From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-22.04.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 22.04.2019 09:17
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 22.04.2019

ტელევიზია

22.04.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:   ახალი დღე

საარსებო მინიმუმი საქსტატის ახალი მონაცემებით – თვეში 72,24 ლარი ხუთსულიანი ოჯახისთვის? საქსტატის საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის 2019 წლის მარტის მონაცემებით, შესაძლებელია ოჯახმა იცხოვროს 321,20 ლარით.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6028289

---

 

21.04.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა:   პოსტ სკრიპტუმი

დაპირებები, რომელიც რეალობას არ ცვლის - ადამიანები, რომელთაც სიღარიბის გამო საკვების გრამობით შეძენა უწევთ.  თეონა არველაძე, რომელიც მარტოხელა დედაა, ყოველდღიურად ურთულესი დავალებების შესრულება უწევს. მისი მისიაა, როგორმე საკვები იყიდოს. მანის ბურღულს ან შაქარს მხოლოდ გრამობით ყიდულობს. თეონა ამბობს, რომ სახელმწიფო უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებზე უნდა ზრუნავდეს, ფინანსურად თუ არ დაეხმარებიან, სამუშაო ადგილები მაინც უნდა არსებობდეს. კიდევ ერთი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი სოფელ ობჩაში, პატარიძეების ოჯახია. სახლში ხუთი ადამიანი ცხოვრობს. სოციალურ დახმარებას იღებენ, ბებიას პენსიაც აქვს, თუმცა თანხის უმეტეს ნაწილს ბანკში ტოვებენ, რომელიც საკვებისა და წამლების საყიდლად აიღეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6027729

---

 

21.04.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:   ახალი კვირა

მარტვილში გარდაცვლილი მოზარდის საქმე

https://1tv.ge/video/martvilshi-gardacvlili-15-wlis-bichis-saqme/

---

 

21.04.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:   მოამბე 18:00

მარტვილში, არასრულწლოვანი ბავშვის თვითმკვლელობის მიზეზებზე რამდენიმე ვერსია ვრცელდება, თუმცა ჯერჯერობით არცერთი დასტურდება. მარტვილში მეშვიდე კლასის მოსწავლემ, თავი რამდენიმე დღის წინ მოიკლა. სკოლის დირექციის ინფორმაციით, 17 აპრილს მამამ ბავშვი სკოლიდან აცრაზე წაიყვანა 2 საათში კი, მასწავლებლებმა, ამ ტრაგიკული ამბის შესახებ შეიტყვეს. როგორც მამა ამბობს, ბავშვი სახლში დაბადების მოწმობის წამოსაღებად მარტო გაგზავნა და ის უკან აღარ დაბრუნებულა. 14 წლის გარდაცვლილი მოზარდი კი უმცროსმა ძმამ იპოვა. ოჯახი სოციალურად დაუცველია და სახელმწიფო შემწეობის სახით დახმარებას იღებს. სახელმწიფო კი მხოლოდ ფინანსური უზრუნველყოფით შემოიფარგლა, მიუხედავად იმისა, რომ მამა 2 არასრულწლოვან შვილს მარტო ზრდიდა და ძირითადად მოზარდები სახლში უყურადღებოდ რჩებოდნენ, ისინი სოც. სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ მაინც ვერ მოხვდნენ. აგენტმა ოჯახი ბოლოს 2015 წელს გადაამოწმა. მუშაკები არც ახლა დაინტერესებულან იმ 12 წლის ბავშვის მდგომარეობით, რომელმაც ძმის სიკვდილის გამო ძლიერი ემოციური სტრესი გადაიტანა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6027681

---

 

21.04.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:   მოამბე 18:00

10 უკრაინელი ბავშვი, მკურნალობას ქუთაისის კლინიკაში აგრძელებს. კლინიკის მთავარი ექიმის-თეიმურაზ ნადირაძის თქმით, მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებიტ გაუმჯობესებულია, კლინიკაში ამ დრომდე რჩება ბავშვბეის დედა, რომელიც მინტერვიუზე უარს ამბობს. ბავშვები მწვავე იტოქსიკაციის ზუგდიდის რეფერალურ სავადმყოფოდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. უკრაინელი ბავშვების საქმესთან დაკავსირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება 143 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს. ქალი ტრეფიკინგის ფაქტს გამორიცხავს და ამბობს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6027685

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6027134

I არხი  -ახალი კვირა- https://1tv.ge/video/ukraineli-bavshvebis-saqme-2/

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6027032

---

 

21.04.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 11:00

მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვი თხემის ძვლის დაზიანებით იაშვილის კლინიკაში გუშინ მოათავსეს. პაციენტი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩება. ოჯახური ძალადობის გამო დაკავებულ დავით სარალიძეს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა. მოსამართლის თქმით, ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორების, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება არსებობს. ბრალდებულის ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, რომ ნასვამ მდგომარეობაში იყო და ცოლზე ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, თუმცა კატეორიულად გამორიცხავს შვილზე არიმე ფორმით ძალადობას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6026997

---

 

20.04.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

მარტვილში 15 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. ადგილობრივები განიხილავენ, რა გახდა სკოლის მოსწავლის სუიციდის მიზეზი. მთავარი ვერსია უკიდურესი გაჭირვებაა. მამა იყო ძალიან მძიმე ემოციური ფონის ქვეშ. მას შემდეგ, რაც შაბათის კურიერის ანონსი გავიდა ეთერში, პანაშვიდიდან პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს მამა. რა მოხდა პოლიციის განყოფილებაში ცნობილი არ არის. ხოლო შემდეგ მამამ განაცხადა, რომ რუსთავი 2-თან კონტაქტი აღარ უნდოდა. მეზობლები მიიჩნევენ, რომ მძიმე ყოფა ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაზე უმძიმეს გავლენას ახდენდა. შაკო და მის ძმა მამამ გაზარდა. პატარები იყვნენ, როცა დედამ მიატოვა. ადგილობრივები ყვებიან, რომ მამა სოფელში ნებისმიერ სამუშაოს თანხმდებოდა, ოღონდ დღეში რამდენიმე ლარი გამოემუშავებინა და შვილებისთვის საკვები მიეტანა, თუმცა, ყოველთვის ვერ ახერხებდა. შრომის სანაცვლოდ ხანდახან, ფულის ნაცვლად, მეორად ტანსაცმელს აძლევდნენ. სკოლის ბუფეტის თანამშრომლის ნისიების რვეულში შაკოს გვარი, თითქმის, ყველა გვერდზე ფიქსირდება. დღეში 50 თეთრით ვალად ფუნთუშას ყიდულობდა. რასაც ვალით ყიდულობდა, ნახევარს მცირეწლოვან ძმას უყოფდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6026953

---

 

20.04.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 20:00

რა მოხდა მარტვილში- მარტვილში გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახის წევრები და ნათესავები რუსთავი2 -ს სიცრუეში ადანაშაულებენ

https://www.imedi.ge/ge/video/36613/ra-mokhda-martvilshi--erterti-ojakhi-rustavi-2s-sitsrueshi-adanashaulebs

---

 

20.04.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოთვალა ერთი შრომის უნარიანი მამაკაცის არსებობისთვის საჭირო თვიური თანხაც - მათი აზრით, თვეში 181 ლარი საკმარისია. ამ თანხიდან 70%, ანუ 127 ლარი სასურსათო კალათას უნდა მოხმარდეს. დანარჩენი 30%, ანუ 54 ლარი - კომუნალური გადასახადებისთვის, ჰიგიენის საშუალებებისთვის, ტრანსპორტისთვის და სხვა ხარჯებისთვის უნდა გაანაწილოს. საქსტატის დათვლით საარსებო მინიმუმი თუ ერთი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის არის 181 ლარი, საშუალო ერთსულიანი ოჯახისთვის ეს თანხა ნაკლები - 160 ლარია, ორისთვის - 256, სამისთვის - 288, ოთხისთვის - 321, ხუთი სულისთვის 361 და უფრო მეტისთვის კი - 427 ლარი. ამტკიცებენ, რომ თვის განმავლობაში 600 გრამი ლობიო, 300 გრამი წიწიბურა, 300 გრამი ხორცი, 600 გრამი ქათამი და სხვა ასევე მცირე ზომის ულუფები საკმარისია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6026954

---

 

20.04.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ფეხმძიმე ცოლს სცემა, ჩხუბის დროს კი 5 თვის ჩვილმა დაზიანებები მიიღო, ბავშვი ხელში ბებიას ეჭირა, გაწევ-გამოწევის დროს პატარა კედელს მიანარცხეს. ჩვილი საავადმყოფოში პარასკევს გამთენიისას სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ჩვილი ინტენსიური მედიცინის განყოფილებაში გადაიყვანეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6026969

---

 

20.04.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 13:00

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი სოფელ კახათში დევნილთა დასახლებას ეწვია. ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში დევნილები სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში იმყოფებიან, არ აქვთ წყალი და ბუნებრივი აირი, სახურავიდან კი წვიმა ჩამოსდით. ხელისუფლება ჯერ კიდევ სამი წლის წინ შეჰპირდა აქაურებს სხვაგან გადასახლებას, თუმცა დღემდე არაფერი შეცვლილა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6025952

19.04

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6024905

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6024149

---

 

20.04.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

დასაქმების ფორუმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. არსებული სამუშაო ადგილებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია შშმ პირებმა პირადად კერძო კომპანიების წარმომადგენლებისგან მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ კერძო კომპანიაში დასაქმების შემთხვევაში, ხელფასის ნახევარს სახელმწიფო იხდის, შშმ პირების სამსახურში აყვანის მაჩვენებელი მაინც საკმაოდ დაბალია. ვითარებას ისიც ართულებს, რომ კომპანიების დიდი ნაწილი სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებზე ადაპტირებული არ არის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6026959

---

 

20.04.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

უკრაინის მოქალაქე ათი მცირეწლოვანი ბავშვი, რომელთა საქმეზეც გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო, ამ დრომდე ქუთაისის სამედიცინო ცენტრში რჩება. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ისინი ქუთაისში ინტოქსიკაციის ნიშნებით, ზუგდიდის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. კლინიკაში რჩება ქალიც, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვების დედაა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს. რა მიზნით ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე საქართველოში ათ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად და იგეგმებოდა თუ არასრულწლოვნების გაყიდვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6026923

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6026825

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6026818  

მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6026657

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6026619

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6026506

---

 

 

20.04.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 15:00

მშენებლობებზე მომხდარი უბედური შემთხვევების და მუშების გარდაცვალების გამო "ლეიბორისტული პარტია" შრომითი კანონმდებლობის გამკაცრებას მოითხოვს. საპროტესტო აქცია დღეს პარლამენტის შენობასთან გაიმართა, სადაც პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა საკანონმდებლო ინიციატივაც წარადგინა. ცვლილებების მიხედვით, შრომით ინსპექცია 1 სექტემბრის ნაცვლად 15 მაისიდან უნდა ამოქმედდეს და გამკაცრდეს სანქციები, კომპანიებისთვის შრომითი პირობების დარღვევის შემთხვევაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6026382

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6026129

---

 

19.04.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა:   დღის მთავარი თემა 21:00

გაიზარდოს ანაზღაურება-ამ მოთხოვნით დღეს ენერგო-პრო ჯორჯიას თანამშრომელთა ნაწილმა კომპანიის სათავო ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათ შორის ბევრი იყო რეგიონიდან ჩამოსული თანამშრომელიც. აქციის მონაწილეებს კომპანიის წარმომადგენელი შეხვდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6025261

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6024825

---

 

19.04.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა:   დღის მთავარი თემა 21:00

სპეციალური შეთავაზება შშმ პირებისათვის- სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლში დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით შშმ პირთა დასაქმების ფორუმი მიმდინარეობნდა. შეხვედრაზე მისულ სამუშაოს მაძიებლებს ვაკანსიებს 20-ზე მეტი მსხვილი კომპანია სთავაზობდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6025256

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6025039

---

 

19.04.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

უსაფრთხოების ნორმების დარღვევით სამუშაოს წარმოების გამო ქვეკონტრაქტორი კომპანია "ხიმინჯ სერვისის 2-ის" დირექტორს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ეს კომპანია ჭავჭავაძის 5 ნომერში აწარმოებდა სამუშაოებს, სადაც მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა. უბედურ შემთხვევას 2 მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჭავჭავაძის 5 ნომერში მშენებლობა, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა, ეს ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა ინციდენტიდან მეორე დღესვე თქვა. თუმცა, ქვეკონტრაქტორი „ხიმინჯ სერვისი 2-ის“ ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ დააკავა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6025151

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6024758

---   

 

ინტერნეტი

22.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/543227-sakstati-saarsebo-minimumis-gaangarishebis-metodologiis-gadaxedvas-gegmavs/

"საქსტატი" საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას გეგმავს

მიმდინარე წელს "საქსტატი" საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას გეგმავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა და შესაბამისად, სწორედ ამ უწყებასთან კომუნიკაციას აპირებს "საქსტატი" მეთოდოლოგიის ცვლილებასთან დაკავშირებით. "საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას "საქსტატი" ეყრდნობა იმ მეთოდოლოგიას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანებით შემუშავდა. სამწუხაროდ, ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით არ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია. ევროპული ქვეყნები მას არ ანგარიშობენ. ეს მაჩვენებელი ისეთ ქვეყნებში გაიანგარიშება, როგორიცააა ყაზახეთი, ბელარუსი და საერთაშორისო პრაქტიკა მწირია ამ მხრივ. ჩვენ შეგვიძლია ჯანდაცვის სამინისტროსთან ვითანამშრომლოთ და განვიხილოთ ამ მაჩვენებლის მეთოდოლოგიის ცვლილება," - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. "საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორი მოსალოდნელ ცვლილებეს შორის სასურსათო კალათის შემადგენლობის გადახედვას ასახელებს. "უპირველეს ყოვლისა, უნდა გადაიხედოს მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობა, მეორე - უნდა დავაკვირდეთ შინამეურნეობის ხარჯების სტრუქტურას, რათა სასურსათო და არასასურსათო ხარჯების პროპორცია განისაზღვროს და მესამე -უნდა შეფასდეს თანაცხოვრების კოეფიციენტები, თუ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 160 ლარია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 2-ჯერ მეტი იქნება," -განმარტა თოდრაძემ. "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რამდენად საჭიროა ეს მაჩვენებელი და შესაძლოა, თუ არა მისი გაუქმება, "საქსტატის" დირექტორი განმარტავს, რომ ეს საკითხი პოლიტიკის გამტარებლების გადასაწყვეტია. "გვჭირდება თუ არა ეს მაჩვენებელი პოლიტიკის გამტარებლებმა და მომხმარებლებმა უნდა გადაწყვიტონ. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მეთოდოლოგიით ვანგარიშობთ მაჩვენებელს. რაც შეეხება გაუქმებას, ამას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება, რადგან ის ბევრ კანონშია დაფიქსირებული," - განაცხადა თოდრაძემ. შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ გაანგარიშებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი, 2019 წლის მარტის მონაცემებით, 160 ლარი და 50 თეთრია, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი — 304 ლარი. ცნობისთვის, საარსებო მინიმუმს „საქსტატი“ მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. სასურსათო კალათას უწოდებენ პროდუქტების ერთობლიობას, რომელიც, „საქსტატის“ თანახმად, შეიცავს ადამიანისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების (კალორიების, ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების) რაოდენობას. ამჟამად სასურსათო კალათში 40 პროდუქტია შეტანილი, დაწყებული ხორბლის პურით, დასრულებული ჩაით. ამ პროდუქტების წონები ისეა გადანაწილებული, რომ ადამიანს დღიურად 2300 კილოკალორია გამოუვიდეს.

ინფო9-http://www.info9.ge/sazogadoeba/208305-qsaqstatiq-saarsebo-minimumis-gaangarishebis-methodologiis-gadakhedvas-gegmavs.html?lang=ka-GE

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/saqartveloshi-bavshvebis-sisxlshi-tyviis-shemcvelobis-kvlevis-prezentacia-xval-gaimarteba/32923

საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

ხვალ, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი პალასში“ საქართველოში 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.  კვლევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა.  „ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენა მოხდა მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე მასშტაბური კვლევაა მსოფლიოში. ქვეყნის მასშტაბით, შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვის ვენური სისხლის ნიმუში, რომელიც გაიგზავნა ევროპის წამყვან ლაბორატორიაში, იტალიაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  კვლევის მიზანი იყო ინფორმაციის მოპოვება იმის თაობაზე, თუ როგორია საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა. ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, გარკვეული ინტერვენციები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე).  კვლევის პრეზენტაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე დაესწრებიან.  გარდა ამისა, პრეზენტაციას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე გოტრფიდ ჰანე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე და იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენელი ალესანდრო ალიმონტი დაესწრებიან.  ღონისძიება ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება.

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/543234-ekimebis-inpormaciit-zugdididan-kutaisis-saavadmqoposhi-gadaqvanili-10-ukraineli-bavshvis-mdgomareoba-gaumjobesda/

ექიმების ინფორმაციით, ზუგდიდიდან ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანილი 10 უკრაინელი ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ზუგდიდიდან ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდა. დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში „ლჯ და კომპანია“ აცხადებენ, რომ ბავშვები შედარებით კარგად არიან და მათ ინტოქსიკაციის ნიშნები აღარ აღენიშნებათ. მათივე ინფორმაციით, ბავშვები კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩებიან, ვიდრე მათი მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელი არ იქნება. კლინიკაში რჩება ბავშვების თანმხლები ქალიც, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონა. ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, თანმხლებ ქალთან ერთად ცხოვრობდნენ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. ამასთან, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას ტრეფიკინგის მუხლით აწარმოებს.

