From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-22.01.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 22.01.2019 08:59
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 22.01.2019

ტელევიზია

22.01.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 09:00

საქართველოში დღეს ეიჩერთიენერთი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაფი 7000 დოზა შემოვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5823426

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5824014  

---

 

22.01.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:კურიერი 09:00

ამ დრომდე უცნობია გახდა თუ არა 83 წლის ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი H1N1. პაციენტი, რომელიც რისკჯგუფში შედიოდა, გუშინ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მიზეზი დაგვიანებული მიმართვიანობაა. რადგან ქალბატონის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს უკვე კრიტიკული იყო. ამ დროისათვის ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებშია გადაგზავნილი და უახლოეს დღეებში მოხდება გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5823403

---

 

21.01.2019

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, სასწავლო პროცესის პარალელურად სააღმზრდელო პროცესი განახლდა ბაღებშიც. გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, ყველა შენობაში სადეზიმფექციო სამუშაოები ჩაატარეს. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სკოლასა თუ ბაღში ინფექციური თუ ვირუსული იფეთქევს, იქ სასწავლო პროცესი დროებით ისევ შეჩერდება. ამირან გამყრელიძის კომენტარი(პირელი ვიდეო ფაილი).  

 H1N1-ით გამოწვეული გართულებებით დღეს დასავლეთ საქართველოში 32 წლის ქალი გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით ეს შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებულია და ავადმყოფმა ექიმებს დაგვიანებით მიმართა. ანალოგიური დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა რუსთავში. (მეორე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5823026

I არხი -მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5823264

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5822700

პალიტრა ტვ  -პალიტრა ნიუს 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5823082

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5822649

---

 

21.01.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 21:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის უახლესი განკარგულებით - აუცრელ სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და ბაღის მოზარდებს შესაძლოა სტატუსი შეუჩერდეთ - ამ საკითხის განხილვა იმ შემთხვევაში დაიწყება თუ ახალგაზრდები და მოზარდების მშობლები 2 თვეში არ წარადგენენ სტატუსს წითელას აცრაზე. მკაცრი სანქცია ქვეყნის მთავრობის მეთაურმა 2 დღის წინ გამოსცა. ცნობისთვის წითელას აცრა ეროვნული კალენდრის მიხედვით ისედაც სავალდებულო აცრების სიაშია შეტანილი, თუმცა სანქცირება აქამდე არ იყო გათვალისწინებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5823072

---

 

21.01.2019

არხი:   იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

წითელას ვირუსით დაავადების სტატისტიკა მზარდია. ბოლო 18 დღის განმავლობაში 357 შემთხვევა დაფიქსრიდა. ვირუსი ამ ეტაპზე თბილისში , სამეგრელო-ზემო სვანეთში და კახეთის რეგიონებშია გავრცელებული. საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ვაქცინაცია უფასოა, დედაქალაქში 5 კლინიკა საგანგებო რეჟიმზე მუშაობს. ბოლო სამ დღეში 400 პაციენტი აიცრა მედ კაპიტალში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5822063

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5822654

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5822818

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5822377

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5821543 

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5821541

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5821195

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5821064

რუსთავი 2 - კურიერი 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5821064

იმედი - ქრონიკა 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5820936

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5820819

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5820779

---

 

21.01.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: დილა მშვიდობისა

წითელა - მწვავე ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამიანს ძალიან მარტივად, ჰაერით გადაეცემა. ინტერვიუ მარინა ენდელაძესთან

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5816293

---

 

21.01.2019

არხი:   პალიტრა ტვ

გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00

"იმდენი ვიხმაურეთ ღორის გრიპზე, პოსტსაბჭოთა სივრცე თავს იკავებს ჩვენთან სტუმრობისგან" - ამის შესახებ სასტუმრობისა და რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5821621

---

 

21.01.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 09:00

H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი ქვეყანაში ხვალ შემოვა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით ჯანდაცვის სამინისტრო მწარმოებელი კომპანიისგან ვაქცინის 7000 დოზას მიიღებს და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში ოთხშაბათს განაწილდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5820823

---

21.01.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

არასრულწლოვანების ბულინგის ფაქტი - ფიზიკურ დაპირისპირებაში ამჯერად გოგონები მონაწილეობენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5822731

---

 

ინტერნეტი

22.01.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/243595-saqartvelosi-dres-h1n1-virusis-sawinaarmdego-vaqcinis-axali-maragi-semova

საქართველოში დღეს H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძეს ინფორაციით, საქართველოში დღეს H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი შემოვა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მწარმოებელი კომპანიისაგან ვაქცინის 7ათას დოზას მიიღებს, მათი უფასოდ მიღება კი მოქალაქეებს 23 იანვრიდან შეძლებენ. 11 იანვარს გახდა ცნობილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილება,რომ გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ აფთიაქებში "ტამიფლუს" გაძვირება გახდა, რასაც მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=90085

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/gripis-virusis-sawinaaghmdego-vaqcinis-akhali-maragi-saqartveloshi-dghes-shemova/?fbclid=IwAR2vDXi_6AIuZzqWJ1K-8vE5Ybzb591uNdWogeoVF0hYO3QYSHcajB4CcuA

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1548138313-H1N1-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90

---

 

21.01.2019

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=90055

ამირან გამყრელიძე: თუ მასობრივი ვაქცინაცია არ გავაკეთეთ წითელას შეჩერებას ვერ მოვახერხებთ

