მედიამონიტორინგი 21.12.2018
ტელევიზია
20.12.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
ოკუპაცია და სიღარიბის დაძლევა, პრემიერი ქვეყნის უმთავრეს გამოწვევებს ასახელებს. მამუკა ბახტაძის თქმით, სწორედ ამ გამოწვევების ირგვილ უნდა გაერთიანდეს მოსახლეობა, რათა ერთობლივი ძალებით გაუმკლავდეს გამოწვევბს.
გადაცემის სტუმარია დავით სერგეენკო(მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5770300
---
20.12.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე შშმ ბავშვებისათვის საოჯახო ტიპის სახლი მოეწყო. მომსახურება 24 საათიან ზრუნვას უზრუნველყოფს, ასევე საექთნო მომსახურებას შშმ პირთა ჯანმრთელობის მონიტორინგს და პროგრამას, რომელიც ბავშვების ფიზიკურ აქტივობას შეუწყობს ხელს. პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის და ემ კვადრატის ხელშეწყობით განხორციელდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5770387
I არხი- მოამბე 18:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5770638
ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5770950
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5769991
---
20.12.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში.- ასე ჰქვია კონფერენციას, რომელიც დაავადებათა კონტროლის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით გაიმართა, აღინიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფუძნებიდან 70 წლის იუბილე და საქართველოში მისი მოღვაწეობა შეჯამდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5770382
I არხი - მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5770872
---
20.12.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
უცხოეთში დასაქმების მსურველებს ახალი შანსები უჩნდებათ. სპეციალურად მათთვის ამოქმედდა ახალი სტრუქტურა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა. მოხდება დასაქმების სააგენტოების ბაზების გაერთიანება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული სამუშაო ვაკანსიების მოძიება, რის შემდეგაც მიგრაციის საკითხთა სამმართველო უცხოეთში სამუშაოს მაძიებლებს კონკრეტულ შეთავაზებებს გააცნობს და გამგზავრებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებში დაეხმარება. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობის მსურველებს უკვე შეუძლიათ, სამმართველოს მიმართონ და შესაბამის ბაზაში დარეგისტრირდნენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5770861
---
20.12.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლებს დღეს ხელფასი რამდენიმედღიანი დაგვიანებით ჩაერიცხათ. ანაზღაურების დროულად მიღების მოთხოვნით მათ საპროტესტო აქცია დღეს შახტის ადმინისტრაციის შენობასთან გამართეს. პროტესტის ნიშნად შახტის დატოვებაზე უარს აცხადებდა საწარმოს თანამშრომელთა ნაწილი. მათთან მოსალაპარაკებლად კომპანიის ფინანსური დირექტორი იყო ჩასული. ხელფასის დარიცხვის შემდეგ ისინი შახტიდან ამოვიდნენ. აქციის მონაწილეები მიმართავდნენ მთავრობასაც, დროულად აღდგეს მუშაობა, რადგან სახელფასო დავალიანების პრობლემები აღარ შეიქმნას. მეშახტეები ამბობენ, რომ ხელფასის დაგვიანების გამო საბანკო ვალდებულებებს და კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5770866
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5770375
---
20.12.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
ქუთაისის მერიასთან ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მაცხოვრებლები დახმარების თხოვნით მოვიდნენ. მათი თქმით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს დავალიანების გამო დენის მრიცხველები მოუხსნეს და პატარა ბავშვები სიცივეში დარჩნენ. შენობაში არც ბუნებრივი აირია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5770102
---
20.12.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
პროკვაშირების გაერთიანებამ 2018 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას, თავმჯდომარემ მიმდინარე წელს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და სამომავლო გეგმებზე, როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია მთავრობამ პროფკავშირების შენიშვნები და რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რათა უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანაში არსებული ვითარება გაუმჯობესდეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5770392
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5770645
---
ინტერნეტი
21.12.2018
ლევან გოგოძე - დასაქმების დეპარტამენტის მიერ 2018 წელს 1800-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, რომელთა შორის 89 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა 2018 წელი შეაჯამა. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლევან გოგოძემ აღნიშნა, 2018 წელს 1840-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, რომელთა შორის 89 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. მისივე თქმით, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ორ პროგრამას ახორციელებს, ესენია„დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამა“ და „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“. როგორც ლევან გოგოძე აცხაებს, პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამით 3000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. 2018 წელს კი თბილისსა და რეგიონებში დასაქმების 12 ფორუმი ჩატარდა. ფორუმების მეშვეობით 369 პირი დასაქმდა.
