მედიამონიტორინგი 21.02.2019
ტელევიზია
20.02.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
2019 წლის პირველი სექტემბრიდან სრულად ამოქმედდება “შრომის უსაფრთხოების შესახებ” ორგანული კანონი. საკითხს მესამე მოსმენით გუშინ მხარი ყველა იმ დეპუტატმა დაუჭირა ვინც სხდომას ესწრებოდა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ახალი კანონით გაფართოვდა ინსპექტორების საქმიანობის არეალი - ანუ სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების ინსპექტორები უფლებამოსილი იქნებიან ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში არსებული საწარმო შეამოწმონ გაფრთხილების გარეშე დღის, ან ღამის ნებისმიერ დროს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5889629
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5889596
---
20.02.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე
“შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე (მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5889043
---
20.02.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00
40-დღიანი იზოლაციის შემდეგ, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ახალგორის გამოსასვლელთან არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით გახსნეს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5888847
---
20.02.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
დაპირისპირებას ეგვიპტის მოქალაქესა და ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შორის ახლა პოლიცია იძიებს. უცხოელმა ჩვენება მისცა, ექსპერტიზა ჩაიტარა და გეგმავს საკუთარი და პაციენტი მამის უფლებები სასამართლოში დაიცვას. საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა კაცმა მშობლის სხეულზე მატლები აღმოაჩინა, ამის გაპროტესტება სცადა, თუმცა კლინიკის დაცვა ფიზიკურად გაუსწორდა. კლინიკაში კი აცხადებენ, რომ პაციენტის შვილი აგრესიულად იქცეოდა და ამისთვის პატრულიც გამოიძახეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5889562
---
ინტერნეტი
21.02.2019
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ეგვიპტის მოქალაქის მიმართ უხარისხო სამედიცინო მომსახურებისა და ცემის ფაქტს უარყოფენ
---
20.02.2019
ბექა ნაცვლიშვილი - 7 წელია ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ძირეულად ვერაფერი შევცვალეთ, გარდა ჯანდაცვის რეფორმისა და ისიც საბოლოო ჯამში მიზნობრივი გავხადეთ
თუ აკაკი ზოიძის მოსაზრებას ყველა იზიარებს, მაშინ უმრავლესობა დატოვებული მაქვს, - ამის შესახებ დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპენსიო რეფორმის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საპენსიო რეფორმაზე დიდი ხანია მუშაობს და მისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან შეიძლება, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა ძირეულად შეცვალოს. „თუ აკაკი ზოიძის მოსაზრებას ყველა იზიარებს, მაშინ უმრავლესობა დატოვებული მაქვს, ხომ?! უმრავლესობის დატოვება-არ დატოვება ამ ბოლო დროს სპეკულაციური თემა გახდა. მე 5 თვის წინ მაქვს ნათქვამი, რადგან დიდი ხანია, 8 თვე, საპენსიო სისტემაზე ვმუშაობდი, მე რომ ჩემი და მთავრობის გათვლები გაჩვენოთ, იმის ნახევარი არ აქვთ ნამუშევარი, რაც მე მაქვს. ამიტომ ჩემთვის ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხია, რადგან ამან შეიძლება, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა ძირეულად შეცვალოს. „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ იმიტომ ხომ არ ვებრძოდით, რომ ხალხზე ძალადობდა. იმიტომ ვებრძოდით, რომ მისი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა მიმართული იყო ღარიბების დასჯაზე, ადამიანების გაღატაკებაზე და უთანასწორობის გაზრდაზე. ჩვენ ეს შედეგები მივიღეთ. 7 წელია, ხელისუფლება შეიცვალა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ძირეულად ვერაფერი შევცვალეთ, გარდა ჯანდაცვის რეფორმისა და ისიც საბოლოო ჯამში, ახლა მიზნობრივი გავხადეთ. საყოველთაო ხასიათი, რაც ჯანდაცვის რეფორმას ჰქონდა, ისიც დავუკარგეთ და საპენსიო რეფორმა იძლევა, უნიკალურ შანსს, რომ ის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა მთლიანად გადავიაზროთ“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
---
20.02.2019
„შრომითი უსაფრთხოების კანონში“ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს EMC დადებითად აფასებს
„შრომითი უსაფრთხოების კანონში“ საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის 19 თებერვალს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს EMC დადებითად აფასებს და მიესალმება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრიდან აცნობეს. მათივე შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები დასაქმებულთა შრომითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად „მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს“. ამასთან, EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული არასაკმარისია დასაქმებულთა შრომითი უფლებების ეფექტური დაცვისთვის და ამ მიმართულებით კიდევ ბევრი ქმედითი ნაბიჯია გადასადგმელი. “არსებული რეგულაციის თანახმად, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები ვრცელდება მხოლოდ, დასაქმებულთა ვიწრო სპექტრზე, კერძოდ კი, მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ხოლო, მითითებული სფეროების ჩამონათვალს თავის მხრივ, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. აღნიშნული მნიშვნელოვან წინააღმდეგობაში მოდიოდა ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან და კანონის მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენდა. ახალი ორგანული კანონის თანახმად კი, 2019 წლის 1 სექტემბრიდან კანონის მოქმედების სფეროში ექცევა დასაქმების ყველა