From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-20.12.2018
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 20.12.2018 08:38
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 20.12.2018

ტელევიზია

19.12.2018

არხი: მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 12:00 

გაეროს მოსახლეობის ფონდის 2018 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ფონდი მიზნად ისახავს, მიაღწიოს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას, რათა აღმოიფხვრას ოჯახის დაგეგმვის სერვისი დეფიციტი, დედათა სიკვდილიანობა და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5766895

---

 

19.12.2018

არხი: კავკასია

გადაცემა: დღეს 19:00 

რუსეთში ისევ საქართველოში არსებულ "ლუგარის" ლაბორატორიაზე შფოთავენ. რენოვოსთან ინტერვიუში განცხადებას ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აკეთებს და ამბობს, რომ ოფიციალური მოსკოვი აშშ-სგან და საქართველოსგან განმარტებებს ელის, თუ რა საქმიანობას ეწევა "ლუგარის" ბიოლოგიური ლაბორატორია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5768487

---

 

ინტერნეტი

20.12.2018

მედიასაშუალება:  https://1tv.ge/news/mamuka-bakhtadze-okupacia-da-sigharibis-dadzleva-aris-chveni-erovnuli-amocana-orive-gamowvevis-garshemo-unda-gaertiandes-saqartvelos-titoeuli-moqalaqis-dzaliskhmeva/

მამუკა ბახტაძე - ოკუპაციისა და სიღარიბის დაძლევა არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, ორივე გამოწვევის გარშემო უნდა გაერთიანდეს საქართველოს თითოეული მოქალაქის ძალისხმევა

საქართველოს წინაშე დგას ორი მტკივნეული გამოწვევა, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე, ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძე 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ყველას სურს, რომ ქვეყანა იყოს სიღარიბის გარეშე, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება ღირსეული ცხოვრების უფლება. „საქართველოს წინაშე გვაქვს ორი მტკივნეული გამოწვევა, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე, ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, ორივე გამოწვევა დავძლიოთ ერთობლივი ძალისხმევით და ამის გარშემო უნდა იყოს გაერთიანებული საქართველოს თითოეული მოქალაქის ძალისხმევა. ჩვენი მიზანია, საქართველო დაუბრუნდეს თავის დიდ ევროპულ ოჯახს, სადაც ადამიანის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, სასამართლოს და მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კერძო საკუთრება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას. ამ ყველაფრის მიღწევა არის რთული ამოცანა იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს საქართველოს წინაშე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, საქართველოში რეალური ცვლილებების განხორციელება დაიწყო 2012 წლიდან და მაქსიმუმი კეთდება სიღარიბის დასაძლევად. „ყველა ჩემი წინამორბედი აკეთებდა მაქსიმუმს, რომ სიღარიბე სწრაფი ტემპებით შეემცირებინა და ამ თვალსაზრისით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. დაახლოებით 10 % -ით შევამცირეთ სიღარიბე, თუმცა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სამწუხაროდ, რჩება სიღარიბეში. მთავარ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და ეს ძალიან რთული ბარიერია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდეს. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება სიღარიბის დაძლევა. როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერ ეკონომიკურ ინიციატივაზე, მთავარი შეფასების კრიტერიუმი არის ეს, რამდენად დაგვეხმარება ესა თუ ის ინიციატივა, რომ საქართველოში ერთხელ და საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე. ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს და დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმები დაგვეხმარება. სიღარიბე იქნება დაძლეული. ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი. მთავარია, თითოეული ჩვენგანი იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ადგას სწორ გზას და ეს გზა მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე”, – განაცხადა ბახტაძემ. ანგარიშის წარდგენას ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

20.12.2018

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/sayoveltao-djandacvis-biudjeti-amoiwura-mtavrobam-programis-gadasarchenad-15-mln-gamoyo

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ამოიწურა, მთავრობამ პროგრამის "გადასარჩენად" 15 მლნ გამოყო

