამენტების მარაგის შეძენა უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე საქართველოში შეძენა", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" აროშიძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5701506&name=20.11.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

​