---

 

21.04.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/464169

იღუმენია თამარი (გამყრელიძე): ასე ამბობდა რაღაცა ხმა მიბიძგებს თვითმკვლელობისკენო და აი…

შაბათის კურიერის ანონსის გამოხმაურებების საპასუხოდ მინდა მოგითხროთ, რომ ეს ძმები რამოდენიმე წელია რაც საპატრიარქოს სალხინოს გიმნაზიიდან საჯარო სკოლაში გადავიდნენ. გიმნაზია-პანსიონში ხუთჯერადი კვება და ყველანაირი პირობაა ბავშვებისთვის: ექიმი, მოვლა, ჩაცმა და ა.შ. (ზოგიერთი მშობელი სიცხინ ბავშვსაც კი უშვებს სკოლაში, იცის რომ სითბო, ექიმი და წამალი არ მოაკლდებათ; ზოგიერთი მოსწავლე ძალიან გაჭირვებული და უმეტესად მრავალშვილიანი ოჯახიდან არის); დედამ მიატოვა; მამა ლოთი; ბაბუა უვლიდა… ქათმებიც კი ვუყიდეთ, რომ შაბათ-კვირას კვერცხი ჰქონოდათ ბავშვებს (ორშაბათიდან პარასკევამდე გინმაზიაში ცხოვრობდნენ), ვცდილობდით შეძლებისდაგვარად დავხმარებოდით პატარებს. ახლობელმა კომპიუტერიც უყიდა და გაახარა ბიჭები. რაც გაიზარდნენ და სკოლა შეიცვალეს, ურთიერთობა გაწყვიტეს ეკლესიასთან. მეზობელმა მითხრა ასე ამბობდა რაღაცა ხმა მიბიძგებს თვითმკვლელობისკენო და აი…. და რამდენი ოჯახია დღეს ასეთ მდგომარეობაში…. დედა სადღაც ან სამუშაოდ ან…. მამები უმუშევრები და სმაში ეძებენ შვებას… მშობლებს ვერავინ ვერ შეცვლის, როგორც არ უნდა ვეცადოთ…. ძალიან ბევრი ბავშვია დღეს ამ მდგომარეობაში და ეს გამოწვეულია საყოველთაო გაჭირვებით, მშობები ლუკმა-პურის საშოვნელად გადიან და ბავშვები მარტო რჩებიან ამ საშინელ რეალობაში; პურის გარდა მშობლის სითბო და სიყვარული აკლიათ ამ ბავშვებს… მარტვილის წმ. ნინოს დედათა მონასტერში უფასო სასადილო ფუნქციონირებს. მოდიან, ვაპურებთ და შეძლებისდაგვარდ სახლშიც ვატანთ საჭმელს. ვისაც არ სცხვენია მოდის (მინდა აღვნიშნო, რომ სხვა ეპარქიებიდანაც მოდიან მოწყალებაზე) …. პარასკევობით, ჩვენი გიმნაზიის მოსწავლე თავისი და-ძმით, რომლებიც მარტვილის საჯარო სკოლაში სწავლობენ, მონასტერში მოდიან სანამ სახლში წავლენ, ვაპურებთ და თან ვატანთ საჭმელს, რომ შაბათ-კვირას მშივრები არ იყვნენ…. მე დარწმუნებული ვარ ასევე ეხმარებიან სხვა მონასტრებიც გაჭირვებულებს, უბრალოდ ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, დღეს აქ წაკითხულმა კომენტარებმა მიბიძგეს ეს ყველაფერი მომეთხრო…. ამ გაჭირვებას რაც დღეს საქართველოშია სხვანაირი სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება…. ყველას მინდა მივმართო, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს ღვთისთვის და რა გასაჭირიც არ უნდა გქონდეთ არ იფიქროთ თითმკვლელობაზე! მარტვილელებს კი, ვისაც დახმარება გჭირდებათ, მოგმართავთ: ნუ შეგრცხვებათ, ყოველთვის გაგიყობთ ლუკმა-პურს….” – წერს მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი იღუმენი დედა თამარი (გამყრელიძე). წყარო:http://progressnews.ge

---

 

20.04.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=203045-%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%98%E1%83%98%E1%83%98%E1%83%98

"დაპირებებში შეიძლება ბოლო მოგვეღოს" - ზუგდიდში ხელისუფლებისგან მიტოვებული და საკუთარ ქვეყანაში ხელმეორედ დევნილად ქცეული 27 ოჯახი

საკუთარ ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან ხელმეორედ დევნილად ქცეული 27 ოჯახი - "ნიუპოსტი" აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების გაუსაძლის მდგომარეობაზე გიამბობთ, რომლებიც წლებია ზუგდიდში, ე.წ. ფაიფურის დასახლებაში, ზდუ-ს ყოფილ შენობაში თითქმის ყოველ დღე სიკვდილს უყურებენ თვალებში. ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლებები იცვლებიან, აფხაზეთიდან დევნილების მდგომარეობა - არა. წლებია, დევნილები ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მათი განცხადებით, შენობა ავარიულია და ყოველი წვიმის შემდეგ აწვიმთ, ინვენტარი ზიანდება და გაუმართავი ელექტრო სადენების გამო დენსაც არაერთხელ დაურტყამს. შენობაში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, მცირეწლოვანთა დიდ ნაწილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აღენიშნებათ. რაც ყველაზე ცინიკურია, ხელისუფლებამ "ოცნებით" იმედგაცრუებულთა ხმებზე ნადირობა ზუგდიდის მერის არჩევნების წინაც დაიწყო. ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია იმყოფებოდა, თუმცა 27 ოჯახიდან დროებით, ქირით გაყვანას მხოლოდ 2 ადამიანს დაჰპირდა: "როგორც გარეთ, ანალოგიურად წვიმს ჩვენთან, ჭერი თავზე გვენგრევა. ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში ბავშვები ვერ იცხოვრებენ. ყურადღებას არავინ გვაქცევს, დაპირებები 2015 წლიდან დაიწყეს - დღეს, ხვალ... 2019 წლამდე ასე მოვედით და ამასობაში შეიძლება ბოლო მოგვეღოს. სამინისტრო გვეუბნება, რომ გაყვანას არ ვექვემდებარებით. დღესაც იყვნენ, და მხოლოდ 2 ოჯახს მისცეს პირობა რომ გაიყვანენ, 2020 წელს კი სრულად გაგიყვანთო, თუმცა იმედი არ გვაქვს, რამდენი წელია გვატყუებენ. შუქს ვერ ვანთებთ"- აღნიშნა "ნიუპოსტთან"ერთ-ერთმა დევნილმა. დევნილთა მძიმე მდგომარეობას გაეცნო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია. "ამინდის გაუარესებისთანავე ამ ადამიანების სახლებში წვიმს, ასეთ მდგომარეობაში ცხოვრობს სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. აქ, ამ მდგომარეობაში ცხოვრობენ ავადმყოფი ქალები და მოხუცები. 27 ოჯახი 27 წელია ასე ცხოვრებს. საარჩევნოდ აქ გამოჩნდა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია და მხოლოდ ორ ოჯახს დაჰპირდა დახმარებას სხვები კი ამ მდგომარეობაში უნდა ჰყავდეთ. გაგცეს პასუხი როგორც ადგილობრივმა ისე ცენტრალურმა ხელისუფლებამ პასუხი - ამ მდგომარეობაში უნდა ჰყავდეთ თუ არა აფხაზეთიდან დევნილი ძვირფასი დევნილები? ეს ხალხი იმსახურებს იმას, რომ ღირსეული თავშესაფარი ჰქონდეთ"- თქვა შენგელიამ.

---

 

20.04.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/464142

მარტვილის მერი: ამ ოჯახს ჩვენ ყოველთვის გვერდში ვედექით

ამ ოჯახს ჩვენ ყოველთვის გვერდში ვედექით და ახლაც, რაც ეს ტრაგედია მოხდა, მით უმეტეს, – ამ სიტყვებით უპასუხა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გრიგალავამ ჟურნალისტების კითხვას, 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე. მისი თქმით, ოჯახს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გვერდში ედგა და ალექსანდრე გრიგალავა გამორიცხავს, რომ მოზარდის სუიციდის მიზეზი შესაძლოა, უსახსრობა ყოფილიყო. შეგახსენებთ, 17 აპრილს, მარტვილში 15 წლის მოზარდი ხეზე ჩამომხრჩვალი საკუთარმა უმცროსმა ძმამ იპოვა. იმ სკოლის დირექტორმა, რომელშიც მოზარდი სწავლობდა, “კვირასთან” საუბრისას განაცხადა, რომ 15 წლის მოსწავლე მესამე გაკვეთილის შემდეგ, მამამ სკოლიდან გეგმიური აცრის ჩასატარებლად წაიყვანა. “მესამე გაკვეთილის დასრულების შემდეგ, მამამისი მოვიდა და დამრიგებელს, შემდეგ კი მე მთხოვა, ბავშვი გაგვეთავისუფლებინა გაკვეთილებიდან, რადგან აცრაზე უნდა წაეყვანა. დავთანხმდით და ამის შემდეგ არაფერი ვიცი. ახლა გავიგე ეს ამბავი”, – განაცხადა მამუკა თვალაძემ. შსს–მ მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რა გახდა მოზარდის სუიციდის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

---

 

20.04.2019

მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=society&AID=74437

"ვინ გითხრათ რომ უკიდურესად უჭირდა? რას ეძახით თქვენ გაჭირვებას?" - მარტვილის მერი 15 წლის მოზარდზე, რომელიც სიღატაკემ თვითმკვლელობამდე მიიყვანა

---

 

20.04.2019

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=96923

„ტყუილი რატომ დაწერეთ, შიმშილით მოკვდაო“ – ჭირისუფლებმა გარდაცვლილის საცხოვრებელი სახლიდან „რუსთავი 2“ გამოაგდეს

მარტვილში გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ადგილზე მისულ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოსთხოვეს. ცოტა ხნის წინ მომხდარი მწვავე დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა “კვირამ” გადაიღო და მას უცვლელად გთავაზობთ. შეგახსენებთ, 17 აპრილს, მარტვილში 15 წლის მოზარდი ხეზე ჩამომხრჩვალი საკუთარმა უმცროსმა ძმამ იპოვა. იმ სკოლის დირექტორმა, რომელშიც მოზარდი სწავლობდა, „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ 15 წლის მოსწავლე მესამე გაკვეთილის შემდეგ, მამამ სკოლიდან გეგმიური აცრის ჩასატარებლად წაიყვანა. „მესამე გაკვეთილის დასრულების შემდეგ, მამამისი მოვიდა და დამრიგებელს, შემდეგ კი მე მთხოვა, ბავშვი გაგვეთავისუფლებინა გაკვეთილებიდან, რადგან აცრაზე უნდა წაეყვანა. დავთანხმდით და ამის შემდეგ არაფერი ვიცი. ახლა გავიგე ეს ამბავი”, – განაცხადა მამუკა თვალაძემ. შსს–მ მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რა გახდა მოზარდის სუიციდის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/464129

---

 

20.04.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/464152

“მეც მაქვს ვალი იმ ბუფეტში… ეს არ არის სამანიპულაციო თემა” – რას ყვება გარდაცვლილი მოზარდის პედაგოგი

“არ მაცალა, არ მაცალა, თორემ კარგი კაცი დადგებოდა მაგისგან.. იცით, როგორი გონება ჰქონდა? – ასე იხსენებს მარტვილში გარდაცვლილ მოზარდს მისი პედაგოგი, ხათუნა ფირცხალავა. მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას უსახსრობის გამო ან ოჯახში  მშობლების უთანხმოების გამო მოეკლა თავი, არასწორია. ხათუნა ფირცხალავა “კვირასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ბუფეტის ვალი სკოლის ნებისმიერ თანამშრომელსა თუ მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს და მისივე თქმით, ეს არ უნდა იყოს სამანიპულაციო თემა. შეგახსენებთ, 17 აპრილს, მარტვილში 15 წლის მოზარდი ხეზე ჩამომხრჩვალი საკუთარმა უმცროსმა ძმამ იპოვა. იმ სკოლის დირექტორმა, რომელშიც მოზარდი სწავლობდა, “კვირასთან” საუბრისას განაცხადა, რომ 15 წლის მოსწავლე მესამე გაკვეთილის შემდეგ, მამამ სკოლიდან გეგმიური აცრის ჩასატარებლად წაიყვანა. “მესამე გაკვეთილის დასრულების შემდეგ, მამამისი მოვიდა და დამრიგებელს, შემდეგ კი მე მთხოვა, ბავშვი გაგვეთავისუფლებინა გაკვეთილებიდან, რადგან აცრაზე უნდა წაეყვანა. დავთანხმდით და ამის შემდეგ არაფერი ვიცი. ახლა გავიგე ეს ამბავი”, – განაცხადა მამუკა თვალაძემ. შსს–მ მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რა გახდა მოზარდის სუიციდის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

---

 

20.04.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/208235-qbavshvebi-shimshiloben-chven-ki-uckhoelebis-delegaciebs-delegatesebs-vatcmevthq.html?lang=ka-GE

"ბავშვები შიმშილობენ, ჩვენ კი უცხოელების დელეგაციებს დელეგატესებს ვაჭმევთ..."

ჟურნალისტი თამარ კეშელავა სოციალურ ქსელში წერს: "არ შიმშილობდა ის ბავშვი? ა, შიმშილობის გამო არ მოუკლავს თავი? მამა სცემდა ყველას თვალწინო... უარესი... ბიჭოო, კუჭი არ ჩანს ხოლმე სავსეა თუ ცარიელი და ნაცემ ბავშვს როგორ არ მიხედა სოციალურმა სამსახურმა? სოციალურის თანამშრომლები რომ გაიციფნენ, სერგეენკომ, ნაწილი გაათავისუფლა... ამიტომ არ მიხედა. სახელმწუფოს ბრალია, აბა, ვისი ბრალია, ხალხნო? ხალხის? ხალხისაც კი, დავბეჩავდით, ქურდები და ყაჩაღები დავისთვით თავზე. შიმშილობდა ის ბავშვი, მაგრამ ამიტომ არ მოუკლავს თავიო... იმ ფაქტს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ, რამე ცვლის? ბავშვები შიმშილობენ და უფროსები სამსახურებში იხოცებიან... ბავშვები შიმშილობენ და ოჯახებს გაზი აფეთქებს და წამლავს... ბავშვები შიმშილობენ და... უცხოელების დელეგაციებს დელეგატესებს ვაჭმევთ..." ცნობისთვის, "შაბათის კურიერში" დღეს გავა გადაცემა 15 წლის მოზარდზე, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, გაჭირვებას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა.

---

 

20.04.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/464115

რა გახდა მარტვილში 15 წლის ბიჭის სუიციდის მიზეზი – შსს მოზარდის მამას კითხავს

17 აპრილს, მარტვილში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, “კვირასთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოზარდმა, თითქოს, შიმშილს ვერ გაუძლო და ამის გამო მოიკლა თავი, მეზობლების ცნობით, სიცრუეა. “ეკონომიკურად ვის არ უჭირს, როგორც ყველა, ეს ოჯახიც ისე ირჩენდა თავს. საჭმელი არ აკლდა და სასმელი ამ ბავშვებს. შიმშილით მოკვდაო, საიდან მოიტანეს ეს, ვინ გაავრცელა, როგორ გეკადრებათ. ქალბატონი ვერ მოუვლიდა ისე შვილებს, ეს მამა რომ უვლიდა. მამა-შვილს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მთელმა სოფელმა იცის ეს”, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი. “24 საათი აქ ვართ, გადავდივართ ერთმანეთში მეზობლები და ასეთი რამე არავის გაგვიგია და დაგვინახავს. საჭმლის და უქონლობის გამო ეს არ მომხდარა. სოფელი რომ შემოიაროთ ნებისმიერი ადამიანი ამას დაგიდასტურებთ, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა”, – ამბობს კიდევ ერთი მეზობელი. როგორც “კვირასთვის” გახდა ცნობილი, ამ დროისთვის გარდაცვლილის მამა გამოკითხვაზეა გადაყვანილი. შეგახსენებთ, 17 აპრილს, მარტვილში 15 წლის მოზარდი ხეზე ჩამომხრჩვალი საკუთარმა უმცროსმა ძმამ იპოვა. იმ სკოლის დირექტორმა, რომელშიც მოზარდი სწავლობდა, “კვირასთან” საუბრისას განაცხადა, რომ 15 წლის მოსწავლე მესამე გაკვეთილის შემდეგ, მამამ სკოლიდან გეგმიური აცრის ჩასატარებლად წაიყვანა. “მესამე გაკვეთილის დასრულების შემდეგ, მამამისი მოვიდა და დამრიგებელს, შემდეგ კი მე მთხოვა, ბავშვი გაგვეთავისუფლებინა გაკვეთილებიდან, რადგან აცრაზე უნდა წაეყვანა. დავთანხმდით და ამის შემდეგ არაფერი ვიცი. ახლა გავიგე ეს ამბავი”, – განაცხადა მამუკა თვალაძემ. შსს–მ მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რა გახდა მოზარდის სუიციდის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

---

 

20.04.2019

მედიასაშუალება: http://newpress.ge/bavshvebi-shimshilobit-ar-unda-ixocebodnen-qutaisshi-aqcia-gaimarta

„ბავშვები შიმშილით არ უნდა იხოცებოდნენ“ – ქუთაისში აქცია გაიმართა

„ბავშვები შიმშილით არ უნდა იხოცებოდნენ“ –ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა. სამოქალაქო მოძრაობის „ერთად სახლში“ წევრები მერიის წინ შეიკრიბნენ და ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს. მათი თქმით, ის, რაც მოხდა, არაა მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია და ეს ქვეყნის პრობლემა. „ვაპროტესტებთ, ბავშვები შიმშილობით რომ იხოცებიან. საქართველოში ყოველწლიურად 15 000 ბავშვი შიმშილობს. ის, რაც მოხდა, არაა მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის პრობლემაა. ეს მდგომარეობა გამოიწვია ხელისუფლების უმოქმედო პოლიტიკამ. დღეს თუ გავჩუმდებით, მომავალში მეტი ბავშვი იქნება დაღუპული., ამიტომ მოვედით აქ და მოვითხოვთ, რომ ივანიშვილმა და მისმა დამნაშავე ხელისუფლებამ პასუხი აგოს იმაზე, რაც მოხდა“, –განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. ქუთაისელი ახალგაზრდები აქციით მარტვილში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდმა თავი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გამო მოიკლა.

---

 

20.04.2019

მედიასაშუალება: https://on.ge/story/36662-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AA-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%94

საარსებოდ არც ერთი ოჯახისთვის არაა საკმარისი — აკაკი ზოიძე საარსებო მინიმუმზე

ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, აკაკი ზოიძის თქმით, სტატისტიკით განსაზღვრული საარსებო მინიმუმი არც ერთი ოჯახისთვის საკმარისი არაა. "სტატისტიკური მაჩვენებელი რიცხვია უბრალოდ, რომელმაც დაკარგა რეალობასთან კავშირი. საარსებოდ არ არის საკმარისი ეს თანხა არც ერთსულიანი ოჯახისთვის, არც ხუთსულიანი ოჯახისთვის და არც არანაირი ოჯახისთვის, რომლითაც ეს ე.წ. საარსებო მინიმუმი განისაზღვრება", — განუცხადა ზოიძემ რუსთავი 2-ს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მარტის თვის საარსებო მინიმუმი განსაზღვრა, რომელმაც 181 ლარი შეადგინა. ეს მონაცემი ორი ლარითაა მეტი წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 288 ლარია, ოთხსულიანი ოჯახის 321 ლარი, ხუთსულიანი ოჯახის კი 361 ლარი. 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ამბობს, რომ საარსებო მინიმუმი სტატისტიკურ მონაცემია და არა რეკომენდაცია: "არ არის საკმარისი და, რა თქმა უნდა, არც ჩემთვის იქნებოდა საკმარისი. საარსებო მინიმუმი არის სტატისტიკური მონაცემების მაჩვენებელი და არა საკუთრივ იმის დამადასტურებელი ან რეკომენდაცია, რომ ეს უნდა იმყოფინოს ოჯახმა". მისივე თქმით, მეთოდოლოგია დაწესებულია წლების წინ და იმისათვის, რომ მოხდეს მთელი რიგი ეკონომიკური პარამეტრების სტატისტიკური ანალიზი, ამიტომ გამოიყენება ერთი და იგივე მეთოდოლოგი

---

 

20.04.2019

მედიასაშუალება: https://for.ge/view/165601/SoTa-CxeiZe-es-aris-kastrirebuli-saarsebo-minimumi.html