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 713-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა. ჯანდაცვის სამინისტრომ 2018 წლის 31 დეკემბრამდე პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებით 15 მილიონი ლარი გამოყო, რის შედეგადაც პროგრამის მთლიანი ხარჯი 2017 წლის განმავლობაში 728 მილიონი ლარი იქნება. ბიუჯეტის დადგენილზე ჩქარა ათვისება სავარაუდოდ, საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. იმისთვის, რათა პროგრამის ბიუჯეტი მთელი წლის განმავლობაში ყოფილიყო საკმარისი, დღეში საშუალოდ, 1.95 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო, თუმცა ფაქტობრივმა ხარჯვამ ამაზე მეტი შეადგინა. სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული მონაცემების მიხედვით, დამატებული 15 მილიონიდან 5 მილიონი ლარი უკვე ათვისებულია და 31 დეკემბრამდე 10 მილიონი ლარი რჩება დასახარჯი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელსაც ვადაზე ადრე ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის გადასარჩენად 40 მილიონის სახით დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. წელსაც თუ ხარჯვის არსებული ტემპი გაგრძელდა, დაახლოებით, 37 მილიონი ლარის დამატება გახდება საჭირო. შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის ფაქტობრივი ბიუჯეტი 750 მილიონ ლარს მიაღწევს. მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არც 2016 და 2015 წლებში ეყო. 2016 წლის 7 ნოემბერს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის საპასუხოდაც ჯანდაცვის სამინისტრომ მას საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით 35 მილიონი ლარი დაუმატა. დამატებული 35 მილიონი 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ 18 მილიონი ლარი დაუმატა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2015 წელსაც, როდესაც პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვაზე მისამართი თანხა სოციალური დახმარებების გაცემის მუხლს მოაკლო. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვაზე 754 მილიონი ლარია გამოყოფილი.

19.12.2018

http://www.bm.ge/ka/article/sayoveltao-jandacvis-biujeti-amoiwura-mtavrobam-programis-quotgadasarchenadquot-15-mln-gamoyo/27704

---

 

19.12.2018

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=76533

დევნილებს თვითდასაქმების ხელშეწყობისა და მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო იარაღები და ტექნიკა გადაეცათ

საქათველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გავაშელმა და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ, პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულ 15 დევნილს სახელობო იარაღები გადასცეს. სახელმწიფო დახმარება 5 მეწარმე დევნილსაც გადაეცა. აღნიშნული იარაღები იძულებით გადაადგილებულ პირებს „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გადაეცათ. პროგრამა, სააგენტოში გასულ წელს შემუშავდა და 49 დევნილმა უკვე მიიღო გრანტი, რომელთა საშუალო შემოსავალი, 100-დან 1000 ლარამდე გაიზარდა. წელს, კიდევ 44 დევნილი დაფინანსდა, რომლებსაც სააგენტო სახელობო იარაღებს ეტაპობრივად გადასცემს. მიღებული გრანტების საშუალებით, დევნილები თავადვე შეძლებენ დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი საქმიანობა და მიიღონ შემოსავალი ისე, რომ დამსაქმებლებზე აღარ იყვნენ დამოკიდებულნი. პროგრამაში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ დევნილს, რომელმაც 2015-2018 წლებში დაამთავრა სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი ან გაიარა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის ფარგლებში შეირჩა 180 პროფესია, რომლის კურსდამთავრებულებსაც შესაძლებლობა აქვთ თვითდასაქმების გზით გაიჩინონ შემოსავლის წყარო. გრანტის მაქსიმალური ოდენობა ერთ ბენეფიციარზე 1600 ლარით განისაზღვრა. „მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კი, სახელმწიფო დახმარება მეწარმე დევნილებზე გაიცა, რითიც გაიზრდება მათი საწარმოების ბრუნვა და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. სულ, პროგრამის ფარგლებში 18 საწარმო დაფინანსდა, რომლებიც დამატებით, მინიმუმ, ერთ დევნილს ან ეკომიგრანტს დაასაქმებენ. თითოეულ საწარმოს, მათი საქმიანობისთვის საჭირო, 10 000 ლარამდე ღირებულების ნივთები გადაეცა.

