From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-22.02.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>
Received On : 22.02.2019 08:34
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 22.02.2019

 

ინტერნეტი

22.02.2019

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/221382

დავით სერგეენკო 10 მლნ ევროს ოდენობით დაფინანსების შესახებ სამმხრივ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს

22 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, 10 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსების შესახებ სამმხრივ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.

---

 

21.02.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/450835

ლეონიდ ჩერნოვეცკი მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართავს

საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართავს, სადაც მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სოციალური სააგენტოს მიერ დარღვეული ფსიქიკის მქონე მოზარდების განაწილებასთან დაკავშირებით გულისტკივილს გამოთქვამს. „საუბარია იმაზე, რომ კატეგორიულად არ შეიძლება, მე ვიტყოდი, დანაშაულიც კი არის ერთ სახლში იზრდებოდნენ მომწიფებული ასაკის გოგონები და ბიჭები, განსაკუთრებით ქუჩიდან მოყვანილი, ფსიქიკურად არამდგრადი ბავშვები“, – წერს წერილში ლეონიდ ჩერნოვეცკი. მისი თქმით, როდესაც ფსიქიკა დარღვეულ მომწიფებული ასაკის ბავშვებს, ძალით აგზავნიან კეთილმოწყობილ ბავშვთა სახლებში, სოციალური მომსახურების სააგენტო დიდ შეცდომას უშვებს, ბავშვების და ქართული საზოგადოების წინაშე. „თუ სოციალური მომსახურების სააგენტო გააგრძელებს ჩვენთან ბავშვების მოყვანას და მცირე საოჯახო ტიპის სახლის კარებთან მათ დატოვებას, მე ამ სახლებს დაუყონებლივ დავხურავ, რადგანაც ამ შემთხვევაში არა ისინი, არამედ პირადად მე, ჩემი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ვაგებ პასუხს იმ ბავშვების უსაფრთხოებასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რომლებიც ჩვენთან იმყოფებიან“, – წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი! შეგახსენებთ, „ჩერნოვეცკის“ ფონდი ოპერირებას უწევს სამ მცირე საოჯახო ტიპის სახლს ქობულეთსა და თბილისში. ლეონიდ ჩერნოვეცკის წერილის ტექსტს „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ: „პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო! თქვენს პატიოსნებასა და გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მაინც მინდა ჩაგაყენოთ საქმის კურსში: ჩემი ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლები ფუნქციონირებენ მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრთან მე მქონდა შეთანხმება ჩარიცხვის შემთხვევაში ფონდის ხელმძღვანელობასთან უკლებლივ ყველა მოზარდის კანდიდატურის წინასწარი შეთანხმების თაობაზე. ეს ჩემი ახირება არ არის, ეს პრინციპის საკითხია, რომელიც „მიტოვებულ ბავშვებთან“ ათწლიანი მუშაობიდან გამოვიტანე! საუბარია იმაზე, რომ კატეგორიულად არ შეიძლება, მე ვიტყოდი, დანაშაულიც კი არის ერთ სახლში იზრდებოდნენ მომწიფებული ასაკის გოგონები და ბიჭები, განსაკუთრებით ქუჩიდან მოყვანილი, ფსიქიკურად არამდგრადი ბავშვები! სანამ ფონდის გახსნის გადაწყვეტილებას მივიღებდი, მე პირადად თანაშემწესთან ერთად მოვიარე საქართველოში არსებული, უკლებლივ ყველა ბავშვთა სახლი და დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ბავშვთა სახლების უმრავლესობაში, ვიდეომეთვალყურეობის