შოთა ჩხეიძე: „ეს არის კასტრირებული საარსებო მინიმუმი“

საქსტატის ბოლოდროინდელმა მონაცემებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. აქამდე ვიცოდით, რომ ციფრებით მანიპულირება ყველაზე იოლი საქმიანობა იყო, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად საჭიროა ასეთი მონაცემებით ისედაც გაჭირვებული ხალხის გაღიზიანება. ამჟამად საქსტატმა დაასკვნა, რომ ხუთსულიანი ოჯახის ყოველთვიური საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი 361 ლარი და 20 თეთრია. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით, ეს თანხა ოჯახს უნდა ეყოს დაბალანსებული კვებისთვის. მაგალითად, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში შეადგენს 321 ლარს, სამსულიანი ოჯახის- 288 ლარს, ორსულიანის-256 ლარს. როგორ ხდება ციფრებით მანიპულირება, ამის შესახებ For.Ge-ს ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი შოთა ჩხეიძე ესაუბრა. თუკი გავითვალისწინებთ, რომ საარსებო მინიმუმი წარმოადგენს ორიენტირს ხელფასის, პენსიის, სტიპენდიისა და შემწეობის გასაცემად, გამოდის, რომ ჩვენს მოსახლეობას დამშვიდების საფუძველი არ აქვს. ხუთსულიანმა ოჯახმა როგორ უნდა იმყოფინოს თვეში 361 ლარი? - სინამდვილეში, მხოლოდ ერთ ადამიანს სჭირდება 275 ლარი ფიზიოლოგიური ნორმის გათვალისწინებით და რეალური ფასებით, რათა უბრალოდ იარსებოს. რატომღაც ჩვენში ციფრებს იოლად ასახელებენ და ავიწყდებათ, რომ მინიმალური სასურსათო კალათა სულაც არ ნიშნავს, არასწორად შეეხონ ადამიანების ფიზიოლოგიურ ნორმას, ამის უფლება არავის აქვს. ფიზიოლოგიური ნორმა იმის გარანტიას იძლევა, რომ, თუ ადამიანი შესაბამისი რაოდენობით მიიღებს ცხიმებს, ცილებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს, ის ჯანმრთელი და სიცოცხლისუნარიანი იქნება. ხოლო, თუ საარსებო მინიმუმი იმის მიხედვით „გამოუყვანე“ ადამიანებს, რომ 200 გრამი ხორცის ნაცვლად დაკმაყოფილდნენ 80 გრამი ხორცით, ხოლო ნორმირებული 960 გრამის ნაცვლად რძის პროდუქტების ნორმა შეუმცირე, ეს უკვე საქართველოს მიერ შეთანხმებულ საერთაშორისო ნორმებთანაც მოდის წინააღმდეგობაში. ამ მონაცემებით თუ იანგარიშებ საარსებო მინიმუმს, რა თქმა უნდა, გაცილებით იაფი დაჯდება ცალკეული პროდუქციის შესყიდვა და სასურსათო კალათაც ნაკლები გამოვა, მაგრამ ეს ციფრი ხომ არარეალურია. ამით რომ იარსებოს ადამიანმა, ხომ დაიღუპება?! ასეთი საარსებო მინიმუმის გამოყვანა იმისთვის ხომ არ ხდება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დაარწმუნონ, თითქოს საქართველოს მოსახლეობა საარსებო მინიმუმით დაკმაყოფილებულია? - რა თქმა უნდა. სხვათა შორის, ზუსტად ასე მოხდა 2003 წელსაც და ამის შემდეგ დარჩა ეს არასწორი ტენდენცია. მე ამას დავარქვი „კასტრირებული საარსებო მინიმუმი“. სასურსათო კალათაში, ალბათ, მხოლოდ კვება არ იგულისხმება და აქ იგულისხმება არასასურსათო ხარჯებიც - გადასახადი, გაზი, ტრანსპორტი, ჩაცმა-დახურვა, მედიკამენტები. მაშინ საინტერესოა, კვებისთვის რაღა გამოდის? საქსტატის მიერ დასახელებული თანხების ნახევარი? დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ საქართველოში საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდი შესაცვლელია. როგორ უნდა შეიცვალოს ეს მეთოდოლოგია, რომ ფაქტებს შელამაზებულად არ წარმოაჩენდეს და არ გვარწმუნებდეს, თითქოს ხუთსულიან ოჯახს 361 ლარი ყოფნის? - უახლოეს დღეებში ეროვნულ აკადემიაში მექნება მოხსენება სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ საქართველოში. იქ სრულფასოვანი და არასრულფასოვანი კვების საკითხებს განვიხილავ და საარსებო მინიმუმსაც შევეხები. საარსებო მინიმუმი ყველა ნორმალურ ქვეყანაში 30/70-ზეა, რაც ნიშნავს, რომ სასურსათო კალათის 30% უნდა ეყოს საკვებს, ხოლო 70% ( ანუ ორჯერ და კიდევ მეტი) უნდა ეყოს არასასურსათო ხარჯებს. ჩვენთან კი საარსებო მინიმუმი პირიქითაა - 70/30-ზეა, რაც არც ერთ ქვეყანაში არაა, ეს უღარიბესი, უღატაკესი ქვეყნის ვარიანტია და ამასაც ვერ ვაკმაყოფილებთ სრულად, რადგან ზოგიერთის ხელფასი 200 ლარია და ეს 200 ლარი მარტო კვებასაც არ ჰყოფნის. ბოლო დღეებში მსახიობ დავით დარჩიას კომენტარი გავრცელდა, რომელმაც არ დამალა, რომ 1000-ლარიანი ხელფასი მის ოჯახს არ ჰყოფნის და ერთი სული აქვს, ბინის გაყიდვის შემდეგ საქართველოდან წავიდეს. ასეთ მდგომარეობაში ბევრი ადამიანია. ამ ფონზე დღემდე გაუთავებლად დავობენ, რამდენი უნდა იყოს საშუალო ხელფასი. თქვენ როგორ ფიქრობთ? - იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ უღარიბესი ქვეყნების სიაში ვართ და მეექვსე ჯგუფს მივეკუთვნებით, რომელიც ღარიბი ქვეყნების ბოლო ჯგუფია, შედარებით უკეთესი იქნებოდა საარსებო მინიმუმი 50/50 იყოს. მაგალითად, 30/70-ის ვარიანტი განვიხილოთ, როგორც ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაშია. ამ 30%-ში მარტო კვებისთვის დასახარჯ საარსებო კალათად 275 ლარი რომ ვიანგარიშოთ, მაშინ 70% გამოვა არასასურსათო ხარჯები. ეს ნორმალური ვარიანტია, ანუ საუბარია 916 ლარზე, მაგრამ ასეთი შეფარდება ჩვენთან ფანტაზიაა, ამის საშუალება არ არის. ამიტომ უმჯობესია 50/50-იანი შეფარდება, ანუ 50%-ად ჩავთვალოთ კვებისთვის საჭირო 275 ლარი, პლუს კიდევ 275 ლარი არასასურსათო ხარჯებზე დაიხარჯოს. ეს გამოდის 550 ლარი. ამას მაინც რომ მივაღწიოთ, უკეთესი შედეგი იქნება და ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთმა ადამიანმა ერთ თვეში 550 ლარი უნდა იმყოფინოს. საქართველოში პურეულით კვება პრიორიტეტულია, რადგან ხალხს სხვა საჭმელი ნაკლებად აქვს. ამ დროს ყველა ნორმალურ ქვეყანაში პურის რაციონი 15%-ია. მით უმეტეს, საქართველოში შემოტანილი საეჭვო საფუარით გამომცხვარი პური უამრავ დაავადებას იწვევს. - ეს კიდევ მეორე საკითხია. საერთოდ, პური 2-ჯერ უფრო მეტ ენერგიას იძლევა, ვიდრე ხორცი. 100 გრამი პური იძლევა 220 კილოკალორიას, მჭლე ხორცი კი იძლევა 100 კილოკალორიას, ე.ი. ორჯერ უფრო კალორიულია პური და თანაც ათჯერ უფრო იაფი. ამიტომ რაკი პური შიმშილის გრძნობას აკმაყოფილებს და უფრო იაფია, ყველა ეტანება პურს. სინამდვილეში, ასეთ დროს ორგანიზმს აწუხებს ფარული შიმშილი, მას აკლია ცილები, ცხიმები, ვიტამინები, მიკროელემენტები, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისთვის და ეს ყველაფერი ათასნაირ ავადმყოფობას იწვევს. სამწუხაროდ, 60-65% პურია ჩვენს რაციონში. რაც შეეხება ახალ საარსებო მინიმუმს, ეს იმისთვის გამოიგონეს, რომ ვიზუალური სურათი გაეუმჯობესებინათ, რათა თვალშისაცემი არ ყოფილიყო, რომ ხალხი არასრულფასოვნად იკვებებოდა. იცით, ეს რას მოჰყვა? 1999 წლიდან 2005 წლის ჩათვლით მე ვიყავი საქართველოს წარმომადგენელი ნატოში, ყოველწლიური მოხსენებებით გამოვდიოდი, თუ რა მდგომარეობაში იყო ჩვენი მოსახლეობა არაჯანსაღი, არასრულფასოვანი კვების გამო. 2003 წელს გამოვედი მოხსენებით იმის შესახებ, რომ მძიმე მდგომარეობა იყო საქართველოში და 200 გრამის ნაცვლად 80 გრამ ხორცს იღებდა ჩვენი მოსახლეობა, 960 გრამი რძისა და რძის პროდუქტების ნაცვლად მის ნახევარს მოიხმარდა, თევზს საერთოდ ვერ მიირთმევდა, ასევე, განახევრებულად ვიღებდით ხილს, ბოსტნეულს. ჩემი მოხსენების შემდეგ ეს მონაცემები ნატომ საგანგაშოდ ჩათვალა. ამის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, ჩართეს სხვადასხვა ქვეყნები, რათა საქართველოში სასურსათო დახმარებები გამოეგზავნათ. ჩვენს მთავრობას წერილი მოსწერეს, სასწრაფო ზომები მიიღეთო. 2003 წლის ბოლოს ჩვენმა ხელისუფლებამ სიტუაცია იმით „გამოასწორა“, რომ ფიზიოლოგიური ნორმები შეამცირა. ყველაფერი ისე წარმოაჩინეს, რომ რა პროდუქციასაც იღებდა ჩვენი მოსახლეობა, თურმე საკმარისი ყოფილა და თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მაგალითად, საერთაშორისო ნორმით ხორცის ნორმა 200 გრამია, ხელისუფლებამ კი ის 80 გრამი ჩათვალა ნორმად, რასაც ჩვენი ხალხი გაჭირვებული მდგომარეობის გამო მოიხმარდა. ასევე, 960-გრამიანი ნორმის ნაცვლად რძის პროდუქტებზე 215 გრამი დაადგინეს. სინამდვილეში, ეს არასრულფასოვან კვებას ნიშნავდა, რაც მხოლოდ რამდენიმე დღითაა დასაშვები და ისიც მაშინ, როცა საგანგებო მდგომარეობაა ქვეყანაში.

---

 

20.04.2019

მედიასაშუალება: http://region.ge/9979-samckhejavakhethshi-yovel-mesame-da-shemdgom-bavshvze-dakhmarebas-aghar-miigheben.html

სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე დახმარებას აღარ მიიღებენ

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას სამცხე–ჯავახეთი 2019 წლის პირველი იანვრიდან გამოეთიშა. ორწლიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და მომდევნო დაბადებულ ბავშვზე ყოველ თვეში ფულად დახმარებას იღებდნენ, გაუქმდა. მიზეზი ისაა, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით სამცხე–ჯავახეთში შობადობის სტატისტიკა გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ წლის განამვლობაში რეგიონში 200–ზე მეტი ბავშვი დაიბადა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით 2016 წელს სამცხე–ჯავახეთში 296, 2017 წელს კი 237 ბავშვი დაიბადა. პროგრამა 2017 წლის იანვრიდან დაბადებულ ბავშვებს ეხებოდათ. თუმცა, შეწყვეტის შემდეგ ის ბავშვები, რომლებიც 2018 წლის 31 დეკემბრამდე დაიბადნენ, დახმარებას ორი წლის განმავლობაში ჩვეულებრივ მიიღებენ. 2019 წლის პირველი იანვრიდან დაბადებულები კი პროგრამას ავტომატურად გამოეთიშებიან.

---

 

20.04.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/464139

ცოლის, სიდედრის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის, სიდედრის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. 2019 წლის 20 აპრილს, შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დ.ს.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-126-2,ბ (სისტემატიური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) და 126′-2,გ (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ). თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. 2019 წლის 19 აპრილს ქ.თბილისში 112-იდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ცოტნე დადიანის ქუჩა N104-ში შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით მყისიერად დააკავეს ამავე მისამართზე მცხოვრები 1993 წელს დაბადებული დ.ს., რომელმაც ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ტ.პ.-ს და სიდედრს- რ.ზ.-ს. ამასთან, საავადმყოფოშია გადაყვანილი ბრალდებულის ჩვილი ნ.ს., რომელსაც მამამ ფიზიკური დაზიანება მიაყენა რ.ზ.-ს ხელიდან გამორთმევის შედეგად. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პრესა.ჯი-https://presa.ge/?m=crimes&AID=74438

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=203044-%E1%83%A1%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90,%20%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94

---

 

20.04.2019

მედიასაშუალება: https://for.ge/view/165629/gaurkvevloba-da-kamaTi-eqTnebis-gamo.html

გაურკვევლობა და კამათი ექთნების გამო

ექთნების დეფიციტთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. შეხედულება იმდენად განსხვავებულია, რომ საქმე უკმეხ სიტყვა-პასუხში გადაიზარდა. კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია დარწმუნებულია, რომ საქართველოში ექთნად მუშოაბა ბევრს უნდა, კვლევები კი საპირისპიროს მეტყველებენ. „დღე არ გავა, რომ არ მომმართოს ორმა-სამმა ექთანმა, ვინც არ მუშაობს და სამსახური უნდა. საქმე ისაა, რომ კლინიკები ექთნების კვალიფიკაციაზე არ ზრუნავენ, ექთნებს ანა-ბანას არ ასწავლიან“, - განაცხადა მელიამ. საავადმყოფოს მფლობელმა ამ განცხადებით დეპუტატ აკაკი ზოიძეს უპასუხა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, კლინიკებს ექიმების სიჭარბე და ექთნების მწვავე დეფიციტი აქვს. მელიამ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა. „ზოიძეს ვთხოვ, მარტო პარლამენტში არ იჯდეს. მოიაროს ტრადიციული კლინიკები, გაესაუბროს დირექტორებს, ექიმებს და მიხვდება. მხოლოდ სტატისტიკით ის აზრს ვერ გამოიტანს“, - განაცხადა ანზორ მელიამ. რამდენად რეალურია ზოიძის ინფორმაცია და რას ეფუძნება დეპუტატის განცხადება? საქმე ისაა, რომ „სოლიდარობის ქსელმა“ ცოტა ხნის წინ კვლევა ჩაატარა, სახელწოდებით „ექთნების შრომის პირობები საქართველოში“. იგი 10 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა და გამოიკითხა 200 ექთანი. გამოკითხულთა 95% კანონით დადგენილ 40 საათზე მეტს მუშაობს; 84.6%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია; 100% არ იღებს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას არც ჩვეულებრივ და არც უქმე დღეებში. კვლევისას გაირკვა, რომ გამოკითხული ექთნების 91% ქალია. დანარჩენი 9% ძირითადად სტუდენტია, რომელიც ექიმის პროფესიას ეუფლება; 69% უკმაყოფილოა ცვლაში შესვენების დროით, ხოლო 30,5% ვერ სარგებლობს შესაბამისი ანაზღაურებადი შვებულებით; ექთნების 87%-ს არ აქვს მოსასვენებელი ოთახი სამუშაო ადგილზე, ხოლო 80%-ს არ მიუწვდება ხელი სასადილოზე. - კვლევის თანახმად, საშუალოდ ერთი ექთანი ემსახურება 11 პაციენტს. - ხელფასის სიმწირის გამო, გამოკითხულ ექთანთა 20,4% დასაქმებულია სხვა სამსახურშიც. - ექთნების 91,7% სხვა სამსახურის ქონის მიზეზად დაბალ ხელფასს ასახელებს. - მეორე სამსახურში სხვა პროფესიით დასაქმებულია გამოკითხულთა 31%. - ექთნების უმრავლესობას უწევს, როგორც პაციენტის მოვლა, ასევე სხვა საქმიანობის შესრულებაც. მაგ: გამოკითხული ექთნების 59,1% აღნიშნავს, რომ მათ უწევთ პალატებისა და განყოფილების ფართის დალაგებაც; ხოლო 46,6% ითვისებს ბიუროკრატიულ საქმიანობას. - ექთნების 74,5% ხაზს უსვამს კლინიკებში სამუშაოს არასწორ დანაწილებას. - გამოკითხულთა 57,7% ძალიან უკმაყოფილოა სამუშაოთი. „თუ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ერთ ექთანზე საშუალოდ 4-6 პაციენტი მოდის, ჩვენს შემთხვევაში პაციენტთა რაოდენობა ძირითადად 11 შეადგენს; თუ საერთაშორისო პრაქტიკით მაღალი საათობრივი განაკვეთი 12 საათია, ჩვენს ქვეყანაში მინიმალური - 16, ხოლო მაქსიმალური 24-საათიანი მორიგეობაა“, - აცხადებენ „სოლიდარობის ქსელში“. მელევე ანზორ მელიას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის პოლიტიკა სწორედ სტატისტიკურ მონაცემზე დაყრდონიბით იქმნება და ბაზარზე კვალიფიციური ექთნების დეფიციტი ნამდვილად დგას. „ანზორ მელიას ვურჩევდი, ამასთან დაკავშირებით თავის კოლეგებს მიმართოს, ლიტერატურა წაიკითხოს, რამდენი ექიმი და ექთანი უნდა იყოს ქვეყანაში და ექთნების ასოციაციას გაესაუბროს. ერთ ექიმზე სამი ექთანი უნდა მოდიოდეს და ეს მინიმალური შეფარდებაა, რაც ქვეყანაში უნდა იყოს. წაბრძანდეს ამერიკაში, ევროპაში და ნახოს ექთნის როლი რა არის კლინიკაში. კვალიფიციური ექთნის მწვავე დეფიციტია. იმისათვის, რომ ექთანი კვალიფიური იყოს ამას შესაბამისი მოტივაცია, ანაზღაურება და შესაბამისი სამუშაო პირობები სჭირდება“, - განუცხადა „საქმის კურსს“ ზოიძემ. რაც შეეხება კლინიკების მონახულების საკითხს კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ანზორ მელიამ მისი ბიოგრაფია უნდა წაიკითხოს. „თუ არ იცის, რომ კლინიკებში დავდივარ და მათ ხელმძღვანელებს ვხვდები, ხოლო ამ სფეროში მოღვაწეობის საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს, ვურჩევდი, ჩემი ბიოგრაფია წაიკითხოს და ასეთ განცხადებები შემდეგ გააკეთოს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

---

 

20.04.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1555755804-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1

"ვიდრე დაღუპულა ვუშველოთ"- პროფკავშირი კადრებს ავრცელებს და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს

ვიდრე დაღუპულა ვუშველოთ- ასე მიმართავს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი ჯანდაცვის სამინისტროს და უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის ფაქტზე ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. მიმართვას პაატა ნინუა სოციალურ ქსელში ვიდეომასალასტან ერთად აქვეყნებს. კადრებში ცანს თბილისში მშენებარე ობიექტი, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი მაღალ სიმაღლეზე, დაზღვევის გარეშე მუშაობს. უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო საქართველოში ყოველწლიურად ათეულობით ადამიანი იღუპება.

---

 

20.04.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/358340/

10 მოწამლული ბავშვი ზუგდიდში – შსს საქმეს ტრეფიკინგის მუხლით იძიებს

საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი 10 ბავშვი, რომლებიც წუხელ ღამით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციის დიაგნოზით მოათავსეს, ქუთაისში, სპეციალიზებულ კლინიკაში, ეტაპობრივად გადაჰყავთ. პარალელურად, მათ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტრეფიკინგის მუხლით იძიებს. შსს-ს თანახმად, ბავშვები საქართველოში მიმდინარე წლის 8 აპრილს, თბილისი-მოსკოვის რეისით შემოიყვანა ქალმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. სამინისტროს განცხადებით, ქალი ბავშვების ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანას აპირებდა. უწყების ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით 10-ვე მათგანი აღნიშნული პირის შვილია, 4 მათგანი კი 2017 წელსაა დაბადებული. უწყების განმარტებით, აღნიშნულმა გარემოებებმა ტრეფიკინგის ეჭვი გააჩინა, რის შემდეგაც გამოძიება შესაბამისი – სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო. “…ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” შსს-ში. თავად ბავშვების თანმხლებმა ქალმა ჟურნალისტებთან საუბრისას კვლავ აღნიშნა, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია და მათთან ერთად, საქართველოს გავლით, “სხვა ქვეყანაში” მიემგზავრებოდა. ბავშვების დიაგნოზსა და მდგომარეობაზე მას კომენტარი არ გაუკეთებია. დღესვე “რუსთავი2”-მა გაავრცელა კაცის სატელეფონო კომენტარი, რომელიც ტელეარხს ეუბნება რომ 10-ვე ბავშვი მისი და იმ ქალის შვილია, რომელმაც ისინი საქართველოში შემოიყვანა. მისი თქმით, აფხაზეთში დასახლება სურთ და ტრეფიკინგს ადგილი არ აქვს. “ათივე შვილი ჩვენია. ექვსი სუროგაციით გვყავს გაჩენილი. უკრაინის მოქალაქე ვარ. სოხუმში ბინა ვიქირავეთ და იქ ვაპირებდით საცხოვრებლად გადასვლას. არანაირ ტრეფიკინგს ადგილი არ ჰქონია. ჩემი ოჯახი საქართველოში ათი დღეა, რაც იმყოფებოდა. ისინი თბილისიდან ზუგდიდის გავლით აპირებდნენ აფხაზეთში გადასვლას და დოკუმენტების მოწესრიგებას ელოდნენ. მე ახლა რუსეთში ვარ და ვაპირებ, აფხაზეთში ჩავიდე”, – ამბობს ის. ბავშვები ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში ინტოქსიკაციის დიაგნოზითა და შესაბამისი სიმპტომებით წუხელ ღამით მოათავსეს, დღეს კი ქუთაისში, დას. საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში ეტაპობრივად გადაჰყავთ. კლინიკის ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ექიმის ხელთ არსებული ინფორმაციით, მოწამვლა საკვებს უკავშირდება. “ბავშვების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. არის ზოგადი ინტოქსიკაციის სურათი. ამ წუთში მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში არცერთ ჩანს, თუმცა ინტენსიურ თერაპიას საჭიროებენ. როგორც ამბობენ, გუშინ მიიღეს ბავშვებმა სოსისი და ამას უკავშირებენ მოწამვლას”, – აცხადებს თემურ ნადირაძე.