---
21.12.2018
ამირან გამყრელიძე - გრიპის ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოებისადმი მიმართვიანობა გაზრდილია, მაგრამ ეპიდემია გავრცელებული არ არის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა როგორც ამბულატორიებში, ისე საავადმყოფოებში იზრდება, თუმცა გრიპის ეპიდემია გავრცელებული არ არის. ამირან გამყრელიძის თქმით, რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა განსაკუთრებით ბავშვთა საავადმყოფოებში გაიზარდა. “მოგეხსენებათ, ზამთარია და ვირუსული ინფექციები, მათ შორის, გრიპი აქტიურდება. დაახლოებით, 2 კვირაზე მეტია, რაც გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად ფიქსირდება. მანამდე, რესპირატორული ვირუსები ფიქსირდებოდა. გრიპის ვირუსის მიერ გამოწვეული რესპირატორული სიმპტომები შედარებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა რესპირატორული ვირუსების მიერ გამოწვეული სიმპტომები. ბოლო 2 კვირის განმავლობაში თანდათან მოგვდის ინფორმაცია, რომ მიმართვიანობა იზრდება როგორც ამბულატორიებში, ისე საავადმყოფოებში. განსაკუთრებით, მიმართვიანობა ბავშვთა საავადმყოფოებში იზრდება”, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. “გუშინდელი განცხადება იყო მხოლოდ მოსახლეობისთვის მოწოდება, რადგან გრიპი უმეტეს შემთხვევაში გართულების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ 25-30% შემთხვევებში სერიოზული გართულებები გვაქვს. განსაკუთრებით, ბავშვთა და მოხუცთა ასაკში და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში. ამიტომ ამ ადამიანებისადმი არის მოწოდება, რომ რაც შეიძლება მეტი პრევენციული ღონისძიება გაატარონ. განსაკუთრებით, ეს არის მშობლებისთვის: როდესაც ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, საჭიროა, პედიატრისთვის მიმართვა”, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, გუშინ გავრცელებულ განცხადებაში თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ.
---
21.12.2018
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/526300-paata-imnaze-gripit-avadoba-100-000-adamianze-185-s-sheadgens/
პაატა იმნაძე - გრიპით ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს
არავითარ ეპიდსიტუაციაზე საუბარი არ არის, იმიტომ, რომ გრიპით ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებლი დეკემბრის ბოლოდან იზრდება. „არავითარ ეპიდსიტუაციაზე საუბარი არ არის, იმიტომ, რომ ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს. ეპიდემიური ზღვარი კი 100 000 მოსახლეზე 400-ია ხოლმე. მთავარია, რომ დაავადების მქონე პირი არ წავიდეს სამსახურსა და სკოლაში, ბაღში. ვისაც დაავადება უფრო მძიმე ფორმაში აქვს ხოლმე, როგორც წესი, ის წევს, მაგრამ ვისაც მსუბუქი ფორმა აქვს, ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დადიან და გრიპის ვირუსს ავრცელებენ. გრიპის ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ექიმს”,- განაცხადა პაატა იმნაძემ. შეგახსენებთ, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელა, ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ. მათივე ინფორმაციით, ვირუსის გართულების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, მოქალაქეებმა პირველივე დღეებიდან ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობის ამბულატორიული კურსი.