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში, წითელას ვირუსით ავადობის 357 შემთხვევა ფიქსირდება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის განმარტებით, სტატისტიკა მზარდია და ქვეყანაში ეპიდ-აფეთქების რამდენიმე კერაა. „ტენდენცია მზარდია და ამიტომაც ვაფიქსირებთ, რომ ქვეყანაში გვაქვს ეპიდ-აფეთქება ძირითადად კონცენტრირებული რამდენიმე რეგიონში. აბსოლუტურ რაოდენობაში ყველაზე მეტი თბილისშია, თუმცა მაჩვენებელი ყველაზე მაღალი გვაქვს იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში. ამ 357 შემთხვევიდან ყველაზე ბევრი, დაახლოებით 50% შემთხვევებისა კონცენტრირებულია ძირითადად 20-დან 40 წლის ასაკში, მაჩვენებელი ასევე მაღალი გვაქვს 0-დან 1 წლამდე ბავშვებში“,– განაცხადა ამირან გამყრელიძემ. წითელას ვირუსით ავადობის მზარდი სტატისტიკის გამო, საქართველოს მთავრობამ ორი დღის წინ სპეციალური განკარგულება გამოსცა, სადაც ის ღონისძიებებია გაწერილი, რომელიც წითელასთან საბრძოლველად უნდა გატარდეს. განკარგულებაში მთავარი მიმართულება ვაქცინაციაა და მოსახლეობისთვის შეუფერხებლად მისაწოდებლად, აცრის ხარჯებს მთავრობა ფარავს. „წითელა არის ვაქცინებით მართვადი დაავადება და თუ ჩვენ მასობრივი ვაქცინაცია არ გავაკეთეთ, აუცრელი მოსახლეობის და განსაკუთრებით მაღალი ასაკის, მაშინ წითელას შეჩერებას ვერ მოვახერხებთ. ის შეიძლება ჩაწყნარდეს გარკვეული პერიოდი, მაგრამ მერე ისევ პერიოდულად გაგვახსენებს თავს, ამიტომ მოწოდებაა განსაკუთრებით მშობლებისადმი, რადგან ხვალ სწავლა იწყება, რომ გადასინჯონ თავისი შვილის აცრის კალენდარი პოლიკლინიკებში და თუ ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, ერთი და ხუთი წლის ასაკში, აუცილებლად მიიყვანონ პოლიკლინიკაში და აცრან. ასევე, მოზრდილი მოსახლეობისათვის გახლავთ მოწოდება, რომ მათ თუ არ აქვთ აცრის ორჯერადი ან ერთჯერადი ჩანაწერი, ან არ ახსოვთ გადატანილი აქვთ თუ არა წითელა, აუცილებლად აიცრან”,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. ამირან გამყრელიძემ განსაკუთრებული სიფრთხილისაკენ ორსულებს და იმ ქალბატონებს მოუწოდა, რომლებიც უახლოეს პერიოდში აპირებენ დაფეხმძიმებას. „განსაკუთრებით მივმართავ ქალბატონებს, რომლებიც აპირებ ოჯახის შექმნას და დაფეხმძიმებას, წითელა არის ძალიან საშიში დაავადება ორსულობის პერიოდში, რომელიც მოქმედებს, როგორც ქალბატონზე, ისე ნაყოფზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ორსულობის პერიოდში წითელას საწინააღმდეგო აცრის გაკეთება არ შეიძლება. მათ, ვინც არ არის აცრილი დაფეხმძიმებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე, უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია“,- განმარტა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ვაქცინის მარაგი ქვეყანაში საკმარისია და მასზე დეფიციტის შექმნის საფრთხე არ არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული ვაქცინა მაღალი ხარისხისა და ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულია.

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=195210-%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98,%20%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98,%20%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/verbatim/143103-gamkrelidze-tsitelas-shemtxvevebi-ar-shemcirebula-epidafetqebas-mxolod-vaqcinacia

---

 

21.01.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/444236

ქუთაისში, 32 წლის ქალი მშობიარობის მერე H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა, რაც ლაბოროტორიულად დადასტურებულია – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალია.მათივე ცნობით, ეს “ღორის გრიპით” გარდაცვალების მე-19 დადასტურებული ფაქტია.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/529416-kutaisshi-savaraudod-h1n1-virusit-axalnamshobiarevi-gardaicvala/

---

 

21.01.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/529382-rustavis-centralur-saavadmqoposhi-savaraudod-ecgoris-gripit-82-clis-kali-gardaicvala/

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, სავარაუდოდ ე.წ.ღორის გრიპით 82 წლის ქალი გარდაიცვალა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, სავარაუდოდ ე.წ. ღორის გრიპით 82 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, 82 წლის ქალი საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, მას მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. პაციენტი გუშინვე გარდაიცვალა. „ჯერ-ჯერობით ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის, გახდა თუ არა პაციენტის გარდაცვალების მიზეზი H1N1. ის ჩვენს კლინიკაში გუშინ უმძიმეს მდგომარეობაში შემოვიდა", - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/203043-morigi-mskhverpli-qghoris-gripithq-rusthavshi-qali-gardaicvala.html?lang=ka-GE

---

 

21.01.2019

მედიასაშუალება: https://news.ge/fotshi-witelas-9-shemtxveva-dafiqsirda/

ფოთში წითელას 9 შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში წითელას ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. ინფექციის სიმპტომებით სხვადასხვა კლინიკას 9 პაციენტმა მიმართა. დაავადებულთა შორის ერთი მოზარდია. ექიმების განცხადებით, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ და ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობენ. წითელას ინფექციით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/phothshi-tsithelas-virusis-9-shemthkhveva-daphiqsirda/

---

 

21.01.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/amiran-gamqhrelidze-gripis-virusis-radikaluri-kleba-ar-sheinishneba/

ამირან გამყრელიძე: გრიპის ვირუსის რადიკალური კლება არ შეინიშნება

გრიპის ვირუსის რადიკალური კლება არ შეინიშნება,”,-განაცხადა,დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნლისტებთან. „გრიპთან დაკავშირებით შეჯამდა იანვრის მესამე კვირის მონაცემები, ავადობის მაჩვენებელი დაახლოებით იგივე დიაპაზონშია, რაც მეორე კვირაში.ტენდენცია კლების არის გრიპის, მაგრამ რადიკალური კლება არ გვაქვს.”, განაცხადა გამყრელიძემ.

