From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-21.05.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 21.05.2019 07:57
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 21.05.2019

ტელევიზია

21.05.2019

არხი:    ერთსულოვნება

გადაცემა: განთიადი

ტყვია მძიმე მეტალთა ჯგუფს მიეკუთვნება და ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ პერიოდულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მეტალი განსაკუთრებით უარყოფით ზეგავლენას ახდენს მოზარდებსა და ბავშვებში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6092706

---

 

20.05.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 17:15

31 მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულებები ამოქმდდება. მწარმოებლებს თუთუნის, ელექტროსიგარეტის ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს სარეალიზაციოდ გატანამდე სამი თვით ადრე მოუწევთ ჯანდაცვის სამინისტროს პროდუქტის ნაწარმის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიაწოდონ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6091770

---

 

 

 

ინტერნეტი

21.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/547616-politikosebis-mimart-damokidebulebis-reitingshi-davit-sergeenko-da-kaxa-kalaze-lideroben/

პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში დავით სერგეენკო და კახა კალაძე ლიდერობენ

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობენ. უფრო კონკრეტულად, გამოკითხული რესპონდენტის 40 % ამბობს, რომ სერგეენკოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, 12 % უარყოფით დამოკიდებულებას აფიქსირებს, 32 % კი - არც დადებითს და არც უარყოფითს. რესპონდენტთა 40 % აფიქსირებს დადებით დამოკიდებულებას კახა კალაძის მიმართაც, 18 %-ს კი მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. 34 % კალაძის მიმართ მის დამოკიდებულებას - არც დადებითად და არც უარყოფითად აფასებს. პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში მესამე ადგილზეა მიხეილ სააკაშვილი, რომლის მიმართაც დადებით დამოკიდებულებას გამოკითხულთა 31 % აფიქსირებს. შემდეგ პოზიციებზე მოდიან პოლიტიკოსები: შალვა ნათელაშვილი, სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე, რომელთა მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 28 %-28 %- ს აქვს. 27 %-27 % გამოხატავს დადებით დამოკიდებულებას გიორგი გახარიას და ზაალ უდუმაშვილის მიმართ, 26 %-26 % კი - ალეკო ელისაშვილის, მამუკა ბახტაძის და თეა წულუკიანის. 22 %-22 %-ია დადებითად განწყობილი გიორგი ვაშაძის და ნიკა მელიას მიმართ, 21 %-21% კი - ირმა ინაშვილის, ბიძინა ივანიშვილის და დავით უსუფაშვილის. 20 % აფიქსირებს დადებით განწყობას ირაკლი კობახიძის მიმართ

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/kvlevis-mikhedvit-politikosebisadmi-dadebiti-damokidebulebis-reitingshi-pirvel-da-meore-adgilze-davit-sergeenko-da-kakha-kaladze-arian/

პარიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1558423985-NDI-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C?fbclid=IwAR2GZvT9x3BGeOU5wPuaNyLhXMLhoKGKRCVUkhBebIzuj5TKLQQwa3FbT64

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/106338/ndi-politikosebis-mimart-gantskobis-reitingshi-sergeenko-da-kaladze-lideroben?fbclid=IwAR0AfE0vCeDD60f77N4XHVjg_ITDQLr-GJBB8zQlyi-m66M84NhcYiVp4Ag

---

 