სექტორი, რაც ნამდვილად პოზიტიურ ნაბიჯს წარმოადგენს“, - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, კვლავ გამოწვევად დგას შრომითი უფლებებისა თუ შრომით ურთიერთობებში თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით მთელი რიგი საკითხები, რომელიც საქართველოს პარლამენტისგან თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან განგრძობად მუშაობას საჭიროებს. „შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი უფლებამოსილია ზედამხედველობა განახორციელოს მხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე, ტრეფიკინგსა და შრომით ექსპლუატაციაზე და მისი უფლებამოსილება არ ვრცელდება სხვა შრომითი უფლებების დაცვის, მათ შორის შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების პრაქტიკაში უზრუნველყოფის მიზნით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვან გამოწვევად სერვისის სექტორში დასაქმებულთათვის დგას, სადაც ადამიანებს ხშირ შემთხვევაში არსებითი შრომითი უფლებების დარღვევით უწევთ მუშაობა. შრომის ინსპექტირების სამსახურის უფლებამოსილებათა ხელოვნური დაყოფა და მისი მანდატის მხოლოდ შრომითი უსაფრთხოებით შეზღუდვა არ შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებსა და საერთაშორისო სტანდარტებს“, - ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე შეფასებით, ასევე, გაუმჯობესებას საჭიროებს მთელი რიგი საკითხები, როგორიცაა ზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს ოდენობა და მისი ანაზღაურების წესი, ღამის საათებში მუშაობის, დასვენების დროის რეგულირება. აუცილებელია საქართველოს მხრიდან მოხდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა მნიშვნელოვანი კონვენციის რატიფიცირება, რომელიც დამატებით გარანტიებს შექმნის დასაქმებულთა უფლებებისთვის. ასევე, აუცილებელია მუშაობა გაგრძელდეს შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობისა თუ დასაქმების ადგილზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით, რაც ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან ვალდებულებასაც წარმოადგენს. საკანონმდებლო ბაზის გაძლიერების პარალელურად არსებითი მნიშვნელობა აქვს ინსპექტირების სამსახურის ინსტიტუციური ზრდის ფინანსური და სხვა სახის დახმარების უზრუნველყოფას, მათ შორის სწრაფი და ეფექტური რეაგირების მიზნით ადგილობრივი ოფისების გახსნას“, - ნათქვამია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
---
20.02.2019
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/204745-atcarashi-yoveltsliurad-tuberkulozis-200-mde-akhali-shemthkhveva-vlindeba.html?lang=ka-GE
აჭარაში ყოველწლიურად ტუბერკულოზის 200-მდე ახალი შემთხვევა ვლინდება
ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობის მიხედვით აჭარა საქართველოს მასშტაბით პირველ სამეულშია. ყოველწლიურად აჭარაში, საშუალოდ, 200-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, საერთო მაჩვენებელში მეტი წილი, ე.წ. წამალგამძლე, ანუ რეზისტენტულ ტუბერკულოზზე მოდის. ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა, რომელიც ფილტვის ფორმით დაავადებული ბაცილგამომყოფი პირის მიერ საუბრის, ხველის, ცემინების დროს ვრცელდება. დაავადების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი თამბაქოსა და ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარებაა. ტუბერკულოზით დაავადებულებს უნდა ახსოვდეთ, რომ ტუბერკულოზი იკურნება.
---
20.02.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/450607
2019 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 16 საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება იგეგმება
“სხვადასხვა რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის ახალი ფუნქციაა, რომელიც ჩვენმა სამინისტრომ 2018 წელს შეიძინა”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მინისტრის საათზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, 2019 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 16 საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება იგეგმება. “შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ მხოლოდ ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. ჩვენ ნაწილში, მშენებლობის თვალსაზრისით, 2018 წელს ვასრულებდით იმ პროექტებს, რომლებიც დევნილთა სამინისტროს დაწყებული იყო. ამ მიმართულებითაც მინდა ვთქვა, რომ შევცვალეთ მიდგომა ზოგადად კომპანიების ჩართულობასთან დაკავშირებით, გავმართეთ რამდენიმე ღია კარის დღე და შედეგად ამ მშენებლობის პროცესში შემოვიდნენ სამშენებლო დეველოპერული კომპანიებიც, მათ შორის, ისინიც, რომლებიც აქამდე არ იღებდნენ მონაწილეობას დევნილთა სახლების მშენებლობაში, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს პროექტები, გაცილებით სწრაფად და ხარისხიანად წარიმართება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
---
20.02.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/341986/
ოსურმა მხარემ გამშვები პუნქტი დროებით გახსნა
ახალგორიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელი გამშვები პუქნტი დღეს, 20 თებერვალს სამი დღით, ცალმხრივად გაიხსნა. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც გამშვები პუნქტის დაკეტვის შემდეგ ახალგორიდან ვეღარ გამოდიოდნენ, მათ შორის მკურნალობის მიზნით, შესაძლებლობა აქვთ ცხინვალის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია დატოვონ. ცხინვალმა 2019 წლის 11 იანვარს, ქართული მხრიდან გრიპის H1N1 ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზეზით, კარანტინი გამოაცხადა და გამშვები პუნქტი ჩაკეტა. კარანტინის გამოცხადების შემდეგ ქართული მხარე შეშფოთებას გამოხატავდა და მოუწოდებდა დე ფაქტო ხელმძღვანელობას, ადამიანებისთვის თავისუფალი გადაადგილების საშუალება მიეცა.