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/219369

ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/203023-radikaluri-kleba-ar-sheinishneba-gamyrelidze-gripsa-da-tsithelaze.html?lang=ka-GE

დრონი.ჯი- https://droni.ge/?m=3&AID=42875

---

 

21.01.2019

მედიასაშუალება: https://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/26819-samegrelozemosvanethshitsithelasshemthkhvevebigaizarda.html

სამეგრელო-ზემო სვანეთში წითელას შემთხვევები გაიზარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთში ამ დროის მონაცემებით წითელას შემთხვევები ხუთით გაიზარდა და უკვე 95-ს შეადგენს. დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია შაბათ-კვირასაც მიმდინარეობდა რეგიონის მასშტაბით მოქმედ პოლიკლინიკებში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ორი დღის განმავლობაში 40-მდე ვაქცინაცია ჩატარდა. ეს ციფრი, დასვენების დღეების, ნათლისღების დღესასწაულის გათვალისწინებით მისაღებია, თუმცა მეტი რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. დღის ბოლოსთვის მომართვიანობის შესახებ ახალი მონაცემები ექნებათ. „დღითი დღე იზრდება წითელას შემთხვევები, ამიტომ დადგა დღის წესრიგში ასეთი ღონისძიებების ჩატარება. მძიმე შემთხვევევები ამ ეტაპზე არ გვაქვს. ინფექციურშია ყველა მოთავსებული“, - გვითხრა ნანა ოდიშარიამ. რაც შეეხება ე.წ. ღორის გრიპს, მისივე თქმით, ამ დროისთვის ახალი, მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მართვით სუნთქვაზე საავადმყოფოში არცერთი პაციენტი არ არის მოთავსებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წითელას აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა. ჯერ კიდევ 19 იანვარს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით წითელას ვირუსის შემთხვევებმა დეკემბრიდან იმატა. უკვე ინავრის თვეში კი 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

---

 

21.01.2019

მედიასაშუალება: http://mcm.ge/21-%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98/?fbclid=IwAR3QukPUR_--EPy8vlwyPVsOPhPXyofp6pk77c9wlhouQee4foU7jRFY-XY

21-ე საუკუნის საქართველოში, ერი კვლავ გამოკვების პრობლების წინაშეა – ირმა ინაშვილი

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი 21 საუკუნეში ქვეყანაში, მოსახლეობის გამოკვების პრობლემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბავშვების 6,8%-ი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო 27,6%- სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. ირმა ინაშვილი ხელისუფლებას და საზოგადოებას ძალისხმევის გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, საჭიროა არა მარტო სოციალურ დაცვაზე ორიენტირება, არამედ სოციალურად დაუცველთათვის სამუშაო ადგილების შექმნა. საჭიროა მოქმედება, არასტანდარტული, სწრაფი, ეფექტიანი ეკონომიკური პროგრამების განხორციელება. ერის ფიზიკური გადარჩენა უნდა იყოს სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ აქვს არჩევნებს იმ ქვეყანაში, სადაც ბავშვებს პური და კანფეტი ენატრებათ. “25 წლის წინ, როცა ჭუბერზე ფეხით მოვდიოდით, სამაშველო ვერტმფრენებიდან პურს გვიყრიდნენ, რომ მინიმალური საკვები მიგვეღო, მაგრამ ამ პურის დიდი ნაწილი ხრამში ცვიოდა და ჩვენამდე ვერ აღწევდა. ფიზიკურად რომ გადავრჩენილიყავით, მცენარეების ბოლქვს, ბალახს ვჭამდით. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემს სიცოცხლეში პურს უდიერად, უპატივცემულოდ არ მოვეპყრობოდი და ჩემს შვილებსაც პატარაობიდანვე ვასწავლიდი, რომ პურს გაფრთხილება სჭირდება. აჯობებს, გამხმარი პური დაფშვნა და ჩიტებს დაუყარო, ვიდრე ნაგავს გააყოლო.  გამოცდილებამ მაჩვენა ისიც, რომ არც იმდენი პური უნდა შეიძინო, რასაც ვერ მიითრთმევ. რატომ ვსაუბრობ პურზე და რატომ ვიხსენებ 25 წლისწინანდელ ისტორიას. მაშინ, იმ თოვლიან, ტკივილიან გზაზე, სიკვდილის გზაზე ვერ წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა წლები, შეიცვლებოდა ეპოქა, საუკუნე და ჩვენი ერი კვლავ გამოკვების პრობლების წინაშე იდგებოდა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში ადამიანების ნაწილს (და არც თუ უმნიშვნელო ნაწილს) ისევ ექნებოდა პურზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. საქართველოში, გაეროს მონაცემებით, ბავშვების 6,8%-ი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო 27,6%- სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, 15-დან 18 წლამდე ასაკის ყოველი მეხუთე ღარიბი ბავშვი ვერ იღებს განათლებას, საკოლამდელი აღზდის დაწესებულებებში ვერ დადის 14 000 ბავშვი. 2017 წელს 4000 ოჯახი გამოიკითხა და აღმოჩნდა, რომ საქართველოში 50 000-ზე მეტი ბავშვი ფაქტობრივად შიმშილობს და მოკლებულია ჯანდაცვის, განათლების და მომავლის შექმნის პერსპექტივას. საჭიროა მოქმედება, არასტანდატული, სწრაფი, ეფექტიანი ეკონომიკური პროგრამების განხორციელება, საჭიროა არა მარტო სოციალურ დაცვაზე ორიენტირება, არამედ სოციალურად დაუცველთათვის სამუშაო ადგილების შექმნა, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ 2014 წლიდან ვსაუბრობთ. საჭიროა ადამიანების, ერის ფიზიკური გადარჩენა და ჩვენი მომავალი თაობის ფიზიკური გადარჩენა, რაც უნდა იყოს სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი, თორემ რა აზრი აქვს არჩევნებს, რა აზრი აქვს პოლიტიკას, რა აზრი აქვს საერთოდ ცხოვრებას, თუ იმ ქვეყნის პოლიტიკოსები გვქვია, სადაც ბავშვებს პური და კანფეტი ენატრებათ. გავაერთიანოთ ძალები სიღარიბის დასაძლევად!!! ყველას ეხება ეს, ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც!”, – წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

--- 

 

21.01.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/178136/?fbclid=IwAR3n6h3GA6UnSw1kUzSsWlnn3SKtVYGJjTHQPzbuJFtx1QY6i3mU3PehW04

სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრიდან „პანფარმას“ ჰეპარინ ნატრიუმი გამოითხოვა