პია.ჯი- https://pia.ge/post/239390-devnilebs-tvitdasaqmebis-xelsewyobistvis-sawiro-iararebi-da-teqnika-gadaecat

---

 

19.12.2018

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/141731-safrangetma-saqartvelos-moqalaqeebze-legalurad-mushaobis-ufleba-gasca

საფრანგეთმა საქართველოს მოქალაქეებზე ლეგალურად მუშაობის უფლება გასცა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის მსგავსად, კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა არაერთ ქვეყანასთან მიმდინარეობს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს გერმანიასთან, ისრაელთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთსა და ბულგარეთთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მოახდინა „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება. შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთში დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებზე, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის (მათ შორის ფილიალის) კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება, შემდგომში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით. (შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში). ხელშეკრულება არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ბინადრობის მოწმობის ვადები, სამუშაო ადგილის კვოტები, (შეთანხმებით წელიწადში, ახალგაზრდა სპეციალისტებზე გამოყოფილია 150 კვოტა, როგორც საფრანგეთის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხოლო ყველა სხვა კატეგორიაზე - 500 კვოტა ჯამში) . შეთანხმების რატიფიცირების პარალელურად ფრანგული და ქართული მხარეები განაგრძობენ მუშაობას ცალკეულ საკითხებზე შთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაციისთვის, მათ შორის საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირება, საქართველოში შესაბამისი სპეციალისტების შერჩევა და სხვა ტექნიკური საკითხები. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ პარტნიორებთან და სხვა სახელმწიფოებთან დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით. IOM-ის მხარდაჭერით, შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან, სადაც უკვე დასაქმებულია 30-მდე საქართველოს მოქალაქე. პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოლონურ მხარესთან აღნიშნულ სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მიზნით. 2018 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია შექმნის საქართველოსთვის სამუშაო კვოტებს, დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზების უზრუნველსაყოფად. საქართველო აგრძელებს მოლაპარაკებებს გერმანიასთან ამ მიმართულებით. ამ კუთხით ასევე მიმდინარეობს მუშაობა ისრაელთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთსა და ბულგარეთთან. დროებითი ცირკულარული/შრომითი მიგრაციის სფეროში გააქტიურება ხელს უწყობს ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებას, მუშახელის კვალიფიკაციის განვითარებას და შემდგომ საქართველოში დაბრუნებას, საზღვარგარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვასა და ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/330040/

---

 

19.12.2018

მედიასაშუალება: https://ria.ru/20181219/1548236301.html?fbclid=IwAR1nrjIwmcPyILHJ_IwQHxII2czhHg--i96F01zMZaOioSQAGhpg7neGFos

РФ ждет от США и Грузии разъяснений о деятельности биолаборатории Лугара

МОСКВА, 19 дек – РИА Новости. Россия ждет от США и Грузии разъяснений о том, какую деятельность ведет биологическая лаборатория Лугара в грузинском населенном пункте Алексеевка, заявил в интервью РИА Новости статс-секретарь, замглавы МИД РФ Григорий Карасин. Ранее бывший министр госбезопасности Грузии Игорь Гиоргадзе заявил, что в лаборатории имени Ричарда Лугара могут проводить летальные эксперименты над людьми. Начальник войск радиационной, химической и биологической защиты ВС РФ Игорь Кириллов сообщил, что американские ученые, работающие в центре Лугара, под видом лечения проверяли на местных жителях токсичный химпрепарат. "По-прежнему ожидаем от Вашингтона и Тбилиси разъяснений относительно подлинного характера деятельности данной биолаборатории. Не забывайте, это географически прямо на нашей границе", - сказал Карасин. Специалисты из 17 стран-членов ООН и Евросоюза 14-15 ноября посетили лабораторию, чтобы провести проверку деятельности центра. МИД РФ тогда заявил, что российские эксперты в этом участвовать не будут, так как мероприятие "готовится с целью ввести в заблуждение международное сообщество относительно подлинного статуса этого объекта". "Состоявшееся 14-15 ноября 2018 года оценочное посещение Центра имени Ричарда Лугара иностранными наблюдателями никоим образом не прояснило ситуацию", - подчеркнул Карасин. По его словам, Москва считает, "что такого рода "экскурсии" не могут являться альтернативой механизму верификации в рамках Конвенции о запрещении биологического и токсинного оружия (КБТО)". "Еще в 2016 году мы поставили вопрос и внесли конкретные предложения о совершенствовании предусмотренного Конвенцией формата мер укрепления доверия с целью включения в него информации о зарубежной медико-биологической деятельности. Рассчитываем на то, что США не будут блокировать реализацию этой идеи", - указал замглавы МИД РФ. Ранее Гиоргадзе привел данные о смерти 30 человек, предположительно, погибших в декабре 2015 года во время прохождения лечения от гепатита С в лаборатории. Российская сторона неоднократно выражала тревогу по поводу деятельности Пентагона "по размещению своих медико-биологических лабораторий в непосредственной близости от российских границ". В МИД отмечали в этой связи так называемый "Исследовательский центр общественного здравоохранения имени Р. Лугара" в пригороде Тбилиси, под крышей которого прочно "прописалось" медицинское исследовательское подразделение сухопутных войск США. В Москве полагают, что американские и грузинские власти пытаются скрыть истинное содержание и направленность деятельности воинского подразделения армии США, изучающего особо опасные инфекционные болезни. Грузинская сторона считает опасения напрасными и заявляет, что лаборатория занимается исключительно научными изысканиям.

---

 

19.12.2018

მედიასაშუალება: https://ria.ru/20181219/1548235969.html?fbclid=IwAR0S0IIrZhegKegcRllFE-1M3tyqF-yCQn6UJnqc0mjNhcIroFBvEAqe8Qc

РФ обеспокоена военно-биологической активностью США в лаборатории Лугара

МОСКВА, 19 дек – РИА Новости. Москва серьезно озабочена военно-биологической активностью США в лаборатории Лугара в Грузии, заявил в интервью РИА Новости статс-секретарь, замглавы МИД РФ Григорий Карасин. Ранее бывший министр госбезопасности Грузии Игорь Гиоргадзе заявил, что в лаборатории имени Ричарда Лугара могут проводить летальные эксперименты над людьми. Начальник войск радиационной, химической и биологической защиты ВС РФ Игорь Кириллов сообщил, что американские ученые, работающие в центре Лугара, под видом лечения проверяли на местных жителях токсичный химпрепарат. "У нас вызывает серьезную озабоченность американская военно-биологическая активность в грузинском Исследовательском центре общественного здравоохранения имени Ричарда Лугара в поселке Алексеевка", - сказал Карасин. Гиоргадзе привел данные о смерти 30 человек, предположительно, погибших в декабре 2015 года во время прохождения лечения от гепатита С в лаборатории. Российская сторона неоднократно выражала тревогу по поводу деятельности Пентагона "по размещению своих медико-биологических лабораторий в непосредственной близости от российских границ". В МИД отмечали в этой связи так называемый "Исследовательский центр общественного здравоохранения имени Р. Лугара" в пригороде Тбилиси, под крышей которого прочно "прописалось" медицинское исследовательское подразделение сухопутных войск США. В Москве полагают, что американские и грузинские власти пытаются скрыть истинное содержание и направленность деятельности воинского подразделения армии США, изучающего особо опасные инфекционные болезни. Грузинская сторона считает опасения напрасными и заявляет, что лаборатория занимается исключительно научными изысканиям.

---

 

 

ბეჭდვითი მედია:

20.12.2018

მედიასაშუალება:      რეზონანსი

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ამოიწურა, პროგრამის გადასარჩენად 15 მლნ გამოყვეს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 713-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა. ჯანდაცვის სამინისტრომ 2018 წლის 31 დეკემბრამდე პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებით 15 მილიონი ლარი გამოყო, რის შედეგადაც პროგრამის მთლიანი ხარჯი 2017 წლის განმავლობაში 728 მილიონი ლარი იქნება. ბიუჯეტის დადგენილზე ჩქარა ათვისება სავარაუდოდ, საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. იმისთვის, რათა პროგრამის ბიუჯეტი მთელი წლის განმავლობაში ყოფილიყო საკმარისი, დღეში საშუალოდ, 1.95 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო, თუმცა ფაქტობრივმა ხარჯვამ ამაზე მეტი შეადგინა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელსაც ვადაზე ადრე ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის გადასარჩენად 40 მილიონის სახით დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. წელსაც თუ ხარჯვის არსებული ტემპი გაგრძელდა, დაახლოებით, 37 მილიონი ლარის დამატება გახდება საჭირო. შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის ფაქტობრივი ბიუჯეტი 750 მილიონ ლარს მიაღწევს. მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არც 2016 და 2015 წლებში ეყო. 2016 წლის 7 ნოემბერს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის საპასუხოდაც ჯანდაცვის სამინისტრომ მას საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით 35 მილიონი ლარი დაუმატა. დამატებული 35 მილიონი 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ 18 მილიონი ლარი დაუმატა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2015 წელსაც, როდესაც პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5768664&name=20.12.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 ​