21.05.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/472446

ფეიქრიშვილების ხუთშვილიან ოჯახს დახმარება სჭირდება

ფეიქრიშვილების ხუთშვილიანი ოჯახი უკვე 9 წელია, რაც საპატრიარქოს თავშესაფარში ცხოვრობს. ეს პატარები მოკლებულნი არიან განვითარების ნორმალურ პირობებს, ხშირად შიმშილობენ, დადიან ძველმანებში, ხოლო მათი მომავალი, თუ კვლავ ასე გაგრძელდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება! ჩვენ ვესაუბრეთ ბავშვების დედას – ლალი ფეიქრიშვილს და ვთხოვეთ გაეზიარებინა ოჯახის პრობლემები: -როგორ მოხვდა თქვენი ოჯახი თავშესაფარში? ლალი: ეს საპატრიარქოს თავშესაფარია. მადლობა ღმერთს, რომ ქუჩაში არ ვართ! მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში შევქმენით, მაგრამ მოგვიანებით დედამთილი იძულებული გახდა სახლი გაეყიდა. დავრჩით ქუჩაში. ჩამოვედით თბილისში და საცხოვრებელი ვიქირავეთ, შემდეგ კი თავშესაფარში დავიდეთ ბინა. მადლობელი ვართ საპატრიარქოსი! -დიდი ხანია, რაც მატერიალურად გიჭირთ? ლალი: იცით, დალხენილი ცხოვრება არასდროს გვქონია, მაგრამ როდესაც მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობდით ცხოველთა თავშესაფარში, პურის ფული გვქონდა. მას შემდეგ, რაც იქ ფინანსური კრიზისი დაიწყო, ჩვენ შეკვეცაში მოვყევით. – ახლა სად არის თქვენი მეუღლე? ლალი: ჩემი ქმარი უმუშევარია. ახლა სამუშაოს საძებნელად არის წასული. ღმერთმა ქნას, რომ რაღაც გამოჩნდეს, თუნდაც ერთჯერადი. ჩვენთვის თითოეულ თეთრს მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ყველაზე უმცროსი ბავშვისთვის, რომელიც ავადმყოფობს. -რა აწუხებს? ლალი: ანემია სჭირს. გამოკვლევაზე დამყავს სამ თვეში ერთხელ. ჯანდაცვის სამინისტრო ამისთვის 50 ლარს გამოყოფს, დანარჩენ თანხას მე ვამატებ. -რა წარმოადგენს თქვენს შემოსავალ? ლალი: სოციალური შემწეობა. ფული, ძირითადად, საჭმელზე და მედიკამენტებზე გვეხარჯება. მერიის უფასო სასადილო ტერიტორიულად შორსაა, ვერ დავდივართ, ტრანსპორტის ფული არ გვაქვს… -დახმარებისთვის ვინმესთვის მიგიმართავთ? ლალი: არაერთხელ მივმართეთ გამგეობას, რომ სახურავი გააკეთოს და გაზი შემოიყვანოს შენობაში, მაგრამ უშედეგოდ. გვითხრეს, რომ რახან შენობა საპატრიარქოს ეკუთვნის, ჩვენს ბალანსზე არ არისო. დიდი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომ მოგვაქცია ყურადღება და დახმარებას დაგვპირდით. -რა წარმოადგენს თქვენი ოჯახისთვის გადაუდებელ საჭიროებას? ლალი: სახურავის შეკეთება, რადგან წვიმის დროს წყალი ჩამოდის ჭერიდან. ამის გამო ნესტის სუნი დგას, ზამთარში ცივა, ხოლო ზაფხულში – საშინლად ცხელა. აგრეთვე, საკვები პროდუქტები გვესაჭიროება, საბავშვო ტანსაცმელი, მედიკამენტები… არც სარეცხი მანქანა გვაქვს და არც მაცივარი… -ლალი, რაზე ოცნებობთ? ლალი: ჩემი შვილების ბედნიერებაზე ვოცნებობ. ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც დახმარებას გაგვიწევენ და მომავლის იმედს გვაჩუქებენ! მეგობრებო, ფეიქრიშვილების ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! მისამართი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 25, საპატრიარქოს თავშესაფარი

---

 

20.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/547563-31-maiss-parlamenti-interpelaciis-cesit-mamuka-baxtazes-davit-sergeenkosa-da-tamar-zhvanias-mousmens/

31 მაისს პარლამენტი ინტერპელაციის წესით მამუკა ბახტაძეს, დავით სერგეენკოსა და თამარ ჟვანიას მოუსმენს

31 მაისის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით მოსმენა გაიმართება. ინტერპელაციის წესით გაგზავნილ კითხვებზე პასუხის გასაცემად პარლამენტში მიწვეულია: პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია. თამარ ჟვანია პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა პასუხის მისაღებად კითხვაზე, რა რეაგირებას ახდენს საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ დარღვევებზე. დავით სერგეენკო ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ სოციალური დახმარებების განაწილებისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ხარჯების მიზნობრიობის საკითხთან დაკავშირებით მიიწვია. რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, მას კითხვები ფრაქციამ “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ გადაუგზავნა. პრემიერ-მინისტრს პასუხების გაცემა მოუწევს დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დაზუსტების საკითხზე, ახალ საბანკო რეგულაციებზე, “თიბისი“ ბანკის საქმეზე. ფრაქციის კითხვები ასევე ეხება საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გადახდილი შრომის ანაზღაურების მოცულობისა და დასაქმებული პირების რიცხოვნობას.