წამლის სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის ქვეყნების ბაზრიდან გამოთხოვას დაექვემდებარა რამდენიმე სერიის სხვადასხვა ფარმაცევტული პროდუქტი, მათ შორის ერთი – ჰეპარინ ნატრიუმი პანფარმა 25 000 ს.ე./5 მლ (5 000 ს.ე./მლ) 5მლ ინტრავენური საინექციო ხსნარი, რომლის ვარგისიანობის ვადა 2020 წლის პირველ იანვრამდე იყო. სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებიდან მედიკამენტი შესაძლოა კონტამინაციის, დაბინძურების გამო იქნა გამოთხოვილი. „ჰეპარინ ნატრიუმი პანფარმა 25 000 ს.ე./5 მლ (5 000 ს.ე./მლ) 5მლ ინტრავენური საინექციო ხსნარი ფლაკონი №10“ სერია: 50207; ვარგისობის ვადა: 01.2020წ. მწარმოებელი „Rotexmedica GmbH Arzneimittelwerk“ გერმანია. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი „PANPHARMA S.A.“ საფრანგეთი –  ზემოაღნიშნული, 50207 სერიის მქონე ფარმაცევტული პროდუქტი ექვემდებარება საქართველოს ბაზრიდან გამოთხოვას“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

---

 

ბეჭდვითი მედია

22.01.2019

მეიდასაშუალება:  რეზონანსი

ღორის გრიპისა და წითელას ეპიდემიამ ქვეყანა 500 მლნ ლარით აზარალა

ვირუსების გამო ბოლო 1 თვეში თითოეული ოჯახის ხარჯი 15%-ით გაიზარდა... საქართველოში გავრცელებულ ღორის გრიპის ვირუსისა და წითელას ეპიდემიასთან ბრძოლა სახელმწიფოს დაახლოებით 500 მილიონი ლარი უჯდება. სპეციალისტების გათვლით, ხარჯი 12-15%-ის ფარგლებში მატულობს თითოეულ ოჯახზეც. გაცილებით ნაკლები იქნებოდა ზარალი, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა გამართულად რომ მუშაობდეს და პრევენციული ღონისძიებები დროულად გატარებულიყო. ბოლო პერიოდში გაზრდილია როგორც ცალკეული ოჯახების, ასევე სახელმწიფოს დანახარჯი, რაც ქვეყნის ეკონომიკას პირდაპირ და არაპირდაპირაც სერიოზულ პრობლემას უქმნის. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ დაავადების მიმდინარეობის პერიოდში ნაკლები ყურადღება უნდა დაეთმოს ლეტალური შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, რადგან ეს დამთრგუნველად მოქმედებს მოსახლეობაზე, იწვევს უკურეაქციას და შეიძლება სხვა ნეგატიური მოვლენებიც გაზარდოს. "საბედნიეროდ, ყველა ოჯახი არ არის დაავადებული, თუმცა ვინც მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა, ცხადია, ხარჯი საგრძნობლად გაეზრდა. ამან შეიძლება თვეში ოჯახის შემოსავლის დაახლოებით 12-15% დაიკავოს, ვანგარიშობ, საშუალოდ, ოთხსულიან ოჯახში თუ 1 წევრი არის დაავადებული. დაახლოებით 20-დან 1 ოჯახში რომ გამოვლინდეს ღორის გრიპი, ეკონომიკის ზარალი, პირდაპირი თუ ირიბი, დაახლოებით 300-დან 500 მილიონ ლარამდე შეადგენს. ეს ქვეყანაში მატერიალური დოვლათის წარმოების პროცესს საგრძნობლად აფერხებს და ამ მხრივაც უარყოფითი შედეგის მომტანია. ცხადია, რომ ჯანსაღი საზოგადოება უფრო მეტი ეკონომიკური პოტენციალის მატარებელია და ჩვენ გვინდა ჯანმრთელი საზოგადოების მასა, რომელიც დოვლათის წარმოებაში ჩაერთვება", - ამბობს არჩვაძე და დასძენს, რომ ქვეყანაში არ მიმდინარეობს რაციონალური წესების პროპაგანდა, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. "როგორც წესი, ეპიდემიას ორი ასპექტი აქვს. მისი საერთოდ იგნორირება მსხვერპლის რაოდენობა გაზრდის და შეიძლება ლეტალური შედეგები მოიტანოს. დამღუპველია ზედმეტი აჟიოტაჟიც, რადგან საზოგადოების წევრებში ისეთ განცდას იწვევს, რომ ისინი ან ავადდებიან, ან სიპტომები აქვთ, სინამდვილეში კი ნაკლებად ან საერთოდ არა აქვთ ავადმყოფობის ნიშნები. ორი უკიდურესობიდან არც ერთში არ უნდა გადავვარდეთ, რადგან ასეთმა დამოკიდებულებამ შეიძლება გაზარდოს მოთხოვნა მკურნალობაზე, სასწრაფოს გამოძახებაზე და სხვა, რაც ბოლო დროს ხდებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მედია მაქსიმალურად მოზომილი უნდა იყოს და რაციონალური წესების პროპაგანდას უნდა ეწეოდეს. ამ თვალსაზრისით, საუკეთესო მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ვახტანგ ბოჭორიშვილის მოღვაწეობის ის პერიოდი, როცა მან დიდი პირადი წვლილი შეიტანა 1970 წელს საქართველოში ქოლერის გავრცელების პროფილაქტიკურ სამუშაოებში, საზოგადოების სწორად ინფორმირებაში, ჰიგიენის წესების დამკვიდრებაში და მრავალ ღონისძიებაში, რის შედეგადაც საზოგადოება უფრო სწრაფად გამოვიდა იმ საფრთხისა და ფსიქოლოგიური შოკიდან, რაც ბოჭორიშვილის პირადი დამსახურებაა. რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორს, როდესაც საზოგადოების წევრთა გარკვეული ნაწილი არ მუშაობს და დოვლათს არ ქმნის, ამან შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს მათ კეთილდღეობაზე და ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზეც აისახოს. ძნელია თქმა, რამდენ ხანს გასტანს ვირუსი. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, ეპიდემიის ზრდის საფრთხის წინაშე ვიყოთ და ამიტომ პირდაპირი ეკონომიკური ზარალი არ იქნება, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს დანაკარგი, რომელსაც არ ველოდით. გლობალიზაცია და ინტერნეტი საქართველოში მომხდარ ამბებს ასაჯაროებს და ეს ტურიზმზეც აისახება. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეპიდემიაა ქვეყანაში, ამან ვიზიტორები დააფრთხო. ის მასობრივი მოზღვავება, რასაც ამ დარგში ვვარაუდობდით, შესაძლოა, ვერ შესრულდეს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სოსო არჩვაძემ. ანალოგიურ საფრთხეზე სვამს აქცენტს ჯანდაცის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე, რომლის შეფასებითაც, ღორის გრიპის ვირუსი და წითელა ეკონომიკურ ტვირთად აწვება არა მხოლოდ ადამიანებს ან ჯანდაცვის სისტემას, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკას და უარყოფითი შედეგის მომტანია. "ნებისმიერ დაავადებას აქვს პირდაპირი შედეგი ავადმყოფებზე, მაგრამ ასევე გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზეც, რაც გულისხმობს იმას, რომ დაავადების შემთხვევაში იკარგება შესაბამისი აქტივობა, უარესდება ცხოვრების ხარისხი, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკურ მაჩვენებლებში აისახება. გამომდინარე იქედან, რამდენ ხანს გაგრძელდება ეპიდემია, მნიშვნელოვნად ზარალდება ეკონომიკა, ხოლო ჯანდაცვის სფეროს რაც შეეხება, მატულობს სახელმწიფო დანახარჯი ამ მიმართულებითაც პრეპარატების უფასოდ გადაცემისა და დაავადებასთან ბრძოლაში გაწეული ღონისძიებების გამო", - აღნიშნა ჩიხლაძემ და დასძინა, რომ დანახარჯი გაცილებით მეტია ისეთ ქვეყნებში, სადაც ზომები წინასწარ არ არის მიღებული და მსგავსი ეპიდემიისთვის ჯანდაცვის სექტორი მოუმზადებულია, როგორც ეს ხდება საქართველოში. "ოჯახის ექიმისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმართავი მუშაობა პირველადი ჯანდაცვის პრობლემით არის განპირობებული. არ გვაქვს პრევენცია, რაც იწვევს უბედურ შემთხვევებს; არ არის დიაგნოსტიკაც, შორს წასული გართულებებია და სიკვდილიანობაც მეტია; მდგომარეობის გამოსასწორებლად სახელმწიფოს მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ჯანდაცვის სისტემა ფორსმაჟორულ ვითარებაში ეფექტურად ვერ მუშაობს. თვეზე მეტი გახდა საჭირო, რომ ჯანდაცვის სექტორი გონზე მოსულიყო. წამლის ფიზიკურად არარსებობა, პირბადეების დეფიციტი, რიგები კლინიკებში და გაურკვევლობა პირდაპირ მიანიშნებს, რომ სისტემა გაუმართავად მოქმედებდა. შესაბამისად, ცუდი სურათი მივიღეთ. საჭირო გახდა, რომ სიტუაცია სახელმწიფოს მეტ-ნაკლებად დაერეგულირებინა. დღეს მდგომარეობა კონტროლდება, მაგრამ პრობლემა ნამდვილად იყო. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ნეგატიურად მოქმედებს როგორც ოჯახებზე, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე. განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა მოახდინა ტურიზმზე. კონკრეტულად რამდენია ზარალი, სპეციალისტების დასათვლელია, მაგრამ ფაქტია, რომ გავრცელებული დაავადება ეკონომიკურ ტვირთად აწვება არა მხოლოდ ადამიანებს ან ჯანდაცვის სისტემას, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკას, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა", - განუცხადა სერგო ჩიხლაძემ "ბიზნეს-რეზონანსს".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5823327&name=22.01.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