---
20.12.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/330479/
შშმ ბავშვებისთვის თბილისში სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების სახლი გაიხსნა
მძიმე და ღრმა დარღვევების მქონე ბავშვებისთვის თბილისში ახალი, სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების სახლი გახსნა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. ინიციატივას შეუერთდა „m² უძრავი ქონება“, რომელმაც სრულად დააფინანსა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის განკუთვნილი სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებისთვის სახლის მშენებლობა. სახლის ოფიციალური გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ადამ შმიდტი და „m² უძრავი ქონების“ მმართველი პარტნიორი შოთა ბერეკაშვილი. „m² უძრავი ქონება“, რომელმაც სრულად დააფინანსა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის განკუთვნილი სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებისთვის სახლის მშენებლობა. „m² უძრავი ქონება“, რომელმაც სრულად დააფინანსა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის განკუთვნილი სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებისთვის სახლის მშენებლობა. სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება არის გარდამავალი მომსახურება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 18 წლამდე ბავშვებისთვის მძიმე და ღრმა დარღვევებით, რომელთაც ჯანმრთელობის რთული პრობლემები აქვთ. მომსახურების მიზანია, უზრუნველყოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვა, ფსიქოსოციალური დახმარება და შესაბამისი პირობების შექმნა ბავშვების განვითარებისა და სოციალური ინკლუზიისთვის. სპეციალიზებული სახლი უზრუნველყოფს ბავშვებზე 24-საათიან ზრუნვას, საექთნო მოსახურებას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვების ფიზიკური, ფუნქციური და ადაპტაციის უნარების განვითარებას. მომსახურების მიმწოდებლები არიან სპეციალისტთა მულტიდისციპლინური გუნდი (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და პედიატრი) და აღმზრდელები. მომსახურება ქმნის ოჯახურ გარემოს ბავშვებისთვის და ხელს უწყობს მათ ინკლუზიას საზოგადოებაში. სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ბავშვთა ფონდმა აღჭურვა საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურება და ჩაატარა ტრენინგები პროფესიონალებისთვის, რომლებიც ბავშვებთან იმუშავებენ. მსგავსი მომსახურებების შექმნა საშუალებას მისცემს საქართველოს მთავრობას, გააფართოვოს ალტერნატიული მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და თანდათანობით ჩაანაცვლოს ინსტიტუციონალური ზრუნვის მოდელი. საჭიროა კიდევ არაერთი მსგავსი ცენტრის გახსნა, რათა ბავშვები, რომლებიც კვლავ რჩებიან დიდი ზომის ჩვილ ბავშვთა სახლებში, გადავიდნენ ოჯახურ გარემოში.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/526201-shezguduli-shesazleblobis-mkone-bavshvebistvis-tbilisshi-specializebuli-saojaxo-tipis-momsaxureba-gaixna/
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/217925
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=76601
---
20.12.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/socialurad-daucveli-bavshvebistvis-50-lariani-daxmareba-2-tipis-iqneba
სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარება 2 ტიპის იქნება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გადასაცემი 50-ლარიანი დახმარება, თავდაპირველად, მუნიციპალიტეტების გარკვეულ ნაწილში შერეული სახით (როგორც ფულადი, ისე ვაუჩერული) დაინერგება, ნაწილში კი მხოლოდ მონეტარული ფორმის იქნება. როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, ორივე ტიპის დახმარების გაცემა 2019 წლის იანვრიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში განხორციელდება, შემდეგ კი მის საბოლოო სახეს აირჩევენ. “ბავშვთა დახმარებებზე სხვადახვა ქვეყანა სხვადახვა მეთოდს იყენებს. ზოგი ქვეყანა იყენებს მხოლოდ მონეტარულს, ზოგი შერეულს: მონეტარულს და მიზნობრივ ვაუჩერებს, რომლებიც კვებისა და ტანსაცმლისთვის არის განკუთვნილი. რამდენიმე ქვეყანას ამ მიდგომების ეფექტურობის შესახებ კვლევა აქვს ჩატარებული და ისინი იყენებენ სპეციფიკურ მიდგომებს. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში არის უმეტესად მხოლოდ მონეტარული, აშშ-ში არის შერეული. ჩვენს შემთხვევაში იუნისეფთან კონსულტაციით გადავწყვიტეთ, რომ პირველი ნახევარი წლის განმავლობაში ეს იქნება შერეული, რომლის შედეგების შედარებაც 6 თვის განმავლობაში მოხდება ანუ გარკვეული ლოგიკით არჩეულ მუნიციპალიტეტებში იქნება მხოლოდ მონეტარული, ხოლო სხვაგან შერეული. 6 თვის შემდეგ ზეგავლენის ეფექტურობას გავზომავთ და რომელიც უფრო შედეგისმომცემი იქნება, ამ გზით გავაგრძელებთ”,- განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, სოციალურად დაუცველ ბავშვებზე 50-ლარიანი დახმარების გაცემა 2019 წლის 1-ელი იანვრიდან იგეგმება.