ფორ.ჯი- https://for.ge/view/165628/zugdidis-saavadmyofoSi-intoqsikaciis-niSnebiT-Seyvanili-aTi-bavSvis-saqmeze-gamoZieba-trefikingis-muxliT-daiwy.html

---

 

20.04.2019

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/103372/zugdidshi-motsamluli-erterti-bavshvi-ambobs-rom-tanmkhlebi-qali-dedamisi-araa?fbclid=IwAR0237HrkyrxQgcbVp3LzOfuopYE4AiifTT-oY3ux0XT3g-JrYWreZoUeQ0

ზუგდიდში მოწამლული ერთ-ერთი ბავშვი ამბობს, რომ თანმხლები ქალი დედამისი არაა

ათიდან ექვსი უკრაინელი ბავშვი ზუგდიდის საავადმყოფოდან ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში უკრაინის მოქალაქე ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი მოგზაურობა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებთ უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ზუგდიდში ბავშვები ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთირებით მოიწამლნენ.  საავადმყოფოში ერთი შეუსაბამობა ყველასათვის თვალშისაცემი აღმოჩნდა. ქალი ირწმუნება, რომ ათივე მისი შვილია, თუმცა ათიდან 4 ბავშვი 2017 წელსაა დაბადებული. ერთ-ერთი ბავშვი კი აცხადებს, რომ თანმხლები ქალი მისი დედა არაა.  შსს-მ ამ საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო.

---

 

20.04.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/emigrantebis-namdvili-istoriebi-safrangetidan

მიგრანტების ნამდვილი ისტორიები საფრანგეთიდან

„დაახლოებით ორი თვე ქუჩაში ვიყავი, ანუ სტაბილური საცხოვრებლის გარეშე… ხან დილის 6 საათზე ვრეკავდი 115-ზე, რომ ღამით იქნებ ერთი ადგილი გამოეყოთ ჩემთვის. ცხელ ხაზზე უამრავი ზარი შედის, სულ დაკავებაა… პირველად მეტროს დახურულ სადგურში მომიწია ადგილი, ის იყო თავშესაფარი, იატაკზე დაგებულ მატრასებზე ხალხი ეყარა, გასასვლელში დარბოდნენ ვირთხები… ძლივს დავიძინე. იგივე მეორდებოდა – დილით ისევ ვრჩებოდი ქუჩაში მარტო და გამუდმებით უნდა მერეკა ცხელ ხაზზე, რომ ღამით ღია ცისქვეშ არ დავრჩენილიყავი,“ – ამას პარიზის რეგიონში მყოფი ირაკლი გვიყვება [სტატიაში შეცვლილია იმ ადამიანების სახელები, რომლებიც ლტოლვილის სტატუსის მიღებას ითხოვენ]. ირაკლი ერთ-ერთია ასეულობით საქართველოს მოქალაქეს შორის, ვინც საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსის მიღებას ელის. ახლა ირაკლი მეგობართან ერთად ცხოვრობს, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა 18 ათასამდე გაიზარდა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 მარტს გამართულ შეხვედრაზე გიორგი ტაბატაძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ განსაკუთრებით საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა – ევროპის ქვეყნებიდან საფრანგეთში გამორჩეულად მეტი ადამიანი მიდის ჯანმრთელობის პრობლემით. ლტოლვილის სტატუსის მიღებამდე ადამიანები ხიდის ქვეშ გაშლილ კარვებში ცხოვრობენ, მათ შორის არიან ქართველებიც. პარიზის რეგიონი, საფრანგეთი, 2019 წელი, გიორგი ჯუგაშვილის ფოტო რა რეალობა ხვდებათ საფრანგეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს? სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანების ნაწილი საერთოდ სამედიცინო მომსახურების გარეშე რჩება? რა რისკები ხვდებათ უცხო ქვეყანაში ჩასულ ადამიანებს? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვებზე პასუხის მიღება საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებთან სცადა, მათ შორის, მათთან, ვინც ჯანმრთელობის პრობლემის გამო დატოვა საქართველო. ვესაუბრეთ ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებსაც. „როგორც ვიცი, სიტუაცია რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, როცა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს,“ – განაგრძობს ირაკლი, რომელსაც „ფეისბუქში“ ვესაუბრეთ. – „ვფიქრობ, რომ ქართველების აღარ სჯერათ, ან იშვიათად სჯერათ. ქართველები აქ ჩამოდიან ოჯახებით, ბავშვებით… გადაჭედილია პრეფექტურები, ზოგი რას იტყუება და ზოგი – რას. ამას წინათ ვნახე, ორსულ ქალს ქუჩაში ეძინა… მეც რამდენიმე დღე მეტროში გავათენე. იცით, რომელი იყო ყველაზე გამორჩეული ადგილი ძილისთვის? – ტელეფონის ჯიხური. თუ მოვასწრებდი ყველას იქ მისვლას, კაი „პონტში“ ვიყავი, მთელი ღამე მშვიდად მეძინა. ახლა ვმუშაობ ხან რაზე, ხან – რაზე. შემწეობასაც ვიღებ, მაგრამ არაფერში მყოფნის… ინტერვიუ უკვე მქონდა ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე და ახლა პასუხს ველი. თუ უარს მეტყვიან, გავასაჩივრებ,“ – დაასრულა ირაკლიმ. „ლოგიკურია ეს მაჩვენებელი სიკვდილიანობის მატებაზე. სადაც ადამიანები სამკურნალოდ და თავის გადასარჩენად მიდიან, იქ კვდებიან კიდეც,“ – გვითხრა შალვამ. ის პარიზის დროებით საცხოვრისშია მოთავსებული და მკურნალობს. ისიც ლტოლვილის სტატუსის მიღებას ცდილობს. „ჩემი მეგობარიც გარდაიცვალა, რამდენიმე დღის წინ გადავასვენეთ ცხედარი საქართველოში, ახალგაზრდა კაცი იყო. სიმსივნე ჰქონდა… საქართველოში უთხრეს, ორ თვეში მოკვდებიო. აქ ჩამოვიდა და ორი წელი იცოცხლა…“ – ამბობს შალვა. შალვას თავშესაფრის სტატუსის მიღებაზე უკვე უარი უთხრეს, თუმცა გადაწყვეტილება გაუსაჩივრებია და ახლა განსხვავებულ შედეგს ელის. შალვა მიიჩნევს, რომ საქართველოდან საფრანგეთისკენ წამსვლელთა რიგი არ შემცირდება, თუკი საქართველოს ხელისუფლება ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემებით, კონკრეტულად კი ექიმების პროფესიონალიზმით არ დაინტერესდება. ლტოლვილის სტატუსის მიღებამდე ადამიანები კარვებში ცხოვრობენ, მათ შორის არიან ქართველებიც. პარიზის რეგიონი, საფრანგეთი, 2019 წელი, გიორგი ჯუგაშვილის ფოტო კიდევ ერთი მიგრანტი საქართველოდან – სალომე ასევე ჯანმრთელობის პრობლემით წავიდა საფრანგეთში. ის გვიყვება, რომ მიგრანტები ლტოლვილის სტატუსის მისაღებად ყოველთვის „სხვა მიზეზს“ ასახელებენ, რადგან საქართველო აღარ მიიჩნევა იმ ქვეყნად, სადაც ადამიანებს საფრთხე ელით ჯანდაცვის პროგრამაზე ხელმიუწვდომლობის გამო. სალომეს ემიგრაციის მიზეზად ოჯახში ძალადობა დაუსახელებია. ის ამ დრომდე თავშესაფრის სტატუსს ელის. „აქ არ აინტერესებთ საქართველოში დასმული დიაგნოზი, თავიდან გიკვლევენ, თუნდაც წარადგინო დიაგნოზი… მე საქართველოში სიმსივნე დამიდგინეს, აქ ტუბერკულოზის საწყისი ფორმა. დამიჯერეთ, ფრანგ მედიკოსებს უამრავი სასწაული აქვთ ნანახი ქართველი ექიმებისგან,“ – ირწმუნება სალომე. მისივე თქმით, საფრანგეთში ჩასული საქართველოს მოქალაქე სამედიცინო დაზღვევას დაახლოებით 3 თვეში იღებს. ამ პერიოდში კი, სამედიცინო გამოკვლევები სრულდება. დაზღვევა ერთწლიანია, თუმცა იგი შესაძლოა გახანგრძლივდეს, თუკი ექიმი ამის საჭიროებას დაინახავს,“ – გვითხრა სალომემ. საფრანგეთის კლინიკური კვლევების ცენტრის ქართველი თანამშრომელი, ჯანდაცვის სპეციალისტი ზაზა ფუტკარაძე რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რის გამოც ადამიანები მკურნალობისთვის საფრანგეთში მიდიან. ის ასევე არის ასოციაციის „ქართველები საფრანგეთში“ ხელმძღვანელი და ხშირად უწევს სხვადასხვა ადამიანის ისტორიის მოსმენა. ზაზა ფუტკარაძე აღწერს პრობლემებს, რასაც საქართველოდან საფრანგეთში ჩასული ადამიანი, მათ შორის, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირი აწყდება. იგი მიიჩნევს, რომ მთავარი მაინც ინფორმაციის ნაკლებობაა, ან „მითების იმედად“ ყოფნა, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“. „ხშირად ადამიანები აქ ჩამოდიან ისე, რომ არ აქვთ ინფორმაცია: როგორ უნდა იმკურნალონ, სად მივიდნენ. იმისთვის, რომ საფრანგეთმა უფასოდ უმკურნალოს ადამიანს, საჭიროა კონკრეტული კრიტერიუმების დაცვა. საფრანგეთში ჩასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად მიიღებ სამედიცინო მომსახურებას. უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს სამედიცინო დაზღვევა, უნდა დაადასტუროს დოკუმენტურად, რომ თავის ქვეყანაში ვერ უმკურნალეს, ან ვერ უმკურნალებენ, მაგალითად, ის, რომ შესაბამისი მეთოდი საქართველოში არ გამოიყენება…“ – განმარტავს ზაზა ფუტკარაძე. „ქართველები საფრანგეთში“ – ამ ასოციაციის ინფორმაციით, ხშირად გვიანდება მკურნალობის კურსის მიღება: „მაგალითად, იქმნება ენის პრობლემა, ეს სერიოზული პრობლემაა… ყოფილა შემთხვევები, როცა საკმაოდ დამძიმებულ ვითარებაში ჩამოუყვანიათ საქართველოდან პაციენტი. ამ დროს უცნობია, მკურნალობის რა კურსი ჩაუტარდა მას საქართველოში, როგორია პაციენტის ისტორია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით მკურნალობის მიღება გვიანდება და პაციენტის მდგომარეობა მძიმდება,“ – გვიყვება ზაზა ფუტკარაძე. ნდობა ექიმსა და პაციენტს შორის – საფრანგეთში მცხოვრები ზაზა ფუტკარაძე ფიქრობს, რომ ეს ისევ მთავარი ფაქტორია, რის გამოც ადამიანები რისკების მიუხედავად საფრანგეთში, ან ევროპის სხვა ქვეყნებში მიდიან და ფიზიკურ გადარჩენას ცდილობენ. „აქ ჩამოსული ადამიანების ისტორიებიდან ჩანს, რომ საქართველოში ისევ გვაქვს პრობლემები დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით. ისინი ბოლო შანსს იყენებენ ევროპის ქვეყანაში წასვლით,“ – დასძინა ჩვენთან ზაზა ფუტკარაძემ. „თავშესაფრის მოთხოვნა არ ნიშნავს საცხოვრებლით დაკმაყოფილებას. ადამიანები ხშირად ქუჩაში ათევენ ღამეს,“ – ამბობენ საფრანგეტში მცხოვრები ადამიანები, რმლებიც თავშესაფარს ითხოვენ. „ადამიანებს რომ ჰქონდეთ რეალური ინფორმაცია, რა პროცედურებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული ლტოლვილის სტატუსის მიღება, 50 პროცენტი არ გარისკავდა ამას, მით უმეტეს, მძიმე დაავადების მქონე, თოთო ბავშვებით ხელში, ან ორსული ქალები,“ – ამბობს სალომე საძაგლიშვილი, საფრანგეთის მიგრაციის და ინტეგრაციის სამსახურის თანამშრომელი, ასოციაციის French Refugee Council ვიცე-პრეზიდენტი. მას საქართველოდან ყოველკვირეულად საშუალოდ 20 ადამიანი უკავშირდება. თითოეულ მათგანს საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსის მიღება სურს. „ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა არ ნიშნავს იმას, რომ საფრანგეთში ავტომატურად მოგცემს სახლს და შეგიქმნის კომფორტს. სამწუხაროდ, ხშირად ასე ფიქრობენ. ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა მარტივად ნიშნავს იმას, რომ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდები, რადგან შენს სიცოცხლეს იქ კონკრეტული მიზეზით საფრთხე ემუქრება და სახელმწიფო ამის აღმოსაფხვრელად არაფერს აკეთებს. რაც მთავარია, ეს უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად. საუბარია შემთხვევაზე, როცა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები ილახება, მაგალითად, ქალი გინეიდან, რომელიც ამბობს, რომ მის ქვეყანაში გოგონებს ისევ უსახიჩრებენ სასქესო ორგანოებს. ჩამოვიდა ქალი და თქვა, რომ მისი და ამ საშინელი ტრადიციის შედეგად ბავშვობაში გარდაიცვალა, თვითონ გადაიტანა და ახლა თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად გამოაღწია ქვეყნიდან.. ლტოლვილის სტატუსს იღებენ ადამიანები საომარი ტერიტორებიდან და ასე შემდეგ,“ – გვიყვება სალომე საძაგლიშვილი. ძირითადად რა რისკების გადალახვა უწევთ საფრანგეთში ჩასულ მოქალაქეებს, ვიდრე ისინი სტატუსს მიიღებენ? – სალომე საძაგლიშვილის თქმით, მთავარი სირთულე საფრანგეთში და კონკრეტულად პარიზის რეგიონში ღამის გასათევის პოვნაა. სალომე საძაგლიშვილი „ჩვენ, ანუ მიგრაციის სამსახურიც კი, როცა ვრეკავთ ცხელ ხაზზე, 115-ზე, ხშირად ვერ გვპასუხობენ და საათობით ველით დაკავშირებას… ბინა პარიზის რეგიონში განსაკუთრებით ძვირია. ერთხელ როცა მიიღებ დროებით ღამის თავშესაფარს, ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღესაც იქ იქნები. არა მხოლოდ ქართველები და სხვა ქვეყნის მოქალაქეები, თავად ფრანგებიც ხშირად რჩებიან ქუჩებში. ისინი ღამეს ათევენ მეტროებში, სადგურებში, ხიდების ქვეშ… საბუთების შეტანიდან ინტერვიუს ჩანიშვნას ზოგჯერ რამდენიმე კვირა სჭირდება. ხშირად ადამიანები საქართველოდან მოდიან ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე. ამ ხალხმა არ იცის, რომ საფრანგეთი არავითარ შემთხვევაში არ ანიჭებს თავშესაფარს არავის იმიტომ, რომ მას თავის ქვეყანაში უჭირს, ან სახლი არ აქვს, ეს გამორიცხულია,“ – კატეგორიულად ხაზს უსვამს საუბრის ამ ნაწილს საფრანგეთის მიგრაციის სამსახურის თანამშრომელი. ის ამავდროულად არის ასოციაციის „ქართველები საფრანგეთში“ ვიცე-პრეზიდენტი. „უსაფრთხო ქვეყანა“ – ევროპის ქვეყნები და მათ შორის საფრანგეთი ამ სტატუსს აღიარებს. ეს სტატუსი ლტოლვილის სტატუსის მიღებას კიდევ უფრო ართულებს. სალომე საძაგლიშვილის თქმით, საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებიდან დაახლოებით 93 პროცენტს უარს ეუბნება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. რას უნდა აკეთებდეს ასეთ ვიტარებში საქართველოს ხელისუფლება, როცა ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ლტოლვილის სტატუსის მომლოდინეთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება? – ექსპერტი ევროკავშირის საკითხებში, ვანო ჩხიკვაძე მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმაზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლება „თითქოს ყველა არსენალს“ იყენებს, მაგრამ ეფექტური საინფორმაცია კამპანია ამ მიმართულებით არ არსებობს. „საინფორმაციო კამპანიას ხელისუფლება აწარმოებს, მაგრამ ამას დიდი ეფექტი არ გააჩნია. სამიზნე ჯგუფის წინასწარი ანალიზი უნდა ჩატარდეს, უნდა შევისწავლოთ წინასწარ, რა აინტერესებს ხალხს და მათზე მორგებული გზავნილები უნდა გავრცელდეს. შესაძლოა ერთი-ორი წარმატებული ისტორია გავრცელდეს, როგორ მიიღო კონკრეტულმა პირმა თავშესაფარი და ამან შესაძლოა გადაწონოს მთელი საინფორმაციო კამპანია. შესაბამისად, საინფორმაციო კამპანიის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, – გვითხრა ვანო ჩხიკვაძემ. ევროინტეგრაციის ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსის მიღებაზე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და ეს უნდა მოხდეს საქართველოში დისკრიმინაციის ფაქტების აღმოფხვრის რეალური და ეფექტური მექანიზმების შექმნის პარალელურად. „სიღარიბე – ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ევროპის ქვეყნებში ითხოვენ თავშესაფარს. გრძელვადიან გეგმაში ამას ვგულისხმობდი – ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე,“ – ამბობს ექსპერტი ევროკავშირის საკითხებში, ვანო ჩხიკვაძე. ვანო ჩხიკვაძე „შეჩერების მექანიზმი“, ანუ უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცესი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ეს თემა ევროსტრუქტურებში გააქტიურებულია. ექსპერტი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ძირითადად პოლიტიკური ფაქტორით ინარჩუნებს ამ დრომდე დუმილს. „ოფიციალურად არა, მაგრამ რეალურად ამაზე ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ხშირად ესაუბრებიან. შეჩერების მექანიზმს აქვს არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ პოლიტიკური განზომილება – რეალურად ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება პრორუსულად განწყობილი ძალებისთვის, ეს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერებსაც ძალიან დაარტყამს,“ – დასძენს ექსპერტი. საინფორმაციო კამპანიის გაძლიერებას ევროპელი პარტნიორები რომ სთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას, ამას ვლადიმერ კონსტანტინიდიც ადასტურებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველა საკომუნიკაციო არხს იყენებს. პრობლემას კი უფრო „სტერეოტიპული აზროვნება“ ქმნის. „ყველა საკომუნიკაციო არხი გვაქვს გამოყენებული ფაქტობრივად, რაც არის ხელმისაწვდომი და გათვლილია ყველა სეგმენტზე, მათ შორის, იმ ადამიანებზე, რომლებიც, ვთქვათ, ვერ ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს… საინფორმაციო კამპანიას იმდენად ინტენსიური ხასიათი აქვს, რომ რეგიონებშიც კი დავიწყეთ სიარული. ჩვენ მათ ვაცნობთ, როგორც სიკეთეებს, ასევე რისკებს, რაც შეიძლება ამან გამოიწვიოს. აქცენტირება კეთდება იმაზე, რომ თუკი კონკრეტული ადამიანი, ბოროტად გამოიყენებს ამას, ეს შეიძლება ცუდად აისახოს საჯარო ინტერესებსა და ქვეყნის ინტერესებზე. ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს სტერეოტიპული წარმოდგენები: 90 -იანი წლების შუა პერიოდიდან ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპაში იყო მიგრაციის მაღალი ტალღა. ეს, ძირითადად, ეკონომიკური პირობებით იყო გამოწვეული. ადამიანები ამ დროს ასე თუ ისე ახერხებდნენ გარკვეული სტატუსის მოპოვებას. არსებობდა მექანიზმები, რომ მათ ფიზიკურად ყოფნა ევროპაში გაეხანგრძლივებინათ. ეს წარმოდგენები იმდენად იყო გავრცელებული, რომ ეს შემორჩათ ადამიანებს…“ – მიიჩნევს ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. საგარეო საქმეთა სამინისტროში არ იზიარებენ პოზიციას, რომ საინფორმაციო კამპანიას შესაძლოა სხვაგვარად სჭირდება დაგეგმვა. ვლადიმერ კონსტანტინიდის დაკვირვებით, ადამიანებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში თავშესაფარს ითხოვენ, ხშირად ატყუებენ „დამკვალიანებლებიც“, რომლებიც ფულს იღებენ სამუშაოს დაპირებითა და უცხო ქვეყანაში ვიზის ლეგალური სტატუსის მინიჭებით. რა მოლოდინს უჩენენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ევროპელ პარტნიორებს, როცა საუბარი სიღარიბეს ეხება, როგორც მიგრაციის მთავარ მიზეზს? – ვლადიმერ კონსტანტინიდმა ამჯერადაც არჩია ადამიანების მორალზე გაემახვილებინა ყურადღება და არა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აქვე დაგვამშვიდა, რომ „შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედების რეალური საფრთხე ჯერ არ არსებობს. „დასამალი არ არის, რომ ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც საზღვარგარეთ მიემგზავრება, არის ის, რომ გაიუმჯობესონ მატერიალური პირობები… ჩვენი, როგორც საგარეო უწყების ამოცანაა, რომ ეს ისტორიული მონაპოვარი შენარჩუნებულ იქნას და საფრთხე არ დაემუქროს… „შეჩერების მექანიზმი“ არსებობს და იგი იდგა სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც, თუ ეს მიიღებს უკონტროლო ხასიათს. დღეისთვის ამის რეალური საფრთხე არ არსებობს. ჩვენი უცხოელი პარტნიორები ხედავენ, რომ რეადმისიის პირობებს ზედმიწევნით ვასრულებთ,“ – გვითხრა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია იმაზეც, რომ იგივე საფრანგეთში იმატა ჯანმრთელობის პრობლემის მქონე საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობის მაჩვენებელმა. სამინისიტროს წარმომადგენელს, ვლადიმერ კონსტანტინიდს ჩვენ ასევე ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რადგან ადამიანები საზღვარგარეთ მიდიან მაშინ, როცა სამშობლოში მათ ვერ მკურნალობენ. „არა, ეს არ არის ჩვენი უწყების კომპეტენცია,“ – გვიპასუხა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. მისივე თქმით, საფრანგეთის ოფიციალური, ან არაოფიციალური უწყებებიდან სამინისტროს არ აქვს კონკრეტული მონაცემები, საქართველოს რამდენი მოქალაქე რჩება იგივე საფრანგეთში სამედიცინო მომსახურების მიღმა, რამდენი იღუპება, რამდენი იღებს დაზღვევას და ასე შემდეგ. საგარეო საქმეთა სამინისტროში თვლიან, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა შეამცირებს არალეგალური მიგრაციის მაჩვენებლებს. მთავარი ფოტო: კარვები პარიზის რეგიონში. ხიდის ქვეშ ლტოლვილის სტატუსის მოლოდინში მყოფ ადამიანებს, მათ შორის, ქართველები კარვებში ცხოვრობენ