გარეშე, სუფევს ზუსტად ის სიტუაცია, რაზეც გავამახვილე ყურადღება! როდესაც ფსიქიკა დარღვეულ მომწიფებული ასაკის ბავშვებს, ძალით აგზავნიან კეთილმოწყობილ ბავშვთა სახლებში, სოციალური მომსახურების სააგენტო დიდ შეცდომას უშვებს, ბავშვების და ქართული საზოგადოების წინაშე! მაგრამ ეს ზემოხსენებული დაწესებულების პირადი პასუხისმგებლობაა და მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ, იმიტომ რომ ვაფასებ ჩემს რეპუტაციას, და ღმერთის მეშინია! იმიტომ კი არა, რომ მე ისეთი პრინციპები გამაჩნია, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს სახლებში მცხოვრები ბავშვების ინტერესებს, არამედ შემდეგი ფაქტორების გამო: 1. ჩვენს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სუფევს წესრიგი, ბავშვებსა და აღმზრდელებს შორის ჩამოყალიბებულია კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და შექმნილია კვების, სწავლისა და დასვენებისთვის საჭირო უპრეცედენტო პირობები! 2. მე ვერ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ შეილახოს ეს ატმოსფერო უფროსი ასაკის (მითუმეტეს ქუჩიდან მოსული) ბავშვების მიერ, რომლებსაც აშკარა ან მალული ფორმის ფსიქოლოგიური გადახრები და დანაშაულისადმი მიდრეკილება გააჩნიათ. 3. მშობლების მიერ მზრუნველობას მოკლებული ბავშვების აღზრდის 20-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, კატეგორიულად მინდა განვაცხადო, რომ ქუჩაში გაზრდილი ბავშვები, ან ბავშვები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უსახლკაროდ ცხოვრობენ, უკვე 12 წლიდან, რომ არაფერი ვთქვათ სქესობრივად მოწიფულ ასაკზე, საფრთხეს უქმნიან ჩვენს ბავშვებს, რომლებსაც ასე სათუთად ვუფრთხილდებით. მათ შეუძლიათ ამ ბავშვების გაუპატიურება და დამცირება და, შესაბამისად, მე არავის მივცემ უფლებას, არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც სხვა რომელიმე ორგანოს წარმომადგენელს, ეჭვქვეშ დააყენონ ჩემი, როგორც ქველმოქმედის, ასევე როგორც პედაგოგის, მეცნიერების კანდიდატის, დოცენტის და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორის, გამოცდილება! ასევე გაცნობებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო არ აფინანსებს ქობულეთში ჩვენს მიერ გახსნილ ორ მცირე საოჯახო ტიპის სახლს. გამომდინარე აქედან, ფონდის ხელმძღვანელობას ფორმალურად გააჩნია უფლება არ მიიღოს მათგან არც ერთი ბავშვი! მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე არ მაქვს მსგავსი მიზნები! მე განწყობილი ვარ საქართველოს მთავრობასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, და სიხარულით მივიღებ ბავშვებს, რომლებსაც ზემოხსენებული სამინისტროს გაუწევს რეკომენდაციას, მაგრამ მხოლოდ ჩვენთან შეთანხმებით! სხვა შემთხვევაში თუ სოციალური მომსახურების სააგენტო გააგრძელებს ჩვენთან ბავშვების მოყვანას და მცირე საოჯახო ტიპის სახლის კარებთან მათ დატოვებას, მე ამ სახლებს დაუყონებლივ დავხურავ, რადგანაც ამ შემთხვევაში არა ისინი, არამედ პირადად მე, ჩემი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ვაგებ პასუხს იმ ბავშვების უსაფრთხოებასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რომლებიც ჩვენთან იმყოფებიან! თუ თქვენ გამიგეთ და გჭირდებათ ჩემი, როგორც ქველმოქმედის, მომსახურება, მე წინასწარ ვადასტურებ, რომ მზად ვარ თანამშრომლობისთვის“,- ნათქვამია წერილში.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/533898-leonid-chernovecki-premier-ministrs-cerilit-mimartavs/