---
20.12.2018
დავით სერგეენკო - ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მათი დახმარებით შევძელით ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში შევძელით
საბედნიეროდ, ჩვენ მართლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და რეალურად, მათი დახმარებით შევძელით ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში შევძელით და ამის გამო მათი მადლიერი ვარ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით გამართული კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა საყოველთაო დაზღვევის პროგრამის შექმნისას საქართველოს მიმართ დიდი მხარდაჭერა გამოხატეს. “გლობალურ ჯანდაცვაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის მთავარი ინსტიტუცია, რომელიც აწესებს ძირითად სტრატეგიას და ამის მიხედვითიქმნება შესაძლებლობა, რომ ქვეყნებში ჯანდაცვის გამოწვევების შესახებ მოიპოვონ ზუსტი ინფორმაცია, გადათარგმნონ ისინი ათასწლეულის გამოწვევისა და მდგრადი განვითარების მიზნების ენაზე და ქვეყნების ჯანდაცვას მკაფიო მიმართულებები მისცენ. მეორე მხრივ, აქვს შესაძლებლობა, რომ ამა თუ იმ ქვეყანას ჯანდაცვის რეფორმირების გზაზე ძალიან ძლიერი ექსპერტული მხარდაჭერა აღმოუჩინოს. საბედნიეროდ, ჩვენ მართლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და რეალურად, მათი დახმარებით შევძელით ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში შევძელით და ამის გამო მათი მადლიერი ვარ. ყველაზე მთავარი რაც იყო - 2012 წელს როგორც კი გაცხადდა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ჯანდაცვა პრიორიტეტული იყო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ძალიან მოკლე პერიოდში, 2 კვირის განმავლობაში დაგვიჭირა მხარი. საყოველთაო ჯანდაცვაში ძალიან გამოცდილი ექსპერტები ჩამოვიდნენ, ისინი ჩვენთან ერთად მუშაობდნენ 3 თვის განმავლობაში და ძალიან მოკლე დროში მოვახერხეთ საყოველთაო ჯანდაცვის დაწყება:, - განაცხადა სერგეენკომ.
---
20.12.2018
"ჯანმო-ს საქართველოში ორი ტიპის სამუშაო აქვს: ნორმატიული სტანდარტების დაწესება და ქვეყნების ტექნიკური დახმარება"
მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს შემთხვევიდან იღებს გაკვეთილებს, ითვალისწინებს სხვა ქვეყნების გამოცდილებას და შემდეგ საქართველოში მიღებული გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარება მოხდება,- ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიან ივანუშამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას საქართველოში ორი ტიპის სამუშაო აქვს: ნორმატიული სტანდარტების დაწესება და ქვეყნების ტექნიკური დახმარება. “ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რამდენიმე სფეროში მუშაობს, რაც არის მნიშვნელოვანი. პირველი, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ამაზე მუშაობა ჩვენ 2 წლის წინ დავიწყეთ. იმისათვის, რომ ეს პროგრამა იყოს უფრო მდგრადი, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, მუშაობა გაგრძელდეს. მეორე - ეს არის თამბაქოს კონტროლის კანონი. როგორც იცით, ყოველწლიურად, 11000 ადამიანი თამბაქოს გამო იღუპება და “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი უკვე დანერგილია და ვითარდება. მესამე მიმართულება ეს არის ინფექციური დაავადებები. ყველამ ვიცით C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც სხვა დონორებთან ერთად მხარს უჭერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს შემთხვევიდან იღებს გაკვეთილებს, ითვალისწინებს სხვა ქვეყნების გამოცდილებას და შემდეგ საქართველოში მიღებული გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარება მოხდება. ეს არის ორმხრივი სწავლის საშუალება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას საქართველოში ორი ტიპის სამუშაო აქვს: ნორმატიული სტანდარტების დაწესება და ქვეყნების ტექნიკური დახმარება. საქართველოში სწორედ ტექნიკური დახმარება ძალიან დიდი მასტაბით ხდება”,- განაცხადა მარიან ივანუშამ.