---

 

19.04.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1555674953-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%98

არ გამიმართლა, რადგან სერგეენკოს ახლობელი არ ვარ - მარტოხელა მოხუცი თავშესაფარში მოხვედრას წლებია ელოდება

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის 49 ხანდაზმული საცხოვრისს ელოდება. მათგან 7 პირი თბილისის ხანდაზმულთა პანიოსნატში ჩარიცხვას ითხოვს. „პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული. ჩვენი ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე, მორატორიუმის პირობები ორჯერ „გარკვეული მიზეზებით დაირღვა. ისევ მოხსნის თუ არა სერგეენკოს უწყება რამდენიმე საათით მორატორიუმს და ჩარიცხავს თუ არა 7 მოხუცს პანსიონატში, უცნობია. თუმცა, მსგავს პრეცედენტებს ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ... „პრაიმტაიმი დაინტერესდა რა პრობლემაა და რატომ ვერ ხერხდება მოხუცების დროულად თავშესაფარში გადაყვანა? - ამ კითხვებს ერთ-ერთი ის მოხუცი პასუხობს, რომელიც უკვე ხუთი წელია თავშესაფარს ელოდება. მისი თქმით, მინისტრმა მხოლოდ ნაცნობების გამო დაარღვია ორივე შემთვევაში მორატორიუმი.(მოხუცის სახელსა და გვარს გასაგები მიზეზების გამო არ ვასახელებთ). „მე და კიდევ ძალიან ბევრ მოხუცს არ გაგვიმართლა, რადგან დავით სერგეენკოს ნაცნობები არ ვართ“ - ასე დაიწყო საუბარი მოხუცმა, რომელიც „პრაიმტაიმს“ საკუთარ გასაჭირზე ესაუბრა. „პირველად ერთი ეტლით მოსარგებლე მამაკაცი ჩაირიცხა თემქაზე მდებარე ხანდაზმულთა პანსიონატ „სავანეში“. თუმცა, მას შვილებიც ჰყავდა და სახლიც ჰქონდა. მეორე შემთხვევაში, საპატრიარქოს ლობირებით, მოხუცი ავადმყოფი მამაკაცი ჩაირიცხა. მორატორიუმს სპეციალურად მათთვის თითო საათით ხსნიდნენ. სხვა მოხუცებს არ გაუმართლათ, რადგან სერგეენკოს სანაცნობო წრეს არ მიეკუთვნებიან. გული მიკვდება როცა პანსიონატში უამრავი ოთახი ცარიელია და მოხუცები ქუჩაში ცხოვრობენ. ახლა იქ 80 ოთახიდან 33 თავისუფალია. უსახლკარო მოხუცებისთვის ცარიელ ოთახშიც შესვლა დაუშვებელია. არადა სტუმრად დავდივარ იქ, ადრე ჩემი მეგობარი მოხვდა და ვხედავ, კერძს როგორ ამზადებენ, ალაგებენ და ოჯახურად ცხოვრობენ, ეს ოჯახური ტიპის დაწესებულება არაა?! ჩვეულებრივი ერთ ოთახიანი ბინებივითაა თავისი სველი წერტილით, ჰოლითა და აივნით. ყველა საჭირო ნივთი და ტექნიკა აქვთ ოთახებში, ყველა ინდივიდულაურად ცხოვრობს. ალბათ, სახელწმიფო შენობის გაყიდვას გეგმავს და დასავლურ ღირებულებებს იშველიებენ არგუმენტად და ამიტომ აღარ გვრციხავენ არავის. აბა თუ დიდი დაწესებულებები არაევროპულია და ოჯახური ტიპის დაწესებულებებზეა აქცენტი გაკეთებული, მაშინ - ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარებს რატომ რიცხავენ?“, - ამბობს მოხუცი. „პრაიმტაიმის რესპონდენტის მოწოდებულ ინფორმაციაზე, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა კომენტარი ერთ შემთხვევაზე გააკეთა. მეორეზე კი აღნიშნეს, რომ თუ „პრაიმტაიმი“ პირის იდენტიფიცირებას მოახდენს, მაშინ მოიძიებდნენ ცნობას მის შესახებ. „პირველ შემთხვევაში სამინისტროს მხრიდან მოხდა რისკების შეფასება. საკითხი განხილული იქნა ყველა სამსახურის ჩართულობით. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე შესაბამის ნორმატიულ აქტებში შევიდა ცვლილებები, მხოლოდ ამის საფუძველზე ბენეფიციარი გადაყვანილი იქნა ერთი ინსტიტუციიდან მეორეში. ბენეფიციარის გადაყვანა მოხდა, ლეგალურად სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი სხვა ბენეფიციარების ინტერესების გათვალისწინებით. მეორე შემთხვევაზე ვინაობას თუ გვეტყვით, მოვიძიებთ საჭირო ინფორმაციას, რატომ მოხდა მისი ჩარიცხვა პანსიონატში. ზოგადად კი გეტყვით, რომ გამონაკლისებს მხოლოდ იმ შემთხვევბში უშვებს ჩვენი უწყება, როცა სახელმწიფო რისკები არსებობს.რაც შეეხება მორატორიუმს, მიმდინარეობს დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვის პროცესი, დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით. უნდა განვითარდეს ოჯახური ტიპის დაწესებულებები. ქუთაისის პანსიონატზე გიდასტურებთ, რომ იქ მიმდინარეობს ჩარიცხვა, თბილისისგან განსხავებით - აცხადებენ უწყებაში. „პრაიმტაიმი ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორსაც დაუკავშირდა. დარეჯან თომაძემ მორატორიუმის შესახებ კომენტარისგან თავი შეიკავა. აღნიშნა, რომ მისი მოვალეობა პანსიონატის ბენეფიციარების მოვლაა. ავტორი: თამარ ბუჩუქუკური

---

 

19.04.2019

მედიასაშუალება: http://ghn.ge/news/224841

კორუფციული რისკები ჯანდაცვაში... ე.წ. „ატკატების“ თემა გააქტიურდა - სერგო ჩიხლაძე

რესპოდენტის შესახებ სერგო ჩიხლაძე - ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი "ჯი-ეიჩ-ენი" ესაუბრა ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, სერგო ჩიხლაძეს. - ბატონო სერგო, პირველი კვარტალი მიიწურა რა მდგომარეობაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. როგორც პრაქტიკა აჩვენებს ყოველწლიურად მრავალმილიონიანი დავალიანება აღინიშნება ამ პროგრამაში. შეიძლება თუ არა რომ, წელსაც მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება? - პირველი 3 თვის მონაცემებით, ე.წ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კვლავ დეფიციტურია. ხაზინის მონაცემებით, გამოყოფილი წლიური 754 მილიონიდან, უკვე გახარჯულია 210 მილიონი ლარი. 3 თვის ხარჯვის ტემპი აჩვენებს, რომ წლის ბოლოს დაახლოებით, 100 მილიონი ლარის დეფიციტი შეიქმნება. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ ამ თანხაში და ხარჯვის ამ მაჩვენებელში არ შედის 4-6-თვიანი დავალიანებები სამედიცინო დაწესებულებებისადმი და სამედიცინო პერსონალისადმი, რაც ჯანდაცვის სამინისტროს უგროვდება ყოველწლიურად. თუ ამ ხარჯებსაც დავთვლით, დეფიციტი დაახლოებით 2.5-3 ჯერ მეტი იქნება. - ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ისმის კლინიკების მიმართ სოლიდური დავალიანებების შესახებ. რა კონკრეტულ საფრთხეებს მოიცავს მსგავსი მრავალთვიანი დავალიანებების არსებობა? - დიდი დავალიანებები სამედიცინო დაწესებულებებს ფუნქციონირების სერიოზულ საფრთხეს უქმნის, რადგანაც, მსგავსი მრავალთვიანი დავალიანებების შემთხვევაში, დაწესებულებამ რომ ფუნქციონირება არ შეწყვიტოს, „ეკონომია“ ხდება პერსონალის ხელფასებზე, შესასყიდი სამედიცინო და სახარჯი მასალის ხარისხზე, ასევე ხდება იმ მომსახურებაზე ფასის მატება იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებიც არ არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ეს ყველაფერი კი პირდაპირ ურტყამს სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს და პაციენტის ჯიბეს. საბოლოო ჯამში, ზარალდება, როგორც პაციენტი, ასევე - სამედიცინო პერსონალი. განსაკურებით მძიმე დღეში არიან საშუალო და შედარებით მცირე სამედიცინო დაწესებულებები. რადგანაც ქსელურ კლინიკებს, რომლებსაც ზურგს უმაგრებს ფარმაცევტული წარმოება, აფთიაქები, სადაზღვეოები, ბანკი და ა.შ. შეუძლიათ თანხების გადათამაშება, მობილიზაცია და სხვა სამედიცინო დაწესებულებებზე უპირატეს მდგომარეობაში არიან, თუმცა პრობლემები მათაც ექმნებათ. ეს, სხვათა შორის, არასამართლიან და არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოსაც ქმნის სამედიცინო ბაზარზე. გარდა ამისა, აღნიშნული ვითარება კორუფციის სერიოზულ საფრთხეს აჩენს. -კორუფციის საფრთხე რომ დააკონკრეტოთ... - დროულად ან დავალიანების თანხის ან თანხის ნაწილის გადმორიცხვის სანაცვლოდ ე.წ. „ატკატების“ თემის გააქტიურება შეინიშნება. შეგახსენებთ, ასევე, რომ ერთი სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს თითქმის 4 მილიარდ ლარს. ანუ 1 სამინისტრო აკონტროლებს მთელი სახელმწიფო ბიუჯეტის მესამედს. ფაქტობრივად, მივიღეთ თავკომბალა სამინისტრო, რომელშიც არაფერი კონტროლდება. 2015 წლის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის აუდიტის შედეგებიც კი აღარ გამოქვეყნებულა.

---

 

19.04.2019

მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=22293

აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს

აბასთუმანში, იმ შენობას, სადაც 12 წლის განმავლობაში ტუბერკულუზით დაავადებულებს მკურნალობდნენ ანგრევენ. მედპერსონალი კი ახალ, ფილტვის სარეაბილიტაციო ცენტრში გადასასვლელად ემზადება. აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს შენობის ნაწილი უკვე დანგრეულია. ტერიტორიაზე, სადაც მძიმე ტექნიკა მუშაობს, „სამხრეთის კარიბჭე” არ შეუშვეს. აქ ადგილს სასტუმროს ასაშენებლად ამზადებენ. „ჯერ პროექტი ჩვენ არ გვაქვს, რომ ზუსტად ვიცოდეთ როგორი იქნება შენობა, მაგრამ თანამედროვე და გრანდიოზული სასტუმრო რომ იქნება, ეს ვიცით“, – გვითხრეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში. აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს 15 თებერვლას ტუბსაავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია აქუციონის წესით მართლაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ იყიდა. 16004.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც ერთი შენობა–ნაგებობაა განთავსებული, 2974.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნანგრებვი, ასევე, 4607.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 3 485 000 ლარად შპს „სანაპიროს ხედმა“ შეიძინა. მისი 100%–იანი წილის მფლობელი სააქციო საზოგადოება „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია“. ეს კომპანია პანამაშია რეგისტრირებული. რაც შეეხება მის ივანიშვილთან კავშირს, ამის შესახებ 2017 წელს, თბილისში იპოდრომთან დაკავშირებული საკითხების დროს გაირკვა. ოთხ ზონად დაყოფილ ტერიტორიას იპოდრომთან შპს „ინვესტალ კაპიტალი“ ფლობს, „ინვესტალ კაპიტალის“ 100%–იანი წილის მფლობელი კი სწორედ სააქციო საზოგადოება „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია“. აბასთუმანში ტუბსაავადმყოფო პაციენტებისთვის სამკურნალოდ მარტში, მანამდე დაიკეტა, ვიდრე ახალ სარეაბილიტაციო ცენტრს გახსნიდნენ. საავადმყოფოში მკურნალი 25 პაციენტიდან, 18 სახლში გაუშვეს და ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაიყვანეს, ექვსი თბილისში ტუბერკულიოზისა და ფილტვით დაავადებულთა ეროვნულ ცენტრში, ერთი კი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. ამ დროისათვის, ახალ ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრში ეზოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და შენობაში კი მალე ახალ ინვენტარს შეიტანენ. სარეაბილიტაციო ცენტრი მუშაობას სავარაუდოდ მაისის ბოლოდან დაიწყებს.

---

 

19.04.2019

მედიასაშუალება: https://marshalpress.ge/archives/231384

უსახლკარო და ონკოლოგიური პაციენტი მე-4 დღეა ღამეს ქუჩაში ათევს

ონკოლოგიური პაციენტი, რომელსაც საცხოვრებელი არ გააჩნია მე-4 დღეა ღამეს ქუჩაში ათევს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. “ვლადიმერ ვარდიაშვილი, დაბადებული 1954 წ. ონკოლოგიური პაციენტი, არ გააჩნია საცხოვრებელი, არის სოციალურად დაუცველი, უჭირს გადაადგილება. მე-4 დღეა ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებს, სკვერში, მისამართზე დავით აღმაშენებლის 136, ავტობუსის გაჩერებასთან. ყოველდღე გამოძახებული არის პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სოციალური სააგენტოს მუშაკები, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო …. მაგრამ ეს ადამიანი კვლავაც – ყოველ ღამე ათენებს, წვიმაში, ბეტონზე.” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელმაც ინფორმაცია და ფოტომასალა გაავრცელა.