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=198006-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%99%E1%83%98,%20%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90

---

 

21.02.2019

მედიასაშუალება: http://trialeti.ge/?p=38585&fbclid=IwAR3-GZ8QGz93qrAODic4A3jciNRzS4Ftlmt4rfNCHdAKNKEsU2aM8exjXjU

ლუდა სალია – გორელი კაცი იყო, სიმსივნე ჰქონდა. სხვა თავშესაფრიდან იყო, საიდანაც გამოაგდეს, რადგან სიმსივნე ჰქონდ

ლუდმილა სალია, 61 წლის, ხურვალეთი, გორის მუნიციპალიტეტი / სოხუმი „აფხაზეთიდან ვარ, კერძოდ, სოხუმიდან, აფხაზეთის ომის მონაწილე. აგუძერაში სამხედრო ჰოსპიტალში ვმუშაობდი. დაცემული ქალაქიდან 28 სექტემბერს წამოვედი და ჭუბერის გზით, ფეხით გადმოვედი. ათასი უბედურება მაქვს გამოვლილი და დღემდე ვარ ომში. მძიმე გასახსენებელია ჩემთვის აფხაზეთის ომის ამბავი… პირველ რიგში, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა. ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც მართლა გულანთებულები იყვნენ და მართლა ეგონათ, რომ საქართველოსთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. მაგრამ, თურმე განწირულები ვყოფილვართ, ჩვენ ვყოფილვათ საზარბაზნე ხორცი, რომლებიც ხელისუფლებამ მიგვატოვა. ჩვენ მაინც ბოლომდე გავძელით, ბოლო წუთამდე, სანამ არ შემოგვესივნენ და სათითაოდ ამოწყვეტა არ დაგვიწყეს, ერთმანეთი არ მიგვიტოვებია. 28 სექტემბერს, დილით, წებელდისკენ გავუყევით გზას. ამ გზაზე 12 დღე მოვდიოდით, საკენში კი ავად გავხდი. თოვლში და წვიმაში სიარულისგან 41 გრადუსი მქონდა სიცხე. პიელონეფრიტი დამემართა. საშინელება იყო ის 12 დღე საკენში ყოფნა, ჩვენი პატრონი არავინ იყო. ერთი ვერტმფრენი გადმოფრინდებოდა სამ დღეში ერთხელ და პურს ჩამოყრიდა, მაგრამ სადაც პურს ჩამოყრიდა, იქაც ისეთი საშინელებები ხდებოდა, ხალხი ერთმანეთს ხოცავდა. ყველა ჯგუფებად იყო დაბანაკებული. ჩემთან ერთად მოდიოდნენ ჩემი ახლობლები, ერთი ოჯახივით ვიყავით. ერთხელ, ამინდის გამო სამი დღე ვერ მოფრინდა ვერტმფრენი. სამი დღე მშივრები ვიყავით. ერთხელაც 6 პურის აღება მოვახერხე, ე.წ. აგურის პურები იყო და სამი ცალი აქეთ ხელში მიჭირავს, სამი – იქეთ. ამ 6 პურს 10 ადამიანი ელოდებოდა… როგორ მწარედ ვიხსენებ იმ დღეს. ბევრი უპუროდ დარჩა. სანამ ჩემს ჯგუფთან მივიდოდი, გზაში ერთმა მოხუცმა მთხოვა, რამდენი დღეა მშიერი ვარ და მომეცი პურიო, კიდევ ნაცნობი შემხვდა, იმასაც მივეცი. დამრჩა 4 პური, მოვდივარ და მოდის ვიღაცა კაცი, მოხუცი, მოჰყავს ორი ბავშვი, ცინგლიანი, სიცივისგან აკანკალებულები, ფეხშიშველი. ეტყობა, რაც ეცვათ, იმით წამოვიდნენ. დადგა ეს კაცი, თან აჯანჯღარებს ამ ბავშვს და მეუბნება – იცი, ეს ბავშვი 5 დღეა მშიერიაო… ოთხივე პური მივეცი. უპუროდ მოვედი ჩემებთან. მაგრამ აი, ჩემს ერთ შვილს გეფიცებით, იმ დღეს ისეთი გამძღარი ვიყავი, იმ დღეს არ მომშიებია. აი, ასეთი დღეები მაქვს გამოვლილი. ამ გზაზე, ერთი სამი კილომეტრი დიდი ორმო იყო ამოჭრილი, ამ ორმოში