---
20.12.2018
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/239703-devnili-ojaxebis-sia-romlebsac-qutaissi-binebi-gadaecemat
დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში ბინები გადაეცემათ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დევნილ ოჯახებს ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. ამ ეტაპზე, სამინისტროს, მენაშენეების პროექტის ფარგლებში შესყიდული 52 ბინა ჩაბარდა. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამჯერად, ბინები იმ ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობებში ცხოვრობდნენ. ჯამში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 4 ობიექტი დაიხურა. გუმათის ნგრევად ობიექტში მცხოვრებმა 7-მა ოჯახმა კი მიიღო ადმინისტრაციული დაპირება, რომ ერთოთახიანი ბინები მომდევნო განაწილებაზე გადაეცემათ. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან იმ დევნილებს, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. დევნილების მიღება ქუთაისში, აბაშიძის ქ.N27-ში, 22 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება და იმ დრომდე არ დასრულდება, ვიდრე თითოეული მათგანის შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია. ქუთაისში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, კიდევ 245 ბინაა შესყიდული. გარდა ამისა, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 480 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯამში, 2019 წელს, საცხოვრებელი ფართები 725 დევნილ ოჯახს გადაეცემა. მომდევნო ეტაპებზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ბინებს, ქულათა სისტემით გაანაწილებს. ასევე, განიხილება ნგრევადი ობიექტების დახურვის საკითხიც.
---
20.12.2018
მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/51451-propkavshirebis-inpormaciit-2018-cels-samushao-adgilze-gardaicvala-39-da-mzimed-dashavda-37-adamiani/
პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 39 და მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი
2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 39 და მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების 2018 წლის ანგარიშში. ანგარიშში ასევე საუბარია 2018 წელს ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევებზეც. „კანონის ნაკლოვანებები ასახვას ჰპოვებს სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობაში: 2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 39 და მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი. შედარებისთვის, 2017 წელს გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 66 ადამიანი. შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისა და კონტროლის გარეშე დარჩენილი ბიზნესის შედეგი იყო ტყიბულის შახტებში წლის განმავლობაში 2-ჯერ მომხდარი უბედური შემთხვევა, რომელსაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/526223-propkavshirebis-inpormaciit-2018-cels-samushao-adgilze-gardaicvala-39-da-mzimed-dashavda-37-adamiani/
---
20.12.2018
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=10207
1-ელი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს
შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, 2019 წლის 1 იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნეს გაერთიანებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. კანონის მიხედვით დამსაქმებელი ვალდებულია: დასაქმებული უზრუნველყოს უბედური შემთხვევის დაზღვევით, დანიშნოს, ან მოიწვიოს შრომის უსაფრთოებაზე პასუხისმგებელი პირი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და შევქმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო.