---

 

19.04.2019

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/tbilisshi-shezghuduli-shesadzleblobebis-mkone-pirta-dasakmebis-porumi-gaimarta

თბილისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გახსნა. დასაქმების ფორუმს ასევე ესწრებოდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი ლიკა კილაძე და სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი. „თბილისი მოლის“ მხარდაჭერით გამართული ფორუმის მიზანს შშმ პირთა დასაქმებისა ხელშეწყობა წარმოადგენდა. დასაქმების ფორუმზე, შშმ პირებს აქტიური ვაკანსიები 20-ზე მეტმა საშუალო და მსხვილმა კომპანიამ შესთავაზა. მათ შორის იყვნენ: „დიო“, „ნიკორა“, „კარფური“, „კომფორტი“, „ჯეოჰეარი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, „გეფა“, სასტუმრო „შერატონი“, „ჰოთ თრეველი“, „ვენდისი“ აჭარა ჯგუფი, ემ გრუპი და სხვა. სამუშაოს მაძიებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არსებულ ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნენ და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარეს. ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და სერვისები დეტალურად გააცნეს. სახელმწიფო კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასა და მათ შემდგომ ინტეგრაციას.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/thbilisshi-shezghuduli-shesadzleblobebis-mqone-pirtha-dasaqmebis-phorumi-gaimartha/

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=82297

აიბიზნეს.ჯი- http://ibusiness.ge/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AB/

კვირა.ჯი- http://kvira.ge/463919

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1555677124-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90

---

 

19.04.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/358084/

„160 ლარი თვეში“ — რატომ არ ცვლიან საარსებო მინიმუმის დადგენის გზას

რას ნიშნავს საარსებო მინიმუმი და როგორ ითვლება ის ახლა? შეიძლება თუ არა დათვლის ხერხი შეიცვალოს, და თუ შეიძლება -როგორ? რა მნიშვნელობა აქვს ამ მაჩვენებელს? როგორ ებმის საარსებო მინიმუმი სოციალურ პოლიტიკას? რას მისცემს და რა გამოწვევების წინაშე დააყენებს სახელმწიფოს საარსებო მინიმუმის სხვანაირად გამოანგარიშება? საქსტატის გაანგარიშებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი, 2019 წლის მარტის მონაცემებით, 160 ლარი და 50 თეთრია, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი — 304 ლარი. ამ თანხით ცხოვრება მოსახლეობის ნაწილისთვის წარმოუდგენელია, ნაწილისთვის – გაუსაძლისი. იმის მიუხედავად, რომ მთავრობის წევრების ნაწილი წლებია აცხადებს, რომ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შეცვლას ემხრობა, ამ მაჩვენებელს წლებია იმავენაირად ითვლიან. „ვის ეყოფა, რას ეყოფა“? 68 წლის ვახტანგი თბილისში მეუღლესთან, შვილთან და მის ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს — ოჯახში ექვსნი არიან. საქსტატის გამოანგარიშებით, ექვსსულიანი და მეტი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი 427 ლარია, თუმცა ვახტანგი ამბობს, რომ მის ოჯახს მხოლოდ ეს თანხა რომ ჰქონდეს თვეში, ფაქტობრივად, არაფერში ეყოფოდა. „ჩემი წამლების შემხედვარე, აბსურდია, ეგ თანხა რამეში გვეყოს. ძირითადად წამლებზე მეხარჯება“. იგი გვიამბობს, ძროხის, ღორის, ქათმის ხორცისა და თევზეულის (რაც სამომხმარებლო კალათშია) ფუფუნება თვეში ერთი-ორჯერ თუ გვექნებაო. 200-ლარიანი პენსია, რაც მას და მის მეუღლეს აქვთ, როგორც ამბობს, ფაქტობრივად, არაფერში ჰყოფნით. „ვერც ორსულიანი ოჯახი იცხოვრებს თვეში 256 ლარად და 80 თეთრად“, — ამას 60 წლის ნატა კობახიძე გვეუბნება. „რომ დავრჩეთ ამ თანხაზე, არაფრით არ მეყოფა. თვეში 250-300 ლარამდეა კომუნალურები. ისე, შემოსავალს ძირითადად საკვებში ვხარჯავ. ყველაფერი გაძვირებულია“, — ამბობს ის. ორივე მათგანმა მოისმინა ინფორმაცია საარსებო მინიმუმის ახალი მონაცემების შესახებ, თუმცა ეჭვი ეპარებათ, ეს რიცხვები რეალობას ასახავდეს. „რანაირად გამოთვალეს ეს რიცხვები“? — კითხულობს ვახტანგი. როგორ ითვლიან ახლა? ეს კითხვა ბევრს უჩნდება. ხოლო სპეციალისტების ნაწილი, ვინც საარსებო მინიმუმის დადგენის საქსტატისეულ/მთავრობისეულ გზას იცნობს, მის ხარვეზებზე მიუთითებს და ამბობს, რომ სხვანაირად დათვლით, შესაძლოა, განხვავებული რიცხვები მივიღოთ. საარსებო მინიმუმს საქსტატი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. სასურსათო კალათას უწოდებენ პროდუქტების ერთობლიობას, რომელიც, საქსტატის თანახმად, შეიცავს ადამიანისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების (კალორიების, ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების) რაოდენობას. სასურსათო კალათა ამჟამად სასურსათო კალათში 40 პროდუქტია შეტანილი, დაწყებული ხორბლის პურით, დასრულებული ჩაით. ამ პროდუქტების წონები ისეა გადანაწილებული, რომ ადამიანს დღიურად 2300 კილოკალორია (კკალ — ენერგიის ერთეული) გამოუვიდეს. საქსტატი ჯერ ანგარიშობს კალათაში შესული თითოეული პროდუქტის საშუალო ფასს ქვეყანაში (5 ქალაქში ფასებზე დაკვირვების შედეგად), ამის შემდეგ კი- სასურსათო კალათის თვიურ შუალედურ ღირებულებას; შევაჭრების კოეფიციენტი ამ მონაცემს ამრავლებენ „შევაჭრების კოეფიციენტზე“, რასაც 0.865-ად განსაზღვრავენ, რაც ნიშნავს, რომ თვიურ შუალედურ ღირებულებას 13.5%-ით ამცირებენ. შევაჭრების კოეფიციენტზე გამრავლება ნიშნავს, რომ საქსტატი უშვებს, ადამიანები პროდუქტებს საბაზროზე 13.5%-ით ნაკლებს იხდიან პროდუქტებში შევაჭრების შედეგად [თუმცა სუპერმარკეტების ზრდის ფონზე, უცნობია, მოსახლეობის რა ნაწილი ახერხებს, შევაჭრების შედეგად ფასდაკლებით იყიდოს პროდუქტი]. რაც ზემოთ აღწერილი გაანგარიშებების შედეგად მიიღება, ის რიცხვი არის მინიმალური სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულება. არასასურსათო კალათა არსებობს ცნება — არასასურსათო კალათა, რომელსაც მეთოდოლოგია არ აზუსტებს, ანუ საქსტატი არ აღწერს, თუ უშუალოდ რა შედის არასასურსათო კალათში. არასასურსათო კალათა იდეაში ნებისმიერ არასასურსათო ხარჯს გულისხმობს, აუცილებლად საჭირო ნივთსა თუ მომსახურებებას, — კომუნალურ გადასახადებს, მედიკამენტებს, ტანსაცმელს, პირადი ჰიგიენის ნივთებს, ტრანსპორტირებას, კომუნიკაციას და ა.შ. კალათის ზომა განისაზღვრება უბრალო პროპორციით, ანუ არასასურსათო კალათის ღირებულება იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა არის სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულება. ეს პროპორცია საქართველოში არის 70/30. ეს ნიშნავს, რომ თუკი მინიმალური სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულება, პირობითად, 70 ლარია, არასასურსათო კალათისთვის 30 ლარი გამოიყოფა; თუ კალათის ღირებულება 140 ლარი იქნება, არასასურათო კალათისთვის ავტომატურად გამოიყოფა 60 ლარი. 2019 წლის მარტის მონაცემებით გამოდის, რომ ოთხსულიანმა ოჯახმა, რომლის საარსებო მინიმუმად განსაზღვრულია 321 ლარი, საკვებისთვის უნდა იმყოფინოს 224 ლარი და 70 თეთრი, ხოლო დარჩენილი 96 ლარი და 30 თეთრი ყველაფერი დანარჩენისთვის უნდა გამოიზოგოს. სწორედ ამ ორი მაჩვენებლის, სასურსათო და არასასურსათო კალათის ჯამი გვაძლევს საარსებო მინიმუმს. რა პრობლემაა საარსებო მინიმუმის ასე დათვლაში? როგორც ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, ის პროპორცია, რასაც ამჟამად საქართველოში სასურსათო-არასასურსათო ხარჯებზე ანაწილებენ — 70/30 — მოძველებული და არასამართლიანია. უსამართლო პროპორცია მისი თქმით, ეს რიცხვები 1990-იან წლებში აიღეს, როდესაც მოსახლეობა გაცილებით მეტს ხარჯავდა სურსათში, ვიდრე ახლა. „ცხოვრების დონე იზრდება. ცხადია, რომ ადამიანები თანხის 70%-ს კვებაზე აღარ მოიხმარენ. არასამართლიანია, რომ არასასურსათო ხარჯებს 30%-იან წილს მიაკუთვნებენ, რადგან ეს რეალობაში ასე არ არის. ამ პროპორციას საფუძველი არ აქვს“, — გვეუბნება იგი. საქსტატის მონაცემებით, შინამეურნეობების სასურსათო ხარჯების წილი მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში 2017 წელს 41.4% იყო. ეს ნიშნავს, რომ ხარჯების საშუალოდ 41.4%-ს ხარჯავდნენ სურსათში და არა 70%-ს, როგორც ამას საარსებო მინიმუმის არსებული მეთოდოლოგია ითვალისწინებს. სასურსათო ხარჯების წილის შესახებ მონაცემები 2007 წლიდანაა ხელმისაწვდომი და ჩანს, რომ ეს პროცენტული წილი მცირდება. 2007 წელს სასურსათო ხარჯების წილი 55.9% იყო, 2017 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 14.5 პროცენტული ერთეულით იყო შემცირებული. შეიძლება სხვანაირად დათვლა? მაკალათიას თანაავტორობით მომზადებულ კვლევაში, — „საარსებო მინიმუმის კვლევის მეთოდოლოგიური ხარვეზები, მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობის ოპტიმიზაცია და საარსებო მინიმუმის გაანგარიშება“, — რომელიც 2014 წელს ჩატარდა USAID-ის დაფინანსებით, პროპორცია სასურსათო და არასასურსათო ხარჯებს შორის განსაზღვრულია 55/45-ად. კვლევა ასევე ამბობს, რომ უმჯობესი იქნება, ფასებს დააკვირდნენ არა მხოლოდ 5, არამედ 8 ქალაქში; ფასების იმპუტაციის (ანუ სეზონური ფასების ხელოვნურად იმიტირების, პირობითი ფასების გაანგარიშების) ნაცვლად, რასაც ამჟამად მიმართავენ, შემოიღონ „ზაფხულისა და ზამთრის“ კალათები; არასაკმარისი კალორიები ირაკლი მაკალათიას თანახმად, კალორიების ის რაოდენობა, რაც ახლაა საკმარისად მიჩნეული — 2300 კკალ — არასაკმარისია და 2500-მდე უნდა გაიზარდოს. აშშ-ის დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ოფისის (სახელმწიფო უწყება) მონაცემების თანახმად, კალორიების საჭიროება თითოეული ადამიანისთვის განსხვავებულია და დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, სიმაღლეზე, წონაზე, ფიზიკური აქტივობის დონესა და სხვა ცვლადებზე. ამ ცვლადების გათვალისწინებით, 19-დან 40 წლამდე კაცებს, სულ მცირე, 2400-2600 კკალ ესაჭიროებათ (საშუალო და მაღალი აქტივობის ადამიანებს კი- 2800 და 3200) , იმავე ასაკის ქალებს -1800-2000; საქსტატი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 2300 კკალ-ს იღებს ორიენტირად. მაკალათიას თანახმად, კალორიების რაოდენობა 2500-მდე მაინც უნდა გაიზარდოს. ამასთან ერთად კი მინიმალური სასურსათო კალათის გამრავალფეროვნება იქნება საჭირო. „არსებულ კალათაში მნიშვნელოვანი პროდუქტები არ შედის, მაგალითად, მწვანილი, ბანანი და მრავალი სხვა. ამასთან, მაღალ ხვედრით წილს ანიჭებენ დაბალფასიან პროდუქტს, არადა აჯობებს, რომ, მაგალითად, ხორცის მასა გაიზარდოს და ჭარხლისა შემცირდეს“, — განმარტავს იგი. მისი თქმითვე, კალათის გამრავალფეროვნება მის ღირებულებას ავტომატურად გაზრდის. რა რიცხვს მივიღებდით საარსებო მინიმუმის ასე დათვლით? ამ ყველაფრის (სასურსათო-არასასურსათო ხარჯების გადანაწილება 55/45 პროცენტზე, მინიმალური სასურსათო კალათის შევსება, კალორიების 200-ით გაზრდა) გათვალისწინებით მიღებული რიცხვი 2014 წლის აპრილისთვის, აღნიშნული კვლევის თანახმად, შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 309 ლარი იყო. იმავე თვეში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დათვლილი საარსებო მინიმუმი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის ორჯერ ნაკლები — 155.6 ლარი იყო (საშუალო მომხმარებლისთვის კი გაცილებით ნაკლები — 137.8 ლარი). საარსებო მინიმუმი — ორიენტირი რატომ არის საარსებო მინიმუმი მნიშვნელოვანი და როგორ ებმის ეს მაჩვენებელი სოციალურ პოლიტიკას? საქართველოს კანონმდებლობა საარსებო მინიმუმს განსაზღვრავს, როგორც ორიენტირს ხელფასების, პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმუმის განსაზღვრისთვის; ასევე, მოსახლეობის „ნაკლებად უზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრისა“ და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებისათვის. როგორც მაკალათია განმარტავს, თუკი სახელმწიფო აღიარებს, რომ საარსებო მინიმუმი გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რასაც ახლა გვეუბნებიან, მას სოციალური ვალდებულებები დაეკისრება — პენსიის გაზრდა, შემწეობების მომატება, მინიმალური ხელფასის აწევა; მისი აზრით, სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც არ იცვლება მეთოდოლოგია: “[რეალურ] საარსებო მინიმუმს თუ შეადარებენ მოსახლეობის შემოსავლებს, სიღარიბის დონეც გაიზრდება, ამ რეალობის აღიარებისთვის კი სახელმწიფო პოლიტიკურად მზად არ არის“, — ამბობს იგი. 2005 წლის ბრძანებულებით კი მინიმალურ ხელფასად 135 ლარია განსაზღვრული, თუმცა მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულთათვის. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წელს ბრძანებულების [რომელიც დღემდე მოქმედებს] თანახმად, თვიური მინიმალური ხელფასი 20 ლარია; ნახეთ ასევე ნეტგაზეთზე: რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი – 1125 ლარი როგორ ითვლიან საშუალო ხელფასს საქართველოში – მხარეთა დამატებითი არგუმენტები რას ამბობს საქსტატი? მთავრობა? ნეტგაზეთმა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჰკითხა, ამჟამად რა არგუმენტი უმაგრებს ზურგს სასურსათო/არასასურსათო ხარჯების წილად 70/30 პროპორციის განსაზღვრას, რაზეც გვიპასუხეს: „საქსტატი ეთანხმება და მზადყოფნას გამოთქვამს საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის სრულყოფასთან დაკავშირებულ განხილვებში ჩართვისათვის“. თუმცა მსგავსი შინაარსის განცხადებები წლებია ისმის. ნეტგაზეთის კითხვაზე, თუკი არსებობს კონსენსუსი, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის გზა მოძველებულია, რა უშლის ხელს ამის შეცვლას; ან საქსტატს თუ ჰქონია ინიციატივა საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკაში ცვლილების შესატანად, გვიპასუხეს: „გამომდინარე იქიდან, რომ საარსებო მინიმუმის საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული მოსახლეობის კეთილდღეობის პოლიტიკის გატარებასთან, აღნიშნული სამუშაოების კოორდინირება სცილდება საქსტატის კომპეტენციას. ამასთან, საქსტატი აპირებს საარსებო მინიმუმთან მიმართებაში სამუშაო დისკუსიების გამართვას რამდენიმე დაინტერესებულ მხარესთან უახლოეს მომავალში“. ამასთან, „ის, თუ რა ზომით იმოქმედებს [როგორ და რამდენად შეცვლის] მეთოდოლოგიური ცვლილებები საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის სიდიდეზე, დამოკიდებული იქნება სწორედ დაინტერესებული მხარეების მიერ გამართულ განხილვებზე და მიღწეულ შეთანხმებებზე“, — მოგვწერეს საქსტატიდან. „ამასთან, მხედველობაში მისაღებია იმ ფაქტიც, რომ საარსებო მინიმუმი ახლოს უნდა იყოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონესთან“, — მისწერეს ნეტგაზეთს საქსტატიდან. ჯანდაცვისა და შრომის მინისტრმა დავით სერგეენკომ 16 აპრილს, მას შემდეგ, რაც საარსებო მინიმუმზე მარტის მონაცემები გამოქვეყნდა, განაცხადა: „სულ იყო მსჯელობა, რომ მეთოდოლოგია გადახედილიყო, რამე სხვა დამტკიცებული მეთოდოლოგია მიგვეღო, რასაც მეც ვეთანხმები“. ნეტგაზეთი 17 აპრილს დაუკავშირდა სამინისტროს პრესსამსახურს კითხვებით, — რა უშლის ხელს ამ მეთოდოლოგიის შეცვლას, როგორ წარმოუდგენიათ მისი ცვლილება, უნდა შეიცვალოს თუ არა ახლანდელი 70/30 პროპორცია, გაუქმდეს შევაჭრების კოეფიციენტი, თუმცა სამინისტროსგან პასუხი ვერ მივიღეთ.

---

 

19.04.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/anzor-melia-akaki-zoidzes-mimartavs-vtxov-marto-parlamentshi-ar-ijdes/32838

ანზორ მელია აკაკი ზოიძეს მიმართავს: ვთხოვ, მარტო პარლამენტში არ იჯდეს

„დღე არ გავა, რომ არ მომმართოს ორმა-სამმა ექთანმა, ვინც არ მუშაობს და სამსახური უნდა. საქმე იმაშია, რომ კლინიკები ექთნების კვალიფიკაციაზე არ ზრუნავენ, ექთნებს ანა-ბანას არ ასწავლიან,“ - ამის შესახებ კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა ანზორ მელიამ „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა. ანზორ მელიამ ამ განცხადებით აკაკი ზოიძეს უპასუხა. როგორც ზოიძემ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, კლინიკებს ექიმების სიჭარბე და ექთნების მწვავე დეფიციტი აქვს. კლინიკის დამფუძნებელმა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა. „ზოიძეს ვთხოვ, მარტო პარლამენტში არ იჯდეს. მოიაროს ტრადიციული კლინიკები, გაესაუბროს დირექტორებს, ექიმებს და მიხვდება. მხოლოდ სტატისტიკით ის აზრს ვერ გამოიტანს,“ - განაცხადა ანზორ მელიამ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ექთნების მწვავე დეფიციტი გვაქვს - ერთი ექთანიც კი არ მოდის ერთ ექიმზე, როცა ერთ ექიმზე 3 ექთანი უნდა მოდიოდეს. როგორც ზოიძემ აღნიშნა, ექთნების მოთხოვნა როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ არის.