---

 

20.05.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/365516/?fbclid=IwAR1pJe4APhdEpjpEbTeVrvS0n_a1dT0xBV3s8Lw3XvlLXeVwqKy6o2Je0_U

უმეტესობას ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციის არ სჯერა – კვლევა

NDI-ის დაკვეთით, CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, უმეტესობას არ სჯერა ლუგარის სახელობის ლაბორატორიის თაობაზე გავრცელებული დეიზინფორმაციული მესიჯის, რომლის მიხედვითაც, ეს ლაბორატორია ეპიდემიების გავრცელებას უყწობს ხელს. სამაგიეროდ, კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობას სჯერა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღებას ავალდებულებს. უმეტესობას ასევე სჯერა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის ბაზარს რუსეთის ბაზარი სჯობია. NDI-ის კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

---

20.05.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/262443-devnilebs-sasoflo-sameurneo-saqmianobistvis-grantebi-gadaecemat

დევნილებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გრანტები გადაეცემათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას იწყებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, დევნილ ოჯახებს, რომლებსაც სამინისტრომ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, კერძო სახლები შეუსყიდა, სოფლის მეურნეობისა და სურსათის გადამუშავების მიმართულებით საშუალო და მცირე გრანტები გადაეცემათ. საშუალო საგრანტო პაკეტის ღირებულება 5 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს. მცირე საგრანტო პაკეტის მაქსიმალური ღირებულება კი 3 000 ლარს შეადგენს. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილების განაცხადების მიღება 20 მაისს დაიწყო და 20 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. „დევნილების განაცხადები მიიღება საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, მისამართზე - თამარაშვილის 15ა. ასევე, სკანირებული განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელ.ფოსტაზე. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებ-გვერდზე - http://livelihood.gov.ge.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/547543-gansaxlebul-devnilebs-sasoplo-sameurneo-sakmianobistvis-grantebi-gadaecemat/

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=83897

---

 

20.05.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/262423-jandacvis-saministros-warmomadgenelma-gaficul-mararoelta-motxovnebi-moismina

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გაფიცულ მაღაროელთა მოთხოვნები მოისმინა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჭიათურის საკრებულოს წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, თეიმურაზ პირველაშვილი თავდაპირველად გაფიცულ მაღაროელებს, შემდეგ კი სს „ჭიათურმანგანუმის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. „სააგენტოს წარმომადგენელმა მოისმინა გაფიცულთა მოთხოვნები. სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით, ძირითადი უკმაყოფილება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი მაღარო არ არის უზრუნველყოფილი სამედიცინო პუნქტით, პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებითა და საგნებით. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მაღაროს თანამშრომლები და ხშირ შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრები უზრუნველყოფილნი არიან კერძო სამედიცინო დაზღვევით, ვერ ახერხებენ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღებას. მაღაროელთა პრეტენზიების მოსმენის შემდეგ, შეხვედრა შედგა სს „ჭიათურმანგანუმის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. შენიშვნების დიდი ნაწილი გაზიარებულ იქნა და მათი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემები მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება აღმოფხვრილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინტერპრენიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/547522-jandacvis-saministros-carmomadgeneli-chiaturashi-gapicul-magaroelebs-da-chiaturmanganumis-administraciis-carmomadgenlebs-shexvda/

---

 

20.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/547466-chiaturashi-gapicul-magaroelebs-mokalakeebic-sheuertdnen/

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს მოქალაქეებიც შეუერთდნენ

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს მოქალაქეებიც შეუერთდნენ. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი პაატა სამხარაძე აცხადებს, მოქალაქეები მათ სოლიდარობას უცხადებენ. ამავდროულად, ქალაქში მანგანეზით დატვირთული მძიმეწონიანი ტრანსპორტის გადაადგილებას აპროტესტებენ. "მთელი ქალაქია გამოსული. აპროტესტებენ მანგანეზით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომობილების გადაადგილებას. მოსახლეობა მოითხოვს ეს ტრანსპორტი ქალაქის ცენტრში არ გადაადგილდეს", - განაცხადა პაატა სამხარაძემ. მისი თქმით, მათ 17 მაისის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები არ შეხვედრიან. გაფიცვის პარალელურად, მაღაროელები მეოთხე დღეა შიმშილობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არსებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მხოლოდ ერთმა მაღაროელმა შეწყვიტა შიმშილობა. ჭიათურაში მაღაროლები 16 მაისს გაიფიცნენ.