---
20.12.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/330246/
ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ყველას შეუძლია საფრანგეთში ჩავიდეს და დასაქმდეს – კონსტანტინიდი
საფრანგეთმა “საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ” ჯერ კიდევ 2013 წელს გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმება, რომელიც სამუშაო ადგილის კვოტებს და ბინადრობის მოწმობის ვადებს არეგულირებს, ითვალისწინებს ჯამში 650 სამუშაო კვოტის (აქედან 150 – ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის 18-დან 35 წლის ჩათვლით) გამოყოფას როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთში, ისე პირიქით – საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმებას საქართველოში. რა პროპორციით აითვისებენ მხარეები ამ კვოტებს ჯერჯერობით უცნობია. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მოქალაქე იმისთვის, რომ აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდეს? – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ მოქალაქეს, გარდა იმისა, რომ უნდა ჰქონდეს კონკრეტული ვაკანსიისთვის დადგენილი კვალიფიკაცია და ფრანგული ენის ცოდნის გარკვეული დონე, ასევე, ქვეყანაში ჩასვლამდე უნდა ჰქონდეს სამსახური ნაპოვნი და გააჩნდეს დამსაქმებლის შუამდგომლობა. “ისე არ უნდა იქნას გაგებული, რომ ყველა ადამიანს შეუძლია, ჩავიდეს საფრანგეთში და დასაქმდეს. საჭიროა, იმ კვალიფიკაციასთან შესაბამისობა, რომელიც ფრანგულ მხარეს სჭირდება და გამოაქვეყნებს ამ ცირკულარული მიგრაციის ფარგლებში. ამის გარდა, ყველა ქვეყანას აქვს დამატებითი ფილტრები, მათ შორის, გარკვეულ დონეზე ენის ფლობის ჩათვლით. ისე არ უნდა ჩაითვალოს, რომ ჯერ წავა ადამიანი და მერე რაღაც სამსახურს იპოვის ადგილზე. ჯერ ხდება დოკუმენტების მომზადება, დამსაქმებელთან კონტაქტზე გასვლა, მოწმდება, აკმაყოფილებს თუ არა ეს ადამიანი კონკრეტული ვაკანსიისთვის საჭირო კვალიფიკაციის დონეს, მერე ხდება დამსაქმებლის შუამდგომლობა, სავიზო უზრუნველყოფა და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის უკვე ადამიანი სამუშაოდ – არა სამსახურის საძიებლად, არამედ სამუშაოდ”, – განაცხადა კონსტანტინიდმა. თუმცა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საფრანგეთში სწავლობენ ან იქ დაამთავრეს უნივერსიტეტი, კონსტანტინიდის თქმით, კიდევ უფრო მარტივად ისარგებლებენ კვოტირებით. შეთანხმების ფარგლებში დასაქმების ვადები 6-დან 18 თვემდე არის განსაზღვრული. “კვოტები გამოყოფილია სოციალური, სასოფლო-სამეურნეო, ხელოსნური, სამრეწველო, სავაჭრო და თავისუფალი საქმიანობის სფეროებში, თუმცა პროფესიების კონკრეტული ნუსხა ჯერ ზუსტდება. ოპტიმალური ვადები არის 6 თვიდან 1 წლამდე და შემდეგ 6 თვე კიდევ შეიძლება, დასაქმებულს ხელშერკულება გაუგრძელდეს. ზოგადად არის ვალდებულება, რომ ამის შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში, მაგრამ საბოლოოდ ეს დამოკიდებული იქნება დამსაქმებელზე. მაგალითად, თუ ადამიანი იშვიათ პროფესიას ფლობს და დამსაქმებელი დაინტერესებულია, რომ გააგრძელოს მასთან მუშაობა, შეუძლია გაუგრძელოს ხელშეკრულება, მოსთხოვოს რა მიგრაციის სამსახურს დამატებით სამუშაო ვიზის გაცემა”, – განაცხადა კონსტანტინიდმა. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს ევროპელ პარტნიორებთან და სხვა სახელმწიფოებთან დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ვინაიდან ეს ხელს უწყობს ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებას, მუშახელის კვალიფიკაციის განვითარებას და შემდგომ საქართველოში დაბრუნებას, საზღვარგარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვასა და არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებებს, პრაქტიკულის გარდა, პოლიტიკური დატვირთვაც აქვთ, რაც ევროკავშირთან მეტ ჰარმონიზაციას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან, სადაც უკვე დასაქმებულია 30-მდე საქართველოს მოქალაქე. პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოლონურ მხარესთან აღნიშნულ სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მიზნით. ამასთან, 2018 წლის აგვისტოში, საქართველოში განხორციელებული ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია შექმნის საქართველოსთვის სამუშაო კვოტებს, დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზების უზრუნველსაყოფად. საქართველო აგრძელებს მოლაპარაკებებს ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიზნით საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ისრაელთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთსა და ბულგარეთთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს არ აქვს საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ვინაიდან ისინი საკონსულო აღრიცხვაზე არ დგებიან. ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ არალეგალური მიგრაციის გამოწვევებზე მიუთითებს ევროკომისიის მეორე ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც გუშინ, 19 დეკემბერს გამოქვეყნდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ შესვლაზე უარის თქმის 2017 წლის მაჩვენებლები 2016-თან შედარებით 200% -ით გაიზარდა (810-დან 2,655-მდე), ხოლო უკანონოდ დარჩენის მაჩვენებლების ზრდა უმნიშვნელო იყო – 2016 (5,240), 2017 (5,860). ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის პირველ ნახევარსა და 2018 წლის პირველ ნახევარში ტენდენციები მიუთითებს შესვლაზე უარის მნიშვნელოვნად ზრდასა და უკანონო დარჩენის მნიშვნელოვნად ზრდას.