მიდიხარ და ხედავ მარტო ცას. ჩემს დისშვილს ხუმრობით ვუთხარი, ჩვენთან ხომ იციან სამეგრელოში, ადამიანი რომ დაიკარგება და უკვე იციან, რომ მკვდარია, ნიშნით დაიტირებენ ხოლმე, აი, ახლა ჩვენ კიდევ თუ არ გამოვჩნდით დროზე, ალბათ მკვდრები ვეგონებით და დაგვიტირებენ მეთქი. ჩემი დისშვილმა კი მითხრა – ჩვენ იქნებ მკვდრები ვართ უკვე და იქნებ ჯოჯოხეთში მოვხვდითო. უკვე ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ცოცხალი აღარ ვიყავით. ადამიანის ფსიქოლოგია იმ დონემდე მიდის, რომ ფიქრობ, შეიძლება ცოცხალი აღარ ვარ, მეორდება ეს საშინელება, მიდიხარ გზაზე, ალპური ზონაა, ვიღაცა გზაზე გდია მკვდარი და მიწას ვერ გათხრი იმიტომ, რომ გაყინულია და არაფერი გაქვს, რომ გათხარო. გაუვლი გულცივად, ვერ ეხმარები. რომ დარჩე, შენც იგივე დაგემართება და რაღაც გადარჩენის ინსტინქტი გეხმარება, რომ გზა გააგრძელო. რაღაცნაირად ჯვარში ჩამოვაღწიე, ჯვარიდან – ზუგდიდში, საიდანაც თბილისში მინდოდა წასვლა, რადგან ჩემი და დაჭრილი იწვა რესპუბლიკურში, რომელიც სოხუმიდან ბოლო თვითმფრინავს გამოვაყოლე. მინდოდა მაგის სანახავად ჩასვლა და აბა, როგორ ჩავსულიყავი?! სამანქანო გზა გადაკეტილი იყო. წავედი ფოთში, ფოთიდან „ბარჟით“ ბათუმში და ბათუმიდან – თბილისში გოდერძის უღელტეხილით ავტობუსს გავყევი. ხაშურში დაგვაყაჩაღეს. თურქეთიდან ნავაჭრით მოდიოდა ხალხი. ვიღაცას ფეხსაცმელი მოჰქონდა, ვიღაცას – კაბები… მე უკვე გადაკეტილი მქონდა, არავინ მაინტერესებდა, ჩამოვედი და დავუდექი ამ ბიჭებს, რას აკეთებთ მეთქი. შენ ვინ ხარო, ვინ ვარ და ომიდან მოვდივარ, სამხედრო ჰოსპიტალში ვმუშაობდი მეთქი, ხელი არ მოკიდოთ არაფერს, სად მიგაქვთ მეთქი, უპატრონო ბავშვთა სახლში მიგვაქვსო. ოთხი წყვილი ფეხსაცმელი რომ ამოიღე, 42 ზომა რომელ ბავშვს აქვს ფეხი მეთქი. აი, ასე დაგიდგებით, მომკალით, მე თუ მომკლავთ, წაიღებთ, თუ არადა არაფერს გაგატანთ მეთქი. მობრუნდნენ, თითო-თითო რაღაცები აიღეს და წავიდნენ. აი, ახლა ვფიქრობ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. გზაში მლოცავდა ყველა, როგორ მეფერებოდნენ, მისამართს მთხოვნდნე, მე კი ვეუბნებოდი, რომელი მისამართი მოგცეთ მეთქი?! არც პირადობა მქონდა, არც პასპორტი, სახელი და გვარი ვიყავი დარჩენილი და რა მეცვა არ გაინტერესებთ? სამხედრო ფორმა, რომელიც დღემდე შენახული მაქვს და გარედან მეცვა თეთრი ხალათი. გზაში რომ ქალები მოდიდონენ, ეს სამხედრო ფორმა გამახდევინეს, ერთმა ჯემპრი მომცა, მეორემ – შარვალი. „სახლი საზღვრების გარეშე“ ხანდაზმულთა თავშესაფრის გაკეთება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ამდენ ადამიანს რომ ვხედავდი სანაგვეში ჩაყუდებულს, ამდენი ადამიანი რომ ვნახე აქ გაუბედურებული, ვიცოდი, რაღაც უნდა გამეკეთებინა. ძალიან სიმბოლური სახელი შევურჩიე ამ თავშესაფარს. მე არ ვცნობ საზღვრებს, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში საგუშაგოა და ოსებთან კომუნიკაცია ძალიან ჭირს, თუ მათ ჩემი დახმარება დასჭირდებათ, მე მათ ყველანაირ დახმარებას გავუწევ. დევნილობაში გავთხოვდი და ეს სახლი ხურვალეთში ჩემს დედამთილს ეკუთვნოდა, გარდაცვალების შემდეგ კი ჩემს მეუღლეს მემკვიდრეობით გადაეცა. სახლი დაკეტილი გვქონდა 2008 წლის შემდეგ, თბილისში ვცხოვრობდით. სანამ ამ თავშესაფარს გავხსნიდი, მანამდე კარდაკარის პრინციპით დავიარე სოფლები, მოხალისეთა ჯგუფი ავიყვანე და გავაკეთეთ მოსახლეობის აღწერა – რამდენი იყო მარტოხელა, ვინ რა ასაკის იყო, შშმ პირები, სოციალურად დაუცველები და ა.შ. ესენი ყველა აღვწერეთ, დავახარისხეთ, შევქმენით ბაზა. რის შემდეგაც გავიარე კონკურსი და მივიღე დაფინანსება სოციალური საწარმოს გასახსნელად. მაგრამ ამას იმხელა შრომა უძღვოდა წინ, პროექტი ხორციელდებოდა თანადაფინანსებით, მე ჩავდე მატერიალური რესურსი – ამხელა სახლი, მაგრამ გარდა ამისა, სკამი, მაგიდა, საწოლი, ლეიბი და ა.შ. ძალიან ბევრი რაღაც იყო ჩემი. გარდა ამისა, თანხა – 17 ათასი ლარი. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მერე მომიყვა ჩემი პროექტის კოორდინატორი, რომ წავიკითხე ეს პროექტი, მიწა, სახლი, ავეჯი, კიდე ამდენი ათასი ლარი, ვიფიქრე, რომ ეს ქალი ან აფერისტია, ან – გიჟიო. თავშესაფარი 13 ადამიანზეა გათვლილი. ახლა 12 მოხუცი მყავს. მათგან ვინმე რომ გარდაიცვლება, სხვას ჩარიცხავენ. ერთი მოხუცი მე დავკრძალე და ძალიან მძიმედ გადავიტანე ეს ამბავი. გორელი კაცი იყო, სიმსივნე ჰქონდა. სხვა თავშესაფრიდან იყო, სახელს არ ვიტყვი, საიდანაც გამოაგდეს, რადგან უკვე სიმსივნე ჰქონდა. იმას ხომ ვერ ვეტყოდი, შენ მოკვდები და ვის შევატყობინო მეთქი, მითხარი ვინმე ნათესავი, ცუდად რომ გახდე მეთქი, არაფრით არ მეუბნებოდა. გარდაიცვალა, მე გავასვენე. მერე მის მობილურში ვნახე ტელეფონის ნომერი, დავრეკე და ვუთხარი, ბატონი თამაზი გარდაიცვალა და თქვენი ნომერია აქ მეთქი. არ ვიცი, არ ვიცნობ ვინ არისო. მერე ვნახე რუსული ნომერი და იქაც დავრეკე, მიპასუხა მისმა ძმისშვილმა, ვლადიკავკაზში დამირეკავს თურმე. რომ ვუთხარი, გარდაიცვალა მეთქი, მითხრა, დედაჩემის ნომერს მოგცემთ ახლა და დაურეკეთო. ეს ის ნომერი იყო, რომელმაც მითხრა, არ ვიცნობო. ისევ დავრეკე და ვუთხარი, თამაზი გარდაიცვალა და გავასვენე მეთქი. „ნასილკაზე“ ასვენიაო, მკითხა და რას ნიშნავს „ნასილკაზე“ ასვენია, დავკრძალე მეთქი და არა, „ნასილკით“ დამარხეო? ჩვეულებრივად, ქრისტიანულად ავუგე წესი და აბსოლუტურად ყველაფერი გავუკეთე, ეკლესიაში დავასვენე და დავკრძალე მეთქი. აქ დავმარხე, ხურვალეთში, რამდენიმე დღეში ის გოგო ჩამოვიდა, ამოასვენეს, საგვარეული სასაფლაო ჰქონიათ გორში და იქ გადაასვენეს. მოხუცების აქ მოხვედრის მიზეზი სხვადასხვაა. ზოგი ძალადობის მსხვერპლია, ზოგი უსახლკაროდ დარჩა, ზოგი გერმა გამოაგდო, ასეთებიც არიან. ერთი მოხუცი მყავს ჩარიცხვის დღიდან. აქედან არავინ წასულა, თუ არ გარდაიცვლებიან, არ მიდიან. სამომავლოდ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს ალცჰაიმერით დაავადებულთა სახლი გავხსნა. პროექტიც გაკეთებული მაქვს უკვე.“