---

 

20.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/547501-rustavis-poladis-xelmzgvaneloba-chveni-pinansuri-mdgomareobidan-gamomdinare-es-aris-maksimumi-risi-shetavazebac-shegvizlia/

რუსთავის ფოლადის ხელმძღვანელობა - ჩვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს არის მაქსიმუმი, რისი შეთავაზებაც შეგვიძლია

„რუსთავის ფოლადში“ დასაქმებული მუშების ნაწილი კვლავ გაფიცულია. გაფიცული მუშები საწარმოს ხელმძღვანელობისგან ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს. საწარმოს ხელმძღვანელობასა და სორტული საამქროს თანამშრომლებს შორის შეთანხმება ხელფასის გაზრდასა და სხვა მოთხოვნების შესრულებაზე 18 მაისს შედგა. ფოლადსადნობი საამქროს 250-მდე თანამშრომლებს კი „რუსთავის ფოლადის“ დირექტორის მოადგილემ შეთავაზებული პირობები დღეს დილით გააცნო. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქაძემ განაცხადა, ფოლადსადნობი საამქროს 250-მდე მუშას საწარმოს ხელმძღვანელობა 15-დან 30%-ით სთავაზობს ხელფასის გაზრდას, ასევე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ყველა მოთხოვნის შესრულებას პირდება. „მათი მოთხოვნა იყო ხელფასების 50%-ით გაზრდა, დღეს შევიკრიბეთ და შევთავაზეთ ჩვენი წინადადება, რაც ხელფასების 15-დან 30%-მდე გაზრდაა სხვადასხვა კატეგორიების თანამშრომლებისთვის. მათ ვისაც აქვს ნაკლები ხელფასი, უფრო მეტი პროცენტით გაეზრდებათ და ვისაც მეტი აქვს, უფრო ნაკლებით. ჩვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს არის მაქსიმუმი, რისი შეთავაზებაც შეგვიძლია, იყო სხვა დეტალებზეც საუბარი, რაზეც მოვრიგდით მათთან და პრობლემა არ იქნება. ჩვენ ამ ხალხთან კონფრონტაციულ რეჟიმში არ ვართ, ისინი საკუთარ მოთხოვნებს გვაცნობენ, ჩვენ ჩვენსას ვეუბნებით და მივდივართ შეთანხმებამდე. მე იმედი მაქვს, რომ ეს შეთანხმება შედგება“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქაძემ. „რუსთავის ფოლადის“ 400-ზე მეტი მუშა 16 მაისს გაიფიცა. მუშების გაფიცვის გამო მთლიანად გაჩერდა სორტული და ფოლადსადნობი საამქროები. 17 მაისს საწარმოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ სორტულმა საამქრომ მუშაობა შაბათიდან განაახლა. ამ დრომდე გაჩერებულია ფოლადსადნობი საამქრო.

---

 