---
20.02.2019
"ხანდაზმული ქალი ქალიშვილმა უსინდისოდ მიატოვა" - 87 წლის ქალი, რომელიც საწოლსაა მიჯაჭვული საზოგადოების დახმარება სჭირდება
87-წლის კლარა ორეხოვსკაია პრაქტიკულად პარალიზებულია. ეს ხანდაზმული ქალბატონი საწოლს არის მიჯაჭვული, მას უამრავი დაავადება აწუხებს, ძალიან დასუსტებულია, უკანკალებს ხელები, უჭირს საუბარი, ხოლო ასთმური მოვლენები კიდევ უფრო ართულებს მის ისედაც სავალალო მდგომარეობას. იგი ცხოვრობს ნახევრად დანგრეულ შენობაში, უკიდურესად დუხჭირ პირობებში და სრულ მარტოობაში. რამდენიმე წლის წინ მან ინსულტი გადაიტანა, მოგვიანებით კი ოთახში დაეცა და მოიტეხა თეძო. ამან საბოლოოდ „გაანადგურა“ ეს ხანდაზმული ადამიანი და სასოწარკვეთაში ჩააგდო. კლარა ორეხოვსკაია მთელი ცხოვრება მუშაობდა დაწყებითი განათლების სისტემაში, კოლეგების და აღსაზრდელების მხრიდან ყოველთვის სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებდა, თუმცა ხანდაზმულობის ჟამს იგი მარტოობაში აღმოჩნდა. ეს ხანდაზმული ქალი ქალიშვილმა უსინდისოდ მიატოვა, უარი სთქვა მის მოვლაზე და მოხუცი ქალი ლუკმა-პურის გარეშე დატოვა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა მისი ტკივილი, არის დისშვილი პავლე, რომელსაც ჩვენ გავესაუბრეთ: -ხშირად ნახულობთ დეიდას? პავლე: დავდივარ შეძლებისდაგვარად, რადგან ვმუშაობ და ყოველთვის ვერ ვიცლი. როდესაც მოვდივარ, მომაქვს მისთვის საკვები პროდუქტები, მოვუმზადებ ფაფას, გამოვხვეტავ, გავესაუბრები... მე თავად მიჭირს მატერიალურად და ვერ მომაქვს მისთვის წამლები. მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომლის ექთანი ხშირად მოდის აქ და უვლის დეიდას, ამარაგებს წამლებით. რომ არა თქვენ, ეს ქალი ცოცხალი არ იქნებოდა. -ჩვენს გარდა ვინმე ეხმარება მას? პავლე: სამწუხაროდ, მეტი არავინ ეხმარება. ჩერნოვეცკის ფონდის ჩარევის შემდეგ, დეიდაჩემი ოთხ თვეში ერთხელ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახის მედიკამენტებს იღებს. ეს არის და ეს... რჩება პენსია, რომელიც კომუნალურ გადასახადებს და ელემენტარულ საკვებს ხმარდება. -ყველაზე მეტად რასთან დაკავშირებით განიცდის თქვენი დეიდა? -ძალიან განიცდის ქალიშვილთან ურთიერთობას, ლოცულობს მასზე, მის კეთილდღეობაზე, მზადაა აპატიოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. მეგობრებო, კლარა ორეხოვსკაია საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს. მოდით, გავუწოდოთ მას დახმარების ხელი, ვანუგეშოთ და გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე. თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშებზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კლარა ორეხოვსკაია) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან: chernovetskyifund.ge
---
ბეჭდვითი მედია
21.02.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
„ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის“ პროექტის პრეზენტაცია
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში, ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის გაძლიერებისთვის, სამწლიანი პროექტი განხორციელდება. პროგრამის პრეზენტაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო. მან მიმართულების კოორდინირებულად მართვისთვის ახალი ფორმატის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. პროექტის თემატური მიმართულება იქნება ბავშვთა უფლებების დაცვა და კეთილდღეობა. შეიქმნება ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო მექანიზმი. ამბიციური უწოდა ახალ ინიციატივას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა, კარლ ჰარცელმა და აღნიშნა, რომ ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს. "ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის" პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში, მიმდინარე წლის თებერვლიდან განხორციელდება. პროექტს ვორლდ ვიჟენი და სოციალური მომსახურების სააგენო განახორციელებენ.
---