---
ბეჭდვითი მედია:
21.12.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 39 და მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი
საქართველოს პროფკავშირის გაერთიანების 2018 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 39 და მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების 2018 წლის ანგარიშში. ანგარიშში ასევე საუბარია 2018 წელს ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევებზეც. „კანონის ნაკლოვანებები ასახვას ჰპოვებს სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობაში: 2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 39 და მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი. შედარებისთვის, 2017 წელს გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 66 ადამიანი. შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისა და კონტროლის გარეშე დარჩენილი ბიზნესის შედეგი იყო ტყიბულის შახტებში წლის განმავლობაში 2-ჯერ მომხდარი უბედური შემთხვევა, რომელსაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა“, - ნათქვამია ანგარიშში.
---
21.12.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
მამუკა ბახტაძე: საქართველოს წინაშე ორი ყველაზე უფრო მტკივნეული გამოწვევა გვაქვს - ოკუპაცია და სიღარიბე
"მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ საქართველოს წინაშე ჩვენ გვაქვს ორი ყველაზე უფრო მტკივნეული გამოწვევა - ეს არის ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ქვეყანაში 2012 წლიდან რეალური ცვლილებები დაიწყო და როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისი ყველა წინამორბედი ქვეყანაში სიღარიბის შემცირებას ცდილობდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში სიღარიბე 10%-ით შემცირდა. "მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ საქართველოს წინაშე ჩვენ გვაქვს ორი ყველაზე უფრო მტკივნეული გამოწვევა - ეს არის ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე. ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ ეს ორივე გამოწვევა ერთობლივი ძალისხმევით დავძლიოთ. სწორედ ამის გარშემო უნდა იყო გაერთიანებული საქართველოს თითოეული მოქალაქის ძალისხმევა. ყველას გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს სიღარიბის გარეშე, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება ღირსეული ცხოვრების უფლება. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო დაუბრუნდეს თავის დიდ ევროპულ ოჯახს, სადაც ადამიანის თავისუფლება და უფლებები, სასამართლოს და მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კერძო საკუთრება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას, სადაც დღის წესრიგი განისაზღვრება დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების პარადიგმაზე დაყრდნობით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიღწევა არის ძალიან რთული ამოცანა იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე გვაქვს. ჩვენ რეალური ცვლილებები დავიწყეთ 2012 წლიდან და ყველა ჩემი წინამორბედი მაქსიმალურს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე რთული პრობლემა - სიღარიბე - რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით შეგვემცირებინა. მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს ამ თვალსაზრისით. დაახლოებით, 10%-ით შევამცირეთ სიღარიბე, მაგრამ ამის მიუხედავად სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში. სამწუხაროდ, მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება უმუშევრობა და ეს ძალიან რთული ბარიერია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდეს," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
---