ბეჭდვითი მედია

21.05.2019

მედიასაშუალება:  რეზონანსი

მოსახლეობასაც და ბიუჯეტსაც ჯანდაცვის ხარჯი გაუორმაგდება

2013 წლიდან მოყოლებული, მოსახლეობას ჯანდაცვის ხარჯი თითქმის გაუორმაგდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის პროგრამებში წლიწადში 1 მლრდ ლარზე მეტი იხარჯება, მოსახლეობა ამით რეალურ შედეგს ვერ იღებს და სექტორში არსებული ვითარებაც რთულია. იმის, გამო, რომ მკურნალობაც უფრო ხარჯიანი გახდა, ჯიბიდან გადახდის მაჩვენებლებითაც კატასტროფული მდგომარეობაა, რაც არც ერთ საშუალო ევროპულ ქვეყანაში არ ხდება. ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვამ, რომელიც პრიორიტეტად გამოცხადდა, ნაკლოვანებები ვერ აღმოფხვრა - მომსახურების ხარისხი ვერ გააუმჯობესა, ავადობის ტემპი ვერ შემაცირა და ვერც მკურნალობის შედეგი გააუმჯობესა. "წლევანდელი ბიუჯეტით, ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებამ სახელმწიფოს მხრიდან 1 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს კარგი და მისასალმებელია, მაგრამ პრობლემაა, რამდენად ეფექტურად იხარჯება ეს რესურსი და რა შედეგი გვაქვს. სამწუხაროდ, დაფინანსების ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გაუმჯობესდა ხარისხი, წამლების ხელმისაწვდომობა და სერვისი. ესენი ვერ მოგვარდა, ამიტომ ჯანდაცვის პროგრამების ხარჯთეფექტურობა პრობლემად რჩება. არის დეფიციტური ხარჯვა 30-40 მლნ-ის ფარგლებში, რასაც ემატება სამედიცინო დაწესებულების მიმართ დავალიანებები ყოველწლიურად, რაც პირდაპირ "ურტყამს" კლინიკებს, ხარისხს და ა.შ. კარგია, რომ დაფინანსება მატულობს, მაგრამ ეს პრობლემას ვერ აგვარებს. შეფასებულიც კი არ არის. ამ დროს სახელმწიფო არსებულ პრობლემებს არ აღიარებს, შესაბამისად, ვერც მისი გადაჭრა ხერხდება," - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" ჩიხლაძემ და დასძინა, რომ ცუდი მდგომარეობაა დაავადებების გამოვლენის მიმართულებითაც, რის გამოც ჰოსპიტალურ სექტორში დიდი ფული იხარჯება. სხვადასხვა კვლევას რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ ოჯახებსაც საკმაოდ დიდი ფული ეხარჯებათ. :კურაციოს" კვლევით 14%-ს აქვს ჯანდაცვაზე კატასტროფული ხარჯი, ანუ არასასურსათო ხარჯის 40%-დან 14% ჯანდაცვაზე მოდის. მსოფლიო ბანკის დათვლით, ეს მაჩვენებლი 34%-ს შეადგენს. ნებისმიერ სიტუაციაში მძიმე ვითარებაა და გვაჩვენებს, რომ ოჯახების მხრიდან ჯანდაცვაზე გათვალისწინებული ხარჯი იზრდება, რასაც მოსახლეობა გრძნობს. სტატისტიკოესბის ინფორმაციით, ოჯახის მთლიან ხარჯში ჯანდაცვის ხარჯი 2012 წლის შემდეგ 9%-ით არის გაზრდილი. ეკონომიკის დოქტორ სოსო არჩვაძის შეფასებით, მედიცინაზე ხარჯის ზრდა წინ უსწრებს მთლიანი ხარჯის მატების ტემპს. მთლიანობაში, ჯანდაცვის სფეროზე დახარჯული თანხის მოცულობა არის დაახლოებით 6-7%-დან 9%-მდე ოჯახების შინამეურნეობათა მთლიან ხარჯში. ცალკეა სახელმწიფოს ხარჯი. დაახლოებით იმავე თანაფარდობაშია, რასაც ემატება კერძო დაზღვევა და საკმაოდ სოლიდურ თანხასთან მივდივართ," - აღნიშნა არჩვაძემ და დასძინა, რომ საბაზრო წონასწორობა შეიძლება აღადგინოს სადაზღვეო ინდუსტრიის განვითარებამ, რომელიც წესრიგს სრულად ვერ დაამყარებს, მაგრამ პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. "საზოგადოებას, რომლის შემოსავალზე დგას ქვეყნის ბიუჯეტი, სამედიცინო მომსახურება უფრო და უფრო ძვირი უჯდება, სახსრების ეფექტიანობა ეცემა და ამას დასასრული არ უჩანს. შესაცვლელია დამოკიდებულება, ვფიქრობ, კერძოდ სადაზღვეო ინდუსტრიის განვითარება გარკვეულწილად შეაფერხებს ამ პროცესს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6092398&name=21.05.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

21.05.2019

მედიასაშუალება:  ქრონიკა+

ნაცრისფერი ეპიდემია

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდნენ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), მსოფლიო ბანკი და იტალიის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტი. საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს, მათ შორის ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა არის 5-დან 10 მკგ/დლ-მდე. ასეთია შედეგები ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევისა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6092696&name=21.05.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