---

 

19.04.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=202992-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98,%20%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98

"გამოუცდელი ვიყავი და ვენდე საქართველოს ჯანდაცვას ... უბრალოდ დრო დავკარგეთ" - 30 წლის ხატია რაზმაძის ისტორია

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 30 წლის ხატია რაზმაძის ისტორიას. ხატია რაზმაძე, 30, ბოლნისი „ნიკოლოზმა მთლიანად შეცვალა ჩვენი ოჯახის ცხოვრების რეჟიმი და მეც ახალი პროფესია მაპოვნინა. 4 თვის იყო, როცა თანდაყოლილი გლაუკომის დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ ასაკითაც პატარა ვიყავი, გამოუცდელი და ვენდე საქართველოს ჯანდაცვას. 6 თვისას პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. შემდეგ მეორეც მალევე გაუკეთდა და წელიწადნახევარი ვმკუნალობდით. 4 წლის ხდებოდა, როცა შევამჩნიე მარცხენა თვალზე თეთრი წერტილები და მივხვდი, რომ ექიმების პროგნოზის საპირისპიროდ მდგომარეობა უარესდებოდა. ყველაზე დიდი პრობლემა იყო ექიმსა და პაციენტის მშობლებთან კომუნიკაცია, რაც ზოგადად მშობლის გაძლიერებას უწყობს ხელს, რომ მან თავის მხრივ შვილიც გააძლიეროს. მუდმივად ვსვამდი შეკითხვებს, რომლებზეც პასუხს ვერ ვიღებდი. მე, როგორც მშობელს მაინტერესებდა, რისი იმედი უნდა მქონოდა, რისი მოლოდინი. ახლა ვთვლი, რომ ეს პერიოდი უბრალოდ დრო დავკარგეთ. შესაძლოა ნიკოლოზის სრული გამოჯანმრთელება ვერ მომხდარიყო, მაგრამ ეს შედეგიც არ დადგებოდა: თურქეთში ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ნიკოლოზს 4 წლის ასაკში ენუკლეაციის (თვალის ამოღება. ავტ. შენიშვნა) ოპერაცია ჩაუტარდა. თურქეთში მკურნალობის შედეგად მარჯვენა თვალი გადავურჩინეთ. ნიკოლოზი ახლა 8 წლისაა და მცირედმხედველის სტატუსის მქონეა, მარჯვენა თვალში -12 მხედველობა აქვს და მხოლოდ ერთი მეტრის რადიუსში შეუძლია საგნების აღქმა. მცირე ასაკიდან იმდენი ქირურგიული ჩარევა გადაიტანა, შეეჩვია უკვე თავის მდგომარეობას. ახლა 8 წლისაა და ძალიან ბევრი სიფრთხილე მართებს. მაგალითად აკრძალული აქვს სპორტის სახეობები, არადა თვითონ ისე უნდა! გარშემომყოფი ბავშვები გაფრთხილებული მყავს, რომ ბურთით თამაშისას ნიკოლოზს განსაკუთრებით გაუფრთხილდნენ. ერთხელ გააპროტესტა, წრეში ბურთის თამაშის დროს მე რატომ არ მესვრიან ძლიერად ბურთსო. ექიმებმა აგვიკრძალეს ასევე ანდროიდებისა და ტელევიზორის მოხმარება. არადა 21-ე საუკუნეში რთულია ბავშვს ეს ყველაფერი დაუშალო. ჩვენ ოჯახში ცხოვრების სტილიც შევცვალეთ - ნაკლებად ვუყურებთ ტელევიზორს. ხშირად ხდება, რომ ოჯახში სადაც შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვია, ქმრები ან ტოვებენ ოჯახს ან ბავშვის მოვლა მხოლოდ დედის პასუხისმგებლობაა. ძალიან გამიმართლა ამ მხრივ. ჩემი ქმარი, გიორგი ყოველთვის ჩართული იყო ნიკოლოზის მოვლაში და ერთი წუთითაც არ მოგვცილებია გვერდიდან ოპერაციების და მკურნალობის ეტაპზე. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ. ბავშვის მოვლაშიც გიორგის ყველაზე მეტად ვენდობი. თუ მიწევს ტრენინგზე წასვლა სხვა რეგიონში, ბავშვებს გიორგის ვუტოვებ. ნიკოლოზი მედიკამენტოზურ მკურნალობას მუდმივად საჭიროებს, ასევე მისი თვალის პროთეზი პერიოდულად დასამუშავებელია. ეს პროცედურები მხოლოდ ჩემი ქმრის პასუხისმგებლობაა. მე პროფესიით ბიოლოგიის მასწავლებელი ვარ და ბოლნისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში ვასწავლი. როცა ნიკოლოზი სასკოლო ასაკის გახდა, ძალიან მინდონდა ინკლუზიურ სკოლაში ესწავლა. ერთადერთი სპეციალიზირებული სკოლა, სადაც უსინათლოებისა და მცირედმხედველებისთვის ადაპტირებული გარემოა, თბილისშია. ნიკოლოზი ისე იყო ჩვენზე მოკედლებული, რომ ბავშვის და ჩვენი ფსიქოლოგიური მდომარებისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა მისი სკოლა-ინტერნატში გაშვება. არადა გარშემო ყველა მირჩევდა, სპეციალიზირებული სკოლით მესარგებლა. თუმცა მაინც გამოვიყენე ინკლუზიური განათლების შესაძლებლობა და ბოლნისში იმ სკოლაში მოვიყვანე, სადაც მე ვასწავლი. ამ გადაწყვეტილებას კიდევ მეორე მიზეზი ქონდა: რადგან ნიკოლოზმა მომავალი ამ ქალაქში უნდა გაატაროს, თბილიდან დაბრუნებულს ძალიან გაუჭირდება თავის ტოლებში ადაპტირება, უცხოდ იგრძნობს თავს და იზოლაციაში ცხოვრებისთვის იქნება განწირული. ამ სკოლაში კი თავის თანაქალაქელებთან იზრდება, ყველა იცნობს, მეგობრობენ და მისი, როგორც „განსხვავებულის“ ან „უცხოს“ აღქმის რისკები თითქმის არ არსებობს. თუმცა უდიდეს სირთულეს წავაწყდი. სკოლა, რომელიც ღიაა ინკლუზიური განათლებისთვის სრულიად გამოუცდელი დახვდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეს. პედაგოგებს კი ქონდათ გავლილი ინკლუზიური განათლების საფუძვლები, მაგრამ არ არსებობდა სეპც.მასწავლებელი, რომელიც ბავშვის საჭიროებებს მოარგებდა სასწავლო პროცესს. რაიონის მასშტაბით არ არსებობდა ასეთი სპეციალისტი. სხვათა შორის ამის გამო ჩვენს რეგიონში რამდენიმე უსინათლო მოზარდი მოკლებულია განათლების უფლებას. აქ ვხედავ ზუსტად ჩვენი განათლების სისტემის შეცდომას: ჯერ ინკლუზიის შესახებ მიიღეს კანონი და მერე დაიწყეს სპეც.პედაგოგების მოძიება. ეს კი ძალიან აფერხებს სკოლას, მშობელს და ცხადია მოსწავლის განვითარებასაც. ამიტომ გადავწყვიტე მე თავად გავმხდარიყავი სპეც. მასწავლებელი ჩემი შვილისთვის და ტრენინგი გამევლო. გასულ წელს მონაწილეობა მივიღე გერმანელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ სასერთიფიკატო კურსში და გავხდი მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტი. ეს სპეციალობა მოიაზრებს უსინათლო და მცირედმხედველი მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის ისეთი უნარ-ჩვევების დასწავლას, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს საყოფაცხოვრებო პირობებში დამოუკიდებლად იცხოვრონ და თავი იხსნან იზოლირებულობისგან. მაგალითად გასწავლის, როგორ მოიხმარო თეთრი ხელჯოხი, სივრცის აღქმას, ბარიერების იდენტიფიცირებას. მახსოვს, როცა ეს ცოდნა პირველად ნიკოლოზთან გამოვიყენე, რა უცებ მივიღე შედეგი. ნიკოლოზი ისე ფრთხილად დადიოდა, გარშემო ყველგან ბარიერი ეგონა. გვერდით თუ ვინმე ჩაუვლიდა, შფოთვები ეწყებოდა. ჯერ სკოლის დერეფნები შევასწავლე: ერთ გაკვეთილზე ერთი კედლის სივრცითი აღქმა, მეორეზე- მეორე კედლის. ბოლოს დავალება მივეცი, ამ დერეფანში დამოუკიდებლად გაერა. (მანამდე ხელჩაკიდებული დამყავდა სულ). ადგა და გაიქცა და გამოიქცა და ბედნიერმა მითხრა, რამდენი ხანია ასე მინდოდა ამ დერეფანში მერბინაო. სივრცეში ორიენტაციის სწავლების პარალელურად სასწავლო მეთოდოლოგიაც ვისწავლე. ფაქტობრივად სიბნელეში ხელის ცეცებით და ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან შეგროვებით ვსწავლობდი, როგორ გამემარტივებინა ჩემი შვილისთვის სასწავლო პროცესი. ნიკოლოზი ჩვეულებრივ ბადიან ან ცალხაზიან რვეულს როგორც სუფთა ფურცელს, ისე აღიქვამდა. ამიტომ მე ხელით, კონტრასტული მარკერით ვუხაზავდი, რომ მწკრივში წერა შეძლებოდა. მერე აღმოვაჩინე, რომ არსებობს გამადიდებელი წამკითხველი ხელსაწყო, რომელმაც კითხვის პროცესი ძალიან გაამარტივა. ისეთი არამეგობრული შრიფტითაა დაწერილი სასკოლო წიგნები, ბავშვს კი არა, უფროსსაც გაუჭირდება ხანდახან აღქმა. პრაქტიკულად სულ ნიკოლოზის გვერდით მიწევს ყოფნა. მასთან უშუალო მუშაობის გარდა, სკოლის პედაგოგებისთვის გამოცდილების გაზიარებითაც ვარ დაკავებული. ნიკოლოზის ყველა მასწავლებელს ახლა სპეც-პედაგოგის საბაზისო უნარები აქვთ. მაგრამ ამას ჩვენს თემში ჩვენ თვითონ ვახერხებთ. სახელმწოფოს თანადგომას კი ვერ ვრძნობთ. მე პირადად ჩემი ბევრი პირადი ინტერესი და ავტონომიურობა დავთმე ნიკოლოზის სასარგებლოდ. არადა როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვისაც, ჩემი ოჯახისთვის და ნიკოლოზის განვითარებისთვისაც ძლიერი და მცოდნე ინსტიტუციების მხარდაჭერა. დიდი სურვილი მაქვს ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რაც დავაგროვე მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტის კურსის გავლით და მინოლოზთან მუშაობით, გამოვიყენო ამ საჭიროების მქონე დასახმარებლად ჩვენს რაიონში. ამჯერად 15-მდე ასეთი საჭიროების ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც იზოლირებულები არიან გარესამყაროსგან. იდეა მაქვს ბოლნისში შევქმნა ცენტრი, სადაც უსინათლოები მიიღებენ ჩემი დახმარებით ამ მომსახურებას ადგილზე, რაც მათ დაეხმარებათ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში.“

---

 

 

ბეჭდვითი მედია

22.04.2019

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

პოლიტიზებული საარსებო მინიმუმი ანუ როგორ უნდა ეყოს 4-სულიან ოჯახს თვეში 288 ლარი?!

250 გ ხორბლის პური, 20 გ ლობიო, 10 გ ღორის ხორცი, 20 გ ყველი, ნახევარი კვერცხი, 150 გ კარტოფილი და 5 გრამი მურაბა ან ჯემი - ამ და კიდევ 33 პროდუქტის დღიური მინიმალური ნორმით "საქსტატი" ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის არსებობისთვის საკმარის თანხას ითვლის. გასული თვის მონაცემებით დადგინდა, რომ ერთი ზრდასრული, შრომისუნარიანი მამაკაცისთვის თვიდან თვემდე არსებობისთვის 181 ლარი და 20 თეთრია საკმარისი. კიდევ უფრო ნაკლები თანხით (160,5 ლარი) შეუძლია თავის გატანა საშუალო მომხმარებელს, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 3-4 წევრისგან შედგება, თვეში 288,9-321 ლარია. არადა, იმას, რომ ამ თანხით თვის განმავლობაში თავის გატანა შეუძლებელია, ჯანდაცვის მინისტრიც ადასტურებს. დავით სერგეენკოს თქმით, საარსებო მინიმუმი არ ნიშნავს, რომ ოჯახმა ეს თანხა უნდა იკმაროს(?!). მინისტრის განმარტებით, საარსებო მინიმუმი არის სტატისტიკური მონაცემების მაჩვენებელი, რომელსაც საქართველო 16 წლის წინ დადგენილი მეთოდოლოგიით ითვლის და მთელი რიგი ეკონომიკური პარამეტრების სტატისტიკური ანალიზისთვის იყენებს. ანუ რა გამოდის? - ოფიციალური სტატისტიკა საარსებო მინიმუმს რეალური ადამიანებისთვის კი არ ითვლის, რომ შემდეგ, მაგალითად, ყველაზე ღარიბებისთვის სოციალური დახმარების გაცემისას მათი საჭიროებები გათვალოს და ამით იხელმძღვანელოს, არამედ ამას რაღაც სხვა დატვირთვა აქვს, რომელიც შესაძლოა რეალობის შელამაზებასაც ისახავს მიზნად. ისე, ვინ-ვინ და, მინისტრმა კი უნდა იცოდეს, რომ წინა ხელისუფლების დროს საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიაში "ქირურგიული ჩარევა" მოხდა - ცხოველური წარმოშობის პროდუქტების კალორიულობის შემცირების ხარჯზე საარსებო მინიმუმი ფულად გამოსახულებაში დაახლოებით 30%-ით შემცირდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 1000 კილოკალორია, ხორცის ნაცვლად, შეგვიძლია შაქრის ჭამითაც მივიღოთ და ეს დაახლოებით 15-ჯერ იაფი დაგვიჯდება. სამაგიეროდ, თუ მანამდე სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 52% იყო, მეთოდოლოგიაში ცვლილებების შედეგად სიღარიბე 35%-მდე შემცირდა. გიორგი პაპავა, ეკონომისტი: "უპირველესად, უნდა ავუხსნათ ჩვენს მოსახლეობას, როგორ ითვლის "საქსტატი" საარსებო მინიმუმს. მას შექმნილი აქვს მინიმალური სასურსათო კალათა, რომელშიც შესულია დაახლოებით 40 სახეობის პროდუქტი და სტატისტიკის სამსახურის აზრით, ამ პროდუქტებში შემავალი ცილების, ცხიმებისა და კალორიების დღიური ნორმის მიღება საკმარისია ადამიანის არსებობისთვის. შემდეგ "საქსტატი" ითვლის კალათაში შესული სურსათის ფასს და აკეთებს დაშვებას, რომ ადამიანი თავისი ხარჯების 70%-ს ახმარს სურსათს, ხოლო 30%-ს - არასასურსათო ხარჯებს. ჯერ ერთი, საკამათოა, რამდენად საკმარისია მინიმალურ სასურსათო კალათაში ჩამოთვლილი პროდუქტების დღიური ნორმა სრულფასოვანი არსებობისთვის. და კიდევ, რამდენად რეალურია, რომ საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯის წილი 70%-ია. სინამდვილეში, საკვებზე დახარჯული თანხა გაცილებით ნაკლებია, მაგრამ ამ პროპორციით "საქსტატი" საარსებო მინიმუმის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას ახერხებს. მაგალითად, თუ ვიტყვით, რომ ადამიანი შემოსავლის 50%-ს ხარჯავს საკვებზე, ხოლო დანარჩენ 50%-ს ენერგომატარებლებზე, წამლებზე, მგზავრობაზე და ა.შ., რა თქმა უნდა, საარსებო მინიმუმი გამოვა არა 181 ლარი, არამედ გაცილებით მეტი და ასეც უნდა იყოს, რადგან სურსათის გარდა, ადამიანს ბევრი სხვა ხარჯი აქვს - იმ სურსათის მოსამზადებლად, რომელიც კალათით არის განსაზღვრული, ენერგომატარებლები ხომ უნდა გამოიყენოს. მაგრამ ჩვენთან საარსებო მინიმუმს ერთგვარი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. თუ საარსებო მინიმუმს 180 ლარის ფარგლებში ინარჩუნებ, შეგიძლია თქვა, რომ არსებობისთვის საკმარისზე მეტს აძლევ პენსიონერს. საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი მნიშვნელოვანია უმუშევრობისა და სიღარიბის პარამეტრების დათვლისას და ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ეს მონაცემები არ გაუარესდეს. სწორედ პოლიტიკური სენსიტიურობა განაპირობებს, რომ წლიდან წლამდე საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი დიდად არ იცვლება, მიუხედავად ფასების ზრდისა. შესაბამისად, საარსებო მინიმუმის დათვლისას სწორედ მეთოდოლოგიაა გადასახედი და შემდეგ მოგვიწევს რეალობისთვის თვალის გასწორება". სოსო არჩვაძე, სტატისტიკოსი: "ნებისმიერი არჩევნების წინ ოპოზიციური ძალები აყენებენ საკითხს, რომ გადაისინჯოს საარსებო მინიმუმი, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებაში მოდიან, ავიწყდებათ თავიანთი მოთხოვნა. ფაქტობრივად, ვითარება "ცისფერი მთების" სიუჟეტს ემსგავსება: იცვლება დრო, გარემოებები, მთავრობები, "გრენლანდია" კი ისევ კიდია კედელზე და ვერაფერს უხერხებენ. 90-იან წლებში, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით ინფლაციის გაანგარიშების ინდექსში სურსათის წილი 70%-ის ფარგლებში განისაზღვრა, მაშინ საარსებო მინიმუმშიც სწორედ ამავე პროპორციით განისაზღვრა სურსათზე გაწეული ხარჯების წილი, ახლა ინფლაციაზეც კი სურსათის წილის გავლენა 30%-მდე შემცირდა. მას შემდეგ ოთხჯერ შევცვალეთ კონსტიტუცია, ხუთჯერ საგადასახადო სისტემა და საარსებო მინიმუმს წმინდა წიგნივით ხელს ვერ ვკიდებთ. საარსებო მინიმუმის ამ ზღვარზე შენარჩუნებით ერთგვარად სტატისტიკას აკეთილშობილებენ. მაგალითად, თუ ახლა თავს ვიწონებთ, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 22%-ია, რეალური მინიმუმის დათვლით შესაძლოა 45% აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება უფრო ყინჩად დაიჭერს თავს, თუ ღარიბთა რაოდენობა ოფიციალურად, ქაღალდზე, ნაკლები დაფიქსირდება და სათქმელიც ექნება, რომ მისი პოლიტიკის წყალობით სიღარიბე შემცირდა. ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ჩვენისთანა ქვეყნისთვის ხარჯების პროპორცია უნდა იყოს 50/50-ზე, ანუ საარსებო მინიმუმში ნახევარი უნდა ეთმობოდეს სურსათს, მეორე ნახევარი კი სხვა ხარჯებს. თუ ამ მიდგომით დავიანგარიშებთ, აღმოჩნდება, რომ საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 330 ლარია, ნაცვლად ახლანდელი 181 ლარისა. ამით ყველა პრობლემა ვერ გადაწყდება, მაგრამ რეალობასთან უფრო მიახლოებული მონაცემი გვექნება. რა თქმა უნდა, კალორიულობაც გადასახედია და მინიმალური სასურსათო კალათა უფრო რაციონალური უნდა გახდეს".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6027989&name=22.04.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

