მედიამონიტორინგი 21.11.2018
ტელევიზია
21.11.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილა მშვიდობისა
პატარა მარიამ ჩაჩიბაიას მენჯის ძვლის ანევრიზმული, სწრაფად მზარდი და აგრესიული კისტა აქვს. გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის გადანერგვის ოპერაცია, ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5704260
---
20.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
კრიტიკულად მძიმეა ხობში აფეთქების შედეგად დაშავებული ჭითუნავების ოჯახის 4 წევრის მდგომარება. ისინი ამ დრომდე დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. მათ შორის 9 წლის გოგონაც არის. დაშავებულები დავით სერგეენკომ მოინახულა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5703912
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5703811
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5703556
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5703165
იმედი-ქრონიკა 14:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5702612
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5702773
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5704074
---
20.11.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
22 ნოემბერს აჭარის მასშტაბით 1200 ადამიანს ბათუმში, ქედაში, შუახევსა და ხულოში გრიპის საწინააღმდეგო აცრას უფასოდ გაუკეთებენ.ამ დრომდე აჭარაში ვირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 ათასზე მეტ მოქალაქეს გაუკეთდა. რისკჯგუფში ქრონიკული დაავდების მქონე პირები, ბავშვები და მოხუცები შედიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5703783
---
20.11.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
შშმ პირებისათვის, სივრცითი მოწყობის არქიტექტურული დაგეგმარებითი ელემენტების გაითვალისწინებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება. შესაბამისი ცვლილების ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის 7 წევრია. (2) თემაზე საუბრობს შესწორებების ერთ-ერთ ავტორი, რატი იონათამიშვილი. რატი იონათამიშვილი "ის ნორმა, რომელიც დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებობს არის უმოქმედო და არის 20 წლის წინ არსებული ჩანაწერი, რომლის ნიადაგზეც ერთი შემთხვევაც არ არის, რომ ვინმე დასჯილიყო. ამ ყველაფერზე ზედამხედველობა ევალებოდა ჯანდაცვის სამინისტროს, ადრე ამ სამინისტროში არსებობდა შშმ პირთა დეპარტამენტი, რომელიც გაუქმდა, მაგრამ ნორმები უცვლელი დარჩა და ის ჯარიმებიც, რაც იქ წერია ძალიან არაპროპორციულია იმ შედეგთან, რასაც არაადაპრიტებული გარემო ჰქვია, ამიტომ ეს ნორმები არ იყო ეფექტური." რატი იონათამიშვილის თქმით, მაკონტროლებელი იქნება ზედამხედველობის მუნიციპალური სამსახური.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5703567
---
20.11.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
5 წლის სანდრო მესხიას თქვენი დახმარება სჭირდება. ბავში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიითაა დაავადებული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5703391
---
20.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
5 წლის მართა მგელაძეს დახმარება სჭირდება. ექიმებმა პატარა გოგონას მძიმე დიაგნოზი, – მწვავე ლეიკემია, – დაუდგინეს. მართას სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია ძვირადღირებული გადაუდებელი მკურნალობა საზღვარგარეთ, რისი ფინანსური საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5702954
---
ინტერნეტი
21.11.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/521998-xobshi-sacxovrebel-saxlshi-apetkebis-shedegad-dashavebuli-kidev-erti-adamiani-gardaicvala/
ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ქალბატონი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. „გამთენიისას გარდაიცვალა 66 წლის ქალბატონი, აღენიშნებოდა სხეულის 85% დამწვრობა, სასუნთქი გზების დაზიანება. სამწუხაროდ, ეს იყო სიცოცხლესთან შეუთავსებადი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ასევე კრიტიკულია“, - განაცხადა ქაშიბაძემ. შეგახსენებთ, კიდევ ერთი დაშავებული გუშინ გარდაიცვალა. ხობში, საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. აქედან 5 თბილისში გადმოიყვანეს. ორი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
---
20.11.2018
დავით სერგეენკომ საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი პაციენტი თბილისის დამწვრობის ცენტრში მოინახულა. როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, პაციენტების მდგომარეობა რეალურად მძიმეა. „პაციენტები, რომლებმაც ხობში გუშინ მძიმე დამწვრობა მიიღეს, გადმოყვანილი არიან დამწვრობის ცენტრში. სამწუხაროდ, ოთხივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მათ სხეულის დიდი ნაწილი აქვთ დამწვარი და ასევე, სასუნთქი გზების დამწვრობა აქვთ. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათ გადასარჩენად. იმედია მაქვს, ექიმები ამას შეძლებენ, თუმცა, მათი მდგომარეობა რეალურად მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას", - განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, რაც შეეხება კიდევ ორ პაციენტს, მათ სპეციალიზებულ კლინიკაში გადმოყვანა არ დასჭირდათ და ადგილობრივ კლინიკაში მკურნალობენ. ხობში, საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. აქედან 5 თბილისში გადმოიყვანეს, საიდანაც ერთი დღეს დილით გარდაიცვალა. დანარჩენი ორის თბილისში გადმოყვანა კი საჭირო არ გახდა.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=74990
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/davit-sergeenkom-damtsvrobis-tsentrshi-khobshi-afetqebis-shedegad-dashavebulebi-moinakhula/52589
რეგიონ.ჯი- http://region.ge/7457-davith-sergeenkom-khobshi-afethqebis-shedegad-dashavebulebi-moinakhula.html
---
20.11.2018
დავით სერგეენკო - დავალიანების განულებაზე უარის თქმა, რადგან ეს შეიძლებოდა შეფასებულიყო მოსყიდვად, არასწორია
ვფიქრობ, იმის გამო, რომ სასესხო დავალიანების განულება შეიძლებოდა შეფასებულიყო მოსყიდვად, ამაზე უარის თქმა და ნახევარი მილიონი ადამიანის დატოვება ამ მძიმე ტვირთის ქვეშ, არასწორია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე განცხადებით, ახალმა პრემიერმა მისი დამტკიცებისთანავე განაცხადა, რომ ერთ–ერთი პრიორიტეტი ჭარბვალიანობასთან ბრძოლა იქნებოდა. „პირველ რიგში მე ვხედავ იმას, რომ მოსახლეობისთვის უმძიმესი ტვირთი გახდა ჭარბვალიანობა. ასევე ვხედავ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ჭარბვალიანობასთან ბრძოლა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. გადაიდგა რამდენიმე ნაბიჯი. ახალმა პრემიერ-მინისტრმა დამტკიცებისთანავე განაცხადა, რომ მისი ერთადერთი პრიორიტეტი იქნებოდა ამ საკითხის მოგვარება. იმ ეტაპზე რთული ან შეუძლებელი იქნებოდა იმის თქმა, რა საშუალებებით მოხდებოდა ეს. ეს საშუალება ახლა გაჩნდა "ქართუ“ ფონდის მიერ და ამაზე უარის თქმა, იმის გამო, რომ ეს შეიძლებოდა შეფასებულიყო მოსყიდვად, არასწორია," - განაცხადა სერგეენკომ. მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, რომ როგორც კი ეს შესაძლებლობა გაჩნდა, მაშინვე საამისოდ გეგმა გაიწერა. „როდის გამოხატა კონკრეტულად, ქრონოლოგიურად, ფონდმა "ქართუმ" ეს მზადყოფნა ჩემთვის უცნობია. უშუალოდ მოლაპარაკებებში მე არ ვყოფილვარ ჩართული, მაგრამ რამდენიმე საკვანძო თარიღი იყო: ივნისი, როდესაც მაშინ ახალმა პრემიერ-მინისტრმა დაანონსა, რომ ეს ნაბიჯები გადაიდგმებოდა. სექტემბერი, როდესაც ასევე გამწვავდა ამაზე მსჯელობა და ბოლო თვეები, როდესაც მთავრობა, ეკონომიკური გუნდი მუშაობდა ამ მოლაპარაკებებზე", - აღნიშნა სერგეენკომ. როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.