22.01.2019

მეიდასაშუალება:      ქრონიკა+

რატომ სცემენ საქართველოში ექიმებს, რატომ მალავენ ამ ფაქტებს და ვინ დაიცავს მათ უფლებებს?!

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკური საავადმყოფოში პაციენტმა მკურნალი ექიმი სცემა. ექიმს თვალზე შვიდი ნაკერი დაადეს და ეს ამბავი ისე მიიჩქმალა, რომ არა ექიმთა დაცვის ასოციაციისა და "ქრონიკა +"ის ჩართულობა, ვერც ამ ინტერვიუს მივიღებდით. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ნაცემ ექიმ ნოე ბერიშვილთან: კლინიკაში პაციენტი კერძო კატასტროფის ბრიგადამ შემოიყვანა. შემოიყვანეს გრიპით. შემოსვლიდან ორი წუთი არ იყო გასული, რომ არასასიამოვნო საუბარი მესმის. პაციენტი ირწმუნებოდა, თავის ტკივილები მაქვს და მორფი გამიკეთეთო. ექთანს მითითება მივეცით, რომ პაციენტისთვის ტკივილგამაყუჩებელი გაეკეთებინა, მაგრამ ის თავისას არ იშლიდა. უმცროს ექიმსა და ექთანს ვუთხარი, რომ სისხლის საერთო ანალიზი აეღოთ, კვლევები ჩაეტარებინათ. უცებ ყვირილი მესმის, - ახლა თუ ავდექი და შემოგივარდით მანდ, დაგილეწავთ თავ-ყბას და თქვენ დაგჭირდებათ მორფიო! შეიგინა კიდეც. სულ უფრო აგრესიული ხდებოდა, ამიტომ ავდექი, უნდა გამოვიდე, ვტრიალდები და ამ დროს თვალში ხელი მომარტყა. ქუთუთო გადამისკდა და სისხლი წამომივიდა. პოლიცია საავადმყოფოს დაცვამ გამოიძახა. როცა პოლიცია მოვიდა, ინციდენტი დასრულებულიყო იყო. პაციენტი რევაზ ნასიძე სახლში გაუშვეს. როცა ერთ-ერთმა ექიმმა იკითხა, როგორ გაუშვით სახლშიო, გამომძიებელმა უპასუხა, რაც მიბრძანეს, ის გავაკეთეო, ანუ პროკურორმა მითხრაო. დედამისი და თიკა ჯამბურია აქტიურობდნენ ძალიან. ვითხოვ საჯაროდ ბოდიშის მოხდას: ყველა ექიმისა და ჩემს წინაშე სიმართლე აღიაროს. ნოე ბერიშვილის უფლებებს სასამართლოში დაიცავს ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია "დაიცავი ექიმი". სალომე ლოლუა, მისი თავმჯდომარე: ნოე ბერიშვილის უფლებებს ჩვენი ასოციაცია დაიცავს როგორც სამართლებრივ, ისე არასამართლებრივ ჭრილში. ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა პაციენტებისგან ნაცემი და შეურაცხყოფილი ექიმების რაოდენობა. - თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ საქართველოში პაციენტი ბევრად ინფორმირებულია, ვიდრე ექიმი. - სხვათა შორის პირველი კვლევა ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა, სადაც მედმუშაკთა უმრავლესობა აცხადებდა, რომ მათ კარგად ესმით ყოველდღიურ პრაქტიკაში საკუთარი უფლებების ცოდნის მნიშვნელობა, მაგრამ... არ იციან. ჩვენი ორგანიზაცია ექიმების უფლებების დაცვას ახორციელებს არა მარტო სამოქალაქო, არამედ სამართლებრივ ფორმატშიც. ჩვენ გვყავს იურისტები, ექსპერტები. მთავრობის, ანუ ბიუჯეტის სუბსიდირებაზე ჩვენ არ ვზივართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმთა უფლებების დაცვის კუთხით ჩვენი ნიშა დავიკავოთ. იცით, რა დონეზეა მაგალითად, აშშ-ში ექიმის უფლებები დაცული? არც ისე დიდი ხნის წინ ამერიკაში შეიქმნა ახალი დეპარტამენტი, რომელიც მიმართულია მორწმუნე მედიკოსების უფლებების დაცვისკენ და იცავს იმ მედპერსონალს, რომელიც საკუთარი მრწამსიდან გამომდინარე უარს ამბობს მაგალითად, აბორტის ჩატარებაზე. კარგი იქნება, თუ ჩვენი სახელწმიფო მიბაძავს მათ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5823685&name=22.01.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

21.01.2019

მეიდასაშუალება: ალია

"ექიმები რობოტები არ ვართ! ჩემი ექიმი ათი წლით დაბერდა ერთ დღეში, როდესაც ახალგაზრდა ავადმყოფი გარდაეცვალა"

ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების ფონზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს ურთიერთპატივისცემისა და თანადგომისკენ მოუწოდებს: "მეგობრებო, ექიმები არა ვართ რობოტები! ისეთივე ადამიანები ვართ, ისევე გვყავს ოჯახები და გვაქვს პირადი ცხოვრება- როგორც ყველა სხვას. ვერც ვავალდებულებ ჩემს თანამშრომლებს დათმონ ოჯახები, შვილები და 24 საათი ემსახურონ მოსახლეობას. ამის მიუხედავად, ძალიან მიხარია და გულის სიღრმეში მეამაყება, რომ ჩვენი კლინიკის ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თითქმის ყველა ექიმი, თავისი ნებით მოდის ამ რთულ პერიოდში, შაბათ-კვირასაც და უწევს სამედიცინო დახმარებას ხალხს. წელს ყველაზე დიდი ბრძოლა გრიპთან ბრძოლაში, ჩვენს -"ვახტანგ ბოჭორიშვილის" კლინიკას მოუწია და ქალაქში ყველაზე დიდი მოცულობის სამუშაო ჩვენ გავწიეთ როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებში. დღეს, შუადღისთვის საწოლები კი არა, სკამზე დასაჯდომი ადგილებიც აღარ დაგვრჩა, ამბულატორიული დახმარება რომ გაგვეწია. შევძელით, დღევანდელი მძიმე დღეც გადავიტანეთ; არავის დაუწუწუნია. პაციენტების დიდი უმრავლესობა პატივს სცემს ჩვენს შრომას და ესმის შექმნილი მდგომარეობა. მაგრამ 70 პაციენტიდან ერთსაც კი შეუძლია თავისი მოქმედებით წყობიდან გამოიყვანოს ექიმი. ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი, შესანიშნავი ექიმი, რომელიც წუხელ ღამის 11-საათამდე ავადმყოფებს უვლიდა, ავადმყოფის პატრონის აშარმა ქმედებამ ნერვიულ სტრესამდე, ლამის ქმედითუუნარობამდე მიიყვანა! სხვათა შორის, ავადმყოფებზე მეტად სწორედ მათი პატრონები იქცევიან ცუდად და ხშირად უშლიან ხელს პერსონალს. ძალიან მინდა ყველას ესმოდეს, რომ მედიკოსები- ექიმი იქნება, თუ ექთანი, ყოველთვის ემოციურ კავშირში არიან ავადმყოფის მდგომარეობასთან, აქვთ თანაგანცდის შეგრძნება და სენთან დამარცხების შემთხვევაში, მათი ნაწილიც კვდება. მე მინახავს, როგორ დაბერდა ერთი ჩემი ექიმი ათი წლით ერთ დღეში, როდესაც ახალგაზრდა ავადმყოფი გარდაეცვალა. ამიტომ, ნუ ავყვებით ცუდი დროს გარკვეული მიზნებით გავრცელებულ მითს, თითქოს ექიმი დილიდან სახლიდან მხოლოდ იმ აზრით გამოდის- ვის გამოჭრას ყელი და დაამატოს "შავი ლაქები თეთრ ხალათზე!"... ამავე დროს, ყველას ოჯახები ჰყავთ და ყოველი წუთი, რომელსაც კლინიკაში სამუშაო საათების შემდეგ და უქმე დღეებში ატარებენ- საკუთარ ოჯახს, მათ სითბოს აკლდება! მიყვარხართ ყველა და ვამაყობ, რომ ბედმა თქვენთან ერთად მუშაობა მომიწია - პროფესორებიც, ექიმებიც, ექთნები, სანიტრებით და ადმინისტრაციული მენეჯერებიც!" - წერს სოციალურ ქსელში დავით გადელია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5821863&name=21.01.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