21.05.2019

მედიასაშუალება:  ქრონიკა+

გაღატაკებული საქართველოს შოკისმომგვრელი ქრონიკები

მმართველი ელიტის ცინიზმს, როგორც იტყვიან საზღვარი არ აქვს. ეს ზიოგადად ცნობილი და ნათელია, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც საქართველოში უმუშევრობა ყვავის და იმისთვის, რომ ლუკმა-პური ისშოვონ, ადამიანები საზღვარგარეთ გარბიან, ერთ-ერთი სახელმწიფო უწყება, კერძოდ, "საქსტატი" გვიმტკიცებს, რომ ბოლო წლებში საქარტველოში უმუშევრობის დონე შემცირდა. მეტიც, რამდენიმე დღის წინ ქართულმა ინტერნეტმედიამ სქაქისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე, თურმე 1,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12,7 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ბოლო 9 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, ამასთან უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ანიშნული მაჩვენებელი 2018 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს. 2018 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 63.9% შეადგინა. 2017 წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმებუების დონე, შესაბამისად 1.9 და 0,9%-ული პუნქტებით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე, წინა წლებთამნ შედარებით გაზრდილია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო ხორცის ტიპის დასახლებაში - 3.1 პროცენტული პუნქტით. სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულებში 50.8 პროცენტს შეადგენდა, რაც 2.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში თვითდასაქმებულთა კლების ტენდენცია აღინიშნება და 2018 წელს პირველად დაქირავებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასაქმებულებს. უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებაში 3.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო სასოფლო დასახლებებში გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით. "საქსტატის" ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, 2018 წელს უმუშევრობის დონე შემცირებულია თბილისის, აჭარის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, აღნიშნული მაჩვენებელი 5,9%-ით არის შემცირებული, ხოლო აჭარასაა და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად, 1,8 და 1,6 %-ით. უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად გაზრდილია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, შესაბამისად 3,3 და 1,9%-ით. სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია მამაკცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.7 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს 2017 წელთან შედარებით შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.0 პროცენტული პუნქტით. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა.გამოკვლევის შედეგების ანალიზი ასაკობრივ ჭრილში აჩვენებს, რომ 2018 წელს უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე კვლავ 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება (30.8 პროცენტი), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში, რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში არააქტიურობის დონის შედარებით მაღალი მაჩვენებელი" -ნათქვამია საქსტატის მონაცემებში. ნათქვამია, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო. "ქართულ ოცნებას" რომ უსმინო, ხალხი ძალიან კარგად ცხოვრობს, უბრალოდ "რუსთავი 2"-ს უყურებთ და ამიტომაც გშიათო, თორე ისე მაცივარი სავსე გაქვთ სურსათ-სანობაგითო. "ქრონიკა+"-მა გამორთო "რუსთავი 2" და ჩაატარა ექსპერიმენტი, გავიდა რეგიონებში და ნახა, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ხალხი უკიდურეს გაჭირვებასა და სიდუხჭირეში ცხოვრობს. ერთ-ერთი პირველი, რომელთანაც "ქრონიკა+" მივიდა, მადონა წეიშვილია, იმერეთის ერთ-ერთი რაიონიდან. იგი ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში დამლაგებლად მუსაობს და მისი შემოსავალი 220 ლარს შეადგენს. მადონმა ჭეიშვილი: "აი, მთავრობის მაქებარი უნდა იყო და პურიც გექნება და წყალიც! ეგ კი არა და უბანში აგენტებიც ჰყავთ, ერთი მეზობელია, სულ მოდის და მეკითხება, ვისი მომხრე ხარო. ვატყუებ, "ოცნების"-მეთქი. დამლაგებლის ადგილიც ამ მეზობელმა მიშოვა და ახლა, რომ გაიგონ "ოცნებას" არ ვუჭერ მხარს, შეიძლება სამსახურიდანაც გამომადგონ!". იმერელ რესპოდენტს, ქალბატონ მადონას ერთი არაეთიკური კითხვა დავუსვით, ანუ იმით დავინტერესდით, თუ როდის ჰქონდა ბოლოოს ხორციანი კერძი. "რამდენიმე წელია, ხორციანი კერძი არ მიჭამია" - გვიპასუხა ქალბატონმა მადონამ. შესაძლ;იოა ვინმეს ეგონოს, რომ ქალბატონი მადონა ერთ-ერთი გამონაკლისია, ან სპეციალურად ჩავწერეთ ინტერვიუ მასთანმ, თუმცა საქართველოში ქალბატონი მადონასნაირი ხანხი ბევრია. რაც შეეხება საქტატის მონაცვემებს, რომლის შესახებაც წერილის დასაწყისში ვსაუბრობდით და რომლის თანახმადაც, საქართველოსი უმუშევრობა ტითქოს შემცირდა, ეს რომ ბლეფია, საერთასორისო დასკვნებიც მოწმობს. ყოველ შემთხვევაში მიმდინარე წლის დასაწყისში "ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" კვლავა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გამოკითხულტა უმრავლესობა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ პრობლემად სამუსაო ადგილების ასახელებს, ანუ ამ კვლავის ტანახმად, გამოკითხულთა 38%-ის აზრით, ეროვნული მნიშვნელობის საკითხი სიღარიბეა; 37%-ის აზრით - ინფლაცია; 27%-ის აზრით - ტერიტორიული მთლიანობა; 25%-ის აზრით - პენსიები; 18%-ის აზრით კი ხელფასები; NDI ამ კვლევაში მიუთითებს, რომ 2009 წლის შემდეგ ეს საკითხები საქართველოში ყველაზე სენსიტიურია. "მტავრობას ხალხი არ უყვარს" - ესაა მოსახლეობის შეფასება. ერთი სიტყვით, ასეთია თანამედროვე საქართველოს რეალობა, რომელსაც "ოცნების" ხელისუფლება თვალს არ უსწორებს და ყველაფერს ოპოზიციას აბრალებს, - აი, ვიტარებას მიზანმიმართულად ძაბავს და ყველაფერს მუქ ფერებში ხატავსო. შესაძლოა, ეს ფაქტორიც