---
20.11.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/djandacvis-programashi-sadazgvevo-industriis-chartva-biudjetidan-250-milion-lars-dazogavs
„ჯანდაცვის პროგრამაში სადაზღვევო ინდუსტრიის ჩართვა ბიუჯეტიდან 250 მილიონ ლარს დაზოგავს “
ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ხარვეზებზე და ჯანდაცვის დაფინანსებაში კერძო დაზღვევის ინტეგრირების აუცილებლობაზე სადაზღვევო ბიზნესში აქტიურად საუბრობენ. სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ „კომერსანტს“ ექსკლუზიურად მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა ოდენობის თანხების დაზოგვას შეძლებს სახელმწიფო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის ჩართვის შედეგად. როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სფეროში პრობლემები ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც აღიარა. „ნებისმიერ სისტემაში, იქნება ეს საპარლამენტო თუ აღმასრულებელ ხელისუფლება, თუნდაც კერძო კომპანიაში, რაც არ უნდა ეფექტურად მუშაობდეს ის, ყოველთვის არის მუშაობის გაუმჯობესების რესურსი. მე შემიძლია ვიმსჯელო ჯანდაცვის სამინისტროს შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს, მიუხედავად თავისი მართლაც გამორჩეული მიღწევებისა, ამ გადმოსახედიდან, ბევრად მეტი რესურსი ჰქონდა, რომ უკეთესი და სწრაფი შედეგები დაედო“,- განაცხადა სერგეენკომ ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას, სადაც იგი მმართველების ხარვეზებზე საუბრობდა. კონკრეტულად, რა სახის ხარვეზები არსებობს ჯანდაცვის სექტორში, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სექტორი ხალხზე იყოს ორიენტირებული? სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინა სტამბოლიშვილი „კომერსანტთან“ ექსკლუზიურად აცხადებს, რომ სიკეთეებთან ერთად, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას გარკვეული ხარვეზები ნამდვილად აქვს და ეს განსაკუთრებით ხარჯვით ნაწილს ეხება. მისი განმარტებით, ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯი იმდენად დიდია, რომ ძალიან რთულია სახელმწიფოსთვის სხვა სოციალური პროგრამები გაზარდოს ან გააუმჯობესოს და შეიძლება ითქვას, ეს პროგრამა „ითვისებს“ სოციალური პროგრამების ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს. როგორც სტამბოლიშვილი აღნიშნავს, წლიდან წლამდე კატასტროფულად იზრდება დანახარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაშინ როდესაც უარესდება (მცირდება) პროგრამით დაფინანსებული სერვისები მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის , არამიზნობრივი კატეგორიისთვის. ეს იძულებითი ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან, რადგან სხვაგვარად კიდევ უფრო მეტის გადახდა მოუწევდა და ამის საშუალება ბიუჯეტს უკვე აღარ აქვს. „არ მცირდება ჯიბიდან გადახდები და ეს , განსაკუთრებით, მედიკამენტების ნაწილში, დიდი ტვირთია მოსახლეობისთვის. ჩვენ რამდენიმე თვის წინ შევთავაზეთ ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენი მოდელი, თუ როგორ შეიძლებოდა კერძო სადაზღვევო მექანიზმების ჩართვით მოსახლეობისთვის ეს ტვირთი შეგვემსუბუქებინა. გვაქვს ასევე სხვა ინიციატივებიც. კერძოდ, ჩვენი აზრით, კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის ჩართულობით, შესაძლებელი გახდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს სამედიცინო სერვისები, შემცირდეს ჯიბიდან გადახდები და დაიზოგოს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან“-განმარტავს სტამბოლიშვილი. კითხვაზე, ამ სქემის შედეგად, დააახლოებით რა ოდენობის თანხების დაზოგვაა შესაძლებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სტამობილიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ეფექტი ექნება ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევას დასაქმებულებისთვის - ამ მექანიზმით სამედიცინო სერვისები მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი სწორედ კერძო სადაზღვევო სისტემიდან იქნება შესაძლებელი და ეს დაახლეობით 250 მლნ ლარს დაზოგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომ აღარ აღვნიშნოთ ის ეფექტები, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. „ჩვენი გათვლებით, საოჯახო პაკეტის ღირებულება ასეთ შემთხვევაში საშუალოდ თვეში 50 ლარი იქნება და ის გაცილებით სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას დაუფინანსებს დაზღვეულებს, ვიდრე ახლა უფინანსებს არამიზნობრივ ჯგუფებს. ჩვენი მზად ვართ ეს შეთავაზება შესაბამის სამთავრობო უწყებებთან დეტალურად განვიხილოთ და მათთან ერთად შევიმუშავოთ სახელმწიფოსთვის, კერძო სექტორისთვის და რაც მთავარია, მოქალაქეებისთვის მომგებიანი მოდელი“-განმარტავს სტამბოლიშვილი. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მონაცემებით, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, კერძო სადაზღვევო სისტემაში ჩართულია მოსახლეობის მხოლოდ 15%.