21.01.2019

მეიდასაშუალება: რეზონანსი

აფრიკის დასახლებაში 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს - ჯართის შესაგროვებლად წასულ ბავშვს ოჯახი ეძებდა

აფრიკის დასახლებაში 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. გიგა ბაგაშვილს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა, მისი ცხედარი კი გუშინ სახლიდან 3 კმ-ში იპოვეს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაგაშვილების ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და 12 წლის ბიჭი ოჯახს ჯართის შეგროვებით ეხმარებოდა. წინასწარი ინფორმაციით ის იმ დღესაც ჯართის შესაგროვებლად იყო გასული, რა დროსაც ერთ-ერთ თხრილში ჩასვლისას მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რომლითაც ის ხშირად გადაადგილდებოდა. იქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის დაღუპვის მიზეზი ამას გამოძიება დაადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5821364&name=21.01.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

21.01.2019

მეიდასაშუალება: რეზონანსი

კაცს, რომელსაც საქართველოში ქიმიოთერაპია დაუნიშნეს, სიმსივნე არ აღმოაჩნდა

"დედების ფონდი" საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს. გიორგი ცეცხლაძეს, რომელსაც საქართველოში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, საზღვარგარეთ ჩატარებული ანალიზების შედეგად ეს დაავადება არ დაუდგინა. "კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლეა დედების ფონდის სახელზე. მახსოვს გიორგი როგორ განიცდიდა საქართველოში დასმულ დიაგნოზს, მაშინ ვუთხარით გადაამოწმე გიორგი იქნებ არც არის ეს დიაგნოზი სწორი – თავს უშველე! დიახ, ამ ბიჭს ქიმიოთერაპიას უწყებდნენ და ფაქტიურად იღუპებოდა სიცოცხლით სავსე ადამიანი! თქვენი დამსახურებით გიორგი საფრანგეთში გადავიდა სამკურნალოდ, გამოირიცხა საქართველოში დასმული უმძიმესი დიაგნოზი!" - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში. ფრანგმა ექიმებმა სიმსივნე გამორიცხეს და გიიორგის 98%-ით ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს. ის კლინიკაში ორი კვირის მანძილზე მკურნალობას ჩაიტარებს და ამის შემდეგ მას განმეორებით ანალიზებს აუღებენ. გიორგი ყველას მადლობას უხდის, ვისი დახმარებითაც საქართველოდან გააღწია და ქართველ ექიმებს თავი არ დააღუპინა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5821068&name=21.01.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

21.01.2019

მეიდასაშუალება: ალია

"ტამიფლუ" "წითელას" არ შველის! რამდენ ადამიანს დაუნიშნეს არასწორად "ტამიფლუ" და რამდენს გაურთულდა ამის გამო "წითელა"? ანუ მკურნალობდნენ "ღორის გრიპს" და ამ დროს ადამიანს ჰქონდა "წითელა"?!

"ღორის გრიპი" არ გვეყოფოდა, ბავშვობის "წითელა" დამადგა თავს, მეორედ უნდა გიკბინოო, უპს, ნაკბენი აქვს მეორედ, ორჯერ მოვი8ხადე ექიმების ცნობის მიხედვით და რა ვქნა, ერთხელ ბავშვობაში, მეორე 7 წლის წინათ. ორი დღეა, ვეძებ ინფორმაციას, იმ პაციენტებიდან, რომლებიც "წითელათი" დაავადდნენ, რამდენმა იმკურნალა გრიპის ვირუსზე "ტამიფლუს" პრეპარატით, მაგრამ არ არსებობს ასეთი სტატისტიკა, არ არსებობს ამ კითხვაზე პასუხი. მას შემდეგ, რაც მე ორჯერ დამიმტკიცეს ექიმებმა, რომ "წითელა" მოვიხადე, ორჯერვე, გონივრული ეჭვი არსებობს: რამდენად შეძლებენ ექიმები "ტამიფლუს" გვერდითი მოვლენებისა და "წითელას" ერთმანეთისგან გარჩევას? რა არის ეს? თავიდანვე "წითელას" ეპიდაფეთქებით დაიწყო, თუ მერე "ტამიფლუს" გვერდითი მოვლენების ეპიდაფეთქება გვაქვს ქვეყანაში? ან თუ გავითვალისწინებთ, რომ "ტამიფლუ" "წითელას" არ შველის, რამდენ ადამიანს დაუნიშნეს არასწორად "ტამიფლუ" და რამდენს გაურთულდა ამის გამო "წითელა", რასაც ვერ მიხვდნენ ექიმები, რადგან, როგორც ზემოთ წაიკითხეთ, "წითელას" სიმპტომები და "ტამიფლუს" გვერდითი მოვლენები ერთმანეთს წააგავს! ანუ მკურნალობდნენ "ღორის გრიპს", ან დროს ადამიანს ჰქონდა "წითელა" და კაციშვილმა ამას ყურადღება არ მიაქცია. ზუსტად ერთი კვირის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში მხოლოდ ეს ე.წ. ღორის ვირუსია გავრცელებული, მეტიც, კითხვაზე: ხომ არ გამოიწვევს ეპიდემიას საავადმყოფოს რიგები, სადაც ერთმანეთის გვერდით ადამიანები სხვადასხვა დაავადებებით დგანან, მიპასუხეს, რომ ორი სიცხიანი ადამიანი თუ გვერდიგვერდ დგას - ერთმანეთისგან აღარაფერი გადაედებათ, რადგან, უმეტესად, ყველა ამ ერთი ვირუსითა დაავადებული. მარინა დარახველიძე, ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი: - 18 იანვრის მონაცემებით, ავადობა 100 ათას ადამიანზე 253 ადამიანით განისაზღვრა... ამ მონაცემების მიხედვით შეინიშნება კლება, მცირე, მაგრამ მაინც. 4 დღის მანძილზე არ იცვლება სასწრაფო დახმარების გამოძახების რიცხვიც და ის 1700-დან 1800-მდე გამოძახებამდე მერყეობს... 18 იანვრის მონაცემებით, 6600-ზე მეტი კოლოფია გაცემული, აქედან 3600 გაცემულია აფეთქებიდან, 2500 - ჯანდაცვიდან და დაახლოებით 60 კოლოფამდე - პოლიკლინიკებიდან. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრეპარატის მარაგი შეავსო და ექიმის დანიშნულების არსებობის შემთხვევაში, ის უფასოდ გაიცემა. გეგმიური აცრების ზემოთ, ასი ათასზე მეტი დოზა გვაქვს ამჯერად მარაგში, საკმაოდ კარგი ხარისხის და ცნობილი ფორმების პროდუქტი გვაქვს მარაგში. - კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, "ტამიფლუ" გაიცა 6600 კოლოფი, თუმცა, ქვეყნის მასშტაბით სტაციონალურად გვიწევს 850 პაციენტი, ხომ? - დიახ. არ შეიძლება ასე საუბარი იმაზე, რაც არ იცით. როცა თქვენ მოგმართავთ ადამიანი, მხოლოდ ის ინფორმაცია უნდა გააცნოთ, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს და გადაამისამართოთ კლინიკაში. - ეს ინფორმაცია "ავერსის" აფთიაქის გვერდზე დევს... საჯაროა, "ავერსის" აფთიაქს ხომ თქვენ მიაწოდეთ ეს წამალი და შესაბამისად, მისი ანოტაციაც, ასე არ არის? - ექიმები ადგილზე, თავად გადაწყვეტენ სიმპტომებისა და კვლევების შედეგად, მისცენ თუ არა "ტამიფლუს" პაციენტებს და რა დოზით მისცენ... "ტამიფლუ" სარეცეპტო მედიკამენტია და ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თ არა მას ავადმყოფი... ორივე დაავადება გადამდებია, ამიტომ, აუცილებელია ნიღბის ტარება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5820897&name=21.01.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