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6092514&name=21.05.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

21.05.2019

მედიასაშუალება:     მესინჯერი   

საქართველოს არ აქვს გრძელვადიანი ხედვა შშმ პირთა ინტეგრაციის ხელშესაწყობად

საქართველოს არ აქვს გრძელვადიანი ხედვა შშმ პირთა ინტეგრაციის ხელშესაწყობად. ასეთია ევროპის ფონდის კვლევის დასკვნა. ანგარიშის თანახმად მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო შშმ პირთა საჭიროებებზე ყოველწლიურად 2012 მილიონ ლარს ხარჯავს, ისინი მაინც ვერ იღებენ სათანადო სერვისებს საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. სპეციალისტების რეკომენდაციაა შეიქმნას ერთიანი გრძელვადიანი ხედვა, შშმ პირთა ინკლუზიურობის გაუმჯობესებისთვის. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტი. ასევე შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ფოკუს ჯგუფები ჩატარდა. ამ მონაცემების საფუძველზე ანგარიშში მთავარ გამოწვევად ორი პრობლემაა დასახელებული. დაფინანსება არ არის ორიენტირებული შედეგზე და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობა ნაკლებია. შშმ თემის წარმომადგენლები აცხადებენ რომ კვლევაში მოქცეული ყველა საკითხი თანხვედრაშია იმ პრობლემებთან, რასაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან. მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლება მათი პრობლემების მოსაგვარებლად 212 მილიონ ლარს ყოფს, მიაჩნიათ რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან ის შედეგზე ორიენტირებული არ არის. კვლევის მონაწილეები და უფლებადამცველები მოითხოვენ რომ სახელმწიფომ შედეგზე ორიენტირებული პრინციპით იხელმძღვანელოს და ბიუჯეტირების პროცესში შშმ პირების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობა უზრუნვეყოფს. შეხვედრას ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილის ესწრებოდა. დეპუტატის თქმით, ხელისუფლების პრიორიტეტი შშმ პირების უფლებების დაცვა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციაა. შშმ პირთა თემის წარმომადგენლებისგან შექმნილ თემატურ ჯგუფთან გავლილი შეხვედრების შემდეგ შემუშავდა 2019 წლის ბიუჯეტი, რომელიც დეპუტატის თქმით შშმ პირთა საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6092737&name=21.05.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