---

 

ბეჭდვითი მედია

22.02.2019

მედიასაშუალება: ახალი თაობა

ქეთი გიგინეიშვილი: `სოცმუშაკმა ბენეფიციარების უფლებები უნდა დაიცვას~

სოციალური პროგრამების რეფორმირებისა და სერვისების გაუმჯობესების მოთხოვნით სოციალური მუშაკები საპროტესტო აქციებს ჯერ კიდევ თვის დასაწყისში მართავდნენ, თუმცა აღნიშნულ პრობლემებზე საუბარი, როგორც საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი გიგინეიშვილი აცხადებს, სააგენტომ ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო და მთავრობასა თუ ჯანდაცვის სამინისტრომდე ხმის მიწვდენა არაერთხელ ცადა. თუ როდიდან დაიწყო პრობლემების ტალღა სოციალური მომსახურების სფეროში, რატომ აიგნორებდნენ უწყებებში სოციალური სააგენტოდან შესულ წერილებსა და პეტიციებს მაღალჩინოსნები და როგორ შეიცვლება სოციალურ მუშაკთა საქმიანობა და ბენეფიციართა ცხოვრება სოციალური სერვისების გაუმჯობესების შემთხვევაში, ამაზე ქეთი გიგინეიშვილი `ახალ თაობას~ უყვება. _      როდის მიხვდნენ სოციალური მუშაკები, რომ უკვე გაუსაძლისი იყო მუშაობა და დრო იყო, პროტესტი აქციების სახით გამოგეხატათ? _        ჩვენი ორგანიზაცია 2004 წლიდან არსებობს. არაერთხელ მივმართეთ სამინისტროს წერილით, რეკომენდაციებით. აზრის დაფიქსირება სულ ხდებოდა და გასულ წელს მშვიდობიანი აქციაც გავმართეთ, რომ ისევ გაგვესვა ხაზი ამ პრობლემებისთვის. _            როგორი პირობები უნდა შეიქმნას სოციალური მუშაკებისთვის, რომ ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო გარემო და მათი უსაფრთხოებაც დაცული იყოს? _  როდესაც მე, სოციალურ მუშაკს, მომივა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ან ძალადობის მსხვერპლი ბავშვი და სოცმუშაკი თუ არ არის აღჭურვილი საჭირო ცოდნით, უნარებით, მეთოდოლოგიით, თუ არ არსებობს მომსახურებები, სადაც ამ ბავშვს გადაამისამართებ. მაგალითად, გვაქვს ფსიქოლოგების ნაკლებობა, სერვისების ნაკლებობა და, რაც არ უნდა გარემონტებულ ოთახში იჯდეს და ნაკლები შემთხვევა ჰქონდეს ერთ ადამიანს, ვერ იმუშავებს მაინც წარმატებულად. ამიტომ, რაც ჩამოვთვალე, პრიორიტეტი არის ეს. შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია ფიზიკური გარემო, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, იმისთვის, რომ ისევ თვითონ ბენეფიციარმა იგრძნოს თავი ღირსეულად, როდესაც მიდის ვიზიტზე. ჩვენთვის, როგორც სოციალური მუშაკებისთვის, პრიორიტეტულია, რომ ბენეფიციარების უფლებები იყოს დაცული. ბენეფიციარის უფლებაა, მიიღოს ის მომსახურება, რომელიც მას დაეხმარება გაძლიერებაში. _           სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა ნინო ოდიშარიამ თქვა, რომ სოცმუშაკები დასაქმდებიან არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემაში, არამედ განათლების სისტემაშიც და 2021 წლიდან თვითმმართველობებშიც გაჩნდება სოცმუშაკის სამსახური. ეს რამდენად მომგებიანი და მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის? _    სოციალური მუშაკი არის ადამიანი, რომელიც დგას ბენეფიციარსა და სხვა უწყებას შორის, აკავშირებს ერთმანეთთან, მუშაობს ბენეფიციარების გაძლიერებაზე და ფლობს ისეთ ცოდნას და უნარებს, რომელიც მას აძლევს საშუალებას, გააძლიეროს ბენეფიციარი და იზრუნოს მისი სოციალური აქტიურობის გაძლიერებაზე და მნიშვნელოვანია, რომ ყველა უწყებაში იყოს სოციალური მუშაკი, რადგან ყველა უწყებას, რომელიც ზრუნავს მოქალაქის გაძლიერებაზე, სჭირდება შესაბამისი პროფესიონალი. _     ოდიშარიამ ისიც თქვა, რომ არ შეიძლება, ამოქმედდეს ის ნორმა, რომლის მიხედვითაც 1 სოციალურ მუშაკს 50 ბენეფიციარზე მეტი არ უნდა ჰყავდეს. ეთანხმებით ამ განცხადებას? _           კანონით გაწერილია, რომ ეს მუხლი უნდა ამოქმედდეს 2018 წელზე გვიან. სოციალური მუშაობა, როგორც პროფესია, ისწავლება უნივერსიტეტებში ბაკალავრზე, სამაგისტრო საფეხურზე, სადოქტორო საფეხურზე და, შესაბამისად, ადამიანები უმაღლესი განათლებით ეუფლებიან ამ პროფესიას და დაახლოებით 40-მდე სოციალურ მუშაკს უშვებენ ილიას უნივერსიტეტი და ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ყოველ წელს. რა თქმა უნდა, კვალიფიციურებიც არიან. უბრალოდ, როცა დასასაქმებლად მიდიან, თვითონ დამსაქმებელიც უნდა ზრუნავდეს მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და სამუშაოსთვის მომზადებაზე. მაგალითისთვის რომ ვთქვათ ამ 50 ბენეფიციარზე, თუ ეს პროცესები დაიწყება, რა თქმა უნდა, შესასრულებელი არის. უბრალოდ, ისინი ფიქრობენ, რომ ეს დაიწყოს რაც შეიძლება გვიან, რაც არ არის კარგი ამ სიტუაციისთვის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5892260&name=22.02.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