---
20.11.2018
გრიპის საწინააღმდეგო ერთდღიანი უფასო ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარკვეულ კლინიკებში ჩატარდება
22 ნოემბერს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარკვეულ კლინიკებში ერთდღიანი გრიპის უფასო ვაქცინაციის აქცია ჩატარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, გრიპის უფასო ვაქცინაციის ერთდღიანი აქცია მათი ორგანიზებით გაიმართება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის ვაქცინაცია ჩაიტაროს. „გრიპმა შესაძლოა შეგიქმნათ სერიოზული საფრთხე, თქვენ და თქვენს გარშემო მყოფთ! გრიპის პრევენციის მიზნით, ჩაიტარეთ სეზონური ვაქცინაცია! ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ამ დღეს შესაძლებლობა ექნება სურვილის შესაბამისად ჩაიტაროს გრიპის უფასო ვაქცინაცია. ერთდღიანი უფასო ვაქცინაციის აქცია გაიმართება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში“, - აცხადებენ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, თბილისში გრიპის ვაქცინაცია შესაძლებელია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი ადმინისტრაციული კორპუსის შენობაში, მის.: მ. ასათიანის ქ.N9. ბათუმში - ამცრელი კაბინეტის მქონე პოლიკლინიკებში, კერძოდ: შპს "საოჯახო მედიცინის ცენტრი" (მის: ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ.N30); შპს "ბათუმის N1 პოლიკლინიკა" (მის: ტბელ აბუსერიძის ქ.N2) შპს "თამარის დასახლების სამედიცინო ცენტრი" (მის: ტბეთის ქ.N 4) "ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი" (მის: ფრიდონ ხალვაშის VII შესახვევი ქ.N3) "მე -4 პოლიკლინიკა" (მის: გალაქტიონ ტაბიძის ქ.N2) "მახინჯაურის მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი" (მის: თამარ მეფის მესამე შესახვევი ქ.N17) ქუთაისში – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ტერიტორიაზე (მის: ოცხელის ქ.N2). მსურველებს დამატებითი ინფორმაცია გრიპის და მისი მიმდინარეობის შესახებ შეუძლიათ იხილონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე - www.ncdc.ge.
ნეტგაზეთი.ჯი- http://batumelebi.netgazeti.ge/news/169241/?fbclid=IwAR1odnrk9P2-73V2qYP79UhPU7GQggImTzKb0EKrGexsUNMxkPS3BdmoytU
---
20.11.2018
"პირველი ოტქომბრის შემდეგ ლუკას ცხოვრება თავდაყირა დადგა"- 23 წლის ლუკას ჩვენი დახმარება სჭირდება
23 წლის ლუკა ალიბეგაშვილს დაუდგინდა მწვავე მიელოიდური ლეიკემია, რომელიც მკურნალობას გადის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში. ლუკას ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა, რომლის ღირებულებაც შეადგენს 75000$. სანამ გაიგებდა თავის დიაგნოზს, არაფერი აწუხებდა. ერთ დღეს სახლში დაღლილი მოვიდა, ზურგზე სისხლჩაქცევა შეამჩნია, ყურადღება არ მიაქცია... ასეთ უმნიშვნელო დეტალებს ხომ არავინ ვაქცევთ ყურადღებას... ღამე მუცელი ასტკივდა, ვერ დაიძინა. სასწრაფო რომ გამოიძახეს, აღმოჩნდა, რომ სხეულზე, ხელებზე და ფეხებზე კიდევ გასჩენოდა სისხლჩაქცევები... მერე რა და როგორ მოხდა, ამის მოყოლას არ დავიწყებთ... ფაქტი ერთია, 1 ოტქომბრის შემდეგ ლუკას ცხოვრება თავდაყირა დადგა. 2
---
20.11.2018
"მთავრობამ ბავშვები თბილისში გადმოიყვანა, მაგრამ არც ახლა დადიან სკოლაში, არ უნდათ და მიტომ" - რას ამბობს იმ მამაკაცის და, რომელმაც 8 შვილი შინ გამოკეტა?
---
ბეჭდვითი მედია
21.11.2018
მედიასაშუალება: საერთო გაზეთი
"ნაციონალებო", თქვენი სიტყვებით ჩვენ უკვე მოგვკალით და შავ ხვრელებში გადასაყრელ გვამებად გამოგვაცხადეთ, მაგრამ ჩვენ მაინც ვიცოცხლებთ, რომ თქვენნაირებს ხმამაღლა ვუთხრათ: არა!!! თუ ღმერთი, რაიმე სახის კეთილი ძალა და სამართალი არსებობს, მხოლოდ ამ ფრაზის გამოც ვერასდროს მოხვალთ - ვერსად!
---