გამაოგნებელი ტრაგედია, რომლის ახსნაც ყველას უჭირს

მარტვილში, საელიაოში, მეცხრე კლასის მოსწავლე შალვა (შაკო) ნაჭყებია თავის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. შინ დაბრუნებულმა უმცროსმა ძმამ შაკოს რამდენჯერმე დაუძახა, პასუხი რომ არ მიიღო, სახლის უკან, ეზოში გავიდა და 12 წლის მოზარდი შოკის მომგვრელი ფაქტის თვითმხილველი გახდა... ამ დრომდე არავინ იცის, რატომ მივიდა ბიჭი ამ მდგომარეობამდე. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ბიჭები უდედოდ გაიზარდნენ, პატარებს ბებია უვლიდა, ბებია რომ გარდაიცვალა, შემდეგ მამა ზრდიდა. მეზობლები ამბობენ, რომ სოციალური დახმარება და მამის გამომუშავებული ფული იყო ოჯახის შემოსავალი. იმ დღეს შაკოს სკოლაში მამამ მიაკითხა. კლასის დამრიგებელს და სკოლის დირექტორს სთხოვა, ბავშვი გაკვეთილებიდან გაეთავისუფლებინათ, რადგან აცრის გასაკეთებლად უნდა წაეყვანა. მამუკა თვალაძე, სკოლის დირექტორი: - მამას სულ სუფთად ჩაცმული, მოწესრიგებული ჰყავდა ბავშვები. ძალიან უჭირთ და ჩვენც ვეხმარებოდით. შაკო უნიჭიერესი ბავშვი იყო, სხარტი აზროვნების. მესამე კლასიდან მამამ სალხინოში, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის საპატრიარქოს სკოლაში წაიყვანა ორივე შვილი. მეშვიდე კლასში ისევ ჩვენთან გადმოვიდა. საპატრიარქოს სკოლაში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დადიოდნენ, მაგრამ მამა ამბობდა, რომ უნდოდა შვილები გვერდით ჰყოლოდა. არასოდეს შემიმჩნევია მათ შორის დაძაბული ურთიერთობა. იმ დღეს კლასის ხელმძღვანელს უთხრა, აცრაზე მიმყავსო, თუმცა იმ დღეს არ მიუყვანია, როგორც გავიგე, შინ დარჩენია ბავშვის დაბადების მოწმობა, საბუთი კი აუცილებლად სჭირდებოდა. ბავშვი სახლში გაუშვა და მეორე ძმა რომ მივიდა სკოლიდან, ჩამომხრჩვალი იპოვა. მამა განადგურებულია, მარტოხელამ გაზარდა შვილები. სიღატაკემ მიიყვანა ბავშვი ამ მდგომარეობამდეო, ამის თქმა არ შეიძლება. ერთ-ერთ ტელესიუჟეტში ითქვა, თითქოს ვალი ჰქონდა ბუფეტში და კიდევ კონტექსტიდან ამოღებული ჩემი სიტყვები ატრიალეს, სადაც ვამბობ, ერთ ფუნთუშას იყოფდნენ ძმები-მეთქი, ამით ხაზი გავუსვი მის გულკეთილობას. რაც შეეხება ბუფეტში ვალს, 2 ლარზეა ლაპარაკი. მამას გაფრთხილებული ჰყავდა მებუფეტე, ბიჭები რასაც გთხოვენ, მიეცი, ვალს თვის ბოლოს გადავიხდიო. ადგილობრივების ნაწილის ინფორმაციით, შაკო პატარაობისას ძალადობის მსხვერპლი იყო. ძმები ბაღსა და დაწყებით კლასებში დალურჯებული ხშირად უნახავთ მასწავლებლებს, თუმცა ამაზე ინფორმაცია არც სოციალურ სამსახურს ჰქონია და არც პოლიციას. ადგილობრივი მცხოვრები: "მამამისი ხან მტვირთავად მუშაობდა, ხან ქვის საამქროში, რომ შვილები ერჩინა. დალხენილი ცხოვრება არ ჰქონიათ, მაგრამ შიმშილის გამო ეს ამბავი არ მოხდებოდა. მამამისს ცოლი არც არასოდეს ჰყოლია აქ. ამბობენ, ის ადამიანის დაჭრის გამო იხდიდა სასჯელსო, მერე ითქვა, ნარკოტიკებზე იჯდაო. როგორც ვიცი, ციხიდან გამოსულია, მაგრამ შვილებთან არ მოსულა, თურქეთში წასულა და იქ დაუჭერიათ. დედაზე ბავშვები არასოდეს ლაპარაკობდნენ". ნაჭყებიების მეზობელი: - როცა გელას ვეკითხებოდით, სად იყო მისი ცოლი, გვეუბნებოდა, არ მიხსენოთო. უჭირთ, მაგრამ ისე არა, რომ საჭმლის გამო ბავშვს თავი მოეკლა. მეზობლის სახლში მისულა, თანაკლასელია ის ბავშვი, ქართულის წიგნი გამოურთმევია, მეზობელი თურმე პურს აცხობდა და მიუპატიჟებია, მაგრამ უარი უთქვამს და წასულა. ამის მერე დატრიალდა ტრაგედია. მაგიდაზე გადაშლილი წიგნი დაუტოვებია. ყველა ელოდებოდა, წერილი მაინც ექნებოდა დატოვებული, ვეძებეთ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ. ძმა ამბობს, თითები სისხლიანი ჰქონდაო, შეიძლება რომ ჩამოიკიდა თავი, ამის მერე სცადა თავის გათავისუფლება, რადგან კისერზეც აქვს ნაფხაჭნი... ჩვენ იმ სკოლის თანამშრომელსაც ვესაუბრეთ, სადაც შაკო ადრე სწავლობდა: - მესამე კლასში იყო, რომ მოიყვანეს. ხშირად მოდიოდა დალურჯებული, ყოფილა შემთხვევა, ძიძას აუწევია მაისური და სისხლჩაქცევები უნახავს მის სხეულზე, მაგრამ არ ამბობდა, რომ სცემეს. ყოველ პარასკევს ტაქსით მოაკითხავდა მამამისი, ბავშვების სწავლა-განათლების ამბავს გამოიკითხავდა და ორივე ძმა მიჰყავდა. მეუფე პეტრე დიდ პატივს სცემდა, ეცოდებოდა ეს ოჯახი და ეხმარებოდა, ქათმებიც კი უყიდეს. ხათუნა ფირცხალავა, კლასის დამრიგებელი: - მასთან ფსიქოლოგის დახმარება არასოდეს დამჭირვებია, იუმორიც ჰქონდა, მშვიდი და გაწონასწორებული ბავშვი იყო, გულჩათხრობილიც არ ყოფილა. ფეხბურთზეც დადიოდა. რა მოხდა, არ ვიცი. - იქნებ მობილურზე დაურეკა ვინმემ, რაიმე პრობლემა ჰქონდა? - მობილური არ ჰქონდა. - ძალადობას გამორიცხავთ? - ასეთი რამ მსმენია, მაგრამ მე არასოდეს მინახავს ნაცემი. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბულინგის მსხვერპლიც არ იყო. - პოლიციასთან პრობლემები ხომ არ ჰქონდა? - წელიწად-ნახევრის წინ, რაღაც პრობლემა ჰქონდა, მაგრამ სერიოზული არაფერი. მაშინ 12 წლის იყო, იმის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. გოგონები ამბობენ, არასოდეს მისგან წყენა არ გვახსოვსო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6028099&name=22.04.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება:      ალია

ემოციური ინტერვიუ საფრანგეთიდან დაბრუნებულ 7 შვილის დედასთან

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6027934&name=22.04.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება:      მესინჯერი

შსს-მ უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით შპს ”ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შპს “ხიმიჯ სერვის 2”-ის დირექტორი – 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.იმდინარე წლის 31 მარტს შპს “ხიმიჯ სერვის 2”-ს მიერ მიერ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ფაქტზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს “ხიმინჯ სერვის 2”-ს მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი. გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით კი გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს “ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6028746&name=22.04.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება:     ახალი თაობა

ლაშა ჩხარტიშვილი:მოვითხოვთ პარლამენტმა დაუყონებლივ აკრძალოს გვამებით ვაჭრობა და დაჩქარებული წესით მიიღოს ჩვენი კანონპროექტი

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი გამაფრთხილებელი აქციის ფონზე წარადგინა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, შრომის ინსპექციის რეალური ამოქმედება 1 სექტემბრის ნაცვლად, 15 მაისიდან უნდა დაიწყოს, ხოლო შრომის უსაფთხოების ნორმების დარღვევის გამო სანქციების ოდენობა უნდა გახუთმაგდეს. შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორების მოთხოვნით, პარალელურ რეჟიმში „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, „დაუყონებლივ უნდა დასრულდეს ომი მშრომელებთან და შეიცვალოს ვითარება, როცა გასულ რამდენიმე წელიწადში რუსეთთან აგვისტოს ომში დაღუპულ 408 ადამინზე მეტი, 418 იღუპება სამუშაო ადგილებზე. პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რითაც წერტილი დაუსვას გვამებით ვაჭრობას. დაუშვებელია კიდევ 4 თვენახევარი არ ამუშავდეს შრომის ინსპექცია და კიდევ ათობით ადამიანი შეეწიროს ივანიშვილისა და მისი პოლი–ბიზნეს პარტნიორების კორუფციულ სიხარბეს.“ პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა მამუკა ჯუღელმა კი აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გაცილებით მწვავე აქცია, უკვე პირველ მაისს, მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს გაიმართება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6028123&name=22.04.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება:     ახალი თაობა

მამაკაცმა ფეხმძიმე ცოლს სცემა და 5 თვის ჩვილი კედელს მიანარცხა

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ფეხმძიმე ცოლს სცემა, ჩხუბის დროს კი 5 თვის ჩვილმა დაზიანებები მიიღო. ბავშვი ხელში ბებიას ეჭირა, გაწევ-გამოწევის დროს პატარა კედელს მიანარცხეს. ჩვილი საავადმყოფოში პარასკევს გამთენიისას სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ჩვილი ინტენსიური მედიცინის განყოფილებაში გადაიყვანეს. ტომოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბიჭს დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული, მოტეხილი აქვს მარჯვენა თხემის ძვალი. სავარაუდოდ, მამამ ბავშვი კედელზე იმ სიძლიერით მიანარცხა, რომ ბავშვმა ქალა-ტვინის დაზიანება მიიღო. შემთხვევა დადიანის 104 ნომერში მოხდა. ინციდენტის ადგილას დავით სარალიძის დედა და სიდედრიც იმყოფებოდნენ. ისინი საკუთარი თვალით უყურებდნენ, როგორ სცემდა 25 წლის მამაკაცი 6 კვირის ორსულ ცოლს და როგორ გაიმეტა ერთადერთი შვილი. ცოლისა და შვილის ცემისთვის დაკავებული მამაკაცის დედამ იმ მოტივით, რომ საგანგაშო არაფერი მომხდარა, ინტერვიუზე კურიერს უარი უთხრა. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ 2018 წლიდან ახალგაზრდა ქალი ძალადობის მსხვერპლი ხშირად იყო, რაზეც დაკავებული ქმრის მშობლები დუმდნენ. დაკავებული ახალგაზრდა დანაშაულს აღიარებს. მისი პატიმრობის კანონიერებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და ისევ გისოსებს მიღმა დატოვა. პროკურორმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, გამოძიების პროცესში იმ პირთა ბრალეულობაც გამოიკვეთოს, რომლებმაც ოჯახური ძალადობის არაერთი ფაქტი დამალეს. 5 თვის ჩვილს მეთვალყურეობას, ექიმებთან ერთად, საკუთარი დედაც უწევს. ახალგაზრდა გოგო, რომელიც თავადაც ძალადობის მსხვერპლი გახდა, ბავშვის რთული მდგომარეობის გამო კლინიკაში რეაბილიტაციისთვის არ დარჩა. მას სახესა და მთელ სხეულზე ათობით სისხლნაჟღენთი აქვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6027945&name=22.04.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება: ალია

„მონებივით გვექცევა, რადგან იცის გვიჭირს და ვერსად წავალთ...“ - „კარფურის“ კონსულტანტის წერილი

სავაჭრო ცენტრ „კარფური“-ს თანამშრომელი სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს. იგი ადმინისტრაციას მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და წერს, რომ მუშაობა არაადამიანურ პირობებში უწევს. „ისთფოინთის კარფურის სასმელების სექციის მონაკონსულტანტი გწერთ, მთელი სექციის სახელით. ყოველი სამსახურიდან გამოსვლისას მგონია რომ ჩემზე ცხოველი ადამიანი არ არსებობს, 8 საათი ვმუშაობ როგორც უღელში შებმული ხარი. ხშირად მენეჯერი არ მაცდის გამოვიყენო კუთვნილი შესვენება, ნორმალურად შევჭამო და მოვწიო, გვესაუბრება როგორც მონებს, აქვს უხეში და უტაქტო მიმართვები, თითქოს რომ გელაპარება ამაზეც მადლობა უნდა უთხრა, ერთხელ გავუბედეთ და ვუთხარით რომ მასზე ზემდგომს გავესაუბრებოდით, პასუხად მივიღეთ, რომ თუ გავბედავდით და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ნაბიჯს გადავდგამდით და ვინმეს რამეს ვეტყოდით, ისე გაგვყრიდა სუყველას რომ ვერცერთ კარფურში როგორც მომხმარებელიც ვერ შევიდოდით. ბევრი პრომოები და მერჩენდაიზერები არიან სასმელების სექციაში, მათთანაც ანალოგიურ ურთიერთობაშია, პრომოებს ეკაიფება, მასხრად იგდებს, ყოველდღე ახსენებს თუ ისე არ მოიქცევიან როგორც მას სურს, სამსახურებს დაკარგავენ, რეკავს მათ დამსაქმებელ კომპანიებში და ტყუილებს უყვება, რითიც ან აკარგვინებს სამსახურს ისედაც 20ლარზე მომუშავე ბავშვებს, ან დღის ხელფასს აკლებინებს. ჩვენ საერთოდ ზედ გვივლის, ძაღლად არ გვაგდებს რადგან კარფურის თანამშრომლებს, იცის გვიჭირს და ვერსად წავალთ… ბარმენების უფროსებს ურეკავს და იგონებს ვითომ ადრე გავიდნენ სამსახურებიდან და რათქმაუნდა ისინიც დაუზარელად ლანძღავენ მოჯამაგირეს... გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა კარფურს და დაგვეხმაროთ. ჩვენ შრომა არ გვეზარება, ამ ადამიანის გარეშე მშვიდ ვითარებაში მუშაობა გვინდა“, – წერს კონსულტანტი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6028550&name=22.04.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

22.04.2019

მედიასაშუალება:      ალია

თქვენ ხართ უფალსა და ჩვენს შორის მოციქული , მამაო?მაგას გაბარებთ უფალი?

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვოდა და გაყვიროდა ერი და ბერი: - უფალი გვსჯისო. ადგა უფალი და მაცხოვრის ეკლიანი გვირგვინი გადაარჩინა დაწვას, განადგურებას... ამბობენ, უფალმა წარღვნა მოავლინაო და მე კიდევ ვიტყვი, რომ უფალმა ნოე და მისი ოჯახი გადაარჩინა. რასაც ჩვენ , ადამიანები საკუთარ თავს და ერთმანეთს ვუშავებთ, მსგავსი დასჯის მეთოდები უფალს არც გაახსენდება, ვერც მოიფიქრებს ჩვენი უფალი დასჯის ისეთ მეთოდებს, ჩვენ, ადამიანები რომ ვიყენებთ ერთმანეთისთვის... ჩემს მეგობარს ადრე გარდაეცვალა მამა, მერე მის შვილებს გარდაეცვალათ ადრე მამა. დარცა ასე,ორი ბიჭით მარტო, მამის, ქმრის გარეშე. კაციც ის არის წლებია ოჯახში და ქალიც.. სიმსივნე მიადგა ცოტა ხნის წინ, ასე, მუხანათურად დაუკაკუნა სიმსივნემ. ოპერაცია გაიკეთა და ახლა, ოპერაციის შემდეგ, სასწრაფოდ სჭირდება რადიაქტიული თერაპია, თუ უნდა, რომ გადარჩეს, თუ უნდა რომ იცოცხლოს. ჯანდაცვის სამინისტრომ სამი კვირის მერე გეტყვით, დაგიფინანსებთ, თუ არაო, არადა არ აქვს სამი კვირა და ერთი თვე. ჯანდაცვამ თქვენს გამო ხომ არ შეიკრიბება კომისიაო - ვკითხე ჯანდაცვის სამინისტროს, რა პასუხია ეს, რას ჰქბია, სამ კვირაში ერთხელ იკრიბებიან კომისიის წევრები, როგორ ბედავენ ასე პასუხის გაცემას მოქალაქისთვის - ვკითხე და გარკვევას დამპირდა, არ მიმიღია ჯერ პასუხი. საერთო მეგობარი გვყავს ერთი, ევროპაში მომუშავე ჟურნალისტი, საქართველოშია ახლა, აიჩემა, საპატრიარქოს მივაკითხოთ, ხომ აქვს ფონდი, დაგეხმარება ევროპაში საპატრიარქო იმდენ ადამიანს ეხმარება, საქართველოში - ასეთ ღარიბ ქვეყანაში მეტს დაეხმარებაო. დაწერეს განცხადება, ერთად მივიდნენ,. ეზოში დაცვამ არ შეუშვა, მოქალაქეთა ოთახზე მიუთითა, ოთახს პატარა ფანჯარა აქვს, პატარაო , რომ ვამბობ, ვგულისხმობ, ისე პატარას, სახის ნახევარი რომ ჩანს მარტო. ამ პატარა სარკმლის მიღმა ქალბატონი იჯდა, რომელმაც არ ჩაიბარა ჩემი მეგობრის განცხადება, უკან მოუგდო და უთხრრა : რა დახმარებაზე გვესაუბრებით, ხელფასები არ აგვიღია მეორე თვეაო. დავრეკე საპატრიარქოში, სამჯერ ვიკითხე, ვის ვესაუბრებოდი და ძლივს მივიღე მერე პასუხი, მდივნის თანაშემწე ვარო. დაადასტურა, დიდი ენთუზიაზმით, მართლაც ვერ ვიღებთ ხოლმე ხელფასებს, მართლაც აგვიანდება ხოლმე ხელფასება, მაგრამ განცხადება რატომ არ ჩაიბარეს არ ვიცი და გავარკვევო. პრესსამსახურის ნომერი მომცეს, მამა ანდრიას დაურეკეთ, ოღონდ გვიან საღამოს, დაურეკეთ, მანამდე არ სცალიაო. დავურეკე საღამაოს, პირველივე ზარზე მიპასუხა, ავუხსენი და ვერ გვიგეო...ვინ არ ჩაიბარაო, სახელი იცით, ვინ არ ჩაიბარაი განაცხადიო? გამომიჭირა, სახელი არ ვიცოდით, არ უთქვამს იმ ქალბატონს სახელი...უცხო ქალბატონი ხომ არ იქნებოდა, დაცვით შემოსაზღვრულ ოთახში? მაინც ვერ გაიგო, არ უნდოდა გაგება, და გამითიშა. მერე იტყვიან ღმერთმა გადაწვა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარიო... თუ საპატრიარქოს თანამშრომლებს მიეცათ დავალება, არ მიიღონ მოქალაქეთა წერილები და მიზეზად დაუსახელონ ხელფასთა აუღებლობა, ვინ უნდა გააკეთოს ამაზე განცხადება თუ არა პრესსამსახურმა? შემდეგ მამა ანდრიამ მესიჯად მოგვწერა : განცხადების ჩაბარებაზე არ გექნებათ პრობლემა, თუმცა ამგვარიდ ახმარების ფონდი საპატრიარქოს არ გააჩნია, ზოგჯერ საპატრიარქოს თანამშრომლებსაც უგვიანდება ხელფასიო... მისწერა ჩემმა მეგობარმა კიდევ ორი მესიჯი - აღარ მოუწერია პასუხი... თქვენ ხართ უფალსა და ჩვენს შორის მოციქული მამაო? მაგას გაბარებთ უფალი? განცხადების ჩაბარებაზე პრობლემა არ გექნებათო, რომ გვატყუებთ, განცხადება აგერ გვიდევს სახლში, უკან მოგდებული, ჩაუბარებელი განცხადება და რანაირად არ გვაქვს პრობლემა? ამგვარი დახმარების ფონდი არ გვაქვსო, რაგვარი დახმარების ფონდი გაქვთ აბა? სასწავლებლების დახმარების ფონდი აქვთ... სახელმწიფო დაფინანსება სასწავლებლებში მიდის, საპატრიარქოს ფონდიდან ფული სასწავლებებლებში მიდის და ეს წმინდანების სახელობის სკოლები, ყველა ფასიანია, ყველა რომელიმე კონკრეტული მამაოს მფლობელობაშია და რატომ აფინანსებთ სკოლებს, რომლებიც ისედაც ფასიანაია? აბა ეკლესიებს? რა ვიცი, სანამ მოსახლეობისგან არ აააგროვებთ ფულს, ეკლესიები არ შენდება და ვერ გავიგეთ, რას აფინანსებთ? აგერ, სამების ტაძარი ყოფილა მოსახატი და სანამ ივანიშვილს არ დასცინცლეთ, მანამდე არც გაგხსენებიათ. რა უნდა მითხრას, ჩემთან სასაუბროდაც არ სცალია ჩემს მამაოს, ჩემს მოციქულს ღმერთთან , არ სცალია ჩემთან სასაუბროდ. საპატრიარქოს უამრავ განყოფილებებს შორის, რამდენიმეს გამოვყოფ: საგარეო საქმეთა განყოფილება, რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტი, ქონების მართვის სამსახური, საფინანსო ეკონომიკური საბჭო, შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთობის სამსახური, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი, სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი, გამწვანებეისა და ეკოლოგიის დეპარტამენტი და ა.შ. ყველა დეპარტამენტი აქვთ, სამინისტროების შესაფერისად, რომ ყველა სამინისტროსთან ითანამშრომლონ და ყველა სამინისტროდან წამოიღონ თანხა, თორემ... რად გინდა ჯანმრთელობის და სოციალური დეპარტამენტი, თუ სიმსივნით დაავადებული ქვრივის განცხადებასაც არ მიიღებ? აჭარაში, სადაც მუსლიმანი თურქები უფასო სკოლებს ხსნიან ბავშვებისთვის, უფასოდ კვებავენ, აცმევენ, ამზადებენ უფასოდ საჯარო სკოლების პროგრამისთვის და სამაგიეროდ ავალდებულებენ თურქული და ყურანი ისწავლონ, გეცოდინებათ მამაო, წლებია ამაზე ვწერ. პარალელურად, აჭარის სოფლებში ტაძრები იკეტება, ის ტაძრები სოფლებმა თავად რომ ააგო, მრევლი რომ ჰყავს და რომ მარხულობს, მრევლი, ის ტაძრები იკეტება, მღვდელო არ გვყოფნისო..

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6027920&name=22.04.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

​