22.02.2019

მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ეფექტურობა 10 თვის შემდეგ

საქართველოში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ მიღებული კანონის აღსრულება წარმატებით მიმდინარეობს. 10 თვიანი შედეგების ეფეტურობაზე საუბრობენ როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე აღმსარულებელ ხელისუფლებაში. ამასთან, მიაჩნიათ, რომ საზოგადოება სწორად მოეკიდა კანონს და დარგის ექსპერტების აზრით თამბაქოს მოხმარებაც შემცირებულია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ძალიან მაღალია არაგადამდები დაავადებებით როგორც ავადობის, ისე სიკვდილობის მაჩვენებლები. თამბაქო გახლავთ ამ დაავადებების ძირითადი რისკის ფაქტორი, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი თამბაქოს კანონმდებლობის სრული და ეფექტური აღსრულება, რაც დღეს წარმატებით მიმდინარეობს. დღეისათვის, მსოფლიოში 1.1 მილიარდი მწეველია, თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, თამბაქოს მოხამრების შედეგად ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება მსოფლიოში. თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზებით ყოველ 6 წამში, საშუალოდ, 1 ადამიანი კვდება. სიკვდილის 8 ძირითადი მიზეზბიდან 6 ასოცირებულია თამბაქოს მოხმარებასთან. გლობალურად, მწეველია მამაკაცათა 40 პროცენტი და ქალთა 9 პროცენტი. მე-20 საუკუნეში თამბაქომ 100 მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში 21-ე საუკუნეში თამბაქოს მიზეზით 1 მილიარდი ადამიანი გარდაიცვლება. „თამბაქო გულის კორონარული დაავადებების, ინფარქტის და პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების, კიბოს, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და დიაბეტის მნიშვნელოვან რისკფაქტორს წარმოადგენს. ამასთან, მსოფლიოში და საქართველოშიც, ნომერი პირველი მკვლელი გულ–სისხლძარღვთა დაავადებებია. ამ დაავადებებს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 60 პროცენტი მსოფლიოში, 85 პროცენტი ევროპაში და 94 პროცენტი საქართველოში. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს მიიღო და 2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისკენ ერთ–ერთი ყველაზე ქმედითად გადადგმული ნაბიჯია. კანონის აღსრულება, 10 თვის განმავლობაში, ჩემი აზრით, წარმატებულად მიდმიანრეობს. საზოგადოება საბედნიეროდ, ძალიან სწორად მოეკიდა, სწორად გაიაზრა ყველაფერი. ერთეული დარღვევები შესაძლებელია არის, თუმცა მიმდინარეობა ცალსახად წარმატებულია”,- განმარტავს დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებირვი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, ხოლო გასული წლის 26 ივლისს ამ კანონის ახალი რედაქცია დაამტკიცა. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც მოწევა აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის შენობა–ნაგებობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კაფე-ბარებში, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა. სავალდებულო გახდა შენობის ტერიტორიაზე – ყველა შესასვლელსა და სხვა თვალსაჩინო ადგილზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების განთავსება, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის თაობაზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5892821&name=22.02.2019+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 ​