21.05.2019

მედიასაშუალება:     ქრონიკა+

დაბინძურებული ქალაქი

წლების განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ფასდებოდა "გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ" ჯანდაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს #297 ბრძანების შესაბამისად, რომლითაც დადგენილი მავნე ნივთიერებების ზღვრული მნიშვნელობები არ შეესაბამებოდა ევროკავშირის სტანდარტებს. ამასთან დოკუმენტით არ იყო რეგლამენტირებული ცალკეული საგულისხმო დამაბინძურებლების ზღვრული მნიშვნელობები. აღნიშნული პრობლემა ნორმატიულ დონეზე აღმოიფხვრა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის #383 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით - "ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტები." მაგრამ რა? ომბუდსმენის აპარატმა გარემოს ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ 2017-18 წწ-ში რამდენ შემთხვევაში გამოვლინდა ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების ზღვრული კონცენტრაციის გადაჭარბება და რა მაჩვენებლით. დასახელებული მონაცემები აპარატს არ მიეწოდა. ამის შემდეგ ავტომატური სადგურებიდან მიღებული დამაბინძურებლების საშუალო თვიური კონცენტრაციებისა და მეორე მხრივ, არაავტომატური სადგურებიდან მიღებული დამაბინძურებლების მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაციებით იქნა გამოყვანილი დაბინძურების საშუალო მაჩვენებელი. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ჭიათურაში განთავსებული ავტომატური სადგურებიდან მიღებული მონაცემები ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, თითქმის ყველა დამაბინძურებლის კონცენტრაციები საკმაოდ ხშირად აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმებს სხვადასხვა ლოკაციაზე. ჰაერის დაბინძურების ადამიანის მოქმედებით გამოწვეულ ფაქტორებს მიეკუთვნება სატრანსპორტო გამონაბოლქვი, წვის პროცესი, სასოფლო-სამეურნეო აქტივობები, სამრეწველო სამუშაოები და ა.შ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება სიკვდილიანობისა და დაავადებათა გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის 31 იანვრის ეფექტიანობის ანგარიშში მითითებული მონაცემები, რომლის თანახმადაც, იმ დაავადების მკურნალობაზე, რომელთაც იწვევს ცალკეული დამაბინძურებლები, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულია 120,050,566 ლარის ხარჯი, საიდანაც სახსრების დაახლოებით 60% თბილისში არსებულ კლინიკებზეა გადარიცხული. ახლა, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქრონიკა+-ის მკითხველთათვის: გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათი უწყება აქტიურად თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომლის ლაბორატორია იულიხის კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო კვლევაში. სააგენტოს მითითებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემის ჩამოყალიბებას აფერხებს სხვადასხვა სახის ზუსტი და სანდო საწყისი მონაცემების სიმწირე ან არარსებობა. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2019 წლამდე ქვეყანაში სრულად არ მოქმედებდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ინსპექტირება, რის გამოც ვერ დგინდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დროს ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების რაოდენობა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბევრი დამაბინძურებელი, რომელსაც ახალი ტექნიკური რეგლამენტი -ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტები ფარავს, საქართველოში საერთოდ არ იზომება. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სრულყოფილი ქსელის ჩამოყალიბება პირდაპირ უკავშირდება როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე კონკრეტული დამაბინძურებლებისა და მათი წყაროების გამოვლენის შეფასების, ასევე არსებული და მოსალოდნელი გაფრქვევების შემთხვევებზე სათანადო რეაგირებისა და ქმედითი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ზემოაღნიშული პროცესები წარიმართოს დროულად და ასოცირების შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნების მაქსიმალურად დაცვით... შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შესაბამისად, 2016 წელს ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა, ხოლო 2014 წელთან შედარებით ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა. 2018 წელს ავტოპარკის ზრდის მაჩვენებელმა 2016 წელთან შედარებით 9.3% შეადგინა. ამასთან 2018 წლის მონაცემებით, ავტოპარკის 45.5% 20 წელზე ძველი იყო. ცალკე თემაა ავტობუსების საკითხი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის 31 იანვრის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის შესაბამისად, 2017 წელს თბილისში არსებული, პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაქვემდებარებული 673 ავტობუსიდან 68% ინსპექტირება ვერ გაიარა. პირველადი ინსპექტირების შესაბამისად, ხარვეზიანი აღმოჩნდა შედარებით ახალი, ლურჯი MAN-ის, 143 ავტობუსიდან 4 ერთეული. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ავტობუსების ექსპლუატაცია საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია, მგზავრთა გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, სატრანსპორტო კომპანია მაინც უშვებდა ხაზზე გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებს, რაც კანონის დარღვევაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6092692&name=21.05.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

21.05.2019

მედიასაშუალება:     ქრონიკა+

ადრეული ქორწინების კოშმარი გოგონებში

არასრულწლოვანთა ქორწინება პრობლემაა, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება. საქართველოს სახალხო დამცველის, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენების თანახმად, 2017 წლის მონაცემთან შედარებით (835 არასრულწლოვანი მშობელი) ადრეული ქორწინება შემცირებულია, თუმცა კვლავ მაღალია ბავშვის დაბადებისას 18 წლამდე მიუღწეველ მშობელთა რაოდენობა. ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს საქართველოსი მშობლად 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა დარეგისტრირდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონის გათვალისწინებით 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია სისხლის სამართლებრივ აქტად მიიჩნევა და ოფიციალურად არ ხორციელდება, პრობლემას წარმოადგენს ფაქტობრივი თანაცხოვრებისა და არაოფიციალური ქორწინებების შემთხვევები. ანგარიშის მიხედვით, ადრეული ქორწინების გამო, საშუალოდ, 300 ბავშვი წელიწადში სკოლას ვერ ამთავრებს. 2017-2018 წლებში 564 ათასი მოსწავლიდან 381-მა გოგონამ და 40-მა ბიჭმა ვერ მიიღო სრული საშუალო განათლება. არსებული მონაცემებით, 20-24 წლის ასაკის ქალთა 14% აღნიშნავს, რომ ოჯახი 18 წლის ასაკამდე შექმნა. ვაჟებში ხუთჯერ უფრო ნაკლებია ადრეული ქორწინების შემთხვევები. 2017-2018 წლის ადრეული ქორწინების საქართველოს მაჩვენებელი (20%) ევროპაში ყველაზე მაღალია და გასული წლების ლიდერებს, მოლდოვასა (18%) და თურქეთს (14%) უსწრებს…

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6092694&name=21.05.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

 ​