21.01.2019

მეიდასაშუალება: რეზონანსი

ორსულთათვის ბავშვის სქესის გამხელა 3 თვემდე იკრძალება - იქნება თუ არა კანონში ცვლილებები?

ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31 446 გოგო არ დაიბადა. აპირებს თუ არა პარლამენტი ორსული ქალებითვის ბავშვის სქესის წინასწარი გამხელის აკრძალვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების განხილვასა და მიღებას? პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალს 3 თვემდე ორსულისთვის ბავშვის სქესის გამხელა ისედაც ეკრძალება და შესაბამისად, კანონში ცვლილებები არ იგეგმება. მისივე თქმით, აბორტებთან დაკავშირებით ვითარება ბოლო დროს გამოსწორდა, თუმცა ეს საკითხი პრობლემად კვლავ რჩება. „აბორტები ყოველთვის იყო თემა, მაგრამ ეს 10 წლის წინ იყო პრობლემა და მას მერე ამ კუთხით საკმაოდ ბევრი გაკეთდა. არსებობს კონკრეტული ნორმატიული აქტი, რომლითაც სამედიცინო პერსონას მშობლისთვის ბავშვის სქესის გამხელა 3 თვემდე ეკრძალებათ. „კანონში დამატებით ცვლილების საჭიროებას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ ასეთივე რეგულაცია უკვე არსებობს. ჯერ-ჯერობით ცვლილებები არ იგეგმება. ბოლო პერიოდში სიტუაცია ამ მიმართულებით გაუმჯობესებულია. „ადრე, წესით, უნდა დაბადებულიყო ოდნავ მეტი გოგო და იბადებოდა ჩვენთან უფრო მეტი ბიჭი და დღეს ეს ვითარება სწორი წონასწორობსკენაა წასული, ანუ ოდნავ მეტი გოგონა იბადება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ბოლომდე ამოწურულია," - განაცხადა აკაკი ზოიძემ „რეზონანსთან" საუბრისას. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ორსულებისთვის სქესის არგამხელა რეკომენდებულია, რადგან ეს ხანდახან გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე დაიბადოს თუ არა ბავშვი. „მნიშვნელოვანია, სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ, სამწუხაროდ, ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც უბრალოდ, მიუღებელია. წლების წინ ჩვენ გავეცით რეკომენდაცია მიცემული სქესის არგამხელასთან დაკავშირებით. ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული", - განაცხადა დავით სერგეენკომ. 1990-2015 წლებში ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31 446 გოგო არ დაიბადა. ასეთია სტატისტიკა, რომელიც გუშინ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით კონფერენციაზე წარადგინეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5820886&name=21.01.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

21.01.2019

მეიდასაშუალება:     ასავალ-დასავალი

კახა საბახტარიშვილი: ხაზგასმით ვაცხადებ - "ტამიფლუ" გრიპის დაწყებიდან მხოლოდ 48 საათის განმავლობაშია ეფექტური!

ე.წ. "ღორის გრიპის" ეპიდემია თითქოს ჩაცხრა, მაგრამ ვირუსი მაინც მძვინვარებს! ქართველი მეცნერი და ჰომეოპათი, ექიმი კახა საბახტარიშვილი იმ მეთოდოლოგიის შესახებ გვესაუბრება, რომლითაც ძველ საქართველოში გრიპს მკურნალობდნენ. მისი თქმით, არც ჩინური, არც ინდური და არც ტიბეტური მედიცინა გრიპს არ იცნობს მაშინ, როცა უძველეს ქართულ კარაბადინებში სურათი რადიკალურად განსხვავებულია. -რას იტყვით პრეპარატ "ტამიფლუს" შესახებ და რამდენად ეფექტურია ის "ღორის გრიპის" დასამარცხებლად? კახა საბახტარიშვილი: "პრეპარატ "ტამიფლუს" უკან დგას ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის ბიზნესიმპერია. ხაზგასმით ვაცხადებ : "ტამიფლუ" გრიპის დაწყებდან მხოლოდ 48 სათის განმავლობაშია ეფექტური. ეს უძლიერესი ქიმიური პრეპარატია, რომლის გამოყენებაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისა და ორსული ან მეძუძური ქალებისთვის დაუშვებელია."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5820849&name=21.01.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

​